პირველი ქართული ენის სინთეზატორი, რომელიც მეთორტმეტე კლასელმა ნიკა გამყრელიძემ შექმნა უშუალოდ ქართული ენისათვის შეიქმნა და დასავლურ სისტემებზე არ არის აწყობილი.
ეს არის word-ის მსგავსი, ძალიან გამარტივებული ვარიანტი, რომლის გამოყენება უსინათლოებსაც შეუძლიათ. ახალი ტექსტური რედაქტორის მეშვეობით მხედველობა შეზღუდულ ადამანიებს საშუალება აქვთ შეამოწმონ მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია. მაგალითად გადაამოწმონ ბოლოს აკრეფილი 5 წინადადება და ა.შ.
„ეს სისტემა გარდა უსინათლოებისა, დიდი კომპანიებისთვისაც ძალიან გამოსადეგია. ჯერ-ჯერობით სინთეზატორისთვის ხმა სახლის პირობებში, წყვილ-წყვილად ციფრებში, ჩემი ჩაწერილია.
ამჟამად დაფინანსების ძიებაში ვართ, რომ ხმები სათანადო დონეზე სტუდიაში ჩაიწეროს,“- ამბობს ნიკა გამყრელიძე.
http://navigator.ge/ArticleView.aspx?Id=617პ.ს ძალიან კარგია და წარმატებებს ვუსურვებ !
იმედია ფორუმელები დაეხმარებით და სტუდიას მოუძებნით რომელიც უსასყიდლოდ დაეხმარება პროფესიულ დონეზე ხმები რომ ჩაწეროს