სამოქალაქო ავიაციის განვითარების მოკლე ისტორია
საქართველოს სამოქალაქო ავიაციამ დამოუკიდებლად 1993 წელს დაიწყო ფუნქციონირება. პირველი საერთაშორისო რეისი ისრაელში განხორციელდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურა ცენტრალიზებული საბჭოთა სისტემიდან შეიცვალა მსოფლიო პრაქტიკაში არსებული სტრუქტურის მსგავსად - შეიქმნა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ოპერატორები და მათი უსაფრთხო ფუნქციონირების ზედამხედველი სახელმწიფო ორგანო - საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი. დარგის ეკონომიკური მართვა და რეგულირება თანდათან ექვემდებარებოდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, კერძოდ საკუთრების ფორმის თავისუფალი შერჩევის შესაძლებლობას; ფასწარმოქმნის თავისუფლებას; კონკურენტული გარემოს შექმნას. სამოქალაქო ავიაციის სისტემის ორგანიზაციული და ეკონომიკური რეფორმა ხორციელდებოდა ოთხი მიმართულებით: ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება. საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შესაქმნელად დაიწერა ჯერ საქართველოს საჰაერო დეკრეტი, რომლის შემდეგაც მიღებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის მთავარი კანონი - საქართველოს საჰაერო კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. განხორციელდა «საქაერონავიგაციის» რეორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების მომსახურებას.
1994 წელს საქართველო გახდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად. საქართველოში მსოფლიოს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და მრავალი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა ორი საერთაშორისო კონფერენცია.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 ივლისის 287 ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
2005 წლის 13 აპრილს - საქართველო გახდა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრი (ECAC). საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ოქტომბრის 599 ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
2007 წლის იანვარში საქართველო გახდა GAA-ს (გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებები) წევრობის კანდიდატი. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის ბრძანებით შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.
2007 წლის თებერვალში გაიხსნა «თბილისის საერთაშორისო აეროპორტის» ახალი შენობა, საიდანაც რეგულარული რეისები სრულდება ევროპისა და აზიის 30-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით. 2007 წლის 26 მაისს გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც სრულდება რეგულარული გადაყვანა-გადაზიდვები სტამბოლის მიმართულებით. უახლოეს მომავალში დაიწყება რეგულარული რეისები თბილისის მიმართულებით და ასევე დაგეგმილია ევროპა-აზიის მიმართულებებითაც. მსოფლიოს 24-მდე ქვეყანასთან დადებულია მთავრობათაშორისი შეთანხმებები/ხელშეკრულებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რაც წარმოადგენს რეგულარული საერთაშორისო ფრენების სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიბერალიზაციის კუთხით შემუშავდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ახალი მოდელი, რომლის შესაბამისადაც გაფორმდა შეთანხმებები შემდეგ ქვეყნებთან: თურქეთი (ძალაშია), უკრაინა (რატიფიცირებულია), დიდი ბრიტანეთი (პარაფირებულია), ჩეხეთი (პარაფირებულია) და ჩინეთი (ექსპერტების დონეზეა). ზემოაღნიშნული მოდელის შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა არსებულ და სამომავლოდ გასაფორმებელ შეთანხმებებზე.
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა 2007 წელს.აეროპორტს მართავს Tav Georgia. წარმოადგენს hub-ს აირზენასთვის, eurex airlines, sky georgia-თვის.
2008(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს აეროპორტმა გაატარა 615242 მგზავრი, 2009(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს კი
594179 მგზავრი, 2010(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს კი
693988 მგზავრი.
2010 წელს აეროპორტმა მთლიანად გაატარა დაახლოებით 820 000 მგზავრი.
2011 წელს შემოვა ახალი ავიაკომპანიები alitalia,el al, ata airlines(დღეს შეასრულა პირველი რეისი.), meridian fly, wizz air(დაზუზსტებული არ არის),ryan air(დაზუსტებული არ არის), qatar airways . და სხვ.
ასევე დაგეგმილია ახალი ასაფრენ-დასფრენი ბილიკის მშენებლობა.
თბილისის აეროპორტში ახალი ბილიკი აშენდება
მთავრობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ვერა ქობალიას თქმით, აეროპორტის არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამიტომ გადაწყდა პარალელურ რეჟიმში ახალი ბილიკის მშენებლობა დაიწყოს.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და საბოლოო თანხა, თუ რა დაჯდება პროექტი, უცნობია. თუმცა, ვერა ქობალიას განცხადებით, პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს გარკვეულ თანხას საფრანგეთის მთავრობა გამოუყოფს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2011 წლის დასაწყისიდან უნდა დაეწყოთ.!
(ტექსტი დაკოპირებულია III - ნაწილიდან რომლის ავტორია
gio-giorgi )
ეს გუშინ გადაღებული ფოტოები:
Boeing-747 by
Geo Max, on Flickr
Qatar airways by
Geo Max, on Flickr