forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (115) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სახის და ტანის მოვლა ♥, ტომი N10
narkozeli
გვანც ♡


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24142
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 7 May 2016, 11:28  #47750413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

სილამაზის ვიტამინები:
A - კანს გლუვსა და ელასტიურს ხდის,ხელს უშლის თმის ცვენას
B1- თმასა და ფრჩხილებში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესებს.
B2 – უჯრედებში ენერგიის გამომუშავებას ასტიმულირებს.
B5 – ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას.
B12 – ხელს უწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებასდა სისხლის წარმოქმნას
H – უზრუნველყოფს კანისა და თმის პიგმენტაციას,ეწინააღმდეგება კანის სიმშრალესა და აქერცვლას.
B10 – ანელებს დაბერების პროცესს.ეწინააღმდეგება ჭაღარას და ნაოჭების წარმოქმნას
C – ანტიოქსიდანტია,ამაგრებს სისხლძართვების კედლებს,ხელს უწყობს იმუნურ დაცვს.
D – ხელს უწყობს ძვლოვნი მსის გამაგრებას.
E-აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს,აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,ებრძვის თრომბის წარმოქმნას. (წყარო: janmrtelobainfo.ge)

აღნიშნული ვიტამინების შერევა შესაძლებელია თქვენს მერ მომზადებულ ნიღბებში. გაითვალისწინეთ ნიღბის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში 2-ჯერ,საღამო ხანს, რის შემდეგაც სახეზე უნდა წაისვათ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი მკვებავი კრემი. აუცილებელია ნიღბის გაკეთებისას გაითვალისწინოთ მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ თქვენი კანის ალერგიულობა.
____________________________
ზეთები
ისევე როგორც ვიტამინების,ზეთების შერევაც შესაძლებელია სახლის პირობებში მომზადებულ ნიღბებში,თუმცა ამისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რომელი ზეთია შესაფერისი ჩვენი კანისა და იმ პრობლემისთვის რომლისთვისაც ვიყენებთ......
ზეთების თვისებების დადგენაში დაგეხმარებათ შემდები ბმული:
http://www.naturesgift.com/aromatherapycar_ord.htm
იმ შემთხვევაში თუკი კანი გამოგიშრათ სუფთა, სველ კანზე წაისვით რამდენიმე წვეთი ნუშის ან ზეითუნის ზეთი (შესაძლებელია სხვა ზეთებიც)... დაელოდეთ სანამ ზეთს კანი წყალთან ერთად შეიწოვს და დარჩენილი მასა აიღეთ სალფეთქით... 10 წუთისმერე ზეთი ჩამოიბანეთ "გამდინარე"წყლით. (გაითვალისწინეთ აღნიშნული პროცედურა არ არის რეკომენდირებული ზაფხულში და ნაკლებად სასურველია ცხიმიანი კანისთვის,გარდა იმ შემთხვევისა როცა კანი (მაგ: სიცივისაგან) გამოგიშრათ
__

user posted image
__________________________
ნიღბები
მშრალი კანისთვის:
კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი...
კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ნუშის ზეთი (შესაძლებელია ზეითუნისა და მზესუმზირის) ერთმანეთში აურიეთ, ათქვიფეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი ან რძეგარეული წყლით.
•2 ჩ/კ ხილის წვენი (ვაშლი, ლიმონი, გრეიფუტი)
•ნახევარი კვერცხის გული
•2ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო
•1ჩ/კ მცენარეული ზეთი
ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი კრემი.
ნიღბები ნორმალური კანისთვის:
კვერცხის ნიღაბი...
კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ცხიმი, 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1/2 ჩაის კოვზი წყალი.გაიჩერეთ 10 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
•1ს/კ კეფირი
•1ს/კ ჰერკულესი
ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი კრემი.
ნიღბები ცხიმიანი კანისთვის:
კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა,შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 10 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ კანზე. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. (შენიშვნა: აღნიშნულ ნიღაბს გააჩნია ე.წ. "ლიფტინგ" ეფექტი და ხურავს ფორებს)
აღნიშნული ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. (ავიწროვებს ფორებსაც)
მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს (შესაძლებელია ლიმონიც) და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს.
ნიღაბი ლიფტინგ ეფექტით:
აიღეთ 1 ჩაის კოვზი მოდუღებული ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 2 კვერცხის ცილა.ცილები(ცივი) ათქვიფეთ ქაფის კონსისტენციამდე, შემდეგ დაუმატეთ არაჟნი, თაფლი და ბოლოს ყავის ნალექი. მიღებული ნიღაბი წაისვით სახესა და კისერზე - გაიჩერეთ 20 წუთი.
მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი:
აიღეთ ნახევარი ბანანი, 1 ჩაის კოვზი ნაღები, 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და დაიდეთ სახეზე - გაიჩერეთ 15 წუთი. ნიღბის შემდეგ წაისვით მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი.
რჩეულები love.gif
უბრალოდ ჩვენი "რჩეული" რამდენიმე საშუალება სხეულის მოსავლელად.....
ყინულის კუბიკები: ვიყენებთ წლის ნებისმიერ დროს,ყოველდღიურად.მინერალური წყლის, პიტნის (შესაძლებელია სხვა ნებისმიერი მცენარის ნაყენი,რომელიც თქვენს კანს უხდება) კუბიკს წრიული მოძრაობით ვისვამთ სახეზე,რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლი მიმოქცევა და კანი უფრო რბილი ხდება. (არ არის რეკომენდირებული კუპეროზისკენ მიდრეკილი კანისთვის). გირჩევთ შემდეგი მცენარეების „კუბიკებს“
გვირილა-გააჩნია დამამშვიდებელი,ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
ჩაის ხის ნაყენი-რეკომენდირებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის
პეტრუშკის ნაყენი-გამოიყენება ახლადწარმოქმნილი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
ევკალიპტი-გამოირჩევა ანტიბაქტერიული,მატონიზირებელი თვისებებით
p.s. მოდუღებული ყავა გაფილტრეთ და ჩაასხით ყინულის მოსამზადებელ ფორმებში. ყოველ დილით გაიწმინდეთ სახე და კისერი ამ ყინულით. ეს ყოველდღიური პროცედურა მოიყვანს კანს ტონუსში და შეაჩერებს ნაოჭების წარმოქმნას.
თიხა. აახალგაზრდავებს კანს. აქვს "ლიფტინგ" ეფექტი, ხურავს ფორებს, კანს კვებას მინერალებით.
თიხას ვამატებთ წყალს (მშრალი კანის შემთხვევაში რეკომენდირებულია რძე) და მიგვყავს არაჟანის კონსტიტენციამდე. კანზე (შესაძლებელია მთელ სხეულზე) ვიდებთ და ვიჩერებთ 10-12 წუთს, შემდეგ სველი თითებით ვამასაჯებთ თიხის ზედაპირს,რის შემდეგაც დარჩენილ მასას თბილი წყლით ვიშორებთ.
ცისფერი თიხა რეკომენდირებულია ცხიმიანი კანისთვის. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს და ადეზინფიცირებს, აქრობს ანთებებს, ხელს უშლის გამონაყარის წარმოქმნას და აქრობს ცხიმიან ბზინვარებას. კოსმეტიკური ეფექტის გარდა ეს თიხა კანს კალიუმით, მაგნიუმით, აზოტით, ფოსფატით და რადიუმით ამდიდრებს.
შავი კოსმეტიკური თიხა შავი თიხა უხდება ყველა კანის ტიპს, მაგრამ ყველაზე ეფექტურად ის უმკლავდება ცხიმიანი კანის პრობლემებს. ამ თიხით დამზადებული ნიღბები ავიწროვებენ ფორებს, ასუფთავებენ კანს და აქრობენ ცხიმიან ბზინვარებას.თუ ცელულიტი გაწუხებთ გამოიყენეთ შავი თიხა შეფუთვების გასაკეთებლად. შავი თიხა გამოირჩევა უნიკალური თვისებით - ის სწრაფად ასუფთავებს კანს ტოქსინებისგან.შავი თიხა შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სტრონციუმს და კვარცს.
ყვითელი კოსმეტიკური თიხა ყვითელი თიხა - ცხიმიანი კანის „ელექსირია“ .რეგულარული ყვითელი თიხის ნიღბების გაკეთება გააქრობს ცხიმიან ბზინვარებას, შეავიწროვებს ფორებს და გააუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციის უნარს. იგი იოლად ერევა ანთებით პროცესებს კანზე, ასტიმულირებს და აძლევს მას ჯანსაღ იერს. ყვითელი თიხა ეფექტურის ცელულიტის დროს.
მწვანე კოსმეტიკური თიხა მწვანე თიხა აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამცირებს კანზე ცხიმის გამოყოფას, ავიწროვებს ფორებს, აქრობს ანთებით პროცესებს - ამიტომ ის რეკომენდირებულია პრობლემური და ფერიმჭამელებით დაავადებული კანისთვის.
მწვანე თიხა კანს კვებავს ისეთი ნივთიერებებით როგორებიც არის ცინკი, ვერცხლი და კალციუმი.
თეთრი კოსმეტიკური თიხა თეთრი თიხა რეკომენდირებულია ცხიმიანი და შერეული ტიპის კანისთვის. ის აშრობს კანს, ამცირებს ცხიმიან ბზინვარებას, ებრძვის კომედონებს და აუმჯობესებს კანის ფერს. მას აქვს მათეთრებელი ეფექტიც.
წითელი კოსმეტიკური თიხა წითელი თიხა დაუბრუნებს ახალგაზრდობას ასაკოვან კანს. მისი დამატებით დამზადებული ნიღბები ამდიდრებენ თითოეულ უჯრედს ჟანგბადით, რისი წყალობით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და უჯრედის გაახალგაზრდავების და განახლების პროცესი გაცილებით აქტიურად მიმდინარეობს. ამის გარდა წითელი თიხა ამშვიდებს ქავილს და კურნავს კუპეროზს.
ვარდისფერი კოსმეტიკური თიხა ვარდისფერი თიხა რომელსაც იღებენ წითელი და თეთრი თიხის შერევით აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს კანს. ის ასწორებს ახლადწარმოქმნილ, მცირე ზომის მიმიკურ ნაოჭებს. რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის. (წყარო: 4lady.ge)
სასარგებლო რჩევა:
-იმისათვის, რომ გააძლიეროთ თიხის ნიღბის მოქმედება დაშვებულია თიხის რამდენიმე ტიპების შერევა. ცხადია, უნდა გამოიყენოთ იმ თიხის ნაზავი, რომელიც თქვენ კანის ტიპს უხდება.
სკრაბი სახლის პირობებში:
ზეითუნისა და შაქრის სკრაბი: ვიღებთ 3 ს.კ. შაქარს, ვამატებთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთს (უმჯობესია იყოს პირველადი "ნაწური") და აღნიშნული მასით სხეულის ნებისმიერ ადგილას ვიტარებთ "ხეხვის" პროცედურას...მოცემული სკრაბის გამოყენების შემდეგ ტანის კრემისა და ლოსიონის წასმა საჭირო აღარ არის. აღნიშნული პროცედურის ჩატარება რეკომენდირებული კვირაში 1.
ყავის სკრაბი აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაფქვილი ყავა, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი (გაითვალისწინეთ თაფლის მიმართ თქვენი ალერგიულობა) კარგად აურიეთ ინგრედიენტები და წაისვით წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ასევე:
ინგრედიენტები : 2 ჭიქა დაფქვილი ყავა
ნახევარი ჭიქა შაქარი ან ზღვის მარილი.
2/3 სუფრის კოვზი ზეთი. (ნებისმიერი სახის ზეთი)
ეს ყველაფერი აურიეთ ჯამში.ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ყავისფერი შაქარი, რაც თქვენს სკრაბს ტკბილ სურნელს მიანიჭებს და გაახალგაზრდავებს კანს. ამასთან ერთად შეგიძლიათ დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და ეს ყველაფერი აურიოთ ერთმანეთში. თუ ვანილს დაუმატებთ ეს მოუხდება თქვენს სხეულს, იგი უფრო დაამშვიდებს კანს.
შეგიძლიათ პარფიუმერული ზეთიც გამოიყენოთ, თუმცა თუ სკრაბს სახეზეც წაისმევთ, ძალიან ბევრი არ დაამატოთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პროდუქტი ალერგიას იწვევს თქვენს ორგანიზმში, იგი აუცილებლად გამორიცხეთ.
როდესაც სკრაბი მზად გექნებათ, წაისვით სველ ან ნესტიან კანზე, უმჯობესია ეს პროცედურა შხაპის მიღების დროს ჩაატაროთ, რადგან მოცილებაც შემდგომ ადვილი იქნება. სკრაბი თითებით ან სპეციალური ღრუბელით წაისვით წრიული მოძრაობებით. (წრიული მოძრაობით მიღებული მასაჟი აქრობს ცელულიტს და ვენის ვარიკოზულ დაავადებებს)
სასარგებლო ბმულები
ნატურალური კოსმეტიკა
http://www.kontrollierte-naturkosmetik.de/...turkosmetik.htm
ნივთიერებების ჩამონათვალი, რომელებიც მავნეა ჩვენი კანისთვის
http://www.scribd.com/doc/78382192/Comodogenic-List
http://www.zerozits.com/Articles/acnedetect.htm
http://www.natural-remedies-for-skin-care....tural-oils.html
__________________________________________________
Some people.....no matter how old they get, never lose their beauty ჩვენი სტიმულის ფრაზა...... ^_^

წინა თემის ტოპ-10 მპოსტავი:
sallyBourbon 143
Utopian 140
Rin 128
Blue October 105
_nite_ 102
საკურა. 99
死海. 98
merciamercia 68
rock in rose 66
avgusta 64

წინა თემის ლინკი :
სახის და ტანის მოვლა


--------------------
What Goes Around Comes Around : )


კნაწუწი©
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20792
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 7 May 2016, 11:58  #47750611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდე chups.gif chups.gif chups.gif


--------------------
მაკონდოში წვიმს

Sometimes there is so much beauty in the world, I feel like I can't take it, and my heart is just going to cave in

ბანძ გოგოებს როგორსაც მასა ხოდავს მეც მოვხოდავდი უბრალოდ პორნომ ჩამომიყალიბა მაღალი სტანდარტები (c)Hermyon
marimarita



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13013
წევრი No.: 208374
რეგისტრ.: 3-October 15

გამოგზავნილია: 7 May 2016, 12:32  #47750847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალ თემას გილოცავთ love.gif

სახის ნიღბები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by marimarita on 7 May 2016, 12:35

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
txt_1.jpg


--------------------
If you judge people, you have no time to love them...
Rin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2457
წევრი No.: 201170
რეგისტრ.: 18-April 15

გამოგზავნილია: 7 May 2016, 18:35  #47753674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
marimarita

ისე გლიცერინი სად იყიდება? smile.gif

პ.ს გოლდენ როუზის ფანქარი ვიყიდე, 3.50 ღირდა. რბილია თვალზე და კარგი შავია
marimarita



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13013
წევრი No.: 208374
რეგისტრ.: 3-October 15

გამოგზავნილია: 7 May 2016, 22:19  #47755419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Rin
გლიცერინი აფთიაქში იყიდება :yes:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



პ.ს. ამჯერად EVELINE -ს ფანქარი მაქვს და მომწონს, ისე თხევად ლაინერს ვამჯობინებ.. ))

niina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 170
წევრი No.: 172941
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 8 May 2016, 00:24  #47756484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფიქსირ up.gifup.gif


--------------------
თუ გინდა გახდე უკეთესი,
ჯერ უნდა მოკვდე როგორიც ხარ,
მაგრამ
მკვდრეთით აღდგომა უფრო დიდი ტანჯვაა,
ვიდრე სიკვდილი. ©ლ.მ
Rin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2457
წევრი No.: 201170
რეგისტრ.: 18-April 15

გამოგზავნილია: 8 May 2016, 12:53  #47758547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
marimarita

ოკ მადლობა smile.gif
ვცდი აბა საპნის ნიღბის დამზადებას biggrin.gif

გაიზ ზიაიას ტანის კარაქს ვინც იყენებდით მოგწონდათ? კანში რომ ადვილად იწოვებოდეს და არ იგლისებოდეს ისეთი მინდა smile.gif
ახლა ივროშე მაქ ქოქოსის, კარგია, მაგრამ სურნელი მომბეზრდა ^^"

პ.ს კანს როგორ დაეტყო ვიტამინების ნაკლებობა sad.gif ხილის და ბოსტნეულის წვენები არ მოიკლოთ ><

This post has been edited by Rin on 8 May 2016, 12:55
rock in rose
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12165
წევრი No.: 71219
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 8 May 2016, 14:18  #47759229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rin

QUOTE
გაიზ ზიაიას ტანის კარაქს ვინც იყენებდით მოგწონდათ? კანში რომ ადვილად იწოვებოდეს და არ იგლისებოდეს ისეთი მინდა
ახლა ივროშე მაქ ქოქოსის, კარგია, მაგრამ სურნელი მომბეზრდა ^^"


მე არ მომეწონა, ძალიან სქელი იყო, ლოსიონებიც აქვთ და ეგენი უფრო კარგია. თან ტანის კარაქი ზაფხულში არ გინდა, ზედმეტად მძიმეა.
ახლა მეც ივროშე მაქვს, ვანილის და ძალიან მომწონს, წამებში იწოვს და სუნიც კარგი აქვს, თუმცა მართლა მოსაბეზრებელია. არ მთავრდება რამდენი ხანია.

Rin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2457
წევრი No.: 201170
რეგისტრ.: 18-April 15

გამოგზავნილია: 8 May 2016, 16:17  #47760034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rock in rose

აჰამ, გასაგებია smile.gif
ივროშე თუ გავხარჯე ან გავაჩუქე მერე მაგას მოვსინჯავ biggrin.gif
Kate789
Batman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18998
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 8 May 2016, 23:57  #47764407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
avgusta
QUOTE
კიბეებზე უნდა იარო ფეხით ხშირად

კიბეებზე ხშირად დავდივარ, სხვათაშორის. მაგრამ აქვს ნეტავ აზრი?

narkozeli
QUOTE
ცურვა ჩემი აზრით

ცურვას ვერ მოვახერხებ.

სხვა იდეები არის დასაკლებად და მუცლის პრესის ქონისთვის?
პერიოდულად ველოსიპედითაც ვკატაობ ხოლმე.
დღეს ავიწონე და 800 გ დამიკლია biggrin.gif
რა ამოვიღო რაციონიდან? რა ჩავრთო? იქნებ დამაკვალიანოთ რა.


--------------------
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.
Blue October
Floydian


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1275
წევრი No.: 162433
რეგისტრ.: 25-February 13

გამოგზავნილია: 9 May 2016, 23:42  #47772290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოვედი და კვლავ ვაცხადებ რომ ხახვი კარქი რამეა, განსაკუთრებით წითელი biggrin.gif


--------------------
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark.
happy dreamer91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1838
წევრი No.: 142293
რეგისტრ.: 28-January 12

გამოგზავნილია: 10 May 2016, 12:04  #47775000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
ახალ თემაში მაინც დაგეწევით, იმედია biggrin.gif


--------------------
Cras, cras, semper cras, sic evadit aetas...

Blue October
Floydian


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1275
წევრი No.: 162433
რეგისტრ.: 25-February 13

გამოგზავნილია: 10 May 2016, 15:36  #47776711      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თმის თემაში შემეშალა ხახვზე სორით smile.gif

ნუშის რძე ძაალიან ძალიან მომწონს smile.gif
OELIA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 154
წევრი No.: 94206
რეგისტრ.: 22-June 09

გამოგზავნილია: 13 May 2016, 02:22  #47799019      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმედია სწორ ადგილას ვკითხულობ

მინდა სახის კანი დიაგნოსტიკა ჩავიტარო, რომელ კოსმეტოლოგთან მისვლას მირჩევთ? რომელ სილამაზის ცენტრში ყავთ კვალიფიციური პერსონალი? და ფასები დაახლოებით თუ შეიძლება


მადლობა წინასწარ
Rin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2457
წევრი No.: 201170
რეგისტრ.: 18-April 15

გამოგზავნილია: 13 May 2016, 14:03  #47801647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
OELIA

აქ დავდივარ ნანა გიგაურთან - https://www.facebook.com/NTMedical.ge/info/?tab=overview
სხვაგან არ ვიცი ვინ და როგორაა smile.gif

ფასები ნორმალურია - http://www.ntmedical.ge/momsaxureba/momsaxureba.html
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (115) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0358 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]