პარტიზანი (ბელ. Партызан) - ბელარუსული საფეხბურთ კლუბი დედაქალაქ მინსკიდან. ბელარუსის თასის ორგზის გამარჯვებული.
2002 წელს ორი კლუბის პრაქტორისა და მშრომელთა რეზერვები-რიპოს გაერთიანების შედეგად შეიქმნა კლუბი მტზ-რიპო მინსკი.
დაარსების წელი: 2002 წლის 28 მარტი
დაშლის წელი: 2014
სტადიონი: ოლიმპიური (СОК «Олимпийский»)
ვებსაიტი: partizan-minsk.byკლუბის სახელობები სხვადასხვა წელს:მტზ-რიპო (2002-2009)
პარტიზანი (2010-2014)
პარტიზანი 2002 (2014)
კლუბის სახელობები სხვადასხვა წელს:ბელარუსის თასის გამარჯვებული: 2 (2005, 2006)
ბელარუსის ჩემპიონატის ბრინჯაო: 2 (2005, 2008)
ბელარუსის პირველი ლიგის ჩემპიონი: 1 (2003)
ვერცხლის მედალი: 1 (2011)
ფანები:წლების განმავლობაში პარტიზანი ბელარუსის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და რამდენიმე სერიოზული ტიტულის მოგება მოასწრო. კლბუის მთავარი მეტოქე დინამო მინსკია, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიზანის ფანები ბელარუსის ერთადერთი ანტიფა დაჯგუფებაა, ხოლო დინამო მინსკის ფანები რადიკალური მემარჯვენეობით გამოირჩეა. პოლიტიკური ხედვების გამო პარტიზანი მეგობრობს არაერთ ევროპულ ფანდაჯგუფებასთან: კიევის არსენალი (ამაზე ცალკე ნიკს და თემას მოგვიანებით შევქმნი <3), სანქტ-პაულისთან, ტენის ბორუსიასთან, აეკთან და ა.შ.
2012 წელს სპონსორების წასვლის შემდეგ კლუბი დამოუკიდებლად, მისი ერთგული ფანების მხარდაჭერით აგრძელებდა ფუნქციონირებას. სამწუხაროდ, 2014 წელს პარტიზან მინსკი ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა, თუმცა მისი ფანების მემკვიდრეობა მთელს ევროპაში დღემდე როგორც სწორი ღირებულებებისთვის ბრძოლად რჩება.
Вместе и до конца
Вместе и до конца
Громче заряда нет и я не замолчу
Другое окружение себе я не хочу