Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
კავკასიური შურთხი
, tetraogallus caucasicus Pallas 1811
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 15592
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#56153974
· 15 Apr 2020, 17:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აღწერა
დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 245-265 მმ ია, კუდი 180-190 მმ, ნისკარტი 30-35 მმ, წონა 1500-3000 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე.შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა.ზრდასრული ფრინველის შეფერილობა მუქი რუხია, წვრილი თეთრი წინწკლებით.თავი ზემოდან და კისერი უფრო ნაცრისფერია.ყელსა და კისრის გვერდებზე თეთრი ბუმბლებია.მათ შორის ყელს გვერდებიდან და ქვემოდან შემოვლებული აქვს წაბლისფერ ქარცი ზოლები.ზურგის და ფრთის მფარავები უფრო მურა ფერისაა, თეთრი წინწკლებით და ჟანგმიწისფერი არშიით.ჩინჩახვის და მკერდის არე დაფარულია უფრო ნათელი ბუმბლებით , რომელზეც შავი ან მუქი ზოლებია.მუცლის ბუმბლები ღეროების გასწვრივ შავია, თეთრი წინწკლებით და შემოვლებული ყავისფერი ფართო ზოლებით.კუდის ქვემო მფარავები თეთრია.ასევე თეთრია პირველი რიგის მომქნევები, მაგრამ აქვთ მურა რუხი ფერის წვეროები.საჭის ბუმბლები მურა შავია, ქარცი ბოლოებით და გარეთა მარაოების ძირითად ნაწილში ქარცი წინწკლებით.საჭის შუა წყვილზე ჭარბობს მოთეთრო და ქარცი წინწკლები.ფეხები მოყვითალო წითელია, ნისკარტი მოვარდისფრო მურა.
გავრცელება
ენდემური სახეობაა მთავარი კავკასიონისთვის და ალპურ ზონაში მოიპოვება ყველგან.მობინადრე ფრინველია ახდენს მხოლოდ მცირე ვერტიკალურ გადანაცვლებას სეზონური პირობების ცვალებადობის მიხედვით.
ბიოტოპი
ბინადრობს მაღალი მთის ალპურ მდელოებზე, ნივალური ზონის საზღვრამდე, დაახლოებით 1800 დან 4000 მ-მდე ზ.დ.უპირატესობას ანიჭებს ღრმა ხეობებისა და ხევების კლდე ღორღიან სათავეებს, ღარიბი მცენარეულობით.როდოდენდრონისა და სუბალპურ მაღალბალახიან ზონაში იშვიათად ჩამოდის.
გამრავლება
მონოგამური ფრინველია.გუნდების დაშლა და დაწყვილება მთავრდება აპრილის პირველ ნახევარში.დედალი ბუდეს იკეთებს მიწის პატარა ჩაღრმავებაში, მეტად ღარიბი მცენარეული ამონაფენით.ბუდე ზემოდან ჩვეულებრივ გადაფარებულია დიდი ქვით ან კლდის შვერილით.აპრილის მეორე ნახევარში დებს 8-10 კვერცხს.კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი .საინკუნაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.წიწილების აღზრდაც დედალს აკისრია.
კვება
კავკასიური შურთხის კვების რაციონში ძირითადი ადგილი უკავია მცენარეულობას.ეს არის ალპური დაბალმოზარდი ბალახნარები, მათ შორის პირველ რიგში მარცვლოვანები, მათი მიწისზედა ნაწილები.ცხოველური საკვებიდან კენკავს მწერებს, უნიჟარო ზოგჯერ ნიჟარიან მოლუსკებს, მაგრამ საერთოდ ცხოველური საკვების როლი უმნიშვნელოა და შემთხვევითი ხასიათისაა.
მნიშვნელობა
ძვირფასი სანადირო ქათამია, თუმცა ბინადრობს ძნელად მისადგომ მთებში.მისი რაოდენობა ვარირებს გაზაფხულს 450 000 და შემოდგომას 700 000 ინდივიდს შორის.
This post has been edited by
Kakha.G
on 15 Apr 2020, 17:55
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0287 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.