სანდერსონის mistborn-ი (პირველი ტომი) წავიკითხე და:
1. სანამ ბოლომდე არ წავიკითხე ვერ მოვწყდი, მაგრამ
2. მაგრამ მეორე ტომს აღარ წავიკითხავ, იმიტომ, რომ
3. პროზა სამწუხაროდ დაბალი ხარისხისაა, აი იმდენად დაბალი ხარისხის, რომ ხანდახან მეგონა, რედაქტირების ეტაპი ხომ არ გამორჩათ თქო.
ბანალური სასიყვარულო ეპიზოდები, ერთი ორჯერ ფიზიკური ფეისპალმი გავაკეთე.
პერსონაჟები ძირითადად ერთგანზომილებიანი, სტერეოტიპული.
დაბალი ხარისხის დიალოგები. რამაც წიგნის ბოლოს ძალიან გამაღიზიანა - თითქმის ყველა დიალოგში "ვიღაცა თვალებს ატრიალებს"
ესაა YA-ს ერთერთი საუკეთესო ნიმუში? ამითი ერთობა პიკასო?
საბოლოო ჯამში ცოტა უცნაური გრძნობა დამიტოვა - სასპენსი კარგად არის გაკეთებული, შემითრია (მაგრამ მეორე მხრივ, ზუსტად ვიცი ტექნიკა, რითაც მკითხველს ითრევს ნაწარმოები, ახალი არაფერია პრინციპში) და მეორეს მხრივ, თვითონ ტექსტმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. guilty pleasure - ის ჟანრში გავიყვანე მოკლედ