გოგოებო, როგორ ხართ?
ვეღარ ვიცლი სამწუხაროდ ფორუმისთვის აქტიურად. ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს! მრავალს დაესწარით ბედნიერები და გამრავლებულები
მოკლედ, ვისთანაც შოთას გავუწიე რეკომენდაცია, მგონი ყველასთან გაამართლა და ვინც მისასვლელი ხართ, მიდით
ახლა რის დასაწერად შემოვედი: ახლობელი ცხოვრობს გერმანიაში, რომელსაც ჰქონდა 2 ენდომეტროიდული კისტა, ერთი 4 სმ და მეორე 3,7. იქაურმა ექიმმა თურმე საერთოდ არ ჩათვალა არაფრად და უთხრა, ეს არ გიშლის ხელსო. ჰოდა დღეს გავიგე, უკვე მეხუთე თვეშია, ბუნებრივად და ძალიან კოხტად დაორსულდა
მეორე მეგობარია, რომელიც გერმანელმა ექიმმა მხოლოდ ხელით გასინჯა და წადი არაფერი გჭირს, დაელოდე ორსულობასო. ჰო, ორივეს ურჩიეს სპორტი და აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება. ეს მეორე ელოდება ჯერ.
ახლა რატომ დავწერე ეს ყველაფერი: მე მგონია, ჩვენ ვაპრობლემებთ ზედმეტად ყველაფერს. აი, მე სანამ იმ ექიმმა არ მითხრა, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი, წადი, არაფერი გჭირს, ჯანმრთელი ხარ და ნუ დადიხარ ექიმებშიო, ყველაფერზე ვნერვიულობდი. ახლა ჩემთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა რომ მითხრა, ჯანმრთელი ხარო, დავმშვიდდი
კიდევ ერთი ვიცი, წელიწადში მგონი მაქსიმუმ 4-ჯერ მოდიოდა ციკლი, მეტჯერ არა და გავიგე, მასაც ბალღი ყოლია უკვე
ინვიტრო არა მგონია გაეკეთებინა, მეზობლები ეხმარებიან საჭმლით და სხვა რაღაცეებით, ისე უჭირთ.
ასე რომ, თაკნატუნას ბედნიერ ხელზე გაეხსნას ეს თემა