თუ იცით ეს ძაღლი რამენაირად არის დაკავშირებული გოლდენ რეტრივერთან?
ვიცი რომ სუფთა ჯიშის ძაღლს არ ჰგავს, მაგრამ ფერით და აგებულებით ვამსგავსებ ოქროსფერ რეტრივერს, ასევე ხასიათიც ძალიან რბილი აქვს, ბავშვებთან თამაში მოსწონს, არც ყეფს და არც აგრესიას არ გამოხატავს არავის მიმართ, სრულიად უცხოებს ეთამაშება
ჩემი ძაღლი არ არის, შემთხვევით შემოვიდა ეზოში, ალბათ ახლოს ცხოვრობს პატრონი და გასასეირნებლად გამოიქცა, ან შეიძლება გაუშვეს საერთოდ...
ასეთი შეფერილობის ძაღლი არასოდეს მინახავს, ყველაფერი ერთ ფერში აქვს, ბეწვიც, ცხვირიც, თვალებიც, მოკლედ რომ ვთქვათ ნატურალური ქერაა
This post has been edited by PAINKILLER on 28 Dec 2020, 17:42