ძვირფასო,იუზერებო
ვინაიდან არაერთხელ გაიჟღერა ამ მოთხოვნამ...
ვინაიდან ყველაზე მძიმე ჯვარია,რაც შეიძლება კოსმოსმა ადამიანს დააკისროს...
ვინაიდან ყველაზე იდუმალებით მოცული და გამძაფრებული ინტერესის საგანია...
ვინაიდან ვინც კი ვინმე ცოფიანი დაძრწის ფორუმზე,აქაც დასაცოფად შემორბის და მერე აღმოაჩენს რომ მთვარე ჰყოლია გაჭირვებული და ასეთები მნიშვნელოვნად აღგემატებით სხვა დანარჩენ მოკვდავებს...
ვინაიდან მე,საოცრად დემოკრატსა და ტოლერანტულ ერთერთ მთვარე მორიელს,მესმის რა ხმა ცოფიანისა და ხმა განყისა,თქვენ ხართ ჩემი ბატონი...
უფლება არ მაქვს,რომ არ გავხსნა მოთხოვნილი თემა.
შემობრძანდით დაბრძანდით და კარგად დაიმახსოვრეთ ან გაიხსენეთ უკვდავი დანტე:
"Здесь нужно, чтоб душа была тверда;
Здесь страх не должен подавать совета."
რას აკეთებთ ამ თემაში:1.წერთ ქალაქურ,ატმოსფერულ,სტრატოსფერულ და გალაქტიკურ ლეგენდებს მთვარე მორიელებზე.
2.გშურთ და იბოღმებით,რომ თქვენ გაცილებით კეთილი და უპრობლემო მთვარე გყავთ.
3.გვიყვებით საკუთარ პრობლემებს,გვიზიარებთ შიშებს,ბავშვობის კომპლექსებს,რასაც ჩვენ აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ მომავალში.
4. სრულ მორჩილებას გვიცხადებთ და იცით თქვენი ადგილი,წინააღმდეგ შემთხვევაში,ვერ დაგეხმარებით.
5. თუ არ გვაძლევთ,მაშინ საერთოდ ნუ ჩაიხდით თუ შეიძლება ან არა და მერე პრეტენზიები არ მიიღება.
სანაცვლოდ შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ზუსტი დიაგნოსტირებით,განკურნების გარანტიით,სრულად დამორჩილების შემთხვევაში
ნუ დაეჭვდებით. თქვენ რომ ვერ ხვდებით,ამას მნიშნველობა არ აქვს.
მთავარია,რომ ჩვენ ვიცით,რასაც ვაკეთებთ