რეგიონული ლიგა
დასრულდა რეგულარული გათამაშება, მე-14 ტურში დასავლეთში:
ვანი 25:27 დამარცხდა წყალტუბოსთან
ზესტაფონი მშრალზე 0:78 განადგურდა ტაოსთან
ხოლო ქედა მინიმალურად 19:22 დამარცხდა ფოთთან
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/ შესაბამისად - დასავლეთის ფალავანი ტაო გახდა, რომელმაც თორმეტ მატჩში მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი, ამ მარცხისთვისაც სანუგეშო ქულა ერგო, ხოლო მოგებული თერთმეტი რკენიდან შვიდჯერ პრემიალური ქულაც მოიპოვა, ჯამში 52 ქულა მოაგროვა. დადებითმა ბალანსმაც 457 ქულა შეადგინა.
სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდა გუნდს მეტნაკლებად სამი კონკურენტი ჰყავდა:
რაგბის სკოლა - ჭიათურა: 42 ქულით
წყალტუბო: 41 ქულით და
ფოთელი კოლხი რაინდები: 38 ქულით.
ვანის აიეტი და ქედის ფირალებმა წელს მეტოქეებს კონკურენცია ვერ გაუწიეს, ხოლო ახალბედა არწივებმა ზესტაფონიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმეს.
აღმოსავლეთით კონკურენცია შედარებით ნაკლები იყო...
გათამაშება თელაველებმა მოიგეს: ათი მატჩიდან ცხრა გამარჯვება და აქედან ექვსჯერ პრემიალური ქულით. აღნიშნულ ერთადერთ მარცხშიც ნუგეში ერგოთ კახეთის წარმომადგენლებს.
თელაველებს მეტ-ნაკლებ კონკურენციას დევები უწევდნენ, რომლებმაც ათ თამაშში შვიდი მოიგეს, ორჯერ დამარცხდნენ, ერთხელ კი ფრეც ითამაშეს.
დანარჩენი გუნდები: სტუ, გორდა, იბერია სპორტუნი და ტორნადო უფრო მეტად ერთმანეთს უწევდნენ კონკურენციას, ამ ჩამონათვალში შედარებით სტუ დაწინაურდა, მარგამ... საბოლოო ცხრილში აღმოჩნდა რომ ათი ქულა ჩამოაკლდა...
რეგიონულ ლიგაში დაგვრჩა რეგიონაშორისი პლეიოფი და ფინალი: აღმოსავლეთის საუკეთესო დასავლეთის მეორე ადგილოსანს ორმატჩიან დუელში ერკინება, ხოლო დასავლეთის ფალავანი აღმოსავლეთის მეორე ადგილოსანს, გამარჯვებულები ფინალში წარსდგებიან პირველ ლიგაში ასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად, ხოლო დამარცხებული პირველი ლიგის ბლოს წინა ადგილის მფლობელს ასევე ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება.
14/15 აპრილი: ჭიათურა - თელავი და დევები - ტაო
21/22 აპრილი: თელავი - ჭიათურა და ტაო - დევები
29 აპრილს და 6 მაისს ფინალი შედგება, ხოლო პირველ ლიგაში ასასვლელი მეორე საგზური 20-27 მაისს გათამაშდება.
პ.ს.
პროგნოზი - რეგიონული ფინალი სავარაუდოდ თელავი-ტაო იქნება, სადაც შანსი ორივე გუნდს თანაბრად ექნება, თუმცა თუ თელაველების კოზირი მძლავრი შერკინებაა, ტაოს მეტად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და ალბათ სამცხელები პირველ ლიგაში აღზევდებიან, თუმცა თელავის გუნდს შანსი თბილისის ივერიასთანაც და ზესტაფონის არწივებთანაც ნამდვილად ექნება.
პ.პ.ს.
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-SUSPEND/სტუ_სთვის ჩამოკლებული 10 ქულის მიზეზი მგონი აქ უნდა ვეძებოთ
შავი დაფა
ირაკლი გიორხელიძე (მწვ)
1 წელი
ისე მაგ ლოგიკით იუნკერების მთელი არასრული ათეული ყოფილა დასჯილი და...
და?
This post has been edited by Gio_G83 on 2 Apr 2018, 14:20