ირინა სარიშვილი სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მომხრეა
09 ოქტომბერი 16:32116
პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი აცხადებს, რომ მომხრეა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილებას მიიღოს.
მისივე თქმით, ოლიმპიადაში მიღება-არ მიღება არ უნდა იყოს პოლიტიკურად გადასაწყვეტი.
"თუ სპორტსმენები თვლიან, რომ მზად არიან ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, მათ ისევე უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც ყველა დანარჩენმა. არც ჩვენი მეგობარი შეერთებული შტატები და არც ევროპის რომელიმე ქვეყანა აპირებს ოლიმპიადაზე უარის თქმას იმის გამო, რომ რუსეთმა საქართველოს აწყენინა. აქედან გამომდინარე, რაღაც დასკვნები უნდა გაკეთდეს",- განაცხადა სარიშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას.
სარიშვილის განმარტებით, საუბარი "წავიდეთ თუ არა ოლიმპიადაზე, უვიცობის ან სულ სხვა რამის ბრალია, რასაც სამედიცინო ენაზე უფრო მკვეთრი ტერმინით გამოხატავენ".
http://news.ge/ge/news/story/66164-irina-s...leobis-momkhrea