Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამები > რომელი ავირჩიო: phpBB თუ IPB?


Posted by: abibo 24 Jan 2005, 20:32
მოკლედ smile.gif

ვაპირებ ვიწრო თემატური ფორუმის გახსნას ვებ-ზე (ძირითადად ციფრული ვიდეოს შესახებ), საფუძვლად რომელიმე Free Source ძრავის გამოყენება ჩავიფიქრე, მაგრამ რამდენადაც პროგრამირებაში თითქმის არაფერი არ მესმის, ამიტომ გადავწყვიტე ისევ პროფესიონალებისთვის მეკითხა რჩევა.

ფორუმს შემდეგი დატვირთვა ექნება:

1. უნდა იყოს მთლიანად ქართულად ადაპტირებული;

2. აუცილებლად უნდა ჰქონდეს Upload/Download ფუნქციები;

3. რეგისტრაციის აქტივაციის ფუნქცია.

რომელს მირჩევთ? საიდან ჩამოვტვირთო? როგორ დავაინსტალირო?

დიდი იმედი მაქვს რომ დამეხმარებით... smile.gif smile.gif smile.gif

P.S. ადრე ვცადე phpBB-ს გაქართულება რომელიც პჰპ.გე დან გადმოვწერე მარა ფორუმი მაინც არ გაქართულდა (ალბათ ისევ მე ავურიე რამე smile.gif ) ამიტომ გთხოვეთ ასევე თქვენი რჩევები ინსტალაციისათვისაც..

Posted by: Kakha 24 Jan 2005, 20:38
ამის ადგილი გაქართულებაში ნადვილად არაა.

Posted by: abibo 24 Jan 2005, 20:43
Kakha

პატივცემულო,

თუ იცით სადმე ორიგინალური ქართული phpBB ან IPB ფორუმების ვერსიები, მითხარით გეთაყვა და აღარც თქვენ შეგაწუხებთ..

მე phpBB ან IPB ს სრულყოფილ (მეტნაკლებად) გაქართულებაში ვითხოვ დახმარებას და აბა სად უნდა დამეპოსტა?

Posted by: Power_VANO 24 Jan 2005, 21:47
abibo
მე გირჩევ IPB-ს, ძალიან კარგია.
რაც გაქართულებას შეეხება WWW-ში არის ქვეთემა IPB ფორუმზ, შედი იქ და აურაცხელ ინფოს მიიღებ მაგ ფორუმზე ასევე დაითრევ ქართულ ლენგვიჯ პაკს.

Posted by: abibo 24 Jan 2005, 21:58
Power_VANO

მადლობთ... ეხლავე ვცდი.. smile.gif

Posted by: Graph 24 Jan 2005, 22:03
abibo
IBP :OK:

Posted by: Power_VANO 24 Jan 2005, 22:16
არაფერს.

Posted by: S-M 24 Jan 2005, 22:19
სად IPB სად phpbb IPB IS BEST AND WILL BE ზაპომნი ეტა wink.gif

Posted by: abibo 24 Jan 2005, 23:05
S-M

მართალს ბრძანებთ, მაგრამ აქ ვერსად ვერ ვნახე მიმდევრობითი ინსტრუქცია და შესაბამისი ფაილები IPB-ს გაქართულებისათვის, 1 საათი მოვუნდი "მიწებებულ" თემას IPB-ს სახელი რომ ქვია და კონკრეტული დასკვნა ვერ გამოვიტანე, რომელი ვერსიის რომელი მოდიფიცირებული ფაილი უნდა დაემატოს... sad.gif ისეთი შთაბეჭდილება იქმნება მაგ ტოპიკის კითხვისას, რომ მოსაუბრეები ერთმანეთს თავს აწონებენ აბდაუბდა და გაურკვეველი საუბრით (თვითონ ალბათ თავი ძაან მაგარი პროგრამისტები გონიათ smile.gif ) და იმას ვერ (ან არ) ითვალისწინებენ, რომ ყველა არ არის მაგათნაირი "პრადვინუტი ვებ-მასტერები" და გენიოსები...

მოკლედ smile.gif

იქნებ დამეხმაროს აქ ვინმე და მიმითითოს პირდაპირი ბმული, საიდანაც ჩამოიტვირთება საჭირო ფაილებიც და შესაბამისი ინსტრუქციაც ინსტალირების შესახებ..

Posted by: NorwayFun 25 Jan 2005, 11:10
qartuli.com

Posted by: abibo 26 Jan 2005, 12:29
აი აქ ტესტისთვის IPB 1.3 ვერსია დავაინსტალირე გუშინ, მიპინულში დაწერილი ინსტრუქციებით გავაკეთე, მაგრამ მარტო სანახევროდ გაქართულდა sad.gif ანუ რომ შეხვალთ თვითონ ნახავთ : http://matasa.w-net.nl/

თითქოს ყველაფერი მეტ-ნაკლებად გაქართულდა, ახალ პოსტინგზეც აქვს ქართულ-ინგლისური გადამრთველი, მაგრამ თუ ტოპიკს ოპცია Fast Replay-ს ჩავურთავ, როგორც აქაა : http://matasa.w-net.nl/index.php?showtopic=1 მაშინ ისევ მარტო ლათინურად პოსტავს.. როგორ გადავაკეთო, რომ Fast replay-საც ქართულად პოსტავდეს?

ეგ საიტი მარტო ტესტირებისთვისაა, და იმისთვის რომ IPB-ში გავერკვე ცოტა, თქვენი დახმარების იმედი მაქვს smile.gif
* * *
სხვათაშორის, გუშინ ძებნაში IPB 2 Final ვიპოვე თავისი რეგისტრაციის კოდით, მაგრამ იმის გაქართულებაზე არაფერი ვიცი არც არსად წამიკითხავს, თუ ვინმეს აინტერესებს დაამაილეთ და ლინკს მოგცემთ.. აქ ვერ ვდებ, ვორნებს ამკიდებენ 100% smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: gvamer 26 Jan 2005, 18:22
რა მაინტერესებს:
IP B ფორუმზეაო WARN-ები, PHPbb არაო და რატო?

Posted by: S-M 26 Jan 2005, 19:03
mod ან რამე hack იქნება რომ warn გაიჩითოს phpbb-ზე vbulletin-ზე არის ეგეთი მოდიფიკაცია

Posted by: gvamer 26 Jan 2005, 19:21
ესე იგი phpbb-ზე არ იქნება??/ sad.gif

Posted by: Катеньки 25 Jan 2023, 22:42
abibo
QUOTE
ვაპირებ ვიწრო თემატური ფორუმის გახსნას ვებ-ზე (ძირითადად ციფრული ვიდეოს შესახებ),
საფუძვლად რომელიმე Free Source ძრავის გამოყენება ჩავიფიქრე, მაგრამ რამდენადაც პროგრამირებაში
თითქმის არაფერი არ მესმის, ამიტომ გადავწყვიტე ისევ პროფესიონალებისთვის მეკითხა რჩევა.

როგორ მიდის თქვენი ფორუმის საქმეები? იპოვეთ პროფესიონალი სპონსორი? rolleyes.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)