johnoliverვფიქრობ იდეა სწორად უნდა იყოს გათვლილი 21-ე საუკუნის გამოწვევებან და მოთხოვნებთან, აქედან გამომდინარე უნდა აარჩიო ისეთი რაც მოთხოვნადიცაა, განვითარებადიც, თანამედროვეც და სამომავლოდ პერსპექტიულიც.
გირჩვევ მანქანების საქმეში ჩაიხედო, ვიცი ადვილი არაა მაგრამ მასე ადვილი, არც ჭამაა
დაღეჭვა, გადაყლაპვა, გადამუშავება და მონელება უნდა
პირველ რიგში რჩევა იქნება, შენი ძალებით დაიწყო ინდივიდუალურად ყველაფერი, არავინ არ ჩაირიო საქმეში და წილში. დაჯექი წაიკითხე უამრავი ინფორმაცია, ისწავლე, დაამუღამე, უყურე იუთუბზე, შეისწავლე სუსტი და ძლიერი მხარეები და ბოლოს გახდი წარმატებული დილერი
რათქმაუნდა ოფიციალური დილერობა არ იგულისხმება
ჩამოიყვან მეორად ავტომობილებს, ჯერ უბანში გაპიარდები, მერე მეზობელ უბნებში, მერე თუ გაქაჩავ პატარა კომპანიასაც დააფუძნებ და შენ უფროსად დაჯდები
თან ვერავინ ვერ მოგატყუებს ყველაფერი ნასწავლი რო გექნება უკვე შენი წვალებით
დაფიქრდი პროსტა რაზე გააკეთო გათვლა, ყველა ხედავს ნავთობი ისე თუ ასე იწურება, საწვავი ძვირდება, ეს ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებს დიდი ხნის წინ ააქვთ გათვლილი, უბრალოდ ბაზარს ერთი ხელის მოსმით ვერ გააფუჭებდნენ და ვერც გაბედავდნენ, ბოლო ბოლო მთელი მსოფლიო ნავთობზე დგას. ახლა კი ნელ-ნელა დაიწყო რევოლუცია ამ სფეროში და შესაბამისად ელექტრომობილებიც აქტუალური გახდა.
ყველას ჰგონია რატომღაც რო მარტო ტესლას ყავს ელექტრომობილი, არა ეგ მცდარია, ყველა ნორმალურ მარკას ყავს თავისი ელექტრომობილი, უბრალოდ აწი იწყება გაპიარება. დაგუგლე ტოპები რომელ მარკებს უკავია, შეისწავლე ამ მარკების მოთხოვნები, ფასები, სუსტი და ძლიერი მხარეები (შემდგომში ეს სუსტი მხარეები შენს სასარგებლოდ გამოიყენე, ამ სუსტი მხარის მაგალითად ავტონაწილის ჩამოტანაც უზრუნველყავი). ამ ყველაფერს თუ შეეჭიდები, თავისთავად აუქიონების შესწავლაც მოგიწევს, ამ მხრივ ყველაზე პოპულარული iaai და copart-ია. შეისწავლე მანქანის შემოწმებაც, რო ძაან ნაავარიები არ შეგეტენოს, შემდგომში იქ ადგილობრივს გაიცნობ ვინმეს, ვისაც დაურეკავ, მივა ადგილზე შეამოწმებს და ყველაფერს შეგატყობინებს. ბოლო-ბოლო ხალხი ისეთ აზარტში და ისეთ მაყუთს აკეთებს ამაში რომ ბილეთს ყიდულობენ დამიფრინავენ იქ მანქანის მისი თვალით სანახავად და შესამოწმებლად, მერე მოდიან და აქედან კომპიუტერით იგებენ აუქიონებს.
ასევე დააკვირდი იმასაც რაც აქ ხდება, ელექტრომობილებს საბაჟოზე გადასახადი მოხსნილი აქვთ + ტაქსების რევოლუცია + ტექპასპორტი, რაც უამრავ მანქანას დაასტოპებს. ყველა ოცნებობს უკვე დღესდღეისობით ელექტრომობილი იყიდოს. სამომავლოდ კომპანია რო გექნება უკვე გააფორმებ ბანკებთან და მიკროსაფინანსოებთან ხელშეკრულებას, რო განვადებით მოგემსახურონ და ასე მიჰყვები ნაბიჯ-ნაბიჯ იდეის განვითარებას
თან ჯერ ერთ მანქანას იყიდი და დააკვირდები თუ გამოგივა
რათქმაუნდა რისკები უნდა გაანალიზო და წინასწარ ყველაფერი დაგეგმო
წარმატებები
* * *
8 Best Electric Vehicles
•8) 2018 Kia Soul EV.
•7) 2018 BMW i3.
•6) 2018 Nissan Leaf.
•5) 2018 Volkswagen e-Golf.
•4) 2018 Tesla Model.
•3) 2018 Hyundai Ioniq EV.
•2) 2018 Tesla Model S.
•1) 2018 Chevrolet Bolt EV.
იყის ესეც აქ ბარემ
კიდევ ძაან ბევრია, მაგრამ პირველივე გუგლის მონაცემია ვინმე რო არ შემედაოს