აი ემ ზორი მსგავსი ტემა თუა გახსნილი, უბრალოდ უნდა აღვშფითდე სადმე
კაი ხანია არ ვყოფილვარ კინოში, ამასწინათ ვიყავი და კიდევ კარგა ხნით გადაიდო ჩემი სადმე მსგავს ადგილას წასვლა...
კინოს ვუყურე ჩემ გვერდით მჯდომი მდედრის გვერდით მჯდომი მამრის კომენტარებიტურთ, რომელიც როგორც ჩანს აბამდა ჩემს გვერდით მჯდომ მდედრს და იმდენი ვერ გათვალა, რომ კინოში ურთიერთობა ცოტა ძნელია...
უკან მჯდომ გოგონას სულ მოსდიოდა მესიჯები.
წინ მჯდომი თამაშობდა ტეტრისს.
ვიღაცას დაურეკეს და რამდენიმე წუთი არჩევდა ზოგადსაკაცობრიობო საკითხებს არც თუ დაბალ ხმაზე.
ბოლოს მეც შევუერთდი ზოგად ხმაურს და დავიწყე პეპსის ცარიელი ჭიქის ჭრაჭუნი ცხოვრების ჯინაზე
მოკლედ მთელი დარბაზი ბზუოდა და ფუთფუთებდა რა.
ძალიან ძნელია ეტყობა ჩვენთვის მოვკეტოთ ორი საათი და უბრალოდ ვუყუროთ ფილმს
მარტო მე მაქვს ასეთი ცუდი გამოცდილება ნეტა?
ხალხო, ვინც აქ ხართ და ვინც დადიხართ... გაჩუმდით, გათიშეთ მობილურები და ეცადეთ მაინც სიამოვნება მიიღოთ იმისგან, რასაც უყურებთ
ისე, დარბაზის ზედამხედველები არ არსებობენ ჩვენთან?...