2008 წელი, უკვე ლეგენდარული სერიის მეხუთე ნაწილი გამოვიდა Silent Hill: Homecoming (ხვალე მენთება), რევიუ მალე იქნება, მაგრამ მანამდე არ შეიძლება არ გავიხსენოთ მთელი ისტორია, მაშ ასე:
ლეგენდაყველამ წაიკითხეთ!
ლეგენდა საილენთ ჰილისი შესახებ მე-17 საუკუნეში იწყება, ინდიელებს ეს ადგილი წმინდა ადგილად მიანდათ და უჩვეულო რიტუალებსაც აქ ატარებდნენ, საუკუნის მიწურულს ამ ადგილას მდინარე ტალუგასთან ქალაქი ააშენეს, რომელიც დაარსების დღიდან საშინელების ეპიცენტრად იქცა. ჯენიფერ კერელი ჯადოქრობის გამო მოსახლეებმა ცეცხლზე დაწვეს, მისი ძეგლი დღესაც დგას როზვოტერის პარკში, მე-18 საუკუნეში ჭირი გავრცელდა და მოსახლეობამ ქალაქი დატოვა, ხოლო 19 საუკუნის დასაწყისში, მაცხოვრებლები ისევ გადმოასახლეს. 1810 წელს ქალაქში ბრუკ ჰეველის ჰოსპიტალი ააშენეს, საზარელი ადგილი იყო სადაც ჭირით დაავადებულები სულს რაფავდნენ, შემდგომში დაწესებულება სულიერად დაავადებულთა კლინიკად გადაკეთდა. ამერიკაში სამოქალაქო ომის დროს, კლინიკა ტყვეების საპატიმროდ გამოიყენებოდა, აქ დატყვევებულებს წამებით კლავდნენ, ამორჩევის საშვალება აძლევდნენ ან ჩამოხრჩობა ან მახვილი.
დაღუპულთა დასახიჩრებულ სხეულებს იქვე მდინარეში ყრიდნენ, პატრიკ ჩესტერს ჯარისკაცს რომელიც შვილთან ერთად იბრძოდა ძეგლიც დაუდგეს.
პატარა ქალაქი საშინელების ცოცხალ ძეგლად იქცა საუკუნეების მანძილზე, წმინდა მიწა სამუდამოდ შეიცვალა.
დროთა განმავლობაში ქალაქის ირგვლივ სილამაზე და მისი მდებარეობა ტურისტებს იზიდავდა. აშენდა: მაღაზიები, სასტუმროები, გასართობი პარკები. საშინელი საპყრობილე დახურეს და სხვა დაწესებულებად გადააკეთეს. ყველამ დაივიწყა ბნელი წარსული, მაგრამ უბედურება ქალაქს თან დაყვებოდა, ტურისტული ხომალდები მდინარეში იკარგებოდნენ, ადამიანები უჩინარდებოდნენ, ქალაქის მერიც კი დაიღუპა.
გზის პირას უსახლკარო ბავშვთა თავშესაფარი გაიხსნა სახელად ,,იმედის სახლი" რომელიც გაურკვეველმა ორგანიზაციამ ააშენა, სადაც საშინელი საიდულმო ინახებოდა. აქ მოხვედრის შემდეგ ადამიანი იცვლებოდა. რელიგიური კულტი ჩამოყალიბდა, კულტის მეთაურს სურდა რომ ძალაუფლება ხელში ჩაეგდო, გამოეძახა სამოელი, (ანგელოზი დაემონებინა) აქ ამზადებდნენ ნარკოტიკს მცენარისაგან, რომელიც მარტო მახლობელ მიდამოებში მოიპოვებოდა და განკუთვნილი იყო კულტის წევრებისა და ტურისტებისთვის. მომხმარებელს ძლიერი ჰალუცინაციები ემართებოდა, ქალაქის მერიც ამან იმსხვერპლა. ამასობაში კულტი იზრდებოდა და ძლიერდებოდა, შემჩერებელი არავინ ჩანდა, მაგრამ მიუხედავად ამისა რიტუალი ჩავარდა და ანგელოზი ნახევრად მოევლინა ბავშვის სახით. ალესა იზრდებოდა, ირგვლივ მყოფნი დასცინოდნენ და ჯადოქარს უწოდებდნენ, გოგონას თავისი დანიშნულება ნაკლებად აინტერესებდა და ჩვეული ცხოვრება სურდა. კულტი მეორე ნახევრის მოხმობისათვის ემზადებოდა. კულტის მეთაურმა ალესა საძინებელში ჩაკეტა და სახლი დაწვა, ნახევრად დამწვარი გოგონა გადარჩა მასში არსებული უჩვეულო ძალის გამო, კულტმა ალესა საავადმყოფოს სარდაფში ჩაკერა და სიცოცხლეს ხელოვნურად უნარჩუნებდნენ, ზედამხედველად მედექიმი მიუჩინეს, რომელსაც ნარკოტიკით უზრუნველყოფდნენ საიდუმლოს შენახვის მიზნით.
კულტის მეთაურმა დელიერმა რიტუალი გაიმეორა და მოევლინა მეორე ნახევარი გოგონა შერელი. ალესა და შერელი სულიერი დები გახდნენ, ამასთან ერთად გაჩნდა ორი ალტერნატიული ქალაქი. დელიერს ბოლო რიტუალის ჩატარებაღა დარჩენოდა, რათა ანგელოზი დამორჩილებოდა, მაგრამ ზედამხედველი მიხვდა რომ გოგონას საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ გაიტაცა და იქვე მახლობლად გზაზე დატოვა.
ახალშობილ შერელს მწერალი გარი მეისონი და მისი მეუღლე ნახულობენ. სწორედ ასე იწყება ქალაქის თანამედროვე ისტორია.
Silent hill spoiler!
პლათფორმა: PSOne
შემქმნელი: Konami
გამომცემელი: Konami
გამოსვლის თარიღი: 1999
გავიდა შვიდი წელი, მას შემდეგ რაც გარიმ ბავშვი გზის პირას იპოვა, მეუღლე სამწუხაროდ გარდაეცვალა და ცხოვრების მთელი აზრი შერელი გახდა. როდესაც გოგონას შვიდი წელი უსრულდება, მამა გადაწყვეტს შვილი არდადეგებზე წაიყვანოს სწორედ იქ, სადაც წლების წინ ბედმა აპოვნინა. გზაზე ქალაქის შესასვლელთან ავტოკატასტოფაში მოყვებიან. დილით გონს მოსული გარი აღმოაჩენს რომ გოგონა მის გვერდით არაა და საპოველად მიემართება. დღე იცვლება ღამით და ქალაქი ჯოჯოხეთად ემსგავსება. ქალაქში გერი პოლიციელს გადაეყრება, რომელიც ნარკოტიკების ძიებამ მიიყვანა საილენთ ჰილში. მთავარი გმირი საშინელი ქალაქის საიდუმლოს გებულობს. შედეგად ალესა და შერელი ერთიანდებიან და ანგელოს ანთავისუფლებენ, მაგრამ გერი ანადგურებს ბოროტ ძალას, კულტის მეტაურის მიზანი კრახს განიცდის. ორივე გოგონა იღუპება, მაგრამ ალესა სიკვდილის წინ გარის ხალშობის გადაცემს. silent hill-ის წარმატება სწორედ უჩვეულო, ფსიქოდრონული სიუჟეტიდან გამომდინარეობდა, კამერის კინემატოგრაფიული მიხრა-მოხრა, შიშის მომგვრელი, მისტიკით სავსე გარემო საოცარ ატმოსფეროს იწვევდა. სულისშემძვრელი მუსიკა ყველაფერს აერთიანებდა და დამაჯერებელ ხდიდა. სწორედ ამ პროექტით გაითქვა სახელი ერთ-ერთმა საუკეთესო გეიმ კომპოზიტორმა Akira Yamaoka-მ. თამაშის შემქმნელებმა მრავალი ჯილდო აიღეს, მათშორის მსოფლიოს ელექრტონული ხელოვნების ფესტივალზეც.
Silent hill 2 spoiler!
პლათფორმა: PC, PS2, X-Box
შემქმნელი: Konami
გამომცემელი: Konami
გამოსვლის თარიღი: 2001
კონამი პროექტს უფრო სერიოზულად მიუდგა, გაიზარდა ბიუჯეტი და ცალკე გუნდიც კი გამოყვეს silent team, ჯგუფი აღჭურვეს ყველაფრით რაც ისურვეს. ორი წლის მანძილზე 50 კაცი მუშაობდა პროექტზე. მეორე ნაწილი 2001 წელს გამოვიდა, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა სიმბოლო და ეტალონი მთელი სერიისა. გენიალური სიუჟეტი, პერსონაჟები დღემდე შეუდარებელია. აკირამ საუკეთესო მუსიკა დაწერა მთელს გეიმინდუსტრიაში. მეორე სერია, პრაქტიკულად არაა კავშირში მის წინამორბედთან.
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეიმს სანდერლენდს მძიმე დაავადებით მეუღლე გარდაეცვალა. მას შემდეგ ჯეიმსი თავს ვერ პოულობს, მაგრამ უეცრად წერილი მოსდის ... მეუღლესგან. მერი ქალაქ საილენთ ჰილში იწვევს ჯეიმსს, სწორედ იქ სადაც ადრე ისვენებდნენ. გაოგნებული ჯეიმსი ქალაქისაკენ მიემართება და აუხსელი ვითარების შემსწრე ხდება. აქვე ნახულობს გოგონას, მარიას, რომელიც ძალიან გავს მის მეუძლეს გარეგნობით, მაგრამ ხასიათით სრულიად გავსხვავდება. სხვა პერსონაჟებიც არანაკლებ იდუმალები არია, ანჟელა ეძებს დედას, რომელი სავარაუდოდ დაიღუპა და მამამისს ადანაშაულებს ყოველივეში, ედი ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ არამოტივირებული აგრესიის მოზღვავებითაა დაავადებული. ყველაფერი ამისგან ჯეიმსს თავბრუ ესხმის, სასოწარკვეთილება იპყრობს. ეს არის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია შიშის და საშინელების გარემოცვაში. თამაშის ბოლოს ჯეიმსი საზარელ სიმართლეს იტყობს, სწორედ მან მოკლა მომაკვდავი მეუღლე, რადგანაც მისი ტანჯვა ვერ აიტანა. სწორედ მეორე ნაწილს აქვს ყველაზე ზრდასრული, სულიერი და მგრძნობიარე სიუჟერი, რომელი გამოჰყოფს მას ყველა ნაწილისაგან.
Silent hill 3 spoiler!
პლათფორმა: PC, PS2
შემქმნელი: Konami
გამომცემელი: Konami
გამოსვლის თარიღი: 2003
მეორე სერიის გამოშვებისთანავე დაიწყო მესამე სილენტ ჰილის შექმნა, ყველა აცნობიერებდა, რომ წინა პროექტის გადაფარვას ვერ შეძლებდნენ და არც არავინ ცდილობდა, მიზანი იყო რაც შეიძლება მოწყვეტილიყო არსებულ თემას და ამიტომ პირველი ნაწილის გაგრძელება გადაწყვიტეს. პირველად ჰილში მთავარი გმირი გოგონა გახდა, შეიცვალა ატმოსფერო და შიშის სულ სხვაგვარად მიეწოდებოდა.
სიუჟეტი მოგვითხრობ 17 წლის ჰეზერზე, რომელსაც მთელი ცხოვრება კოშმარები ესიზმრებოდა, მაგრამ ვერ აეხსნა ყოველივე. სურდა თავისი ოჯახის შესახებ სიმართლე შეეტყო, მარგამ ამაოდ. როდესაც 17 წლის შესრულდა, დაბადებისდღეს საყიდლებზე წავიდა. სუპერმარკეტში ხეზერი კერძო დეტეკტივს წააწყდება, რომელიც იმტკიცება, რომ მის კითხვებზე პასუხი აქვს, მაგრამ გოგონა ხნიერი დეტექტივისგან თავის დაძვრენას არჩევს და სწორედ ასე ხვდება ალტერნატიულ სამყაროში.
სახლში მისვლისასა ჰეზერი თავის მამას გარი მეისონს მკვდარს ნახულობს, მკვლელი მახლობლადაა. გასული 17 წლის მანძილზე კულტი ვითარდებოდა და დადგა მომენტი, როდესაც ტავიანთი ღმერთისთვის უნდა ეხმოთ. კულტის ახალმა მეთაურმა, კლაუდია ვულფმა კერძო დეტექტივი დაიქირავა ჰეზერის საპოვნელად და დეტექტივმაც ნახა. ლიდერმა ჰეზერს მამა (მეისონი) მოუკლა რათა გოგონაში ღმერთი გაეღვიძებინა და ქალაქ საილენთ ჰილში შეხვედრა დაუნიშნა. შურისძიებით შეპყრობილი ჰეზერი წასვლას გადაწყვეტს, დეტექტივი დუგლასი ჰეზერის მხარეს დგება და ერთად მიემართებიან ნისლით დაფარულ ქალაქში.
დიდი ხნის მანძილზე კულტის მეთაურები შეიცვალნენ, უთანხმოებაც მოუვიდათ, ბევრი წესი დ მოწოდება გადაკეთდა. თამაშში საინტერესო პერსონაჟებია, მაგალითად ვინსენტი, წამს კულტის რელიგიის, მაგრამ სულაც არ სურს თავიანთი ღმერთის გარდაქმნა, ხელს უწყობს მის განვითარებას პირადი ინტერესების გამო. სიუჟეტის ბოლოს ხეზერი ახერხებს თავისი სხეულიდან დემონის დანდევნას და მის მოკვლას.
გრაფიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, შეიქნმა იმდენად რეალისტური პერსონაჟის სახეები, რომ კომპიუტერული ანიმაციისაგან თავი შეიკავეს, სცენები თამაშის ძრავაზევე იმართებოდა. დიდი ნაბიჯი გადაიდგა კინემატოგრაფიაში, სცენები პროფესიონალურად იყო დადგმული და აღიქმებოდა როგორც ფილმი. ცვლილება მოხდა მუსიკაშიც, აკირამ პირვლად საილენთ ჰილისთვის დაწერა ულამაზესი სიმღერები ქალის ვოკალის მონაწილეობით. სახის ანიმაციისათვის 2003 წელს silent team-მა ჯილდოებიც აიღო.
წიგნიწაიკითხეთ ყველამ!!!
საილენთ ჰილი ყოველთვის გამოირჩეოდა დახურული, რთული სიუჟეტით, რომლიც გაცილებით მეტ კითხვას ბადებდა ვიდრე პასუხი მოიპოვებოდა. ბევრი შეუდგა სიუჟეტის ანალიზირებას, ბევრი იმტვრევდა თავს ზოგიერთი ფაქტის გასარკვევლად. შემდგომში კონამიმ წიგნიც გამოუშვა რომელმაც შედარებით ნათელი მოჰფინა ვითარებას. სამოელის გამოძახების და ორი ალტერნატიული ქალაქის შექმნიდან, საილენთ ჰილი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, იზიდავდა დადანაშაულებულ ადამიანებს და მათ ქვეცნობიერში დამალულ აზრებს აღვიზებდა.
ჯეიმსი ჩადენილი დანაშაულის სინანულმა მიიყვანა ქალაქში, ხოლო ყველა სახე, მარიაც კი ქალაქმა შექმნა მისივე აზრებიდან. ფაქტიურად ყველასთვის თავისი საილენთ ჰილი არსებობს: პირველ ნაწილში იყო ბავაშვის შთაგონება, მეორეში ჯეიმსის, ამიტომაც იყო სცენებში სექსუალური აგრესია, მესამეში- კლაუდია.
Silent hill 4 spoiler!
პლათფორმა: PC, PS2, X-Box
შემქმნელი: Konami
გამომცემელი: Konami
გამოსვლის თარიღი: 2004
2004 წელს გამოვიდა მეოთხე ნაწილი ქვესათაურით The Room. შემქმნელები ცდილობდნენ რაც შეიძლებოდა დამოუიკიდებელი ყოფილიყო მეოთხე ნაწილი. თამაში ისეთი განსხვავებული და შეცვლილი აღმოჩნდა, რომ თავიდან ბევრმა ვერც მიიღო. სიუჟეტი ნაკლებად ემოციური და მშთანთქავი იყო.
სიუჟეტი მოგვითხრობდა ჰენრი თაუნსენდზე, ახალგახრდა ყმაწვილზე, რომელსაც კოშმარები აწუხებდა. ერთხელაც გაღვიძებულმა აღმოაჩინა რომ ჰოტელის ნომერში იყო გამოკეტილი. ფანჯრები ამოქოლილია, მეზობლებს მისი არ ესმით, გასასვლელ კარებს მსხვილი ჯაჭვი ადევს. ტელეფონი გათიშულია, ტელევიზორი მარტო ციმციმებს, საათი გაჩერდა. ხუთი დღე ჰენრი გამოკეტილია. მეხუთე დღეს აბაზანიდან ხმა ისმის, შესული ჰენრი კედელში გვირაბს ნახულობს.. ასე გადადის მთავარი გმირი ალტერნატიულ სამყაროში, სადაც ცდილობს შეაჩეროს სერიული მკვლელი სალივანი. ყოველი მკვლელობისას მსხვერპლთან ახლოს ბავშვია, რომელიც სალივანს ეხმარება. კულტი აქაცაა ნახსენები, სალივანი გარდაქმნის რიტუალისთვის ემზადება, რათა თავის სამყაროში დაბრუნდეს, ამისათვის კი 21 მსხვერპლია საჭირო, ჰენრი ნახულობს გვამებს რომლებზეც ციფრებია ამოტვიფრული. ყველას თავისი პროფესია, ისტორია და წარსული აქვს, ერთ-ერთი მომავალი მსხვერპლი ჰენრის მეზობელია ეილინია, რომელიც გვერდით ნომერში ცხოვრობს.
დიდი ხნის წინათ ამ ნომერში ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, მათ ბავშვი შეეძინათ. ბავშვი ოთახში დატოვეს და წავიდნენ. მეზობლებმა ტირილის ხმა გაიგეს და ახალშობილი ბავშვთა სახლში ჩააბარეს. კულტის მიმდევრებმა ბავშვის ფსიქიკა შეცვალეს. სალივანი იპარებოდა თავშესაფრიდან და თავის სახლში მიდიოდა, რომელიც თვითონვე უხმობდა. სითბოს მოკლებული ოთახს დედად მიიჩნევდა, მაგრა კარებთან დგომს აგდებდნენ, ამცირებდნენ. გაიზარდა სალივანი და 21 ადამიანის არჩევაც არ გაჭირვებია, მაგრამ ჰენრიმ შეძლო სალივანის შეჩერება და ეილინის გადარჩენა. მუსიკა ვოკალით იყო დამშვენებული და კონტენტშიც ჯდებოდა, მაგრამ სიუჟეტმა კრიტიკების ზეწოლას ვერ გაუძლო. ეს ნაწილი ყველაზე წარუმატებელი სერია გამოდგა. ამის შემდეგ silent team-ს სიქველი არ გამოუშვია.
Silent Hill Origins spoiler!
პლათფორმა: PSP, PS2
შემქმნელი:
Climaxგამომცემელი: Konami
გამოსვლის თარიღი: 2007
2007 წელს PSP პლატფორმაზე გამოვიდა სიქველი ქვესათაურით Silent Hill: Origins, რომელსაც არაფელი საერთო არ ქონდა სხვა სერიებთან. სიუჟეტი მოგვითხრობს სატვირთო მანქნის მძროლზე, რომელიც სამუშაოს შესრულების დროს ქალაქში მოხვდება.
გზაზე პარატა გოგონა გადაირბენს, მძროლი ძლივს ამუხრუჭებს სატვირთოს, საჭედან გადმოსული ირგვლივ ვერავის ნახულობს, შორს ნისლში კი გოგონას აჩრდილი გაირბენს ტრევისი მას მიყვება. გზაზე ცეცხლმოდებული სახლი მოჩანს, ტრევისი შენობაში შედის და ნახევრად დამწვარი გოგონა გამოყავს. კულტი და რიტუალი აქაცაა ნახსენები, პარალელურად ტრევისს ხილვები აქვს წარსულიდან. ნისლიან ქალაქში, ძველ სასტუმროში მისული, რომელშიც მამასთან ერთად ისვენებდა, ტრევისი სიმართლეს იტყობს. დედა გარდაეცვალა, მამას კი შვილისადმი სიყვარული გაუქრა, მეტიც მისი დანახვაც კი არ სურდა, მაგრამ ზიზღს არ გამოხატავდა, ცხოვრების აზრდაკარგული ჰოტელის ოთახში ჭერზე ბაწარს აბავს და თავის მოკვლას ცდილობს. მოულოდნელად სათამაშოდ წასული ტრევისი ნომერში დაბრუნებისას მამას ბაწრით ჩამოკიდებულს ნახავს, მაგრამ დაბნეული და შეშინებული ბავშვი ვერავის უხმობს საშველად, ადგილზე გაშეშდება, აბასობასი მომაკვდავი დაიხრჩობა. ამის შემდეგ საშინელი ხილვები არ ასვენებს, სადაც მამა ბრალს დებს.
საბოლოოდ ტრევისი ამარცხებს ბოროტებას რომელიც განრისხებული მამის აჩრდილით წარუდგინა იდუმალმა ქალაქმა.
Silent Hill: Homecoming spoiler!
პლათფორმა: PS3, Xbox 360, PC
შემქმნელი:
Double Helix Gamesგამომცემელი: Konami
გამოსვლის თარიღი: 2008
ალექს შეფერდი სამხედრო სამსახურიდან შინ ბრუნდება, მიზეზი ხილვებია რომელიც მისი უმცროსი ძმის ჯოშის საფრთხეში ყოფნას მიუთითებს. მშობლიური ქალაქი წლების მანძილზე შეცვლილა, ქუჩები დაცარიელდა და უსიცოცხლობამ დაისადგურა. თითქოს ოდესღაც ბედნიერი პატარა ქალაქი მარადიულ ძილს მიეცა. პოლიციის შენობის წინ უკვალოდ დაკარგული ადამიანების სურათებია გამოკრული. ყოველივე გაურკვევლობას იწვევს და ბადებს კითხვას რა მოხდა შეფერდს გლენში. ჯარისკაცი საკუთარი სახლისაკენ მიემართება. შინ მისული სრულიად შეცვლილ დედას ნახავს. უიმედობაში მარტოდ მყოფი თავის მოკვლასაც კი ცდილობდა, მაგრამ შვილმა დროზე მიუსწრო. ალექსი შეიტყობს რომ მისი ძმა გაუჩინარდა, მამა კი მის საძებნელად წასულა, საბოლოოდ კი არცეთი არ დაბრუნებულა. ალექსი ძმისა და მამის საძებნელად მიდის. გზად ნახულობს ბავშვობის მეგობარ ელის, რომელსაც უმცროსი და დაეკარგა და საილენთ ჰილისი ახალი ისტორიაც იწყება.
თამაშში ირკვევა რომ ქალაქის დამაარსებელი შეფერდის გვარის წამომადგენელი იყო, სწორედ ამიტომ ეწოდა ქალაქს შეფერდს გლენი. ქალაქის დაარსებასთან ერთად შეიქმნა რელიგია, ღმერთი რომელსაც ორდერად მოიხსენიებდნენ. ამ რელიგიას უმკაცრესი წესები ქონდა, ყველა ვინც მრწამსს ურალატებდა, საშინელი წამებით სიკვდილით ისჯებოდა და ალტერნატიულ სამყაროში სამუდამო ტანჯვა ემუქრებოდა. რელიგიის მიმდევრობა ნიშნავდა მისი იდეოლოგიის სრულ გაზიარებას, მცირედი დაუმორჩილებლობაც და აზრთასხვაობაც წამებით ისჯებოდა. ორდერის ერთგულების ნიშნად კი ყოველ 15 წელიწადში ერთხელ ოჯახიდან ერთი შვილი უნდა შეეწირათ. რიტუალის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამუდამო წყევლა და საშინელება დაატყდებოდა გვარს თავს. ბევრი ვერ შეეგუა მძიმე, გონებადაბინდულ, ბოროტებაში ჩაფლულ სარწმუნოებას და სასტიკად დაისაჯა, ამიტომაც ქალაქი დაცარიელდა.დარჩა მარტო ოთხი ოჯახი. ორდერი შთააგონებდა რომ ოჯახი, გვარი იყო მთავარი და ამიტომ ყველანაირი მსხვერპლის გაღება რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ისევეს მათ სასიკეთოდ, სიბინძურისაგა განსაწმენდათ და ქალაქის წეს-ჩეულებების შესანარჩუნებლად კეთდებოდა. ყოველ ოჯახში წინასწარ ირჩევდნენ მშობლები შესაწირს და ყველა გვარს თავისი მსხვერპლშეწირვის გზა ქონდა, ( წყალში ჩახრჩობა, დანით დასერვა, ბაწრით შამოხრჩობა, მიწაში დაფლობა) რომელიც შთამომავლობით გადმოეცემოდა. მაგრამ ერთხელ რიტუალი არ შედგა ერთმა ოჯახმა წესი არ შეასრულა...
ალექსის მშობლები საშინელი წამებით იღუპებიან, საზარელ სიმართლეს ვიტყობთ, იგი სულაც არაა ჯარისკაცი, მამის საქმიანობა არ გაუგძელებია, მთელი ამ ხნის მანძილზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა იმ შემთხვევის მემდეგ... სწორედ მაშინ გაჩერდა დრო... სწორედ მაშინ შეწყვიტეს საათის ისრებმა მოძრაობა.
მამამ ორი შვილიდან ალექსი აირჩია შესაწირად, ჯოშს კი საგვარეულო ბეჭედი მისცა. ერთ ღამეს საშინელება მოხდა. ძმები ნავით ტბაში იყვნენ შესული როდესაც უმცროსმა მამის ნაჩუქარი ბეჭედი აჩვენა უფროსს, ალექსმა ბეჭედი სანახავად გამოართვა, ჯოში ჩაებღაუჭა და შემთხვევით ნავიდან გადავარდა... ძებნის შემდეგ მამა ბავშვს დამხვრჩალს ნახულობს. ალექსის მაგივრად მისი ძმა ჩაითვალა მსხვერპლად, რიტუალი ჩავარდა, ოჯახს უბედურება დაატყდა თავს... ძმის დარუპვამ და დანაშაულის გრძნობამ მთავარი გმირის ფსიქიკაზე მძიმედ იმოქმედა, ალექსი ფსიქიატრიულ საავადმოყოფოში მოათავსეს. გონებამ საზარელი შემთხვევა დაივიწყა და მხოლოდ ხილვების სახით ჩარჩა მეხსიერებაში.
This post has been edited by Abnormalia on 7 Nov 2008, 22:03