ოღონდ საქართველო და კოსოვო არაა ევროპაში ამ ხალხის აზრით!
https://theuniq.net/all-time-hottest-temper...4yTpJBM5rzaW6Mk * * *
თურქეთის რეგიონები, სადაც ტყის ხანძრებთან ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს, სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი "ტვიტერზე" წერს.
"ტყის ხანძრებისგან დაზარალებული რეგიონები სტიქიური უბედურების ზონად გამოვაცხადეთ. ვაგრძელებთ ყველა საჭირო ზომების მიღებას, რომ ჩვენი ქვეყნის იარებს ვუმკურნალოთ, დანაკარგები ავუნაზღაუროთ და შესაძლებლობები იყოს უკეთესი, ვიდრე აქამდე", - წერს თურქეთის პრეზიდენტი.
თურქული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძრის 98 კერიდან ლოკალიზებულია 88 კერა. ამ ეტაპზე ხანძართან აქტიური ბრძოლა მიდის 10 რაიონში, ტყის ხანძრის ერთი კერაა ადანის პროვინციაში, 3 - ანტალიაში, 3- მერსინში,2 მუღლაში და 1 ოსმანიეში. ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულია 46 ვერტმფრენი, 6 თვითმფრინავი და ათასი სახანძრო მანქანა.
ამ დროისთვის ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ასეულობით პირი.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)