https://www.youtube.com/user/thenewbostonინგლისური თუ გესმის ეს ჩენელი ნახე, ბაკი რობერტსი ძალიან მაგარი ვინმეა, ყველანაირ პროგრამულ ენაზე აქვს ტუტორიალები, მაგალითად c++ 75-80 მდე ტუტორიალი აქვს 6 წუთიანი, თან უმარტივესად ხსნის, რო მიყვე ბოლომდე მთლად პრო ვერ იქნება მაგრამ სერიოზული ბაზა გექნება.
არჩევას რაც შეეხება დამოკიდებულია იმაზე რა არის შენი მიზანი, რა გაინტერესებს, პრიმიტიულად რომ ვთქვათ რა გინდა გამოხვიდე, პროგრამირება ძალიან დიდი სფეროა, მე მაგალითად ახლახანს ჩავაბარე comp science-ზე, cyber security სფეროში მინდა მუშაობა და მაგ მხრივ ვირჩევ უნიში კლასებს. მოკლედ ჯერ გადაწვიტე რა გინდა და იმის მიხედვით უკვე მიყვები ნაბიჯ ნაბიჯ.
ისე გასახურებლად ფეხის ადგმა თუ გინდა დასაწყისისთვის C-ს ტუტორიალებს უყურე, ძველი მამა პაპური ენაა, ამაზეა აგებული c++ და კიდევ ბევრი ენა რომელსაც დღეს იყენებენ
This post has been edited by Gio.. on 27 Sep 2017, 05:12
Sebastian... After All This Time...?
Always. ( ˘_˘ )