#61965566 · 16 Mar 2025, 05:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE | ნუ დახტიხარ, ერთი საკითხიდან მეორეზე და ნუ მტენი აზრებს, რაც არ დამიწერია |
 ეს ვინ დაწერა? QUOTE | კანონის და სახელმწიფო დაძალების გარეშე არ წარმომიდგენია, ჩვენმა დამსაქმებლებმა შრომა დააფასონ |
სახელმწიფომ თუ დააძალა დამსაქმებელს ხელფასის მომატება, სადაა მანდ ის ინდივიდუალიზმი რომელმაც ასე აღგაფრთოვანა? შეკიკინებას რაც შეეხება, ეგ რო ვიღაც ტუალეტის მწერალი იყოს, რომელმაც მხოლოდ შენ გაგასხივოსნა, არაფერს დავწერდი, მაგრამ ამერიკის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბიბლიის მერე მთავარ წიგნად აღიარა, ასე რო იმ პასკუდობაში რაც მსოფლიოში ტრიალებს, დიდი წვლილი შეიტანა, იმიტო რო მისი ნაბოდვარი რატომღაც ერთადერთ ეკონომიკურ მოდელად აღიარეს, რომელიც ადამიანის უფლებებს არ ლახავს.
QUOTE | მოსახლეობის რამდენ %-ს აქვს აგროჰაბში და ევროპროდუქტში რამის შეძენის თავი? თან 70ცენტიანი იოგურტის 4 ლარად ყიდვა, მაინც სულ სხვაა |
ევროპა-ამერიკაში ხო რას ამბობ, სუ შავ იკრაზე იზრდება ხალხი. იოგურტს რაც შეეხება, პირველ წინადადებაში რაც მირჩიე, იგივეს გირჩევ. ვაშინგტონის კონსესუსი, რას ეხებოდა და რატო მიიღეს. მერე შეგიძლია ასევე ნახო შოკის დოქტრინა, ამერიკელი ჟურნალისტის ფილმი, ფაქტებით რო აქ აღწერილი მოვლენები. თუმცა მეეჭვება რამე გაიგო, შენთვის მზე ხო დასავლეთიდან ამოდის.
QUOTE | მშვენიერია. ჩემზე რომ იყოს, რუსულ პროდუქციას საერთოდ არ შემოვიტანდი |
პროდუქცია რა შუაშია, მაღარო, ოქროს საბადო და მსგავსი ობიექტები რო აქვთ ჩაბარებული, მაგის ნაციონალიზაცია უნდოდათ და ის ხალხი, ევროპას და ჩელიაბინსკს რო გაჰკივის, ვინც მაგაზე ალაპარაკდა, რუსეთის აგენტიაო. ამას უკვე შიზოფრენიაც აღარ ქვია.
QUOTE | ამ ,,გაროშკების სარეცხად წასული" ხალხის გამოგზავნილ ფულით ცხოვრობს ნახევარი საქართველო. თორემ მე კი წავალ ლეგალურად, საკუთარ თავს იქით მსჯელობაზეა საქმე. უფრო ფარტო კონტექსტში |
ფართო კონტექსტი რომელია, ეუში შესვლის მერე გარშოკების რეცხვის სფეროში უფრო იოლი გახდება მოხვედრა და მეტს გადაუხდიან, თუ ისეთ ცხოვრების ლეველზე ავალთ რო მაგ ხალხს აღარ დაჭირდება გაქცევა და აქაურ ვაკე-საბურთალოს სვეტებს გაურეცხავენ?
QUOTE | მსოფლიოს ჰეგემონიაზე მაინც არ ჰქონდეთ პრეტენზია |
რაში ან როდის გამოიხატა? ჯერ-ჯერობით ამ და წინა საუკუნის მოვლენებს თუ შევხედავთ, ძაან ნათლად ჩანს ვის უნდა ჰეგემონობა. ეტყობა მაგათ აქვთ ქოფირაითი მაგ საკითხზე და დემოკრატიის სახელით შეუძლიათ ბომბონ ვინც უნდათ და მერე პრეზიდენტები გაიტაცონ და ჩამოახრჩონ. ჩინელების სადმე შევარდნას ვერ ვიხსენებ. ალბათ ეგეც ჩელიაბინსკის კატეგორიიდანაა, რაც სამომავლოდ მოხდება.
|