forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (75) « პირველი ... 73 74 [75]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვეგანები და RAW ვეგანები, რეცეპტები
INA-INA
ძიძინაგ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3698
წევრი No.: 22534
რეგისტრ.: 18-August 06

გამოგზავნილია: 22 Sep 2019, 10:52  #55277546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

user posted image

უმი ვეგანური გრანოლა

#გაღივებული ჭვავი, ან ხორბალი
# გაღივებული წიწიბურა
#ქიშმიში, ფინიკი (რომელიმე, ან
ორივე სიტკბოსთვის)

ეს ზევით ჩამოწერილი ინგრედიენტები საკმარისია. მეტი ხალისი და პირის გემოს გართობა, თუ გვნებავს ათასი რაღაც შეიძლება დავამატოთ smile.gif ქოქოსის ფანტელები, ბანანი(ნებისმიერი სხვა ხილი, რაც გიყვართ) თხილეული, ჯავზი, მიხაკი, ვანილი, გოგრის გული, ქოქოსის ცხიმი, ჯინჯერი, ჩია, სელი, სეზამი, პიტნა...

ვაბლენდერებთ გაღივებულ ჭვავს, ქიშმიშს და ფინიკს, ვამატებთ გაღივებულ წიწიბურას. ძლიერი ბლენდერი არ მაქვს, ამიტომ ჭვავი წყალთან ერთად დავაბლენდერე. თუ მასა წყლიანი გამოვიდა ამისთვის არსებობს ძალიან კარგი საშუალება - დაფქული სელი, ვაყრით იმდენს, რომ ზედმეტი სითხე შეიწოვოს. ვურევთ კარგად, ვანაწილებთ პაწუკა ბურთულებად და ვაშრობთ საშრობში 35 ან 40 გრადუსზე იქამდე სანამ არ გამოშრება. სადღაც 18 საათი ვაშრე. ასევე ხილს, თუ დაამატებთ და მასა გათხელდება დაამატეთ სელი.
გრანოლები ძალიან გემრიელი გამოდის, ასეთი კარგი, თუ იქნებოდა არც მეგონა smile.gif გადააჭარბა მოლოდინს და ნებისმიერ ქარხნულ წარმოებას))

არ გამიზომია რამდენი რა ვუქენი. სავარაუდოდ მოსინჯეთ ერთი ერთზე ჭვავი და წიწიბურა, ძირითად მასას ეგ ქმნის. მინიმუმ 1 მუჭა ქიშმიში. მერე გემოზე ნახეთ, თუ უფრო ტკბილი გინდათ დაუმატეთ. იმპროვიზაციის კარგი საშუალებაა ეს გრანოლა. რა გემოსაც გინდა იმას მისცემ smile.gif

როგორ გავაღივოთ ჭვავი ➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...496998427339207

როგორ გავაღივოთ წიწიბურა ➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...513449269027456

ასეც შეიძლება გამომშრალი ახრამუნოთ, ან მცენარეულ რძესთან ერთად მიირთვათ ❤️

როგორ კეთდება ნუშის რძე➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...500482596990790

როგორ კეთდება ქენუას რძე ➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...797117193993994

როგორ კეთდება სეზამის რძე ➡️ https://m.facebook.com/groups/4949262975464...497242913981425
* * *
user posted image

უმი ვეგანური გრანოლა ბანანით, ძალიან უგემრიელესი❤️


--------------------
ჭღრ-პღრ.......

ნამა რშედესთამ? ნამაე? ნაე? ვოეეე :)

ვისაც იუმორის გრძნობა არ გაგაჩნიათ, ის გრძნობა მაინც გაგაჩნდეთ, რომ არ გაქვთ იუმორის გრძნობა ;)
თოვლი_



******
ჯგუფი: Members
წერილები: 5983
წევრი No.: 210964
რეგისტრ.: 3-December 15

გამოგზავნილია: 16 Nov 2019, 08:18  #55486603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
https://www.imdb.com/title/tt7455754/

ვინმეს ვეგანობაზე გადმოსაბირებლად გამოდგება ეს დოკუმენტური ფილმი


მიმაგრებული სურათი
MV5BMzg4ZjMzOWEtZjBhZi00MzgxLWEzNmItYjVlYjY0MGQ5ZmM5XkEyXkFqcGdeQXVyNDExMzMxNjE_._V1_SY1000_CR0_0_674_1000_AL_.jpg


--------------------
gramatikikina
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 39527
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 19 Nov 2019, 04:03  #55498544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (თოვლი_ @ 9 Jul 2019, 11:13 )


შაბათს თუ ხორცი და ყველი არ ჭამა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი აღარაა ანუ ადამიანი?

:\

მარხვა სხვა რამეა, ვეგანობა სხვა
ეს კაცი ლაპარაკობს ხორცისმჭამელებისგან ხორცზე თავის შეკავებას კონკრეტულ დღეებში რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე
მარაზმში ვარდებიან მარხვის გამო
ზოგ მღვდელს თურმე ორშაბათიც დამატებული აქვთ მრევლს აშიმშილებენ ესე
და სინამდვილეში ჩვეულებრივი ხალხისთვის დიდი მარხვაც არ არისო, ესე გამიგია
დიდი მარხვები მარტო ბერებისთვის არისო
satis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 390
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16

გამოგზავნილია: 22 Nov 2019, 07:33  #55510995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gramatikikina
QUOTE
მარხვა სხვა რამეა, ვეგანობა სხვა

ვეგანი ხო არ ხარ შემთხვევით? givi.gif
ვიღაც
აუF


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3861
წევრი No.: 139893
რეგისტრ.: 4-December 11

გამოგზავნილია: 22 Nov 2019, 11:04  #55511290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვეგეტარიანელი ვარ ოღონდ რძის ნაწარმი(რძე,მაწონი,ხაჭო,არაჟანი,კარაქი,ყველი) არაფერი მიყვარს და კვერცხსაც არ ვჭამ, მარა აი ნაყინს და ტორტს ვჭამ ხოლმე და შოკოლადებსაც. ვეგანები რომ არიან სნიკერსს ან რამე ეგეთებსაც არ ჭამენ ხო? იმის გამო რომ ვეგანი ვარ თქო ვთქვა ნაყინის და ტორტის ჭამაზე არ ვამბობ უარს :დ გრძელვადიან პერიოდში ვეგანი გავხვდები ალბათ თავისით :დ


--------------------
Everybody is special. Everybody. Everybody is a hero, a lover, a fool, a villain. Everybody. Everybody has their story to tell.
Kaifistka
I'm tired of monkeyin' around


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11661
წევრი No.: 28567
რეგისტრ.: 18-January 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2019, 16:49  #55541034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ძალიან დიდი ხანი ვიკვებებოდი ვეგანურად.
მე მივანაბე სტრესი და რაღაც ცხოვრებისეული პრობლემები მქონდა.
ვმუშაობდი სამსახურში სადაც ვერ ვასწრებდი რომ გამეკეთებინა ჩემთვის საჭმელი.
ხოდა ახლა ვუბრუნდები ეგეთ კვებას ისევ. ნეტფლიქსზე ვნახე ეს ფილმი რომელიც იუთუბზე დევს მთლიანად
ეგ @@@ სამსახური მივატოვე
ნუ 80% მცენარეულად ვიკვებებოდი მაინც მაგრამ ის 20%იც უნდა დავანებო თავი.



მაგრამ ეს ვნახე პირველად უძლიერესი ფილმია

იუთუბზე დევს პირდაპირ რუსულად და ნეტფლიქსზე თავისთავად
https://www.youtube.com/watch?v=zh7GRNnGbhU&t=4s
ეს ინგლისურად
https://movies123.pics/movie/the-game-chang...watch-free.html

raw vegan არ მინდა მაგრამ მინდა უფრო მეტი ვეგანური საჭმელების და ტკბილი სნეკების კეთებაც ვისწავლო.
და ახლა ჩამჯდარი ვარ იუთუბზე და ექსპერიმენტებს ვაკეთებ სამზარეულოში.
რამე კარგ არხზე მივიღებ რეკომენდაციებს.


არადა ვეგანურად რომ ვიკვებებოდი აი არაფერი არ მაწუხებდა. ძალიან საკაიფოდ ვიყავი, წონაშიც მაგრად დავიკელი.
ახლა დამემართა სახსრების ანთება და პლევრიტი, რევმატიზმი მიტევს და მაგის გამო. აი ასეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი მტკივა და სიცხე მაქვს თან ყველა დღე.
და რევმატიზმის დროს არადა ნომერ პირველი კვებაა მცენარეული და ხორცი ყველანაირ ანთებას იწვევს უდა უწყობს ხელს.
ხოდა ვეშვები ისევ.
ამჯერად იმედია მთელი ცხოვრება გავქაჩავ და არამარტო წელიწადნახევარი.
მაგაზე მეტი იმიტომ ვერ გავქაჩე რომ მიხვვდი რომ მე საჭმელების გაკეთება კიდე იმდენად არვიცი.
ხოდა ამიერიდან ვისწავლი.

ხო ამ თემას გადავხედე და წყვილ წყვილი სისულეები წერია რომ ესეიგი თურმე მცენარეული კვებით დაგაკლდებათ ყველაფერი. ამ ორ ფილმს უყურეთ და მერე თუ გინდათ ჭამეთ ხორცი და რძის პროდუქტები მაგრამ მერე გეცოდინებათ რომ ნაგავს ჭამთ.

და კიდე მივხვდი რომ ექიმების უმრავლესობა საერთოდ აზრზე არაა კვებაზე და უნივერსიტეტში მთელი მსოფლიოს მაშტაბით ეგ აუცილებლად უნდა შეუტანონ სწავლის პროცესში როგორ შველის კვება უამრავ დაავადებას.

This post has been edited by Kaifistka on 30 Nov 2019, 16:51


--------------------
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123

http://ninaiverieli.wordpress.com/ <ჩემი პერსონალური ბლოგი

C'est la vie!
snis
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 123
წევრი No.: 253981
რეგისტრ.: 30-November 19

გამოგზავნილია: 30 Nov 2019, 19:56  #55541764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სისულელეა ვინც ამბობს რო ვეგანური კვება არასრულფასოვანი და არასაკმარისია.
რეალობა საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
კონკრეტული კვლევები და სპორცმენი ვეგანები არიან რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს და არაფერი აკლიათ.
პატრიკ ბაბუმიანს რა აკლია? კარლს ლუისი რომელიც ვეგანი გახდა პირველად დაამყარა ასმეტრიან სპრინტში დაამყარა მსოფლიო რეკორდი. სკოტ ჯურეკი? რომელიც 20 წელია ვეგანია. ბარნი დუპლესი? ავი ლიანი? და ა.შ. თუ არასრულყოფილია და ნაკლოვანია ვეგანური კვება, ლოგიკურად, რაც ამ ადამიანებს შეუძლიათ და აკეთებენ, ვერ უნდა შეეძლოთ. პლიუს, უნდა გაუარესებულიყო მათი შედეგები ვეგანურ კვებაზე გადასვლის თანდათან. ლოგიკაში ვერ ჯდება მათი მიღწევები და ის, რომ ვეგანური კვებიდან ადამიანი ვერ იღებს საკმარის მინერალებს. ურთიერთგამომრიცხავი და საწინააღმდეგო მოცემულობაა. პროტეინებს სვამენ გასაგებია მაგრამ ეგ პროტეინებიც ვეგანურია. პროტეინებსაც იმიტო სვამენ რო სპორცმენს საკვების გარდა ჭირდება დამატებით მიიღოს ცილები და ამინომჟავები რასაც მხოლოდ საკვებით ვერ უზრუნველყოფენ. ისევე როგორც ხორცის მჭამელებიც იღებენ დამატებით პროტეინებს და სხვა საშუალებებს.
* * *

ნწ, აშკარადა აკლიათ ამათ პროტეინები.. yes.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) « პირველი ... 73 74 [75]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0491 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]