Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > სლოვაკეთი


Posted by: Fermeri.23 18 Oct 2017, 19:52
ვისაც სურს სლოვაკეთში სამუშაოდ წასვლა მომწერეთ ( ადმინ თუ არასწორად გავხსენი თემა გთხოვ გადამიტანო )
* * *
მიდიხართ ლეგალურად, წინასწარ არ იხდით არაფერს ყველაანაირ ხარჯს კომპანია ფარავს თქვენ იხდით მხოლოდ საბუთების მოგროვებაში რა თანხაც დაგეხარჯებათ და მხოლოდ პირველი თვიდან იხდით 250 ევროს. ხელფასი იქნება მინიმუმ 600 - 700 ევრო, შაბათ კვირა დასვენება, დღეში იმუშავებთ 8 საათს თუ სამუშაო საათი გაგრძელდა დამატებით მიიღებთ ანაზღაურებას. საცხოვრებელი იქნება სასტუმროს ტიპის , ერთჯერადი კვებით. სამუშაო მინიმუმ 3 თვე.

Posted by: vasovaso92 19 Oct 2017, 13:39
კაცების სამსახური არის? boli.gif smile.gif

Posted by: GEORGIA007 19 Oct 2017, 13:51
Fermeri.23
ფერმასთანაა რამე კავშირში?


----------------------------------

Posted by: vasovaso92 19 Oct 2017, 13:54
რა გარანტიაა ისე თირკმელის გარეშე რო არ დარჩები biggrin.gif
ოფისი გაქვთ რამე?
სამსახურს რაც შეეხება და რაც მთავარია არაფერი დაგიწერია.

Posted by: Fermeri.23 19 Oct 2017, 15:27
კაცების სამსახურიც არის და ქალებისთვისაც. მე არ მაქვს ოფისი მეც სამუშაოდ მივდივარ უბრალოდ მთხოვეს ინფორმაცია გამევრცელებინა რადგან ხალხი სჭირდებათ.

Posted by: vasovaso92 19 Oct 2017, 16:10
მერე დაწერე სამუშაო რას ეხება smile.gif

Posted by: Fermeri.23 19 Oct 2017, 16:15
ფაბრიკა ქარხანაში არის სამუშაოები

Posted by: vasovaso92 19 Oct 2017, 16:17
მუშაობა არ გამიჭირდება ყოჩაღი ვარ მარა პროსტა ეგ საბუთების შეგროვებაში რამდენი დაჯდება ეგაა საქმე.

Posted by: Fermeri.23 19 Oct 2017, 16:27
იდ ბარათი, საზღვარგარეთის პასპორტი, ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის ცნობა, განათლების საბუთი და ეს ყველაფერი ნათარგმნი.

Posted by: Florbelle 19 Oct 2017, 17:39
დავფიქსირდები იქნებ მართლა იყოს წასვლის პონტი drug.gif
რაც დაწერა სადღაც 200 ლარამდე გამოდის ბიომეტრული 100 ღირს ჯანმრთელობის ცნობა არ ვიცი მგონი ეგრე ეგეც

Posted by: sandroEVO 19 Oct 2017, 18:05
პირადადაც მოგწერე და აქაც დავწერ, ვის დავუკავშირდეთ წასასვლელად?

Posted by: vasovaso92 19 Oct 2017, 19:57
თუ შეგროვდით ბრადცი შეიძლება მეც წამოვიდე biggrin.gif

Posted by: AVN 19 Oct 2017, 23:45
მეც მაინტერესებს სლოვაკცი , რახდება რისი ქარხანაა და რისი გაკეთება გიწევს + ასაკობრივი შეზღუდვა ხომ არაა?
ნომერი ან რამე სხვა საკონტაქტო მომეცი თუ შეგიძლია Fermeri.23

Posted by: Fermeri.23 15 Nov 2017, 15:03
ბოდიშს გიხდით აქამდე რომ ვერ შემოვედი და ვერ გაგეცით პასუხი. 599420663 მაკა < ამ ადამიანს დაუკავშირდით და ის გეტყვით ყველაფერს უფრო დაწვრილებით. უთხარით რომ სლოვაკეთში გინდათ სამუშაოდ წასვლა

Posted by: Corvette 15 Nov 2017, 22:26
წამო ფორუმელები დავაწვეთ biggrin.gif

vasovaso92
Florbelle
sandroEVO
AVN


.

QUOTE
მხოლოდ პირველი თვიდან იხდით 250 ევროს.

ყოველ თვე იხდი მაგ 250 ევროს თუ მარტო ერთხელ ?

Posted by: sandroEVO 15 Nov 2017, 23:24
Corvette
დაურეკე უკვე?

მე ხვალ ვაპირებ

Posted by: JORJ1 16 Nov 2017, 00:00
დაწერეთ დეტალები რას გაარკვევთ :დ

Posted by: AVN 16 Nov 2017, 00:30
ბრატისლაველი ნაშობა უნდა გადავბუგო 250 ევროთი :DDDDDDDDDDD

Posted by: altezza_altezza 17 Nov 2017, 01:38
ბიჭო 700 ევრო არაა ცოტა იმ მხრივ რომ მაგ ქვეყანაში იაფობაა თუნდაც საკვებზე

თან 2 დღე დასვენება კვირაში, 8 საათიანი გრაფიკი ცუდი არააა


ბინებიც იაფია, თანაც კაი სასტავი3,4 კაცი თუ შეიკვრება კარგ ბინას მოხსნით 100 ევრომდე გადაიხადოთ მაქსიმუმ კაცმა


მთავარია სანდო იყოს და რომ ჩახვალ იქ არ დაგსვან, აი დღეს, აი ხვალ.......

Posted by: bigmaster 17 Nov 2017, 02:15
altezza_altezza
QUOTE
ბიჭო 700 ევრო არაა ცოტა იმ მხრივ რომ მაგ ქვეყანაში იაფობაა თუნდაც საკვებზე

არაფერი არ არი 700 ევრო givi.gif საჭმლის ფულია და ტრანსპორტის

Posted by: altezza_altezza 17 Nov 2017, 06:45
bigmaster


მესმის, სხვა ქვეყანაში მართლა არაფერი იქნებოდა,

მაგრამ მანდ 3,4 კაცს არც საკვებში დაეხარჯება ბევრი თანხა და არც ქირაში, მგზავრობაც როგორც ვიცი სამსახურამდე ბევრი არ უნდა დაუჯდეთ


მოკლედ ოჯახის სენახვა არვიცი მაგრამ თუ მოინდომებენ 500 ევროს თუ არა 400 ევროს გადადებენ, რაც 1200 ლარზე მეტია smile.gif)


ოჯახი თუ სარჩენი არ ყავთ,მგონი დანაზოგს გააკეთებენ თანაც სხვა ქვეყანაშიც წავლენ )) ბევრს აქვს ამის სურვილი იავიცი


ისე კი საზგვარაგრეთ 700 ევრო რომ ცოტააა ამაზე აღარ ვდაობთ, მაგრამ ვირული სამსახური თუ არ იქნება, ვფიქრობ ეგეთი ხლეფასის ნახვა აქ სამსახურებში ძალიან გაუჭირდებათ ახალგაზრდებს ....

Posted by: T-A-T-A 17 Nov 2017, 10:04
წავიდა ვინმე????
რა ქარხნებია იქნებ დააკონკრეტოთ,
პასპორტი, საბუთები და თარგმანი არი არი პრობლემა მაგრამ იქნებ კი ადამიანური პირობები????

Posted by: springo 17 Nov 2017, 10:15
მე ვარ წამოსვლის მსურველი



--------------------
* * *
საღამოს დამიკავშირდიო და დავწერ რას მეტყვის..

Posted by: ძამა 17 Nov 2017, 10:57
QUOTE
მხოლოდ პირველი თვიდან იხდით 250 ევროს. ხელფასი იქნება მინიმუმ 600 - 700 ევრო, შაბათ კვირა დასვენება, დღეში იმუშავებთ 8 საათს თუ სამუშაო საათი გაგრძელდა დამატებით მიიღებთ ანაზღაურებას. საცხოვრებელი იქნება სასტუმროს ტიპის , ერთჯერადი კვებით. სამუშაო მინიმუმ 3 თვე.

სამი თვით მიყავხარ და სამჯერ 650-250 ევრო ???
იქ რადგანაც 600-700 ევრო ნახსენები ოქ, ჩავთვალოთ საშუალოდ 650 (თუმცა 600-ზე მეტს არ უნდა ელოდო, biggrin.gif არ გადაგიხდიან შანსი არაა),
რა გამოგდის თვეში ? არაფერი
სიგარეტი და საჭმელი ხო გინდა არა? თვეში ორი დღე ხო უნდა გაატასავო სადმე, შევეშვათ გულავს(ან რა უნდა იგულავო 400 ევროთ), ქალაქის დათვალიერებით მოკლვ იმ დასვენების დღეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უეჭველი დაგჭირდება და ეგეც შენი დარჩენილი 400 ევრო lol.gif lol.gif lol.gif
მშიერი არც საქართველოში მოკვდები თუ მუშაობა გინდა და შეგიძლია,

((((((( ეგ ვითომ და კომპანია))))))) აქ რასაც გთავაზობს ეგენი შანსი არაა მაგის, ვინმემ არც იოცნებოთ რომ ფულს დავაგროვებ და რამეო,,,
..
სიტყვა კომპანიაც გაბანძდა უკვე..
სამი თვით სამუშაო ვიზა???? lol.gif სამ თვის მერე მომავალ ქტომბრამდე ჩერდება ქარხანა???
რაღაც ეფექტებს ცდილობენ ამ საბუთებით და კომპანიობით,
თარგმანი ,
ნასამართლეობა
ნოტარიუსი
....
,შეგაგდებენ სადღაც ნაგავში სამი თვით, იმუშავებ ვირივით, საღამოს პურის ჭამის ტრაკიც არ გექნება ისეთი დაღლილი იქნები და ვიღაც ახვარი ზის თბილ ოთახში იფხანს ერთ ადგილს და უნდა უხადო ფული,,,
ფაქტიურად მისთვის მუშაობ, ის აგროვებს თორე მუშა რისი დამგროვებელია..
.....................................
პლიუს ამას წასვლამდე (საქართველოში)ტყულა გადაგაყრიებენ ფულს საბუთების მოგროვებაში!!!
დაახლოებით ეგ შეიძლება ისეთი პონტი იყოს როგორც თურქეთში,,
ვიღაცა ვიღაცას მიცემს ტრაკს ან სულს და ზოგი დამსაქმებელს ეძახის, ზოგიც რაღაც კომპანიის მენეჯერს,
შემდეგ ჩაყავს იაფი მუშა ხელი, გამუშავებენ როგორც მონას და ვიღაც სირაქლემას უნდა უხადო ფული
კომპანია არა ჩიჩილაკი,,,,
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
დაგვიდე თქვენი კომპანიის საიტი და გადავიკითხავთ დეტალურად პირობებს,,,
ან თქვენი კომპანიის ოფისები გვითხარით და ჩავეწერებით წინასწარ მიღებაზე

Posted by: sandroEVO 17 Nov 2017, 11:06
მოკლედ გუშინ ველაპარაკე

სახლს უფასოდ გაძლევენ,სასტუმროს ტიპის არისო,დღეში 1 ჭამა გეკუთვნის,250 ევროში ბილეთის ფულიც შედისო,სამუშაო ვიზა რო ჩამოგივა შემდეგ იხდი 150 ევროს და მეორე ნახევარს ხელფასიდან გაჭრიან ანუ 100 ევროს,ცუდი ისარი რომ მინიმუმ 6 თვიანი კეთდებაო და ძაან ბევრია ჩემთვის 6 თვე,მომბეზრდება მალე,3 თვე რო იყოს დავფიქრდებოდი წასვლაზე + შენ ნაცნობთან ერტად რო გინდოდეს წასვლა უნდა გაგიმართლოსო,სამსახურები ავტოქარხნებშიაო თუ სადღაც ეგეთ ადგილას,სლოვაკეთში სადაა ავტოქარხაანა არ ვიცი

Posted by: springo 17 Nov 2017, 11:06
QUOTE
სამი თვით მიყავხარ და სამჯერ 650-250 ევრო ???
იქ რადგანაც 600-700 ევრო ნახსენები ოქ, ჩავთვალოთ საშუალოდ 650 (თუმცა 600-ზე მეტს არ უნდა ელოდო,  არ გადაგიხდიან შანსი არაა),
რა გამოგდის თვეში ? არაფერი
სიგარეტი და საჭმელი ხო გინდა არა? თვეში ორი დღე ხო უნდა გაატასავო სადმე, შევეშვათ გულავს(ან რა უნდა იგულავო 400 ევროთ), ქალაქის დათვალიერებით მოკლვ იმ დასვენების დღეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უეჭველი დაგჭირდება და ეგეც შენი დარჩენილი 400 ევრო     
მშიერი არც საქართველოში მოკვდები თუ მუშაობა გინდა და შეგიძლია,

((((((( ეგ ვითომ და კომპანია))))))) აქ რასაც გთავაზობს ეგენი შანსი არაა მაგის, ვინმემ არც იოცნებოთ რომ ფულს დავაგროვებ და რამეო,,,
..
სიტყვა კომპანიაც გაბანძდა უკვე..
სამი თვით სამუშაო ვიზა????  სამ თვის მერე მომავალ ქტომბრამდე ჩერდება ქარხანა???
რაღაც ეფექტებს ცდილობენ ამ საბუთებით და კომპანიობით,
თარგმანი ,
ნასამართლეობა
ნოტარიუსი
....
,შეგაგდებენ სადღაც ნაგავში სამი თვით, იმუშავებ ვირივით, საღამოს პურის ჭამის ტრაკიც არ გექნება ისეთი დაღლილი იქნები და ვიღაც ახვარი ზის თბილ ოთახში იფხანს ერთ ადგილს და უნდა უხადო ფული,,,
ფაქტიურად მისთვის მუშაობ, ის აგროვებს თორე მუშა რისი დამგროვებელია..
.....................................
პლიუს ამას წასვლამდე (საქართველოში)ტყულა გადაგაყრიებენ ფულს საბუთების მოგროვებაში!!!
დაახლოებით ეგ შეიძლება ისეთი პონტი იყოს როგორც თურქეთში,,
ვიღაცა ვიღაცას მიცემს ტრაკს ან სულს და ზოგი დამსაქმებელს ეძახის, ზოგიც რაღაც კომპანიის მენეჯერს,
შემდეგ ჩაყავს იაფი მუშა ხელი, გამუშავებენ როგორც მონას და ვიღაც სირაქლემას უნდა უხადო ფული
კომპანია არა ჩიჩილაკი,,,,
   
დაგვიდე თქვენი კომპანიის საიტი და გადავიკითხავთ დეტალურად პირობებს,,,
ან თქვენი კომპანიის ოფისები გვითხარით და ჩავეწერებით წინასწარ მიღებაზე


მუშაობის სურვილი დაგვიკარგე ჭვატ drug.gif

Posted by: ძამა 17 Nov 2017, 13:46
QUOTE
მუშაობის სურვილი დაგვიკარგე ჭვატ

წადი ჩემი რა მიდის, biggrin.gif ქვეყანას მაინც ნახავ და წამოსასვლელ ფულს იმედია მაინც დააგროვებ ,
თუ პირობები არ მოგეწონება და ვერრ გაქაჩავ 3 თვეს, შენები მაინც გადმოგიგზავნიან საქართველოდან, დასაბრუნებელ ფულს,,,, მილიონ სჩემტა მყავს ეგეთი ნანახი wink.gif
თუ ვერ გამოგიგზავნიან, მაცივრის ყუთს კი ნახავ სადღაც სანაგვეზე და გაათევ რა შიგნით, დილით ხორცს და თაფლს მოიპარავ და იცხოვრებ ესე რაsmile.gif მთავარია ბარსელონაში იყო, ან რომში, ან ათენში ან სტამბულში და ან სადმე რა, მთავარი ხომ აქედან წასვლაა ....
აქაური 10-15 ლარი ჯობია იმ პირობებს რაც მე აქ წავიკითხე,,,,
.
თუ ოჯახი არ გყავს და ბოდიალი გინდა ეგ სხვაა, თავს ყველგან გაიტან მაგრამ ფულს ვერ იშოვი ამაზე უკეთესი ვარიანტებითაც კი,,,



Posted by: Florbelle 17 Nov 2017, 13:53
თავის დროზე ეს რო დაიწერა მანდედან რამოდენიმე დღეში გაეძრო ლიტვაში წასვლის პონტი რა,ვიყავი ოფისში იქ გასაუბრებაზე.აფერისტები არ იყვნენ მაგის თქმა 95% შემიძლია,ითხოვდნენ 250 ევროს წინასწარ და ყუთების ამწევი პატარა მანქანა როა მაგაზე უნდა გემუშავა რა,ოღონდ რუსულად ვინც მელაპარაკა მაგ კაცმა მითხრა რო ნებისმიერი პროფესიით მუშაობის 2-3 წლიანი სტაჟი მაინც უნდა გქონდეს რო ვიზა ჩაგირტყანო,წამოვედი იასნია არ მაქ მე მაგდენი.სლოვაკეთის კანონმდებლობა არ ვიცი მარა ესენი თუ არ ითხოვენ მაგას რა ჯობია გადავრეკავ ამ დღეებში აქაც.ქარვასლაში არიან მესამე სართულზე ეს ვისაც გაინტერესებთ ისე რავი

რაც შეეხება ხელფასს ზოგი რო წერს ხოლმე "1000 ლარი რა ჩემი ###ა ძმაო ჭამაზე მინდა მარტო 100 ლარი დღეში..." ამ ტიპის კომენტარებს ეგ ცხოვრების წესის ბაზარია რა.ჩემი აზრით როცა სახლი გაქ გასარემონტებელი ან პურის ფული არ გაქ 100 ლარს რო იშოვი სახლი უნდა გაარემონტო ან საჭმელი იყიდო,ეგეთი მასტები მუტლებში ხარჯავენ მაგ ფულს.ვძმაკაცობდი ადრე ერთ ტიპთან და შემზიზღდა ამის გამო ზუსტად.ბინა არა აქ ხან რომელ ძმაკაცს ემათხოვრება რო გაუჩერდეს სახლში ხან რომელს და ყოველკვირა "აუ ბიჭო იმ დღეს 20 ლარით 100 ლარი მოვიგე ეხლა ეს უნდა შევაბრუნო და 500მდე უნდა ავიდე ბეტ ჰარტის კონცერტზე გოგო მყავს წასაყვანი და ბილეთები უნდა მოვიგო უეჭველი" ესეთ ბაზარს ვუსმენდი.ყველას აქვს უფლება რო #####ს და კაი ცხოვრებას გადაყვეს მარა ფული რო გითავდება მერე სხვები აღარ უნდა შეაწუხო.ჩემი აზრია ბრადცი შეიძლება ვცდები up.gif down1.gif

Posted by: springo 17 Nov 2017, 14:16
QUOTE
მთავარი ხომ აქედან წასვლაა ....
აქაური 10-15 ლარი ჯობია იმ პირობებს რაც მე აქ წავიკითხე,,,,


მთავარი ხო აქედან წასვლაა რა შუაშია საერთოდ ? ეხლაც ვმუშაობ და ანაზღაურება როა 450 ლარი მაგიტო მინდა წასვლა


ყველაზე ცუდი რაც არის ზოგჯერ 16 საათსაც ვმუშაობ , როცა უნდა ვიმუშავო ოფიციალურად 8 საათი, ფულის მაგივრად გაძლევენ ოფფებს და ვის ჭირდება ჩვენთან ეგ ?


Posted by: ძამა 17 Nov 2017, 18:26
QUOTE

მთავარი ხო აქედან წასვლაა რა შუაშია საერთოდ ? ეხლაც ვმუშაობ და ანაზღაურება როა 450 ლარი მაგიტო მინდა წასვლა

ვერანაირ განსხვავებას ვერ იგრძნობენ შენი ოჯახისწევრები თუ კი მათთვის გადადგამ მაგ ნაბიჯს, გარდა მონატრების და ნერვიულობისა,,,
იქაურ 600 ევროს გადაუშენდეს პატრონი, 500 ლარი და ოჯახური იდილია, (მართალია გაჭირვებით მაგრამ ოჯახური იდილია რა ) biggrin.gif
...............

Posted by: springo 17 Nov 2017, 20:24
QUOTE
ვერანაირ განსხვავებას ვერ იგრძნობენ შენი ოჯახისწევრები თუ კი მათთვის გადადგამ მაგ ნაბიჯს, გარდა მონატრების და ნერვიულობისა,,,
იქაურ 600 ევროს გადაუშენდეს პატრონი, 500 ლარი და ოჯახური იდილია, (მართალია გაჭირვებით მაგრამ ოჯახური იდილია რა ) 
...............

როდესაც საქმეს ჭირდება, გაიჭირვებ smile.gif

Posted by: tako44 17 Nov 2017, 21:07
QUOTE (ძამა @ 17 Nov 2017, 18:26 )
QUOTE

მთავარი ხო აქედან წასვლაა რა შუაშია საერთოდ ? ეხლაც ვმუშაობ და ანაზღაურება როა 450 ლარი მაგიტო მინდა წასვლა

ვერანაირ განსხვავებას ვერ იგრძნობენ შენი ოჯახისწევრები თუ კი მათთვის გადადგამ მაგ ნაბიჯს, გარდა მონატრების და ნერვიულობისა,,,
იქაურ 600 ევროს გადაუშენდეს პატრონი, 500 ლარი და ოჯახური იდილია, (მართალია გაჭირვებით მაგრამ ოჯახური იდილია რა ) biggrin.gif
...............

რომელი 500 ლარი, დოლარი რომ ამ კურსს ურტყამს, მაშინ?
ფასებს რომ გადავხედოთ, 500 ლარად ერთი ადამიანიც ვეღარ ცხოვრობს, ლამის. facepalm.gif facepalm.gif

Posted by: springo 17 Nov 2017, 21:10
წამოსვლის მსურველი არის კიდე ვინმე? მე ვესაუბრე და ხვალიდან ვიწყებ საბუთების შეგროვებას

Posted by: Pac. 23 Nov 2017, 14:47
springo
QUOTE
წამოსვლის მსურველი არის კიდე ვინმე? მე ვესაუბრე და ხვალიდან ვიწყებ საბუთების შეგროვებას


რაო რა გითხრეს მერე პირობებზე ?
ხელფასი რამდენი იქნებაო

Posted by: vasovaso92 23 Nov 2017, 15:02
springo
დაწერე მერე ბრად რას იზავ boli.gif

Posted by: GEORGIA007 23 Nov 2017, 15:55
QUOTE
ვერანაირ განსხვავებას ვერ იგრძნობენ შენი ოჯახისწევრები თუ კი მათთვის გადადგამ მაგ ნაბიჯს, გარდა მონატრების და ნერვიულობისა,,,
იქაურ 600 ევროს გადაუშენდეს პატრონი, 500 ლარი და ოჯახური იდილია, (მართალია გაჭირვებით მაგრამ ოჯახური იდილია რა ) 

ვითომ?

Posted by: CALDWELL 25 Nov 2017, 00:00
როდის მიდიხართ ბრატცი, მოვალ აეროპორტში გაგაცილებთ bis.gif

Posted by: altezza_altezza 25 Nov 2017, 11:12
springo


სხვა ქვეყნიდან რომ ჩამოვიდე რა არის საჭირო ნეტა ??


rolleyes.gif

Posted by: mGeLo777 25 Nov 2017, 16:51
springo
რა გაარკვიე აბა დაწერე

Posted by: AVN 25 Nov 2017, 17:10
დაწერეთ ვინც დაურეკეთ ზამთარში აქ სახლში ჯდომას და არაფრის კეთებას იმუშაო და გაზაფხულისთვის ფული გქონდეს არ ჯობია?

Posted by: sandroEVO 25 Nov 2017, 17:24
AVN
წინა გვერდებზეც დავწერეთ ინფო მაგრამ რეალურად ვისაც მართლა წასვლა უნდა აქ არ დაპოსტავს რომელმა დარეკეთ დაწერეთ რამეო,ადექი და დაურეკე 2 წუთის საქმეა

Posted by: AVN 25 Nov 2017, 19:45
sandroEVO
wavikitxe sheni posti da 6 tve martla ar minda slovaketshi tan aramgonia karg adgilas iyos avtoqarxana sadgac sofleshi an qalaqgaret iqneba

Posted by: kurozu84 26 Nov 2017, 19:12
აე მოვდივარ სლოვაკეთო sa.gif sa.gif

უნდა დავიმხოთ სლოვაკი ნაშები ბრადცი
700ევრო კაი კუშია givi.gif

თუ არ აგვაყირავეს lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: hennessy 26 Nov 2017, 19:23
QUOTE (Florbelle @ 17 Nov 2017, 13:53 )
ვძმაკაცობდი ადრე ერთ ტიპთან და შემზიზღდა ამის გამო ზუსტად.ბინა არა აქ ხან რომელ ძმაკაცს ემათხოვრება რო გაუჩერდეს სახლში ხან რომელს და ყოველკვირა "აუ ბიჭო იმ დღეს 20 ლარით 100 ლარი მოვიგე ეხლა ეს უნდა შევაბრუნო და 500მდე უნდა ავიდე ბეტ ჰარტის კონცერტზე გოგო მყავს წასაყვანი და ბილეთები უნდა მოვიგო უეჭველი" ესეთ ბაზარს ვუსმენდი.ყველას აქვს უფლება რო #####ს და კაი ცხოვრებას გადაყვეს მარა ფული რო გითავდება მერე სხვები აღარ უნდა შეაწუხო.ჩემი აზრია ბრადცი შეიძლება ვცდები up.gif down1.gif

დიდი მადლობა გეთქვა პირდაპირ თუ მაგის გამო აღარ მეკონტაქტები ჯიგარი ხარ wink.gif

Posted by: Florbelle 26 Nov 2017, 22:08
hennessy
კაი რამეა 5 nights at freddys მეოთხე დღემდე მივედი ერთხელ yes.gif

Posted by: DUDEGIVBEND 27 Nov 2017, 21:09
მე მივდივარ სლოვაკეთში და თუ მოდიხართ ვინმე პმ მომწერეთ ოღონდ სერიოზულად წამოსვლის მსურველებმა. 600-700 ევრო ხეზე არ იკრიფება ეს ერთი და მერე მეორე სლოვაკეთში ევროპასთან შედარებით მაგარი სიიაფეა. პირველი ეტაპი 3 თვიანიო და მერე 6 თვიან ვიზას მოგცემენ თუ მოგეწონება სამსახურიო. პირველი დონის მსუბუქი სამსახურებიაო არანაირი სიმძიმეების თრევა და ასე შემდეგ. 1-ლი დეკემბრიდან ვიწყებ საბუთების შეგროვებას სანამ იქედან პასუხი მოვა მანამ 1 თვე დააგვიანდება და იანვრის ბოლოსთვის ვგეგმავ წასვლას

Posted by: sandroEVO 27 Nov 2017, 21:11
DUDEGIVBEND
მე რო დავურეკე მინიმუმ 6 თვეო და ეგ არ მომეწონა,ბევრია ძაან ჩემთვის

Posted by: DUDEGIVBEND 27 Nov 2017, 21:14
sandroEVO
QUOTE
მე რო დავურეკე მინიმუმ 6 თვეო და ეგ არ მომეწონა,ბევრია ძაან ჩემთვის

მე ვინც მიგვარებს საქმეს იმან მითხრა პირველი ეტაპი 3 თვეო ანუ უვიზოს პირობებში წახვალ და მერე თუ გენდომება 6 თვიანს გავაკეთებთო. თუ გადაწყვეთ 3 თვიანზე წამოსვალს ერთად წავიდეთ რა უნდა იყოს ასეთი 3 თვე ბოლო-ბოლო ფეხებით რო დაგკიდონ გაძლებ biggrin.gif მე უეჭველი მივდივარ

Posted by: T-A-T-A 28 Nov 2017, 00:38
QUOTE

მე ვინც მიგვარებს საქმეს იმან მითხრა პირველი ეტაპი 3 თვეო ანუ უვიზოს პირობებში წახვალ და მერე თუ გენდომება 6 თვიანს გავაკეთებთო. თუ გადაწყვეთ 3 თვიანზე წამოსვალს ერთად წავიდეთ რა უნდა იყოს ასეთი 3 თვე ბოლო-ბოლო ფეხებით რო დაგკიდონ გაძლებ  მე უეჭველი მივდივარ

რა საბუთები მოგთხოვეს? მეც ვფიქრობ და მინდა წამოსვლა
* * *
ის პირველი 3 თვიანი , არალეგალურად გამოგდის და ტყულა რატო გვახდევინებენ ამ საბუთების შეგროვებაში და თარგმნებში ფულს????
მარტო ჯან-ცნოიბის და უნივერსიტეტის აპოსტილეს თარგმნებში 60+60 ლარი უნდა იუსტიციაში რო გადაგითარგმნონ, ეგ მხოლოდ თარგმნები
დანარჩენი კიდე სხვა ხარჯია

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 01:27
T-A-T-A
პირდაპირ 6 თვიანს თუ გააკეთებენ 6 თვიანი მაწყობს მე. ეს საბუთები იგზავნება სლოვაკეთშიო და იქედან მოდის მერე დამსაქმებლის ინფორმაციებიო საცხოვრებლის და სამუშაოს ტიპის შესახებ + ხელფასი რამდენი გექნება კიდე ესეც წერიაო. სავარაუდოდ ვიზა კეთდება არამგონია ტურისტულით ევროპაში ვინმემ ოფიციალურად დასაქმება შეძლოს. პირველი 3 თვიანი ვიზაა და მერე გიგრძელებენ კიდე 6 თვით სურვილის შემთხვევაშიო

Posted by: T-A-T-A 28 Nov 2017, 01:51
მე რო ველაპარაკე 6 თვიანი მითხრეს და ასე არაერთფეროვანი პასუხები რაღაც ეჭვებში გადამდის,
საბუთების შეგროვება დაწყებული მაქვს უკვე, დროს ველოდები, გადავიხდი მაგ თანხასაც არ დამაფსებს და გადავაგორებ ამ ზამთარსაც იქეთ თუ არ იტყვილებიან რამეს,
სადღაც დეკემბრის ოცამდე ყველა საბუთი მექნება რაც მითხრა მაგ გოგომ, ახალწლამდე მინდა წავიდე, უფრო სწორედ 25-მდე
იქ 25-ში იქნება ალბათ შობა

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 02:06
QUOTE
მე რო ველაპარაკე 6 თვიანი მითხრეს და ასე არაერთფეროვანი პასუხები რაღაც ეჭვებში გადამდის,
საბუთების შეგროვება დაწყებული მაქვს უკვე, დროს ველოდები, გადავიხდი მაგ თანხასაც არ დამაფსებს და გადავაგორებ ამ ზამთარსაც იქეთ თუ არ იტყვილებიან რამეს,
სადღაც დეკემბრის ოცამდე ყველა საბუთი მექნება რაც მითხრა მაგ გოგომ, ახალწლამდე მინდა წავიდე, უფრო სწორედ 25-მდე
იქ 25-ში იქნება ალბათ შობა

25-ამდე როგორ წახვალ როცა საბუთებს გადააგზავნი იქედან პასუხების მოსვლას 1 თვე აგვიანდება დაახლოებით

Posted by: T-A-T-A 28 Nov 2017, 02:14
და მაქსიმუმ 2 კვირა რატო მითხრეს მე??????????

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 02:27
T-A-T-A
QUOTE
და მაქსიმუმ 2 კვირა რატო მითხრეს მე??????????

კაროჩე რა. უკვე ვინ ამბობს მართალს და ვინ ტყუილს ვეღარ გავიგე. რა საბუთები მოგთხოვეს 6 თვიანი ვიზისთვის მომწერე ერთი რა მაინტერესებს

Posted by: T-A-T-A 28 Nov 2017, 02:34
ჯანმრთელობის, ნასამართლეობის და სასწავლებლის ცნობები, ეს ყველაფერი გადათარგმნილი უნდა იყოს,
მეტი არაფერი არ მოუთხოვიათ, საკონსულოში შესვლა არ მოგიწევსო ეგეც მითხრეს, სამუშაო კონტრქატზე ხელს მოაწერ და შემდეგ 150 ევროს გადაიხდიო სამგზავრო ბილეთი და სამედიცინო დაზღვევა შედის ამ ფულში და პირველი ხელფასიდან 100 ევრო გადმოირიცხება ჩვენს კომპანიაშიო,
სამუშაო სხვა და სხვა იქნებაო, არაფერი ისეთი მძიმე და გაუსაძლისიო, ბინაც კიდევ იმათიო.
შენ რა გითხრეს დეტალურად დაწერე აბა

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 02:44
T-A-T-A
QUOTE
ჯანმრთელობის, ნასამართლეობის და სასწავლებლის ცნობები, ეს ყველაფერი გადათარგმნილი უნდა იყოს,
მეტი არაფერი არ მოუთხოვიათ, საკონსულოში შესვლა არ მოგიწევსო ეგეც მითხრეს, სამუშაო კონტრქატზე ხელს მოაწერ და შემდეგ 150 ევროს გადაიხდიო სამგზავრო ბილეთი და სამედიცინო დაზღვევა შედის ამ ფულში და პირველი ხელფასიდან 100 ევრო გადმოირიცხება ჩვენს კომპანიაშიო,
სამუშაო სხვა და სხვა იქნებაო, არაფერი ისეთი მძიმე და გაუსაძლისიო, ბინაც კიდევ იმათიო.
შენ რა გითხრეს დეტალურად დაწერე აბა

მეც ზუსტად იგივე მითხრეს ოღონდ 3 თვიანზე და თუ 6 თვიანი კეთდება პირდაპირ მირჩევნია 6 თვიანი გავაკეთო მეც. + ჩემი ბიძაშვილი მოდის კიდე. მოკლედ სერიოზულად მინდა მაგის გაკეთება. ზემოთ რო ნომერია მითითებული მაკა რო უწერიათ იმას დავურეკო? თუ სხვა არის კიდე ვინმე რო ეს 6 თვიანი მომიგვაროს?

Posted by: T-A-T-A 28 Nov 2017, 02:51
QUOTE
599420663 მაკა < ამ ადამიანს დაუკავშირდით და ის გეტყვით ყველაფერს უფრო დაწვრილებით. უთხარით რომ სლოვაკეთში გინდათ სამუშაოდ წასვლა

კი მე აი ამას ველაპარაკე,,
რაღაც ასაკობრივი ზღვარიც არი და თუ ვინმესთან ერთად აპირებ წასვლასო გაითვალისწინე რომ სხვა და სხვა სამუშაოზე შეიძლება მოხვდეთო,
მე მარტო ვარ და არ მაქვს ეგ პრობლემა მაგრამ თქვენ დაელაპარაკეთ მაინც რომ ერთად გინდათ,
მსურველებიც არიანო და მალე გავუშვებ ჯგუფსო, ნუ ეგ ერთგვარი რეკლამაც არის და იტყოდა მაგას, სულ რომ ჯგუფიც არ ყოლოდა,
ვცდი თუ გამოვა რამე ხომ კაია თუ არადა აეგეც არიქნება დიდი ტრაგედია

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 02:56
T-A-T-A
QUOTE
კი მე აი ამას ველაპარაკე,,
რაღაც ასაკობრივი ზღვარიც არი და თუ ვინმესთან ერთად აპირებ წასვლასო გაითვალისწინე რომ სხვა და სხვა სამუშაოზე შეიძლება მოხვდეთო,
მე მარტო ვარ და არ მაქვს ეგ პრობლემა მაგრამ თქვენ დაელაპარაკეთ მაინც რომ ერთად გინდათ,
მსურველებიც არიანო და მალე გავუშვებ ჯგუფსო, ნუ ეგ ერთგვარი რეკლამაც არის და იტყოდა მაგას, სულ რომ ჯგუფიც არ ყოლოდა,
ვცდი თუ გამოვა რამე ხომ კაია თუ არადა აეგეც არიქნება დიდი ტრაგედია

ვფიქრობ ჯერ 3 თვიანზე ხოარ წავიდეთქო, მერე ვიზის გაგრძელება რა ჯდება ამაზე დაველაპარაკები ხვალ მაგ გოგოს. ასაკი 45 წლამდეო მე 29-ის ვარ და ბიძაშვილი27-ის. 3 თვიანის მერე თუ იაფი დაჯდება ვიზა მირჩევნია 3 თვიანზე წავიდეთ პირველად საცდელ ვარიანტში

Posted by: T-A-T-A 28 Nov 2017, 03:23
მე პპირდაპირ 6 თვე მითხრეს,
იმანაც დამაფიქრა რომ იმ პირველ გადასახად 150 ევროდან მაგათ არაფერი არ დარჩებათ, (საკონსულოს მოსაკრებელი, სამგზავრო ბილეთი და სამედიცინო დაზღვევა ყველაფერი შედის ამ ფასში) და ნიუჟელი იმ მომავალ ხელფასიდან ჩამოსაჭრელ 100 ევროზე მუშაობენ?? ცოტა საეჭვოააგრამ მიყვარს გარისკკვა, თან სად წამივა რომ რამე, ეგრევე მოვიმწყდევ კუთხეში, არც ეგ არ მექნებაა პრობლემა.
დაურეკე ხვალ შენაც მაგ მაკას და გამოკითხე დეტალურად პირობები და მეც მაინტერესებს რას გეტყვის

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 11:10
T-A-T-A
სავარაუდოდ იქანა სლოვაკეტში ფირმებთან არიან შეკრულები და ისინი უხდიან ფულს ჩვენნაირი მონების მოძებნაშI. biggrin.gif
* * *
T-A-T-A
ველაპარაკე ამ ქალს. მოკლედ აქედან უვიზოს პირობებში მიდიხარ 3 თვიანზეო და იქ რო ჩახვალ 3 თვის მერე თუ სურვილი გექნება ვიზას გაგიგრძელებენ 1.5 წლამდეო. ყველაფერი ლეგალურადააო და არანაირი არალეგალური სამუშაოო. მოკლედ იგივე გამოდის რაც ჩემმა აგენტმა მითხრა. ერთად მოხვედრას ჩვენ აქედან ვეუბნებით მაგრამ იქ როგორ გაგანაწილებენ არ ვიცითო

Posted by: wrangler7 28 Nov 2017, 17:10
DUDEGIVBEND
3 თვე გაქვს გაჩერების უფლება როგორც ტურისტს,მუშაობას რო დაიწყებ უკვე არალეგალური სამუშაოა და ეგენი როგორ ხდებიან ატვეჩაი ვერ გავიგე

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 17:43
wrangler7
QUOTE
3 თვე გაქვს გაჩერების უფლება როგორც ტურისტს,მუშაობას რო დაიწყებ უკვე არალეგალური სამუშაოა და ეგენი როგორ ხდებიან ატვეჩაი ვერ გავიგე

აზრზე არ ვარ როგორ აგვარებენ ამას ანუ 3 თვის მერე ვიზას გაძლევენ სამუშაოსო. რამდენიმე დამსაქმებელთან დავრეკე და ყველა ერთიდაიგივეს ამბობს და პირი აქვთ შეკრული? ამბობენ არალეგალური სამუშაო არააო და რავიცი აბა რას ჩალიჩობენ აზრზე არ ვარ. ბოლო ბოლო იმ 3 თვის მერე დავბრუნდები უკან როგორც ტურისტი ისვ თუ ვიზის მოცემა არ მოხერხდება. მე როგორც ვიცი აქედანვე უნდა წახვიდე ვიზით და მერე შეიძლება იქ გახანგრძლივება ვიზის და აქედან რო უვიზოდ წახვალ იქ რას იცჰალიცჰებენ აზრზე არ ვარ

Posted by: wrangler7 28 Nov 2017, 17:51
DUDEGIVBEND
რაღაც ჩახლართული სქემაა და ბოლომდე არ ამბობენ სიმართლეს
ერთი ცხადია,აქედან თუ წახვალ ტურისტად,მხოლოდ შავად თუ იმუშავებ
ხელშეკრულებები და ამბები არის ზღაპარი
აქვე სამუშაო ვიზა რო კეთდებოდეს სხვა საქმეა

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 17:55
QUOTE
რაღაც ჩახლართული სქემაა და ბოლომდე არ ამბობენ სიმართლეს
ერთი ცხადია,აქედან თუ წახვალ ტურისტად,მხოლოდ შავად თუ იმუშავებ
ხელშეკრულებები და ამბები არის ზღაპარი
აქვე სამუშაო ვიზა რო კეთდებოდეს სხვა საქმეა

ეს გასაგებია მარა ამ აპოსტილებს და დოკუმენტების თარგმას რატო ითხოვენ მაშინ? თუ არალეგალურად უნდა იმუშაო ადამიანმა რა საჭიროა ეს საბუთები მაშინ. არადა ყველა ერთიდაიგივეს ამბობს. სხვადასხვას რო ამბობდნენ კიდე იფიქრებდა კაცი რო აფერისტები არიან

Posted by: T-A-T-A 28 Nov 2017, 19:40
მისი რა მიდის, ჩვენ ვიხდით ფულს , ეგ აპოსტილე თარგმანი და საბუთებბი უფრო დამაჯერებელი რო იყოს ალბათ მაგიტომ,
აბა სამ თვიანი სამუშაო ვიზა პირველად მესმის მეsmile.gif

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 19:51
T-A-T-A
QUOTE
მისი რა მიდის, ჩვენ ვიხდით ფულს , ეგ აპოსტილე თარგმანი და საბუთებბი უფრო დამაჯერებელი რო იყოს ალბათ მაგიტომ,
აბა სამ თვიანი სამუშაო ვიზა პირველად მესმის მე

რავი რა გითხრა თამაშის გულისთვის არამგონია გაგიშვან იქ. თან რო წახვალ და იქ არაფერი არ დაგხვდება რო ჩამოხვალ პასუხს არ მოთხოვ? არამგონია რისკზე მიდიოდნენ მითუმეტეს უკვე პოსტ-საბჭოთა ყოფილ სივრცეში თითქმის ყველგან აკეთებენ დასაქმებას. ისეთი კაცი მიგვარებს არამგონია მომატყუოს. მოკლედ მე ვაკეთებ ამ საქმეს და სხვამ როგორც უნდა ისე მოიქცეს

Posted by: wrangler7 28 Nov 2017, 20:03
DUDEGIVBEND
სულ ყველაფრიანად დათვლილი გაქვს რამდენი გიჯდება?
ერთი მარტივი კითხვა ჰკითხე აბა,აქედან რა სტატუსით გიშვებს

ამ ერთი თვის წინ პრავაზე კატეგორია დავიმატე და იქ გაიჩითა ვიღაც,ზუსტი ამ აპოსტილებს და რაღაცეებს აკეთებდა
ოპერატორ გოგოსთან მოუვიდა შეკამათება,გაკეცილი მისცა საბუთი და იმან,საბუთისთვის ვერ მოუვლია და სლოვაკეთში კი მიდის სამუშაოდო biggrin.gif
კი გამიკვირდა,არ გამიგია ვინმე თუ დადიოდა იქით,არც მიმიქცევია ყურადღება თორემ ვკითხავდი რაღაცეებს

Posted by: DUDEGIVBEND 28 Nov 2017, 20:15
wrangler7
მოკლედ 150 ევრო აქ მიაქვთ. ამ 150 ევროში შედის დაზღვევა და ბილეთიო სლოვაკეთამდე. მერე იქ რო ჩახვალ 100 ევრო დაგექვითება პირველი ხელფასიდანო და ვსიოო. სტატუსის რა გითხრა აზრზე არ ვარ მარა 3 თვის მერე 6 თვიან ვიზას მოგცემენო და რა და როგორ არვიცი. თბილისში არ ვარ თორე ოფისში მივიდოდი და დაველაპარაკებოდი გასაგებად როგორ აკეთებენ ამ ვიზას. საბუთები ელექტრონულად იგზავნება აქედანო. იქ განიხილავენო ადგილს მოგიძებნიანო და ოფიციალური საბუთები წამოვა იქედანო ანუ სამუშაოდ მიწვევის. ამ საბუთებს ხელს მოაწერ და 150 ევროს მაშინ გადაიხდიო. მანამდე არაფერიო. 3 თვის მერე 6 თვიანი ვიზა მოგეცემაო. რავიცი რა უნდა იყოს ასეთი 150 ევრო და სადღაც 150 ლარი მიჯდება ყველა საბუთის მოგვარება

Posted by: T-A-T-A 28 Nov 2017, 20:17
QUOTE
სულ ყველაფრიანად დათვლილი გაქვს რამდენი გიჯდება?

ნასამართლეობის ცნობა , ინტერნეტში წავიითხე და უფასოა, ჯანმრთელობის ცნობა არ ვიცი რა უნდა დაჯდეს ა ჰა მქსიმუმ 30-40 ლარი, აპოსტილეს დამოწმება 20 ლარი,
თარგმანი ჯან-ცნობის და აპოსტილეს 60+60=120 ლარი ჯამში ეგ საბუთები 200 ლარი ვთქვათ.
იმ 150 ევროში კიდე ყველაფერი შედისო, ნუ პასპორტი უნდა გქონდეს

Posted by: DUDEGIVBEND 29 Nov 2017, 15:37
მოკლედ როგორც გაირკვა ვიზა არ კეთდება. მიდიხარ 3 თვიანი ტურისტულით და მერე სავარაუდოდ უნდა დაბრუნდე უკან 3 თვის მერე და მერე ან მოგცემენ ვიზას. თუ ვინმე წახვალთ აქედან რო ჩახვალთ იქ დაწერეთ რა და როგორი სიტუაციაა

Posted by: GEORGIA007 2 Dec 2017, 17:29
QUOTE
რაღაც ჩახლართული სქემაა და ბოლომდე არ ამბობენ სიმართლეს
ერთი ცხადია,აქედან თუ წახვალ ტურისტად,მხოლოდ შავად თუ იმუშავებ
ხელშეკრულებები და ამბები არის ზღაპარი


Posted by: Fermeri.23 24 Feb 2018, 23:38
გამარჯობათ რაღაც მიზეზების გამო მე ვეღარ მოვახერხე აქ შემოსვლა და ეხლა რაც გადავიკითხე იმაზე ვეცდები გაგცეთ პასუხი მე რაც ვიცი.
1) მე არ ვარ არც დამსაქმებელი და არც კომპანია, ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ ვიცი ხალხს ძალიან უჭირს და სჭირდებათ სამუშაო. გავიგე სამუშაოს შესახებ და ამიტომ დავწერე.
2) არ არიან აპერისტები. რადგან უკვე წავიდა პირველი ეტაპი.
3) ვირული მუშაობა ნამდვილად არ არის რადგან მე ვუყურე ვიდეოებს სადაც არის ნაჩვენები სად ცხოვრობენ და როგორ პირობებში არიან.
4) ამ საკითხთან დაკავშირებით თუ მართლა რომელიმე იყავით ან ხართ დაინტერესებულები საკონტაქტო ნომერი დავწერე და დაგერეკათ და გაგერკვიათ მაგრამ სამცუხაროდ რეალობა ისაა რომ მხოლოდ ლაპარაკი და არა საქმე !!!!
5) ვინც დაზუსტებით არ იცით რა და როგორ ხდება ტყუილად ნუ წერთ მცდარ ინფორმაციას.
6) ვისაც ნამდვილად უჭირს და უნდა სამსახური ის აუცილებლად წავა.
7) ყველას წარმატებას გისურვებთ.
* * *
https://www.facebook.com/PEKOGROUP/videos/ <<<< ესეც ვიდეო მასალა სადაც არიან.

Posted by: nmnn 25 Feb 2018, 20:08
ერთი არჩილა იყო,უკრაინიდან ბურღავდა ტვინს უეჭველი 1000 ევროიანი ხემფასიაო...ესეც აპოსტილებს და ზღაპრებს ყვებოდა და არ დავუჯერე....პოლონეთში ვარ ახლა....

Posted by: Mama_Basili 22 Mar 2018, 17:54
წავიდა ვინმე მუშაობთ?
დაწერეთ რა

Posted by: DUDEGIVBEND 24 Mar 2018, 14:06
არ გაეკაროთ სლოვაკეთს და პოლონეთს მითუმეტეს თბილისური დასაქმების კომპანია თუ გიშვებს. ძალიან ცუდი სიტუაციაა არანაირი სამუშაო ვიზა არ კეთდება სლოვაკეთში და ჩასვლიდან 20 დღეში გამოგიშვებენ უკან უბრალოთ ბლეფია. სამეგობროდან წავიდა 5 კაცი და გამოუშვეს უკან

Posted by: GEORGIA007 25 Mar 2018, 09:49
DUDEGIVBEND
QUOTE
სამეგობროდან წავიდა 5 კაცი და გამოუშვეს უკან

დეპორტი ჩაურტყეს?

Posted by: DUDEGIVBEND 26 Mar 2018, 16:32
GEORGIA007
QUOTE
დეპორტი ჩაურტყეს?

არა დეპორტი არ ჩაურტყამთ, 3 თვეზე არ გადაუცილებიათ საბედნიეროთ და გაუმართლათ.

Posted by: nmnn 26 Mar 2018, 18:16
პოლონეთში თუ ვინმე იმუშავებთ და სასწრაფოდ ჩამოხვალთ,2-3 კაცის ადგილია .დეტალები პირადში

Posted by: ფაშისტი 26 Mar 2018, 19:26
რა მიზეზით გამოუშვეს? ასე როგორ შეიძლება

Posted by: GEORGIA007 30 Mar 2018, 15:49
Slovaketsi mushaobs vinme? Erti tvea agar igeben kartvelebso ertma momiyva vigac kartvelma dana gauxsna koordinators da yelze daadoo samushaozeo da imis mere akrdzales kartvelebis migebao da raxdeba aravin icit?

Posted by: vamos 7 Jun 2022, 09:48
Fermeri.23
გაუმარჯოს, ეს თემა კიდე არსებობს???

Posted by: SHahiii 11 Feb 2024, 22:25
აქ ვინმე არის სლოვაკეთში?...................................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)