Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > სტეიკი


Posted by: Perfecto_77 3 Jul 2017, 18:39
სტეიკზე თემა ვერ ვნახე. თუ არის ბოდიში.

მოკლედ, მაინტერესებს როგორ ამზადებთ სტეიკს, უამრავი ხერხი არსებობს და ერთმანეთს თუ გავუზიარებთ გამოცდილებას კარგი იქნება.

სტეიკი ჯეიმი ოლივერისეულად smile.gif


ისევ ცნობილი ჯეიმი ოლივერი:


ეს ქართველი მზარეულიც მშვენივრად ამზადებს:


სოკოს სოუსის მისეული იდეაც ძალიან მომეწონა, ალბათ ძალიან მოუხდება.

მოკლედ, სტეიკი ჩემი ხელით ჯერ არ მომიმზადებია და ხვალ ვაპირებ მომზადებას. ხოდა მომაწოდეთ იდეები bis.gif

ხო, მართლა! კინაღამ დამავიწყდა, ესენი სამზარეულოს ნამდვილი მანიაკები არიან! ნახეთ განსხვავებული და განსაკუთრებული მომზადება


Posted by: fermina 3 Jul 2017, 18:47
კარგი სტეიკის მიღებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ხორცი, რაც ჩვენს ბაზარზე დიდი იშვიათობაა.

ნუ აქებენ ბლაუენშტაინის ხორცს, სპეციალურად სტეიკისთვის გამოჭრილ-დაძველებული ხორცი აქვთ, მაგრამ საკმაოდ ძვირიცაა:

https://www.facebook.com/btq.ge/

Posted by: Perfecto_77 3 Jul 2017, 19:15
fermina
QUOTE
კარგი სტეიკის მიღებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ხორცი

ნამდვილად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

QUOTE
ნუ აქებენ ბლაუენშტაინის ხორცს, სპეციალურად სტეიკისთვის გამოჭრილ-დაძველებული ხორცი აქვთ, მაგრამ საკმაოდ ძვირიცაა:

სწორედ ბლაუენშტაინში ვიყიდე მეც. 26 ლარი ღირდა კილო (ოღონდ მგონი ფასდაკლებით იყო ეგ, ისე რა ღირს არ მახსოვს).

ხოდა ხვალ გავსინჯავ აბა როგორი იქნება.

პირველ რიგში ვაპირებ პილპილი მოვაყარო და ზეითუნის ზეთი წავუსვა კარგად (დაფნის ფოთოლიც არ აწყენს მგონი), შემდეგ კი რამდენიმე საათით, ან მთელი ღამით გავაჩერო მაცივარში.

შემდეგ კარგად მოვაყრი მარილს, კარგად გაცხელებულ ტაფაზე ცოტა ზეთს კიდევ მოვასხამ და დავიწყებ შეწვას, ცოტა ლიმნის წვენის დამატებაც შეიძლება.

კიდევ ერთი რეცეპტი: http://ratatui.ge/steak/

Posted by: fermina 3 Jul 2017, 22:17
Perfecto_77

ვააჰ, მაშინ გაგვიზიარე აბა შთაბეჭდილებები.

ჰო ამ კვირაში ფასდაკლების აქციები ჰქონდატ, ერთი ვერ მივაღწიე. შაბათ-კვირას შევივლი.

კარგ სტეიკს დიდ პატივს ვცემ, თან იშვიათად რომ სადმე შეგხვდეს.

სახლშიც დავამუღამე, ხან კარგი გამოდის, ხან - ისე-რა, ხორცს გააჩნია.

Posted by: max-14 3 Jul 2017, 22:20
QUOTE
მაინტერესებს როგორ ამზადებთ სტეიკს

შესაბამისი ხორცია საჭირო,წერეთელზეა ხორცის მაღაზია ,მაგრამ ფასებსაც მაგარს ურტყავენ
* * *
''დამწიფება'' ''დავარგება'' უნდა სასტეიკე ნაჭერს

Posted by: Armazus 3 Jul 2017, 23:00
სტეიკისთვის საჭიროა პირველ რიგში სპეციალურად დამწიფებული ხორცი. ამის შემდეგ საჭიროა კარგი ტაფა. მე თუჯის ტაფას ვანიჭებ უპირატესობას. კარგად უნდა გახურდეს ტაფა. სტეიკს ვაყრით მხოლოდ მარილს და პილპილს. ტაფაში ვასხამთ ზეთს. მე ზეითუნისას ვხმარობ. სტეიკის შეწვის საიდუმლოა ის, რომ როდესაც დავდებთ ტაფაზე, სანამ ერთი გვერდი არ შეიწვება ხელი არ ვახლოთ. გემოვნების მიხედვით, თითო გვერდი 2-5 წუთამდე. როდესაც ბოლოში გავალთ, ტაფაში ვაგდებთ კარაქის ნაჭერს, რამოდენიმე კბილ ნიორს და ქონდარის ღეროს. ცხიმს კი კოვზით ზემოდან ვასხამთ ხორცს მუდმივად. ორივე მხარე რომ დაიბრაწება (2-5 წუთი თითო მხარე), სტეიკს ვიღებთ და 10 წუთით ვაფარებთ ფოლგას, რომ ხორცმა დაისვენოს და წვენი გაუჯდეს. 10 წუთის მერე მზად არის.

Posted by: MarryGog 4 Jul 2017, 00:20
ბოლო ვიდეომ საერთოდ დამიკარგა ჭამის მადა.

Posted by: eldiablo 4 Jul 2017, 00:30
ედიიიიტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ... შემეშალა სხვა თემაში ვპოსტავდი...

Posted by: Perfecto_77 4 Jul 2017, 10:14
fermina
QUOTE
ვააჰ, მაშინ გაგვიზიარე აბა შთაბეჭდილებები.


აუცილებლად.

max-14
QUOTE
შესაბამისი ხორცია საჭირო,წერეთელზეა ხორცის მაღაზია ,მაგრამ ფასებსაც მაგარს ურტყავენ
* * *
''დამწიფება'' ''დავარგება'' უნდა სასტეიკე ნაჭერს

კი, ბლაუენშტაინი რომ ვახსენეთ, ეგაა. ქართულ-შვეიცარული კომპანიაა, რაჭაში აქვს თანამედროვე ტიპის ფერმები.

Armazus
QUOTE
სტეიკისთვის საჭიროა პირველ რიგში სპეციალურად დამწიფებული ხორცი. ამის შემდეგ საჭიროა კარგი ტაფა. მე თუჯის ტაფას ვანიჭებ უპირატესობას. კარგად უნდა გახურდეს ტაფა. სტეიკს ვაყრით მხოლოდ მარილს და პილპილს. ტაფაში ვასხამთ ზეთს. მე ზეითუნისას ვხმარობ. სტეიკის შეწვის საიდუმლოა ის, რომ როდესაც დავდებთ ტაფაზე, სანამ ერთი გვერდი არ შეიწვება ხელი არ ვახლოთ. გემოვნების მიხედვით, თითო გვერდი 2-5 წუთამდე. როდესაც ბოლოში გავალთ, ტაფაში ვაგდებთ კარაქის ნაჭერს, რამოდენიმე კბილ ნიორს და ქონდარის ღეროს. ცხიმს კი კოვზით ზემოდან ვასხამთ ხორცს მუდმივად. ორივე მხარე რომ დაიბრაწება (2-5 წუთი თითო მხარე), სტეიკს ვიღებთ და 10 წუთით ვაფარებთ ფოლგას, რომ ხორცმა დაისვენოს და წვენი გაუჯდეს. 10 წუთის მერე მზად არის.


დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის!

მოკლედ, მე ასეთი რამ დავასკვენი, სტეიკის შეწვისას მთავარია რამდენიმე ინგრედიენტი, ესაა რა თქმა უნდა ხარისხიანი ხორცი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. ანუ ამ ყველაფრით უკვე შესაძლებელია სტეიკის შეწვა, დანარჩენი კი უკვე გემოვნების ამბავია, ზოგი ლიმნის წვენს უმატებს, ზოგი ნიორს, ქონდარს, ასევე კარაქსაც, დაფნის ფოთოლს და ა.შ. ანუ ეს ამ ინტერპრეტაციებში უკვე თავისუფლები ვართ.

როგორც მივხვდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სასტეიკე ხორცზე პილპილის მოყრა, ზეითუნის ზეთის კარგად წასმა და რამდენიმე საათით მაცივარში გაჩერება. ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: Armazus 4 Jul 2017, 11:19
QUOTE (Perfecto_77 @ 4 Jul 2017, 10:14 )

როგორც მივხვდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სასტეიკე ხორცზე პილპილის მოყრა, ზეითუნის ზეთის კარგად წასმა და რამდენიმე საათით მაცივარში გაჩერება. ვნახოთ რა გამოვა.

არაფერს. მე მაგალითად მაცივარში არ ვაჩერებ. პირიქით, ხორცი შეწვის წინ უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და არ უნდა იყოს სველი გარედან, თორემ არ დაიბრაწება (სისველეში ზეთი არ იგულისხმება). პილპილი, მარილი, ზეთი და ეგრევე გავარვარებულ თუჯის ტაფაზე.

ტაფა თუ საკმარისად ცხელი არ იქნება, ხორცი სითხეს გამოუშვებს და მშრალი გამოვა. გარდა ამისა, თუ ხორცი მიიკრო ტაფამ (თუჯის თუ არის) არ შეგეშინდეს. რამოდენიმე წუთში დაიბრაწება, ქერქს გაიკეთებს გარედან და აძვრება თავისით, როცა გადატრიალების დრო მოვა. მე 5 წუთი ვწვავ თითო მხარეს და ძალიან კარგი გამოდის, ოღონდ რომ დადებ ტაფაზე ხელი აღარ უნდა ახლო smile.gif)

Posted by: Perfecto_77 4 Jul 2017, 18:31
ხოოოდა, მეგობრებო, ყველაფერი რიგზეა, ისე გამოვიდა, როგორც ველოდი!

ინებეთ:
https://postimg.org/image/t4l427lgr/

გამოვიდა საოცრად არომატული, წვნიანი და ზომიერად შემწვარი, ანუ არც მთლად ევროპულად სისხლიანია და არც გადახრუკულ-გამაგრებული. შესანიშნავი გემო აქვს.

Posted by: Armazus 4 Jul 2017, 18:48
Perfecto_77

რა რეცეპტით გააკეთე? კარგად გამოიყურება ხორცი.

Posted by: Perfecto_77 4 Jul 2017, 19:05
Armazus
მოკლედ, სტეიკის ნაჭრებს მოვაყარე მარილი და პილპილი, მერე კარგად წავუსვი ზეითუნის ზეთი ორივე მხრიდან, ჩავაწყე კონტეინერში, დავადე რამდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი და ასე შევინახე მაცივარში დაახლოებით 4 საათი.

მერე გამოვიღე, ისევ მოვაყარე ცოტა მარილი და პილპილი, რადგან ის უკვე შეწოვილი ქონდა, სქელი ხორცია მაინც. შენი რჩევა გავითვალისწინე და თუჯის ძველ ტაფაზე გავაკეთე, ჯერ რა თქმა უნდა კარგად გავაცხელე, მერე ზეითუნის ზეთი დავასხი ზედ ცოტა და დავდე ეს სტეიკის ორი ნაჭერი. ორი კბილი ნიორიც დანით ცოტა დავჭყლიტე და დავყარე ტაფაზე, ანუ ნივრის საჭყლეტით არა, ნიორს უბრალოდ დანა დავადე და ხელით დავაწექი.

შემდეგ მოვინიშნე დრო და თითო მხარეს დაახლოებით 4-5 წუთი ვწვავდი, ხორცის სისქე დაახლოებით 3 სმ იყო თუ არ ვცდები. ერთხელ კარაქის მცირე ნაწილიც დავდე ტაფაზე.

შემდეგ გარნირად როგორც ხედავთ კარტოფილი გამოვიყენე, თუმცა ბევრი რამ შეიძლება კიდევ.
https://postimg.org/image/cvq1lpeav/

https://postimg.org/image/gtdbb4147/

ეჭვი მაქვს, წითელი, მშრალი ღვინო უნდა მოუხდეს ამას. ან კიდე უნივერსალური ღვინო რქაწითელი, ესეც მშრალი, ქართული წესით დაყენებული.

Posted by: fermina 4 Jul 2017, 19:21
Perfecto_77
მაგარია !!!!

წითელი ღვინო ახსენე და ღვინის სოუსი უხდება ძალიან, რეცეპტი არ ვიცი, იქნება სადმე ნეტში, ზოგ რესტორანში აქვთ სტეიკი წითელი ღვინის სოუსით.

მე ხანდახან შეწვისას ვაპკურებ ხოლმე რამდენიმე წვეთს, თავისებურ არომატს აძლევს.

ისე კი, დამატებითი გემობი ზოგადად არ სჭირდება სტეიკს, ხორცის გემო უნდა იყოს დომინანტი.

Posted by: Perfecto_77 4 Jul 2017, 19:27
fermina
QUOTE
მაგარია !!!!

გმადლობ!

QUOTE
მე ხანდახან შეწვისას ვაპკურებ ხოლმე რამდენიმე წვეთს, თავისებურ არომატს აძლევს.

მეც ხშირად ვიყენებ ღვინოს სხვადასხვა ხორცის შეწვისას, ძალიან მომწონს.

QUOTE
ისე კი, დამატებითი გემობი ზოგადად არ სჭირდება სტეიკს, ხორცის გემო უნდა იყოს დომინანტი.

სრულიად გეთანხმები! მეც ვფიქრობ რომ ხორცი ზედმეტადაც არ უნდა გადატვირთო, სოუსებიც მოზომილად უნდა გამოიყენო.

Posted by: WP-Rex 4 Jul 2017, 19:46
Perfecto_77
ეგეთი სისხლიანი ამსტერდამში მომიტანეს და კინაღამ გული წამივიდა biggrin.gif
ველდანი მომიტანეს მეოთხე ცდაზე.

Posted by: Perfecto_77 4 Jul 2017, 20:01
WP-Rex
ეს არ არის სისხლიანი, ეს საშუალოზე მეტად შემწვრად ითვლება. ანუ 4-5 წუთი დასჭირდა შეწვას, სისხლიანია 2 წუთი რასაც ჭირდება და რატომღაც ევროპაში ძალიან მოწონთ ეგეთი biggrin.gif

ანუ მეც რა ფოტოებიც დავდე, მაგას ქვია თითქმის შემწვარი.

http://ratatui.ge/steak/
1. Rare – 1 წუთი თითო მხრიდან, თითქმის უმი

2. Medium rare – 2 წუთი თითო მხრიდა, სისხლიანი

3. Medium – 3 წუთი თითო მხრიდან, ვარდისფერი გულით

4. Medium well -4 წუთი თითო მხრიდან, თითქმის შემწვარი

5. Well done – 5 წუთი თითო მხრიდან, კარგად შემწვარი, ანუ როგორც მზარეულები ამბობენ დამწვარი biggrin.gif

აი შეწვის დონეები:
https://postimg.org/image/i70zyly61/

Posted by: Armazus 4 Jul 2017, 20:46
ძალიან კარგია smile.gif ერთი ეგ ხორცი მეც უნდა ვცადო.

Posted by: Perfecto_77 4 Jul 2017, 21:07
Armazus

მოკლედ ამ ბლაუენშტაინს არაუშავს, ისე აგროჰაბშიც ექნებათ, ოღონდ მანდაც ძვირია ყველაფერი.

Posted by: MarryGog 4 Jul 2017, 23:47
Perfecto_77
QUOTE
ხოოოდა, მეგობრებო, ყველაფერი რიგზეა, ისე გამოვიდა, როგორც ველოდი!

ინებეთ:

სტეიკის ხორცი სად იყიდე?

Posted by: Perfecto_77 5 Jul 2017, 09:27
MarryGog
ბლაუენშტაინში.

Posted by: WP-Rex 5 Jul 2017, 11:05
Perfecto_77
კაი რა, აბა ეგ ზაგარითაა გაწითლებული? )))
QUOTE
ანუ 4-5 წუთი დასჭირდა შეწვას

ვერანაირად ვერ მიიღებ.
მასეთი 5 წუთში შემწვარი ველდანი მომიტანეს სამჯერ და უკან გავატანე.
QUOTE
თითქმის შემწვარი.

თითქმის ქალიშვილი - ესეთი გამოთქმა გაგიგია?)))

* * *
ზოგადად, არ გეწყინოთ და აქ ნაყიდი ხორცის ნახევარსაათიანიან თუნდაც 24 საათიანი დამარინადებით
და მერე შეწვით სტეიკის გაკეთება არის თავის მოტყუება და მეტი არაფერი.

ჩემი ტეხასელი მეგობარი მინიმუმ 1 თვე ამარინადებს ხორცს.
ისაა ნამდვილი სტეიკი))

Posted by: Perfecto_77 5 Jul 2017, 11:51
WP-Rex
ეგაა "მედიუმი", არაა სისხლიანი, დააკვირდი კარგად ფოტოებს, შუაგულია ცოტა მოვარდისფრო. ახალშემწვარი და წვნიანია და შეიძლება მაგიტო გგონია სისხლიანი.

რაც შეეხება "ველდანს", სტეიკს ეგრე ნაკლებად აკეთებენ და მზარეულები მაგას შემწვარს კი არა დამწვარს ეძახიან და ღადაობენ მაგაზე biggrin.gif სტეიკი ბოლომდე არ უნდა "დაწვა".

ნახე როგორ კაიფობენ მაგ "ველდანზე" biggrin.gif biggrin.gif

https://postimg.org/image/zcaqxjh3v/

https://media-cdn.tripadvisor.com/media/photo-s/0c/d3/8a/87/wandle-pirates.jpg

Posted by: WP-Rex 5 Jul 2017, 14:45
Perfecto_77
QUOTE
ეგაა "მედიუმი", არაა სისხლიანი, დააკვირდი კარგად ფოტოებს, შუაგულია ცოტა მოვარდისფრო. ახალშემწვარი და წვნიანია და შეიძლება მაგიტო გგონია სისხლიანი.

ჰო კაი, სისხლს წვენი დავუძახოთ)))

QUOTE
რაც შეეხება "ველდანს", სტეიკს ეგრე ნაკლებად აკეთებენ და მზარეულები მაგას შემწვარს კი არა დამწვარს ეძახიან და ღადაობენ მაგაზე

ჰოდა, მაგათ თავზეც გავიარე)))
არგენტინულ სასტეიკეში ეგეთი მედიუმი მომიტანეს. თავი ვამპირი მეგონა facepalm.gif

Posted by: iosebovich 5 Jul 2017, 21:05
ვეთანხმები WP-Rex -სს. მომკალი და აი ეგეთ სისხლიანს პირს ვერ დავაკარებ რაა. რა გინდა ცვრიანი ეძახოთ ჩემთვის მიუღებელია. ხორცი ვიცი მე შემწვარი გარედანაც და შიგნიდანაც. აი ეგ თეფშზე რო სისხლი გროვდება გულს მირევს რაა.. არ გეწყინოთ , კაცია და გემოვნება ...

Posted by: fermina 6 Jul 2017, 00:06
ეჰ, ვერ ხართ თქვენ გურმანები. ქალებმა უფრო ვიცით რა სტეიკის ფასი.

სტეიკი უნდა იყოს მაქსიმუმ მედიუმი wink.gif

Posted by: MarryGog 6 Jul 2017, 01:26
Perfecto_77
QUOTE
ბლაუენშტაინში.

დიდი მადლობა <3 <3 <3

Posted by: Perfecto_77 6 Jul 2017, 11:09
fermina
QUOTE
ეჰ, ვერ ხართ თქვენ გურმანები. ქალებმა უფრო ვიცით რა სტეიკის ფასი.
სტეიკი უნდა იყოს მაქსიმუმ მედიუმი

ხო, რავიცი, ვერაფრით ავხსენი რო თემა სტეიკზეა, სტეიკი კი ასე მზადდება, მწვადი სხვა რამეა biggrin.gif biggrin.gif

MarryGog
QUOTE
დიდი მადლობა <3 <3 <3

არაფრის smile.gif

Posted by: rsmaan 6 Jul 2017, 15:12
კარგი თემაა დავფიქსირდები
მე გრილზე ვწვავ ხორცს მაგრამ კარგი ხორცი რთული საშოვნელია.
ბლაუენშტაინში ვიყიდი ერთი რა ხორცია smile.gif
გასათვალისწინებელია ერთი რამე თუ ხორცი ძალიან სანდო არ არის და დარწმუნებული არ ვართ მის ვარგისიანობაში აუცილებლად well done უნდა მომზადდეს, მედიუმიც კი არ შეიძლება.
ღორის ხორცზე ბევრი რამე მაქვს წაკითხული და ზოგი კატეგორიულად კრძალავს მედიუმს ზოგი არ აპროტესტებს.
ხოდა კიდე ერთი საქონელს რო კლავენ სისხლისგან მთლიანაც ცლიან ხორცს, ამიტომ ის წითელი სითხე რაც მედიუმზე გამოდის არარის სისხლი ის ხორცის წვენია.

Posted by: Perfecto_77 6 Jul 2017, 18:24
rsmaan
QUOTE
ბლაუენშტაინში ვიყიდი ერთი რა ხორცია

კაია. ძაალიან გასაოცარი არ არის მარა ხარისხიანია და სანდოა შედარებით.

აგროჰაბსაც მოვსინჯავ ერთი მერე.

QUOTE
ღორის ხორცზე ბევრი რამე მაქვს წაკითხული და ზოგი კატეგორიულად კრძალავს მედიუმს ზოგი არ აპროტესტებს.

ღორის ხორცი და მედიუმი რაღაც მართლა ვერ ჟღერს კარგად.

QUOTE
ხოდა კიდე ერთი საქონელს რო კლავენ სისხლისგან მთლიანაც ცლიან ხორცს, ამიტომ ის წითელი სითხე რაც მედიუმზე გამოდის არარის სისხლი ის ხორცის წვენია.

არაო, გინდა თუ არა სისხლიაო და ვამპირი ხარო givi.gif

Posted by: WP-Rex 6 Jul 2017, 20:37
rsmaan
QUOTE
ხოდა კიდე ერთი საქონელს რო კლავენ სისხლისგან მთლიანაც ცლიან ხორცს, ამიტომ ის წითელი სითხე რაც მედიუმზე გამოდის არარის სისხლი ის ხორცის წვენია.

მთელ მსოფლიოში ქაშერული ხორცისგან ამზადებენ სტეიკს?

Posted by: Master_Nick 6 Jul 2017, 20:54
QUOTE (Perfecto_77 @ 6 Jul 2017, 18:24 )
rsmaan
QUOTE
ბლაუენშტაინში ვიყიდი ერთი რა ხორცია

კაია. ძაალიან გასაოცარი არ არის მარა ხარისხიანია და სანდოა შედარებით.

აგროჰაბსაც მოვსინჯავ ერთი მერე.

QUOTE
ღორის ხორცზე ბევრი რამე მაქვს წაკითხული და ზოგი კატეგორიულად კრძალავს მედიუმს ზოგი არ აპროტესტებს.

ღორის ხორცი და მედიუმი რაღაც მართლა ვერ ჟღერს კარგად.

QUOTE
ხოდა კიდე ერთი საქონელს რო კლავენ სისხლისგან მთლიანაც ცლიან ხორცს, ამიტომ ის წითელი სითხე რაც მედიუმზე გამოდის არარის სისხლი ის ხორცის წვენია.

არაო, გინდა თუ არა სისხლიაო და ვამპირი ხარო givi.gif

ძალიან საინტერესო თემაა, ბლაუნშტაინში სპეციალურად სტეიკისთვის გამზადებული ხორცის ნაჭრები იყიდება?

Posted by: evgeni_zauri 6 Jul 2017, 21:27
წითელი სითხე სისხლი არ არის, მიოგლობინია - კუნთების ცილა.

Posted by: Perfecto_77 6 Jul 2017, 22:24
wishmaster_master
QUOTE
ძალიან საინტერესო თემაა, ბლაუნშტაინში სპეციალურად სტეიკისთვის გამზადებული ხორცის ნაჭრები იყიდება?

კი, თანაც სხვადასხვანაირი სტეიკის.

Posted by: WP-Rex 7 Jul 2017, 13:29
Perfecto_77
QUOTE
კი, თანაც სხვადასხვანაირი სტეიკის.

და ფასები როგორია?

Posted by: Perfecto_77 7 Jul 2017, 13:58
WP-Rex
QUOTE
და ფასები როგორია?


კვირას, ფასდაკლებით 26, 28, სადღაც ასეთი ფასები იყო. ფასდაკლების გარეშე არ ვიცი (რავიცი, მე ეგრე მითხრეს ფასდაკლებითააო ესო). რავ სტეიკი თუ რაღაცა ქონდათ კიდე.

Posted by: Master_Nick 7 Jul 2017, 21:14
QUOTE (Perfecto_77 @ 6 Jul 2017, 22:24 )
wishmaster_master
QUOTE
ძალიან საინტერესო თემაა, ბლაუნშტაინში სპეციალურად სტეიკისთვის გამზადებული ხორცის ნაჭრები იყიდება?

კი, თანაც სხვადასხვანაირი სტეიკის.

უნდა ვცადო აუცილებლად ამ უქმეებზე, ვნახოთ რა გამომივა, ხორცის ნაჭერის შეწვა ტაფაზე (გაზქურა) ჯობია თუ გრილის ბადეებზე (ნაკვერჩხალზე)?

Posted by: Armazus 7 Jul 2017, 23:03
wishmaster_master
თავისთავად ნაკვერჩხალზე

Posted by: evgeni_zauri 8 Jul 2017, 01:08
QUOTE (wishmaster_master @ 7 Jul 2017, 21:14 )
უნდა ვცადო აუცილებლად ამ უქმეებზე, ვნახოთ რა გამომივა, ხორცის ნაჭერის შეწვა ტაფაზე (გაზქურა) ჯობია თუ გრილის ბადეებზე (ნაკვერჩხალზე)?


ხორცის ხარისხზეა დამოკიდებული.
გრილზე ადვილად შეიძლება დაგეწვას.

Posted by: rsmaan 10 Jul 2017, 12:09
სხვათაშორის გაზის გრილმა გაამართლა მოლოდინები
არჩევანი მქონდა კლასიკური ნაკვერჩხლის და გაზის გრილს შორის
ბევრი ფიქრის მერე შევიძინე გაზის გრილი
თეორიულად გაზის გრილზე შემწვარ ხორცს აქვს ნაკვერჩხლის გემო და ესეც გამოდგა
სტეიკიც კარგი გამოდის და მოსახმარებლად მარტივია

Posted by: mikho 10 Jul 2017, 12:35
rsmaan
სად იყიდე გრილი გაზის? ბალონს სად ტენი ხოლმე?

Posted by: Armazus 10 Jul 2017, 12:41
რამდენად უსაფრთხოა გაზის გრილი? ღია გაზზე შემწვარი ხორცი არ იღებს CO-ს?

Posted by: rsmaan 11 Jul 2017, 11:26
mikho
საბურთალოს გუდვილის წინ არის გერმანული მაღაზია ქავთარაძეზე
მანდ აქვთ ხოლმე
ბალონს ვაკე-საბურალოს სასაფლაოზე ვატენინებ

http://radikal.ru

ესეთი მარტივი გრილი მაქვს.

Armazus
სტეიკჰაუსების 90 % გაზის გრილზე მუშაობს. ყველა საშაურმე პირდაპირ გაზზე წვავს . არ მგონია რამე პრობლემა იყოს.

Posted by: mikho 12 Jul 2017, 12:50
rsmaan
მადლობა დიდი


303030030303

Posted by: qetino_qetino 24 Jul 2017, 13:41
მეგობრებო, განსაკუთრებით ხორცის მომხმარებლებო !გადადით ლინკზე და შეავსეთ საინტერესო კითხვარი ჯანსაღ პროდუქტთან დაკავშირებით.
თქვენი აზრი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.
მადლობა წინასწარ

http://start.com.ge/limesurvey/index.php/874964?newtest=Y

Posted by: Perfecto_77 24 Jul 2017, 14:36
qetino_qetino
რა კვლევაა? ვინ ატარებს?

Posted by: rsmaan 15 Aug 2017, 10:36
user posted image
user posted image
როგორც იქნა მივაღწიე წერეთლამდე
და ვიყიდე საქონლის დაძველებული სტეიკი
ფასი ცოტა ძვირია 33 ლარი კილო მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა შეიწვა რამოდენიმე წუთში
და რაც მთავარია არ გამოშრა, მოკლედ გაამართლა იმედები

Posted by: Perfecto_77 15 Aug 2017, 12:30
rsmaan
up.gif
კარგია.
რეცეპტიც გაგვიზიარე, რამდენი წუთი წვავდი თითო მხარეს, რა დაამატე (მარილი, პილპილი, ზეითნის ზეთი, თუ კიდევ სხვა რამეებიც).

Posted by: rsmaan 16 Aug 2017, 10:05
Perfecto_77
ტ-ბონ სტეიკი რადგან ძვლიანია და ძვალთან ცოტა უჭირს შეწვა ამიტომ 5 წუთი თითო მხრიდან დაჭირდა
მხოლოდ ზეთი პილპილი მარილი.

Posted by: Perfecto_77 16 Aug 2017, 13:48
rsmaan
up.gif

თი ბონი კაი რამეა? განსხვავებული გემო აქვს?

Posted by: rsmaan 16 Aug 2017, 14:33
Perfecto_77
დაძველებული ქონდათ სულ ორნაირი
ერთი ეს ძვლიანი თი ბონი და მეორე დიდი ნაჭერი ხორცი რომელსაც ჩამოგიჭრიან რა სისქესაც ეტყვი
ჩამოსაჭრელი მაინც ღვიძლის გემოზე წავიდა და ეს ძვლიანი ძალიან წვნიანი იყო და გემრიელი
ნუ ცოტა უჩვეულოა ჩვენთვის ვარდისფერი ხორცის ჭამა.
ოჯახის წევრებთან კაი ხანი დამჭირდა იმის ახსნა რომ არ იყო სისხლიანი smile.gif

Posted by: Perfecto_77 16 Aug 2017, 17:02
rsmaan
QUOTE
ჩამოსაჭრელი მაინც ღვიძლის გემოზე წავიდა და ეს ძვლიანი ძალიან წვნიანი იყო და გემრიელი

ესეიგი ძვლიანი მაინც ყოველთვის გემრიელია.

QUOTE
ნუ ცოტა უჩვეულოა ჩვენთვის ვარდისფერი ხორცის ჭამა.
ოჯახის წევრებთან კაი ხანი დამჭირდა იმის ახსნა რომ არ იყო სისხლიანი 

აი ეს დიდი პრობლემაა საქართველოში, მაგრამ ნელ-ნელა ხვდება ხალხი.

Posted by: kactus 16 Aug 2017, 18:48
rsmaan
QUOTE
ერთი ეს ძვლიანი თი ბონი და მეორე დიდი ნაჭერი ხორცი რომელსაც ჩამოგიჭრიან რა სისქესაც ეტყვი
ჩამოსაჭრელი მაინც ღვიძლის გემოზე წავიდა

მოპიცა,ვერ გავიგე,ხორცი როგორ უნდა წავიდეს ღვიძლის გემოზე?

Posted by: rsmaan 17 Aug 2017, 21:02
kactus
ჩემთვისაც უცნაური იყო smile.gif მაგრამ არამხოლოდ ჩემი შეფასება იყო ვინც გასინჯა ყველამ აღნიშნა რო ღვიძლის მწვადის გემო ქონდა.

Posted by: Torstein 18 Aug 2017, 10:48
ცოტა ღვინის დამატებას ვაპირებ , თუ არ ჩავფლავდი დავდებ რა გამოვა

Posted by: Perfecto_77 18 Aug 2017, 12:06
Torstein
QUOTE
ცოტა ღვინის დამატებას ვაპირებ , თუ არ ჩავფლავდი დავდებ რა გამოვა


წარმატებები smile.gif)) ღვინო მოუხდება.

Posted by: Torstein 19 Aug 2017, 12:13
ეჰ არ გამომივიდა დამეწვა ...

Posted by: Perfecto_77 19 Aug 2017, 12:45
Torstein
QUOTE
ეჰ არ გამომივიდა დამეწვა ...

არაუშავს, შემდეგი გამოვა smile.gif

3-5 წუთი უნდა წვა თითო მხარეს, მაგაზე მეტი არ ჭირდება. ხორცის სისქეზეცაა დამოკიდებული.

Posted by: Torstein 19 Aug 2017, 13:14
Perfecto_77


ხორცს დამუშავების მერე რა მდე ი ხანი უნდა მოცდა სანამ შეწვას დაიწყებ ?

Posted by: rsmaan 19 Aug 2017, 17:36
Torstein
ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს ხორცი და მშრალი.

Posted by: Perfecto_77 20 Aug 2017, 09:16
Torstein
დამუშავებაში ინგრედიენტების დამატებას და მაცივარში რამდენიმე საათი გაჩერებას გულისხმობ?

გამოვიღე თუარა მალევე დავიწყე შეწვა.

Posted by: Torstein 20 Aug 2017, 13:19
rsmaan

მადლობა


Perfecto_77


Perfecto_77


დიახ მაგას . გასაგებია

Posted by: Emris 20 Aug 2017, 15:11
ეეჰ ძველი დრო გამახსენეთ,4 კილოგრამიან სტეიკს რომ შეეექცევა კაცი აბა რა იქნება biggrin.gif

Posted by: severuss 21 Aug 2017, 01:51
ძალიან მომეწონა სტეიკი. პირველად გავაკეთე და ვინც სპეცია ამ საქმეში წარმომიდგენია რა გემრიელობა იქნება.

user posted image
* * *




ხორცი ვიყიდე გუდვილში. 23 ლარი კილო.

ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, ლიმნის წვენი, შევაზილე ეს ყველაფერი ხორცს და შევდგი მაცივარში 3 საათით.

გამოვიღე. გავაჩერე ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთი და დავაგდე ცარიელ, კარგად გახურებულ ტაფაზე. 4 წუთი ერთ გვერდზე 4იც მეორეზე. მარა რატომღაც მეგონა რო დააკლდა შეწვა და ორ ორი წუთი კიდე გადავატრიალ გადმოვატრიალე ))

კიდე ნიორს აჭყლიტავენ ხოლმე ტაფაშივე. ასევე ბოლოს კარაქს უშვებიან და კიდევ ხმელი ორეგანო ,ან როზმარინი. ეს უკანასკნელი დამავიწყდა მეყიდა ))

Posted by: thug 21 Aug 2017, 02:32
NY Strip

user posted image

Ribeye

user posted image


ესენი მევასება ყველაზე ძაან

Posted by: Perfecto_77 21 Aug 2017, 10:24
severuss
QUOTE
ძალიან მომეწონა სტეიკი. პირველად გავაკეთე


up.gif

QUOTE
ხორცი ვიყიდე გუდვილში. 23 ლარი კილო.

კაი ფასია.thug
QUOTE
NY Strip

QUOTE
Ribeye


ესენი სახეობებია სტეიკის ხორცის?
კიდე რა სახეობები არსებობს? რამსტეიკი რა პონტია?

ხორცის ხარისხში და სირბილეშია სხვაობა?

Posted by: El_Chapo 21 Aug 2017, 12:07
severuss
up.gif
მე რომ მკითხო კი არ დააკლდა შEწვა პირიქით ოდნავ მეტი მოგსვლია ის ორი წუთი არ უნდა დაგემატებინა და გული მეტად ვარდისფერი ექნებოდა wink.gif
შუაზე გაჭრილი ნიორი შეგეძლო პირდაპირ ხორცისთვის წაგესვა და მწვანილები გემოვნებით დაგეყარა ტაფაზე, ზეთში და ცხიმში არომატს გაუშვებდა და მერე ეს ზეთი უნდა მოგესხა შეწვის დროს კოვზით wink.gif ცოტა კონიაკს თუ დაასკავ და ალსაც მისცემ ხო საერთოდ.
ეს კარგად შემწვარია, მე უფრო საშუალოდ შემწვარს ვანიჭებ უპირატესობას, ბლადი რამოდენიმერჯერ გავსინჯე და მაინც არ მომეწონა.
ყველაზე გემრიელი საშუალოდ შემწვარი გამოდის, ზევითქვევით მომწვარი და გულში ვარდისფერი up.gif

გუუდ ჯობ smile.gif))

Posted by: severuss 21 Aug 2017, 14:56
El_Chapo

ბრენდით გამიგია, კონიაკი პირველად მესმის. ოდნავ ცეცხლში გატარებული მოუხდება მართალი ხარ.
ისე ყოველ ცდაზე სხვადასხვა ექსპერიმენტების მომხრე ვარ.

უუF მადა გამეღვიძა ))

Posted by: El_Chapo 21 Aug 2017, 16:30
severuss
კონიაკი სცადე wink.gif
ბრენდი კი ბატონო კლასიკაა.

QUOTE
ისე ყოველ ცდაზე სხვადასხვა ექსპერიმენტების მომხრე ვარ.

up.gif
კულინარობის ყველაზე დიდი მუღამიც ეგ არის wink.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Lemon Curd 21 Aug 2017, 17:10
rsmaan
QUOTE
ჩამოსაჭრელი მაინც ღვიძლის გემოზე წავიდა


აი მეგონა, ჩვენ მოგვეჩვენა ან რამე ისე ვერ გავაკეთეთ. სოფლიდან.გე-ს მოაქვს ბლაუენშტაინის ხორცი, თუ არ ვცდები, იგივეა, რაც წერეთლის ხორცის მაღაზია რაც თქვენ ახსენეთ. შევუკვეთე ძროხის უძვლო და ასე მეგონა ღვიძლს ვჭამდი, არ მომეწონა გემო სასტიკად და მაგის მერე აღარ გავკარებივარ. ანუ ძვლიანს არ ქონდა ეგ გემო და მოგეწონათ?

Posted by: rsmaan 21 Aug 2017, 18:21
Lemon Curd
ვერ ვიტყვი რო არ მომეწონა მაგრამ სტეიკთან არაფერი საერთო არ ქონდა smile.gif
ძვლიანი სულ სხვა გამოვიდა და ძალიან გემრიელი severuss
severuss
QUOTE
ბრენდით გამიგია, კონიაკი პირველად მესმის. ოდნავ ცეცხლში გატარებული მოუხდება მართალი ხარ.

ზოგადად ბრენდი, ბურბონი, კონიაკი, ვისკი და მსგავსი სასმელები კარგია და გარჩევადია როცა სუფთად სვამთ.
სტეიკს რას დაასხამთ თუ სერიოზული გურმანი არ ხართ ვერ გაარჩევთ.
კოქტეილებშიც ეგრეა არასოდეს კოქტეილში არ იყენებენ ძვირიან ბევრი წლის დაძველებულ სასმელებს. აზრს კარგავს არარის გარჩევადი.

Posted by: severuss 21 Aug 2017, 19:12
rsmaan

ანუ უბრალო კონიაკიც გამოდგება.

El_Chapo

ეს ნახეთ

https://youtu.be/z4YEZb_RBRU

ვაფშე სხვანაირად აკეთებს. მარილს საერთოდ არ უშვება, ამაგრებსო. მხოლოდ შეწვის შემდეგ..

დასაბასტურმებლად გამოიყენა ზეითუნის ზეთი, ვორჩესტერის სოუსი (პირველად გავივე )), პილპილი და ბრენდი...

Posted by: El_Chapo 21 Aug 2017, 19:47
severuss
ბევრნაირი ბასთურმა არსებობს. ამ ქალს საინტერესო რეცეპტები აქვს up.gif

აგერ გორდონა თავიდანვე ამარილებს და აბასთურმებს.
https://www.youtube.com/watch?v=JZVWkjFGCBI

შეკმაზვას და სწორ ტემპერატურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
ასევე გააჩნია სტეიკი რომელი ნაწილისგან კეთდება, სხვა და სხვა კუნთებს სხვადასხვა ცხიმოვანი და ბოჭკოვანი შემადგენლობა აქვს და შესაბამისი დამუშავება, ტემპერატურა და დრო სჭირდება.
ტაფაზე სხვანაირი შეწვა სჭიდება, გრილზე სხვანაირი და ღუმელი კიდევ საერთოდ სხვა თემაა smile.gif

კარგად თქვი შენ ზევით, ექსპერიმენტები მიგიყვანს საყვარელ გემომდე smile.gif

Posted by: WP-Rex 21 Aug 2017, 21:11
severuss
QUOTE
ვორჩესტერის სოუსი (პირველად გავივე )),

ნიკორაში იყიდება

Posted by: severuss 21 Aug 2017, 21:33
El_Chapo
ეს გორდონა ჯადოქარია. კაი საყურებელია. ხო ბევრ ნიუანს ენიჭება უპირატესობა. უამრავი კომბინაცია შეიძლება

* * *
WP-Rex
სამომავლოდ გამომადგება ,მადლობ))




დღეს ვუყურე ჩინურ ფილმს მზარეულებზე (COOK UP A STORM) კაი სანახავი იყო.
მსოფლიო საუკეთესო პოვრების შეჯიბრებებიც იყო

ალბათ არსებობს ასეთი კონკურსები, მსოფლიო დონის პოვრებზე. წეღან ვერ ვიპოვე იუთუბზე

Posted by: thug 22 Aug 2017, 00:29
Perfecto_77

user posted image

Posted by: El_Chapo 22 Aug 2017, 01:01
severuss
http://seasonvar.ru/serial-16151-Eto_vs_eda.html

Posted by: Perfecto_77 22 Aug 2017, 13:21
thug
მადლობა, მაგარია ეს ფოტო რომ დაიდო ამ თემაში.

ევროპაში ძაან განვითარებულია ხორცის დამუშავება და უამრავი სახეობის ხორცს ასხვავებენ ერთმანეთისგან, ჩვენ სულ რამდენიმე ვიცით. ხორცის დამუშავება მთელი მეცნიერებაა იქ.

Posted by: Besa 22 Aug 2017, 13:35















Posted by: rsmaan 22 Aug 2017, 13:47
ზოგადად სტეიკის ვიდეოები და მზარეულები ძალიან რთულად ამზადებენ და რთულ ინგრედიენტებს იყენებენ რისი საშუალებაც ჩვენ მოკვდავებს არ გვაქვს smile.gif
youtube-ზე არის არხი oblomoff რომელიც უფრო მარტივად აკეთებს და უფრო გასაგებად სახლის პირობებში

Posted by: aleqsanderblack 25 Aug 2017, 03:39
დღევანდელი შენაძენი 25 ლარად კილო სტეიკის სწორი ხორცი ნაჩუქარია smile.gif : user posted image

Posted by: thug 25 Aug 2017, 03:47
aleqsanderblack
QUOTE
25 ლარად კილო სტეიკის სწორი ხორცი ნაჩუქარია


70 დოლარი ღირს 1 კილო ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ
ანუ 140 ლარი სადღაც.


Posted by: aleqsanderblack 25 Aug 2017, 05:18
thug


კანადური დოლარია ცოტა ნაკლები გამოვა , მარა მე რაც მომწონს 30$ + მინიმუმ უნდა კილოს

ეს რაც სტეიკს ეხება ისე საქონლის ხორცს 8-10 $ იყიდი

Posted by: thug 25 Aug 2017, 05:44
aleqsanderblack
QUOTE
30$ + მინიმუმ უნდა კილოს


ეგრეა კარგი სტეიკი ძვირი ღირს

Posted by: rsmaan 5 Sep 2017, 15:15
user posted image
ესეც T-bone და ანტრეკოტი

ესეთ რამეს წავაწყდი ინტერნეტში
ფილემინიონი რაც არის ანუ ძროხის შიდა სუკი, ეგ შეიძლება პირდაპირ შეწვათო დაძველება მაგ ხორცს არ ჭირდებაო
ვინმეს თუ გიცდიათ ?
კარფურშიც იყიდება ეგ სუკი
ბლაუნშტაინში 80 ლარი ღირს დაძველებული.


Posted by: mustafa_ibrahim 12 Sep 2017, 01:50
მე რაც სტეიკები შემიწვავს, ფილემინიონი (სუკი) ყველაზე კარგი გამოდის, ბევრი ნიუანსია გასათვალესწინებელი, ისიც კი საქონელი რითი იკვებებოდა, ბალახით, თუ მარცვლეულით, რა სისქის ნაჭერია, ტაფა როგორია, მომზადებისას ზეთი, შავი პილპილი, ნიორი, ქონდარი და როზმზრინი, როზმარინთან ფრთხილად იყავით, ძალიან მძაფრია
* * *
რაც შეეხება ღორის სტეიკი, არავითარი მედიუმი და რეირი, ღორის ხორცი აუცილებლად ბოლომდე უნდა შეიწვას, ისევე როგორც ქათმის

Posted by: Stoned 14 Sep 2017, 17:02
გამარჯობა, კარგი სტეიკის ხორცი სად იყიდება თბილისში?

Posted by: mustafa_ibrahim 15 Sep 2017, 17:26
Stoned
QUOTE
გამარჯობა, კარგი სტეიკის ხორცი სად იყიდება თბილისში?

წერეთელზეა მაღაზია, თელასთან, ბლაუენშტაინი ქვია მგონი, სპეციალურად დამუშავებული სხვდასხვა ტიპის სტეიკებია

Posted by: Stoned 18 Sep 2017, 21:01
QUOTE (mustafa_ibrahim @ 15 Sep 2017, 17:26 )
Stoned
QUOTE
გამარჯობა, კარგი სტეიკის ხორცი სად იყიდება თბილისში?

წერეთელზეა მაღაზია, თელასთან, ბლაუენშტაინი ქვია მგონი, სპეციალურად დამუშავებული სხვდასხვა ტიპის სტეიკებია

გასაგებია მადლობა
,...................

Posted by: rsmaan 4 Oct 2017, 22:35
user posted image
საინტერესო ნივთს წავაწყდი გერმანულ მაღაზიაში

Posted by: mustafa_ibrahim 5 Oct 2017, 11:50
rsmaan
QUOTE
საინტერესო ნივთს წავაწყდი გერმანულ მაღაზიაში

მაგას ვეძებ რა ხანია, სად არის ეგ მაღაზია მასწავლე რა...და რა გადაიხადე, ძალიან ძვირი თუა ვფიქრობ მე თვითონ გავაკეთო

Posted by: rsmaan 5 Oct 2017, 16:05
mustafa_ibrahim
საბურთალოს გუდვილის მიმდებარედ ქავთარაძის ქუჩაზე არის მაჭახელა
მაგის გვერდით არის გერმანული მაღაზია
მანდ ვიყიდე 25 ლარად

Posted by: mustafa_ibrahim 5 Oct 2017, 16:28
rsmaanრჩხ
მადლობა
თუ გამოიყენე უკვე მაინტერესებს ქვემოთ რას უნთებ გასაღვივებლად და რამდენ კილო ხორცს ეყოფა ერთი გავსებული ნაკვერჩხალი?

Posted by: rsmaan 5 Oct 2017, 16:34
mustafa_ibrahim
ჯერ არ ამინთია შუა კვირაში ვიყიდე
მშრალი სპირტიც ყოფნის რო დაუნთო, დანარჩენს თვითონ აკეთებს, რაოდენობაზე ვერ გეტყვი მინიმუმ 2-3 კილო

Posted by: freemason13 5 Oct 2017, 16:35
rsmaan
mustafa_ibrahim


ზემოთ დადებულ სურათზე რა ნივთია? სტეიკის შესაწვავია რამე?

Posted by: mustafa_ibrahim 5 Oct 2017, 16:40
freemason13
QUOTE
ზემოთ დადებულ სურათზე რა ნივთია? სტეიკის შესაწვავია რამე?

ნახშირის გასაღვივებელია, ნახშირს ჩაყრი, მშრალი სპირტის ტაბლეტს დააუნთებ ქვემოდან და 15 წუთში გაღვივდება საკაიფოდ.

Posted by: freemason13 5 Oct 2017, 17:00
mustafa_ibrahim


მადლობა. პრაქტიკული ნივთი ჩანს

Posted by: Perfecto_77 12 Oct 2017, 22:45
rsmaan
მართლა კაი რამე ჩანს, მშვიდობაში.

ისე, რა უცნაურია ჩვენთან რომ არ არის ხორცის შეწვის მსგავსი მეთოდები. ყოველთვის ბოლომდე იწვება ხორცი. არადა ხორცის დამუშავების საკმაოდ მდიდარი ტრადიციები გვაქვს.

Posted by: Niccolo_Machiavelli 15 Oct 2017, 01:44
ხორცის ხარისხი და მოჭრა გასაგებია რომ უმთავრესია, ჩემთვის ასევე სისქე (3 სანტიმეტრზე ნაკლები არცერთი ტიპის ნაჭერი არ უნდა იყოს)

1) პირველ რიგში ხორცი უნდა იყოს იდაელურად მშრალი და ოთახის ტემპერატურის, ყველაზე მარტივი მეთოდია ქაღალდით გამშრალება თუმცა არსებობს უფრო კომპლექსური მეთოდებიც.
2) ჭურჭელი უნდა იყოს ძალიან ცხელი სტეიკის დადებამდე
3) მხოლოდ ერთხელ გადატრიალება და სტეიკს არ შეეხოთო სისულელეა, შეწვის პროცესში რამოდენიმეჯერ ვატრალებ, გამოდის უფრო თანაბრად შემწვარი.
4) სტეიკის ტემპერატურას ვზომავ. როცა 55 ცელსიუსს მიაღწევს (ზოგჯერ 60) ჩემთვის იდეაულურია, ეს არის მედიუმ რეარი. თითის დადებითაც ძალიან ამრტივად შეიძლება დონის გაგება
5) მსხვილ მარილს ვიყენებ ხორცს უკეთესად ეწეპება, პილპილის მარცვლებს ვხალავ ტაფაზე და მერე ვნაყავ, ამას ვაყრი სტეიკს.
6) მომზადებიდან დაახლოებით 5 წუთი ვდებ დაფაზე და არ ვეხები










Posted by: max-14 21 Oct 2017, 16:33
QUOTE
ნახშირის გასაღვივებელია, ნახშირს ჩაყრი, მშრალი სპირტის ტაბლეტს დააუნთებ ქვემოდან და 15 წუთში გაღვივდება საკაიფოდ.

კარგი რამეა

Posted by: mustafa_ibrahim 23 Oct 2017, 14:11
QUOTE (max-14 @ 21 Oct 2017, 16:33 )
QUOTE
ნახშირის გასაღვივებელია, ნახშირს ჩაყრი, მშრალი სპირტის ტაბლეტს დააუნთებ ქვემოდან და 15 წუთში გაღვივდება საკაიფოდ.

კარგი რამეა

კარგია, მაგრამ პატარაა, ცოტა ნახშირს აღვივებს, ამას ჩავუტან ელიავაზე რკინაზე რომ მუშაობენ და გავაკეთებინებ უფრო დიდს.

Posted by: G2009G 10 Dec 2017, 22:44
და კარგი ხორცი სტეიკისთვის, სპეციალურად "დაძველებული" თუ შენახული, სად ვიშოვო...

მე როგორც ვიცი თუ სწორად მახსოვს, სტეიკს სჭირდება 40 დღემდე გარკვეულ ტემპერატურაზე (4-5) გაჩერებული ხორცი... ჩვენთან კი ეგრევე ახალ დაკლულს ყიდიან...

Posted by: thug 11 Dec 2017, 06:39
G2009G

რავი არაა აუცილებელი დაძველება
თუ კარგი/სწორი ნაჭერია ისედაც მშვენიერია
თითონ ჯიშზეც არის ალბათ საქონლის...
საკმაოდ ძვირია კარგი სტეიკები



Posted by: G2009G 11 Dec 2017, 13:16
thug
QUOTE
საკმაოდ ძვირია კარგი სტეიკები


კი, მაგრამ დროდადრო შეიძლება თავის განებივრება... biggrin.gif

Posted by: FCB-87 11 Dec 2017, 13:39
კარგ სასტეიკე ხორცს სად ყიდულობთ მეგობრებო?

Posted by: mustafa_ibrahim 11 Dec 2017, 16:42
FCB-87
QUOTE
კარგ სასტეიკე ხორცს სად ყიდულობთ მეგობრებო?

G2009G
QUOTE
და კარგი ხორცი სტეიკისთვის, სპეციალურად "დაძველებული" თუ შენახული, სად ვიშოვო...

წერეთლის გამზირზე, თელასთან არის მაღაზია ბლაუენშტაინი, ცოტა კი ძვირაიანი მაღაზიაა, მაგრამ საქმე იციან და ასორტიმენტიც ფართო აქვთ
https://www.facebook.com/btq.ge/

Posted by: FCB-87 11 Dec 2017, 16:49
mustafa_ibrahim
up.gif

Posted by: cigarettes 22 Dec 2017, 11:22
გამარჯობა, აგროჰაბში ვიყიდი კარგ სასტეიკე ხორცს?

Posted by: ვანო-გეჯაძე 22 Dec 2017, 12:13
სტეიკჰაუს 1 რო არის აი მანდ ვჭამე სტეიკი ამერიკანო ერქვა მგონი ხოდა ეგეთი გემრიელი სახლში როგორ უნდა გამომივიდეს არ იცით? ვგულისხმობ ხორცი სად უნდა ვიყიდო შევარჩიო? რეგიონებიდან რო იყოს ჩამოტანილი აუცილებლად მასეთი მინდა ვცადო ერთი

Posted by: nia4u 22 Dec 2017, 14:21
ვანო-გეჯაძე
მაგაზე რომ გიპასუხოთ, ჯერ ჩვენც უნდა გაგვასინჯო.. wink.gif
თუ არა, მაშინ წინა პოსტები უნდა წაიკითხო...

Posted by: KotBegemot 25 Dec 2017, 22:07
მე სუკის ნაჭრისგანაც ვაკეტებ და გამოდის კარგი, რბილია და არანაირი დაძველება არ სჭირდება. ეს როცა სადმე შორს გასვლა გეზარებათ. მაგრამ ფასი - შესაბამისი.
ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველაზე მტავარი არის ოტახის ტემპერატურის იყოს ხორცი შეწვამდე და შეწვის მერე დაისვენოს.
მე როზმარინით მომწონს.

Posted by: vormana 29 Dec 2017, 17:21
თბილისში სტეიკჰაუს 1 ის გარდა სად კეთდება გემრიელი სტეიკი ხომ არ იცით?

Posted by: Perfecto_77 29 Dec 2017, 18:03
ამჯერად რამსტეიკი მოვამზადე, ისევ ბლაუენშტაინის, ოღონდ ღვინოც დავამატე, ასევე ლიმნის რამდენიმე წვეთი, მშვენიერი გამოვიდა
https://postimages.org/

Posted by: ჰეისან 3 Jan 2018, 02:06
მეც ძალიან მომეწონა ბლაუენშტაინში ნაყიდი სტეიკი. ყოველგვარი სოუსებისა და პურის გარეშე ჩავუშვი სტომაქში biggrin.gif

Posted by: Perfecto_77 3 Jan 2018, 15:22
აგროჰაბის ძაან მაინტერესებს როგორია, მგონია რომ კარგი ხორცი იქნება იქაც.

Posted by: ვანო-გეჯაძე 21 Jan 2018, 13:57
QUOTE
ბლაუენშტაინში

როგორი ფასებია?

Posted by: dimaopena 27 Jan 2018, 21:48
ვანო-გეჯაძე
ვანო , ჯინორიასთან მართალი იყავი, მკვლელი მაგან გამოგიგზავნა შენი ბიჭებიც მაგან მოწამლა,
თავისი ტრაკის გადარჩენას ცდილობდა

Posted by: Perfecto_77 1 Feb 2018, 12:12
ზუთხის სტეიკი
https://postimages.org/

წყარო: http://showtime.ge/ge/servisebi/fursheti/tevzeuli#4


Posted by: Perfecto_77 10 May 2018, 17:03
არავის "სტეიკობთ" ბოლო დროს?

აუ ზოგი ფოტო წაიშალა რატომღაც წინა გვერდებიდან.

Posted by: thug 4 Jun 2018, 01:13
Ribeye

user posted image

Posted by: Perfecto_77 6 Jun 2018, 23:19
thug
up.gif

შთამბეჭდავად გამოიყურება. როგორ მოამზადე? პილპილის გარდა სხვა რამეც აყრია?

Posted by: thug 7 Jun 2018, 00:57
Perfecto_77

მარილი პილპილი მეტი არაფერი
ტაფაზე შევწვი ორივე მხირდან მერე ღუმელში შევგი ტაფიანად ერთი 10 წუთი


Posted by: elchi 7 Jun 2018, 08:38
გუშინ შევწვი ბლის შეშაზე და წალამზე.
ერთი ღამე მარინადში მქონდა.
დავცხე სვანური მარილი, შავი პილპილი მივაფრქვიე, არ ვიცი ქართულად როგორ არის "სიზონინგ სალთ" და ღრმა
თასში ჩავდე წითელ ღვინოსთან ერთად.
სთეიქს ეგრე ვწვავ ყოველთვის, შედეგი გამომდის გადასარევი.

პ.ს. ინგლისურში ბგერა T არის, მაგრამ გამოითქმება როგორც ბგერა -თ-, ამიტომ ამ კერძის დასახელება არის ------სთეიქი.

Posted by: Perfecto_77 7 Jun 2018, 18:45
thug
QUOTE
მარილი პილპილი მეტი არაფერი
ტაფაზე შევწვი ორივე მხირდან მერე ღუმელში შევგი ტაფიანად ერთი 10 წუთი

უი, ამდენი ხანი? მერე ბოლომდე შეიწვა?

Posted by: thug 8 Jun 2018, 02:13
Perfecto_77

კი
მაღალ ცეცხლზე ვწავდი ძაან cast iron ტაფაში

Posted by: Perfecto_77 9 Jun 2018, 10:11
thug
მერე ძაან არ გამაგრდა? სტეიკს ხო ბოლომდე არ წვავენ.

Posted by: <<Innamorata>> 9 Jun 2018, 10:27
elchi
სვანური მარილი როგორ გიყვარს )) მე ვერ ვხმარობ ყველაფერში.

Posted by: dimaopena 9 Jun 2018, 20:22
thug
მკვლელი სტეიკია, უბრალოდ ძალიან ცხიმიანი ჩანს ეს იქნება კალორიების დიდი რაოდენობა, ეგრევე მუცლისკენ რო წაიღებს ისე თან. ნუ ძალიან იშვიათად კაი ორგანიზმი გაქაჩავს,

ამიტო საინტერესო ხბოს ხორცისგან თუ გამოვა სტეიკი.
საქონლის სრულიად რბილი და უცხიმოც კაი იქნება.

თუმცა მთლიანობაში გემოს როგორც მწვადს აძლევს ის ცხოველური ცხიმი რაც აქვს ხორცს.

Posted by: thug 10 Jun 2018, 19:31
Perfecto_77

არა არ გამაგრებულა საერთოდ. პირში დნებოდა.
მე ბოლომდე ვწვავ well done მომწონს.
სტეიკს გააჩნია რა ნაწილია ეგრე ზოგი სულ მაგარია როგორც არ უნდა შეწვა...

dimaopena

ქონია გემრიელი აბა რა smile.gif

Ribeye მევასება მე და NY strip


user posted image

Posted by: CoderiotGe 27 Jun 2019, 21:37
აერო გრილში წვავთ ვინმე? ბანძი გამომდის და რამე best practise-ები თუ გაქვთ გამოუშვით

Posted by: max-14 28 Jun 2019, 01:27
QUOTE
ბლაუენშტაინში

როგორი ფასებია?

იაფი არაა,მაგრამ თბილისში მგონი მაგაზე უკეთეს სასტეიკე ხორცი არსად იყიდება

Posted by: GoldenSky 8 Jul 2019, 10:12
QUOTE
აერო გრილში წვავთ ვინმე? ბანძი გამომდის და რამე best practise-ები თუ გაქვთ გამოუშვით


მეც მაინტერესებს სამომავლოდ ვფიქრობ ბინისთვის რამე პატარა კომპაქტური კაი გრილის ყიდვას

Posted by: pra_rezi 10 Jul 2019, 02:35
user posted image
user posted image

Posted by: lilu777 10 Jul 2019, 07:07
thug
elchi

მაცივარში რაღაც დიდი ნაჭერი ღორის ხორცი მაქვს და ნეტა გამოდგება სტეიკისთვის თუ რაიმე სპეციალური ნაწილი ჭირდება?

სეზონინგი- იტალიან სეზონინგი მაქვს და იგივეა?

რამდენი წუთი უნდა შეწვას და ღუმელში უნდა შევწვა თუ ტაპაზე? რომელი ჯობია?

Posted by: pra_rezi 10 Jul 2019, 11:46
lilu777
QUOTE
რამდენი წუთი უნდა შეწვას და ღუმელში უნდა შევწვა თუ ტაპაზე? რომელი ჯობია?

რამდენი წუთი მაგას ვერ იტყვი

ტაფაზე ჯობია
ცოტა კარაქი +ზეთი

მე ესე ვწავ ხოლმე

Posted by: lilu777 11 Jul 2019, 01:25
pra_rezi

სუნელები ან რამე ეგეთი არა? ამ შაბათს გავაკეთებ ვნახოთ რა გამოვა

Posted by: pra_rezi 13 Jul 2019, 11:42
QUOTE
სუნელები ან რამე ეგეთი არა? ამ შაბათს გავაკეთებ ვნახოთ რა გამოვა

რავი მე არ ვუშვები
მარტო პილპილი და მაქსიმუმ წითელი აჯიკა
ხო ყველი უხდება კიდე
ტაფიდან აღებამდე 5 წუთით ადრე ყველის თხელ ლისტს ვაფენ და ადნება კარგად

Posted by: Perfecto_77 13 Jul 2019, 11:59
lilu777
QUOTE
სუნელები ან რამე ეგეთი არა? ამ შაბათს გავაკეთებ ვნახოთ რა გამოვა

ზეითუნის ზეთი და პილპილია აუცილებელი.

დანარჩენი გემოვნების საკითხია. შეგიძლია ლიმონი, ნიორი და სხვა ინგრედიენტები დაუმატო. შეგიძლია არაფერი დაუმატო.


Posted by: thug 15 Jul 2019, 05:57
lilu777

ღორის სტეიკი არ გამიგია

ძროხის ხორცისგან კეთდება სტეიკი smile.gif

Posted by: mustafa_ibrahim 15 Jul 2019, 16:43
QUOTE
ზეითუნის ზეთი და პილპილია აუცილებელი.

yes.gif
მე როზმარინს და შუაზე გაჭრილ ნივრებსაც ვაგდებ ტაფაზე...

Posted by: Perfecto_77 15 Jul 2019, 16:53
mustafa_ibrahim
QUOTE
მე როზმარინს და შუაზე გაჭრილ ნივრებსაც ვაგდებ ტაფაზე...

ეგეც კაი იქნება wink.gif


Posted by: dato501 17 Oct 2019, 18:58
გამარჯობა,რის ხორცისგან კეთდება სტეიკი? საქონლის თუ ღორის?

Posted by: Perfecto_77 17 Oct 2019, 19:21
dato501
QUOTE
გამარჯობა,რის ხორცისგან კეთდება სტეიკი? საქონლის თუ ღორის?

საქონლის

ღორის ხორცს არ იყენებენ სასტეიკედ მგონი

Posted by: dadn 17 Oct 2019, 21:28
თუ ტაფაზე წვავთ სტეიკი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 20წთ,
შემდეგ სისველის გარეშე გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან მაღალ ტემპერატურაზე(1სმ სისქე-1წთ) შეწვით
ოღონდ შესაბამისი ზეთი იხმარეთ, თუ ზეითუნის ზეთი -მხოლოდ რაფინირებული.
მე პილპ/მარილს თავიდან არ ვაყრი(მაღ.ტემპ-ის გამო),აი რომ დაიბრაწება მერე ორივე მხარეს ვაყრი და საშუალო ცეცხლზე 2-5 წთ(სისქეს გააჩნია)ვაჩერებ.
მერე უკვე უკვე გამზადებული 3-5 წთ ფოლგაში (ან დაფარეთ რამე)გააჩერეთ და აი მერეე უკვე აღარაფერი უნდა biggrin.gif

* * *
user posted image

Posted by: Perfecto_77 19 Oct 2019, 13:42
dadn
up.gif

მშვენიერია.


ესეც ჩემი გაკეთებული (წინა გვერდებზე იყო მარა წაიშალა)
user posted image
* * *
user posted image

user posted image

Posted by: CoderiotGe 20 Oct 2019, 01:02
QUOTE (GoldenSky @ 8 Jul 2019, 10:12 )
QUOTE
აერო გრილში წვავთ ვინმე? ბანძი გამომდის და რამე best practise-ები თუ გაქვთ გამოუშვით


მეც მაინტერესებს სამომავლოდ ვფიქრობ ბინისთვის რამე პატარა კომპაქტური კაი გრილის ყიდვას

არ გირჩევ, რა აღარ ვგუგლე და აეროგრილში შემწვარი სტეიკის დედაც..

გრანიტის ტაფა ვიყიდე და სულ სხვაა ამაზე შემწვარი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Perfecto_77 20 Oct 2019, 10:18
CoderiotGe
მშვენივრად გამოიყურება up.gif

QUOTE
აეროგრილში შემწვარი

აეროგრილი ხო გამოაშრობს.

Posted by: CoderiotGe 20 Oct 2019, 11:29
Perfecto_77
QUOTE
აეროგრილი ხო გამოაშრობს.

მე ფოლგით ვწვავდი და წვნიანი იყო, მაგრამ გემო ჰქონდა ხოლმე ნიტო

Posted by: Perfecto_77 21 Oct 2019, 16:34
CoderiotGe
QUOTE
მე ფოლგით ვწვავდი და წვნიანი იყო, მაგრამ გემო ჰქონდა ხოლმე ნიტო

ტაფა ან გრილი რა. სხვა ალტერნატივა არამგონია გამოდგეს.


Posted by: Andriadze 22 Oct 2019, 02:15
ეს ფოლგაში გახვევა შეწვის შემდეგ ცოტა დეტალურად აღწერეთ რა....
ტაფიდან ამოგაქვთ და ფოლგაში ახვევთ? რამდენი ხანი აჩერებთ? და აუცილებელია ეს პროცესი?

Posted by: max-14 22 Oct 2019, 18:37
QUOTE
სუნელები ან რამე ეგეთი არა?

no.gif no.gif no.gif

Posted by: CoderiotGe 22 Oct 2019, 20:04
QUOTE (Andriadze @ 22 Oct 2019, 02:15 )
ეს ფოლგაში გახვევა შეწვის შემდეგ ცოტა დეტალურად აღწერეთ რა....
ტაფიდან ამოგაქვთ და ფოლგაში ახვევთ? რამდენი ხანი აჩერებთ? და აუცილებელია ეს პროცესი?

არა უმს ვახვევდი ფოლგაში და ეგრე ვდებდი აეროგრილში რომ თავისივე ორთქლში ჩახარშულიყო, შემდეგ ამოვიღებდი და ფოლგის გარეშე 5-10 წუთს მაქსიმუმზე ვწვავდი, ზედაპირი რომ კარგად შემეწვა

Posted by: CoderiotGe 25 Oct 2019, 12:26
ესეც დღევანდელი,
საქონლის სუკის ხორცი, მარილი, პილპილის მარცვალი, როზმარინი, კარაქი, ნიორი და ბალზამიკოს ორთქლი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Perfecto_77 25 Oct 2019, 12:37
CoderiotGe
ეეეუფ!

გყვარებია ნამეტანი biggrin.gif

ძაან საკაიფო ჩანს! ყოჩაღ!

Posted by: CoderiotGe 25 Oct 2019, 12:38
Perfecto_77
მადლობა biggrin.gif

ძაან გემრიელიც იყო

Posted by: Perfecto_77 25 Oct 2019, 12:39
CoderiotGe
სად ყიდულობ ხორცს ისე?

Posted by: CoderiotGe 25 Oct 2019, 13:14
Perfecto_77
QUOTE
სად ყიდულობ ხორცს ისე?

გლდანშია ხორცის მაღაზია და როცა მჭირდება წინა დღეს ვურეკავ ხოლმე რომ სუკის ნაჭერი შემინახოს

Posted by: Perfecto_77 25 Oct 2019, 14:12
CoderiotGe
QUOTE
გლდანშია ხორცის მაღაზია და როცა მჭირდება წინა დღეს ვურეკავ ხოლმე რომ სუკის ნაჭერი შემინახოს

up.gif

ე.ი. კარგი ადგილი გაქვს დამუღამებული. ეგ კაი ვარიანტია.

ნეტა ბლაუნშტაინში რა ხდება. აღარ მიყიდია კაი ხანია. იმედია ხარისხს ინარჩუნებენ, მაგრამ გაძვირდებოდა ალბათ sad.gif არც მანამდე იყო იაფი.

Posted by: max-14 25 Oct 2019, 20:15
QUOTE
ნეტა ბლაუნშტაინში რა ხდება. აღარ მიყიდია კაი ხანია. იმედია ხარისხს ინარჩუნებენ, მაგრამ გაძვირდებოდა ალბათ

გაძვირდა,მაგრამ მე მგონი, ყველაზე კარგი სტეიკი აქვთ

Posted by: elchi 18 Nov 2019, 15:19
STEAK-ს ძირითადად გრილზე ვწვავ, მაქსიმუმ ორი დღე მარინადში და შემდეგ ხილის შეშაზე, ან წალამზე.
იტყვით გრილზე შეშას რა უნდაო და მართალიც იქნებით.
გაზზე შემწვარს არაფერს არ ვეკარები, ავიღე და გრილი გადავაკეთე ცეცხლისთვის, გამოვიდა როგორც მაყალი.

ამჯერად ექსპერიმენტი ჩავატარე და ახალი ტაფის გასასინჯად გადავწყვიტე ელექტრო ქურაზე შემეწვა.
ANGUS BEEF-ის კაი მოზრდილი ნაჭერი ავითრიე, ისეთი როგორსაც თექსასის შტატში სთავაზობენ კლიენტს.
არავითარი მარინადი და ა.შ. მხოლოდ სვანურ მარილში გავთხუპნე და დავუშვი ცხელ ზეითუნის ზეთში, წარამარა ვატრიალებდი, რათა არ დამწვოდა რომელიმე მხარე, რომ შევატყვე მომზადებამდე ცოტა აკლდა, ზემოდან დავაყარე კონდარის რამოდენიმე ღერო/იყიდება მარკეტებში წლის ნებისმიერ დროს/ ხელით გაჭყლეტილი ნიორი და თითქმის ასი გრამი უმარილო კარაქი.
გამორიცხეთ თავსახურის დახურება ტაფაზე, თუ დაახურებთ, ისიც ვერ წარმომიდგენია რა ერქმევა მასეთ შემწვარს.
კარაქი რომ გადნება, სუფრის კოვზით მოასხით ზემოდან და თან ნიორიც უსვით.
გადმოიღეთ დაფაზე და მიირთვით.

აბსოლუტურად სხვანაირი გამოვიდა და ვფიქრობ მომავალშიც გავიმეორო იგივე რეცეპტი.

Posted by: CoderiotGe 18 Nov 2019, 23:26
elchi
თავსახურს მხოლოდ რამდენიმე წამით ვახურავ ხოლმე, რომ Balsamic Winegar -ის ორთქლისგან არომატი აიღოს

Posted by: elchi 21 Nov 2019, 08:29
CoderiotGe
თუ ხშირად გადაატრიალებთ ნაჭერს და თან იმ ცხიმს მოასხავთ ზემოდან, მე მგონი თავსახური აღარ დაგჭირდებათ. ნება თქვენია.

აქვე უნდა დავამატო ერთი აუცილებელი რამ, მნიშვნელობა არა აქვს რომელ კერძს აკეთებთ, თუ თქვენ სვანურ მარილს ხმარობთ, აუცილებლად წინასასწარ უნდა გაუსინჯოთ გემო.
ეს პროდუქტი არ გახლავთ ქარხნული წესით დამზადებული, ანუ კუსტარულია და ყველა თავისი გემოვნების მიხედვით აკეთებს.
ასე რომ შეიძლება მეტი მოგივიდეთ და საერთოდ წაართვას კერძს ძირითადი გემო, ან კიდევ პირიქით დააკლდეს და მერე იფიქროთ, ნეტავ რა ვერ ვუქენი სწორედო.

Posted by: GoldenSky 10 Jan 2020, 17:58
სპარში იყიდება გაყინული სტეიკის ნაჭრები და მოგიმზადებიათ მაგისგან ვინმეს ? თუ კი როგორ იქნებ დამიწეროთ

Posted by: Master_Nick 10 Jan 2020, 19:03
elchi
სტეიკისთვის 2 დღიანი მარინადი ბევრი ხომ არ არის? მარინადში ღვინოს ხმარობ თუ ლუდს?

Posted by: GEOGSM 11 Jan 2020, 03:39
გამარჯობათ
თუ სტეიკზე მიდის საუბარი , კითხა
სად შეიხლება ვიყიდო BLACK ANGUS ? )

* * *
Master_Nick
ემ ... რა მარინადია ) სტეიკი არის უმარინადო! მთავარი
elchi
რავი .... სვანურ მარილში გემრიელი იყო ? )

ნამდვილს სტეიქს რა უნდა
1/ კაი ხორცი
2/ ოდნავ მარილი და პილპილი
3/ დადუღებული ( სკავაროდკა )
ისიო გოტოვო )))

Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 00:50
GEOGSM

9 მთაში არის შავი ანგუსის სტეიკები

სირლოინი, რიბაი და ტი ბოუნი აქვთ

Posted by: CoderiotGe 24 Jan 2020, 04:14
GoldenSky
QUOTE
სპარში იყიდება გაყინული სტეიკის ნაჭრები და მოგიმზადებიათ მაგისგან ვინმეს ? თუ კი როგორ იქნებ დამიწეროთ

სპარში და სხვა სუპერმარკეტებში მხოლოდ ღორის სტეიკის ნაჭრები შემხვედრია, ძროხის არ მინახავს..

პ.ს. ღორის სტეიკს არ ვაღიარებ
* * *
სასტავ, ხომ არ იცით წვერას ნაჭერს ინგლისურად რას ეძახიან?

Posted by: elchi 24 Jan 2020, 21:49
CoderiotGe

რას გულისხმობთ "წვერას ნაჭერში"?
კონკრეტულად თუ მეტყვით, შემიძლია გითხრათ ინგლისური დასახელება

Posted by: CoderiotGe 25 Jan 2020, 13:03
elchi
QUOTE
CoderiotGe

რას გულისხმობთ "წვერას ნაჭერში"?
კონკრეტულად თუ მეტყვით, შემიძლია გითხრათ ინგლისური დასახელება

აი ეს ნაჭერი
user posted image

Posted by: elchi 25 Jan 2020, 14:43
საიდან იგონებენ ასეთ სახელებს?

რასაც სურათზე ვხედავ საქონელის დამუშავებული-გადაჭრილი ნეკნია.
მე მგონი არ ვცდები.

BEEF RIB.

Posted by: max-14 26 Jan 2020, 17:09
QUOTE
ღორის სტეიკს არ ვაღიარებ

yes.gif
საქართველოში სტეიკის კულტურა არაა,აქ მაგრად შემწვარია ხორცია ''ხოდში''. თანაც საქონლის არა,ღორი,საქონლისას არ აღიარებენ-მაგარი გამოდისო smile.gif)))))))

Posted by: CoderiotGe 27 Jan 2020, 01:21
max-14
QUOTE
საქართველოში სტეიკის კულტურა არაა,აქ მაგრად შემწვარია ხორცია ''ხოდში''. თანაც საქონლის არა,ღორი,საქონლისას არ აღიარებენ-მაგარი გამოდისო )))))))

სანამ სტეიკის კარგად შეწვას დავამუღამებდი მეც ღორის ხორცის ფანი ვიყავი

Posted by: thug 27 Jan 2020, 01:42
QUOTE
აი ეს ნაჭერი


beef tenderloin ხომ არაა?


Posted by: CoderiotGe 27 Jan 2020, 11:26
thug
QUOTE
beef tenderloin ხომ არაა?

beef tenderloin სუკია როგორც ვიცი

Posted by: CALDWELL 16 Apr 2020, 00:15
სტეიკის დაბეგვა და მერე შეწვა გიცდიათ?

Posted by: dadn 27 Apr 2020, 19:11
QUOTE
სტეიკის დაბეგვა და მერე შეწვა გიცდიათ?

კი.. ოღონდ ღორის მჭლე სტეიკზე. ბასტურმის გემოს უფრო კარგად იღბს და უფრო სასიამოვნო კონსისტენცია აქვს (მე მარინადს ვურევ ოდნავ ძმარს + ოდნავ Worcestershiresauce up.gif )..

ხის პირით მბეგვავს არ გირჩევ .


Posted by: ხიხო 28 Apr 2020, 00:39
QUOTE
აი ეს ნაჭერი


სუკია მაი

beef tenderloin

вырезка


Posted by: evgena 9 May 2020, 21:03
CoderiotGe
წვერა ჩემო მეგობარო არის tri tip.

საქართველოში სტეიკი რა იციან რა არი. შემწვარ ხორცს ეძახიან სტეიკს
ერთხელ დავწერე ფბ-ზე და სტეიკჰაუსი ნომერი 1 თუ რაღაც როა ვაკის პარკში, ის გამოეხმაურა შენ ჩვენი სტეიიკი არ გიჭამიაო.
მომთაფლეს და ეგ იყო ბოლოს მე რა სტეიკიც ვჭამე აქაურ სასტეიკეებში. ისევ მე შევწვა ტაფაზე უფრო კაი გამომდის.

სტეიკი იციან ძმაო შტატებში, უფ უფ

Posted by: CoderiotGe 22 May 2020, 18:40
evgena
QUOTE
წვერა ჩემო მეგობარო არის tri tip.

საქართველოში სტეიკი რა იციან რა არი. შემწვარ ხორცს ეძახიან სტეიკს
ერთხელ დავწერე ფბ-ზე და სტეიკჰაუსი ნომერი 1 თუ რაღაც როა ვაკის პარკში, ის გამოეხმაურა შენ ჩვენი სტეიიკი არ გიჭამიაო.
მომთაფლეს და ეგ იყო ბოლოს მე რა სტეიკიც ვჭამე აქაურ სასტეიკეებში. ისევ მე შევწვა ტაფაზე უფრო კაი გამომდის.

სტეიკი იციან ძმაო შტატებში, უფ უფ


შტატებში ჯერ არ ვყოფილვარ მაგრამ საზღვარგარეთ რაც ძაან მომეწონა, გერმანიაში რესტორან Block House-ში ვჭამე ბევრნაირი სტეიკი და ძაან მაგარ სტეიკებს წვავენ .

ფოტო განწყობისთვის (ჩემი შემწვარი)
user posted image

Posted by: Master_Nick 22 May 2020, 23:49
CoderiotGe
მაგარია up.gif ქართული ხორცია?

Posted by: evgena 24 May 2020, 19:08
CoderiotGe
უფ უფ უფ

Posted by: CoderiotGe 25 May 2020, 15:10
Master_Nick
QUOTE
მაგარია  ქართული ხორცია?

კი ქართული უნდა იყოს, კარფურში ვიყიდე

Posted by: Master_Nick 25 May 2020, 23:37
QUOTE (CoderiotGe @ 25 May 2020, 15:10 )
Master_Nick
QUOTE
მაგარია  ქართული ხორცია?

კი ქართული უნდა იყოს, კარფურში ვიყიდე

ups.gif ყოჩაღ, გადასარევი შემწვარი ჩანს!

Posted by: Top-Gun 8 Jun 2020, 14:59
მეგობრებო, საქონლის ხორცში ვაბშე ჩაინიკი ვარ და რომელი უნდა ვიყიდო სასტეიკედ? რა ვუთხრა გამყიდველს? biggrin.gif

Posted by: CoderiotGe 10 Jun 2020, 17:54
Top-Gun
ბარკლის არ იყიდო რომც შემოგთავაზონ, ბევრი ძარღვები აქვს და დაგტანჯავს (მხოლოდ საკატლეტედ წავა ეგ),
ჩემი გამოცდილებიდან სუკი ყველაზე რბილია, კიდევ 2 სახის ნაჭერი დავტესტე და მომეწონა, სამწუხაროდ სახელებს ვერ ვიხსენებ, ამ დღეებში უნდა გავიდე კარფურში და რომ ვნახავ დავწერ

Posted by: thug 10 Jun 2020, 17:58
user posted image


.........

Posted by: Top-Gun 12 Jun 2020, 10:08
CoderiotGe
გაიხარე, სუკით დავიწყებ მაშინ

thug
ქართული შესატყვისები თუ ვიცით? smile.gif არამგონია ადგილობრივმა მეხორცეებმა იცოდნენ ეგ ტერმინები :/

Posted by: thug 12 Jun 2020, 16:32
Top-Gun

არ ვიცი

.........

Posted by: dadn 12 Jun 2020, 23:38
1 კილო 799,00€ .
ვეღარ მივუსწარი .. გაყიდულა
user posted image

Posted by: CoderiotGe 20 Jun 2020, 18:53
Top-Gun
QUOTE
კიდევ 2 სახის ნაჭერი დავტესტე და მომეწონა, სამწუხაროდ სახელებს ვერ ვიხსენებ, ამ დღეებში უნდა გავიდე კარფურში და რომ ვნახავ დავწერ

აგერ ამის სახელს ვერ ვიხსენებდი, "ვაშლა" ჰქვია ამ ნაჭერს
user posted image

ქართულ შესატყვისებს რაც შეეხება:
Tenderloin - სუკი
Brisket- წვერა უნდა იყოს თუ არ ვცდები
Ribeye, Tomahawk - ანტრიკოტი

Posted by: elchi 21 Jun 2020, 00:17
dadn

ეგეთი ძვირი არ არის, ვხედავ რომ ხუმრობთ.

ახლა მეც "ვიხუმრებ".

მაგ ჯიშის საქონელს იაპონელები ზრდიან.

გასინჯული არ მაქვს, რადგან ძალიან ძვირია, ძნელად საშოვნელი და მულტი-მილიარდერიც რომ ვიყვე, მასეთ თანხას ერთ ნაჭერში არ გადავიხდიდი.
სამაგიეროდ ყოველწლიურად მაქვს მონადირის ლიცენზიის სრული პაკეტი, რომლითაც ყველანაირად მაგაზე ჯანმრთელი ცხოველის მოპოვება შემიძლია ბუნებაში.

ამიტომ, ფულის თოფის ლულაში ჩადებას არ ვაპირებ და მერე გასროლას, კუჭის და ინტერესის დასაკმაყოფილებლად.


CoderiotGe

არ არის ეგ ნაჭრები ცეცხლზე შესაწვავად, თუნდაც ტაფაზე, ან ღუმელში.
STEAK-ისთვის სხვა ნაწილები გამოიყენება.
ეგ არის საქონლის რბილობი, რომელიც მრავალ ჩვენს ეროვნულ კერძში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Posted by: Top-Gun 22 Jun 2020, 17:29
CoderiotGe
ეგ მეც მომხვედრია თვალში smile.gif
მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის smile.gif


QUOTE
Tenderloin - სუკი
Brisket- წვერა უნდა იყოს თუ არ ვცდები
Ribeye, Tomahawk - ანტრიკოტი


გამოსადეგი ინფოა smile.gif

მომზადებას რაც შეეხება, ყველაზე ჩაინიკური და fool-proof მეთოდი რომელია?

და კიდევ, ვაჟას ბოლოსკენ ხომ არ იცით სად შეიძლება ხარისხიანი ხორცის შეძენა?
კახელების მაღაზია მიღციეს და ნამდვილად კარგი იყო, თუმცა უფრო ძვირი და სხვა ვარიანტებიც მინდა რომ მქონდეს smile.gif

Posted by: dadn 22 Jun 2020, 18:56
elchi
არა ნამდვილად არ ვხუმრობ, სამსახურიდან 15% ფასდაკლება მაქვს ამ საიტზე და 30 € დან 300/400€ მდე არის ფასები ..(რა თქმა უნდა ყიდვას არ ვაპირებდი biggrin.gif )
https://www.otto-gourmet.de/ozaki-ribeye-steak-ff-200g.html

ისე კითხვა მაქვს თქვენთან : რომელიღაც თქვენს ვიდეოში გაზის გრილს მოვკარი თვალი (მგონი Broil King ?) და რამე საინტერესო რეცეპტებს ან
რჩევებს ხომ არ გაგვიზიარებდით ?
ამ კვირაში მომდის Weber -ის გრილი და ალბათ ურიგო არ იქნებოდა ცალკე თემის გახსნა გაზის გრილზე .

Posted by: elchi 23 Jun 2020, 02:28
dadn

ორი გრილი მაქვს, ორივე ისე გადავაკეთე, მხოლოდ ცეცხლზე რომ იმუშაოს, მეორეს ვაჩუქებ მეგობარს, რომელსაც დრო არ აქვს, რომ ჩამოვიდეს და წაიღოს.

გაზზე მომზადებული STEAK-ი ამოღებული მაქვს მენიუდან, ასევე სხვა პროდუქტებიც, ისინი აუცილებლად შეშის ცეცხლზე უნდა შეიწვას.

WEBER-ის კომპანია სერიოზულ "რამეებს" უშვებს.
ასე რომ კარგი არჩევანი გაგიკეთებიათ.

Posted by: thug 23 Jun 2020, 02:42
Traeger ის გრილებია მაგარი


გაზის გრილი უაზრობაა ნებისმიერი 20 დოლარიანი ნახშირის გრილი ჯობია მაგას...

Posted by: Trump 23 Jun 2020, 09:43
ტაფაზე მშვენიერ სტეიკსებს წვავენ იუთუბზე რო შეხედავ. გორდონ რამსიდან დაწყებული სხვა ათასი ოხრები, იმენა ვარდისფერ ფერზე აჯენენ
მაგრამ ამ კარფურის ხორცით მეეჭვება კარგი სტეიკი გამოვიდეს,როგორც აღნიშნეს უბრალოდ შემწვარი ხორცი გამოდის.,

Posted by: max-14 23 Jun 2020, 20:51
QUOTE
ტაფაზე მშვენიერ სტეიკსებს წვავენ იუთუბზე რო შეხედავ. გორდონ რამსიდან დაწყებული სხვა ათასი ოხრები, იმენა ვარდისფერ ფერზე აჯენენ

მაგრად წვავენ,შესაბამისი ტაფაც საჭიროა,საკმაოდ ძვირი ღირს ეგეც

Posted by: Blofroo 8 Jul 2020, 21:36
QUOTE (CoderiotGe @ 22 May 2020, 18:40 )
ფოტო განწყობისთვის (ჩემი შემწვარი)
user posted image

up.gif up.gif

Posted by: CoderiotGe 30 Jul 2020, 10:05
მეგობრებო აქ წერდით ადრე რომ წერეთელზე რაღაც სტეიკის ნაჭრების მაღაზიააო, ხომ ვერ შემახსენებთ მაგ მაღაზიის სახელს?

Posted by: fermina 30 Jul 2020, 10:11
CoderiotGe
QUOTE
მეგობრებო აქ წერდით ადრე რომ წერეთელზე რაღაც სტეიკის ნაჭრების მაღაზიააო, ხომ ვერ შემახსენებთ მაგ მაღაზიის სახელს?


ბლაუენშტაინი

წერეთლის 67, ფალიაშვილის 67

https://www.facebook.com/btq.ge/

Posted by: CoderiotGe 31 Jul 2020, 21:30
QUOTE (fermina @ 30 Jul 2020, 10:11 )
CoderiotGe
QUOTE
მეგობრებო აქ წერდით ადრე რომ წერეთელზე რაღაც სტეიკის ნაჭრების მაღაზიააო, ხომ ვერ შემახსენებთ მაგ მაღაზიის სახელს?


ბლაუენშტაინი

წერეთლის 67, ფალიაშვილის 67

https://www.facebook.com/btq.ge/

მადლობა
=========================================

Posted by: anamaria77 31 Jul 2020, 22:39
QUOTE (dadn @ 17 Oct 2019, 21:28 )
თუ ტაფაზე წვავთ სტეიკი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 20წთ,
შემდეგ სისველის გარეშე გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან მაღალ ტემპერატურაზე(1სმ სისქე-1წთ) შეწვით
ოღონდ შესაბამისი ზეთი იხმარეთ, თუ ზეითუნის ზეთი -მხოლოდ რაფინირებული.
მე პილპ/მარილს თავიდან არ ვაყრი(მაღ.ტემპ-ის გამო),აი რომ დაიბრაწება მერე ორივე მხარეს ვაყრი და საშუალო ცეცხლზე 2-5 წთ(სისქეს გააჩნია)ვაჩერებ.
მერე უკვე უკვე გამზადებული 3-5 წთ ფოლგაში (ან დაფარეთ რამე)გააჩერეთ და აი მერეე უკვე აღარაფერი უნდა biggrin.gif

* * *
user posted image

იფ , იფ იფ gigi.gif არა რა ხორცისტი ვარ ვაღიარებ yes.gif

Posted by: Moshe 1 Aug 2020, 07:04
https://www.youtube.com/watch?v=OglWub8DhMg&list=LLgZjqAQQ8UXEjT6A08ldmwA&index=14&t=0s
ეს t-bone ვცადე და კარგი გამოდის ამ მეთოდით...

Posted by: CoderiotGe 3 Aug 2020, 00:27
Moshe
სად იყიდე ეგ ნაჭერი?



ეს დღევანდელი, Rump Steak
user posted image
user posted image
user posted image

ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ცნობილი ნაჭერი დავტესტო და ჯერჯერობით უყოყმანოდ სუკის სტეიკის ფანი ვრჩები, თქვენ რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?

Posted by: ჰეისან 4 Aug 2020, 03:02
საჩემო თემაა biggrin.gif რატომ არ მომტყდა თითი, ამ თემას რომ დავწკაპე და შემოვბოდიალდი... ისევ მომშივდა sad.gif

Posted by: sixnik 13 Aug 2020, 13:18


ესეც ჩვენი გაკეთებული სტეიკი კარგი გამოვიდა.

Posted by: max-14 22 Jan 2021, 19:47
QUOTE
ეს დღევანდელი, Rump Steak

up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: river-song 26 Jan 2021, 19:24
QUOTE
მაგრამ ამ კარფურის ხორცით მეეჭვება კარგი სტეიკი გამოვიდეს,როგორც აღნიშნეს უბრალოდ შემწვარი ხორცი გამოდის.,

მე ვიტრიპაჩე და ვცადე შეემწევა, ძალიან მაგარი იყო ხორცი,არადა 2 საათი ლიმონში დავალბე, ვიდეოებში დავიჯერო ბასტურმას არ აკეთებენ? მე რო ვნახე არაფერი გააკეთეს , ზუსტად ისე გავაკეთე როგორც იქ იყო მართლა და ისეთი საშინელება გამოვიდა მეორედ მე მაგის გამკეთებელი არვარ დ

Posted by: dadn 4 Feb 2021, 13:40
Entrecote ნორმ..

user posted image

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)