მოკლედ 2 მონიტორი მაქვს Samsung 710N,
ორივეს ერთიდაიგივე პრობლემა აქვს.
ვგა როცა შეერთებულია გამოსახულება არ გამოაქვს.
ინდიკატორი ანთია. მენიუს ღილაკს რომ დააწვები წერს"test good"
vga-ს რომ გამოაძრობ კიდე დადის ეკრანზე წარაწერა "შეამოწმე კაბელის შეერთება"
გუგლში ძრომიალის შემდეგ დავადგინე რომ 99% ბიოსის ჩიპის ბრალია.
დავშალე. ორივე პლატა შევათვალიერე, ერთს გაბერილი აქვს ორი კონდესატორი,
მეორე მონიტორის პლატას არა.
ნუ მაგ კონდესატორებს შევცვლი.მაგრამ არამგონია უშველოს მაგ შეცვლამ ბიოსის ჩიპის გარეშე.
ხოდა მინდა მაგ ჩიპის ჩამოტანა-NT68F63LG
ახლა მეორე პრობლემა მაქვს,როგორც წავიკითხე ყველა ეს ჩიპი ცარიელებია.
უნდა ჩაიწეროს ბიოსი. მგონი რომ პროგრამულადაც შეიძლება.და ეს როგორ გავაკეთო ვერ ვნახე პროგრამატორის გარეშე. ცალკე პროგრამატორი ვიყიდო და დავფლეშო, ან აქ ჩავაწერინო მასე აღარ მიღირს უკვე ეს მონიტორები.
არის რაიმე იდეა?