მოკლედ რა ხდება ახლა
ამ რამდენიმე წლის წინათ, ფეისბუქზე მქონდა ფლირტი ერთ ძაან კარგ გოგოსთან.
ნუ ეს ფლირტი ჩემი მცდელობის მიუხედავად არაფერში არ გადაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. მერე ფბ ზე ურთიერთობა გაიშვიათდა, და ახლაც თუ 2 თვეში ერთხელ გამოველაპარაკებით ხოლმე, ისევ ვფლირტაობთ.
ამასობაში, ასე 2 წლის წინათ, ერთი გოგო გამოვიდა ჩემთან სვიაზზე. რო შევხვდი, მალევე გადაიზარდა კოცნაში, ხვევნაში... მაგრამ!!! უცებ გავიგე რო ეს გოგო აღმოჩნდა იმ პირველი გოგოს... დეიდაშვილი...
ხოდა მოკლედ ამ მიზეზით დავზადნე და იმიტომ რომ არ მომეჩვენა ეს კაცურ საქციელად, ამ გოგოს მივეცი ატაშოლი. დავშორდი.
ამ 2 წლის ხნის მანძილზე პირველი გოგოც და მეორე გოგოც აგრძელებდნენ ჩემს მიმართ სიმპათიის გამოხატვას ფეისბუქზე, თუმცა თუ პირველის შემთხვევაში ეს გარკვეული მიზეზების გამო არ გადაიზრდებოდა არაფერში, მეორე გოგო მზადაა ჩემთან სექსისთვის ნებისმიერ დროს.
ხოდა ამასწინათ, მეთქი რაც იქნება იქნება თქო, ცოტა ავვარდი და ეს მეორე გოგო დავითანხმე ჩემთან განმარტოებაზე. ისე რომ სექსი როგორც იტყვიან გარდაუვალია.
ხოდა ჩემი დილემა რა არის...
აი მგონია რო ძაან ვაშავებ და უსინდისოდ ვექცევი იმ პირველ გოგოს. მიუხედავად იმისა რომ არაფერი არ გვქონია და არც გვექნება.
საქმე ისაა, რომ დარწმუნებული ვარ ის პირველი ჩემზე ხშირად ფიქრობს , ვესიმპათიურები, მოვწონვარ, პლატონურად შეიძლება ვუყვარვარ კიდეც.
რაც მთავარია, სულ დამავიწყდა მეთქვა.... რომ არც ერთმა და არც მეორემ არ იციან რო მე რომელიმესთან ფლირტი მაქვს და მით უფრო ურთიერთობა...
დეიდაშვილები არიან და არ იციან რო მე ორივეს სხვადასხვა დროს ვეფლირტავებოდი...
მოკლედ, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ რო, ჯერ ერთი ეს მეორე გოგო დავითანხმე უკვე და აქედან გამძრომაც არაა ადვილი, და მეორე მხრივ კიდევ, სექსი რო მექნება აი პირველის მიმართ სინდისი შემაწუხებს...
ხო შეიძლება როდისმე გაიგოს ?
მოკლედ ძაან ცუდ დღეში ვარ და იმედია რამეს მირჩევთ... გოგოებისგანაც არ იქნება ცუდი რჩევა...
არაკაცობა და ღორობა მგონია ახლა ეს და მეორეს მხრივ სექსიც ცუდი არაა
მადლობა... მე ცოტა გვიან დავბრუნდები და გადავხედავ პოსტებს