#59292890 · 6 Jun 2022, 23:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
masai11 პირველ რიგში ჩემი პასუხების შესახებ გიპასუხებ, რამდენად სულიერი ან არასულიერია და ა.შ. საქმე იმაშია, რომ ამ კონკრეტული დიალოგისას ჩემს პირად გამოცდილებას ან სულიერებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანული რელიგიის საკითხებზე, რომელთა დიდი ნაწილიც საკმაოდ დიდი ხანია რაც ჩამოყალიბებული, შესწავლილი და წერილეობითაც დაფიქსირებულია. არაფერია დასაძრახი, თუკი მე პასუხებისას ავტორიტეტულ წყაროებს ვეყრდნობი. სწორადაც ვიქცევი, რადგან არ გამაჩნია ამბიცია ჩემი პირადი განცდებზე ან სულიერი შეგრძნებებზე დაყრდნობით ვისაუბრო იმაზე, რაც ძალიან დიდი ხანია უდიდეს წმინდა მამებს აქვთ განცდილი და გადმოცემული. არის მომენტები, როდესაც პირადი აზრის გამოხატვა აუცილებელია და ყველა ქრისტიანს უნდა გააჩნდეს საკუთარი აზრის გადმოცემის უნარი, მაგრამ ამ კონკრეტული საკითხების განხილვისას ჩემს პირად აზრებს არ დავწერ.
რაც შეეხება აღნიშნულ თემას, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ძალით ცდილობ ღმერთის არასამართლიანობის დამტკიცებას. ეძებ საბაბს რომ შარი მოსდო და დააბრალო თითქოსდა მას შეეძლო უკეთ ემოქმედა, რათა ისე მომხდარიყო რომ დაკმაყოფილებულიყო შენი სურვილები. ღმერთის სამართლიანობაში ეჭვის შეტანა, მის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანის ტოლფასია. ის ყოველთვის სამართლიანია და თუკი მიგვაჩნია რომ რიგ სიტუაციებში უსამართლოდ მოიქცა, ისევ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა.
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|