დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, დამოუკიდებლობა იმავე ტერიტორიაზე უნდა გამოცხადებულიყო ჩვენ მიერ, როგორც ეს ერთა ლიგაზე განვაცხადეთ.
მაგრამ ეს ნიშნავს რომ ყველა მეზობელთან ტერიტორიებზე პრეტენზიები გაქვს და შეირაღებული კონფლიქტამდე მიდიხარ.
შესაბამისად, უსამართლო საზღვრებს დავჯერდით და აღიარება მოვითხოვეთ იმ საზღვრებში, რომელიც კომუნისტებმა დაგვიტოვეს -
თურქეთთან ზავით დათმობილი ართვინის ოლქის (ტაო-კლარჯეთის) გარეშე, ზაქათალა-კახის (საინგილო) გარეშე და ა.შ.
ამიტომ მოხდა რომ ყველა მეზობელი სიხარულით დათანხმდა ჩვენს მოთხოვნას ვეღიარებინეთ ამჟამინდელ საზღვრებში და არა იმ საზღვრებში, რომელიც 99 წლის წინ გვქონდა და სრულიად სამართლიანად მიგვაჩნდა ჩვენად.
გაერო შეიქმნა II მსოფლიო ომის მერე და მისი ერთ-ერთი მიზანი არის ის რომ ქვეყნებს შორის აღარ მოხდეს შეიარაღებული კონფლიქტები ტერირორიების ვერგაყოფის მიზეზით და რომ გაეროს წევრმა ქვეყნებმა პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს.
გაეროს წევრი ქვეყნის მიერ, გაეროს წესებისადმი არ დამორჩილება და მისი იგნორირება იმპერიალისტურ-მილიტარისტული ქვეყნების სენია და გაერო რომ არ იყოს კიდევ ბევრი ომის მომსწრენი ვიქნებოდით.
აგერ რუსეთს აღიარებული აქვს ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტი და მაინც ცალ ფეხზე კიდია რაც აღიარებული აქვს.
ყირიმი მიიერთა ჩემი იყოო.
ეგრე სოჭიც და დერბენტიც ერთ-დროს ჩვენი იყო და კონსტანტინოპოლი კიდე ბიზაანტიის.
დღეს რა საზღვრებშიც გაღიარებს მსოფლიო ის არის შენი!
დანარჩენი ილუზიაა და საკუთარი იმპერიალისტური ეგოს კვება, იქამდე მაინც სანამ ახალი მსოფლიო წესრიგის დრო არ დადგება.
და რომც დადგეს, დიდძალი შეირაღებისა და ცოცხალი ძალის გარეშე, უტოპაა გაფართოებაზე ფიქრი.