ვშიშობ მართლაც "რელიგია და ფილოსოფია"-ში არის გადასატანი ეს თემა!!!..უცნაურაია, ადამიანები იმდენად ვერ უშვებენ ამგვარი პრაქტიკის რეალურად არსებობის შესაძლებლობას და და მის ქმედითუნარიანობას რომ ცდამდე და მოსინჯვამდეც კი ამგვარი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ(რბილად რომ ვთქვათ)..
ეს რაც შეეხება დაშვებას, მაგრამ ვისაც ერთხელ მაინც უცდია ეს პრაქტიკა, ის მშვენივრად უწყის, რომ არავითარი ბრმად მორწმუნეობა მის ქმედითუნარიანობის დანახვას არ ესაჭიროება, რადგანაც საკმარისია 2-3 დღე მისი გაკეთება(ოღონდ პატიოსნად, სუფთა და წრფელი გულით), რომ იმგვარი შედეგები არ დააყოვნებს, რომლებსაც სხვას ვერაფერს ვერ მივაწერთ, შედეგები იმგვარი არის ხოლმე(რაც უფრო გულმხურვალეა პრაქტიკა, მით უფრო მკაფიოა შედეგი), რომ ყველაზე გულანთებული სკეპტიკოსიც კი მიხვდება, ეს შეუძლებელია დამთხვევა იყოს(წყვეტ პრაქტიკას - წყდება შედეგებიც, განაახლებ - განახლდება შედეგებიც, წყვეტ - წყდება, განაახლებ - განახლდება და ა.შ.. ალბათ თუ უბრალოდ ადამიანს(
ადამიანს?) არ აწყობს სიყვარულის არსებობასა და მის ქმედითუნარიანობას ერწმუნოს(ან
სხვას არ აწყობს რომ ადამიანმა ეს ირწმუნოს), მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხერხდება ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა და ცხოვრების ძველებურად გაგრძელება, უამისოდ.. უსიყვარულოდ)..
საოცარია ისიც, რომ ეს არ არის პირველი თემა, სადაც ამ პრაქტიკაზე საუბარმა ამგვარი გამოხმაურება ჰპოვა.. თითქოს რას კარგავს ადამიანი? ვინმე რაიმე ცუდის გაკეთებისაკენ ხომ არ მოუწოდებს მას? უბრალოდ იმას ეუბნებიან, შეიყვარეთ ერთმანეთი, ოღონდ ეს ყველაფერი ლამაზ სიტყვებად არ დატოვოთ, გახადეთ სიყვარული მაქსიმალურად პრაქტიკული, თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი და დღის ცნობიერ ნაწილში უწყვეტი, მეტი პერმანენტულობა, მეტი ინტენსიურობა შესძინეთ სიყვარულსო.. ბოლოსდაბოლოს იმ ზღვა ნეგატივსა და უარყოფითი ემოციების გულუხვად ჩამორიგებას მაინც აღარ სჯობს? რასაც თუნდაც ამ ფორუმზე თქვენ ანხორციელებთ და ისედაც, რეალურსა თუ ვირტუალურ სივრცეში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით?!... თეორიულად ხომ მაინც უწყით იმას რომ ნეგატივი და უარყოფითი ემოციები არ არის კარგი(მათ შორის ლანძღვა, დაცინვა და ა.შ.)? ამაზე ხომ მაინც ვთანხნდებით? პასუხად კი ქილიკი, ცინიზმი, სარკაზმი, ლანძღვა(ზოგჯერ უცენზურო ლექსიკითაც კი), ნეგატივი, ზიზღი და სიძულვილი მოედინება უწყვეტ ნაკადად ყოველთვის.. სადაც კი ამ საკითხზე გაჟღერდება რამ.. ნეტავ რატომ?
იმედი მაქვს თუნდაც ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება აქ, ვისაც ამ ყველაფრის რეალური მიზეზები მეტად ღრმად დააინტერესებს, სწორედ ამგვარი ადამიანისათვის ან ადამიანებისათვის ვდებ უმნიშვნელოვანეს სამნაწილიან სტატიას იმავე საიტიდან:
ისეკი ყველას გირჩევთ ამ სტატიების წაკითხვას, ვშიშობ მრავალი რამ მწარედ გენიშნებათ საკუთარი თუ თქვენი გარშემომყოფების ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებიდან, მრავალი თქვენი და მათი ქმედებები მოგაგონდებათ..
რაც უფრო კარგად გავიცნობთ ჩვენს მეტოქეს, მითუფრო გაგვიადვილდება მასთან ბრძოლა!!!..
01.
შეპყრობილნი 102.
შეპყრობილნი 203.
შეპყრობილნი 3ამ თემას ასევე მოვაყოლებ კიდევ ერთ სტატიას სახელად "ეგო", აქაც მრავალ ნიშანდობლივ მომენტს წაწყდებით თქვენი თუ თქვენი გარშემომყოფების მიერ გამოვლენილი, ყოველგვარი ნეგატიურის ჭეშმარიტ წყაროსა და გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით!!!..
ეგოასევე, იმის გათვალისწინებით რომ ზედმიწევნით კარგად ვუწყი თუ რა გამოხმაურებას ჰპოვებს ეს ყოველივე ამ თემაში შემომსვლელი ადამიანების უმრავლესობის მხრიდან, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუნდაც ერთი ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესებული ადამიანის გულისათვის, რომელმაც შესაძლოა ამ სტატიებს საიტზე ვერ მიაგნოს, ვდებ ასევე სამ ნაწილიან უმნიშვნელოვანეს სტატიათა ციკლს, რომელშიც გაცილებით ღრმად და გაშლილად არის განხილული სიყვარულის პრაქტიკის ნიუანსები, გულწრფელ მსურველს რომელსაც ჭეშმარიტად სურს სერიოზულ შედეგებს მიღწიოს წინამდებარე პრაქტიკაში(რაც ჯაჭვური რეაქციით, უამრავი ადამიანისათვის და მეცნიერებისათვის თვალხილული თუ ჯერაც მათ მიერ აღმოუჩენელი და უხილავი პრობლემების მოგვარებას იწყებს ავტომატურ რეჟიმში(ჩვენთვისაც და ჩვენი გარშემომყოფებისთვისაც)), ეს სამი სტატია ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ამგვარი დაინტერესებისა და წრფელი სურვილის მქონე მაძიებელს!!!..
პატიოსანი და გულწრფელი ძალისხმევა არასოდეს არ ჩაივლის ამაოდ!!!..
თქვენ ყველანი გაცილებით მნიშვნელოვანები ხართ სამყაროსათვის და სულიერი წარმმართველობისათვის ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ!!!..
საკმარისზე მეტად მნიშვნელოვანები იმისათვის, რომ მათკენ, თუნდაც მცირეოდენი, მაგრამ გულწრფელი და ცნობიერად გადადგმული ნაბიჯი, უყურადღებოდ არ დატოვონ!!!..
01.
ნაგუალი (საუბარი 1)02.
ნაგუალი (საუბარი 2)03.
ნაგუალი (საუბარი 3)P.S.
აქ უბრალოდ იმას დავსძენ რომ ვიცი, სავარაუდოდ მეც იგივე ნეგატივისა და უარყოფითი რეპლიკების ადრესატი გავხდები იმ ყოველივეს გამო რაც დავწერე(და რაც მოვიტყუებოდი თუ ვიტყოდი რომ ჩემთვის სულერთია).. სულერთი არ არის ჩემთვის, თუნდაც უცხო ადამიანი რომ ნეგატივს გამოხატავს ჩემს მიმართ და ავად მომიხსენიებს, მითუმეტეს მაშინ, თუ მე მის მიმართ არავითარი ცუდი განზრახვა არ მქონია მაგრამ ასეთია ჩვენი ბუნება და ამიტომაც ეს კარგად მესმის.. მითუფრო რომ მთლად ჩვენი გამოისობითაც არ ხდება ეს ყველაფერი, ესევთქვათ გვეხმარებიან იმაში რომ ასეთები ვიყოთ.. საბოლოოდ კი იმას დავწერ რომ მთელს ამ ნეგატივსა და ყოველგვარ უარყოფითს გადაწონის ის, თუ ერთ სერიოზულად დაინტერესებულ, ჭეშმარიტების შემეცნებას მოწყურებულ და სულიერების მაძიებელ ადამიანს მაინც შევეწევი ამ ჩემი მოკრძალებული პოსტით და ჩემი უძვირფასესი და უხვი გასამრჯელოც ეს იქნება მხოლოდ..
პატივისცემით ყველას..