ჩამოვლენ თუ არა ამერიკელი პროკურორები საქართველოში?
"ამერიკელი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გრეგორი მინჯეკი საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს რამდენიმე თვეა, ქვეყანაში აშშ-დან პროკურორების ჩამოყვანას სთავაზობს, რომლებიც ქართულ მხარეს მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებაში დაეხმარებიან. ამერიკაში მოღვაწე ქართველი პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ მინჯეკი ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადად ეკონტაქტებოდა და მათგან პასუხი ვერ მიიღო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ჩამოვლენ თუ არა ამერიკელი პროკურორები საქართველოში?" / ირაკლი კაკაბაძე: "ახალ მთავრობას აშშ-ში ძალიან ცუდი პიარი აქვს".
"ამერიკაში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველის, დავით კორტოზიას ინფორმაციით, მას, ირაკლი კაკაბაძეს და ამერიკელ ექსპერტს პირადი მიმოწერა ჰქონდათ პარლამენტარებთან: თედო ჯაფარიძესთან, გიორგი ვოლსკისთან, თინა ხიდაშელთან, პრემიერის მრჩეველ ირაკლი მელაშვილთან და სხვცა ოფიციალურ პირებთან, თუმცა მათგან დაინტერესება არ წამოვიდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"მინჯეკმა თავად მისწერა ბევრ ადამიანს და ძალიან აქტიურობდა, რატომღაც იგნორირება გაუკეთეს. თუ არ ვცდები, ირაკლი ალასანიამ არ უპასუხა. როგორც ვიცი, რაღაც შეხვედრა იგეგმებოდა. მინჯეკს ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. ამიტომ მაგ კაცის საქართველოში არჩამოშვებას რა მიზეზი აქვს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები. შეიძლება რაღაც მიზეზი აქვთ, რის გამოც არ უშვებენ და ბლოკავენ", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
"გრეგორი მინჯეკი ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სერბეთის ყოფილი მთავრობის გასამართლების პროცესებში. ის გვთავაზობს, რომ საქართველოში ჩამოიყვანს ცნობილ პროკურორებს, რომლებიც ქართველ სამართალდამცავებს მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებაში დაეხმარებიან და გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს კარგი იქნებოდა იმისათვის, რომ ამ პროცესებს პოლიტიკური ელფერი ჩამოშორდეს. მთელი მსოფლიოს პროგრესული ძალები ამერიკის კონგრესთან ურთიერთობას სწორედ მინჯეკის მეშვეობით ცდილობენ. კაცი გვეუბნება, დაგეხმარებითო და იგნორირებას უკეთებენ", - ამბობს დავით კარტოზია.
"ახალ მთავრობას აშშ-ში ძალიან ცუდი პიარი აქვს და როგორც ეტყობა, უნდათ, რომ ასე იყოს. პრეზიდენტი უარყოფით პიარს ხელს უწყობს თავისი დეზინფორმაციებით, საქართველოს მთავრობა კი არაფერს აკეთებს, რომ ის გააქარწყლოს. მიშას საკმაოდ ძლიერი 6 ლობისტური კომპანია ჰყავს, რომლებიც დღედაღამ მუშაობენ ამ ინფორმაციების გავრცელებაზე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დაჭერები, მერაბიშვილი და ახალაია გმირები არიან. ასეთი ტყუილების გავრცელება ხდება და ბიძინას ხალხი ეხმარება იმით, რომ არაფერს არ ამბობს. ბიძინას ლობისტები, მე როგორც ვიცი, არაფერს არ აკეთებენ და ალბათ ფულს იღებენ. პრაქტიკულად ხელს უწყობენ იმას, რასაც მიშა აკეთებს", - აღნიშნავს ირაკლი კაკაბაძე.
"აშშ-ს კონგრესი ასეთ მწვავე რეზოლუციას რომ მიიღებდა, უნდა სცოდნოდა მთელ საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ გამოვგზავნეთ პროკურორებთან დაკავშირებული შეთავაზება. მე ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ არის, მაგრამ ამაში სხვების დარწმუნებაცაა საჭირო. როდესაც ამერიკელები გთავაზობენ დახმარებას და უარს ამბობ გამოყენებაზე, ეს საბოტაჟია. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ითხოვდა აშშ-ს გენპროკურორთან, ერიკ ჰოლდერთან შეხვედრას, რომელიც დავგეგმეთ კიდეც, მაგრამ დაიბლოკა. პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ირაკლი მელაშვილს პირადად გავუგზავნე მინჯეკის წერილი, ის დამპირდა, რომ ბიძინა ივანიშვილს დამალაპარაკებდა, მაგრამ არაფერი. აშშ-ს კონგრესის კრიტიკული დასკვნა არის მკვეთრი გაფრთხილება ხელისუფლებისადმი, რომ ამგვარი შეცდომები აღარ უნდა დაუშვან", - დასძენს დავით კარტოზია.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...1-18062013.html
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.