Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > პლაზმოლიფტინგი |
Posted by: Natuka NGN 20 Oct 2013, 18:07 |
სახის კანის გამახაალგაზრდავებელ ამ პროცედურას იმიტომ ჰქვია "ვამპირის ლიფტინგი", რომ მთავარი მასალა შენივე სისხლისგან მიღებული ტრომბოვიტებით გაჯერებული პლაზმაა. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი რომელი პროცედუარ ჩამეტარებინა კანისთვის თავისი ძველი იერი რომდამებრუნებინა და როგორც იქნა გადავწყვიტე. ჩემი შედეგები და პირველი შტაბეჭდილებები უკვე დავდე სხვა თემაში, მაგრამ შეგიძიათ იხილოთ ჩემსბლოგზეც წერილში http://psiqea.wordpress.com/2013/10/20/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98/. რაც შეეხება თავად ამ პროცედურას. როგორც დავწერე, მთავარი მასალა ტრომბოვიტებიტ გაჯერებული პლაზმაა, ხოლოდ მეთოდს PRP - (Platelet Rich Plasma) ეწოდება. ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, ჩემი ღრმა რწმენით ეს პროცედურა ექიმმა უნდა გააკეთოს აუცილებლად! მე გავიკეთე http://mysurgeon.ge/?p=494 პლასტკურ ქირურგთან თამუნა მირაშვილთან. ძალიან მაგარი ახალგაზრდა გოგოა. მანდ მოღვაწე https://www.facebook.com/photo.php?fbid=210050639157180&set=pb.203088873186690.-2207520000.1382277882.&type=3&theaterარაჩვეულებრივი შედეგები აქვს, იმედი მაქვს ბიჭი ექიმის პაციენტებიც მისცემენ უფლებას მას დადოს შედეგები. მე რაც ვნახე, აკნეიანი გოგოს კანი გაკეთებამდე და შემდეგ შედეგი, საოცრება იყო. თავად პაციენტი დაფრინავდა სიხარულისგან. კანის სტრუქტურა საოცრად იცვლება. პირადა დამრჩა კიდევ 2 პრიცედურა და შემდეგ მსურს გავიკეთო "პლაზმოლიფტინგ-გელი", მაგაზე მოგვიანებით დავწერ. ამას უკვე ჩემს ექიმთან შევათანხმებ აუცილებლად. ძლაინ სიანტერესო ბმულია პლაზმოლიფტინგზე ეს რუსული ბმული: http://plasmolifting.ru/ შეგიძიათ ბევრ დამატებით ინფორმაციას აგეცნოთ იქ. თუ გექნებათ შეკითხვებით, რაც ვიცი, სიამოვნებით გიპასუხებთ |
Posted by: დროებითი 20 Oct 2013, 18:16 |
ფორუმზე რეკლამა ხომ აკრძალულია? |
Posted by: Natuka NGN 20 Oct 2013, 19:11 |
დროებითი რატომ ფიქრობ რომ რეკლამაა? "სახის და ტანის მოვლაში" რომ დავდე შედეგები, პმ-პმ მომდიოდა ვისთან გაიკეთეო და არ მირჩევნია აქ დავწერო და ყველა კითხვას აქ ვუპასუხო? მე პირადად მირჩევნია. და თან საკუთარ გამოცდილებაზე ვწერ გეთაყვა და ჩემი ბლოგის რეკლამად თუ მიგაჩნია, შენი ნებაა... აბა არ დავწერო, "მედიში" გავიკეთე კოსმეტოლოგებთანთქო? |
Posted by: დროებითი 20 Oct 2013, 20:05 | ||||
Natuka NGN
სხვას რომ დაუწერია ვინმე კონკრეტულის სახელი და გვარი შლიან ხოლმე და იმიტომ.
კი, ჯობია. 10-ჯერ ერთიდაიგივეს მიწერა არ მოგიწევს და არც სხვებს მოუწევთ ცალ-ცალკე პმ-ს მოწერა. კარგი შედეგი გაქვს |
Posted by: Natuka NGN 20 Oct 2013, 23:38 | ||||
დროებითი
გამდლობ... infuzoria
ჩემს გახნის თემაში გიპასუხებ უკვე. მეიქ მივუთითე რუსული ბმული. ჩემი აზრით, თუ თმის ცვენა უშუალოდ თმის პრობემებით და კანის პრობემებით არის გამოწვეული, აუციებლად უშველის. მაგრამ თუ თმის ცვენა შინაგანი პრობლემებისგან არის გამოწვეული ნამდვილად არ ვიცი, რა გითხრა. |
Posted by: matusala_5 21 Oct 2013, 01:08 |
ნატუკა მაგარია თან ჯერ არ დაგიმთავრებია |
Posted by: temotemuka 21 Oct 2013, 01:16 |
Natuka NGN ძალიან კარგია ველოდებით მეორე და მესამე პროცედურის ფოტოებს ) |
Posted by: Natuka NGN 21 Oct 2013, 01:28 |
matusala_5 კი, მართლა მაგარია, ჩემი კანი მიბრუნდება რაც მქონდა. ამ კვირის ბოლოს უნდა გავიკეთო აუცილებლად, თორემ გადამიცდა. ახლა ვნახე რაღც დამატებითი პროცედურებით აკეთებენ. საერთოდ არ სჭირდება, პლაზმის მოქმედებას ახშობენ ამით... temotemuka მადლობა |
Posted by: natalia_74 21 Oct 2013, 09:42 |
Natuka NGN ძალიან ძალიან მაგარიაააა ეს შედეგი რამდენი ხანი გექნება ანუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაკეთება? |
Posted by: tatusia 21 Oct 2013, 11:08 |
Natuka NGN გოგო რა მაგარი ეფექტია პირველივე პროცედურაზე!! მეორე და მესამე რა იქნება?!!! მეც მივაკითხავ აუცილებლად ეფექტი რამდენ ხანს გრძელდება ხომ არ იცი? |
Posted by: matusala_5 21 Oct 2013, 13:03 | ||
Natuka NGN
სულ 3 პროცედურა დაგინიშნა? ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ მეზოთერაპიას(არ გამიკეთებია)პლაზმოლიფტინგიგის არსი და მოქმედების მექანიზმი ბევრად მისაღები და ორგანიზმისთვის ბუნებრივი მეჩვენება,ერთი სტიმულირებას ახდენს თვითონ ორგანიზმმა შეინარჩუნოს და გაახალგაზრდავოს საკუთარი თავი,მეორე შემთხვევაში გარედან შეყვანილ ნივთიერებებზე ხდება დამოკიდებული. რატომღაც აქ უფრო მოდაშია მეზოთერაპია. ისე საინტერესოა ამ ორი პროცედურის შედეგების შედარება... |
Posted by: Natuka NGN 21 Oct 2013, 13:25 | ||||||
tatusia natalia_74 რა არის იცი? აი, რომელიღაც საიტზე ვნახე ათასგვარი დამატებითი მაიმუნიბებით და 1,5-2 წელია შედეგიო... რუსებს, ვინც შემოიღო მაგ მეთოდი, ერთი წელი უწერიათ, მე ჩემმა ექიმმაც ერთი წელი მითხრა. ჩემი აზრით დიდად იქნება ეს დამოკიდებული როგორ მოუვლი კანს იმაზე. მე ცოტა დროც გადავაცილე მეორეს გაკეთებას, ვერ მოვახერხე დაკავებულობის გამო. matusala_5
ჰო, შენს კანს მეტი არ სჭირდებაო. ანუ შეაფასა რამდენად მოდუნებული იყო. მთავარი ეფექტი რა არის იცი? ყველას ჰგონია რომ მაღალი ხარისხის ტონი მისვია კანის ფერის იმდენად ერთგვაროვანია და სახე მაქვს ძალიან დასვენებული. კანი რომ აიჭიმა ეტყობა მაგის ეფექტია. მე იმდენად ნაოჭებზე არ მქონდა აქცენტი რამდენადაც კანის ფერის აღდგენაზე. ეს გამიკეთა უკვე 100%. მეც გეთანხმები, საერთოდ არ მიფიქრია მეზოთერაპიაზე, თან ოეპრაციის შემდეგ (ავტოიმუნური მონდა) ერთგვარად ალერგიული გამიხდა კანი და მაქსიმალურად ვცდილობ არაფერი უცხო არ გავიკარო. ვიღაც აკეთებს ამ პლაზმოლიფტინგს დამაეტბითი ფონოფორეზებით და ა.შ. დავუწერე, რა საჭიროა ამდენი ფილოსოფიათქო. არადა პრობლემა უფრო სხვა რამეშია თუ შედეგი არ აქვს კარგი და მსგავსი დამატებები სჭირდებათ - არ აკეთებენ სწორად პლაზმას და + შეყვანასაც.
არადა სისხლი ერთადერთი ქსოვილია, რომელიცმუდმივად ახლდება, როგორც ვიცი. საკუთარის სეყვანა არ სჯობია რაღაც სინთეტურის შეყვანას? ჰო, კიდევ ვკითხე თუ გამიკეთებდა ჩემიპლაზმის გელს, კი თუ გინდაო და ჩემი პლაზმის ფილერითაც თუსადმე დარჩა ღრმა ნაოჭი ამოვივსებ. * * *
მითხრეს რომ ჩემმა ერთმა ძველმა ნაცნობმა გაიკეთა და უნდა დავეკითხო, ან საერთოდაც ვნახავ და შევადარებ სიტუაციას. |
Posted by: matusala_5 21 Oct 2013, 13:48 | ||||||
Natuka NGN
პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო არ გაგიგია?
აბა რა,ზარმაცდება ორგანიზმი მზამზარეულის შეყვანით,სანამ არის შანსი საკუთარი რესურსის გამოყენების რატომ უნდა დაიწყო ხელოვნურით... დარწმუნებული ვარ ბევრს არც გაუგია პლაზმოლიფტინგი რა არის,ასე რომ საჭირო თემაა. |
Posted by: პარიჟანი 21 Oct 2013, 15:27 |
Natuka NGN ერთი პროცედურა რა ღირს? ................................................................ |
Posted by: Natuka NGN 21 Oct 2013, 19:30 |
პარიჟანი მე პირადად 10%-იანია ფასადაკლებით გადავიხადე 200 ლარი და ახლაროგორც ვიცი აქცია უნდა დაიწყონ, მაგას ველოდეები, დანარჩენებზე დაბალი ფასი უნდა იყოს უფრო. |
Posted by: Wild Thing 21 Oct 2013, 21:24 |
კარგი რამაა, მალე ქუთაისში დაიწყება ეს პროცედურები. |
Posted by: tatusia 22 Oct 2013, 10:45 |
Natuka NGN ანუ 1 წელი 600 ლარი, ცოტა ძვირია მაგრამ შენი ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ აშკარად ღირს ყელზეც კეთდება თუ იცი? აი ღაბაბის საწყისების მოსაშთობათ? კონსულტაციაზე უნდა გავქროლდე მაგათთან... |
Posted by: tikusha 22 Oct 2013, 11:39 |
Wild Thing აბა ვინ იწყებს მომახსენე |
Posted by: Natuka NGN 22 Oct 2013, 11:46 |
tatusia ვიდეოში ჩანს რომ ყელზე. ნახე გელი შეყავთ... რომ ვიკითხე, კი გაგიკეთებთ რა პრობლემააო. ყელის ნაოჭოს ზოლების ამოვსება მინდა. რა ბედნიერებაა იცი დილას ტონის წასმა რომ აღარ მჭირდება? დანარჩენი თავად გითხრან... ონლაინ დაუკავშირდი სჯობია დაგიბარონ, სულ ოპერაციები აქვთ. |
Posted by: პარიჟანი 22 Oct 2013, 12:57 | ||
tatusia
კი, ძვირია.... თუმცა, გასარკვევია რამდენად გაბერილი ფასებია.... რადგან, ზოგიერთმა კლინიკებმა წლის მანძილზე სერიოზული ფასდაკლებები გამოაცხადეს ამ პროცედურებზე, სადღაც 130 ლარამდე ღირდა მგონი 1 პროცედურა. |
Posted by: Natuka NGN 22 Oct 2013, 14:03 | ||||
მეზოთერაპია რა ღირს იცით? ვნახე ჩემი ახლობელი, არაფერი დიდი... დამავიწყდა მეკითხა. matusala_5
ისე, მეზოთერაპიისას კოლაგენის კვლავ გამომუშავება ხდება თუ მხოლოდ გარედან შეყვანილი წამლების ეფექტზე მუშაობს პროცედურა? * * *
კოსმეტოლოგს ვერ გავაკეთებინებ პროცედურას ნამდვილად. საკმაოდ ბევრი ჩხვლეტაა და უცებ ნერვს რომ მოხვდეს სად წავიდე? ამიტომ მხოდოლ ექიმი. თან მაგ კლინიკებში პლაზმას როგორ აკეთებენ, საკითხავია კიდევ, აუცილებალდ მიკროსკოპში უნდა შემოწმდეს და გაისინჯოს როგორი შემცველობაა თრომბოციტების. ჰო, კიდვე მაგ ფასში სისხლის ანალიზი და ვირუსებზე მოკლე ტესტებიც შედის. თუ რაიმე დაავადება აღმოჩნდა, არ კეთდება პროცედურა. * * * tatusia დამავიწყდა, მაგ ფასში სისხლის ანალიზიც შედის მოკლე ტესტებითურთ ვირუსებზე, |
Posted by: matusala_5 22 Oct 2013, 16:36 | ||
Natuka NGN
მიზან შედეგობრივად მეზოთერაპია და პლაზმოლიფტინგი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან,ორივე ახდენს კოლაგენის და ელასტინის რეგენერაციის სტიმულირებას,მაგრამ მეზოს დროს შეყვანილი ნივთიერებების ერთ ერთი მთავარი კომპონენტია ჰიალურონის მჟავა (ის კანში აკავებს ტენს, ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის სინთეზსს, ახდენს მათ ფიქსაციას)რომლის თვით გამომაშავება ასაკთან ერთად მცირდება(-ესტროგენების დონე ახდენს მასზე გავლენას)კანი ნაოჭდება.როცა დამატებით შეგვყავს ორგანიზმში ჰიალურონის მჟავა კოლაგენის და ელასტინის (და არა ჰიალურონის მჟავის)კვლავ წარმოქმნის პროცესი აქტიურდება(მაგრამ არა შეუქცევადად) ეფექტი გრძელდება გარკვეულ პერიოდამდე(საჭირო კონცენტრაცის შენარჩუნებამდე)შემდეგ საჭირო ხდება ისევ გარედან იყოს შეყვანილი ახალი დოზა,რადგან ორგანიზმის მიერ მისი თვით წარმოქმნა კიდე უფრო მცირდება(ჯერ ერთი რომ ასაკი თავისთავად მატულობს და პლიუს უკვე მეტნაკლები დამოკიდებულება ჩნდება) მოკლედ ჩემი აზრით ,როცა ნაოჭები გამოხატული არაა(და პროფილაქტიკისთვისაც) პლაზმოლიფტინგი ჯობია .ამ დროს ზედმეტი ,უცხო და არადროული (ასაკისთვის)არაფერი არ ხვდება ორგანიზმში.რაც შეეხება მის რეალურ შედეგებს მე არ გამიკეთებია და ვინც გაიკეთა ყველა კმაყოფილებას გამოთქვამს (შენი ჩათვლით)და )))))))))))))) |
Posted by: Parabola 23 Oct 2013, 17:54 |
Natuka NGN მე მინდოდა ძაან ეგ და ჯერ ადრეაო არადა 32 ვარ უკვე და საკმაოდაც მომეშვა კანი შენ რას ფიქრობ ნატუკა? |
Posted by: Natuka NGN 23 Oct 2013, 18:47 | ||
Parabola
ეს ვინ გითხრა? ექიმმა თუ მეგობრებმა. თუ კანს ესაჭიროება ადრეს თქმა უაზრობაა, მე იმას ვნანობ აქამდე რომ არ გავიკეთე. ექიმმა უდნა შეააფსოს კანის მდგომარეობა აუცილებლად. * * * matusala_5 გასაგებია... მე შედეგები ვიკითხე მეზოზე. ვნახე. მართლია ვერ მოვა ჩემს შედეგამდე. ამ კვირის ბოლოს მეორეს ვიკეთებ და დავდებ კიდევ. |
Posted by: natalia_74 30 Oct 2013, 12:37 |
Natuka NGN ამ პროცედურის გაკეთება ექიმის რჩევით ხდება თუ როგორ? და თუ ისეთი ძალიან "კატასტროფა" სახე არ არის ერთი საკმარისი იქნება? |
Posted by: Natuka NGN 1 Nov 2013, 16:14 |
natalia_74 ექიმმა შემიფასა კი... თუმცა როგორც ვიცი აკნესაც რამდენიმე უნდა. კონსულტაციაზე მიდი უმჯობესია. მე სულ ავად ვარ და ვეღარ გავიკეთე ავად არ უნდა იყო არაფრით. |
Posted by: gzaabneuli 4 Nov 2013, 13:19 |
Medical Group ხომ არ გაგიკეტებათ ვინმეს პლაზმოლიფტინგი? ღირს მისვლა? მეგობარმა გაიკეთა სხვაგან და 1 კვირა სინიაკებით დავდიოდი და ეს პერსპექტივა არ მხიბლავს 140 ლარად, 730 ლარის ღირებულების სახისა და ყელის 3 ვიზიტიანი პლაზმოლიფტინგი (PRP) Medical Group-სგან. ბონუსი: სახის წმენდა და უნემსო მეზოთერაპია. |
Posted by: Natuka NGN 4 Nov 2013, 13:38 | ||||
gzaabneuli არ გამიკეთებია და მაქვს ნანახი მაგათი ვითომ დამატებითი მომსახურებები. ნამდვილი პლაზმოლიფტინგი მხოლოდ ერთხელაა მაგ მტელ მომსახურებაში და დანარცენი ბლა-ბლაა. არ სჭირდება პლაზმოლიფტინგს მეზოტერაპია, შეგიძლია წაიკითხო მატუსალას პოსტი. თან, ჩხვლეტა მიდის სახის ისეტ მიდამოებში, სადაც ბევრი ნერვი გადის და კოსმეტოლოგს მაპატიე ვერ ვენდობი, ოღონდ მართლა. ძალიან ბევრი, სად რა ნევრი გადისო რომკითხო, ვერ გეტყვის.
კაი... გაჩნია კიდევ როგორია და
საერთოდ ზედმეტია რაა პლაზმოლიფტინგისას. დააცადე კანს საკუთარითვე გამოიმუშაოს კოლაგენი |
Posted by: infuzoria 4 Nov 2013, 13:39 | ||
ეს ადრეც იდო და ცოტა ეჭვის თვალით შევხედე,თუმცა რავიცი...იქნებ გაუკეთებია ვინმეს აქ და გვითხრას ღირს თუ არა |
Posted by: Natuka NGN 4 Nov 2013, 13:39 |
დალურჯებები თუ ზედაპირული სისხლძარღვებია, არის, ოღჴნდ იმდენად უმნიშვნელო მონდა და 3 დღეში გავიდა. * * * infuzoria ნამდვილი კლასიკური პლაზმო არის ერთხელ მხოლოდ დანარჩენი საერთოდ ბლა-ბლაა... სუფთა პლაზმას აქვს გადასარევი ეფექტი და ეს დამატებითი მომსახურებები თუ სჭჳრდება ეფექტის მისაღებად, ე.ი. რაღაცს ვერ აკეთებენ ისე როგორც საჭიროა. მე ეს აზრი გამოვიტანე. |
Posted by: natalia_74 19 Nov 2013, 13:09 |
ნატუკა როგორ ხარ? არ გაიკეთე დანარჩენი? |
Posted by: Natuka NGN 19 Nov 2013, 22:25 |
natalia_74 კი გავიკეთე მეორე. გადასარევად. აი, ვინც მნახა ის თუ დაპოსტავს |
Posted by: margusha 19 Nov 2013, 22:29 |
natalia_74 კიი მე ვნახე და ძაან მაგარი შედეგი აქვს. მინიმუმ ათი წელი აქვს ჩამოცლილი. |
Posted by: tatusia 20 Nov 2013, 13:32 |
Natuka NGN სურათი გვაჩვენე |
Posted by: matusala_5 20 Nov 2013, 21:55 | ||
Natuka NGN
რა კარგია,კმაყოფილი რომ ხარ,კიდე უნდა გაიკეთო ერთი არა? |
Posted by: Natuka NGN 21 Nov 2013, 02:41 |
"პლაზმოლიფტინგის დროს გამოიყენება კონკრეტული ადამიანის სისხლის პლაზმა გამდიდრებული ვიტამინებით. " - არ არის საჭირო საერთოდ... სუფთა პლაზმა უკეთესია. * * * matusala_5 კი, ერთი დამრჩა tatusia რა არის იცი? მთლიან სურათს არ დავდებ და ნაწილებისას გადავიღებ შესადარებლად. |
Posted by: tatusia 21 Nov 2013, 10:35 |
Natuka NGN ხო, ნაწილი, მე მარტო პირველის მერე მაქვს ნანახი, მერე არ მინახავს |
Posted by: Natuka NGN 25 Nov 2013, 16:28 |
tatusia დავიარე მეზობლები )) ჩემი აპარატი ძალიან ურევს, აი,ე ს გადავიღე ერთი სიტყვით. უნდა ნაანხი გყავდე ადრე და ახლა. აი, მარგოს ვყავარ და მაშინვე შეამჩნია სრულიად სხვა სტრუქტურაა კანის, კანი აწეულია და ჯანსაღი ფერი აქვს. საერთოდ აღარ მჭირდება არანაირი ტონალური და რა დავისვენე ვვ * * * ცხვირ-თუჩის ნაოჭი შემცირებულია. და ღაწვიც უფრო გასწორდა, რომ აიწია კანი და თავის ადგილზე დადგა |
Posted by: natalia_74 25 Nov 2013, 16:46 |
Natuka NGN ძალიან მაგარია |
Posted by: infuzoria 25 Nov 2013, 16:47 | ||
ძაან მაგარია ისე კოსმეტოლოგებთან სიარულს და ძვირიანი კრემების და ტონალურების ყიდვას ეგ ბევრად მირჩევნია,ფასი თითქმის იგივე გამოდის |
Posted by: Natuka NGN 25 Nov 2013, 17:49 |
infuzoria პირველი კითხვა, როგორ ტონი არ გისვია? natalia_74 დიდი მადლობა ---------- კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - გაკეთებული მაქვს სუფა პლაზმოლიფტინგი, ყოველგვარი დამატებითი ვიტამინების და რაღაც მეზოთერაპიული დანამატების გარეშე. თუ სწორად არის პლაზმა დამუშავებული და ზუსტად გაკეთებული, არ უნდა არავითარი დამატებითი მაიმუნობები |
Posted by: matusala_5 26 Nov 2013, 00:18 |
Natuka NGN აუ როგორ დაწყნარებული გაქვს სახე,ფერი ...აქ პროცედურიდან რამდენი დროა გასული? |
Posted by: Natuka NGN 26 Nov 2013, 13:12 |
matusala_5 მანდ რომ გადავთვალე ახლა, 15 დღეა. თან ექიმისმუდმივვ რჩევას, რომ კანი სულ ვატენიანო, არ ვიცავდი. არადა, არაფერ დიდ რაიმე კრემს ახლა მე არ ვხმარობ, ვხმარობ ნივეა ვიზაჟის სისტემას. |
Posted by: natalia_74 26 Nov 2013, 13:43 |
Natuka NGN ბოდიში კითხვისთვის ნაოჭები გქონდა? |
Posted by: Natuka NGN 26 Nov 2013, 14:37 |
natalia_74 კი, და ბოლომდე არც ახლა ალაგებულა. ამ პროცედურის ეფექტი ისაა, რომ კანი მკვრივდება ძალიან და მიმიკა ისე აღარ მოქმედებს. ჰო, ყელზე არ გამიკეთებია, ვინაიდან ცოტა არ იყოს მეშინია, ფარისებრი მთლიანად მაქვს ამორებული და ჯერ მაინც ვერიდები იმ მიდამოებში რაიმე პროცედურას. შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი გადმეტებული ტავდაცვაა. |
Posted by: temotemuka 27 Nov 2013, 01:54 |
Natuka NGN პეკინზე დაგინახე -10 წელი ძალიან ეფექტური პროცედურაა |
Posted by: tatusia 27 Nov 2013, 10:17 |
Natuka NGN შოკში ვარ, ძალიან მაგარია მართლა!!! თვალების ქვეშ ის სიმუქეები სად გაქრა? |
Posted by: Natuka NGN 27 Nov 2013, 13:26 |
tatusia ეტყობა ჩემივე კოლაგენმა გამიქრო * * * temotemuka მერე გამომლაპარაკებოდი შენ რა გითხარი... |
Posted by: Blue October 27 Nov 2013, 16:44 |
Natuka NGN რა მაგარია |
Posted by: TaTa_TaTuLi 3 Dec 2013, 21:19 | ||
არაჩვეულებრივი შედეგია |
Posted by: merkantil 15 Jan 2014, 16:55 |
Natuka NGN რამდენი პროცედურა გაიკეთე? როგორც ვიცი, რაც გადის დრო, უფრო მეტად ეტყობა კანს პლაზმის გავლენა და შენ შემთხვევაში რა მდგომარეობაა? |
Posted by: Natuka NGN 20 Jan 2014, 20:05 |
merkantil კიდევ კარგი პმ გამომიგზავნე. კი, ნამდვილად ასეა, რაც მეტი დრო გადის მეტი ეფექტია. ანუ, ფერი მაქვს ძალიან კარგი სახის კანის. კეთდება სამი პროცედურა. თუმცა აუცილებლად ექიმმა უნდა შეაფასოს კანის მდგომარეობა. |
Posted by: merkantil 20 Jan 2014, 20:17 |
Natuka NGN შენ თვლწინ დაამუშავეს სისხლი? სხვისი არ გადამისხან |
Posted by: Natuka NGN 20 Jan 2014, 22:02 |
merkantil რა სისულელეა ჯერ ერთი გისინჯავენ სისხლს ვირუსებზე, მერე მცირე სინჯარებშჳ დებენ, რომელსაც აცენტიფუგებენ,. ამსი შმედგე ლაბორანტი აკონტროლებს ტრომბოვიტების მასას. რა სხვისი გადაგისხან |
Posted by: grafinia79 29 Jan 2014, 15:36 |
მე ვიკეთებ პლაზმოლიფტინგს ელიტა მედი-ში, ხომ არავის გაქვთ ინფორმაცია ამ კლინიკის შესახებ? 3 პროცედურაა საჭიროვო და ვნახოთ ხვალ პირველივე პროცედურაზე თუ შემეტყობა შედეგი. Natuka NGN როგორც გამოცდილს მინდა გკითხოთ, პროცედურის შემდეგ ჩვეულებრივ შემეძლება სამსახურში წასვლა? ანუ შეშუპებას ან სისხლჩაქცევებს ხომ არ იწვევს? |
Posted by: Natuka NGN 29 Jan 2014, 15:43 |
grafinia79 არ ვიცი მაგ კლინიკა, რა გიჯდება თუ საიდუმლო არაა... შეშუპება არის, სისხლჩაქცევები ექიმის ხელზეა დამოკიდებული. გააჩნია როგორ გააკეთებენ. მე არ მქონია, მხოლოდ 2 და ეს სრულიად უმნიშვნელოა. |
Posted by: grafinia79 29 Jan 2014, 15:58 |
Natuka NGN 75 ლარი მიჯდება ერთი პროცედურა. დადიანის ქუჩაზეა (თავისუფლების მოედანთან). როგორც წერია კვალიფიციური და ლიცენზირებული ექიმები ყავთ. |
Posted by: Natuka NGN 29 Jan 2014, 16:01 |
grafinia79 საიტი ან რამე გვერდი აქვთ? მე წინა პოსტებშიც დავწერე, გამომდინარე იქიდან რომ გავიკეთე და ვნახე რაოდენ დელიკატურად გასაკეთებელი პროცედურაა, პლასტიკური ქირურგის გარდა ვერავისთან გავიკეთებ. |
Posted by: grafinia79 29 Jan 2014, 16:12 |
Natuka NGN http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=13870&Itemid=1&lang=ka ეა გვერდია, ისე ფბ გვედიც აქვს |
Posted by: Natuka NGN 29 Jan 2014, 16:17 |
grafinia79 ქუთუთოები + თვალის ირგვლივ კანი –??? ამერიკის ესთეტიკური მედიცინის მეთოდოლოგიით - ეს უნდა გავარკვიო რა არის. ჰო, ტარდება სისხლის წინასწარი ანალიზი ნეტა? ჩემი რჩევა - არ გაიეკთო მაშინ როდესაც არის ციკლი ან უნდა დაგეწყოს. |
Posted by: grafinia79 29 Jan 2014, 16:24 |
Natuka NGN დავრეკე ახლა, მთლიანად სახეზე, სადაც პრობლემატური ადგილებიაო. რჩევას გავითვალისწინებ, დიდი მადლობა! შედეგს აუცილებლდ დავდებ. |
Posted by: Natuka NGN 29 Jan 2014, 16:34 |
grafinia79 ანუ ამერიკულიმეტოდი მაგას ნიშნავსო? წინა გვერდზე დევს ძლიან კარგი ვიდეო, უყურე არ ვიცი მე ამერიკული მეთოდი და რაღაცეები... |
Posted by: grafinia79 29 Jan 2014, 16:40 |
Natuka NGN კი ვიკითხე, ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა არისო. ანუ ყოველგვარი დანამატების გარეშეო. სუფთა პლაზმა შეგვყავსო. ვიდეოს ვუყურე და ვნახავ ერთი, იგივე პროცედურას თუ ჩამიტარებენ |
Posted by: Natuka NGN 1 Feb 2014, 21:07 |
grafinia79 რა ქენი? ხომ არ გაგიკეთებია? |
Posted by: grafinia79 3 Feb 2014, 11:23 | ||
Natuka NGN
კი გავიკეთე. 15-20 გრამი სისხლი ამიღეს. სახეზე გამაყუჩებელი მაზი გადამისვეს და მერე შემიყვანეს პლაზმა შუბლის, ლოყების , თვალის გარშემო და პრობლემურ ადგილებში, სადაც მიმიკური ნაოჭები ჩნდება. შემდეგ გადამისვეს ანტისეპტიკური კრემი და წამოვედი, მთელი 2 დღე ოდნავ მაწუხებდა ნანემსრები. დამინიშნა აევიტი 1 თვე სვიო. სიმართლე გითხრა ვერაფერს ვატყობ შედეგს. ხუთშაბათს გავიკეთე და ამ პერიოდში ცვლილებები ვერაფერი შევნიშნე სახის კანს და სტრუქტურას. იქნება მეროე პროცედურაზე მქონდეს შედეგი. მაინტერესებს შენს შემთხვევაში რა პროცედურები ჩაატარეს... ან პირველივეზე თუ იყო შედეგი. |
Posted by: Natuka NGN 3 Feb 2014, 12:59 | ||
grafinia79
ეს თუ ერთი თვე დაგინიშნეს, ეს მოგცემს მარტო შედეგს ჩემთვის არაფერი დაუნიშნავთ დასალევად მსგავდი. მხოლოდ ინტენსიურად იტენიანე კანიო და ასეც ვაკეთებდი. 2 დღე წყლით არ ვიბანდი ან მხოლოდ დურებული წყლით ვიწმენდდი. ჩემს შემთვევაში მხოლოდ და მხოლოდ პლაზმა შემიყვანეს და არანაირი სხვა დამატებითი რამ. უკვე უნდა დაგეწყოს კანის გამკივრივების შეგრძნება. დავწერე ჩემს წინა პოსტში, აუცილებელია პლაზმა იყოს ხარისხიანი და ზუსტად გაკეთდეს კანქვეშ. |
Posted by: ნიტე 3 Feb 2014, 13:13 |
ეს პროცედურა როდის ტარდება, რა ეტაპზე, ან რა ასაკში? |
Posted by: grafinia79 3 Feb 2014, 13:21 | ||
Natuka NGN მეც კანის ინტენსიური დატანიანება და გვირილის ნახარშით სახის დაბანა მირჩიეს. საკმაოდ კარგი ექიმკ იყი ის გოგონა. პლაზმაში არანაირი დანამატი არ ყოფილა. ისე ცოტა სიმძიმის შეგრძნება მაქვს სახეზე, ეტყობა უცებ მინდა შედეგი ნიტე
ასაკი შეზღუდული არ არის, მაგრამ სასურველია 30 წლის შემდეგ, როცა უკვე ჩნდება პირველადი მიმიკური ნაოჭები. |
Posted by: ნიტე 3 Feb 2014, 13:25 | ||
grafinia79
30+ ვარ, მაგრამ ნაოჭი არ მაქვს, პროფილაქტიკის მიზნით კარგია? შეიძლება? |
Posted by: grafinia79 3 Feb 2014, 13:41 | ||
ნიტე
ნაოჭი არც მე მაქვს, მაგრამ ოდნავ მაინც მიმიკური ნაოჭების პროფილაქტიკისათვის კარგია. პლაზმოლიფტინგი მარტო ნაოჭების არ არის, ზოგადად კანის სტრუქტურას აუმჯობესებს. |
Posted by: ნიტე 3 Feb 2014, 13:50 | ||
grafinia79
ოკ, მადლობა. იმ ეტაპზე ვარ რომ არ მინდა რამე გამომრჩეს ახლა, და მერე უკვე გვიანი იყოს. ნეტა წარბის კუთხის აწევას ცოტათი დაეხმარება?ასაკის გამო სულ სულ ოდნავ ჩამოიწია |
Posted by: Natuka NGN 4 Feb 2014, 13:20 |
ნიტე პროცვედურას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, მათ შორის პოსტაკნური მკურნალობა. პრინციპი არის ბუნებრივიკოლაგენის გამომუშავებაში. იცი, ასე ვერ იტყვი 30 წლიდან თუ უფრო ადრე. მე მინახავს 22 წლის გოგოს კანი, რომელიც უკვე მოშვებულია და 45 წლის ქალის, რომელიც ისევ თავის ადგილზეა, არაა სწორი მიდგომა. კიდევ, მხოლოდ ნაოჭები არაა სახის პრობლემა ისე... |
Posted by: ნიტე 4 Feb 2014, 14:04 |
Natuka NGN ნაოჭი არც მაქვს, უბრალოდ ისე ასხიპინებული კანი არ მაქვს როგორც მქონდა , რა გასაკვირია, ასაკის მატებასთან ერთად მაგრამ თუ შეიძლება ამის შეჩერება, რატომაც არა. მოკლედ ვიფიქრებ მაგ ამბავზე და მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს, კიდევ სხვა რა საშუალებები არსებობს მოშვებული კანისთვის ხომ არ იცი |
Posted by: Natuka NGN 4 Feb 2014, 14:23 |
ნიტე მე ვარჩიე, ვარჩიე და ეს შევარჩიე... ვინც რეალშიმნახულობს, ხვდება რომ ლიან მაგრად მაქვს კანი. |
Posted by: BlueMashroom 8 Feb 2014, 22:48 |
ეს მუდმივად უნდა იკეთო თუ რამდენიმე პროცედურა საკმარისია სულ? და 200 ლარი ერთი პროცედურა დაგიჯდა? |
Posted by: mrudall 9 Feb 2014, 23:25 | ||
30 წლის გოგოებსაც თუ ესეტი რამ ჭირდებატ არ ვიცოდი, ყვავის ასაკის ვარ და მე ძლივს ვფიქრობ ახლა ხომ არ გავიკეთო, ნაოჭი საერტოდ არ მაქვს როგორც ასეთი, არც კანი მაქვს მოშვებული, ყელიც მაქვს გადატკეცილი და კიდევ მის ქვევიტ მარა როცა ვიღლები სახე მეკიდებასავიტ, თითქოს ძალიან დავიღალე, ეს სულ ახალგაზრდობაშიც მომდიოდა და ახლა ძალიან მალე ვიღლები, ანუ სულ ლამის სულ ეგეტი 'დაშვებული სახე' მაქვს თითქოს, არადა ნაოჭი არ მაქვს არანიაირი, არსად. Natuka NGN ძალიან კარგი შედეგი გაქვს. მესამე არ გიდევს მარა ალბატ კიდევ უკეტესი სედეგია ხო ალბატ ვიდეო რომ გიდევს მანდ სულ სხვანაირად უკეტებს ნემსებს, საშინლად და ღრმად არჭობენ, აბა აქ ნახე, სულ მოკლე მოკლე და იქვე მიდამოებში შეყავტ. http://www.youtube.com/watch?v=OvKJ7bT5yZo შენ როგორ შეგიყვანეს, მრავალი და მოკლე ახლომახლო მიდამოებში როგორც ამ ვიდეოში თუ გრზელი და ტიტო ტიტო კიდევ მაინტერსებს ეგ 3 რა დაშორებიტ კეტდება, 1 კვირაში სამივე არ გამოდის? |
Posted by: Natuka NGN 9 Feb 2014, 23:38 |
mrudall ძალიან კარგი ვიდეო დადე შენ, აი, შენს დადებულ ვიდეოში რომაა ისე შემიყვანა ექიმმა. გაგიკვირდება და მესამე ვერ გავიკეთე, გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები გამო. კანი ისევ ისე ფანტასტიურადაა. |
Posted by: temotemuka 12 Feb 2014, 02:20 |
mrudall ზოგადად რაც უფრო ადრე დაიწყებ ასაკთან ბრძოლას (ბოტოქსი, პლაზმოლიფტინგი, ფილერები) მით უფრო დიდხნის განმავლობაში არ დაგჭირდება ოპერაციის გაკეთება (კანის დჭიმვა და ა.შ ) 65 წლის ქალს ბოტოქსი რომ არ გაუკეთებია არასდროს და მოულოდნელად 25 წლის გოგოს სახე და კანი მოუნდება ვერანაირად ვერ მიახზევს დასახულ მიზანს |
Posted by: Utopian 12 Feb 2014, 09:46 |
პლაზმაზე დამზადებულ კრემზე რა აზრის ხართ? რა ასაკიდან არის რეკომენდირებული გამოყენება? |
Posted by: პარიჟანი 12 Feb 2014, 10:27 | ||
ნიტე
ბოტოქსი ნიტე... მაგაზე კაი მგონი არაფერი გამოგონილა ქალისთვის. 6 თვეში ერთხელ ხო უნდა გაიკეთო?... მარა ეგ ვარსკვლავებმა.... მე უკვე 1 წელია რაც გაკეთებული მაქვს და თავისი ეფექტი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. ალბათ აპრილისთვის გავიკეთებ კიდე. შარშან თებერვალში გავიკეთე. |
Posted by: ნიტე 12 Feb 2014, 14:19 | ||||
პარიჟანი
ეს ჩემთვის ჯერ ადრეა მგონი, ნაოჭი არ მაქვს,
სახის რომელ ზონაზე გაქვს გაკეთებული? |
Posted by: temotemuka 12 Feb 2014, 14:33 |
ნიტე ბოტოქსი ადრე არასდროს არის ბოტოქსის მიზანი ნაოჭIს გაქრობა არაა იგი მხოლოდ კუნთს თიშავს გარკვეული პერიოდით და მიმიკური ნაოჭI არ ჩნდება |
Posted by: პარიჟანი 12 Feb 2014, 20:14 | ||
ნიტე
ბოტოქსი მხოლოდ შუბლზე და თვალებზე კეთდება. ასევე ცხვირზე. დანარჩენი ყველაფერი შემავსებლებია და არა ბოტოქსი მე, ვიშის კრემებში ასობით ლარებს ვხარჯავდი, თუმცა ის შედეგი არ მქონდა რაც მინდოდა. ჰოდა დავისვენე რასაც ქვია. შუბლი, თვალები და ცხვირი გავიკეთე... აუ ფანტასტიური რაღაცაა, შეგიყვარდება და დაისვენებ, ნერვიულობაც მოგეხსნება და 200 ლარებს ვიშის გამწმენდებში და კრემებში არ გადაყრი... ვოტ! ნაოჭი ღმერთმა დამიფაროს მეც. რო არ გაგიჭნდეს მაგიტო უნა გაიკეთო. რაც არ უნდა მოვლილი გქონდეს კანი და სახე კუნთი რაღაც მომენტში შეიძლება "ბატის ფეხები" უცებ გამოგესახოს... არადა რატო? როცა შეგიძლია დარწმუნებული იყო რომ არ გამოგესახება. ჩემი აზრით 30 წლის მერე საჭიროა ბოტოქსი. |
Posted by: natalia_74 13 Feb 2014, 09:43 |
პარიჟანი რა დაგიჯდა ეგ სიამოვნება და ვისთან ჯობია გაკეთება? |
Posted by: ნიტე 13 Feb 2014, 11:56 | ||||||
პარიჟანი
მე ისედაც არ ვყრი, თავიდან ვიხდიდი ბევრს, მერე მე თვითონ ვისწავლე ისეთი კრემების გაკეთება მაგათსას რომ ჯობია, ის კი არა რა ნაოჭიც მქონდა შუბლზე, მიმიკური, ეგეც ძლივსღა ჩანს, ფაქტიურად აღარც არის..ჰოდა მანამდე არაფერი ეტკინოთ : ))
ჰო ნუ არ ვიცი, მე ფოტოგაახალგაზრდავებას ვფიქრობ ჯერ-ჯერობით, პროფილაქტიკის მიზნით. რომელ კლინიკაში გაიკეთე? და რამდენი დაგიჯდა თუ საიდუმლო არ არის? (მაინც მომავლისთვის რომ ვიცოდე) და რომ გაიკეთე წარბი აიწია ზემოთ? temotemuka
არ ვიცი არ ვიცი. ამდენი საშუალების ფონზე ტვინი "საჭყლეტი" გამიხდა, რომელს ვეცე არ ვიცი, არადა შედეგები ყველას აქვს. არადა ჩემი ეეთი ნაცნობი სადღAც 40 წლამდე გვარამიასთან მივიდა, და უკან გამოუშვა, ჯერ არაფერი გჭირდებაო, კარგად მოვლილი კანი კი აქვს, მოკლედ დავიბენი და ალბათ სანამ მე თვითონ არ მივალ კონსულტაციაზე ასეც ვიქნები |
Posted by: პარიჟანი 13 Feb 2014, 13:08 | ||||||
ნიტე
აუჰ, ყოჩაღ შენ! მე ეხლა დავინტერესდი მაგ საკითხით და რაღაც კრემი კი გავაკეთე სახლშI... მაგრამ ალბათ დიდი პრაქტიკა მჭირდება ჯერ, სანამ მივაგნებ იმ ინგრედიენტებს რაც მიხდება.
"მედი"-ში შუბლი, გვარამიაში თვალები. ჯდება 300 ლარი ერთი. ანუ 600 ლარი. სამომავლოდ "მედი" - ში მისვლას ვგეგმავ.
მე აწეული წარბები მაქვს ამიტომ ეფექტი ვერ დავინახე ამ მხრივ. |
Posted by: Natuka NGN 14 Feb 2014, 01:00 |
ნიტე პლაზმოლიფტინგვი და ბოტოქსი ერთმანეთს ხელს საერთოდ არ უშლი. ეს ორი სრულიად განსხვავებული პორცედურაა ბოტოქსი იმას არ აკეთებს, რასაც პლაზმოლიფტინგი და პირიქით, პლაზმლიფტინგს არ ექნება ბოტოქსის ეფექტი, ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის, ავსებს, ========= ეს თემა პლაზმოლიფტინგზეა |
Posted by: nuka35 14 Feb 2014, 11:19 |
მე პლაზმაც გაკეთებული მაქვს და ბოტოქსიც სულ სხვადასხვა რაგაცეებია. პლაზმამ სახე დამიტენიანა. ძალიან მაგარია სახეზეც გამიკეთეს როგორც მეზო და მერე ცხვირტუჩიც ამომივსეს იგივე პლაზმით. ძალიან მაგარია. მეც მედიში გავიკეთე. სხვაგან ძალიან ძვირია. |
Posted by: პარიჟანი 14 Feb 2014, 11:44 | ||
Natuka NGN
ხოდა, თუ პლაზმოლიფტინგზეა, დაწერე რაც იცი პლაზმოლიფტინგზე და წავიკითხავთ. დანარჩენი ჩვენი საქმეა, ფორუმელების, სხვა რა ალტერნატიულ მეთოდს განვიხილავთ გარდა პლაზმოლიფტინგისა... |
Posted by: Natuka NGN 14 Feb 2014, 11:52 | ||
პარიჟანი
კორექტულად. საკმარისად დაიწერა. ახლა აქ ფორუმელებმა უნდა წერონ საკუთარი გამოცდილება ამ პროცედურის შემდეგ. მე ჩემი გამოცდილება დავწერე და დავდე შედეგიც. ბოტოქსზე ბოტოსის თემაში გეთაყვა. არ ვაპირებ შენთან არანაირ კამათს არც იმ თემაზე, რომ ბოტოქსი მოშვებულ სახის კანს აძლიერებს, როდესაც შეცდ0ომაში შეგყავს იუზერი, |
Posted by: ნიტე 14 Feb 2014, 11:55 | ||
Natuka NGN
კიი, მაგრამ მგონი ჯობია ერთ თემაში ვილაპარაკოთ ისეთ პროცედურებზე რაც ნაოჭებისა და სახის მოშვების პრევენციას ან გამოსწორებას ეხება, ნუ სახის კრემების ნიღბების და სხვა ზედაპირული მოვლის გამოკლებით რა თქმა უნდა. საინტერესოა ყველა მეთოდის შეფასება კონკრეტულად იმ ადამიანებისგან ვინც გაიკეთა და მერე საკუთAრი თავისთვის ოპტიმალური ვარიანტის მოძებნა. პს. მედიში პლაზმოლიფტინგზე 200 ლარი მითხრეს, გვარამიაში 400, ფასის გარდა რამე სხვაობა იქნება ნეტა? : |
Posted by: პარიჟანი 14 Feb 2014, 14:19 | ||||||
ნიტე
ნამდვილად! ცალკე აღებულ თემებში დიდი არაფერი იწერება. ადნო ი ტოჟე, ადნო ი ტოჟე.... პლაზმოლიფტინგი ისეთი ამოუწურავი თემა არაა რო მარტო მაგას ვუტრიალოთ.
გაითვალისწინე, რო სრული კურსის ფასი არაა ეგ. ერთი პროცედურა ღირს მაგდენი. ხოლო ეფექტისთვის გჭირდება 5-6 პროცედურა, ანუ 200X5=1000 ლარს Natuka NGN
არ შემყავს შეცდომაში. მოშვებულ კანს ოპერაციის მეტი არაფერი შველის. კანი თუ გაიწელა, ვერ შეიკუმშება. ბოტოქსი პრევენციას ახდენს კანის გაჭიმვის და ნიტემ მშვემივრად გაიგო ეს. |
Posted by: ნიტე 14 Feb 2014, 14:39 | ||
პარიჟანი
ჰო ეგ ვიცი, უბრალოდ ფასის ასეთმა სხვაობამ გამაკვირვა. |
Posted by: პარიჟანი 14 Feb 2014, 14:50 | ||
ნიტე
კუზანოვებთან 120 ლარიც ღირს ფასდაკლებაზე.... ხოლო რაც შეეხება ესეთ სხვაობას, არ ვიცი.... ორივე მაღალი დონის პროდუქციით მუშაობს. ბოტოქსი, გვარამიასთან შესწორებაც დამატებითი თანხა ჯდება. "მედი"-ში კი მგონი უფასოა. |
Posted by: nuka35 14 Feb 2014, 15:14 |
პლაზმა ძალიან ძვირი წესით არც უნდა ღირდეს. შენნი საკუთარი სისხლია მასალა. მედიში დიდი ხანია დავდივარ და ძალიან კარგად მაქვს სახე. თითქმის ყველაფერი გავიკეთე. ფობიაში მაქვს უკვე გადასული თან ამ განვადებამ სულ დამღუპა |
Posted by: narkozeli 14 Feb 2014, 19:48 |
პარიჟანი ნიტე სანამ ამ თემას გახსნიდა ავტორი,მე შემითანხმდა და გადავწყვიტე რომ უნდა ყოფილიყო ამაზე ცალკე თემა.ეს ჩემი გადაწყვეტილია,თემის ავტორი არაფერ შუაშია. |
Posted by: ნიტე 16 Feb 2014, 19:55 | ||
narkozeli
კი ბატონო, უბრალოდ ჯობდა ყველა სხვა საშუალებაზეც გველაპარაკა შეგვედარებინა და შეგვეჯერებინა, და ამას ერთი თემა დათმობოდა-თქო, წინადადება შემოვიტანე. თორემ იყოს, დააინტერესებს ვიღაცას მეზოთერაპია ან ფოტოგაახალგაზრდავება მაგალითად და გახსნის ცალკე თემებს, რა პრობლემაა : )) |
Posted by: mimithecat 16 Feb 2014, 21:02 |
Natuka NGN თუ იცით, აუცილებლად მთელ სახეზე უნდა გაკეთდეს, თუ მცირე მონაკვეთებზეც შეიძლება? თქვენ სადაც გაიკეთეთ, იმ კლინიკაში დერმატოლოგი არ უწერიათ თანამშრომლებში და პლასტიკური ქირურგი წყვეტს, საჭიროა თუ არა პროცედურა? და კიდევ, პროცედურიდან რამდენი ხანია შეზღუდვა გარეთ გასვლაზე? თუ მარტივია რაბილიტაციის პროცესი? |
Posted by: Natuka NGN 17 Feb 2014, 18:49 |
mimithecat სასურველია გაკეთდეს მთელ სახეზე, იმიტომ რომ მცდარი წარმოდგენაა - კანს ერთ აგილზე ქონდეს საკმარისიკოლაგენი და მეორე ადგილზე არა. კოლაგენის ნაკლებობა მთლიანადაა. უბრალოდ კუნთების მოძრაობის გამო კანი მაგალითად შუბლზე უფრო იტვირთება და ა.შ. სწორედ ამ კუნთების მოძრაობის გამო ჩნდება ნაოჭები. იცი, ბევრისგან გამიგია და მეც შემიფასებია, ნაოჭი არ მაქვს და არ მჭირდება. არადა აშკარად გამოხატული ნაოჭი შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ კანი ჩამოწეულია კუნთიდან. კი,პლასტიკური ქირურგი წყვეტს და სრულიად საკმარისია მისი კომპეტენცია ამაში, დამერწმუნე. პრპ-ის, ანუ ტრომბოციტებთ გაჯერებულ პლაზმას ეს ექიმები ვისთანაც მე გავიკეთე შეუხორცებელი ჭრილობების შესახორცებლადაც ხმარობენ. ანუ ეს ადამიანები კლინიცისტები არიან მე მეორე პროცედურის შემდეგ მეორე დღესვე გავედი. რეაბილიტაცია- თუ ალერგია არ მოგცა "ემლამ", საერთოდ არაფერი პრობლემაა არაა მეორე დღეს სიარული თუ სასწრაფო საქმე გაქვს. თუ რამდენიმე სისხლჩაქცევა გაჩნდა, 3-4 დღეში მაქსიმუმ გადის. მე ადრეც დავწერე აქ თუ სხვაგან არ ვიცი. ადენომის ოპერაციის შემდეგ გავხდი ალერგიული. მაგი კი არა ხანდახან ხისტ წყალზეც კი ალერგია მაქვს სხეულზე ბანაობის დროს და სრულიად არ გამიკვირდა "ემლამ" რომ ალერგია მომცა. ეს იყო მიზეზი პირველი პროცედურის შემდეგ აქერცვლის უშუალო მიზეზი. მეორე პროცედურის შემდეგ საღამოს ჩემს პლაზმასთან ერთად ძალიან თხელი ფენა ალერგიის საწინააღმდეგო ჩემი მაზი წავისვი და მეორე დღეს პრობლემა აღარ მქონია. ამიტომ საერთოდ ვერ ვიკარებ ვერანაირ ბიოკრემებს. რამდენი კრემი მაქვს დარიგებული ყველას ვაფრთხილებ საჩუქრად არაფერი მსგავსი არ მომიტანოთთქო ანუ რეაბილიტაციის პროცესი ინდივიდუალურია. თავიდანვე ზუსტად უნდა მეთქვა ექიმისთვის რომ საკმაოდ პრეტენზიული კანი მაქვს. |
Posted by: temotemuka 18 Feb 2014, 00:59 |
ნიტე აჯაფსანდალი გამოგვივა ყველაფერს რომ შევეხოთ სწორედ ამიტომაც არის ცალკე თემა თან+ბოტოქსს ფილერებს და პლაზმოლიფტინგს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ ერთი მეორეს არ გამორიცხავს |
Posted by: mimithecat 18 Feb 2014, 01:02 |
Natuka NGN მადლობა პასუხისთვის. და მეც იგივე უნდა ვტქვა, ნაოჭების ან მოშვებული კანის პრობლემა არ მაქვს, შრამები და ლაქები მაქვს ლოყებზე მარტო მოკლედ, მივალ სადმე კონსულტაციაზე და ვნახავ, რა პროცედურას მირჩევენ. |
Posted by: პარიჟანი 18 Feb 2014, 10:47 | ||||
temotemuka
რო ჩაგეძირებათ თქვენი თემა, მერე გვიანი იქნება აპ აპ აპ აპ - ს ძახილი :ჵ
|
Posted by: mimithecat 18 Feb 2014, 16:00 |
არ აკეთებენ მეზოთერაპიას ეტყობა 'იმ' კლინიკაში, რა იყოთ თქვენც რომ არ გავაოფო, მაინც მაინტერესებს, როგორც წავიკითხე, პლაზმოლიფტინგი კანის სხვადასხვა სახის პრობლემების დროს არის ეფექტური და პლასტიკური ქირურგი როგორ ახდენს მაგალითად, გამონაყარის ხასიათის დიაგნოსტიკას, მართლა მაინტერესებს. ნაოჭებზე გავიგეთ, მაგრამ სხვა? ჩამოვლას ვაპირებ კლინიკებში კონსულტაციებზე და მაინტერესებს, ვისგან უნდა დავიწყო, დერმატოლოგი მეგონა, რატომღაც, პირველი სამიზნე. |
Posted by: Natuka NGN 23 Feb 2014, 15:24 | ||
mimithecat
რომელ კლინიკაში არ აკეთებენ? იქ სადაც პლაზმო გავიკეთე? აკეთებენ, რა უნდა მაგის გაკეთებას,ბიტიქსაცაკეთებენ და ფილერებსაც. არ არის რთული პლასტიკური ქირურგისთვის სახისკანის მდგომარეობის შეფასება. თუ ხედავს რომ იუგივე აკნე მწვავე ფორმაში და ოლო რეციდივიდან 6 თვე არ არის გასული, ის არაკეთებს პლაზმოლიფტინს. ეს წესია. აკნედან 6 ტვიანი რემისიის შემდეგ ხდება პლაზმოლიფტინგი გაკეთება, აქტიურ აკნეზე არ შეიძლება. აკნე დაავადებაა, რომელიც მხოლოდ დერმატოლოგის საქმე არაა. თუ გოგოა, უპირველესად უნდა გამოირიცხოს ჰორმონალუფრი დისბალანსი და ეს უნდა მოაწესრიგოს გინეკოლოგმა. უ აკნე გაოვწეულია ბაქტერიული ანტებით და გამოირიცხება ჰორმონალური პრობლემები,მაშინ უნდა მიხედოს დერმატოლოგმა. აკნეს მიზეზი შეიძლენა იყოს ღვიძლის ფუნქციების მოშლაც. ერთი სიტყვით, რაა მიზეზი ის უნდა დადგინდეს. http://arturgrigoryan.ru/about/plazmolifting_v_lechenii_akne.php დავძებნე და სტატია ვიპოვნე აკნესმკურნალობაზე პლაზმოლიფტინგით, ძალიანდ აკავებული ვარ ეს დღეები და უფრო მეტის საწერადარ მცალია. |
Posted by: mimithecat 23 Feb 2014, 16:42 | ||
ეს მაინტერესებდა, გასაგებია. არ ყოფილა ეგ პროცედურა საჩემო, როგორც ამ ინფოდან ჩანს, მადლობა ლინკისთვის. |
Posted by: narkozeli 23 Feb 2014, 20:51 |
OFF-ები იშლება,ნუ გააოფებთ |
Posted by: kato07 24 Feb 2014, 11:12 |
ჩემი საყვარელი პროცედურაა. მე დამინიშნა ექიმმა კოსმეტოლოგიური წმენდის შემდეგ და საოცარი შედეგი მაქვს. ცოტა კი მენანებოდა ამხელა ფულის გადახდა, მაგრამ არ ვნანობ. სამაგიეროდ ახლა განმეორებითი პლაზმო საკმაოდ იაფად გავიკეთე მედიში 99 ლარად (ისე 200 ლარი ღირს). |
Posted by: Natuka NGN 24 Feb 2014, 20:50 |
kato07 მართლაც საოცარი შედეგი მაქვს მეც. კანი მთლიანად ერთი ფერისაა, ელასტიური და ბარხატივით ნაზი. რისტვის დაგინისნა ექიმმა? მე სადაცგავიკეთე მეორე მესამეპროცედურა იქაც იაფადაა. |
Posted by: forumeli007 25 Feb 2014, 11:53 |
Natuka NGN ნატ თავიდან რა დაჯდა ეს პროცედურა??? OFF-ი კია, მაგრამ ნატ მაილზე გადმომიგზავნე რააა სურათები გთხოოოვ :* kato07 თქვენ სად გაიკეთეთ და რა დაჯდა თავიდან??? |
Posted by: ნიტე 27 Feb 2014, 13:25 |
მედიქალ გრუპში შედარებით იაფად აკეთებენ და სანდოა ნეტა? ვინმემ რამე ხომ არ იცით ამ კლინიკაზე? |
Posted by: marto 11 Mar 2014, 16:59 |
მეც მაინტერესებს............................................ |
Posted by: გობალა 11 Mar 2014, 19:54 |
მე ბოდიში, მაგრამ, I პოსტის სურათებში განსხვავება ვერ დავინახე |
Posted by: Natuka NGN 11 Mar 2014, 23:41 |
გობალა რაში ვერ დაინახე? კანის სტრუქტურა, ფერი, ტუჩის ნაოჭი ზედა და ქვედა ურათში განსხვავებული არაა? დააკვირდი მხოლოდ ყვითელ ლაქას ტუჩის მარცხენა კუთხეში, აღარაა მეორე სურათზე. * * * ნიტე ზუსტად რაზე ამბობ არ ვიცი. ბმული დადე აბა |
Posted by: marto 12 Mar 2014, 15:55 |
აუცილებელია სამჯერ გაკეთება? ერთი არაა საკმარისი? ისეთი ძვირია, სამჯერ რომ გაიკეთო და ყოველ ორ კვირაში ამხელა ფული გადაიხდო ცოტა დასანანია : | |
Posted by: merkantil 12 Mar 2014, 16:11 |
kato07 მედიში ვისთან გაიკეთე? რომ გადავხედე მაგათ საიტს, კოსმეტოლოგები აკეთებენ და არ მომწონს ეგ ფაქტი ქირურგის საქმე არაა ეგ? ევროპაში ქირურგები აკეთებენ. |
Posted by: grafinia79 14 Mar 2014, 16:08 |
თებერვალში გავიკეთე პლაზმოს 2 პროცედურა, ვინაიდან და რადგანაც მეგონა, რომ პირველად ნაოჭებს გააქრობდა, არ მოხდა. მერე როგორც ვიკითხე , პლაზმო მხოლოდ შიგნიდან აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და კოლაგენის წარმოშობას, ნაოჭებს კი რაც შეეხება ან მეზოძაფები ან ფილერი. ისე კი გირჩევთ სახის პროცედურები პროფესიონალებთან გაიკეთოთ, იაფიანებს ნუ მიეძალებით. 1 კვირის წინ ფილერები გავიკეთე (700 ლარი დამიჯდა ფასდაკლებით), 5 დღე მაინც სარეაბილიტაციო პერიოდია, მაგრამ ახლა საერთოდ ნაოჭი არ მაქვს და ყოველ დილას არც დეპრესია მაქვს იმისა რომ უკვე ასაკობრივ ხაზებს ვუყურებდი სარკეში. |
Posted by: mrudall 17 Mar 2014, 21:50 | ||
grafinia79 Natuka NGN ტქვენ გაგიკეტებიატ და მეტიც იციტ, მაინტერსებს სისხლის მთლიან სემადგენლობას უშვებტ ნემსის სახიტ კანში თუ რამეს ამატებენ ამ სისხლს ან აკლებენ? მახსოვს ადრე წავიკტხე თითქოს რარაცას აკლებენ ტუ ამატებენ, არ მახსოვს ახლა კიტხვა; სისხლის ნემსების გაკეტებას არ სჯობს თავად სისხლი შეიზილოტ ისევე როგორც ნიღაბს, კრემს იზილავტ? უფრო ბუნებრივი არ არის მაგ ძვირ პროცედურებს? ეს ხომ იგივეა, როგორც კრემები , ნიღბები... ნემსები უბრალოდ უფრო სწრაფად მოქმედებს. * * * Natuka NGN
რამდენადაც ვიცი სხეულზე გამონაყარი ხშირად სისხლის ბრალია, მე მქონდა ეს და მირჩევდნენ სისხლის გაწმენდას, ანუ ვენიდან გამოღებას და დუნდულაში შესხმას არ ვიცი ეს მარტლა თუ შველის ამ პრობლემას, მარა ამბობენ კიო, სულ მინდოდა ამის გაკეტება მარა არ გამიკეტებია, ზურგზე ხან ახლაც მაყრის და ნეტავ მარტლა თუ შველის ეგ პროცედურა ვინც გარკვეული ხარტ, ეგებ, კი გამეკეტებინა |
Posted by: grafinia79 18 Mar 2014, 11:14 | ||||
mrudall
სისხლს არ უშვებენ კანში, სისხლის გადამუშავების შედეგად გამოიყოფა პლაზმა - ყვითელი სითხეა, იმას უშვებენ კანქვეშ.
კარგი ხუმრობაა |
Posted by: mrudall 19 Mar 2014, 12:50 | ||
grafinia79 მე სუფტა სისხლი მეგონა
შენტვის ხუმრობაა და უძველესი დროიდან არსებობს ეს პრაქტიკა, როცა გაახალგაზრდავების მიზნიტ სისხლს იყენებდნენ, ანუ, ვამპირიზმი ნამდვილად არსებობს უზველესი დროიდან, ამის მაგალიტები უამრავია, თუნდაც ელიზაბეტ ბატორი აიღე, რომელიც უამრავ(ასეულობიტ) ქალიშვილების სისხლს სვამდა და საბანაოდ იყენებდა, რომ ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა და მარტო ეგ არ ყოფილა კიდევ და სისხლის სმა დრესაც არსებობს ბევრ კულტურაში სხვა და სხვა მიზნიტ, სვანეტის უბანში ვარ გაზრდილი და მახსოვს ქურტები საქონელს რომ დაკლავდნენ 1 ჭიქა სისხლს სვამდნენ , ეს რაც მე მინახავს და მსგავი კიდევ ბევრ კულტურაშია, რისტვის სვავენ ახლა ეს სხვა საკიტხია |
Posted by: grafinia79 19 Mar 2014, 14:50 | ||
mrudall
მდას, საინტერესოა. გადავხედავ არქივებს თუ მსგავსს რაიმეს წავაწყდი. |
Posted by: Natuka NGN 19 Mar 2014, 21:09 | ||
marto აუცილებელია სამჯერ. mrudall
რა სისხლის ნემსები? ისხლის კი არ უშვებენ. თქვენი სისხლისგან იღებენ თრომბოციტებით გაჯერებულ პლაზმას და ამ ტრომბოციტების რაოდენობაც საკმარისი უნდა იყოს, გარკვეულ რაოდენობამდე უნდა დააცენტრიფუგონ სისხლი. რასაც ამბობთ, კი ადრე იყო ერთგვარიმითი რომ გიღებდნენ სისხლს და კუნტებში უკეთებდნენ აკნეს სამკურნალოდ, ცისაც ნამდვილი აკნე ქონდა იმათზე სისულელე იყო მსგავსი რამის გაკეთება. მეპირადად მაგ მეთოდით განკურნებული არ მინხავას, აქ ფორუმზეც დაწერეს, გავიკეთე არაფერი მიშველაო თუ ანდროგენებია პრობლემა, იმავე ანდროგენებით გაჯერებული სისხლის უკან დაბრუნება რა შედეგს მოიტანს,მეეჭვება რაიმე შედეგი მოიტანოს. რაც შეეხება აკნეს დროს პრპ-ის გაკეთებას, აქტიოურ ფაზაში არ შეიძლება ანუ როცადაყრილია და თუ ბაქტერიული აკნეა. grafinia79 მე არ დამიწერია ნაოჭებს გააქრობსთქო. ელასტიურ ხდის კანს და შესაბამისად ახალი ნაოჭების არ გამჩენია და ცხვირ-ტუჩის ნაწილი საკმაოდ კარგად მაქვს და ნიკაპის შუბლის არა, ვინაიდან სულ ვიჭუტები გააცნია სად გქონდა ნაოჭი, იმსიმიხედვით უნდა იმოქმედო. რაც სეეხბეა პროფესიონალას - გეთანხმები სრულიად!!! |
Posted by: mrudall 19 Mar 2014, 22:49 | ||||
Natuka NGN
ვინც ტქვა ამ ფორუმზე არ გვიშველიაო აკნე ქონდატ ტუ ისე გამონაყარი? აკნეზე არ დამიწერია, ისე გამონაყარზე, მე კი მინახავს, ჩემს ახლობელ ექტანს მრავალგზის უქნია, ამბობს ეფექტურია, აკნეზე არ ვამბობ.
ანუ ეს ჩემზე კარგი იქნება, ალბატ, ნაოჭები არ მაქვს მარა სახე რარაცნაიარდ მეკიდება ხან, არადა კანიც არ მაქვს მობერებული და არაელასტიური მარა სახე რატომ მეკიდება დაღლილობისას არ ვიცი |
Posted by: mimithecat 20 Mar 2014, 10:20 |
კუნთში ასე პირდაპირ შეშვებული სისხლი იწოვება? |
Posted by: Nellie Bly 21 Mar 2014, 14:18 |
მედიქალ გრუპში ვიყავი კონსულტაციაზე, პლაზმოზე, ერთ პაკეტში შედის სამი ვიზიტი პირველზე ნემსით და მეორე მესამე სპეციალური აპარატითო, აქ როგორც წავიკითხე მარტო ნემსით კეთდება ყოველ ორ თვეში ერთხელ და 4-5ჯერ უნდა გაკეთდესო. ანუ ის სამვიზიტიანი პაკეტი წლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე უნდა გამეორდეს ასე გამოდის ხო? |
Posted by: marto 27 Mar 2014, 19:16 |
სამჯერ იკეთებ სამი კვირის შუალედებით და ბიორევიტალიზაცია ანუ ჰიალურონის მჟავა რომ შეყავთ ეგ ხომ არ ჯობია პლაზმას? ან მეზოთერაპია? გაგიკეთებიათ ვინმეს? * * * ??????????????????????????????????????????????????????????????????? |
Posted by: mrudall 1 Apr 2014, 03:27 |
ქალებო, ლიმონი სცადეტ, ეს რამდენიმე ხანია ლიმონს სახეზე ვისვავ , საოცარი სახის კანი გამიხდა, მაგ პლაზმო ლიფტინგს ტუ უკეტესი ეფექტი აქვს არ ვიცი ისეტი კმაყოფილი ვარ, ტან არანაირ მკვებავს არ ვხმარობ, ასაკში ვარ ტან, სცადეტ და მერე დაწერეტ როგორი კმაყოფილი იქნებიტ. |
Posted by: makoko 30 Apr 2014, 17:45 |
რომელ კლინიკაში გაიკეთეთ პლაზმო ლიფტინგი? რამდენი პროცედურა დაგჭირდათ და რა ღირს თითოელი პროცედურა? * * * თუ იცით სად იყიდება გლიკოლის მჟავა? |
Posted by: Natuka NGN 30 Apr 2014, 18:50 | ||
Nellie Bly
მე არვ დამიწერია მსგავსი რამ. 3-ჯერ უნდა გაკეთდეს წელიწადში 7-10 დღიანი ინტერვალით. მემომხრე ვარ სუფტა პლაზმის და არა რაიმე დამატებითი პროცედირებით გალამაზებული პროცედურის, არ უნდა დაიკარგოს პლაზმის ეფექტი. makoko მე გავიკეთე სადაც დავწერე: https://www.facebook.com/pages/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-My-Surgeon/203088873186690 |
Posted by: ALIEN_WARE 21 Sep 2014, 23:33 |
Natuka NGN შენ გაიკეთე პლაზმოლიფტინგი და მაინტერესებს როგორც პილინგი ეგრეა? აი ლაქები მაქვს სახეზე ბევრი გამონაყრისგან და არ ვიცი რა გავაკეთო ანთება მგონი ჩამიქვრა მაგრამ მაინც იშვიათად გამომდის წითელი გამონაყარი აქადა იქ რა იშვიათად თუმცა ცხიმგროვები მაქვს დახურული კომედონები ანუ ვერაფერს მირჩევ? |
Posted by: Natuka NGN 24 Sep 2014, 12:49 |
ALIEN_WARE ბოდიში, კომპი არ მიმუშავებს და მიჭირს ტელეფონით პასუხის გაცემა. რა არის იცი, ეს არ არის როგორც პილინგი, ეს არის მკურნალობა სახეზე. თუ აკნე გაქვს, სრული რემისია უნდა გქონდეს 6 თვე მაინც და ეს აკლნე არ უნდა იყოს ბაქტერიული, თორემ პლაზმოლიფტინ გის გაკეთება არ შეიძლება. დახურულ კომედონები რატომაა, დარწმუნებული ხარ რომ ჰორმონალური სტატუსი წესრიგში გაქვს? თუ არა ეს უნდა მოიწესრიგო და დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს გააწმენდინო სახე. |
Posted by: temotemuka 25 Sep 2014, 00:42 |
marto რთულია პლაზმის და ფილერების შედარება რადგან სხვადასხვა ეფექტი აქვს გააჩნია კონკრეტულად რა გჭირდება ამიტომაც მიდი ქირურგთან და აგირჩევს რა იქნება შენთვის უკეთესი |
Posted by: კატო 4 Oct 2014, 20:38 |
თუ იცით, შეიძლება რომ ამ პროცედურამ გამოიწვიოს ასიმეტრია და შეშუპება? |
Posted by: 死海. 7 Nov 2014, 15:25 |
ე.წ. გამაახალგაზრდავებელი პროცედურების შემდეგ სახე შესიებულივით გამოიყურება (რაც ფოტოებზე მინახავს, იგივე ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი) და მაინტერესებს ამ პლაზმოლიფტინგის შემდეგაც ასეა? |
Posted by: Natuka NGN 11 Nov 2014, 22:00 | ||||
კატო
1-2 დღე კი, სანამ მოშუშდება ნაჩხვეტები, უამრავი ნაჩხვლეტია სახეზე. 死海.
რომ ჩაცხრება პროცესი მერე? არაა, არანაირად. |
Posted by: gramatikikina 12 Nov 2014, 02:14 |
მე კაი ორი კვირა ვიშუშებდი ნანემსრებს ჩალურჯებები მქონდა და რაღაც უაზრობა სილურჯის გასაქრობი მირჩია იმ ქალმა, რასაც შედეგი საერთოდ არ ჰქონდა. მეზოთერაპია გავიკეთე მეგობარმა გაიკეთა ეგ პლაზმო და ვერაფერი შევატყე, რომ კანის საქმე რამე უკეთესობისკენ წაუვიდა იგივე აქვს, რაც მანამდე ჰქონდა ჩემი მეზოთერაპია კიდევ ნანემსრების გარდა რაღაც კანი გამიხმო ალაგ-ალაგ და საერთო ჯამში 1 თვე ინვალიდს ვგავდი თქვან მაინც კონკრეტულად, როგორი კანისთვისაა ეს თერაპია ჩვენ ორივეს შერეული კანი გვქონდა ცოტა გამომშრალი |
Posted by: Natuka NGN 12 Nov 2014, 11:11 |
gramatikikina უნდა ექიმს გააკეთებინო ქირურგს და არა ვიღაც კოსმეტოლოგს, თუ ზუსტად იმ ადგილზე არ შეუშვა პლაზმა სადაც საჭიროა, არანაირი აზრი არ აქვს. თან წინა პოსტებშიც ვწერდი - პლაზმა აუცილებლად უნდა იყოს ტრობმოციტებით გაჯერებული და არა უბრალოდ დატრიალებული ცენტრიფუგაში. ეს უნდა შეამოწმოს ლაბორანტმა მიკროსკოპის ქვეშ. ასე ადვილი გგონია ზუსტად ნემსის ჩარჭობა კანსა კუნთშ შორის არეში? იმ სივრცის დაჭერა სადაც კანი სტრუქტურულად მტავრდება და კუნთი იწყება? ამიტომ წავედი და გავიკეთე პლასტიკურ ქირურგთან, რომელიც ნემსს რომ არჭობს ზუსტად იცის სანამდე უნდა შევიდეს. გაუტეხეს სახელი ამ არაჩვეულებრივ თერაპიას. |
Posted by: gramatikikina 12 Nov 2014, 13:00 |
Natuka NGN :დ რა ვიცი, გვარამია თვითონ არ აკეთებს და გვარამიას კლინიკაში და მედიში გავიკეთე ორი მეზო. გვარამიაში სახე გამიხმეს და მედიში დამილურჯეს. მედიში იმიტომ დავიმატე მეორე, რომ გვარამიაში მეზომდე ქიმიური პილინგი გამიკეთეს და ვიფიქრე მაგის ბრალია მეთქი, თორემ მეორედ აღარ გავიკეთებდი. მეგობარმაც რომელიღაც კლინიკაში გაიკეთა პლაზმოთერაპია და ჩემსავით არ დასახიჩრებულა, უბრალოდ შედეგი ვერ შევატყე |
Posted by: Natuka NGN 12 Nov 2014, 23:28 |
gramatikikina რა მაინტერესებს იცი? როგორი პილინგი გაგიკეთეს ღრმა თუ ზედაპირული და რა თანმიმდევრობა იყო მეზოტერაპისთან? რაც შეეხება პლაზმას - მე სულ შემცვალა. |
Posted by: gramatikikina 13 Nov 2014, 00:18 |
Natuka NGN ეტყობა კონკრეტულ შემთხვევებს უხდება, აბა რა ვიცი. ზედაპირული პილინგი და კვირანახევარში მეზო გავიკეთე გვარამიასთან. ნია ერქვა მგონი იმ ქალს. მერე მედიში გავიკეთე შემდეგი მეზო, როგორც წესით მიწევდა. დრო ძალიან არ გადამიცილებია. სამი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ აშკარად არ მოუხდა კანს და თან მთელი თვე დალურჯებული და აქერცლილი ვერ ვივლიდი |
Posted by: SOF - 777 19 Nov 2014, 14:38 |
კლინიკა "მედი"-ს აქვს ფასდაკლება პლაზმოლიფტინგზე 2 კვირა. 100 ლარი ღირს პროცედურა. პირველად ვიკეთებ და ვნახოთ, თუმცა ქირურგები კი არა, კოსმეტოლოგები აკეთებენ. იმედია გაამართლებს მოლოდინს. |
Posted by: Somebody_me 27 Nov 2014, 20:28 |
Natuka NGN პლაზმოლიფტინგს რა ასაკში გაიკეთებ აქვს მნიშვნელობა? |
Posted by: ALIEN_WARE 29 Nov 2014, 17:37 |
იმდენი საშუალებები არის რომ აღარ ვიცი რომელი გავიკეთო თვის ბოლოს ვაპირებ ფასდაკლებებზე გაკეთებას მინდა ლაქების მოშორება აკნესგან და დახურული კომედონების გაქრობა და ფერიმჭამელების http://medicalgroup.ge/ge/service/skin-care/laser/ http://medicalgroup.ge/ge/service/skin-care/plazmolifting/ http://medi.ge/uslugi/kosmetologiya/saxe/dotlazer/ ეს დოტ ლაზერი რომელიღაა იგივე ლაზეროთერაპიაა რაც მედიკალ გრუპში? |
Posted by: 死海. 29 Nov 2014, 17:43 |
ALIEN_WARE დაწერე რა მერე შედეგი, მეც მაინტერესებს |
Posted by: ALIEN_WARE 29 Nov 2014, 17:50 |
ხო დავწერ აუცილებლად შედეგს ოღონდ გამარკვიონ ჯერ რომელ საშUალებას მირჩევენ მინდა აკნესგან დატოვებული ლაქების მოშორება ცაღრმავებული ადგილების ამოვსება დახურული კომედონების და ფერიმჭამელების მოშორება პლაზმოლიფტინგი დოტ ლაზერი ფრაქსელი კიდე რა საშუალებები არის? ალბათ ლაზერი ყვეაზე კარგია მაგრამ რომელი? * * * გადავიკითხე ბევრი თემა ეხლა და არ აქებენ დოტ ლაზერს ან პლაზმოლიფტინგი უნდა გავიკეთო ან ქიმიური პილინგი რომელი გავიკეთო? ან უკეთესი თუა რამე საქართველოში? |
Posted by: temotemuka 30 Nov 2014, 01:53 |
ALIEN_WARE დოტ ლაზერს არ გაეკარო |
Posted by: ALIEN_WARE 30 Nov 2014, 11:51 |
temotemuka ხო დოტ ლაზერს არ ვაპირებ სხვა რომელი გავიკეთო რა საშუალებაა საუკეთესო? |
Posted by: Natuka NGN 30 Nov 2014, 13:16 |
Somebody_me გააჩნია, თუ აკნეს სანკურნალოდ, არ აქვს. თუ ლიფტინგი, მაშინ უნდ ადაიწყო, როდესაც კანი მოშვებას დაიწყებს. |
Posted by: ALIEN_WARE 30 Nov 2014, 13:26 |
Natuka NGN მე როგორ მოვიქცე ლაქები მაქვს აკნესგან დატოვებული ასევე ზოგ ადგილებში პატარა ჩაღრმავებულები ნაწიბურები ანუ და მინდა ამ ყველაფრის მოშორება ასევე მაქვს დახურული კომედონები აღონდ ბევრი არა ცოტა და ფერიმჭამელები კიდე წითელი გამონაყარი ძალიან იშვიათად გამომდის |
Posted by: Natuka NGN 30 Nov 2014, 13:32 |
ALIEN_WARE აკნე სულ უნდა ალაგდეს, მცირე ნაწიბურების მოცილება შეიძლება ზედაპირული ქიმიური პილინგით, ეს ექიმმა უნდა შეაფასოს, ასე შორიდან ძნელია არიმეს თქმა. ქიმიურ პილინგს გირჩევ გუგა კუზანოვთან, საერთოდაც გაიარე მასთან კონსულტაცია დაგეტყვის რაგააკეთო ზუსტად.. მართალი გითხრა. არც მედის და არც სხვა ცენტრების მომსახურებაზე არაფერი ვიცი |
Posted by: ALIEN_WARE 30 Nov 2014, 13:36 | ||
შენ რო თქვი აბა აკნეანი გოგო დაფრინავდაო ანუ აკნეს დროს გაუკეთეს ხო პლაზმოლიფტინგი? |
Posted by: Natuka NGN 30 Nov 2014, 13:39 |
ALIEN_WARE არა, აკნეს რეციდივიდან 6 თვეში კეთდება. თუ იმ მომენტში გაყრია არ კეთდება. ჩირქოვანი გამონაყარი თუა, უნდა ჩაცხრეს აუცილებლად. ანუ რაღაც სპეციფიკაა, დეტაები ექიმმა უნდა გითხრას. შენ რასაც წერ ეღტია და რასაც ექიმი შეაფასებს მეორე. |
Posted by: ALIEN_WARE 30 Nov 2014, 13:44 |
არა 6 თვე ნამდვილად არაა გასული მაშინ არც ქიმიურ პილინგს რ გამიკეთებენ ესეიგი * * * http://tcc.ge/?lang=geo&act=service&func=menu&uid=1356470041 ამაზე რას იტყვით ალმასური დერმაბრაზია რეაბილიტაციაც არ ჭირდება და კაია ეგ ძაან |
Posted by: ALIEN_WARE 30 Nov 2014, 20:01 |
http://tcc.ge/?lang=geo&act=service&func=menu&uid=1356470041 ამაზე რას იტყვით ალმასური დერმაბრაზია რეაბილიტაციაც არ ჭირდება და კაია ეგ ძაან |
Posted by: temotemuka 1 Dec 2014, 23:23 |
რომედინიმე რამის ერთად გაკეთება უფრო კარგ შედეგს მოგცემთ ვიდრე მხოლოდ ერთის |
Posted by: Miss_Miakoo 1 Feb 2015, 22:19 |
Natuka NGN გამარჯობა მაინტერესებს პლაზმოლიფტინგი რამდენად ეფექტურია პატარ ლაქებისთვის? ან რა პროცედურას მირჩევ? პირადში მინდოდა რაღაც დეტალები მეკითხა მაგრამ ვერ გწერ )) |
Posted by: სიყვა 2 Feb 2015, 00:35 |
ALIEN_WARE აკნე რომ მოვირჩინე იმის მერე დავიწყე დერმაბრაზიის კეთება, პატიოსნად არ დამიცვია შუალედები, საერთოდ არ მრჩებოდა პროცედურის შემდეგ სიწითლე და არავითარი გართულება არ მოყოლია, მაგიტომაც ავირჩიე მექანიკური პილინგი. 8 პროცედურა გავიკეთე თითქმის აღარ მეტყობა ლაქები, პატარა ფორები დამრჩა ნაწიბურების ადგილას, ავიყვან ალბათ 15 პროცედურამდე საბოლოო ჯამში. მერე სტრიებზეც ვცდი რაღაც before & after ს მაგვარს ვდებ, სპეციალურად არ გადამიღია (აკნეთი არ მეხალისებოდა ) ) დიდ კოლაჟზე პირველ ორ ფოტოზე ნაკლებად ჩანს ნაიარევები, სპრეი რუჯი მაქვს (Mulatto-ში გაკეთებული, რომლის ყვითელი სირცხვილი ვერაფრით ჩამოვირეცხე |
Posted by: Miss_Miakoo 2 Feb 2015, 10:53 |
სიყვა სად გაიკეთე ან ვისთან? ნიკაპთან მაქვს რამდენიმე წერტილი და მინდა მოვიშორო |
Posted by: სიყვა 2 Feb 2015, 14:57 |
Miss_Miakoo სოფო ლიპარტელიანთან, SOLARIS-ში, 18 ლარი ღირს თითო პროცედურა, მე გარდა ნაწიბურებისა საშინლად გამომშრალი კანიც მაქვს, ღაწვებს ქვემოთ "მაყრია" აქერცლილივით კანი ხოდა ამიტომ წინასწარ მიორთქლავდა კიდევაც და დერმაბრაზიის მერე ნიღაბსაც მიკეთებს ფორების დამხურველს. ხოდა მაგ მხრივაც მომიხდა პროცედურა. |
Posted by: ALIEN_WARE 5 Feb 2015, 18:04 | ||
ვა რაკაი შედეგი გაქვს აი მე რა არ იცი? იშვიათად გამომდის წითელი გამონაყარი რა ხან იქ ამოვა ერთი ხან იქ მარა ეს ხდება ძალიან იშვიათად ალბათ 5 დღეში ერთხელ ან 1 კვირაში ერთხელ ხოდა დუაკს ვხმარობ და ავენეს დაასბან გელით ვიბან სახეს სხვა რა გავაკეთო მერი მარა მაინც გამომდის იშვიათად აქადაიქ მაწუხებს ეგ მაგრად როდემდე უნდა იყოს ხხო ლაქებს რაც შეეხება მაქვს და პილინგი უნდა ალბათ ამას მარა ყველაზე კაი საშუალება რომელია ლაქების მოსაშორებლად და ნაწიბურების მოსაშორებლად? არც ეგ ვიცი |
Posted by: ditosdeda 22 Feb 2015, 01:11 |
თუ არ გეზარებათ ვინმეს გამარკვიეთ რა განსხვავება და რა პლიუს მინუსებია ქიმიურ პილინგსა და დერმაბრაზიაზე ?ან თუ არის თემა ამაზე მომეცითრა ლინკი |
Posted by: ColD 22 Mar 2015, 22:34 |
გოგოებო თავზე ვის გაგიკეტებიათ პლაზმოლიფტინგი და როგორი შედეგი გაქვთ ? |
Posted by: *LilacWine* 8 Apr 2015, 16:50 |
Natuka NGN გამარჯობა, შეგიძლიათ საკონტაქტო ინფო მომწეროთ, სად და ვისთან გაიკეთეთ პლაზმოლიფტინგი? მედი კლაბ ჯორჯიაშიც ტარდება ეს პროცედურა, 200 ლარი ღირს. იმედი მქონდა,რომ ქირურგი გააკეთებდა, მაგრამ არაო... დერმატო-კოსმეტოლოგი, ვინმე ციციშვილი. თუ გსმენიათ რამე და რამდენად მირჩევთ მედიკლაბს? |
Posted by: LUCKY7 16 May 2015, 17:41 |
Natuka NGN გამარჯობა, სად გაიკეთეთ პლაზმოლიფტინკი და რა დაგიჯდათ? 27 წლის ასაკში თუ კეთდება ეს პროცედურა? |
Posted by: anouk7 19 May 2015, 20:01 | ||
SOF - 777
კმაყოფილი ხარ შედეგიტ? გტხოვ დაწერე |
Posted by: LuciDiTy 11 Nov 2015, 15:03 |
Natuka NGN შენს მიერ დადებულ ლინკს მივყევი და რომ ვრეკავ, მეუბნება რომ ნომერი არ არის რეგისტრირებული და საიტი ხომ საერთოდ უცნაურია... რაიმე სხვა საკონტაქტო ინფორმაცია არ გაქვს? შემთხვევით, მედიში თუ ვინმეს გაგიკეთებიათ, როგორი შედეგი გაქვთ და ხართ თუ არა კმაყოფილი? |
Posted by: 079 21 Dec 2015, 15:22 | ||||
ესენი ნახე. http://gvaramia.com/bycat/3/12/0 http://gvaramia.com/bycat/3/14/0 * * *
პლაზმაიფტინგზე ინფორმაცია - http://gvaramia.com/bycat/3/11/0 |
Posted by: Natuka NGN 24 Dec 2015, 16:16 |
გვარამიას კლინიკასთან არ მომწონს ურთიერთბა, ჩემი ბზინესიდან გამომდინარე მივუყვანე უცხოელი პაციენტი და საშინლად არ ომეწონა რაც გაუკეთეს. ამიტომ ამჟამად სხვასთან ვთანამშრომლობ. პირადად ჩემი ექიმები არ აკეთებენ ამჯამად ამას და ვიპოცნე სხვა კარგი ექიმი ილია მესხი. https://www.facebook.com/921674567913018/photos/a.927147010699107.1073741832.921674567913018/933226820091126/?type=3&theater არის ბმული სადაც მუშაობს. |
Posted by: tigeona 24 Dec 2015, 18:16 |
თემა გადავიკითხე და გადავწყვიტე აქ ვიკითხო რაც მაინტერესებს, ვხედავ საქმეში ჩახედული და გამოცდილი ხალხი პოსტავთ აქ ვარ საზღვარგარეთ და თებერვალში ჩამოსვლას ვაპირებ. მექნება სადღაც თვენახევარი შვებულება და მერე უკან უნდა დავბრუნდე. ვარ 50 წლის, კანის მდგომარეობას არვუჩივი, ნაოჭები თითქმის არ მაქვს მაგრამ ყვრიმალებთან გამიჩნდა ზედემტი კანი. სასტიკად არმომწონს აუცილებლად რამე უნდა გავიკეთო რომ ჩამოვალ. მეპირადად ვფიქრობ რომ პლასტიკური ოპერაციის გარდა არაფერი მიშველის, თქვენ რას მირჩევდით? სად გავიკეთო და რა? რამე ისეთი რომ წასვლამდე მომირჩეს და თვითმფრინავში კანი არ ამიფეთქდეს |
Posted by: katinka 29 May 2017, 17:05 |
ლოტუსში ჩავეწერე პლაზმოლფიტინგის და სახის გაწმენდის პროცედურებზე, კოსტავააზე რომარის იქ, ხომ არ იცით სანდოა? კარგი ექიმები არიან? |
Posted by: unusual 30 May 2017, 15:12 | ||||
აუ ხო, სულ მაინტესებს ამ ცნობილ ქალებს თავს რო უვლიან რატო აქვთ სახე დასიებული? რას იკეთებენ? ეგაა თავის მიხედვა? თუ ეგრე დამისია სახე არ მინდა...
ამაზე არ დავფიქრებულვარ, შესძლებელია ასიმეტრია? პ.ს. ვის მიანდო შენი თავი არ იცი რა. ჩემმდა დამ "მედი"-ში გაიკეთა პილინგი, გადაიხადა უზარმაზარი თანხა, და შედეგად მიიღო ის რომ გაიფუჭა კანის ფერი და ხარისხი, მიიღო უარესი შედეგი. არადა ცნობილი კლინიკაა და რამე, პილინგს რომ მასე გაგიკეთებენ მერე მიდი და პლაზმო გაბედე. * * * პ.ს უნემსო მეზოთერაპიაზე რა აზრის ხართ? და 30 წლიდან სასურველია? |
Posted by: katinka 1 Jun 2017, 20:15 |
ლოტუსში მივედი სახის კანის უფასო დაიგნოსტიკაზე და კოსმეტოლოგმა დამინიშნა პლაზოლიფტინიგ, 27 წლის ვარ, თითო პროცედურა ფასდაკლებით 59 ლარიო, ჯამში 3 პროცედურა და პლიუს სახის გაწმენდაშიც 55 ლარს ვიხდი, მაგრამ ეხლა ნაცნობმა კოსმეტოლოგმა მითხრა რომ ლოტუსში ის სინჯარები რაშიც ხდება სისხლის დამუშავება არის დაბალი ხარისხისო და დიდი რისკია ალერგიისო, და გამოდის რომ აფუჭებს მთელ ეფექტს. ამიტომ გადავიფიქრე გაწმენდასაც აღარ ჩავიტარებ მანდ და არც ლიფტინგს |
Posted by: Natuka NGN 1 Jun 2017, 22:22 | ||
katinka
რაო? ალერგია რამ უნდ აგამოიწვიოსო, შენმა საკუთარმა სისხლმაო? სახელის აგტეხვა უნდ ამომსახურებისთვის და რაღაც სრულიად უაზრობას იგონებს. პირადად მე, ლოტუსთან ის პრეტენზია მექნებოდა, რომ პლაზმას შეიძლება არ ამუშავებდნენ ლაბორანტები არ ამოწმებდნენ ცენტრიფუგირების შემდეგ და პლაზმაში ტრომბოციტების რაოდენობა არ იყოს საკმარისი, ეს ერთი და მეორე - პროცედურას აკეთებდეს კოსმეტოლოგი და არა ექიმი. თორემ, რაც შენმა კოსმეტოლოგმა მოიტანა პრობლემად, სრული უაზრობაა. ისე, მე გირჩევდი ჯანსაღი თმის ცენტრს, პლაზმის დამუშავება მართლა ძალიან კარგად ხდება იქ და თან ექიმი აკეთებს პროცედურებს - ილია მესხი. |
Posted by: katinka 2 Jun 2017, 18:56 |
Natuka NGN მადლობა რჩევისთის, ნადმვილად ჯობია ექიმმა გააკეთოს. |
Posted by: kate-kate77 2 Jun 2017, 20:29 | ||||
გამარჯობათ. პლაზმოლიფტინგზე გკითხავთ თუ არ ს\შეგაწუხებთ. სად იკეთებთ და როგორი კმაყოფილი ხართ? მეზოთერაპია გავიკეთე 3 წლსი წინ და სახეზე ისე დამაყარა 2 კვირა ვერ მოვიშუშე. პლაზმოსიც მეშინია მაგრამ ცდაც მინდა. ზოგადად არ ვარ ალერგიული. გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება. მადლობა. |
Posted by: merkantil 6 Jun 2017, 16:11 |
Natuka NGN რა სიხშIრით და ინტერვალებით იკეთEბ პლაზმას? პირველად რა ინტერვალებით გაიკეთE? დალურჯებები ან გაღIზიანება თU არის მოსალოდნელი? ჰო კიდე მაინტერესებს, გარუჯვა თU შEიძLება ზომიერების ფარგლებშI, ან რამდენი ხნის შMდეგ შEიძLება? მოგაყარე კითXვები |
Posted by: Natuka NGN 6 Jun 2017, 21:46 |
kate-kate77 მეზოთერაპია არასდროს გამიკეთებია და არც მიცდია, ვინაიდან არანაირი სურვილი არ მაქვს რაიმე ვიტამინები შევიყვანო კანქვეს. ერთადერყი ბიორევიტალიზაციას გავიკეტებ გარდა პლაზმოსა. ანუ სუფთა ჰიალურანის მჟავის შეყვანას კანქვეშ. პლაზმოლიფტინგმა არანაირი ალერგია არ უნდ ამოგცეთ - სუფთა პლაზმა ხომ თქვენი სისხლისგან კეთდება? თუმცა მე პირველი პლაზმოს შემდეგ კანი გამოვიცვალე და ამან საკმაო ეფექტი მომცა. მე გამიკეთა პლასტიკურმა ქირურგმა. რცევა შემიძლია ის, რომ არ გააკეტებნოთ კომეტოლოგს და გააკეტებინეთ ისეთ ადგილას, სადაც პლაზმის დამუშავების წესები დაცულია. ასეთია ჯანსაღი თმის ცენტრი. ისინი თმის გასამაგრებლადაც აკეთებენ და ყველა წესის დაცვით ირებენ პლაზმას. merkantil მინიმუმ სამჯერ არის გასაკეთებელი ერთი კურსი, 2 კვირიანი ინტერვალით, არ უნდა ემთხვეოდეს ციკლს. დალურჯებები არ მქონია, ხულ 2-3 ადგილზე და ძალიან მალე გავიდა. კურსს რომ დაასრულებ, ანუ სამ პროცედურას, მერე შეიძლება თავისუფლად გარუჯვა. კოლაგენის გამომუშავება უკვე დაწყებულია. გარუჯვის დროს აუცილებლად უნდა იხმარო დამატენიანებელი. წელიწადში ერტხელაა სასურველი მაინც პროცედურის აგკეთება ან კანი როგორ მოიტხოვს იმის მიხედვით. |
Posted by: merkantil 7 Jun 2017, 12:56 | ||
Natuka NGN მადლობა გამოხმაურებსთVის
ამაშI რას გულისხმობ? კიდევ მაინტერესებს, თVალის ქუთUთOებზეც აკეთEბენ პროცედურას? რა ინფორმაცია და გამოხდილებებიც მოვიძIე, წერია რომ პლაზმალიფტინგის შEმდეგ სიშAვეც გადადის თVალის უპეებიდან. ჰოდა ლოგიკურია, რომ მანდაც შEყავთ პლაზმა, არა? ვიდეოს ვერ ვუყურებ, არ შEმიძLია კონსულტაციაზეც ვიყავი ერთXელ პლასტიკურ ქირურგთAნ შVეიცარიაშU და იმან მითXრა, რომ პლაზმა შEყავთ ზედა და ქვედა ქუთUთOშIც, ჰოდა შEმეშIნდა კიდევ მითXრა,რომ 4-6 კვირაშI უბდა განმეორდეს პროცედურა ზედიზედ სამჯერ და შEმდეგ ერთI ან ორი პროცედურა იქნება საჭIრო წელიწადშIო. თBილისშI როგორც ჩAნს, ყველგან ორი კვირის ინტერვალებით აკეთEბენ. შEნი, როგორც გამოცდილის აზრით, ასე უფრო ეფექტურია? მე პინციპშI უფრო მაწყობს, თVენახევრით ჩAმოვდივარ და მოვასწრებდი სამივე პროცედურას. ჰიალურონზეც დაწერე რა, რატომ გინდა და ვინმე თU იცი, ვინც კმაყოფილია, ან რა ეფექტი აქვს. კლინიკაშI ისეთI დაბერილ-დაბოტოქსებული ქალები ვნახე, ყველაფრის სურვილი დამეკარგა |
Posted by: Natuka NGN 7 Jun 2017, 14:47 |
merkantil ორი კვირის ინტერვალი მინიმალური დროა რაც უნდა დაშორება იყოს პროცედუერბამდე, სრულიად მისაღებია ერთი თვის შემდეგ. მე ინტერვალი ხანგრძლივი მქონდა. მე არ გაიკეთებია ქუთითოებზე, არ ვიცი, მაგრამ გვერდიტ თვალის და ტუჩ-ცხვირის ნაოწზე კი. კანი გამოვიცვალე ნიშანვს - ამექერცლა ზედა ფენა და საოცრად კარგი ფერი მიიღო კანმა. ზოგს ექერცლება, ზოგს არა. ინდივიდუალურია. ერთი არც ზუსტად ვიცი, ციკლის არ უნდა ემტხვეოდეს პროცედურა არაფრით. |
Posted by: kate-kate77 7 Jun 2017, 17:34 | ||
მადლობა პასუხისთვის. თუ შეგიძლიათ პირადში მომწერეთ სადაა ეგ კლინიკა და რომელი ექიმთან გაიკეთეთ. |
Posted by: keen 8 Jun 2017, 00:41 |
http://medicalgroup.ge/ge/service/skin-care/plazmolifting/ ამ კლინიკასთან თუ ჰქონია ვინმეს შეხება და რა აზრის ხართ? |
Posted by: yvelanikidakavebulia 22 Jun 2017, 21:42 | ||
ბიორევიტალიზაცია თბილისში სად კეთდება ისე, რომ სანანებელი არ გამიხდეს? ანუ რომელ კლინიკას ან ესთეტიკის ცენტრს მივმართო, ხომ არ იცით? |
Posted by: LuciDiTy 12 Jul 2017, 09:06 |
katinka სინჯარები არ ვიცი, მაგრამ ლოტუსში ისეთ დღეში ჩააგდეს ჩემი ახლობელი, რომ 3 თვე საწოლიდან ვერ დგებოდა, სერიზული ანტიბიტიკები დასჭირდა და საერთოს კანის გადანარგვაზე იყო ლაპარაკი. და ეს ყველაფერი სტრიების მოცოლების პროცედურაზე. რაც მთავარია, ვინც გაუკეთა, ის საერთოდ არ შეხვდა -- დაკავებული იყო და ბოდიშიც არ მოუხდიათ. |
Posted by: Miss_Miakoo 18 Jul 2017, 10:04 | ||
უნდა ეჩივლა, ჩემ მეგობარს ხელები დაუწვეს ეპილაციით, მერე თავი იმით იმართლეს ეტყობა ნამზეური გქონდა და არ თქვიო |
Posted by: katinka 27 Jul 2017, 00:33 |
LuciDiTy კარგია რომ მითხარით, უფრო დავრწმუნდი რომ კარგი ვქენი და არ მივედი |
Posted by: Natuka NGN 28 Jul 2017, 14:13 |
yvelanikidakavebulia დავწერე წინა გვერდზეც, ჯანსაღი თმის ცენტრი, ილია მესხთან, ძლაინ კარგი შვეიცარული მასალა აქვთ. ჰიალუალი. |
Posted by: merkantil 16 Oct 2017, 12:20 |
Natuka NGN მოკლედ მე ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტე პლაზმის გაკეთEბა ჩEმმა მეგობარმა გაიკეთA თBილისშI ეხლახანს ბიორევიტალზაცია ჰიალურონით, პლაზმა არ ურჩIა ექიმმა, ერთI უჯრედიც რომ იყოს გადაგვარებული, ძAლიან საშIშIაო. რა იგულისხმა, ანუ შEიძLება რაიმე ონკოლოგიური დაავადება გქონდეს და არ იცოდე? მაინტერესებს, შEნ წინასწარ თU იკეთEბ ხოლმე სისხლის გამოკვლევას? მე უფრო პრევენციის მიზნით მინდა პლაზმა და ამ "გადაგვარებულმა უჯრედმა" თAვზარი დამცა |
Posted by: Natuka NGN 16 Oct 2017, 14:54 | ||
merkantil
? რაიო? ვინ ექიმმა უტხრა ეს. ნუ მე სადაც გავიკეთე, აუცილებელია ჯანმრთელი სისხლის ტესტსი გაკეთება, არ უნდა გქონდეს რაიმე გადამდები დაავადება და სისხლი უნდ აგაძევდეს საშუალებას, რომ შედეგი იყოს. მაგრა უჯრედის გადაგვარება და ა.შ. ვერ გავიგე. |
Posted by: merkantil 16 Oct 2017, 15:11 |
Natuka NGN მეც გამიკვირდა, მაგრამ ამბობენ რომ კარგი ექიმია და ამიტომ შEვშIნდი რა იგულისხმა, მეც ვერ გავიგე, პირადად ჯერ არ მინახავს მეგობარი და მერე კარგად გამოვკითXავ. ამას ჰიალურონის მჟავა ურჩIა. ჰიალურონზე რას ფიქრობ შEნ? თIთQოს კარგი უნდა იყოს, ბევრი დადებითIც წავიკითXე, მაგრამ რეალშI რაც ვნახე, არ მომეწონა, რაღAც შEსიებული აქვთ ხოლმე სახე, არაბუნებრივად. ( ბოტოქსშI არ მერევა). სხვათAშOრის აქ ძAლიან მოდაშIა ჰიალურონის ტაბლეტების ყლაპვა, თMისთVის, კანისთVის და სახსრებისთVის კარგიაო. მაგრამ რა ვიცი... |
Posted by: Natuka NGN 16 Oct 2017, 15:13 |
merkantil აასაკს გააჩნია, ახალგაზრდას რად უნდა ჯერ ჰიალურონი, როდესაც ორგანიზმს ჯერ კიდევ აქვს საკუტარი რესურსი? ამიტომ ამ შემტხვევაშ პლაზმოა ძალიან კარგი. მომწერე რა პირადში ვინ ექიმმა უთხრა. |
Posted by: edding345 30 Nov 2017, 14:36 | ||
merkantil
ეს სავარაუდოდ ფილერების ბრალია, რაღაც არ მგონია სახეს ასიებდეს ბიორევიტალიზაცია |
Posted by: eleonichka 1 Dec 2017, 11:36 |
555764287 არის ექიმი და საკუთარ სახლში აკეთებს პლაზმოლიფტინს, ბიორევიტალიზაციას, ფილერს ამიტომ საკმაოდ იაფია, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ნიკაპზე გამონაყარი მქონდა ჰორმონალურის ფონზე და პლაზმოლიფტინგმა ძალიან კარგი შედეგი მომცა. მიმართეთ ამ სპეციალისტს. |
Posted by: Natuka NGN 22 Jan 2018, 17:00 |
eleonichka ცნტრიფუგა აქვს და მიკროსკოპი საკუთარ სახლშ რომ აკეთებს პლაზმოლიფტინგს? ჰმ... |
Posted by: eleonichka 2 Feb 2018, 17:08 |
სპა-სალონში ჰქონდა, კოსმეტოლოგიური კაბინეტი.. ახლა სახლში აქვს ყველანაირი საჭირო ინვენტარით ამ აპარატს თუ გულისხმობ ამაში ხდება სისხლის გადამუშავება და რათქმაუნდა აქვს. გარდა ამისა, აქვს კატენას აპარატი, რომელსაც მოყვება მიკროსკოპი, აკეთებს დაორთქვლას, დაარსონვალს და გალვანიკს. |
Posted by: Natuka NGN 3 Feb 2018, 15:45 |
eleonichka რაც არ უნდა იყოს, სახლში მიკროსკოპით ვერ შეაფასებს თრომბოციტების რაოდენობას პლაზმაშ, არის თუ არა საკმარისი, + სახლში ვერ ჩაატარებს ტესტებს ჯანმრთელ სისხლზე. ამიტომ ვერავის ვერასდროს ვურჩევ, სახლის პირობებში გაიკეთოს მსგავსი პროცედურა. |
Posted by: keme-keme 25 Mar 2018, 10:29 |
გერმანიაში ვიკითხე და ყველამ ბიორევიტალუზაცია მირჩია.პლაზმოლიფტიმგი არა.23 აპრილს მაქვს დანიშნული ბიორევიტალუზაცია და ძალიან მაინტერეს3ბს შედეგი. |
Posted by: iskkra 26 Mar 2018, 20:16 |
ხო, ნაწილი, მე მარტო პირველის მერე მაქვს ნანახი, მერე არ მინახავს |
Posted by: anka_xp 12 Apr 2018, 10:26 |
გამარჯობა მეგობრებო, თუ შეიძლება მირჩიოთ ბიორევიტალიზაცია ჯობს თუ პლაზმოლიფტინგი? ალერგიული არ ვარ. მიმიკური ნაოჭები მაქვს თვალის გარშემო, სახის კანს ვუვლი დამატენიენებლებს ვხმარობ მაგრამ მაინც გამიჩნდა თვალის გარშემო წვრილი ნაოჭები და ძალიან შეწუხებული ვარ |
Posted by: kotcio 22 Apr 2018, 17:23 |
ბიორევიტალიზაცია რა ღირს ერთი პროცედურა? საშუალოდ |
Posted by: merkantil 26 Apr 2018, 12:22 |
Natuka NGN პმ მოგწერე დიდი ხნის წინ და შEამოწმე რა keme-keme ბიორევიტალიზაცია რას მოიცავს, შEგიძლია ამიხსნა? კი წავიკითხე ბევრი და გავიგე, რომ ჰიალურონი შEყავთ, მაგრამ განსხვავდება ჰიალურონის კონცენტრაცია და სხვადასხვა ზონებშI, განსხვავებული უნდაო. მე სასტიკად არ მომწონს, რაღAც შEსიებულივით რომ აქვთ, როგორც მივხვდი, მანდ ფილერი შEყავთ და ავსებენ ნაოჭს. თU არის შEსაძლებელი, რომ მხოლოდ სუფთა ჰიალურონის მჟAვა შEგიყვანონ მთEლ სახეზე? ან რომელი პრეპარატია, ხომ არ იცი? |
Posted by: Natuka NGN 28 Apr 2018, 10:58 |
merkantil არ მომსვლია არაფერი. სულ სავსე მაქვს ინბოქსი. |
Posted by: Lysabild 30 Apr 2018, 14:05 | ||||
anka_xp
გააჩნია რა ასაკში ხარ და რა მდგომარეობა გაქვს თუ ახალგაზრდა ხარ შენს კანს ჯერ კიდევ დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი ჰიალურონისა და კოლაგენის გამომუშავება, ამიტომ პლაზმო ჯობია ცოტა დიდ ასაკში 40+ კანი ვეღარ ახდენს საკმარისი რაოდენობით ჰიალურონის გამომუშავებას ამიტომ ბიორევიტალიზაციის ჩატარება ხდება საჭირო. kotcio
მინიმუმ 250 ლარი ერთი პროცედურა. ისიც ნაკლებად ცნობილ კლინიკებში მედი-ში მინიმუმ 400 ლარი გააჩნია კანი რა მდგომარეობაშია და რაკონცენტრაციის პრეპარატი უნდა შეიყვანონ, რაც მეტია ასაკი პრეპარატიც უფრო ძლიერი უნდა იყოს, შესაბამისად უფრო ძვირიც ღირს. ასევე გააჩნია კანის მდგომარეობას. |
Posted by: sაlოmეa 30 Apr 2018, 14:17 |
33 წლის ვარ კანიც ნორმალურ მდგომარეობაშია თითქოს არფერს განსაკუთრებულს არ ვხმარობ ვცდილობ ბევრი წყალი დავლიო დღის განმვლობაში ასევ ვხმარობ კლინიკის ჩვეულებრივ დამატენიანებელს რას მირჩევთ რა პროცედურები უნდა დავიწყო თუნდაც პროფილაქტიკისთვის? მადლობა |
Posted by: anka_xp 1 May 2018, 18:54 | ||
პირველრიგში მადლობა რჩევისთვის! 27 წლის ვარ. ზოგი ჩემს ასაკში დისპოტსაც იკეთებს და რამდენად გამართლებულია? |
Posted by: Lysabild 1 May 2018, 21:00 | ||
anka_xp
თუ არ გაქვს რაიმე განსაკუთრებული მგომარეობა, გამონაყარი, ნაწიბურები, ლაქები, განსაკუთრებულად გამომშრალი კანი არ გჭირდება არაფერი გარდა კარგი გამწმენდისა კარგი დამნამავისა და სწორი კვების-ძილისა |
Posted by: danuse 10 May 2018, 01:49 |
გამარჯობა გოგოებო. სახის კანი მაქვს გამომშრალი. ასევე ზედაპირი არის თითქოს რელიეფური, ანუ თითქოს შიგნიდან მაქვს გამონაყარი. ამობურცულია წერტილები კანზე. სიმშრალისგან აჭრელებულიცაა. პლამოლიფტინგი ასეთ კანს უშველის? რა პროცედურებს მირჩევთ? |
Posted by: fermina 10 May 2018, 11:46 | ||
Natuka NGN
თქვენი შეფასების მერე მივედი აქ, ბიორევიტალიზაცია გავიკეთე. მომეწონა, ძალიან კარგი ხელი აქვს, ეტყობა, რომ იცის თავის საქმე. ერთია, გაყუჩების გარეშე აკეთებს, კატეგორიულად არ უნდა, რომ გამაყუჩებელი გამოიყენოს და არადა არის უმწარესი პროცედურა. სხვაგან, მაგალითად ირინა ბიბილაურის კლინიკაში მითხრეს, რომ აკეთებენ გამაყუჩებლით (არა ემლა, სხვა უფრო ეფექტური). ეს კაცი რატომ აწამებს ხალხს, არ ვიცი. შუბლის მონაკვეთზე განსაკუთრებით, საშინელი ტკივილია. სხვა მხრივ, არც სისხლჩაქცევები დაუტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ კაპილარები საკმაოდ ზემოთ მაქვს და ის პატარა ბუშტუკებიც სახეზე მეორე დღეს ფაქტობრივად აღარ მქონდა. ეფექტიც მაქვს აშკარად, სახის კანის სტრუქტურა და ფერი შესამჩნევად გაუმჯოებესებულია. პრეპარატიც კარგი ხარისხისაა, სხვა ექიმს ვაჩვენე და ხო იცი, რანაირად იციან, ოღონდ სხვა გააკრიტიკონ და მითხრა, ძალიან კარგი პრეპარატიაო. ხო, თუ ვინმეს გაინტერესებთ, ფასი ინდივიდუალურია ალბათ, ამგრამ 300-400 ლარის ფარგლებში მერყეობს ერთი პროცედურა. |
Posted by: danuse 10 May 2018, 17:23 |
fermina სად გაიკეთეთ? პატარა ბუშტუკები ანუ გამონაყარი გქონდათ? და რამდენი პროცედურა დაგჭირდათ? |
Posted by: fermina 10 May 2018, 21:38 | ||
danuse
ილია მესხთან. https://www.facebook.com/Hyalual-Georgia-921674567913018/ კი, ბუშტუკები მქონდა პროცედურის დამთავრებისთანავე, საკმაოდ მეტყობოდა. მეორე დილას იმდენად ჩამცხრალი იყო, რომ სამსახურში ჩვეულებრივად წავედი და არც არავის შეუმჩნევია. ძალიან ოდნავ მეტყობოდა. მესამე დღეს საერთოდ არაფერი. რაც მთავარია, სილურჯე არ დამრჩენია არანაირი. სულ სამი პროცედურისგან შედგება კურსი, მესამე დამრჩა. ნუ ყველაფერი ალბათ ინდივიდუალურია, კანის რეაქციებიც, ბუშტუკებიცც (ეს ყველა ვარიანტში გექნებათ) და რამდენ ხანში გაივლის. ყველაზე უარეს შემთხვევაში მაქსიმუმ 2-3 დღეშიო. |
Posted by: Natuka NGN 11 May 2018, 12:30 |
fermina არანაირი ეფექტი არ აქვს გაყუჩებას, დამიჯერე. და მეორე, წამლის ეფექტი არ უნდა შემცირდეს. პრეპარატი მართაც ძალიან სუფთა და კარგია. თან უშალოდ მწაროებლისგან შემოაქვთ. |
Posted by: fermina 11 May 2018, 12:34 | ||
Natuka NGN
ილიაც იმავეს ამბობს. სავარაუდოდ, უფრო ფსიქოლოგიურია. თუმცა სხვაგან მითხრეს, რომ რაღაც ულტრათანამედროვე გამაყუჩებელი საშუალებები აქვთ, რომელიც უშუალოდ პროცედურამდე კარგად ჩამოიბანება, ასე რომ იმის საშიშროებაც არ არის, რომ ნემსის წვერით თუნდაც რაღაც ნაწილაკი შეყვეს იმ პრეპარატს, რასაც გიკეთებენ. ნუ ასეა თუ ისე, რაღაცნაირად გავუძელი, შუბლია ძალიან მტკივნეული და დანარჩენი უფრო ასატანი |
Posted by: Natuka NGN 11 May 2018, 12:36 | ||
fermina
ამაზე მეც დავინტერესდი, ვინაიდან მთხოვეს გაგება - ცოტა საშიში პრეპარატია ჰორმონებით გაჯერებული და არ გირჩევო. თან ისეთმა მითხრა არანაირი დაინტერესება არ აქვს მერე კანი რომ ხურდება, უკვე აღარაა ისეთი მტკივნეული. |
Posted by: Lysabild 11 May 2018, 13:52 | ||
fermina
მე მაქვს გაკეთებული ემლათი გაყუჩებითაც და გაუყუჩებლადაც და მინდა ვთქვა რომ გაუყუჩებლის ეფექტი გაცილებით დიდი იყო. ვინც გაყუჩების გარეშე გამიკეთა იმ ექიმმა მითხრა გაყუჩება ეფექტს კარგავსო და ჩემი დაკვირვებით მართალია. ამიტომ მესამე კურსსზე არ გავიყუჩებ. |
Posted by: fermina 11 May 2018, 14:25 |
Lysabild Natuka NGN გასაგებია, ამიტომ ვენდობი ამ შემთხვევაში ილიას აზრს. მითუმეტეს, რომ სხვა მხრივ ყველანაირად კმაყოფილი ვარ. თან ქირურგია და კონკრეტულად ინექციური მეთოდების სპეციალისტი. და ის მეორე, ვინც გაყუჩება მირჩია - კოსმეტოლოგი. მეორე კურსი გავიკეთე ორი დღის წინ და დღეს უკვე თანამშრომელი მეუბნება, რა კარგად გამოიყურებიო |
Posted by: Lysabild 11 May 2018, 14:47 | ||
fermina
<3 აი ხელფასი ჩაირიცხოს და ჩემ თავს უნდა ვაჩუქო საზაფხულო საჩუქარი : )) |
Posted by: angelochka_ 28 May 2018, 12:41 |
Natuka NGN გამარჯობა, 26 წლის ასაკში ადრე ხომ არაა? არ მინდა დაბერება რაც ადრე დავიწყებ უკეთესია თუ უარესი? |
Posted by: merkantil 29 May 2018, 15:55 |
Natuka NGN ილია მესხთAნ რა ღIრს პლაზმის ერთI პროცედურა მხოლოდ სახეზე? და მაინტერესებს, ნამზეურ კანზე თU კეთDება საერთOდ |
Posted by: ashley judd 3 Jun 2018, 21:34 |
Natuka NGN PM mogweret da naxet ra :-) |
Posted by: Lysabild 14 Jun 2018, 11:08 |
ჩაჩავაში გავიკეთე ახლა და ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი ხელი აქვს, ჩალურჯებებიც არდამმჩნევია. ყელის გაკეთება სულ არ შედიოდა მაგრამ მაინც გამიკეთა ფასდაკლება აქვთ, სვუპზე ვიყიდე ვაუჩერი. თუ ვინმე აპირებთ პლაზმოს ახლა გაკეთებას გოუ ეჰედ ............. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ პლაზმო გაყუჩებით არ უკდა გაიკეთო, შედეგის 2/3 იკარგება ფაქტიურად |
Posted by: Miss_Miakoo 14 Jun 2018, 11:37 |
Lysabild ვისთან გაიკეთე? |
Posted by: Lysabild 14 Jun 2018, 11:38 | ||
Miss_Miakoo
ნინო ჰქვია ორი აკეთებს მგონი ვაუჩერი იყიდე სვუპზე თუ მისვლას აპირებ და ნახევარ ფასში გამოგივა |
Posted by: Miss_Miakoo 14 Jun 2018, 11:52 | ||
მადლობა |
Posted by: unusual 14 Jun 2018, 12:18 |
რა ასაკში უნდა გავიკეთოთ პლაზმოლიფტინგი და ბიორევიტალიზაცია? 30 წლის და ზემოტ ასაკში რომელი ჯობია? ილია მესხი პლაზმოლიფტინგსაც აკეთებს? |
Posted by: Lysabild 14 Jun 2018, 19:07 | ||
unusual
პლაზმო ნებისმიერ ასაკში სეგიძლია გაიკეთო თუ ამის საჭიროება არსებობს მაგალითAდ გამონაყარი სახეზე, კანის სიმშრალე, მიმიკური ნაოწი ან ასაკით გამოწვეული ნაოჭი თუ საჭიროება არ არის შეგიძლია დაიწყო 30 წლიდან ბიო-ზე თავს ვერ დავდებ მაგრამ მგონია რომ 40+ ასაკიდან უნდა გაკეთდეს როდსაც კოლაგენის და ჰიალურონის გამომუშავება ძალიან მცირეა |
Posted by: Natuka NGN 18 Jun 2018, 14:48 |
unusual კი, ილია პლაზმოლიფტინგსაც აკეთებს. ასაკს რაც შეეხება - კანის მდგომარეობას გააჩნია, ზოგი კანი საკმაოდ ასაკშიც ძალიან მხნედ გამოიყურება, ზოგი არა. merkantil უიჰ, უნდა დავადგინო.... რარც აქციები აქვთ ხოლმე. Lysabild და არ უნდ აგაიკეთო კოსმეტოლოგთან. მაგ პროცედურის შედეგიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ ნემსს ზუსტად სანამდე შეიყვან და სად შეუშვებ პლაზმას, აგრეთვე იმაზე, რამდენად მდიდარია თრომბოციტებით პლაზმა. |
Posted by: keen 17 Jul 2018, 19:45 | ||
fermina
ისე, მანდ სხვა რამე მომსახურებით ხომ არ გისარგებლია? |
Posted by: la reine 17 Jul 2018, 19:52 |
სახის მიმიკური ვარჯიშები გააკეთეთ კანს ჭიმავს, გლუვს ხდის და აახალგაზრდავებს. რა ხდება ეხლა... პასიურ მოდუნებულ კუნთებს ააქტიურებს, ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, ეგ კი ნიშნავს რომ მიეწოდება ჟანგბადი და კიდე რაღაცები(ვერ დავიმახსოვრე:დდდდ) თუ გინდათ დაგიდებთ ვიდეოს. |
Posted by: keen 17 Jul 2018, 20:03 | ||
ალბათ , რაღაც ეფექტი ექნება, მაგრამ ასაკში შესული ადამიანის კანს მხოლოდ ვარჯიშები რას უშველის? პ.ს. დადე ვიდეო |
Posted by: la reine 17 Jul 2018, 20:27 |
keen ძაან მოშვებულ და დაბერებულს ალბათ ვერ უშველის, მაგრამ პროფილაქტიკისთვის მგონი ძალიან კარგია, თუ ყოველდღე გააკეთებს კაცი ოღონდ სიცილისგან თავის შეკავება გაგიჭირდებათ |
Posted by: Georgian_Girl 17 Jul 2018, 22:15 |
გოგოებო პლაზმოლიფტინგი გაგიკეთებიათ? შედეგი ზუსტად ისეთივე აღმაფრთოვანებელია როგორც სილამაზის კლინიკები/სალონები ამბობენ? მინდა გავიკეთო და ცოტა ეჭვი მეპარება ისეთი საოცარი შედეგი ჰქონდეს როგორც არეკლამებენ :-D |
Posted by: fermina 17 Jul 2018, 22:24 | ||
keen
კი, უმაგრესი ჰიბრიდული ლაზერული ეპილაციის აპარატი აქვთ, კარგადაც აკეთებენ. პირველივე პროცედურის მერე ძალიან კარგი შედეგი მქონდა. |
Posted by: keen 18 Jul 2018, 07:25 | ||||
la reine
უი, წარმოშობით ქართველი ყოფილა fermina
გასაგებია, მადლობა! |
Posted by: keen 20 Jul 2018, 09:45 | ||||
ბიბილაურის კლინიკაში შენც ნახევარი საათი გალოდინეს (ჩაწერას რაღა აზრი აქვს მაშინ?), თან ისე, რომ ამის მერეც არ იცოდი, როდის გაგიწევდნენ მომსახურებას? 10 წუთის მერე რომ ვიკითხე, ზუსტად 5 წუთში გამოვა პაციენტიო და შეხვალთო... იმის მერე 20 წუთი გავიდა და ხმა არავის ამოუღია... დავკარი ფეხი და წამოვედი! დავიჯერო, ყველა ისეთი მოცლილი მიდის მანდ, რომ პაციენტის დროს საერთოდ არ აფასებენ თუ იმდენი ვიზიტორი ჰყავთ, მეტის მიღება აღარ სურთ? |
Posted by: Sie`Hermine 22 Jul 2018, 12:36 | ||
კი, ორჯერ გავიკეთე და შედეგიც მეტნაკლებად მქონდა... სამი-ოთხი კვირის ინტერვალით მაინც უნდა გაიკეთო რამდენჯერმე რეალური შედეგისთვის გააჩნია რა მიზნით იკეთებ, გამაჯანსაღებელი ეფექტისთვის კარგია |
Posted by: merkantil 23 Jul 2018, 11:20 |
ილია მესხი აღარ აკეთებს პლაზმასო :-( ქეთევან მიქელაძე შემომთავაზეს და ვინმემ ხომ არ იცით, კარგად აკეთებს? |
Posted by: Natuka NGN 23 Jul 2018, 11:55 |
merkantil სახეზე აკეთებს, თავზე აღარ აკეთებს. არასწორად გაიგე ეტყობა, დავაზუსტე ახლა და ნამდვილად აკეთებს სახეზე. |
Posted by: merkantil 23 Jul 2018, 12:27 |
Natuka NGN აუ გავგიჟდები რაა, დავუკონკრეტე,რომ სახეზე მინდა და არაო, მხოლოდ ჰიალურონის და ბიოს აკეთებსო, რა ვქნა? ძალიან მინდა ილიასთან გაკეთება, თან ერთი თვით ვარ ჩამოსული და ბევრი დრო არ მაქვს,რომ ვეძებო კიდე ვინმე,ორი მინდა მოვასწრო. |
Posted by: Natuka NGN 23 Jul 2018, 12:47 |
merkantil ნამდვილად ვიცი აკეთებს ილია და ძალიან კარგი ექიმი და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. |
Posted by: merkantil 24 Jul 2018, 01:21 |
Natuka NGN ის გოგო არ იყო კარგად ინფორმირებული, ან არ ვიცი... მოკლედ გადავრეკე, ბოდიშI მომიხადა და ჩამწერა, მადლობა |
Posted by: danuse 2 Aug 2018, 10:27 |
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ მომწერეთ სად მუშაობს ილია მესხი, რა ჯდება პლაზმოს 1 პროცედურა და რამდენი პროცეურაა მინიმუმ საჭირო ეფექტისთვის? და საკონტაქტოც მომწერეთ ილიასი |
Posted by: danuse 2 Sep 2018, 02:11 |
ახლა მოკვდა ეს თემა, მე რომ დამჭირდა? |
Posted by: Natuka NGN 2 Sep 2018, 11:01 |
danuse https://www.facebook.com/Healthy-Hair-Center-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-1028739307159502/?fb_dtsg_ag=AdzNkOO5OfwoljVeZSdZgjMghh6Rdew2GdRm86DAJT9TzQ%3AAdyd04Xs90RZkW38D2c9YMqoFJNgTeYMStwh0E4MOgmV6Q აქ დაუკავშირდი და ცაგწერენ |
Posted by: აგრაფინა 12 Oct 2018, 00:11 |
___________________________________________________________ |
Posted by: barbara7 12 Oct 2018, 09:39 |
Natuka NGN ნატუკა რამდენი ხანი შენარჩუნდა ეფექტი გაკეთებიდან? |
Posted by: Anit001 3 Nov 2018, 14:07 |
გთხოვთ მირჩიოთ აკნეს შემდგომ ნაწიბურებზე რა პროცედურა კეთდება და სად? ტოტალ შარმზე რა აზრის ხართ? |
Posted by: Anin 7 Nov 2018, 06:37 |
ვისაც გაკეთებული გაქვთ პლაზმოლიფტინგი რამდენი ხანი გაგყვათ შედეგი? |
Posted by: DustyKid 30 Dec 2018, 01:56 |
4 პროცედურა გავიკეთე და ეფექტი ქონდა მარა აკნე 60 % მაიც დარჩა ( დავამატებ 2 ს |
Posted by: limpompo 2 Jan 2019, 22:26 |
სახის წმენდაზე ვის მირჩევთ ან სად? |
Posted by: Miss_Miakoo 2 Oct 2019, 10:24 |
მეგობრებო პლაზმოლიფტინგთან კავშირში არაა, მაგრამ მგონი შეძლებთ რეკომენდაციის გაწევას. დერმატოლოგმა დამინიშნა კრიოთერაპია, თავად მასთან ვერ ვიკეთებ, რადგან კვირის განმავლობაში ვერ გავდივარ სამსახურიდან და შაბათს სად, ვისთან შეიძლება ჩავიტარო ეს პროცედურები? 2kiss.gif დამეხმარეთ რა love.gif |
Posted by: unusual 2 Oct 2019, 10:59 | ||
სად გაიკეთე? და ეფექტში რა იგულისხმება, მემგონი 4 პროცედურა საკმარისია როგორც ამბობენ, 6 რაამბავია და ეს პროცედურები განმეორებით რა ინტერვალის მერე უნდა გაიკეტო? ანუ ერთ წელში ისევ 4 პროცედურას იკეთებ? აკნეზე ცალკე რომ მიხვიდე დერმატოლოგთან? |
Posted by: DustyKid 6 Oct 2019, 22:47 | ||||
დერმატოლოგმა იმდენი წამალი დამინიშნა (სკინორენი გელი და კრემიც, კლონდენცინ-ტ, დერივა-ც, დერმასეპტი, კიდე ბევრი ძაან,) 3 ექიმტან მივედი და გარტყმაზე მინიშნავდნენ წამალს ერთი კონსულტაცია 200 ლარს ურტყამდა და სტუდენტი ვარ იმდენი დამიჯდა გამიორმაგდა აცნე . . 60 ლარი ღირდა 1 პროცედურა (ფასდაკლებით) მე 6 გავიკეთე მედიში 100 % შედეგი არ ქონია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ რთულად გადასაყვანი აკნე მომაშორა.. კვირაში ერთჯერ ვიკეთებდი ( ყველა ამბობს რომ 2 კვირაში ერთჯერაა რეკომენდირებული) არ იცოდა ალბათ . . . ახლა ისევ 1 წელი გავიდა მას შემდეგ და ახლა კიდევ ვაპირებ 2 ს მეტს არა #საქართველოოოლამაზოერთიდერმატოლოგირაგახდა <3 |
Posted by: unusual 7 Oct 2019, 18:10 |
DustyKid რომელ ექიმებთან დადიოდი? ისე აკნე როგორ ვერ უნდა უმკორნალონ ადამიანს. |
Posted by: DustyKid 11 Oct 2019, 00:04 | ||
თბილისში ცისკარიშვილთან და კიდევ ერთი იყო ციტოში .. . . |
Posted by: FDA 2 Apr 2022, 21:32 | ||||||||
merkantil
კმაყოფილი ხარ? * * * Natuka NGN
არ დაგიწერია და ეგებ ახლა დაწერო * * * Natuka NGN
ახლა როგორ გაქვს ალბათ კიდევ უკეთებ ხო აი ნახეთ რა საოცარო შედეგები აქვს პლაზმა ლიფტინგს https://www.google.com/search?q=plasma%20lifting%20before%20and%20after&tbm=isch&hl=en&tbs=rimg:CTBrnSyYmClvYagWbAoUDWy9sgIMCgIIABAAOgQIABAA&rlz=1CARGFB_enNL957&sa=X&ved=0CBsQuIIBahcKEwiI5dTU-_X2AhUAAAAAHQAAAAAQBw&biw=1536&bih=714 |
Posted by: არავინ- 28 May 2022, 19:20 |
დღეს გავიკეთე თმაზე და აბა ერთი შევხედავ თუ ექნება გამაჯანსაღებელი ეფექტი აქამდე არ დამჭირვებია, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაცა ზრდა არ მომწონს.... |
Posted by: FDA 20 May 2023, 22:27 |
Natuka NGN რატომ აღარაფერს წერ მაგ პროცედურაზე, ანუ, ალბათ არ აქვს რეალური ეფექტი ხო ამიტომ ასაკოვანი ქალებისთვის რა პროცედურაა ხომ არ იცით? ულთერაპიაზე რას იტყოდით? Ultherapy® - კანის არაინვაზიური ულტრაბგერითი SMAS - ლიფტინგი - დღესდღეობით პირველი და ერთადერთი პროცედურაა, რომლის ეფექტს პლასტიკურ ქირურგიასთან ადარებენ. Ultherapy არის SMAS ლიფტინგის ამერიკული ტექნოლოგია. ულთერაპიაში ფოკუსირებული ულტრაბგერით ზემოქმედება ხორციელდება არა მხოლოდ კანის ზედაპირულ ფენებზე, არამედ ზედაპირულ კუნთოვან-აპონევროზულ სისტემაზე SMAS (Superficial Musculo-Aponeurotic System), რომლზეც მხოლოდ პლასტიკური ქირურგები მუშაობენ. ულთერაპიის პროცედურა გულისხმობს ქსოვილების შერჩევით გათბობას ფოკუსირებული ულტრაბგერით, რომელიც კანის დაზიანების გარეშე აღწევს მის სხვადასხვა ფენებში 1,5 მმ, 3,0 მმ და 4,5 მმ სიღრმეზე დადერმასი ახალი კოლაგენის სინთეზს იწყებს, რაც SMAS დონეზე ლიფტინგს ხელს უწყობს. დაპატენტებული Deep See ვიზუალიზაცია ექიმს საშუალებას აძლევს დაინახოს სამკურნალო ზონა მთელი პროცედურის განმავლობაში, მართოს ფოკუსირებულ ულტრაბგერა ზუსტ სიღრმეზე და, ზონის მიხედვით, გააკონტროლოს მისი ინტენსივობა, რაც პროცედურის უსაფრთხოებას უზრუნველყობს. ულტრაბგერითი SMAS ლიფტინგის საშუალებით შესაძლებელია სახის, ყელის და დეკოლტეს კანის ლიფტინგისა (დაჭიმვის) და გამკვრივების ეფექტის მიღწევა, ასევე ნაოჭების ნიშნენის შემცირება. ულტრაბგერითი SMAS-ლიფტინგის მოსალოდნელი ეფექტი თანდათანობითია და მატულობს სამედიცინო ჩარევიდან 2-3 თვეში, ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვეში და შეიძლება გაგრძელდეს ერთი წელი ან მეტი. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, ასევე მისი შესანარჩუნებლად, პროცედურები ტარდება 1 წლის ინტერვალით. |
Posted by: barbara7 21 May 2023, 21:08 |
არავინ- თმაზე მიიღეთ საბოლოოდ შედეგი? |
Posted by: არავინ- 22 May 2023, 05:06 |
barbara7 კი ძაან კარგია, მეზოსთან ერთად ვიკეთებ მე და კმაყოფილი ვრ |
Posted by: barbara7 9 Jun 2023, 17:28 |
არავინ- სად იკეთებთ და რომელ პრეპარატს რომ ეფექტური იყოს და ტყუილა არ გადავყარო ფული |
Posted by: არავინ- 11 Jun 2023, 19:08 | ||
პლაზმა არუს პლაზმა პრეპარატი არაა შენივე სისხლს გიღებენ ხდიან პლაზმას და იმას გიკეთებენ პრობლემურ ადგილებში მეზოს პრეპარატი არ ვიცი არ მიკითხავს ზოგქდად სხვადასხვა ვიტამინებია |
Posted by: barbara7 11 Jun 2023, 20:59 |
არავინ- დიახ, არასწორად დავსვი შეკითხვა ალბათ. თავად კოსმეტოლოგმა მითხრა ცენტრიფუგას (ანუ აპარატს) გააჩნიაო და ვინც 100 თუნდაც 150 ლარად აკეთებს იქ პროცედურის ჩატარებას აზრი არა აქვს, ეფექტი არ ექნებაო, თან ზოგი მგონი სუფთა პლაზმას არ იყენებს და რაღააც კოქტეილს ურევს. ამიტომ დამაინტერესა თქვენ რომ კმაყოფილი დარჩით სად ჩაიტარეთ. მადლობა ყურადღებისთვის |
Posted by: არავინ- 13 Jun 2023, 05:54 | ||
მე დერმაში ვიკეთებ Xოლმე. ანუკასთან |
Posted by: John Jolie 5 Nov 2023, 22:44 |
მოკლედ ამბოლო დროს ვატყობ კანი ოდნავ მომეშვა ნაოჭი არ მაქვს, მაგრამ ეს ის არაა რაც იყო... 39 წლის მდედრი ვარ უკვე (ქმრის ნიკით ვპოსტავ) ხოდა რა პროცედურებს მირჩევთ და რომელ კლინიკაში , რომ კანს ძველი სახე დავუბრუნო |