Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულინარია > დღეს გავაკეთე XII, კულინართა დღიური |
Posted by: rtuli 27 Mar 2010, 21:25 |
წინა თემამ ელვისებრი სიჩქარით მიაღწია მე-100 გვერდს. ეს იმის ნიშანია რომ,ბევრი ადამიანი შემოემატა ჩვენს განყოფილებას და თან დიდი ინტერესით სარგებლობს. იმედი მაქვს ასე ტკბილად და გემრიელად გავაგრძელებთ რეცეპტების და აზრის გაზიარებას http://www.radikal.ru |
Posted by: Peppi 27 Mar 2010, 21:55 |
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=207&Itemid=55 რამდენიმე დღის წინ ჩემს იტალიელ მეგობრებთან გავსინჯე - ძალიან მომეწონა, მერე მეც გავაკეთე და მომზადებითაც მართივად კეთდება, ვარიაციები კი - უაბრავია და მხოლოდ თქვენი ფანტაზიის "სიგრძე-სიგანეზეა" დამოკიდებული |
Posted by: rtuli 27 Mar 2010, 22:10 | ||
mamalo QUOTE ქათმის რბილი ხორცით+შებოლილი სოსისით+პერლოვკით+პამიდვრის და კიტრის მწნილით რეცეპტი თუ შეიძლება QUOTE დავწერე რეცეპტი,აი აქ იხილეთ http://forum.ge/?f=82&showtopic=33695832&st=435 პ.ს. перловая крупа ქართულად როგორ არის? ქერისგან მზადდება ოღონდ რა სახელი აქვს ქართულად Peppi
ველოდები |
Posted by: Peppi 27 Mar 2010, 22:57 | ||
rtuli დავდე უკვე, პმ-ყუთი სავსე გაქვს მესიჯებით?
"სბორნი სალიანკა" როგორ მიყვარს, მაგრამ იმდენი წვალება უნდა და დრო, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვამზადებ პერლოვკით არ მიცდია ისე, არასოდეს. *** ეს ზემოთ აჭარული პიცაა? რა ლამაზი და საინტერესო იდეაა |
Posted by: Person123 27 Mar 2010, 23:00 | ||
rtuli
აი ვთქვათ http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=10155589 უწერია რომ ჭირდება ნაღები, კრემითაც თუა შესაძლებელი იგივე ეფექტის მიღება (ან მსგავსი მაინც) მაშინ იქნებ კრემის გაკეთება მასწავლოთ. |
Posted by: rockataka 27 Mar 2010, 23:10 |
rtuli Peppi ვაჰჰჰ... თქვენ რა გითხარით!! ეს რა სურათები დადეთ?! მაგათ დანახვაზე(და ნინომ რაც დადო წვნიან კერძებში) ისე მომშივდა, რომ ლამი კომპიუტრის კლავიატურას მოვაკბიჩო |
Posted by: rtuli 27 Mar 2010, 23:15 | ||||||
Peppi
გავწმინდე,თუმცა არც ისე იყო სავსე,ჩემი იმეილი გამოგიგზავნე
ეს ძალიან სწრაფად მოვამზადე პერლოვკაც მოუხდა+სასარგებლოა . Person123
სხვა კრემი არამგონია ნაღების კრემი შეცვალოს. ნაღების კრემი ძალიან ჰაეროვანია+არა მსუყე. ნაღების გათქვეფას არაფერი უნდა: შეიძინე 35-38 % ნაღები და გათქვიფე ჰაეროვანი მასის მიღებამდე,როგორც კი მგრადი მასა დადგება გაჩერდი,ანუ მერე გადაგივა კარაქში ძალიან მარტივია |
Posted by: Person123 27 Mar 2010, 23:23 |
rtuli დიდი მადლობა. უბრალოდ მაინტერესებდა რადგანაც ყველაზე იაფიანი ნაღები რაც ვნახე 8 ლარი ღირდა. მაგრამ ესე იგი მაინც ის უნდა ვიყიდო. |
Posted by: kukuni27 28 Mar 2010, 00:11 |
ახალი თინუსი მაქვს, არვიცი რა გავაკეთო, ტომატში ვცადე,მაგრამ რაღაცნაირი მშრალია,ვფიქრობ, იქნებ რამე სალათი შეიძლებოდეს,კულინარიული წარმოსახვის უნარი არ მაქვს და თუ დამეხმარებით |
Posted by: Peppi 28 Mar 2010, 01:15 | ||
kukuni27
ტომატში მშრალი როგორ გამოიყვანე? ერთი რეცეპტის ლინკი ამ გვერდზეც დევს, ზემოთ, ოღონდ ქილის გამოვიყენე . . აი, კიდევ "პეროგად" ვრინჯთან ერთად, ძალიან გემრიელია http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=172&Itemid=55 მე თინუსით გამიკეთებია და ძალიან გემრიელია თუ ფენოვანი ცომი არ გინდა, აი ღვეზელის ცომი აქ დევს - http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=465entry14579530 |
Posted by: faustina 28 Mar 2010, 01:18 | ||
მეც ხშირად მასე ვაკეთებ, ბულგარული წიწაკითა და ხახვით, შეიძლება მოხარშული კვერცხითაც შენელებული და ძალიან გემრიელია |
Posted by: MAQSIMALISTKA 28 Mar 2010, 06:29 |
rtuli ninoma მადლობა |
Posted by: ბესიკის26 28 Mar 2010, 09:36 |
გუშინ გავაკეთე ფორთოხლის ამობრუნებული ნამცხვარი.ძალიან გემრიელი გამოვიდა,ისე მომეწონა ალბათ ხშირად გავაკეთებ.თან ოჯახში უყვართ სასუსნავები. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru მადლობა რთულის ასეთი გემრიელობის რეცეპტისთვის |
Posted by: kukurukuku 28 Mar 2010, 11:58 |
ხალნო, მითხარით რა ნაღები რომ იყიდება ფხვნილის სახით, როგორ კეთდება, რა დოზებით და კრემათ თუ შემიძლია რომ ვიხმარო. აი ისეთ კრემად rtuli შენ რომ ტორტში გააკეთე |
Posted by: Johnnie Walker 28 Mar 2010, 13:16 |
ამ ბოლო დოს იმდენი მელაპარაკთ ჩაქაფულზე, რომ................... ჰა, წავედი დღეს სისხამ დილით და ვიყიდე თოხლის ბარკალი, თავის ყველაფრიანა ახლა ჩემს საკუთარ რეცეპტს უნდა ჩავხედო, რომ გავიხსენო, როგორ ვაკეთებ სკლეროზ..... |
Posted by: Dr_Zuzumbo 28 Mar 2010, 13:35 |
მე კი, მოვმწიფდი ფრანგული "პატე´ს" გამოსაცხობი ფორმის ყიდვისათვის. სამშაბათს მივდივარ საყიდლად. პირველივე "პატე´ს" სურათს დავდებ |
Posted by: cheshire cat 28 Mar 2010, 14:12 |
ფარში როგორ ვაქციო რამე ნოყიერ და კარგ სადილად თუკი გუფთას და კატლეტს გამოვრიცხავ? მინდა რამე ვარიაცია პიურესთAნ ერთად, მაგრამ თAნმიმდევრობა მეშინია არ შემეშალოს. ანუ პიურე+ფარში და უბრალოდ შევდო დუხოვკაში?? |
Posted by: GIMME 28 Mar 2010, 16:14 | ||
სწორედ ახლა მოვამზადე კატლეტი http://www.radikal.ru გუფთა http://www.radikal.ru თევზი http://www.radikal.ru |
Posted by: Peppi 28 Mar 2010, 16:39 | ||
cheshire cat
აი, დაგიდე რეცეპტი, მე როგორ ვაკეთებ: http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=210&Itemid=55 |
Posted by: August 28 Mar 2010, 17:11 |
ბზობა თევზის გარეშე არ არსებობს ... |
Posted by: cheshire cat 28 Mar 2010, 17:17 |
Peppi დიდი მადლობა. სწორედ ეგ მინდოდა. ანუ რაღაცით გასაინტერესოება. |
Posted by: Peppi 28 Mar 2010, 17:20 | ||||
დღეს ბადრიჯნის პიურეს ვამზადებ, ხამსით, (ანჩოუსით); და შიტაკა სოკოსა+მისოს წვნიანს; . . თუ ეს არ ეყოთ პილმენებიც მაქვს მაცივარში - და კი გამოვა - ინტერნაციონალი *** August
ვინც არ მარხულობს (და არც რელიგიურია) იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს? - სერიოზულად, რიტორიკის გარეშე . . ლამაზი სურათია *** cheshire cat
ძალიან კარგი, თუ ეგ არის |
Posted by: August 28 Mar 2010, 17:23 | ||
Peppi დავწერე უკვე ადრე, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ... ბებიების ხსოვნას ვინახავ ასე ...
ხამსაა ქართულად ... |
Posted by: bell 28 Mar 2010, 17:26 |
დღეს გავაკეთე ბრინჯის სალათი http://www.radikal.ru |
Posted by: Peppi 28 Mar 2010, 17:28 | ||||
August
დიდი მადლობა
ბებიამაც იცოდა თქმა: - "აუცილებელია"-ო და ყველას თითო ლუკმას მაინც აჭმევდა, ძალის დატანებით . . პ.ს. ეს კითხვა ზოგაგად რელიგიის თემაში უნდა დამესვა, პრინციპში |
Posted by: tikunia-teiko 28 Mar 2010, 17:52 |
http://www.radikal.ru ეს ჩემი დღევანდელი სადილი. შემწვარი თევზი ბრინჯის გარნირით. ბზობას გილოცავთ ყველას!!! |
Posted by: dali19 28 Mar 2010, 17:57 |
ყველას გილოცავთ ბზობას და ახალი გემრიელობების გახსნას |
Posted by: n_j 28 Mar 2010, 20:14 |
შოკოლადის ნამცხვარი ხილით და შავი პილპილით http://www.radikal.ru http://www.radikal.ru აჯაფსანდალი http://www.radikal.ru ქათმის ხარჩო http://www.radikal.ru ფოტოები კიდევ მაქვს, მაგრაამ დავიტანჯე, ვერ ვტვირთავ, 2 საათი უნდება, ამიტომ ხვალ გამოვფენ |
Posted by: August 28 Mar 2010, 20:16 |
მარწყვის ტორტი ჯერ კიდევ მაცივარშია და ცოტა უფრო გვიან გამობრძანდება |
Posted by: rtuli 28 Mar 2010, 21:06 | ||||||||
ბესიკის26
სასიამოვნოა რომ მოწონება დაიმსახურა +კარგათ ამოსულიც არის Johnnie Walker
მეც ეგ მომენტი მჭირს უკვე,ჩემივე რეცეპტებს აქ ვეძებ და ვიწერ
გუშინაც რადიოში გოგოებმა გაგიხსენეთ და თავები დავიპატიჯეთ თქვენთან ჩაქაფულზე მაგრამ,რას მოვიფიქრებდით რომ ასე დაჩქარებული ტემპით მომზადებას გადაწყვეტავდით kukurukuku
აი აქ არის ტოსკას დადებული რეცეპტი,წარმატებით იყენებს. მე არასოდეს მომიმზადებია,ანუ ძალიან მარტივი+იაფიც არის თხევად ნაღებთან შედარებით მაგრამ,გემოთი ცოტათი აგებს http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=300entry13840892 |
Posted by: ele7 28 Mar 2010, 21:13 |
n_j Happy შოკოლადის ნამცხვარი ხილით და შავი პილპილით ამის რეცეპტი დადე რა |
Posted by: rtuli 28 Mar 2010, 21:23 | ||
n_j
ვა რა საინტერესო შეხამებაა რეცეპტს დაველოდები დღეს Pancakes მოვამზადე ოჯახში,ძალიან გემრიელები გამოვიდნენ კენკრის აკოპონიმენტით http://www.radikal.ru ასეც მზად http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 28 Mar 2010, 21:30 | ||
rtuli
ეჭვი არ მეპარებაა პასკის რეცეპტი ვერ ვნახე და იქნებ დამეხმაროტ და მაჩვენოტ სად დევს??? |
Posted by: rtuli 28 Mar 2010, 21:39 | ||
faustina
ხაჭოს პასკას გულისხმობ? მე ერთი რეცეპტი ვნახე მოხარშული შესქელებული რძით(სგუშონით)და ძალიან მოვიხიბლე,წელს ეკსპერემენტათ უნდა მოვამზადო მგონი გემრიელი კარამელის გემო ექნება. |
Posted by: trendy 28 Mar 2010, 21:49 |
rtuli ყავისფერი შაქარი ხომ არ იცი, მიიღეს დოლარსთორიში? არსად იშოვება |
Posted by: tarsha 28 Mar 2010, 21:56 | ||
რეცეპტი დევს ამათი სადმე? ძალიან გემრიელად გამოიყურება. აღფრთოვანებული ვარ თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით და იმითი რომ არ იზარებთ და უზიარებთ ხალხს რეცეპტებს. |
Posted by: rtuli 28 Mar 2010, 22:09 | ||||
trendy
პრობლემები შეგვექმნაო და ზაფხულში გვექნებაო. მოკლედ როგორც მიიღებენ უნდა ვიყიდო ერთი 5 კილო და დავაგდო მაგათთან ძალიან ყავისფერი იყო,აი ნამდვილი კარამელივით არც ჯორჯიტაშია და არც გუდვილში tarsha
კი ორი სხვადასხვა რეცეპტია თუმცა ორივეს გამოყენება შეიძლება ცომის სახით და კენკრა მე ისე დავაყარე ზემოდან,თუ არ გაქვს ვაშლიც მშვენივრად წავა,თხელი ფირფიტებით. http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=645entry17365021 http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=720entry18194652 მადლობა |
Posted by: faustina 28 Mar 2010, 22:10 | ||
rtuli
არა, ჩვეულებრივი სააღდგომო პასის რეცეპტი მაინტერესებს.... შარშან , თუ არ ვცდები შენ გქონდა დადებული სურათები ფორმებში რომ დებდი და აცხობდი... მაინტერესებს სურათებიც, ეს ქაღალდი როგორ შემოვახვიო და რამხელაზე.... |
Posted by: baby-bobo 28 Mar 2010, 22:26 |
ჩემი პირველი პოსტი და პირველი შედევრი ამ განყოფილებაში http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: BadbadGirl 28 Mar 2010, 22:29 |
დღეს გავაკეთე პიცა. ბევრი სოუსი მომივიდა და რომ არ გადმომსვლოდა მომიწია გერდების ამოკეცვა დამავიწყდა ზეითუნის ზეთის მოსმა გვერდებზე და არ დაიბრაწა |
Posted by: tarsha 28 Mar 2010, 22:32 |
rtuli დიდი მადლობა .............................. |
Posted by: shumeri 28 Mar 2010, 22:43 | ||||
Peppi
მართალია... მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბზობასაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა,ალბათ.... * * * n_j
ამის რეცეპტი შეიძლება? |
Posted by: tavadze 28 Mar 2010, 22:53 | ||||||
baby-bobo
ბევრი გაგეზიარებინოს. rtuli
რა გემრიელობა ჩანს. n_j
ეუფ! დონე რაღაც ჩანს. თუმცა შავი პილპილი შოკოლადსაც თუ მოუხდებოდა, ვერ ვიფიქრებდი. |
Posted by: rockataka 28 Mar 2010, 23:04 | ||
GIMME
უხხხხ!!! "ცოცხალი" !!!!!! ზეგ, მეც მივდივარ სამ დღიან თევზაობაში გოლანის მთებში |
Posted by: n_j 28 Mar 2010, 23:46 |
ele7 rtuli shumeri tavadze მართლა მაგარი შეხამებაა, საინტერესო და გემრიელი http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=212&Itemid=55 ესეც შოკოლადის კვერცხები ჩემი პატარასთვის http://www.radikal.ru |
Posted by: Peppi 29 Mar 2010, 00:09 | ||
n_j
აა, რა მაგარიაა პ.ს. ეს რა კარგი რაღაც გამახსენე, შარშან ასე ნაჭუჭში ლაბუ (ხალადეცი) გავაკეთე, ძალიან ლამაზი იყოო *** ესეც დღევანდელი საუზმეული - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=211&Itemid=55 მისო აღმოვაჩინე მაღაზიაში და წვნიანი მოვამზადე - ქმარმა შემიქო . . აწი, იაპონური რესტორნის კარიც დაიკეტა ჩემთვის(: |
Posted by: faustina 29 Mar 2010, 00:15 | ||
შერეული სალათა... რაც მქონდა სახლში..: სხვადასხვა სალატის ფურცლები, ხახვი, სიმინდი, ტუნესი, გონგრეხოს შიგთავსი, ანჩოა, კვერცხი, ყველი ფეტა, ესპარაგო, სოიო, ზეითუნის ზეთი, ძმარი და სხვადასხვა სუნელები სოუსის შესანელებლად.... მშვენიერი გამოვიდა http://www.radikal.ru http://www.radikal.ru * * * Peppi
გაუდგნენ გზას და იარეს და იარეეეს ...... ხამსა და ანჩოა ერთი და იგივეა??? |
Posted by: shumeri 29 Mar 2010, 00:38 |
დღეს გავაკეთე ორაგულის ღვეზელი და კიდევ ოკუნის ფილე ლიმნით და ქინძით----ფოლგაში...... ძალიან გემრიელობა გამოვიდა, თუმცა სურათი არ არის მისი გემოს შესაბამისი.... [URL=http://www.radikal.ru][/URL |
Posted by: Peppi 29 Mar 2010, 00:59 | ||||
faustina
კი, გახლავთ shumeri
რატო, მშვენიერი სურათია ხარისხიან კულინარიულ წიგნშც კი მინახია ამის მსგავსი, ძალიან მსგავსი სურათი |
Posted by: faustina 29 Mar 2010, 01:12 | ||
Peppi
ხოოოდა დღეს ორივეს ხამსა ანჩოა მოგვირთმევია |
Posted by: აღასპერი 29 Mar 2010, 10:27 |
http://tekanderoga.blogspot.com/2010/03/mrs.html |
Posted by: Angelopulosi 29 Mar 2010, 10:28 | ||
trendy
ცუდ დღეში ვარ მე კაი, ჩაიმანიაში ნაყიდი კუბიკები მაქვს, ცოტა დარიჩინის პრივკუსით, მაგრამ ბავშვს რა ვუყო? დავრჩი ასე |
Posted by: August 29 Mar 2010, 11:18 |
................................................................................................................................. |
Posted by: წკაპო 29 Mar 2010, 11:26 |
August, რეცეპტი სადაა? ერთობ მადისაღმძვრელად გამოიყურება. |
Posted by: n_j 29 Mar 2010, 11:56 | ||
faustina
ეს რა არის? |
Posted by: taktakuna 29 Mar 2010, 12:31 |
დღეს მცდელობა მქონდა გამეკეთებინა სოიოს კატლეტები,მაგრამ არ იკვრება იშლება,არადა თითქოს ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც უნდა, ხომ ვერ მეტყვით ვინმე თუ ამზადებთ და როგორ? |
Posted by: fermina 29 Mar 2010, 12:58 | ||
არ ვიცი, მე არასოდეს დამშლია, თუმცა კვერცხს ბუნებრივია ვერ ვუკეთებ. სოიოს ფარშს ვალბობ მდუღარეში ერთი საათით მაინც, მერე ვრეცხავ ცივ წყალში, ვწურავ კიდეც, ვატარებ ხორცსაკეპ მანქანაში, და ჩVვეულებრივად კატლეტის ინგრედიენტებს ვუმატებ, ანუ კარტოფილს, ხახვს, სტაფილოსაც, მწვანილებს, ცოტა პურს, ნიორს და კარგადგადავზელ ერთმანეთში. მერე ფქვილში ვავლებ და მშვენიერი გამოდის. |
Posted by: taktakuna 29 Mar 2010, 13:25 |
მეც ეგრე გავაკეტე მაგრამ მაინც ვერ გამოვიდა ისეთი, ფხვიერი იყო და არც გუნდავდებოდა კარგად, დღეის მერე აღარ ვცდი მაინც არ გამომდის წესივრები |
Posted by: shumeri 29 Mar 2010, 15:06 | ||
Peppi
ვაი, დიდი მადლობა..... ტელეფონით გადავიღე და ხარისხი ისეთი არა აქვს, როგორც აპარატით გდაღებულს. |
Posted by: nite 29 Mar 2010, 15:34 |
მე გუშინ გავაკეთე სგუშონის კექსი ორნაირად, ანუ რომ გამოვაცხე შუაზე გავჭერი, ნახევარს შოკოლადის მინანქარი მოვასხი, მეორე ნახევარი გავჟღინთე რძეში, გაჟღენთილი უკეთესი გამოვიდა. |
Posted by: rtuli 29 Mar 2010, 15:45 | ||||||
shumeri
ძალიან ნაზი თევზია faustina
ეჭვი არმეპაება,ვიზუალურად დავიშოკე აღასპერი
რამდენი გიშრომია და მჭადის ორიგინალურმა ფორმამ მომხიბლა დღეს მოვამზადე Fusilli alla napoletana ,ძალიან კარგი პამიდვრის საწებლით ღვინის დამატებით+ხაჭოს და ფეტას ნარევით(რიკოტა არმქონდა) და ზაპეკანკის მოყვარულებს ვთავაზობ აი ამ გოგრის შედევრს+შავი ქისმიშით http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: katunia 29 Mar 2010, 15:54 | ||
n_j
რა მაგარიაააა, როგორ მოამზადე? |
Posted by: max-14 29 Mar 2010, 15:58 |
მოგესალმებით! საუკეთესო რეცეპტებს ვხედავ ყოველდღე მაგრები ხართ ძალიან, ზოგი ფოტოზე აღბეჭდილი რეცეპტი ხომ შოკის მომგვრელია |
Posted by: faustina 29 Mar 2010, 16:59 | ||
n_j
ასეტია კანგრეხო http://www.radikal.ru ეს კი კონსერვში http://www.radikal.ru |
Posted by: აღასპერი 29 Mar 2010, 17:16 |
rtuli ) სულ ვცდილობ ხოლმე, ასეთი ფორმები გავაკეთო, ხან შენობები, ხან ძაღლები, ანჯერად ქათამი იყო.. შემდეგზე ციყვი იქნება- თხილით |
Posted by: nite 29 Mar 2010, 17:54 | ||
rtuli
გოგრის ნამცხვრის რეცეპტი შეიძლება??........ |
Posted by: n_j 29 Mar 2010, 17:55 |
faustina მე რაღაც საოცრება მეგონა katunia შოკოლადი კვერცხები http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=213&Itemid=55 |
Posted by: August 29 Mar 2010, 18:37 |
ორი კვერცხი, ცოტა შაქარი, ცოტა მაწონი, მჭადის ფქვილი, ზეთი, მუსლი, კარმელიზირებული ლიმონის ქერქი, ბლომად ალკოჰოლი ... ცომს არც "დაუსვენია" და არც მაცივარში "გაგრილებულა" ... ეგრევე შებრძანდა გახურებულ ღუმელში ... ამოვიდა ზღაპრულად და ფაფუკი და ფხვიერია ერთდროულად ... დრო სჭირდება იმდენი რაც მიქსერში დაბზრიალებას და მერე საშუალო ცეცხლზე გამოცხობას ... ზუსტად 1 სთ-ში გამოვიტანე ხო დამავიწყდა სანელებლებიდან ჯავზი და ვანილი , დარიჩინი და წითელი წიწაკა ... მინანქარი: შოკოლადი + ნიგოზი ... |
Posted by: Romina 29 Mar 2010, 19:34 |
მე კი გული გავაწყალე ამ შვრიის ორცხობილებით, მაგრამ ჩემებს ძალიან მოსწონთ. ამჯერად შავი შოკოლადი დავუმატე * * * მინდა ავღნიშნო რომ rtuli-ის ფანი ვარ, სიცოცხლის ბოლომდე |
Posted by: rtuli 29 Mar 2010, 21:45 | ||||||
nite
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=214&Itemid=55 თუ დარიჩინი მოგწონს გოგრას უხდება და შეგიძლია დაამატო ცოტა. Romina
მეც მიყვარს ძალიან და ნაყიდისგან რადიკალურად განსხვავდება გემო.
ფინური პურის რეცეპტი მაქვს ძალიან ადვილი+შვრიით არის,ჰოდა მინდა მოვსინჯო რამდენად გაამართლებს მისი ქება- დიდება |
Posted by: meluzi 29 Mar 2010, 21:47 |
ძალიან გთხოვთ იქნებ რამე პეჩენიების რეცეპტი იცოდეთ დიბეტიკებისთვის.??? თეთრი პურის ცომი არ შეიძლება... თუ რამე არსებობს და იცით იქნებ მითXრათ |
Posted by: oshi 29 Mar 2010, 22:59 |
Romina რა გემრიელად გამოიყურება ეგ შვრიის ორცხობილა რეცეპტს ხომ ვერ დადებთ? თან მანდ ცილებიც უნდა იყოს კარგად და კიდევ, იცით რა მაინტერესებს? ჩემი უსაყვარლესი ნამცხვრის, გერმანული "käsekuchen"ის -ყველის ნამცხვრის რეცეპტი და გამოცხობის ტექნოლოგია..იქნებ ვინმემ იცოდეთ ეგ როგორ კეთდება? უუუგემრიელესია და მაგრად მომენატრა. |
Posted by: rtuli 29 Mar 2010, 23:15 | ||
oshi
ჩიზქეიქების რამოდენიმე ვერსია გვაქვს აქ ფორუმზე და მოგიძებნი |
Posted by: oshi 29 Mar 2010, 23:23 |
rtuli უღრმესი მადლობა ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ხართ და რა თქმა უნდა დიადი კულინარი! დაველოდები მაშინ |
Posted by: tarsha 29 Mar 2010, 23:38 | ||
ამ გემრიელობის რეცეპტი გაგვიზიარეთ რა. |
Posted by: Neno_ 30 Mar 2010, 00:02 | ||
Romina
აუ რეცეფტის ლინკი იდადე რა? |
Posted by: aranormaluri 30 Mar 2010, 00:02 |
August ესე იგი დაგაკვირდი და შენი ხელწერა გაქვს მზადებისას: ხო გემრიელად ამზადებ და ლამაზად. თან ზედ რომ რამე ბალახი არ დაადო ისე არ შეგიძლია პლიუს შვრია. მაგარი ხარ. |
Posted by: Solveig 30 Mar 2010, 00:25 |
დღეს ისევ ბორშის დღე მქონდა. მე რომ ამ სახლიდან გადავალ, რა ეშველებათ ჩემს მათხოვარ მეზობლებს, ვისღა მოპარავენ ხილს და ბოსტნეულს. |
Posted by: rtuli 30 Mar 2010, 00:43 | ||||
oshi
ცოტა შემაგვიანდა აი რამოდენიმე რეცეპტი: http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=1200entry16571368 http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=60 http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=30&Itemid=55 http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=15entry13160012 Solveig
ისევ გპარავენ ეგ უნამუსოები |
Posted by: CZ88 30 Mar 2010, 01:03 | ||
meluzi
ნახე აბა ეს თუ მოგეწონება: 100 გ დიეტური მარგარინი ან კარაქი, 1 კვერცხი, 2 ს/კ დიაბეტიანებისათვის განკუთვნილი 'შაქარი', 1 ს/კ თხევადი დიაბ. 'შაქარი', ოდნავ მარილი, ვანილი გემოვნებით, 100 გ სერი ფქვილი, 100 გ დაფქვილი თხილი. ეს ყველაფერი მოვათავსოთ თასში და სათქვეფით კარგად ავთქვიფოთ, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მივიღებთ. ნამცხვრის ქაღალდზე გავაბრტყელოთ ეს ცომი 3-4 სმ სისქეზე და რულეტივით მოვახვიოთ. 15 წუთით გავაცეროთ მაცივარში გასაცივებლად. შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დაახლოებით 20 ცალი გამოვა. დავაგორგალოთ ხელით თითოეული მათგანი და შემდეგ ოდნავ გავაბრტყელოთ, დისკოებივით. ნამცხვრის ქაღალდიან ფორმაზე ან ცხიმწასმულ ფორმაზე დავალაგოთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ გამოსაცხობად. დაახლოებით 15 წუთში მზადაა. http://img132.imageshack.us/i/haselnusstaler.jpg/ |
Posted by: Solveig 30 Mar 2010, 01:04 | ||
rtuli
დღეს "ისინდისეს" და 1 ხახვი დაუტოვებიათ...თორემ საჭმელს ვერ გავაკეთებდი ალბათ. ჯერ-როგორი იაფია...1 ევროიან ხახვს რომ ადამიანი მოიპარავს, ის მათხოვარია, აბა რა არის. მაგრამ ზარალი არაა პრიბლემა..ჩემთვის პრობლემაა ყიდვა, რადგან ხანდახან სამასხურიდან ისეთ დროს მოვდივარ, მაღაზიები დაკეტილია და ამასთან, ბევრი რომ ვიყიდო და დავაწყო, ეგეც არ გამოდის-ერთი, რომ გაფუჭდება და მეორე-ადგილი არაა. ჰოდა, ძლივს ნაყიდ პროდუქტს რომ მოჰპარავ ადამიანს, ამას უკვე უნამუსობა ჰქვია.. არაბების ან ჩინელების ნახელავია აშკარად..უფრო ამ უკანასკნელების, რადგან არაბები მუშაობენ მთელ დღეს და შინ ხანდახან ჩემზე გვიან მოდიან. |
Posted by: rtuli 30 Mar 2010, 01:23 | ||||||
tarsha
მართლა გემრიელია ვიზუალურად შეიზლება არც ისე მაგრამ...... აი აქ დავდე რეცეპტი: http://forum.ge/?act=ST&f=82&t=33708123&st=255#entry18757603 მიყვარს მაკარონი ისე სულ მაინტერესებდა, ქართულად ითარგმნება მაკარონი Solveig
სხვა დროს თაგვის ხაფანგიც ჩადე პარკში ,იქნებ გამოიჭირო * * * CZ88
საინტერესოა ისე,სხვა პეჩენიების რეცეპტებში რომ შეცვალოს ადამიანმა თეთრი ფქვილი რუხის ფქვილზე ,არც არაფერი დაშავდება ანუ წებოვნება რომელიც ახასიათებს თეთრ ფქვილს დიდათ არსჭირდება პეჩენიების ცომს. მე გერკულესის პეჩენიებსაც ვურჩევდი მაგალითად,ოღონდ ცოტა მეტ რუხის ფქვილს დავამატებდი |
Posted by: CZ88 30 Mar 2010, 01:34 | ||
rtuli მე ვფიქრობ , მჭადის ფქვილიც გამოდგება ჩემი დედამთილი აკეთებს მჭადის ფქვილით 'კოლაჩებს' და ძალიან მომწონს, სადღაც რეცეპტიც მიწერია, მე პირადად არ გამიკეთებია. რძით ასველებს მერე. |
Posted by: aranormaluri 30 Mar 2010, 01:46 |
ეხლა ისე მომინდა ბრინჯის ფლავი რძიანი. ბავშვობის მერე აღარ მიჭამია. აი დარიჩინით და შაქრით რომ იჭმევა. ხო არ იცით როგორ კეთდება? |
Posted by: rtuli 30 Mar 2010, 01:47 | ||
CZ88
არის ბევრი რეცეპტი მჭადის ფქვილის ან მანანის ბურღულით ეხლა დიაბეტიანებისთვის მარკეტებში შოკოლადი,შაქარი და ა.შ. იშოვება.შეიძლება ადვილად დიეტის ხელის შეწყობა . |
Posted by: Solveig 30 Mar 2010, 01:48 | ||
CZ88
მე მიცდია პურის და მჭადის არევა და კარგი გამოდის. ისე, მაგ რეცეპტით მზადდებოდა 90-იანი წლების ლეგენდარული ნამცხვარი "სიგუა". |
Posted by: rtuli 30 Mar 2010, 01:56 | ||
aranormaluri
ვიცით რაჭველებისგაგზავნილიდეპეშისპასუხი მოკლედ: ხარშავ ბრინჯს ჯერ წყალში 10 წუთით,მერე გადაწურავ. აადუღებ რძეს და ჩაყრი ისევ ბრინჯს გააგრძელებ ხარშვას,დაამატებ მარილს გემოვნებით. როცა მოიხარშება და მოგეწონება სისქე გამორთე,დაამატე შაქარი+დარიჩინი,დაასვენე 10 წუთი. გადმოიღე თეფშზე ფაფა, ჩააგდე კარაქი და მიირთვი. 1 ჩ.ჭ. ბრინჯზე უნდა 3,5-4 ჩ.ჭ. რძე. პ.ს. ამ გემრიელ ფაფას ამატებენ ქიშმიშს და გულამოღებულ ვაშლებში ტენიან.ღუმელში დებენ და აგრძელებენ მომზადებას ოღონდ ეს ცოტა სველი კონსისტენციის არის,ის მასა ,ვაშლისთვის ,ცოტა უფრო მშრალი |
Posted by: CZ88 30 Mar 2010, 02:01 | ||||
rtuli
კარგია, გამიხარდა მაინც გამრავალფეროვნდება მათი მენიუ. Solveig
მე არ ვიცი |
Posted by: tavadze 30 Mar 2010, 03:13 | ||||
rtuli
აჯობებს, თაგვის შაქარი მოაყაროს იმ პროდუქტს ცოტა, რომ ვერ შეამჩნიონ. CZ88
ეგ კია, მაგრამ ისიც ზომა-წონით უნდა ჭამონ და მაინც ძნელია. თუმცა სულ არარაობას ბევრად ჯობია. |
Posted by: Solveig 30 Mar 2010, 03:38 | ||
tavadze
მაგ საცოდავების ცოდვას ნუ ამაკიდებინებ ოღონდ. ვერაფერს ვერ ვუზამ, გარდა იმისა, რომ დროზე ავახვიო მანდედან. |
Posted by: Romina 30 Mar 2010, 09:03 |
oshi Neno_ სამახვო პეჩენია © BEKO 2 ჭიქა ჰარკულესი. უმჯობესია გემანული. 250 გრამი სამარხვო მარგარინი, (მე დაჩას ვხმარობ), 100 გრ.წყალი, სოდა, ძმარი, ვანილი, ქიშმიში, დაჭრილი ნიგოზი. ფქვილი იმდენი რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. სველი ხელით ვაძლევთ მრგვალ ფორმას და ვაცხობთ ჰაერღუმელში. ლინკის დადებას პირდაპირ ასე დავდებ. უბრალოდ აქ შაქარი არ აქვს და მე 3 სუფრის კოვზს ვამატებ, ძალიან ტკბილი მაინც არ გამოდის. ბოლოს შავი შოკოლადის ნატეხები შევურიე და კარგი იყო, თუმცა უშოკოლადოდაც ძალიან კარგია. დაახლოებით 30 წუთში ცხვება. ძალიან ჯანსაღი და გემრიელი ორცხობილა გამოდის (ოღონდ კაკალიც და ქიშმიშიც ბლომად უხდება) |
Posted by: nite 30 Mar 2010, 11:16 | ||
rtuli
მადლობა, ვცდი როდისმე, შენი რეცეპტებით მომზადებული თითქმის ყველაფერი კარგი გამომდის. |
Posted by: oshi 30 Mar 2010, 11:23 | ||
rtuli
დიდი მადლობა ესეთი გულისხმიერებისთვის ძაან მაგრებია |
Posted by: CZ88 30 Mar 2010, 11:55 | ||
Solveig
რომც უქნა რა, დაეტყობათ თუ ყველა ერთმანეთს გავს და რაოდენობაზე არაფერს ვამბობ. |
Posted by: BadbadGirl 30 Mar 2010, 13:26 |
Solveig მეეჭვება არაბების ნახელავი რომ იყოს, რელიგია უკრძალავთ :D ტეხავს ისე. |
Posted by: meluzi 30 Mar 2010, 15:48 |
CZ88 გაიხარეეეეე.. დიდი მადლობააააააა ))))) სავსებით მისაღები რეცეპტი დადეე მადლოობ |
Posted by: CZ88 30 Mar 2010, 16:07 |
meluzi იცოცხლე არაფერია სამადლობელო. |
Posted by: August 30 Mar 2010, 17:50 |
ეს ცომი არ გახლავთ საფუარზე მოზელილი ... მაწვნიანი ცომია ცხიმად ზეთია გამოყენებული ... მიაქციეთ ყურადღება რა სიფრიფანაა და ერთი ნახვრეტიც არსად გასცენია ... ფარშიც ჩემი ნოუ ჰაუა ... ღორის ხორცი გატარებული _ კატლეტის სანელებელი + კვერცხი + ქატო (!!!) + თბილის წყალი უგემრიელესი გამოვიდა ... |
Posted by: Solveig 30 Mar 2010, 18:03 | ||
August
მიცდია და უგემრიელესი გამოდის მარტო ხორციანი კი არა, ლობიოიანიც, ყველიანიც, ვაშლიანიც. ოღონდ ქატო არ გამომიყენებია ფარშში არასსდროს.... |
Posted by: August 30 Mar 2010, 18:53 | ||||
Solveig
თან არც დაყოვნება უნდა და არც გაგრილება ეგრევე ზელ და აბრტყელებ... მართალი ხარ ძალიან გემრიელია როგორც მარილიანი ისევე ტკბილი ღვეზელებისათვის ...
სცადე ღორის ხორცი მთლად ჯანსაღი რომ არ არის ეგ შენ ჩემზე უკეთ იცი და ქატო ერთგვარი გამანეიტრალებელია ... მოკლედ ჩემგან კონვეირისტ-სტახანოველი არ გამოვა ... ვ სმისლე ხინკალ-პილმენ-პერაშკების ამბავში ... მაინტერესებს სანამ შედეგს დავინახავ და მერე დავჯდე და ერთი და იგივე "ვახუჭუჭო" ამის ნერვები არა მაქვს ... ამიტომ დარჩენილი ცომი გავყავი სამად. გავაბრტყელე კერამიკის ფორმაში ჩავაფიმე ჯერ I ფენა და ფარში გავშალე ზედ. მერე დავაფინე II ფენა ცომი და აქ დაფხვნილი ყველი, კვერცხი და გოგრა გავშალე დავახურე III ფენა ცომი დავჩხვლიტე და შევუძახე ღუმელში ... აი, ეს გამოვიდა |
Posted by: levanovna 30 Mar 2010, 20:48 |
გუშინდელი გაკეთებული რომ დავწერო შეიძლება?შემწვარი ორაგულის ფილე და გარნირად. ხოო, ეს თან უნდა მოვყვე და თან ვიკითხო, quinoa მოვხარშე და გავაკეთე თაბული, მოკლედ აკამდე არც ერთი გამეგონა და არც მეორე.http://en.wikipedia.org/wiki/Quinoa ბრინჯივით მარცვლეულია,მალე იხარშება და სასიამოვნო გემო აქვს+ ძალიან სასარგებლო ყოფილა.მოხარშულ და გაცივებულ მარცვლეულს,(რომლის სახელი ქართულად არ ვიცი)დავუმატებთ დაჭრილ ოხრახუშს, ბაზილს, პიტნას, ნიორი დაჭ###ტილი, ლიმონის ცვენი და ზეითუნის ზეთი, ხო მწვანე ხახვი და მარილი...ხოდა ახლა ჩემი კითხვაც, რა ქვია ამას ან ჩვენთან თუ იყენებენ?თითქოა ღომის მარცვლებს წააგავს . |
Posted by: August 30 Mar 2010, 20:55 |
.................................................................................................................................... |
Posted by: rtuli 30 Mar 2010, 21:01 | ||||
nite oshi
არაფერს levanovna
მე აქ გაყიდვაში არშემხვედრია დღეს ტოლმა მოვამზადე,ისეთი როგორიც ჩვენ გვიყვარს,კომბოსტო ლამაზ მოყვითალო მოწითალო ფერში არის იმდენად პოპულარული ბლიუდაა რომ სურათის გადაღება არაა საჭირო. |
Posted by: faustina 30 Mar 2010, 21:04 |
თეთრი მინანქარი © auau თეთრი მინანქარი შეგიძლია გააკეთო ჩვეულებრივ შაქრის პომადისაგან.ანუ ხარშავ ძალიან სქელ სიროპს, აწვეთებ ლიმონს, რომ არ დაკრისტალდეს, კარგად რომ იდუღებს, ცოტა შეაგრილე და მიქსერით გათქვიფე. გამჭვირვალე მასა გაცივდება თუ არა, თეთრდება. სხვათა შორის ეს პომადა შეგიძლია შეინახო ფოლგაში. როცა დაგჭირდება, ჩადე პატარა ქვაბში, დაჰკარ სულ ცოტა წყალი, რომ ადუღდება, მოასხი ნამცხვარს. auau დაახლოებით შაქარი და წყალი რამდენი უნდა? მიქსერით გათქვეფის შემდეგ თბილივე ნამცხვარზე უნდა წავუსვატხოომ? |
Posted by: svani67 30 Mar 2010, 21:55 | ||||||
ომგ............................ ქალბატონო ავგუსტა, მიშვილეთ რააააა თქვენ და რთულმა, ორივემ ერთად |
Posted by: in_visible 30 Mar 2010, 22:44 |
რა მაინტერესებს და სამარხვო ტორტის ბისკვიტს რითი აცხობთ ხოლმე თუ ვინმე აცხობთ? წინასწარ დიდი მადლობა. (ერთმა მითხრა მაგარ ჩაის ფერში ამომყავსო და ვითომ ამოვა ისე კარგად? ) |
Posted by: aranormaluri 30 Mar 2010, 23:05 | ||||
rtuli
ვიცოდი რომ გეცოდინებოდა ჯიგარიონოკ! ხვალ გავაკეთებ. * * * Romina
შვრიისგან მინდოდა მეც გამომეცხო რამე.. ძმრის და სოდის მაგივრად საფუარი გამოდგება? და კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს: შოკოლადი არ დნება ხოლმე ცხობისას? ის მომწონს მთელ-მთელი ნატეხები რომ არის გამომცხვარში და როგორ ხერხდება ეს? |
Posted by: Romina 30 Mar 2010, 23:16 | ||||
aranormaluri
ვაი ეს გამოცდილ კულინარებს კითხე რა, მე არ ვიცი
მე ოდნავ მსხვილ ნაწილებად დავჭერი შოკოლადი და სულ ბოლოს დავამატე ცომს, ანუ შოკოლადიანი დიდხანს არ მიზელია. არ გადნა საერთოდ. |
Posted by: aranormaluri 31 Mar 2010, 00:18 |
Romina ახ. ესე იგი მთავარია არ ზილო. არადა რა უცნაურია. 200 გრადუსზე როგორ არ დნება. ჰამ ჰამ მინდა. |
Posted by: Neno_ 31 Mar 2010, 00:42 | ||
aranormaluri
შოკოლადი ფილა კი არ დატეხო, ღილები იყიდე და უფრო მაგრებია ისინი მგონი, უფრო მედეგი იქნება |
Posted by: aranormaluri 31 Mar 2010, 01:50 | ||
Neno_
კარგი რა მე ისეთი სულსწრაფი ვარ. რამეს მოვაბოდიალებ და შევჭამ. კმაყოფილი დავრჩები მაინც |
Posted by: nite 31 Mar 2010, 11:27 | ||
დიდი გამოცდილება არ მაქვს ცხობაში, მაგრამ მგონი არ გამოდგება |
Posted by: mariaa 31 Mar 2010, 12:19 |
კოლოკოტეს ანუ გოგრის ღვეზელი http://www.radikal.ru ზემოდან უკეთესი ფერისთვის შემეძლო კვერცხი+რძე ან კვერცხი+ნაღები გადამესვა,მაგრამ ამჯერად გამოვაკელი.. |
Posted by: წკაპო 31 Mar 2010, 12:21 | ||
ოღონდ ეს ამიხსენი, კოლოკოტე რაღა შუაშია, გოგრა არ კმაროდა? |
Posted by: svani67 31 Mar 2010, 12:22 | ||
რეცეპტი პლიიზ და კიდევ ცოტა მაღალ ტაფაში (თAვსახურიანში) არ გამოცხვება ? ანუ ღუმელი არ მაქვს. და გაზზე ტაფაში რომ გამოვაცხო |
Posted by: mariaa 31 Mar 2010, 12:46 | ||
წკაპო ორიგინალი სახელი დავწერე... svani67
ზუსტად ვერ გეტყვი,მაგრამ თავდახურულში კი გამოცხვება,მითუმეტეს რომ შიგთავსი თითქმის მზა თავსდება.. მოგვიანებით მოვაყოლებ რეცეპტსაც |
Posted by: მაკ-კი 31 Mar 2010, 12:49 | ||
Johnnie Walker
ეგ რა არის? |
Posted by: ინფინიტი 31 Mar 2010, 12:55 |
მაკ-კი მოზრდილი ბატკანი . |
Posted by: nite 31 Mar 2010, 13:10 | ||
mariaa
ამის რეცეპტი მეც მინდა, და იმის ინსტრუქციაც მოაყოლეთ ფლზ როგორ ახვევთ კიდეებს ასე ლამაზად. |
Posted by: keto22 31 Mar 2010, 13:11 | ||
n_j
როგორი რეცეპტით გააკეთე ეს შოკოლადები? |
Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 13:17 |
რაჭული ლორი ჩამომიტანეს.მაგისი ხათრით ვაპირებ ლობიოს გაკეთებას .ლორით ჯერ არ გამიკეთებია,მხოლოდ ნაჭამი მაქვს.ლორი ლობოისთან ერთად უნდა ჩავახარშო?ხახვის მოხრაკვისდროს ხომ არ უნდა? აბა გამოცდილო კულინარებო,ველი თქვენგან დარიგებას |
Posted by: August 31 Mar 2010, 13:21 | ||
nite
ფორმებია სპეციალური ... |
Posted by: n_j 31 Mar 2010, 13:27 |
keto22 http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=213&Itemid=55 |
Posted by: nite 31 Mar 2010, 13:47 | ||
August
აი თურმე რა ყოფილა მადლობა, შევიძენ. |
Posted by: mariaa 31 Mar 2010, 13:58 | ||
nite
აი ზუსტად როგორ აგიხსნა თითებით ვახვევ რთული ნამდვილად არ არის.. შეგიძლია ჩანგლითაც |
Posted by: Peppi 31 Mar 2010, 17:17 |
დღეს ელენეს პატარა ხაჭაპურები გამოვუცხვე, სკოლისთვის ბებია აცხობდა ასეთ პატარებს და კვერებს ეძახდა, მხოლოდ აღდგომის და საკურთხის სუფრისთვის აკეთებდა ამათ. დილა ადრიანად დგებოდა და იწყებდა მზადებას მეც ასე მომიწია, "წამოვფრინდი" ალიონზე |
Posted by: ბესიკის26 31 Mar 2010, 19:25 |
Peppi აფერუმ შენს ქალობას რა გემრიელდაა დაბრაწული.მეც ძალიან მიყვარს მასეთი ხაჭაპური.ყველი არაა შორს გაბნეული და კარგადაც ემჩნევა |
Posted by: Peppi 31 Mar 2010, 19:47 |
ბესიკის26 დიდი მადლობა გახარებული მოვიდა სკოლიდან, ყველა შეიჭამაო |
Posted by: nanana 31 Mar 2010, 19:49 | ||
Peppi
ვაიმეეე, ბებიაჩემიც აკეთებდა ზუსტად ასეთებს გოჩა-ჯიხაიშში ერთ ას ცალს და ყველა მიცვალებულის მოსახსენიებლად თითოს. უიმე რამდენი მიცვალებული გვყოლია |
Posted by: MAQSIMALISTKA 31 Mar 2010, 20:03 |
ხინკალი გავაკეტე პირველად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამომივიდა , დიდი წვლილი რა ტქმა უნდა კულინარიის განყოფიელბას მიუძღვის. პ.ს. 95 ცალიდან მარტო 2 ჩამეშალა http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: frida_kahlo 31 Mar 2010, 22:31 | ||
ბესიკის26
კი ლობიოსთან ერთად უნდა ჩახარშო. ხახვის მოხრაკვა ცალკეც შეგიძლია. მერე ჩვეულებრივად შეანელო. მე ბევრი ქინძით და სუნელებით მომწონს ოღონდ მადამდე მოხარშული ლორი ამოიღე და დაჭერი. (მე ასე ვაკეთებ) |
Posted by: aranormaluri 31 Mar 2010, 22:45 | ||
nite
დროჟი კი არა რაზრიხლიწელი თუ რაღაცა? |
Posted by: ბურზო 31 Mar 2010, 22:49 | ||
ხრამულიაა?? |
Posted by: Baltimore 31 Mar 2010, 22:53 | ||
faustina
ქართულად სატაცურია, არა? |
Posted by: S_H_I_N_Y 31 Mar 2010, 23:01 | ||
aranormaluri
კიი, ეგ გამოდგება გამოდგება კი არა გამაფხვიერებელი ზუსტად მაგისთვისაა |
Posted by: Did_Giorgi 31 Mar 2010, 23:19 | ||||
MAQSIMALISTKA
ბურზო
არ მტკვრის ცოცხალი იქნება |
Posted by: Johnnie Walker 31 Mar 2010, 23:26 | ||
თუ არ იცი, რა არის, ე.ი. არც ყოფილა საჭირო, რომ იცოდე, relax |
Posted by: CZ88 31 Mar 2010, 23:44 | ||
MAQSIMALISTKA
ძალიან ლამაზებია და მჯერავს, გემრიელებიც იყო |
Posted by: aranormaluri 31 Mar 2010, 23:44 | ||
S_H_I_N_Y
მადლობა. ვცდი. |
Posted by: Snow Crash 31 Mar 2010, 23:55 |
გავაკეთე პასკა. გავაკეთე რა, ახლა შევდე გამოსაცხობად. ძალიან იოლად მოვზილე, თითქმის სულ მიქსერით. მაგრამ ზურგი მტეხს. მაჯა მღრღნის და ნერვები მაქვს მოშლილი: ამოვა-არ ამოვა და ტელეფონებზე ლაპარაკით - ნახევარი თბილისი ერთად ვაცხობდით. |
Posted by: rtuli 1 Apr 2010, 01:12 | ||||
Peppi
რა ლამაზებია და წარმომიდგენია ელენეს გახარებული სახე . MAQSIMALISTKA
მომინდა ,ისე კარგათ გამოიყურებიან მოხარშულები |
Posted by: MAQSIMALISTKA 1 Apr 2010, 01:44 |
rtuli CZ88 Did_Giorgi მადლობა აქაური რჩევები ისეთი კარგები აღმოჩნდა კიდევ უნდა მოგმართოთ ძალიან მინდა გავაკეთო ქამა სოკო კეცზე სულგუნით, მაგრამ რადგან აქ ვერც სულგუნს ვიშოვი და ვერც კეცს. შესაძლებელია რომ რამე მიმსგავსებული ტაფაზე გავაკეთო მაცარელათი? თუ კი, რეცეპტიც ხომ არ გეგულებათ? |
Posted by: rtuli 1 Apr 2010, 01:53 | ||
MAQSIMALISTKA
მარტივია: ტაფაზე დააგდე კარაქი!და თავით მაღლა დაალაგე ქამა სოკოები ცოტა ჩააყარე თავებში მარილი,მოახეხე Mozzarella და ღუმელში შედგი მაღალ ტემპერატურაზე 240 გრადუსზე 15-20 წუთის მერე ჩაურთე გრილი რომ ყველი დაწითლდეს. |
Posted by: faustina 1 Apr 2010, 02:11 | ||
Baltimore
უიი, არ ვიცი... გოგოები ვგეტკვიან ... |
Posted by: rtuli 1 Apr 2010, 02:17 | ||
faustina
Asparagus-სატაცური |
Posted by: faustina 1 Apr 2010, 02:31 | ||
rtuli
|
Posted by: natali kalandadze 1 Apr 2010, 04:50 |
დღეს ვიქალე და ბორში და მაწვნის სუპი გავაკეთე წვნიანის ხასიათზე იყვნენ ბიჭები რა სატრაბახო ახლა ესაა, მარა პირველად გავაკეთე, აჩმიან-ფენოვანიან-ათასსხვაგემრიელობებიანად რა არ მაქვს ნაკეთები, მარა აი წვნიანები ჩემი საქმე არაა გემრიელი გამოვიდა ისე, დაჟე ქმარმა ჭამა პ.ს. და წითელი |
Posted by: lelukaa 1 Apr 2010, 09:56 |
ნამდივილი იტალიური პასტა ჩამომიტანა ქმარმა ფლორენციიდან და ამ განყოფილების ჯადოქრებს მინდა ვთხოვო მასწავლონ როგორ მოვამზადო |
Posted by: forever`s_NEVER 1 Apr 2010, 10:14 | ||
ჩემს ბავშვობაში, დიდ დღესასწაულებზე, სააღდგომოდ და საკურთხი სუფრისთვის ბიცოლაჩემი გამოაცხობდა პატარა ხაჭაპურებს, სამ ნიშნულს გაუკეთებდა სამების აღსანიშნავად, და "ლემზირი" ერქვა (სალოცავი პური). ღვთის სადიდებელ და სავედრებელ პურად ითვლება და შესაბამისად, გამოცხობისთანავე არ გვაჭმევდნენ. სალემზირე ხორბალი/ფქვილი ცალკე ჰქონდა ყოველთვის. ეს კვირა რითი გავდივართ მართლა არ ვიცი, არაფერი გაგვიკეთებია. გუშინ სააღდგომო ყვავილები გამოვაცხვეთ. ზოგი ალუბლის და ზოგიც ანანასის ჩირით გამოვტენე |
Posted by: Johnnie Walker 1 Apr 2010, 10:39 | ||
lelukaa
პასტა თვითონ არაფერი - მოხარშავ და ეგ არის. გააჩნია სოუსს... rtuli, მოუყევი, სპაგეტი როგორ კეთდება, შენზე უკეთ ეგ მაინც არავინ არ იცის არა, იქნებ იცის კიდეც ვინმე როზალიამ, სადმე, რომის შემოგარენში, მაგრამ საქართველოში შენზე დიდი მხეცი მაგ ამბის არ არსებობს. ასე რომ, მოუყევი, პასტას სოუსი როგორ კეთდება, ქენი კეთილი საქმე: მეუღლემ გოგოს ფლორენციიდან პასტა ჩამოუტანა |
Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2010, 11:03 |
გამხმარი პასტა, ძირითადად "Barilla":ს - ჭამს იტალიის დიდი ნაწილი მგონი. აქაც ბარილლა არის მთავარი ბრენდი. რამდენადაც ვიცი საქართველოშიც არის შემოტანილი და "ნამდვილი" რას ჰქვია? ნამდვილი არის ნედლი- მოხარშვამდე მოზელილი და დაჭრილი პასტა. არის ნახევრად ნედლიც- მაღაზიებში ყიდიან- ხმელს კი ჯობია, მაგრამ ახლად მოზელილს მაინც ვერ შეედრება |
Posted by: nite 1 Apr 2010, 11:20 | ||
aranormaluri
ეგ რა თქმა უნდა, baking powder გააჩნია ნამცხვარს, სოდაზე თითქმის ორჯერ მეტი უნდა გაუკეთო. და ზოგი ნამცხვრისთვის ეგ უკეთესია ვიდრე სოდა. |
Posted by: natali kalandadze 1 Apr 2010, 11:50 | ||
Johnnie Walker
სანამ მთელი საქართველოს მოსახლეობის დამზადებულ სპაგეტის არ გასინჯავ (ან მინიმუმ ჩემსას მაინც), ასეთ ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებ თუ შეიძლება პ.ს. რათქმაუნდა ქ-ნი რთულის კულინარობით მეც აღფრთოვანებული ვარ და სულ მინდოდა მეკითხა რა წონის ხალხი ყავს სახლში ამ გემრიელობების გადამკიდე |
Posted by: rtuli 1 Apr 2010, 12:02 | ||
natali kalandadze
იხუმრა ჯონიმ სპაგეტის მომზადება მხოლოდ ნამდვილმა იტალიელმა იცის,თან ისეთმა რომელიც საკუთარი ხელით ცომს ზელავს და რაღაც ნიუანსები მხოლოდ თვითონ იცის,მაგ პროცესის. ნამდვილი სოფლის პამიდვრით მომზადებული საწებელი-სოუსი+ცოცხალი ბაზილიკოთი+გემრიელი პარმეჟანოთი პ.ს. რატომღაც იქ იტალიის პატარა სოფელში მომინდა ყოფნა და ყურება მაგ პროცესის+ბოლოს დეგუსტაციით დაგვირგვინება |
Posted by: Solveig 1 Apr 2010, 12:03 | ||
forever`s_NEVER
შალვა დადიანის "თეთნულდი" გამახსენდა-[ცუდ ხასიათზე იმიტომაა, რომ] ლემზირმა აწყინა, უდროო დროს რომ ჭამაო |
Posted by: annak 1 Apr 2010, 12:07 | ||
Peppi
ძალიან ლამაზებია ბავშვებს მართლა ძალიან მოეწონებათ ასეთი ზომის ხაჭაპურები. |
Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2010, 12:11 |
კარგით ახლა, არაფერი განსაკუთრებული პასტის მოზილვაში არაა. მთავრია- დურუმის ჯიშის ხორბლის ფქვილი, ეზოში თავისუფლად მორბენალი ქათმის კვერცხი, თითებით გამოწურული ზეითუნის ზეთი და წკრილა მთის წყაროს წყალი. საწებელაში პატარა, მოგრძო პომიდვრები, რომელიც აკიდოებად არის ჯერ ცივად შებოლილი და მერმე სხვენში გამოკიდებული. სულ ესაა |
Posted by: rtuli 1 Apr 2010, 12:22 | ||
Dr_Zuzumbo
რა ცოტა ,,სდომებია,, სრული ბედნიერებისთვის ყველი გამოგრჩათ უი მართლა მაგ გემრიელობას,ანუ სპაგეტის დასაყოლებლად, კარგი+გემრიელი ღვინოც ჭირდება,ალბათ სახლში დაწურული და დაყენებული |
Posted by: lelukaa 1 Apr 2010, 12:27 |
Johnnie Walker მაშინ დიდი მოწიწებით გთხოვთ სოუსი მასწავლოთ |
Posted by: natali kalandadze 1 Apr 2010, 12:33 |
lelukaa ტაკს, მე რასაც ვუკეთებ ყველაზე ხშირად: ხახვი ზეთში მოშუშული, ტომატპასტა + ადუღებული წყალი რომ გათხელდეს, რომ წამოდუღდება მაიონეზი დაამატე ოდნავ ფერი რომ შეუცვალოს ისე. მარილი, პილპილი. ცალკე ტაფაში წვრილად დაჭრილ ხახვს ვშუშავ, ვაყრი ფარშს, ფარში რომ კარგად მოიშუშება ვურევ ზემოთ მომზადებულ სოუსში... ძალიან გემრიელია. |
Posted by: Solveig 1 Apr 2010, 12:41 | ||||
Dr_Zuzumbo
|
Posted by: rtuli 1 Apr 2010, 12:43 | ||
lelukaa
აი ძალიან კარგი რეცეპტებია და აირჩიე: http://forum.ge/?showtopic=33927685&f=&st=105entry7280375 http://forum.ge/?showtopic=33699464&f=&st=90entry5083224 მე მეორე ვარიანტი მიყვარს ძალიან Maccheroni alla bolognese |
Posted by: lelukaa 1 Apr 2010, 12:44 |
natali kalandadze rtuli გაიხარეთ ხალხო! |
Posted by: mariaa 1 Apr 2010, 12:44 |
svani67 nite აი რეცეპტი კოლოკოტეს-გოგრის ღვეზელი ცომი: 4ჭ ფქვილი ცოტა მარილი 2ჩ/კ baking powder 1/2ჭ ზეთი 1ჭ წყალი შიგთავსი: 5-6 ჭიქა პატარა კუბიკებად დაჭრილი გოგრა 1ჭ ბურგული 1/2ჭ ზეთი+ცოთა ზეითუნის ზეთი 1ჩ/კ დარიჩინი 1ჩ/კ მარილი ცოტა პილპილი 1-2ჩ/კ შაქარი 1ჭ ქიშმიში მომზადება: შიგთავსის მასალას ურევთ ერთმანეთში,2-3ჯერ ამოურევთ და თავდახურულს აჩერებთ მთელი ღამის განმავლობაში,ქიშმიშის გარდა. ცომის მოსაზილად ათავსებთ ფქვილს,მარილს,baking powder_ს და ზეთს.მერე კი წყალს რამდენსაც შეიზელს,1ჭიქა დაჭირდება. ცომს ნახევარი საათით გააჩერებთ გადაფარებულს. სანამ ცომს გაშლით,მანამდე ქიშმიში ჩაუმატეთ შიგთავსში. გაშლით ცომს ძალიან თხელი არ უნდა იყოს.გამოჭრით მრგვალ ფორმებად და 2ს/კ შიგთავსს ჩადებთ ერთ მხარეს,მეორეს კი გადაკეცავთ.დააჭერთ გვერდებს რომ კარგად დაეკრონ ერთმანეთს. შიგთავს რამოდენიმეჯერ ამოურევთ რომ ზეთი ძირზე არ დაჯდეს. გახურებულ ღუმელში(როგორც ყოველთვის)ვდებთ 150გრადუსზე 35-45წუთი ან სანამ ფერს არ მიიღებს. ამ რეცეპტით გამოდის დაახლოებით 20-25ცალი კოლოკოტეს. 1/2ჭიქა ვერმიშელიც შეგიძლიათ დაუმატოდ..უხდება. ცომის გასაშლელად სპეციალური პასტა-დანადგარის გამოყენებაც შეიძლება. enjoy... * * * ეს კი წინა დღეებში მომზადებული ვაშლის მუსი http://www.radikal.ru |
Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2010, 13:06 |
იტალიაში პირველად 1983 წელს ვიყავი, "კაკრაზ" პარმას მიდამოებში. ჰოდა "სუვენირები", რაც ხელს წამოვაყოლე იყო: პარმეჯანოს დიდი ნაჭერი, პარმული შაშხის დიდი ნაჭერი და ხელით დამზადებული თოჯინა, რომელსაც ხელითვე შეკერილი ტანისამოსი მოსავდა. ყველის მაღაზია, სადა პარმეჯანო შევიძინე, ძველი შენობის პირველ სართულზე იყო, ჭერი ისეთი მაღალი, რომ პარმეჯანოს უზარმაზარი თავებით დახუნძლული თაროები სადღაც სიბნელეში იკარგებოდენ- მოკლედ, სამოთხე გამყიდველმა აგვიხსნა, რომ შაშხსა და ყველს მათი შეფი ყიდულობს სოფლებში, ადგილობრივი გლეხებისაგან- თავისი ფეხით ჩამოუვლის ხოლმე. ესპანური შაშხიც არაა ცუდი- განსაკუთრებით იმაზე ვკაეფობ ხოლმე- პატარა რესტორნებში ჭერზე როა ჩამოკიდებული და ქვეშ ცხიმის საწვეთი ჭურჭელი რომ ჰკიდია |
Posted by: nite 1 Apr 2010, 13:09 |
mariaa მადლობა. ძალიან ადვილი ჩანს, |
Posted by: lelukaa 1 Apr 2010, 13:34 |
Dr_Zuzumbo ჩემმა ქმარმაც მთელი ბიუჯეტი პარმეჯანოს, შაშხს, პასკებს და პასტას მიაფშვნა |
Posted by: Solveig 1 Apr 2010, 14:19 |
ვაიმე, რომ არ დამწერა, არ შემეძლო 1957 წელს ბი-ბი-სის ტელეშოუში გამოცხადდა, რომ არნახულად თბილი ზამთრისა და ახალი ქიმიკატის წყალობით, რომელმაც მავნებლები გაანადგურა, შვედმა ფერმერმა მაკარონის ჩინებული მოსავალი მიიღო. ტელევიზიაში უამრავმა დარეკა კითხვით, როგორ მოეყვანათ შინაურ პირობებში სპაგეტი. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/18552-yvelaze-cnobili-sapirvelaprilo-khumrobebi.html |
Posted by: nite 1 Apr 2010, 14:48 | ||
Solveig
სხვათა შორის არა მარტო გამოაცხადა არამედ აჩვენა კიდეც შვედი გლეხი ქალები როგორ კრეფდნენ ხეებიდან გრძელ სპაგეტებს. http://www.youtube.com/watch?v=27ugSKW4-QQ&feature=related |
Posted by: Solveig 1 Apr 2010, 15:00 |
nite ვაიმეეე ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა |
Posted by: BadbadGirl 1 Apr 2010, 15:41 | ||
შვეიცარიაა. შვედები არ არიან მასეთი ჩაინიკები :შვედების დაცვის სმაილიკი: |
Posted by: nite 1 Apr 2010, 15:47 | ||
BadbadGirl
ბიბისი რომ გაჩვენებს ძნელია არ გაჩაინიკდე |
Posted by: Girl From Villa Villekulla 1 Apr 2010, 15:52 | ||
საპირველაპრილო ხუმრობა იყო, როგორც ვიცი |
Posted by: nite 1 Apr 2010, 15:57 | ||
Girl From Villa Villekulla
კი, ნამდვილად |
Posted by: ბურზო 1 Apr 2010, 16:07 | ||||
შენკსენ გაცილებით სუფთა მოდის მტკვარი, თუ ტოჟე ზოოპარკის სუნი ასდის ზაფხულობით? |
Posted by: sofia_bad 1 Apr 2010, 16:25 | ||
შენ გაიხარე,რა გულიანად ვიცინეე |
Posted by: Did_Giorgi 1 Apr 2010, 16:43 | ||||
ბურზო
|
Posted by: Peppi 1 Apr 2010, 18:02 |
ვინამუსე და ცხოვრებაში პირველად შევუდექი "პასკის" მზადებას რა გამოვა ვნახოთ, ცომად გებრიელია . . რამდენიმე რეცეპტი ავურიე ერთმანეთში+მეც რაღაც ჩავაკვეხე და იმედია "არ შემარცხვენს" ... პ.ს. პასტა-ბოლონეზე მოვამზადე კიდევ, თან ისე, როგორც მხოლოდ იტალიის რჩეული შეფ-მზარეულები ამზადებენ |
Posted by: August 1 Apr 2010, 19:19 |
............................................................................................................................................... |
Posted by: svani67 1 Apr 2010, 20:32 |
mariaa მადლობა არ ყოფილა რთული გასაკეთებელი. |
Posted by: kukurukuku 1 Apr 2010, 21:12 | ||
mariaa
რეცეპტი რაააა |
Posted by: Peppi 1 Apr 2010, 22:50 |
kukurukuku აი, www.perfectcook.org-ზე http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=206&Itemid=55 |
Posted by: UK_addicted 1 Apr 2010, 23:27 |
გამარჯობათ საქონლის ხორცის და ბოლოკის სალათა რომ არის, იმას ამ 2 ინგრედიეტის გარდა რა უნდა? მადლობა წინასწარ |
Posted by: Peppi 1 Apr 2010, 23:54 | ||
UK_addicted
აი, n_j-ის რეცეპტით http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=201&Itemid=55 |
Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 00:15 |
ცომი მოვზილე – ჯერჯერობით ყოველგავრი გართულების გარეშე როგორც ვხვდები, ლეგენდები პასკის მოზელვის სიძნელეებთან დაკავშირებით ჰიპერბოლიზირებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს საბოლოო დასკვნას ხვალ დავდებ |
Posted by: Peppi 2 Apr 2010, 00:43 | ||
WOMAN IN LOVE
მე მიქსერით ავთქვიფე ყველაფერი, მერე ფქვილი შევაზილე მხოლოდ ხელით, უფაფუკესი ცომი იყო . . მემგონი, მე და შენ სხვა რაღაცას ვაცხობთ .. |
Posted by: tamuna_mpt 2 Apr 2010, 01:10 |
დღეს გავაკეთე ბანანის კექსი პირველად . ისე არ ამოვიდა როგორც მინდოდა .. არადა თითქოს არაფერი არ დავაკელი : ( მაინც ძალიან გემრიელი გამოვიდა |
Posted by: nite 2 Apr 2010, 13:13 | ||
tamuna_mpt
ძალიან არც ამოდის, მკვრივი ფაქტურის კექსია, ნუ მე რა რეცეპტითაც გამოვაცხე მკვრივი იყო, მაგრამ გემრიელი. და ნიგოზი უხდება სასწაულად დღეს ვაპირებ შევება პასკას, მართალია პატარა ფორმები არ მაქვს. მაგრამ დიდი ნამცხვრის ფორმებში გამოვაცხობ თანაც ბევრს არც ვაკეთებ |
Posted by: tavadze 2 Apr 2010, 14:18 | ||
nite
პასკის ფორმები დღეს დავინახე ვაგზალზე. ყვავილებს რომ ჰყიდიან, იქ იყო ეგეც. პირდაპირ ყვავილების გამყიდველებში ედგა ვიღაცას მაგიდა და მაგგვარ რამეებს ჰყიდდა. |
Posted by: tasikuna-taso 2 Apr 2010, 17:57 |
ასეთი სიწყნარე და ამხელა პაუზა ამ განყოფილებაში ჯერ არ ყოფილა. ჩვენი გოგოები სადღესასწაულოდ ფუსფუსებენ ალბათ საამზარეულოებში და სიამოვნებით ველოდები მათი შედევრების ხილვას. |
Posted by: WOMAN IN LOVE 2 Apr 2010, 23:33 |
აქაც დავდო ჩემი პასკუნიები მორჩა! ამიერიდან პასკას აღარ ვიყიდი ამ სიამოვნებას არ მოვიკლებ http://www.radikal.ru |
Posted by: ბესიკის26 2 Apr 2010, 23:48 | ||
WOMAN IN LOVE
სავსებით მართალი ხარ.ნამდვილი სიამოვნებაა პასკების ცხობა.მე მაგისთვის 1კვირით ადრე ვემზადები და განვიცდი მაგ სიამოვნებას. |
Posted by: miau 2 Apr 2010, 23:56 | ||
WOMAN IN LOVE
აბა რააა auau - ს ნაშრომი : ნიგვზის გულსართიანი პასკა. * * * WOMAN IN LOVE მშვენივრები გამოსულა! ბრავო ვუმენ! |
Posted by: აღასპერი 3 Apr 2010, 00:07 |
ჩემი უნიკალური რეცეპტით კარტოფილის საშობაო ინდოური, ანუ სტაფილოს იმპერია: http://www.zur.ge/2010/04/mrs.html |
Posted by: WOMAN IN LOVE 3 Apr 2010, 00:25 |
ბესიკის26 შენ რომ ნახო ჩემთან რა ჟრიამულია ახლა უკვე იმას ვფიქრობ, სად დავმალო პასკები აღდგომამდე miau ეგ რანაირია, ქეთი? ტორტს უფრო გავს აღასპერი ზურიკო, შენ სულ აიწყვიტე ამ ბოლო დროს RESTAURANT CITY -ს გამოცდილება მაინც თავისას შვრება რა |
Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 00:29 | ||
WOMAN IN LOVE
ჰმ,მე კარადის თავზე მიწყვია პარკებში ჩაწყობილი და ბავშვები უყურებენ "მელია და ყურძენივით" კვერცხები ხომ ძლივს გადავარჩინე. |
Posted by: აღასპერი 3 Apr 2010, 01:14 |
WOMAN IN LOVE :* აბაა |
Posted by: rtuli 3 Apr 2010, 01:18 | ||||||
აღასპერი
ნაშრომს რესპეკტი! აი გემრიელად მაცინა ბოლო სურათმა შენს ბლოგზე ,არმოველოდი გაიხარე! დღეს იმდენი ვირბინე+გადავიღალე და შენმა სურათმა გამომაფხიზლა . miau
რა საინტერესოა და სიმპატიჩნი WOMAN IN LOVE
კაი გოგო,მიეცი მიირთვან ბავშვებმა,კიდევ გამოუცხობ აი მე სამი საშვალო ზომის გამოვაცხე პასკა და ხვალ ნიგვზის რულეტს ან ყვავილს მოვამზადებ,თიკოს უყვარს ძალიან დღეს კი აი ეს თევზი მოვამზადე ბოსნეულის მარინადით: http://www.radikal.ru |
Posted by: აღასპერი 3 Apr 2010, 01:21 |
rtuli |
Posted by: nanana 3 Apr 2010, 12:25 | ||
rtuli
ძAლიან უხდება თევზს სტაფილოს მარინადი დღეს შევუდექი შენი რჩევით შუებიანი ტორტის ცხობას. 2 ბრაუნის ფენა გამოვაცხვე უხვად მარილიანი ფისტაშკებით. შუებს ალუბლით გამოვტენი, თეთრი შოკოლადი გაწყდა ქალაქში. ეხლა გაშვებული მყავს მსტოვრები სურათს დავდებ ხვალ |
Posted by: elizaveta 3 Apr 2010, 12:33 |
არ ვიცი სად ვიკითხო და ბარემ აქ დავწერ სალათისთვის სოუსი ცოტა სქელი რომ გამოვიდეს, მაიონეზი-არაჟანი რა პროპორციებით უნდა აირიოს? |
Posted by: rtuli 3 Apr 2010, 13:01 | ||||
nanana
როგორ უხდება მარილი შოკოლადს გემოს 100-ჯერ უმძაფრებს. სარათებსაც სიამოვნებით ვნახავ elizaveta
სქელი არაჟანი+მაიონეზი 50/50-ზე აურიე |
Posted by: Peppi 3 Apr 2010, 13:27 | ||
აღასპერი ამას ვის ვხედავ სად დაგვეკარგე? nanana
სურათები გადაუღე და რეცეპტი მოაყოლე ჩემთვის პლზ შენ გაიხარე შოკოლადის ლავისთვის - გაყინული მიდევს თითქმის სულ და ვინმე რომ მოდის სულ გემრიელი ნამცხვარი მაქვს სახლში თან სილიკონის პატარა ჭიქები ვუყიდე და ისე მარტივად ცხვება - გადმოდის, რომ ცხობაც კი უმარტივესი გახდა |
Posted by: nanana 3 Apr 2010, 13:30 | ||||
Peppi
მიხარია ძალიან rtuli
კი კი აუცილებლად) მადლობა შთაგონებისთვის |
Posted by: WALLON 3 Apr 2010, 14:14 |
აღდგომისთვის ვემზადებით და დღეს სოუზზე გადავიარეთ, მაგრამ კაი ცხარე მე რომ მიყვარს ისეთი http://www.radikal.ru |
Posted by: tasikuna-taso 3 Apr 2010, 14:57 | ||
ეს რა არის? რაღაც პრაქტიკული ჩანს |
Posted by: Johnnie Walker 3 Apr 2010, 14:59 | ||||
lelukaa
მოკლედ, საქონლის ფარში უნდა შეწვა წვრილად დაჭრილ ხახვში, სასურველია - ზეითუნის ზეთში, ცოტა შავი პილპილით. რომ შეიწვება და გემოს რომ გაუსინჯავ, გემრიელი უნდა იყოს. მერე უნდა დაუმატო კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი და იმასთან ერთად თუთქო, თან დაუმატე ზეითუნის ზეთი, არ დაზოგო , ასე 15-20 წუთი. ბოლოს, შენთვის სასურველ კონსისტენციას რომ მიიღებს, უმატებ peperoni-ს (ჩვენ პირობებში - გრძელ, რგოლებად დაჭრილ კახურ წიწაკას), მარილს, დანაყულ ქინძს, ნიორს, მამაპაპურად, მაგრამ ეს ყველაფერი სულ ბოლოს, ფარში პომიდორში რომ ამოიღვენთება ("ამოღვენთვაში" ვგულისხმობ პომიდორის წვენის ისეთ ამოშრობას, როდესაც ყველაფერი "საწებელის" დონემდე შედედდება და აღარ იქნება წყალივით თხელი) სოუსი უნდა გამოვიდეს ცხარე. თუ აკლია (ცხადია, შენი წარმოდგენით) წიწაკა ან მარილი - დაუმატე. პარმიჯანოც უყავი, მაგრამ თუ არა გაქვს - ქვეყანა არ დაიქცევა, გამოყვანილი სულუგუნი დაახეხე ხო, თუ გაქვს მონტეპულჩანო ანდა კიანტი, 2-3 სუფრის კოვზი მოუხდება ისე, რომ მეუღლე იგრძნობს ნეტარებას ისე, ნახევარი ჭიქა მუკუზანიც იგივეს აგრძნობინებს, პრობლემა არ არის ხოდა ეგაა შენი სოუსი. მოხარშე Grandi Molini Italiani მარილიან წყალში და თეფშზე რომ გადმოიღებ ქაფქირით, ეს ყველაფერი ზემოდან დაასხი. ყველა პროპორცია გემოზე. მიირთვი ბედნიერად, თუ გასუქების არ გეშინიათ - ღმერთმა შეგარგოთ ორივეს * * * და თუ ამას ყველაფერს სადილისას 1 ჭიქა იტალიურ წითელ ღვინოსაც დააყოლებთ, გამიხსენეთ მე, Johnnie Walker, რომელსაც ძალიან უყვარს იტალიური სამზარეულო * * * natali kalandadze
მე ხომ ჩემი საკუთარი სახელით ვაკეთებ ამ განცხადებებს და ობიექტური ჭეშმარიტების პრეტენზია ხომ არ მაქვს? ასე რომ ქ-ნო natali kalandadze, ნება მიბოძეთ, ჩემი საკუთარი სახელით ის განცხადებები ვაკეთო, რაც მომესურვება, OK? |
Posted by: kukurukuku 3 Apr 2010, 17:16 |
rtuli შენ რომ ტორტი გააკეთე ისევ იმას ვაკეთებ, ალუბლებით და გათქვეფილი ნაღებით, ოღონდ ამჯერად ბისკვიტი მაქვს თეთრი და ვიფიქრე კრემი გავაკეთო ყავისფერი და მაინტერესებს კაკაო რომ შევურიო თქვეფის დროს ნაღებს ხომ არ გააფუჭებს? წინასწარ დიდი მადლობაააააა პასუხისთვის და გილოცავ აღდგომის დღესასწაულს |
Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 18:32 |
kukurukuku რტულიც გიპასუხებს ამაზე,მაგრამ მე ასე ვიცი და გამიგონია ნაღების "გაშოკოლადება".საჭირო რაიდენობა ნაღებს გაათბობენ და შიგ ნელნელა ჩაადნობენ შავ შოკოლადს.მერე ეს მინიმუმ 6 საათი მაცივარში უნდა შედგა და მერე ჩვეულებრივ გათქვიფო +პუდრა. |
Posted by: WOMAN IN LOVE 3 Apr 2010, 18:37 | ||
rtuli
ქმარი უფრო ემტერება მაგარი პასკები გამოგსვლია, და საერთოდ, ვამაყობ ჩვენი კულგანყის იუზერებით |
Posted by: The_Man 3 Apr 2010, 18:41 |
კექსის გამოცხობას ვაპირებ და ერთი კაი რეცეპტი მომეცით რაა მეუღლეს მინდა სიურპრიზი გავუკეთო |
Posted by: rtuli 3 Apr 2010, 18:46 | ||||||
kukurukuku kukurukuku
კაკაო არა მაგრამ ორი მეტოდია: პირველი
დაგიწერა მეორე უფრო სწრაფია გაადნობ ორთქლის აბაზანაზე შოკოლადის ფილას და როცა სეგრილდება და ჯერ კიდევ გამდნარ მდგომარეობაშია ,ათქვეფილ ნაღების მასას შეურევ სწრაფად WOMAN IN LOVE
შარშანდელთან შედარებით ,წელს ბევრმა იყოჩარა+ბევრი საინტერესოც გავიგეთ. პ.ს. წეღან ნათესავი შემხვადა და მეუბნევა რადიოსი შენი ხმა გავიგე,ბოლომდე ვუსმინე გადაცემას და როცა გვარი ამოიკითხეს დავრწმუნდი ჩემს ვარაუდშიო მესიამოვნა რომ, ხმა ისევ ისეთი მქონია როგორც რეალში |
Posted by: WOMAN IN LOVE 3 Apr 2010, 18:52 |
The_Man გამოცდილი რეცეპტია http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1440entry12721134 სხვა რეცეპტებს კი აქ ნახავ და აარჩიე http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416246 rtuli წარმომიდგენია ნათესავის რეაქცია |
Posted by: The_Man 3 Apr 2010, 18:55 | ||
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა ყურადღებისთვის კარგი გოგო(ქალბატონი) ხარ,გაიხარე |
Posted by: აღასპერი 3 Apr 2010, 22:00 |
Peppi აქ ვარ, აქ, შორიდან გიყურებთ და მოცლილობის ჟამს ვკულინარობ როგორ ხარ? |
Posted by: Romina 3 Apr 2010, 22:20 |
გამოვაცხვე სააღდგომო გვირგვინი გაბრტყელდა ძალიან და უშნო გამოვიდა, მაგრამ პირველ ჯერზე არა უშავს იმედი მაქვს გემრიელი მაინც იქნება. * * * კიდევ აღმოვაჩინე რომ სიმეტრიის დაცვის უნარი არ მაქვს |
Posted by: rockataka 3 Apr 2010, 22:36 | ||||||
rtuli
მიმზიდველია! მომეცი აბა რეცეპტი და დავაჭაშნიკებ WALLON
გაროხი ძალიან უხდება Romina
მეტი დარდი არ მოგცეს ღმერთმა! მშვენივრად გამოიყურება! |
Posted by: auau 3 Apr 2010, 22:56 | ||
WOMAN IN LOVE
იმდენნაირი ფორმის გამოვაცხე, რამდენზეც ფანტაზია გამწვდა. გამოვაცხე ტრადიციული ფორმის კულიჩები მინანქრით და უმინანქროდ, ნიგვზისა და ნუშის გულსართიანი სხვადასხვა ფორმისები - ზოგი ღვეზელის, ზოგი კულიჩის, ზოგიც ფუნთუშების ფორმის... მოკლედ 2 დღე შევწირე ცხობას და საშინლად დავიღალე. რეცეპტმა ზალიან გაამართლა. ეს არის უკვე დიდი ხნის აპრობირებული რეცეპტი, რომელიც ერთმა მაგარმა კულინარმა მასწავლა, თავად უკვე მობეზრდა და არ აცხობს მეც მალე ეგ მელოდება გამოვიყენე სოფლის რძე, კუმისის კვერცხი, ირანული მშრალი საფუარი, მარგარინისა და ერბოს ნაზავი, ილი, მუსკატი და რაც მთავარია, შეუცვლელი "მზეკაბანი" ! ტოსკა, გესმის? რეცეპტი ვისაც დააინტერესებს, სიამოვნებით გავუზიარებ ყველა ნიუანსს ისე, რაც ვნახე, ყველას კარგად გიმუშავიათ |
Posted by: upwave 3 Apr 2010, 23:28 |
Romina მე კიდევ ძალიან გრძელი და შესაბამისად დიდი რკალი გამომივიდა გემო ჯერ არ ვიცი, ველოდები აღდგომას |
Posted by: klubnika 3 Apr 2010, 23:30 |
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: meluzi 3 Apr 2010, 23:42 |
აქაც დავდებ ჩემს ყვავილს.. მიხარიიიაა დაა სიმხურვალე ვერ მოვზომეე ცოტა დასკდა მაგრამ მაინც ლამაზიაა |
Posted by: ბესიკის26 3 Apr 2010, 23:57 |
auau მომეწონა შენი პასკა.ფუმფულა ჩანს.თან რა მრავალფეროვანი სახეობები გაგიკეტებია, მაინტერესებს შემადგენლობა და მსვლელობა თუა რამე განსაკუთრებული |
Posted by: rtuli 4 Apr 2010, 00:11 | ||||||
Romina
არაუშავს ნამდვილად,მთავარია გემრიელი იყოს ისე,დააცადე 30 წუთი რომ ამოსულიყო და მერე გამოაცხე? upwave
ბევრი კვერცხი დაეტევა meluzi
მეც მოკლედ თქვენი ყვავილით შთაგონებულმა მეც გამოვაცხე ცომი იგივე რეცეპტით გულსართი სხვადასხვაა ყველგან+ფორმაზეც ვიზრუნე http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ამის გარდა მოვამზადე კორკოტი თაფლით+ნიგვზით ,შვილის შეკვეთით. საცივი,ფხალი,სოკო. ბაზარში შევიძინე სუპერ ბატკნის ხორცი და ხვალ გემრიელ ჩაქაფულს მოვამზადებ ქრისტე აღსდგა იხარეთ იბედნიერეთ!!! |
Posted by: ბესიკის26 4 Apr 2010, 00:36 |
rtuli აი ნახელავი!!!!გაიხარე |
Posted by: faustina 4 Apr 2010, 01:05 | ||
rtuli
ჭეშმარიტააად!!!! მოკლედ შენს ნახელავზე უკომენტაროდ!!! მე კი შემოგტავაზებთ პატარა გამოფენა აღდგომის თემაზე http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 4 Apr 2010, 01:22 | ||
faustina
ზგინ კონკურენტნაია სილა რა სილამაზეა |
Posted by: CZ88 4 Apr 2010, 01:27 |
faustina ყოჩაღ, ძალიან ლამაზებია ზემოდან მე-4 სურათმა მომხიბლა განსაკუთრებით. მაგის შესახებ გიწერია სადმე? ძალიან საინტერესო რაღაც ჩანს. |
Posted by: tikunia-teiko 4 Apr 2010, 03:27 |
faustina ვაუ... რა ძალიან ლამაზებია. აი მეოთხე სურათზე რომ გალზური აქვს მოსხმული, როგორაა გაკეთებული? ძალიან სქელი და ბრწყინავია * * * rtuli არც კი ვიცი რა ვთქვა? ხელი გაქვთ ნუ....... სუპერ P.S. ზემოდა ასე რანაირად არის შებრაწული და პრიალა? კვერცხი უსვია?rtuli |
Posted by: shumeri 4 Apr 2010, 04:23 |
ქრისტე აღსდგა..... ჭეშმარიტად აღსდგა. გილოცავთ ყველას..... დღეს და გუშინ დავაცხვე პასკები რთულის და აუგუსტას რეცეპტებით და ორივე რეცეპტმა მოლოდინს გადააჭარბა, კიდევ ხაჭოს პასხა გავაკეთე და ბატკნის უგემრიელესი ჩაქაფულიც... ახლა კი ეკლესიიდან მოვედი და მოსალოცად შემოვირბინე ფორუმში, რომ გათენდება და კარგად გამოვიძინებ, სურათებსაც დავდებ.... კიდევ ერთხელ გილოცავთ და მრავალ აღდგომას დაესწარით.... |
Posted by: natali kalandadze 4 Apr 2010, 06:37 |
OMG.. რთულის სურათები ვნახე და გამოვშტერდი ესეიგი, მეგონა სადღაც 50 პლიუს ასაკის წინსაფარაფარებული, თავწაკრული ქალბატონი და თურმე... რისპექტ |
Posted by: sofia_bad 4 Apr 2010, 11:51 |
ქრისტე აღსდგა!!! უფალი იყოს ყველა თვენთაგანის მფარველი! ეს კი ჩემი პირველი ნახელავი http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 4 Apr 2010, 12:16 | ||||
rtuli CZ88 tikunia-teiko დიდი მადლობა
პეჩენიებზე ამბოობ? ტუ პასკის გლაზურზე?
პეჩენიებია, გამომცხვარი კი კვემოტ რომ სურათია ის არის, ძალიან გემრიელია რეცეპტსაც მოგვიანებით დავდებ |
Posted by: Addict 4 Apr 2010, 13:35 |
სურათი არ გადამიღია. გავაკეთე კრაბის სალათა რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს <3 |
Posted by: faustina 4 Apr 2010, 14:57 |
tikunia-teiko CZ88 http://forum.ge/?showtopic=34069529&view=findpost&p=18855222 |
Posted by: tos-ka 4 Apr 2010, 15:18 |
http://www.radikal.ru ეს ჩემი პირველი ცდაა. არაუშავს გამომივიდა. ჯერჯერობით საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ ესეც პასკა http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 4 Apr 2010, 15:30 |
tos-ka ძალიან ლამაზია სპეციალური დანებია ხომ ხილის დასაჭრელად? დღევანდელი სადილი რისოტო ქათმის მკერდითა და ბოსთნეულით... http://www.radikal.ru ტყუილი ჩაქაფული ტყემისა და ახალი ტარხუნისა და ხახვის ფოჩების გარეშე |
Posted by: tikunia-teiko 4 Apr 2010, 19:15 | ||
პასკაზე ვამბობ |
Posted by: MAQSIMALISTKA 4 Apr 2010, 19:17 |
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! rtuli მადლობა და მორიდებით კიდევ ერთი შეკითხვა 240 გრადუს ცელსიუსზე თუ ფარენგეიტზე? |
Posted by: faustina 4 Apr 2010, 19:27 | ||
tikunia-teiko
შოკოლადის ""ღილები"" შევიძინე და წყლის ორთქლზე გავადნე მორევით, დავუმატე ცოტა რძე და კარაქი. გააჩნია რა სისქის გლაზური გინდა , იმის მიხედვით ამატებ რძეს და კარაქს მოვასხავთ და დავაცდით რომ გამაგრდეს |
Posted by: tikunia-teiko 4 Apr 2010, 19:57 |
შოკოლადის ""ღილები"" შევიძინე და წყლის ორთქლზე გავადნე მორევით, დავუმატე ცოტა რძე და კარაქი. გააჩნია რა სისქის გლაზური გინდა , იმის მიხედვით ამატებ რძეს და კარაქს მოვასხავთ და დავაცდით რომ გამაგრდეს დიდი მადლობა * * * http://www.radikal.ru ეს ჩემი დღევანდელი ბლომანჟე |
Posted by: Girl From Villa Villekulla 4 Apr 2010, 20:11 |
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! მრავალს დაესწარით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი დღეს ბევრი რამე გავაკეთე, ჩაქაფული Johnnie Walker -ის რეცეპტით , ოღონდ თეთრი ღვინო არ მქონდა, წითელი იყო მარტო ხოდა წყალი გავუკეთე მარა, მაინც გემრიელი გამოვიდა კიდე გავაკეთე ტოლმა, ჩახოხბილი, დამატებით კვერცხები შევღებე, ჭარხალი ტყემალში, სომხურ ლამავში გახვეული ქათმის სალათა სტაფილოთი და შემდეგ შემწვარი ტაფაში (ბლინჩიკებივით) ახლა ფენოვანი ცომის მოზელვას ვაპირებ, ტარხუნის პეროგი უნდა გავაკეთო, ოღონდ ნახევარ პორციას გავაკეთებ, მეორე ნახევარში ტოლმისგან მორჩენილ ფარშს ჩავდებ. ხო ყოჩაღი გოგო ვარ სურათები არ გადამიღია, იმდენად ბანალურია ყველაფერი, თქვენს მიერ დადებულ სილამაზესთან, მაგათ როგორ გამოვაჭენებდი |
Posted by: CZ88 4 Apr 2010, 20:15 | ||
Girl From Villa Villekulla
ნამდვილად ხარ და ამ სუფრის გარეშეც იყავი ყოჩაღი გოგონები ხართ. ულამაზესი სუფრები გაგიწყვიათ |
Posted by: aranormaluri 4 Apr 2010, 21:05 |
დღეს გავაკეთე შვრიის ნამცხვარი, აქაური რეცეპტით. ძალიან ტკბილები და გემრიელებია. თან სულ თვალის ზომით ვაკეთე. ცოტა ბაბაჯანებია მაგრამ გემრიელია http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: cheshire cat 4 Apr 2010, 21:13 | ||
http://gotovim-doma.ru/view.php?r=351-recept-Keks-SHokoladnyi აი ეს რეცეპტიც გამოცდილი მაქვს. ძალიან მარტივია, გამოუცდელი ხელიც იოლად გაართმევს თAვს, გასარეცხიც სულ ერთი ქვაბია, +ერთი თEფში(მეუღლეს სუფთა სამზარეულო რომ დაახვედროთ) ნამდვილად გააოცებთ და ასიამოვნებთ |
Posted by: miau 4 Apr 2010, 23:39 | ||
ჩვენი დღევანდელი მენიუ: ქათამი არაჟანსა და რძეში; ბატკნის ჩაქაფული; ტოლმა წითელი და თეთრი კომბოსტოს ბოთოლში; ნიგვზიანი ლობიო; ნიგვზიანი კომბოსტოს რულეტი; ორნაირი სალათა; ჭარხალი ტყემალში; მოხარშული ღორის ხორცი; კარგი გუდის ყველი (ვიღაცეებს თათრულ მარაზმში რომ ერევათ, ეგ არა ) კექსი ქიშმიშით,მდნარი ყველით და ხაჭოთი; პასკები და წითელი კვერცხები. Girl From Villa Villekulla
+1 |
Posted by: CZ88 4 Apr 2010, 23:59 | ||
miau ყველაზე მეტად ეს მინდა 6 წლის წინ გეახელით ბოლოს ტყემალს, მეგობარს გამოუგზავნეს |
Posted by: rockataka 5 Apr 2010, 01:22 | ||
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ჭეშმარიტად! გილოცავთ!! |
Posted by: SeNioRiTa* 5 Apr 2010, 03:31 |
rtuli ვაიმე რა მაგრებიაააააააააააააააააააააა faustina რა ლამაზი პასკაა, მომინდა |
Posted by: tos-ka 5 Apr 2010, 08:24 | ||
faustina
ეჰ, ეგ დანები ჩემი ტკივილია ჩვეულებრვი სამზარეულოს თხელი დანით "ვიჯადოქრე" |
Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 14:25 |
ვაკეთებ პასკაააააააააას პირველად ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, ინტუიციით თუ გამოვა ხო გამიხარდება, თუ არ გამოვა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ ხოდა დროჟი რომ მოვამზადე აფუვდა მალე და გადმომივიდა ახლა ცომი უკვე მოზელილია, თხელი კონსისტენცია აქვს კექსივით და არა პურივით დაველოდები პირველ ამოსვლას და მერე გადავზილავ გამხმარ ხილში პ.ს. პერგამენტი გავმაზო? თუ ისე რომ ჩავუფინო ქვაბში არაფერი მოუვა? |
Posted by: nite 5 Apr 2010, 14:55 | ||
BadbadGirl
მე მარტო ძირზე ჩავუფინე, გვერდდებზეც და ძირზეც ბლომად მოვუსვი კარაქი და ისე გამოვაცხე, არ მიკვრია საერთოდ. |
Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 15:02 |
მასე ვიზავ. გვერდებზე დასჭირდება ჩაფენა იმიტომ რომ დაბალი ქვაბებია და არ მინდა გადმოვიდეს ჯერ თუ ამოვიდა საერთოდ ცომი. |
Posted by: nite 5 Apr 2010, 15:04 | ||
BadbadGirl
მე საცხობი ფორმის მესამედი ჩავდე თითოში და არ გადმოსულა, თან პატარა ფორმები იყო და ბევრი სEვყარე ერთ ჯერზე. აქამდე სულ მაშინებდნენ პასკის ცხობას ერთი ამბავი უნდაო და მარტივი ყოფილა, ამიერიდან მე გამოვაცხობ ხოლმე |
Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 15:09 |
nite აბა როგორი გამოგივიდაააააა? პირველად არ ვაცხობ რამდენჯერ მაქვს გამომცხავრი არც კი ვიცი, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვანაირად ვაცხობ. საცხობ ფორმებს ვიყენებდიაქამდე, ახლა პირველად ვიყენებ ქვაბს, იმიტომ რომ ცოტა პატარა ზომის მინდა, აქეთ იქით წასაღებად |
Posted by: nite 5 Apr 2010, 15:19 | ||
BadbadGirl
მე ბევრი ფორმა მქონდა, წვრილები და მაღლები , ამიტომ იმის პრობლემაც არ იყო რომ გადმოსულიყო, მიუხედავად იმისა რომ კარგად ამოფუვდნენ. |
Posted by: n_j 5 Apr 2010, 16:05 |
დღევანდელი არ არის მაგრამ მაინც: http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ყველას გილოცავთ აღდგომას! |
Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 17:17 | ||
nite
აააააააააააა, ახლა მივხვდი რომელ ფორმებზე ამბობ. არ მასეთი რომები არ მაქვს, ჩვეულებრივ ნამცხვრის (ტორტის) ფორმებში ვაცხობდი ხოლმე |
Posted by: WALLON 5 Apr 2010, 17:39 |
ყველაზე მეტად სააღდგომო სუფრიდან მომეწონა თოხლის ბარკალი, რომელიც ჩადნა პირში http://www.radikal.ru |
Posted by: nite 5 Apr 2010, 17:47 | ||
BadbadGirl
რკინის კონსერვის ქილებში აკეთებს ჩემი მეზობელი და კარგი გამოსდის ამ იდეას ნაწილობრივ მივმართე მეც და რამდენიმე პასკა ასე გამოვაცხე |
Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 17:57 |
nite უნდა ვიშოვო ეგ რკინის კონსერვები. დიდი 5 ლიტრიანი სიმინდის, სოკოს, გაროხის და ანანასის კონსერვები მეგულება მაღაზიაში და ვიყიდი აუცილებლად!!!! |
Posted by: rtuli 5 Apr 2010, 18:12 | ||
n_j შენს კულიჩს რა კარგი სტრუკტურა აქვს BadbadGirl
ეგ ძალიან დიდია,შუაგულს დიდი დრო დასჭირდება+გაჭრილი როცა დევს სუნთქავს და ნელნელა შრება,პატარები გექნება,ერთს გაწრი შეჭამ,მეორე ისევ ისეტი+უფრო გაგემრიელებული დაგელოდება სუფრა სოფელსი გავსალე და სურათისთვის არმეცალა. ტკბილეულის ნაწილი სახლში დავიტოვე და ,,შინაგან სამყაროს,, სურათები გადავუღე ჩემი შვილის საყვარელი გრეხილი,ნიგვზის გულსართით http://www.radikal.ru ეს ისე კომბინირებული გულსართით დაჭრილი რულეტი http://www.radikal.ru ეს კი ნაწნავის ფორმის გვირგვინი მოვამზადე 3 გულსართით:ნიგოზი ,ჩირები+ცუკატები და შოკოლადი http://www.radikal.ru |
Posted by: kartveli gogo 5 Apr 2010, 18:15 | ||
BadbadGirl
რამხელა პასკა იქნება წარმომიდგენია. თუ მოსაკითხად გინდა ,ჩემი რჩევა იქნება 800 გრამიანი ქილები შეიძინე.კარგი ზომის კულიჩი გამოდის . |
Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 18:21 | ||
kartveli gogo rtuli პატარები მართლა არ ვიცი, ეგ დიდები იმიტომ მახსოვს რომ ვფიქრობდი რომ მეყიდა რა უნდა მექნა ამდენი პროდუქტისათვის კარგად შევათვალიერებ!!!
რაღაც მაგდაგვარ გულსართიანს უნგრეთშიც აკეთებენ საშობაოდ, და ჩემების ნათესავები ჩვენ რომ ჩავდივართ მაშინ იციან მე რომ მიყვარს. ახლაც გამოგვატანეს აი ასე გამოიყურება, ოღონდ ესენი ყაყაჩოთია. |
Posted by: rtuli 5 Apr 2010, 18:34 | ||||||||||
BadbadGirl
მე კი ყაყაჩოზე მაბოდებს,ისე მიყვარს მაგრამ...........ნარკუშების წყალობით დავრჩით გაღიმებულები tikunia-teiko
კვერცხის გული+ცოტა რძე 1 ჩ.კ. შუა სართულზე ვაცხობ 180 გრადუსზე და ასე კარგათ იბრაწება MAQSIMALISTKA
ცელსიუმზე,ფარინგეიტებში იქნება 464 აი გადამყვანიც: http://fahrenheit-celsius.info/ tos-ka რა ლამაზი ხილის ბუკეტია natali kalandadze
თავწაკრულზე იმერლები გამახსენდნენ * * * natali kalandadze
თავწაკრულზე იმერლები გამახსენდნენ |
Posted by: faustina 5 Apr 2010, 19:31 |
რა კარგი და ლამაზი რაღაცეები დაგიდიატ ყველას დრეს კი ჩემი ვაშლის პეროგი გავაკეტე http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: merkantil 5 Apr 2010, 19:32 |
დღეს არა, მაგრამ გუშინ გავაკეთე http://www.radikal.ru |
Posted by: mariaa 5 Apr 2010, 19:39 |
აღდგომას გილოცავთ!! http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: ninoma 5 Apr 2010, 21:23 | ||
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! რა ყოჩაღები ხართ ყველანი. კარგად და ლამაზად გიფუსფუსიათ. მეც გემრიელად დავიღალე და სურათების გადაღება დამავიწყდა rtuli შენებურად თუ არ გაართულე და გაალამაზე რაღაცეები არ შეგიძლია
იქნებ მირჩიო რაში გამოვიყენო, იმდენი მომიტანა მეუღლემ, სად წავიღო და რა მოვუხერხო არ ვიცი. poppy seedsასე აწერია და მგონი ყაყაჩოა ხომ? ეს რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია. გავაკეთე პასკა(ხაჭოთი) აღდგომის სუფრაში იყო ლინკი ვეღარ ვპოულობ("გრაფი რაზუმოვსკის" პასხა) ძალიან, ძალიან გემრიელი გამოვიდა ნახევარი პასკის შინაგანი სამყარო, ( როგორც რთული ეძახის) http://www.radikal.ru გააკეთეთ, არ ინანებთ |
Posted by: BadbadGirl 5 Apr 2010, 21:30 | ||
ninoma ძალიან გემრიელი ჩანს. არასდროს მისინჯია.
ტიტუ, რაში გამოვიყენოოოო? აგერ გენაცვალე ტრადიციული, გემრილეი და სუპერ პუპერი http://en.wikipedia.org/wiki/Kal%C3%A1cs * * * ხოდა, რამოდენიმე კვირიანი დაგვიანების შემდეგ მივიღე ჩემი დაბადების დრის საჩუქარი მიხარიააა რათქმაუნდა საჩუქარი სამზარეულოსთან და ძალიან ტრადიციულ უნგრულ ფაიბურის ფაბრიკასთან არის დაკავშირებული ესა ფაბრიკა http://en.wikipedia.org/wiki/Zsolnay ესეც ჩემი ჩაის სერვისი სულ ხელის კანკალით ვსვამ ჩაის |
Posted by: n_j 5 Apr 2010, 21:39 | ||
rtuli
გმადლობ ალბათ იმიტომ რომ მივაკვდი, იმდენი ვზილე ცომი faustina რა ლამაზია! ამ ყვავილებს სპეციალური ფორმით ახატავ ხომ? |
Posted by: hirondelle 5 Apr 2010, 23:09 |
დღეს დასვენებიხ დღეა აქ, აღდგომის ორშაბათი, გადავწყვიტე ღუმელი დამესვარა მეორე სართულზე ხორცი შევწვი, პირველზე მის წვენში პარალელულად კარტოფილი http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: tikunia-teiko 5 Apr 2010, 23:17 | ||
hirondelle
რა ჭკვიანური მოფიქრებაა. |
Posted by: faustina 6 Apr 2010, 00:08 | ||
n_j
თხელი ლამინებია სხვადასხვა ფორმებიტ ადრე რომ არ მკონდა, მე ტვიტონ ვაკეტებდი ლამინებს |
Posted by: rtuli 6 Apr 2010, 01:00 | ||||||||
merkantil
რა სასიამოვნო-საზაფხულო გარეგნობის არის და ნაზიც იქნება ალბათ ninoma
მაგისგან პავიდლოსაც ამზადებენ პირველად ნიუორკში გავსინჯე ფუნთუშები ყაყაჩოთი ,50 ცენტი ღირდა ,მის მერე სპეციალურად ჩავდიოდი თვეში ერთხელ რომ შემეძინა ,როცა ვკბეჩავდი ყაყაჩოს გულსართი იმდენად ბევრი ქონდა შიგნით სულ გარეთ გამოდიოდა,ჩემს სიამოვნებას საზღვარი არქონდა. კიდევ კარგი იმ საცხობიდან შორს ვცხოვრობდი,თორე გავხდებოდი კვადრატული ერთ მშვენიერ დღეს მაპატიე თარგმანის გარეშე დაგილინკავ მაგრამ რეცეპტებია ძალიან კარგი ,მე ვენდობი თვალდახუჭული http://sarsmis.livejournal.com/55056.html http://community.livejournal.com/foodclub_ru/279532.html აქ კი რულეტით იწყება და ბოლოში შედევრით მთავრდება,მე ბოლოს რაც არის იმას შევერკინებოდი: http://belonika.livejournal.com/64405.html?page=4 BadbadGirl
ლამაზი საჩუქარია! სულ გემრიელად გაგეცვითოს * * * hirondelle
მშვენივრად დაგისვრია პ.ს. სად დაიკარგე?კულინარიულმა მუზამ მიგატოვა |
Posted by: WOMAN IN LOVE 6 Apr 2010, 01:05 | ||||
ninoma
საქართველოში თუ ხარ, გავგიჟდები აქ აკრძალეს, ვიტომ ნარკომანიას ებრძვიან, სამაგიეროდ აფთიაქში იყიდება ნარკოტიკი BadbadGirl
|
Posted by: rtuli 6 Apr 2010, 01:12 | ||
ninoma
ძალიან მადისაღმძვრელი შინაგანი სამყარო აქვს |
Posted by: miau 6 Apr 2010, 01:21 |
ninoma ხაშხაში? მთელი ბავშვობა დედა ხაშხაშიან ფუნთუშებს და ათასგვარ ნამცხვარს აცხობდა... დესერტებსაც ძალიან უხდება ყაყაჩო ერთხელაც, აკრძალეს - ვიღაც იდიოტი ყიდულობს, ხარშავს, იკეთებს და არ შეიძლებაოოოოოოოოო! |
Posted by: BadbadGirl 6 Apr 2010, 01:45 | ||
გაცვეთამდე თუ მიაღწიეს ცუდი ხელი მაქვს, ხელიდან მიცვივა საგნები. შევალაგე პასკუნიები ღუმელში და ისე იყურებიააანნნ, ლამაზად!! გამოვიღებ ალბათ ერთ საათში |
Posted by: faustina 6 Apr 2010, 01:53 | ||
miau
ერთხელ ვაგზალზე ვიკიტხე და ძლივს ვიპოვე, იმ კალმა კი მოგზავნილი ხომ არ ხაროო? აგვიკრზალეს გაყიდვა და სანდო ხალხს ვაზლევტოოო |
Posted by: hirondelle 6 Apr 2010, 02:07 | ||||
tikunia-teiko
ჩემი აღმოჩენა არ არის, მარა მაინც ჭკვიანურია rtuli
არა, მუზა სულ თან მდევს, მაგრამ როცა სახლში ვარ მაშინ ვახორციელებ, გერმანიაში და დანიაში მომიწია ვოიაჟი |
Posted by: hirondelle 6 Apr 2010, 03:10 | ||||
ეჰ, ემიგრანტის ცხოვრებას რა ვუთხარი მე, სიცოცხლე რომ გაუთავებელ მოგზაურობად გადაგექცევა და სახლი გენატრება პერმანანტულად, მაგაზე დიდი ღვთის სასჯელი არ არსებობს |
Posted by: ninoma 6 Apr 2010, 06:44 |
rtuli მადლობ რეცეპტებისთვის. თარგმნა პრობლემა არ არის. სააღდგომოდ გაკეთებულ კულიჩ, პასკა, ნამცხვრებს რომ მორჩებიან აუცილებლად გავაკეთებ. გვირგვინი უკვე მოსპეს. ძალიან მოეწონათ. მიყვარს ეს განყოფილება, თავის წევრებიანად. |
Posted by: ბესიკის26 6 Apr 2010, 09:08 |
rtuli იყიდება ცელოფნის პაკეტებში კრემისებური ყაყაჩო.ისისც ისეტი კარGია და გამოსაყენებელი როგორიც მარცვლები?ვიკითხე და პოვიდლოაო მითხრეს |
Posted by: sofia_bad 6 Apr 2010, 13:21 |
http://www.radikal.ru ეს კი შოკოლადის კვერცხი წითელ კვერცხებთან ერთად.წელს პირველად გავაკეთე და ოჯახს ძალიან მოეწონა. |
Posted by: Peppi 6 Apr 2010, 13:35 |
ეს დღეები სულ ქართული კერძები გვქონდა საცივი, ქაბაბი და მწვადი, თავიანთი სალათებით და საწებლებით ქაბაბი პირველად შევწვით შამფურზე . . სტუმრებიც ქართველები და ფორუმელები გვყავდა, აბაა |
Posted by: nite 6 Apr 2010, 13:36 | ||
sofia_bad
როგორ გააკეთე და გული რითი შეავსე? ჟელატინით ალბათ ხო? |
Posted by: merkantil 6 Apr 2010, 13:37 | ||
rtuli
გმადლობ მართლა ძალიან ჰაეროვანი და ნაზი გამოვიდა |
Posted by: ბურზო 6 Apr 2010, 14:33 | ||
ჰირონდელჯან, შენ როგორც გატყობ, ხორცის მოყვარული ყოფილხარ ჩემი არ იყოს შეგიქე ნამუშევარი და აქვე შემშურდა კიდეც რაღათქმაუნდა |
Posted by: euroslutfucker 6 Apr 2010, 14:55 | ||
ნწ ნწ ნწ სესთრა აბიჟაეშ და, ქაქ ნიხარაშო |
Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 15:08 | ||
ninoma
საქართველოში ხდება ეს ბედნიერება? rtuli ამბობენ მაინც იყიდებაო, პოდპოლნად... რამდენი ხაშხაშზე ვფიქრობ, იმდენი ნერვები მეშელბა რა... მაგის აკრძალვა რომ მარაზმია არ ვიცი ეგეთი მეორე ... ხერხი ჯობია ღონესა, ყველაფერს უშვებენ ვენებში. მაშინ ადგნენ და პირველ რიგში "რასტვარიწელი" აკრძალონ, ეგაა ალფა და ომეგა. |
Posted by: ხორხე 6 Apr 2010, 15:22 | ||
djindjidrinji
ნერვებს ნუ აყვებით ორგანიზმს ავნებთ |
Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 16:00 | ||
ხორხე
ორგანიზმისგან მესმის |
Posted by: Johnnie Walker 6 Apr 2010, 16:03 | ||
დათესე |
Posted by: sofia_bad 6 Apr 2010, 16:19 |
nite არა საყვარელო გამდნარი შოკოლადი+შაქარი+კარაქი და წინასწარ გარეცხილ და გამშრალ კვერცხის ნაჭუჭში ჩავასხი და გავაციე.სულ ესაა აქ ვნახე ეს რეცეპტი. |
Posted by: miau 6 Apr 2010, 16:23 | ||
Johnnie Walker
|
Posted by: cesdeba 6 Apr 2010, 16:47 |
ყოჩაღ, თქვენ კიდევ აკეთებთ. მე ნაყროვანების თუ ორი ნაჭერი ხორცის მსხვერპლი გავხდი ამ მარხვის მერე და მაცივრის შეხედვაც კი მზარავს, ორი დღეა ნაბეღლავზე ვარ ახია ჩემზე. |
Posted by: August 6 Apr 2010, 16:59 | ||
ხაშხაში ქვია ქართულად და ძალიან გემრიელ რულეტს აკეთებენ პოლონელები... ნებისმიერი ცომი შეგიძლია გამოიყენო... გულსართად კი ეგ ხაშხაში გადაურიე შაქარი + ათქვეფილი კვერცხის ცილა ფრთხილად შეაზილე კარაქი დაახვიე რულეტად და გამოაცხვე |
Posted by: Romina 6 Apr 2010, 17:05 | ||
rtuli
გემრიელი იყო ნამდვილად. თან თქვენი რამეების ფონზე გამოიყურება ცუდად, თორე სუფრაზე მარტო რო იდო საწყლად, არაუშავდა მგონი იმიტომ გაიშალა, რომ საფუარი წყალში გავაზავე. |
Posted by: August 6 Apr 2010, 17:07 |
ასეც შეგიძლია გამოაცხო და ნიგოზიც დაუმატო ... |
Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 17:26 | ||
August
უნდა გაატაროს ჯერ და მერე. ისე, კვერცხის ცილას არასოდეს არ ვუკეთებთ. |
Posted by: August 6 Apr 2010, 17:41 |
djindjidrinji აქ უკვე გატარებული იყიდება ქილებში ... კიდევ პოლონელებს აქვთ ჩვენი წანდილ-კორკოტის მსგავსი საშობაოდ აუცილებელია სუფრაზე და ისიც ხაშხაშისგან მზადდება კუტია ჰქვია 300 გრ ხორბალი წინა დღით დალბობილი 200 გრ ხაშხაში ჯერ მოხალული და მერე მოხარშული ნიგოზი ქიშმიში თაფლი |
Posted by: rtuli 6 Apr 2010, 17:45 | ||||||
ბესიკის26
სერიოზულად?სად.მე არშემხვედრია? თუ კრემისებრია,შეიძლება უკვე მზა პროდუკტია,ანუ შეიძლება პირდაპირ გამოიყენო ნამცხვარში. djindjidrinji
ვერაფრით მიუდექი და ვერავინ გამოვტეხე საციხე საქმეა და არც შემოაქვთ და არც ყიდიან.
ნამდვილად ეგრეა. ყაყაჩოს თესლი მშრალ მდგომარეობაში არავინ იყენებს კულინარიაში,ანუ გულსართი უნდა მომზადდეს აუცილებლად. ან ადუღებული რძით ან წყლით მზადდება. |
Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 18:00 | ||
rtuli
ხო, მაგას ვენებში ვერ გაუშვებენ, მარა ალბათ არც მანდამაინც გემო ექნება... |
Posted by: n_j 6 Apr 2010, 18:01 |
http://pix.ge/ http://pix.ge/ www.pix.ge-ს ვტესტავ და ზომები ვერ დავაყენე ჯერ |
Posted by: rtuli 6 Apr 2010, 18:13 | ||
djindjidrinji
დაველოდები რას მიპასუხებს და შევიძენ სასინჯათ |
Posted by: likaterine 6 Apr 2010, 18:16 | ||
ninoma
გეხვეწები ამის რეცეპტი თუ გახსოვს დამიდე რა, ხაჭოს ისე ვერ ვჭამ და ამ ფორმით იქნებ მომეწონოს. რთული გასაკეთებელია? კარგად კი გამოიყურება |
Posted by: djindjidrinji 6 Apr 2010, 18:18 | ||
likaterine
ჩუდო-ს ჩირებიანი ხაჭო სინჯე, გემრიელია |
Posted by: August 6 Apr 2010, 18:32 |
makowiec http://en.wikipedia.org/wiki/Makowiec_(pastry) Кутья, коливо ... — ритуальное поминальное блюдо славян, каша, сваренная из целых зёрен пшеницы ... Кутью носят в церковь и на кладбище; едят сами и раздают соседям и нищим за помин души. Обычно кутью едят в начале трапезы или в конце её, оставляют на ночь на столе «для душ умерших». К кутье принято подавать в отдельном соуснике постное молоко, которое делается из мака, грецких или лесных орехов, или из их смеси, или из миндаля. Соответственно получается маковое, ореховое или миндальное молоко... Также кутья благословляется в церкви и подается на стол в пятницу первой недели Великого поста ... კოლივო როგორ ჰგავს ჩვენს კოლიოს |
Posted by: auau 6 Apr 2010, 19:04 | ||||
ხორხე
შენ რა სულ გშია, კაცო! არ მეგონა თუ ამდენი კულიჩი შეიჭმებოდა ჩემს ოჯახში. ეს მიაუ სადაც დაინახავს, ნამცეცებსაც კი არ ტოვებს. დილას ვისაუზმეთ ნააღდგომევის ტრადიციული საუზმით - კვერცხი, კულიჩი, ჩაი, კაი თონის პური და თუშური ყველის თანხლებით. არც არაფერი მინდა სხვა!
კი, ნამდვილად ვაცხობდი. ყოველთვის ჩამომქონდა მივლინებებიდან. ერთხელ კიდევ ჩემმა ვილნიუსელმა მეგობარმა ამანათით გამომიგზავნა 10 კგ ან საიდან მოუვიდა აზრად მაგისი გამოგზავნა, ვინმეს რომ დავეჭირე, ბარიგობას დამაბრალებდნენ, თუმცა ხაშხაში ოფიციალურად აფთიაქებში იყიდებოდა და ჩვილ ბავშვებს უძილობის დროს უნიშნავდნენ არ დამავიწყდება, იმდენ რამეს ვაკეთებდი მაშინ, რულეტი ძალიან კარგია, მაგრამ ერთგვარ ტორტს ვაკეთებდი მაგით, რაღაც არაჩვეულებრივი გამოდიოდა. რერცეპტს დავდებ საკონდიტროში. |
Posted by: rtuli 6 Apr 2010, 20:07 | ||
likaterine
აი ლინკი: http://www.u-mama.ru/read/article.php?id=3350 ძალიან გემრიელი გამოდის და თუ ხაჭოს საცერში გაატარებ უფრო გემრიელი გამოვა. ხაჭოს გემო საერთოდ არ აქვს |
Posted by: shumeri 6 Apr 2010, 20:14 | ||
likaterine
საკმაოდ ადვილია, მიქსერი და ეგაა, თან ძალიან გემრიელია, მეც გავაკეთე და გეტყვით რეცეპტს..... 1.1 კილოგრამი ხაჭო ორჯერ გავქნათ საცერში, გამოდის ფაფუკი მასა..... 2. 200 გრამი კარაქი და 300 გრამი შაქრის პუდრა კარგად ავთქვიფოთ, სათითაოდ ჩავუმატოთ 3 კვერცხის გული, ვთქვეფთ კარგად გათეთრებამდე და კრენისებრი მასის მიღებამდე... 3. მიღებულ მასას + ლიმნის და ფორთოხლის ცედრა+1 ს.კ. კონიაკი და შევურიოთ ხაჭოს მასა,ისევ ავთქვიფოთ კარგად. 4. შემდეგ დავუმატოთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში(100 გრამი), +200გრამი ცუკატები(ძალიან მოუხდა ალუბლის), +100 გრამი ნუში, თუმცა მე არ მიქნია და მაინც უგემრიელესი იყო... მერე გასინჯეთ და თუ უფრო ტკბილი გინდათ კიდევ დაუმატეთ 100 გრამი პუდრა. 5. ცალკე ავთქვეფოთ 33-35% ნაღები და ფრთხილად გადავურიოთ მიღებულ ხაჭოს მასას.... შემდეგ მიღებული მასა ჩავდოთ რაიმე ფორმაში, რომელსაც ნახვრეტები ექნება და რომელშიც ჩაფენილი იქნება ნესტიანი მარლის სამმაგი ან ხუთმაგი ფენა, გადავკეცოთ მარლის ბოლოები და ზემოდან სიმძიმე დავადოთ..... 12 სათით მაცივარში. |
Posted by: saba444 6 Apr 2010, 20:48 |
shumeri ძალიან გემრიელად ჟღერს ეს რეცეპტი,ნაღების მაგივრად არაჟანი არ წავა?თუ არ გიცდია?? |
Posted by: shumeri 6 Apr 2010, 21:29 | ||
saba444
ნამდვილად არ მიცდია, როგორც რეცეპტში ეწერა ისე გავაკეთე.... არაჟანმა შეიძლება ცოტა შეამჟავოს. |
Posted by: ninoma 6 Apr 2010, 21:40 | ||
likaterine ჩვენს დაუზარელ და ყურადღებიან გოგოებს უკვე დაუკვალიანებიხარ. გავაკეთე ,რთულიმ რომ ლინკი დადო მაგ რეცეპტით. არ არის რთული გასაკეთებელი და უგემრიელესი გამოდის. რეცეპტში წერია, რომ ხაჭო ორჯერ გაატარეთ საწურშიო, მე ერთხელ გავატარე და მშვენიერი გამოვიდა. თუ ძალიან ტკბილი არ გიყვარს, ერთდროულად არ ჩააყარო შაქრის ფხვნილი(მე დავფქვი შაქარი) გემო გაუსინჯე და ისე დაამატე. რაც რეცეპტში წერია იმაზე ცოტა ვუყავი და ჩემთვის ძალიან ტკბილი გამოვიდა. კარაქი და კვერცხი გათეთრებამდე ვთქვიფე, რომ კვერცხის გემო არ ჰქონოდა. მარლა ორად მოვკეცე და ისე ჩავაფინე. გავაკეთე მოუხარშავი , შენ თუ ასეთი არ გინდა, მანდ მოხარშული ვარიანტიც არის და ის შეგიძლია გააკეთო. კიდევ ერთი ამ პორციით გამოდის საკმაოდ ბევრი, შეგიძლია გაანახევრო.
August დიდი მადლობა ყურადღებისთვის, უნდა ვცადო ყველანაირი რეცეპტი. თუ არ დავბოლდით , შედეგებს მოგახსენებთ. |
Posted by: forever`s_NEVER 7 Apr 2010, 01:16 |
კუბდარი რომ გაგაოცებს ადამიანს. რამოდენიმე საათია აღფრთოვანებას არ გაუვლია. საშინლად, ამაზრზენად გემრიელი იყო! |
Posted by: rtuli 7 Apr 2010, 02:32 |
არმეძინებოდა და სოკო შევწვი. გემრიელად სევანელე პილპილით და მწვანილებით+ცოტა ძმარი დავასხი+ოდნავ ნიორი,დილამდე გაუჯდება ყველაფერი და გაგემრიელდება |
Posted by: Baltimore 7 Apr 2010, 02:39 | ||
ქინძის გარდა სოკოს მწვანილებიდან რა უხდება? |
Posted by: rtuli 7 Apr 2010, 02:47 | ||
Baltimore
კამა უხდება. |
Posted by: likaberaia 7 Apr 2010, 10:51 | ||||
გააჩნია სოკოს.ხის სოკოს ძალიან უხდება ნედლი(ძველიც შეიძლება)ქონდარი დანაყული ნიორთან ერთად.კუჭმაჭის გემოს აძლევს,უგემრიელესი გამოდის.ბლომად ქინძი და ცოტა უკროპი... |
Posted by: tasikuna-taso 7 Apr 2010, 17:13 | ||||
ეს ვერ გავიგე რომელ საცერში უნდა გავატაროთ, რომელშიც ფქვილს ვცრით? * * *
კიდე ერთი თუ არ შეწუხდებით ნაღების სხვა რამით ჩანაცვლება შეიძლება? |
Posted by: annak 7 Apr 2010, 17:32 | ||
tasikuna-taso
მაგაშიც შეიძლება მაგრამ პირადად მე რკინის საწურში გავატარე |
Posted by: rtuli 7 Apr 2010, 18:22 | ||||||
წკაპო
ქართული ენის მამა ხარ tasikuna-taso
ფქვილის საცერში ძალიან გაგირთულდება გატარება,იყიდება რკინის საცერი ცოტა მოზრდილი ბადით.
მაღალ ცხიმიანი არაჟანი გამოიყენე. |
Posted by: rtuli 7 Apr 2010, 19:33 | ||
faustina
დროზე გამოაცხე თორე არ მოგასვენებენ ძალიან მარტივია,საფუარი+ფქვილი 30 წუთში ამოდის,ცომს მოზელავ და სანამ ის ამოდის შენ რაც გინდა ის აკეთე. გულსართი მზად გექნება,გაშლი მოახვევ,გამოაცხობ და ბოლოს შენი ნახელავით ისიამოვნებ |
Posted by: rockataka 7 Apr 2010, 22:51 | ||
http://www.radikal.ru დიდი ფეხბურთია და მანჩესტერს ვბალეშიკობთ |
Posted by: faustina 7 Apr 2010, 23:41 | ||
rtuli
მასე გავაკეტებ საფუარს ველოდები, რომ მოიტანენ, გავაკეტებ ხაშხაში მაქვს შეკვეტილი და გულსართატ მაგი რომ დავუდო??? * * * წინა დღეებში გაკეტებული პასტა ძალიან მოეწონატ ჩემებს და დრეს კი ოდნავ შეცვლილი რეცეპტით გავაკეთე... ასე მეთად შეინარჩუნა თავისი ფორმა http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 8 Apr 2010, 00:28 | ||
რძე არ უნდა??? ისე ჩვეულებრივი პუნტუშის ცომიტ რომ გავაკეტო???? |
Posted by: miau 8 Apr 2010, 00:59 | ||
faustina სკაიპში შემო ამ გემრიელი რაღაცის რეცეპტი დევს? * * * likaberaia
ბებია ხის სოკოს წიწმატით და ქინძით ამზადებს - უგენრიელესი გამოდის |
Posted by: shumeri 8 Apr 2010, 01:30 | ||
tasikuna-taso
მე ფქვილისაში გავატარე, ძალიან წმინდაად გატარდა..... |
Posted by: faustina 8 Apr 2010, 02:11 | ||
miau
კი, კი, დევს, საკონდიტროში მაგრამ ეს ცოტა შეცვლილია, დავწერ და დავდებ აუცილებლად |
Posted by: dali19 8 Apr 2010, 12:04 |
მოგვიანებით გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ხარებას, იდღეგრძელეთ და იხარეთ მრავალ წელს. rtuli გრეხილების დამზადების პროცესი იქნებ აღწერო, არაჩვეულებრივი ნახელავია. faustina პეჩენიების რეცეპტი დამიწერე ან მიმითითე სად დევს. გმადლობთ. |
Posted by: n_j 8 Apr 2010, 15:59 |
ჩემი საყვარელი საგაზაფხულო სალათი http://pix.ge/ ბრინჯის სალათი თევზით http://pix.ge/ კალმახი პეპის რეცეპტის მიხედვით, თუმცა ცვლილებების შეტანა მომიხდა. http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: tasikuna-taso 8 Apr 2010, 17:42 |
n_j ოქროს ხელები გაქვს. პირველ სურათზე სალათს თეთრ წინწკლებად რა აყრია. |
Posted by: n_j 8 Apr 2010, 17:53 |
tasikuna-taso გმადლობ კუნჟუტი ანუ სეზამი აყრია |
Posted by: amadeus 8 Apr 2010, 18:11 |
მაინც ვერ გავიგე სად იყიდება ეს ალიბაბას ჯადოსნური სიტყვა |
Posted by: tikunia-teiko 8 Apr 2010, 18:30 |
დღეს გავაკეთე "ტიფტელები" (ქართულად როგორაა არ ვიცი, მაპატიეთ) და ბრინჯი გარნირად http://www.radikal.ru http://www.radikal.ru უხარისხო სურათებისთვის ბოდიშს გიხდით |
Posted by: WALLON 8 Apr 2010, 18:38 |
n_j ვახ რა მაგარი სალათია, თან მე რომ მომწოს ზუსტად იმ შემადგენლობის, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე (ბულგარულის, სტაფილოს, ჭარხლის და აშ) |
Posted by: 15steps 8 Apr 2010, 19:05 |
კულინარებო მასწავლეთ როგორ კეთდება მანი ფაფა.. არ დამცინოთ |
Posted by: faustina 8 Apr 2010, 19:37 | ||||
miau
dali19
http://forum.ge/?showtopic=34069529&view=findpost&p=18931238 |
Posted by: ბესიკის26 8 Apr 2010, 22:14 |
დღეს გავაკეთე ფენოვან ცომში სოსისები და ე.წ."ღორის ყურები", კარგად იხალისეს ბავშვებმა.მხოლოდ სურათებიღა შემორჩა http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: giobio 9 Apr 2010, 02:03 | ||||
ძალიან გთხოვ იქნებ დაწერო სად იყიდე ეგ კრაბები და რაღირს და როგორ უნდა გავამზადო |
Posted by: rockataka 9 Apr 2010, 02:49 | ||
giobio
თელავივის ბაზარში კილოგრამი ღირს 20$. |
Posted by: giobio 9 Apr 2010, 07:14 | ||||
|
Posted by: Sikvdila 9 Apr 2010, 09:20 |
რა მინდოდა ამ თემაში რომ შემოვიხედე, ჩემს დიეტას კიდევ ეს უნდა ? |
Posted by: ele7 9 Apr 2010, 10:14 | ||
პოპულში იყიდება. აადუღებულ წყალში ჩაყრი გაზის გამორთავ თავზე დაახურავ და 10წთ და მზადაა . |
Posted by: WALLON 9 Apr 2010, 11:26 |
ele7 შემწვარი უფრო გემრიელია ....................................................... |
Posted by: Peppi 9 Apr 2010, 12:26 | ||
giobio ele7
ეს შრიმპებია (ინგლისურიდან), ან კრევეტები (რუსულიდან) ან ღორტაო (ქართულად), კრაბი კიდევ სხვაა დიდი ბოდიში ამ ლექციისათვის. ცხელ წყალში მოხარშვას, თან 10 წუთით კი არ გირჩევთ, გემოს ფაქტიურად კარგავს . . 2-4 წუთI საკმარისია, ანუ როცა გავარდისფერდება (აგურისფერიც დაკრავს ხოლმე) აი, რეცეპტები რამდენიმე - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=197 http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=195 http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=234&Itemid=55 ქვაბში ჩაყრას ჯობია - ტაფა, მიკროტალღური ან გრილი (შამფური) |
Posted by: tamuna_mpt 9 Apr 2010, 12:31 |
ჩემი მახინჯუკა მაგრამ გემრიელი პეჩენიები ჩაისთან მისაყოლებლად. მე 2 ჯერ გავაკეთე და ცოტა დაემსგავსა პეჩენიას. პირველად გაერთიანდა და ერთი დიდი პეჩენია გამოვიდა : ))) პ.ს ფოტოზე ბოდიში : ( მობილურით გადავიღე და თან ღამე |
Posted by: mariaa 9 Apr 2010, 12:33 |
http://www.radikal.ru |
Posted by: WALLON 9 Apr 2010, 12:52 | ||
Peppi
ეს არ ვიცოდი, რა კარგი რამე მასწავლე, ბელგიელები როცა მეკითხებიან რა ქვია ქართულადო და კრევეტს რომ ვეუბნები, უკვირთ ფრანგულად რატომ ეძახით თქვენთან ზღვა არ არისო? ახლა ამაყად გავცემ პასუხს... აწი ღორტაოს დავუძახებ, ძალიან ეგზოტიკურად ჟღერს |
Posted by: Peppi 9 Apr 2010, 13:00 | ||
WALLON
ეჰ, ზღვა კი არის, მაგრამ შიგნით რაა ეგ არის საქმე .. რამდენი გამახსენდება - რაებს შეიძლება ეცურა-ეფოფხა შიგ, გული მწყდება. ხო, მეც ძვლივს დავიმახსოვრე, სამაგიეროდ ეხლა ამაყად ვამბობ |
Posted by: trendy 9 Apr 2010, 13:25 |
ვაკეთებ ჟულიენს, NJ-ის წიწაკის ნამცხვარს წიწაკის გარეშეუკვე გამოცხვა, ეხლა მინანქარს გავუკეთებ და ტარხუნის ღვეზელს, ოღონდ ცომს რთულის რეცეპტით. |
Posted by: Peppi 9 Apr 2010, 13:36 | ||||
trendy
წითელი წიწაკა -ძლიან უხდება, მენდე მექსიკელების საუკეთესო გამოგონებაა შოკოლადი ჩილით ნახევარი ან მესამედი ჩაის კოვზი ერთ პორციას აგემრიელებს და იმაზე ცხარეს არ ხდის, ვიდრე მუსკატის კაკალი მაგალითად
როგორს? იმედი ჟულიენი გამიგია, ხორციდან - პამიდორის სალათამდე, რომ დავიბენი უკვე |
Posted by: n_j 9 Apr 2010, 13:42 |
trendy მწარე კი არ გამოვა, უბრალოდ, შოკოლადის გემოს უფრო პიკანტურს ხდის. ვინც არ იცის რომ შიგ წიწაკა აქვს, ვერც მიხვდება, თუმცა უცხო არომატს იგრძნობს, სეგიძლია დოზა გაანახევრო წიწაკის, საცდელად |
Posted by: nite 9 Apr 2010, 16:23 | ||||
WALLON
ლოოოლ
მართლა ძAლიან უხდება, ამას წინათ გამოვაცხე პატარა შოკოლადის ნამცხვარი კარამელიზებული ფორთოხლით და წითელი წიწაკით და მნიამ. სიცხარე საერთოდ არ ეტყობოდა. რამდენადაც ვიცი წიწაკის სიცხარე მისი მეტისმეტი "სიტკბოს" ბრალია |
Posted by: წკაპო 9 Apr 2010, 16:28 | ||
აბა http://en.wikipedia.org/wiki/Capsaicin კუთხეში ზის თავისთვის და მაწონს შეექცევა? |
Posted by: trendy 9 Apr 2010, 16:30 |
Peppi n_j ბავშვებმა უნდა დააგემოვნონ და ვერ გავრისკე, წითელი მოცხარით და ალუბალით გავალეთე, ჯერ არ გამიჭრია ჟულიენს ვაკეთებ ქათმის ფილთი, შამპინიონით, ნაღებით და ზემოდან მოხეხილი გაუდათი http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: წკაპო 9 Apr 2010, 16:33 | ||
შამპინიონში რას გულისხმობთ? ქამას თუ ზოგადად სოკოს? |
Posted by: mixeilius 9 Apr 2010, 16:36 |
ჩახობილი მივეცი დღეს მაგარი ტოო |
Posted by: giobio 9 Apr 2010, 16:41 |
Peppi პირიქით დიდი მადლობააააააააააააააააააააა ხომარიცით სად იყიდება და რაღირს |
Posted by: trendy 9 Apr 2010, 17:12 | ||
წკაპო
ქამას ამომიჩემე? მაპატიეთ |
Posted by: წკაპო 9 Apr 2010, 17:37 | ||||||
ნწუ. საერთოდ მაქვს ამოჩემებული ჩიქორთული ქართული.
ვეცდები. |
Posted by: rtuli 9 Apr 2010, 17:55 | ||||
trendy
რა საინტერესო იქნება გაჭრილი+გემრიელი იქნება უდაოთ,NJ-რეცეპტები გემრიელია
გულებით მორთე mariaa რა მადისამღძვრელად გამოიყურება სედვიჩი,პური არაჩეულებრივი ჩანს დღეს ვერაფერი მოვამზადე. გუშინ ჯავახეთში ვიყავი და იქიდან გამომატანეს მომზადებული კალმახი,ეკალა,ჩეჩილი ყველი და უგემრიელესი შილა ფლავი,რომელსაც მხოლოდ მაგ კუთხეში ამზადებენ ჩაზელილი ხორცით |
Posted by: Peppi 9 Apr 2010, 18:31 | ||||
giobio გაიხარე
არა, საქართველოში არ ვარ . . ნიკორაში იყიდებაო, ახსენებდნენ ისე. trendy
ვინ გაბედავს? პ.ს. მე გაგაფრთხილეთ |
Posted by: ბესიკის26 9 Apr 2010, 19:34 |
დამიდეთ რა ლინკი სად დევს წიწაკიანი შოკოლადის ნამცხვარი? გადავქექე საკონდიტრო განყოფილება და ვერ ვიპოვე. |
Posted by: WALLON 9 Apr 2010, 19:56 |
დღეს დაპაიჟებული ვართ და ამიტომ სახლში ჭიაყელებით დავკმაყოფილდით ბოლონეზეს სოუსით http://www.radikal.ru |
Posted by: ziriro 9 Apr 2010, 20:38 |
ეს მართლა ჭიაყელებია? ფუF ------------------------ |
Posted by: DUPONT 9 Apr 2010, 21:06 | ||
საჭმელზე მაგის თქმა როგორ შეიძლება?! |
Posted by: trendy 9 Apr 2010, 23:01 | ||||
rtuli
ძალიან გემრიელი იყო, აი საოცრად, გაჭრილის ფოტო არ მაქვს, ნამცეცი არ დარჩა
დარჩენილი ცომი მივაწებე |
Posted by: Baltimore 9 Apr 2010, 23:08 | ||
ამაზე მეტი რაღა გინდა, შე კაცო? |
Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:25 |
დღეს სტუმრები მყავდა და პირველად გავაკეთე ყველაფერი მე, ძირითადი კერძიდან დესერტის ჩათვლით. ყველას ძალიან მოეწონა. მე კი საშინლად დავიღალე ეს პრელუდია იყო, სასმელი და ე.წ. "აპეტაიზერები" |
Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:30 |
თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ყველაფერი აქ დადებული რეცეპტებით გავაკეთე, უბრალოდ რაღაცეები შევცვალე, იმის მიხედვით თუ რა მქონდა სახლში |
Posted by: trendy 9 Apr 2010, 23:33 |
ბესიკის26 http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=212&Itemid=55 |
Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:34 |
ხბოს ხორცში სულგუნი გავახვიე, ძაფით გავკოჭე და ღვინის და ნაღების სოუსში შევწვი. |
Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:37 |
გარნირად ჰქონდა პიურე ყველით და წითელი ღვინო მისაყოლებლად |
Posted by: Romina 9 Apr 2010, 23:41 |
და ბოლოს დესერტი იყო ბრაუნივით ნამცხვარი, ზემოდან ცხელი შოკოლადი და ნაყინი |
Posted by: Miss_Nata 9 Apr 2010, 23:58 |
Romina რა სერიოზულად და ლამაზად გიშრომიათ,მოვიხიბლე |
Posted by: tikunia-teiko 10 Apr 2010, 00:04 | ||
ბესიკის26
ე.წ. "ღორის ყურები როგორ კეთდება? მე მარკეტში ვყიდულობ ხოლმე და ძალიან მომწონს, წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: ele7 10 Apr 2010, 00:10 | ||
ამ ნამცხვრის რეცეპტი დადე რა |
Posted by: Romina 10 Apr 2010, 00:21 |
Miss_Nata მადლობა ამ განყოფილებამ ძალიან გამიტაცა და თან როცა ჯერ თვითონ აკეთებენ კულინარიის აქაური ჯადოქრები ყველაფერს და რეცეპტს მერე დებენ, რაღაცნაირად მეც თამამად ვაკეთებ და გამომდის ხოლმე. ტელე-შოუებიდან და წიგნებიდან გაკეთებული თითქმის არასდროს გამომდიოდა ele7 http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=0entry4322530 Breaky-ის კექსის რეცეპტია. უბრალოდ მე ბევრი კაკაო დავუმატე (3 სუფრის კოვზი), კექსის პატარა ფორმებში გამოვაცხვე და ზემოდან ნაღებში ათქვეფილი გამდნარი შოკოლადი მოვასხი. |
Posted by: ele7 10 Apr 2010, 00:34 |
Romina დიდი მადლობა............ |
Posted by: faustina 10 Apr 2010, 02:05 |
Romina ყოჩაღ, მშვენივრად გამოგსვლია ყველაფერი პირველ ჯერზე mariaa რა ლამაზია დარცმუნებული ვარ ისეტივე გემრიელი იქნება Sikvdila როგორ ხაარ ? სად დაიკარგეე დიეტაზე ხაარ ? |
Posted by: CZ88 10 Apr 2010, 02:10 |
trendy Romina tamuna_mpt ძალიან მომეწონა თქვენი ნახელავები პ.ს. "ძველ იუზერებს" აღარ ჩამოვთვლი, ისედაც იციან ჩემი აზრი მათი კულინარიული ხელოვნების შესახებ |
Posted by: ბესიკის26 10 Apr 2010, 08:03 |
trendy მადლობა. ლინკის დადება მასწავლეთ რაა. * * * tikunia-teiko ეგ "ღორის ყურები " ფენოვანი ცომისგან კათდება.მე ნიკირაში ვყიდულობ ცომს და მომწონს ძალიან. "ტრუბოჩკებიც"კარგი გამოვიდა.ტვითონ ცომი როგორ უნდა გაახვიო და დაჭრა მაგაზე ლინკს დაგიდებ. უკვე გავაკეთე განცხადება მასწავლეთ ლინკის დადება მეთქი. |
Posted by: ninoma 10 Apr 2010, 08:32 |
Romina ლამაზად და გემრიელად გამოიყურება. * * * ბესიკის26 შევეცდები აგიხსნა. იმ ლინკის მისამართი უნდა დააკოპირო და დააპეისტო იქ სადაც ტექსტს წერ. მგონი აქ ხარ და თუ კარგად არ ავხსენი შემეხმიანე |
Posted by: nite 10 Apr 2010, 12:33 |
მე გუშინ გამოვაცხე შოკოლადის კექსი წითელი პილპილით. გემრიელია ძალიან, მე მომეწონა,, თუმცა დედაჩემმა მიტხრა ცოტა მშრალიაო. კრემი მაინც არ გავუკეთე. მამაჩემს მშრალი უყვარს . ჩემი პირველი კულინარული სურათი ამ გამყოფილებაში მობილურითაა გადაღებული და ხარისხი ცუდია, * * * ამასაც დავდებ, მართალია ადრე გაკეთებულია, მარა ფოტოების სერიას გავაგრძელებ უბრალოდ |
Posted by: tasikuna-taso 10 Apr 2010, 15:07 | ||
ძალიან მომეწონა. კითხვები გამიჩნდა. ხორცი წინასწარ დაბეგვე? თუ არა და როგორ მოახერხე სულგუნზეს შემოხვევა. და კიდე ნაღების ჩანაცვლება რითი შეიძლება.(არ იშოვება ქუთაისში) წინასწარ დიდი მადლობა * * * nite ღვეზელის რეცეპტი დევს სადმე? მომეწონა. |
Posted by: nite 10 Apr 2010, 15:33 | ||
tasikuna-taso
ჩვეულებრივი ტარხუნის ღვეზელია, რთულის ცომის რეცეპტით, გულსართად ტარხუნა, ყველი და კვერცხი აქვს. |
Posted by: tikunia-teiko 10 Apr 2010, 15:55 |
ბესიკის26 დიდი მადლობა. ველოდები ლინკს |
Posted by: mariaa 10 Apr 2010, 16:01 |
nite |
Posted by: ბურზო 10 Apr 2010, 16:06 | ||
* * *
მართლა ჭიაყელებია? :| |
Posted by: tikunia-teiko 10 Apr 2010, 16:18 | ||
არა, მაკარონის სახეობა იქნება ასეთი ფორმის |
Posted by: nite 10 Apr 2010, 16:26 | ||
ბურზო
mariaa |
Posted by: S_H_I_N_Y 10 Apr 2010, 17:19 |
დღეს ქათმის წვნიანი გავაკეთე ისპანახით, ძალიან გემრიელი გამოვიდა http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: ბესიკის26 10 Apr 2010, 17:32 |
tikunia-teiko აბა ნახე http://www.videojug.com/tag/desserts?page=6 იმდენ საინტერესო რამეს ნახავ ამ საიტზე ვერ მოსცილდები * * * ninoma მაადლოობაა! რა მარტივი Yოფილა და მე კიდე მთელი ფილოსოფია მეგონა |
Posted by: mariaa 10 Apr 2010, 17:58 |
http://www.radikal.ru |
Posted by: rockataka 10 Apr 2010, 18:10 | ||
nite
რეცეპტ ვ სტუდიუ ბურზო კაიფობ? |
Posted by: tavadze 10 Apr 2010, 19:09 |
დღეს ისევ შემაწუხა ექსპერიმენტის სურვილმა და განვახორციელე კიდეც. იქნებ კიდეც იყენებთ ამას, მაგრამ სად მე - დამწყები და სად თქვენ! ამიტომ თუ რამე, მომიტევეთ და გადავწყვიტე, პომიდორში ჩაშუშული მწვანე ლობიოს კონსერვი (პრაქტიკულად, აჯაფსანდალია, ოღონდ ბადრიჯანის გარეშე) კარტოფილთან ერთად მომეხარშა. მოკლედ, ამ აჯაფსანდალში ჩავახარშე კარტოფილი, ჩემი გემოვნებით დავამატე მარილი, მწვანილები, ნიორი და წყალი, ცოტა სითხე რომ მიმეცა, ოღონდ არა სუპივით (ნუ, სუპებისადმი ჩემი დამოკიდებულება ბევრმა იცის, დანით გასაჭრელი რომ გამომდის ზოგჯერ ). არ დამიწყოთ ახლა, თავს ნუ იქებო, ნუ ტრაბახობო და ამგვარები, რადგან მართლა არ ვტრაბახობ, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. უკაცრავად გამოთქმისთვის და სანამ კუჭმა ტყუპი წიხლი არ ამომცხო სტომაქში - "ბეზრაზმერა" ხომ არ გგონივარ, შე ღორტუჩა, გავსკდები მალეო, მანამ ვერ შევეშვი ჭამას. |
Posted by: ninoma 10 Apr 2010, 19:50 | ||
tavadze ძალიან მიყვარს შენი პოსტების კითხვა. ალალი და არა გულბოროტი ადამიანის ნაწერი.
ღმერთმა შეგარგოს. |
Posted by: Romina 10 Apr 2010, 20:23 | ||
faustina CZ88 ninoma დიდი მადლობა * * * nite
ძალიან გემრიელად გამოიყურება მეც მშრალი ნამცხვრები მიყვარს, კიდე თბილი ან ცხელი ამიტომაც მიყვარს "ბრაუნი" და სხვადასხვანაირი კექსი |
Posted by: aerztin 10 Apr 2010, 21:07 | ||
Romina
ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი)), უუუგემრიელესი!!! სტუმარი |
Posted by: Carmen13 10 Apr 2010, 21:57 | ||
კექსი მომეწონა. განსაკუთრებით კი შოკოლადი. როგორ მოამზადე? |
Posted by: svani67 10 Apr 2010, 22:11 | ||||||
აუუუ ეგ მაკარონებით რა არის?? როგორ გავაკეთოო * * *
ამ სურათზე რა არის ვერ მივხვდი ხაჭოიანია ?? რაღაც მაგარი გემრიელი სჩანს რეცეპტს არ მეტყვი? |
Posted by: rockataka 10 Apr 2010, 22:29 | ||
svani67
"ლაზანია" - ს გავს. |
Posted by: ninoma 10 Apr 2010, 22:33 | ||||||
svani67
პასკა.
http://www.u-mama.ru/read/article.php?id=3350 უგემრიელესია. |
Posted by: trendy 10 Apr 2010, 22:45 |
დღეს ისევ გავაკეთე შოკოლადის ნამცხვარი წიწაკით, ამჯერად წიწაკა გავუკეთე, ძალიან გემრიელი გამოვიდა. ამას მიავაყოლე ვაშლის ღვეზელი, რომელიც უფუმფულესია საღამო მშვიდობისა წკაპო |
Posted by: rockataka 10 Apr 2010, 22:51 | ||
|
Posted by: svani67 10 Apr 2010, 22:52 |
ninoma მადლობა. აუცილებლად გავაკეთებ. მსუბუქი საჭმელიც იქნება და გემრიელიც |
Posted by: წკაპო 10 Apr 2010, 22:55 | ||
საღამო მშვიდობისა, კეთილო. წიწაკიან კოკოლატის ნამცხვარს გამასინჯებ? |
Posted by: tavadze 10 Apr 2010, 22:56 | ||
ninoma
გაიხარე. დიდი მადლობა. იყო დრო, ღლონტები ჩასაფრებულები იყვნენ ჩემს პოსტებზე და მერე ატეხავდნენ ერთ ამბავს, მაგრამ ახლა შეეჩვივნენ და აღარ ვარდებიან. ეჰ, კაი იყო ახალგაზრდობა, კაი. |
Posted by: usaqmurologi 10 Apr 2010, 23:12 | ||
trendy
საღამო მშვიდობისა trendy, იქნებ უფუმფულესი ღვეზელის რეცეპტი დაგვიწერო.. |
Posted by: auau 10 Apr 2010, 23:14 | ||
tavadze
ეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ, აღარ სცალიათ ღლონტებს და რა ქნან! დღეს გავაკეთე ბატკნის ჩიხირთმა. საღამოს კი სულ ცოტა კარაქწასმულ სომხურ ლავაშს მოვაბნიე თუშური ყველის ნამცეცები, ტარხუნა, ახალი ნიორი და გავხვიე. სხვათაშორის, ძალიან მაღალი დონის დიეტოლოგები ყველას ურჩევენ ბატკნის მოხარშულ ხორცს... მწყემსებიც ალბათ ამიტომ დიდ ხანს ცოცხლობენ ჯანმრთელად.......... |
Posted by: trendy 10 Apr 2010, 23:19 | ||
წკაპო
მე უკვე მყავს დეგუსტატორი usaqmurologi http://kuking.net/my/viewtopic.php?p=234922#234922 იუზერი ირკას რეცეპტი |
Posted by: n_j 10 Apr 2010, 23:25 |
დღეს შოკოლადის ტორტი გავაკეთე, ხვალ გავჭრი და ფოტოებსაც დავდებ. კრემი ჭირდებოდა ნაღები თეთრი შოკოლადით, ჯერ თეთრი შოკოლადი ძლივს ვიშოვე, მერე ნაღებთან ერთად რომ გავადნე კრემი აღარ გაკეთდა, კინაღამ მიქსერი გადავწვი იმდენი ვთქვიფე, მაგრამ არ გასქელდა. ნერვი მომეშალა და მარტო ნაღების კრემი გავაკეთე. თეთრი შოკოლადი სულ მღალატობს, ვერ დავამუღამე |
Posted by: lelukaa 10 Apr 2010, 23:35 | ||||
ბერძნული პასტიჩიოა, უგემრიელესი! მნიამ! |
Posted by: faustina 10 Apr 2010, 23:56 |
ვაშლის გემრიელი პეროგი http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: mariaa 11 Apr 2010, 00:18 | ||||
svani67
პასტიციო აი აქ დევს რეცეპტი თავის სურათებიანად http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=170&Itemid=55 http://www.radikal.ru * * * faustina
ვაშლი+დარიჩინი |
Posted by: faustina 11 Apr 2010, 00:29 | ||
mariaa ლამაზია შენი მაკარონები
კი, უხდება, სხვა პეროგი ვიცი ხილის, დარიჩინით, გავაკეტებ იმასაც * * * ესეც იყოს http://www.radikal.ru |
Posted by: tikunia-teiko 11 Apr 2010, 00:44 |
ბესიკის26 გმადლობ! რა ადვილად კეთდება თურმე თვითონვე იშლება |
Posted by: rtuli 11 Apr 2010, 01:12 | ||||||
Romina
ხბოს ხორცმა მომხიბლა tavadze
ძალიან გემრიელი გამოდის ნამდვილად მე მწვანე ლობიოს მხოლოდ ეგრე ვამზადებ,ოღონდ ჯერ კარტოფილს ვაწითლებ ცოტათი,მერე ლობიოს ვაყრი+ხახვს და ვაგრძელებ შუშვას,ბოლოს დაჭრილ პამიდორს ვასხავ და კარტოფილის სრულ მომზადებამდე,დაბალ ცეცხლზე ვამზადებ,ვაჭრი ბოლოს მწვანილებს+ცოტა ნიორს+წიწაკას და გამოვრთავ * * * faustina mariaa უკომენტაროდ n_j
,რატომ რა საინტერესოა? როცა გაადნე გამოატარე მაცივარში 6 საათის განმავლობაში? |
Posted by: marilis 11 Apr 2010, 01:53 | ||
faustina
შევწუხდი ვგიჟდები ვაშლის ღვეზელზე და ეს ისე გამოიყრურება, ცუდად ვარ! ძალიან მაგარია! |
Posted by: faustina 11 Apr 2010, 02:19 | ||
marilis
მერე მოამზადე ადვი-ლია ცალიან - |
Posted by: marilis 11 Apr 2010, 02:23 | ||
faustina
სახლში დავბრუნდები და მოვამზადებ! ეხლა ფაქტობრივად სასტუმროში ვცხოვრობ |
Posted by: levanovna 11 Apr 2010, 07:36 |
ესეიგი შემოვალ, ვიფიქრებ ახლა ამას დავწერ, მერე იმას,ამასობაში თვალი ხან იქეტ გამექცევა რთულის სურათებისკენ ,ხან აკეთ მარიასთან და ვალონტან და სხვებთან და სხვებთან. ამასობაში მომშივდება, იდეა მომივა და ჰაიდა სამზარეულოში )))ხოდა დაპოსტვა კი მავიწყდება....და დიეტაც დგეს ავოკადოს მსუბუქი სალათა პომიდვრით დაქინძით მოვამზადე. ამასწინათ წავიკითხე ავოკადო თბილისში 16 ლარიო და მართლა?აქ ერტი დოლარი ღირს ერთ ცალი :yes პ.ს: გადასარევ რაგაცეებს აკეთებთ ყველანი და რაც გამოვიყენე რეცეპტი ყველა |
Posted by: mariaa 11 Apr 2010, 11:25 | ||||
faustina
ბეკონში გადახვეულია თუ ? ხრაშუნაა ეტყობა..დავინტერესდი levanovna
მეც წავიკითხე და მართლაც ძვირი გამოდის..აქაც არც ისე იაფია(როგორც ყველაფერი)5-6ევრო ღირს..წინა კვირაში 2-3ევრო ღირდა და რა თქმა უნდა გამიკვირდა და ვიყიდე * * * გუშინ უბრალოდ მთლიანი ქათამი გავაკეთე ღუმელში..შიგნით რამოდენიმე დაფნის ფოთოლს ვუდებ და კარგ გემრიელ არომატს აძლევს..უკვე მზა კი ხელითვე დავტეხე..მიყვარს როდესაც იშლება http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 11 Apr 2010, 12:06 | ||
mariaa
რა დაწითლებულია ცომი მოვზილე ღორის ქონზე და უნაზესი გამოვიდა http://www.radikal.ru |
Posted by: mariaa 11 Apr 2010, 12:37 | ||
rtuli
მაგარი კრუასანები გაგიკეთებიააა ისე დაკვირვებული ვარ,რომ ქონზე მართლაც განსაკუთრებული ცომი გამოდის..თითქმის იგივეა საკონდიტრო ცხიმი.. |
Posted by: svani67 11 Apr 2010, 12:59 |
rtuli ქალბატონმა ავგუსტამ ცივი უარი მტკიცა, შენ მაინც მიშვილე რააა ვერ წარმოიდგენ, რა მსუნაგი და სუსნია ვარ, მაგრამ პატრონი არ მყავს , ამიტომაც სულ მშია |
Posted by: faustina 11 Apr 2010, 13:54 | ||
mariaa
ქათმის თეძო ხამონში და ყველშI გადახვეული |
Posted by: rtuli 11 Apr 2010, 14:23 | ||||||
svani67
გიშვილო mariaa
პიცის ცომი მაქვს ღორის ქონზე და ის გამოვიყენე |
Posted by: faustina 11 Apr 2010, 14:26 | ||
rtuli
როგოორ? და რისი გაკეთება შეიძლება მაგ ცომიით? |
Posted by: rtuli 11 Apr 2010, 14:48 | ||
faustina
პიცის ცომია გამოდის ხრაშუნა და გემრიელი ცომი: 250მლ. თბილი წყალი(ან შრატი) 2 ჩ.კ.მშრალი საფუარი 0,5 ჩ.კ. მარილი 400-450 გრ. ფქვილი 2-3 ს.კ. ღორის ქონი გახსნი საფუარს თბილ წყალში და გააჩერებ 5 წუთს,დაამატებ ფქვილს+მარილს მოზილავ ცომს და მერე დაამატებ ქონს,ზილე იქამდე სანამ ელასტიური და ნაზი ცომი არმოიზილება.დადგი ამოსაფუებლად,მერე გამოიყენე. მე უბრალოდ მოვახვიე ლორთან+ ყველთან ერთად და გამოვაცხე. |
Posted by: svani67 11 Apr 2010, 15:27 |
ეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ....................... |
Posted by: faustina 11 Apr 2010, 15:28 | ||||
rtuli
ააჰ, მე ზეთს ვუშვრები ქონის მაგივრად აბა ღორის ქონით ვსინჯავ svani67
რატომ მოგიწყენიაატ? |
Posted by: ბესიკის26 11 Apr 2010, 15:49 |
დღეს გავაკეთე უთხელესი და ხრაშუნა პიცცა.ჩემი სისუსტეა,არც დიეთა მაკავებს და არც მარხვა.(მაგ დროს ჩემთვის ცალკე ვიკეთებ) http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: Moreira 11 Apr 2010, 16:13 |
ბესიკის26 მაგ პიცის ცომის რეცეპტი დამიწერე რა |
Posted by: svani67 11 Apr 2010, 16:16 | ||
faustina
რთულის და ავგუსტას ვთხოვე მიშვილეთ თქო და სასტიკი უარი მითხრეს. ამ განყოფილეაში რომ შემოვდივარ, მერე გულის მსუბუქი შეტევა მემაართება ხოლმე . მათ კი სულ არ ვეცოდები |
Posted by: ბესიკის26 11 Apr 2010, 17:00 |
Moreira 0.5ლ.თბილი წყალი+1სავსე ჩ/კ მშრალი საფუარი,გააჩერე სრულ გახსნამდე.100მლ ზეთი( 2ყავის ჭიქა),მარილი1ჩ/კ არასავსე,ფქვილი იმდენი რომ იყოს ელასტიური,რბილი ცომი.რომ შეხედავ ცომის სისქე საკმარისია მერე ზეთიანი ხელებით ზილე კარგად,გახდება ელასტიური,ნაზი,მორჩილი. შეფუთე ამოსასვლელად.რომ გაორმაგდება ცომი,გადაზილე.მოაწყვიტე გუნდა და გაიყვანე მეგიდაზე(ფქვილიანზე) საგორავებლით სასურველ ზომამდე.დააფინე ჟარუნაზე,დაჩხვლიტე ჩანგლით.ამითი 3 მოზრდილი ჟარუნა გამოდის |
Posted by: faustina 11 Apr 2010, 17:02 | ||
svani67
არამგონია უარი რომ გიტხრეს, ალბატ ვერ გაიგე პასუხი ესენი უარს არავის არ ეუბნებიან დახმარებისტვის * * * დღევანდელი სუპი სქელი გავაკეთე სპეციალურად ბავშვისთვის საქონლის ნულიონში მოხარშული კარტოპილი, სტაფილო, ვერმიშელი , ხორცი წვრილად დაჭრილი და ცალკე ხახვი მოშუშული.... http://www.radikal.ru |
Posted by: natali kalandadze 11 Apr 2010, 17:14 |
საშინელი სურათები გამოვიდა სპაგეტი "ჩემი სოუსით http://pix.ge/ უადვილესი და უგემრიელესი ნამცხვარი http://pix.ge/ ბლომანჟე რომ უნდა ყოფილიყო ის, რომელიც არ გამოვიდა http://pix.ge/ |
Posted by: svani67 11 Apr 2010, 17:22 | ||
natali kalandadze
საჩEმო ყოფილა, რეცეპტი ?? |
Posted by: natali kalandadze 11 Apr 2010, 17:28 |
svani67 4 კვერცხის გული გათქვეფილი შაქართან (100გრ) და კარაქთან (200გრ) + ამ 4 კვერცხის ცილა გათქვეფილი შაქართან + ფქვილი, სოდა (ძმრით ან ლიმნით), კაკაო, დარიჩინი ვსიო ოღონდ ეს არ გეყოფა დიდი პორციისთვის, აი ამ შუშაში ვაკეთებ http://pix.ge/ ზემოდან მე შოკოლადს ვასხავ და ეხლა მოყრილი აქვს ქოქოსი. ალუბლის ვაჟინი უხდება ძაალიან |
Posted by: volli35 11 Apr 2010, 17:33 |
http://www.radikal.ru პირველად ვპოსტავ აქ და გავბედავ ჩემი პიცით გავაკეთო პრეზენტაცია ... |
Posted by: n_j 11 Apr 2010, 18:25 | ||
rtuli
კი, თუმცა რეცეპტში 1 საათი ეწერა. გამოვიყენე ნესტლეს ქოქოსიანი თეთრი სოკოლადი, სხვა ვერ ვიშოვე. ეხლა ვფიქრობ ეს მასა სხვა რამეში მაინც გამოვიყენო * * * ალუბალი არ ჭირდებოდა მაგრამ მე დავამატე, მიყვარს ძალიან შოკოლადიანი და გემრიელია http://pix.ge/ http://pix.ge/ გარგრის და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში, ნუშის გულით http://pix.ge/ |
Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2010, 19:57 |
svani67 ხაჭოს პასკას თუ ეძებ, აქაა რეცეპტი http://forum.ge/?showtopic=34095664&view=findpost&p=18890971 |
Posted by: sofia_bad 11 Apr 2010, 20:19 | ||
volli35
WELCOME |
Posted by: volli35 11 Apr 2010, 20:25 |
sofia_bad მადლობა აუ ვინმეები დამეხმარეთ რა ... იმ რაღაცის რეცეპტი მინდა ნამცხვრებში რომ დებენ შუაში ფენად .... მგონი კრემია ჟელატინით თუ რაღაც ესეთი და დამეხმარეთ რა .... მჭირდება კატასტროფულად .... ისე დიდი ხანია აქ მკითხველის როლში ვარ და ამიერიდან მეც შემოგთავაზებთ გემრიელობებს .... |
Posted by: svani67 11 Apr 2010, 21:30 |
WOMAN IN LOVE მადლობა, მგონი "მოხარშული" უფრო გემრიელი იქნება. თანაც დუხოვკა არ სჭირდება |
Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2010, 21:40 |
svani67 მოხარშული არასოდეს გამიკეთებია, ვერაფერს გეტყვი, ამ რეცეპტით ვაკეთებ ხოლმე და ძალიან კარგი გამოდის |
Posted by: tikunia-teiko 11 Apr 2010, 21:44 |
n_j [quote]გარგრის და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში, ნუშის გული ამის რეცეპტი რომ არ გამიმხილოთ გავგიჟდები, გადავირევი. |
Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2010, 21:44 | ||
volli35
შენ ალბათ სუფლეს გულისხმობ? თუ ასეა, ამ პოსტებს გადახედე http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=795entry10056532 |
Posted by: volli35 11 Apr 2010, 22:05 |
WOMAN IN LOVE მადლობა გადავხედავ ეხლა .... ხო ალბატ სუფლეა ... ვნახავ |
Posted by: rtuli 11 Apr 2010, 22:05 | ||||
ბესიკის26
volli35
მეც პიცა მომამზადებინეს შვილებმა+მათმა მეგობრებმა ლორით+ქამა სოკოთი და პამიდვრის საწებლით: http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: svani67 11 Apr 2010, 22:13 | ||
WOMAN IN LOVE
ცოცხალი კვერცხი რომაა მიტომ ვთქვი მერე კვერცხის სუნი არა აქვს? |
Posted by: volli35 11 Apr 2010, 22:14 |
rtuli ნუ ჩემთან მარტო პიცა აღარ ყოფნით .... უკვე სავადასხვა ფორმის პიცა უნდათ .... ისე შენს პიცზე პომიდორიც ჩანს ხო საწებლის გარდა და ჩემსას ეგრე პომიდორი არ ხიბლავს ... * * * აუ ისე არასოდეს არ გამიკეთებია ხაჭოს პასკა და არასააღდგომი დღეებში რომ გავაკეთო რა მოხდება??? |
Posted by: n_j 11 Apr 2010, 22:26 | ||
tikunia-teiko
ამაზე მარტივი მგონი არაფერია ჩირი უნდა იყოს ქარხნული, ასე ვთქვათ უფრო "ხორციანია"(განსაკუთრებით შავ ქლიავს ეხება ეს) გულში ვუდებთ კანგაცლილ ნუშს, თხილს, ან ნიგოზს, რომელიც გიყვართ, 10-15 ჩირისთვის ორთქლზე ვადნობთ დაახლოებით 100-150 გრამ შოკოლადს+20გრ კარაქი +2ჩ.კ წყალი ან რძე, ავლებთ ჩხირზე წამოცმულ ჩირს და დებთ გასაშრობად ოდნავ გაცხიმულ ფოლგაზე. გლაზურში ბევრი კარაქის ან რძის ნაცვლად ნაღების დამატება გამოიწვევს მის დარბილებას, ანუ კი არ გამაგრდება გაშრობისას, არამედ დარჩება წებვადი, ხელებზე მიგეკრობათ. ასეთი კამფეტები მზა საკმაოდ ძვირი ღირს, შეგიძლიათ ლამაზ ქაღალდებში შეფუთო და მშვენიერი საჩუქარია |
Posted by: rtuli 11 Apr 2010, 22:26 | ||||||
volli35
ცოცხალი პამიდვრის სოუსი მოვამზადე,ანუ დავმდუღრე ,კანი გავაცალე დავკეპე წვრილად,ვადუღე ცოტათი+ნიორი+ბაზილიკით შევანელე. svani67
ხვალ საღამოთი(ზეგისთვის)მინდა მოვამზადო პასკა(ხაჭოსგან),ძალიან ორიგინალური+მოხარშული კრემის მაგვარი მასის დამატებით. ჯერ დავტესტავ და აქ აუცილებლად დაგიწერ რა გამომივიდა და როგორია პ.ს. საბუთები შეაგროვე ,გიშვილებ |
Posted by: n_j 11 Apr 2010, 22:30 | ||
rtuli
აუ, იმ გაწელილ ყველზე სუნთქვა შემეკრა! ხვალ არ მცალია და ზეგ აუცილებლად უნდა გავაკეთო, თან როგორ მიყვარს ბეევრი სოკოთI |
Posted by: volli35 11 Apr 2010, 22:32 | ||||
rtuli
ხო ხო სორრი დავაკვირდი ფოტოს და ვნახე ცოცხლები რომ არაა .... ანუ ცომზე ჯერ საწებელა წაუსვი და მერე დანარჩენი ხო????
აუ აუცილებლად დადე რა რეცეპტი .... პირველად უნდა გავაკეთო და მინდა იყოს უძლიერეს-განუმეორებელი |
Posted by: svani67 11 Apr 2010, 22:32 | ||||
rtuli
კარგიიიი ჩემს სახელზე ერთI ნაჭერიც მიირთვი
ვაშააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა დაერხა ჩემს დედიკო დოლორესს და მამიკო გიმმეს. დედიკო სულ ხოაკინების, ხოლო მამიკო სულ ტიოტია ვალიების ძებნაში რომ ხაარჯავენ დროს და მე კიდევ უპატრონოდ მიმაგდეს. |
Posted by: rtuli 11 Apr 2010, 22:44 | ||||||||
n_j
ჩემნაირი გემოვნე ბა გაქვს,მეც სოკო+ყველზე სული მეკვრება კარგი სულგუნი შევიძინე+ფაკტიურად უმარილო და ზუსტად მაგის დამსახურებაა ასე რომ გაიწელა . აი კიდევ ჯასტ სურათი გაწელილი ყველით http://pix.ge/ volli35
აქ ფორუმზე ყველა ხაჭოს პასკის რეცეპტია კარგი,მე შარშან რაზუმოვსკის რეცეპტით მოვამზადე+შოკოლადი დავახეხე,ძალიან გემრიელი იყო. წელს ჩემი უფროსი შვილი არმყავდა სააღდგომოთ სახლში,ეხლა ჩამომივიდა და უნდა მოუმზადო+მეც მიყვარს. svani67
სასამართლოში თუ მიჩივლეს, მორალური კომპენსაცია შენ დაგეკისრება |
Posted by: n_j 11 Apr 2010, 22:50 | ||
rtuli
მმმმმ... ამას ჰქვია მორალური ზიანის მიყენება ქამა სოკო მაქვს, ლორი, პამიდორი, რეჰანიც... ეხლა ვიგრძენი რომ პიცა მომნატრებია |
Posted by: volli35 11 Apr 2010, 22:54 |
rtuli ისე არ შეიძლება ასეთი ფოტოების დადება 6 საათის მერე .... ფსიქიკას აზიანებს |
Posted by: rtuli 11 Apr 2010, 22:57 | ||||
n_j
შენს ტორტზე ფანტელი ძალიან მომეწონა,სად შეიძინე? ალუბალი მაქვს,ჟოლო,მოცხარი წითელი და შავიც,მაყვალი ,დროა გამოვიყენო volli35
აღარ ჩავიდენ მსგავს სისასტიკეს |
Posted by: volli35 11 Apr 2010, 23:07 | ||
n_j
მე მთლიანად ტორტით ვარ მოხიბლული .... ვგიჟდები ყავისფერ ნამცხვრებზე და რატომღაც ეგეთი არასოდეს გამომიცხია ..... ბისკვიტის რეცეპტი მითხარი რა |
Posted by: ბესიკის26 12 Apr 2010, 00:02 |
rtuli სულგუნის თხელ ნაჭრებს ადებ ხო პიცას და ფარავ ალბათ კარგად? ვგიჟდები პიცაზე.სხვათაშორის სოკო ჩემს პიცაზე ჩემი ეზოსი იყო(მორებზე გაზრდილი კალმახა სოკო) |
Posted by: nanana 12 Apr 2010, 01:06 |
rtuli pepi აი ის ტორტი. ხალხი ხარხარებდა რომ შევიტანე. :D:D რამდენადაც გონჯი და დაბრეცილია, იმდენად გემრიელი იყო ბრაუნის ფენები დატენილი ფისტაშკებით. ნუშის პუდინგი და ნაღებიანი კრემი თეთრი შოკოლადით. შოკოლადის ტრუფელის ფენა და ალუბლებით დატენილი შუები. მართლა უგემრიელესი იყო თან რა გენიალური ფოტოა |
Posted by: marilis 12 Apr 2010, 01:14 | ||
rtuli
ვაიმე, იტალიაში ვარ, პიცა უკვე შემზიზღდა, ისე ვარ და ამ ფოტოზე მაინც გავჭედე! |
Posted by: nanana 12 Apr 2010, 01:16 |
marilis პიცის გარდა მილიონი საჭმელია იტალიაში |
Posted by: likaterine 12 Apr 2010, 01:34 |
მოკლედ ჩემი პირველი პოსტი ფოტოს თანხლებით ამ თემაში, დღეს არა მაგრამ გუშინ გავაკეთე შვრიის ორცხობილები ნიგვზით და შოკოლადით, მეორე ჯერზე გამომივიდა, არც გაბრტყელდა და არც გახმა ცხობისას. ცომი მთელი რამით მაცივარში გავაჩერე და ალბად მაგის დამსახურებაა აი ასეთები გამოვიდა |
Posted by: volli35 12 Apr 2010, 01:46 |
marilis აუ რა მაგარია იტალიაში რომ ხარ .... რამდენიც ვიმოგზაურე იტალიაში იმდენი ისევ მანდ მინდა მოგზაურობა .... ისე მე მანდ პიცაზე არ გავგიჟდი ... აი სპაგეტტიზე და მაგის სოუსებზე კი .... და კიდე ნუ რა ვიცი ნაყინზე ... ვაიმე რა უმაგრესი და უგემრიელესი ნაყინი იყოოოოოო |
Posted by: Moreira 12 Apr 2010, 02:36 |
rtuli ბესიკის26 თქვენი პიცის მერე ცოტა კი მეუხერხულება, მაგრამ ამ შუაღამე მომიარა მეც : )) http://www.radikal.ru |
Posted by: tikunia-teiko 12 Apr 2010, 03:17 |
n_j დიდი მადლობააააა |
Posted by: ninoma 12 Apr 2010, 05:53 | ||||
svani67
გათეთრებამდე ათქვიფე კვერცხი და შაქრის ფხვნილი და არ ექნება კვერცხის გემო. მე გავაკეთე მოუხარშავი ვარიანტი და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ამ პასკის ლინკი უკვე დაგიდე წინა გვერდზე. volli35
ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ გააკეთო. უბრალოდ რაშია იცი საქმე , პასკა უდა წაუსვა კულიჩს და ისე მიირთვა. ასე მასწავლეს ჩემმა რუსმა სტუმრებმა უბრალოდ რა |
Posted by: n_j 12 Apr 2010, 10:46 | ||
rtuli
აქ არ მიყიდია, მოსკოვიდან მარციპანის ფიგურები გამოუგზავნეს ჩემს შვილს და იმ ყუთში ეყარა ბლომად ეს ფანტელებიც, შემორჩენილი მქონდა volli35 http://forum.ge/?act=ST&f=82&t=34069529&st=360#entry18996551 |
Posted by: Peppi 12 Apr 2010, 10:54 | ||
nanana
რა გემრიელი იქნებოდა მართლაც გუშIნ ისევ შენი "შოკოლადის ლავით" მოვხიბლე ოჯახი |
Posted by: faustina 12 Apr 2010, 11:21 | ||||
marilis
მაშინ პასტა, ლასანია, მოცარელა და სხვა ტიპიკური იტალიური საჭმელებიც შეგზიზღდებოდა volli35
გეთანხმები, გერმანიაში ძალიან ბევრი იტალიური სანაYინეებია და სუუულ იქ დავდიოდით |
Posted by: nite 12 Apr 2010, 11:58 | ||
Carmen13
რეცეპტი მოგწერე ადვილი და გემრიელი |
Posted by: rtuli 12 Apr 2010, 12:09 | ||||||||||
ბესიკის26
დავახეხე და კარგათ დავფარე.
ალბათ თესავთ არა? წარმომიდგენია რა გემრიელი სურნელი ექნებოდა პარნიკის სოკოს არ აქვს მძაფრი სურნელი. nanana
იმდენი გემრიელი ინგრიდიენტები ჩამოთვალე რომ,არშეიძლებოდა არყოფილიყო გემრიელი. ვიზუალური მხარე კი დაიხვეწება marilis Moreira
პიცა გენიალურია,ანუ შეიძლება მომზადდეს იმით რაც გაქვს სახლში,მთავარია გემრიელი ცომი გაკეთდეს ninoma
მეც ასე ვიცი და სხვათაშორის ძალიან უხდებიან ერთმანეთს,კულიჩი და პასკა |
Posted by: marilis 12 Apr 2010, 12:13 | ||||||||
nanana
როდესაც 2 წლის განმავლობაში სახლში სამზარეულო არა გაქვს და ხშირად, სადილობისას ბარში თუ ახერხებ 10 წუთით შერბენას, იმ მილიონი საჭმელიდან ამოსარჩევად ბევრი არ გრჩება, დამერწმუნე volli35
ჰო, ნაყინი ნამდვილად ვერ მოგბეზრდება faustina
ლაზანია ჯანდაბას და დანარჩენები * * * Moreira
ცომი ცოტა შეათხელე, მწვანილები, მაიონეზი და კიტრი მოაშორე, ტომატი ოდნავ მეტი და მერწმუნე, უკეთესი თუ არ იყოს! |
Posted by: nite 12 Apr 2010, 12:18 | ||
rockataka
ეს ცომი, რთულის რეცეპტით პირდაპირ დავაკოპირე ცომი ღვეზელებისთვის: 3 ცალი კვერცხი 1 ჩ.კ.შაქარი 500მლ.მაწონი 0,5 ჩ.კ.მარილი 100გრ.მარგარინი ფქვილს რამდენსაც შეიზელს დაახლოებით 700გრამამდე, ფქვილის რაოდენობა კვერცხის ზომაზეა დამოკიდებული და მაწვნის სისქელეზე,ამიტომ სავარაუდო წონაა. გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე მარგარინი. გავთქვიფოთ კვერცხი+შაქარი+მარილი. დავამატოთ მაწონი,მოურიოთ და თბილი მარგარინი ჩავასხათ. ფქვილის დამატებით მოვზილოთ ნაზი ცომი. სოდას რაც შეეხება 2 ვარიანტია დამატების: 1 ფქვილთან ერთად დააცერით და ისე მოზილეთ. 2. მოზილეთ ცომი სოდის გარეშე,მერე ცოტათი გასალეთ მოაყარეტ სოდა,მოახვიეთ რულეტივით. ორივე ვარიანტი გამომიცდია და ორივე კარგია.მე ძირითადატ მეორე ვარიანტს ვიყენებ. ცომს დავაფაროთ ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. გამოვიყენოთ რვეზელებში.ეს პორცია არის ერთ თუნუქის ფურცელზე გათვლილი. გულსართს რაც სეეხება, 2 არც თუ ისე დიდი შეკვრა ტარხუნა, 2 კვერცხი და ბლომად ყველი, ცომს ორ ნაწილად გავყოფთ, გავშლით ერთს დავაფენთ ტაფაზე, მერე გულსართი და ზემოდან მეორე ცომი, შემოვუკედავთ გვერდებს, ზემოდან გადავუსვამთ კვერცხის გული+ცოტა რძე და გამოვაცხობთ. |
Posted by: annak 12 Apr 2010, 12:19 |
გავაკეთე "ჩიზქეიქი" ფორთოხლით უმარტივესი რეცეპტია, ფოტოა "ჯღანი" მაგრამ დავდებ მაინც" http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 12 Apr 2010, 12:40 | ||||
nite
გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ცომია annak
მიყვარს ციტრუსის და შოკოლადის ბისვიტის შეხამება რეცეპტიც საკონდიტრო განყოფილებაში დადე,მითუმეტეს თუ მარტივად მოსამზადებელია |
Posted by: nite 12 Apr 2010, 12:46 | ||
rtuli
თან ყველა ღვეზელზე მიდის |
Posted by: likaterine 12 Apr 2010, 13:56 |
rtuli შენი პიცის ცომის რეცეფტი მიმითითე რა გთხოვ სადაა თუ არ დაგეზარება. მადლობა წინასწარ |
Posted by: Peppi 12 Apr 2010, 14:05 |
ეს ისევ შოკოლადის ლავა კიდევ შოკოლადის კექსი გავაკეთე (ზეთით, ძალიან ფუმფულა), რომელიც ბარტერში მადრიდიდან ჩამოტანილ ჩორიზოში და ყველში გავცალე http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=181&Itemid=55 |
Posted by: svani67 12 Apr 2010, 14:11 |
მე თურქული სამჭელი მომწონს ძალიან გემრიელია სასუსნავები ხომ საერთოდ. არავინ აკეთებთ თურქულ სასუსნავებს? აი, რაღაც ფელამუშის მაგვარი საჭმელი აქვთ, |
Posted by: keto22 12 Apr 2010, 14:40 |
კითხვა მაქვს იქნებ დამეხმაროოთ რძე მომიტანა მამთილმა გუშინ საღამოს დილის მონაწველი ალბათ და მაცივარში მედო ამ დილით რომ ავადუღე აიჭრა და გამოვიდა ხაჭო მაინტერესებს ესე აჭრილი თუ ვარგა ან რაში გამოვიყენოოოო? მადლობა წინასწარ |
Posted by: Peppi 12 Apr 2010, 14:45 | ||
keto22
ეს ხაჭო ვარგა კი და ჩვეულებრივად შეგიძLია გამოიყენო - ანუ, ჭამო, აჭამო ბავშვს . .(თუ მაწონს აჭმევ მაგ ძროხის რძისას, არც ხაჭო აწყენს) .. ან "ვარენიკებნი" გააკეთო, ან ხაჭაპურში გამოიყენო . . იმ დარჩენილი სითხისგან "სველისგან" კი საუკეთესო ცომი იზილება ხაჭაპურისთვის |
Posted by: keto22 12 Apr 2010, 15:13 |
Peppi ბავშს კი ვაჭმევ ჩემით მომზადებულ ხაჭოს მაწვნით ვჭრი და ახან ესე აიჭრა მისით ვიფიქრე გაფუჭებული ხომ არ იქნებათოო დიდი მადლობა ვარენიკებს გაუკეთებ |
Posted by: rtuli 12 Apr 2010, 16:13 | ||||||
likaterine
პიცის ცომია გამოდის ხრაშუნა და გემრიელი ცომი: 250მლ. თბილი წყალი(ან შრატი) 2 ჩ.კ.მშრალი საფუარი 0,5 ჩ.კ. მარილი 400-450 გრ. ფქვილი 2-3 ს.კ. ღორის ქონი გახსნი საფუარს თბილ წყალში და გააჩერებ 5 წუთს,დაამატებ ფქვილს+მარილს მოზილავ ცომს და მერე დაამატებ ქონს,ზილე იქამდე სანამ ელასტიური და ნაზი ცომი არმოიზილება.დადგი ამოსაფუებლად,მერე გამოიყენე. მე ქონი გამოვიყენე,შეგიძლია ზეთით ჩაანაცვლო. Peppi
სადისტი ხარ
, მშვენიერი ბარტერული გაცვლა გამოგივიდა,მეც იგივეს ვიზავდი,ისე მიყვარს ყველი,ჩორიზოც კარგი რამეა |
Posted by: ხორხე 12 Apr 2010, 16:14 | ||
svani67
ახლა მიდევს გვერძე სასუსნავები და საშინლად ცხიმიანია წვენი გასდის .... |
Posted by: annak 12 Apr 2010, 16:16 | ||||
rtuli
აუცილებლად ხორხე
მეც მაგიტომ არ მიყვარს თურქეთში ხარ? |
Posted by: rtuli 12 Apr 2010, 16:18 | ||
svani67
ისეთი შრომატევადია ფახლავა,რომელზეც ჭკუა მეკეტება და პატარა ნატეხს თუ შევჭამ და 1 ლიტრა უშაქრო ჩაის დავაყოლებ მხოლოდ,ისეთი ტკბილია.ყიდვა ჯობია ან სურათით დატკბობა http://www.radikal.ru |
Posted by: svani67 12 Apr 2010, 17:25 | ||
ხორხე
შენ ფახლავაზე ამბობ. მე კიდევ სხვა სასუსნავებს ვგულისხმობ რაღაცნაირი, ფელამუშის მაგვარი მასაა, სხვადასხვა ინგრედიენტებით< უგემრიელესია, ასევე მგონი მანისგან გაკეთებული პატარ-პატარ ნამცხვრებია. თUმცა აქ მასეთEბი არ მინახავს. ნუ რახათ-ლუხუმზე ხომ არაფერს ვამბობ და კიდევ ის მომწონს, ბრინჯის ფაფას მერე რომ წვავენ ხოლმე, დამტკბარ ვერმიშელს კიდევ. rtuli ჰო ძნელია ძალიან და უგემრიელესია. მაგრამ სხვაც ბევრი აქვთ. ამდენი სასუსნავი მაგათ რომ აქვთ, არ ვიცი. ამბობენ კიდევ, რომ იტალიელებს აქვთ გასაგიჟEბელი სასუსნავები პ.ს. ღორის ქონს რომ ხმარობ ხშირად, მანდ (Mგონი უცხოეთში ხარ ხომ) სად შოულობ და კიდევ, არ შეიძლება მაგ ქონის სხვა რამით შეცვლა ისე, რომ ეფექტი იგივე იყოს ? შენმა გამომცხვარმა კრუასანებმა გულში დამჭრა |
Posted by: t e o n a 12 Apr 2010, 17:55 | ||
თ სატაცური, კვერცხით და ამბებით... რაღაცნაირი, გემრიელი იყო. http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 12 Apr 2010, 17:59 | ||||||
Peppi
ვპიკრობ რა არის ჩორიზო ტკოო და გამახსენდა რომ ჩორისოა ლობიოს და ბარდეულს ანელებენ აქ ჩორისოთი
აქ იყიდება ძაააალიან თხელი ფენები და ყოველთვის მინდოდა ფახლავა გამეკეტებინა... მაგრამ არ ვიციც ისე სიმართლე რომ გითხრათ არც გამისინჯია.... |
Posted by: forumeli007 12 Apr 2010, 18:06 |
Peppi როგორ მოწოოონს შენი ლავააააა, სულ ლურწკები მომდის ერთი სული მაქვს როდის გავაკეთებ, მაგრამ ფორმები ვერ ვიშოვე... ლილოს ბაზრობაზე რაღაც უცნაური ტიპის ფირმები იყო, ძირი სხვანაირი ქონდა, რაღაც ფორმებიანი, და არ მომეწონა... თან კიბეებივით იყო ქვევით ძირისკენ... ალბეთ ის ფორმები უფრო პეჩენიებისთვის გამოდგება არა??? |
Posted by: ხორხე 12 Apr 2010, 18:07 | ||
annak
არა გუშინ ჩამოვეთრიე და ჩამოვათრიე და მეზიზღება ჩემი თავი ქონიანია |
Posted by: tavadze 12 Apr 2010, 18:16 | ||||||
volli35
მართლაც უმაგრესი ნაყინები აქვთ. keto22
ვერ დავიჩემებ, მაგრამ, შესაძლოა, მაგისი აჭრის მიზეზი სულ სხვა იყოს, წარმოდგენაც რომ გაგვიჭირდეს, ისეთი! შესაძლოა, რძე ბუნებრივადაა ძალიან ცხიმიანი და ადუღებისას აიჭრა... ვერ აგიხსნი, რატომ შეიძლება ასე ხდებოდეს, მაგრამ გამოცდილებით გეუბნები. გუშინ სიცხე კი იყო, მაგრამ არც ისეთი, დილის ნაწველს საღამომდე ვერ გაეძლო. t e o n a
|
Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2010, 18:35 | ||
svani67
სუთლაჩი http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 12 Apr 2010, 18:46 | ||||||||
svani67
ჯერ აქ ვარ
ჩვეულებრივად ზეითუნის ზეთით შეცვალე რა პრობლემაა. t e o n a
რა სასარგებლოა და გემრიელი ასეთ ამინდში მხოლოდ წვნიანს თუ მოამზადებდა ადამიანი. ბარდის წვნიანი შებოლილი შაშხის ნაჭრებით და მოხალული ნიგვზით+ალუჩაც დავამატე(დაკონსერვებული მქონდა) http://www.radikal.ru WOMAN IN LOVE
არგამისინჯია. მაგის მოსაწვავად ფარსუნკა ენდომება |
Posted by: ხორხე 12 Apr 2010, 18:53 | ||
rtuli
ეუფ |
Posted by: rtuli 12 Apr 2010, 18:56 | ||
ხორხე
თურქულ ცხიმიან სასუსნავებს შეეშვი და მოიმზადე ცხელი წვნიანი,ვოტ |
Posted by: svani67 12 Apr 2010, 18:58 | ||||
აუუუ როგორ მიყვარს მარა ერთხელ ვიკითხე როგორ აკეთEბთ მეთქი და თურქის გამყიდველმა დამტვრეული ქართულით მითხრა: ქანიმ შენ ოღოდნ აქ მოდი ხოლმე და მე სულ ახალ-ახალს გაგიკეთEბო |
Posted by: ხორხე 12 Apr 2010, 19:05 | ||
rtuli
სამსახურში უნდა ვეგდო ათამდე თან გადამყვებიან |
Posted by: rockataka 12 Apr 2010, 19:12 | ||||||||||
nite
მადლობა, შენც და რთულსაც! t e o n a
ეჭვიც არ მეპარება rtuli
უხხხ
ცივა? |
Posted by: n_j 12 Apr 2010, 19:21 | ||
Peppi
ძალიან შთამბეჭდავია! მეც ვგეგმავ და ვერ განვახორციელე ჯერ |
Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2010, 20:16 |
svani67 ნახევარ ჭიქა ბრინჯს მოხარშავ 2 ჭიქა წყალში, წყალს რომ დაიშრობს, დაამატე 1 ლ. რძე, 1 ჭიქა შაქარი, ვანილი და კიდევ კარგად ხარშე დაბალ ცეცხლზე (ასე 20 წუთი). ამასობაში ცალკე ცოტაოდენ წყალში გახსენი 2-3 სუფრის კოვზი სახამებელი და დაუმატე ბრინჯს, თან 5 წუთის განმავლობაში ურიე. შემდეგ ამ მასას გადაიტან თიხის ცეცხლგამძლე ჯამებში და შედგამ ღუმელში შეგიძლია ცივადაც მიირთვა, ღუმლის გარეშე. თავს სპეციალური ხელსაწყოთი უბრაწავენ, მაგრამ ამისთვის გრილის ჩართვაც გამოდგება. |
Posted by: svani67 12 Apr 2010, 20:20 |
WOMAN IN LOVE მადლობა პრინციპშI ბრინჯის ფაფა ყოფილა, ოღOნდ ეგაა, სახამებელს არ ვუკეთEბ ხოლმე მაცივარში ვდგამ და მაგრად გაციებულს კარგი გემო აქვს, ნაყინივითაა აბა ასეთი სასუსნავის მოყვარული ვინ ხართ?? მეტად უბრალოა,მაგრამ მე ძალიან მიყვარს მაკარონის ფაფას ვაკეთებ სგუშონით, ოღOნდ სქელს და მერე კარაქში ვწვავ. ძალიან გემრიელია, ბევრ ნამცხვარს მირჩEვნია |
Posted by: ninu_ka 12 Apr 2010, 20:25 |
annak ჩიზ ქეიკის რეცეპტი შეგიძლია დაწერო? |
Posted by: shumeri 12 Apr 2010, 20:36 |
rtuli გამარჯობა, როგორ ხარ..... ერთი შეკითხვა მაქვს სოსისის წვნიანთან დაკავშირებით, მაინტერესებს "მონადირული" ძეხვია თუ სოსისი.... მე ამ სახელწოდების ძეხვი ვიცი და სოსისი არ გამიგია, შენ კი სოსისი გიწერია, რომელი უნდა ვიხმარო? |
Posted by: rtuli 12 Apr 2010, 21:02 | ||||||
shumeri
გაგიმარჯოს
თხელებია ეგ ,,მონადირული,, და ჩავთვალე რომ სოსისია rockataka
ცრის და ცივა,სინესტეს ვერ ვიტან |
Posted by: volli35 12 Apr 2010, 22:11 | ||||
marilis
თხელი ცომით კარგია ... მაგრამ მე ასევე გამისინჯავს მალტაზე პიცერიაში სქელ ცომიანი პიცა და ისიც მაგარი იყო .... * * * Moreira მომწონს შენი პიცა ... თუნდაც იმიტომ რომ პიცა მიყვარს ყველა ბრუნვაში გარდა ზღვის პროდუქტიანებისა n_j მადლობა რეცეპტისთვის .... გამოვაცხობ მეც და გავიმარიაჟებ თქვენთანmarilis
კიიი თან გაგვაფრთხილეს ოჯახის ნაყინი მიირთვითო და ... ნუ ეს იყო დაუვიყყარი რამ ... |
Posted by: marilis 12 Apr 2010, 22:24 | ||||
volli35
იგივეა, რაც ხაჭაპური სქელი ცომით, ანუ გასინჯვით ბევრგან გასინჯავ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კარგია
ვიქნები გულახდილი, ცხოვრებაშI არ გამომიცხვია პიცა |
Posted by: Miss_Nata 12 Apr 2010, 22:34 |
ჩემო კეთილო კულინარებო,შეკითხვა მაქვს ერთი,ჩიზქეიქის გაკეთება რომელი ყველით შეიძლება?? მგონი ფილადელფიაო ხომ?? კიდევ რომლით გაგიკეთებიათ, ჩვენს ქართულ რეალობაში,იქნებ დამეხმაროთ,. |
Posted by: lelukaa 12 Apr 2010, 22:53 |
Miss_Nata ძირითადად ვალიოს ნაღებით ან უცხიმო არაჟნით ვაკეთებ მე! აი დღევანდელი ჩიზი http://www.radikal.ru |
Posted by: volli35 12 Apr 2010, 23:10 | ||
marilis
არა არა აშკარად არ იყო ეგეთი .... ნუ საკმაოდ მეგემრიელა .... თხელცომიანს რომ არ შევადარებ ეს უდაოა. მაგრამ ნუ ისიც კარგია .... მასე მე აქ Fანტასტიკოს პიცას ვერ მირჩევნია ვერც იტალიაში გასინჯულები და ვერც თბილისის სხვა პიცერიების .... ნუ ისე გემოვნების ამბავია ყველაფერი რა თქმა უნდა უი და რა მინდა გკითხოთ .... რამისაა ყოველდღე რომ რაღაცას აცხობთ და აგემოვნებთ საკუთარი ზომა-წონის ამბავი როგორ გაქვთ??? .. მე ვეღარ ვBედავ ხშირად ცხობას |
Posted by: ბესიკის26 12 Apr 2010, 23:13 | ||
rtuli
კი,ვთესავთ.წელს იყო I მოსავალი.ეზოში გამოუყენებელი სულ პატარა მიწის ნაკვეთი გვაქვს და ამაზე "დავასაქმეთ".გადაჭრილ ხის მურებზე ითესება ერთხელ და მერე 4,5 წელი მოსავალს იღებ გაზაფხულზე და შემოდგომაზე.მართლა არომათული სოკოა . |
Posted by: Miss_Nata 12 Apr 2010, 23:37 |
lelukaa დიდი მადლობა.ეს ვალიოს ნაღები ჩვეულებრივად ნაღების სახე აქვს თუ მდნარი ყველი იგულისხმეთ ვალიოს/??? |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 00:02 | ||
ბესიკის26
მოსავლის ასაღებად გამოგივლი დასახმარებლად მოვამზადე ხაჭოს პასკა-დესერტი-სურპრიზით სურათები,დეგუსტაცია და შინაგანი სამყარო ხვალ იქნება ინტრიგანისსმაილიკი |
Posted by: faustina 13 Apr 2010, 00:04 |
ვაახ, დღეს ჩისქეიქების დღე გვაქვს ათასნაირი ჩისქეიქი არსებობს და ათასნაირი მომზადების წესით... დღეს ეს გავაკეთე პირველად, მსვენიერი გამომივიდა სხვა დროს სხვანაირი რეცეპტით მოვამზადებ.... იმედია მოგეწონებათ http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 00:08 | ||
faustina
|
Posted by: faustina 13 Apr 2010, 00:32 |
rtuli ninu_ka http://forum.ge/?showtopic=34069529&view=findpost&p=19012925 |
Posted by: Moreira 13 Apr 2010, 00:50 |
faustina ვსიო... ამოვწყდი ვაიმე, ეს რა მაგარი რამე დადე.. ა, უი, დაგიდია რეცეპტი ამ ნაღებს ვერსად ვშოულობ : (( სად ვიშოვო ნაღები? |
Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 01:07 | ||
marilis
ვისაც მოსწონს, იმისთვის კარგია გემოვნების ამბავია. |
Posted by: tikunia-teiko 13 Apr 2010, 01:08 | ||
მომეწონა კი არა შეჭმა მომინდა, მიყვარს |
Posted by: natali kalandadze 13 Apr 2010, 08:23 |
დილა მშვიდობისა საუზმე |
Posted by: HoNeY 13 Apr 2010, 08:46 |
natali kalandadze მუღამზე მოხვედი ხო აქ ფოტოების დადების? მოკლედ 3დღის უკან მივიღეთ ამანათი ავსტრალიიდან, დედამისმა გამოგვიგზავნა რაღაც იქაური სუნელები, ხო და მომიმზადა ქათამი, რომელიც ძააალიან გემრიელი იყო. კეთებისას http://www.radikal.ru ეს კიდე უკვე მზა http://www.radikal.ru ცუხელ კიდე ასევე თავისი დის გამოგზავნილი "რაღაც-რუღაცეებში" იყო ბევრი ნახევრად მზა დანამატებები და მოვამზადეთ "beef stoganoff"-ი, რაზეც იმენო გავაფანატე http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ნუ რა თქმა უნდა ხორცზე ტვინი შემიჭამა ეგეთი მაგარი კუნღიანი კორცი ჯერ არ მინახავსო და 10დან 7ად შეაფასა კერძი, რაც გაცილებით მეტი ქულის ღირსი იყო, მხოლოდ და მხოლოდ კორცის გამო ( ჯერ ხომ დავხოცეთ ერთმანეთი პოპულსი კორცის შერჩევისას, გამყიდველს ტვინი წაუღო |
Posted by: sad_lucky 13 Apr 2010, 09:25 |
Peppi შოკოლადის ლავა პორციიდან რამდენი გამოდის? |
Posted by: natali kalandadze 13 Apr 2010, 10:41 |
Peppi და აქვე, ლილოში ვერ წავალ ფორმების საყიდლად და ქალაქში არსად არ იყიდება? |
Posted by: mariaa 13 Apr 2010, 11:30 |
მიყვარს როდესაც ბევრი რამ მხვდება დასათვალიერებელიიი..მაგრები ხართ http://www.radikal.ru * * * http://www.radikal.ru |
Posted by: annak 13 Apr 2010, 11:41 |
გუშინ გამოვცადე კექსის ახალი ფორმა და გავაკეთე ჟოლოს იოგურტიანი კექსი http://www.radikal.ru |
Posted by: nite 13 Apr 2010, 11:49 |
mariaa ეგ შოკოლადისფერი რისი ნამცხვარია? |
Posted by: n_j 13 Apr 2010, 11:58 | ||
faustina
რატომღაც რომ არ მოგვეწონოს! ულამაზეს (და ალბათ უგემრიელესსაც) საჭმელებს აკეთებ! ჩვენთანაც ვნახე მარწყვი ბაზარში ორი დღის წინ, მაგრამ არ ვყიდულობ ჯერ არა და როგორ მიყვარს დღეს ვგეგმავ კიშ ლორენის და იუზერ მარიას ერთ-ერთი კერძის გაკეთებას, მაკარონით და ფარშით რომაა, სახელი დამავიწყდა, ეხლა მოვძებნი რეცეპტებშI |
Posted by: mariaa 13 Apr 2010, 12:02 | ||||||
n_j
ორჯერ ვიყიდე და შევჩერდი,რადგან გემო არანაირი..ზოგჯერ კარგია როდესაც ძალიან გენატრება.. აი მაისში სულ სხვა გემო ექნება * * * nite
მოსაიკო..მარტივი და სწრაფიი n_j
პასტიციო ხომ? |
Posted by: n_j 13 Apr 2010, 12:07 | ||
mariaa
ჰოო, ზუსტად! ეხლა ხორცს ვადნობ მიკროტალღურში და აქ შემოვიხედე მანამდე რეცეპტისთვის |
Posted by: mariaa 13 Apr 2010, 12:20 |
n_j იმედია შეგიყვარდება ჩემსავით |
Posted by: nite 13 Apr 2010, 12:25 | ||
mariaa
რეცეპტიიიიიი პლზ |
Posted by: mariaa 13 Apr 2010, 13:03 |
nite მოსაიკო მასალა: 250გ კარაქი 8ს/კ კაკაო 1 სგუშონი 1ჭიქა ნიგოზი(ქიშმიში) 1 შეკვრა ორცხობილა(http://www.radikal.ru) ქვაბში ჯერ კარაქს გაადნობ და დაუმატებ სგუშონს,კაკაოს,ნიგოზს. გადმოდგამ ცეცხლიდან,ხელით ერთიანად ჩაატეხავ ორცხობილებს,აურევ.. გადმოიღებ სამზარეულოს ცელოფანზე თუ რაც ქვია, მიცემ მოგრძო ფორმას..გადაატრიალ-გადმოატრიალებ და ისევ შეახვევ კალკაში მჭიდროდ.4-5საათი მაცივარში და მზად არის დასაჭრელად. enjoy... |
Posted by: ბესიკის26 13 Apr 2010, 13:03 |
rtuli სტუმარი ღვთისაა |
Posted by: nite 13 Apr 2010, 13:07 | ||
mariaa
ორცხობილა ალბათ ცივში უნდა ჩავაყარო, თუ ცხელშიც შეიძლება? |
Posted by: mariaa 13 Apr 2010, 13:17 | ||
nite
თუხთუხი არც უნდა უბრალოდ როგორც კი კარაქი გადნება და ყველაფერს ჩაუმატებ,ერთხელ ამოურევ,გამოურთავ ცეცხლს და მაშინვე ჩაატეხავ.. სგუშონი=შესქელებული რძე |
Posted by: faustina 13 Apr 2010, 13:31 | ||
mariaa პეჩენიების "ძეხვი" აქ მასე ეძახიან n_j
ეს კარგი გამოდგა, ტკბილი და გემოც ქონდა, არა ისეთი როგორც ივლისის მარწყვებია, მაგრამ ამ პერიოდისტვის, მშვენიერი იყო |
Posted by: mariaa 13 Apr 2010, 13:45 | ||
faustina
კი,და საქართველოშიც მგონი |
Posted by: Peppi 13 Apr 2010, 14:13 | ||||||||
sad_lucky
ბევრი, ზუსტად არ ვიცი ასე 20 ცალი ალბათ, მე ვყოფ 3-4 ნაწილად, ვდებ კულინარიულ კონტეინერებში და ვდებ საყინულეში . . მერე დრო და დრო ვაცხობ, ნუ ჯერ ლღვება. ეს ცომი 1 თვის წინ მოვამზადე. natali kalandadze
არ ვიცი, მე საქართველოში არ მიყიდია .. . * * * faustina
კლასიკაა შენს საიტზე "ვიკარგები", რომ შევდივარ, ზღაპარში მგონია თავი, ძალიან მომწონს mariaa
ეგ პირველად და უკანასკნელად არტეკში გავსინჯე . . საერთდ არ ვეკარებოდი ტკბილეულს და ისე ვიყავი დამშეული - კი შევჭამე 1 ნაჭერი (პ.ს. საჭმელი კი იყო ნაირ-ნაირი) მე არ ვჭამდი რატომღაც(: |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 15:10 |
ჯასტ ხაჭოს პასკა სურპრიზით http://pix.ge/ ესეც სურპრიზი http://pix.ge/ პ.ს. შვილმა საუკეთესო დედიკოთ მაღიარა |
Posted by: trendy 13 Apr 2010, 15:14 | ||
rtuli
ჩვენც |
Posted by: tavadze 13 Apr 2010, 15:14 | ||||
natali kalandadze
გლდანში, ბაზრობა სადაცაა, ზუსტად ხორცის სექციის უკან დიდი მაღაზიაა. ისეთი ფასებია, ლილოში არც ღირს გასვლა იმ სიშორეზე. თან, ყველაფერი კარგი აქვთ. ნუ, მე რაც ვიყიდე, ყველაფრის კმაყოფილი ვარ. ამას წინათ ვაგზალზეც ვნახე მაღაზია მნართლაც ლიოს ფასებსი, მაგრამ იმათი საქონელი არ ვიცი, არ შემიძენია, ეს კი მართლა კარგია. თან, სამზარეულოს ჭურჭელულის დიდი არჩევანია. rtuli
შენ არ გინდა, საუკეთესო შვილობილად მაღიარო? მაგ სასუსნავებს ყველას არ შეგიჭამთ - სახალხოდ გპირდებით. |
Posted by: Luchia 13 Apr 2010, 15:20 | ||
rtuli
საუკეთეზოზე საუკეთესო ხარ არადა როგორ დიეტაზე ვარ...სასწრაფოდ გავიდე თორე გული წამივა |
Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 15:30 | ||
rtuli
კრუნჩხვებში ვარ. რეცეპტი !! |
Posted by: annak 13 Apr 2010, 15:33 | ||||
djindjidrinji
გეთანხმები მართლა სიურპრიზი იყო- ნამდვილი "შოკი"
+1 |
Posted by: n_j 13 Apr 2010, 15:40 | ||
rtuli
თამარ ღლონტის თქმისა არ იყოს, საერთოდ რას შემოვდიოდი, ამეშალა ნერვები ნუ იქნები ასეთი სასტიკი, აქ მშიერი ხალხი შემოდის |
Posted by: tikunia-teiko 13 Apr 2010, 15:52 | ||
ვაუ, რა მაგარია. თქვენი შვილი აბსოლუტურად მართალია, სუპერ დედიკოოოო ხართ |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 15:58 | ||||
tavadze
საუკეთესო შვილობილად ჩაგწერე სიაში,ბოლოდან პირველი ხარ
მარტივი რეცეპტია+საინტერესო. გულსართი ალუბალი წითელ ღვინოში ჩახარშული და ხაჭო ნაღებიანი მოხარშული კრემის მაგვარი მასით შენელებული არგეტყვით,არა ვერ გეტყვით რა გემო აქვს, ეს უნდა თავად გასინჯოთ რეცეპტი კი აქ დავდე,ნათიას (Peppi) ბლოგზე მინდოდა რამე განსაკუთრებული დამედო http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55 |
Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 16:02 |
rtuli არაო,”ბოდიშით ეს რეცეპტი მიუწვდომელია”-ო. |
Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2010, 16:14 | ||
rtuli
ხვალამდე თუ შემინახავ, ასეც მოვიქცევი |
Posted by: nite 13 Apr 2010, 16:15 | ||
faustina
მასეთ ძეხვს დედაჩემი ჩემს ბავშვობაში აკეთებდა, ოღონდ მთლიანად გამოტარებული ორცხობილით აკეთებდა, და რამდენადაც მახსოვს კარაქი არ სჭირდება. |
Posted by: ninoma 13 Apr 2010, 16:16 |
rtuli |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 16:18 | ||||
djindjidrinji
ნათია არედაკტირებს და მერე გაიხსნება საიტზე თუ ვერ ითმენ პმით გამოგიგზავნი რეცეპტს WOMAN IN LOVE
ვერ შეკპირდები,დღეს გამოდი+ყავაც მაქვს |
Posted by: djindjidrinji 13 Apr 2010, 16:32 | ||
rtuli
PMით ერთი ნაჭრის გამოგზავნა რომ შეიძლებოდეს, ვიტყოდი ვერ ვითმენ მეთქი |
Posted by: faustina 13 Apr 2010, 16:40 | ||||
Peppi
უიი, ამ საიტზე ..., აღარ შეხვიდე, სხვას ვაკეთებ და ეს მიტოვებული მაქვს, რა დღეშია არც ვიცი ... rtuli
მმმმმმმნია მნიაააააააა ( როგორც ჩემი შვილი იტყოდა გემრიელ საQმელზე ) მაგარია |
Posted by: bancala 13 Apr 2010, 17:39 |
rtuli არ გინდა მიშვილო??? http://www.SmileS.Ge :დორბლდორბლდორბლდორბლ: პ.ს. სადაა რეცეპტი?? http://www.SmileS.Ge |
Posted by: n_j 13 Apr 2010, 17:40 | ||
djindjidrinji
უკვე მისაწვდომია |
Posted by: Peppi 13 Apr 2010, 18:00 | ||
rtuli ე.ი. სულ არ გეცოდებით ხო? შევძზვერი კომპში, მარა რა ხეირი . . (: n_j faustina
უი, მე კიდევ დარეკლამებას ვაპირებდი მოთხრობისთვის მაინც შევალ |
Posted by: likaterine 13 Apr 2010, 18:02 | ||
rtuli
ძაან მაგარია, ცუდად გავხდი. მარა ამჯერად ისევ პიცის ამბავში ვარ სოუსი როგორ გავაკეთო გეხვეწები მასწავლე რა და კიდევ ქამა სოკო წინასწარ მომზადებული უნდა დავდო ცომზე თუ უმი, ძაან ჩაინიკი ვარ არასოდეს გამიკეთებია არადა მიყვარს ცხობას რამდენი ხანი სჭირდება და რამდენ გრადუსზე? ხო ცომი მოვზილე შრატზე, ოღონდ ზეთით, იმედია ამოვა. |
Posted by: Peppi 13 Apr 2010, 18:10 | ||
likaterine
სანამ ნინო მოვა, მეც დავწერ, ყველაზე პოპულარული რეცეპტია ეს ამ საიტზე http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=57&Itemid=55 იქვე წერია, თუ ნივზიან-ზეთიან მასას მოუსმევ ჯერ ცომს და მერე პამიდორის სოუსს, ძალიან გააგემრიელებს სოკო კი ხახვთან ერთად მოთუშულიც შეგიძლია დადო, ან პირდაპირ კონსერვის ქილიდან ამოიღო, გაწურო და დაადო . . ან სულაც უმი დაჭრა და დააწყო . . . ბევრ პიცერიაში ასე უმად ადებენ სულ ზემოდან და იბრაწება .. ქამა სოკო უმადაც ხომ იჭმება . . ხო, ცხვება რაც შეიძლება მაქსიმალურ ტემპერატურაზე, შუაში დადე ან შუას ცოტა ქვემოთ და ორივე პოზიცია ჩართე თუ აქვს, გრილი არა ოღOნდ. |
Posted by: likaterine 13 Apr 2010, 18:13 |
Peppi დიდი მადლობა გაიხარეე |
Posted by: faustina 13 Apr 2010, 18:17 | ||
Peppi
უიიი, ეს მოთხრობაც სუულ დამავიწყდა არადა მაგის დავიწყება როგორ შეიძლებოდა... მეგობარმა სიყვარულით მომიძღვნა... ახალშიც დავდებ დიდი მადლობა რ ომ შემახსენე |
Posted by: tasikuna-taso 13 Apr 2010, 18:25 | ||
ერთი შეკვრა ორცხობილა დაახლოებით რამდენი გრამია, ვერ მეტყვი? |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 18:36 | ||
likaterine პეპიმ დაგიწერა და მე მხოლოდ სოუსის მომზადებას დაგიწერ: პამიდორს დამდუღრავ,კანს გააცლი+დაჭრი(ზედმეტი წვენი რომ გადაუღვარო აჯობებს,ნაკლები დრო დაგჭირდება დუღილისთვის),ადუღებ ცოტახანს. ნიორს დანაყავ+ცოტა ხმელი ქინძი უხდება+ბაზილიკი მშრალი(თუ არაგაქვს არაა პრობლემა),ჩაუშვებ პამიდორში და ცოტა ტომატ პასტაც დაამატე,მარილით გააგემრიელე.მზად არის. ზოგი მოშუშულ ხახვს ამატებს,მე ზედმეტად ვთვლი რატომღაც . ცოცხალი პამიდვრის მაგივრად,პამიდორი დაკონსერვებული წავა. თუ ეგაც არ გაქვს, ტომატ პასტა შეანელე სოუსის მასამდე მიიყვანე წყლის დამატებით და გამოიყენე . სოკოს მე უმს ვხმარობ,ქამა სოკო და ხის სოკო არაა საშიში,ოღონდ ცოტა სქლად დაჭერი თორე ცხობისას თხელი ნაჭრები შრებიან და გემო ეკარგებათ. Peppi
შენს ბლოგზე სურათების გადიდების მომენტი მომწონს ძალიან,ყველაფერი ისე იშლება და ისე ჩანს, თითქოს ცხვირწინ გედოს. წარმომიდგენია როგორ შეძვერი კომპში |
Posted by: tikunia-teiko 13 Apr 2010, 18:39 |
რთული ხაჭოს პასკის რეცეპტში ნაღები რამდენ პროცენტიანი უნდა? |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 18:42 | ||||
tikunia-teiko
მე 20 % მქონდა და მშვენივრად გამოვიყენე. 20% და ზევით ყველა ნაღები წავა. * * * bancala
რა გავიფიქრე იცი,იმდენი დამტირებელი რამდენიც მე მეყოლება არავის ეყოლება აქ დავდე რეცეპტი: http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55 |
Posted by: Peppi 13 Apr 2010, 18:57 | ||
rtuli
ოხ, რა გეკუთვნის რომ იცოდე. . მინდა, მინდა ეს "სიროკის" გემოზე იქნება ხო? ელენე უყვარს, ძვლივს რაღაც მოსწონს და რამდენი ვიყიდეთ აქ - მემგონი იმდენჯერ მოიწამლა . . გამოვა, ხო? - გამახარე |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 19:04 | ||
Peppi
გახარებ და ვადასტურებ! ჩემმა შვილმა როგორც კი გასინჯა ეგრევე იყვირა სიროკიაო ერთი ნაჭერი საყინულეში შემაგდებინა ჩაციებული უყვარს. შენ პატარა ნაჭრები დაჭერი,მერე შოკოლადში ამოავლე და ცოტახნით გააცივე,შოკოლადმა რომ შეკრას. სიროკი იქნება. გულსართად კი თუ უყვარს მოხარშული სგუშონიც წავა და კიდევ უამრავი რამ. შენ არ შეგეშლება,ფანტაზია უსაზღვროა |
Posted by: Peppi 13 Apr 2010, 19:29 | ||
rtuli ვახ, რა კარგია
დამცინი ხოო? სასტიკი უარი მტკიცა . . პს. ეხლა დაიწყო ჭამა, მიას რომ უყურებს - სირცხვილის გრძობამ შეაწუხა და ჭამს რაღაცეებს საცივი მოსწონს ახალი წლის მერე და საცივის ხათრით ჩიხირთმაც ჭამა . . მოტივაცია - იგივე საცივია, ნიგოზის გარდა-თქო და ასე გავასინჯე . . აი, გასინჯვითაც კი არ იკადრებს გასინჯვას, თუ გადაწყვიტა რომ არ მოეწონება(: ჩემი შვლი როგორ არის ასეთი "უჯიშო" ჭამაში არ ვიცი რა . . |
Posted by: fermina 13 Apr 2010, 19:35 |
ქათმის ფილეებით რა მოვამზადო გემრიელი? ერთი ვარიანტია აქვე ნანახი სულგუნისა და მწვანე ხახვის გულსართით, სხვა არ ვიცი.... |
Posted by: Peppi 13 Apr 2010, 19:59 | ||
fermina
აი, აქ ნახე, ბევრია http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewcategory&category_id=36&Itemid=55 აი, ძალიან მარტივია და გემრიელი - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=80&Itemid=55 |
Posted by: fermina 13 Apr 2010, 20:02 | ||||
გაიხარე, დიდი მადლობაააააა... * * * ესე იგი კომბინაცია მოვიფიქრე ქათმის ოჯახურის და სულგუნის სატენის, ანუუ ოჯახურის რეცეპტის მიხედვით გავუკეთებ სოუსს, მაიონეზით და ნივრით, ამოვავლებ, ნაჭრებს ჩავჭრი დანით და სულგუნით და მწვანე ხახვის სატენით ამოვავსებ, სოკოც მოუხდება ჩემი აზრით, და ისე შევწვავ |
Posted by: shumeri 13 Apr 2010, 20:15 | ||
rtuli
ვაუ, მაგარია....... თუმცა შენგან აღარაფერი მიკვირს, სასწაული გოგო ხარ, სასწაული.... |
Posted by: წკაპო 13 Apr 2010, 21:02 |
დღეს არ გაგვიკეთებია, კვირას ვიხინკლავეთ. პატარა კოლაჟს გთავაზობთ. თქვენ მონა-მორჩილი 18 ნაოჭის გადაცილებას წარმატებით ცდილობს. ესეც უკვე მოსახარშად გამზადებული ხინკლები. უკვე ამოყრილი, ოხშივარადენილი და ნერწყვდამდენი. ხინკალს აფასებს ბუშტი-ბუშტი ხინკლის გემრიელებაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ ბუშტი-ბუშტის რეაქციით. |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 21:08 | ||||||
წკაპო
მშვენიერი კოლაჟია და სუპერ ხინკალი
ბუშტზე მოვკვდი,რა სიცოცხლეა როცა არიცის ადამიანმა რაუნდა სხვადასხვა აზრებიაწუხებს ,ჰოდა მეც მომივიდა მუზა,რათქმაუნდა გემრიელი მუზა: ტოსტი კრაბის სალათით,რომელიც შედგება კრაბის ჩხირებით+კვერცხი+შებოლილი ყველით+მაიონეზის და არაჯნის,ოდნავ ნივრის აკომპონემენტით: http://pix.ge/ ახლა კი ვარ დამშვიდებული რატომღაც,ისეთი გემრიელი იყო...... shumeri
|
Posted by: BadbadGirl 13 Apr 2010, 21:44 |
ვაიმე რა გემრიელობები დაგიდიათ!!! წკაპო რა ბუთხუზა და საყვარელია :* პ.ს. მეც მომინდა რაიმე გემრიელობს მომზადება მაგრამ "მუზა" არ მაქვს. |
Posted by: tavadze 13 Apr 2010, 22:25 | ||
rtuli
ესე იგი, არ ვყოფილვარ საუკეთესო, ჩემს წინ თუ ამხელა რიგია... ურიგოდ - ვერა? კარგი, არ დაგიწერთ, დღეს რა გავაკეთე. მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. |
Posted by: likaterine 13 Apr 2010, 22:45 |
Peppi rtuli გავაკეთეე, მარა რთული შენი სოუსის რეცეფტს ვეღარ დაველოდე, ცომი უკვე მზად იყო და პეპი დამეხმარა. ძაან გემრიელი გამოვიდა. სოუსიც გემრიელი იყო და ცომიც, მადლობა ორივეს. სურათს მოგვიანებით დავდებ, ოღონდ დაცინვებს არ ვართ |
Posted by: faustina 13 Apr 2010, 23:12 | ||
Peppi
ჩემიც მასეთია.... კონცერტებს ვდგავხოლმე რომ მაგან ერთი ლუკმა მიირთვას... |
Posted by: Peppi 13 Apr 2010, 23:40 | ||||
წკაპო რა საყვარელი ბუშტია, რატომ გვიმალავდი? პ.ს. ხინკალი "სულ მშია" likaterine გაიხარე
როდის დაგვიცინია? faustina
მეორე იქნება საპირისპიროდ, კარგი მჭამელი |
Posted by: Int3lig3nt 13 Apr 2010, 23:43 |
ცოლს რომ მოვიყვან, ამ თემაში დავაბუდებ . ისე, ძველი თემების ბმულები რატომ არ გაქვთ შენახული? |
Posted by: ნათია 13 Apr 2010, 23:45 | ||
rtuli
რა საიტია? |
Posted by: rtuli 13 Apr 2010, 23:59 | ||||||
ნათია
http://perfectcook.org/ Int3lig3nt
დავამატებ likaterine
ღმერთმა შეგარგოთ. |
Posted by: n_j 14 Apr 2010, 00:12 | ||
Peppi
მეც ასეთი ვიყავი ბავშვობაში საზამთრო სანამ ძალით არ ჩამიტენეს პირში, არ ვჭამდი, არ მომეწონება მეთქი, ხორციანი ბლინჩიკის გასინჯვა პირველად მე-9 კლასში გავრისკე და მომეწონა არასდროს მიჭამია სალა და საერთოდ ჩასაკბეჩი ცხიმები, ასევე აჯაფსანდალი, კეფირიც პირველად შარშან დავლიე მოკლედ, გამაცანი შენი ელენიკო, გავუგებთ ერთმანეთს |
Posted by: ბესიკის26 14 Apr 2010, 00:15 |
დღეს გავაკეთე ისპანახის ღვეზელი კვერცხით. http://www.radikal.ru |
Posted by: blblbl 14 Apr 2010, 00:25 | ||||
n_j
ვერ წარმოიდგენ რამდენს კარგავ მიტუმეტეს სალა ყველა კერძს ვატან |
Posted by: tavadze 14 Apr 2010, 00:25 | ||
Int3lig3nt
მოყვანამდე დააბუდე, წინდაწინვე რომ დაამუღამოს, თორემ მერე, ლოდინი არ გეზარება? ბუჯო, ძეგვის სამებაში წასვლაზე არ ვიფიქროთ მშობელთა კრების თანხლებით? არ გინდა, ისევ ვნახოთ იქაურობა, თუნტი, ის ბერი? |
Posted by: Int3lig3nt 14 Apr 2010, 00:32 | ||||
tavadze
მართალი ხარ, ხომ იცი. ხვალვე შემოვაბრძანებ .
მშობელთა ლაშქრობა კი ვქნათ, მაგრამ ისევ მანდ? აღმართები იყო დიდი და მგონი ცოტა გაუჭირდათსავით. ავენისივით რამე მსუბუქი ჯობია ალბათ. ცოტაც კიდევ ჩამოთბეს და ... |
Posted by: ნათია 14 Apr 2010, 00:34 |
Int3lig3nt alive? hi rtuli ok |
Posted by: tavadze 14 Apr 2010, 00:37 | ||
Int3lig3nt
მაშინ ჩვეულებრივი კარაველები გავშპეთ მაქეთ და დედაციხეც ვნახოთ, მაგრამ ახლა აქ დავამტავროთ ჩეთაობა, თვარა - ხო, ხო, ხო, წავა ღლონტის არიები. მშობელთა ლაშქრობა ხადაში ვერა? ის ხიდი თუ გააკეთეს - ნო პრობლემ! |
Posted by: Peppi 14 Apr 2010, 00:48 | ||
n_j
ჩაგახუტებ მეც კი ვიყავი თქვენნაირი, მაგრამ . . ეს მე მჯობნის, მამამისს დაემსგავსა. . მახსოვს შოკოლადი პირველად 11 წლისამ ვჭამე, ოლივიე 6 წლისამ შევიძულე, ძალიან მიყვარდა ამ დროს და მხოლოდ 18 რომ ვიყავი მაშIნ გავიხსენე . . ეხლა არ არსებობს კერძI, რომელიც ინტერესის გამო მაინც არ გავსინჯო (ერთი ცოცხალი მატლების ჭამის მეშIნია, მაგრამ მაგასაც გადავლახავ) პ.ს. რაღაც ნამცხვრის გაკეთებას მოვკარი თვალი ტეპევიზორში, ფენოვანი ცომით, უნდა ვცადო . .რეცეპტი არ თქვეს საზიზღებმა "კიბოს კუდი" ქვია |
Posted by: ხორხე 14 Apr 2010, 00:49 | ||
დღეს მოვხარშეთ მოვხარშეთ მაკარონი ომლეტები გავაკეთეთ ზღარბით ძალიან კმაყოფილია თქვენთან რა ზღარბებია, ჩვენთან უნდა ნახოთო ზღარბის ომლეტებიო, მაგრამ მერე მაინც გემრიელად მიირთვა ნათია
ვა კატლეტი : )))))) |
Posted by: წკაპო 14 Apr 2010, 01:01 |
Peppi, ჩემი არაა ბუშტი. სხვისი ბუშტია, მაგრამ კარგი ბუშტია. |
Posted by: Peppi 14 Apr 2010, 01:12 |
წკაპო ხოო, მართლა კარგია ოხ, ჩემსას როდის ვაჭმევ ხინკალს |
Posted by: BEKO 14 Apr 2010, 01:20 |
მ შ ი ა .................................................... |
Posted by: marilis 14 Apr 2010, 01:22 | ||
BEKO
მეც, ხაჭაპური მინდა |
Posted by: Int3lig3nt 14 Apr 2010, 01:27 | ||
ნათია ვაა, შენ ის ნათია ხარ ? მეგონა დაიკარგე . tavadze
კი, სრულიად შესაძლებელია . ახლა კი ოffტოპიკი რომ არ გამომივიდეს, ჩემს ნამუშევარს წარმოგიდგენთ . მხოლოდ ჩვეულებრივი ფირფიტები ვიყიდე, დანარჩენი მთლიანად ჩემი და მხოლოდ ჩემი ხელობაა . (თუ რადგან ფირფიტები ნაყიდია, არ ჩაითვლება ჩემს განაკეთებში?) წესით უნდა ყოფილიყო წითელი ჯიპი, რომელიც ფორუმელ ამიგოს მივართვით დაბადების დღეზე. წითელმა საღებავმა ფხვნილმა საბოლოოდ ვარდისფერი მიიღო და აი შედეგიც |
Posted by: tavadze 14 Apr 2010, 01:36 | ||||
Int3lig3nt
ვაა - ყოჩაღ შენ!!!
როდის ჰქონდა? ეგ კარაველი ამიგოა, ხომ? |
Posted by: volli35 14 Apr 2010, 01:38 |
rtuli ვაიმე დღეს საერთოდ გამისკდა გული .... საბოლოოდ შემიყვარდა კულინარიის განყოფილება და შენი პასკა ხო საერთოდ ..... ნუ ეხლა მითხარით-მირჩიეთ ,,,, ეს პასკა ხომაა ძალიან მსუბუქი და განუმეორებელი რამ????? ჰოდა კვირას რაღაც Fართივით მაქვს ოჯახში და ეს რომ მივართვა როგორც სიახლე მგონი გაამართლებს ხო?????? |
Posted by: ნათია 14 Apr 2010, 01:45 | ||||
ხორხე
პრივეტ Int3lig3nt
|
Posted by: tikunia-teiko 14 Apr 2010, 02:41 | ||
რთული
პირველ რიგში დიდი მადლობა ყოველთვის ასეთ ყურადღებას რომ იჩენთ მეორე - იქნებ მირჩიოთ რომელი ფირმის ხაჭო გამოვიყენო? მე თვითონ ხაჭო არ მიყვარს და ამიტომ არ ვიცი ვინ უშვებს შედარებით გემრილეს. დიდი მადლობა |
Posted by: rockataka 14 Apr 2010, 09:01 | ||||
HoNeY
გინდა გასწავლო მაგის მაგარი მომზადება? ისეთი, რომ გადარიო ეგ პიროვნება წკაპო
Fანტასტიკ!! |
Posted by: annak 14 Apr 2010, 09:55 | ||||||
Int3lig3nt
ძალიან მომეწონა, გაფორმებაც საქმეა დარწმუნებული ვარ "ამიგოს" ძალიან მოეწონა წკაპო
ძალიან საყვარელია უბუშტესი ბუშტია ხორხე
ხორხე თუ იმას გულისხმობ რაც მე მგონია დღეისთვის გავაკეთე "იდეალის" ფირფიტები და "ტარტალეტების" (ასე ეძახის თომიტო) ფორმები დღეს დავასრულებ, "დავკრემავ და მოვრთავ . |
Posted by: HoNeY 14 Apr 2010, 10:01 | ||
rockataka მიდი აბა რამე ისეთი მასწავლე როპმ.... აი ძააან გემრიელი იყოს.....
ვიხინკლაოთ კი არა და არ გინდატ შევიკრიბოთ და ჩვენი გაკეთებული რაღაცეები გავცითოთ და ჩავუსხდეთ და ა.შ ? სადმე რა ვი ან ვინმესთან სადაც არის პონტი, კარგი იქნება დიიდ სიამოვნებით გავსინჯავდი რაღაც რუღაცეებს თქვენს მომზადებულებს |
Posted by: rtuli 14 Apr 2010, 11:08 | ||||||
volli35
მე არშემრცხვებოდა სუფრაზე მიტანა+თან ორიგინალურია და გემრიელიც. ხაჭო ასაწონი იყიდე,ეცადე ახალი იყოს და მშრალი,გემოგაუსინჯე თუ არდაგეზარება tikunia-teiko
არაფერს
მაღაზიაში ასაწონ ხაჭოს ვყიდულობ,არმიკითხია არასოდეს მწარმოებლის ვინაობა. ახალი უნდა იყოს და მშრალი. |
Posted by: natali kalandadze 14 Apr 2010, 11:31 | ||
ია ზა, საკუთარი სახლის დათმობითურთ მაგრამ ამ განყოფილების ნახევარი საქართველოში არაა და |
Posted by: HoNeY 14 Apr 2010, 11:47 |
natali kalandadze ნუ ეხლა დარწმუნებული ვარ ბევრი ვერ/არ წამოვა რა... პროსტა ჩვენივე გაკეთებულებები მოვიტანოთ რაღაცეები და ჩავუსხდეთ. ვფიქორბ კარგი იდეაა.... ვინ შემოგვიერთდება ( რა კერძისთურთ ) |
Posted by: ele7 14 Apr 2010, 12:14 | ||
ორცხობილა რამდენ გრამიანი უნდა მიპასუხეთ რა |
Posted by: volli35 14 Apr 2010, 12:22 | ||
rtuli
ხო ხო მეც ვფიქრობ რომ გაამართლებს ...... აუ ისე მეც კი ვითვლებოდი კულინარიის დედად სამეგობრო-სანატესაოში, მაგრამ აქ რომ შემოვედი ცოტა არ იყოს და დავკომპლექსდი ..... |
Posted by: n_j 14 Apr 2010, 12:22 |
გუშინ გავაკეთე ფრანგული გასტრონომიის კლასიკა, კიშ ლორენი quiche lorraine , მცირე ქართული ინტერპრეტაციით. მოვამზადე ცომი, ეგრეთწოდებული pâte brisée http://pix.ge/ შემდეგ სოუსი, არაჟანი(ისე ნაღები უნდა)+ კვერცხი+ მუსკატი, შავი პილპილი და მარილი http://pix.ge/ ნახევრად გამომცხვარ ცომზე მოვათავსე სოკო და ლორი http://pix.ge/ მოვასხი სოუსი+ყველი http://pix.ge/ და გამოვაცხე http://pix.ge/ http://pix.ge/ ამას გარდა გავაკეთე მარიას რეცეპტით პასტიციო, რომელიც მასავით ლამაზი არ გამომივიდა, ზუსტად ისეთი მაკარონი არ მქონდა http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: ele7 14 Apr 2010, 12:25 | ||
მეჩქარება |
Posted by: forumeli007 14 Apr 2010, 12:46 |
n_j , პეპპი და რთული.... თქვენ ხართ ჯადოქრებიიიიიი!!!!!!! n_j ცუდად გავხდი.... დღეს ჭამა ვერ მოვასწარი და გული მიმდის შენი წყალობით დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნებოდა... აუ მინდააააააააააა n_j ცომი როგორ მოამზადე??? ჩვეულებრივი ცომი უნდა თუ ფენოვანი??? |
Posted by: volli35 14 Apr 2010, 12:49 | ||||
n_j ვაიმე ცუდად ვარ ....... უმაგრესი ხარ ...... რა მინდოდა აქ????? ვცხოვრობდი წყნარად
ამაში გამანათლე რა ძალიან გთხოვ ..... * * *
+1 +1 +1 10000000%%%%%% |
Posted by: HoNeY 14 Apr 2010, 12:58 |
n_j დაიდოს დეტალები მაგარ ვიდზეა მომინდა მეც მინდა გავაკეთო |
Posted by: amadeus 14 Apr 2010, 13:02 | ||
n_j
აუ რა მაგარია, საღოლ |
Posted by: Peppi 14 Apr 2010, 13:20 | ||
ე.ი. როგორ მიყვარს რომ იცოდე წავალ ეხლა და ვიყიდი .. ნაირ-ნაირი კიშების და უგემრიელესი ბაქლავების საცხობი მაქვს სახლის წინ არ გაახარეთ ხო ჩემი დიეტა (: HoNeY შენი კაცი ავსტრალიელია, ხოო როგორც მივხვდი? მაგარი კულინარიული პერიონიკა აქვს, Australian women's weekly . . გამოგიგზავნონ, მარტივი და უგემრიელესი რეცეპტებია forumeli007 კარგი ეხლა, ნუ მაწითლებ . . არ ვარ მე ის |
Posted by: fermina 14 Apr 2010, 13:22 | ||
მეც მინდა... პრინციპში ყველაფერი დევს გარდა ცომი როგორ უნდა მოიზილოს და ... ცოტა ხახვი ან მწვანე ხახვი ხომ არ მოუხდებოდა? |
Posted by: mariaa 14 Apr 2010, 13:31 | ||
ele7 225გ * * * n_j ......ღუმელის სადილები
არაუშავს მეც მაქვს ესე პატარა მაკარონჩიკებითაც გაკეთებული..გემო იგივე,უბრალოდ ბესამელს იწოვს რადგან პატარებია მოგეწონა? |
Posted by: HoNeY 14 Apr 2010, 13:49 | ||
Peppi
შენ გაიხარეე... გამომოგზავნე ხო და ჩემი ენტონი ძეგლს დაგიდგამს |
Posted by: tasikuna-taso 14 Apr 2010, 13:59 | ||
ჩემს დღეში ყოფილხარ. |
Posted by: n_j 14 Apr 2010, 14:13 | ||
ფრანგული სამზარეულოს თემა ვეღარ ვიპოვე რეცეპტის დასაწერად, ამიტომ აქ დავწერ და მოდერს ვტხოვ გადაიტანოს . პეპის ბლოგზე ვწერე, ვწერე, და ატვირთვისას ნეტი გამეთიშა და წამეშალა . მაშ ასე: ცომის (pâte brisée) ორი ვარიანტია, 1) 200 გრ ფქვილი, 100 გრ კარაქი, 1/2 ჩ.კ მარილი და 60 მლ წყალი. 2) 200 გრ ფქვილი, 125 გრ კარაქი, მარილი ეს რაოდენობა განკუთვნილია 26-28 სმ დიამეტრის ფორმისთვის სოუსი: 200მლ ნაღები(მე არაჟანი გამოვიყენე) 2 კვერცხი, მარილი, პილპილი, ცოტა მუსკატის კაკალი გულსართი: 250 გრ სოკო, უმჯობესია არა დაკონსერვებული, 250-300 გრ ლორი (ან დაბრაწული ბეკონის ნაჭრები), 1 ხახვი, 200 გრ ყველი თუ ცომს ხელით აკეთებთ, კარაქი უნდა იყოს დარბილებული, ხელით კარგად აურიეთ და მიიღებთ ფხვიერ მასას, შემდეგ დამატებთ წყალს და კარგად დაზილავთ ცომს, სანამ არ გახდება ელასტიური. ცელოფანში გაახვიეთ და მინიმუმ ერთი საათით შედგით მაცივარში. ხახვი და სოკო სწრაფ ცეცხლზე მოშუშეთ სანახევროდ(შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ , მოშუშვის გარეშე), ლორი დაჭერით კუბიკებად, ყველი გახეხეტ. ცომი გააბრტყელეთ და ჩადეტ ფორმაში, ამოუყვანეთ გვერდები, დაჩხვლიტეთ, ზედ დააფინეთ ქაღალდი, რომელზეც დააყრით რამე მარცვლეულს, ლობიო, ბარდა და სხვ. (ეს საჭიროა იმისთვის რომ ცხობისას ცომი არ ამოიბურცოს. 180გრადუსზე აცხვეთ 20 წუთი, შემდეგ გამოიღეთ და დააყარეთ სოკო და ლორი, დაასხით სოუსი, სემდეგ ყველი და შეაბრუნეტ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი. ხომი რომ გაოქროსფერდება, ე.ი. გამოცხვა, ზედაპირი დაუბრაწეთ გრილზე. თუ ლორი არ გიყვართ სეცვალეთ თევზის ფილეთი ან ქათმის ხორცით mariaa მოწონება ნამდვილად დაიმსახურა fermina
რაც გიყვარს, ყველაფერი მოუხდება |
Posted by: tikunia-teiko 14 Apr 2010, 14:20 | ||
ვაი რა მაგარია? რეცეპტს დადაებთ ხომ? უი, ვნახე რეცეპტი. |
Posted by: ele7 14 Apr 2010, 14:55 | ||
დიდი მადლობა |
Posted by: nite 14 Apr 2010, 15:11 | ||
Int3lig3nt
ეს საღებავი სად შეიძინეთ? ჩემს პატარას მინდა დაბადების დღეზე ფერადი ტორტიკი გამოვუცხო |
Posted by: n_j 14 Apr 2010, 15:14 |
nite საკონდიტრო მასალები სადაც იყიდება, ყველგან არის საკვები საღებავები, ფერად-ფერადი |
Posted by: Peppi 14 Apr 2010, 15:18 | ||||
n_j
არ წაშლილა, აი დასტურ http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=238&Itemid=55 * * * HoNeY
აი, ლინკი http://aww.ninemsn.com.au/cookbooks/.. ჟურნალი ენტონის დას და დედას გამოაგზავნინე-თქო, მემგონი ესიამოვნებათ, რომ დაინტერესდი ისე, მე ამაზონიდან ვიწერ და ისე მომდის შემთხვევით, ერთხელ ლონდონში ვიყიდე ერთ ცალი და მის მერე ვაფანატებ, ეხლა დიდი კოლექცია მაქვს უკვე |
Posted by: n_j 14 Apr 2010, 15:25 | ||
Peppi
მეორეჯერ დავწერე |
Posted by: nite 14 Apr 2010, 16:21 | ||
n_j
მადლობა |
Posted by: ხორხე 14 Apr 2010, 16:22 | ||
annak
|
Posted by: faustina 14 Apr 2010, 16:54 | ||
n_j
მმმ, ძალიან გემრიელად გამოიყურება .) |
Posted by: rtuli 14 Apr 2010, 19:04 | ||||
volli35
ყველა დიასახლისი თავის დოზით კულინარიის დედაა და ჯადოქარიც,უბრალოდ (ჩემზე ვიტყვი) ხობით მექცა და თან სიახლის შეტანა მიყვარს მენიუში n_j
ჩვენთან როგორც ხაჭაპურია კლასიკა ისე ფრანგებს კიშ ლორენი უმარტივესი და უგემრიელესი ცომია +გულსართის ვარიაციები სესაძლებელია იმდენი სადამდეც ფანტაზია გაწვდება ადამიანს+გემოვნება. ძალიან კარგი შეხამება გაქვს სერცეული და სურათები სუპერ დღეს კლასიკური ჩახოხბილი მოვამზადე, რომელზეც ჩემი ამერიკელი შვილობილი გიჟდებოდა ისე მოსწონდა როცა ვამზადებ სულ ეგ ბავშვი მახსენდება. აჭარულებისთვის ცომი მოვზილე,ცოტახანში დაუცხობ შვილს და მის მეგობრებს |
Posted by: Peppi 14 Apr 2010, 19:36 | ||
rtuli
რეცეპტი დამიწერე რაია |
Posted by: jgarksona 14 Apr 2010, 19:55 | ||||||||
თემას გადავხედე და წავედი ვჭამე რა * * *
ვაიმე რაღაც ძალიან გემრიელი ჩანს რეცეპტი შეიძლება? http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge |
Posted by: volli35 14 Apr 2010, 20:04 | ||
rtuli
მართალი ხარ, მაგრამ ჩემთვისაც ბავშვობიდან სამზარეულოში ჯადოქრობაა ყველაზე დიდი ჰობი, ნუ ბებია მყავდა აი მართლა უძლიერესი კულინარი და მიყვარდა ყურება რას როგორ აკეთებდა ხოლმე .... მაგრამ ნუ აქ სხვა სილამაზე და გემრიელობებია .... მოკლედ მოხიბლული ვარ რაღა დაგიმალო |
Posted by: rtuli 14 Apr 2010, 20:15 | ||||
jgarksona
1 შეკვრა კრაბის ჩხირები-მგონი 200გრამიანია 1 ცალი კვერცხი-მაგრად მოხარშული 100 გრ. შებოლილი მდნარი ყველი(აი ძეხვივით რომ არის ისეთი) 50/50ზე მაიონეზი და არაჟანი+ცოტა შავი პილპილი+1 კბილი ნიორი(ეს აუცილებელია) ჭრი კრაბის ჩხირებს,კვერცხს,დაახეხავ ყველს და შეანელებ მაიონეზით+არაჟნით. გახუხავ პურის ნაჭრებს,ან ზეთი დაასხი ტაფაზე და დააწითლე,დაადე სალათა და მოაყარე ცოტა მწვანილი,მე რეჰანი მქონდა და მიირთვი Peppi
ოკ ბლოგზე დაგიწერ |
Posted by: Peppi 14 Apr 2010, 20:25 |
ყველიანი მაკარონი გავაკეთე, ოღონდ ნაღები და ტარხუნა დავუმატე რა მარტივი და გემრიელია რომ იცოდეთ rtuli გაიხარე :კისკის: |
Posted by: Peppi 14 Apr 2010, 20:33 |
კიდევ ეს გავაკეთე - ხაჭაპურის ცომი, ცხიმით გადახვეული |
Posted by: jgarksona 14 Apr 2010, 20:35 | ||
rtuli
ძალიან დიდი მადლობა |
Posted by: Ctrl 14 Apr 2010, 20:39 |
Peppi დორბლები წამომივიდა ეხლა ეგ გაწელილი ყველირო დავინახე. ეგ ყველზეა დამოკიდებული ასე რო გაიწელოს? ანდახან საერთოდ არ იწელება ხოლმე |
Posted by: faustina 14 Apr 2010, 20:48 | ||||
Peppi
მმმ, მომინდაააა
მშვენიერია დღეს კი მე ეს გავაკეთე ხაშხაშისა და ქიშმიშის შიგთავსით... http://www.radikal.ru ეს კი ნუშის შიგთავსით არის, მხოლოდ არ ჩანს http://www.radikal.ru |
Posted by: Peppi 14 Apr 2010, 21:04 | ||||
Ctrl
რავი, მემგონი სულგუნი იწელება ასე მე გახეხილ მოცარელას ვხმარობ აქ, დავაყრი მაკარონს და 30 წამი მიკროტალღურში ვდებ, მერე ვურებ და ასე დნება. ქვაბში უკეტესია ალბათ, მაგრამ მერე იმდენი რჩება ქვაბის კიდეებზე + გარეცხვა, რომ ასე გავამარტივე faustina
როგორ მიყვარს და რა კარგია შენს პატარას არ იხმარ ცომთან მუშაობისას? |
Posted by: წკაპო 14 Apr 2010, 21:15 |
faustina, ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება შენი ფუნთუშები. რეცეპტს ვერ მივაგენი, ხომ ვერ მიმასწავლიდი? |
Posted by: Carmen13 14 Apr 2010, 21:25 | ||
არაჩვეულებრივი სტრუქტურა აქვს. თუ შეიძლება რეცეპტი დადეთ... და აქვე დავურთავ რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენი კულინარიული შედევრებით |
Posted by: faustina 14 Apr 2010, 22:21 | ||
Peppi
ვაიმეე, არააა, ხომ თავზე დაიმხო ფქვილი და მთლიანი ჯამი წკაპო Carmen13 Peppi მადლობა რეცეპტი ჯერ არ დამიდია.... დავწერ და ავტვირთავ დღეს მოგვიანებით ან ხვალ.... მაგრამ ერთის გაკეთება დავიწყე და სხვა რამე გამოვიდა, ჩემით დავამატე სხვა ინგრედიენტები... რაც მთავარია ჩემს მეუღლეს და დედამთილსა და მის დაქალსაც მოეწონა ჩემს ბავშვი კი ქიშმიშებს დასდევდა შიგნით |
Posted by: n_j 14 Apr 2010, 22:47 |
faustina მნიამ, მნიამ, რა გემრიელობებია! ხალხო, ყველას გმადლობთ კომპლიმენტებისთვის |
Posted by: ninoma 14 Apr 2010, 23:06 |
Peppi faustina n_j თქვენს ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს. კარგები ხართ. |
Posted by: keto22 15 Apr 2010, 00:10 |
rtuli ვაიმე გული გამიჩერდა ეს რა დადეეე სანამ ბოლოში ჩავალ გეტყვი რომ ჯადოქარი ხარ და დადე რა რეცეპტი იქნებ მივამსგავსო მაინც შეიძლება დადებულიც გაქვს არ ჩავსულვარ ბოლოში პ.ს. ხაჭოს პასკას ვგულისხმობ |
Posted by: BadbadGirl 15 Apr 2010, 00:20 | ||
პეპი, რომელ ყველს იყენებ ეგრე ლამაზად რომ იწელება? |
Posted by: tikunia-teiko 15 Apr 2010, 00:30 |
გოგოებო ხომ ვერ მასწავლით სახლის პირობებში ბატი-ბუტი როგორ მოვხალო? პირველად,რომ ვყრი ტაფაზე კარგად იბატება და მერე მეწვება თვითონ მარცვალი, მირჩიეთ რამეეეეეეეეეეეე |
Posted by: faustina 15 Apr 2010, 00:42 |
წკაპო Carmen13 http://forum.ge/?showtopic=34069529&view=findpost&p=19045433 n_j ninoma |
Posted by: rtuli 15 Apr 2010, 00:43 | ||||||
tikunia-teiko
ჩემი შვილები თვითონ ამზადებენ ბატიბუტს ასე: ქვაბში ერბოს აგდებენ,კარაქი იწვის,გაახურებენ საშვალო ცეცხლზე,ყრიან მარცვლებს +სახურავს აფარებენ და ელოდებიან სანამ ბატიბუტი აფეთქებას დაამთავრებს,ანუ უფროსწორედ როცა უკვე ნელდება გასკდომის სისწრაფე უნდა გამორთო ცეცხლი, ცოტათი დაიცადო სხვებმაც ბოლომდე გაიშალონ. ყრიან ჯამში და მარილს აყრიან faustina
როგორ მიყვარს და რა მშვენივრად გამოიყურება ხაშხაში მეცოტავა keto22
აქ არის რეცეპტი : http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55 |
Posted by: faustina 15 Apr 2010, 00:57 | ||
rtuli
ორიგინლში 50 გრამი ეწერა, ,მე მეცოტავა და კიდევ 50 დავაყარე,,,, მერე უკვე პროცესის დროს, ვიპიკრე იქნებ არ მომეწონოსთქო და ისევ მოვაკელი და მგონი ორიგინალში მითითებულზე ნაკლები ვიყავი |
Posted by: tikunia-teiko 15 Apr 2010, 01:46 | ||
რთული
გაჭირვების ტალკვესი ხართ. უნდა ვცადო ხვალვე. იქნებ გამომივიდეს? არადა როგორ მიყვარს |
Posted by: Gogona_sterva 15 Apr 2010, 10:15 |
Dr_Zuzumbo-ს რეცეპტით გავაკეთე - ბოლონიეზე და უგემრიელესიიიი გამოვიდააა |
Posted by: annak 15 Apr 2010, 10:24 |
დღეს დილაადრიან მოვრთე ჩემი "ტარტალეტები" http://www.radikal.ru შუაგულში მაყვლის ტკბილი, შესქელებული წვენი შემდეგ "კრემი" ნაღებით და შოკოლადით http://www.radikal.ru და ბოლოს ბეზე 1 "ტარტალეტა" http://www.radikal.ru |
Posted by: nite 15 Apr 2010, 10:44 | ||
annak
მაგარია, მე არასდროს გამომდის ტარტალეტკები, ალბათ იმიტომ რომ ნერვები არ მყოფნის რომ ცომი სათითაოდ მივაკრა ფორმებს, ერთი-ორჯერ მაქვს ნაცადი და მახინჯები გამომივიდა ამიტომაც ჩავიქნიე ხელი, |
Posted by: mzi 15 Apr 2010, 11:25 |
annak ტარტალეტკის ცომის რეცეპტს არ დამიწერთ, ჩემი ტარტალეტკები ხშირად ფორმას ვერ ინარჩუნებს, რისი ბრალი იქნება? |
Posted by: natali kalandadze 15 Apr 2010, 11:49 |
გუშინ პირველად დავაპირე ტორტის გაკეთება ისე ვეფერებოდი სათითაო კვერცხის ცილას და გულს და მერე სათითაო კოვზ შაქარს რომ ფქვილის დამატებაზე რომ მივედი მიქსერი გადამეწვა რათქმაუნდა ჩავარდა ცომი, ოდნავ მაგარი გამოვიდა, შოკოლადი მოვასხი ბლომად, ოთომ ალუბლის ვაჟინით დაასველა და გამოვიდა მაინც რაცხა... მიქსერი |
Posted by: annak 15 Apr 2010, 12:24 | ||||||
mzi
დავწერ რა თქმა უნდა შესაბამის განყოფილებაში nite
მადლობა
"ხელს ნუ ჩაიქნევ" |
Posted by: Maykuna 15 Apr 2010, 12:57 | ||
ალბათ ფქვილს აკლებ |
Posted by: tasikuna-taso 15 Apr 2010, 14:49 | ||
მართლა გადაგეწვა? ზედმეტი თქვეფა არ უხდება ტორტს. სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორე ხელის სათქვეფით ათქვეფილი ტორტი საუკეთესოა. |
Posted by: natali kalandadze 15 Apr 2010, 15:11 | ||
tasikuna-taso მართლა, ჯერ შიგნიდან ანათებდა, მერე ბოლი გაუშვა
თქვენი ვეღარაფერი გავიგე ისე კულინარების ჯერ ცილა, მერე სათითაოდ გულები, შაქარი და ფქვილი თითო ინგრედიენტის დამატებაზე თითო წუთი თქვიფეო და 40 წუთიან მუშაობას ვეღარ გაუძლო |
Posted by: tasikuna-taso 15 Apr 2010, 15:31 | ||
40 წუთი შეუსვენებლად თუ ამუშავე ბევრია. დროდადრო უნდა შეასვენო. ისე მიქსერსაც გააჩნია. გერმანული მიქსერები არაჩვეულებრივია. |
Posted by: ninoma 15 Apr 2010, 16:22 |
natali kalandadze ადრე ასე ვაცხობდი: ჯერ გულებს ვთქვეფდი ყველას ერთად კარგად(თითქმის გათეთრებამდე) შემდეგ ცილას ამოვიყვანდი, ჩავაყრიდი ცოტ-ცოტა შაქრის ფხვნილს, დავამატებდი წვრილ ნაკადათ ათქვეფილ კვერცხის გულს და ხის კოვზით ვამატებდი ფქვილს. ფქვილის დამატება მიქსერით არ შეიძლება. ეხლა ასე ვაკეთებ და მაინც კარგი გამოდის: ცილიან გულიანად ვთქვეფ კვერცხს, ჩავამატებ შაქრის ფხვნილს, კარგად რომ გათეთრდება და მოიმატებს მასაში, შემდექ ვამატებ ფქვილს ხის კოვზით. |
Posted by: blblbl 15 Apr 2010, 16:37 |
tikunia-teiko ქვაბში იხლება ბატიბუტი თავდახურულში,ტაფა არ უნდა |
Posted by: Fenix Fire Bird 15 Apr 2010, 16:38 |
გამარჯობათ. კექსის გამოცხობა მინდა ან ქადის. ვინმემ არ იცის რაიმე რეცეპტი? ისეთი მინდა - თან ადვილად რომ ცხვებოდეს, თან გემრიელი რომ იყოს, თან ბევრი წვალება რომ არ ჭირდებოდეს?...... |
Posted by: mariaa 15 Apr 2010, 16:40 |
ქათამი ბურგულით და ძაძიკით http://www.radikal.ru და საყვარელი ჩვეული ვაშლის ღვეზელი http://www.radikal.ru * * * ზემოდან ვაშლის ღვეზელს მხოლოდ ნაღები გადავუსვი და იგივეა რაც კვერც რძე წასმული ან კვერცხ ნაღებ წასმული... |
Posted by: what 15 Apr 2010, 16:56 | ||
რეცეპტიიიი მინდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა |
Posted by: nite 15 Apr 2010, 17:04 | ||||||
natali kalandadze
ყოველ 5 წუთში უნდა დაასვენო, მასე ნებისმიერი გადაიწვება. ტორტსაც უხდება ხანმოკლე შესვენებები, ფქვილის დამატებას რაც შეეხება მაგ დროს მიქსერი გამორთული მაქვს ხოლმე მე პირადად, ხის კოვზით ნაზად ამორევა სჭირდება ქვემოდან ზემოთ, მე ასე ვაკეთებ და არასდროს არ ჩამვარდნია, თან უმჯობესია შაქრის პუდრა ჩააყარო რომ ჩვეულებრივმა შაქარმა არ ჩააგდოს. * * * ninoma
გულიანად თქვეფ და თეთრდება და ამოდის??? გულის ერთი წვეთიც რომ მეპარება ცილაში, ვეღარ ამომყავს ცილა სულ თხევადია ხოლმე. * * * what
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55 ამ კვირას ვაპირებ ამის გაკეთებას, თუ მოვაბი თავი. |
Posted by: djindjidrinji 15 Apr 2010, 17:33 |
mariaa ვაიმე, ამ ვაშლის ღვეზელის რეცეპტი დადე რაა, ფლიიზ |
Posted by: Ctrl 15 Apr 2010, 17:43 | ||
mariaa
ძაძიკი? რაარის? |
Posted by: ბესიკის26 15 Apr 2010, 17:59 | ||
natali kalandadze ნატალია, კი ბატონო,მიქსერით ქენი ყველაფერი Fქვილამდე,არაა პრობლემა,მაგრამ ფქვილი თითო კოვზობით,ფრთხილად ხის კოვზით გადაურიე ზედმეტი მოზრაობების გარეშე, ქვემოდან ზემოთ,აი,კოვზზე რომ ამოყვება ცომი და ზემოდან ფქვილია, ხელს მსუბუქად "ვაკანკალებ" და ზედვე იხსნება შიგ ფქვილი,მოკლედ ზალიან ფრთხილად.ისე ჩავარდება და ჭადივით გამოვა. |
Posted by: natali kalandadze 15 Apr 2010, 18:03 |
ბესიკის26 ჰო, შაქრის ჩამატებისას ამიფეთქდა ფქვილი ხის კოვზით ვურიე, მაგრამ რომ გავბრაზდი შიგნით ალუბლიდან დაწყებული, დარიჩინ, შოკოლადიან ნიგვზიანად ყველაფერი ჩავყარე და რათქმაუნდა აღარ იქნებოდა ტორტის ბისკვიტი |
Posted by: ბესიკის26 15 Apr 2010, 18:08 |
natali kalandadze ხოო, ალუბლის წვენიც ჩააგდებდა, მაგ დროს გამაფხვიერებელი გეხმარა ფქვილთან ერთად და კარგად ამოვიდოდა. ისე საუკეთესო და ფუმფულა ბისკვიტი ხელით ტქვეფისას გამოდის და გაზზე ძძალიამ დაბალ ცეცხლზე ტილოამოფარებულ სახურავიან ფოტმაში(ისე როგორც ფლავზე შვებიან.)თუმცა მე მასე ვერასდროს ვერ ვქენი,დიდი დრო უნდა და ელ,ღუმელშიც კარგად გამოდის. |
Posted by: ex_tunc 15 Apr 2010, 18:39 |
შეგიძლიათ მასწავლოთ გაზის ქურაზე ზემოდან როგორ ცხვება ტორტის ბისკვიტი? ჩემს ღუმელში კექსის გამოცხობა გამოდის მაგრამ ბისკვიტს ვერ გავრისკავ, პატარა ღუმელია და ან ზემოდან დაწვავს ან ქვემოდან. ქურის ზემოდან რომ აცხობთ, ბისკვიტის ზედა ნაწილი არ უნდა გამოცხვეს?? თუ გამოგიცხვიათ ვინმეს ასე, გთხოვთ, გამიზიარეთ გამოცდილება |
Posted by: fermina 15 Apr 2010, 19:15 | ||
მე სულ მასე ვაცხობ, არასოდეს გამიკეთებია ღუმელში. მარტივია, ბისკვიტი ყოველთვის ხელით ამომყავს და არა მიქსერით, ანუ ხელის სათქვეფით, და ძალიან დაბალ გაზზე (თუ გამანაწილებელი გაქვს მთლად უკეთესი) ოდნავ შემთბარ ფორმაში (მე თუჯის თუ რაც ქვია ტაფას ვხმარობდი ხოლმე, სქელს) მოუსვამ ცოტა კარაქს, ჩაასხამ ბისკვიტის კარგად ამოსულ მასას, დაახურავ მჭიდროდ თავსახურს ან ზემოთ როგორ წერია, დასველებულ და კარგად გაწურულ სველ ტილოშემოხვეულ თავსახურს და ეგ არის. |
Posted by: ninoma 15 Apr 2010, 20:11 | ||
nite
ცილიან გულიანად ვთქვეფ კვერცხებს ალბათ ასე 5 წთ., შემდეგ ვამატებ შაქრის ფხვნილს, და ითქვიფება კარგად გათეთრებამდე და რამის მასის გასამებამდე. ფქვილს კი ხის კოვზით ვამატებ ნაზად. ოღონდ მე ვიყენებ Kitchen Aid ის კომბაინს და ამას დასვენება არ სჭირდება, თქვიფე რამდენიც გინდა. http://images.google.de/images?q=kitchen%20aid&oe=utf-8&rls=org.mozilla:de:official&client=firefox-a&um=1&ie=UTF-8&sa=N&hl=de&tab=wi გამოდის მშვენიერი ბისკვიტი. მშვენიერი მოწყობილობაა, დიასახლისის მარჯვენა ხელი.. |
Posted by: volli35 15 Apr 2010, 20:28 | ||
ex_tunc
აი ამას კი მე მოგიყვებით ..... ამაში ვარ ჩემპიონი ..... აი ასე გამანაწილებელი აუცილებელია .... ცეცხლიც უნდა იყოს დაბალი, მაგრამ არც ძალიან დაბალი (დაბალსა და საშუალოს შორის).... ეხლა ქვაბის შესახებ ..... ქვაბი უნდა იყოს ჩვეულებრივი ალუმინის ..... სასურველია ქვაბს ჰქონდეს სწორი ძირი და არა ოდნავ მომრგვალებული .... უნდა ჩააფინოთ 21-24 ფენა გაზეთი და მერე რა თქა უნდა კალკა ან პერგამენტის ქაღალდი ... ამაში ჩაასხავ ტორტის ცომს (ნუ ბისკვიტს) ..... ამას გადააფარებთ სამზარეულოსთვის განკუთვნილ პირსახოცს, მერე თავსახურს და შემოუკეცავთ პირსახოცს კარგად თავსახურის ზემოდან .... და ამას დაადებთ ბალიშს (ეს აუცილებელი პუნქტია) ნუ ცომი კარგია ხელით თუ ამოიყვან მაგრამ შეიძლება მიქსერითაც ... მაგრამ ფქვილი (აუცილებელია გაცრილი, შეგიძლია გამაფრხვიელებელი ან სოდა მოაყარო გაცრამდე) აუცილებელია რომ მოურიო ძალიან ნაზად და ფრთხილად ხელით და აუცილებლად ხის კოვზით, ნუუუუუ ბისკვიტის ცომი ქვაბში ჩასხმამდე უნდა სუნთქავდეს (ანუ ბუშტუკები უნდა ამოდიოდეს ცომიდან) .... ნუუუუუუ ის პირსახოცი კიდე არაა აუცილებელი კი არადა არ უნდა იყოს სველი .... უნდა დაუფინო ჩვეულებრივად მშრალი მე მაქვს 33სმ დიამეტრიანი ქვაბი (ნუ ერთ ერთი) და ამ ქვაბში ბისკვიტი ცხვება მიახლოვებით საათნახევარი ან საათი და 40 წუთი , ნუ მე მაგალითად სუნს რომ გაუშვებს კარგად სულ ოდნავ ბალიშის აუხდელად ვწევ თავსახურს და ჩავიჭყიტები ხოლმე , თუ ზედაპირი მშრალია ე.ი მზადაა, თუ ოდნავ სველია უცბად დაახურავ ისევ და დააცდი კიდე ცოტა ხანს .... ბისკვიტის სიმაღლე მიახლოვებით 12-13 სმ არის ხოლმე ... ამ სახით ჩემი ოჯახი ბისკვიტს აცხობს უკვე მინიმუმ 35 წელია (დედაჩემი ბევრი წლების მანძილზე შეკვეთებით აცხობდა ტორტებს და ნამცხვრებს, ჰოდა ოჯახის ისტორიას არ ახსოვს რომ ბისკვიტი ჩავარდნილიყოს ამ ბისკვიტის ფოტოს მოგართმევთ ხვალ ..... |
Posted by: perfectstranger 15 Apr 2010, 20:32 |
აუ ხაჭოიანი პასკის სურათები ვნახე აქ , მაგრად მომინდა |
Posted by: volli35 15 Apr 2010, 20:35 | ||
nite
არა არანაირად არ უხდება ცომის ბოლომდე გაკეთებამდე მიქსერის გაჩერება (ვგულისხმობ ფქვილამდე) და მერე ფქვილი კი ნამდვილად ცოტ-ცოტა ხის კოვზით უნდა მოირიოს ..... |
Posted by: rtuli 15 Apr 2010, 20:42 | ||
perfectstranger
მოამზადე უკომენტაროდ : http://pix.ge/ |
Posted by: volli35 15 Apr 2010, 20:46 |
rtuli უმაგრესია ..... მეც დავდებ როცა დიეტას დავამთავრებ .... უი ისე ჩემი ფორმით ოდნავ განსხვავდება (ასე ვთქვათ "გოფრირებულია" .... აუ თან ეხლა ჰოტო რომ ვნახე მივხვდი როგორ მომნატრებია აჭარული |
Posted by: perfectstranger 15 Apr 2010, 21:09 |
rtuli რო არ მეხერხება? არ იყიდება სადმე? |
Posted by: ninoma 15 Apr 2010, 21:27 |
rtuli ძალიან გემრიელი ხელი გაქვს. შენს მიერ დადებული ყველა სურათი მადისამღძვრელად გამოიყურება. |
Posted by: faustina 15 Apr 2010, 22:40 | ||
rtuli
მმ, როგორ მომინდააა, თანაც გაციებულზე, ცხლ ცხელი აჭარულით პირის ჩატკბარუნება ეს კი ჩემი აჭარულია http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 15 Apr 2010, 22:49 | ||||||||||
volli35
გოფრირებულის ფორმის აჭარულს ფენოვანი ცომით ვამზადებ,უგემრიელესია+ლამაზიც,ვარდს ემსგავსება ninoma
ალბათ,ჩემებს მოსწონთ მადლობა faustina
უი,გამოჯამრთელებას გისურვებ!
იმერულ ხაჭაპურზე მეტად მიყვარს აჭარული ხაჭაპური |
Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:22 |
faustina rtuli თქვენ შეიწირეთ ჩემი დღევანდელი მშვიდი ძილი .... |
Posted by: faustina 16 Apr 2010, 00:25 | ||||||
rtuli
გაიხარე
მე კი.... რავიცი, ყველა მენატრება და არცერთზე უარს არ ვიტყოდი.... volli35
შენც ასევე... ბუენას ნოჩეს |
Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:25 | ||||
არასოდეს მისინჯავს აჭარული ფენოვანით, დაჟე ვერ წარმომიდგენია .... მე უმეტესად საფუარიანი ცომით ვაკეთებ .... ნუ რა ვიცი * * * faustina
მეც იგივე ჩავიდინე???? რითი და რატომ????? |
Posted by: rtuli 16 Apr 2010, 00:31 | ||||
volli35
წესით ასეა მაგრამ,ნოუხაუც მხიბლავს
დაგინდობ და აღარ დავდებ რაც ეხლა ჩავიდინე,თორე მართლა არდაგეძინება |
Posted by: WOMAN IN LOVE 16 Apr 2010, 00:34 | ||
rtuli
მრეკეთ, ქალბატონო მარგალიტა |
Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:37 | ||||
rtuli
შენ გაიხარე ....
ხო მეც მიყვარს ნოუჰაუ, მაგრამ აი ესეთებში როგორიცაა ფერადი ხინკლები ვერ ვქაჩავ ..... ასევე მგონია ფენოვან აჭარულ ხაჭაპურზეც .... ალბათ და დარწმუნებული ვარ კარგი გამოგდის, მაგრამ მე რაღაც ვერ წარმოვიდგინე ჯერჯერობით.... უი უნდა ვაღიარო და ტექნოლოგიურად ასეთი ლამაზები არ გამომივიდა აჭარული თავიდანვე და იმიტომ ჩავგოფრე ..... თუ არ დაგეზაროს ორი სიტყვიტ მომიყევი რა ცომს რომ გააბრტყელებ და ყველს დაადებ მერე როგორ უნდა გადმოკეცო რომ ესეთი იყოს??? ..... შევცხვი ეხლა შუაგულ ფორუმზე მაგრამ რა ვქნა მინდა ვიცოდე |
Posted by: rtuli 16 Apr 2010, 00:57 | ||||
WOMAN IN LOVE
ნაწილს დავდებ და დაბოლოებას დილით შემოგთავაზებ: http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ ეხლა შენ არდაგეძინება volli35
რა შერცხვენაზეა ლაპარაკი,ყველა იწყებს და მერე იდიალურამდე მიდის მგონი პეპის აქვს კარგათ ახსნილი და დასურათებული აი ნახე: http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=60&Itemid=55 |
Posted by: Peppi 16 Apr 2010, 01:03 | ||||
rtuli
წელს არ ვიცი მოესწრება თუ არა და გაისად ჩემი ეზოს კენკრით გავაკეთოთ, დაგეგმე რაღაცეები უკვე დავრგეთ, ამ შაბათს კი ჩემს უსაყვარლეს და ძალიან სასარგებლო "ცისფერ მოცხარსაც" მივარგავთ სადმე
შენ გელი და რეცეპტს ველი |
Posted by: rtuli 16 Apr 2010, 01:07 | ||
Peppi
გპირდები,პირდაპირი რეისით წამოვალ+კალათსაც წამოვიღებ ეხლა დავასრულებ ნამცხვარს და ხვალ გაგინდობ საიდუმლოებს |
Posted by: tavadze 16 Apr 2010, 01:14 |
rtuli - ვსო ხვალ შენთან მოვდივართ სტუმრად, გაისად Peppi-ს ვეხმარებით კენკროვანების მოკრეფაში. დღეს აქანე ვიქეიფოთ,/ ხვალე - იქინეო, /ზეგე ვინცხა დაგვპატიჟებს,/მისი ჭირიმეო, ისე გამომივიდა. |
Posted by: volli35 16 Apr 2010, 01:16 |
rtuli ეს უკვე იყო ”სმერწელნი ნომერ” ..... ვსიო რამოდენიმე დღე აღარ შემოვალ, ნერვებს დავიწყნარებ, ძილს მოვიწესრიგებ ..... მადლობა ლინკისთვის შენ და საკაიფო ახსნისთვის პეპის ..... |
Posted by: ninoma 16 Apr 2010, 01:47 |
rtuli შენთან თხოვნა მაქვს. როცა გააკეთებ ფენოვან პატარა ოთხკუთხედ ხაჭაპურებს, იქნებ დეტალურად დაასურათო. მაინტერესებს გაბრტყელებული ცომის სისქე, ცომის ფორმა და გადაკეცვის საფეხურები. ისეთი ლამაზები არ გამომდის როგორც შენ. რა კარგია, რომ ჩემს დაძინებამდე ნახევარი დღეა დარჩენილი. მშვიდად დავიძინებ. |
Posted by: rockataka 16 Apr 2010, 09:31 |
faustina rtuli შეგიძლიათ, დაწვრილებით და სურათებით ამიხსნათ: თუ როგორ მზადდება და იხვევა აჭარული ხაჭაპური? |
Posted by: volli35 16 Apr 2010, 10:36 | ||
rockataka
აი მეც ვიკითხე და რა მომაწოდა rtuliმა .... ააზე დაწვრილებით უკვე აღარ ვიცი რა ..... |
Posted by: nite 16 Apr 2010, 10:44 | ||
ninoma
უნდა ვცადო ეს მეთოდიც, მე ბეზეს ამოყვანას ველოლიავები ფაქტიურად და ვნახავ ერთი ეს მარტივი მეთოდი როგორ გამომივა. 5 წუთი გადაბმით ჩემი მიქსერიც გაქაჩავს მიუხედავად იმისა რომ ლილოს ბაზრობაზეა ნაყიდი აგერ უკვე მერამდენე წელია პატიოსნად მემსახურება |
Posted by: Peppi 16 Apr 2010, 10:51 | ||
tavadze
გელით, გელით პ.ს. დღეს სიროკების გაკეთებას უნდა "შევეჭიდო", ნინოს რეცეპტით |
Posted by: rtuli 16 Apr 2010, 11:04 | ||||||
tavadze
მოი,შენი ბრაზილიური ყავაც მოაყოლე,მე არმეშინია დავლევ და ჩემს სახლში მაინც მოვკვდები ninoma
rockataka
პეპის ბლოგზეა კარგათ ახსნილი http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=60&Itemid=55 დილა მშვიდობისა http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: forumeli007 16 Apr 2010, 11:12 |
rtuli რა მაგარი ხაააააააააააარ!!!!! სუუუუ ცოტა ხნით რომ მიშვილი არ გინდა??? უცებ გავაქრობ შენ სამზარეულოში რაც რამე მზადდება არა მართლა! უმაგრესი ხარ!!! მეც მინდა მასეთი კარგი მზარეული ვიყო, პრინციპში შენი წყალობით (შენი რეცეპტებით მომზადებული კერძები მაქვს მხედველობაში) ოჯახში ვაღწევ ცოოოტათი მაგ სტატუს მაგრამ ისიც იციან რომ ეს შენი დამსახურებაა :D:D პ.ს. რეცეპტს ხომ გაგვანდობ??? და ნინი რა მაინტერესებს იცი?? მასეთი ფორმები ლილოზე იყიდება და ვარგა??? ან შენ სად შეიძინე? ძალიან მინდა ახალი ფორმები შევიძინო და ლილოს გარდა მე ფორმები ვერსად ვერ ვნახე.... |
Posted by: Peppi 16 Apr 2010, 11:39 | ||
თალგამსა და თავგამურას (მიწამხალა) შორის გემოთი დიდი განსხვავებაა? და ბოლოკის გემოს თუ წააგავს? არ გამისინჯია არასდროს უნგრული ჩორბა უნდა გავაკეთო rtuli
დილა მშვიდობისა უი, ამას ბეზეც მოყვება? რა მაგარია, როგორ მიყვარს . . დედა აკეთებს "ყველა ნახტომში" და "მაკოცეს" ეძახის მე ისეთი კარგი და ლამაზი არ გამომდის (: |
Posted by: nite 16 Apr 2010, 11:55 | ||
Peppi
თუ არ ვცდები ბეზე ფრანგულად კოცნას ნიშნავს, თუ ადრე ნიშნავდა და ახლა მოსიყვარულების მნიშვნელობა შეიძინა მგონი, |
Posted by: trendy 16 Apr 2010, 12:07 |
ტრიუფელები , ძალიან საინტერესო ინფორმაცია http://belonika.livejournal.com/151659.html#cutid1 |
Posted by: n_j 16 Apr 2010, 13:17 | ||
trendy
სწორედ, გუშინ ვუყურებდი თრეველ ჩენელზე, ტრიუფელების მოპოვებისა და მირთმევის ისტორიას ესეც ჩემი გუინდელი ნამოღვაწარი, სოკოს სუპი მდნარი ყველით. მახსოვდა რომ აქ რეცეპტი იდო, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა მთელი დღე და ვერ მოვძებნე, ამიტომ ჩემი ფანტაზიით გავაკეთე, რაც მახსოვდა, ისე მოვშუშე სოკო და ხახვი http://pix.ge/ დავამატე სანელებლები და კარტოფილი(ძალიან წყალ-წყალა რომ არ ყოფილიყო) http://pix.ge/ დავაბლენდერე კამასთან ერთად, დავამატე ცოტა ფქვილი, მდნარი ყველი და ცოტა არაჟანი, წამოვადუღე http://pix.ge/ და მივირთვი, http://pix.ge/ ექსპერიმენტმა გაამართლა, ძალიან გემრიელი იყო. სხვა დროს ქათმის ხორცსაც დავუმატებ, მიყვარს ეს კომბინაცია, მაგრამ ამ მომენტში არ აღმომაჩნდა მაცივარში ესეც დესერტი http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: rtuli 16 Apr 2010, 13:30 | ||||||||
Peppi
[ქუოტე] ბოლოკის გემოს თუ წააგავს?[/ქუოტე] თალგამი უფრო ნაზია+სიმწარე როგორიც ბოლოკს დაკრავს, არ აქვს. ძალიან უხდება წვნიანებში+თინა დეიდასთან(აუაუ) მაქვს გასინჯული შემწვარ ხორცთან და კარტოფილთან ერთად ძალიან უხდება და გემრიელია. ხშირად ბულიონის მოსამზადებლად ხმარობენ. მეც ვხმარობ როგორც სალათებში ასევე ბოსტნეულის+ხორცის შეხამებაში. მეორე რა არის არვიცი forumeli007
აუცილებლად დავწერ რეცეპტს. ლილოში უფრო იაფია შეგიძლია შეიძინო. მე ნაწილი მანდ მაქვს ნაყიდი,ნაწილი სუპერში და გუდვილში. n_j
მე მქონდა მომზადებული და ნაღების დამატებას მდნარი ყველის დამატება ვამჯობინე ,ძალიან მომწონს .
თვალით მაინც დავტკბე |
Posted by: n_j 16 Apr 2010, 13:37 | ||
rtuli
ჰოდა ვერაფრით გავიხსენე რეცეპტი, რაღაც რუსულ საიტზეც იდო მახსოვს, მგონი იუზერ პიპასაც ჰქონდა გაკეთებული, ეხლა ვიპოვი და ვნახავ ნაიც, პოსტ-ფაქტუმ |
Posted by: trendy 16 Apr 2010, 13:56 | ||
n_j
აქ ვარ დავდებ ეხლა http://www.say7.info/cook/recipe/246-Syirnyiy-sup.html |
Posted by: rtuli 16 Apr 2010, 13:59 |
trendy სოკოს წვნიანი მდნარი ყველით http://forum.ge/?showtopic=33695832&f=&st=330entry14729347 |
Posted by: Peppi 16 Apr 2010, 14:00 |
rtuli მადლობა n_j ასეთი სოკოს წვნიანი ყველა დღე შემიძლია ვჭამო მე გახეხილ ყველს და გახუხულ პურს ვამატებ სულ ბოლოს, თეფშზე კალორიების ბომბია (: |
Posted by: n_j 16 Apr 2010, 14:06 | ||||||
trendy
ამაზე ვამბობდი, მაგრამ ეს კიდევ განსხვავებული ყოფილა rtuli
ჰო, ეს იყო, მაგრამ მე გამომრჩენია რარაც ინგრედიენტები, თუმცა მაინც კარგი იყო, ლიმონი არ მომაფიქრდა, სტაფილო არ მოვინდომე და შემრჩა კარტოფილი და სოკო Peppi
კი ვიფიქრე სუხარიკების გაკეთება, მაგრამ ტორტიც შესაჭმელი მქონდა და დავზოგე თავი |
Posted by: forumeli007 16 Apr 2010, 14:11 |
n_j უუუუუუუუუუუუუუუუმაგრეეეეეეეეეეეს!!! რას მერჩით ხალხო რა დაგიშავეთ??? დილით rtuli-ის ნამცხვარზე და ახლა შუადღისკენ შენ დესრტზე კინაღამ მართლა გული წამივიდა :D:D:D ძალიან კარგი რამ ჩანს, რეცეპს შენც ხომ დაწერ??? მოუთმენლად ველიიიიიი rtuli უდიდესი მადლობა, გავითვალისწინებ აუცილებლად!!! |
Posted by: Peppi 16 Apr 2010, 14:19 | ||
forumeli007
აი დევს უკვე http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=243&Itemid=55 |
Posted by: forumeli007 16 Apr 2010, 14:37 |
Peppi რა კარგი გოგო ხარ შენ ხომ ვერც კი წარმოიდგენ!!!! ორცხობილა ნებისმიერი წავა??? |
Posted by: fermina 16 Apr 2010, 15:40 | ||
მართალია, საიდან მოვიტანე სველი, ეტყობა ბრინჯის ფლავის რეცეპტში ამერია, მე თვითონ სველი ტილოთი ბისკვიტი არასოდეს მომიმზადებია |
Posted by: Peppi 16 Apr 2010, 15:40 | ||
forumeli007
ნჯ-ის, ანუ რეცეპტის ავტორს ვკითხოთ მაინც, მე როცა ვაკეთებ, უფრო მშრალ-ფშვნად, ანუ ფხვიერ ორცხობილებს ვარჩევ, გემრიელს თან, |
Posted by: volli35 16 Apr 2010, 15:56 | ||
fermina
ხო მართალია ალბათ ფლავის ვარიანტში აგერია ...... და აბა სცადე და ბალიშიც დაადე ნახავ როგორი ბისკვიტი გამოვა მე დღეს უნდა გამოვაცხო აუცილებლად დედის დაბგღე მაქვს 2 დღეში და დავდებ ფოტოს დღეს მოგვიანებით აუცილებლად |
Posted by: natali kalandadze 16 Apr 2010, 16:17 |
n_j მოიცა, ამ შენს დესერტს გამოცხობა არ ჭირდება? |
Posted by: ninoma 16 Apr 2010, 16:17 | ||
nite
5წთ არ ეყოფა. შაქრის დამატების შემდეგ დაახლოებით 10-15წთ-ი უნდა შეუჩერებელი თქვეფა. n_j გემრიელი დესერტი ჩანს. თან რა ადვილი ყოფილაა. |
Posted by: mariaa 16 Apr 2010, 17:43 | ||
djindjidrinji ვაშლის ღვეზელი ცომი: 495გ ფქვილი 360გ კარაქი 2ჩ/კ მარილი 3ს/კ შაქარი 150 ცივი წყალი ურევ მიქსერით ან ხელით,ახვევ 30 წუთით მაცივარში შიგთავსი: 6 დიდი ვაშლი,გათლილი,კუბიკებად დაჭრილი 65გ შავი შაქარი 65გ თეთრი შაქარი 1ჩ/კ დარიჩინი 1ს/კ ფქვილი ან corn flower 50გ გამღვალი კარაქი 1ჩ/კ ლიმნის წვენი 1 კვერცხი ათქვეფილი 1ს/კ ნაღებთან ერთად(მარტო კვერხიც წავა ან მარტო ნაღები)ზემოდან წასასმელად ამ ყველაფერს ურევ ერთმანეთში,მერე გაციებულ ცომს ჩამოაჭრი პატარა ნაჭერს,რომ ზემოდან დასაკლეტკად გამოიყენო(ან მთლიანად გადააფარო და ჩანგლით დაჩხვლიტო). გაბრტყელებულს ჩადებ ფორმაში,მოათავსებ შიგთავსს და მე-2 გაბრტყელებულ ნაწილ ცომს გრძლად დაჭრილს,ზემოდან ადებ კლეტკებად.ბოლოს უსმევ კვერცხს. 180გრადუსზე 45 წუთი enjoy... * * * Ctrl
სალათაა.. მაწონი,კიტრი,ნიორი,ცოტა ზეითუნის ზეთი და მარილი.ხმელი პიტნაც ძალიან უხდება |
Posted by: Nensi_1988 16 Apr 2010, 18:31 |
ვაიმე აქ რა გემრიელობები გაიჩითა ცუდად გავხდიიიიიიიიიიიიიი |
Posted by: ex_tunc 16 Apr 2010, 19:24 | ||||
დიდი მადლობა |
Posted by: n_j 16 Apr 2010, 19:34 |
forumeli007 ორცხობილა მე გამოვიყენე ქართული, ჯორჯიან ბეიკერს ჰქვია, ,,იუბილენოეს"მსგავსია natali kalandadze გამოცხობა არ უნდა |
Posted by: djindjidrinji 16 Apr 2010, 20:21 |
mariaa გაიხარე, ხვალ ვცდი |
Posted by: Maykuna 16 Apr 2010, 21:37 |
აქაც შეგეკითხებით რჩევებშიც დავწერე: ჩამომიტანეს სტამბულიდან ორეგანოს სუნელი ვიცი რომ პიცას აყრიან კიდევ რა კერძზე შეიძლება გამოვიყენო ძალიან მძაფრი სუნი და გემო აქვს როზმარინზე მძაფრი და კიდევ მეორე სუნელია რომელსაც აწერია არიფოგლუ ეს საერთოდ არ ვიცი რაზე გამოვიყენო ეს ორეგანო პიცას მძაფრ გემოს აძლევს მაინც დამაინც არ მომეწონა |
Posted by: ხორხე 16 Apr 2010, 21:43 | ||
djindjidrinji
შენ გოგო ხარ? |
Posted by: natsu 16 Apr 2010, 22:55 | ||
ღუმელში როცა წვავთ თევზს,კარტოფილს,პომიდორს,სტეიკს მოასხურეთ ზეითუნის ზეთი,ლიმონის წვენი და მოაყერეთ 1/3 ჩ/კ ორეგანო.პიცაშიც ამდენივე გამოიყენეთ. |
Posted by: rtuli 16 Apr 2010, 23:15 | ||||
Maykuna
ცოტა უნდა გამოიყენო პიცაში,უფრო საწებელში პიცის. ხორცს და ღვიძლს უხდება .
ეს არის კომპანიის სახელი რომელიც მუშაობს სუნელების,ჩაის და ა.შ. გამოშვებაში სხვა არაფერი აწერია? |
Posted by: volli35 16 Apr 2010, 23:50 |
პრივეტ ყველას ... ესეც ჩემი ტორტის ფოტოები ... აი ქვაბი თავისი პირსახოცით http://www.radikal.ru ესეც უკვე ცხობის პროცესში .... მე მაპატიეთ სახლში რომ მოვედი ბისკვიტი გაზზე შემდგარი დამხვდა და ამიტომ ცომის ფოტოებს ვერ ვდებ http://www.radikal.ru ესეც უკვე გამომცხვარი ბისკვიტი პროფილში ... http://www.radikal.ru ესეც ანფაზში ... http://www.radikal.ru |
Posted by: n_j 16 Apr 2010, 23:54 |
კარგი ბისკვიტი ჩანს ძალიან. მე ქვაბში არასდროს გამომიცხვია, აბა უფრო დეტალურად დაწერე, ტექნიკური საკითხები |
Posted by: salome_salo_pooh 16 Apr 2010, 23:55 |
გამარჯობა =) რა მაინტერესებს, ვინმემ ხომ არ იცით როგორ უნდა გავაკეთო შოკოლადის მინანქარი ტორტისთვის? =) წინასწარ მადლობთ =) |
Posted by: n_j 17 Apr 2010, 00:07 |
salome_salo_pooh 100 გრ შოკოლადი და ამდენივე ნაღები გაადნე ორთქლზე, შეაგრილე და მოასხი ტორტს. ეს რბილი გლაზური გამოვა. ან კიდევ შეგიძლია შოკოლადს დაამატო 50 გრ კარაქი 2ს.კ რძე ან წყალი |
Posted by: salome_salo_pooh 17 Apr 2010, 00:09 | ||
დიიიიდიიი დიიიდიიი მადლობაა =) |
Posted by: n_j 17 Apr 2010, 00:11 |
შოკოლადის რაოდენობა დამოკიდებულია ტორტის ზომაზე, გაითვალისწინე |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 00:12 | ||
volli35
დავკომპლექსდი |
Posted by: ხორხე 17 Apr 2010, 00:24 | ||
rtuli
განდიდების მანია სმაილიკი გაღიმებული მიანიშნებს |
Posted by: WOMAN IN LOVE 17 Apr 2010, 00:25 |
ხორხე თქვენ ფსქოანალიზის სპეციალისტი ხართ, თუ სწორად მახსოვს? |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 00:26 |
მოდით მეც დავწერ შოკოლადის გლაზურს რა ....... კი მომცონს თქვენები მაგრა მეც გაგიზიარებთ ..... 1 სუფრის კოვზი კაკაო 1 სუფრის კოვზი შაქარი 1 სუფრის კოვზი წყალი (ნუ ან წვეთებით მეტი).... ამეებს რომ გადაურევთ მასა უნდა გამოვიდეს მაგარი, ანუ შეიკრას კარგად .... კარაქი 0.5 ჩაისს კოვზი ამას ვდგავ ძალიან დაბალ ცეცხლზე, აუცილებლად გამანაწილებელზე და ვურევ ხის კოვზუნათი მზადაა როცა წყნარად დუღს და შაქარი გადნება მთლიანად ნუ პორციებს ვზრდი სურვილის მიხედვით ..... 4 კოვზზე ნაკლები არასოდეს გამიკეთებია მე პ.ს. ინფო ცნობისთვის ..... შაქრის ვხვნილი ამაგრებს და გამოვა მინანქარი თხევადი. კარაქი კი სირბილეს და ბზინვარებას მატებს ... ნუ მაგალითად ეკლერებისთვის ჯობია იყოს მეტი კარაქიანი .... |
Posted by: ხორხე 17 Apr 2010, 00:26 |
WOMAN IN LOVE არა მე პრარაბი ვარ |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 00:32 | ||
n_j
მიმანიშნე ტექნიკურ საკითხებში რა შედის აბა .... ????? ცომის თქვეფიდან ფქვილის დამატებიანად მიახლოვებით საჭიროა 10 წუთი კვერცხი აუცილებლად უნდა გამოღო მაცივრიდან ბისკვიტის დაწყების წინ ..... ცილა უნდა იყოს აუცილებლად ცივი რომ ძალიან კარგად აითქვიფოს ფქვილი აუცილებლად უნდა გაიცრას (გაცრამდე ვაყრი 1 შეკვრა გამავრხვიელებელს)..... თუ ყავის ტორტი გინდა უნდა გაცრილ ფქვილს დააყარო მიახლოვებით 1 ს.კოვზი ყავა დღევანდელი ბისკვიტი არის 16 კვერცხიანი, ამის ცხობას დაწირდა ზუსტად 1 საათი და 15 წუთი უაუცილებელესი ინფო: ცეცხლი თავიდანვე უნდა დააყენო სასურველ ზომაზე, უკვე ცხობის პროცესში ალის დაწევა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში |
Posted by: WOMAN IN LOVE 17 Apr 2010, 00:32 |
ხორხე მეთქი საიდან მეცნობა გმირთა მოედანზე გხედავთ ხოლმე ხშირად http://www.radikal.ru |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 00:35 | ||
rtuli
რა თემასთან დაკავშირებით???? |
Posted by: tavadze 17 Apr 2010, 00:51 |
WOMAN IN LOVE ხორხე მოდერები ნუ ჩეთაობთ! |
Posted by: ხორხე 17 Apr 2010, 00:52 | ||
WOMAN IN LOVE
ძველი ფოტოა ახლები იხილეთ პირწიგნაკში ID გელაპრარაბი2012 |
Posted by: Peppi 17 Apr 2010, 00:54 |
დღეს აი ეს საწებელი გავაკეთე ხვალისთვის კიდევ ქაბაბის ფარში მოვამზადე და მეუღლემ მწვადისთვის ჩააბასტურმა ხორცი . . კიდევ მინდოდა რაღაცეების გაკეთება და ვერ მოვასწარი, გადაიდო ხვალსითვის (: http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=233&Itemid=55 ეს მზადების პროცესი |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 00:54 | ||||
volli35
ბისკვიტთან,მე გაზქურის ზემოდან არასოდეს გამომიცხვია და ალბათ ვერც გამოვაცხობ ალბათ,ანუ ძალიან კარგი ბისკვიტი ჩანს ,ფაკტიურად 2ჯერ მეტი გახდა+სწორია,ანუ არაა ჩავარდნილი,თანაბრად ამოსულია და ფუმფულაც ჩანს. ხორხე
რას ნიშნავს |
Posted by: Peppi 17 Apr 2010, 00:58 |
volli35 მაგარია აი, ბისკვიტი არ გამკეტებია არადროს . . სამაგიეროდ, დეიდა მყავს სპეცი, ის აცხობდა ქვაბშ, ბახმაროში, სხვა ალტერნატივა რომ არ ქონდა rtuli უფ, მე საერთოდ არ გამომიცხვია, ნუ ბავარიუსის, ნახტომში 1 სანტიმეტრიან ბისკვიტს თუ არ ჩავთვლით შენზე უარეს დღეში ვარ |
Posted by: ninoma 17 Apr 2010, 01:00 |
ფარშის რულეტი, ვიჩინით და ყველით. http://www.radikal.ru გემრიელი იყო. |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 01:03 | ||
Peppi ვა რა კარგი საწებელია,ხვალ ქაბაბს მოამზადებ ალბათ? ninoma
რეცეპტიც მოაყოლე,პლიზ |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:05 | ||||||
rtuli
მაშინ მე უკვე თავი უნდა მწონდეს მოლული შენს და პეპის და კიდე სხვების ნახელავებს რომ ვუყურებ და ნერწყვს ვყლაპავ ხო???? გამოაცხობ ზემოდან ...... რა უნდა???? ასე არაფერი მეადვილება ცხოვრებაში ისეტი მარტივობაა .... ნუ ოღონდ გაითვალისწინეთ რაც ადრე დავწერე ..... ბისკვიტი გამოდიდ მინიმუმ 3-ჯერ მეტი, სწორი და ფუმფულა .... და გაზქურის ზემოდან თუ გამოაცხობ ჩავარდნის შანსი არის -100%..... ნუ თუ გაზეთს, ბალიშს, ალუმინის ქვაბს და გამანაწილებელს გამოიყენებ ..... და ნუ ცეცხლის ალი უნდა იყოს დაბალზე ოდნავ მაღალი, საშუალოზე საკმაოდ დაბალი ...... Peppi
გააკეთე უადვილესია * * * ninoma
აბა მასწავლე რა რა და როგორ??? rtuli ძალიან გთხოვ რომ აქ მომწერო ორი სიტყვით ხაჭოს პასკაში ალუბალი რომ ჩადე როგორ მოამზადე????? გადავხედე და ვერ ვიპოვე .... ჩიჩქვნა მეზარება წინა გვერდებზე .... არადა ხვალ დილას მინდა გავაკეთო ...... ზეგისთვის ხო ნორმალური დროა ხვალ დილას მომზადება???? |
Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 01:13 |
გოგოებო რა მაინტერესებს იცით? კულიჩებისთვის და რულეტებისთვის რომელ საფუარს ხმარობთ? (მშრალი მაქვს მხედველობაში), მე ოლონურ საფუარს ვყიდულობდი და ძალიან მომწონდა და რატომგაც გაქრა. |
Posted by: Peppi 17 Apr 2010, 01:16 | ||||
rtuli
აბააა, ქაბაბი, მწვადი, სოკო, სხვა ბოსტნეული . უფ, უფ სანამ კარგი ამინდებია მანამ გრილს არ ვაჩერებთ მოიცა, წინა კვირის სურათები დავდო volli35
ხო, აი, უადვილესისია რ ვიცი, მაგრამ კი გამოვაცხობ ტორტებს კი ვრთავდი ისე, საქორწილოსაც კი, მაგრამ ეგ სულ სხვა რამაა სურათს ნუ დამიწუნებთ, საერთოდ რომ მოვასწარი გადაღება . . აა, ისე, მართლა ნახევარი შამფურზევე შემიჭამეს (: |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 01:21 | ||
volli35
ერთმანეთისგან ვწავლობთ რაც მთავარია.ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. ალუბლის გულსართი: 0,5.ჩ.ჭ.ღვინო აადუღე(შავი ღვინო)+6-7 ს.კ. შაქართან ერთად ,5 წუთი ადუღე. ჩაყარე 200გრ.ალუბალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე კიდე ადუღე 5-8 წუთი,დაამატე ბოლოს 1 ჩ.კ. კრახმალი,შესქელდება თუ არა გადმოდგი,გააცივე. მოამზადე ხვალ,ზუსტად ზეგისთვის მზად იქნება ,სიმძიმე ხომ უნდა დაადო რომ ზედმეტი სითხისგან დაიცალოს+შეიკვრას. ლინკი: http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55 |
Posted by: Peppi 17 Apr 2010, 01:24 | ||
ninoma
ვა, ეს რა გემრიელი რამ დადე |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 01:29 | ||
tikunia-teiko
fariman-instant yeast(სწრაფად იხსნება)ავსტრიული ტექნოლოგიით არის დამზადებული,მგონი ირანულია. თურქულიც კარგია პაკმაია. |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:29 | ||
rtuli
შენ გაიხარე ...... Peppi გაგიკვირდება ისეთი კმაყოფილი დარჩები ... აუ მე 13 წლის ვიყავი პირველად შეკვეთით ტორტი რომ გამოვაცხე ..... და მოგზაურობიდან დაბრუნებულ მშობლებს ფული დავახვედრე ... .... ამას იმიტომ ვამბობ რომ მიხვდე თუ რამდენად ადვილი და უპრობლემოა ესე გამოცხობა .... მთავარია ცეცხლის ალი დააყენო სწორ სიმაღლეზე |
Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 01:35 |
rtuli დიდი მადლობა ძალიან კეთილი და სყვარელი ხარ |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:37 | ||||
tikunia-teiko
http://www.radikal.ru აი საფუარი რომელიც წელს ვიყიდე, და რომელმაც აღმაფრთოვანა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კულიჩები გამოვიდა ძალიან მაგრები და ამითომაც ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი (უკვე აღარ დარჩა აქ რომ შემოვიჭყიტე, ამიტომ არ მაქვს ფოტოები) ..... რეკომენდუიუ და რაც მთავარია ეს საფუარი მართლაც 6 - ჯერ მალე მუშაობს .... Peppi
შენ მე ამ ფოტოთი საბოლოოდ დამიკარგე ძილი .... ხორცი მიყვარს კველა ბრუნვაში, დაწყებული უმიდან (კატლეტ-ქაბაბ-ხინკლის Fარშიდან) და დამთავრებული დამწვრამდე ...... |
Posted by: ninoma 17 Apr 2010, 01:42 | ||
Peppi
ყველაფერი კარგი გამოგდის და რაღა ეგ გაგიჭირდებოდა. volli35 ბისკვიტი მართლაც კარგია. ისე ზემოდან გამომცხვარი ბისკვიტი უფრო ჰაეროვანი გამოდის, ვიდრე ქურაში გამომცხვარი. ფარში შეაზავეთ თქვენი გემოვნებით. საკონდიტრო ცელოფანზე(მგონი ასე ქვია) გავშალე ოთხკუთხედად ფარში, დაახლოებით15სმ. 10 სმ ზე მოვაყარე დაჭრილი ოხრახუში( ცოტა), წვრილად დაჭრილი ვიჩინა და გახეხილი ყველი. ცელოფნის საშუალებით გადავახვიე ქაბაბივით. ამოვავლე ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და დავაწითლე ტაფაში საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. შემდეგ დავაწყე გაზქურის ტაფაზე და შევდგი ქურაში 180გრ.-ზე 15- 20 წუთით.(იმის მიხედვით, რამხელა ზომისაა ქაბაბი ) |
Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 01:42 |
volli35 სწორედ ამ საფუარს ვხმარობდი მეც აქამდე, ძალიან, ძალიან მომწონს. დღეს მთელი ვაგზალი შემოვიარე და ვერსად ვნახე.მიტხრეს აგარ შემოსულაო. არადა მე რაც მკონდა სულ პასკებზე დავხარჯე. ეხლა რულეტი მინდა გავაკეტო და ვეგარ ვიშოვე |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:45 |
tikunia-teiko შემიძლია დაგასაჩუქრო ამ ორით ..... თუ არ დაიზარებ და გამოხვალ |
Posted by: Peppi 17 Apr 2010, 01:47 | ||
volli35
უი, მეც ninoma ვაიმე, შევიფერე კარგი, აღარ ვიტყვი, რამდენი რამ გადამიყრია ნაგვის ყუთში, ან სხვას ვაკეთებდი და სხვა გამომსვლია პ.ს. ღამე მშვიდობისა, წავედი ეხლა, ხვალ სანამ ქაბაბს მივირთმევ, მანამდე კორტზე უნდა დავწვა კალორიები |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:48 | ||
ninoma
ამოავლე მთლიანი რულეტი ხო?????? და გაზქურის ტაფაზე დაჭრილი დაალაგე???? რაღაც ვერ მივხვდისავით მგონი ხორცეულის დიდი ფანი ვარ .... მაინტერესებს ყველაფერი |
Posted by: ninoma 17 Apr 2010, 01:48 | ||||
Peppi
აბა ცოტა სცადე. გრილზე შეწვა ძალიან მოუხდება. დიეტური გამოვა. * * * volli35
ცოტა ფარში დამრჩა და ეხლავე გავაკეთებ და დავდებ სურათს ასე გაშლი ფარშს და მოაყრი მწვანილს, ვიჩინას და ყველს. http://www.radikal.ru გადაახვევ ასე http://www.radikal.ru ვჩქარობდი ეხლა და არ გამომივიდა კარგად, მაგრამ არაუშავს შენ როცა გააკეთებ ,შეალამაზე. http://www.radikal.ru ამათ ამოავლებ კვერცხში და საფანელში და დააწითლებ ტაფაზე(დიდხანს არ გააჩერო) შემდეგ დაწითლებულ ქაბაბებს დააწყობ ქურის ტაფაზე(მთლიანებს) და შეწვავ 180გრ.ზე ამ ზომებისთვის საკმარისია 15წთ. რომ გამზადდება დაჭრი სასურველ ზომად. |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 01:58 |
ninoma გელოდები მაშინ ... |
Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 02:04 | ||
volli35
დიდი, ძალიან დიდი მადლობა. ამდენს ვერ შეგაწუხებ. ერთი მივირბენ-მოვირბენ მაღაზიებსაც, იქნებ სადმე წავაწყდე თუ არა და გამოვიყენებ პაკმაიას, ვნახოტ როგორი იქნება და აზრს გაგიზიარებ |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 02:14 |
tikunia-teiko ნუუუუუუ შეწუხებაზე საუბარი უადგილოა ...... რა ვიცი მოიფიქრე ..... მე მართლა შემოგთავაზე .... |
Posted by: ninoma 17 Apr 2010, 02:32 |
volli35 ფოტოაპარატის ელემენტი დამჯდარა და სანამ ცოტათი მაინც დავტენე და გადავიღე სურათები კი დამაგვიანდა. ბოდიში რომ გალოდინე. |
Posted by: tikunia-teiko 17 Apr 2010, 02:44 |
volli35 -------------------------------------------------------------------- |
Posted by: Makulatura 17 Apr 2010, 03:06 |
კატლეტი ყველით და პამიდვრით http://www.radikal.ru |
Posted by: nanana 17 Apr 2010, 03:10 | ||
Makulatura
პამიდორი ქალის დაჭრილია |
Posted by: ხორხე 17 Apr 2010, 07:40 | ||||
rtuli
მანია ველიჩია წკაპო დამინდე
ანუ ისეთი ბისკვიტია, რომ მეც კი დავომპლექსდიო .... |
Posted by: n_j 17 Apr 2010, 09:41 | ||
volli35
ანუ თვითონ ქვაბში ცხობის პროცესი რას მოითხოვს? ქაღალდის ჩაფენა უნდა? პირდაპირ დავდგამ ცეცხლზე და მორჩა? ტემპერატურა როგორ გამოვთვალო? სახურავი ავხადო და ჩავიხედო თუ არა ცხობის დროს? ისე ერთხელ პიცა გავაკეტე ტაფაზე, ძალიან ცხელოდა და ღუმელის ანთება დამეზარა |
Posted by: წკაპო 17 Apr 2010, 09:42 | ||||||
დაგინდობ მაგრამ volli35-ს ვერ დავინდობ:
ქართულად მინანქარი ეწოდება.
„ნუ“ პარაზიტი სიტყვაა თანაც ღრუსულია, პორცია კიდევ ულუფაა ქართულად. წავედი ახლა სამზარეულოში, დღეს სტუმრები მყავს, სურათებს არ გამოვდებ, აჭარულები შემიკვეთეს და შოკოლადის ასოთხმოცურა „კიდო“. მარწყვიანი საბაიონი მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ფეხები გაფშიკეს კოკოლატი გვირჩევნიაო. |
Posted by: Maykuna 17 Apr 2010, 09:44 | ||
ეს არიფოგლუ აწერია მსხვილად და ამიტომ თვალში მომხვდა, ძალიან მკრთალად აწერია "kekikli baharat karisimi" და "italian herb mix" |
Posted by: S_H_I_N_Y 17 Apr 2010, 12:05 | ||
n_j
სანამ volli35 გიპასუხებს მე გეტყვი წავიკთხე რაც დაწერა და დედაჩემიც ზუსტად ასე აცხობს ხოლმე ბისკვიტს ბალიშის გამოკლებით ეგ აშკარად მაგარი აღმოჩენაა. დსარწმუნებული ვარ ტემპერატურა კარგად განაწილდება. ქაღალდები უნდა ჩააფინო და საკმაოდ ბევრი ფენა. უნდა დადო გამანაწილებელზე. და არავითარ შემთხვევაში არ ახადო თავსახური ცხობის დროს . ტემპერატურის გამოთვლა იოლია, დაბალზე უნდა დააყენო, მაგრამ სულ ბოლომდე არ დაუწიო. მართლა მაგარი ბისკვიტი გამოდის. მაგრამ დედაცემი გამაფხვიერებელ არ ამატებს და მაინც არაჩვეულებრივად ამოდის |
Posted by: saba444 17 Apr 2010, 12:11 |
მე კიდევ გარედან ფორმაზე ,ზემოთ,ბისკვიტის ცომს მივაცხებ ხოლმე , და კარგად გამოშრება ვვარაუდობ რომ ბისკვიტიც მზადაა.ნუ კიდევ ცოტა ხანს ვაჩერებ. |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 12:20 | ||||||||
n_j
გამანაწილებელი აუცილებელია .... ცეცხლიც უნდა იყოს დაბალი, მაგრამ არც ძალიან დაბალი (დაბალსა და საშუალოს შორის).... ეხლა ქვაბის შესახებ ..... ქვაბი უნდა იყოს ჩვეულებრივი ალუმინის ..... სასურველია ქვაბს ჰქონდეს სწორი ძირი და არა ოდნავ მომრგვალებული .... უნდა ჩააფინოთ 21-24 ფენა გაზეთი და მერე რა თქა უნდა "კალკა ან პერგამენტის" ქაღალდი ... ამაში ჩაასხავ ტორტის ცომს (ნუ ბისკვიტს) ..... ამას გადააფარებთ სამზარეულოსთვის განკუთვნილ პირსახოცს, მერე თავსახურს და შემოუკეცავთ პირსახოცს კარგად თავსახურის ზემოდან .... და ამას დაადებთ ბალიშს (ეს აუცილებელი პუნქტია) ნუ ცომი კარგია ხელით თუ ამოიყვან მაგრამ შეიძლება მიქსერითაც ... მაგრამ ფქვილი (აუცილებელია გაცრილი, შეგიძლია გამაფრხვიელებელი ან სოდა მოაყარო გაცრამდე) აუცილებელია რომ მოურიო ძალიან ნაზად და ფრთხილად ხელით და აუცილებლად ხის კოვზით, ნუუუუუ ბისკვიტის ცომი ქვაბში ჩასხმამდე უნდა სუნთქავდეს (ანუ ბუშტუკები უნდა ამოდიოდეს ცომიდან) .... პირსახოცი უნდა დაუფინო ჩვეულებრივად მშრალი მე მაქვს 33სმ დიამეტრიანი ქვაბი (ნუ ერთ ერთი) და ამ ქვაბში ბისკვიტი ცხვება მიახლოვებით საათნახევარი , ნუ მე მაგალითად სუნს რომ გაუშვებს კარგად სულ ოდნავ ბალიშის აუხდელად ვწევ თავსახურს და ჩავიჭყიტები ხოლმე , თუ ზედაპირი მშრალია ე.ი მზადაა, თუ ოდნავ სველია უცბად დაახურავ ისევ და დააცდი კიდე ცოტა ხანს .... ბისკვიტის სიმაღლე მიახლოვებით 12-13 სმ არის ხოლმე ... ამ სახით ჩემი ოჯახი ბისკვიტს აცხობს უკვე მინიმუმ 35 წელია (დედაჩემი ბევრი წლების მანძილზე შეკვეთებით აცხობდა ტორტებს და ნამცხვრებს, ჰოდა ოჯახის ისტორიას არ ახსოვს რომ ბისკვიტი ჩავარდნილიყოს) S_H_I_N_Y
გამაფხვიერებელი და სოდა აშკარად არ სჭირდება და არც არასოდეს ვიყენებდით ბევრი წლების მანძილზე, როდესაც დარწმუნებულები ვიყავით კვერცხის სიახლეში, მაგრამ ეხლა ვერ ვენდობი ჩვენს მაღაზიებს, ამითომ მხოლოდ ტავის დაზღვევის მიზნით ვაყრი ცოტა გამაფრხვიელებელს ..... სულ ესაა წკაპო
აი ეს "ნუ" გადამიქართულე რა, თორემ თუ არ გამოვიყენე ისე ვერ ვმეტყველებ .... * * * saba444
უი ესეთი რამ პირველად გავიგე ... |
Posted by: n_j 17 Apr 2010, 12:26 |
volli35 S_H_I_N_Y გმადლობთ, ერთხელ უნდა ვცადო |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 12:45 |
n_j მგონი ყველაფერი გარკვევით დავწერე ხოოო???? ....... რამე ხო არ გამომჩა???? |
Posted by: წკაპო 17 Apr 2010, 12:50 | ||||
მაგას რად უნდა გაქართულება, მავნე ჩვევაა. უნდა მოიშორო თავიდან. თუ მაინცადამინც ქართული შესატყვისი გინდა, „ჰოდა“ ან „აი ისა“ შესანიშნავად ართმევენ თავს პაუზის როლის აზრისათვის თავის მოსაყრელად. |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 13:06 |
წკაპო ჰოდააააა http://smajliki.ru/smilie-473846535.html OK მადლობა |
Posted by: frida_kahlo 17 Apr 2010, 13:30 |
n_j შენი დესერტი შესანიშნვია რეცეპტი დამიწერე თუ არ დაგეზარება, წინასწარ მადლობას გიხდი |
Posted by: წკაპო 17 Apr 2010, 14:03 | ||
|
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 14:32 | ||
ხორხე
ღმერთმა დამიფაროს ეგ მანია,მე არმახასიათებს სიმართლე დავწერე,მე ასეთს ბისკვიტს ვერ გამოვაცხობ ისეთი მეთოდით,. როგორც მაგ გოგონამ გამოაცხო. ყოვლად შემძლე ხომ არავარ,მეც მიკვირს რაღაცეები+ვერ ან არ გამომდის |
Posted by: rockataka 17 Apr 2010, 14:40 | ||
rtuli
ნუ გვატყუებ!! |
Posted by: ბესიკის26 17 Apr 2010, 14:48 |
rtuli მიშველე რთული.შენ გქონდა "დღეს გავაკეთეში "სადღაც სომხური ლავაშის რულეტი,დახვეული და კარგად დაბრაწული.მიმანიშნე რა სად არის? ფლიიზ.წინასწარ მადლობა |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 14:57 | ||
ბესიკის26
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=645entry17124555 |
Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 15:23 |
volli35 ზუსტად მასე ვაცხობდით ბისკვიტებს ისე ცოცხლად მახოსვს 10-12 წლისანი ვიქნებოდით, ბებია ექიმთან წაიყვანეს თბილისში და ჩვენ მარტო დაგვტოვეს სოფელში. ბისკვიტებზე შეყვარებული მე და ჩემი ყოველ დღე ახალ ახალ ბისკვიტებს ვაცხობდით, თან კერასინკაზე ბებიაჩემს სულ გავუნადგურეთ კვერცხი ახლა აღარ ვაცხობ მასე, ღუმელში ცხვება ადვილად, კვერცხის გულს და ცილასაც კი აღარ ვაცალკევებ არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის კარგი გამოდის |
Posted by: Peppi 17 Apr 2010, 15:24 | ||
რაღაც ტორტი წამოვიწყე, ნეტავ რა გამოვა .. თU დამიწუნეს იმასაც დავწერ . . არ დავინდობ თავს ninoma
დღეს მაყალზე ვწვავ, შამფურ-გაყრილს ისეც, გრილის ტაფაზე ვწვავ, ქურაზე როცა ვაკეტებ, ან აირღუმელში (კატლეტი და გუფთა), არ ჭირდება ცხიმი ასე, თან უფრო გემრიელია. მივხვდი? თU რაიმე სხვა მირჩიე? |
Posted by: n_j 17 Apr 2010, 15:57 | ||
frida_kahlo
ამას გულისხმობ? http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=243&Itemid=55 |
Posted by: ბესიკის26 17 Apr 2010, 16:50 |
rtuli |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 17:06 | ||
Maykuna
იდეალურია სპაგეტის საწებლის მოსამზადებლად. უხდება ასევე თევზს,ღორის ხორცს,ქათმის ხორცს. მეც მაქვს სახლში და გამოვიყენებ სპაგეტის საწებლის მოსამზადებლად ან ხორცის გუფთებისთვის.თევზს როცა ვამზადებ პამიდორში მაშინ ვამატებ. შედგება ძირითადათ Marjoram, Rosemary, Thyme, Basil, Oregano,Sage . ქართულად რა დასახელებები აქვს იხილე აქ: http://forum.ge/?f=82&showtopic=34089657 |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 17:46 | ||
rtuli
ვაიმე რატომ???? როცა ეს უადვილესია ..... ოღონდ მართლა |
Posted by: faustina 17 Apr 2010, 17:53 | ||
Peppi
დარცმნებული ვარ კარგ იქნება გელოდებიტ ყველა |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 17:54 | ||
volli35
მჯერა მაგრამ,ღუმელში უფრო ადვილია თუმცა თუ დამჭირდა მაგ მეთოდს აუცილებლად გამოვიყენებ. პ.ს. ხაჭოს პასკაზე რაქენი? |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 17:55 | ||||
BadbadGirl
ხო ხო ნავთქურაზე (აი რა კარგი გოგო ვარ, გადავაქართულე) საერტOდ უმაგრესი გამოდის ...... ომიანობის პერიოდში სულ ეგრე ვაცხობდი .... და ზემოთაც დავწერე რომ 13 წლისამ ამ მეთოდით გავაკეთე ტორტი თავის ბისკვიტ-მორთვიანად და შეკვეთაც გავუშვი .... ანუ ამას ვამბობ იმიტომაც რომ დავარწმუნო ხალხი რამდენად ადვილია ასე ცხობა
არადა ღუმელშიც კი გამოდის ნორმალური, მაგრამ ასეთი ფაფუკი არ გამოდის .... და კიდე ღუმელის ბისკვიტს აქვს შანსი ჩავარდეს, ზემოდან გამომცხვარს კიდე არა ..... თან არანაირად ...... |
Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 18:16 | ||
ქენი სიკეთე და ისიც დაწერე დაუშვათ 10 კვერცხიან პასკას რამდენი ჭირდება. ალბათ მომავალი აღდგომისთვის ქუთაისშიც ჩამოაღწევს, ჟერ არსად მინახია. |
Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 18:22 | ||
გამოდის ჩავარდება თუ ადრე გამოაღე კარი ისე არა |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 18:23 | ||||
rtuli
ვაიმე გამაგებინეთ რა რას ქვია უფრო ადვილია???? და რითია ის ვარიანტი უფრო რთული???
ხაჭოზე სანამ მოვამზადე ბევრი ვინერვიულე .... მაგრამ გავაკეთე და იმედია კარგი გამოვიდა .... ეხლა მაცივარშია და ხვალამდე ვერ ვნახავ .... ჯერ კიდე ვნერვიულობ * * * BadbadGirl არა ისეთი ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოდის ...... კარგი გამოდის ნამდვილად მაგრამ ზემოდან გამომცხვარი სულ სხვაა .... rtuli კითხვები უნდა მოგაყარო პასკის მასა სანამ ფორმაში ჩავდე ოდნავ თხელი იყო .... ასე უნდა???? * * * tasikuna-taso ჩემი პასკის რეცეპტში ეწერა 3 სუფრის კოვზი ..... და ეს რამდენი შეკვრა იყო აღარ მახსოვს ... |
Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 18:36 | ||||
კარგი რა rtuli შენ როგორ ვერ გამოაცხობ. უმარტივესია.
ეს გაზეთები რატო ჭირდება? მე ვაფენ ორმაგად საცხობ ქაღალდს. 16 კვერცხიანი ბისკვიტი ცხვება 2 საათი ან მეტი. შეიძლება მე ძალიან დაბალ ცეცხლზე ვაცხობ და მაგიტომ. გეთანხმებით იმაში, რომ ღუმელში გამომცხვარზე უფრო მაღალი და ფუმფულა გამოდის. * * * volli35 ტორტებთან გქონია შეხება და იქნებ იცოდე. ზემოდან გასაფორმებლად რომ ასხამენ ზოლებად ჟელესებური მასაა სხვადასხვა ფერით და არომატით რა არის იცი? ძალიან მაინტერესებს. |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 18:50 |
tasikuna-taso გაზეთი ეტყობა უფრო თხელი ქაღალდია .... ან არ ვიცი რატომ ..... ფაქტია რომ რაც თავი მახსოვს ეგრე ვაცხობთ .... ანუ 21-24 ფენაო რა .... მერე კი აუცილებლად პერგამენტი და ესაა სულ ... აი ჩემი გუშინდელი ბისკვიტი გამოცხვა 1 საათსა და 15 წუთში .... 2 საათი ჩემთან სჭირდება 24 კვერცხიან ბისკვიტს .. ისე ერთს დავაკვირდი, თუ ცეცხლი ძალიან დაბალი მომსვლია ხანდახან ბისკვიტი ქვემოდან რაღაც წებოვან ფენას იკეთებდა ხოლმე .... |
Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 19:00 | ||
ხედავ? ზოგჟერ ჩემთანაც იკეთებდა. ე.ი. დაბალი ცეცხლის ბრალია. |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 19:15 |
tasikuna-taso კი კი ეს ზუსტია და ამიტომ ვარჩევ რომ ოდნავ მაღალი მომივიდეს ცეცხლი ვიდრე დაბალი |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 20:00 | ||||
volli35
კი ოდნავ თხელი,რადგან ხაჭო და დანარცენი ინგრიდიენტები სითხეს შეიცავენ,ამიტომ სჭირდება სიმძიმის დადება,რომ დაიწუროს და შეიკრას. tasikuna-taso
მჯერა,უბრალოდ ბისკვიტის ტორტი ბოლოს როდის მოვამზადე აღარ მახსოვს,ანუ გადავედი ნავაროტკებიან ტორტებზე მიყვარს ორიგინალურობა თუმცა, როცა სტუმრად ვარ არასოდეს ვიძახი უარს კარგ დანამულ ბისკვიტიან ტორტზე+მოხარშული ბეზეთი გაწყობილზე,ვაიმე ნოსტალგიამ შემომიტია ,გამახსენდა საქორწილო გედებიანი ტორტი დღეს მოვამზადე მწვანე სალათა ბალზამიკოს დრესინგით და სოკო+ქათმის ხორცით+ყველის ღვეზელები თხელი ცომი და ბევრი გულსართი: http://pix.ge/ |
Posted by: saba444 17 Apr 2010, 20:25 |
rtuli გავაკეთ ხაჭოს პასკა და გამოვიდა თხელი,შემეშინდა ალბათ რაგაც შემეშალა-თქო,მარა გავაგრძელე მაინც აბა რა მექნა,მაგრამ გამოვიდა....დიდი მადლობა რეცეპტისთვის.გემრიელია ძალიან.ოღონდ ჭურჭელი მომივიდა განიერი და ცოტა დაბალია.ფოტოს მაინც დავდებ,სხვა დროს ცუკატებს ცოტა ს გამოვიყენებ. ნუში და ნიგოზი უფრო მომეწონა, ძალიან მოუხდება კიდევ კენკრა.მომჟავო=მოტკბო ხილის არომატები http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 20:27 | ||
ძალიან მიყვარს!!!! რუსეთში ვჭამდი ბევრს. აქ არ არის. დღევანდელი ვახშამი, ორაგული ბრინჯის სალათით და ბოსტნეულით. http://tomushka.blogspot.com/2010/04/fish-la-tomushka.html |
Posted by: naka 17 Apr 2010, 20:28 | ||||
პომიდორიც ჩემი დაჭრილია და კატლეტიც ჩემი გაკეთებულია თვალსაჩინოებისთვის იხილეთ http://nakrina.wordpress.com/2010/02/04/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97/ Makulatura უბრალოდ გრცხვენოდეთ!!! |
Posted by: Romina 17 Apr 2010, 20:36 |
დღეს rtuli-ს რეცეპტით შოკოლადის ნამცხვარი გავაკეთე. ოღონდ გადავწყვიტე ზემოდან თეთრი და შავი შოკოლადი ერთად დამესხა და სასაცილო გამომივიდა, დალმატინის ლეკვივით :-) :-) |
Posted by: nanana 17 Apr 2010, 20:36 | ||
naka
|
Posted by: saba444 17 Apr 2010, 20:41 |
დღეს გავაკეთე კიდევ ქათამი ესპანურად.სახელი არვიცი...... 600-700 გრ.ქათმის ხორცი დავაწითლოთ ბლომად ცხიმში,დავუმატოთ ტომატ-პასტა 3კოვზი.შეგიძლიათ მეტიც თუ სურვილია 4-5 საშუალო ზომის კარტოფილი დავჭრათ და დავაყაროთ,,,2-2ც წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა დაჭრილი, მწვანე ლობიო 300-350 გრ, 1 ქილა ბარდა,მე დაკონსერვებულს ვხმარობ ხოლმე,ან წინა დღით დამბალს და მოხარშულს,დავაყაროთ დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, 1ჭიქა თეთრი ღვინო დავასხათ იმდენი წყალი რომ დაიფაროს კარგათ (თუ მეტად წვნიანი გენდომებათ დაუმატეთ კიდევ წყალი) და მოვხარშოთ.ძალიან გემრიელია |
Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2010, 20:57 | ||
რატო სასაცილო, ძალიან ლამაზია და ალბათ გემრიელიც იქნება. |
Posted by: volli35 17 Apr 2010, 20:58 |
სენატორის ტორტი 1 http://www.radikal.ru 2 http://www.radikal.ru 3 http://www.radikal.ru უგემრიელესი ნამცხვარი ჩემთვის .... ნუ ეხლა ახალი წასმულია კრემი და ჯერ უნდა გაუჯდეს, ანუ ხვალამდე არ დაიჭრება |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 21:11 | ||||||||
saba444
კარგია რომ არშეშინდი,ეგრე იცის ხაჭოს პასკამ ,გათხელება და შეშინება მთავარია შედეგით კმაყოფილი დარჩი და შემდეგისთვის უკვე შენს გემოზე დაამატებ დანამატებს. მეც მომჟავო ხილის შეხამება მომწონს პასკაში,შარშან ანანასის, კივის ჩირის და შოკოლადის ნატეხების დამატებით შევანელე პასკა, ძალიან მოუხდა. Romina
მშვენიერი შოკოლადის დალმანტინელი გამოგსვლია ისე, ხის ჩხირით ან უბრალოდ კოვზის უკანა მხარით რომ აგერია შოკოლადები, გამოგივიდოდა მარმარილოს ფაკტურით BadbadGirl
ორაგულიიიიი naka
მოგპარეს სურათი და დაიბრალეს მომზადება |
Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 21:28 |
rtuli მეც მიყვარს. ყველანაირად. ყოველდღე რომ ვჭამო არ მომბეზრდება. |
Posted by: Shevchenko andrei 17 Apr 2010, 21:48 | ||||
http://www.SmileS.ge აუ ძაან მაგარია რა http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge |
Posted by: frida_kahlo 17 Apr 2010, 22:06 |
n_j კი და გმადლობთ |
Posted by: Romina 17 Apr 2010, 22:07 | ||||
rtuli
დედაჩემმაც ეგ მითხრა, მაგრამ უკვე ცოტათი გაციებული იყო და ვეღარ ავურიე მადლობა სიტყვის გასწორებისთვის. ადრე მეგონა დალმატინელი ერქვა, მერე ფლორა და ფაუნაში ეწერა დალმატინიო და მეთქი ასეა სწორი. თურმე დალმანტინელი ყოფილა * * * tasikuna-taso
მადლობა ნამდვილად გემრიელი იყო. დილით ჩაისთან და ყავასთან ძაან კარგია |
Posted by: natsu 17 Apr 2010, 22:27 |
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru დღეს რთულის რეცეპტით ჩიტის რძე გავაკეთე.ყველას მოეწონა...დიდი მადლობა!!! ასევე გავაკეთე ხაჭოს ტორტი. |
Posted by: BadbadGirl 17 Apr 2010, 23:12 | ||
იშ, მეც კი მომწონს. რა ვქნა ახლა გესტუმროთ? |
Posted by: rtuli 17 Apr 2010, 23:24 | ||||
Romina
Dalmatian მე მიწერია შეცდომით natsu
არაფერს,სასიამოვნოა რომ მოწონება დაიმსახურა. ხაჭოს ტორტზე დაგვიწერე როგორია,ანუ რეცეპტი. თუ ჩიზქექია ტრადიციული და ზემოდან ხილის ჟელე აქვს? პ.ს. მე ხომ ვამბობდი ყველაზე ტკბილი განყოფილება გვაქვს |
Posted by: natsu 18 Apr 2010, 00:21 |
ხაჭოს ტორტი. მასალა- 1 კგ.ხაჭო/სანტე/,200 გრამი სქელი არაჟანი,2 ჭიქა შაქარი,200 გრამი დაჭრილი ნიგოზი ან ქიშმიში. მასა მიქსერით ამოიყვანეთ. ა/ 3 პაკეტი ჟელატინი 1 ჭიქა წყალში 30-40 წუთი გააჩერეთ,რომ შეიკვრება, ნელ ცეცხლზე,გაალღვეთ,არ აადუღოთ! გადმოდგით,გააგრილეთ ხის კოვზის მორევით, შეურიეთ ხაჭოს მასას. გადაიტანეთ მინის 2, ლამაზ ჭურჭელში,შედგით მაცივარში,გასამაგრებლად. ბ/ 3 პაკეტი ჟელატინი გახსენით,თქვენთვის სასურველ 1 ჭიქა ხილის წვენში.გააჩერეთ 40 წუთი,როცა გამაგრდება.გაალღვეთ ნელ ცეცხლზე/არ აადუღოთ/ ცხელსავე დაამატეთ 700 გრამი წვენი და თანაბრად მოასხით ხაჭოს გამაგრებულ მასას ორივე ჭურჭელში .ისევ შედგით მაცივარში გასაცივებლად. მე მთელი ღამით ვტოვებ მაცივარში. /შეგიძლიათ წვენის მოსხმამდე დაჭრილი ხილით მორთოთ./ გაამოთ!!!!! * * * http://www.radikal.ru ხაჭოს ტორტი. |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 00:36 |
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: ninoma 18 Apr 2010, 01:42 |
volli35 მშვენიერი ტორტია. გილოცავ დედის დაბადების დღეს!(მგონი სწორედ მახსოვს) |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 01:47 |
ninoma დიდი მადლობა .... სწორედ დედისაა .... და ამ დღეს ვხსნით ხოლმე მარწყვის ტორტის სეზონს .... |
Posted by: tikunia-teiko 18 Apr 2010, 01:48 |
volli35 მნია,მნია... ულამზესი ტორტია, დარწმუნებული ვარ გემრიელიც იქნება..თან როგორ მაცდურად სხედან მარწყვები? |
Posted by: rtuli 18 Apr 2010, 01:58 | ||
volli35 მარწყვის სურნელი შევიგრძენი,ძალიან ეფეკტური ტორტია გილოცავ დედის დაბადების დღეს! natsu
მადლობა რეცეპტისთვის |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 02:05 | ||
სიამოვნებით გეპატიჟებით ყველას ... (ოღონდ მართლა) rtuli მადლობა მოლოცვისთვის ვაიმე როგორ ველოდები ჩემს ხაჭოს პასკას არ იცი .... ერთი ზუსტად ვიცი რომ დაბალი იქნება .... სხვა იმედია ყველაფერი სწორედ გავაკეთე .... ისე ვნერვიულობდი მზადების პროცესში ითქოს ცხოვრებაში პირველად შევედი ჩემს სამფლობელოში ... * * * tasikuna-taso
მოგვიანებით მაგრამ მაინც გპასუხობ, რომ არ ვიცი ნამდვილად ეგეტების არაფერი .... არ მხიბლავდა რატომღაც და არ დავინტერესდი |
Posted by: rtuli 18 Apr 2010, 02:10 | ||||
volli35
ეგ არაუშავს,ტორტივით იქნება სულ ვფიქრობ რა შევიძინო ისეთი რომ პასკის მოსამზადებლად გამოვიყენო. ალბათ პლასტმასის შესანახ კონტეინერს დავხვრეტავ საცერივით და მაგაში ჩავდებ პასკას,ფორმაც კარგი ექნება და სიმაღლეც
|
Posted by: volli35 18 Apr 2010, 02:12 | ||
rtuli
სოჩაში მაქვს ნანახი სპეც-ფორმები და რომ არ ვაკეთებდი არც მიფიქრია ყიდვა .... ეხლა იქით აღარ მიშვებენ რომ შევიძინო ... ისე როგორც ვიცი რაღაც პირამიდისებული ფორმის უნდა იყოს წესით .... ასე მახსოვს |
Posted by: rtuli 18 Apr 2010, 02:25 | ||
volli35
მე უფრო გემრიელ დესერტად მიმაჩნია და ყოველთვის მაგ ფორმას,ანუ ტრადიციულს,ვერ გამოვიყენებ. პ.ს. გვიანია და არგძინავს,ხვალ კიდე ალბათ სტუმრებიც გეყოლება,უნდა დაისვენო |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 02:27 | ||
rtuli
ხოოო ეხლა თუ არ დავიძინე ხვალ მთვარეულივით ვივლი ... არადა ხორცის პეროგი და ხაჭაპურები უნდა გავაკეთო .... და კიდე ქაბაბი აბა ძილინებისა |
Posted by: tavadze 18 Apr 2010, 02:32 |
volli35 - გილოცავ დედის დაბადების დღეს. რა მაგარი ტორტია!!! თუმცა ამ ბოლო ორ გვერდზე რომელი ტორტია ცუდი! ამ განთქმულ მეტორტესაც კი შემახარბეთ. ბარაქალა თქვენს ქალობას! რას შემოვდიოდი ამ შუაღამეზე, წავსულიყავი წყნარად, მშვიდად და დამეძინა, შარზე თუ არ ვარ. |
Posted by: ხორხე 18 Apr 2010, 07:13 | ||
rtuli
ვიხუმრე |
Posted by: n_j 18 Apr 2010, 09:01 |
მარწყვის ტორტმა მომხიბლა ! მეც ვუერთდები მილოცვებს ეს კი გუშინდელია http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: rockataka 18 Apr 2010, 09:17 | ||
n_j
ეგ ხორცის ფარშია? |
Posted by: n_j 18 Apr 2010, 09:37 |
rockataka კი, ფარშის რულეტია |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 11:16 |
n_j უმაგრესი სპაგეტი და რულეტია .... ანუ მე რომ მიკვარს ისეთები tavadze n_j მადლობები თქვენ |
Posted by: kartveli gogo 18 Apr 2010, 12:17 |
volli35 ჩემი ფარცქვალა ცაა. თავაძე გაახარე,უთხარი რომ გადარეული გურული ხარ. |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 12:28 |
kartveli gogo ისე ვერ შემატყობდა ვითომ???????? მომენატრე ქალიიი ვაიმეეეეე ხაჭოს ტორტმა გაამართლა მგონი .... ელემენტი დამიჯდა კამერაში და ამიტომ ფოტოს ცოტა ხანში დავდებ .... |
Posted by: rtuli 18 Apr 2010, 12:42 | ||
volli35
შოკოლადის მინანქარი გადაასხი,ძალიან უხდება |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 12:51 | ||
rtuli
უკვე |
Posted by: tasikuna-taso 18 Apr 2010, 12:52 | ||
მეც სულ ვფიქრობ. სოფელში მამიდასთან მინახია ალუმინის სხრილი თავისივე სადგამით. ზუსტად პასკის ფორმა აქვს. მგონი გამოდგება, მაგრამ ალუმინი ხო არ შეუშლის ხელს, შეიძლება გამოვიყენო? * * * volli35 ლამაზი ტორტია. მიყვარს მარწყვის ტორტი. შენს დედიკოს ვულოცავ დაბადების დღეს. |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 13:04 | ||||
tasikuna-taso
მე ვერ გავრისკავდი ალუმინს .... რა ვიცი
დაპატიჟებული ხარ .... ჩემი კარი სულ ღიაა ყველასთვის და ყოველთვის მადლობა მოლოცვისტვის |
Posted by: temotemuka 18 Apr 2010, 13:38 |
თქვენი დახმარება მჭირდება 1 კვირის წინ ჩამომივიდა ბერძენი მეგობარი და რა ხდება ეხლა ჩამოსვლის დღიდანვე კითხულობს რაღაცა საჭმელს ინგლისურათ არ იცის რა ქვია მარტო იძახის კრემაღალაქტოსიო სადაც ვიკითხე ვერსად ვერ მიხვდნენ და ვინმეს ხო არ გეცოდინებათ რა ქვია ქართულად? |
Posted by: mariaa 18 Apr 2010, 14:05 | ||
temotemuka
ნაღებს ნიშნვს..fresh cream * * * n_j ბრავოოოო |
Posted by: natsu 18 Apr 2010, 14:35 | ||
ძალიან ლამაზი ტორტია! გილოცავთ დედის დაბადების დღეს! |
Posted by: tavadze 18 Apr 2010, 14:40 | ||
volli35
კულინარობაზე შეგეტყო. კიდევ იტყვიან, გურულებს რა კერძები გაქვთო. როცა ჩემგანაც კი დადგა კულინარი რაღაც დოზით, გურული ქალები რა იქნებიან სამზარეულოში! |
Posted by: sofia-jio 18 Apr 2010, 14:41 |
volli35 ვააუუუ მარწყვი სად იYიდეეეე? |
Posted by: sofia_bad 18 Apr 2010, 15:15 |
ამას წინათ ფორუმზე ვნახე ვაშლის პეროგის რეცეპტი (ზუსტად არ მახსოვს ვისი)და გამოვაცხე.გადამერია ოჯახი. წუხელ მეხუთედ გამაკეთებინეს. 2 დღეა არ შემოვსულვარ და იF რა გემრიელობები დამხვდა!!! ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რა გავაკეთო კიდევ. |
Posted by: temotemuka 18 Apr 2010, 15:19 |
mariaa მადლობა დავისვენე |
Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 15:29 |
ჩემ ქმარმა გააკეთა - დიდი კულინარია ჩემგან განსხვავებით ეს მიასო პო გავაისკი ანანასთან ერთად http://www.radikal.ru |
Posted by: miau 18 Apr 2010, 15:30 | ||
natsu
რა მარტივი და რა გემრიელი ჩანს მაგიოსდამაგვარი ტორტის რეცეპტი დედაჩემის რეცეპტების არსენალშიც არის, მაგგრამ ეს უფრო მარტივი ჩანს volli35 ლამაზი ტორტია ძალიან! გილოცავ დედის დაბადების დღეს n_j შენ როგორც ყოველთვის ბრწყინავ |
Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 15:42 |
http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 18 Apr 2010, 16:19 |
ძალიან გემრიელი კერძები გაგიკეთებიათ გოგოებო რთული, როგორ აკეთებ ასეთ ტხელ კანს? მე თუ ვაკეთებ, მერე ცხობის დ როს ტაფაზე, იხევა დღევანდელი საუზმე შერეული ხორცის ფარში სალიამიტ, ხამონით და ისპანახით http://www.radikal.ru |
Posted by: WOMAN IN LOVE 18 Apr 2010, 16:49 | ||||
temotemuka
Κρεμα γαλακτος ნაღებია, უთქვამთ უკვე * * * tavadze
რა თავმდაბლობაა, ღმერთო ჩემო, მეტრ! |
Posted by: mariaa 18 Apr 2010, 16:59 | ||||
rtuli
ვაა,ეს ეხლა ვნახე ტაიატელეს.. ქათმის,ნაღების და ლიმნის ცედრის სოსით http://www.radikal.ru * * * faustina
რა ლამაზია..გემრიელიც რა თქმა უნდა |
Posted by: faustina 18 Apr 2010, 17:28 | ||||
mariaa
კი, გემრიელია, დედამთილს მოეწონა
დღეს ასეთი პასტა უნდა გამეკეთებინა მეც ნაღებითა და ზღვის პროდუქთებით, მაგრამ შევცვალე დღის მენიუ მომავალში მოვამზადებ |
Posted by: mariaa 18 Apr 2010, 17:36 | ||
faustina
აჯო http://www.radikal.ru |
Posted by: tavadze 18 Apr 2010, 17:36 | ||
WOMAN IN LOVE
თუ არაა, მაშინ გაუკეთე ანდრიკოს ის ტორტი, მაშინ რომ ხელები გაასავსავე, ეგ თავაძემ გაგიკეთოსო. ან - ჩემნაირი ყვავილოვანი. |
Posted by: tikunia-teiko 18 Apr 2010, 17:44 | ||
faustina
რა გემრიელი რულეტია, რეცეტს და მომზადების წესს ვერ მეტყვით? |
Posted by: nanana 18 Apr 2010, 17:47 |
mariaa შენი და ქბ ავგუსტას კერძების პრეზენტაცია მომწონს სხვებისაც, მაგრამ ეხლა თქვენს მიერ გა- fusion -ებული ქართული კერძები მახსენდეbა |
Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 18:01 |
http://www.radikal.ru * * * http://www.radikal.ru ესენი ჩემ ქმარმა გააკეთა გუშინ სტუმრები ყავდა სოკოს, კარტოფილი და სულგუნი არაჯანთან უგემრიელესი იყო, ქათმის და სოკოს სალათა და ხორცი ანანასით http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 18 Apr 2010, 18:06 | ||
tikunia-teiko
ხორცეულშია რეცეპტი |
Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 18:09 |
http://www.radikal.ru * * * ისეთი ლამაზი სურათები არ გამომივიდა მაგრამ ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი http://www.radikal.ru ეს აჩმა დღეს დეიდაჩემმა გამომიგზავნა ამ თემაში მე ვერ ვყოჩაღობ სუფის ფრიკადელკები მე გავაკეთე და მწვანილი მე ჩავაჭერი დანარჩენი სუფის ინგრედიენტები გიგამ მოამზადა |
Posted by: nanana 18 Apr 2010, 18:20 | ||
ESCADA
აკოცე შენს ქმარს ჩვენგან |
Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 18:24 |
http://www.radikal.ru |
Posted by: bachi24 18 Apr 2010, 18:24 |
ESCADA კომპლიმენტები ქმარს, ბრავო, ყველაფერი ძაან გამრიელი ჩანს |
Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 18:35 |
დიდი მადლობა გოგოებო მე არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე მეზარება ძალიან, ბუტერბროდებზე შემიძლია კვირები გავატარო - სულ მაგაზე გვქონდა ოჯახში კამათი ჩემებთან შენ მეორე დღეს გამოგაგდებს ქმარიო და აღმოჩნდა ჩემ ქმარს ძალიან ყვარებია რაღაცეების კეთება და ძალიან უმტკივნეულოდ გადავიტანეთ ჩემი უნუჭობა სამზარეულოში ესე კარტოფილის დაჭრაც გიგას გამოგონებაა http://www.radikal.ru |
Posted by: natsu 18 Apr 2010, 19:15 |
კომპლიმენტები! იდეალური ადამიანი გიპოვნიათ. ჩემი ქმარი მშიერი დარჩება,თუ სახლში ვინმე არ დახვდა. ყველაზე დიდი რაც გაუკეთებია-ჩაი დაუსხმია. |
Posted by: rockataka 18 Apr 2010, 19:22 | ||
natsu
ვარიანტი არ არსაებობს თუ არ გჯერათ, დატოვეთ მარტო და ნახავთ |
Posted by: BadbadGirl 18 Apr 2010, 19:31 |
ხრაშუნა გულები http://tomushka.blogspot.com/2010/03/cookies.html პ.ს. დაბადების დღის საჩუქარი ჯერ კიდევ ვერ მოვინელე |
Posted by: natsu 18 Apr 2010, 19:34 |
მარტოც დაგვიტოვებია,ბარათი,მინიშნება,მისი საყვარელი კერძით,მაგრამ არ დაურიგებია. მიდის სადმე და ჭამს. თავიდან ასე მიაჩვიეს. კიდევ კარგი,მხოლოდ ესაა მისი ნაკლი. სამაგიეროდ,ბიჭი მყავს დამოუკიდებელი.მეშვიდე კლასელი 8 თვე ჩვენგან შორს,ბაბუასთან ცხოვრობდა და უვლიდა. |
Posted by: BadbadGirl 18 Apr 2010, 19:41 | ||
ESCADA ძალიან მაგარია!!! კომპლიმენტები შენ ქმარს.
ნამდვილად არ დარჩება!! პირველად რომ დავტოვე მარტო, (სამი კვირით, მე მანდ წამოვედი) მოვუმზადე ბევრი საჭმელი და გავუყინე. ეს საჭმელი რომ შემოეჭამა, გადავიდა პიცებზე, პიტიპანაზე და სენდვიჩებზე. მშიერი არ დარჩენილა, მაგრამ ზემოთდასახელებული კერძების ღამ ღამობით მირთმევა, მართებულად არ მიმაჩნია. |
Posted by: faustina 18 Apr 2010, 19:58 | ||
ESCADA
ასეთ დაჭრილ კართოფილს ჩვენტან პატატა ბრავას ეცახიან |
Posted by: ESCADA 18 Apr 2010, 20:00 | ||||||
nanana
bachi24
natsu
გმადლობთ გადავცემ აუცილებლად ძალიან გაუხარდება ძალიან ამაყია ხოლმე რამეს რომ მოამზადებს გუშინ ვუთხარი სურათები ფორუმზე რომ უნდა დავდო თქო ჩაეცინა ვაქებ ხოლმე ძალიან და უხარია კიდევ მეტის გაკეთება უნდება ოჰოჰ რა გემრიელიაააააააა |
Posted by: rockataka 18 Apr 2010, 20:22 | ||
ESCADA
ჩემგანაც გადაეცით კოლეგები ვყოფილვართ |
Posted by: UK_addicted 18 Apr 2010, 20:25 |
კუსკუსი ვიყიდე დღეს და ვინმეს რაიმე იდეა თუ აქვს, რას უხდება ან საერთოდ როგორ მოვამზადო? მადლობა წინასწარ |
Posted by: saba444 18 Apr 2010, 21:04 |
დღეს გავაკეტე უზბეკური ფლავი. ქათმის ხორცით მომწონს ძალიან,გემრიელი გამოდის ყოველთვის.. ესეც ფოტო http://www.radikal.ru |
Posted by: nanana 18 Apr 2010, 21:21 | ||
ESCADA
კიდევ რაშია იცი საქმე . . . ქართველი კაცი, რომელსაც ხორცის და ანანასის კომბინაცია უაზობად და უჯიშობად არ მიაჩნია, დახსნილია კონსერვატიზმის სულისშემხუთველი მარწუხებისგან. ასე რომ კიდევ ერთხელ ყოჩაღ :D:D |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 21:40 | ||||
მადლობა ყველას მოლოცვისთვის ..... ჩაგკოცნეთ ხორცის პეროგი ტარხუნით http://www.radikal.ru ქამა სოკო არაჟნის სოუსით და სულგუნით http://www.radikal.ru http://www.radikal.ru დღის სიახლე .... ხაჭოს ტორტი ..... მადლობა რთულს http://www.radikal.ru http://www.radikal.ru და ესეც ტორტი http://www.radikal.ru * * * tavadze
sofia-jio
ბაზრში .... და ღირდა გუშინ 6 ლარი |
Posted by: S_H_I_N_Y 18 Apr 2010, 21:44 |
volli35 ეეხ, რა სიამოვნებით გავსიჯავდი ყველაფერს... მნიამ |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 21:52 |
S_H_I_N_Y |
Posted by: Person123 18 Apr 2010, 22:00 |
volli35 ხაჭოს ტორტის რეცეპტი დევს სადმე? * * * rtuli http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1425entry12577353 ასაწონის გარდა რომელი კაკაო შეიძლება გამოვიყენოთ? და კიდე გამაფხვიერებელი ყველა მაღაზიაში იყიდება? |
Posted by: Miss_Nata 18 Apr 2010, 22:11 | ||
+1 შემოგიერთდებოდი სიამოვნებით...ფანტასტიური ნამუშევრებია |
Posted by: tikunia-teiko 18 Apr 2010, 22:17 |
გოგოებო, გემრიელი პიურე მასწავლეთ რა. ჰაეროვანი და ფუმფულა რომ იყოს. ალბათ, კარტოფილზეცაა დამოკიდებული არა? |
Posted by: faustina 18 Apr 2010, 22:22 | ||||||
UK_addicted
მომზადების წესი ყუტზევე უნდა ეწეროს... თუ არ აწერია მაშინ ასე მოამზადე : რამდენსაც აიღებ კუსკუსს, იმდენივე მდუღარე მარილიანი წყალს ვამატებთ , ვაფარებტ ტავზე და ვაჩერებთ 5 წთ, სანამ არ აფუვდება, შემდეგ ვუმათებთ სასურველ ცხიმს... თითქმის ნებისმიერად გაკეთებული ჩახრაკუ-მოშუშულ-შემწვარი ხორცი და ბოსტნელული უხდება მე წვრილად ვჭრი ხორცს+ბოსტნეულს, ვშუშავ და კუსკუსთან ერთად მივირთმევ წარმატებები volli35
მეც გილოცავ, თუმცა ვერ ვნახე ლინკი რას აღნისნავდი რომ გამეგო, მაგრამ რადგან გილოცავენ, ე ი სასიხარულო ამბავია გილოცავ, გილოცაავ!!! tikunia-teiko
გაფცკვები კარტოფილი, მოხარშე ცოოტა მარილში კარგაად, შემდეგ გადაცურე წყალი მთლიანად, ჩაამატე კარაქი, ჩაყლიტავ კარგაად და დაუმატებ რძეს , რაოდენობა სურვილისამებრ, გააჩნია რა სისქის პიურე გინდა... მარილი გემოვნებიტ... |
Posted by: n_j 18 Apr 2010, 22:51 | ||
tikunia-teiko
მე კარაქის მაგივრად ყოველტვის ზეითუნის ზეტს ვამატებ და ცოტა შავ პილპილს, ძალიან მეგემრიელება. იქნებ შენც მოგეწონოს |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 22:52 | ||||||
Person123
კი დევს .... ვიპოვი და მოგაწვდი .... faustina მადლობა ... დედის დაBდღე მაქვს .... tikunia-teiko
მე იცი როგორ ვაკეთებ .... ვფცქვნი კარტოფილს .... ვხარშავ ორთქლზე ..... მერე კარგად ჩავწყლიტავ და ვამატებ ან თბილ რძეს ან იმ წყალს რომლის ორთქლითაც მოიხარშა კარტოფილი .... + მარილი გემოვნებით ..... და თუ ბავშვისთვის არ გინდა და უფროსებმა უნდა დააგემოვნოთ დაუმატე ბოლოს ცოტა მდოგვი .... უძლიერესი და უგემრიელესი გამოდის * * * Miss_Nata
მე ყველას მოსვლა მოსვლა მესიამოვნებოდა .... |
Posted by: kartveli gogo 18 Apr 2010, 23:04 |
volli35 ვაი როგორ მინდა შენთან!!!!:cry: მე რომ ჩამოვალ მაგ ყველაფერს ხომ გამასინჯებ? ია რა გემრიელობებია.თან როგორ მშია ხომ გითხარი ,დღესაც ვერ ვჭამე. |
Posted by: volli35 18 Apr 2010, 23:24 |
kartveli gogo შენ ჩამოდი დააააააააა ..... ვაიმე რა ამბებს ჩავატარებ სამზარეულოში ..... ვაიმეეეეეეე მეც მინდა შენთან და არ იცი როგორ ..... |
Posted by: tikunia-teiko 19 Apr 2010, 00:41 |
faustina n_j volli35 დიდი მადლობა გოგოებო |
Posted by: rtuli 19 Apr 2010, 00:50 | ||||
volli35 რა სუფრა გაგიწყვია პ.ს. სულ ვფიქრობდი შენი ნიკი ნაცნობია ჩემთვის და ეხლა გამახსენდა სახლის ყვავილების თემაში მყავხარ ნანახი Person123
ნაბისმიერი კაკაო პაჩკებში რომ იყიდება. გამაფხვიერებელი სოდით შეცვალე ანუ 0,5 ჩ.კ. სოდა+1 ჩ.კ. ძმარი. ისე მე პასაჟში ვყიდულობ კაკაოსაც და გამაფხვიერებელს,პირველ რიგში ,სადაც საკონდიტრო ნახევარ ფაბრიკატები იყიდება ან კუთხეში სუნელების ბუტიკში. იმ ძველ რეცეპტში ფქვილი გამომრჩა და აი ახალი რეცეპტი აქ არის: http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=60
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=237&Itemid=55 |
Posted by: Luchia 19 Apr 2010, 01:02 |
ვაიმე ეს განყოფილება ბოლოს მომიღებს... არადა დიეტაზე ვარ რას შემოვდიოდი დამახრჩო ნერწყვებმა .... არადა ყველას ძინავს და ვინაა ჩემი დამხმარე |
Posted by: rtuli 19 Apr 2010, 01:03 | ||||
ESCADA
რესპეკტ! ბედნიერი ხარ faustina
დავწერე ცომეულის განყოფილებაში და აქაც ავღნიშნავ,როცა ცომის გუნდის თითებით ოდნავ გაშლას იწყებ ,ისე უნდა გაშალო რომ ბოლოებში ცომი უფრო სქლად იყოს. გულს ჩაუდებ და მოუკრავ (სქელი ნაპირები იწელება და აღარ გაიხევა). მერე უნდა დაასვენო შეკრული გუნდა+გულსართიანი,ამას იმიტომ ასვენებ რომ,ცომი უფრო მორჩილი გახდეს და როცა გააბრტყელებ, ადვილად გაიწევს ცომი.გამოაცხობისას არმეხევა. დღეს 25 ხაჭაპური დამაცხობინეს კახეთში,ისეთი თხელები გავაკეთე გაკვირვებულები დარჩნენ forumeli007 კენკრის ტარტის რეცეპტი აქ იხილე: http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=246&Itemid=55 |
Posted by: Person123 19 Apr 2010, 01:03 |
rtuli დიდი მადლობა. |
Posted by: faustina 19 Apr 2010, 01:37 | ||
rtuli
|
Posted by: ESCADA 19 Apr 2010, 03:40 | ||||||||
nanana
აბა ჩვენს შემთხვევაში ერთი ნიუანსია ჩემი ქმარი მეზღვაურია და ხშირად წასულია ხან სად და ხან სად და სადაც რა მოეწონება იმახსოვრებს, აი ეს ანანასებით ხორცი სადღაც უჭამია და მოეწონა. ხო ნუ რა თქმა უნდა გრუზინები რომ არიან ტიპიური ეგეთი ნამდვილად არ არის - ძან გავაოფე მგონი და ვსე წავედი - ისე შემოგხედავთ ხოლმე მე მაინც არაფრის გამკეთებელი არ ვარ ყავა კი კაი ვიცი * * * faustina
მაგდენი სად ვიცი * * * rtuli
შენ ვის ოჯახშიც ხარ ისაა ბედნიერიი რომ გიყურებ ხოლმე ან ამდენი რეცეპტი საიდან იცი ან როგორ არ გეზარება ამხენი ყოველდღე ამდენი რარაცის კეთება თან ყველაფერი ისეთი ლამაზია და ნუ გემრიელი ხომ იქნება დარწმუნებული ვარ - მაგარი ხარ! ქალი ვარო შენ უნდა თქვა. * * * rockataka
ხო არა კაიააააააა |
Posted by: წკაპო 19 Apr 2010, 09:22 | ||||
ქართველი კაცი რომელსაც ანანასიანი ხორცის (უფრო ზოგადად კი ტკბილ-მარილიანი საჭმლის) ჭამის მერე ნაღვლის ბუშტის შეტევა ემართება, კონსერვატიზმის სულისშემხუთველ მარწუხებშია მოქცეული? მე საერთოდ ვთვლი, რომ ხორცს სიტკბო არ უხდება. სიტკბო იმდენად ძლიერი გემოა (ფიზიოლოგიურად), რომ ყველა სხვა გემოს ნიღბავს და ხშირად სწორედ ამ თვისების გამო ამატებენ შაქარს ნახევარფაბრიკატებში, საჭმელი რომ სულ ლუყურტი არ იყოს. |
Posted by: forumeli007 19 Apr 2010, 09:34 |
rtuli დიდი მადლობა!!!!! |
Posted by: svani67 19 Apr 2010, 09:46 | ||
UK_addicted faustina
კუსკუსი ჩრდილოაფრიკელების (ბერბერ-არაბების) ეროვნულ საჭმელს არ ჰქვია? სალიანკას ჰგავს მე მგონი < ხორციანია აბა ცალკე კუსკუსი რაღაა ?? |
Posted by: n_j 19 Apr 2010, 10:51 |
svani67 ბურღულეულია, ხორბლისგან მზადდება, აგერ პეპის უწერია როგორ http://perfectcook.org/index.php?option=com_content&view=article&id=51:-45-&catid=36:2009-09-30-19-47-35&Itemid=65 ეს კი გუშინდელი ბარდის სუპი, http://pix.ge/ დეკორი არ გამომივიდა, |
Posted by: GATO 19 Apr 2010, 11:07 |
გუშინ საღამოთი ვიფუსფუსე .......................... |
Posted by: volli35 19 Apr 2010, 11:21 |
GATO ზებრას გავს ხო????? .... საკაიფო მინანქარია |
Posted by: GATO 19 Apr 2010, 11:36 |
volli35 ზებრაა მინანქარი აქ მასწავლეს უი სულ დამავიწყდა დამეწერა ...სულ მაინტერესებდა თუ იქნებოდა ეფექტური კექსში შოკოლადის ფილის ნატეხები ...და ჩავატარე ექსპერიმენტი , გაფუჭების შემეშინდა და მხოლოდ ერთ ადგილას ჩავდე რამდენიმე ნატეხი ყვითელი ალპენ გოულდი... ის ადგილი შემხვდა და ძაან მაგარი გამოვიდა როგორც ვვარაუდობდი შოკოლადი ჩადნა და არ გამომხმარა არც გემო შეცვლია, ერთი სიტყვით მოლოდინი გაამართლა უბრალოდ მინანქარს სულ სხვანაირი გემო აქვს და როდესაც შოკოლადის ნატეხებით გავაკეთებ მინანქარს აღარ გავუკეთებ შემდეგი კექსი აუცილებლად შოკოლადის ნატეხებით უნდა გავაკეთო |
Posted by: nite 19 Apr 2010, 11:41 |
გუშინ როგორც ყოველთვის... 1. ბორში 2. შემწვარი ყვავილოვანი 3, კიტრის და პამიდვრის სალათა 4. სტაფილოს სალათა (დიეტური ) 5. გამოვაცხე ვაშლის პეროგი, ყველაზე დაბალკალორიული რაც აღმოჩნდა ჩემი რეცეპტების ცნობარში. და ორი ნაჭერიც შემომეჭამა. ოღონდ პატარები GATO კარგი მინანქარი ჩანს. |
Posted by: kozet 19 Apr 2010, 11:59 |
დღეს არა, მაგრამ გუშინ გავაკეთე ბადრიჯანი სოკოთი კეცზე ეს პირველი ეტაპი http://www.radikal.ru და ესეც უკვე მზა http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 19 Apr 2010, 14:07 | ||
კარტოფილის მაჭყატები ჩინურად http://pix.ge/ kozet
მთლიანი ბადრიჯანია კეცზე? აბა მოგვიყევი რახდება მაგ კეცზე და ყველის შიგნით |
Posted by: volli35 19 Apr 2010, 14:12 |
დღEს ვისვენებ .... მოვკვდი გუშინ მზადება მომსახურებით |
Posted by: MaryElla 19 Apr 2010, 14:18 |
rtuli კარტოფილის მაჭკატების რეცეპტს ხომ დადებთ? |
Posted by: saba444 19 Apr 2010, 14:19 |
rtuli ვაიმე რა გემრიელი ჩანს......როგორ გააკეთე?ძალიამ მაგარი ხარ |
Posted by: volli35 19 Apr 2010, 14:29 |
rtuli ანუ კარტოფილში რა არის დამატებული???? მასწავლე პლზ |
Posted by: alouette 19 Apr 2010, 14:59 |
დღეს შესვენებაზეც ვერ გავდივარ და თუ რაიმე მომკლავს აი ეს კარტოფილის მაჭყატების თვალიერება იქნება |
Posted by: mariastella 19 Apr 2010, 15:16 |
alouette მიდი მოვდივარ |
Posted by: rtuli 19 Apr 2010, 15:17 | ||
რეცეპტი მარტივი და გემრიელია იხილეთ აქ: http://forum.ge/?showtopic=33695824&st=270entry19126652 |
Posted by: nanana 19 Apr 2010, 16:03 | ||
წკაპო
არა მე საერთოდ ვთვლი, რომ ხორცს სიტკბო არ უხდება. გემოვნებაზე არ გედავებით. ტკბილ ხორცზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ ვაფასებ როდესაც ადამიანს ახალი გემო არ აშინებს, ექსპერიმენტებს მიმართავს და ერთი და იგივეს არ ჭამს მთელი ცხოვრება. სხვათაშორის ეხლახანს გავსინჯე უგემრიელესი ზღვის პროდუქტების კერძი და აღმოჩნდა რომ სოუსი თაფლით იყო მომზადებული. სიტკბო არ დომინირებდა, უფრო არომატი და მაგარი იყო ძალიან. |
Posted by: წკაპო 19 Apr 2010, 16:21 | ||||
nanana,
მე კიდევ ორი კვირის წინ ვჭამე ბატკნის ბარკალი, მენიუში არსად იყო მინიშნებული, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბალზამური ჟოლოიანი ძმრით გაზავებული თაფლისაგან დამზადებული საწებლით იყო მომინანქრებული. არ შევუშინდი „ახალ გემოს“ (თქვენ დაგესესხებით გამოთქმას) და მაინც შევჭამე, თან ჭარბი საწებელი დანითა და კოვზით სათუთად მოვაცილე. უგემრიელესი ხორცი იყო გაფუჭებული იმ ე.წ. საწებლით. მე კიდევ მთელი ღამე უნიტაზჩახუტებული ჩანჩქეროს ვმღეროდი და სამი დღე ნაღვლის ბუშტი მწიწკნიდა. ზოგადად შენიშნული მაქვს, რომ ტკბილ ხორციან საჭმელებს ე.წ. „სვეტურ“ (ფრანგული branché) რესტორნებში მიმართავენ, როგორც თვითონ ამბობენ „შეფ-მზარეულის ხელოვნებისა და წარმოსახვის წარმოსაჩენად“ (ჩემის აზრით კი, მისი უბადრუკობის მისაჩქმალად). საინტერესო ისაა კიდევ, რომ ვარსკვლავიანი მზარეულები როგორც წესი ასეთ რესტორნებში არ მუშაობენ. საკმაოდ საგულისხმო სტატისტიკაა. |
Posted by: kozet 19 Apr 2010, 16:43 | ||
rtuli
თვით კულინარიის ჯადოქარი დაინტერესდა ჩემი კერძით ე.ი. მთელი Eსხი და მუღამიც მაგაშია, რომ მთლიანი უნდა ეგონოს ყველას ეგ ბადრიჯანი. მოკლედ მთლიან ბადრიჯანს ყუნწიანად ვრეცხავთ კარგად და ყინწიდან 3-4 სანტიმეტრის მოშორებით ვიწყებს ბადრიჯნის სიგრძეზე დაჭრას ბოლომდე მაქსიმალურად თხელ ნაჭრებად. იმედია გასაგებია. ანუ ყუნწთან მთლიანი უნდა იყოს და შემდეგ იყოფოდეს. ასე დაჭრილს ბადრიჯანს ვდებთ ღრმა ტაფაში ბევრ ზეთში, ისე რომ ზეთი ფარავდეს მთლიანად ბადრიჯანს, თან ეს ნაჭრები მაქსიმალურად უნდა გავშალოთ მარაოსებურად თაფაზე, რომ თითოეული ნაჭერი კარგად შეიწვას. იმავე ზეთში ვწვავთ 2 ცალ ბულგარულს წიწაკას (ესეც მთლიანი, ყუნწისა და შიგთავსის გარეშე) და უკვე სემწვარს, ვჭრით მრგვლად. შემდეგ ამავე ზეთში ვთუშავთ დაჭრისლ ქამა სოკოს ხახვთან, მარილთან და სუნელებთან ერთად. ამასობაში ვხეხავტ ყველს (მე სულგუნი გავუკეთე და ძალიან მომეწონა) დაახლოებით 300 გრამს და ვჭრით პომიდორს მრგვალ ტხელ ნაჭრებად. შემდეგ ვიღებთ კეცს, ვდებთ ზედ ბადრიჯანს, ისე, რომ ყუნწი თავისი გაუჭრელი ნაწილით დარჩეს კეცის ზემო, ხოლო იმ დაჭრილ ნაწილებს მარაოსებურად ვშლით მთლიან კეცზე. მეორე ფენად ვაყრით მოთუშულ სოკოს, მესამე ფენაა შემწვარი და დაჭრილი ბულგარული, სემდეგ პომიდორი, შემდეგ მაიონეზს ვასხამთ და სულ ბოლოს მოვაყრით გახეხილ ყველს. შევდგამტ ღუმელში, დრო არ დამინიშნია, უბრალოდ ყველი რომ დაადნება და გადაიბრაწება ზემოდან უკვე მზადაა. ერთი სეხედვით ჩანს, რომ მთლიანი ბადრიჯანია ჩაძირული ამ ყველში. იჭრება როგორც პიცა და არის უუუუუუუუუუუუუუუუუუგემრიელესი. ჯობდა თვითონ მზადების პროცესიც გადამეღო, რომ კარგად გამოჩენილიყო ბადრიჯნის დაჭრის ტექნოლოგია მაგრამ იმედი მაქვს ისედაც გასაგებად ავხსენი |
Posted by: nanana 19 Apr 2010, 16:51 | ||
წკაპო [თუ თქვენზე ასე სავალალოდ მოქმედებს
ტკბილის და მჟავეს ან ცხარეს კომბინაცია მარილიან საკვებთან, ხორცი იქნება ეს თუ ბოსტნეული, პირიქით რეცეპტორების გახსნას და საჭმლის ან სასმელის გემოს უკეთ დაგემოვნებას უწყობს ხელს. აი მაგ. ვისკის დეგუსტაციის წინ ასინჯებენ შავ წიწაკაში ამოვლებულ შოკოლადს ან ზღვის მარილში ან წიწაკაში ამოვლებულ მარწყვს. ამ უცნაური კომბინაციის მეშვეობით პირში გემოს რეცეპტორები "ცოცხლდება" და მომხმარებელი ადვილად ამჩნევს ბუკეტს, რომელიც სხვა შემთხვევაში რთული შესამჩნევია. |
Posted by: S_H_I_N_Y 19 Apr 2010, 17:37 |
kozet ძალიან ეფექტურია შენი კეცზე შემწვარი ბადრიჯანი, საოცრად მიყვარს ეგეთი შეხამება ვეცდები მეც გავაკეთო |
Posted by: faustina 19 Apr 2010, 18:04 | ||
svani67
http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 19 Apr 2010, 18:05 | ||
kozet
ძალიან კარგათ ახსენი და გემოც კი შევიგრძენი,კარგი შეხამებაა და ორიგინალურია ბადრიჯნის ასე დადება კეცზე. მადლობა რეცეპტისთვის მე მხოლოდ მაიონეზში დავამატებ ქინძს და ცოტა ნიორს,ისე მაგარი კალორიული კერძია |
Posted by: natali kalandadze 19 Apr 2010, 19:34 |
ქმრების გაკეთებულ საჭმელზე იყო ლაპარაკი და ჩემი ქმარი იშვიათად, მაგრამ მაინც აკეთებს ხოლმე, მაგრამ რასაც აკეთებს მნიამ მნიამ... ამასწინათ დამახვედრა ეს, სამსახურიდან მოსულს |
Posted by: kozet 19 Apr 2010, 19:46 | ||
rtuli
მე, როგორც არაკულინარი არ ვიღებ ხოლმე ჩემს თავზე რეცეპტებში იმპრივიზაციების შეტანას, თორე ისე კი მოუხდება ნიორი და ქინძი მაიონეზში კალორიული ნამდვილადაააა |
Posted by: rtuli 19 Apr 2010, 21:20 |
ხახვის და ლუდის წვნიანი ქათმის ხორცით მოვამზადე. ქათმის რბილი ხორცი http://www.radikal.ru მოშუშული ხახვი პაპრიკით და ლუდში http://www.radikal.ru მოვამზადე და ჩავასხი ჯამებში,დავადე პურის ნაჭრები და ჰოლანდიური ყველი http://www.radikal.ru ღუმელიდან 5 წუთის მერე http://www.radikal.ru |
Posted by: წკაპო 19 Apr 2010, 21:41 |
rtuli, რამდენი სული ხართ ოჯახში? |
Posted by: rtuli 19 Apr 2010, 21:44 | ||||
წკაპო
ოთხი+ძაღლი რატომ იკითხე svani67
ბოდიში გამომჩი აღარ გამომრჩები გპირდები |
Posted by: svani67 19 Apr 2010, 21:46 | ||
rtuli
მეხუთე მე ვააააააააააააააარრრრრრრრრრრრრრრ რატო დაგავიწყდი |
Posted by: tikunia-teiko 19 Apr 2010, 21:57 | ||
ვაიმე, რა ძაღლია? ძაღლები ჩემი სუსტი წერტილია. ძალიან, ძალია მიყვარს ძაღლები |
Posted by: sofia_bad 19 Apr 2010, 22:23 |
მე დღეს აი ეს კექსი გამოვაცხე. http://www.radikal.ru ეს კი მისი შინაგანი სამყარო http://www.radikal.ru * * * http://www.radikal.ru ეს კი ის პეროგია ჩემი ოჯახი რომ გადარია. |
Posted by: rtuli 19 Apr 2010, 23:12 | ||||
tikunia-teiko
აი ჩემი მესამე შვილი http://www.radikal.ru sofia_bad
მოგვიყევი აბა რისგან შედგება |
Posted by: faustina 19 Apr 2010, 23:28 | ||
rtuli
ძაან საყვარელი კუსი აა,მეც ძალინ მიყვარს ცხოველები, ერთ დროს იმდენი რაღაცა მყავდა სახლში რომ, მეზობლები ტავიაანთ შვილებს ეუბნებოდნენ, წამოდი, ზოოპარკშრათი უნდა წაგიყვანოთოოო |
Posted by: Bella Moretta9 20 Apr 2010, 00:06 | ||
rtuli
რა საყვარელია ამას როგორ უძლებთ |
Posted by: volli35 20 Apr 2010, 00:19 | ||
rtuli ვაიმე გავგიჟდიი ..... ეს რომ მყავდეს ..... ვაიმეეეეეეეეე sofia_bad
ძალიან გემრიელობა ჩანს ..... დამაინტერესა ძლიერ ... პ.ს. ეჰ ჩემი დიეტა "ყინულზე დაიწერა" საბოლოოდ |
Posted by: kartveli gogo 20 Apr 2010, 00:58 |
volli35 ფლორაში და ფაუნაში მეცი პატივი დამაკვალიანე!!!! გფლუდავ, გფლუდავ მარა სად ხარ?სულ გემრიელობებში ზიხარ! rtuli ვაი რა ჩასაბურჯგნი პასკო გყავს,რა ქვია? მეც მყავს ეგეთი შვილი,ყველაზე დამჯერი და ყველაზე კარგად აღზრდილი. |
Posted by: tikunia-teiko 20 Apr 2010, 01:01 | ||
რთული
რა საყვარელია, როგორ მიყვარს ძღლები, ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს. ჩემი ოცნება ბავშვობიდან დიდი ძაღლსაშენის გაკეთებაა, რომ გარეთ არცერთი მაწანწალა ძაღლი არ დადიოდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდისმე სამაგისო თანხები მექნება |
Posted by: volli35 20 Apr 2010, 01:25 | ||
kartveli gogo სინდის აკოცე ცხვირზე ...
ეჰ უნდა გადავერთო ისევ ფლორა-ფაუნასკენ თორემ გამასუქეს აქ .... |
Posted by: წკაპო 20 Apr 2010, 01:40 | ||||
რა ვიცი, აბა, იმდენს მზარეულობ, რომ ვიფიქრე ერთი ჯარი ხალხი ჰყავს დასაპურებელი-მეთქი. |
Posted by: WOMAN IN LOVE 20 Apr 2010, 01:49 | ||||
rtuli
ჩარლი წკაპო
იქ მიმსვლელ–მომსვლელიც (მაგალითად, მე ) მიათვალე პ.ს. დღეს გავაკეთე ბლინები სოკოს გულსართით და ტკბილი ხაჭოს გულსართით, ლობიოს წვნიანი და სალათა. ფოტოები არ მაქვს სამწუხაროდ |
Posted by: nanana 20 Apr 2010, 01:49 | ||
rtuli
|
Posted by: perfectstranger 20 Apr 2010, 10:48 |
ჩაბასტურმებული ხორცი რო იყიდება პოპულში , კარგია? |
Posted by: volli35 20 Apr 2010, 11:32 |
გოგოებოო "კარბონარა"ს სოუსის რეცეპტი მასწავლეთ რა ...... ძალიან ძალიან მჭირდება |
Posted by: rtuli 20 Apr 2010, 11:39 | ||
volli35
http://forum.ge/?showtopic=33927685&f=&st=105entry7280375 |
Posted by: BadbadGirl 20 Apr 2010, 12:36 |
rtuli ჩაბურჯგნე შენი ძაღლი ჩემგან მეც მინდა ძაღლი მაგრამ ჩემმა ქმარმა არაო სანამ ეზოიან სახლში არ გადავალთო |
Posted by: tamuna_mpt 20 Apr 2010, 12:49 | ||
rtuli
ვაი რა საყვარელიააა |
Posted by: Peppi 20 Apr 2010, 13:03 |
როგორ ხართ? ვერ შემოვიხედე ამდენი დღე . . ეხლა გადავხედავ წინა გვერდებს - თვითგვემას მივეცემი ესეც ის ექსპერიმენტი http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=249&Itemid=55 პ.ს. ეს ფრენები თუ არ აღსდგა 1 კვირაში - მიტირეთ, დეპრესიაში მყავს უკვე ქმარ-შვილი (: |
Posted by: rtuli 20 Apr 2010, 13:03 | ||||||
წკაპო
საინტერესო შენიშვნაა მე კიდე მიკვირს იმ ოჯახების სადაც ბავშვები ყველ და პურზე გადადიან,ნუ მაკარონი და ,,კარტოშკა,, მაქსიმუმ იმის გამო რომ, დედას რატომღაც მიაჩნია :ჩემი შვილები ცუდი მჭამელები არიან და იმიტომ არაფაერს ვამზადებ....... და ამ დროს ცხელი წვნიანის გარეშე ბავშვი არუნდა გაიზარდოს!მე ძალით ვაჭმევდი ჩემებს. ნუ მაგათ მეუღლეებზე აღარ მაქვს საუბარი პურს სად ტეხავენ..... რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება. ვთვლი რომ დავიღალე(ანუ სამსახურში ვიყავი) არ არის გასამართლებელი საბუთი ქალისთვის. მე 2 სამსახურში ვმუშაობდი და მერე მხოლოდ მეუღლეს ვუმზადებდი საჭმელს,მეორე დღეს სამსახურიდან მოსულს რომ დახვედროდა.არადა ამ დროს შეგვეძლო შეგვეკვეთა საჭმელი ან სადმე გვევახშმა. თავს არვიქებ და ამით ხაზს არაფერს ვუსმევ უბრალოდ მე ვარ ასეთი ,შეიძლება როცა ვეღარ შევძლებ მაშინ მოვრჯულდები. ცოტას ვამზადებ ყოველდღე და აუცილებლად პირველ მეორეს,ასე გამზარდეს და ასე ვარ ყველას მადლობა ჩემს ჩარლის მიმართ სიმპატიების გამოხატვისთვის ! ჩემი დამაწყნარე და დამამშვიდეა,ოღონდ მართლა. * * * Peppi
ძალიან ლიბერალური ნაწარმია და მადიაღმძვრელი
რატომ მიდიოდნენ სადმე? სანამ ჰაერი არგაიწმინდება ,ფრენები არიქნება. საინტერესო მომენტია როგორ მივეჩვიეთ კომფორტს მე სიამოვნებით ეტლით ვიმგზავრებდი შენს სახლამდე,თუ არდავიშალე გზაში კაჭრეტის რაიონივით |
Posted by: Peppi 20 Apr 2010, 13:18 | ||||
rtuli
ხო, მარტივია, თან შეიძლება ინგრედიენტების ცვლა;
უიმე დედა, მანქანაც კი რთული იქნებოდა ჩემთვის . . მაგრამ შენ რისი "რტული" იქნეობი მერე. ხო, ერთად მივდივართ, მაგრამ მე მხნედ ვარ ჯერ, |
Posted by: volli35 20 Apr 2010, 13:24 | ||
rtuli დიიიდიიიიიიიი მადლობა .... ბავშვი გიჟდება და მინდა დავახვედრო * * *
ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა ..... ჩემი წვნიანს ბავშვობიდან კარგად ჭამს, მაგრამ მაინც ჰამბურგერ-ბიგმაკებზე აბოდებს .... ვერ გადავაჩვიე რა |
Posted by: n_j 20 Apr 2010, 14:03 |
Peppi ბლოგზე უკვე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება, მაგრამ აქაც აღვფრთოვანდები, თქვენის ნებართვით |
Posted by: nanana 20 Apr 2010, 14:09 |
Peppi ააააააააააააააააააააააააააააააააა გავგიჟდები ეხლა |
Posted by: Peppi 20 Apr 2010, 14:21 |
n_j nanana *** დღეს მაფინები მაქვს საქველმოქმედოდ გასაკეთებელი ან საყიდელი, ელენეს სკოლისთვის. . ეხლა ვფიქრობ, ცომიც მოვამზადო, თუ მარტივს დავჯერდე და ფხვნილი ვიყიდო (: ფრთებს ვერ გავშლი .. ბევრი ინგრედიენტი "შავ სიაშია", რადგან ბავშვებმა უნდა ჭამონ. |
Posted by: forumeli007 20 Apr 2010, 14:30 |
Peppi აღფრთოვანებუუუუუუუუუუუუუულ!!!!! უმაგრესი ხარ!!!! |
Posted by: likaterine 20 Apr 2010, 16:55 |
n_j სჰენი პასტის სოუსის რეცეფტი დადე რა გთხოოვ |
Posted by: n_j 20 Apr 2010, 17:36 |
სპაგეტის რომ აქვს მოსხმული ის? ძალიან ადვილია, ხახვთან ერთად მოთუშე ფარში, წყალი არ დაამატო ისე, დაბალ ცეცხლზე, მერე დაასხი პამიდვრის საწებელი(სახლში გაკეთებული მქონდა) ან ცოცხალი გახეხილი ან დაჭრილი პამიდორი, ან სულაც წყალში გაზავებული ტომატ-პასტა. დაფნის ფოთოლიც დაამატე წამოადუღე რამდენიმე წუთი, შეაზავე ქინძით , ნივრით, მარილით, პილპილით, ცოცხალი რეჰანიც უხდება ან ხმელი ბაზილიკი. მოასხი სპაგეტის და გემრიელად მიირთვი |
Posted by: nanana 20 Apr 2010, 18:04 |
პეპი, შემს ლიბერალზე ვფიქრობდი და ეგეთი უნდა გავაკეთო ოღონდ შოკოლადის ნაცვლად პაშტეტით. და კივის და მარწყვის ნაცვლად ბოსტნეულით |
Posted by: likaterine 20 Apr 2010, 18:36 |
n_j მადლობაა, გაიხარე |
Posted by: Peppi 20 Apr 2010, 19:15 | ||
nanana
ღენიალ'ნო ვახ, რა მაგარია მერე რგოლში ჩააფინე ეგ ფენა-ფენა და ის რგოლი მოხსენი, ფორმას გეუბნები, ხომ ხვდები რომელიც? ვაა . . და კიბორჩხალას ხორციც . . აა, მომინდა |
Posted by: sofia_bad 20 Apr 2010, 19:41 | ||
volli35 rtuli აქ ვნახე რეცეპტი,მაგრამ ეხლა ვერ ვპოულობ.ჩვეულებრივი ვაშლის პეროგის ცომი, განსაკუთრებულ გემოს კი აძლევს კრემი: კვერცხი+შაქარი+არაჟანი+ფქვილი. თუ ვინმეს გინდათ დაწვრილებითაც დავდებ რეცეპტს. ისე მე ყველაფერი თვალის ზომით გავაკეთე და ყველაზე გემრიელი გამოვიდა იმათ შორის რაც კი რამე გამომიცხვია.
ძალიან საყვარელია |
Posted by: WOO 20 Apr 2010, 20:35 | ||
ეგ კარტოფილის ისინი როგორ გააკეთე? |
Posted by: rtuli 20 Apr 2010, 20:36 | ||||
წელს პირველად ვიყიდე ღანძილი და ძალიან გემრიელად შევანელე: ნიგოზი+ქინძი+მწვანე ნიორი+პრასი დავაჭერი,ძმრიც დავამატე და მივირთვი nanana
ბისკვიტის სანაცვლოდ კარტოფილ ფრის დაუგებდი ან პურის ცომით ერთ მრგვალ ფირფიტას დავაწითლებდი ზეთიან ტაფაში WOO
აი ისინიც: http://forum.ge/?f=82&showtopic=33695824&st=270 |
Posted by: WOO 20 Apr 2010, 21:02 | ||||
მადლობა. |
Posted by: nanana 20 Apr 2010, 22:01 | ||||
rtuli
ან დახეხილ-დაბრაწულს, როგორც შენს მაჭკატებსPeppi
|
Posted by: viko 20 Apr 2010, 23:17 |
გამარჯობათ ! მეც შემოგიერთდებით |
Posted by: MaryElla 20 Apr 2010, 23:42 |
rtuli დიიიიდი მადლობა რეცეპტისათვის. კარტოფილის მაჭკატებს ავითვისებთ :-) |
Posted by: chaPPek 20 Apr 2010, 23:45 |
rtuli მეც მითელშნაუცერი მყავს აი თურმე რა გაძლევთ გემრიელობების გაკეთების სტიმულს ეგ ძაღლი კი არა ბედნიერებაა |
Posted by: tavadze 21 Apr 2010, 00:20 | ||
rtuli
ღანძილი არა და ისპანახი კი გავაკეთე ამ შუაღამეზე, კვერცხით. ახლა რომ ივახშმებ, გასუქდები, აბა, რა ჯანდაბა მოგივა! |
Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2010, 00:31 |
tavadze არადა, რა ტანზე იდექი, ბოლოს რომ გნახე?! |
Posted by: მაკ-კი 21 Apr 2010, 00:33 |
tavadze ნახევარი ჭამე მომზადებულის |
Posted by: Princess-coco 21 Apr 2010, 00:43 |
დღეს იცით რა ვქენი? ქათმის ჩხირები მიკროვალოვკაში გავათბე და შემდეგ ტაფაში შევწვი და გამხმარი ერთ მხარეზე ნახშირი დამხვდა |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 00:45 |
Princess-coco და პირდაპირ რატომ არ შებრაწე თაფაზე??? მაგეებს არ სჭირდება გამოდნობა ... |
Posted by: Princess-coco 21 Apr 2010, 00:50 |
volli35 რავი ყინულები ჰქონდა. ანუ პირდაპირ შევწვა ხოლმე? |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 00:54 |
Princess-coco ხო ხო თავისთავად ექნებოდა საყინულეში შენახულს ყინული ...... საშუალოზე მაღალ ცეცხლზე ვწვავ ხოლმე და თანაც წამებში იწვება რამისაა ... |
Posted by: WALLON 21 Apr 2010, 01:32 |
რამდენი გემრიელი რაღაცეები გიკეთებიათ ჩემს არყოფნაში დღეს თევზი მომენატრა და შევწვით, ხრუტუნაკანიანი მიყვარს http://www.radikal.ru |
Posted by: tavadze 21 Apr 2010, 01:55 | ||||
WOMAN IN LOVE
მისტერ მსოფლიოზე გავდიოდი! მაკ-კი
დილიდან შუაღამემდე რომ არ მოგიწევს ჭამა, მაინც მასე გამომდის ბოლოს. ღლონტის ქალს ჰგონია, დამეზარა ადრე გაკეთება და ის კი არ იცის, მაგ პოსტის დაწერამდე ნახევარი საათიტ ადრე რომ დავამთავრე სამუშაო და ვერ მივიცალე მზარეულობისთვის. WALLON - მოი? როის მიხვალ (ტრადიციულიგურულიშეკითხვა)? აქ ყოფნა არ ჯობია იმ საგიჟეთში ყოფნას და ბანების აკიდებას? |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 02:10 |
რაღაც მომინდა ამ შუაღამისას |
Posted by: WALLON 21 Apr 2010, 03:26 | ||
tavadze
ქე ჯობია, მარა არ მასვენებს გურული სისხლი |
Posted by: marilis 21 Apr 2010, 03:49 | ||
n_j
ეგ ქართული პასტის რეცეპტია, იტალიაში ქინძის სუნზე უმეტესობას გული უწუხდება |
Posted by: WALLON 21 Apr 2010, 04:09 | ||
marilis
როგორც მე ბაზილიკის და როზმარინის |
Posted by: marilis 21 Apr 2010, 04:14 | ||
WALLON
მე კიდევ ისე მიყვარს კარტოფილი როზმარით საქართველოში იყიდება როზმარინი? |
Posted by: WALLON 21 Apr 2010, 05:32 | ||||
marilis
მე კამით ან ოხრახუშით
არ ვიცი, კაი ხანია არ ვყოფილვარ ისე იტალიელებმა საჭმლის შეკმაზვა საერთოდ არ იციან |
Posted by: forumeli007 21 Apr 2010, 09:13 |
rtuli ჩემი დედამთილი მთიულია, შესაბამისად ძალიან ხშირად ვყიდულობთ ღანძილს, ოღონდ ნაყიდ ღანძილს (მოხარშულს) კიდევ ყრილს ქვაბში და კიდევ წამოადუღებს ხოლმე, შემდეგ უკვე გაგრილებულს კახურ ზეთში ანელებს და ნედლ ქინძს აჭრის, ღანძილის ხინკალიც ძალიან ხშირად გვაქვს ოჯახში, მართლაც რომ ძალიან კარგიდა გემრიელია ღანძილის ხინკალი, ოღონდ აუცილებლად ერბოში უნდა ამოავლო |
Posted by: tavadze 21 Apr 2010, 09:41 | ||
marilis
იტალიელები მაგას ქათამზეც ხომ არ იყენებენ? შემწვარი ქათმის ხორცი როცა მოჰქონდათ, იმას ედო რაღაც მცენარე, რომელიც კარგ გემოს აძლევდა. მაგის გემოს კი მაგონებდა, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული... |
Posted by: rockataka 21 Apr 2010, 09:44 | ||
tavadze
ქართველი ვარ და მეც ვამატებ ქათამსაც და კიდევ ბევრ რამეს ძალიან აგემრიელებს ხორცს აქ, ქუჩებშია გაშენებული დეკორაციის პონტში |
Posted by: klubnika 21 Apr 2010, 10:25 |
http://www.radikal.ru |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 10:51 |
ვაიიიიიიი მომნატრებია ბლინები.... ხორციან-ტარხუნიანი |
Posted by: Peppi 21 Apr 2010, 12:40 |
გუშინდელი: ყველის საწებელი სოკოთი; ქათმის ფილე სეზამის "ქურქში" ცომის ხვეულები +სალათა |
Posted by: n_j 21 Apr 2010, 12:41 | ||
marilis
მე დავუწერე რაც ფოტოზე მქონდა, ჩემი გაკეთებული, ის და არ მითქვამს რომ წმინდა იტალიურია. თვითონ შეცვლის რასაც საჭიროდ მიიჩნევს. მე მიყვარს ხორცთან ახალია ქინძი და არ მანაღვლებს იტალიელის გულის შეწუხება |
Posted by: Peppi 21 Apr 2010, 12:45 |
ესეც მაფინები სილიკონის ჭიქებში (შემიყვარდა ეს ჭიქები, ლავა და მაფინები ხომ გამოდის, ამ დღეებშI ღვეზელსაც ვცდი) |
Posted by: n_j 21 Apr 2010, 13:06 |
Peppi თავზე ზოლები როგორ გაუკეთე, ცომი შიგნიდან სულ თეთრი რომაა? გულში ხილია თუ გამდნარი შოკოლადი? |
Posted by: marilis 21 Apr 2010, 13:41 | ||
tavadze
კი, ნამდვილად და მართლა ძალიან გემრიელი გამოდის |
Posted by: Girl From Villa Villekulla 21 Apr 2010, 14:30 |
klubnika შენ იცინე და ლამის შემომეჭამოს მონიტორი , ჰო მე დღეს მჭადები გავაკეთე, ოღონდ ტარხუნის და კვერცხის (მწვანილებით და მოშუშული ხახვით) გულისართი ჩავუდე და ისე შევწვი. გამოვიდა ტარხუნიანი პეროგები მჭადის ფქვილისგან. გემრიელი იყო volli35 რა მაგარი ტორტიაა, თან მარწყვიიიის , მოომმმმიიინნნდაა მოგვიანებით გილოცავ დედიკოს დაბადების დღეს rtuli რა საყვარელი "ფეთი" გყავთ როგორი ჭკვიანი და ერგული თვალებით გიყურებთ ვგიჟდები ძაღლებზე, ნათლიაჩემს ყავდა პატარა ლეკვი, მასაც ჩარლი ერქვა ძალიან საყვარელი იყო. ეზოიანი სახლი რომ მექნება, მეც შევმატებ ოჯახს ერთ მასეთ წევრს , აუცილებლად |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 14:48 | ||
Girl From Villa Villekulla დიდი მადლობაა ....
ეჰ როცა ეზო მქონდა მაშინ პატარა ვიყავი და ვერ მოვიყვანე ძაღლი ...... ეხლა მეუბნებიან ეზო რომ გვქონოდა კიო .... არაა ჩემი საშველი |
Posted by: Girl From Villa Villekulla 21 Apr 2010, 14:50 |
volli35 მასე იციან დიდებმა ყოველთვის პოულობენ გამოსავალს |
Posted by: Peppi 21 Apr 2010, 15:31 | ||
n_j
შოკოლადი, თავიდან სხვა ნახატის გაკეთებას ვაპირებდი, ის არ გამოვიდა და მერე ზემოდან მოვჩხაპნე შოკოლადი ზოლებად ... ის პირველი მცდელობაა ეტყობა გადაღებული |
Posted by: marilis 21 Apr 2010, 15:31 |
დღეს , ანუ ახლა გაყინულ გაროხს ვხარშავ, სურათი მოგვიანებით |
Posted by: natali kalandadze 21 Apr 2010, 17:03 |
Peppi შეგიძლია სილიკონის ჭიქების სურათი დადო? რაღაც მაქვს და ეგეთია თუ არა მაინტერესებს, არ დამიდნეს |
Posted by: tarsha 21 Apr 2010, 17:45 |
rtuli კართოფილის მაჭკატებში რომ გიწერიათ, რო კრახმალის მაგივრად მჭადისფქვილის გამოყენებაც შეიძლებაო, იგივე რაოდენობით უნდა როგორც კრახმალი? |
Posted by: Peppi 21 Apr 2010, 17:59 | ||
natali kalandadze
კი, აი ასეთია, მა სურათზე საყინულიდან ახალ გამოღებულია, რამდენიმე დღე ასე იყო "შოკოლადის ლავით", მერე როცა შელღვა, პირდაპირ გამოვაცხვე, ის სურატები კი გაქვს ნანახი |
Posted by: Ctrl 21 Apr 2010, 18:08 |
natali kalandadze გუდვილში იყიდება ბევრი თუ რამე, სხვადასხვა ფორმის და ზომის |
Posted by: nanana 21 Apr 2010, 18:09 |
Peppi უი რა ჭკვიანი ხარ პირდაპირ ფორმით რომ ყინავ. უფრო მაღალი რომ იყოს ისე ფორმა მეტი ლავა ექნება და უფრო დიდი სიხარულის მომნიჭებელია როდის დავაყენებ საშველს პაშტეტის ტორტს . მმმმმმმმ. . . |
Posted by: Peppi 21 Apr 2010, 18:32 | ||
nanana
ეს არის ჩვეულებრივი მაფინის ფორმების ხელა, აი ისეთი გამოვიდა, როგორიც შენს დროს აქ ნახევარი ესხა, ლავას ცომი ხომ ორმაგდება |
Posted by: rtuli 21 Apr 2010, 19:21 | ||||||||
tarsha
Peppi
უი რა კარგი ჭიქებია forumeli007
პირველად გავიგე ღანძილის ხინკლის შესახებ,საინტერესოა ძალიან. * * * Girl From Villa Villekulla volli35
რავიცი მე სახლში მყავს,არც ძაღლის სურნელი ტრიალებს სახლში და არც ბეწვი სცვივა(ძალიან გამიმართლა ამ მხრივ). |
Posted by: marilis 21 Apr 2010, 20:04 | ||
WALLON
გეთანხმები, ანუ, სააერთოდ არ იციან ბოსტნეულის გარნირები კატასტროფაა ამ მხრივ |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 20:08 | ||
rtuli
აი ეს ვერ გავაგებინე დედაჩემს ..... ნუ ეხლა ნერვს ვერ ვუშლი ამის გამო და მე მომიწია ჩემს "უბედურებასთან" შეგუება .... ამიტომაა რომ ვზივარ ფლორა და ფაუნაში და მონიტორიდან ვეფერები ყველას ძაღლებს ..... rtuli შენმა სულ გადამრია... ცოცხალი სათამაშოა |
Posted by: Peppi 21 Apr 2010, 20:08 | ||
rtuli
ხო, მართლა კარგია და მის მერე ვეძემ კიდევ რომ ვიყიდო - გაწყდა . . . ამათ ხომ მაღაზიაში თითო-ოროლა უდევთ . . სურსათიც კი და ბავშვის კვებაც - უცებ გაწყდება ყველა მაღაზიაში ერთდროულად .. ახალ პარტიას ელოდებიან . . ამათი მენეჯმენტის დედაც . . მთელს მსოფლიოში აწობილი აქვთ საუპერმარკეტებში ნაშთის მართვა, ამათ არაა . . . მაგრამ მაინც ყველაზე საუკეთესო აქვთ თურმე ყველაფერი LOL |
Posted by: natsu 21 Apr 2010, 20:20 |
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 20:37 |
natsu შუაში ბეზეა ხო გამომცხვარი? |
Posted by: BadbadGirl 21 Apr 2010, 20:49 |
marilis, WALLON ოხ თქვე ოხრებო, როგორ მილანძღავთ ჩემს საყვარელ იტალიურ სამზარეულოს! გემოვნებაზე არ დაობენ, მე ყველაფერიც მომწონს! დიახაც. natsu მინდა ეგ შენი ნამცხვარი |
Posted by: natsu 21 Apr 2010, 21:20 | ||
2 დღის წინ რთულის რეცეპტით ჩიტის რძე გამოვაცხვე.ძალიან მოეწონათ. რისთვისაც მილიონი მადლობა მას!!!! დღეს კრემის მუსში თეთრი შედედებული რძე, მოხარშული შედედებული რძით შევცვალე.ექსპერიმენტმა გაამართლა. თუ ბათუმში ბრძანდებით სიამოვნებით გაგიმასპინძლდებით. |
Posted by: Peppi 21 Apr 2010, 21:30 | ||
natsu
უფ, გაიხარე გამნარტებისთვის დავიტანჯე, გერ ამ გემრიელი ნამცხვრის ყურებით და მერე იმაზე ფიქრით - რა, რა იყო |
Posted by: Maykuna 21 Apr 2010, 21:43 | ||
ეს რა არის ? |
Posted by: natsu 21 Apr 2010, 21:50 | ||||
. კრემი 1. 200 გრამი კარაქი ამოიყვანეთ 1 ქილა შესქელებულ რძესთან ერთად. 2. ამოიყვანეთ 4 კვერცხის ცილა,ჩააყარეთ 4 ს/კ შაქარი, გააკეთეთ ბეზე. 3. 30 გრამი ჟელატინს დაასხით 0,5 ჩ/ჭ ცივი წყალი,გააჩერეთ 30 წუთი,რომ გაფუვდება,დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და დანის წვერით ლიმონმჟავა ,შედგით ნელ ცეცხლზე,შაქრის გალღვობამდე,არ აადუღოთ!!! .გადმოდგით.,რომ გაცივდება,ბეზეს ჩაამატეთ ჟელატინიანი მასა და კრემი. |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 21:53 | ||||||
natsu
უი ანუ ეს როგორ??? კრემის მუსში ..... როგორ??? მასწავლეთ ....პლზ
არა არ ვარ ბათუმში თორემ სიამოვნებით მივიღებდი მოწვევას ..... მადლობა * * *
აუ ესაა რასაც ვეძებ უკვე რამდენი ხანია .... მადლობები natsu |
Posted by: rtuli 21 Apr 2010, 22:11 | ||||||
volli35
პირადათ გაგაცნობ გპირდები natsu
მესიამოვნა ,ღმერთმა შეგარგოთ !
როგორ მომწონს როცა არ ეშინიათ ეკსპერიმენტების . ძალიან კარგი ჩიტის რძე გამოგივიდა ფერების გადარმავალმა(მოკლედ ენა მომემტვრა რა სიტყვაა )ეფეკტმა მომხიბლა . |
Posted by: natsu 21 Apr 2010, 22:22 |
მადლობა თქვენ! იმედი მაქვს,კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი თქვენგან. |
Posted by: nanana 21 Apr 2010, 22:26 | ||
rtuli
+ მრავალიმილიონი |
Posted by: volli35 21 Apr 2010, 22:53 | ||
rtuli
ვაიმეეეეე არ მჯერა .... ხო მართლა და თანაც მალე????? რაც შეიძლება მალეეეეე ... აუ მეც უნდა გავაკეთო რამე ნამცხვარი ამ მუსით ..... იმედია გამომივა ..... ჯელატინს პირველად გამოვიყენებ კრემში და ცოტას ვშიშობ ..... თუმცაღა ესევე მეშინოდა ხაჭოს ტორტის (მადლობა rtuli ) და კი გამომივიდა მთელი ჩვენი სტუმრების საქებ-სალაპარაკო .... იმის შემდეგ ვპრინტავ რეცეპტს და ვარიგებ ისტერიულად ... |
Posted by: n_j 21 Apr 2010, 23:03 |
გვერდით თემაში ფაუსტინას ხორცის რულეტმა მომკლა |
Posted by: Girl From Villa Villekulla 21 Apr 2010, 23:45 | ||
rtuli
ნწ ჩემს ოროთახიანში სენბერნარი ვერ დაეტევა |
Posted by: klubnika 22 Apr 2010, 00:00 | ||
Girl From Villa Villekulla
http://www.radikal.ru |
Posted by: Girl From Villa Villekulla 22 Apr 2010, 00:11 |
klubnika აა, ნახე, კიდე თან ამ შუაღამეს თან დილიდან უჭმელს |
Posted by: miau 22 Apr 2010, 00:16 |
Peppi დაგიმუღამებია სილიკონი ანუ, ნამცხვრის ცომს ყინავ ფორმიანად და მერე აცხობ? |
Posted by: miau 22 Apr 2010, 00:30 |
აი, ჩემი ამის წინანდელი შემოქმედება - ატმის ტორტი, რომელიც 15 წუთში გაქრა (ვცადე და ცოტა აღმოჩნდა 10 კვერცხიანი ბისკვიტი ჩვენი კოლმეურნეობისათვის) |
Posted by: ninoma 22 Apr 2010, 00:34 |
miau რა გემრიელიააა. ჩვეულებრივი ბისკვიტია? კრემი ნაღების არის? |
Posted by: klubnika 22 Apr 2010, 00:39 | ||
Girl From Villa Villekulla
http://www.radikal.ru: |
Posted by: miau 22 Apr 2010, 00:46 | ||
ninoma
ბისკვიტი - ჩვეულებრივი. კრემი - ექსპერიმენტ! საჭიროა ან დაბალპროცენტიანი ნაღები, ან ძალიან მსუქანი, ნაღებიანი რძე, კარაქი და ნაღების შემადედებელი ფხვნილი, მაგრამ ამ ფხვნილის ნაცვლად ნაღების ფხვნილი რომაა, ის ვიხმარე. - მშვენიერ! ატმის მურაბასთან ტანდემში ძალიან გაამართლა klubnika უფ... :დიიიდი ნერწყვის გადაყლაპვა: |
Posted by: dariala 22 Apr 2010, 01:06 |
ამას წინათ აღარ მახსოვს ვისი რეცეპტი იყო ვნახე კიბოს ჩხირების კატლეტები. მოკლედ არ მომითმინა გულმა და დღეს მოვამზადე. ოღონდ მე ჩვეულებრივი ყველი გავუკეთე და წყალი რომ არ გასვლოდა ცოტა მანანის ბურღული დავუმატე. შევწვი ერბოსა და ზეთის ნარევში და გულისწასვლამდე გემრიელი და ხრაშუნა გამოვიდა http://www.radikal.ru მადლობააააა |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 01:12 | ||
dariala
ალბათ ამას გულისხმობ http://forum.ge/?showtopic=33695689&f=&st=810entry14707432 რა კარგები გამოგივიდა |
Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 10:48 |
დღეს გავაკეთე ბანანის ჩიზქეიქი.ძაალიან გემრიელი დესერტია. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: Maykuna 22 Apr 2010, 10:51 |
ეს ჩიზქეიკი გამოცხობის გარეშე გააკეთე |
Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 10:52 |
Maykuna ხო, დამავიწყდა მეთქვა.ცხობის გარეშეა .ხაჭო,ნაღები(ჩემს შემტხვევაში არაჟანი),ჟელატინი უნდა. |
Posted by: sofo taba 22 Apr 2010, 12:02 |
ბესიკის26 ჩიზქეიქის რეცეპტი დაგვიდე რა და იმ თანმიმდევრობით როგორც შენ გააკეთე..მეც ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვები.. რამდენი ხანია მინდა გავაკეთო და ყველა რეცეპტი მაშინებს |
Posted by: volli35 22 Apr 2010, 12:24 |
ბესიკის26 ვაიმე შოკი დამემართა ..... |
Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 13:17 |
გოგოებო დავდებ მოგვიანებით რეცეპტს ნაბიჯ ნაბიჯ. |
Posted by: natsu 22 Apr 2010, 13:32 |
http://www.radikal.ru |
Posted by: tamuna_mpt 22 Apr 2010, 13:54 |
დღეს პირველად გავაკეთე ბლინებიიი .. თავისი ჰაერში ამობრუნებებით .. (მარტო ერთი გადამივარდა სადღაც შორს ) ყოველთვის მეგონა რომ ვერ გავაკეთებდი მაგრამ ძალიან ადვილი ყოფილაა |
Posted by: Peppi 22 Apr 2010, 14:42 | ||
miau
სილიკონის ჭიქაშივე ვყინავ, ოღონდ მხოლოდ იმ ცომს, რომელსაც გაყინვა/გაცივება ჭირდება რეცეპტის მიხედვით. |
Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 15:33 |
ბანანის ჩიზქეიქი (24-26სმ დიამეტრის გვერდებ მოსახსნელი ფორმა) ძირისთვის:250გრ რაცშეიძლება ხრაშუნა და გემრიელი პეჩენია, 100გრ გამდნარი კარაქი, 50გრ ნუში ან თხილი(ნიგოზი)დაფქვილი. 1ს/კ რომი ან მისი ესენციის წვეთები. სუფლე: 500გრხაჭო(საცერში გაცხრილული) 250გრ ნაღები(არაჟანიც შეიძლება მაღალ%,იოგურთიც,დასალევი რომაა სხვადასხვა ხილით, აქ:ატმის) 2ცალი მწიფე ბანანი 150გრ შაქარი,ვანილი 20გრ ჟელატინი შოკოლადის მინანქარი:300გრ მუქი შოკოლადი, 1/2ს/კ ჟელატინი 135მლ ნაღები ან 3ს/კ არაჟანი. მომზადება:პეჩენია დავაბლენდეროთ,ვაქციოთ ფხვნილად+თხილი+დამდნარიკარაქი +რომი(თან დათან ვაბლენდერებთ) ეს ფორმაში ჩაუშვათ და კარგად გავასწოროთ და დავტკეპნოთ!.გავაქანოთ მაცივარში 1სთით.შეუდგეთ სუფლეს. 100მლ წყალში დავალბოთ ჟელატინი.ცალკე დავსრისოთ ბანანი,ბლენდერში ხაჭო და ნახევარი დოზა საქარი ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე.+ გათქვეფილი ნაღები შაქრის მეორე ნახევართან ერთან(აქ ეს საქარი პუდრად უნდა აქციოთ) თუ არაჟანს უშვებით შაქარი თავიდანვე ყველა ხაჭოს ჩააყარეთ,+ ბანანი.ჩვენი კარგად დამბალი ჟელატინი ან წყლის აბაზანაზე ან ძაალიაან დაბალ ცეცხლზე გავდნოთ გავათხელოთ.(არ აგვიდუღდეს!)შეთბობაც საკმარისია და გაგრილებული გადაურიოთ ხის კოვზით ხაჭოიან მასას.დავასხათ კარგად გაციებულ ძირს.მაცივარში 3-4 საათი. მინანქარი:ჟელატინი დავალბოთ ყავის ჭიქის რაოდენობა წყალში. ნაღები (არაჟანი ) გავათბოთ დაბალ ცეცხლზე.არაფრით არ ადუღდეს.უბრალოდ მოცხელო გახდეს,გადმოვდგათ ცეცხლიდან და+პატარებად დატეხილი შოკოლადი და ურიოთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.ცოტა დროს მოითხოვს მაგრამ გადნება აუცილებლად არ შეგეშინდეთ.თუ გაგრილდა ისევ შეათბე ...და თან სრისე და ურიე განიწყვეთლივ. რომ გახდება ერთგვაროვანი+ დამბალი და შემთბარი ჟელატინი.აურიოთ და მოვასხათ გაციებულ სუფლეს.მაცივარში მთელი ღამით. შენიშვნა,ჟელათინის ავკარგიანობაში ტუ არ ხართ დარწმუნებული საერთოდ არ გააკეთო.(მე მაქვს ბევრჯერ მწარედ გამონაცადი)კარგი ჟელატინი რომ დალბება უკვე მკვრივდება.ამიტომ უნდა მერე გათბობა რომ გათხელდეს.შოკოლადის მინანქარი(განაში) კი მართლა მაგარია თუ ინსტრუქციიას ზუსტად დაიცავ.სწორი და მკვრივი და რბილი ზედაპირი,არ ტყდება დაჭრისას.(სურათზე უბრალო მინანქარი აქვს,ამითი ადრე გავაკეთე და იყო უსუპერესი!) Yველას მოაწონებთ თავს ამ დესერტით. შეკითხვები თუ გაჩნდება აგერ ვარ... |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 15:33 | ||||
ბესიკის26
რა კარგი დესერტი მოგიმზადებია miau
რა დანამულია დღეს შევიძინე ქორფა სატაცური და ვფიქრობ რა მოვამზადო,წვნიანი ვიცი უგემრიელესი მაგრამ,ბორში მქონდა მომზადებული გუშინ. რამეს მოვძებდი საინტერესოს. ესეც ჩემი პეჩენიები,ნიგოზში ამოვლებული, ჟოლოს და გარგლის კონფიტიურის გულსართით ღუმელამდე http://pix.ge/ შუა ცხობაში კონფიტიური დავამატე http://pix.ge/ ესეც გამომცხვარი http://pix.ge/ |
Posted by: tos-ka 22 Apr 2010, 15:37 | ||
rtuli
რა მინდოდა აქ? სამსახურში ვარ და მშიააააა ცუდო, შენ! |
Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 15:39 |
http://www.radikal.ru უშნოთ გამოიყურება მარა გემრიელი იყო. მთავარი აქ საწებელია რომელიც მე გავაკეთე ბევრი მწვანილებით და რამერუმებით |
Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 15:39 |
rtuli არაჩვეულებრივი პეჩენიებია,ნამდვილი ნუგბარი>ნერწყვები მომადგა.კონფიტიურის მომჟაო გემო რომ წარმოვიდგინე |
Posted by: BadbadGirl 22 Apr 2010, 15:41 |
rtuli, klubnika[ გინდა ეგ სურათები დაგედოთ და გინდა მოგეკალით |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 15:46 | ||||||
tos-ka
Ctrl
აბა გისმენ ბესიკის26
ყველა მომჟავო ხილი მიყვარს+საზამთრო რაღაცა მინდოდა რატომღაც და უცებ პეჩენიები გამახსენდა,ყიდვას მომზადება ვამჯობინე. რეცეპტს მოგვიანებით პეპის ბლოგზე დავდებ ისე შენი რეცეპტი საკონდიტრო განყოფილებაში მოათავსე,ასე ადვილად მივაგნებთ |
Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 15:56 |
rtuli საწებელს ქვია "ჩემი რა მიდის" რაც მქონდა ჩაუშვი ჩოპერში : ქინძი, კამა, მწვანე ხახვი, მწვანე ნიორი, ცოტა ბულგარული მწვანე, წიწაკა (სიმწარის მიხედვით) შავი პილპილი, მარილი, ხმელი ქინძი ცოტა, ერთი კოვზი ზეთი, ტომატის პასტა, (წყალი სისქე როგორიც გინდა) და ცოტა ცოცხალი პამიდორი გემსო ახალისებს. კარტოფილ ფრის უხედება ძალიან. განსაკუთრებული არაფერი მარა გაზაფხულზე კეტჩუპის შემცვლელად ვიყენებ ცოცხალი როა მსოამოვნებს უი ეს სოკო შევდე მიკროტალღურში, აქამდე უმი პროდუქტი არ გამიკეთებია ესე, მარტო ვაცხელებდი, და 3 წუთზე დავაყენე და მეტი მომივიდა, ასე მალე ამზადებს გამოვშტერდი... |
Posted by: ninoma 22 Apr 2010, 16:29 |
rtuli სად ხარ? პმ. ნახე რა, გთხოვ. სუპერ ნამცხვრებია. ბესიკის26 |
Posted by: nino_sh 22 Apr 2010, 16:59 | ||
rtuli
რეცეპტი თუ შეიძლება რააააა, ვყლაპავ ნერწყვეეეეეებს. ეს რ ავნახე. მინდააააააააა |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 17:48 | ||||
nino_sh
იქნება ცოტახანში მოვამზადე სატაცური,სრული ინპროვიზაციით და რა გემრიელი გამომივიდა დავწერ რაც ხდებოდა სანამ გამოვაცხე ,ბოსტნეულის განყოფილებაში,მოვასხი კვერცხის+რძის+სუნელების და ყველის ნარევი http://pix.ge/ http://pix.ge/ Ctrl
მეც ვამზადებ მსგავს საწებელს და გემოს გამოსამკვეთრებლად 1 ჩ.კ. შაქარს ვაყრი |
Posted by: dali19 22 Apr 2010, 17:51 | ||
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ასეტი ხასიათისთვის, (თუ როგორ ვთქვა არვიცი) ხარ ძალიან საყვარელი და პატივსაცემი. გაიხარე. |
Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 17:57 |
rtuli QUOTE მე 2 სამსახურში ვმუშაობდი და მერე მხოლოდ მეუღლეს ვუმზადებდი საჭმელს,მეორე დღეს სამსახურიდან მოსულს რომ დახვედროდა.არადა ამ დროს შეგვეძლო შეგვეკვეთა საჭმელი ან სადმე გვევახშმა. თავს არვიქებ და ამით ხაზს არაფერს ვუსმევ უბრალოდ მე ვარ ასეთი ,შეიძლება როცა ვეღარ შევძლებ მაშინ მოვრჯულდები. ცოტას ვამზადებ ყოველდღე და აუცილებლად პირველ მეორეს,ასე გამზარდეს და ასე ვარ მარტო ამიტომ არა!ვირტუალურად თუ შეიძლებოდა ასე ადამიანის შეყვარება და ასე პატივისცემის გრძნობით გამსჭვალვა მის მიმართ არ მეგონა. |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 18:06 |
dali19 ბესიკის26 მადლობთ თბილი სიტყვებისთვის გოგოებო ჩემი მინუსები არჩამომითვლია ჯერ,თორე ასე კიარ შემაქებდით ,თუმცა ყველას ყავს თავის მაჯლაჯუნები თავში,იდიალური არავინ არის |
Posted by: ninoma 22 Apr 2010, 18:12 |
rtuli ორჯერ წამოდუღება რას ნიშნავს? ერთხელ რომ წამოდუღდება, უნდა გავაციო და ხელახლა წამოვადუღო, თუ ცოტა დიდხანს ვადუღო? ამიტანე რა, გთხოვ გოგოები ტყუილად არ გაქებენ. ძალიან ყურადღებიანი ხარ და თბილი. |
Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 18:18 |
rtuli აქ შეილება რჩევების კითხვა? იცი რა მაინცტერესებს შოკოლადს რომ ვადმობ მინანქრისთვის, თავიდან იწყებს დნობას მერე ტაფაზე ეკრობა და შრება თითქოს და იკმურტლება. აი დნობას რო დაიწყებს ეგრევე ემართება ჯერ ბოლომდე რო არც არსი დამდნარი, მორევა და ასე შემდეგ არ შველის. სულ ასე მემართება . ზედმეტად ვაცხელებ თუ რატო ნეტა? |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 18:29 | ||||
ninoma
კვერცხს დაამატებ ბოლოს! მიიყვანე ადუღებამდე ის მასა კვერცხის გარეშე,გადმოდგი,ისევ მიიყვანე და გადმოდგი ასე 2 წუთის შუალედით,მერე კვერცხს ამატებ,გააციებ და გამოიყენებ. გემრიელი გულსართია+არიფშხვნება.სიტკბო შენ გააკონტროლე თვითონ ,იქნებ უფრო ტკბილი გიყვარს Ctrl
არასწორედ ამზადებ ანუ უშვალოთ ტაფა ცეცხლს არუნდა ეხებოდეს,მე ჰაერში მიჭირავს ,მხოლოდ სიმხურვალე ადნობს შოკოლადს ამ სემთხვევაში . ან ზოგჯერ ორთქლის აბაზანაზე ვადნობ,როცა არმეზარება |
Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 18:36 |
rtuli ორთქლზეც ვცადე და მაიოცნ ამეკმურტლა გავგიჯდი , არადა სპეციალურად ვყიდულობ დასადმობ საცხობ შოკოლადს. მარა მგონი მაშინაც მაგრა გახურდა ტაფა , უნდა ვცადო რო უბრალდო გავათბო და არ გავახურო ხო? არადა კაკაოთი რო ვაკეთებ მინაანქასრ გამომდის |
Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 18:47 |
Ctrl ორთქლზე არ უნდა კურკუტდებოდეს,რაშიც შოკოლადია ის ჭურჭელი ხომ ტივტივებს წყალზე?ძირს ხომ არ ეხება?მე უჟანგავი ყავის მადუღარები როა იმაში ვაკეთებ. |
Posted by: Ctrl 22 Apr 2010, 18:50 |
ბესიკის26 წყალს საერთოდ არ ეხებოდა, ორთქლი მიდიოდა იმსი ძირამდე მარტო... ვახ , რას ვაკეთებ ნეტა არასწორად. რძე რო დავამატე ვაფშე რაღაც ხაჭო გაკეთდა |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 18:52 | ||
Ctrl
ასე დაემართა თეთრ შოკოლადს,ანუ უხარისხო იყო ღილებს ხომ არ იყენებ შემთხვევით? |
Posted by: taknatuna 22 Apr 2010, 18:54 |
ეხლა მოვედი მასწავლებლიდან, სახლში მარტო ვიყავი, მაცივარში ხინკლის გული დამხვდა ავდექი და პაწია ხინკლები გავაკეთე http://www.radikal.ru |
Posted by: rockataka 22 Apr 2010, 19:01 | ||
taknatuna
ლამაზებია!! მეც ხინკლის ფარში გავამზადე და ვნახოთ აბა რა გამომივა - მოხვევა მკლავს |
Posted by: nanana 22 Apr 2010, 19:20 | ||
rockataka
ათასშვიდას ცალს აკეთებ? მე მასე მკლავს ლოგინის დალაგება. მაგას ნოხების დარეცხვა მირჩEვნია |
Posted by: ბესიკის26 22 Apr 2010, 19:23 | ||
nanana ჩაგეთვალა |
Posted by: viko 22 Apr 2010, 19:57 |
rtulli რა საოცარი ხელი გაქვთ, რა ლამაზებია |
Posted by: frontushka 22 Apr 2010, 20:09 |
ეკალა ნიგვზის გარდა რით შეიძლება რომ გავაკეთო? |
Posted by: volli35 22 Apr 2010, 20:11 | ||
ტყემლით+ ომბალო+ქინძი+კამა+ნიორი+ მარილი გემოვნებით ეკალა მოვხარშე, გადმოიტანე სხვა ჭურჭელში და დაასხი ჭყალი ისე რომ დაიხაროს. ასე გააჩერე 1 საათი. მერე გაწურე და დაჭერი. შეაზავე მწვანილებით, ნივრით და ტყემლით, მარილი წიწაკა გემოვნებით (ტყემალი შეგიძლია ახალი ტყემლისგან გაამზადო.... მოხარშო გახეხო და ეს გამოიყენო ..... ასევე შეგიძლია გამოიყენო ტყემლის საწებელა) |
Posted by: rockataka 22 Apr 2010, 20:27 | ||
ამის სურათს ვინ დადებთ? და ინგლისურ სახელს? |
Posted by: frontushka 22 Apr 2010, 20:33 |
volli35 დიდი მადლობა დავადგი ეკალა მოსახარშად და მერე გამახსენდა, რომ ნიგოზი აღარ მქონდა |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 21:09 | ||||||
taknatuna
როგორი ,,ჭიპები,, აქვთ ხინკლებს viko
მადლობა rockataka
http://en.wikipedia.org/wiki/Pennyroyal |
Posted by: viko 22 Apr 2010, 21:26 |
voli 35 თქვენმა ბისკვიტმა მეც მომანდომა ბისკვიტის გამოცხობა, ბალიშით, ხელის სათქვეფით და გამაფხვიერებლით. ადრეც გამომიცხვია გაზქყრაზე მაგრამ ეს გაცილებით უკეესია გამოვიდა. სურათებსაც დავდებ მოგვიანებით. ასე რომ უკეთესი ბისკვიტი თქვენი დამსახურებაა. |
Posted by: upwave 22 Apr 2010, 21:45 |
რა მაინტერესებს იცით? ყოველდღე რომ აკეთებთ ამ გემრიელობებს, ერთ დღეში იჭმევა? ანუ, არ გიგროვდებათ ყოველდღიურად გაკეთებული რაღაცეები? |
Posted by: blblbl 22 Apr 2010, 22:06 | ||
upwave
ეს მეც სულ მანტერესებს,ჩემთან მეორე დღესაც არის ხან მესამე დღესაც |
Posted by: Did_Giorgi 22 Apr 2010, 22:22 | ||
blblbl
სუსტები გყოლია ოჯახში |
Posted by: frontushka 22 Apr 2010, 22:32 |
ჩავატარე ექსპერიმენტი და გავაკეთე ეკალა მაინეზით, ოჯახში ყველას მოეწონა |
Posted by: BadbadGirl 22 Apr 2010, 22:33 |
rtuli ჰორეეე. ახლა შევდე 6 ცალი პეჩენია ღუმელში. ნიგოზით და წითელი წვრილი კენკრის ჯემით (სმაროდინა არა, რაღაც სხვაა) ცომი არ ვიცოდი, და უკვე მოზელილი და გაყინული ხრაშუნა პეჩენიის ცომი გამოვიყენე დავაბლოგებ ლამაზები თუ გამოვლენ |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 22:36 | ||||||
blblbl upwave
გააჩნია რამდენს ამზადებ. პეჩენიებს მე ვიზოგავ (თუ არშემიჭამეს) ყავასთან მისაყოლებლად თითოს ყოველ დილით,მაქსიმუმ 4 დღე დახმარებით მყოფნის. სადილს და ვახშამს იმდენს ვამზადებ რომ გვეყოს,ნუ იშვიათად მეორე დღისთვის რჩება ცოტა. ისე განაცხელებ საჭმელს არ აქვს უკვე ის გემო რაც უნდა ქონდეს,ბორშის გარდა BadbadGirl
ზუსტად ეგ ცომია,песочное(ქართულად ალბათ ფხვიერი ცომია) დაგელოდები,მეც დავტკბები ვიზუალით პ.ს. პეპის ბლოგზე ავტვირთე რეცეპტი და მალე იქნება ალბათ. |
Posted by: BadbadGirl 22 Apr 2010, 22:45 |
rtuli ახლა შევიხედე ღუმელში და გაბრტყელდნენ უნდა დავლოდებოდი, და გაყინულ ცომში არ უნდა გამეკეთებინა ხვრელები. გემრიელი კი იქნება, უბრალოდ ფორმა დაკარგეს |
Posted by: natali kalandadze 22 Apr 2010, 23:08 |
ამ წამს შევდე დუხოვკაში რაღაც მიქსერის დაწვის მერე გადავედი ცომებზე ფენოვან ცომში ჩავდე ბრინჯი (შერეული გახეხილი სტაფილოთი და მდუღარე წყალში გახსნილი გალინაბლანკათი ) და შემწვარი დაჩეჩილი ქათამი. ვნახოთ რა გამოვა, სურათს დავდებ თუ არ გამოვა გემრიელი, დარმჩა ქმარი მშიერი და მომიწევს კარტოფილის და მეორე ქათმის შეწვა |
Posted by: rtuli 22 Apr 2010, 23:10 | ||||
BadbadGirl
ეს არის მთავარი
ღეჭვის დროს მაინც ეგ ბედი ეწეოდათ |
Posted by: BadbadGirl 22 Apr 2010, 23:24 |
rtuli უკვე აღარ გვქვს ჩემ სახლში ყველანაირი ტკბილეული სინათლის სისწრაფით ნადგურდება. რჩევა მომეცით, მაქვს კენკრის მუსლი (1.კგ), გემოზე არ მომეწონა და ვერ ვჭამ, გადაყრაც მენანება. იქნებ რამე ნამცხვრის გამოცხობა მირჩიოთ? ადვილი რომ იყოს მასეთი |
Posted by: viko 23 Apr 2010, 00:13 |
ბისკვიტის ტორტის შეპირებული სურათებიhttp://image.geotorrents.com/ http://image.geotorrents.com/ http://image.geotorrents.com/ |
Posted by: Person123 23 Apr 2010, 01:11 |
rtuli სატაცური სად შეიძლება შევიძინოთ? და როგორი? ცოცხალი თუ დაკონსერვებული (თუ არი ესეთიც) არასოდეს გამისინჯავს, მაგრამ თქვენი მომზადებული კერძი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება და ვეცდები გავაკეთო. |
Posted by: rtuli 23 Apr 2010, 01:13 | ||||
viko
რა ლამაზია მომწონს სადათ გაფორმებული ტორტები ცომი თაფლზეა * * * Person123
ეხლა სატაცურის სეზონია,მე დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე შევიძინე(გარეთ გზის პირზე გადახურულებში),კონებათ იყო შეკრული და 1 ლარი ღირდა ,მე 3 კონა გამოვიყენე. ლამაზი მოიისფერო იყო სატაცური. დაკონსერვებულზე ვერაფერს გეტყვი. გასინჯეთ მოგეწონებათ,ჩვენ სალათა დავაყოლეთ გარნირად ძმრით და ზეთით შენელებული |
Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2010, 01:27 |
რთული იმ უგემრიელესი და მადისაღმძვრელი პეჩენიების რეცეპტები სად დევს? ეგ რომ არ გავაკეტოოოოოო.... ფხვიერი ცომით თუა მით უმეტეს . |
Posted by: ninoma 23 Apr 2010, 02:10 |
rtuli გავაკეთეე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რამდენად ლამაზია არ ვიცი. გემრიელი კი გამოვიდა. მგონი გულსართი მომივიდა მეტი, ან არც არის მეტი და მე მეჩვენება. არსოდეს გამიკეთებია ხაშხაშის ნამცხვარი და ამიტომ ვმარჩიელობ. ეს ჭრილში http://www.radikal.ru ცოტა გული დამრჩა და ესენი გავაკეთე http://www.radikal.ru ესეც ვიფიქრე ბავშვებმა რომ დაიწუნონ, ნამცხვრის გარეშე არ დარჩნენთქო და ნიგვზიანი ნამცხვრები დავუცხე. http://www.radikal.ru მგონი პირველ ჯერზე არაუშავს. (რას ვიქებ თავს ) |
Posted by: viko 23 Apr 2010, 08:52 |
rtuli თაფლი არა აქვს ცომს, მხოლოდ გამაფხვიერებელი დავუმატე, ხელით ავთქვიფე და ბალიში დავაფარე როგოც volii 35-მა გვირჩია. რაგაც სულ სხვანაირად ნაზი და დიდი გამოვიდა. 5 კვერცხიანია. |
Posted by: rockataka 23 Apr 2010, 08:55 | ||
ninoma
|
Posted by: volli35 23 Apr 2010, 10:27 | ||
viko
პაწუკა მაგრამ ძალიან ლამაზი ..... და დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელიცაა |
Posted by: მაკ-კი 23 Apr 2010, 10:32 | ||||
rtuli
ჰო ეს ყველაზე კარგი ვარიანტია
მართალი ხარ, მეც არ მიყვარს როცა რამდენიმე დღე რჩება საჭმელი |
Posted by: წკაპო 23 Apr 2010, 11:06 | ||||
ყაურმა ღამენათევი სჯობია. სხვაცაა ისეთი საჭმელი გაცხელებული რომ სჯობია, მოხრაკული ფხლები მაგალითად. |
Posted by: amadeus 23 Apr 2010, 11:16 |
viko ვაი |
Posted by: PoK_O 23 Apr 2010, 11:24 |
ხალხო სატაცური სად ვიყიდო არავინ იცით? თუ არასწორ თემაში ვიკითხე მე მაპატიეთ.. |
Posted by: viko 23 Apr 2010, 11:29 |
rtull, volii-35, amadeus მადლობთ გამოხმაურებითვის, ჯერჯერობით უცხოსავით ვარ და გამეხარდა თქვენი შეფასებები |
Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 11:44 | ||
rtuli
არარის ჯერ პეპის ბლოკზე. |
Posted by: saba444 23 Apr 2010, 12:49 |
ბესიკის26 კი არის ეხლა ვნახე.ახალ რეცეპტებშია |
Posted by: Ctrl 23 Apr 2010, 12:54 | ||
rtuli
არაა გუდვილში ვიყიდე ედეკას ფირმის შოკოლადი პსეციალურად მაგისთვის და რავიცი ერთი ჩვეულებრივი ფილალ უნდა ვცადო |
Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 13:15 |
Ctrl მეც მაგას ვიყენებ ზუსტად და კარგია.იცი რა ქენი_ წყალი რომ ადუღდება გატიშე და ისე ჩადგი შოკოლადი.და არც შეეხო ,დატოვე ისე ზედ.დადნეს უნდა თავისით.მაგი მაღალ ტემპ.ვერ იტანს |
Posted by: rtuli 23 Apr 2010, 13:18 | ||||||||||
BadbadGirl
შვრიის პეჩენიები გამოაცხე+სოკოლადის ნატეხები და ტხილიც დაამატე,მე მიყვარს ყავაზე ან რზესტან ერთად ninoma
ასე ბევრი გულსართიტ მომწონს ზუსტად. ვაიმე როგორ მომინდა და როგორ მენატრება რა კარგი ფუნთუშებია,ცომი რა ფუმფულაა რაო ბავშვებს მოეწონათ? tikunia-teiko
საკონდიტრო განყოფილებაში დავდე ლინკი. PoK_O
მე დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე შევიძინე(გარეთ გზის პირზე გადახურულებში),კონებათ იყო შეკრული და 1 ლარი ღირდა ,მე 3 კონა გამოვიყენე. ლამაზი მოიისფერო იყო სატაცური. Ctrl
მე სულ მაგ ჩვეულებრივებს ვიყენებ: ალპენ გოლდი,ბარონი,ნესკვიკი კარგებია ძალიან |
Posted by: Peppi 23 Apr 2010, 13:48 |
როგორ ხართ? თქვენც გათიშული გქონდათ ფორუმი? აი, იები დავშაქრე და გასაფორმებლად მოვამზადე, ჩიზქეიქის სურათს კი მოგვიანებით დავდებ . . http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=253&Itemid=55 პ.ს. ფოკუსი ვერ დამიმიზნებია |
Posted by: BadbadGirl 23 Apr 2010, 13:51 |
rtuli მოვნახავ ახლა რეცეპტს. :* უი ვნახე და რა ადვილი ყოფილა, თან ყველაფერი მაქვს Peppi ძააალიან, ძააალინ ლამაზია, კი არადა ულამაზესი!!! |
Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2010, 13:58 |
ninoma ეს ხაშხაში სად შეიძინეთ? |
Posted by: kokogorgo 23 Apr 2010, 14:01 | ||
PoK_O
გააჩნია სად ცხოვრობთ. მე დელისის მეტროსთან ვიყიდე. 1>5ლარი ღირდა |
Posted by: n_j 23 Apr 2010, 14:15 | ||||
ninoma
შენ ალბათ საქართველოში არ ხარ? თუ ხარ, სად იშოვე ხაშხაში? Peppi
როგორც ყოველთვის მშია სასტიკად |
Posted by: Peppi 23 Apr 2010, 14:17 |
მადლობა გოგოებო ესეც http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=254&Itemid=55, რომელიც მეზობლის სახურავზე მოვიპარე ყვავილებიც მივირთვი, თუ გადავრჩი კი დავპოსტავ საღამოსაც პ.ს. სურათებიც მაქვს დეტალური, ნელ-ნელა დავდებ . . გაიღვიძა ველურმა, მუსიკა ხომ ჩამართვევინა, ეხლა ცეკვას მთხოვს. . |
Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2010, 14:17 | ||
ეს რა საოცრებები გაგიკეთებიათ. აღფრთოვანებს ვერ ვმალავ. |
Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 14:21 | ||
Peppi
აბა ჩიზქეიქი. აქაც შეგეკითხები რაა?შოკოლადის ლავა მეტალის ფორმებში და ქაღალდის ფორმებში ცხვება ხო? |
Posted by: Peppi 23 Apr 2010, 14:26 | ||
ბესიკის26
ქაღალდისაში არ მიცდია, მეტალში ცხვება კი . . (არც არანაირ სურათშ არ მინახია ქაღალდით) შეეცადე ისეთი ფორმა შეარჩიო, რომელსაც ნაკლები ფორმები ექნება, რადგან ძნელად ამოდის ზოგიერთი, აი ტარტალეტკების ფორმებს ვგულისხმობ, ისინი გაგაწვალებს, მე მაფინების ფორმებში ვაცხობ |
Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2010, 14:29 |
Peppi ჩიზქეიქის რეცეპტი გიდევთ სადმე? |
Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 14:30 |
Peppi მადლობა პეპის. ჩიზქეიქის სურათი ეხლა გაიხსნა,რა მაგარია.ცხობითაა ტუ ცხობის გარეშე? რა მაღალია .რამხელა ფორმაშია გაკეთაბული? |
Posted by: forumeli007 23 Apr 2010, 14:34 |
ბავშვებო ვეძებ მგონი faustina-ს მიერ მომზადებულ კერძს... რატომღაც ასე მახსოვს რომ მისი მომზადებული იყო... დამავიწყდა რა ქვია... ვერმიშელები რომ არის ლამაზად განლაგებული, შემდეგ რაღაც სოუსი, + ფარში + ვერმიშელი ისევ.... იქნებ დამეხმაროთ მის მოძებნაში??? სახელი მახსოვს და მიგახვედრეთ მაინც??? |
Posted by: Ctrl 23 Apr 2010, 14:40 |
ბესიკის26 rtuli მადლობა ორივეს, ვნახოთ დღეს ვაპირებ და რა გამომივა |
Posted by: Peppi 23 Apr 2010, 14:43 | ||||
forumeli007
მე ეს ვიცი რომ მარიას რეცეპტია, perfectcook.org-ზე დევს , ლინკსაც დავდებ აი, პასტიციო, http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=170&Itemid=55 tikunia-teiko კი, დავდე ლინკიც, ოღონდ ჯერ ბოლომდე არ დამიწერია, უფრო სწურედ სურათები უნდა დავამატო ბესიკის26
ცხობის გარეშეა, მე 20 სმ დიამეტრის ფორმაში ვაცხობ და იმ ზომაზეა გათვლილი, აი ყველაზე პატარა, ორი ფორმა ერთად ეტევა ღმელში, როცა რაიმეც ვაცხობ და ძალიან პრაქტიკულია; თ 25 სმ გამოიყენებ მაშინ 1/3-ით გაზარდე რაოდენობა; სიმაღლე: მთლიანი - 4.5 სმ-ია, მხოლოდ ყველის მასის - 3.5 სმ, რაოდენობით 850-900 მლ.ლ იყო კრემი. |
Posted by: BadbadGirl 23 Apr 2010, 14:52 |
Peppi იდეა მაქვს შენთვის და თუ მოგეწონება აბა მასეთი ტექნიკური რაღაცეებისათვის (როგორც ამ შემთხვევაში ყვავილების დაშაქვრაა) ხომ არ ჯობია ტუტორიალები გააკეთო ხოლმე? ერთია რომ კითხულობ, მაგრამ როცა უყურებ ბევრად გასაგები და ადვილიხ დება ყველაფერი |
Posted by: Peppi 23 Apr 2010, 14:59 | ||
BadbadGirl
ეჰ, იდეა კარგია, მაგრა განხორციელებაა ძნელი . . ერთი გავაკეთეთ, მე ვიღებდი და ელენემ გააკეთა, თან ხსნიდა (ინგლისურად) რაღაც ნამცხვარი . . დროის და ორგანიზების პრობლებაა . . აი, საქართველოში რომ ჩავალთ არდადეგებზე, იქნებ მაშინ მოვაბა თავი |
Posted by: forumeli007 23 Apr 2010, 15:03 |
Peppi უღრმესი მადლობა დახმარებისათვის!!!!! ბოდიში მარიასთან ... რატომღაც faustina მეგონა.... მრცხვენია მართლა ძალიან, ბოდიში კიდევ ერთხელ მარია !!! ძალიან მინდა გავაკეთო, მაგრამ მანამდე რაღაც ექსპერიმენტის გაკეთებას ვგეგმავ... თუ გამომივიდა სურათებიანად გაახლებთ ორშაბათს... მეუღლის დაბ. დღეა და სიურპრიზი მინდა გავუკეთო... |
Posted by: rtuli 23 Apr 2010, 16:15 | ||
Peppi
რა მადისამღძვრელია+ყვავილები როგორ უხდება დღეს წითელი კომბოსტოს სალათა მოვამზადე გრეიფრუტით,სალათა კეფირის+ლიმონის წვენის და ცოტა ზეთის სოუსით შევანელე. შემწვარ კარტოფილს ძალიან უხდება http://pix.ge/ |
Posted by: nite 23 Apr 2010, 16:28 | ||
Peppi
რა მაგარი ყვავილებია, თქვენს საიტს ხშირად ვიყენებ და გემრიელობებს ვაცხობ ხოლმე სახლში. |
Posted by: viko 23 Apr 2010, 18:04 |
Peppi ჩიზკეიკი აშკარად გასცდა მოყვარულის დონეს, ძალიან ლამაზია და უნაკლო ვიზუალურად. |
Posted by: glamour23 23 Apr 2010, 18:40 |
გოგოები დახმარება მჭირდება რაიმე ძაან გემრიელი და ცოტა დროზე გასაკეთებელი საჭმელი მასწავლეთ რაა, კაცრი და გემრიელი რომ იყოს |
Posted by: natsu 23 Apr 2010, 18:53 |
http://www.radikal.ru |
Posted by: Peppi 23 Apr 2010, 19:06 | ||||||
rtuli
ვაა,ხვალ მეც მოვამზადებ, კარტოფილს და ხორცს ვგეგმავ . . (რეცეპტი დეევვს?) nite
ველით შენს რეცეპტებსაც, იმედია შემოგვიერთდები viko glamour23
ეს რა არის? ალბათ კაცური ? - ხორციანი გინდა რაიმე? რაიმე იმგრედიენტი თქვი, ასე უამრავია . . |
Posted by: volli35 23 Apr 2010, 19:10 |
natsu ვაიმე მშიერზე ამის ნახვა შეიძლებოდა???? * * * viko შენ როდის დაგვაფოტოებ შენი ახალი ნახელავებით?????? |
Posted by: upwave 23 Apr 2010, 20:53 |
ეჰ, ჩემთანაც 2 და მეტი დღე რჩება საჭმელი, ყველას ახალ-ახალი უნდა. სამწუხაროდ არამჭამელ ოჯახთა რიცხვს მივეკუთვნებით. მე კი მიყვარს გემრიელობები, მაგრამ ჩემ ქმარს ექსპერიმენტები და უცხო ქვეყნის სამზარეულოები ძალიან აშინებს. სულ მაგაზე ვჩხუბობთ. თან ძალიან არ უყვარს სამზარეულოში რომ შევდივარ და ბავშვები მაგასთან რჩებიან რომ ვიტყვი ნამცხვარი (და ა. შ.) უნდა გავაკეთო მეთქი, არ გეზარება, წადი და იყიდეო. არა და ნაყიდს გემოს ვერ ვატან შევედი იმ დღეს მაღაზიაში და ვფიქრობდი რა მეყიდა გემრიელი. ვერაფერი ვნახე და წამოვედი უკან და ჩემი ქმრის წუწუნის მიუხედავად, პიცა გავაკეთე. ძალიან გემრიელად კი შეახრამუნა P.s. რა მინდა გკითხოთ: დიდი ხნის წინათ გავაკეთე, როგორც მახსოვს ბერძნული პიტა. ხორცი და კიდევ რაღაცეები იყო ფენოვან ცომში და სოუსად, თუ კარგად მახსოვს, ნივრიანი მაწონი ჰქონდა და ვინმემ ხომ არ იცით? ძალიან გემრიელი იყო და კიდევ გავიმეორებდი რამდენიმე წლის შემდეგ |
Posted by: ninoma 23 Apr 2010, 21:12 | ||||||
rtuli
სააღდგომო გვირგვინის ცომით გავაკეთე. ეს ის არის , რომ თქვი მე ამას შევეჭიდებოდიო.
არ ვიცი, არ გაუსინჯავთ, ჯერ ნიგვზიანებს მიირთმევენ. მეუღლეს მოეწონა ძალიან. tikunia-teiko
საქართველოში არ ვარ. Peppi რა კარგი ჩიზქეიქია, ყვავილებია ხომ საერთოდ, სუპერ. ყოჩაღ შენ. ნეტავ მე როდის გამომივა ჟელატინიანი ნამცხვარი? . ამას წინათ გავაკეთე მარწყვის შარლოტა ჟელატინით, შვილები მაშაყირებდნენ, ნაყინი გადმოგვიღე რა დედიკოო. გემრიელი კი იყო, მაგრამ არ გამაგრდა. |
Posted by: Peppi 23 Apr 2010, 21:51 | ||
ninoma
საწყისად გააორმაგე მაშIნ ჟელატინი . . ეს ხუმრობით ისე, კი dr, Oetker-ის ჯელატინის ფირფიტები სინჯე აბა, რაოდენობასაც რომ ვაკლებ, მაშინაც მალევე მაგრდება, ამ ჩიზქეიქსაც აკლია. |
Posted by: volli35 23 Apr 2010, 23:22 | ||
Peppi
ეს თბილისში იყიდება??????? |
Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 23:33 | ||
დღეს პურები გამოვაცხვე,თავზე ძირა და ქინძის თესლი აქვს და სეზამი მოყრილი. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru გაზაფხული მოვიდა და ბარდა გავაკეთე პარკი,ძალიან მიყვარს.ხორციან საჭმელს მირჩევნია,ყოველდღე რომ ვჭამო არ მომბეზრდება. http://www.radikal.ru volli35
იყიდება.მე პირადად ვაკის გუდვილში ვნახე ამას წინათ.სადღაც 6 ლარამდე ღირს. |
Posted by: rtuli 23 Apr 2010, 23:34 | ||||||||
Peppi
http://forum.ge/?showtopic=33695360&st=495entry19213769 მოუხდება აქ ლამინარიას ეძახიან წითელ კომბოსტოს რატომღაც. უი დამავიწყდა,ეს წითელი კომბოსტო ქართულია და უფრო ნაზია +სოჩნია,ვიდრე შემოტანილი upwave
მესმის შენი. მე ღამე მიყვარს ცხობა,სიმშვიდეა+მხოლოდ მე, სამზარეულო და ნამცხვარი ვართ ninoma
ჩემი პირველი შეხება იყო ჟელატინთან როცა ჩიტის რძე მოვამზადე და გამიმართლა ,კარგი ჟელატინი შემხვდა. რატომ არგამოგივიდა საინტერესოა იქ სადაც იმყოფები კარგი ხარისხის ჟელატინებია. არუყვარს ჟელატინს ზედმეტი სიმხურვალე,ანუ როცა გაფუვდება და გაადნობ ,არუნდა მიიყვანო დუღილამდე,თავის თვისებებს კარგავს. ბესიკის26
ვა, რა კოხტებია საცხობი გაქვს? |
Posted by: ბესიკის26 23 Apr 2010, 23:54 | ||
rtuli
სპეციალური არა.ოთხკუთხა ფორმაში გავაკეთე გაზის ღუმელში.ხრუტუნა ქერქები სულ აატყავეს ბავშვებმა,მოხალული თესლები ეგემრიელათ |
Posted by: natsu 24 Apr 2010, 00:02 |
ბესიკის26 , მშვენიერი პურები დაგიცხვიათ! მე ძალიან მიყვარს პური...თქვენი პურის სუნიც კი ვიგრძენი. რეცეპტს არ გეკითხებით,ცხობა რომ დავიწყო,ტონა გავხდები. |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 00:07 | ||
ბესიკის26
მეც ყველაზე ძალიან მომწონს დაწითლებული ქერქები+ქინძის თესლი ძალიან უხდება აი ჩემს ბავშვებს არმოსწონთ თესლები ,მე ძირას ვხმარობდი(თესლებს)ფლავში და ამოვიღე ხმარებიდან,მხოლოდ დაფქვილს ვამატებ ეხლა. Peppi დღეს ხათოს ვესტუმრე,პატარა მომენატრა ,არგავაფრთხილე წინასწარ ,მეთქი ზედმეტად არშევაწუხო,ჰოდა დამხვდა უგემრიელესი ნავაროჩენი სალათა და ჩიზქეიქი ღუმელში. მოკლედ ჟურნალ ,,ლიზას,, მანია გადაედო ჩემგან ეგ რეცეპტები იქ ამოუკითხია და მოამზადა. ჩიზქეიქი იყო სუპერ!+პირველად მოამზადა. პეჩენიები არ გამოიყენა,ცომიც თვითონ მოამზადა ჩამიშალა დღის რეჟიმი,6 მერე არვჭამ და ცდუნებას ვერ გაუძელი ,ისეთი სურნელი ტრიალებდა |
Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 00:11 |
rtuli ნინო რჩევები წაიკითხე რაა?იქ რაღაცას გეკითხები |
Posted by: choli 24 Apr 2010, 00:29 |
ვაიმეეეეეეე, ეს სად შემოვედიიი, არადა დიეტაზეეე ვარრრრრრ |
Posted by: volli35 24 Apr 2010, 01:10 | ||||
ბესიკის26
ვაააა მაგარია ..... ხვალვე მივქანდები ..... მაგრამ მერე მეშინია ...... არ გამომიყენებია ჟელატინი არასოდეს ..... დამამშვიდეთ ეხლავე რომ გამომივა რა * * * choli
ეჰჰჰჰჰ დიდი ხანია ჩაყლაპეს ამ თემის "ვეშაპებმა" ჩემი დიეტა ...... |
Posted by: ninoma 24 Apr 2010, 01:14 |
volli35 ისეთ კარგ ტორტებს აცხობ, ეგ როგორ არ გამოგივა. დაგამშვიდე. |
Posted by: sofo taba 24 Apr 2010, 01:44 |
დღეს ჩვენთვის ცნობილ "სუნელების კაცის " გვერდით იყიდებოდა კარამელი ჭიქაში(რამდენიმე ფერი) და ვერაფრით ვერ მივხვდი როგორ იყენებენ? |
Posted by: volli35 24 Apr 2010, 02:01 | ||
ninoma
|
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 02:06 | ||||
volli35
გამშვიდებ,ჩემი პირველი შეხება http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=210 შენ ისეთი ბისკვიტი+ტორტი და ა.შ. გამოგდის რომ,ჟელატინის გამოყენება არაფერია მაგათთან * * * volli35 choli
მე ამას ვიძახი როცა სხვა საიტებზე ვხვდები და აი ასეთ რაღაცეებს ვხედავ ერთი სული მაქვს როდის მოვამზადებ,მარტივია ძალიან,ხვალ ლუდს შევიძენ და უნდა მოვამზადო http://pix.ge/ |
Posted by: V_E_R_I_K_O 24 Apr 2010, 02:11 |
დღეს გავაკეთე ტირამისუ რომელიც საშინელი გამომივიდა, ისე ვინერვიულე ცოტა მაკლდა ტირილამდე, მაგარამ თვას იმით ვიმშვიდებ რომ ეს არა მარტო ჩემი პირველი ტირამისუა არამედ პირველი ნამცხავრიც მგონი, მოკლედ როგორც მივხვდი მაინცდამაინც კარგი რეცეპტი არ მქონდა იმიტომ რომ კრემი გამოვიდა ყვითელი, ანუ ვფიქრობ რომ კვრეცხსი გული ცოტა ზედმეტი მომივიდა, მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო იქნებ ვინმეს კარგი რეცეპტი გაქვთ, აი ისეთი რომ თქვენც გაგიკეთებიათ და კარგი გამოგსვლიათ, ძალაინ მონდომებული ვარ |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 02:24 | ||
V_E_R_I_K_O
აი ეს ნახე,ორი რეცეპტია,ერთი ნაყინი ტირამისუ და ერთი ბოლოშია ჟოლოსი http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=60 და აქ ბოლოში ლიმნის ტირამისუ http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=90 |
Posted by: choli 24 Apr 2010, 02:33 | ||
volli35
ანუ გინდა მითხრა მეც იგივე მელის? :D:D |
Posted by: Neno_ 24 Apr 2010, 02:46 |
V_E_R_I_K_O ვაფშე არ უქნა კვერცხი ერთადერთი ნამცხვარია რასაც ვაკეთებ და პირველივე ჯერზე უგემრიელესი გამომივიდა შეიძლება კლასიკური ტირამისუ არ იყოს, მაგრამ ამ განყოფილებიდან ამოვკრიბე რეცეფტები და ჩემით გადავურიე მერე ძაან მარტივია, იყიდი ნებისმიერ უმარილო მდნარ ყველს (მასკარპონეო ამბობენ, მაგრამ მე ეგ ვერ ვიპოვე და ნებისმიერს დავავლე ხელი და კაი გამოდგა ), რაც შეიძლება ბევრს, მე 500 გრამს ვაკეთებ. 200 მლ ნაღები მაღალპროცენტიანი შაქარი ძალიან ცოტა (არ უხდება დატკბობა) ვსო ესაა სულ + "ქალის თითები" პეჩენია ათქვეფავ ნაღებს, შეურევ ყველს და შაქარს, ჩააწურავ 1 მსუქანა ლიმონს, მერე ქალის თითებს ვავლებ ყავაში (ან ალკოჰოლში ), ვალაგებ ფორმაში და ზემოდან ვასხავ კრემს პლიუს ზემოდან ვაყრი კაკაოს და ვდგავ მაცივარში კაი ხანი, თუ სულმა არ წამძლია..გამოდის |
Posted by: V_E_R_I_K_O 24 Apr 2010, 02:52 |
rtuli Neno_ ორივეს დიდი მადლობა , იმედია მომავალში რამე გამომივა |
Posted by: viko 24 Apr 2010, 09:46 |
მე გუშინ გავაკეთე ტირამისუ ჯერ არ გამისიჯია, მოგვიანებით დავდებ სურათს. დილა დავიწკე შპინარის სალათით კიდევ ვაპირებ შპინატის მომზადებას დგეს ალბათ უფრო წვნიანს. |
Posted by: n_j 24 Apr 2010, 09:46 | ||
Neno_
და რომელი იყო ის ნებისმიერი, არ გახსოვს? ანუ უმარილო რომელია მაინტერესებს, მეც მინდა გაკეთება |
Posted by: nite 24 Apr 2010, 11:32 |
გუშინ კექსი გამოვაცხე, მარტივი და გემრიელი. |
Posted by: fermina 24 Apr 2010, 11:50 |
რთული, შენი "მტევნების" რეცეპტი ვერ ვიპოვე და მომაძებნინე რა... მადლობა წინასწარ |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 11:56 | ||
fermina
http://forum.ge/?f=82&showtopic=34007985&st=60 ცომი ჩვეულებრივი საფუვრიანია. |
Posted by: BadbadGirl 24 Apr 2010, 11:59 |
წუხელ და ამ დილას თავი მოვიგიჟიანე. წუხელ მოვამზადე http://tomushka.blogspot.com/2010/04/moussaka.html ამ დილას კი მუსლის პეჩენიები. უკვე ღუმელში არიან და ცხვებიან. ჩემ სტილს არ ვუღალატე და ბლომად ლიმონიც ცედრა ჩვახეხე ფერმკრთალი მუსაკა (ა ლა მორცხვი მიმოზა ) |
Posted by: fermina 24 Apr 2010, 12:01 | ||||
გაიხარე, და ფენოვანიც წავა ალბათ ჰო? |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 12:07 | ||||
fermina
კი როგორ არა,მთავარია სოსისი ცელოფნიანი იყოს,მოაცლი და კარგად იჭრება,აი წვრილი სოსისი ნაწლავებში რომ არის ,იმის დაჭრა ჭირს . BadbadGirl
შენ ფერმქრთალი ეძახე და ძალიან მაცდური ნაჭერია |
Posted by: rockataka 24 Apr 2010, 12:14 | ||
უფრო სწორად, გუშინ ღამით http://www.radikal.ru ეს, კი დილით ნაბახუსევზე წვნიანი - გოგრის სუფი http://www.radikal.ru |
Posted by: BadbadGirl 24 Apr 2010, 12:21 |
rtuli :* rockataka ეგ რომელი თევზია? მეც მინდა და სილიოდკის გარდა ვერაფერი ვნახე მასეთი ზომის. |
Posted by: frida_kahlo 24 Apr 2010, 12:33 |
rtuli [quote] აი ჩემი მესამე შვილი მაგარი ვინმეა და მესმის შენი, ჩემსას ჰგავს უბრალოდ ფერებია სხვა, ცუდი ის არის რომ ჩემი ექიმის მიერ დანიშნულმა წამალმა მომიწამლა და მომიკვდა3 თვის წინ. არადა სამზარეულოში იმის შიშით ვერ შეხვიდოდი და ლუკმას ვერ გადაყლაპავი ხომ წარმოგიდგენია გემრიელ სუნებზე რა დაეწყებოდა. განსაკუთრებით ხორცეულზე ჰქონდა გართულება და ისიც შემწვარზე. ძალიან გვაკლია მთელს ოჯახს |
Posted by: rockataka 24 Apr 2010, 12:34 | ||||
BadbadGirl
კარპი და ერთი კარასი
გადი მდინარეზე ანკესით და ნახავ ყველანაირ ზომისას |
Posted by: BadbadGirl 24 Apr 2010, 12:39 |
rockataka შენ თუ გგონია ჭკუა დამიშლის ძალიან ცდები. საქმე ისაა რომ ანკესი არ მაქვს, და თან თევზაობისთვის სპეციალური "ლიცენზია" არის საჭირო, ისე დიდი ჯარიმაა (ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა) |
Posted by: rockataka 24 Apr 2010, 12:47 |
BadbadGirl და, თევზაობა თუ იცი? ლიცენზიას რაც შეეხება! რომელ ქვეყანაში ხარ? ლიცენზიას იღებენ პროფესიონალი მოთევზავეები. შენ შეგიძლია უბრალოდ, ფასიან ტბაზე მიხვიდე: გადაიხდი რაღაც თანხას. მოგცემენ ანკესს+სატყუარას და იჭირე რამდენიც გინდა თან თევზს დაიჭერ და გაერთობი, და თან ნატურალურ თევზს მიიტან სახლში და დააგემოვნებ |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 12:51 | ||||
frida_kahlo
რა სამწუხაროა ძალიან თბილი ჯიშის ძაღლია,ჩემს გარეშე არშეუძლია,სულ კუდში დამდევს მათხოვარია,სულ ითხოვს გემრილ რაღაცეებს ჩემსას ბოსტნეული უყვარს,განსაკუთრებით სტაფილო rockataka
არგიცდია 4 საათის განმავლობაში პამიდორში+ცოტა ტომატ პასტაში მომზადება,ძალიან დაბალ ცეცხლზე!? კონსერვივით ხდება,ძვლებიანად იჭმევა |
Posted by: BadbadGirl 24 Apr 2010, 12:54 | ||||||
არ ვიცი ლიზენზიას ყველა იღებს აქ იმიტომ რომ ბუნებრივი რესურსების მოხმარება და განადგურება ხდება. გარდა ამისა, ეს ლიცენზია არის მხოლოდ ერი რეგიონისათვის და მაგარლითად ჩრდილოეთში რომ წავიდე სხვა ლიცენზია დამჭირდება. (სხვადასხვა ფასები აქვთ ადგილიდან გამომდინარე)
უი ასეთი ადგილები კი მაქვს ნანახი კაი აზრია rtuli
სულ არ ჩაიშლება თევზი? |
Posted by: rockataka 24 Apr 2010, 13:04 | ||
rtuli
რეცეპტ ვ სტუდიუ!! |
Posted by: viko 24 Apr 2010, 13:06 |
ტირამისუ არ გამოვიდა ცუდი , კრემი მოვამზადე მზა ფხვნილით , მეგობარმა მაჩუქა ტირამისუს კრემის ფხვნილი . http://image.geotorrents.com/ http://image.geotorrents.com/ |
Posted by: Neno_ 24 Apr 2010, 13:20 | ||
n_j
აუ მე რომ თბილისში არ ვარ? უბრენდო იყო რაღაც, არც ფილადელფია რაღაც სხვა, აქაური თუ მიაგნებ თბილისში სადმე აქაც დაწერე კაი? ზაფხულში მინდა ჩემებს გავუკეთო, ყველიანი ნამცხვარი არ გაუსინჯიათ და ცხვირებს იბზუებენ რა უნდა იყოსო, მარილიანი ნამცხვარი გონიათ ალბათ და უნდა გავასინჯო ვიოლას არ ექნება ვითომ უმარილო მდნარები? |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 13:20 | ||||
rockataka
თუ დიდი კარპია ანუ კობრი,დაჭრი ნაჭრებათ,ამოავლებ ფქვილში და ზეთში დააწითლებ,მაღალ ტემპერატურაზე. თუ დაჭრილი დაკონსერვებული პამიდორი გაქვს კარგია,თუ არა მთელი პამიდვრები ღუმელში შეყარე და დააგრილე,კანი ადვილად გაცილდება და დაჭერი. ალბათ 1 კგ. პამიდორი 1,5კგ. თევზზე. პამიდორს წვრილად დაჭრი+2-3 ს.კ. ტომატ პასტას დაამატებ+წყალს(იმდენი რომ გამოვიდეს საშვალო სისქის საწებელი), დაამატებ ქინძს+რეჰანს(ბაზილიკს)+პიტნას+დაჭრილი ნიორი+მარილი+შაქარი,ანუ გემრიელად შეანელე საწებელი,პილპილიც ურიგო არ იქნება.ზოგჯერ ძალიან წვრილად დახეხილ სტაფილოსაც ვამატებ(ეს ნა ლიუბიტელია). ამ სოუსში ჩადებ თევზს,წამოადუღებ და გადაიტანე ღუმელში,ან დატოვე გაზზე ზალიან დაბალ ტემპერატურაზე,დააფარე სახურავი და 4 საათით დაივიწყე(ტუ მანამდე არშემოგეჭამა,ისეთი სურნელი დგება ). ზალიან გემრიელი გამოდის და განსაკუთრებულად უხდება ფხიან,წვრილ თევზს. BadbadGirl
კონსერვის თევზი ცოტა ცასლილია ,სამაგიეროდ ფხიანად იჭმევა წეღან ვუყურე ,,სმაკს,,-გადაცემას და მიწვეულმა სტუმარმა კალმახი შეწვა,მოვკვდი ნერწყვის ყლაპვით. გამოტენა დაჭრილი მწვანილებით+ნიორი+ცედრა ლიმონის,შეწვა და ბოლოს კაპარები დააყარა 5 წუთში გამორთო. ბრინჯის გარნირი მოუმზადა, ეს მომეწონა1 აი დანარჩენი არვიცი ,გემოვნების საკითხია,მაიონეზი საწებლად დააწვეთა თეფშზე და მსხლის დაკონსერვებული ნაჭრები შემოულაგა იძახის ძალიან უხდებაო თევზს,არვიცი მე თუ გავრისკავდი ასე გასინჯვას |
Posted by: n_j 24 Apr 2010, 14:14 | ||
Neno_
თუ რამეს აღმოვაჩენ დავწერ ეს ჩემი ბოლო დღეების ნაშრომი ბანალური ლობიო, http://pix.ge/ ნაწილით ლობიანები გავაკეთე კეფირიანი ცომით http://pix.ge/ თევზის კატლეტები http://pix.ge/ დილანდელი საუზმისთვის ხაჭოს მაჭკატები(მიყვარს ეს სიტყვა) http://pix.ge/ და ეს უგემრიელესი და არომატული წითელი მოცხარის ნამცხვარი, პირველად გავაკეთე და ძალიან მომეწონა http://pix.ge/ სადილისთვის ვგეგმავ კალმახს პამიდვრით |
Posted by: dali19 24 Apr 2010, 14:15 | ||
ნინო აქ ალბათ ერთნახევარი თევზი იგულისხმება და არა კილო ნახევარი. 90-იან წლებში ხამსას აკეთებდა ჩემი თანამშრონელი ასე კონსერვის სიყვარულით. დღეს სახლში ვარ და გავაკეთე სადილისათვის ხბოს ხორცის ჩაქაფული, სალათა - სტაფილო, კიტრი, სალათის ფურცლები, მწვანე ხახვი, ქინძი, კამა და მაიონეზით, კარგი ჩაი და კექსი. |
Posted by: tarsha 24 Apr 2010, 14:22 |
მეგობრებმა გადავწყვიტეთ გავაკეთოთ http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=243&Itemid=55 ნამცხვარი, და კითხვა მაქვს : შეიძლება ნაღების ნაცვლად სხვა კრემი რო გამოვიყენოთ? და თუ კი როგორ მოვამზადოთ? ახლომახლო ვერ ვნახეთ ნაღები ვერსად. |
Posted by: viko 24 Apr 2010, 14:41 |
n. j. ბანალური ლობიოა ჩემი შვილი დიდი სიამოვნებით რომ მიითმეს როცა არ უნდა გავაკეთო. მე სულ მეჩვენება რომ არაა ისეთი ბებია რომ აკეთებდა. |
Posted by: rockataka 24 Apr 2010, 14:44 |
rtuli საინტერესოდ ჟღერს - მოვამზადებ აუცილებლად და შედეგს მოგახსენებ n_j მიყვარს შენი პოსტები - მუდამ გემრიელი სურათებია |
Posted by: n_j 24 Apr 2010, 14:49 | ||
tarsha შეიძლება რა თქმა უნდა, თქვენ რომელი კრემიც გიყვართ ის გამოიყენეთ. მე ერთხელ გავაკეთე ასეთი რამ : ჟელატინი დავალბე ძალიან ცოტა წყალში, ცხიმიანი არაჟანი(ეკო ფუდს აქვს 32%იანი, ან ვალიოს არაჟანი, ძალიან კარგია) გავთქვიფე ხაჭოსთან ერთად, დავამატე შაქარი(როგორი სიტკბო გინდა გააჩნია), გამდნარი ჟელატინი შევურიე ამ მასას, ცოტა გავაციე და ნამცხვარში გამოვიყენე. შეგიძლიათ სცადოთ. პ.ს. ლინკის მაგივრად სხვა სასურველ სიტყვას რომ წერ, მაგას როგორ აკეთებ? * * * rockataka
დიდი მადლობა |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 14:53 | ||||
dali19
ისე ვაწკაპუნებდი სწრაფად რომ გამომრჩა,1,5 კგ. თევზია.კარპი დიდი ზომის მიყვარს. ისე 1კგ. პამიდორს წყალით როცა გააზავებ საკმარისია მაგ თევზის რაოდენობისთვის,შეიძლება თვალის ზომით კიდევ დამატება პამიდვრების. მე ყოველთვის თვალის ზომით+გემოვნების მიხედვით ვაზავებ,პროპორციები ყოველთვის მერყეობს როგორ მეტყობა რომ დღეს და გუშინ ვისვენებდი ბავშვები არმყავს სახლში და ფაკტიურად არც არაფერს ვამზადებ
+1 |
Posted by: nanana 24 Apr 2010, 14:58 | ||
Neno_
n_j ბეკო ქვია ბრენდს რომელიც პოპულში იყიდება ფილადელფიას მსგავსია. მე მაგას ვიყენებ ხოლმე ჩიზქეიქებში და ისე ზოგჯერ "იანტარნი" ეს ყველიც კი გამომიყენებია |
Posted by: წკაპო 24 Apr 2010, 15:01 | ||||||
ბანალური რას მიქვია! ლობიოს ასე დაკნინება ვაშინერს!
რად არ მინდობ? ეს წუთია ვჭამე საჭმელი, მაგრამ მაინც ნერწყვი დამდინდა.
გემრიელად ფხვიერი ბისკვიტი ჩანს, რეცეპტი დევს სადმე? |
Posted by: tarsha 24 Apr 2010, 15:08 |
n_j დიდი მადლობა, აქ შევძელი ამ სურათზე ამეხსნა: http://www.postimage.org/image.php?v=gxl1gzA |
Posted by: ხორხე 24 Apr 2010, 15:09 | ||
n_j
აიტ ლობიო თუ ბანალურია, მაშინ არაბანალური აღარ ყოფილა არცერთი კერძი გავერთიანდეთ ლობიოს გარშემო ნუ მივცემთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ლობიოს დაკნინების საშუალებას დღეს მე როგორც არასდროს, ისე ვარ ლობიო !!!! |
Posted by: volli35 24 Apr 2010, 15:11 | ||||
rtuli
ტორტი რაც დავიბადე იმ დღიდან ვაკეთებ ..... ეს ისეთივე მარტივია ჩემთვის როგორც მჭადის გამოცხობა ..... არა არა შეიძლება მჭადი უფრო "მიძნელდებოდეს" კიდე .... ჰოდა ჯელატინის მეშინია იმიტომ რომ არასოდეს არ გამომიყენებია, თორემ ჟელატინი მომერევა ეხლა მე????? .... ჰოდა ასევე ვარ ფენოვან ცომზე შეშინებული (მხოლოდ ნაყიდს ვიყენებ), ისიც რომ არ გამიკეთებია იმიტომ ალბათ .... იმედი მაქვს მასწავლით დეტალურად choli
ზუსტად ეგ მინდა გითხრა ..... უფ აი გადავწყვეტ ხოლმე არ შემოვიდე და მაუსი თავისით შემოდის ისევ ამ თემებში ..... მგონი ეს დიაგნოზია უკვე |
Posted by: n_j 24 Apr 2010, 15:20 | ||
nanana
ბეკო მე მარტო ტექნიკა მეგონა, თUრმე იჭმევა კიდეც ხორხე დღეს ჩვენ ყველანი ლობიოები ვართ, ჰო ? წკაპო გმადლობ,ნამცხვრის რეცეპტი აქაა http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=255&Itemid=55 tarsha დიდი მადლობა |
Posted by: natali kalandadze 24 Apr 2010, 15:38 | ||
ხორხე
OMG, როგორ მიყვარხარ ხორხე კულინარებო: შოკოლადის ლავის ცომი, მაცივარში რომ არ დავტოვო ერთი ღამე, ისე, დღესვე ვერ გავაკეთებ? არ გამოვა? |
Posted by: dali19 24 Apr 2010, 16:05 |
rtuli ნინო დიდი მადლობა |
Posted by: fermina 24 Apr 2010, 16:10 |
რთული, კიდევ ერთი კითხვა და შეგეშვები, ადრე გიდევს ნივრიან კარაქში ამოვლებული ფუნთუშები, რომლის ცომი მაცივარში იდო ღამე, რაღაცნაირი ფუმფულა ცომი ჩანს და როგორია? |
Posted by: viko 24 Apr 2010, 16:24 |
n. j. გავაკეთე ცუკატები შაქარი არ გაიკეთეს გარედან, დგეს წავიკითხე თქვენი რეცეპტი. შაქარი დამიკლია. არ შეინახება? |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 16:24 | ||
fermina
აი აქ არის: http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=660entry17498730 შეგიძლია ლორის ნაჭრებიც მოაყარო წვრილად დაჭრილი |
Posted by: n_j 24 Apr 2010, 17:03 | ||
viko
მე ასე არასდროს მომსვლია, რა პროპორციებით გააკეთე? მშრალად შეინახე , სიგრილეში და პერიოდულად ნახე ხოლმე, როგორ ინახება. |
Posted by: Neno_ 24 Apr 2010, 17:06 | ||
nanana
დიიდი მადლობა, ადვილი დასამახსოვრებელია ისე შემიყვარდა ყველ-ნაღების კრემი, ზუსტად ჩემი გემო აღმოვაჩინე |
Posted by: tasikuna-taso 24 Apr 2010, 17:07 | ||
მეც ძალიან მიყვარს. არ ვიცოდი თუ იყო შემოსული. ეს როგორ გააკეთე? |
Posted by: viko 24 Apr 2010, 17:14 |
n. j. დიდი მადლობა . პროპორცია 2: 1-ზე სიროპის, სიროპი და კანების რაოდენობა თვალით. ნეტა ადრე მენახა თქვენი რეცეპტი |
Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 17:28 |
tasikuna-taso ჯერ ხახვს ვთუშავ ზეთში ქვაბში(მწვანე ლობიოსაც მასე ვაკეთებ,უწყლოდ),+გარეცხილი ბარდა(შეყვეს ცოტა წყალი,ძალიან ნუ დააწდობ).დაახურავ თავს და საშუალო ცეცხლზე ჩათუშავ.ხანდახან ამოურიე.ძალიან არ ჩახარშო.მერე პომიდორი ან შენახული პომიდორის წვენი.დანაყილი ქინძი-ნიორი,მწვანე პილპილი და მორჩა.ბოლოს ოხრახუში.ხო მარილი გემოვნებით. |
Posted by: nanana 24 Apr 2010, 17:35 | ||
natali kalandadze
პირიქით უნდა დატოვო. ლავა ერთი დღით ადრე მზადდება. ერთი თვე შეგიძლია საყინულეში გედოს |
Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 17:39 |
nanana რა უნდა გკითხო,ბრაუნის ბიძაშვილი რომაა,ბლონდი,დაცემა ნამცხვარი-როგორი უნდა იყოს,საღეჭი ნუგასავით?თუნუქის ფურცელზე ბრტყელდება?რა სისქეზე. |
Posted by: წკაპო 24 Apr 2010, 17:46 | ||||
ich bin ein lobio! ეს იყოს ჩვენი დევიზი. |
Posted by: nanana 24 Apr 2010, 17:47 | ||
ბესიკის26
გასაბრტყელებელი ნამცხვარი არ არის. ძალიან ცოტა ფქვილი უნდა. არაჟნის კონსისტენციამდე რომ მივიდეს. ჩვეულებრივ თუნუქის ფურცელზე ან აჩმის ფორმაში ვაცხობ. ცხობაც ძAლიან ცოტა ხანი უნდა, მაქს 10 წუთი. გარედან რომ მოშრება ზედაპირი, შიგნით სველია. ამასობაში კარამელი და შOკოლადი გადნობას ასწრებს და მოხალული ნიგოზი კი დასველებას ვერ ასწრებს . . . ნაღების ან ვანილის ნაყინის ბურთთან ერთად უნდა მიირთვა გამოღებისთანავე, ცხელი. მოკლედ ძააააალიან სექსუალური ნამცხვარია |
Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 18:20 | ||
გაიხარე |
Posted by: volli35 24 Apr 2010, 18:36 |
დღეს რაც გავაკეტე ვერ ვდებ ფოტოებს .... ფოტო-კამერა გავამგზავრე ბავშვთან ერთად სამოგზაუროდ .... ასევე გუშინ და გუშინწინ .... არადა ისეთი ლამაზი და გემრიელი იყო მჟაუნას სუპი (სუფთა ფოტო-მოდელი) .... |
Posted by: Dr_Zuzumbo 24 Apr 2010, 19:33 |
ჯერ არაა დამთავრებული, მაგრამ მალე იქნება |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 22:33 | ||
Dr_Zuzumbo
ხატის მადლი და ძალა შეგეწიოთ! დღეს დედას შეკვეთით კომბოსტოს გულსართიანი ღვეზელები დავაცხე,ღუმელში და უნიკალურად გემრიელი ცომით არველოდი ასეთ შედეგს ცომისგან,ძალიან ადვილი და მარტივი მოსამზადებელია. ასეთ ფოტო კოლაჟი: ღუმელში შებრძანებამდე http://pix.ge/ ეს უკვე გამომცხვარ დაწითლებულები http://pix.ge/ ესეც თვითონ ცომის კონსისტენცია http://pix.ge/ |
Posted by: viko 24 Apr 2010, 22:50 |
Dr_Zuzumbo ღმერთმა დაგლოცოთ.რაღაცნაირი ძლიერი ენერგეტიკა იგრძნობა. Rtuli არც ერთი დღე უშედევროდ ალბათ ესაა დევიზი. ცომის საიდუმლოს გაგვიმხელთ? |
Posted by: natali kalandadze 24 Apr 2010, 22:57 |
აჭარული გავაკეთე ჩემთვის და ოთოსთვის, ნაყიდი ცომით, გემრიელი იყო ძალიან.. და შოკოლადის ნამცხვარი დარიჩინით პლიუს გავამზადე ხვალისთვის შოკოლადის ლავის ცომი, ხვალ სტუმრები მყავს, პიცა, ჩაი, ნამცხვარზე პიცას ოთო გააკეთებს. სურათებს ყველას ერთად ავტვირთავ |
Posted by: rtuli 24 Apr 2010, 23:04 | ||
viko
უნივერსალური ცომია რომლის გამოყენების სპეკტრი ძალიან ფორთოა დავწერე რეცეპტი პეპის ბლოგზე და როცა აიტვირთება ლინკს დავდებ. |
Posted by: ბესიკის26 24 Apr 2010, 23:08 |
rtuli უნაკლო ნახელავი,როგორც ყოველთვის. რამდენ რამეზე ვცადე მასე ლამაზად კიდეების გაკეთება და არ გამომივიდა არადა თეორიულად თითქოს მივხვდი როგორ უნდა.აი პრაქტიკაში მოვიკოჭლებ. |
Posted by: n_j 24 Apr 2010, 23:10 | ||
viko
ვფიქრობ დიდხანს არ შეინახება, რადგან სწორედ შაქარი(ან მარილი) ინახავს ხოლმე პროდუქტს. ჩემი რეცეპტით 3თვეზე მეტიც შემინახია უპრობლემოდ, კარადაში, ქილით. გული ნუ დაგწყდება, ეგ მიირთვით გემრიელად და სხვა დროს გააკეთე |
Posted by: nanana 24 Apr 2010, 23:19 |
ინგლისურის პროფესიონალი თარჯიმანი, წიგნის არ გეგულებათ? 5 დღეში 70 გვერდი რომ გადათAრგმნოს მიაუ მაპატიე |
Posted by: volli35 24 Apr 2010, 23:36 |
nanana მე მყავს პროფესიონალი თარჯიმანი .... უძლიერესი ყველა საკითხში .... მაგრამ 5 დღეში 70 გვერდი არ ვიცი .... დღეში 10 გვერდია თარჯიმნების მაქსიმუმი .... ნუ თუ გინდა რომ მაღალი ხარისხის თარგმანი იყოს .... OFF რომ არ იყოს ........ ესეც ჩემი 3 დღის წინანდელი ღვეზელი ხორცის და ტარხუნის გულსართით .... http://www.radikal.ru |
Posted by: marilis 24 Apr 2010, 23:37 | ||
nanana
რატომ იმეტებ ასე ადამიანს?! |
Posted by: trendy 24 Apr 2010, 23:40 |
nanana პმ-ი ნახე ------------------------------------------ |
Posted by: nanana 24 Apr 2010, 23:54 | ||
სრული ტექსტი 40 გვერდი თU იქნება. გრაფები და რაღAცეებია და ის უნდა გამოტოვოს ( trendy ამ შუაღამეზე მიტყდება დარეკვა და ხვალ დილით დავურეკავ. მადლობა |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 00:10 |
nanana პმ -ში მომწერე აბა |
Posted by: Peppi 25 Apr 2010, 00:39 |
როგორ ხართ? მთელი დღE არ ვიყავი, სამაგიეროდ, აი . . . ვინ ხართ მშიერი? სახელი ჯერ არ მაქვს . . ხბოს ხორცი ხახვით და პრრასით მადეირაში ჩათუშული, ხო ხის სოკო დამავიწყდა პ.ს. სალათა "ბრისტოლს" და მასთან დაკავშირებულ პატარა ისტორიას ხვალ შემოგთავაზებთ |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 01:05 |
Peppi თემას რომ სახელი გადავარქვათ და "სადისტების შეკრება" დავარქვათ არ შეიძლება???? |
Posted by: killer 25 Apr 2010, 01:07 |
დღეს პირველად გავაკეთე ეს ნამცხვარი, ფრიად წარმატებული გამოდგა http://pix.ge/ * * * კიდევ მაწვნის სუპი გავაკეთე, მაკარონი ყველით და კრაბების სალათა.... ეხლა ქათამსაც ვწვავ... |
Posted by: BadbadGirl 25 Apr 2010, 01:36 | ||
ძალიან მომინდა. პიტნის გემოც კი ვიგრძენი ახლა. ხვალევე გავაკეთებ!!! იოგურტი უნდა ვიყიდო მხოლოდ. |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 01:39 |
killer ნიკის შესაბამისი ნამცხვარია ..... ანუ KILLER ..... ამ შუაღამისას ასეთები არ შეიძლებოდა |
Posted by: natsu 25 Apr 2010, 01:41 |
კომპლმენტები ყველას!!! აღფრთოვანებული ვარ თქვენი ფანტაზიით და შრომისმოყვარეობით. ბედნიერია თქვენი ოჯახები! |
Posted by: viko 25 Apr 2010, 08:20 |
volii-35 რა ლამაზადაა დაბრაწული ღვეზლები, ტარხუნის არომატით რა გემრიელია ალბათ. საკმაოდ ,, სადისტური'' გამოგივიდა მე დღეს მინდა ტარხუნით კალმახის მომზადება |
Posted by: ხორხე 25 Apr 2010, 09:00 | ||||||
წკაპო
ლობიო გვაერთიანებს !!! * * * natali kalandadze
როგორ მიყვარს ამ სიტყვებს რომ მეუბნებიან * * * n_j
მე ვარ და თქვენი არვიცი კარგ ამოზელილ ლობიოს, კარგად შენელებულს რა ჯობია? |
Posted by: camomle 25 Apr 2010, 09:38 |
ესთე იგი,სულ მჟაუნას სუპს ვაკეთებ..სხვას აღარაფერს. |
Posted by: rockataka 25 Apr 2010, 09:55 | ||
camomle
ქრონიკული პახმელია შეგეყარა? |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 11:58 | ||||
viko
მადლობა .... ტარხუნა მიყვარს თითქმის ყველაფერში ..... ძალიან სერიოზულ არომატს აძლევს ხორცს ... ჰოდაააა დაბრაწულობა კი კვერცხის და მაწონის "ბრალია"
ხორცი ხორცი და ხორცი |
Posted by: tarsha 25 Apr 2010, 12:19 |
გუშინ გავაკეთეთ ნამცხვარი და თუ ფოტოაპარატი დამიბრუნეს სანამ გათავდა, დავდებ სურათსაც, n_j-ს რეცეპტი იყო, დიდი მადლობა. |
Posted by: svani67 25 Apr 2010, 12:32 |
ხაჭოს ალადიკების რეცეპტი არ იცით? ან მაჭკატის? თუ ალადიკი და მაჭკატი ერთი და იგივეა? ოღონდ ღუმელი რომ არ სჭირდებოდეს? გაზზე ტაფაზე რომ გამოვაცხო? ან სხვა რაიმე მსგავსი სასუსნავი, ხაჭოსგან, ოღონდ მაწვნის გარეშე,? და თან ფქვილი რომ ძალიან ცოტა სჭირდებოდეს? მოკლედ ხაჭო, გერკულესი და გრეჩიხაა ჩემი ერთერთი ძიზრითადი საკვები და ამომივიდა ყელშI რაიმე სასუსნავი მინდა, თან იოლი გასაკეთებელი რომ იყოს ნამეტანი მოვინდომე |
Posted by: rtuli 25 Apr 2010, 12:49 | ||||
killer
დამაინტრიგებლად გამოიყურება,ძალიან სწორი და კარგი სისქის ფირფიტები ჩანს ,ყოჩაღ ! რეცეპტიც დაგვიწერე,თუ შეიძლება. svani67
აი აქ ნახე,მე მაინც სირნიკებს ვეძახი http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=525entry14990547 მწიკვი სოდა შეგიძლეა დაამატო |
Posted by: n_j 25 Apr 2010, 13:12 |
გუშინდელი კალმახი ტომატის ცხარე სოუსით, ბრინჯთAნ ერთად შევწვი კალმახი სანახევროდ http://pix.ge/ მოვამზადე ტომატის სოუსი http://pix.ge/ ჩავდე კალმახები http://pix.ge/ ესეც მზა http://pix.ge/ |
Posted by: natali kalandadze 25 Apr 2010, 13:24 |
თხელი ტაფის ხაჭაპური გამოვუცხვე ახლა ბიჭებს "საუზმედ" სულგუნის და იმერული ყველის ნაზავით. ვინ გაცადა სურათის გადაღება, აღარაა უკვე |
Posted by: svani67 25 Apr 2010, 13:34 |
rtuli დიდი მადლობაა ვგიჟდები სირნიკებზე. აუცილებლად გავაკეთEბ მე უკვერცხოდ და უხილოდ ვაკეთებდი რაღაც მსგავსს. ხილის დამატება აზრადაც არ მომსვლია მაგ საკითხში ცოტა ფანტაზია მიჭედავს. |
Posted by: bachi24 25 Apr 2010, 14:05 |
კრაბის სალათი გავაკეთე, ყველას მოეწონა 1 ქილა სიმინდი 2 პაკეტი კრაბი 1 ქილა ჩაბასტურმებული კრევეტი (სადღაც 180 გრამი) 1 ცალი ვაშლი 100 გრამი მოხარშული ბრინჯი 150 გრამი მაიონეზი მარილი და შავი პილპილი გემოვნებით http://www.radikal.ru |
Posted by: წკაპო 25 Apr 2010, 14:16 |
bachi24, მე კი გაპატიებ, მაგრამ ქართული ენა რომ გვიბინძურდება?! მარინოვანი — მარინებული (მე ჩაბასტურმებას ვეძახი ასეთ პროცესს); პაჩკა — პაკეტი. |
Posted by: bachi24 25 Apr 2010, 14:17 | ||
წკაპო
აბა ეხლა ნახე ჩემი ზემოთა პოსტი |
Posted by: ბესიკის26 25 Apr 2010, 14:33 | ||
rtuli
არ აიტვირთა ნეტავ? ვერ მივაგენი იქ |
Posted by: rtuli 25 Apr 2010, 14:35 | ||||||
წკაპო
მგონი შეკვრაა სწორად svani67
არაფერს ბესიკის26
გუშინ დავწერე მაგრამ ეტყობა რაცხა არასწორედ ჩავტვირთე,აქ დავწერ ეხლავე |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 14:46 | ||
წკაპო ისადა მე მართლა მაინტერესებს ერთი რამ (წავიინტრიგნებ ცოტას ეხლა) .... ..... ყველას პოსტებს რატომ არ არედაქტირებ????? .... არ გამიბრაზდე ეს უბრალოდ კითხვაა ....
მოდით მეც დავწერ ჩემს სალათს .... რომელიც სოჩაში მასწავლეს და სასწაულად მეგემრიელება ... 1 შეკვრა კრაბი 1 ქილა სიმინდი (არა მოტკბო) 5 კვერცხი 3 - 4 სუფრის კოვზი მაიონეზი მარილ-პირპილი ჰოდა კიდე მინდა გითხრათ მე მაიონეზს თვითონ ვაკეთებ უკვე მინიმუმ 15 წელია.... რაც აბსოლიურურად სხვა გემოსია და ძალიან ახალი და გემრიელია ხოლმე |
Posted by: S_H_I_N_Y 25 Apr 2010, 14:55 | ||
volli35
როგორ აკეთებ დაწერე რა მეც ვცდილობ არ ვჭამო ნაყიდი მაიონეზი და ზეითუნის ზეთით და მარცვლიანი მდოგვით (მგონი ფრანგულია) ვაკეთებ ხოლმე. სალათებს ძალიან უხდება. მიყვარს მდოგვის მარცვლები რომ იგრძნობა |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 15:08 |
S_H_I_N_Y პირველ რიგში უნდა გქონდეს სპეც სათქვეფი ან კიდე გამოდგება გერმანულ მიქსერს რომ აქვს თეთრი პლასტმასის სათქვეფი ..... ხელის ბლენდერის ვარიანტია .... მე ჩემი აპარატის ფოტოს ხვალ გაჩვენებ (დღეს ჩამოვა ფოტო-კამერა) მოგზაურობიდან) ეხლა მაიონეზი 1 კვერცხი (აუცილებელია კვერცხი იყოს ახალი, თორემ არ შეიკვრება მაიონეზი) მარილი, პირპილი ჩაის კოვზზე წყალში გახსნილი მწიკვი ლიმონმჟავა 1 ჩ.კოვზი მდოგვი (მაგრამ არავითარ შემთხვევაში მდოგვის ფხვნილი).... ნუ მე მდოგვსა ვაკეთებ თვითონ ზეთი --- 3/4 ჭიქა მე ჭიქას ვხმარობ აი ამას .... http://www.radikal.ru ანუ ყველაფერს ჩაყრი ერთად მაღალ და ვიწრო ჭურჭელში და უცბად ათქვეფავ სათქვეფით ..... მთავარია მაიონეზი შეიკრას ..... თუ ცოტა თხელი გამოგივა დაამატებ 1-2 სუფრის კოვზ ზეთს და კიდე ათქვეფავ ..... ნუ სურვილის მიხედვით ვამატებ მერე სხვადასხვა სუნელებს ... |
Posted by: წკაპო 25 Apr 2010, 15:31 | ||||||
რატომ უნდა გაგიბრაზდე, ვოლი35. ყველა უსტარს იმიტომ არ ვპასუხობ, რომ ყველა უსტარს ვერ ვკითხულობ, ხანდახან კი დრო არ მაქვს საპასუხოდ. ჩემი გამოხმაურება ბარბარიზმის „სიმძიმესა“ და სიხშირეზეცაა დამოკიდებული.
კრაბი არა გეთაყვა, კიბორჩხალა, კიბორჩხალა! |
Posted by: Peppi 25 Apr 2010, 15:49 | ||
ბესიკის26
რომელ რეცეპტს ეძებ? |
Posted by: tasikuna-taso 25 Apr 2010, 16:16 |
წკაპო მივესალმები და მომწონს თქვენი ჩასწორებები. |
Posted by: წკაპო 25 Apr 2010, 16:27 | ||
ვეცდები მომავალშიც არ გაგაწბილოთ. |
Posted by: n_j 25 Apr 2010, 16:31 |
ბოსტნეულის რაგუ http://pix.ge/ |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 16:46 | ||||
წკაპო
ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი (კრაბი) კიბორჩხალა გადმოქართულდებოდა ..... ისე ხუმრობის გარეშე და მეც მივესალმები ამას
|
Posted by: natali kalandadze 25 Apr 2010, 18:05 |
ტაკს, 4 კვერცხით, ერთი ქილა მოხარშული სგუშონკით, შაქრით, ფქვილით და მსგავსი მაიმუნობებით რა შეიძლება გავაკეთო სასწრაფო წესით?? მონამცხვრო |
Posted by: HAG 25 Apr 2010, 18:50 |
natali kalandadze მომზადების წესი: 2 ცალი კვერცხი 1 ჭიქა და მეოთხედ შაქართან კარგად ათქვიფე, დაამატე დანის წვერით სუფთა მარილი, მერე 1 ჭიქა მაწონში ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი, ნუ ძალიან სავსე კოვზი რომ არ იყოს სოდა შეურიე მაწონს და რომ აქაფდება დაუმატე მასას, 2 ჭიქა ფქვილი დაუმატე, ოღონდ კარგად გახსენი, 1 სუფრის კოვზი კარგად გაფილტრული ზეთი, ამ მასას შეგიძლია დაამატო ვანილი ასევე დანის წვერით, საბოლო მასა უნდა მიიღო არა ცომივით არამედ სქელი, მაგრამ მაინც რომ არ იკვრებოდეს, უფრო სითხისკენ. "შუალედური" რჩევა: შეგიძლია აქედან შეურიო რომელიმე: ან მურაბის წვენი, ან მშრალი ხილი, ან ჩირი, ან რამე ხილი, მაგალითად ბანანი, ვაშლი, რაც გინდა მოკლედ, მე ხანდახან რომ ჩავასხავ ფორმაში მასის რაღაც ნაწილს, მერე ვალაგებ რომელიმე ხილს და კიდევ ვასხამ ზემოდან, გემრიელი გამოდის )) ალკოჰოლური სასმელი თუ გაქვს, რამე გემრიელი მოლიკიორო, ან კონიაკი შეგიძლია მასას 1 ჩაის კოვზი თამამად შეურიო ))) გამოცხობის წესი: ღუმელში გააცხელებ ფორმას, წაუსვამ კარაქს, მოაყრი ფქვილს და დაატრიალებ, რომ ფქვილის მტვერი ყველგან თანაბრად განაწილდეს, რაც დარჩება თუ მეტი მოგივა შეგიძლია გადმოყარო ))) ჩაასხი მასა ფორმაში, შედგი ღუმელში 180 გრადუსზე 40-45 წუთით, მოკლედ გასინჯავ და მზადაა... რომ გადმოიღებ ზემოდან შეგიძლია შაქრის პუდრი მოაყარო, ან მინანქარი გააკეთო შოკოლადის, ან პირდაპირ მიიტანო... ოქროსფერი უნდა იყოს )) მოკლედ იმედია გამოგადგება, არ ვიცი რამდენად მარტივად დავწერე, მაგრამ გასაკეთებლად რთული არ არის )) წარმატებები |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 18:57 | ||
HAG
აი აქ ფქვილის მაგივრად გამოიყენე საფანელი ..... ესეც ჩემი რჩევა |
Posted by: HAG 25 Apr 2010, 18:59 | ||
volli35
აუცილებლად ვცდი )) მადლობა |
Posted by: volli35 25 Apr 2010, 19:08 | ||
HAG
ნუ უბრალოდ გამომცხვარ ნამცხვარზე შეიძლება აყვეს ფქვილი, რაც არც ისე მოწონებადია.... საფანელი კი უამრავიც რომ მოაყარო არანაირად არ ჩანს ნამცხვარზე .... თან საფანელიანი ნამცხვარი უფრო ადვილად სცილდება ფორმას ან საკონდიტრო ქაღალდს .... ვოტ |
Posted by: faustina 26 Apr 2010, 00:03 |
გოგოებო როგორ ხართ ? რომ იცოდეთ როგოოორ მშიააა , ამ დღეებში ვზარმაცობ ძალიან და განსაკუტრებულსა და ახალს არაფერს არ ვაკეთებ, მხოლოდ ვქარგავ და ვკერავ, თუ სურვილი გაქვთ , რომ დავამთავრებ ჩემს ნამუშევარს გაჩვენებთ დღეს გავაკეთე "ჩემი" ალბონდიგები, მეუღლეს შეკვეთით და ჩისკიქი, მხოლოდ ფილადელფიას მაგივრად დავუმატე ცოტა არაჟანი და მასკარპონეს ყველი... კარგი გამოვიდა, ცოოტა განსხვავებული გემო ჰქონდა, ვიდრე ფილადელფიანს, მეუღლეს კი ეს უფრო მოეწონა ამის გარდა დესერთად ავთქვიფე მასკარპონე, ნაღები და შაქარი, შემდეგ განიერ ჭიქებში ძირს ჯერ დაჭრილი მარწყვები ჩავუფინე, მერე ეს მასა მოვასხი, შუაში ისევ მარწყვები, მერე ისევ კრემი და ბოლოს მარწყვებით დავამთავრე, მაცივარში ჩევდე, და რომ გაცივდაა, უგემრიელესი გახდა ეს იყო დღევანდელი ჩემი შრომა სამზარეულოში, სურათებს კი მოგვიანებით გაჩვენებთ |
Posted by: Peppi 26 Apr 2010, 00:08 | ||
faustina
კარგი იქნებოდა, მართლაც *** ესეც შეპირებული სალათა http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=262&Itemid=55 პ.ს. ისეთი კუთხით გადამიღია, რომ აშკარად დიდი "აურზაურია" აღბეჭდილი . . თUმცა, მშიერი ქმარი თავზე რომ გადგას . . |
Posted by: Neno_ 26 Apr 2010, 01:26 | ||
faustina
აუ ეს მითხარი ესპანეთში რა სახელითაა ცნობილი და რა ფირმით? მე მგონი არ შემხვედრია... |
Posted by: წკაპო 26 Apr 2010, 01:28 |
Peppi, შენ საფრანგეთში ცხოვრობ? |
Posted by: faustina 26 Apr 2010, 01:37 | ||
Neno_
აქ ბერძნულ იოუგურტს ეძახიან იუგურტ გრიეგო ნატურალ . არის შაქრითაც სადაც იოგურტებია , იქ დევს, თიტქმის ყველა სუპერ მარკეტშია |
Posted by: Neno_ 26 Apr 2010, 01:43 | ||
faustina
დიდი მადლობა, ნაღდად არ ვიცოდი და მე მეგონა აქ არ ჰქონდათ არაჟანი |
Posted by: Peppi 26 Apr 2010, 10:44 | ||
წკაპო
მეზობლად, ჰოლანდიაში შენ თუ მიშველი: "ფლამბირება" ქართული შესატყვისი რა იქნება? |
Posted by: nite 26 Apr 2010, 10:50 |
დღეს არა გუშინ გამოვაცხე ორი სახის პეჩენია, ერთი კრახით დასრულდა მეორე ძალიან მაგრები გამოვიდა. ჯემიანები, და კიდევ ხინკლები გავაკეთეთ ერთობლივად მე ჩემმა დამ და დედაჩემმა. დიეტაც შემომერღვა. მარა რა უშავს, მაინც ბედნიერი ვარ. |
Posted by: trendy 26 Apr 2010, 12:25 | ||||
natali kalandadze
მოხარშული შესქელებული რძე წკაპო Junior rtuli
განსაკუთრებით სიტყვა ჟარუნაზე, მემართება გულყრა(ეს სიტყვაც მცოდნია) |
Posted by: rtuli 26 Apr 2010, 12:30 | ||
trendy
არადა წკაპო მართალია,ზოგჯერ ნუ ძაან ხვდება ყურზე. ამას მე რომ ვიტყვი |
Posted by: წკაპო 26 Apr 2010, 12:35 | ||||
პეპი, „ფლამბირება“ ანუ flamber წარმოშობით სხვა არაფერია თუ არა აალება. თუმც თანამადროვე ფრანგულში მას ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ითარგმნოს, როგორც აჩირაღდნება, აკაშკაშება. საჭმელთან მიმართებაში, ვგონებ, საუკეთესო თარგმანი იქნება აალება (ცხადია, თუ შეტრუსვაზე არაა საუბარი ). **** trendy, rtuli |
Posted by: nanana 26 Apr 2010, 12:37 | ||
trendy
+ მილიონი და პესოკი? :D:D წკაპო როგორც აჩირაღდნება, აკაშკაშება :D:D მაჭკატები აჩირაღდნებული ვაშლით |
Posted by: nite 26 Apr 2010, 12:37 |
თემას არ შეესაბამება მაგრამ აქ ვიკიტხავ, ყველაზე მეტად გათვითცნობიერებულები შემოდიან... შავი პური მჟავიანობას მიწევს და არსებობს რამენაირი შAვი ან რუხი პური რომელიც ამ თვისებით არ ხასიათდება? |
Posted by: trendy 26 Apr 2010, 12:41 | ||||
nanana
მაჭკატები და ლელანგოები მანერვიულებს, ვერ ვგუობ წკაპო
არ ვთარგმოთ რა, ხომ არის ისეთი სიტყვებიც, რომლებიც ჩვენ არ მოგვეპოვება და ვიხმაროთ ფლამბირება |
Posted by: rtuli 26 Apr 2010, 13:02 | ||||
წკაპო
მოწვა არწავა თუმცა ფლამბირება უფრო კარგათ ჟღერს nite
ძირითადათ უხარისხო ვაი ჭვავის ფქვილით ამზადებენ საქართველოში პურს,განსაკუთრებულად იაფ ფასიანებს,მაგათი მირთმევა არასასურველია. მე გირჩევდი შინჰოფერში ყიდვას,უგემრიელესი პური აქვთ. ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს რა! 2,50 ლარი ღირდა შავი პური+წონაც კარგი ქონდა და გემო სუპერ გემრიელი |
Posted by: Peppi 26 Apr 2010, 13:34 | ||
წკაპო მადლობა trendy
სიტყვა "ფლამბირება"-ც გაუგებარია ბევრისთვის და ამის განმარტებაცაა მისაწერი მაშინ, რას ნიშნავს; ***აი, სიტყვის პირდაპირ თარგმანს კი არ ვეძებ ხოლმე, მისი შინაარსობრივი გადმოტანა მჭირდება. მე "ლელანგო" არ მომწონს (გამსახურდია მომიტევებს იმედია), "ხრაშუნა" შევარქვი პს. საერთოდ, ქართულ ენაში არ გვაქვს არც ფინანსური და არც კულინარიული ლექსიკონი, თანამედროვე და გამართული . . . საერთოდ, ტერმინოლოგიის სპეციალისტების დეფიციტია ჩემი აზრით (შედარებას რომ ვაკეთებ სხვა ქვეყნებთან და ენებთან). |
Posted by: nite 26 Apr 2010, 13:37 | ||
rtuli
ფასს არ დავეძებ, შინჰოფერის მაღაზია სადმე თუ არის დელისთან ახლოს ხომ არ იცი? მაგათი ძეხვეულობა ყველა სუპერმარკეტშია და პური არ შემიმჩნევია, და ნეტა იქნება? |
Posted by: choli 26 Apr 2010, 14:33 | ||
nite
ერთი ოფისია შირნჰოფერის წერეთლის 87 ში, პროდუქცია იქნება ალბათ მარკეტებში |
Posted by: mariaa 26 Apr 2010, 15:05 |
ბოსტნეულის მიქს კრემ-სუფი http://www.radikal.ru სპაგეტი ა'ლა პუტანესკა http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: Ctrl 26 Apr 2010, 15:49 |
mariaa ორივეს რეცეპტი მინდა.. განსაკუთრებით მაგ პუტანა სპაგეტის |
Posted by: n_j 26 Apr 2010, 15:49 |
mariaa როგორც ყოველთვის მაგრამ ალა პუტანესკა რას ნიშნავს, საეჭვო ჟღერადობა აქვს |
Posted by: nite 26 Apr 2010, 16:07 | ||
choli
მადლობა, დავძებნი დღეს, mariaa ვახ, რა მაგრა გამოიყურება შენი სპაგეტი, ნერწყვი მომადგა |
Posted by: natsu 26 Apr 2010, 16:18 |
ქათმის რულეტი.http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 26 Apr 2010, 16:20 | ||
mariaa
მადიაღმზვრელი პუტანესკაა პუტანესკას გაქართულება შესაძლებელია ნეტა დღეს ვალონის მიერ დადებული რეცეპტით მოვამზადე ღორის ხორცი 3 პილპილში და გარნირად მოუმზადე კარტოფილის ჩიფსები დიდი მადლობა რეცეპტისთვის,ვისიამოვნეთ ძალიან! დაჭრის პროცესში http://pix.ge/ ესეც გარნირი http://pix.ge/ |
Posted by: volli35 26 Apr 2010, 17:23 | ||||
bachi24
"Fანტასტიკოში" ნაფარეულზე ..... rtuli ვაიმეეე შენმა ხორცმა მომკლა - გამგმირა ......ჩიფსებიც (თხლად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი ) მაგარია .... მეც ვაკეთებდი როცა მქონდა ის რაშიც ვწვავდი (ქართული სიტყვა არ ვიცი იმას რა შეესაბამება) * * * nite პურებს მიაკითხე "ანტრეში" .... ნუ ფასი იქაც გიკბენს მაგრამ ამბობენ ღირსო (მე საერთოდ არ გეახლებით პურს და ამიტომ ვერ ვიცი) * * * mariaa
რეცეპტი "ვ სტუდიუ" (ბოდიში) თუ შეიძლება |
Posted by: nanana 26 Apr 2010, 17:39 | ||
volli35 :D
ფრიტიურნიცა ანუ - თხლად შესაწვავი კარტოფილის შესაწვავი აგრეგატი |
Posted by: nite 26 Apr 2010, 17:49 | ||
volli35
მადლობა, არც მე ვარ დიდი მოყვარული პურის, უბრალოდ ამ დიეტის აუცილებელი კომპონენტია და უნდა ვჭამო. rtuli ვაიმე გული წამივიდა მაგ ღორის ხორცზე, სად დევს ეგ რეცეპტი? |
Posted by: nanana 26 Apr 2010, 17:52 | ||
trendy
ორცხობილა სუხოა. ანუ გამომცხვარს რომ ხელახლა გამოაცხობ. საბავშვო წიგნებში ეძახიან პეჩოს ორცხობილას, მაგრამ არასწორი თარგმანია. ხრაშუნა მომწონს სხვათაშორის. |
Posted by: n_j 26 Apr 2010, 18:50 | ||
rtuli
ბომბი, კალორიების საბადო, მაგრამ წარმომიდგენია რა გემრიელი იქნებოდა რომელი სამი პილპილი გამოიყენე? აქ მარტო შავი თეთრი და სურნელოვანი იშოვება, წითელ პილპილს ვეძებ, სადმე ხომ არ შეგხვედრია? ან სხვადასხვა პილპილების ნაკრები |
Posted by: rtuli 26 Apr 2010, 18:56 | ||||||
natsu
კარგი რულეტებია ამოვლებული გაქვს რამეში და ისე შეწვი? მე ერთხელ ქოქოსის ფანტელში ამოვავლე,ძალიან მოუხდა volli35
თუჯის ქვაბში ცავასხი ზეთი და შევწვი nite
http://vinoge.com/samzareulo/xorciani-kerZebi/Roris-mWle-sami-pilpilis-sousSi ოღონდ მე თეთრი ღვინო გამოვიყენე |
Posted by: natsu 26 Apr 2010, 19:14 |
ქათმის რულეტი. ქათმის ფილე დაჩეჩქვეთ,მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი,გულსართად ჩაუდეთ მარილგამოცლილი გახეხილი სულგუნუ=ის,წვრილად დაჭრილი ოხრახუშისა და ქინძის ნარევი.დაახვიეთ რულეტი,დაამაგრეთ.ამოავლეთ კვერცხში და საფანელში.შეწვით ბლომად ზეთში. |
Posted by: viko 26 Apr 2010, 19:17 |
ბადრიჯანი ნიგვზით, მჭადები , ისპანახის რულეტი ... http://image.geotorrents.com/ http://image.geotorrents.com/ http://image.geotorrents.com/ |
Posted by: Miss_Nata 26 Apr 2010, 19:21 |
viko ისპანახმა მომხიბლა განსაკუთრებით,იქნებ გაგვანდოთ როგორ ამზადებთ? |
Posted by: natsu 26 Apr 2010, 19:23 |
გარდა იმისა,რომ ვიტამინების საბადოა, ვიზუალშიც ულამაზესიააა! |
Posted by: viko 26 Apr 2010, 20:15 |
Miss_Nata, natsu რეცეპტს ბოსტნეულში დავდებ |
Posted by: rtuli 26 Apr 2010, 20:31 | ||
n_j
ბერძნულია სხვადასხვა პილპილების ნაკრები,ვარდისფერიც ურევია. საფვავიანი ქილაა,თავი ვერ მოვხსენი მთელები რომ ამომეღო და ქილას ბოლო მოუღე,გავტეხე მოკლედ გუდვილში არვიცი თუ არის,მაგრამ აქ ხილიანზე გვაქვს სუპერმარკეტი და იქ შევიძინე მძიმე დღე გვაქვს ორშაბათი და დღის დატკბობა მოვინდომე ალია პავლოვა,ანუ პირველი ცდაა ჩემს ღუმელში ბეზეს გამოცხობა,რადგან გაზქურის ტემპერატურის მანიშნებელი 170 დან იწყება ,150-თის დაყენებას ვცდილობდი მაგრამ ცოტა მეტი მომივიდა ჰოდა, პავლოვამ თეთრი პაჩკა კრემისფრად შეიცვალა აი შედეგიც: http://pix.ge/ კრემი პუდინგის მოუმზადე მსუბუქი. ესეც ის რიტიც დავიმსვიდე თავი http://pix.ge/ |
Posted by: bachi24 26 Apr 2010, 20:33 |
nanana დავარღVიე დიეტა, ტორტი ვჭამე |
Posted by: nanana 26 Apr 2010, 20:36 | ||
bachi24
უფ. მეზიზღება დიეტა. დღეს-ხვალ-ზეგ-მაზეგ-მიზეგ და მერე ვნახოთ |
Posted by: djindjidrinji 26 Apr 2010, 21:04 | ||
ხორხე
დასაკრავი ინსტრუმენტის ასოციაციას იწვევს და ლუგელასი კიდე... |
Posted by: marilis 26 Apr 2010, 21:15 |
დღეს სასადილოში არ წავედი და საკუთარ თავს მწვანე ლობიო და კარტოფილის პიურე გავუკეთე |
Posted by: PoderShileno 26 Apr 2010, 21:52 |
ჩქმერული კვება.გე-ზე აღმოჩენილი ვიდეო რეცეპტის მიხედვით: http://www.radikal.ru |
Posted by: WOMAN IN LOVE 26 Apr 2010, 21:54 | ||
PoderShileno
შქმერული. შქმერი სოფელია ზემო რაჭაში. |
Posted by: ხორხე 26 Apr 2010, 22:04 | ||
djindjidrinji
ჰო ერთი კილო ლელანგო ამიწონეთ გეთაყვა |
Posted by: volli35 26 Apr 2010, 22:18 | ||||||
nanana
აბა ეხლა ამ სიტყვის დაწერას გავბედავდი???? rtuli
უი ესე არც მიცდია
რაც ეს აგრეგატი აღარ მაქვს .... დარად რომ დავინახე შენი ჩიპსები მივხვდი მომნატრებია |
Posted by: rtuli 26 Apr 2010, 22:33 | ||
volli35
ჰოდა მარტივად შეწვი: სათლელი თუ გაქვს ბოსტნეულის!? აი მაგაზე თხლად+სწრაფად დავთალე თუჭის ან სხვა სქელკედლიანი ქვაბი გაახურე+2 თითის სისქეზე ზეთი ჩაასხი. ჩაყარე ,პორციებათ კარტოფილი და შეწვი,ამოიღე და ბოლოს მარილიც მოაყარე ჩემმა შვილმა ნაყიდს ჯობიაო |
Posted by: dariala 26 Apr 2010, 22:34 |
rtuli რა შეუბრალებლობაა (( |
Posted by: mariaa 26 Apr 2010, 22:38 | ||||||||||
Ctrl volli35 დავწერ ცოტა მოგვიანებით n_j
rtuli
მეც ვცდი მომავალში.. * * * viko
გამახსენდა რომ ერთი კარგი ისპანახის რულეტი მივიწყებული მაქვს..სუპერ გარნირია.. |
Posted by: volli35 26 Apr 2010, 22:45 | ||||||
rtuli
ნუ რა თქმა უნდა მაქვს ... ადრე ხო ამით ვჭრიდი კარტოფილს ...... mariaa
გელოდები მართლა .... ხორცის მერე სპაგეტიში მგონი გავცვლი ყველას
რაც გინდა ერქვას მთავარია იყოს სპაგეტტი ..... და თანაც უგემრიელესი სოუსით |
Posted by: Bella Moretta9 26 Apr 2010, 23:09 | ||
ეს მართლაც ნახოდკაა მეც უნდა მოვიქაჩლო მერე თავი |
Posted by: viko 26 Apr 2010, 23:14 |
rtulli опять море ისევ ულამაზესი. |
Posted by: natali kalandadze 26 Apr 2010, 23:41 |
დღეს პიურეთი და შპროტით "მოვატყუე" ბიჭები გემრიელი იყო |
Posted by: killer 26 Apr 2010, 23:42 |
დღეს გავაკეთე პიცა ორნაირი. და უგემრიელესი სოუზი |
Posted by: t e o n a 26 Apr 2010, 23:49 | ||
rtuli
დორბლ, დორბ, დოოოოორბლ.... რამე არის ისეთი რასაც თვქენ ვერ აკეთებთ... ? აი, მართლა გულწრფელად მაინტერესებს... გავგიჟდი, გავოცდი, გადავირიე rtuli უუმაგრეს |
Posted by: mariaa 27 Apr 2010, 00:05 | ||
Ctrl
აი ერთ-ერთი ბოსტნეულის კრემ-სუფი 1/2კგ გოგრა 2 ყაბაყი 1 ხახვი 1 კარტოფილი ცოტა ნიახური 1 სტაფილო მარილი პილპილი Fასკომილო 1/2 ლიტრა ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი 100გ კარაქი ან ზეითუნის ზეთი 1 ჭ ნაღები ან არაჟანი კუბიკებად დაჭრილ ბოსტნეულს მოხარშავ ბულიონში.. დაამატებ მარილს,პილპილს და კარაქს. დააბლენდერებ და მზად არის. მიირთვი ნაღებ მოსხმული ან არაჯნით. enjoy... * * * ეს ჩემი პატარას ბავშვური მაკარონჩიკები http://www.radikal.ru |
Posted by: upwave 27 Apr 2010, 00:39 |
მე 2 საათის წინ გავაკეთე აჭარულები და გემრიელად მივირთვი 11 საათზე დარჩენილი ცომით კი, ჩემს პაწაწუნებს საკონდიტრო ვარსკვლავებით გალამაზებული კაცუნები და ჩიტუნები გამოვუცხვე (უფრო სწორად თვითონ გამოვაძერწინე). ძალიან ისიამოვნეს |
Posted by: blblbl 27 Apr 2010, 00:48 |
დღეს გავაკეთე კექსი,ადრეც რამდენჯერემ გამიკეთებია განსხვავებული არც ეხლა მიქინია არაფერი,ღუმელში რომ იდო და ვუყურებდი იმხელაზე იყო ამოსული მეგონა გადმოვიდოდა,მაგრამ როგორც კი გამოვრთე და გამოვიღე დაიწია და ჩAტენიანდა რატომ უნდა მოსვლოდა? |
Posted by: mariaa 27 Apr 2010, 00:51 |
Ctrl volli35 სპაგეტი ა'ლა პუტანესკა მთლიან პომიდვრების კონსერვს,ტომატ პასტას,კაპარის,ხახვს,ზეთის ხილს,მწვანე ხახვს(რომელიც დღეს გამოვტოვე)5 წუთით მოშუშავთ ცოტა ზეთში ან კარაქში და დაუმატებთ მოხარშულ მაკარონს პირდაპირ ქვაბიდან. დაამატებთ ანჩოუსებს,ამოურევთ და მზად არის..ბოლოს მოაყრით ოხრახუშს..თუ გინდათ ყველსაც.. enjoy... |
Posted by: volli35 27 Apr 2010, 01:35 | ||
blblbl ბისკვიტის ცომი დაწერე აბა??? .......... ისე ალბათ ცხობა დააკელი ....... ან ცეცხლი ქონდა არასწორი ... მაგრამ ცომიც მაინტერესებს * * * mariaa
აუცილებლად ვი-enjoy-ებ ...... დიიიიიიიდიიიიიიი მადლობა |
Posted by: blblbl 27 Apr 2010, 01:39 |
volli35 http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=4322530 აი ამ რეცეპტით გავაკეთე,უბრალოდ ყავის მაგივრად ბანანი ვუქენი.ადრეც გამიკეთებია და არ მოსვლია ასე,ცეცხლი როგორც ადრე ისე ჰქონდა გემრილეი კია მარა ჩატენილია ცომი |
Posted by: WALLON 27 Apr 2010, 04:07 | ||||
rtuli
მაგარი გამოგსვლია გაგიჭირდებოდა n_j
თეთრი არ უქნა გაუფუჭებს გემოს აქ როგორც იქნა კაი ამინდი გამოვიდა, აჯაფსანდალის დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ უკარტოფილოდ, კაი ცხარე და ცხიმში მოშუშული ყველიან ერბოკვერცხთან გაკეთებული მიყვარს http://www.radikal.ru |
Posted by: forumeli007 27 Apr 2010, 09:57 |
ეს ჩემი გაკეთებული ანა პავლოვა... პირველ ცდაზე ურიგო ნამდვილად არ ყოფილა... თან ხილის ნაკლებობას განვიცდიდით მოკლედ რაც ოჯახში იყო ის ხილი ძლივს ვამყოფინე http://www.radikal.ru ეს ცალკე ერთი ცალი, ისე გემრიელი კი იყო.... http://www.radikal.ru ეს ტორტიკი, რომელიც პირველ ცდაზე ჩავარდნილი ბეზეთი "შემომეკეთა" :D:D http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ეს კი ტორტის "შინაგანი სამყარო" http://www.radikal.ru მინდა აღვნიშნო რომ იყო უუუუმაგრესი და ჰაეროვააააააააან, თან ძალიან გემრიელი http://www.radikal.ru ეს კი პავლოვასგან დარჩენილი კვერცხის გულებისგან გაკეთებული ნაყინი.... მნია, მნია, მნიააა ისეთი ძაააან გემრიელი იყოოოოო http://www.radikal.ru ეს დაჭრილ მდგომარეობაში http://www.radikal.ru აი ასე ვიქალე ოჯახში ჩემ ქმაროს დაბადების დღესთან დაკავშირებით ექსპერიმენტმა პავლოვასთან დაკავშირებით კი გაამართლა, მაგრამ მაინც დამრჩა კითხვები ... მოკლედ ბეზე მართლა კარგად ამოვიყვანე, თუნუქის ფურცელზეც კარგად დაჯდა, აერღუმელშიც კარად იყო , მაგრამ რამოდენიმე ხანში შევნიშნე რომ გვერდები "ჩამოეტყლარწა"... ანუ არ იყო ისეთივე მაღალი როგორც თავიდან, გვერდებში გაიწელა და დავარდა ცოტათი, ვაცხვე მართო ქვედა წვაზე, 100 გრადუსზე, და 2 საათის მანძილზე, მერე გამოვრთე ღუმელი და მთელი ღამით დავტოვე მასში, კარგად იყო გამომშრალი და მღთლა გემრიელი კი იყო, მაგრამ არ მომეწონა რომ სიმაღლე დაკარგა და გაიტყლარწა... ჩემო ჯადოქრებო გთხოვთ მასწავლოთ რაში დავუშვი შეცდომა კარგი?? რატომ არ დარჩა იგივე სიმაღლის ჩემი ბეზე??? გემახსოვრებათ ჩემი და ბეზეს ჭიდილი ადრე , ამ შემთხვევაში კი გამომივიდა, მაგრამ სიმაღლე მაინც დაკარგა და გვერდებში გაიწელა... მოვისმენ ნებისმიერ რჩევას ბეზესთან დაკავშირებით, ბოლო-ბოლო მინდა დავამარცხო და მოვიყვანო ჩემ ჭკუაზე |
Posted by: tarsha 27 Apr 2010, 10:59 |
ესე იგი, ფარში როგორ შევკმაზოთ რო კარგი კატლეტი გამოვიდეს, რა არი საჭირო და რა დოზით? ვთქვათ 1 კგ, ფარშზე, |
Posted by: n_j 27 Apr 2010, 11:00 |
forumeli007 პავლოვას ცომიც უნდა? მე ვიცი მხოლოდ ბეზე, კრემი და ხილი, უმეტესად კენკრა მე დღეს ტირამისუს გაკეთებას ვგეგმავ |
Posted by: fermina 27 Apr 2010, 11:02 | ||
http://forum.ge/?f=82&showtopic=33848583&st=0 აგერ მთელი თემა ეძღვნება კატლეტს |
Posted by: forumeli007 27 Apr 2010, 11:04 |
n_j არა, ცომი არ უნდა, ბეზეა გამომცხვარი, მაგრამ ეს ბეზე რომ დავდე თუნუქის ფურცელზე გაცილებით მაღალი იყო და მერე გაიწელა... და რატომ არ ვიცი... არადა კარგად გამომშრალი იყო... ზედა და ქვედა წვა ერთიადან უნდა მიმეცა??? |
Posted by: n_j 27 Apr 2010, 11:24 |
ფერით გავს ეკლერებს და მეგონა ცომი იყო. მე პავლოვა არ გამიკეთებია და ვერ გეტყვი , იუთუბზე გადახედე ვიდეოებს, რამდენიმე ფრანგულ რეცეპტში ვნახე რომ ცოტა არაყსაც ამატებენ. საერთოდ ახალ რამეს როცა ვაკეთებ ჯერ ბევრ რეცეპტს ვნახულობ და მერე ვარჩევ ხოლმე, ცილა კარგად იყო ათქვეფილი? მკვრივი და ღრუბელივით მასა უნდა იყოს, ეგ ვიცი |
Posted by: viko 27 Apr 2010, 11:42 |
volli 35 ის რეცაპტით გავაკეთე მაიონეზი. გამოვიდა თხელი დავუმატე წყალი, ფქვილი გამოვიდა პიცა რა დავარქვა?[ URL=http://image.geotorrents.com/][/URL] ეს წავითამაშე http://image.geotorrents.com/ |
Posted by: rtuli 27 Apr 2010, 11:46 | ||
forumeli007
მშვენიერი პავლოვაა რას ერჩი!?მითუმეტეს ყველას მოეწონათ. წინა გვერდზე ჩემი სურათი დევს პავლოვასი ,შეხედე აბა. მეც გამოვაცხე პირველად,ჩემი შენიშვნები მე : ღუმელს ვერ გაუგე ტემპერატურა,ცოტა ცხარეში მომივიდა. კვერცხი ძველი უფრო კარგათ ამოსაყვანია. ძმრის მაგივრად სხვა დროს ლიმონ მჭავას დავამატებ ,ის უცვლის ბეზესაც ფერს. კრახმალი მხოლოდ სიმინდის უნდა იყოს. პავლოვას რეცეპტები უამრავია და შაქრის რაოდენობა კვერცხის ცილებთან სხვადასხვაა,ამიტომ ბევრჯერ უნდა გამოაცხო რომ დაიჭირო ის ოქროს შუალედი რომელიც უნდა იყოს. ჩემი ბეზე ამოვიდა და არიცვალა გვერდები,მე მგონი ცოტა გატყლარჭვის ბრალი შაქრის უკმარისობაა. |
Posted by: forumeli007 27 Apr 2010, 12:01 |
rtuli მადლობააააა როგორ მიხარია შეფასება შენგააააან ე.ი. ახლა რა მოხდა... ბეზე იყო საოცრად კარგად ამოსული, ჩავყარე ბოლოში უკვე კრახმალი (კარტოფილის) და ბოლოს ძმარი რომ ჩავასხი ეგრევე დავარდა.... გული კინაღამ გამისკდა.... ვერ ამოვიყვანე, მაგრამ ნერვები არ მოვიშალე და შედეგად ტორტი გამოვაცხვე იცი რა გემრიელი იყო მართლა??? ავდექი და ხელმეორედ გავაკეთე ბეზე... 4 კვერცხის ცილა + 4 სუფრის კოვზი შაქარი, შაქარი დავფქვი და "პუდრა" (ბოდიში... ქართულად რა ქვია ვერაფრით ვერ მოვიგონე...) ჩავაყარე, რომ უფრო კარგად ამოსულიყო... ბოლოს ისევ კრახმალი, მაგრამ ძმარი უკვე აღარ ვუქენი, რადგან შემეშინდა.... მე მაქვს ელექტრო ღუმელი, ძლაიან კარგად აცხობს, ამ შემთხვევაში მარტო ქვედა წვა გამოვიყენე და ნეტა ზედა წვაც ხომ არ უნდა მიმეცა??? შენი პავლოვა ძალიან მომეწონა მოყვარს მასე რომ აქვს გვერდები ბეზეს... ჩემ შემთხვევაში ასე არ გამომივიდა... მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრი!!!! მაინც გავაკეთებ კარგ ბეზეს ისე ნინი აქვს მნიშვნელობა კრახმალს კარტოფილის იქნება თუ სიმინდის??? და კიდევ ერთი... კალკას ცხიმი წაუსვი შენ?? მე წავუსვი და იმის ბრალი ხომ არ იქნება რომ გამეტყლარჭა??? |
Posted by: tarsha 27 Apr 2010, 12:13 |
აი ეს რეცეპტი ვნახე კატლეტისთვის, კატლეტის თემაში: გაატარე ხორცი, ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ნიორი, ცოტა ქინძი. აურიე კარგად, შეაზილე კვერცხი, შეაზავე მარილით და თუ სიცხარე გინდა.წიწაკითაც. მერე დაამრგვალე, ამოგანგლე ორცხობილაში და შეწვი კარაქში, ერბოში ან ზეითუნის ზეთში. ნახევარ კილოგრამ ხორცზე მოუწევს 1 საშუალლო ზომის ხახვი, ნივრის 3 საშუალო ზომის კბილი, 1 კვერცხი..მწვანილი-თვალზომით (ძალიან მწვანე რომ არ გამოვიდეს). კარტოფილსაც უშვებიან ხოლმე გამიგია, თუ არა? |
Posted by: fermina 27 Apr 2010, 12:32 | ||
კი, კარტოფილსაც, რძეში ჩამბალ პურსაც, ზოგი ხახვს წვრილად ჭრის, თუშავს ცხიმში და იმას ამატებს, აგემრიელებს ძალიან, მოკლედ ათასნაირად შეიზლება. მე ცოტა სტაფილოსაც ვუკეთებ ხანდახან... http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=16&Itemid=55 აი ეს კარგი რეცეპტი ჩანს. |
Posted by: volli35 27 Apr 2010, 12:40 | ||||
forumeli007
იცი რატომ????? ცეცხლი გექნებოდა მაღალი .... ბეზეს აუცილებლად უნდა ძალიან დაბალი ცეცხლი ..... და როგორც წესი უნდა აცხო მინიმუმ 6 სათი .... და თუ ღუმელის კარებს ოდნავ ღიად დატოვებ გამომცხვარი ბეზე იქნება ქათქათა თეთრი .... იქო დრო ყოველდღე ვაცხობდით ბეზეს სხვადასხვა სახით შეკვეთებისვის ...... და ეხლა ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ .... ბოლომდე რომ ათქვეფავთ ბეზეს ბოლოს ჯერ კიდე თქვეფის პროცესში დაამატეთ მჭიკვით ლიმონმჟავა .... ეს ხელს უწყობს გამომცხვარ ბეზეს იყოს მკვრივი viko
პირველ რიგში როგორი სიცჰქარით ათქვიფე ესაა მთავარი .... და მეორეც უბდა დაგემატებინა კვერცხი და შეიკვრებოდა .... ცოტა ხანში გადავუღებ ჩემს მაიონეზია აპარატს ფოტოს და დავდებ |
Posted by: tarsha 27 Apr 2010, 12:45 |
fermina დიდი მადლობა ლინკისთვის. |
Posted by: rtuli 27 Apr 2010, 13:03 | ||
forumeli007
1.ცილები სხვადასხვა ზომის არის(ანუ კვერცხები)ამიტომ შაქარი აშკარად დააკელი 120გრ.ცილაზე უნდა 200გრ. შაქრის პუდრი!(უკვე დაფქვილი) 2. შაქრის პუდრი გაცერი?დარწმუნებული ვარ არა . საფქვავი არფქვავს 100%,შენ გაცერი და მიხვდები რომ წმინდა პუდრი არ იყო ,რასაც მოყვა შაქრის კრისტალების არა ბოლომდე გახსნა და ა.შ..... 3.ძმარი და კრახმალი არითქვიფება,ამოსულ ბეზეში ხის კოვზით ვაზელთ. წესით პავლოვას აცხობენ 130-150გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.(შიგნით წელვადი მასაა) თუ გამომშრალი გინდა ,მაშინ 100გრადუსზე 2 საათის განმავლობაში.(შიგნით მშრალი მასაა) ზემოდან ჩართვა არუნდა,მხოლოდ ქვემოდან. ჩაატარე ეკსპერემენტები და დატკბი შენი შედეგებით |
Posted by: ბესიკის26 27 Apr 2010, 13:04 |
volli35 მეც ვაკეთებ მაიონეზს ხანდახან,ზუსტად მაგ რეცეპტით,მაგრამ იცი რა არ მომწონს?მაქ ხომ ზირითადი მასა მაინც ზეთია,სალათა მაგიტი რომ გავაკეთე მალე გაქრა თეთრი ფერი და დარჩა გამჭვირვალე თითქოს მატთლა მარტო ზეთი უქენი,ვცადე ცოტა კარტოფილის სახამებლის დამატება მაგრამ საშინლად შეუცვალა გემო.შენსასაც მასე ემართება?ისე სისქე მართლა კარგად გამომდის- კოვზით სქლად ვიღებ გაციებულს ,თუ თხელი ე.ი.ზეთი აკლია,დაამატო უნდა და გააგრძელო თქვეფა ,სქელდება ეგრევე,იქნებ მირჩიო რამე თუ შენი არ "ქრება"? |
Posted by: n_j 27 Apr 2010, 13:04 |
ჩემი ტირამისუ უკვე მაცივარში ნებივრობს, კრემი იყო საოცრად გემრიელი. ერთი სული მაქვს გავსინჯო |
Posted by: tos-ka 27 Apr 2010, 13:20 | ||
rtuli
რასაც მე მაგ საფქვავიან ქილას დავეძებ! შენ კიდევ შეუბრალებლად ტეხაავ! ისევდაისევ შეუდარებელი ხარ, ძვირფასო! ბრავო! |
Posted by: annak 27 Apr 2010, 13:26 |
დღეისთვის გავაკეთე ხაჭაპური http://www.radikal.ru და პირველად გამოვაცხვე შუები ნაღების + იოგურტის კრემით ზემოდან ზოგი წმინდად დაფქვილი შაქრით, ზოგი შოკოლადით მოვრთე. http://www.radikal.ru |
Posted by: Dr_Zuzumbo 27 Apr 2010, 13:26 |
კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადრე მრავალჯერ ნათქვამს ჭეშმარიტებას: ბეზე არ "ცხვება", ბეზე შრება. ასეთი პრინციპით როცა მიუდგებით საქმეს, მაშინ აუცილებლად გამოგივათ. ე.ი. ტემპერატურა არაუმეტეს 70 გრადუსისა და კარგი განიავება |
Posted by: rtuli 27 Apr 2010, 13:26 | ||||||
tos-ka
დიდი სიამოვდებით გავტეხე,სხვა მაქვს სპეციალური,რაშიც პილპილს ვყრი და ვფქვავ(ახალი დაფქვილი მაინც სულ სხვაა),ჰოდა გავიმეტე (თან მაიც ერთჯერადია). აუცილებლად დაგასაჩუქრებ,შევიძენ დიდ ყუთს და მაგაში სხვა ყუთებს ჩავდებ(მატრიოშკის ეფეკტით),ჰოდა ბოლოს ის საფქვავი შეგრჩება ხელში ფერადი პილპილებით ერთი ვერ გამოვედი და ვერ გნახეთ,მომენატრეთ annak
ხაჭაპური ანათებს ,დღევანდელი უჟმური ამინდის ფონზე . * * *
ამ ვ ი დ ე ო რეცეპტს თარგმანი არც უნდა,ისედაც გასაგებია. სიამოვნებით ვუყურე http://www.megatv.com/glykesalximies/page.asp?catid=15523&subid=20531&tag=12801&pubrelid=2069730 აქ 6 ცილაზე არის 200გრ. წმინდა შაქარი და 200გრ. შაქრის პუდრი+1 ჩ.კ. კრახმალი! გამოაცხო 100გრადუსზე 1-1,5 საათი და მერე გამოაშრო ოთახის ტემპერატურაზე,ანუ დაალაგა და იდო რა. რა ბეზეები გამოუვიდათ |
Posted by: volli35 27 Apr 2010, 13:36 | ||||
ბესიკის26
არა ჩემი არ ქრება არანაირად და ერტი კვირაც რომ იდოს სალათი მაიონეზი არ კარგავს შემცველობას ... ვააააააააააააა დამაფიქრე * * *
+1 და ზუატად ამიტომაა რომ დიდი ხანი უნდა ცხვებოდეს და თან ღუმელის კარი შეღებული უნდა იყოს ..... ნე რამეც ჩავცრი ხოლმე (ასანთის კოლიფის ზომას) |
Posted by: tos-ka 27 Apr 2010, 13:54 | ||
rtuli
ეს ძალიან კარგი აზრია, მით უმეტეს, რომ ჩვენც მოგვენატრე. დღეისთვის ნამცხვარი ვიფანტაზიორე, სალათი და ხარჩო, კიდევ, (რა თქმა უნდა სტუმრები მყავს ) ოღონდ დავტოვე ყველაფერი და სამსახურში მოვქანდი საღამოს თუ დამხვდა რამე სასურათე, გადავიღებ. |
Posted by: Sikvdila 27 Apr 2010, 14:00 |
სადისტებო ! |
Posted by: rtuli 27 Apr 2010, 14:01 | ||
volli35
ნამდვილად ეგრეა ბეზეს მიმართ მაგრამ,აქ პავლოვაზეა ლაპარაკი ,სულ სხვა კონსისტენცია უნდა ქონდეს |
Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 14:05 |
თანამზარეულებო, სადაბადებისდღეო მარტივად და სწრაფად გასაკეთებელ გემრიელ მენიუს ხომ ვერ შემიქმნიდ-შემომთავაზებდით? დღესდღეობით ასეთი გეგმა მაქვს:
|
Posted by: volli35 27 Apr 2010, 14:11 |
rtuli ხო ხო .... უბრალოდ მეც ვაკეთებდი მაგ ვარიანტის ნამცხვარს .... ნუ უბრალოდ პავლოვა არ ერქვა .... და იმიტომ გავბედე ჩემი აზრი გამომეთქვა |
Posted by: WALLON 27 Apr 2010, 14:12 | ||
წკაპო
კარგად შებოლილი ლორი ჩაამატე |
Posted by: mariaa 27 Apr 2010, 14:16 | ||||
rtuli
ამ კაცის ტკბილეულობაზე გიჯდებიან ბერძნები n_j
მალე გამოაბრძანეეე მაინტერესებს ლობიანები http://www.radikal.ru |
Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 14:16 | ||||
WALLON, შაშხვლავი და ლორი? რაღაც ვერ წარმომიდგენია გემო. მადლობა აზრის მოწოდებისათვის. |
Posted by: iko-iko 27 Apr 2010, 14:17 | ||
forumeli007
ტყუილად იძახი რო არ გამომივიდაო, ეს ხომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია |
Posted by: rtuli 27 Apr 2010, 14:17 | ||||||
წკაპო
პურ-ცომეული ბევრი გაქვს და თავი კერძი? რამე ხორცით და ბოსტნეულით volli35
ვიცი რომელსაც გულისხმობ,პირამიდასავით რომ ეწყობა არა? მანდ ნამდვილად გამომშრალი უნდა ბეზეები. პავლოვას ბეზე გარედან მშრალია და შიგნით ან სუფლესავით არის ან მოწელვადო მასა,სხვა რამეა. მე მშრალი ბეზე არმიყვარს ,ნუ ძალიან ტკბილია . mariaa
ტრანსლეიტი მაქვს და რეცეპტებს ისე ვიწერ რასაც ვერ ვთარგმნი ვხვდები როცა ვუყურებ. ძალიან მომწონს,თან სხვებთან ერთად რომ ამზადებს ესეც მომწონს |
Posted by: mariaa 27 Apr 2010, 14:22 | ||
annak
ეს კი ჩემი "ხაჭაპური" http://www.radikal.ru |
Posted by: forumeli007 27 Apr 2010, 14:27 |
volli35 ვაცხვე თუ ვაშრე 100 გრადუსზე, 2 საათის მანძილზე და მთელი ღამით დავტოვე გამოსაშუშათ rtuli მართალი ხარ! შაქრის პუდრი არ გამიცრია და ძმარი და კრახმალი შევათქვიფე ... კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის!!! rtuli ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ!!!! ახლა მომავალში ჩიტის რძე მაქვს გეგმაში... გახსოვს მაშინდელი ჩემი "ჩაფლავების" ამბავი ???? მაგრამ ახლა ძაააან შემართებით ვარ და ვნახოთ რა გამომივა |
Posted by: catherina_10 27 Apr 2010, 14:31 |
mariaa ასეთი ფერის რატომ არის ყველი? |
Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 14:33 | ||||
რთული, სუფრას არ ვშლი, ორ-სამ ლუკმიანი კანაპეების გაკეთებას ვაპირებ, „ებროპულათა“. |
Posted by: n_j 27 Apr 2010, 14:34 | ||
mariaa
მთლიან ღრმა ფორმაში გავაკეტე და ისეთი ნაზი და სათუთი მასაა, არც კი ვიცი ლამაზად დაჭრას და ამოღებას თუ მოვახერხებ. იმედია არ დამეშლება, მინდა რომ ფოტოგენური იყოს პ.ს. შენი სენდვიჩები შორიდან მიყვარს |
Posted by: volli35 27 Apr 2010, 14:35 | ||||
rtuli
არა იგივე სტილის კალათის ფორმისაა ისინი ..... მერე გულში ვყრი მოხალულ და თხლად დაჭრილ ნიგოზს ან თხილს და ზემოდან ვრთავ კრემ "აპარალით" ... აი რასაც ქვია დნება პირში .... ნუ ეს კრემი ხო საერთოდ ჩემპიონია კრემებს შორის forumeli007
ნუ მე ვაცხობ მთელი ღამის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე .... გრადუსები არ ვიცი ზუსტად მაგრამ მინიმუმიმს მინიმუმზე .... ისე ვაყენებ რომ იმის მერე უკვე ჩაქრება ცეცხლი ..... არ ვიცი თუ მიგახვედრე ..... და ნუ კარებს ოდნავ გამოღებულს ვტოვებ ...... ვუდებ რამეს მიახლოვებით ერთ სანტიმეტრზე რომ იყოს ღია ...... ასე ქათქათა თეთრიც გამოდის ყველაფერთან ერთად და ნუ ბეზესაც ეგეთი შეფარდებით არ ვაკეთებ კვერცხს და შაქარს |
Posted by: WALLON 27 Apr 2010, 14:38 | ||||||
შაშხვლავი საერთოდ არ უნდა დამიჯერე, წვრილად დაჭრილი ლორი და შაშხი უქენი, კარგად დაბლენდერებული ხახვის და ნიორის და ქინძის ნარევი ცოტა კარაქში მოშუშული, ქვემოთ ფორმაში მთლიანი ნიგვზები ჩაუწყვე და ცხობის დროს ლამაზად მოიწვება, ყველს თუ უზამ პარმიჯანოს პეკორინო აჯობებს, ასევე უხდება ცოტა მწვანე ფისტაშები |
Posted by: saba444 27 Apr 2010, 14:39 |
წკაპო სადაც ხართ,ტარხუნა იშოვება?თუ კი, გემრიელ სალათს შემოგთავაზებთ ქათმის ხორცით. |
Posted by: ბესიკის26 27 Apr 2010, 14:43 | ||
volli35
gagvande ra kremia please! |
Posted by: saba444 27 Apr 2010, 14:48 |
ნუ მაინც დავწერ: ქათმის სალათა ტარხუნით მოხარშული ქათმის ხორცი წვრილად დავჭრათ,ვამატებთ დაჭრილ ტარხუნას,რაოდენობა-(მაგ. 500 გრ.-ზე დაახლოებით 4-5 კონა) ბლომად ჭირდება და თან ძალიან უხდება, დავამატოთ მწვანე ხახვი,შავი პილპილი,მარილი გემოვნებით და მაიონეზი. უგემრიელესიაა |
Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 15:16 | ||||||||||
ვალონ, ვიცი, რასაც მეუბნები, თითქმის ჩვეულებრივი მარილიანი კექსია, ისე მაგასაც შევიტან სიაში. კექსი შაშხვლავით, პარმიჯანოთი და ფიჭვის თხილით გიჭამია? უგემრიელესია.
იშოვება. |
Posted by: WALLON 27 Apr 2010, 15:29 | ||
წკაპო
არა ეგ არ გამისინჯია აი ასეთს აკეთებს ჩემი ცოლი, ძალიან მევასება, მაგრამ ამის რეცეპტი არ ვიცი, თვითონ სახლში არ არის რომ ვკითხო http://www.radikal.ru |
Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 15:37 |
WALLON, დიდი მადლობა. მაქვს მაგის რეცეპტიც (ოღონდ მე ზეთისხილსაც ვამატებ ხოლმე), ჩემი საყვრაელი კერძების სიაშია. |
Posted by: rockataka 27 Apr 2010, 16:18 | ||
mariaa
ხინკალის შემდეგ, ყველაზე ძალიან მიყვარს ლობიანი |
Posted by: mariaa 27 Apr 2010, 16:50 | ||||||
catherina_10
ჩედარია..არის უფრო ღია ფერის ჩედარიც n_j
მათი კეთება მიყვარს და მიყვარს * * * ჩემი პრინცესას ქუქიიიზ.. http://www.radikal.ru დავამატე კვერცხი,სოდა,მარილი და ფქვილი მიღებულ ცომს კი შევურიე ფერადი შოკოლადები http://www.radikal.ru და ცხვება ღუმელში * * * rockataka
მაგრები არიან..მაინც მამა-პაპურია * * * თხელი ხრაშუნა ქუქიიზ.. http://www.radikal.ru |
Posted by: tikunia-teiko 27 Apr 2010, 18:37 |
WALLON წკაპო ამის რეცეპტი მითხარით რა................................... რა გემრიელი რამე ჩანს |
Posted by: keto22 27 Apr 2010, 19:02 |
ვანილი რომ არ ვუქნა რამმე ნამცხვარს დაშავდება რამე? გამთავებია ქმარი გვიან მოვა |
Posted by: volli35 27 Apr 2010, 19:08 | ||
დაშავებით რა უნდა დაშავდეს??? უბრალოდ არომატი არ ექნება |
Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 19:09 | ||
http://forum.ge/?showtopic=33937461&view=findpost&p=17295271 |
Posted by: Maykuna 27 Apr 2010, 19:22 |
სადაბადებისდღეო... კიტრი მაწონში მე მაპატიეთ მაგრამ ეს რამე განსხვავებული კერძია დაბადებისდღისთვის განკუთვნილი? |
Posted by: rtuli 27 Apr 2010, 20:12 | ||||
წკაპო
რაკი აქ იკითხე ზნაჩიტ აზრის გამოხატვა,,მოჟნა,, თუ ,,ებროპულათა,,აკეთებ მაშინ მე ასე ვიზავდი: ლობიოს+ნიგვზით ამოვაგდებდი. მჭადებს+ყველით ამოვაგდებდი. 1.ბოლოკს ქათმის ხორცი იმდენად არა როგორც საქონლის უხდება 2.კიტრის და მაწვნის სოუსს,ანუ ძაძიკს მოუხდება პატარა მოხვეული ბრინჯის ტოლმები ყურძნის ფოთოლში+მარტივი მოსამზადებელი და ეფეკტურია 3.დახეხილ ყველის მასას დაუმატებდი ოოოდნავ ნიორს+მაიონეზს(რომ შეიკრას)პატარა გუნდაში ჩაუდებდი ან ნიგოზს ან ზეთის ხილს და ამოვავლებდი კრაბის ჩხირების ,დახეხილ მასაში. 4.მზა პოპოვერები იყიდება მე მგონი და მზა პაშტეტებიც,თუ არა პაშტეტი მოამზადე და ცოტა ნაღებში გათქვიფე.ამოავსე პოპოვერები(შუები). თუ არა სულაც კრეკერებს გადავუსმევდი ლამაზად. 5.ძეხვეულის ნაკრებს შევიძენდი და ლამაზ სენდვიჩებს მოვამზადებდი,ან გარშემო შემოულაგებდი ფუნთუშებს+რამე გემრიელს დრესინგს და თვითონ სტუმრებს მივცემდი საშვალებას აეწყოთ თავის გემოზე,ჰო მჟავე კიტრიც ,ყველიც აუცილებლად იქნებოდა. 6. მოხარშული კვერცხებისგან სეგიძლია მოამზადო ლამაზი რაღაცეები,ანუ მაგალითად გულს ამოუღებდი+დანაყილი ნიგოზი+ბროწეულის მარცვლები და გამოვტენიდი,ნუ გემოზე შევანელებდი,წვრილ ინგრიდიენტებს აღარ ჩამოგითვლი,შენ არშეგეშლება თან მენიუ შეარჩიე იმის მიხედვით რა სასმელის დაყოლებას აპირებ ,მოკლედ ვისი დაბ .დღეა ისიც გვითხარი |
Posted by: WOMAN IN LOVE 27 Apr 2010, 20:25 | ||
tos-ka
რად გინდა, მეც მაქვს სახლში |
Posted by: kozet 27 Apr 2010, 20:39 |
mariaa შენ მე გადამრევ რაააააა როგორ ასწრებ? ქალი ვარო შენ უნდა თქვა, აღფრთოვანებული ვარ და + ნერწყვებმომდგარი |
Posted by: upwave 27 Apr 2010, 20:56 | ||||
fermina
ძალიან უხდება. მეც ვუშვები ხოლმე.rtuli
ვაიმე რა ფანტაზიაა. ეს უნდა ამოვბეჭდო და შევინახო |
Posted by: djindjidrinji 27 Apr 2010, 21:56 | ||
წკაპო
პარმიჯანოც გადმოაქართულეთ ბერემ რა... |
Posted by: Dr_Zuzumbo 27 Apr 2010, 22:11 | ||||||||||||
წკაპო ჯან, მაგ ფიჭვის ჯიშს, რომლის თხილიც მართლა ძალიან ნოყიერი და გემრიელია, კედარი ჰქვია |
Posted by: WOMAN IN LOVE 27 Apr 2010, 22:21 | ||||
შაშკვლავი * * *
ფსტა, ბუსტუღის ნუში პ.ს. რაკიღა მცირე განმარტებები გახდა საჭირო |
Posted by: n_j 27 Apr 2010, 22:47 | ||
WOMAN IN LOVE
100 დან რამდენ გამოკითხულს ეცოდინება ამის მნიშვნელობა? |
Posted by: ლიკლიკა 27 Apr 2010, 22:52 |
Peppi გავკეთე შენი ბოსტნეულის სალათა ქიშმიშით და ნიგვზით. ერთადერთი რაც შევცვალე ყველის სახეობაა, შემდეგში აუცილებლად ჰოლანდიური ყველით გავაკეთებ, მაგრამ მერწმუნე, ასეც სასწაულად გემრიელი გამოვიდა "პეპის სალათა" მოკლედ, დიდი მადლობა სურათზე უკაცრავად,ტელეფონით გადავიღე |
Posted by: წკაპო 27 Apr 2010, 22:55 | ||||||||||||||
rtuli, დიდი მადლობა მენიუსათვის. სწორედ იმიტომ, ვიკითხე აქ, რომ თქვენი აზრი მაინტერესებდა. აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევებსა და შენიშვნებს. საბოლოო მენიუს დღეობის მერე გაცნობებთ.
თქვენი მონა-მორჩილი გიბერდებათ. პარიზში ვინმე იქნებით ორ კვირაში? Maykuna,
ძაძიკის ჩემებური სახეობაა. n_j,
არა უშავს, ისწავლიან. შენ გგონია პისტაშკის მნიშვნელობის ცოდნა დედის მუცლიდან დაგვყვა? |
Posted by: n_j 27 Apr 2010, 23:24 |
პიცა http://pix.ge/ ფარშირებული სოკო, საოცრად გემრიელია, მერწმუნეთ http://pix.ge/ და ტირამისუს ინტერპრეტაცია, ღვთაებრივი დესერტი, მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ინგრედიენტის შეცვლა მომიხდა(მასკარპონე და მარსალა თბილისში დეფიციტია) მაინც უგემრიელესი რამეა, წარმომიდგენია ნამდვილი იტალიური რა იქნება http://pix.ge/ |
Posted by: ბესიკის26 27 Apr 2010, 23:26 | ||
წკაპო
შენ გაიხარე! |
Posted by: Neno_ 28 Apr 2010, 00:19 | ||||
n_j
რომელი ყველით გააკეთე? იმ ბეკოთი? ბარემ შენი რეცეფტიც დაწერე რა? mariaa
იქნებ უფრო დაწვრილებით დამიწერო ამის რეცეფტი და ცხობის ტექნიკა? |
Posted by: djindjidrinji 28 Apr 2010, 00:49 | ||
n_j
მარსალა არ ვიცი და მასკარპონე გუდვილშია ვედრო მანეთად (მთლად ვედრო მანეთად არა, მარა სულ არის ხოლმე და ძვირიც არ ღირს). |
Posted by: volli35 28 Apr 2010, 00:55 | ||
ბესიკის26
ხვალ რა ........ დღეს რაღაც საშინლად ვერ მოვიცალე და ეხლა ისე მეძინება გავითიშE .... თან n_jს პიცა-სოკო-ტირამისუმ სულ ბოლო მომიღო ... |
Posted by: nanana 28 Apr 2010, 01:03 | ||
mariaa
მუსკოვადოს უშვები ჰო? მაგის მერე თეთრ შაქრიან პეჩოებს აღარ ვაკეთებ. დღეს ძაან შთამბეჭდავი დღე მქონდა და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ :D. მე18 საუკუნის ვაჭრის სახლში ვიყავი, რომელში მოსახვედრადაც ვიწრო გამოქვაბულში ვიარე სანთლის შუქზე ერთი 5 სართული და ჩემი გვერდების წყალობით კინაღამ გავიჭედე:D ძაან მაგარი სახლი იყო ძველებური ავეჯით , ბუხრით, მოურავით, მოსამსახურეებით, რომლებიც ცეკვავდნე და მღეროდნენ და თან მენიუს გვაცნობდნენ. ელექტრო ენერგია არ იყო. მარტო სანთლები და გრძელი მაგიდები, როგორც ჩვენთან სეფებში ზუსტად ის კერძები და ცოცხალი მუსიკა, რომელიც ამ დროს იყო პოპულარული ამ ტერიტორიაზე. კერძები: ველური ტახი ღვინოში, კურღელი სოკოს სოუსით, ირმის სოსისი და ეს ყველაფერი მორთმეული კომბოსტოს ჯემთან ერთად ( ბოლოს ვახშამი დასრულდა იოგურტმოსხმული დაშაქრული ვარდებით. ამ უკანასკნელს ჩემს გარდა პირი არავინ არ დააკარა არადა არ იყო ცუდი. ერთი 3 ბუტონი ვარდი მაქვს ნაჭამი |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 01:14 | ||||||
nanana
მდას,რა სუფრა გააფუჭეს . ნუ მე ხორცეულს ვახდენ ცოტა ტკბილს მაგრამ,კომბოსტოს ჯემი,ეს უკვე სადიზმის ტოლფასია
გილოცავ
საინტერესო სანახაობა იქნებოდა ნამდვილად,დიდი სიამოვნებით ვიბოდიალებდი და არც გამახსენდებოდა საჭმელი |
Posted by: shumeri 28 Apr 2010, 01:22 | ||
rtuli
და ნინო, ვიდეოს ვუყურე და ის ბერძენი რომ არ უშვება ძმარს? ან ლიმონმჟავას? |
Posted by: djindjidrinji 28 Apr 2010, 01:26 |
rtuli გეხვეწები, შენი სირნიკების რეცეპტი მომე რაა, 2 საათია ვეძებ და უშედეგოდ |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 01:28 | ||
shumeri
საერთოდ სიმჟავე სიმაგრეს სძენს ცილებს იმიტომაც ამატებენ.ანუ ზოგი ამატებს ზოგი არა. მე ორივე ვარიანტი გამომიყენებია და სიმართლე გითხრა სხვაობა ვერ დავინახე დიდი ასე რომ შეგიძლია გამორიცხო. |
Posted by: წკაპო 28 Apr 2010, 09:25 | ||
nanana, ახლა არ მითხრა სიტყვა „კოკორი“ არ გამიგიაო. |
Posted by: rockataka 28 Apr 2010, 10:22 | ||
დილაადრიან ველო სპორტის შემდეგ, სალათი http://www.radikal.ru |
Posted by: nite 28 Apr 2010, 11:14 |
მე ქათამი მოვხარშე, კიდევ ორი კვერცხი, დავჭერი ჰოლანდიური ყველი, და დღევანდელი სადილისთვის სამსახურში წამოვიღე, დილით კარაქიან პურსაც გეახელით, უშაქრო ყავით, აბა გამოიცანით რომელ დიეტაზე ვარ |
Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 11:33 | ||||
ბეზეს ათქვეფის სტიმულაციისათვის საუკეთესო ნივთიერება "ღვინის ქვაა". აქ, ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. თუ სპილენძის ჭურჭელში გათქვიფავთ, მაშინ არც არაფერი არ დაგჭირდებათ- სპილენძის ჭურჭლიდან მიიღებს საჭირო ნივთიერებას(ჯანმთელობისათვის უსაფრთხოს) http://ru.wikipedia.org/wiki/Винный_камень |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 11:42 | ||||
Dr_Zuzumbo
სად გვაქვს მაგის ბედნიერება ,თუნდაც რომ ვუყუროთ შორიდან არც მაგის ბედნიერება გვაქვს. ძალიან ძვირია კარგი ხარისხის სპილენძის ჭურჭელი.
არც ეს იყიდება ჩვენთან,ამიტომ ვიყენებთ იმას რაც გვაქვს მე ვიკითხე აფთიაკებში და თვალები სამკუთხედები გაუხდათ . მიუხედავათ იმისა რომ,ვცდილობთ გამოვიყენოთ ის რაც გვაქვს, ვთვლი რომ ჩვენთან უფრო გემრიელი ნამცხვრები ცხვება ვიდრე სხვაგან განსაკუთრებულად გამოვყობ ხილის ნამცხვრებს რომლებსაც ნატურალური, გემრიელი გემო აქვთ,რითიც ნამცხვარს ხდიან განუმეორებელს. |
Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 11:57 | ||
რავარია, ჰა? გული არ შეგიწუხდეს |
Posted by: tavadze 28 Apr 2010, 12:02 | ||
Dr_Zuzumbo
ბრწყინვალე. ჩვენ მართლაც როდის მივალთ მაგ დონეზე!!! |
Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 12:09 | ||
უჰ, მაქაურ აფთიაქში პლანი უფრო ექნებათ, ვიდრე ღვინის ქვა. მეღვინეებსა ჰკითხე- ეგენი იყენებენ და მათი "საბ პროდუქტიცაა" |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 12:11 | ||
Dr_Zuzumbo
კარგია აბა ჩემი ნიკოლოზის დროინდელი სპილენძის ვედრო რავარია ჰა http://pix.ge/ |
Posted by: annak 28 Apr 2010, 12:14 | ||||||||||||
Dr_Zuzumbo
rtuli
ძალიან კარგია
მეც მგონია რო ეგაა
მადლობა სამზარეულოს კარგი "აქსესუარების" დათვალიერებაც კი მიყვარს nanana
მართლა შთამბეჭდავია და სად ხარ?
|
Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 12:24 | ||||
მშვენიერი, ოღონდ სარტყელები და სახელური მოგვიანებით მიმაგრებულსა ჰგავს. წესით, ორიგინალში ან ბრინჯაოსი უნდა იყოს , ან უკიდურეს შემთხვევაში თითბერის. შამპანურის ჩასაციებელსა ჰგავს ფორმით ***************************** P.S. მე ქე მაქვს ამათი პროდუქციის ყიდვის ბედნიერება- ტარ ტატენის საცხობი ტაფა დიდი ხანია ჩემს სამზარეულოს ამშვენებს, მაგრამ თქვენ, თვალს მაინც დაალევიეთ წყალი :ბოროტი კულინარის სიცილაკი: http://www.mauvielusa.com/ |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 12:40 | ||||
Dr_Zuzumbo
არა შამპანიურისთვის დიდია 8ლიტრიანია ან ცოტა მეტიც. სახელურებზე არვიცი არაფერი,მიდგას ასე უქმად მაგრამ ლამაზია
გემრიელი ტატენების ცხობას გისურვებთ თუ მშვიდობა იქნა მეც მეღირსება მომოვალ წელს სპილენძის ჭურჭლის შეძენა ისე ეტყობა სპეციალურად დამუშავებულია სამზარეულოს სპილენძი,თორე რამდენადაც ვიცი მწვანდება. კარგი საიტია და ჭურჭელიც,ბოროტი ხართ |
Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2010, 12:49 |
Dr_Zuzumbo მარტო თავსახური ღირს 67.00 On Sale 33.50 |
Posted by: Dr_Zuzumbo 28 Apr 2010, 12:52 | ||||
მოუკალავ სპილენძის ჭურჭელში შეწვა, ან მოხარშვა, მოწამლვას ნიშნავს. ამიტომაც კალავდენ ადრე სპილენძს. სხვა საქმეა ბეზეს ათქვეფა- ამ შემთხვევაში არაფერი არც იწვება და არც იხარშება, პირიქით, ცილა ღებულობს ბეზესათვის საჭირო კომპონენტს. თანამედროვე სპილენძის ჭურჭლებში კალის მაგივრად(რომელიც ასევე საზიანოა ჯანმთელობისათვის) ხმარობენ უჟანგავ ფოლადს. ამ საითზე სპილენძის ჭურჭელის სურათებს თუ დაუკვირდებით, ყველა ტაფასა და ქვაბს თხელი უჟანგავი ფოლადი აქვს გამოკრული. ზოგიერთი იკითხავს: სპილენძი რაღა ჯანდაბად არის საჭიროო. საქმე იმაშია, რომ სპილენძი იდელურად თანაბრად ცხელდება და ამიტომ არის მშვენიერი მასალა სამზარეულოს ჭურჭლისათვის. * * *
ძვირია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ შვილებსა და შვილთაშვილებსაც დარჩებათ მოსახმარად და თვალის გასახარად. ისე, ადამიანს თუ საშუალო დონის შემოსავალი აქვს, მაშინ ჯობს ერთი იყიდო და ხარისხიანი, ვიდრე იაფი და უხარისხო- იაფი პერსპექტივაში უფრო ძვირი დაგიჯდება . მახსოვს, როცა სახლისათვის ავეჯს ვყიდულობდი, გადავწყვიტე, რომ იმდენს შევაგროვებდი, რათა ხარისხიანი და ესთეტურად მოდის ცვალებადობაზე აცრილი მეყიდა. გავიჭირვე, მაგრამ ისეთი ვიყიდე, რომელსაც 3 თაობის გარანტიაც მოჰყვა და თვალსაც ახარებს. თან გარემოსა და ბუნებასაც არ აბინძურებ, რადგან ასეთ ნივთებს სანაგვეზე არა ყრიან- დაიცავით დედაბუნება |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 13:07 | ||||
WOMAN IN LOVE
http://www1.macys.com/catalog/product/index.ognc?ID=250528&CategoryID=38107 Dr_Zuzumbo
მაშინ კარგი ხარისხის არანაკლებ ძვირიანი ორმაგი ძირით ყველაფერს ჯობია |
Posted by: n_j 28 Apr 2010, 13:12 | ||||
Neno_
კი, ბუკო რქმევია, ძალიან გემრიელი, ნაზი და ნაღების არომატიანი ყველია, ყველი რატომ ჰქვია ვერ გავიგე, ისეთი არა ყველური მასაა, რეცეპტს დავდებ შესაბამის თემაში, საკონდიტროში http://pix.ge/ djindjidrinji
ადრე არ ქონდათ და ეხლა დამეზარა სპეციალურად გასვლა, სხვა დროისთვის გავითვალისწინებ, ის ყველიც მაგარი გემრიელია, რომელიც მე გამოვიყენე |
Posted by: likaterine 28 Apr 2010, 13:22 | ||
n_j
აუუუ მინდა. ნმადვილი მართლაც რომ უძალიანმაგრესია. რამდენი ხანია მაგის პეჩენიები კარადაში მიდევს და ვერ მოვიცალე რომ გავაკეთო. აბა მომიყევი როგორ გააკეთე მასკარპონეს გარეშე? |
Posted by: viko 28 Apr 2010, 13:32 |
n. j. ძალიან მომეწონა თქვენი ნახელავი...თუ შეიძლება სოკოს რეცეპტიც დაგვიწერეთ rockataka რა კარგი სალათი ჩანს... საგაზაფხულო |
Posted by: წკაპო 28 Apr 2010, 14:04 | ||
„ღვინის ქვა“ მთხლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. |
Posted by: n_j 28 Apr 2010, 14:05 | ||||
likaterine
აქ დავწერე http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=266&Itemid=55 ზემოთ რომ დავდე ფოტო ის ყველი გამოვიყენე viko
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=267&Itemid=55 |
Posted by: viko 28 Apr 2010, 14:20 |
n. j ზემოდან რა ალგია ტირამისუს? იქნებ გამოგადგეთ ტირამისუს ჩალაგებამდე ფორმას ჩავუფინოთ საკვებისათვის განკუთვნილი ცელოფანი. ამოღებას გაგიადვილებთ, ცელოფანს კი ნამცხვრის ქვემოდან იოლად გამოაცურებთ. |
Posted by: likaterine 28 Apr 2010, 14:44 | ||
n_j
ვიცი ეს ყველი, მიყვარს მადლობაა |
Posted by: Miss_Nata 28 Apr 2010, 15:02 |
n_j იმდენად გასაგებად და მარტივად გიწერიათ,რომ მგონი შევძლებ მომზადებას + ულამაზესი ფოტოა |
Posted by: Neno_ 28 Apr 2010, 15:34 | ||
n_j
ვნახე დიდი მადლობა.. მაგრამ მაგ პორციებისთვის 150 გრამი შაქარი ჩემთვის არის უზომოდ ტკბილი, არ გამოგივდა ძაან ტკბილი? მე 500 გრამ ყველას და 200 გრამ ნაღებზე ზუსტად 3 სადილის კოვზ (უზომოდ მოწვერილს არა, ნორმალურს) ყავისფერ შაქარს ვაყრი (ანუ დაახლ 50 გრამს) და მაინც ცოტა იკბინება სიტკბო მარა იქნებ თბილისური შაქარია უტკბილო, ხო ამბობენ მაგას |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 16:38 |
კიდევ ერთი ქურდი საიტი გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში! ყველაზე სასაცილო ის არის რომ ჩვენგან მოპარულ რეცეპტებს აქვეყნებს თავის საიტზე და მერე აქ გვიდევს ვითომ და თავის რეცეპტებს ღმერთო ჩემო რა ,,ჭკვიანი,, ადამიანები არიან ჩვენს გარშემო! მე თვითონ ვიხილე ჩემი რეცეპტები+ჩემივე სურათებით,მოვითხოვ ამოშლას მაგ საიტიდან! უნამუსოობას საზღვარი არ აქვს მოკლედ http://mzareuli.ucoz.com/ aks75 თქვენს საიტზე ვიხილე ჩემი რეცეპტები+სურათებიც და უნამუსობას საზღვარი არ აქვს! მოვითხოვ გაუქმებას!!! მე თქვენთვის ნებართვა არ მომიცია,ჩემი რეცეპტებით ისარგებლოთ და სურათებით მითუმეტეს! |
Posted by: mariaa 28 Apr 2010, 16:57 | ||||
Neno_
ფერადი შოკოლადების ქუქიზ 1,5ჭ ფქვილი 1/2 ჭიქა თეთრი შაქარი 1/2 ჭიქა შავი შაქარი 150გ უმარილო კარაქი 1/2ჩ/კ მარილი 1/2ჩ/კ სოდა 1/2ჩ/კ ვანილი 1კვერცხი 125გ ფერადი შოკოლადები კარაქს და შაქარს თქვიფავ ერთად..ამატებ კვერცხს,მარილს,ვანილს,სოდას,ფქვილს და ისევ თქვიფავ სანამ ცოტა მაგარ ცომს არ მიიღებ. ამატებ ფერად შოკოლადის ბურთულებს და კოვზით აურევ ერთმანეთში. წყალში დაისველე ხელები და ისე გააკეთე მრგვალ ფორმებად.ზომა და სისქე როგორიც შენ გინდა.. უკვე გახურებულ ღუმელში(როგორც ყოველთვის)180-200გრადუსზე 7-8წუთი. გამოდის 10-12ცალი. enjoy... nanana
..მეც მეორე გაკეთებაზე თეთრს საერთოდ აღარ შევურევ n_j მაგარი ხარ * * * ხალადეცი..ხორცსაც ვურევ ყოველთვის და ესე მოგვწონს.. ბალზამიკოს სიროფით მოსხმული კი სუპერ http://www.radikal.ru |
Posted by: djindjidrinji 28 Apr 2010, 17:11 |
rtuli რთულოო, სირნიკების რეცეპტს ვეძებ შენსას და ვერ ვიპოვე ვერაფრით, ნოსომ ტკნი, გეხვეწები |
Posted by: tuta_tuta 28 Apr 2010, 17:31 |
მასკაპონე თუ ვერ ვნახე ტირამისუსთვის სხვა რა ყველი შეიძლება გამოვიყენო? |
Posted by: BadbadGirl 28 Apr 2010, 17:41 |
გადარეულები ხართ თქვენ რეები დაგიმზადებიათ კაცს სულ რომ არ შიოდეს მაინც წასძლევს სული. |
Posted by: tasikuna-taso 28 Apr 2010, 17:44 |
djindjidrinji http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=525entry14990547rtuli-ი გაგვიბრაზეს. გავკადნიერდები და მის ნაცვლად დაგეხმარები. |
Posted by: viko 28 Apr 2010, 17:44 |
mariaa არაჩვეულებრივია შოკოლადის ტორტი http://image.geotorrents.com/ |
Posted by: mariaa 28 Apr 2010, 17:47 | ||||||
kozet
განწყობაა მთავარი და ყველაფერი მაგრად იქნება
thaaaaanks
თან შენს მდგომარეობაში ორმაგად არა? |
Posted by: Ssalome 28 Apr 2010, 17:47 |
მიშველეთ რააა კარგებო და საყვარლებო,, შოკოლადის ტორტს ვეძებ, პილპილით როა, ვერსად ვერ მივაგენი და იქნებ ლინკი დაგიგდოთ |
Posted by: mariaa 28 Apr 2010, 17:53 | ||
Ssalome
ალბათ აი ამ რეცეპტს გულისხმობ http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=212&Itemid=55 |
Posted by: volli35 28 Apr 2010, 17:54 |
viko ვაიმე რა ვიდზეა ეს ტორტი .... როგორ მიყვარს თან შოკოლადის .... იF პ.ს. ისე გეძებე გუშინ ფლორადა ფაუნაში და ვერ ვნახე შენი პოსტი |
Posted by: mariaa 28 Apr 2010, 17:56 | ||
viko
ლამაზიააა |
Posted by: viko 28 Apr 2010, 17:59 |
volli დღეს მოგწერე... ყვავილებში |
Posted by: volli35 28 Apr 2010, 17:59 |
viko სახლში მივალ ეხლა და ვნახავ |
Posted by: annak 28 Apr 2010, 17:59 | ||
viko
ულამაზესია |
Posted by: Ssalome 28 Apr 2010, 17:59 | ||||
ზუუუსტად ეგ ძალიან დიდი მადლობა |
Posted by: keto22 28 Apr 2010, 18:04 |
rtuli დამეხმარეეთ ამ კრემში შეიძლება მარგარინი ვიხმარო კარაქის მაგივრაად? იქნებ სხვამ იცოდეს მიპასუხეთ რაა http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=210 მადლობთ |
Posted by: Miss_Nata 28 Apr 2010, 18:05 |
viko მნიამ,მნიამ,ალბათ რა გემრიელია |
Posted by: keto22 28 Apr 2010, 18:09 |
პ.ს დღეს დღეს ესენი გავაკეთე და ძალიან გემრიელია სურათი ვერ გადავუღე წაიღეს აპარატი http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=181 |
Posted by: tasikuna-taso 28 Apr 2010, 18:41 | ||
ალბათ "ჩიტის რძე"-ს კრემს გულისხმობ. კი შეიძლება, რატომაც არა, |
Posted by: n_j 28 Apr 2010, 18:54 | ||
Neno_
შეგიძლია მოაკლო, აქაგური შაქარი მართლა უტკბოა |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 19:00 | ||
tasikuna-taso მადლობა djindjidrinji გასული ვიყავი და გიპასუხეს უკვე keto22
მე არვამზადებ მარგარინზე კრემებს,ანუ გემო არ მომწქონსა რატომღაც. თუ შენ ხმარობ მარგარინს გამოიყენე,მგონი ვიტამია კარგი,ასე ვიცი. |
Posted by: faustina 28 Apr 2010, 19:53 |
ბადრიჯანი ხორცითა და ყველით http://www.radikal.ru |
Posted by: nanana 28 Apr 2010, 19:53 |
წკაპო, ყველა ბუტონი კოკორი არ არის annak annak ტალინში |
Posted by: Neno_ 28 Apr 2010, 20:00 | ||
mariaa
სენქ იუ.. 2 კვირაში უნდა გავაკეთო ეხლა უტკბილო დიეტაზე ვარ |
Posted by: nanana 28 Apr 2010, 20:08 | ||
rtuli
მტერმა ჭამა ისეთი იყო კიდევ მაქვს ერთი დესერტი-მიგნებ. ოღOნდ ჩემი მიგნება არა :D მოხალული ნუში ყავისფერ შაქარში+ კორიცა+ შავი წიწაკა. აი საოცარი გემო! საააოცაარიიი |
Posted by: BadbadGirl 28 Apr 2010, 20:42 |
ამ საღამოს ვიყიდე ოსობუკოს ნაჭრები მაგრამ რეცეპტს ვერ ვპოულობ რომ გავაკეთო. დამეხმარეთ ფლიზ მადლობა წინასწარ. |
Posted by: aranormaluri 28 Apr 2010, 21:07 |
ამ თემაში ყოველ დღე შემოვდივარ და კმაყოფილი გავდივარ არ ვიცი რატომ. |
Posted by: viko 28 Apr 2010, 22:13 |
faustina თქვენი ყველა კერძი ორიგინალურია, ფოტოც ძალიან მომწონს |
Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2010, 22:35 | ||
BadbadGirl
http://forum.ge/?showtopic=33695603&f=&st=570entry8762019 |
Posted by: BadbadGirl 28 Apr 2010, 23:01 |
WOMAN IN LOVE ჯერ ორი ნაჭერი ვიყიდე მხოლოდ. თუ კარგი გამომივიდა კიდევ ვიყიდი. |
Posted by: tikunia-teiko 28 Apr 2010, 23:17 |
rtuli გამარჯობათ. შეკითხვა მაქვს. თქვენი უნივერსალური ცომით ხაჭაური რომ მოვამზადო გამოვა? თუ მხოლოდ ღვეზელებისთვისაა? წინასწარ გმადლობთ |
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 23:29 | ||||||
tikunia-teiko
გაგიმარჯოს რატომაც არა,გამოვა. აი კიდევ სხვა მაწვნიანი ესეც გემრიელი და ფაფუკი ცომია http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=735entry18424804 faustina
რა დაწითლებულია nanana
საოცრად ცხარე და გარბენინა,თუ საოცრად სასიამოვნო და ჩაგაკაიფა |
Posted by: faustina 28 Apr 2010, 23:36 | ||||
rtuli
კი დაწითლებულია ... გემრიელი გამოვიდა ჩემი ღუმელის ინსტრუქცია დავკარგე და ამერია რომელი რას აკეთებს , მართო ნამცხვრის ვიცი და დანარჩენი რომელი გრილია, რომელი თეთრ ხორცსა და წითელ ხორცს წვავს, არ ვიცი, ამითომ დიდი მარჩიელობის შემდეგ რომელიღაცაზე დავაყენე და ალბათ ამის ბრალიზაა, რომ ზევიდან დაიბრაწა ძალიან ... viko
|
Posted by: rtuli 28 Apr 2010, 23:55 | ||
faustina
მე მიყვარს დამწვარი ზედაპირი,ან ქვედა ნაწილი როცა ოდნავ მეტად გადაიბრაწება |
Posted by: BadbadGirl 29 Apr 2010, 00:03 |
მკვლელი ღვეზელი წაბლის კრემით და კონიაკით. http://tomushka.blogspot.com/2010/04/killer-pie.html |
Posted by: faustina 29 Apr 2010, 00:23 | ||
BadbadGirl
რა მაგარიაააააა, ამ წუთში მეც ვაკეთებ ვაშლის პეროგს ბეეევრი ვასლებიით |
Posted by: volli35 29 Apr 2010, 00:28 |
BadbadGirl აუუუუ რა გემრიელობაა ........ მინდა |
Posted by: nanana 29 Apr 2010, 00:52 |
rtuli არა, ოდნავ ცხარე იყო. ძალიან მომეწონა, უნდა გავაკეთო |
Posted by: rtuli 29 Apr 2010, 01:11 | ||||
BadbadGirl
გეთანხმები მომკლა რა ლამაზად შემოულაგე ვაშლები nanana
რეცეპტიც დამიწერე ერთი მეც გავმწარდე ნეტარებისაგან ეხლა გამოვაცხე,დილით ყავაზე მისაყოლებლად შვრიის პეჩენიები შოკოლადით და ქიშმიშით: http://pix.ge/ |
Posted by: BadbadGirl 29 Apr 2010, 01:25 |
მადლობა გოგოებო, თქვენი მოწონება ბევრს ნიშნავს ჩემთვის მთავარი ამ ნამცხვარში წაბლის კრემია, რომელიც ცხობისას დადნა, და ეს ვაშლის, დარიჩინის და კონიაკის არომატი რომ აერია დმათრობელი გახდა. შვრიის პეცენიები მეც გამოვაცხვე, მაგრამ მომავალი კვირის პოსტად ვინახავ ძალიან მომეწონა! |
Posted by: tikunia-teiko 29 Apr 2010, 01:35 | ||
რთული
დიდი მადლობა რჩევებისთვის. |
Posted by: keto22 29 Apr 2010, 01:39 |
rtuli არ მქონდა სკმარისი რაოდენობის კარაქი და იმიტომ ვიკითხე აღარ გამმიკეთები კარაქვს ვიყიდი ხვალ კიდევ რა მაინტერესებს იციი ჩემი ყლიბი 28 სანტიმეტრის დიამეტრი და რეცეპტის დოზებ გვზარდოო? თუ დვტოვო? იქნებ ვერ გავზარდო პროპორციულად თუ იცი მასწლე |
Posted by: rtuli 29 Apr 2010, 02:23 | ||
keto22 ბისკვიტს გავზრდიდი 1 ცალი კვერცხით. ანუ 5 კვერცხი 5 ს.კ. წყალი თბილი 180გრ.შაქარი 1 1/4 ჩ.ჭ.ფქვილი 30 გრ. კაკაო 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი. სუფლე 1 ცილით მეტს აიტანს,ანუ 7 ცალი კვერცხის ცილა შეგიძლია იხმარო და დანარჩენი რეცეპტის მიხედვით. თუ ჟელატინს არ ენდობისავით გაზარდე რაოდენობა 35 გრამამდე,მეტი არგინდა რეზინივით გახდება წარმატებები! tikunia-teiko
არაფერს |
Posted by: WALLON 29 Apr 2010, 07:00 | ||
tikunia-teiko
აგერ, ცოტა დამიგვიანდა, საპატიო მიზეზების გამო http://forum.ge/?act=ST&f=82&t=33695604&st=765#entry19310664 |
Posted by: n_j 29 Apr 2010, 09:09 | ||
tuta_tuta
94 გვერდზე დავდე ფოტო, არლას ფირმის ყველია, ბუკო |
Posted by: saba444 29 Apr 2010, 10:07 |
rtuli ეტყობა შენი შვრიის პეჩენიები მართლაც უგემრიელესია,ხშირად რომ აკეთებ,რეცეპტი სად დევს? უნდა ვცადო აუცილებლად.კარგად გამოიყურება |
Posted by: annak 29 Apr 2010, 10:10 | ||||
nanana
ვიფიქრე სხვათაშორის ჩემი ნაცნობი იყო ტალინში და იქაურმა თაყვანისცემელის დედამ რამოდენიმე გოგო დაპატიჟა სახლში, ვახშამზე. დახვდათ ძალიან ლამაზად გაფორმებული სუფრა, მაგრამ მხოლოდ პური და რაღაც მგონი კომშის ჯემი იდო. არ მოიწყინოთ ცოტა ხანში შემოვალო ესენი, მთელი დღე ქალაქში ნაბოდიალები და ისეთი დამშეულები იყვნენ ეს ჯემი შემოეჭამათ მოგვიანებით, დიასახლისმა დიდის ამბებით შემოიტანა შემწვარი იხვი აღმოჩნდა რომ ეს იხვი ამ კომშის ჯემით უნდა მიერთვათ... მაგრამ აბა ჯემი? აღარ იყო |
Posted by: nite 29 Apr 2010, 11:16 | ||||
BadbadGirl წაბლის პასტა გიწერია რეცეპტში, და ეს რა არის? მაღაზიებში იყიდება? თუ მე უნდა მოვამზადო? * * * viko
მაგარ!!!! |
Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 11:55 |
http://forum.ge/?showtopic=33695832&st=495&hl= ხელპ პლზ |
Posted by: n_j 29 Apr 2010, 12:42 |
Ctrl ეგ არის გასპაჩო, დაგუგლე და უამრავ რეცეპტს ამოგიყრის * * * აი ერთი მარტივი რეცეპტი http://belonika.livejournal.com/4256.html * * * |
Posted by: natsu 29 Apr 2010, 13:44 |
დღეს ეკალა,ხაჭაპური და ქათამი მოვამზადე. სურათების დადების სენი შემეყარა.http://www.radikal.ru |
Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 13:49 |
n_j გაიხარე დიდ მადლობა |
Posted by: rockataka 29 Apr 2010, 13:56 | ||
natsu
მაგარია!! მშია |
Posted by: mariaa 29 Apr 2010, 14:04 | ||
natsu
,მაგრამ განსაკუტრებით ეკალააა * * * გუშინ საღამოს გავაკეთე დღეისთვის.. ერთ-ერთი საყვარელი ვარიანტი სახლის მარწყვის ნაყინის მზადება http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: tuta_tuta 29 Apr 2010, 14:12 |
ტირამისუ გავაკეთე პირველად ცოტა ზედმეტად ნაზი გამომივიდა მაგრამ გემრიელი http://www.radikal.ru http://www.radikal.ru რეცეპტი : შეიძლება ვინმეს ფასებიც აინტერესენ მასკარპონე გუდვილში 6 ლარი 250 გრ და პეჩენია 4 ლარამდე 3 ცალი საშუალო ზომის კვერცხი ( ოთახის ტემპერატურის) 250 გრ მასკარპონე 100 გრ შაქარი ყავა ალკოჰოლი სავოიარდის 1 პაკეტი, პეჩენია კვერცხს გააცალკევებთ ცილისგან გააკეთებთ ბეზეს და დროებით დაივიწყებთ. გულს და შაქარს ათქვიფავთ გათეთრებამდე შემდეგ დიდი ქვაბში გააცხელებთ წყალს და ჩადგავთ მეორე ქვაბით გოგლიმოგლს , ორთქლზე გააჩერებთ ამ მასას თან ურევთ ( შეგიძლიათ ეს გამოტოვით უბრალოდ კარგად იხსნება შაქარი და უფრო წებოვანი ხდება მასა ) სადღაც 5 წუთი ურევთ შემდეგ გადმოდგავთ და გააცივებთ . აურევთ მასკარპონესთან ერთად და დაამატებთ ბეზეს კოვზით შეაზელთ . ცალკე გექნებათ მომზადებული სადღაც 300 მლ წყალი და 3 ჩაის კოვზი ყავა + ცოტა ალკოჰოლი+ 1 კოვზი შაქარი ( ცხელში გაამზადებთ შემდეგ გააცივებთ ) ამოიღებთ პეჩენიებს და ამოავლებთ ამ გრილ სითხეში სწრაფად ჩაალაგებთ ერთ ფენად კონტეინერში დაასხამთ კრემს შემდეგ მეორე ფენა პეჩენია და ზემოდან კრემი . გადააკრავთ ფოლგას ან პარკს და შედგავთ მაცივარში მთელი ღამით |
Posted by: mariaa 29 Apr 2010, 14:14 |
http://www.radikal.ru |
Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 14:20 |
mariaa tuta_tuta ვაიმე რეებს სჩადით |
Posted by: lelukaa 29 Apr 2010, 14:22 |
mariaa მარუს მარცკვის ნაკინის და ამ ცისარტყელის რეცეპტი გამანდე რა! ცისარტყელა რა არის ვერც მივხვდი |
Posted by: natsu 29 Apr 2010, 14:27 |
mariaa,tuta_tuta. mariaa და ყველას!!! სასწაულებს ჩადიხართ.!!!!! აქ შემოსვლა ყველაზე მეტად მახარებს! აქ მხვდება შედევრები,კეთილი ადამიანები და დადებითი აურა! გმადლობთ,რომ თუნდაც აქ გაგიცანით! |
Posted by: n_j 29 Apr 2010, 14:28 | ||
mariaa შენ აღარ ხუმრობ tuta_tuta
მთავარია რომ გემრიელია მეც ასეთი ნაზი გამომივიდა, მაგრამ მეორე ცდაზე დავხვეწავ |
Posted by: tuta_tuta 29 Apr 2010, 14:31 |
n_j როგორ გავამაგრო უფრო კრემი? |
Posted by: viko 29 Apr 2010, 14:34 |
mariaa რა გიჯადოქრია....შემოვედი და გული გამინათდა natsu არაჩვეულებრივია .. რა გემრიელი იქნება წარმომიდგენია tuta_tuta ძალიან კარგია მე თუ მკითხავ ერთი ღამე არც ყოფნის შესაკრავად .კიდევ მეტი დრო უნდა. ესაა რომ ვერ ითმენ |
Posted by: n_j 29 Apr 2010, 14:49 | ||
tuta_tuta
ჩემს შემთხვევაში, დავასკვენი რომ სადაც პეჩენიები უფრო მჭიდროდ ელაგა, იქ ფორმა კარგად შეინარჩუნა და კარგად დაიჭრა შესაბამისად, სადაც ცოტა შორიშორს მომივიდა, ის ადგილი სულ სიგანეში გაიშალა დაჭრისას თან ყავაში ძალიან სწრაფად უნდა ამოავლო, რომ პეჩენია არ დარბილდეს. ალბათ შენთანაც იგივე პრობლემა იყო ? კრემს ვერ გაამაგრებ, ასეთია, ჰაეროვანი, ბლანტი, მუსის კონსისტენციის და პეჩენიებმა უნდა "დაიჭიროს" |
Posted by: მაკ-კი 29 Apr 2010, 14:50 |
natsu Qათამი რა რეცეპტით მოამზადე ვერ ვხვდები |
Posted by: BadbadGirl 29 Apr 2010, 14:50 |
nite არ ვიცი მანდ თუ იშოვი. თუ ვერ იშოვი თავად მოამზადე აი ასე : მოხარშე წაბლი ძალიან კარგად, გაფრცქვენი, დააბლენდერე შაქრის პუდრასთან ერთად (გემოვნებით შაქრის პუდრა) მერე გაყინე. გამოცხობამდე ამ გაყინულ მასას გახეხავ და მოაყრი ნამცხვარს natsu ვაიმე, ეკალა როგორ მომინდააა. ვაიმეეე mariaa :გულის წასლის სმაილიკი: |
Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 14:51 |
n_j tuta_tuta ალბათ კრემი რაც უფრო სქელია პეჩენიებსაც ნაკლებად დაალბობს, რა ხერხებით გასქელდეს ეგ აღარ ვიცი მე მზა ფხვნილს ვყიდულობ მაგ კრემისას და უბრალდო ნაკლებ რძეში ან ნარებში ვხსნი და უფრო სქელი გამოდის. |
Posted by: annak 29 Apr 2010, 14:51 | ||
tuta_tuta n_j მე ბეზეს ვამატებ ხოლმე ნაღებს და ხანდახან შეგრილებულ გამდნარ შოკოლადსაც ვურევ. 1-2 საათი მაცივარში დევს სანამ გამოვიყენებ.
ადრე ჭიქაში ვავლებდი და თითქმის იშლებოდა პეჩენია და ეხლა ღრმა თეფშზე ვასხავ და ისე უფრო ადვილად და სწრაფად ვავლებ. "დანაკარგის" გარეშე |
Posted by: tuta_tuta 29 Apr 2010, 14:52 |
n_j ა მაშინ ჩემს შემთხვევაში პეჩენია იყო ცოტა რბილი უბფრო სწრაფად უნდა ამომევლო მაგრამ ძალიან გემრიელი კია |
Posted by: basu* 29 Apr 2010, 14:53 |
tuta_tuta მინდააააააააა რეცეპტი დადე რა თათა |
Posted by: ლიკლიკა 29 Apr 2010, 14:55 | ||
lelukaa
mariaa ხილის ბლომანჟე, ხო? დედიკო მიკეთებდა ბავშვობაში ასეთ ცისარტყელებს |
Posted by: nite 29 Apr 2010, 15:02 | ||
BadbadGirl
მადლობა |
Posted by: rtuli 29 Apr 2010, 15:09 | ||||
saba444
ნამდვილად და თან სასარგებლოა აი რამოდენიმე ჩემეული ვარიანტი : http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=855entry15650571 http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=960entry15859852 ეს ორი რეცეპტი ისეთია რომ როცა ცხვება ნამცხვარი პრტყელდება გაითვალისწინე,მე მომწონს მაგრამ,შეგიძლია ცოტა ჰერკულესის დამატება და 1 საათით მაცივარში გაჩერება ,მერე გამოცხობა და ძალიან არ გაბრტყელდებიან ეს ბოლო რაც მოვამზადე http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=268&Itemid=55 ეს ფორმას ინარჩუნებს,ოდნავ სიგანეში იმატებს natsu
რა გემრიელი მენიუ გაქვს+დასურათებული ეკალა მეც შევიძინე და ნიგოზში უნდა მოვამზადო. შენ რამე განსხვავებულად მოამზადე? mariaa tuta_tuta ენით აუღწერავი, გემრიელი დესერტები მოგიმზადებიათ |