ბლექ-ჯეკიბლექჯეკი და მისი ვირტუალური ნაირსახეობა – ონლაინ ბლექჯეკი მსოფლიოს გარშემო აზარტული მოტამაშეების ერთ ერთი საყვარელი თამაში არის. საინტერესო არის საიდან გაჩნდა ეს თამაში და რა არის ბლექჯეკის წარმომავლობა.
ეს დინამიური თამაში პირველად გაჩნდა საფრანგეთში XVII საუკუნის დასაწყისში. თამაშის სახელწოდება წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან „vingt-et-un“ (“ოცდაერთი“).
ბლექ-ჯეკი - ბანქოს კლასიკური თამაშია, პოკერისაგან განსხვავებული, რომელშიც სავალდებულოა შეაგორვოთ კარტები ქულებით 21 ან მაქსიმალურად მასთან ახლოს მდგომი რიცხვი, და მეტი, ვიდრე აქვს დილერს.
Vingt-et-un (21) რომელიც ერთი შეხედვით იგივე ბლექჯეკი უნდა იყოს, რეალობაში საკმაოდ განსხვავებული არის. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო მიზანი იყო კარტებით 21 ქულის მოგროვება, კარტების დარიგება რაუნდებად ხდებოდა და ფსონი ყოველ რაუნდზე იდებოდა . მხოლოდ დილერს შეეძლო ორმაგი ფსონის დადება და თუ იგი მიზანს მიაღწევდა, მაშინ ყველა მოთამაშე მას სამმაგად უხდიდა.
კიდევ ერთი თამაში რომელსაც უკავშირდება ბლექჯეკის ისტორია არის იტალიური თამაში ”შვიდნახევარი”. ეს თამაში მიმდინარეობდა მხოლოდ 8, 9 და 10-იანების გამოყენებით, და ასევე გამოიყენებოდა სურათიანი კარტები, რომლებიც ითვლებოდა ნახევარ ქულად. ეს თამაში იყო პირველი სადაც მოთამაშეს შეეძლო პარტიის ”დაწვა” თუ გადააცილებდა სასურველ ”შვიდნახევარ” ქულას.
ესპანური თამაში ”ოცდაათი და ერთი” ასვეე ძლიერ გავს ბლექჯეკს და უკავშჳრდება მის წარმომავლობას, იმ განხვავებით რომ სამიზნე რაოდენობა იყო 31 და თამაში ხდებოდა საწყისი 3 კარტით, 2-ის ნაცვლად.
Vingt-et-un 1800 წლებში მოხვდა ოკანის მიღმა და გამოჩნდა შეერთებულ შტატებში. მისი თავდაპირველი სახელი იყო ამერიკული ჰოილი (1875 წლიდან) და ფოსტერის ჰოილი (1905 წლიდან) თამაშჳ გამოჩნდა აზარტული თამაშების დაწესებულებებში 1910 წლიდან და პირველად შემჩნეული იყო ინდიანას შტატის ქალაქ ევანსვილში.
თავდაპირველად თამაში არც თუ ისე პოპულარული იყო და კაზინოები ცდილობდნენ მოთამაშეთათვის ბონუსების გაკეთებას. ასეთი მცდელობის მაგალითი იყო ერთდროულად ყვავი ვალეტის და ყვავი ტუზის ამოსვლა, რასაც ბლექჯეკი ერქვა და დამატებით იგებდა ფსონის 10 მაგ ოდენობას. ზოგი კაზინო კი როგორც ყვავის ასევეაგუსი ვალეტის კომბინაციას.
BLACK JACK SYSTEM H = Hit
D = Double Down
S = Stand
P = Split
DH = Double Down, when you can, else Hit
DS = Double Down, when you can, else Stand
თამაშის წესებიბლექჯეკის წესები საკმაოდ მარტივია. თქვენ თამაშობთ დილერის წინააღმდეთ, ასევე შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანთან ერთად თამაში. კრუპიე 2 კარტს გირიგებთ თქვენ და 2-ს თავისთვის ირიგებს. ბლექჯეკის ვარიაციებიდან გამომდინარე თქვენ შეძლებთ დილერის ერთი ან არცერთი კარტის დანახვას. თითოეულ კარტს აქვს თავისი ნომინალი. ნახატიან კარტებს ("ვალტები, დამები და კაროლები") ენიჭებათ 10 ქულა, დანარჩენი კარტების ნომინალი შესაბამება მათ რიცხვს, ხოლო ტუზი უდრის 1-ს ან 11-ს, დამოკიდებულია მოთამაშის სურვილზე.
თამაშის მიზანია შეაგორვოთ კარტები ქულებით 21 ან მაქსიმალურად მასთან ახლოს მდგომი რიცხვი. პირველ ორ კარტზე შეგიძლიათ დაამატოთ კარტების ნებისმიერი რაოდენობა, მაგრამ აქ მთავარია არ გადააჭარბოთ. თუ თქვენი კარტების ქულათა ჯამი გადააჭარბებს 21-ს, თქვენ ავტომატურად ცხადდებით დამარცხებულად. ყველაზე დიდი კარტი თამაშში არის - ბლექჯეკი. კომბინაცია ბლექჯეკი - ეს არის პირველი ორი კარტი, რომელთა ჯამური ქულა 21-ის ტოლია (მაგალითად, 9-იანი და ტუზი). მსგავსი კომბინაციის მქონე მოთამაშე ყოველთვის იგებს რაუნდს.
ადგილობრივ კაზინოებში ჩვეულებრივ თამაშობენ არა ერთი, არამედ 6-8 კალოდით. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ რაც უფრო ნაკლები ხალხი იღებს მონაწილეობას თამაშში, მით უფრო იზრდება თქვენი მოგების შანსი. დილერი ვალდებულია დაიცვას გარკვეული წესები. მაგალითად, ის ვალდებულია აიღოს კარტები მანამდე, სანამ მათი ჯამი არ შეადგენს 17 ქულას, შემდეგ კი ვალდებულია შეჩერდეს. თუ თქვენი და დილერის კარტების ქულათა ჯამი ტოლია, მაშინ ცხადდება ფრე და უკან გიბრუნდებათ თქვენი ფსონი. თუ თქვენი ქულათა ჯამი მეტია, ვიდრე დილერის, მაშინ თქვენ იგებთ პროპორციით 1:1. იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ და ამოგივიდათ კომბინაცია ბლექჯეკი, მაშინ თქვენი მოგების პროპორციაა 3:2
პ.ს დაწერეთ ვინც თამაშობთ მაქსიმუმ რა თანხაზე გითამაშიათ და რომელ სატზე
This post has been edited by mGeLo777 on 6 Jan 2015, 21:09