არსებობს ბიზნეს გეგმის რაღაც სრანდარტული ვარიანტები, თუმცა მე თუ მკითხავ საჭიროა მათი მორგება კონკრეტულ სფეროზე და ბიზნესზე, რომელზეც ამ კონკრეტულ შემთხვევაში აკეთებ ამ გეგმას. და მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ვინ არის ამ გეგმის ბენეფიციარი/მიმღები.
მოკლედ, ძალიან ზოგაგდ რომ ვთქვათ (შეიზლება რამე გაგომრჩეს ეხლა)
1. თავიდან უნდა დაიწყო executive summary -ით,სადაც მოკლედ უნდა ჩემოაყალიბო ფაქტიურად მთელი ბიზნეს გეგმა და ცოტა უფრო დეტალურად ყურადღება უნდა გაამახვილო რეკომენდაციებზე (მე, საკონსულტაციო საქმოანობიდან გამომდინარე იშვიათად ვაკეთებ იმ ბიზნეს გეგმებს, რომლებიც ბანკისთვისაა გათვლისი, ძირითადად ტოპ მენეჯმენტისთვის ნიწევს ხოლმე გაკეთება). აქ იგულისხმება ის, რომ ტოპ მენეჯმენტს ზოგჯერ დრო არ აქვს, რომ ძალიან დეტასლურად გაეცნოს გეგმას, და ამიტომაც, მათთვის საინტერესო რაღაცეები აქ უნდა გამოყო.
2. მერე არის ხოლმე სიტუაციის აღწერა (თუ უცხოელი ინვესტორისთვის აკეთებ, ზოგადად, საქართველოს აღწერა, საინვესტიციო კლიმატი, კულტურული მომენტები (გააჩნია პროდუქტს), სახელმწიფოებრივი რეგულირება და ა.შ.
3. ბაზრის მიმოხილვა >>> ამ კონკრეტული პროდუქტისათვის/მომსახურებისთვის: ბაზრის მოცულობა, სტრუქტურა, მოსახლეობა, მოთხოვნა, უკანასკნელი ტენდენციები, სეზონურობა და ა.შ.
3.1. კონკურენტები >>> პირდაპირი კონკურენტების SWOT, მათი დახასიათება, პერსპექტივა და ა.შ. ყველაფერი, მათ შორის 4 პ), მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღება (თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ გააჩნია რა პროდუქტზეა ლაპარაკი, არის თუ არა სტარტაპი, კორპორაციული ბაზარი და ა.შ.)
3.2. მიზნობრივი ბაზარი >>> სეგმენტაცია, პოტენციური მომხმარებლები, სტატისტიკური ანალიზი, კვლევის შედეგები, გაყიდბების პროგნოზირება და ა.შ.
3.3. მომწოდებლები >>> მათი SWOT, და ურთიერთობა მათთან>> უკვე არსებობს თუ არა, რა ეტაპეა, რას ვთავაზობთ, რას გვთავაზობენ და რა სტრატეგია უნდა ვაწარმოოთ მათთან ურთიერთობისას.
4. 4 პ (რაც შეიძლება დეტალურად >>> სხვანაირად არც უნდა იყოს )
5. ბიზნეს პროცესები >>> თუ წარმოებაა, საწარმოო პროცესები >>> აღწერა (დეტალური), სპეციფიკა, ტექნოლოგიები, ლიცენზიები და ა.შ.
6. საორგანიზაციო სტრუქტურა >>> უფლებამოსილაბათა გადანაწილება ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, გრაფიკული სტრუქტურა, დელეგირება, პასუხისმგებლობები, ნუ მოკლედ ყველაფერი >>> მათ შორის გადაწყვეტილები მიმღები პირების თანამდებობრივი ინსტრუქცია. ასევე სამუშაოს ანალიზი >>> და რა მოთხოვნები უნდა იყოს ამ თანამდებობის მიმართ.
7. ფინანსური გეგმა >>> ამაზე აღარ დავკონკრეტდები, თორემ საღამომდე არ მოვრჩები ალბათ წერას.
ვოტ, სულ ესაა (თუ რამე არ გამომრჩა) და რაც მტავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს დაწერილი რაც შეიძლება დიიიიდი "ბოლით", ანუ მკითხველი უნდა დაბოლდეს, თორემ ისე აზრი არა აქვს არაფერს
* * *
ხო, კიდევ ერთი, თU კომპანია ახლა ყალიბდება, მაშინ ნათლად უნდა ჩამოუყალიბო მისია, მიზნები და ამოცანები >>> ეს ბაზრის მიმოხილვამდე წავა
dancing in the moonlight...