#57422322 · 19 Jan 2021, 20:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-მე არ ვიცი,როგორ გამოვხატო სიტყვებით ჩემი მდგომარეობა,როგორ მოვიტანო თქვენამდე ,რომ ისე გამიგოთ,როგორც სინამდვილეში იყო...ვიცი სხვის საქმეში ყველა ბრძენები ვართ,მაგრამ ვინ როგორ მოიქცევა ამათუიმ მდგომარეობაში არავინ იცის...მე არ ვაპირებ საკუთარი თავის მართლებას,დამნაშავედაც კი ვგრძნობ ჩემი მეუღლის წინაშე თავს,რატომ არ ვიბრძოდი მის დასახმარებლად,რომ მავნე ჩვევისგან განთავისუფლებულიყო?!-იმიტომ რომ ძალიან სუსტი ვიყავი. ყველასი და ყველაფრის მცხვენოდა,წლები უსიტყვოდ ჩუმად ვუძლებდი,ჩვენ შვილები გვყავდა გასაზრდელი ვიცი ურთიერთგამომრიცხავია რასაც დავწერ ,ის კარგი მამა იყო ყოველთვის ზრუნავდა შვილებზე...უპატიოსნესი ადამიანი,ადამიანების მოყვარული,მხოლოდ საკუთარი თავი არ უყვარდა ,თავმოყვარეობას ულახავდა ის სამუშაო რასაც ოჯახის გადასარჩენად აკეთებდა,სასმელით ცდილობდა როგორმე თავი დაეხწია ნერვიულობისგან პირიქით კი ხდებოდა,,,არ შეეძლო თავის დარდის და ფიქრების ჩემთვის გაზიარება,მხოლოდ მონოლოგების კითხვა უყვარდა და მისი მსმენელი უნდა ვყოფილიყავ უხმოდ ყოველგვარი შეპასუხების...ბოლო წლები დაავადდა ...ძირითად რაც ემართებათ ალკოჰოლის მოყვარულებს...ბოლო სიცოცხლის წლები საწოლში გაატარა ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად,მაგრამ ...მხოლოდ მაშინ დავინახე მისი ნამდვილი სახე,როგორ ვებრალებოდი ასე,რომ გამაწვალა...ის ჩვენისიყვარულით გარემოცული წავიდა ამ ქვეყნიდან ძალიან გვაკლია და გვენატრება.(ძალიან გთხოვთ არ გამკიცხოთ) ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად.
|