Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ვეძებ დამხმარეს...


Posted by: fox_n 3 Oct 2017, 22:18
მჭირდება დამხმარე ვმუშაობს მანქანის სალონებზე....

Posted by: theodous 4 Oct 2017, 09:29
fox_n
პირობები

მოთხვნები?

Posted by: fox_n 4 Oct 2017, 10:04
theodous
PM ნახე....................................

Posted by: opelmotorsport 5 Oct 2017, 15:50
fox_n
პმ მოგწერეთ.............

Posted by: fox_n 12 Oct 2017, 19:13
მერე იძახით სამსახური არ არისო...

Posted by: theodous 13 Oct 2017, 12:47
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: fox_n 13 Oct 2017, 15:08
ასევე მჭირდება მკერავის დამხმარე... ანუ ვისაც ეხერხება კერვა ან თარგების გამოჭრა...

Posted by: tozi777 13 Oct 2017, 15:52
QUOTE (fox_n @ 12 Oct 2017, 19:13 )
მერე იძახით სამსახური არ არისო...

fox_n

ეს რა კომენტარია ახლა? facepalm.gif

სამსახურების და მუქთად ხალხის გამომყენებლების მეტი რაა. შენ ხელფასი თქვი.

ეტყობა პმ-ში ისეთი პირობები შესთავაზე ხალხს, სახლიდან გასვლაც არ ღირს.


ჰოიი დიდო დამსაქმებელო, დაგვიწერე ღიად რას გვთავაზობ...

Posted by: fox_n 13 Oct 2017, 16:32
tozi777
მკერავის დამხმარეს ვეძებ გამოჭრაში რო დაეხმაროს და მიაწოდოს ნაჭრები რომელიც 100გრამიც არ არის... ასევე დაეხმაროს თარგის გამოჭრაში და თან თუ რამე ადგილზეც შეისწავლის... მაგაში აქეთ იხდიან ფულს მე კიდე პირიქით მიწერია ხელფასის სახით 10 ლარს ვიხდი დღეში შაბათ კვირა დასვენება...


ასევე მჭირდება სკამების და ჭეის მოხსნა დაყენებაში დამხმარე ანალოგიურად ადგილზე შეისწავლის ცოტა თუ ეხერხება და მაგაშიც ანალოგიურად 10 ლარს ვიხდი


რაც თვეში დაახლოებით 250 ლარი გამოდის... სტანდარტული ხელფასი...

გრაფიკი 11 საათიდან ვისაც ძილი უყვარს საღამოს 7-8 საათამდე...

Posted by: tozi777 13 Oct 2017, 17:39
fox_n

კარგი პირობებია პენსიონერისთვის up.gif პენსიას + 250ლ არაუშავს.

საქმე ისაა, რომ სავარაუდოდ პენსიონერი არ გაწყობს. ახალგაზრდას კიდევ თვეში 250ლ არ აწყობს არაპერსპექტიულ სამუშაოში.

ესაა სულ ამგ საქმის ფილოსოფია.

წარმატებები შენს საქმეში alk.gif

Posted by: Mavro 13 Oct 2017, 17:41
fox_n
QUOTE
100გრამიც არ არის


ეს მეორე ხარისხოვანია.

მთავარი ის არის თუ ეყოფათ ჭამაში, სმაში, პარასკევი/შაბათი/კვირა რესტორნებში, მეცამეტე ხელფასი, წელიწადში ოთხჯერ "პუწიოვკა", დაზღვევა, ბონუსები, დაბ. დღეები, ქორწილები, (არ დავწერ მიხვდით ალბათ) და ა.შ.

ბევრგან უწერიათ მინიმუმ 3 000 ლარი ხომ უნდა იყოს ხელფასიო?!

თუ ნაკლებია "მოისაქმებენ" განცხადებაში, ბატონყმობაში დადებენ ბრალს დამსაქმებელს და გააგრძელებენ დედიკოს კისერზე ცხოვრებას 25+ წლის "ჯორები".


ლუარსაბს და დარეჯანს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ქართლოსი 16 Oct 2017, 05:21
QUOTE
არაპერსპექტიულ სამუშაოში.


ტატოა არაპერსპექტიული.

fox_n

5 საათის მერე მცალია გამოვა ეგრე?

Posted by: fox_n 16 Oct 2017, 08:46
ქართლოსი
2 საათის გამო არ ღირს...

Posted by: fenrirhowls 16 Oct 2017, 09:32
QUOTE (theodous @ 4 Oct 2017, 09:29 )
fox_n
პირობები

მოთხვნები?

lol.gif

რა მოთხვნები ბიჭო lol.gif

ხომ არ ლაპარაკობ ? წერ და დაუკვირდი რას წერ, მერე ამბობ არავინ მეხმიანება ფორუმიდანო.. ისე წერ იგინები ნუ ლოცავ ადამიანს ვერ გაიგებს კაცი

Posted by: 10-10-2017 20 Oct 2017, 02:16
fox_n

ვინმე პიანიცა ნახე ჭაჭის ფულზე და კალბასსზე წაიმუშაავებს biggrin.gif

Posted by: Link 20 Oct 2017, 08:59
არა და კაცი ხელობას ასწავლის...
ერთ-ერთ ხადავოის...რომელსაც ისე ვერ ისწავლი.
და მერე იტყვით სამსახურები არ არისო.

Posted by: altezza_altezza 20 Oct 2017, 09:15
კაცურად დღეში 10 ლარი რომ მოგცე დილიდან საღამომდე და დაგაყენო ქუჩაში , ჭამაში და წყალში ერთი თუ იმყოფინებ თავის გზის ფულით ?


თუ სიგარეტს ეწევი მაგას შეგნებულად აღარ ვთვლი









Posted by: Link 20 Oct 2017, 09:22
altezza_altezza
არის მაგალითად ერთი ხელობა, რომლის სწავლაც მინდა ძააააალიან.
ვცადე და ჩემით არ გამომდის ნაღდად.
ისიც ხადავოია. საჭირო ყველგან და ყოველთვის.

ახლა რომ ვინმემ მითხრათ მოდი გასწავლიო
და ხელფასსაც გადაგიხდიო (მიზერულს)
ყველაფერს მივანებებდი თავს... და ვისწავლიდი იმ ხელობას.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხელფასით კი არა, უფასოდ არავინ არ მასწავლის.
ეგ კი არა, აქეთ რომ გადავიხადო - ეგეც მაწყობს.

2 "მასტერი" ერთ საქმეში ბევრი გინახავს?
ერთი მეორესგან სწავლობს, მიდის, თავისას იწყებს.
აიყვანს "დამხმარეს" - ასწავლის, მერე ისიც მიდის და ასე...

აქ კიდე თუ ისედაც არ მუშაობ, თვალი გაქვს და ხელი არ ამოგდის უკუღმა
ნაღდად ღირს რაა...

მე, რომელსაც პირველს მაქვს პრეტენზია ხელფასებზე, არაადამიანობაზე
მონურ მოპყრობაზე და ა.შ. - ვთვლი რომ ეს ის შემთხვევა არ არის.

პ.ს.
შენ ეტყობა არ იცი..
ძალიან ბევრს, აი უზარმაზარი რაოდენობის მაცხოვრებელს თბილისში
პროფესია არ აქვს.
ანუ მარტივად - არაფერი არ იცის. (შენი აზრით კერძო დაცვები რატომაა გადატენილი? biggrin.gif და ნაკადებიც არ ჩერდება. ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ სამწუხარო ფაქტია , რომელიც ვიცი კარგად - უმეტესობას არ აქვს არანაირი ბაზა-background-ი)
ანა ენა, არა განათლება, არა ინფორმაცია.

მაგრამ ხელფასი უნდა, ვის არ უნდა ?!


ეს თემა, ამ კაცის ცოდნა რაც ისწავლა და სხვას ასწავლის , სხვა თუ არაფერი - გ ა მ ო ს ა ყ ე ნ ე ბ ე ლ ი ა !

fox_n
ჰოდა ამხელა პიარისთვის პროცენტები გადმოუშვი smile.gif)))



up.gif

Posted by: ქართლოსი 20 Oct 2017, 18:38
Link
QUOTE
არის მაგალითად ერთი ხელობა, რომლის სწავლაც მინდა ძააააალიან.
ვცადე და ჩემით არ გამომდის ნაღდად.



რომელი ხელობაა?

Posted by: Mavro 20 Oct 2017, 18:46
QUOTE
თუ სიგარეტს ეწევი მაგას შეგნებულად აღარ ვთვლი


წარმოიდგინე ეხლა ზაპოი რომ გაქვს ან ლომკებში ხარ რას გეყოფა 300 ლარი?

რატომ არ ითვალისწინებთ დამსაქმებლები რომ ახალგაზრდა შეიძლება ეწეოდეს კიდეც? facepalm.gif

Posted by: roy jons 22 Oct 2017, 00:07
საკმაოდ კარგი საქმის შესწავლას სთავაზობს ეს კაცი ახალგაზრდებს ჭრაა კერვა,გაჭმევს გასმევს და ჯიბის ფულსაც მოგცემს საღამოს..

პლიუს შეისწავლი დამოუკიდებლად საქმის კეთებას მოგცემს საქმეს. მაგრამ ამყველაფერს დროდა გამოცდილება ჭირდება.


Posted by: fox_n 23 Oct 2017, 12:58
altezza_altezza
სამსახური რო არ გაქვს საერთოდ და ის სიგარეტის ფულიც მათხოვრობა ჯობია თუ დახმარება სწავლა და ფულის შოვნა... თუ იცის ვინმემ ჩემი საქმე წილში ჩავსვავ ისე რო ჩემს გარეშე აკეთებდეს ყველაფერს... 8 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ეხლა ნებისმიერი ადამიანი უნდა მოვიდეს ვინც არ იცის საქმე არაფერი ვასწავლო და კიდე 50% წილშიც ჩავსვა? აბა ეხლა ამიხსენი ცოტას ვიხდი თუ პირიქით...
Link
დიდი მადლობა ამხელა ტექსტისთვის მაგრამ ბევრი ვერ ხვდება მაგას...

Mavro
ნიკორაში დილის 9 დან საღამოს 11 საათამდე 2 ტონამდე ტვირთს რო ზიდავენ იმათ აქვთ თავიდან სანამ სტაჟში ჩაჯდებიან 250 ლარი ვის აინტერესებს სიგარეტის მოწევა ჭამა სმა და გზის ხარჯი მაქსიმუმი ხელფასი კიდე 450 ლარია... დანარჩენი აბა კარგად განსაზღვრე მათხოვრობა ჯობია თუ საქმე და სიგარეტის ფული?


roy jons
ხო და თუ კარგად ისწავლის ჭრა კერვას თანხის გაზრდა და ასე შემდეგ ეგ მერე და მერე დროთა განმავლობაში ...

Posted by: Mavro 24 Oct 2017, 08:50
fox_n
QUOTE
ვის აინტერესებს სიგარეტის მოწევა ჭამა სმა და გზის ხარჯი


მეც იგივეს ვიძახი

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაწყობს OK, არ გაწყობს?! გაიარე რა საჭიროა ეს "როგორ უნდა ეყოს" , "პენსიონერი თუ დათანხმდება"

საერთოდ დაკვირვებული ვარ, ადამიანი რომელიც პირველ რიგში ხელფასზე ამახვილებს ყურადღებას (და არა სამუშაოს დეტალებზე) ის ეძებს მიზეზს რომ არ იმუშაოს.
ნუ მერე იწყებს ღლიცინს რათქმაუნდა

Posted by: Link 24 Oct 2017, 17:47
ქართლოსი
QUOTE
რომელი ხელობაა?

ისე, არ ვიცი რა ქვია : )))
რადიო-ტექნიკის ინჟინერი?
აი პლატების და მისი კომპონენტების სპეციალისტი yes.gif

Posted by: RedShark 24 Oct 2017, 18:04
Link
QUOTE
არის მაგალითად ერთი ხელობა, რომლის სწავლაც მინდა ძააააალიან.
ვცადე და ჩემით არ გამომდის ნაღდად.

QUOTE
ისე, არ ვიცი რა ქვია : )))
რადიო-ტექნიკის ინჟინერი?
აი პლატების და მისი კომპონენტების სპეციალისტი

რადიოელექტრონიკის ინჟინერი, ან მოკლედ - რადიოინჟინერი.
ძალიან თუ გინდა ისწავლი... არსებობს არსებობს სპეციალური ლიტერატურა დამწყებებისთვის https://forum.ge/?f=108&showtopic=34914759

Posted by: FeelsBadMan 24 Oct 2017, 19:05
მაგას ვინც დათანმხდება შეგიძლია
პირვლეი 2 თვე სტაჟირება გაატარო ( რა თქმა უნდა უფასო)
შემდეგ 5 ლარი მისცე დღეში იმის პირობით რომ გაეზარდება
და ეგრე ახტუნავე
არ აწყობს? გაიაროს რა....

Posted by: Mavro 24 Oct 2017, 19:31
QUOTE
გაიაროს რა....

ჰო აბა რა უნდა ქნას, იღლიცინოს?

კაცი/ქალი იძახის მკერავის დამხმარეო
განა თვითონ რას უნდა აკეთებდეს იმდენს რომ 300 ლარზე მეტი გადაიხადოს?

ბესარიონი ხომ არ არის არა?!




Posted by: ქართლოსი 24 Oct 2017, 21:42
Link
QUOTE
რადიო-ტექნიკის ინჟინერი?
აი პლატების და მისი კომპონენტების სპეციალისტი



გეპეიში არ ასწავლიან?

რუსთავშია კოლეჯი როგორც ვიცი მგისი.


Posted by: Rayleigh 24 Oct 2017, 22:03
Mavro
QUOTE
რატომ არ ითვალისწინებთ დამსაქმებლები რომ ახალგაზრდა შეიძლება ეწეოდეს კიდეც?

მართალი ხარ მეგობარო
იქნებ ამავდროულად ალკოჰოლი ვარ და დღეში რამოდენიმე ქილა ლუდა მესაჭიროება მინიმუმ და 1 მასტერკა პლანი
რატომ არ ითვალისწინებთ ამას???

Posted by: Mavro 25 Oct 2017, 20:45
QUOTE
დღეში რამოდენიმე ქილა ლუდა მესაჭიროება მინიმუმ და 1 მასტერკა პლანი
რატომ არ ითვალისწინებთ ამას


კომპ "მამა აფრიკა" ს აქვს ვაკანსია დიჯეის/ბარკაცის/ოფიციანტის პოზიციაზე სივიში მიუთითე შენი მოთხოვნები რა პრობლემაა ????


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


up.gif

Posted by: Dv@li 26 Oct 2017, 21:23
თქვენსას ვერ გაიგებს კაცი რაა

გასწავლით რარაცას და კიდე ფულს თხოვთ ამაში?


ბარემ აქვე დავწერ, მეშოკების თრევაზე მაქ სამუშაო, ადგილზე შეგასწავლით. ხადავოი პროფესიაა და ხელფასი არ მომთხოვოთ. ყველგან გამოგადგებათ სადაც არ უნდა წახვიდეთ

Posted by: Mavro 26 Oct 2017, 22:31
Dv@li


QUOTE
მეშოკების თრევაზე მაქ სამუშაო


ტომარის თრევაში რას გულისხმობ, ძირს უნდა დადო და გააცურო თუ ზურგზე უნდა მოიკიდო და ატარო?
დააკონკრეტე, მართლა მაინტერესებს :|


დღის "რაღაც მონაკვეთებში" მცალია ხოლმე, ისე მოგეხმარები, თუ ტერიტორიულად ძალიან შორს არ ხარ.

Posted by: Dv@li 27 Oct 2017, 00:02
Mavro
აი ძმაო ადამიანი. შენ ყველას ასე უფასოდ ეხმარები თუ მარტო ფორუმელებს? სად ხარ შენ დაწერე და გეტყვი ახლოს ვარ თუ არა. ზურგით უნდა ატარო

Posted by: Mavro 27 Oct 2017, 01:47
QUOTE
აი ძმაო ადამიანი.

up.gif

QUOTE
ყველას ასე უფასოდ ეხმარები თუ მარტო ფორუმელებს

ჩემთვის სრულიად უცხოებსაც, თუ შევამჩნიე რომ ესაჭიროებათ და შემიძლია
რატომ მეკითხები, უცხოა შენთვის უანგარობა ?


QUOTE
მეშოკების თრევაზე მაქ სამუშაო

QUOTE
ზურგით უნდა ატარო


ეს დამიზუსტე რატომ შეცვალე
კერძოდ თრევა - ტარებით

Posted by: Dv@li 29 Oct 2017, 02:43
Mavro
QUOTE
ჩემთვის სრულიად უცხოებსაც, თუ შევამჩნიე რომ ესაჭიროებათ და შემიძლიარატომ მეკითხები, უცხოა შენთვის უანგარობა ?


vis.gif vis.gif

კი უეჭველი

გგონია რო ვინმემ დაიჯერა რო ვინმეზე დამხმარებელი ხარ? პროსტა მონათმფლობელს რო გავეკაიფე მაგის დასაცავად ვითომ რაღაც საპირისპირო დაწერე

Posted by: Mavro 29 Oct 2017, 04:07
Dv@li
QUOTE
გგონია რო ვინმემ დაიჯერა რო ვინმეზე დამხმარებელი ხარ?


მაინტერესებს?

ვხედავ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვაშკაცობა არ გყოფნის ამიტომ ასე დავსვავ კითხვას იქნებ მიპასუხო, ანუ ხალხი ვინც ტომრებს ეზიდება შენი გადასახედიდან მეშოკებს ათრევს ხო ?

... ... და სხვას ეძახი მონათმფლობელს smile.gif




Posted by: Dv@li 29 Oct 2017, 04:17
Mavro
თრევა ქვია მაგნაირ სამუშაოს შენთვის თუ სეირნობაა სულ ფეხებზე მკიდია

ცნობისთვის მე ახლაც სიმძეების თრევა მიწევს ძაან რო არ დაიკარგო

Posted by: Mavro 29 Oct 2017, 04:27
Dv@li
შენ როცა გეხება შეგიძლია თქვა ხოხვით მივათრევდიო, ან თუ მოგწონს კიდე უფრო უარესად, მაგრამ როცა სხვასაც ეხება პატივისცემა და ზრდილობა გამოიჩინე. (სხვა კი არაფერია ბატონყმობა)

QUOTE
ცნობისთვის მე ახლაც სიმძეების თრევა მიწევს ძაან რო არ დაიკარგო

მითუმეტეს

Posted by: PANTALONE 2 Nov 2017, 23:16
კარგი სამუშაოა, გეუბნებით, ახალგაზრდებისთვის. თან ხელობას ისწავლით

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)