გადასარევი თამაში იყო!
ყველაფერი ვიხილეთ = ჰიმნიდან ბოლო ჰუთერამდე!
მალე იქნება ამ თემის ძირში
https://acrossthetasman.com/showthread.php?...ALL-RELEASES-**ჯერ პრევიუ, მერე პირველი, მერე მეორე და ბოლოს რევიუც!
გადმოიწერეთ ირბ–ის ერთგულმა ორთოდოქსმა მუჯაჰედებმაც
და განვლილ ცხოვრებას ჩაუფიქრდით,
ოღონდაც ორი საათით დაივიწყეთ
ეს რა სპორტია = თუ შერკინებაში არ აწვებიან და კისრები არა ტყდებათ, რა რაგბია ...
სულის მოსათქმელი პინგ–პონგი,
რაღა გვეშვლება, ბურჯებს ვეღარ გავათრეფიქებთ ტოპ14–ში,
სვარკაი (აიღე–და–მიეძალე,
რაქი, რაქი, რაქი,
მოლის გორება და ჩაუქცევლად წაქცევა,
წითელი ზოლის ზედახორები,
ღლეტვა რეფის დაბრმავების წყალობით,
შერკინების ქრონიკული ჩაქცევა და ბალახის თელვა,
თითიდან გამოწოვილი ჯარიმების კარში რტყმა,
დერეფანი, დროის 50% პაუზა,
სიმულაცია სააათს გასაჩერებლად ...
@
* * *
სიდნეელებმა ილომგულეს ლიგელთა "სთეით ოვ ორიჯინის" მეორე შებმაში "ბლუზმა" აგრესიითა და უზომო თავდადებით ძლია ბოლო ექვსი სერიის გამარჯვებული "მორუნზი" და ანგარიში გაუფრევა.http://Qaflan.netai.net/2012სიდნეის ოლიმპიური სტადიონი პირამდე შეივსო. პირველი, მელბურნში 10:18 წაგებული შებმისა არ იყოს, ახალი სამხრეთი უელსი კარგა ხანს ისევ სჯობდა ქვინზლენდს, მაგრამ ძნელად დაწინაურდა და ზედ შესვენების წინ თავადვე გაუშვა ლელო.
ბრძოლის განახლებისას სტუმრები დაღუპა სინბინმა, რომლის დროსაც ბლუზმა 12 ქულა მოინაგრა. მორუნზმა ბოლო მეოთხედში გარდატეხა თამაში და კინაღამ ისევ მოიგო, მაგრამ სიდნეელებმაც ილომგულეს და უხისტესი დაცვით სტუმრები დიდი ხნით მათსავე ლელოსთან ამყოფეს.
ფორვარდთა მწყობრიბლუზის ფულბექმა ბრეთ სთიუართმა ორი ლელო გაიტანა, მაგრამ
0:0-ზე ვერ აიღო აბრაგანი და კინაღამ დაუმიწეს. მასპინძელთა ლელო ჯონათან სერსთონის შეცდომის შემდეგ დანიშნული შერკინებიდან დაიდო, ტაიმის ბოლო წყებაში კი ფიჯელი აკუილა უატე ასცდა ქუპერ ქრონქის აბრაგანს და გაქანებული ბენ ჰენანთი კარში შევარდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მიჩელ პირსის შეგორებულთან თოდ ქარნი რომ ასწრებდა ქრონქს, ამან უბურთოდ დაიჭირა და სინბინში წაბრძანდა. ჰოდა, ქიქოფიდან ქარნიმ უმალ გამოარღვია ფორვარდთა მწყობრი და სთიუართი გააჭენა, მერე კი ჯარედ ჰეინმა ხელიდან გაგდებინებულ ბურთს ფეხი მიკრა და ჯონ მორისმა გაილაღა.
დამიწებამდე გააგდებინამორუნზი სინბინის შემდეგ დალაგდა და მეტოქეს მარწუხი მოუჭირა. ზედიზედ მესამე წყების ბოლოს დარიუს ბოიდმა გრეგ ინგლისს ჩამოუგდო სერსთონის აბრაგანი, ბოლომდე ათი წუთით ადრე კი იქეთა ფლანგზე აწეული ააცალა ბრენთ თეითმა ჰეინს, მაგრამ მაიქლ ჯენინგსმა იმარჯვა და ქვიზლენდელს დამიწებამდე გააგდებინა ოვალი.
მატჩის გმირი იყო სიდნეელი რობი ფარა, ვისაც 64 ბოჭვა მოუგროვდა. სემ საიდეის გარეშე მოთამაშე "მორუნზს" დაუშავდნენ ბილი სლეითერი და ქორი პარქერიც, მაგრამ 4 ივლისს, ბრისბენში, "ლენგ პარკზე" (სანკორპ) ქვინზლენდი მაინც ფავორიტი იქნება.
"სთეით ოვ ორიჯინ"ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
<< ბლუზ 16:12 მორუნზ
ახალი სამხრეთი უელსი: ბ.სთიუართ ჰეინ ჯენინგს ჯ.მორის უატე <6-7> ქარნი პირს / გრანთ ფარა ტამოუ; გ.სთიუართ ბერდ გალენ^კაპ * მრქ) მერინ ლუის ქრეი ვოთმოუ - 3ლ: ბ.სთიუართ (1 2) მორის; 2გ: ქარნი
ქვინზლენდ’ი: სლეითერ ბოიდ ინგლის ჰოჯის თეით <6-7> სერსთონ ქრონქ სბ / სქოთ ქ.სმით^კაპ სევენოსივა; მაილზ თეილორ ჰარისონ * მრქ) ჯილეთ პარქერ ჰენანთ შილინგთონ - 2ლ: ჰენანთ ინგლის; 2გ: სერსთონ
რეფ: ქამინს არჩერ * 13/06 @ სიდნეი, ეი-ენ-ზედ (83 110)
4:0(26) 4:6(40) / 6:6(43ჯსბ) 12:6(45) 16:6(49) 16:12(63)
>> ვიდეო:
I ტაიმი
https://acrossthetasman.com/attachment.php?...30&d=1339591460II ტაიმი
https://acrossthetasman.com/attachment.php?...34&d=1339602576სერია 1-1 * გადამწყვეტი რკენა სამი კვირის შემდეგ, ოთხ’შაბათს,
4/07, ბრისბენში (ქზლ) ჩვენებურად დღის ორზე (14.00 საქ)
@