forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> როდესაც კაცები ქალებს უშვრებიან...., იმას :D
jojexxx
Capo di tutti capi


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2296
წევრი No.: 148081
რეგისტრ.: 3-May 12

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 07:12  #44328530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

თუკი რიგით ქართველ ბიჭს დაუსვამთ შეკითხვას: თავისუფალი სექსით რატომ უნდა ისარგებლოს
მხოლოდ მამაკაცმა და არავითარ შემთხვევაში ქალმა, რელიგიაზე, ტრადიციებზე, მანდილზე და ა.შ
ბევრი ბჟუტურის მერე გაღიზიანებული, ალალად გიპასუხებთ: ,,იმიტომ, რომ კაცი უშვრება და ქალს
უშვრებიან“ (ზუსტი ციტირება).
გამოდის, რომ ქართველი კაცი ქალს მხოლოდ მოხმარების ობიექტად
მიიჩნევს. ქალი არის ნივთი, რომელიც უნდა გამოიყენო და ამაში
ქალებიც ეთანხმებიან. ასე რომ არ იყოს, ტერმინები ,,შემაცდინა“,
,,მიხმარა და მიმაგდო“, ,,გამომიყენა“ და ა.შ. არ იარსებებდა
განაწყენებული ქართველი ქალის ლექსიკონში. დაშორების შემდეგ
ბევრი ქართველი ქალი იმასაც კი განიცდის, რომ საყვარელი მამაკაცი
ოდესღაც ეფერებოდა.
ერთი ანეგდოტი მახსენდება: პირველ პაემანზე წასვლის წინ დედა აფრთხილებს ქალიშვილს: ფრთხილად
იყავი, დედი, მაგათ ეგრე იციან, ჯერ კაფეში დაგპატიჟებენ, მერე სასტუმროში აგიტყუებენ, მერე
საწოლშიც შეგიტყუებენ და შენც მოგეჭრება თავი, მეც და მამაშენსაცო. შუაღამეზე ბრუნდება გოგო და
ანერვიულებულ დედას ამშვიდებს: ნუ გეშინია დედა, კაფეშიც მე დავპატიჟე, სასტუმროშიც მე ავიტყუე,
საწოლშიც მე შევიტყუე და ახლა მასაც მოეჭრება თავი, დედამისსაც და მამამისსაცო.

მართლაც, რატომ არის ამ შემთხვევაში მამაკაცი მომგებიან, ქალი კი წამგებიან მდგომარეობაში? რატომ
მიიჩნევა ერთისთვის საამაყოდ, მეორესთვის კი სასირცხვოდ, განა ორივეს არ სიამოვნებს სექსი?
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში – არა. ქართული გაგებით სექსი მხოლოდ კაცებს უყვართ,
ქალებს კი ერთი ქართული გამონათქვამის არ იყოს, უბრალოდ ,,ვერ ასცდებათ პირველი ღამე“.
მართალი იყო ის ქალი, საბჭოთა კავშირში სექსი არ არისო, რომ
ამბობდა. არც პოსტსაბჭოთა საქართველოშია სექსი, რადგან
როდესაც ვიღაცას რაღაცას უშვრები, ეს სექსი არ არის. ხმარობენ
ნივთს და შეუძლებელია ნივთი რამეს გრძნობდეს. სექსში ორივე
მხარე თანასწორია და ორივე მხარე სიამოვნებას იღებს. ,,ხმარება“
გაუპატიურებას უფრო ჰგავს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ
,,სახმარი“ ნივთი უბრალოდ წინააღმდეგობას არ უწევს, რადგან
საერთოდ არ გააჩნია ნება, ან სხვა არჩევანი… მოკლედ, ქართული
სექსის ლოგიკის სიღრმეებს თუ ჩავყვებით, მართლაც არ გვაქვს სექსი
– გვაქვს მხოლოდ სექსუალური ძალადობა.
არსებობს უამრავი ხერხი, როგორ დავიცვათ თავი სექსუალური
ძალადობისგან. ბოლო პუნქტი ასე ჟღერს: თუკი ყველაფერი სცადეთ და არაფერი გამოგივიდათ,
მოდუნდით და ეცადეთ სიამოვნება მიიღოთ… ჰოდა, ასე – რიგითი ქართველი ბეჩავი ევა, ძალიან
გაკვირვებული და აღშფოთებულია, რატომ აუპატიურებენ მოხუც ქალს მაშინ, როცა ამდენი ახალგაზრდა
ქალი დაიარება გასაუპატიურებელი.
ევაზე გამახსენდა, არსებობს ასეთი ლეგენდა: თავდაპირველად ღმერთმა ქალიც და კაციც მიწისგან
გამოძერწა, თანასწორად შექმნა ორივე. ადამი თაყვანს სცემდა თავის პირველი ცოლს – წითელთმიან და
ვნებიან ლილიტს. უყვარდა თავდავიწყებით. იმდენად იყო მისით მოცული, შემოქმედი დაფრთხა, კაცის
სულში ჩემი ადგილი აღარ დარჩებაო და დაიბარა ადამი, არა შეიქმნა თავისა შენისაგან კერპი, ცოლი
ქმრის შემწე და მორჩილი უნდა იყოს მხოლოდო, დაარიგა.
სახლში დაბრუნებულმა ადამმა ცოლქმრული მოვალეობები შეახსენა ქალს და თანაც მხოლოდ საკუთარი
კაცური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტად ქცევა მოუნდომა. ასე დაიწყო პირველი
კონფლიქტი. თავისუფლების მოყვარე და ჭკვიანი ლილიტი პოზიციების დათმობას არ აპირებდა: მე არ
დავწვები შენს ქვემოთ, შენ არაფრით ხარ ჩემზე აღმატებული, ჩვენ თანასწორნი ვართო, შეახსენა ქმარს.
შენ არაფერს წარმოადგენ, მხოლოდ ჩემს დამხმარედ შეგქმნესო, არ შეეპუა ადამიც. ლილიტი აჯანყდა და
მისთვის უკვე ჯოჯოხეთად ქცეული სამოთხიდან გაიქცა.
ამბობენ, რომ ლილიტს არ ჰქონდა ღვთიური საწყისი დაკარგული და
მუდამ ცნობიერების ხიდან მიირთმევდა ნაყოფს, რამაც ძალიან
ბრძენი გაჰხადა. იმასაც ამბობენ, სამოთხიდან წასული მერე სატანას
გაჰყვაო ცოლად. ღმერთმა კი სასოწარკვეთილი ადამი მიაძინა, ნეკნი
გამოუღო და შექმნა ისეთი ქალი, როგორადაც ვერაფრით აქცია
ლილიტი, ქალი, რომელიც ვერაფრით მოახერხებდა ღმერთი
შეეცვალა კაცისთვის. ეს ქალი ევა იყო, სწორედ ის ევა, რომელსაც
გველმა, ან ეგებ გველის სახით მოვლენილმა მისი წინამორბედის
აჩრდილმა შთააგონა, ცნობიერების ხიდან მიერთვა ნაყოფი და
ქმრისთვისაც შეეთავაზებინა.
ენოქის პირველ წიგნში ეს ამბები დაწვრილებით ყოფილა აღწერილი, აქედან გადაწერილ კაბალაში კი
საერთოდ გაუქრიათ. ბიბლიაში ლილიტი მხოლოდ ავ სულად არის მოხსენიებული. ასე იქცა ჭეშმარიტი
ქალის სიმბოლოდ მორჩილი და სხვის ჭკუაზე მოსიარულე, ჩერჩეტი ევა, მხოლოდ შემწედ და დამხმარედ
შექმნილი, რომლის სისულელემაც სამოთხე დააკარგვინა კაცს და არა ლილიტი – კაცის თანასწორი,
ჭკვიანი, თავისუფალი და მეამბოხე ქალი, რომელმაც სამოთხეც კი დასთმო თანასწორობის იდეისთვის.
,,ღმერთის რჩეულ სქესს“ ურჩევნია ნამდვილი ქალის მაგალითად ევა ჰყავდეთ მის შთამომავლებს და არა
რევოლუციონერი ლილიტი, ევა – რომელსაც ,,დაბადებიდან აქვს მათი ვალი, რადგან მის გამო ნეკნი
აკლიათ“…
ასე კაცებისგან დავალებულად ყოფნით იწყება ქალის ისტორია, ნეკნი ერთადერთი უტვინო ძვალია.
საუკუნეების განმავლობაში ჩასჩიჩინებდნენ მას, რომ მონად დაიბადა, რომ აზროვნება მისი საქმე არ არის
და რომ ახლა თავის ჭეშმარიტ ბუნებას ღალატობს, არადა პირიქით, პირვანდელ მოდელს უბრუნდება.
თანამედროვე ევა ნელ-ნელა ემსგავსება თავის წინამორბედს. იწყებს
სარგებლობას იმ პრივილეგიებით, რომლებიც მხოლოდ მამაკაცის
პრივილეგიებად მიიჩნეოდა დღემდე: იღებს განათლებას, გამოხატავს
საკუთარ აზრს და აქვს საკუთარი შემოსავალი. გამარჯვებამდე
მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება – არ დათმოს პოზიცია სექსში. არ
ჩათვალოს თავი მართლაც ,,გამოსაყენებელ ხორცად“ და მხოლოდ
იმიტომ არ შეფუთოს ეს ხორცი ლამაზად, მერე უფრო სარფიანად რომ
გაყიდოს. გამოსაყენებელი ხორცი, მუდამ გამოსაყენებელ ხორცად
დარჩება, რაზეც არ უნდა გაიყიდოს – ფულზე თუ ქორწინების
სტატუსზე. სანამ ქართველი ქალი არ გაიაზრებს იმას, რომ სექსის
დროს ვინმეს კი არ ,,აძლევს”, საკუთარ მოთხოვნილებებსაც
იკმაყოფილებს, იქამდე სულ ერთჯერადი გამოყენების საგნად
დარჩება.
ადამი ახლა პანიკაშია. ეშინია ევამაც არ გაუგოს გემო სექსს და თავისუფლებას და არ გაექცეს. ამიტომ
ჩვილობაშივე აჭრის კლიტორს, ართმევს ბუნებით მინიჭებულ უფლებას – მიიღოს კუთვნილი სიამოვნება
სექსუალური აქტიდან და მის მიერ ოფლით მოპოვებული პურის ნატეხების სანაცვლოდ, უბრალოდ

,,ხმარობს“. თუმცა სხვამ თუ არავინ, მან ხომ მაინც იცის გულის სიღრმეში, რომ შეუძლებელია, ღმერთს
ვინმეს ჩაგვრა დაევალებინა მისთვის, რომ შეუძლებელია ღმერთს ჰყავდეს რჩეული სქესი, რომ მხოლოდ
საკუთარი მჩაგვრელი ბუნების გამო დაკარგა მაშინ თავისი ერთადერთი სიყვარული და რომ ქალების
ჭეშმარიტი ბუნება მორჩილება კი არა ამბოხია. ადამი პანიკაშია. მალე აღარ ,,აქნევინებენ”!

წყარო www.dare.ge


პ.ს )) თქვეთან შეყოფის თემა ძაან აქტუალურია მაშასადამე პრუჟინიან კრაოტში დომინანტის როლიც biggrin.gif ასე რომ დაგიხოციათ ერთმანეთი მე ფრიგიდული კულისებიდან დაგაკვირდებით smile.gif givi.gif lol.gif gigi.gif

This post has been edited by jojexxx on 16 Apr 2015, 07:14


--------------------
si vis pacem para bellum
Shiva>
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6575
წევრი No.: 117532
რეგისტრ.: 24-June 10

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 10:02  #44328846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი წასაკითხია up.gif
---------------------
Statham
მორიელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10193
წევრი No.: 147515
რეგისტრ.: 25-April 12

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 10:52  #44329227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კაი წასაკითხია

ერთი ამოსუნთქვით იკითხება up.gif
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 45703
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 10:56  #44329263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე კი საერთოდ ვერ წავიკითხე- გადავავლე ისე თვალი
QUOTE
აქედან გადაწერილ კაბალაში კი

მაგალითად "კაბალა" რა არის ავტორის აზრით, ჰა?
რამე წიგნი ჰგონია, მეამბოხე ევას?


--------------------
Before you diagnose yourself with depression or low self-esteem, first make sure you are not, in fact, just surrounded by assholes.
ფორუმზე არაფერი არ იმალება.
Tissier
NcTy


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4451
წევრი No.: 185441
რეგისტრ.: 28-April 14

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 10:57  #44329274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან ბევრი რამ იმართება გონებით
ნუ მთლად 180 გრადუსით ვერ შეცვლი მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი მართლა შენზეა დამოკიდებული
ქართველ ქალებს მკვეთრად პასიურის როლი აქვთ მორგებული ურთიერთობებში, ეს მხოლოდ სექსს არ ეხება
პასივიდან სრული სიამოვნების მიღება ძალიან რთულია, ნებისმიერ სფეროში.




--------------------
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..

4.99 დოლარიანი რჩევა : ))

Bla Bla Bla..

white__widow
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 193282
რეგისტრ.: 31-October 14

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 11:24  #44329482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქალებს ყოველთვის ყველგან იყენებდნენ. ნუ გვაქვს ეს უნიკალურობის განცდა.

აბა პირველი პროგრამისტი ვინ იყო? ქალი. რატომ?
ბალისტიკაში, ინჟინერიაში. ენიგმას გატეხვაში და ა.შ ატომურის შექმნაში,
ქალები ყველგან მონაწილეობდნენ. რათა მათ ავალებდნენ მოსაწყენ ერთფეროვან გამოთვლით ფუნცქიებს, ბეჭდვას, დათვლას და ა.შ smile.gif საბუთებთან მუშაობას, თარგმნას. დალაგებას, ბეიბისიტერობას და ა.შ
ბეჭდვას, დათვლას და ა.შ smile.gif საბუთებთან მუშაობას, თარგმნას.

აი:
http://volumelabs.net/i-code-like-a-girl/

აქედან დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ. ქალი არის კომპიუტერი smile.gif lol.gif ნავაროჩენი, რომელსაც აქვს სხვა ფუნცქიცებიც, როგორიცაა, რეცხვა, დალაგება, ბავშვის ბაღიდან გამოყვანა, სიძვა და ა.შ საკმაოდ ნავაროჩენი მოდელია.
თუ დავირუსებული არაა და ვინდოუსიც არ ურევს და ფლობ მის გამოყენების ხელოვნებას საკმაოდ სასარგებლო რამე არის gigi.gif
user posted image


ქალი დიდი ხანია განიხილება როგორც ობიექტი yes.gif

ზოგმა ქალმა ისწავლეს მამაკაცებზე "ზემოქმედება" და მათი მანიპულირება და გამოყენება. ეს ევოლუციის ახალი სტეპია. ძირითადად მათი გარეგნობით და სექსულურობით ეს მათი მთავარი კოზირია. ბუნებრივი გადარჩევა და რამე.
სად გინახავთ აბა ქალი ინტელექტით ხიბლავდეს მამაკაცს. ან კუნთების თამაშით. ან ფულით, კაი მანქანით და ა.შ
ქალს ეს ყველაფერი არ ჭირდება მამაკაცის გულის მოსაგებად. ბორშის გაკეთება იცოდეს კარგი. ბევრს არ ლაპარაკობდეს ტვინს არ ჭამდეს და ეგაა. იდიალური ქალი gigi.gif
კარგი ტრაკი და ძუძუები თუ აქვს დიდი ბონუსია.
ვცდები?

This post has been edited by white__widow on 16 Apr 2015, 11:45


--------------------
power. respect. banana.
nit123
კონფორმისტ-დემარშისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9703
წევრი No.: 122661
რეგისტრ.: 18-October 10

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 11:50  #44329677      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
white__widow

დიდი ხანია ასეთი სექსისტური პოსტი არ წამიკითხავს facepalm.gif


--------------------
contra factum non datum argumentum
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 45703
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 11:56  #44329715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
white__widow
ცდები ძალიან-

QUOTE
ქალს ეს ყველაფერი არ ჭირდება მამაკაცის გულის მოსაგებად. ბორშის გაკეთება იცოდეს კარგი. ბევრს არ ლაპარაკობდეს ტვინს არ ჭამდეს და ეგაა. იდიალური ქალი
კარგი ტრაკი და ძუძუები თუ აქვს დიდი ბონუსია

ფანტასტიური ბორშის გაკეთება ვიცი- ცოტას ვლაპარაკობ - და ბონუსებიც საკაიფო მაქვს
მაგრამ ჩემი კაცი პირველივე პავაროტში გაიქცა
QUOTE
კაი მანქანით და ა.შ
-იან ქალთან.

This post has been edited by masha on 16 Apr 2015, 11:56
nodari_nx
Stranger in us all


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20872
წევრი No.: 46932
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 12:00  #44329748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდ ნოთ რიდ ლოლ


////////////////////////////////


--------------------
ishti mishti

white__widow
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 755
წევრი No.: 193282
რეგისტრ.: 31-October 14

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 12:02  #44329770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nit123
masha
ჯობია სექსისტური პოსტი წაიკითხო. ვიდრე ლამაზი პოსტი რომელიც შეგილამაზებს სიმართლეს შეგიფუთავს და გაჭმევს.

ჩემი ბრალი არაა. მე არასდროს მოვქცევივარ ქალს სექსისტურად.

რა დავწერე ერთია და რას ვაკეთებ მეორე. ანალიზის უნარი თუ გაქვს მიხვდები.

უი თუმცა თქვენ ხომ ზოგჯერ ემოციებით აზროვნებთ, ქალური ლოგიკა გაქვს და ყურებით გიყვართ. smile.gif

QUOTE
ფანტასტიური ბორშის გაკეთება ვიცი- ცოტას ვლაპარაკობ - და ბონუსებიც საკაიფო მაქვს
მაგრამ ჩემი კაცი პირველივე პავაროტში გაიქცა

ალბათ უკეთესი პარამეტრების ქალი მონახა. კარგია რომ გაგექცა. შეთვის არის კარგი. ეგეთი კაცი რომ გაგექცა.

ხო და კიდევ აქედან დასკვნის გაკეთება დაგავიწყდა: ყველა კაცი ერთნაირია.
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 45703
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 12:18  #44329875      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
white__widow
QUOTE
ხო და კიდევ აქედან დასკვნის გაკეთება დაგავიწყდა: ყველა კაცი ერთნაირია.

რა ლოგიკაა ახლა ეს? აშკარად კაცური
სადმე დავწერე, რომ ყველა კაცი მანქანიან ქალთან გამექცა?
დავწერე -ერთი. პირიქით, ძალიან ერთეული შემთხვევაა, სხვა ასეთი არ მსმენია/არ მომსვლია.

This post has been edited by masha on 16 Apr 2015, 12:19
tranka
ჟიუჟიუჟიუჟიუ


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1688
წევრი No.: 110904
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 12:32  #44329979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იქ შევწყვიტე კითხვა, "საქართველომ" და "ქართველმა" რომ გაიჟღერა facepalm.gif

გავლენ, გამოვლენ "საქართველო"
კიდე გაივლიან, გამოივლიან "საქართველო"

შეუკიკინეს ამ საქართველოს
ეგაა გაუნათლებლობის და აზროვნების დაბალი დონის ბრალი, ძვირფასო მეგობრებო.
და არა ეთნიკური წარმომავლობის yes.gif


--------------------
მიცნობ რა - მოხარშული ვარ? (c) ანჟელიკა ვარუმი
ჩშშშშშშშშშ (c) ბერნარდ ჩუმი
ეს კეტები ფერებში გაქვთ? (c) Katy Perry
ჩემი რა მიდის (c) სემირამიდა
აქ რო ბატი იყო, სად წავიდა? (c) Adobe Acrobat DC Pro
ეწეოდი? (c) Tikkurila
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 45703
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 12:35  #44330004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
-------------------------------------------

This post has been edited by masha on 16 Apr 2015, 12:36
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 45703
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 12:35  #44330010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
trank
QUOTE
გავლენ, გამოვლენ "საქართველო"
კიდე გაივლიან, გამოივლიან "საქართველო"

ეგრეა
ქმ-ში "საქართველო"
პოლიტიკაში
გავლენ-გამოვლენ
"რუსეთი"
jurnalistka
Woland's kitten


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13947
წევრი No.: 19254
რეგისტრ.: 13-April 06

გამოგზავნილია: 16 Apr 2015, 12:40  #44330045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბულშით.
რა მხოლოდ საქართველო smile.gif

ამონარიდი ჯონ მაქსველ კუტზეეს "იესოს ბავშვობიდან" (კუტზეეს მაინც ვერ დააბრალებთ ქართველი იყო ან ქართველებზე წერდაო), სადაც მამაკაცი ქალს სექსის ბუნებრივობას უმტკიცებს:

– ქალსა და კაცს შორის, – ამბობს ის ბოლოს, – ხანდახან ბუნებ­რივად ჩნდება მიზიდულობის გრძნობა – გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი. ორი ადამიანი ერთმანეთს მიმზიდველად მიიჩნევს, ან უფრო მეტიც, სხვა სიტყვა რომ გამოვიყენოთ, ლამაზადაც კი. ქალი, ჩვეულებრივ, უფრო მშვენიერია, ვიდრე მამაკაცი. რატომ უნდა გამომდინარეობდეს ერთი მეორისგან (მიზიდულობა და ჩახუტების სურვილი – სილამაზისგან) – ეს ისეთი საიდუმლოა, რომლის ახსნა არ შემიძლია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, როცა ქალი მიზიდავს, ჩემი ფიზიკური მე, ჩემი სხეული პატივს მიაგებს მის სილამაზეს. ამას პატივის მიგებას ვუწოდებ, რადგან ეს შეთავაზებაა და არა შეურაცხყოფა.
ის ერთხანს დუმს.
– განაგრძეთ, – ეუბნება ქალი.
– სულ ეს არის, რის თქმაც მინდოდა.
– სულ ეს არის. ჰოდა, გსურთ რა, პატივი მომაგოთ – შემომთავაზოთ და არა შეურაცხმყოთ – გინდათ მაგრად მომეხვიოთ და თქვენი სხეულის ნაწილი ჩემში შეიყვანოთ; პატივის მიგებააო, ამტკიცებთ. გაოგნებული ვარ. ყველაფერი აბსურდად მეჩვენება. აბსურდია ის, რაც თქვენ გინდათ გააკეთოთ და აბსურდი იქნება ისიც, თუ მე ამის ნებას მოგცემთ.
– აბსურდად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ასეთ ინტერპრეტაციას აძლევთ, თავისთავად კი ის აბსურდი არ არის – ვერც იქნება, რადგან ბუნებრივი სხეულის ბუნებრივი სურვილია. თვით ბუნება ლაპარაკობს ჩვენში, ეს თვით სიცოცხლის არსია და, ამდენად, შეუძლებელია აბსურდი იყოს.
– მართლა? მაგრამ რას იტყვით, თუ იმასაც დავძენ, რომ ყოველივე ეს არა მარტო აბსურდად, არამედ სიმახინჯედაც მეჩვენება.
ნიშნად იმისა, რომ ქალის ნათქვამი არ სჯერა, თავს გადააქნევს: – შეუძლებელია ასე მიგაჩნდეთ. შეიძლება პირადად მე ხნიერად და არამიმზიდველად მთვლიდეთ – მეც და ჩემს სურვილებსაც, მაგრამ წარმოუდგენელია, თვით ბუნებას სიმახინჯედ აღიქვამდეთ.
– დიახაც, რომ შეიძლება. ბუნებას წილი უდევს სილამაზეში, მაგრამ მას სიმახინჯეშიც უდევს წილი. აი, თქვენი სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც მორიდებულობის გამო არ ახსენებთ, მით უმეტეს, საკუთარი ნათლულის თანდასწრებით, მართლა ლამაზად მიგაჩნიათ?
– ისინი თავისთავად? არა, მხოლოდ ისინი ლამაზი არ არის. ლამაზია მთელი და არა მისი ნაწილები.
– და ის ნაწილები, რომლებიც ლამაზი არ არის, თქვენ გინდათ ჩემში ჩაჩაროთ? ამის შესახებ რას უნდა ვფიქრობდე?
– არ ვიცი. მითხარით, რას ფიქრობთ.
– მთელი თქვენი მჭევრმეტყველება სილამაზისადმი პატივის მიგების შესახებ არის უნა ტონტერია. თქვენ რომ მე რაიმე კარგის განსხეულებად მიგაჩნდეთ, მაშინ იმ აქტის განხორციელება ჩემზე არ მოგინდებოდათ. რატომ უნდა გსურდეთ ამის გაკეთება, თუ მე სილამაზის განსხეულება ვარ? ლამაზი უფრო დაბლა დგას, ვიდრე კარგი? ამიხსენით.
– უნა ტონტერია – რა არის ეს?
– უაზრობა. სისულელე.


ასე რომ ყველაფერი გონებიდან და დამოკიდებულებიდან მოდის და არა ქართველობიდან tongue.gif

This post has been edited by jurnalistka on 16 Apr 2015, 12:42


--------------------
Daisy, if anything should ever separate us, you must think of me at my best, old boy.

---♪♫♪♫♪♫♪♫---

ამ ბარში მარტო შენს გოგოს კოცნიან ;)
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0205 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]