შენ ხარ მართალი, მაგრამ ეგ ნაკლები პრობლემაა
საუბარში რაღაც შეიძლება არასწორად გამოთქვა, ან ბგერა ჩაყლაპო
არაა კარგი, მაგრამ მოსულა
ეს შემოტენილი სიტყვები კი ისე მომრავლდა რომ მართლა ძაან გაამღიზიანებელი გახდა
* * *
George_Bushზოგს რა პრობლემები აწუხებს
chukiusინგლისურში ნაკლებად
ზოგადი ტენდენციაა სხვადასხვა ენების ინგლისურიზაცია
გერმანულში ვიცი რომ ბევრი დარდობს ამ თემაზე
მაგრამ >> ინგლისური თავის მხრივ გერმანული ენაა და შესაბამსიად მათთვის ეს ნაკლები პრობლემააა
ფაქტობრივად თავისივე სიტყვები უბრუნდებათ
* * *
ამ საკითხით დაინტერესებული ვარ, ამიტომ ყურადღებით გადავხედე თემას
სამწუხაროდ არაფერი ახალი >> ისევ ის "არგუმენტები" რასაც აქამდე ვისმენდი
აქცენტი იმაზე რომ თურე ბევრი არაბული და სპარსული სიტყვაა ქართულში
რბილად რომ ვთქვათ კოჭლი ლიგიკაა
აი ხელზე რომ იფსავდე, ვინმემ გითხრას ხელზე ნუ იფსამო და შენ რომ უპასუხო მე კაცო ოდითგანვე ხელზე ვიფსავდიო
>> ეგეთი ამბავია
///
1. ბევრი არაბული და თურქული სიტყვა რომ გვაქვს ცუდია
ის რაც ცუდია არ შეიძლება სხვა ცუდი რამის საკეთებლად გამოიყენო!
2. ბევრი შემოსული სიტყვა აღნიშნავს ისეთ რამეს რაც ასევე შემოსულია და ქართველებმა არ იცოდნენ
მაგალითად აქ ნახსნები თოფი
ახლაც ასეა >>
კომპიუტერი შემოვიდა და ვინ გთხოვთ გინდა თუ არა "გამომთვლელი" ან რამე ეგეთი დაუძახეთო?
პრობლემა სხვაგანაა,
გვინდა თუ არა ქართული ენა შევინარჩუნოთ და ზედმეტად არ დავაბინძუროთ?
თუ კი, მაშინ თავის შეწუხება მოგვიწევს
როდესაც ახალ რამეს ვსწავლობთ თარგმნა უნდა ვცადოთ
ზოგს პირდაპირ მოვთარგმნით,
ზოგს შინაარსობრივას მივუსადაგებთ არსებულ სიტყვას
ზოგს ძველ-ქართულიდან ან მეგრულ-სვანურიდან შეიძლება მოვუძებნოთ შესატყვისი
ზოგი კი დარჩება ისე როგორც არის
მაგალითად ავიღოთ თამაში რაგბი
ზოგიერთი სარაგბო ტერმინი პირდაპირ ითარგმნა ასე დამკვიდრდა ქართულში
ზოგიერთს, შინაარსობრივად მიუსადაგეს ქართული სიტყვა, მაგალითად მგეზავი, კვაჭი...
ზოგიერთი ტემინისთვის სულხან-საბა შეაწუხეს, და არაჩვეულებრივი სიტყვაც "გააცოცხლეს" (აბრაგანი)
ზოგიერთი არ ითარქმნა და ისევე დამკვიდრდა როგორც ინგლისურშია - მოლი, რაქი და ა.შ.
ასე უნდა საქმის კეთება
ახლა წარმოიდგინეთ რაგბის, და მანამდე ფეხბურთის, ხელბურთის და ა.შ. მესვეურები თქვენსავით ფეხებზე-მკიდია ხალხი რომ ყოფილიყო რა იქნებოდა?
ფეხბურთს ერქმეოდა - ფუტბოლი
გვეყოლებოდა - გოლკიპერი, დეფენდერი, მიდლფილდერი, ათაქერი ან ფორვარდი
და ა.შ.
როგორცხედავთ აქაც ბევრ სიტყვა ისედაც შემოვიდა, ბევრი კი ლამაზი ქართული სიტყვით ჩანაცვლდა (მცველი, ნახევარ-მცველი (ეს შექმნილია), თავდამსხმელი
შუამარბი, გარემარბი, გამთამაშებელი და ა.შ.
რომ შევაჯამოთ>>>>
უცხოური სიტყვები მაინც შემოვა,
ენა მაინც შეიცვლება
საკითხი ასე დგას >>> შენ ფეხებზე დაიკიდებ და ჩაეფლობი ამ პროცესში, თუ ეცდები მეტი "ქართული" შეინარჩუნო?
Es gibt keinen Gott und Dirac ist sein Prophet. (c) Pauli