მაგ კონკრეტულ მოდელს არ გირჩევთ, და ზოგადად ჯეიმისის ველოებს არ აქვთ ხოლმე მთლად კარგი გამოხმაურება, დაბალფასიანი ბრენდია (თუმცა ჯეიმის კომოდო ყოველთვის მომწონდა).
ჩემი მოკრძალებული აზრით, ბიუჯეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს შემდეგი ფორმით:
1) 1000 - 1800 ლარი. ყიდულობთ ერთამორტიზატორიან მეორადს (ახლის ყიდვას აზრი არ აქვს);
2) 2000 - 2500 ლარი. ყიდულობთ სულ ახალ შედარებით დაბალი დონის ერთამორტიზატორიანს, ან შედარებით დაბალი დონის მეორად ორამორტიზატორიანს, ან კარგი ხარისხის ერთამორტიზატორიან მეორადს;
3) 2500 - 3500 ლარი. ყიდულობთ ნორმალური ხარისხის ახალ ერთამორტიზატორიანს ან კარგი ხარისხის მეორად ორამორტიზატორიანს;
4) 3500 - 4000 ლარი. ყიდულობთ კარგი ხარისხის ახალ ერთამორტიზატორიანს ან ახალ შედარებით დაბალი დონის ორამორტიზატორიანს. მეორადის ყიდვა 3500 ლარზე ძვირად ალბათ ღირს, რადგან გარანტია არ ექნება;
5) 4000 ლარის ზემოთ - ყიდულობთ კარგი ხარისხის ახალ ერთამორტიზატორიანს ან ნორმალური ხარისხის ახალ ორამორტიზატორიანს;
6) კარგი ხარისხის ახალი ორამორტიზატორიანი თუ გინდათ, მაგას მინიმუმ 2300-2500 აშშ დოლარი ჭირდება, ანუ 6000 ლარზე მეტი.
თუ საქართველოში ეძებთ ახალს 2000 - 2500 ლარის ფარგლებში, ამ ველოებს გავუწევ რეკომენდაციას:
Cube Analog, ცოტას თუ დაამატებთ ალბათ Cube Acid - იც მოგივათ (მაღაზია ველოპლუსი და მგონი ბაიკჰაუსი);
GHOST KATO 5.9 AL U და GHOST KATO 7.9 AL U (მაღაზია ბაიკს.გე, ვაკე, აბაშიძის ქუჩა);
ცოტა ძვირი ღირს Trek Roscoe 8, მგონი ექსტრიმში უნდა ჰქონდეთ;
ბურუსპორტში სკოტები ჰყავთ, Scott Aspect 930 - ს არა უშავს;
ჯეიმისიც ნახეთ (მაღაზია მაგელანი), წესით JAMIS HIGHPOINT A1 დამწყებისთვის კარგი ველო უნდა იყოს.
ახალი ველოს ყიდვა 1800 - 2000 ლარზე დაბალ ფასად ვფიქრობ არ ღირს, მალევე მოგინდება გაუმჯობესება.
ცხადია ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია, მაგალითად დიდ ბრიტანეთში არის რამდენიმე კარგი ველომწარმოებელი და ძალიან მისაღებ ფასებში აწყობენ ველოებს, იგივე ვთქვათ Calibre Bikes, Nukeproof, Vitus Bikes, Bird Bikes, მაგრამ ინგლისიდან რომც ჩამოიტანო, ტრანსპორტირებასა და განბაჟებაში დაგეხარჯებათ ერთი იმდენი.
აი
https://www.chainreactioncycles.com/ - ზე ნახეთ mtb - ის განყოფილება და უკეთ გაერკვევით ფასებში.