ეს კარგი თემაა და მოჭარბებულადაც მაწუხებს
მაგრამ ცუდზე უარესს რა დაულევს ჩემს გოგრას?
ჰოდა, დანაშაულის განცდა მაქვს, ოღონდ აი წინასწარ
და ეგ ,,წინასწარ" ალბათ ბრჭყალებში უნდა ჩავსვა
ანუ, სიტყვაზე ასეთი მაგალითი:
ღამეა, ბნელია, მე და ქუჩის ძაღლი ვართ ჩაცუცქული ისეთ ადგილზე, სადაც ,,პატიოსანი ადამიანი" არ მოხვდება
(როგორ მოვხვდი, აქაც ხომ დაეჭვდებიან: დავინახავ, ეგრევე ვცდილობ მივაჭრა, შემდეგ ვეფერები, ვაჭმევ ან ჩამოვუჯდები, ან ჩავიცუცქებთ
)
ჰოდა როცა გამოივლიან, მიყურებენ ან მანდ რას აკეთებსო
ან ძაღლთან ერთად მანდ რას აკეთებსო
ჰოდა მე მებადება ეჭვები ჩემს თავზე (სხვისი ჰიპოთეტური თვალით), რომ აქ ახლა უნდა მოვისაქმო, ან რაღაც კრიმინალი (როცა მარტო მე მხედავენ, სიტყვაზე ძაღლს რაღც ეფარება, ხშირად ხდება ასეც), რაღაც სცენარები მომდის თავში, რომ ამის გამკეთებელი ვარ
ან (ძაღლი თუ მოჩანს) რომ ამ ძაღლის მოკვლას ვაპირებ, ან დანაწევრებას, ან შეჭმას ანუ ძაღლების მანიაკი ვარ
ღმერთი რჯული, მე შეიძლება ადამიანებზე მანიაკი გავხდე, რადგან მძულს ისინი, მაგრამ აი ძაღლების (იმიტომ ვაკონკრეტებ ძაღლებზე, რომ ჩემს შემთხვევაში აი ყველაზე ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად პარადოქსულია ჩემი განცდა) მიმართ აბსოლუტურად არავითარ დანაშაულში ან განზრახვაშიც კი არ შემინიშნავს თავი (სანამ ძაღლის მაგალითით არ დავფიქრდი, უფრო სერიოზულად ვეჭვიანობდი საკუთარ თავზე, სიტყვაზე აქ რა მინდა? რას ვაკეთებ საბავშო ბაღთან რატომ ვხვდები ხშირად?
და ა.შ.)
ჰოდა რა უბედურებაა
რატომ ვეჭვიანობ ჩემს თავზე, უსაფუძლოდ, ყველანაირ თეორიულ დონეზე, ადამიანის მიერ ცუდის გაკეთების პოტენციალის გათვალისწინებით, მაინც რომ არ ესადაგება (ძაღლებს და ბავშვებსაც
)
ვერსად ვერ დავმდგარვარ ან ჩემს ნებაზე ვერ მივლია ამის გამო, სულ ჩემი თავის დადანაშაულების პროცესში ვარ
აი კიდევ მაგალითები:
როცა დედაჩემს ველოდები (ეს უფრო წარსულში) ან ხდება ვინმე ნაცნობს და რომ გამოჩნდება, აი სიამაყით აღვივსები, რომ ,,აი ხომ ხედავთ, ხალხო, უხილავო ეშმაკები და დემონებო, რომ მე აქ მართლა ამის შესახვედრად მოვედი და არა იმიტომ, რომ რამე ავკაცობა გამეკეთებინა". ჰოდა მომეშვება ხოლმე
წმინდა სული რომ არ ვარ, აქედან დამეწყო ეს ,,კომპლექსი", მაგრამ ხომ ვამბობ, ზოგიერთი (უმეტესობა) სრულიად აცდენილია რეალობას და შევაწუხე თავი ეჭვებით
პოლიცია თუ მჩხრეკს საოცარ ადგილებში საოცარ დროს, იქით მეუბნებიან ,,პატიოსანი კაცი ხარო" და მე უხერხულად ვიღრიჯები, რომ ეგრე არაა–თქო :/
მომაცილეთ ეს სინდრომიიიიიიიიიიიიი
მოვყვე რამ გამოიწვია? დავიწყო?
მოვდიოდი გზაზე და, თავიდან მოვყვევ?
რაღაც ,,დანაშაული" ჩავიდინე მოყვავის წინაშე და ეგ ვერ გადავხარშე, წლები ვიდანაშაულებდი თავს და არ ვაპატიე დღემდე
ამას დაემატა უფრო სერიოზული, რომ სხვები ჩემში ხედავდნენ იმას, ვისაც ნებისმიერი რამის ,,ჩადენა" შეეძლო
უმეტესობა, ასე ხედავდა და ეშინოდა ჩემი და მეუბნებოდა (ცილს მწამებდა), რომ შენ ხარო...(აქ სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი
)
ჰოდა ეგ ,,გავითავისე" და ,,შეკვეთა აღვუსრულე" თითქოს ჩემს გონებაში და ,,მათსავით ფიქრი"
დავიწყე ჩემს თავზე
და + მინდოდა კიდეც, რასაც მაბრალებდნენ, ეგ ამესრულებინა და ,,აჰა, გინდოდა ეგ ვყოფილიყავი,
ახლა მართალი ხარ"
ჰოდა კიდევ, ირიბად უკავშირდება: ახლა, მსიამოვნებს, რომ ჩემი ეშინიათ. როცა ვხედავ, ეშინიათ/მერიდებიან ადამიანები ან ცხოველები, ძალიან მახალისებს. ბავშვობაში საშიშის გარდა ყველაფერი ვიყავი და ახლა უფრო ,,დაცული ვარ", თითქოს :/
გამექცა ხელი, მსგავს ჩანაწერებს როგორც წესი, პირადად ვუგზავნი უცნობებს, აქ კიდევ სახალხოდ გამომივიდა, თუმცა იმედი მაქვს, არავინ წაიკითხავს
ვინც წაიკითხავს და ის იქნება, ვინც იცის რაც დამიწერია და ჩემგან რა გაგაკვირვებთ, ჯერ სად ხართ,
მართლა მინდა გაგაკვირვოთ ოდესმე