მოგესალმებით
კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი თქვენს განყოფილებაში.
მოეკლედ რომ გითხრათ, გეგმაში მაქვს სახლის აშენება (მინდა ვნახო კომპანია რომელიც ასე ვთქვათ გასაღებს ჩამაბარებს) და ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ, სანამ შევეჭიდები ამ ამბავს მინდა ვიცოდე რას ვეჭიდები, მაგრამ საშუალო ფასის დადგენა ძალიან ძნელი აღმოჩნდა და რატომ: კომპანიები ზოგი ამბობს 800$-ს, ზოგი 600$-ს ზოგიც კიდე 270$-ს (საუბარი არის გასაღ. ჩაბარებაზე). იმდენად დიდია სხვაობა ფასებში რომ ვერ ვხვდები რა უნდა ივარაუდო საშუალო ხარისხსა და ფასს შორის.
მერე მეორე და უტყუარი ფაქტი ისაა რომ სამეგობროში ვინც კი ააშენა სახლი, რემონტით და დასრულებული 250$-ზე მეტი არავის დაჯდომია (ნუ როგორც თვითონ ამბობენ და დიდი შანსით არ ტყუიან)
მოკლედ განმანათლეთ და გამაგებინეთ სიმართლე
სახლი მინდა იყოს აი ამ ტიპის და დაახლოებით 200 კვ/მ
მიმაგრებული სურათი