სრული სახელი : Leicester City Football Club
ზედმეტსახელი : The Foxes (მელიები)
დაარსების თარიღი : 1884 წელი
ფერები : სამეფო ლურჯი და თეთრი
მფლობელი : King Power International
მწვრთნელი : კლაუდიო რანიერი
სტადიონი : King Power Stadium (32,262 მაყურებელი)
წინა თემა:
Leicester City F.C.კაცების კაცი
შემადგენლობა:
http://www.lcfc.com/team/player-profile/ისტორია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საფეხბურთო გუნდი ქალაქ ლესტერში დაარსდა 1884 წელს და თავდაპირველად ეწოდებოდა "ლესტერ ფოსი". დიდი ხანი გუნდი მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობდა. მხოლოდ 1891 წელს გამოვიდა ცენტრალურ ლიგაში. 1894 წელს გუნდი გადავიდა მეორე დივიზიონში. იმავე სეზონში მიაღწიეს უდიდეს წარმატებას, ინგლისის თასზე დაამარცხეს "ნოტს ოლიმპიკსი" 13:0.
1928/1929 წლების სეზონში გუნდი პირველი დივიზიონის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ეს შედეგი დღემდე ითვლება კლუბის უმთავრეს მიღწევად. 40-იანებამდე გუნდი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა და აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო ჩავარდნების სერია, რისი გვირგვინიც იყო მეორე დივიზიონში დაქვეითება.
1964 წელს ლესტერი გახდა ინგლისის თასის გამარჯვებული, რასაც კიდევ ერთხელ მოყვა დაღმასვლა. გუნდი კვლავ მეორე დივიზიონში აღმოჩნდა.
90-იანი წლების ბოლოს ლესტერმა კვლავ დაიწყო საოცარი ფეხბურთის თამაში და ორჯერ მოიპოვა Capital One Cup.
2001 წელს მწვრთნელად დაინიშნა პიტერ ტეილორი და მელები კვლავ მეორე დივიზიონში მოისროლა. გარი ლინეკერის უდიდესი ძალისხმევის შემდეგ 2003/04 წლების სეზონში ლესტერელები პრემიერლიგის სიაში იყვნენ, თუმცა გაძლიერების მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს ადგილის შენარჩუნება.
2014/15 სეზონში ლესტერი პრემიერლიგაში ბრუნდება. ნაიჯელ პარსონსის ხელმძღვანელობით კლუბმა სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა, თუმცა გულშემატკივრებს მეტის იმედი ჰქონდათ.
2015 წლის 13 ივლისს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კლაუდიო რანიერი. 13 ტურის შემდეგ ლესტერი პირველ ადგილზეა და უკან ჩამოსვლას არ აპირებს
.
ვარდის რეკორდი
ეს მომენტი
https://streamable.com/6ny8whos catching em now?!
ბიჭებს ვულოცავთ ჩემპიონობას
This post has been edited by melodyman/ on 3 May 2016, 01:57
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi