Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > დიდი 10 (2017-2018 წ/წ)


Posted by: Gio_G83 17 Jul 2017, 13:59
...ხმის მიცემას მაინცდამიანც ნუ იჩქარებთ, აქ წიწილები აპრილ-მაისში ითვლება smile.gif wink.gif

მოკლედ ოდესღაც უმაღლესი ლიგა უკვე მესამედ დიდი10_ად შეფუთული სტარტს აიღებს 2/3 სექტემბერს

სრკ_ს მიერ დადებული პირველი ექვსი ტური:
http://site.rugby.ge/_rugby/files/GANRIGI/2017_D10_1-6_7K.pdf

ცნაური თუ უცნაური 2012 წლის შემდეგ ასე ხდებოდა:
(დანარჩენი ისტორია აქ: http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-Champs/)
ჩემპიონები:

2013 (12/13) - ლელო (ფინალისტი - არმია)
2014 (13/14) - ლელო (ფინალისტი - არმია)
2015 (14/15) - ლელო (ფინალისტი - ლოკომოტივი)
2016 (15/16) - ლელო (ფინალისტი - ლოკომოტივი)
2017 (16/17) - ჯიქი (ფინალისტი - ბათუმი)

შარშანდელი (2016-2017 წ/წ) სეზონის სტატისტიკა:
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-17-B10-STATS/

საუკეთესო მექულე (დამრტყმელი) -
რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი) - 199
იოსებ მათიაშვილი (აკადემია) - 153
ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 143

საუკეთესო მელელოვე კი:
12 - აბრამიძე (აია) - ფრთა
11 - ბიწაძე (ჯიქი) - ფრთა
10 - მამრიკიშვილი (ჯიქი) - კვაჭი
9 - ხარაზიშვილი (ჯიქი) - ფრთა
8 - შკინინი (ლოკომოტივი) - ფრთა/მგეზავი/ცენტრი ))

ეს წინა თემის ლინკი:
https://forum.ge/?showtopic=34870549&view=findpost&p=48162882
ეს კი უფრო წინა თემის:
https://forum.ge/?showtopic=34788029&view=findpost&p=45595029
ოდესღაც ეს გამიხსნია smile.gif
https://forum.ge/?showtopic=34762688&view=findpost&p=44761571


პ.ს.
მატჩის ბოლოს, რომ ხურდებაინ მსაჯები და ბლაგვ საგნებზე წაქცეულები ფეხებს იჭრიან - აღარ გვინდა...

პ.პ.ს.
აღარც სულიწმინდის ზეგარდმოსვლა ორი მტრედის სახით და "რასკლადი" პოკერის ისტორიასაც, რომ არ ახსოვს - აღარც ეგ...

პ.პ.ს.ს.
მორაგბეებს ნუ გადაიბირებთ, რა პონტიაო - არც ეგ...

"გამონაჟონი" - ამ დროისთვის:
(წინასასეზონო მიდი-მოდი)

- შკინინმა დატოვა ლოკომოტივი და რუსეთში გადავიდა - მეტალურგი (ნოვოკუზნეცკი)
- ნიკორამაც დატოვა ლოკო და აღზევებულ მშობლიურ ხარებს დაუბრუნდა
- ლოკო ბურჯმა - ბურდულმა დატოვა და ფრანციაში წავიდა
- ლოკოს დანაკარგის შევსებას დაქვეითებული ყოჩებიდან ბეგო შეეცდება
- ბათუმში ქოქოსი და ხაჭაპურა გადასულა
- ლელო ყველაზე ადრე გელამ დატოვა და მონპელიეს დაემატა
- ბათუმი კი გაბროშვილს დაუტოვებია და ვეფხვებს წაეხმარება
- გაბროშვილისთვის მუბაძავს არმაზელ მურაზასაც
- არმაზმა რეზი დაიამტაო ბაგრატიდან და U20 ის კაპიტანი ილია_ო
- ფრუიც ციმბირში წავიდა - კრასნი იარში
- და სხვა (?!..)

მოკლედ წლევანდელიდან 2-2 კლუბი ჩელენჯზე - მუდამ და დროთა განამვლობაში წარმატებებითაც!

მოედანი დახაზულია - ბურთიღა და თამაშის გახურება სჭირდება
smile.gif


ხო, კინაღამ გამომრჩა -
2016/17 სეზონის შედეგებით დიდი10_ს დაემშვიდობა ბოლნისის ყოჩები და ელიტაში ადგილი ერთი წლით ადრე "ჩაღზევებულმა" ხარებმა "აღიზევეს"
(აქ დემე უნდა დამეთაგა)

* * *
დონე ამაღლდაო და ამბებიც არ გვინდა - შეთანხმდეთ, რომ ჰადაჰა გათანაბრდა - რას უნდა აემღლებინა?

წინა სეზონების გამოცდილებით 'ჩემეული' "პრეტენზია" ბ/ნ ნიაზს, როგორც საშეჯიბრო ამბების უსტაბაშს (და მის ზე-გვერდ-მდომთ):

- სანამ ფიზიკურად თბილა და სეზონის ბოლოს კვლავ რომ დათბება მატჩები ჩავატაროთ პროჟექტორებით განათებულ სტადიონზე - განათების საფასური კი ჩაიდოს ბილეთებში...
- სანაკრებო ფანჯრის შესატყვისი წყვეტა არ რგებს კლუბებს - ვერადავერ შედიან სათამაშო ფორმაში...
- მეტი შეფუთვა, მეტი გაშუქება, მეტი მასობრიობა, მეტი ინტერესი!..
- თუ ჟურნალისტი აღარ დარჩა სარაგბო სამყაროში - კავშირმა მაინც გააშუქოს ე.წ./ერთგვარი რუბრიკა "გუნდების წარდგენა-წინასასეზონო ტრანსფერები"

რჩევა (რაც იყო და კარგი იყო, მარგამ ..."მე უფრო ლამაზი მინდა"... :
- რაგბი ტვ_ს მეტი ჩართულობა (და არა მარტო)
- ზაალ მალემ-ისთვის დაჯერება - ელექტრონული ოქმები და ამბები და უმალ გამომცხვარი სტატისტიკები

შიდა ასპარეზს ემსახურება (სახელი თუ არასწორია ჩაასწორეთ)
ბათუმის სტადიონი
ფოთის სტადიონი
ქუთასის სტადიონი
გორის სტადიონი
მარტყოფის ბაზა-სტადიონი
რუსთავის სტადიონი
თბილისში: ავჭალა, შევარდენი და ლელო-არენა (დიდი დიღომი)
---
მათ შეემატება: ლისზე (პლატოსადა ლისს შორის) მიწა რომ არის ნაყიდი_ო ის {ეგ შორეული პერსპექტივა უფრო მგონია}... ლოკომოტივის ბაზა და... და... სხვა არ ვიცი...

24 ივლის მთავრდება ტრანსფერებიო...
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6095&callerModID=17364&Title=%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90:%20%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%99-%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

დანარჩენს გზადაგზა მოვიფიქრებ...
smile.gif

Posted by: Dr NULL 17 Jul 2017, 20:39
QUOTE
დონე ამაღლდაო და ამბებიც არ გვინდა - შეთანხმდეთ, რომ ჰადაჰა გათანაბრდა - რას უნდა აემღლებინა?

თავად არ ვარ იმ დონის, რომ დონის ამაღლებაზე ვიდაო, მაგრამ, ბოლო წლებში, ჩემთვის ბევრად საინტერესო გახდა შიდა ჩემპიონატი. რამდენიმე თამაშით კი ძალიანაც ვისიამოვნე. smile.gif

Posted by: lepori 17 Jul 2017, 20:55
Gio_G83
QUOTE
სანაკრებო ფანჯრის შესატყვისი წყვეტა არ რგებს კლუბებს - ვერადავერ შედიან სათამაშო ფორმაში...

ლელო სარასენსმა რაღა ჰქმნას
ნაკრებში რომ უშვებს ნახევარ გუნდს

Posted by: Gio_G83 17 Jul 2017, 20:58
lepori
QUOTE
სანაკრებო ფანჯრის შესატყვისი წყვეტა არ რგებს კლუბებს - ვერადავერ შედიან სათამაშო ფორმაში...

ლელო სარასენსმა რაღა ჰქმნას
ნაკრებში რომ უშვებს ნახევარ გუნდს


ერთი ლელოს ინტერესს გადაჰყვეს დანარჩენი 9 გუნდის ბედი?
თან წელს გელა და ქოქოსი, ჭეიშვილიც აღარ ჰაყვს და დაჰყვეს და დამორჩილდეს
3 კაცზე ისედაც ქვოტა იყო, როგორც მახსოვს - მეკო და თოდუა რჩება და ხანდახან ჭყოისაც თუ გამოიძახებს

Posted by: Lotkinski 17 Jul 2017, 23:34
QUOTE
10. ხარები (რუსთავი) [ 1 ]  [12.50%]


ნეტა ვინ მიცა ხარებს ხმა? smile.gif

Posted by: jora84 17 Jul 2017, 23:39
Lotkinski

დემე მაგას არ იზამდა biggrin.gif

ვინცხა ტროლავს დემეს biggrin.gif

Posted by: otia-83 17 Jul 2017, 23:51
Lotkinski
არა შენ მაინც როგორ მიეცი ხმა biggrin.gif ჯერ გუნდების შემაფგენლობებიც კი არაა ცნობილი და მწვრთნელთა ვინაობა (იქნებ ვინმემ შეცვალა) smile.gif

ისევის მიეცი ხმა თუ საიდუმლო არაა smile.gif ვინ აარჩიე.

მე აია მევასება მარა წელს რა გუნდი ეყოლება არ ვიცი.

ისე წელს არმაზიც კარგად მოძლიერდება მემგონი.

Posted by: wolfmax 17 Jul 2017, 23:57
22 ივლისს დაიწყება უკვე ტრადიციული ოთხთა ტურნირი
ითამაშებენ ''ლოკომოტივი", "ხარები" და სავარაუდოდ პირველი ლიგის ''ივერია'' და "ვეფხვები"

Posted by: jora84 18 Jul 2017, 00:26
wolfmax


თამაშები სად ჩატარდება?

Posted by: wolfmax 18 Jul 2017, 00:43
QUOTE
თამაშები სად ჩატარდება?


პირველი თამაში არის ''ლოკო''-''ხარები'' ავჭალაში.
ალბათ დანარჩენი თამაშებიც მანდ იქნება

Posted by: dc120mm 18 Jul 2017, 08:38
jora84
Lotkinski
QUOTE
დემე მაგას არ იზამდა

ვქენი yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: QUT7 18 Jul 2017, 09:53
dc120mm
Netar arian morcmuneni.... 2kiss.gif alk.gif 2kiss.gif

Posted by: crusaders 18 Jul 2017, 10:17
QUOTE
2. ბათუმი (ბათუმი) [ 6 ]  [35.29%]

მოვიდა ჩემპიონობის დრო smile.gif
თანაც საკმაოდ გაძლიერდა ბათუმი

Posted by: lepori 18 Jul 2017, 10:27
Gio_G83
QUOTE
რთი ლელოს ინტერესს გადაჰყვეს დანარჩენი 9 გუნდის ბედი?
თან წელს გელა და ქოქოსი, ჭეიშვილიც აღარ ჰაყვს და დაჰყვეს და დამორჩილდეს
3 კაცზე ისედაც ქვოტა იყო, როგორც მახსოვს - მეკო და თოდუა რჩება და ხანდახან ჭყოისაც თუ გამოიძახებს

დანარჩენმა ცხრა გუნდმაც იყოლიოს/გაზარდოს და შეინარჩუნოს ნაკრების მოთამაშეები და მათი ინტერესიც იქნება

ცხრა სუსტი/აუწყობელი/დაულაგებელი/მოუწესრიგებელი და აბდაუბდა გუნდის გამო უნდა დაიჩაგროს ერთი აწყობილი/დალაგებული/მოწესრიგებული და მშრომელი გუნდი?

Posted by: Lotkinski 18 Jul 2017, 10:51
QUOTE
არა შენ მაინც როგორ მიეცი ხმა  ჯერ გუნდების შემაფგენლობებიც კი არაა ცნობილი და მწვრთნელთა ვინაობა (იქნებ ვინმემ შეცვალა)

ისევის მიეცი ხმა თუ საიდუმლო არაა  ვინ აარჩიე.



ჩემი სიმპატიები ქუთეისისკენ იხრება, მარა ლოგიკურად ბათუმმა უნდა გაიმარჯვოს, თან თუ საევროპე გუნდის შეკვრას აპირებს უფრო გაძლიერდება კიდევ. ყოველშემთხვევაში თბილისური გუნდი აღარა მგონია.
ხომ არ იცით რა გაირკვა? ზუგდიდში რომელი გუნდი უნდა გადაბარგდეს?

Posted by: dc120mm 18 Jul 2017, 11:14
QUOTE
ზუგდიდში

ხოხ smile.gif

QUT7
QUOTE
Netar arian morcmuneni....

თუ ქუთაისელებმა თამაშების მიცემ-მოცემა გააგრძელეთ ეგრე ვერ ვიჩემპიონებთ biggrin.gif

მაგარი წეწევაგლეჯვა იქნება წლევანდელ ჩემპიონატში smile.gif განსაკუთრებით ახალწლამდე ანუ პირველ წრეში smile.gif

Posted by: otia-83 18 Jul 2017, 11:18
dc120mm
QUOTE
თუ ქუთაისელებმა თამაშების მიცემ-მოცემა გააგრძელეთ ეგრე ვერ ვიჩემპიონებთ 

აბაა, რა იკისრა საჩემპიონო გუნდმა მეზობლის გულისთვის. არადა მთელი სეზონი რა კარგად ჩაატარა და ბოლოს... facepalm.gif

Posted by: Lotkinski 18 Jul 2017, 11:27
თუ კიდევ დეიწყეს დანპლური თამაშები, დიდი ბანერით ავეტუზები კავშირის ოფისთან.

Posted by: rrrugby 18 Jul 2017, 12:51
მოკლედ, ჩელენჯქაფისთვის ბრძოლის საგზური თუ ერთ გუნდს ეკუთვნის, ეს ჩემპიონი გუნდი უნდა იყოს. სხვა დანარჩენი უსამართლობაა..... კავშირმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ეს უსამართლობა არ დაუშვას....

Posted by: jora84 18 Jul 2017, 13:19
rrrugby

დასტურ !

Posted by: Gio_G83 18 Jul 2017, 13:39
lepori
ხმალაძის, ჭეიშვილის და აფრასიძის წასვლის შემდეგ ლელოს სანაკრებო კანდიდატებიდან დარჩენენ: ჭყოიძე, თოდუა და კვირიკაშვილი - ანუ ამ მხრივ სხვებს გაუთანაბრდა
smile.gif

QUOTE
2. ბათუმი (ბათუმი) [ 6 ]  [35.29%]
მოვიდა ჩემპიონობის დრო 
თანაც საკმაოდ გაძლიერდა ბათუმი


თუ სათანადოდ შეთამაშდებიან - ერთერთი რეალური კანდიდატი იქნება, ლეგიონერ(ებ)საც იმატებენო და "იზ ით თრუ?"

QUOTE
ზუგდიდში რომელი გუნდი უნდა გადაბარგდეს?

'ხოხ, მუ ამბე რე'?
smile.gif
* * *
ისე საინტერესო სიტუაცია იქმნება ბათუმში:

ფულბექ ბახვას ჩაანაცვლებს გასული სეზონის მგეზავი სოხაძე და სოხაძის ადგილას გუნდის დაგეზვაზე იზრუნებს ხმალაძე?
ანუ თახთახა და ბახვას შორის უახლოესი მარქაფა სავარაუდოდ მაინც ბახვა იქნება

Posted by: crusaders 18 Jul 2017, 13:56

QUOTE
ფულბექ ბახვას ჩაანაცვლებს გასული სეზონის მგეზავი სოხაძე და სოხაძის ადგილას გუნდის დაგეზვაზე იზრუნებს ხმალაძე?

სოხაძე როგორც ვიცი გაუშვეს
QUOTE
თუ სათანადოდ შეთამაშდებიან - ერთერთი რეალური კანდიდატი იქნება, ლეგიონერ(ებ)საც იმატებენო და "იზ ით თრუ?"

ლეგიონერების არაფერი გამიგია მე

Posted by: rrrugby 18 Jul 2017, 14:15
საგზური მხოლოდ ჩემპიონს!!!!!!!...... ან არავის

Posted by: Gio_G83 18 Jul 2017, 14:25
QUOTE
საგზური მხოლოდ ჩემპიონს!!!!!!!...... ან არავის


1. უნდა გავიდეს ფინალისტები - ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონიც...
- თუ ფულს გამოდის სახელმწიფო და ორივეს ყოფნის, თუ მოუჭირა და ერთის სამყოფია - უეჭველი ჩემპიონი, მარგამ...

თუ ფული კერძო სექტორიდანაა მოძიებული მაშინ:
1. ჩემპიონი - თუ მომძიებელი კავშირია
2. ფინალისტი გუნდი - იმის მიხედვით თუ რომელი კლუბის მოძიებულია ეს თანხა

აბა სახელმწიფო გროშს არ გამოვიდეს ფული ბათუმმა იშოვოს და ჯიქი გაუშვას? smile.gif

Posted by: wolfmax 18 Jul 2017, 14:51
ბათუმი საგრძნობლად გაძლიერდა.
''ჯიქების'' პირველ ხაზელების (კაკოვინი,მამრიკიშვილი, დონაძე) გადასვლაზეც იყო საუბარი. შედგა თუ არა ტრანსფერი არ ვიცი.
სოხაძე წამოვიდა ბათუმიდან...კიდევ სხვებიც.
დიდი მიდი-მოდია დიდ-10 ში (ეს რა მაგარი წინადადება გამოვიდა smile.gif )
მოკლედ დაველოდოთ 24 ივლისს...

ხო,''ლელოდან" მგონი კვესელაძეც გადავიდა ''არმაზში"

Posted by: dc120mm 18 Jul 2017, 14:52
QUOTE
კლუბის მოძიებულია ეს თანხა

ეგთი რამე ჩვენს ჩემპიონატში შეიძლება ითქვას რო არ არსებობს,თუ მოიძიებენ კიდე ნაღდად არ არის იმის სამყოფი ხოლმე რო ევროპაში გაფრინდნენ გამოფრინდნენ!

QUOTE
ფული ბათუმმა იშოვოს და ჯიქი გაუშვას?

რა ფული იშოვა ბათუმმა? ჩვეულებრივ ფინანსდება ბათუმის ბიუჯეტიდან smile.gif (მე ასე ვიცი ყოველშემთხვევაში)

Posted by: rrrugby 18 Jul 2017, 14:53
რის იმედად დაანონსა კავშირმა ევროთასების საგზური ჩემპიონატის დამთავრებამდე ??????? მაშინ თავიდანვე უნდა ეთქვათ თანხის შესახებ........ თორემ, სწორედ უსახსრობის გამო აქამდე ვერ ხერხდებოდა მსგავსი დაანონსებაც კი.... ერთი გუნდი გადის!!!!!!!!!!!! ე.ი. ეს უნდა იყოს ჩემპიონი, და სხვა არავინ..........კავშირის(?) ლოგიკით მე-8 ადგილსაც შეუძლია გასვლა(როგორც ითქვა), ოღონდ ფული იყოს.....ეს უკვე არასერიოზულია. კავშირმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ჩემპიონი წავიდეს, .......აბა ბათუმს არავინ მოსთხოვს ჯიქების დაფინანსებას

Posted by: Gio_G83 18 Jul 2017, 14:57
QUOTE
ფული ბათუმმა იშოვოს და ჯიქი გაუშვას?

რა ფული იშოვა ბათუმმა? ჩვეულებრივ ფინანსდება ბათუმის ბიუჯეტიდან  (მე ასე ვიცი ყოველშემთხვევაში)


dc120mm "რომ" და "თუ" გამოტოვე კითხვისას? wink.gif

Posted by: gio_xabaza 18 Jul 2017, 17:49
Gio_G83
ბათუმი უფრო იშოვის გიო ფულს , ქალაქი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, აი ჯიქის რა მოგახსენოთ

Posted by: jora84 18 Jul 2017, 18:13
Gio_G83

ისე რა მაინტერესებს, შენ კანტორას რომ მოადგეს რომელიმე სარაგბო კლუბი(პრიზიორი) და სპონსორობა და აშ შესთAვაზოს პირობითად 300 000 GEL წელიწადში პირდაპირ დააპაშოლებენ თუ თავაზიანად ეტყვიან უარს ცოტა ხნის მერე? :ინტრიგნისსმაილიკი:

Posted by: Dr NULL 18 Jul 2017, 19:43
jora84
QUOTE
შენ კანტორას რომ მოადგეს რომელიმე სარაგბო კლუბი(პრიზიორი) და სპონსორობა და აშ შესთAვაზოს

სხვის კანტორებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ "ჩემი"-ს პატრონები ეგრევე ... smile.gif

Posted by: Gio_G83 18 Jul 2017, 22:01
jora84

ჩემი კანტორა...
სახტად დარჩა ბოლო დროის მოვლენების შემდეგ - თორემ...
იმდენად სახტად, რომ ბოლოს რაც დაასპონსორა "ქე" იცი - ვაკუუმის შესავსებად უფრო ვიდრე სარეკლამოდ ან სადივიდენდოდ

:ლამისაღსარებაჩავიბარე_და_ჩავაბარეღიმილუკა:

ამ სახტად დარჩენილობის მერე დანა პირს არ უჭრით, გულში კი ვიცი რა სიოც ჰქრის მაგრამ მაგ სიოს გაქარბუქებას შ"ვ"იდისფერი მაისური უნდა ვიდრე მკვდრეთით აღსადგომი დიდი 10_ის ბინადარი, თუმცა 300 გელა არაა დიდი მოურავი, რომ ვერ დაძლიო, უფრო არ_ისკენ არის თემა ვიდრე ვერ...


Posted by: lepori 19 Jul 2017, 15:12
Gio_G83
QUOTE
ხმალაძის, ჭეიშვილის და აფრასიძის წასვლის შემდეგ ლელოს სანაკრებო კანდიდატებიდან დარჩენენ: ჭყოიძე, თოდუა და კვირიკაშვილი - ანუ ამ მხრივ სხვებს გაუთანაბრდა


და ვინ იცის ვინაა ნაკრების კანდიდატი და ვინ არა?

მელიტონას, 10 ჯიქის გამოძახება რომ მოეპრიანოს
დიდი 10-ს განრიგი შუაჩემპიონატში უნდა შევცვალოთ?
თუ მელიტონა უნდა დავარიგოთ, არ გაბედო და ერთი გუნდიდან 5-6 მორაგბე ან მეტი არ გამოიძახოო

Posted by: Gio_G83 19 Jul 2017, 17:14
და ვინ იცის ვინაა ნაკრების კანდიდატი და ვინ არა? It

Bolo periods statistika ambobs

Danarchenze arsebobs matcjis gafadebis shesadzleblobeb

Posted by: dxm1 19 Jul 2017, 18:45
QUOTE
თუ ქუთაისელებმა თამაშების მიცემ-მოცემა გააგრძელეთ ეგრე ვერ ვიჩემპიონებთ 

QUOTE
აბაა, რა იკისრა საჩემპიონო გუნდმა მეზობლის გულისთვის. არადა მთელი სეზონი რა კარგად ჩაატარა და ბოლოს...

მაგათგან არაფერი გამოვა... ძაან გზააბნეული თაობა თამაშობს ორივე გუნდში... ჩაეყარა ანტილოპას წლების შრომა წყალში და კი მიაყარა მიწა ქუთაისურ რაგბს... არადა გულდასაწყვეტია ნიჭიერი ბიჭები თამაშობენ აიაში, თუმცა ნიჭს გამოყენება და შრომა უნდა.

Posted by: Gio_G83 20 Jul 2017, 13:20
QUOTE
მაგათგან არაფერი გამოვა... ძაან გზააბნეული თაობა თამაშობს ორივე გუნდში... ჩაეყარა ანტილოპას წლების შრომა წყალში და კი მიაყარა მიწა ქუთაისურ რაგბს...


რა დიაგნოზია... უარესს რომ ვერ ისურვებ
rolleyes.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Jul 2017, 18:09
https://en.wikipedia.org/wiki/Million_Pound_Game


Posted by: rrrugby 24 Jul 2017, 11:08
ჩელენჯზე რა ისმის??????? იმედს ვიტოვებ ჯიქი გავა. სხვა დანარჩენი მიუღებელია, სამართლიანობის თვალსაზრისით.....

Posted by: crusaders 24 Jul 2017, 11:11
QUOTE
ჩელენჯზე რა ისმის??????? იმედს ვიტოვებ ჯიქი გავა. სხვა დანარჩენი მიუღებელია, სამართლიანობის თვალსაზრისით.....

ბათუმს აფინანსებს ქალაქის მერია. აქვს ფული და დიდი ალბათობით გავა კიდეც.
აი ფედერაცია რომ აფინსებდეს და ისე გადიოდეს ბათუმი მაშინ მართლაც უსამართლობა იქნებოდა.
იშოვოს დამფინანსებელი გორმა და გავიდეს გამიხარდება ძაან

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jul 2017, 12:13
ხელბურთშიც ეგრეა: ჩემპიონი თელავია, მაგრამ
გადის ბათუმი -- თანაც ორივეს გასვლაზე თამაშობს’ო

Posted by: rrrugby 24 Jul 2017, 14:02
ეს უსამართლობაა.......... მთელი ქვეყანა (მათ შორის ბათუმი , როგორც ქალაქი) მონდომებული უნდა იყოს, რომ ასეთ ტურნირებზე გადიოდეს ჩემპიონი. მითუმეტეს რაგბის კავშირი საგზურს შეპირდა საუკეთესოს.

Posted by: jora84 24 Jul 2017, 14:05
rrrugby

ხოდა თუ შეპირდა აუსრულოს კიდეც. უხერხულია ელემენტარულად.

Posted by: crusaders 24 Jul 2017, 14:06
QUOTE
(მათ შორის ბათუმი , როგორც ქალაქი) მონდომებული უნდა იყოს, რომ ასეთ ტურნირებზე გადიოდეს ჩემპიონი. მითუმეტეს რაგბის კავშირი საგზურს შეპირდა საუკეთესოს.

საუკეთესოს + შემდეგ რიგითობით ადგილის მიხედვით
ბათუმი გორს რატო დააფინანსებს

Posted by: Gio_G83 24 Jul 2017, 14:10
კავშირმა დააანონსა, რომ ჩელენჯის შესარჩევზე ორი ადგილი გვაქვსო - შესაბამისად გავლნენ ფინალისებიო - თუ ფულს მოვიძიებთო...

ან

ის (ფინალისტთანგან) ვინც თავად იშოვის ფულსო (თუ ვინიცობაა და მე ვერ ვიშივეო)

ხოდა ვერ იშოვა და აჰა ორი ადგილი, ორი კანდიდატი და ვისაც ჯიბეგეწიფებათ გადითო

რა პრობლემაა? (გარდა უფულობისა)

Posted by: crusaders 24 Jul 2017, 14:28
Gio_G83
QUOTE
კავშირმა დააანონსა, რომ ჩელენჯის შესარჩევზე ორი ადგილი გვაქვსო - შესაბამისად გავლნენ ფინალისებიო - თუ ფულს მოვიძიებთო...

ან

ის (ფინალისტთანგან) ვინც თავად იშოვის ფულსო (თუ ვინიცობაა და მე ვერ ვიშივეო)

ხოდა ვერ იშოვა და აჰა ორი ადგილი, ორი კანდიდატი და ვისაც ჯიბეგეწიფებათ გადითო

რა პრობლემაა? (გარდა უფულობისა)

მაგას ვამბობ მეც.
ფედერაცია რომ უშვებდეს ბათუმს და არა ჯიქს იქნებაოდა მართლაც უსამართლობა
მაგრამ ბათუმი თვითონ შოულობს ფულს და მიდის
რადგან ჯიქი ვერ შოულობს ფულს მეც არ ვითამაშებო თქვას?

Posted by: rrrugby 24 Jul 2017, 14:36
რიგითობაზე საუბარი პოსტფაქტუმ იყო. ბათუმმა კი არ უნდა დააფინანსოს გორი, არამედ კავშირმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოიძიოს ფინანსები (ისე ბათუმიც საქართველოა), რომ ჩემპიონი გაუშვას(რადგან ერთი ადგილია). ეს იქნება მართალი. სხვა დანარჩენი დადებითად ვერ შეფასდება.......... ისე, ფინალში ორი უფულო რომ გასულიყო, ვის მიაჩნია სამართლიანობად გასულიყო თუნდაც მე-8 ადგილი............ასეთ რამეს კავშირი არ შეპირებია ჩემპიონს, არც ის უთქვამს ფინალისტებმა საგზურისთვის ფული იქონიეთო...... პოსტფაქტუმ კი მინიმუმ ლამაზი არ არის ამის გაჟღერება, ცუდ რამეებს გაფიქრებინებს.......... მოკლედ საგზური ეკუთვნის ჯიქს, და თუ უნდა გამოიყენებს და თუ უნდა არა(ვერა )...........ბათუმი რა შუაშია, როცა საგზური ერთია

Posted by: Gio_G83 24 Jul 2017, 14:43
QUOTE
როცა საგზური ერთია


ორია smile.gif ორი -
საგზური ორია: ფინალისტებისთვის განკუთვნილი - ყოჩებმა რომ თქვამ მწვანე ლიმონი გვავქს_ო სავარაუდოდ არც გაუშვებენ და არც უნდა მიიღონ smile.gif

ამ ორიდან ვერცერთს ვერ აფინანსებს მარჩენალი, ამიტომ ყველა თავისი ძია სემის საძებნელად გაეშურა - ვინც იპოვეის ამ ორიდან ის გავა

QUOTE
ლამაზი არ არის

ბევრი რამ არ არის ლამაზი, მარგამ სამწუხარო რელობაა - ესთეტიურ მოთხოვნილებაზე მეტად რეალობას უნდა ავუწყოთ ფეხი - მოძრაობის გარეშე-უძრაობა დაღუპვაა, თუნდაც არასწორი როკვა, მარგამ მაინც

Posted by: otia-83 24 Jul 2017, 14:52
rrrugby
QUOTE
საგზური ეკუთვნის ჯიქს, და თუ უნდა გამოიყენებს და თუ უნდა არა(ვერა )...........ბათუმი რა შუაშია, როცა საგზური ერთია

ყველა თანაბარ პირობაში ერთმნიშვნელოვნად დიდი 10-ის ჩემპიონს ეკუთვნის საგზური. მაგრამ როცა ჩემპიონი გარკვეულ ფინანსური პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს და შესაბამისად ვერ მიდის ევრო-ტურნირებზე ამ შემთხვევაში რა ვქნათ? არ გამოვიყენოთ საგზური? ფინალისტი თუ შოულობს საამისო ფულს რატო არ უნდა წავიდეს?

დავანებოთ რაა თავი ამ კავშირს საერთოდ არაა ვალდებული ვიღაც კერძო ტიპებისთვის შოულობდეს მაყუთს, გაატკოს ყველამ ტრაკი მიდგეს მოდგეს შეაწუხოს ხალხი (ადგილობრივი მთავრობა იქნება თუ ბიზნეს სექტორი) იშოვოს საკუთარი სარჩენი თუ ფუფუნების ფული და რაც უნდა ის ქნას მერე იმ ფულით.

კავშირი სახელმწიფოსგან მიღებული მიზნობრივი დაფინანსებით ყველა კლუბს უნაწილებს 400 000 ლარს წელიწადში. დანარჩენი უკვე თვითონ იშოვონ! ხო ჩემპიონსაც საკმაოდ ნორმალური ფულადი ჯილდო ხვდებოდა როგორც მახსოვს (თანხა არ მახსოვს).

არ ვარ კავშირის ადვოკატი მაგრამ ყველაფერზე მაგთკენ ხელის გაშვერა რა პონტია კაცო. კერძო კლუბებია ყველა კავშირმა რატო უნდა იზრუნოს მათზე, ყველამ თავის თავს მიხედოს რაა.

გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ სსრკ აზროვნებიდან.

Posted by: rrrugby 24 Jul 2017, 14:56
საგზური ერთია------------ტურნირის ფორმატიდან გამომდინარეო (ვერ მოესწრო ცვლილებებიო, შემდეგში ორი საგზური გვექნებაო, ახლა მხოლოდ ერთი.) ეს თვით პრეზიდენტმა მოგვახსენა. უსამართლობა კი შOრს ვერ წაგვიყვანს, სილამაზეს რაც შეეხება----მინიმუმ ულამაზოა, მინიმუმ....

Posted by: ferrari1000 24 Jul 2017, 15:29
კი რაგბის კავშირმა ფინალის სპონსორი მოიძია - ტოიოტა. თუ სწორად მახსოვს ჩემპიონს 70,000 შეხვდა და ვიცე-ჩემპიონს 30,000. ქართული რაგბის განვითარებისთვის საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. კავშირის მიდგომაც ამ საკითხისადმი მართებულია; რიგითობის მიხედვით ვინც მოიძიებს თანახას ის უნდა გავიდეს (მე საპრიზო ადგილების მფლობელებით შემოვიფარგლებოდი: ჯიქი, ბათუმი, ლელო). ძალიან გამიხარდება თუ ეს ჯიქი იქნება, რადგან წელს დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. მაგრამ ამისთვის თანხები თვითონ უნდა გამონახაონ, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი კავშირიდან დაფინანსება (რა თქმა უნდა კავშირმა ხელი უნდა შეუწყოს სპონსორის მოძიებაში გუნდს, თუნდაც შესთავაზოს მათი სარეკლამო სივრცე). კავშირი თუ დამატებით მოიძიებს თანხას რომელიმე კონკრეტულ კლუბისთვის, ეს იქნება ნამდვილად უსამართლობა. თუ კავშირი გადაწყვეტს რომ ეს დამატებითი თანხა საკლუბო რაგბში უნდა დაიხარჯოს, მაშინ ან თანაბრად უნდა გადანაწილდეს, ან შემდეგი წლის საპრიზო ფონდში დაბანდდეს (მეორე ვერსიას უფრო ვემხრობი).

Posted by: rrrugby 24 Jul 2017, 16:00
რას ბურდავთ, ყველამ ვიცით რა და როგორ უნდა ხდებოდეს............................მოკლედ, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. კავშირის იმედი მაქვს და თავის სიტყვას შეასრულებს.... როცა გამოცხადდა (ჩემპიონატის დამთავრებამდე) საგზურის შესახებ, კავშირმა კარგად იცოდა კლუბების ფინანსების შესახებ და მაინც დაანონსდა ის რაც დაანონსდა. ე.ი. ქონდა რაღაცის იმედი (ასე ჰაერში არაფერი ხდება). რა მოხდა ????? ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.......... მე ხმალაძის გადასვლა ბათუმშიც ცუდად მენიშნა.....თითქოს გადაწყვეტილი იყო ბათუმის გასვლა...........მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ჩემპიონს ჩემპიონობა დაუფასდება. ჯერ ხომ ოფიციალურად არაფერი გამოცხადებულა,( როგორც ვიცი)

Posted by: Dr NULL 24 Jul 2017, 17:59
კავშირი არ არის ვალდებული ფულის მოძიებაზე. ისედაც გადაუხადა ყველას. დანარჩენი მართლაც თვითონ იშოვონ.
რაღაც უცნაური სიტუაცია იქმნება,მორაგბეები არ გადაიბიროთ, ფული თქვენ მიშოვეთ, ყველაფერზე იზრუნეთ და მე მარტო დავხარჯავ.
თუ არ წევს ერთ ადგილს გუნდის ხელმძღვანელობა და თავად ამბობს უარს ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე, კავშირმა ძალით შეტენოს? აჰა თქვენ ფული, იქნებ წახვიდეთო? რა ლოგიკაა?
იშოვონ ფული და წავიდნენ, ვინმემ დაუშალა? კავშირმა ნაკრებს უნდა მიხედოს და გუნდები არ უნდა მწყემსოს.

Posted by: otia-83 24 Jul 2017, 18:14
Dr NULL
QUOTE
ძალით შეტენოს? აჰა თქვენ ფული, იქნებ წახვიდეთო?

კავშირმა ავია ბილეთები უნდა დაუჯავშნოს, ვიზებზე იზრუნოს და სასტუმროებიც დაჯავშნოს იაფად.


საერთოდ უნდა შეწყდეს ყველა კლუბზე ფულის თანაბრად მიცემა. მხოლოდ უნდა გამოიმუშავონ რაიმე პრინციპით: ჩემპიონატში მოპოვებული ქელების პროპორციულად + დაკავებული ადგილის შესაბამისად, ან სხვა რაიმე პრინციპით, მაგრამ არა უზრუნველად.

თურმე კავშირი ვალდებულია შპს "ჯონდი ბაღათურიას" ფული უშოვოს "პაესტკებისთვის". ჯონდი კიდე იჯდეს და ამ ფულს ანაწილებდეს სახელფასო და ხვა ხარჯებზე.

Posted by: rrrugby 24 Jul 2017, 18:55
რაგბის კავშირის ვალდებულებაა ხელი შეუწყოს რაგბის განვითარებას!!!!!!! ეს დამცინავი პოსტები თუ ჭირდება რაგბის კავშირს საადვოკატოდ რაგბის(ქვეყნის) გულშემატკივრის წინააღმდეგ. კარგად ყოფილა საქმე........ ვისაც მართლა რაგბზე (ქვეყანაზე) შესტკივა გული გაიგებს .................

Posted by: Dr NULL 25 Jul 2017, 10:47
otia-83
მასაჟი, საუნა და ესკორტი ტოპ მენეჯმენტისთვის smile.gif

rrrugby
QUOTE
რაგბის კავშირის ვალდებულებაა ხელი შეუწყოს რაგბის განვითარებას!!!!!!!

ზუსტად, და არა ერთი კლუბის განვითარებას. უნდა წავიდეს ის, ვისაც შნო აქვს. რაგბის კავშირმა მართლაც რაგბის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი smile.gif იბრძოლოს ადგილის გამოყოფაზე, მოიზიდოს სპონსორები ჩემპიონატისთვის, მიხედოს ნაკრებს, მაგრამ არა ის, რასაც თქვენ ითხოვთ.
არავითარი ღადავი არ იქნებოდა თავად ეს მოთხოვნა რომ არ იყოს ესე დამამცირებელი. კეთილი ინებოს გუნდმა და იშოვოს ფული თავად. მთლდ მათხოვრად ნუ გადააქცევთ ქვეყანას, სხვის ხარჯზე ცხოვრება არ არის კარგი საქმე, თავმოყვარეობაც საჭიროა. გასაგებია რომ თქვენთვის პირადად არ ითხოვთ, მაგრამ ჩემპიონებს ნუ გახდით მათხოვრებად. იქნებ რაგბის კავშირმა მათ მაგივრადაც ითამაშონ? თუ ამას მაინც შეძლებენ?

Posted by: zaal1969 25 Jul 2017, 11:18
რაც დრო გადის ვრწმუნდები,რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილი ფული ეფექტურად არ იხარჯება,არ უნდა მისცეს ფული კლუბებს კავშირმა და ეს ფული ბავშვთა რაგბზე,აკადემიებზე და ასაკობრივ ნაკრებზე უნდა დახარჯოს,თუ მოახერხებს კიდევ დამატებით ფულის მოძიებას,მაშინ კელტთა ლიგაში უნდა გავიყვანოთ სანაკრებო ბაზაზე ჩამოყალიბებული გუნდი ,კლუბებმა ფულის მოძიებაზე თვითონ უნდა იზრუნონ

Posted by: Lotkinski 25 Jul 2017, 12:49
QUOTE
რაც დრო გადის ვრწმუნდები,რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილი ფული ეფექტურად არ იხარჯება,არ უნდა მისცეს ფული კლუბებს კავშირმა და ეს ფული ბავშვთა რაგბზე,აკადემიებზე და ასაკობრივ ნაკრებზე უნდა დახარჯოს,თუ მოახერხებს კიდევ დამატებით ფულის მოძიებას,მაშინ კელტთა ლიგაში უნდა გავიყვანოთ სანაკრებო ბაზაზე ჩამოყალიბებული გუნდი ,კლუბებმა ფულის მოძიებაზე თვითონ უნდა იზრუნონ


++++++++++++++++ ამას დამატებული საშეღავათო პაკეტი უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ კერძო სექტორს, თუ ფულს ჩადებენ რაგბში, ისინი გათავისუფლებული იქნებიან რაღაც გადასახადებისგან, ან შეუმცირდებათ პროცენტი. სამუშაოა ამაზე.

Posted by: rrrugby 25 Jul 2017, 12:58
კავშირმა კარგად იცოდა, რომ კლუბებისთვის ჩელენჯზე გასასვლელი ფულის მოძიება არ იყო ადვილი საქმე დღევანდელ პირობებში. მიუხედავად ამისა საგზური შეპირდა არა ერთ, არამედ ორ გუნდს(ფინალისტებს). ვკითხულობ რის იმედად?????? ბათუმი (ერთადერთი გადამხდელი) შეიძლება სულ არ გამხდარიყო პრიზიორი....... ეს რიგითობა, რაც დაანონსდა პოსტფაქტუმ, ცოტა არ იყოს სასაცილოა...........მოკლედ, ჩემპიონატის დამთავრებამდე დაანონსებული დაპირება იძლეოდა იმის Fიქრის საშუალებას რომ კავშირს მოძიებული ჰქონდა შესაბამისი თანხები, რაც მას დადებით აქტივობაში ჩაეწერებოდა... კავშირის აქტიურ დამცველებს გეცოდინებათ რაშია საქმე............

Posted by: crusaders 25 Jul 2017, 13:02
მარაზმია უკვე ამ დიდი 10-ის გუნდებზე ფულის დარიგება
გაკეთდეს 2 გუნდი რომელიც პრო-12-ში ითამაშებს და აქ ჩაატარონ ნახევრად სამოყვარულო ჩემპიონატი ვინც კაი იქნება მოხვდება იმ 2 გუნდში და ეგაა.
პენსიებივით აქვთ ხელფასიები უკვე და არავინ განვითარებაზე მენეჯმენტზე აღარ მუშაობს არც სპონსორის მოზიდვაზე

Posted by: Lotkinski 25 Jul 2017, 13:07
QUOTE
.მოკლედ, ჩემპიონატის დამთავრებამდე დაანონსებული დაპირება იძლეოდა იმის Fიქრის საშუალებას რომ კავშირს მოძიებული ჰქონდა შესაბამისი თანხები, რაც მას დადებით აქტივობაში ჩაეწერებოდა


არა მეგობარო, გოჩასთან შეხვედრისას მან პირდაპირ გვითხრა, რომ არანაირი თანხა არ გვაქვს მოძიებულიო, ეს 2 საგზურის მოთხოვნა წინასწარ გავაგზავნეთო, ნამდვილად არ ვიცი რა იქნებაო, ფულს საიდან ვიშოვითო ან ჩვენ ან კლუბებიო. ესე იყო ეს ამბავი.

Posted by: Dr NULL 25 Jul 2017, 13:52
QUOTE
მარაზმია უკვე ამ დიდი 10-ის გუნდებზე ფულის დარიგება

up.gif

Posted by: Gio_G83 25 Jul 2017, 13:54
QUOTE
მარაზმია უკვე ამ დიდი 10-ის გუნდებზე ფულის დარიგება


მარაზმი არ არის
მარაზმია ფულის დარიგება, როდესაც ამ ფულის მიცემას მეორე მხარის ვალდებულება არა აქვს

უნდა იყოს "კალათა", რომლის "პროდუქტის" ფასს გამოიმუშავებს და შესაბამისად მიიღებს კლუბი
აი მაშინ ვეღარ იქნება მარაზმი

Posted by: otia-83 25 Jul 2017, 14:00
Gio_G83
QUOTE
მარაზმი არ არის
მარაზმია ფულის დარიგება, როდესაც ამ ფულის მიცემას მეორე მხარის ვალდებულება არა აქვს

უნდა იყოს "კალათა", რომლის "პროდუქტის" ფასს გამოიმუშავებს და შესაბამისად მიიღებს კლუბი
აი მაშინ ვეღარ იქნება მარაზმი

ნამდვილად!

ესე ვფიქრობ მეც. არანაირი მოჭრილი - გარანტირებული - უზრუნველი - "მუქთა ფული"! ყველამ გამოიმუშაოს იმდენი, რამდენის გამომუშავების რესურსიც აქვს, სპორტული შედეგების პროპორციულად. ასევე ერთ-ერთ კრიტერიუმად შეიძლება დაუწესდეთ კლუბის მენეჯმენტის გამართულობა, რომ ჩანდეს მათი მუშაობა, რომ ცდილობენ დამატებითი ფინანსების მოძიებას, რომ ბუზებს არ ითვლიან "ჩიხირთმის" ჭამის შემდეგ, ტახტზე წამოწოლილები და ა. შ.

რაღაც კრიტერიუმები აუცილებლადაა შემოსაღები.

Posted by: zaal1969 25 Jul 2017, 14:03
crusaders
QUOTE
მარაზმია უკვე ამ დიდი 10-ის გუნდებზე ფულის დარიგება
გაკეთდეს 2 გუნდი რომელიც პრო-12-ში ითამაშებს და აქ ჩაატარონ ნახევრად სამოყვარულო ჩემპიონატი ვინც კაი იქნება მოხვდება იმ 2 გუნდში და ეგაა.
პენსიებივით აქვთ ხელფასიები უკვე და არავინ განვითარებაზე მენეჯმენტზე აღარ მუშაობს არც სპონსორის მოზიდვაზე

ორი გუნდი ზედმეტია ამ ეტაპზე,ერთი გუნდით და აქაური ჩემპიონატი იქნება ტურნირი,სადაც მოთაამაშეებს ექნებათ სტიმული თავი გამოიჩინონ და მოხვდნენ პროფესიულ გუნდში,ისევე,როგორც არგენტინაშია

Posted by: Gio_G83 25 Jul 2017, 14:03
otia-83
უმარტივესია ლევა,
გერმანიაში (ფეხბურთში) იმ კლუბებში რომლებიც რეგიონალს თამაშობენ და მუნიციპალიტეტი ყავთ დამფინანსებლად - დაფინანსებას იღებენ 790 000 კრიტერიუმის გათვალისწინებით, განვლილი შედეგების მიხედვით - სხვა უბრალოდ დარიგებაა და ასე პენსიის ჩამორიგება უმიზნოდ გაფლანგული თანხა

გარანტირებული ყველაფერი ტეხავს smile.gif

პ.ს.
ისე რა კარგი იყო კომუნიზმი? არ გინდოდათ? ჰო და ჰა ახლა კაპიტალიზმი smile.gif

Posted by: gio_xabaza 25 Jul 2017, 14:32
ლუკასა და ნიკოს მამა
ტრანსფერების ამბავი მაინტერესებს, მოთამაშე რომელიც უგუნდოდ ითვლება ამ მომენტში მარა სატრანსფერო მიმოსვლის დრო მორჩა, მოახერხებს რომელიმე გუნდში მისვლას? თუ ვსიო დაერხა biggrin.gif

Posted by: rrrugby 25 Jul 2017, 15:32
..................და რა არის მარაზმი?! გუნდებს რომ სახელმწიფო მინიმალური თანხით აფინანსებს გადასარჩენად??? სხვაგვარად შესაძლებლად მიგაჩნიათ ჩვენი ქვეყნის კანონმდაბლობის პირობებში(რაც იმედია შეიცვლება სასიკეთოდ ახლო მომავალში)???? თუ ორი გუნდის არსებობა გაზრდიდა------- მორაგბეების რაოდენობას---- რითაც ამაყობს რაგბის კავშირი.....
* * *
ან გუნდმა თუ გუნდის უფროსობამ რა უნდა გააკეთოს იმაზე უკეთესი რაც ჩემპიონობაა -----სპონსორების მოსაზიდად?????? თუ მართლა მათხოვრებად უნდა იქცნენ/????? ......................
* * *
ან ფრანჩიზს ვინ დააფინანსებს????? სამაგისოდ უკვე იშოვის კავშირი ფულს?????? საიდან როცა ასეთი უმწეოა, .............. თანაც ისეთი წარმატებით აირჩევა ფრანჩიზისთვის მორაგბეები, როგორც ნაკრებისთვის არა??????
* * *
და კიდევ,.. ფული არის საშუალება იყო საუკეთესო საუკეთესოებს შორის,...........და არა ისე, როგორც აქ ხდება...........
მარაზმი იცით რა არის--თუნდაც მე-8 ადგილოსანი(ფულის გამო) გადიოდეს საუკეთესოებს შორის/////////

Posted by: rugby2011 Geo 25 Jul 2017, 20:40
რეალობა ესაა>>>

სახელმწიფოს რაც შეუძლია დადებითი გაუკეთოს ქართულ რაგბს და ზოგადად ქართულ სპორტს არის ის, რომ სპონსორობის შემთხვევაში ორგანიზაციები, გარკვეული გადასახადებისაგან შეამსუბუქოს. (რაც სავარაუდოთ არაპრიორიტეტულია, რადგან მოკლევადიან პერიოდში ნაკლები თანხა შევა ბიუჯეტში. ძალიან იშვიათად, რომელიმე მთავრობას მსოფლიოში უნდოდეს მეტი ფული იყოს ხალხში ვიდრე მათ განკარგულებაში, რიგი მიზეზების გამო... 50 წლის მერე კიდე რა შედეგები იქნება, ვინმეს აინტერესებს?!) ამ რეალობაში, რაშიც ჩვენ ვართ: საქართველო პატარა ბაზარი არის არც დიდად ფულში გვილხინს და არც მენეჯმენტია ჩვენი ძლიერი მხარე, ფანტასტიკაა რამე მაღალ ბიუჯეტიან ტურნირს გავწვდეთ.

რაგბის კავშირმა თავისი ძალსიხმევის-ფულის დიდი ნაწილი უნდა მიმართოს ბავშთა რაგბში, სხვა დანარჩენის დიდი ნაწილი, წყალში გადაყრილია.

გუნდებმა უნდა დაატანონ თავს ძალა და გახდნენე პროპესიონალები. ანუ გუნდი უნდა გამართონ სტრუქტურულად და შეფუთონ კომრციულად. სპორტულ ნაწილი თავისთავად.

მოკლედ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ერთამენთს არ დააბრალოს წარუმატებლობა. დღეს კლუბები კავშირს ადანაშაულებენ, კავშირი სახელმწიფოს თხოვს დახმარებას და სახელმწიფო უფულობას იმიზეზებს. ვინმეს თუ რამე არ გამოსდის საკუთარ თავში უნდა ეძობოს პრობლემას. შეცვალოს მუშაობის პრიორიტეტები და დღევანდელ რელაობას მოერგოს. სწორი მუშოაბით და ამ სამი რგოლის კარგი კომუნიკაციით ყველაფერი მიხწევადია!!!

Posted by: jora84 25 Jul 2017, 21:15
rrrugby

QUOTE
თანაც ისეთი წარმატებით აირჩევა ფრანჩიზისთვის მორაგბეები, როგორც ნაკრებისთვის არა??????


ძალიან ხშირად იმეორებ ხოლმე ამას და ვის გულისხმობ კონკრეტულად შეგიძლია დაწერო?

Posted by: lepori 25 Jul 2017, 23:42
rrrugby
QUOTE
ან გუნდმა თუ გუნდის უფროსობამ რა უნდა გააკეთოს იმაზე უკეთესი რაც ჩემპიონობაა -----სპონსორების მოსაზიდად??????

საერთოდ არაფერს რომ არ აკეთებენ სპონსორის მოსაზიდადა?
ელემენტარულად ნორმალური ფბ-გვერდი არ აქვთ

ჩვენ რომ ზარმაცი და უმაქნისი გუნდები გვყვავს მასეთი იშვიათია
ცოტა ლელო ტოკავს მაგ მხრივ
ჰა და ჰა ჯიქი...

Posted by: diazi 26 Jul 2017, 01:43
არადა ამდენი სალაპარაკოც არაა ჯიქის ვერ გასვლა ევროტურნირებზე, იმიტომ რომ საკითხი ძალიან მარტივად დგას: გვაქვს ორი ვუნდის გაშვების უფლება, მაგრამ კავშირს არ აქვს ფული, ბათუმმა იშოვა სპონსორი და მისთვის გამოყოფილ ადგილს ითვისებს, ჯიქმა ვერ იშოვა სპონსორი და ვერ მიდის. კავშირი ვერ მოთხოვს ბათუმს მის მიერ მოძიებული ფული გადაცეს ჯიქს რომ გორის გუნდი გაუშვას ჩელენჯზე. რომ ქონდეს კავშირს ფული და ბათუმს უშვებდეს ჯიქს კი არა კიდევ ხო მაგრამ შექმნილ სიტუაციაში კავშირთან საპრეტენზიო არაფერი არ უნდა იყოს საერთოდ.

Posted by: Dr NULL 26 Jul 2017, 09:16
diazi
გარდა მაგისა, ჩემპიონობისთვის ფული ხომ მიიღო გუნდმა. კავშირმა მოიძია და გადასცა. ეხლა კიდევ მიცესო, თან ბათუმის მოძიებულიო. სასწაულია smile.gif

Posted by: DelPotroN1 26 Jul 2017, 09:39
ვააა, ვნახე გამოკითხვაში რა ვარიანტებიც იყო, დავაწექი შედეგების ნახვას და მე რო უნდა მიმეცა ხმა,დამიწერა უკვე დააფიქსირეთ აზრიო...

Posted by: davita_1977 26 Jul 2017, 10:19
რა ხდება ტრანსფერებზე? როდის დაიდება განახლებული შემადგენლობები? 24 ივლისი არ იყო ტრანსფერების ბოლო ვადა?

Posted by: Gio_G83 26 Jul 2017, 13:03
QUOTE
რა ხდება ტრანსფერებზე? როდის დაიდება განახლებული შემადგენლობები? 24 ივლისი არ იყო ტრანსფერების ბოლო ვადა?


ჯერ კლუბები გადათვლიან ვინ ყავთ და ვინ აღარ
მერე ფორმას შეავსებენ
მერე ამ ფორმას ფორმას მისცემენ
მერე გადაააგზავნიან
ბოლოს კავშირი დადებს

აგვისტოს შუისკენ
boli.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jul 2017, 09:31
ეხლა დაიწყებენ განაცხადების მოტანას
ბოლო ვადა 10 აგვისტოა და უმეტესობა მაგ დღეს მოვა

Posted by: otia-83 27 Jul 2017, 15:48
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1389290907834296&id=161765940586805

QUOTE
არმაზის ახალი მოთამაშეები რომლებიც დიდი10-ის 2017/18 წლის საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებენ: ვაჟა თაგაური, ილია სპანდერაშვილი, თენგო გიგოლაშვილი, ბექა გუგეშაშვილი, ლაშა მამუჩარაშვილი, რეზი ჯინჭველაშვილი, ალექსანდრე ხუციშვილი, გიორგი კვესელაძე, ბექა ფრუიძე, ზურა გოგლიჩიძე.

Posted by: davita_1977 27 Jul 2017, 16:52
ვაა მაგარი სიახლეებია საინტერესო გუნდი იქნება წელს იმედია სტაბილური ფული იშოვეს

Posted by: diazi 28 Jul 2017, 11:14
დიდი ალბათობით წელს ბაგრატს ვეღარაფერი გადაარჩენს გავარდნისგან. ძალიან დასუსტდნენ.

Posted by: valiadolidi 28 Jul 2017, 11:39
ჯიქი - ჭყოიძე (ლელო სარასენსი), ეფრემიძე (ყოჩები), პატარაია (ბათუმი), ფსუტური (არმია), პაპავაძე (სტად ფრანსე).
ბათუმი - ქოიავა (ლელო სარასენსი), ხმალაძე (ლელო სარასენსი), მამრიკიშვილი (ჯიქი), დონაძე (ჯიქი),.
ლელო სარასენსი - მამამთავრიშვილი (არმაზი).
აკადემია - ?
ლოკომოტივი - მაისურაძე (ლელო სარასენსი), ქართველიშვილი (ლელო სარასენსი), ამირანაშვილი (ბათუმი), ბეგაძე (ყოჩები), ბრეგვაძე (ვოჩესტერი), ხარაზიშვილი (ჯიქი).
აია - გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი ? ).
არმია - ჯოგლიძე(ისრაელი), ხარშილაძე (ყოჩები), ცირეკიძე (ყოჩები), აფციაური (ყოჩები).
ბაგრატი - იოსებ კიკვაძე (აია), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), მერაბ მანტკავა (ბათუმი).
არმაზი - კვესელაძე (ლელო სარასენსი), თაგაური (ბათუმი), ხუციშვილი (აშშ), სპანდერაშვილი (არმია), ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), ფრუიძე (ბაგრატი), გოგლიჩაძე (დინამო), გიგოლაშვილი ( ? ), მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი), გუგეშაშვილი (ყოჩები).
ხარები - ხუციშვილი (ლოკომოტივი).

Posted by: dc120mm 28 Jul 2017, 11:44
user posted image გამოვიყენე ახალი ფუნქცია smile.gif

Posted by: Gio_G83 28 Jul 2017, 13:28
ლელო დაიშალა?


თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!

Posted by: zaal1969 28 Jul 2017, 13:37
valiadolidi
QUOTE
ჯიქი - ჭყოიძე (ლელო სარასენსი), ეფრემიძე (ყოჩები), პატარაია (ბათუმი), ფსუტური (არმია), პაპავაძე (სტად ფრანსე).


20 წლამდელთა წევრი ჯალაღონია გადავიდა ხულიგანადან ჯიქში,ჩემი აზრით პერსპექტიული მესამეხაზელია

Posted by: OSTAP 28 Jul 2017, 13:42
ვა რა ხდება ლელოს თავს? რამდენ მორაგბეს დაუტოვებია და ყველა ლიდერი იყო. იმედია ასაკობრივი გუნდებინდა მიიღებენ საჭირო შევსებას

Posted by: Gio_G83 28 Jul 2017, 14:07
QUOTE
ვა რა ხდება ლელოს თავს?


ქართულ ლარგბში ყველაფერი გასაიდუმლოვებულია,
არაფერი შუქდება

რას გაიგებ

Posted by: otia-83 28 Jul 2017, 14:27
ჩემი ვარაუდით:

კავშირმა მაისაშვილს უთხრა ან ნაკრები ან კლუბიო.

მაისაშვილმაც ნაკრები არჩია

და ლელო სარასენსი ...



პ.ს. მხოლოდ ჩემი ვარაუდია და არანაირ ინფორმაციას არ ეყრდნობა.

Posted by: Lotkinski 28 Jul 2017, 14:28
QUOTE
ჩემი ვარაუდით:

კავშირმა მაისაშვილს უთხრა ან ნაკრები ან კლუბიო.

მაისაშვილმაც ნაკრები არჩია

და ლელო სარასენსი ...



ჩემი ვარაუდით კი:

ხელფასის ამბავი უნდა იყოს.

Posted by: Gio_G83 28 Jul 2017, 14:38
QUOTE
ჯიქი - ჭყოიძე (ლელო სარასენსი), ეფრემიძე (ყოჩები), პატარაია (ბათუმი), ფსუტური (არმია), პაპავაძე (სტად ფრანსე).
ბათუმი - ქოიავა (ლელო სარასენსი), ხმალაძე (ლელო სარასენსი), მამრიკიშვილი (ჯიქი), დონაძე (ჯიქი),.
ლელო სარასენსი - მამამთავრიშვილი (არმაზი).
აკადემია - ?
ლოკომოტივი - მაისურაძე (ლელო სარასენსი), ქართველიშვილი (ლელო სარასენსი), ამირანაშვილი (ბათუმი), ბეგაძე (ყოჩები), ბრეგვაძე (ვოჩესტერი), ხარაზიშვილი (ჯიქი).
აია - გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი ? ).
არმია - ჯოგლიძე(ისრაელი), ხარშილაძე (ყოჩები), ცირეკიძე (ყოჩები), აფციაური (ყოჩები).
ბაგრატი - იოსებ კიკვაძე (აია), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), მერაბ მანტკავა (ბათუმი).
არმაზი - კვესელაძე (ლელო სარასენსი), თაგაური (ბათუმი), ხუციშვილი (აშშ), სპანდერაშვილი (არმია), ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), ფრუიძე (ბაგრატი), გოგლიჩაძე (დინამო), გიგოლაშვილი ( ? ), მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი), გუგეშაშვილი (ყოჩები).
ხარები - ხუციშვილი (ლოკომოტივი).


QUOTE
ლოკომოტივი - ბრეგვაძე (ვოჩესტერი),

ანუ კლუბი ვერ იშოვა? იქნებ სადმე გადაჯოკროს?

რაც არ უნდა ბადრი "წამოიწარდოს" ჯაბას გამოცდილება დიდია
* * *
QUOTE
არმია - ჯოგლიძე(ისრაელი),

და
QUOTE
ბაგრატი -ხუციშვილი (აშშ)


ჯოგლიძე თიბიესის დაქვეითების შემდეგ მგონი არმიაში იყო, იქ ვერ მოიკიდა ფეხი და წავიდა, ანუ 2 წელი ისრაელში რა უნდა ებურთავა? თუ არადა ცუდი ფეხი არ ჰქონდა, ასაკობრივიც აქვს მგონი ნატამაშევი U20, ახალგაზრდულიც
და
ეს ხუციშვილი ის ნახევრად მოყვარული თუ ნახევრად პროფესიონალი ხუციშვილი არაა?

Posted by: davita_1977 28 Jul 2017, 15:08
პაპავაძის დაბრუნებაზე გული დამწყდა მაგარი ბიჭია

Posted by: wolfmax 28 Jul 2017, 19:40
სიჭინავა ''აია''-ში წავიდაო.....ყური მოვკარი

Posted by: valiadolidi 29 Jul 2017, 10:07
უბრალოდ ლელომ ახალგაზრდებზე გააკეთა აქცენტი ჰყავს 3 მთავარი გამოცდილი მოთამაშე - კვირიკაშვილი, თოდუა, ყიასაშვილი. + 10 მოთამაშე 20 წლამდელთა გუნდიდან (გაფართოებული შემადგენლობა) და + 9 მოთამ,აშე 18 წლმადე ნაკრებიდან. ასევე გუნდში ჰყავს სტაბილური საშუალო დონის მოთამაშეები რომლებიც წლების განმავლობაში ლელოში ასპარეზობდნენ . მგონია რომ ლელო მაინც კარგი გუნდი იქნება უფრო ახალგაზრდული და მოტივირებული საუკეთესო სამწვრთნელო შტაბით.

Posted by: tarash07 29 Jul 2017, 11:50
ლელოს ყველზე სწორი პოლიტიკა აქვს ჩემი აზრით,ბოლო წლებია ა და ბ ლიგებს ეგენი იგებენ,კაი შევსება ამოუვიდათ.
გადასულ მოთამაშეებშიც ფულს იღებენ და ხარჯავენ განვითარებაში.
ახალგაზრდები და მეკო,კოჭო.ბავშვები მაგათ გვერდზე უფრო მეტს ისწავლიან და მოედანზე თავს დადებენ.

Posted by: Gio_G83 31 Jul 2017, 13:01
საფეხბურთო გუნდის ფოთის კოლხეთი საშინაო არენად ნაცვლად სარაგბო გუნდ კოლხი რაინდებისა ქცეულია სამტრედიული ეროსი მანჯგალაძის არენა

გაიჩალიჩეს, ალბათ ყველასთვის ასე სჯობია

Posted by: otia-83 5 Aug 2017, 10:31
https://www.facebook.com/507679955950034/photos/a.543655612352468.1073741828.507679955950034/1502486283136058/?type=3&theater

დიდი.10
აკადემიის შემადგენლობა 2017/18 წლის სეზონში
#1
გვარამია ბექა
ქადარია გოგა
ჩადუნელი დავითი
გაბუნია საბა
#2
ლომაური ლევანი
კალანდარიშვილი თორნიკე
მახარაშვილი გელა
ღამბაშიძე გიორგი
#3
ძამბახიძე გიორგი
მაზმიშვილი რამაზი
ტიტვინიძე ლაშა
მექერიშვილი ნოდარი
#4/5
მაღლაკელიძე
მოსეშვილი
ბურდული
ბერიკაშვილი
დავითაძე
#6/7/8
ივანოვი დავით
ლუარსაბიშვილი ირაკლი
ხიზანიშვილი სანდრო
გოგლიძე გიორგი
შუბითიძე საბა
ზოიძე თორნიკე
ილურიძე გიორგი
გოგოლაძე დიმიტრი
#9
ბეგაძე ირაკლი
ჩაბრაძე გიორგი
ღამბაშიძე ჯიმი
მაზმიშვილი ბექა
#10
მოძღვრიშვილი დავითი
ახობაძე კოტე
მარგიანი სანდრო
#11/14
სიჭინავა ანზორი
ილურიძე საბა
მეცხვარიშვილი დავითი
სვანიძე გიორგი
ჩინჩალაძე ბესო
#12/13
ილურიძე სანდრო
ჭუაძე გიორგი
ხელაია იოანე
წასიძე ბესო
#15
მათიაშვილი სოსო
დავითაშვილი ივანე
ლაზარიშვილი დავითი

Posted by: Isi_Folau 5 Aug 2017, 15:37
ვა აბა მათიაშვილი ლოკომოტივშიო და სიჭინავა ქუთაისშიო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Aug 2017, 16:07
ყინული გალხვა

http://site.rugby.ge/ka-GE/0/

2017-18 * დიდი 10
განახლებული განაცხადები წითლად

2 ბათუმი ბათუმი
3 ლელო სარასენს თბილისი
4 აკადემია თბილისი

მალე: არმაზი | ლოკომოტივი
ზეგ: აია




Posted by: davita_1977 7 Aug 2017, 16:18
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 7 Aug 2017, 16:07 )
ყინული გალხვა

http://site.rugby.ge/ka-GE/0/

2017-18 * დიდი 10
განახლებული განაცხადები წითლად

2 ბათუმი ბათუმი
3 ლელო სარასენს თბილისი
4 აკადემია თბილისი

მალე: არმაზი | ლოკომოტივი
ზეგ: აია

საინტერესო განახლებებია მაგრამ ბათუმის მიკვირს წესით მეტად უნდა გაძლიერებულიყვნენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Aug 2017, 16:18
ოქროს მარქაფას ალბათ ასაიდუმლოებენ

Posted by: otia-83 7 Aug 2017, 16:19
როგორი პატარა განაცხადი აქვს ბათუმს

27 კაცი მთელი სეზონის მანძილზე, თან 2 ტურნირზე. fingal.gif

Posted by: dc120mm 7 Aug 2017, 16:53
ვაა ღორჯო დაბრუნებულა,თუ შარშანაც აქ იყო?

ლელოს რაც შეეხება,ახალგაზრდული გუნდია და მეთოდურად გაიზრდებიან წლიდან წლამდე!

ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
მალე: არმაზი | ლოკომოტივი
ზეგ: აია

ხარებმა რაო?

Posted by: iverieli 7 Aug 2017, 17:11
dc120mm
ღორჯო რომელია თუ საიდუმლო არაა? ბუჯიაშვილი ხომარა smile.gif

Posted by: crusaders 7 Aug 2017, 17:11
QUOTE
2 ბათუმი ბათუმი

მეგონა უფრო მეტად გაძლიერდებოდნენ
შარშანდელზე ძლიერი ვერ იქნებიან ძირითადი მატება მაინც დუბლებიდან აქვთ.

Posted by: dc120mm 7 Aug 2017, 17:39
iverieli
QUOTE
ღორჯო რომელია თუ საიდუმლო არაა? ბუჯიაშვილი ხომარა

ხო,ხვიჩა ბუჯიაშვილი,მესამეხაზელი,მეორეშიც უთამაშია! მომწონდა მაგ ბიჭის თამაში! ვნახავ წელს რა ისწავლა საფრანგეთში,როგორ გაიზარდა!

Posted by: jora84 7 Aug 2017, 17:49
ჰმ, აკი მაისაშვილი დატოვებს კლუბსო სეზონის ბოლოსო? ასე არ უბნობდა ბატონი ბოქლომი?
ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო-ო?

Posted by: iverieli 7 Aug 2017, 17:58
dc120mm
მადლობა. კარგია რო დაბრუნდა და ბათუმს დაეხმარება ევროთასებზე up.gif . თან თუ მეორეხაზელიცაა ნაკრებისთვისაც დავაკვირდებით

Posted by: jora84 7 Aug 2017, 18:00
კაცის გაზომვა და აწონვა რაღა გახდა facepalm.gif

5 წლის ბავშვები არიან?
user posted image

ცალკე მხტომელებს გადავხედე, 195 სმ მაქსიმუმია mo.gif მაქსიმუმი რა ერთია მაგ სიმაღლე დანარჩენები 190-193 ტრიალებენ user.gif

Posted by: dc120mm 7 Aug 2017, 18:08
iverieli
QUOTE
თან თუ მეორეხაზელიცაა ნაკრებისთვისაც დავაკვირდებით

ნუ ნაკრებისა რა გითხრა smile.gif ვნახოთ იქნებ ისეთი მომზადებული და გაზრდილია რო ,კი მიაქციოს მილტონამ ყურადრება,თუმცა მეორეხაზში გამორიცხული!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Aug 2017, 18:28
QUOTE
კაცის გაზომვა

აკრეფისას შეშლიათ –– ორივეგან 9 უნდა ეწეროს ნულის ნაცვლად

მაღლაკელიძე სულაც ორჯერ ეწერათ და ამოვუშალე –– მისამართი და მობილური ემთხვეოდა

და (მთელ რაგბეთში) ეგრე რომ ივსება ეგ მონაცემები, მაგიტომ ვერიდებით გასაჯაროებას

Posted by: davita_1977 9 Aug 2017, 13:14
რახდება აღარ ახლდება შემადგენლობები?


Posted by: Gio_G83 9 Aug 2017, 13:28
davita_1977
დედლაინ: 10/08 ო...

ქართულად, მიწურულში

მერე 1 დღე (მაინც) ბატონ ზაალსაც დავუტოვოთ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Aug 2017, 13:49
მე რა ??? 3 წუთი უნდა თითოს დამუშავებას + კიდევ 3 ბითუმად ატვირთვას

Posted by: Gio_G83 9 Aug 2017, 13:55
33...

smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Aug 2017, 00:34
ეს ფორმა http://site.rugby.ge/_rugby/files/gundis-ganacxadi-2016.doc
ისე მოუხერხებელია, რომ გუნდების უმეტესობა კოხტად ვერ ავსებს
და მჭირდება ჩალიჩი მოსარჯულებლად

ზოგს არ გაუგია იუნიკოდის არსებობა და
ერთმანეთში ურევს კოდირებებს

დღეის მდგომარეობით http://site.rugby.ge/ka-GE/0/

დიდ 10-ში გვაქვს 7 გუნდის განაცხადი,
პირველში - 4
რეგიონულში 1+1

@

Posted by: vanika 10 Aug 2017, 08:01
გოშა შკინინი, ირაკლი ქორიძე და ლევან დარასელია ნოვოკუზნეცკის 'მეტალურგიდან' უკან წამოვიდნენ.

https://rugger.info/news/15503

"В сезоне-2017/18 в грузинском чемпионате изменились сроки и условия оформления заявок. Уже в конце июля регбисты должны не только предоставить все необходимые документы, но и лично присутствовать при подаче заявки. В связи с этим Дараселия, Коридзе и Шкинин были вынуждены уехать".

Posted by: Gio_G83 10 Aug 2017, 13:13
ლუკასა და ნიკოს მამა

10 რიცხვს ვინც გადააცელს კუთხეში დადგებიან? სახით კედლისკენ?

Posted by: davita_1977 10 Aug 2017, 17:35
შემადგენლობები განახლდა და ესე მგონია დონეები უფრო გათანაბრდა ვიდრე ვინმემ მოუმატა smile.gif მეორე საზში კი ყველას უჭირს მაღლები ყველას აკლია

არმიის ცხრილს არ აჩვენებს და გასასწორებელეია ოღონდ რაღაც

Posted by: diazi 10 Aug 2017, 22:23
QUOTE
მეორე საზში კი ყველას უჭირს მაღლები ყველას აკლია

ყველას განაცხადი ვნახე და ყველაზე მაღალი მორაგბე 198 სმ რუსთაველი ჯიმშიტაშვილი ბიძინა(4/5) (განაცხადს თუ დავუჯერებთ)
მეორე სიმაღლით ისევ რუსთაველი თორნიკე აქუბარდიაა 197სმ (N8)
196სმ _ ბაბუნაშვილი მიხეილ (აია 4/5), სიხარულიძე ჯაბა (ლელო 11)
ყველაზე მაღალი საშუალო სიმაღლე მეორეხაზელების ლელოს აქვს, ყველაზე დაბალი არმაზს.
არმიის განაცხადი ვერ ვნახე მარტო, რაღაც პრობლემას აგდებდა გადმოწერისას

Posted by: GioWEED 11 Aug 2017, 00:18
diazi
აშკარა კრიზისია მაღალი მეორე ხაზელების, და კალათბურთელების პოპულარობაც ართმევს რაგბს მაღალ ათლეტებს.

ბავშვი რო მიდის რაგბიში ისეთი აკადემიები უნდა იყოს რო დიეტოლოგიც აძლევდეს რეცეპტს ბავშვის მშობლებს + მშობლებმაც უნდა ატარონ მასაჟებზე და წამოვა მაღალი თაობა.

ჯაიანმა არ უნდა ისაჩკაოს, ეხლა მაგან რო ამ 2 წელში მაგრად ივარჯიშოს იქითა წელს წაიყვანს რომელიმე ფრანგული კლუბი და +1 მეორე ხაზელიც გაჩნდება.

Posted by: defender90 11 Aug 2017, 02:11
QUOTE
ჯაიანმა არ უნდა ისაჩკაოს, ეხლა მაგან რო ამ 2 წელში მაგრად ივარჯიშოს იქითა წელს წაიყვანს რომელიმე ფრანგული კლუბი და +1 მეორე ხაზელიც გაჩნდება.



ეგ ეგზეტერის უნივერსიტეტის გუნდშია და ჩიფსში უნდა საბოლოოდ,რომ ითამაშოს smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Aug 2017, 09:06
ქურდებისთვის არ მიმიმართავს მარტო ...

უამრავი ხერხი კი გამოვიყენე დედ’ლაინის მოახლობისას

ზოგი აგზავნის კავშირის მეილზე თემის მიუთითებლად
და იძირება სხვა მესიჯთა ზღვაში

ზოგს ეგონა რომ უკვე გამოეგზავნა ... გუშინწინ

ზოგი ელოდება ბუღალტრის შინ მისვლას

ერთმა, "ვაჟკაცას" დავავალეთ და მანდ არ იყოო?

ზოგმა გამოაგზავნა სკანი, მაგრამ მივუგე, ასო-ასო აკრეფას არ ვაპირებ’მეთქი

ერთმა მოიტანა ხელ’ნაწერი და დავავალე, რომ მენეჯერს ააკრიფინოს

რამდენიმე არც’კი გამოჩენილა რეგიონულში --
ალბათ ჰგონიათ, რომ შარშანდელიც ჩაეთვლება

Posted by: davita_1977 11 Aug 2017, 11:16
ვერ გავიგე დარბოევი სად დაიკარგა? არადა რა ნიჭიერი ბიჭი ჩანდა1!!!!!!!!!!!

Posted by: crusaders 11 Aug 2017, 11:51
ესპუარების ჩემპიონატი აღარ ტარდება?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Aug 2017, 12:17
QUOTE
დარბოევი
ყოჩებშია + თემო სოხაძე

Posted by: gio_xabaza 11 Aug 2017, 13:09
crusaders
აწი აღარ ჩატარდება მგონი

Posted by: Gio_G83 11 Aug 2017, 13:10
ქურდებისთვის არ მიმიმართავს მარტო ...
უამრავი ხერხი კი გამოვიყენე დედ’ლაინის მოახლობისას
ზოგი აგზავნის კავშირის მეილზე თემის მიუთითებლად - რა საჭიროა ჯიგრები ნახავენ...
და იძირება სხვა მესიჯთა ზღვაში
ზოგს ეგონა რომ უკვე გამოეგზავნა ... გუშინწინ - ეგონა და ჰა...
ზოგი ელოდება ბუღალტრის შინ მისვლას - შინ მიუსვლელი ბიღალტრები
ერთმა, "ვაჟკაცას" დავავალეთ და მანდ არ იყოო? - ან მანდ არ იყო ან ვაჯKაცობიდან ვაშკაცობამდე გზა განვლო..
ზოგმა გამოაგზავნა სკანი, მაგრამ მივუგე, ასო-ასო აკრეფას არ ვაპირებ’მეთქი - ტექნიკა წინ მიდისო )))
ერთმა მოიტანა ხელ’ნაწერი და დავავალე, რომ მენეჯერს ააკრიფინოს - რეგიონში კომპიუტერზე თუ ხელი არ მიუწვდება რა ჰქნას იმ პატიოსანმა )))
რამდენიმე არც’კი გამოჩენილა რეგიონულში -- უი გათამაშება იწყებაო და მარიამობის მე-2 მე-3 დღეს აქეთ დარეკავენ )))
ალბათ ჰგონიათ, რომ შარშანდელიც ჩაეთვლება


ლუკასა და ნიკოს მამა

ტრაგი კომედიაა რა
და ამ შიდა ქვაბნახარჩით მსოფლიოზე 2 თამაშის მოგების პრეტენხია გვაქვს

ჯავახიშვილი (მ) ცოცხალი რომ იყოს ამ თემაზე სერიოზული დრამატურგიით გაერებულ ნაწარმოებს დადებდა

Posted by: davita_1977 11 Aug 2017, 13:14
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 11 Aug 2017, 12:17 )
QUOTE
დარბოევი
ყოჩებშია + თემო სოხაძე

ყოჩები ხაარების არ იყოს წაუგებლად დაბრუნდება დიდ 10 ში მგონი

Posted by: Gio_G83 11 Aug 2017, 13:15
თან ისე უნდა ქნა რომ არავის ეწყინოს



განწყობისთვის

Posted by: otia-83 11 Aug 2017, 13:18
აიას წელს ძაან მაგარი უკანა ხაზი ეყოლება, მართალია ბავშვები არიან უმეტესობა მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა მეტოქეს მაგრად ააწიოკებენ.
გვარი------------------------------ ასაკი---- ზომა--წონა --- პოზიცია
თუთბერიძე თემურ-----------23.06.1995 - 173 --- 77 --------- 9
როხვაძე გიორგი---------------26.09.1988 - 179 --- 84 --------- 9
სიმსივე ირაკლი -------------- 23.07.2000 - 191 --- 95 ------ 12-13
ბაბუნაშვული გიორგი--------15.11.1995 - 185 --- 84 -------- 10
წივწივაძე ნიკა-----------------08.01.1999 - 193 --- 110 ------- 7
აბჟანდაძე თედო-------------- 13.06.1999 - 177 --- 71 -------- 10
ირემაძე თემურ----------------19.02.1995 - 182 --- 100 ------- 12
ძნელაძე ლაშა------------------16.12.1999 - 182 --- 95 ------ 11-14
ძნელაძე ზურაბ----------------23.01.1992 - 188 --- 98 ------ 13-15
აბრამიძე გიორგი--------------06.05.1991 - 176 --- 90 ------ 11-14
მანაგაძე თორნიკე-------------03.01.1996 - 185 --- 81 ------ 12-13
ახვლედიანი ანდრო---------- 07.07.1999 - 181 --- 70 -------- 9
მოდებაძე მირიან--------------27.10.1997 - 193 --- 94 -------- 15
ლომიძე ლაშა------------------26.01.2000 - 180 --- 86 -------10-12
ძაგნიძე ოთარ------------------10.11.1999 - 183 --- 86 --------- 10-12
კიკაძე ვიქტორ-----------------14.03.1998 - 190 --- 95 --------- 6-7
ღონღაძე აჩი--------------------24.02.1999 - 185 --- 75 --------- 15

Posted by: Gio_G83 11 Aug 2017, 13:32
QUOTE
აიას წელს ძაან მაგარი უკანა ხაზი ეყოლება, მართალია ბავშვები არიან უმეტესობა მაგრამ


მთელი U 18 დიდებში დაწინაურებულა,
სუ თლა ბოვშები

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Aug 2017, 16:05
ამათ კამპიუწერი არ აქვენ? >> http://pix.ge/x/a/t/mokbd/

შედგა რეგიონული: 6 აღმ + 7 დას

მაგრა გვჭირდება აქეთ მეშვიდე გუნდი:
თსუ ისევ დაგვეკარგა და გენერლებს დავურეკო მაგის გამო?

თორემ აღმოსავლეთი რო მორჩება, მერე ერთი თვე უნდა ელოდოს დასავლეთს


Posted by: enorme 12 Aug 2017, 10:35
ივერია გაძლიერდა აშკარად . ექნება პრეტენზია უმაღლესში ამოსვლის .

ლოკომოტივიდან დაიმატეს : გივი ბერიშვილი , გიორგი ბიწაძე (იო) .
ძველი ლოკომოტიველები : ორაკლი ღვინჯილია , ზერო პეტრიაშვილი , სანდრო ქავთარაძე
გიგა კორკელია .

მთავარი მწვრთნელი გიორგი ჟღენტი (ხრუშა ) .


კაია , უმაღლესიდან პირველში რო გადადიან მოთამაშეები და მთელი სეზონის უმაღლესის განაცხადში ტყუილად არ უწევთ ყოფნა.

Posted by: dc120mm 12 Aug 2017, 10:47
crusaders
QUOTE
ესპუარების ჩემპიონატი აღარ ტარდება?

თუ არ ჩატარდა ეგ იქნება ძალიან ცუდი!!! მაგრამ როგორც ტარდებოდა ისე ჩატარებას მართლა აზრი არა აქვს!
* * *
diazi
QUOTE
ყველას განაცხადი ვნახე და ყველაზე მაღალი მორაგბე 198 სმ რუსთაველი ჯიმშიტაშვილი ბიძინა(4/5) (განაცხადს თუ დავუჯერებთ)
მეორე სიმაღლით ისევ რუსთაველი თორნიკე აქუბარდიაა 197სმ (N8)

კი სწორია,ზუსტად წერია სიმაღლეები ორივესი!

ჯიმშიტაშვილი თელაველია,აიაში თამაშობდა და მერე რუსთავში გადმოვიდა,ყველაზე მეტად როცა გვჭირდებოდა მაშინ დაიმტვრა და კიდეც გავვარდით! განვლილი სეზონი ჯიქებში გაატარა თუმცა თამაში ძალიან ცოტა უწევდა და ეხლა ისევ დაგვიბრუნდა!

კარგი აღნაგობა აქვს ძალიან და მეტი შეუძლია აშკარად!

Posted by: gio_xabaza 12 Aug 2017, 13:36
dc120mm
ესპუარებმა ჩააკიმარა არცერთ გუნდს აღარ გამოყავს როგორც ხმები დადის

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Aug 2017, 21:08
კახელები + ჭადარი = ცივი თელავი
http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/AHM/TELAVI.doc


Posted by: dc120mm 12 Aug 2017, 21:21
QUOTE
ცივი

ცივი რამ დაარქმევინათ გუნდზე?

Posted by: Lotkinski 12 Aug 2017, 22:04
QUOTE
ცივი რამ დაარქმევინათ გუნდზე?


ჯოო, შენა თელავში ნამყოფი ხააარ?

გომბორი ქედ რა ქვიან მაშ?

მაქედანაა

https://www.youtube.com/watch?v=XJfxfU02CUM

Posted by: gio_xabaza 13 Aug 2017, 00:31
ლუკასა და ნიკოს მამა
10 აგვისტოს მერე ზაიავკა და გუნდში ჩასმები შეწყდა ხო??? ვერ დაემატება ვერავინ გუნდებს

Posted by: lepori 13 Aug 2017, 09:03
QUOTE
ცივი

facepalm.gif

არადა ფბზე გამოკითხვა ჰქონდათ, რა დავირქვათო
უმეტესობამ ჭადარი ან თელავი თქვა
ზოგმა კახელები


რაის ცივი vis.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Aug 2017, 09:55
QUOTE
ვერ დაემატება

დაემატებიან უგუნდოები -- არავის განაცხადში რომ არ ყოფილან

ალბათ დაშლილი გუნდების ხალხიც -- წიქარა? თსუ? პონტო? თიბისი?

დუბლები ეტყობა დაიხურა და რამეს დაადგენს მაგაზე გამგეობა

Posted by: WP-Rex 13 Aug 2017, 10:31
dc120mm
QUOTE
ცივი რამ დაარქმევინათ გუნდზე?

givi.gif

კიდე კაი პივაც არ მიაყოლეს.

Posted by: ramazi-rugby 13 Aug 2017, 17:58
27 ალბუთაშვილი ზურა 1987 184 105 ხერხემალი ჭოპორტი

ხერხემალი ახალი ამპლუაა რამე?
ჟღენტი გიორგი მთავარი მენეჯერი

ან მთავარი მენეჯერი(?)
ივერიას განაცხადშია

Posted by: dc120mm 13 Aug 2017, 21:43
WP-Rex
QUOTE
კიდე კაი პივაც არ მიაყოლეს.

biggrin.gif

QUOTE
ხერხემალი ახალი ამპლუაა რამე?
ჟღენტი გიორგი მთავარი მენეჯერი

ან მთავარი მენეჯერი(?)
ივერიას განაცხადშია

biggrin.gif

Posted by: jora84 14 Aug 2017, 12:57
ramazi-rugby

დაახლოებით ერთი წლის წინ ვბჭობდით აქ მეორე ხაზელის დასახლებაზე და მაშინ გაიჟღერა მაგ სახელმა, ეტყობა მაქედან აიღეს biggrin.gif

Posted by: otia-83 14 Aug 2017, 13:35
QUOTE
ხერხემალი

მეოთხე და მეხუთე მალის ხათრით smile.gif

Posted by: GioWEED 16 Aug 2017, 13:17
წელს ყველაზე მეტად მომწონს აია-ს შემადგენლობა. სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით. 1 კაი მწვრთნელი ჭირდებათ ფრანგული აკადემიის - ახალგაზრდებთან სამუშაოდ.


Posted by: davita_1977 16 Aug 2017, 13:46
QUOTE (GioWEED @ 16 Aug 2017, 13:17 )
წელს ყველაზე მეტად მომწონს აია-ს შემადგენლობა. სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით. 1 კაი მწვრთნელი ჭირდებათ ფრანგული აკადემიის - ახალგაზრდებთან სამუშაოდ.

აი ნახავთ თუ აიას საუკეთესო სეზონი არ ქონდეს, საქართველოს ჩემპიონატში ამართლებს ახალგაზრდებით თამაში, მითუმეტეს ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები

Posted by: dc120mm 16 Aug 2017, 15:05
davita_1977
QUOTE
აი ნახავთ თუ აიას საუკეთესო სეზონი არ ქონდეს,

საუკეთესო სეზონი ანუ ჩემპიონობა? რავიცი რავიცი smile.gif

აღდგომა და ხვალეო,ვნახოთ smile.gif

Posted by: NAPSTER 16 Aug 2017, 15:43
აიას წელსაც თუ ისევ ისეთი შერკინება ეყოლა, ჩემპიონობა კი არა, პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე გამოვარდებიან წინა სეზონივით

Posted by: otia-83 16 Aug 2017, 15:51
NAPSTER
QUOTE
აიას წელსაც თუ ისევ ისეთი შერკინება ეყოლა, ჩემპიონობა კი არა, პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე გამოვარდებიან წინა სეზონივით

yes.gif
მარტო ბურთაობა რის მაქნისია, თუ მყარი დაცვაც არ უმაგრებს ზურგს და მითუმეტეს დიდ 10-ში კიდევ შერკინებაში მიწოლა. მარტო 3-4 ნიჭიერი 10-12 ნომრების (სხვა უკანა ხაზელებისაც) ხარჯზე არაფერი გამოვა.

Posted by: diazi 16 Aug 2017, 22:59
ძაან მინდა აიას წარმატება მაგრამ წელს რაღაც ამ ახალგაზრდებით ვერ გავლიან მე მგონი ფონს. ჯანი არა მგონია ჯერ ეყოთ საჩემპიონოდ. მონდომება და ჟინი კი ექნებათ საკმარისად მაგრა... გაისისთვის უფრო მეტს იზავენ თუ შერკინება და მიწოლა გამოასწორეს

Posted by: lepori 17 Aug 2017, 00:41
უცნაურია:
ბოლო წლების აშკარა ფალავანის- ლელოსი მხოლოდ 14%ს ეიმედება
მოქმედი ჩემპიონის კი სულაც 4-ს

Posted by: GioWEED 17 Aug 2017, 03:29
ისე მგონი ინტერესიც იზრდება დიდი10-ის მიმართ. შეიძლება ყველა თამაშზე არა მაგრამ ფავორიტების თამაშზე სიამოვნებით დავესწრებოდი.

წყალივით გვჭირდება კლუბი პროფესიონალურ ჩემპიონატში თუნდაც პრო 2დ იყოს!

ბოლო ბოლო ხო უნდა ჩამოვყალიბდეთ სარაგბო ერად! მაგას კიდე დიდი10ით ვერ ვიზავთ, კლუბი გვინდა ევროპაში!
კლუბს კიდე ფული ჭირდება და ძალიან მაგარი შემადგენლობა შეიძლება შეიკრიბოს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Aug 2017, 10:24
კობა დალაქიშვილის ნამუშევრები

კაცთა ლიგების ყველა მოთამაშე (ანბანზე)

http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/KOBA/ANBANZE.xls

განაცხადები.xls

http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/KOBA/0_D10.xls
http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/KOBA/1_PIR.xls
http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/KOBA/2_DAS.xls
http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/KOBA/2_AHM.xls

@

დაევალა სხვადასხვა გუნდში ერთი და იმავე მოთამაშის პოვნა
მაგიტომ შეიტანა მარტო გვარი | სახელი | დაბადება | გუნდი
სხვა მონაცემები ისედაც ძაან არა’ზუსტია და გამოუსადეგარი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Aug 2017, 15:15
დიდი 10-ის საგულისხმო ტრანსფერები * 2017 ზაფხული

http://files.rugby.ge/VARIA/2017_Transferebi.htm

Posted by: otia-83 18 Aug 2017, 16:12
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6207&callerModID=17364

QUOTE
დიდი 10 | არმაზი (მარნეული)


QUOTE
გუნდის გაძლიერების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელების - ილია მაისურაძისა და ლადო კილასონიას დამატებაა"

Posted by: Gio_G83 23 Aug 2017, 13:17
სერიიდან გუნდების წარდგენა...

სერია პირველი:
დიდი 10 | ტრანსფერები 2017-18
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6210&callerModID=17364

სერია მეორე:
არმია
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6216&callerModID=17364

სერია მესამე:
ბაგრატი
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6209&callerModID=17364

სერია მეოთხე:
არმაზი
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6207&callerModID=17364

სერია მეხუთე:
ხარები:
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6206&callerModID=17364

Posted by: dc120mm 23 Aug 2017, 20:23
დღეს რუსთავის სარაგბო სტადიონზე "ხარებმა" ახალი სათამაშო ფორმა და ახალწვეულები წარადგინა.
მომავალ სეზონში რუსთაველთა რიგებში კვლავ ითამაშებს ვაჟა ხუციშვილი, რომელიც გასულ სეზონში "ლოკომოტივ"-ში ასპარეზობდა, ასევე "ჯიქები"-დან დაბრუნდნენ ბიძინა ჯიმშიტაშვილი და ნიკა ბეჟუაშვილი, ხოლო "არმაზი"-დან გუნდს შეუერთდა ირაკლი ჩომახაშვილი.
ასევე ა ლიგიდან დიდ გუნდში ამოვიდნენ ლევან ნარიმანიძე, ზურა ქავთარაძე, პაატა ბურჭულაძე და ლუკა გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ წელს რუსთავის "ხარები"-ს მხარდამჭერი გახდა კომპანია "მადაგონი",რომელმაც კლუბს სათამაშო ფორმა შეუძინა.
რუსთავის "ხარები" მადლობას უხდის კომპანია "მადაგონს' მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: lepori 23 Aug 2017, 22:56
QUOTE
"ხარებმა" ახალი სათამაშო ფორმა  წარადგინა.

ლამაზი ფორმაა, მითუმეტეს შავწითელა

წარმატებები ხარებს up.gif

Posted by: dc120mm 24 Aug 2017, 10:50
lepori
QUOTE
ლამაზი ფორმაა, მითუმეტეს შავწითელა

მე თეთრი უფრო მომწონს smile.gif

Posted by: qobula 24 Aug 2017, 11:54
რა კაი სპონსორი ყოლიათ ხარებს. დღეიდან 15-ის ნაცვლად 20 ლიტრ მადაგონს ვიყიდი ხოლმე. smile.gif))))

Posted by: dc120mm 24 Aug 2017, 12:30
qobula
QUOTE
რა კაი სპონსორი ყოლიათ ხარებს. დღეიდან 15-ის ნაცვლად 20 ლიტრ მადაგონს ვიყიდი ხოლმე. ))))

ნუ მთლად სპონსორი არ არის,მაგრამ მაინ კარგია კერძო სექტორი რო ცოტას მაინც ეხმარება!

Posted by: qobula 24 Aug 2017, 13:33
ნუ სულ არაფერს ჯობია, რაც მეტი იქნება მით უკეთესი.

Posted by: lepori 24 Aug 2017, 14:05
QUOTE
რა კაი სპონსორი ყოლიათ ხარებს. დღეიდან 15-ის ნაცვლად 20 ლიტრ მადაგონს ვიყიდი ხოლმე

მე ახლაღა გავიგე რომ ეგეთი ლუდი არსებობდა..
როცა მომიხერდება იმდენს მაინც ვიყიდი ერთი მაისურის ფული მაინც რომ ამოიღონ biggrin.gif

Posted by: dc120mm 24 Aug 2017, 14:27
lepori
QUOTE
მე ახლაღა გავიგე რომ ეგეთი ლუდი არსებობდა..

ლუდსახარში არ არის smile.gif სუპერმარკეტების და რესტორნების ქსელია+თავისი ლუდსახარშიც აქვთ,მაგ დასახელების ლუდი არ გამოდის,ანუ მარკირებული არ არის,ისე ყიდიან ჩამოსხმით smile.gif

Posted by: qobula 24 Aug 2017, 14:35
კი ჩამოსასხმელი ლუდია მხოლოდ, სხვათაშორის ძაან მომწონს და შემჯდარი ვარ უკვე.

Posted by: lepori 24 Aug 2017, 15:04
dc120mm
QUOTE
ისე ყიდიან ჩამოსხმით

ჩამოვასხმევინებ მეც smile.gif

---
ისე, ხარების თამაშზეც მიიტანონ ხოლმე
სტადიონთან და ხეირს ნახავენ boli.gif

Posted by: GioWEED 24 Aug 2017, 15:16
ვა ვა, მეც პირველად გავიგე აწი მოვიკიტხავ ხოლმე მაგ ლუდს.

თემას არ ეხება მარა აგვისტოში უკვე 200 ლარამდე ლუდი ვიყიდე. გავსინჯავ დღეს მადაგონს და თუ მომეწონა გადავალ მაგ ლუდზე.
კაია რო ერთვებიან ბიზნესები სპორტში. წარმატებები ხარებს.

წელს ჩემი გულშემატკივრობა შემდეგი თანმიმდევრობით იქნება:

1 - აია ქუთაისი
2 - რუსთავის ხარები
3 - ლოკომოტივი
4 - ლელო

Posted by: dc120mm 24 Aug 2017, 15:52
lepori
GioWEED
QUOTE
ჩამოვასხმევინებ მეც

QUOTE
ვა ვა, მეც პირველად გავიგე აწი მოვიკიტხავ ხოლმე მაგ ლუდს.

მე როგორც ვიცი მარტო თავიანთ სუპერმარკეტ-რესტორნებში ხარშავენ-ყიდიან smile.gif მეეჭვება სადმე ცალკე "ლარიოკი" ქონდეთ. მითუმეტეს რუსთავს გარეთ.

Posted by: qobula 24 Aug 2017, 16:32
ვაჟაზე აქვთ რესტორანი და იქ ყიდიან, პლიუს ადგილზე მიტანის სერვისიც აქვთ, 10 ან მეტ ლიტრს თუ იყიდი.

Posted by: lepori 24 Aug 2017, 16:45
QUOTE
ვაჟაზე აქვთ რესტორანი და იქ ყიდიან,

up.gif

GioWEED
QUOTE
1 - აია ქუთაისი
2 - რუსთავის ხარები
3 - ლოკომოტივი
4 - ლელო

ლოკოს მაგივრად ჯიქი ჩამისვი და უკვე ჩემი სიაა biggrin.gif

Posted by: otia-83 24 Aug 2017, 17:25
ირლანდიაში სასწავლებლად მიდის თედო აბჟანდაძე

http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6217&callerModID=17364

QUOTE
თედო აბჟანდაძე უდიდესი პოტენციალის მოთამაშეა. ის მგეზავადაა დაბადებული და ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ირლანდიაში ბევრად უფრო წინ წავა, განვითარდება და მომავალში ქართულ რაგბს გამოადგება. ჩვენ მას წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ, როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე სწავლაში.

Posted by: tarash07 24 Aug 2017, 18:24
otia-83
სექტემბრის ბოლოს მიდის როგორც ვიცი,ეხლა კეიპტაუნშია,მერე ჰაიდელბერგში მიდის ტურნირზე.

Posted by: lepori 24 Aug 2017, 22:14
QUOTE
ირლანდიაში სასწავლებლად მიდის თედო აბჟანდაძე

რის სასწავლად
დანტისტობის?

Posted by: jora84 24 Aug 2017, 22:20
ვაჟაზე რომ არის მადაგონი ლუდიც ნორმალური აქვთ და ხინკალსაც არაუშავს, სახლში როდესაც მინდა ჩახინკვლა სულ მაქედან ვეზიდები chups.gif

lepori

იმედია თლათ მაგის წავლას არ გადავება და ოვალს უკეთესად შეითვისებს biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Aug 2017, 21:30
ყველა ლიგა ერთ ყაიდაზე >> http://m.rugby.ge/ge-ka/tables/

01/09 = დ10 >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/
23/09 = პირ >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/
02/09 = რეგ >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/
05/09 = ან >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-U18/#2M6
14/09 = ბან >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-U16/#3N0

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Aug 2017, 22:50
user posted image

გაგიკვირდებათ არწჲომიჩ ...

@GeorgianRugby premiership
#Didi10
#Captains posing for 2017-18 season
#Launch at
#FabrikaHostel in
#Tbilisi

იცოდა ამათ გარდა ... ვინმემ?
მიპასუხებთ, ფოტო’გრაფმაო!

@

სადღაც მინახავს ეგ კედლის მხატვრობა და ვერც მაგას ვიხსენებ, სად ...
ალბათ ყველა უბანშია ...

Posted by: jora84 28 Aug 2017, 23:28
ლუკასა და ნიკოს მამა

მე ვიცოდი biggrin.gif დიდი ათის პირწიგნაკმა ამომიგდო biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Aug 2017, 11:59
"კავშირის საითის" ტაბლო >>

* კომპში http://site.rugby.ge/ka-GE/0/

* სმართ’ფონზე http://m.rugby.ge/ge-ka/tables/

Posted by: qobula 31 Aug 2017, 12:23
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 28 Aug 2017, 22:50 )
user posted image

გაგიკვირდებათ არწჲომიჩ ...

@GeorgianRugby premiership
#Didi10
#Captains posing for 2017-18 season
#Launch at
#FabrikaHostel in
#Tbilisi

იცოდა ამათ გარდა ... ვინმემ?
მიპასუხებთ, ფოტო’გრაფმაო!

@

სადღაც მინახავს ეგ კედლის მხატვრობა და ვერც მაგას ვიხსენებ, სად ...
ალბათ ყველა უბანშია ...

ნინოშვილის ქუჩა, საბჭოს მოედნის ქვედა ქუჩაა, კედელი ეკუთვნის დაწესებულება "ფაბრიკას".

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Aug 2017, 12:29
მაგ უბანში გავიზარდე -- 1970 წელს გადმოვედით ზემო ვერაზე

ეგ გავერანებული ფაბრიკა ბოლოს ვნახე 2013 წლის სექტემბერში -- მერეღა გაიხსნებოდა ჰოსტელი

"მოსოსიქლეთებს" არას ვერჩი, მაგრამ კედლის მხატვრობა არ მომწონს:

არც ის ნაცისტური ელვები და "ვიჩ ბიჩ" -- გრძნეული კახპა

თუ ეგრე გაგრძელდა, გაისად ჰოსტელიდან ბორდელში გადავალთ


user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Sep 2017, 18:02
ცოცხალი ოქმი

http://files.rugby.ge/oqmi/DEMNA/2017_0901_D10_01_XAR-JIK.htm

Posted by: jora84 1 Sep 2017, 18:09
დიმა, კოშა რათ არ არის?
ტრამვა აქვს?

ლუკასა და ნიკოს მამა

QUOTE
თუ არ გეჩქარებათ, ნუ გადატვირთავთ: თავად განახლდება 30 წამში


ეს მომეწონა biggrin.gif

Posted by: OldRuger 1 Sep 2017, 18:14
0-0 წერია მანდ არადა იგებს ჯიქი უკვე 0-7

Posted by: jora84 1 Sep 2017, 18:14
ლუკასა და ნიკოს მამა


ბატონო, ზაალ გაიჭედა მგონი ცოცხალი ოქმი mo.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Sep 2017, 18:43
ინტერნეთმა გაჭედა სტადიონზე -- გასწორდა

Posted by: OldRuger 1 Sep 2017, 18:44
ვახ ჯიქებმა რა ლელო დადეს ბრავო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Sep 2017, 18:50
ბოლო 10 წუთია ყოჩაღად მიდის -- მდივანი ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდა თავიდან -- სტადიონზე ინტერნეთი არ იყო -- არადა, ლიცენზია აქვთ!

ერთი პირობა, ჩემთვის უნდა ეკარნახა და მე წამეყვანა შინიდან -- მერე ჩაირთო და ძაან ინერვიულა

Posted by: jora84 1 Sep 2017, 20:34
უყურე შენ ხარებს ?! რა ქამბექი მიუციათ

Posted by: Nikalai_l2 1 Sep 2017, 20:49
მალაძიეც ხარები, ძან მაგარი გუნდია რესპექტ დამევასნენ მაგრად ვბალეშიკობ წელს up.gif

Posted by: samxara91 1 Sep 2017, 20:57
dc120mm
გილოცავთ ხოშიან დაბრუნებას დიდ 10ში. წარმატებები up.gif

respect ბიჭებს sa.gif

Posted by: dc120mm 1 Sep 2017, 21:09
jora84
QUOTE
დიმა, კოშა რათ არ არის?
ტრამვა აქვს?

ფეხი ქონდა მოტეხილი,უკვე ვარჯიშობს,ალბათ 2 კვირაში ითამაშებს კიდეც!

QUOTE
მდივანი ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდა თავიდან -- სტადიონზე ინტერნეთი არ იყო -- არადა, ლიცენზია აქვთ!
მართლა ვინერვიულე,"აითიშნიკმა" (არ არის ოფიციალურად,დაცის წევრია მაგრამ) აურია და მერე გაასწორა!


Nikalai_l2
samxara91
QUOTE
მალაძიეც ხარები, ძან მაგარი გუნდია რესპექტ დამევასნენ მაგრად ვბალეშიკობ წელს

QUOTE
გილოცავთ ხოშიან დაბრუნებას დიდ 10ში. წარმატებები

მადლობა smile.gif

ვიცოდი მეორე ტაიმში რო დაღლიდნენ,3 თვეა ვარჯიშობენ,მაგრამ პირველი ტაიმის მერე ცოტა ეჭვი შემეპარა.
მეორეში დაგლიჯეს 22-3 მოიგეს მეორე ტაიმი!

Posted by: lepori 2 Sep 2017, 01:16
ვიდეო ჩანაწერი მოიპოვება? baby.gif

Posted by: davita_1977 2 Sep 2017, 10:00
ის ქავთარაძე 17 წლის ბიჭი ყოფილა და მომეწონა კაი ჯანიანი ბიჭია, სისწრაფეში ვერ შევნიშნე სწრაფი თუ იყო და კონტაქტი ერთი ორი მაგარი კონტაქტი კმისცა და შეცდომაც არაფერი არ ქონია

Posted by: dc120mm 2 Sep 2017, 10:51
davita_1977
QUOTE
ის ქავთარაძე 17 წლის ბიჭი ყოფილა

ხო ა ლიგიდან დაიმატეს!

Posted by: samxara91 2 Sep 2017, 11:16
QUOTE (lepori @ 2 Sep 2017, 01:16 )
ვიდეო ჩანაწერი მოიპოვება? baby.gif

რაგბი ტივიზე გადაახვიე ან ტივიში ან მაივიდეოზე

---------------

წამატებები ხვალ აიას. sa.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Sep 2017, 15:57
15.45 >> http://files.rugby.ge/oqmi/LUKA/2017_0902_D10_02_AMZ-BTM.htm

18.00 >> http://files.rugby.ge/oqmi/IRAKLI/2017_0902_D10_03_BGR-LEL.htm

Posted by: lepori 3 Sep 2017, 00:02
samxara91
QUOTE
რაგბი ტივიზე გადაახვიე ან ტივიში ან მაივიდეოზე

ემიგრანტებს არა გვწყალობს მაივიდეო sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Sep 2017, 17:27
18.00 >> http://files.rugby.ge/oqmi/DATO/2017_0903_D10_04_AIA-LOK.htm

20.00 >> http://files.rugby.ge/oqmi/NIKO/2017_0903_D10_05_ARM-AKD.htm

@

Posted by: diazi 3 Sep 2017, 19:12
ასეთი შერკინებით აია ვერ გავა ფონს....

Posted by: samxara91 3 Sep 2017, 20:15
QUOTE (diazi @ 3 Sep 2017, 19:12 )
ასეთი შერკინებით აია ვერ გავა ფონს....

აიას იარაღი არც არასდროს ყოფილა შერკინება.

წინა წელს რომ არა თანაქალაქელთა პადერჟკა ალბათ იჩემპიონებდნენ კიდეც

Posted by: diazi 3 Sep 2017, 21:38
samxara91
QUOTE
აიას იარაღი არც არასდროს ყოფილა შერკინება.

არ ყოფილ მაგრამ ასე წაგება შერკინების არ შეიძლება. პირველი ხაზი ძალიან იჩაგრება და გუნდს ეს მაგრად აზარალებს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Sep 2017, 22:30
I ტური + სრულად >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

ოქმის სანახავად დაწკაპეთ ანგარიშზე
სქოლიო >> http://site.rugby.ge/ka-GE/LEGEND/

სტატ’მოწინავენი >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

@

Posted by: OSTAP 4 Sep 2017, 01:28
მათიაშვილს რა ჭირს? მხოლოდ თულუხჩად რატომ ირჯება?

Posted by: Gio_G83 4 Sep 2017, 13:33
მიილია პირველი ტური...

ხარები 27:21 ჯიქი
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6225&callerModID=17364

არმაზი 13:13 ბათუმი
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6227&callerModID=17364&Title=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%2010%20|%20%E2%80%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E2%80%99%2013:13%20%E2%80%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E2%80%99

ბაგრატი 16:31 ლელო
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6228&callerModID=17364&Title=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%2010%20|%20%E2%80%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E2%80%99%2016:31%20%E2%80%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E2%80%99

აია 20:17 ლოკომოტივი
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6229&callerModID=17364&Title=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%2010%20|%20%E2%80%98%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E2%80%99%2020:17%20%E2%80%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E2%80%99

არმია 20:13 აკადემია
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6230&callerModID=17364&Title=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%2010%20|%20%E2%80%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E2%80%99%2020:13%20%E2%80%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E2%80%99

პირველი ტურით დიდი დასკვნების კეთება არასწორია ხოლმე, მაგრამ...
რუსთავში ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ, თურმე ხარები ჯიქებს მუდამ უგებენ, ხოდა შარშან ჯიქი ჩემპიონი რომ გახდა ხარების დიდი10 ში არყოფნას მივაწერე smile.gif

გაძლიერებულმა არამზმა მოგება არ დაანება ასევე გაძლიერებულ ბათუმს, რომელიც ევროპაშიც იასპარეზებს (იმედია უკეთ ვიდრე არმაზთან)

წინაწელს ლამის დაშლილ, მარგამ აიას გადარცენილ არმაზს, კარგად გადახალისებულმა ლელომ პრემიალური აართვა

ქუთაისში თითოს ჯობნიდა ლოკომოტივი აიას, მარგამ აქაც ორი განსხვავებული ტაიმი გამოდნა და მასპინძელმა იმარჯვა

არმიამ კი აკადემია პროჟექტორენის შუქზე დაამარცხა, თავიდანვე მოიპოვა ინიციატაივა და საბოლოოდ არ გაანიავა - ტემპი იყო კუსნაბიჯები ან ლოკოკინის რბოლა...

მომდევნო ტურში (08/09-09-17)
ჯიქი - არმაზს მიიღებს (1)
აკადემია - აიას (2)
ხარები - ლოკოს (2)
ლელო - არმიას (1)
ბათუმი - ბაგრატს (1)

5 მატჩში 22 ლელო ვიხილეთ, ორგან 4-4 თითო გუნდის შესრუელბით, მარგამ პრემიალური +3 ლელოსთვის მხოლოდ ლელო სარასაენსს დარჩა
სანუგეშო ქულა კი სამმა მოაგროვა 8 ქაულაზე ნაკლებით მარცხისთვის

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Sep 2017, 17:45
18.00 ჯიქი - არმაზი >>
http://files.rugby.ge/oqmi/VASO/2017_0908_D10_06_JIK-AMZ.htm

Posted by: jora84 8 Sep 2017, 17:52
QUOTE
18.00 ჯიქი - არმაზი >>
http://files.rugby.ge/oqmi/VASO/2017_0908_D10_06_JIK-AMZ.htm


ჭყოიძე შემკვრელად? რას დაახრიგინებენ წინ და უკან biggrin.gif

Posted by: jora84 8 Sep 2017, 17:58
ლუკასა და ნიკოს მამა

ამ თემას კი არ ეხება, მაგრამ 2015 წლის ალაფის სამატჩო განაცხადები სად შეიძლება ვნახო?(სასურველია ინგლისურ ენაზე)

ასევე არ ეხება ამ თემას: 25.11 აშშ რომ დაემატა მარჯვენა დაფას 11.11 კანადის დამატებაზე ფეხს ვინ ითრევს? biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Sep 2017, 19:10
კანადის შესახებ არაფერი დაწერილა კავშირის წყაროებზე --
მოთამაშემ | მწვრთნელმა თუ თქვა, ეგ არ ითვლება

მაგიტომ არ ვამატებთ
* * *
http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/
20წ მსოფლიო ალაფა 2015
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-U20-Trophy/
მატჩს ძირში უწერია დედნის ბმული

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Sep 2017, 20:26
შაბათის პირდაპირები | ცოცხლები

ხარები - ლოკომოტივი
მზა >> http://files.rugby.ge/oqmi/_MZA/2017_0909_D10_07_XAR-LOK.htm
დედანი >> http://files.rugby.ge/oqmi/DEMNA/2017_0909_D10_07_XAR-LOK.htm

აკადემია - აია (შუა პირველი ტაიმია)
http://files.rugby.ge/oqmi/LASHA/2017_0909_D10_08_AKD-AIA.htm

@

Posted by: otia-83 9 Sep 2017, 22:07
აკადემიის 9 ნომერი პირველხაზელის ტანზეა smile.gif

თუ პირველხაზელია და მიავლინეს 9-ზე? smile.gif

Posted by: dc120mm 9 Sep 2017, 22:10
ხარები-ლოკომოტივი 22:15

მეორე თამაში მოვიგეთ ზედიზედ bis.gif

მატჩის ოქმი იხილეთ ზედა პოსტში და კავშირის საიტზე smile.gif ასევე მიმოხილვა!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Sep 2017, 22:35
კვირას

16.00 >> http://files.rugby.ge/oqmi/ASLAN/2017_0910_D10_09_BTM-BGR.htm

18.15 >> http://files.rugby.ge/oqmi/LUKA/2017_0910_D10_10_LEL-ARM.htm

@
* * *
სტატ’მოწინავენი
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

Posted by: OldRuger 10 Sep 2017, 17:47
დავიტანჯე ბათუმი ბაგრატის ყურებით საშინელი თამაშია , თვითონ სიამოვნებთ ნეტა ამ ტემპში თამაში. მომეწონა ხარები - ლოკო ძალიან ცოცხალი თამაში იყო . ბრავო მასპინძლებს გამძლეობით და ხასიათით მოიგეს.

Posted by: K O R A D O 11 Sep 2017, 00:07
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ხარების თამაშით, დაბრუნებაც ასეთი უნდა - ორივე თამაში მოიგო და თან ფავორიტებთან, რაც მთავარია კარგად ბურთაობენ, დიდი მონდომებაც ეტყობათ (ტოპ ლიგა მონატრებულებს) და ალბათ ყველაზე კარგ რაგბს თამაშობენ ჯერჯერობით...წარმატებები რუსთაველებს.

Posted by: Gio_G83 11 Sep 2017, 13:45

იტოგში სეზონის დასაწყისში ხარებს თუ ჯვდება ჯიქი და ლოკო - ორივე დამარცხებულია smile.gifsmile.gif
QUOTE
მეორე თამაში მოვიგეთ ზედიზედ 

გილოცავთ
smile.gif

***

უცნაურობამდე საინტერესო სტარტი აქვს წლევანდელ დიდი 10_ს

თითქოს სეზონის წინ ყველაზე მეტად შესუსტებული ლელო სარასნესი ორმი მატჩია ზედიზედ ბონუს ქულით ამარცხებს მეტოქეებს
ბონუსის გარეშე მაგრამ ასევ ორ გამარჯვებას ითვლის აქტივში დიდი 10_ში წელს დაბრუნებული ხარები
შარშანდელი გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდი (მაგრამ ფინიშზე უცნაურად მოასპარეზე) - აია ასევე ორი პრემიის გარეშე მოგებით ლიდერებშია
საევროთასოდ გაძლიერებული ბათუმი აქტივში ითვლის მოგებას პრემიით და ფრეს
გასული ასპარეობის ჩემპიონი პირველივე მატჩში ქვედალიგიდან დაბრუნებულ ხარებთან დამარცხდა (მართალია ბონუსი დაისაკუთრა) და მხოლო ახლაღა შეძლო რეაბილიტაცია
ჩემპიონივით ერთ გამარჯვეას და ამდენივე მარცხს ითვლის არმია
ორი ტურის თავზე მოგების გარეშე ერთბაშად 4 გუნდია საიდანაც ერთს - არმაზს - აქტივში ბათუმთან ნათამაშევი ფრე აქვს და ნუგეში მეორე ტურში მარცხისთვი
ალბათ ერთი შეხედვით ბოლო ორი სეზონის მანძილზე ყველაზე მეტად გაძლირებული ლოკომოტივი ორი მარცხით, თუმცა ორი ნუგეშით ცხრილის ბოლოშია
ლოკომოტივთანვეა აკადემია - იგივე შედეგებით
შარშან დაქვეითებას გადარჩენილი ბაგრატი კი უქულოდ უკვე -55 ქულით ბოლო ადგილს იკავებს

წელს კლუბების წარდგენა კავშირმა ითავა, სადაც ლაიტმოტივად ერთი ფრაზა გასდევდა: მოსამზადებელ ეტაპი ყველამ სხვადასხვა მიზეზით დაგვიანებით დაიწყო, შედეგებიც სახეზეა: დაგვიანებული სამზადისი, ყოველი სეზონის წინ „მიდი-მოდი“, ამას დაემატება სანეორმბრო ფანჯრები, შემდეგ დიდი დასვენება, შემდეგ საერთათასო ფორტოჩკები... ამ დროს ევროსარბიელიც გვინდა, ხო... ფული არ გვაქვს და პროფესიონალიზმიც ფულის ქონა-არქონას მივაბა თუ ცალკე ჩავაბა არ ვიცი...
ფაქტია გუნდები და „ლიდერები“ სეზონს (გადავახვიოთ თუნდაც წინა 2 წელი და სტარტი მსგავსი იყო) არასატანადოდ მომზადებული ხვდებიან - ჩვენ კი გვეუბნებიან დონემ აიწიაო... მე ვამტკიცებ მხოლოდ გათანაბრდამეთქი...

ჯიგარი არ გვაკლია, ჯიგრით ვთამაშობთ, მარგამ ჯიგრიდან პროფესიონალობამდე ქარიშხალი კატრინაც და ირმაც დაეტევა - ეგერ თაზომ ინტერვიუში არც წელს და არც შარშან სასტარტო მატჩში არ დამაყენესო - 5 კილო მოვიმატეო...

დიალოგი გურულებს შორის:
- ნუ შობი მასე...
- ჩვევად მაქვს და..
- მერე მოიშალე მაი ჩვევა!..
- რაფრა?! რჯულზე მტკიცეა, ხომ იცი...
- მერე ჯერ რჯული შეიცვალე შე დაქცეულო!...
ყაურმას სუფრასთან მივეძალოთ და ჩვევას თუ ვერ ვიშლით, იქნებ იმ გურულის არ იყოს ჯერ რჯული შეგვეცვალა?!?...

Posted by: jora84 11 Sep 2017, 14:14
Gio_G83

იქეთ თაზო სუქდება, აქეთ ვინცხას ჩურჩხელების არალეგალურ ჭამაში ამხელენ, შუაში მეკო მგეზავად გადაწიეს და არც კარში არტყმევინებენ.

ყველამ გვიან რომ დაიწყო და ყველა ახალგაზრდულ მსოფლიოს იმიზეზებს რავა ყველას 15 კაცი ყავდა მსოფლიოზე მივლენილი? თან მსოფლიო 18 ივნისს მოვილიეთ.
პროფესიონალიზმი თავში კი არა, ბოდიში და ერთ ადგილასაა.

პ.ს. ჩვენ კიდევ ჯაბა სად გაგვექცა იმას ვერ ვიგებთ, არადა თვე გავიდა ლამის biggrin.gif

Posted by: Gio_G83 11 Sep 2017, 14:30
jora84
ამ ჩურჩხელების ამბავი გეცოდინება ბებიის ბებიამ რომ მოყვა ბებიაჩემის ბებია ასე შვეოდაო...
(ომში მიმავალ აქრთველს ბლომაც ჩურჩხელა მიჰქონდა, რადგან არ ფუჭდება და თან კაიკაი ენერგეტიკულიაო) - ხოდა ჭამეს და ჭამეს ბურჯებმა, უბრალოდ 2-3-4-5 კილოში გადაეზარდათ

წელს ბაგრატს ის სულიწმინდაო და მტრედიო მგონი ეგეც ვერ გადაარჩენს + აია
აკადემია და არმია, არმაზიანად იმ იბრძოლებენ რომ ბაგრატზე უარესი შედეგი არ დადონ
არმაზი უფრო მეორე წრიდან მგონია რომ დალაგდება (თუ დალაგებაა)
2 კვირაში ყოჩების სტატრტი ვნახოთ, ხარების ერთამოსუნთქვას თუ გაქაჩავენ

Posted by: wolfmax 11 Sep 2017, 16:31
QUOTE
ჩვენ კიდევ ჯაბა სად გაგვექცა იმას ვერ ვიგებთ, არადა თვე გავიდა ლამის


არსად არ წასულა ჯაბა, ქონდა რაღაც შეთავაზება,მაგრამ ცუდი პირობებით და არ მოაწერა ხელი.
3 კვირაა ნაკრები ვარჯიშობს (აქ მყოფები) ჯაბაც მათ შორის.

Posted by: giorgi77 12 Sep 2017, 09:04
ძალიან კარგია რომ ცოცხლად ოქმები კეთდება

ყოველი ტურის შემდეგ ვიდეომიმოხილვებიც კეთდებოდა, წელს არ იქნება ეს სიკეთე?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Sep 2017, 09:21
ლაშაა მაგის კურატორი
https://www.youtube.com/watch?v=7ba5_eidu7U

+

მთელი ვიდეო’არხი
https://www.youtube.com/channel/UC8Ku1TIhOv5cZW0mIW0gTiA/videos

ფეის’ბუქი
https://www.facebook.com/Didi10Rugby/?fref=ts

Posted by: zaal1969 12 Sep 2017, 14:08
ბექა საღინაძე როტომ არ თამაშობს ლელოში? ტრამვირებულია? წესით კონკურენცია უნდა დასძლიოს ლელოში და ძირითადში ითამაშოს,იმედია მესამე ხაზში ათამაშებენ!

Posted by: wolfmax 12 Sep 2017, 14:17
QUOTE (zaal1969 @ 12 Sep 2017, 14:08 )
ბექა საღინაძე როტომ არ თამაშობს ლელოში? ტრამვირებულია? წესით კონკურენცია უნდა დასძლიოს ლელოში და ძირითადში ითამაშოს,იმედია მესამე ხაზში ათამაშებენ!

ითამაშა წინა ტურში, შეცვლაზე შევიდა მესამე ხაზში.
ეროვნულშიც ავარჯიშებს მილტონა.

Posted by: zaal1969 12 Sep 2017, 14:29
wolfmax
QUOTE
ითამაშა წინა ტურში, შეცვლაზე შევიდა მესამე ხაზში.
ეროვნულშიც ავარჯიშებს მილტონა.

გამიხარდა,რადგან მასში ნამდვილად არის პოტენციალი კარგი რაგბის სათამაშოთ,ჩემი აზრით ძირითად სავარჯიშო ელემენტების გარდა სჭირდება სისწრაფე+მოქნილობაზე სპეციალური ვარჯიშები

ილოს კარგი შემადგენლობა ეყოლება ახალგაზრდული მსოფლიოსთვის და იმედია ადგილს შევინარჩუნებთ ელიტაში

Posted by: jora84 12 Sep 2017, 18:25
wolfmax
QUOTE
ეროვნულშიც ავარჯიშებს მილტონა.


ვინებს ავარჯიშებს კდიევ ხომ არ იცი შემთხვევით? rolleyes.gif

ისე ამდენი მესამე ხაზელი სხვენში უნდა დაალაგოს მელიტონამ? biggrin.gif

Posted by: zaal1969 12 Sep 2017, 19:45
jora84
QUOTE
ისე ამდენი მესამე ხაზელი სხვენში უნდა დაალაგოს მელიტონამ?

ნებისმიერ შემთხვევაში საღინაძე მესამეხაზელია,მეორე ხაზი გამორიცხულია მისთვის,თუ კარგად ივარჯიშებს კარგი რაგბი უნდა ითამაშოს,მომავალ წელს ახალგაზრდულს კარგი მესამე ხაზე ეყოლება მაჩალაძე,საღინაძე და ჯალაღონია კარგი ძირითადი იქნება

Posted by: wolfmax 12 Sep 2017, 19:46
QUOTE (jora84 @ 12 Sep 2017, 18:25 )
wolfmax
QUOTE
ეროვნულშიც ავარჯიშებს მილტონა.


ვინებს ავარჯიშებს კდიევ ხომ არ იცი შემთხვევით? rolleyes.gif

ისე ამდენი მესამე ხაზელი სხვენში უნდა დაალაგოს მელიტონამ? biggrin.gif

წლევანდელი U-20დან: პაპიძე,გოგიჩაშვილი,საღინაძე,მოდებაძე,სპანდერაშვილი,კვესელაძე...მგონი არავინ გამომრჩა.
დანარჩენი ძველი "გვარდიაა", მურაზას გამოკლებით.

"ჩავაზუსტებ", მჭედლიშვილის მაგივრად შენგელიაა....ორივე ჯიქების მე-3ხაზელი.
აბჟანდაძე--U18 შვიდკაცას შემდეგ ალბათ შეუერტდება რაზმს

Posted by: giorgi77 13 Sep 2017, 13:46
ლუკასა და ნიკოს მამა
ვუყურე მიმოხილვას, კარგი საქმეა ნაღდად

ბათუმის განრიგი ევროპაზე არ გაირკვა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Sep 2017, 14:35
გაირკვა, მაგირამ დაყადაღებულია,
სანამ ორგანიზატორი არ გამოაქვეყნებს

Posted by: Gio_G83 15 Sep 2017, 13:26
tendency

ერთი არც თუ ისე სახარბიელო ტენდნეცია
ასაკობრივი გუნდები ყველაზე დალაგებული და მეტნალებად სამჭედლოდ ქცეული აქვს დიდი_10 ის ორ ბინადარს
ლელოს და აიას
ბოლო დროს ამ დუეტს ცდილობს შეუერთდეს იუნკერები და უფრო პატარებში ხვამლი
დიდი 10_ის დანარჩენი ბინადრები და "ამბიციური" გუნდები კი სთვლემენ...

მაგალითად მრავალგზისი ლოკო - სადაა მისი ასაკობრივი გუნდები და აღზრდილები?
შარშანდელი ფინალისტები?

კავშირი პენსიას თუ არიგებს მინიმუმ ეს კრიტერიუმიც კმარა, თორემ ტენდენცია არც ისე სახარბიელოა

Posted by: dc120mm 15 Sep 2017, 13:49
Gio_G83
QUOTE
რთი არც თუ ისე სახარბიელო ტენდნეცია
ასაკობრივი გუნდები ყველაზე დალაგებული და მეტნალებად სამჭედლოდ ქცეული აქვს დიდი_10 ის ორ ბინადარს
ლელოს და აიას
ბოლო დროს ამ დუეტს ცდილობს შეუერთდეს იუნკერები და უფრო პატარებში ხვამლი
დიდი 10_ის დანარჩენი ბინადრები და "ამბიციური" გუნდები კი სთვლემენ...

მაგალითად მრავალგზისი ლოკო - სადაა მისი ასაკობრივი გუნდები და აღზრდილები?
შარშანდელი ფინალისტები?

კავშირი პენსიას თუ არიგებს მინიმუმ ეს კრიტერიუმიც კმარა, თორემ ტენდენცია არც ისე სახარბიელოა

და რუსთავს რას უწუნებ მაგ მხრივ?
სად იყვნენ ხვამლი და იუნკერები,რუსთაველი ბავშვები რო ნაკრებს ავსებდნენ(ავსებენ კიდეც).

Posted by: Lotkinski 15 Sep 2017, 13:52
QUOTE
და რუსთავს რას უწუნებ მაგ მხრივ?
სად იყვნენ ხვამლი და იუნკერები,რუსთაველი ბავშვები რო ნაკრებს ავსებდნენ(ავსებენ კიდეც).



დასტურ თამადა, დასტურ.

Posted by: Gio_G83 15 Sep 2017, 14:18
dc120mm
მიღებულია
yes.gif
გგულშემატკივრობთ

თუმცა 1-2-3 კაცი არმაზს და არმიასაც ჰყოლია ხოლმე, მარგამ ეს ყველაფერი ლელო-აიასთან შედარებით მოკრძალებული განაცხადია

Posted by: dc120mm 15 Sep 2017, 21:01
Gio_G83
QUOTE
გგულშემატკივრობთ

მესამეც მოვიგეთ დღეს! smile.gif

Posted by: ramazi-rugby 15 Sep 2017, 22:07
QUOTE

მესამეც მოვიგეთ დღეს!

up.gif up.gif up.gif

Posted by: samxara91 15 Sep 2017, 22:24
ხვალ აია - ლელო ოხ რა დაპირისპირება იქნება alk.gif


Posted by: otia-83 15 Sep 2017, 23:04
dc120mm
QUOTE
მესამეც მოვიგეთ დღეს!

ეხლა ვუყურე გადახვეულზე, კარგი დალაგებული გუნდი გყოლიათ. მშვენივრად იყენებენ შანსებს.

წარმატებები!

Posted by: zaal1969 16 Sep 2017, 11:08
კვესელაძე კარგი ბიჭია,იმედია იმუშავებს ბევრს და კარგ რაგბს ითამაშებს!

Posted by: dc120mm 16 Sep 2017, 11:10
zaal1969
QUOTE
კვესელაძე კარგი ბიჭია

მაგრად ითამაშა მთელი თამაში!

Posted by: dxm1 16 Sep 2017, 13:27
აია-ლელოს ჯახს რომელიმე არხზე ვიხილავთ?

Posted by: samxara91 16 Sep 2017, 13:39
QUOTE (dxm1 @ 16 Sep 2017, 13:27 )
აია-ლელოს ჯახს რომელიმე არხზე ვიხილავთ?

რაგბი ტივი.

და ზოგადად ყველა თამაშის ტრანსლირება ამ არხზე არის.

Posted by: dxm1 16 Sep 2017, 13:48
QUOTE
რაგბი ტივი.

და ზოგადად ყველა თამაშის ტრანსლირება ამ არხზე არის.

დიდი მადლობა

Posted by: Homo Erotikus 16 Sep 2017, 17:13
ახლა ვუყურებ აიას თამაშს ლელოსთან და მსაჯს ვერ გაარჩევ ლელოს მოთამაშისგან, რანაირად აცვია, ასე შეიძლება ერთიდაიგივე ფერებში?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Sep 2017, 18:02
რავი, აქ კი არა ჩანს ფერები
http://files.rugby.ge/oqmi/IRAKLI/2017_0916_D10_12_AIA-LEL.htm

Posted by: samxara91 16 Sep 2017, 19:00
ბრავო აიას bis.gif


)))))))))))))))))))

Posted by: dc120mm 16 Sep 2017, 19:19
მუტანტა შეუცვლიათ 2 წუთზე და ძაან დაიმტვრა?


გადავამოწმე მატჩის მდივანთან,ტვინის შერყევის გამო გაუყვანიათ!

Posted by: wolfmax 16 Sep 2017, 19:24
QUOTE (dc120mm @ 16 Sep 2017, 19:19 )
მუტანტა შეუცვლიათ 2 წუთზე და ძაან დაიმტვრა?

გაითიშა რამდენიმე წამით. 100% შერყევაა

Posted by: dc120mm 16 Sep 2017, 19:56
wolfmax
QUOTE
100% შერყევაა

გუშინ ჩვენც ხაზში სამივე შეცვლა სპონტანური იყო, შერყევით გამოვიდა სამივე! ნუ ეგეთი მძიმე არ ყოფილა,მაგრამ ....

შენ როგორ ფიქრობ ითამაშებს შემდეგ ტურს? ანუ შეიძლება?

Posted by: wolfmax 16 Sep 2017, 20:45
მგონია ვერ ითამაშებს, ისე"მუტანტასგან" ყველაფერი მოსალოდნელია smile.gif

Posted by: dc120mm 16 Sep 2017, 21:46
wolfmax
QUOTE
მგონია ვერ ითამაშებს, ისე"მუტანტასგან" ყველაფერი მოსალოდნელია

დაისვენოს კაცო,ჯანმთელობას მიხედოს!

Posted by: diazi 16 Sep 2017, 21:52
ვახ აია შერკინებას იგებდა... რაღაც სიახლეა...

Posted by: K O R A D O 17 Sep 2017, 03:12
ხელსაყრელი ჯარიმის კარში დარტყმაზე ან აუტში გადატანაზე უარის თქმა და პირდაპირ ხელდახელ შეტევა რაღაც სიახლეა ქართულ რაგბში და ამას რუსთავის ხარები აკეთებს smile.gif ძალზე სიმპათიურ რაგბს თამაშობს ხარები და რომ იყოს ნომინაცია "სწრაფვა გამარჯვებისკენ" ამ ეტაპზე ნაღდად რუსთავს გადაეცემოდა smile.gif

Posted by: dc120mm 17 Sep 2017, 09:45
K O R A D O
QUOTE
ხელსაყრელი ჯარიმის კარში დარტყმაზე ან აუტში გადატანაზე უარის თქმა და პირდაპირ ხელდახელ შეტევა რაღაც სიახლეა ქართულ რაგბში და ამას რუსთავის ხარები აკეთებს

კარგ ფორმაში არიან ძაან (3 თვეა ვარჯიშობენ) გრძნობენ და ჯერათ რო შეუძლიათ,მაგიტომ აკეთებენ ეგრე თამამად მაგას!

Posted by: Lotkinski 17 Sep 2017, 18:15
რა არის ეს, რა თამაშია, ჩამოგეძინება ადამიანს. რამდენ შეცდომას უშვებენ. ტემპი 0 sad.gif

Posted by: wolfmax 17 Sep 2017, 18:46
საზიზღარი თამაშია ''ბაგრატი"-'ჯიქი".
ამ თამაშით უნდოდა ჯიქს ევროტურნირებზე? კიდევ კარგი არ გავიდნენ

Posted by: Gio_G83 18 Sep 2017, 13:40
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

სამი ტურის შემდგომ
6 გუნდა ჩემპიონატის სუნი მცემს - არადა დონე გაიზარდა რომ Hკითხო

თავის სტატისტიკით

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

და ერთიც...
ეს გამგეზავებული და ნაკრებში ერთაერთი დამრტყმელი ლელოში რომ ბურთის სიახლოვეს ვერ მიდის რა მაფიაა?
და ვინც მიდის რომ მიზანი აქვს არეული

Posted by: OldRuger 22 Sep 2017, 09:04
ოჰო შაბათს ლელო-ლოკომოტივი , ღირს ყურება? მგონი ლოკოს აქვს რეალური შანსი ბოლო წლების რევანში აიღოს.

Posted by: dc120mm 22 Sep 2017, 23:54
მეოთხე თამაშიც მოვიგეთ აკადემიასთან 17-11 bis.gif

აწი აღარ გავვარდებით იმედია wink.gif

Posted by: Nikalai_l2 23 Sep 2017, 09:43
dc120mm
მაგრები ხართ, იმედია ეგეთ "ხოდს" შეინარჩუნებთ და სულაც ჩემპიონობაზე გაიწევთ !

Posted by: qobula 23 Sep 2017, 11:46
QUOTE
მეოთხე თამაშიც მოვიგეთ აკადემიასთან 17-11 

აწი აღარ გავვარდებით იმედია 


გილოცავთ, ასე თუ გააგრძელეს იმსახურებენ ხარები ყველაფერს.

Posted by: dc120mm 23 Sep 2017, 12:30
დიდი ალბათობით მეხუთესაც მოიგებენ ბაგრატთან და ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს 5 თამაშის მოგება!

Posted by: jora84 23 Sep 2017, 18:59
კოჭლი მერაბა ყვრლას ჯიბეში რომ ისვამს დიდ 10ში biggrin.gif


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Sep 2017, 20:27
15 მორკინალით
http://files.rugby.ge/oqmi/ASLAN/2017_0924_D10_20_BTM-AIA.htm

შერკინებაში არ შეცვლიან მხოლოდ კაპიტანს

Posted by: giorgi77 23 Sep 2017, 22:39
მიმოხილვებს რასაც ვუყურე, ბათუმი თამაშობს ლამაზ რაგბს და შედეგიც აქვთ. ხვალინდელ თამაშს აჩვენებს რომელიმე არხი?

Posted by: jora84 23 Sep 2017, 23:12
giorgi77

რაგბი ტვ-ზე უნდა იყოს წესლით.

Posted by: jora84 24 Sep 2017, 18:43
აია არც იმჩნევს ბათუმს მოედანზე ჯერჯერობით.

Posted by: ippon 24 Sep 2017, 19:15
დღეს მგონი აიას უნდა ეთამაშა და რა ქნა?

Posted by: diazi 24 Sep 2017, 19:24
ippon
პირველ ტაი
მს იგებდა და. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი

Posted by: jora84 24 Sep 2017, 19:32
3:16 მეორე ტაიმის შუაწელში

3030303030

Posted by: samxara91 24 Sep 2017, 20:00
ტაქსისტ ბაბუნაშვილ - აბრამიძეს თუ მიაქცევ ყურადღებას კარგი იქნება.

Posted by: diazi 24 Sep 2017, 20:16
აი თამაში უნდა ვნახო რა.... ლომიძე და ძაგნიძე იყვნენ თან განაცხადში.... გასვლაზე მოგება არ მეგონა ნამდვილად....

Posted by: GioWEED 24 Sep 2017, 20:54
dc120mm
გილოცავთ მთელ კლუბს, დაბრუნებაც ეგეთი უნდა. ბაგრატთანაც მოსაგები თამაშია და 5 მოგება ზედიზედ უკვე მაგარი შედეგი იქნება.

აიას მოგება არ გამკვირვებია, მაგრად მომწონს მაგათი შემადგენლობა, ბურჯები უნდათ კარგი, 1 კარგი მეორე ხაზელი + სპანდერაშვილი და მჭედლიშვილიც რო დაიმატონ. აიას უკანა ხაზი საუკეთესოა ჩემი სუბიექტური აზრით.

Posted by: NAPSTER 24 Sep 2017, 22:03
ამ გუნდით აპირებს ბათუმი ევროპაზე გასვლას? smile.gif

სამ პასს ვერ აბამენ ერთმანეთს, ცუდი რაქი, საშინელი აუტი, ერთი-ერთზე ბოჭვებში სუსტები.
ჰაერში თამაშზე აღარ ვიცი რა ვთქვა. მაგას თამაში არ ქვია, უბრალოდ ზრდილობის გულისთვის ხტებიან ალალბედზე.
რასაც ეგენი საკუთარ რამდენიმე მოთამაშეს უხდიან, იმ ფულად 3-4 ჯანმრთელი კუნძულელი მოუვიდოდათ. ბურთს მაინც დაიჭერდნენ და სამ პასს გადააბამდნენ, მაგრამ აბა მერე ძმაკაცის ბიჭი უთამაშებელი ხომ დარჩება, იქ იმაზე ნათესავმა თხოვა და საერთოდ, რაღა ვიღაცა გადამთიელ ზანგს აჭამოს სახელმწიფოს ნაჩუქარი ფული, როცა აგერ ბიჭებს სიგარეტის ფული არ აქვთ?!

მოკლედ, ასე ვერ გავფრინდებით, ამხანაგებო

Posted by: jora84 24 Sep 2017, 22:10
NAPSTER

ფეხბურთში ლეგიონერი 10 თავით უნდა ჯობდეს ადგილობრივს და აქ როგორაა მაგ მხრივ საქმე ხომ არ იცი? რამდენი თავი დაჭირდება ფიჯელ მეთევზეს?

Posted by: NAPSTER 24 Sep 2017, 22:16
jora84

ერთი ნულის მიმატება მოუწევთ, თორემ ეჭვი მაქვს, ჩვენ პროფესიონალებს ნებისმიერი ფიჯელი მეთევზე აჯობებს ათი თავით.

Posted by: SGG 24 Sep 2017, 22:58
NAPSTER
QUOTE
ფულად 3-4 ჯანმრთელი კუნძულელი მოუვიდოდათ. ბურთს მაინც დაიჭერდნენ და სამ პასს გადააბამდნენ,


აიმატეს კაცო უკვე ლეგიონერები - ქოქოსა, ხაჭაპურა და ურჯუკაშვილი.
აჭარელი თუ არ ხარ, მართლა ლეგიონერად ითვლები მანდ smile.gif

ეხლა მთლად გადამთიელს ხო არ შეაჭმევინებენ დედა საქართველოს ფულს smile.gif

არადა იმის ფული ნაღდად აქვთ, 2-3 ნორმალური აფრიკელი მეორე-მესამე ხაზელი ჩამოეყვანათ
ქარის თასიდან და 1-2 ფიჯელი ხაზში 3 თვით.

Posted by: NAPSTER 24 Sep 2017, 23:05
SGG
QUOTE
აიმატეს კაცო უკვე ლეგიონერები - ქოქოსა, ხაჭაპურა და ურჯუკაშვილი.
აჭარელი თუ არ ხარ, მართლა ლეგიონერად ითვლები მანდ


მაშინ ხო, მაშინ ხო biggrin.gif

პ.ს. ეჭვი მაქვს, ყველა თამაშს წააგებენ. შეიძლება საქართველოში იფაფხურონ ცოტა.

Posted by: SGG 24 Sep 2017, 23:10
NAPSTER

იტალიური გუნდებიც კატასტროფაა მანდ. ენისეისთან და კრასნი იართან ორი თამაშის ჯამში 60-70 ქულას აგებენ smile.gif წარმოიდგინე რა დონეა smile.gif)
ბათუმში გაიბრძოლებენ ალბათ smile.gif

ტიმიშოარასთან შანსი არ ექნებათ წესით.

იქნებ შეთამაშდნენ ამ ორ კვირაში ცოტა, ძალიან არეულები არიან.
ძალიან ბევრი ისეთი მოთამაშე ყავთ განაცხადში, საქართველოს ჩემპიონატშიც რომ არაფერს წარმოადგენენ

Posted by: GioWEED 24 Sep 2017, 23:38
ბათუმი ზედმეტად სუსტი ჩანს ჩემი აზრითაც კონტინენტალისთვის. დასალაგებელი გუნდია.

Posted by: jora84 24 Sep 2017, 23:51
GioWEED

რომელია ძლიერი? ყველა სუსტია მასეთი ტურნირისთვის.

Posted by: dc120mm 25 Sep 2017, 00:12
QUOTE
არადა იმის ფული ნაღდად აქვთ, 2-3 ნორმალური აფრიკელი მეორე-მესამე ხაზელი ჩამოეყვანათ
ქარის თასიდან

yes.gif yes.gif yes.gif გინდა თეთრი და გინდა შავი! წამომსვლელები არიან!

Posted by: lepori 25 Sep 2017, 09:08
NAPSTER
QUOTE
რასაც ეგენი საკუთარ რამდენიმე მოთამაშეს უხდიან

რას უხდიან?.

მაინტერესებს დაახლოებით როგრი ხელფასებია ქართულ სამოყვარულო რაგბში smile.gif

Posted by: dc120mm 25 Sep 2017, 10:03
lepori
QUOTE
რას უხდიან?.

2500 დან 6000 მდეც აღწევს ზოგის ხელფასი! ეს ჩემი ინფორმაციაა და სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ,თუმცა არც ჭორის დონე არ ეთქმის smile.gif

ყველაზე დიდი ხელფასები ბათუმს ააქვს!

Posted by: enorme 25 Sep 2017, 12:57
dc120mm
დასტურ )))

პირადად მე როგორც ვიცი ქოქოსას აქვს 6კ და დაახლოებით მაგდენი აქვს რამდენიმეს . ამას დამატებული პრემიები , რომელიც მგონი ხელფასებთან ერთად ყველაზე დიდი ბათუმს აქვს .

Posted by: crusaders 25 Sep 2017, 13:13
QUOTE
ყველაზე დიდი ხელფასები ბათუმს ააქვს!

კიი აქვს
კარგი მორაგბეებიც დაიმატეს ბათუმის შეცდომა ის იყო რომ მინიმუმ სოხაძე პირველი ხაზი და ამირანაშვილი არ უნდა გაეშვათ გუნდიდან + 1 კარგი 9 ნომერი დაემატებინათ
მაგ შემთხვევაში ძალიან ძლიერი გუნდი იქნებოდა დიდ 10-ში და და ევროთასებზეც.

Posted by: Isi_Folau 25 Sep 2017, 13:18
QUOTE (NAPSTER @ 24 Sep 2017, 22:03 )
ამ გუნდით აპირებს ბათუმი ევროპაზე გასვლას? smile.gif

სამ პასს ვერ აბამენ ერთმანეთს, ცუდი რაქი, საშინელი აუტი, ერთი-ერთზე ბოჭვებში სუსტები.
ჰაერში თამაშზე აღარ ვიცი რა ვთქვა. მაგას თამაში არ ქვია, უბრალოდ ზრდილობის გულისთვის ხტებიან ალალბედზე.
რასაც ეგენი საკუთარ რამდენიმე მოთამაშეს უხდიან, იმ ფულად 3-4 ჯანმრთელი კუნძულელი მოუვიდოდათ. ბურთს მაინც დაიჭერდნენ და სამ პასს გადააბამდნენ, მაგრამ აბა მერე ძმაკაცის ბიჭი უთამაშებელი ხომ დარჩება, იქ იმაზე ნათესავმა თხოვა და საერთოდ, რაღა ვიღაცა გადამთიელ ზანგს აჭამოს სახელმწიფოს ნაჩუქარი ფული, როცა აგერ ბიჭებს სიგარეტის ფული არ აქვთ?!

მოკლედ, ასე ვერ გავფრინდებით, ამხანაგებო

ურჯუკაშვილის დონის ფიჯელს იშოვი თვეში 2000$ად? ან ხმალაძის?


4.5კ არის ქოქოსას ხელფასი 6 არა

Posted by: SGG 25 Sep 2017, 13:24
Isi_Folau
QUOTE
ურჯუკაშვილის დონის ფიჯელს იშოვი თვეში 2000$ად? ან ხმალაძის?


10 ნომრები ფიჯელებსაც არ ყავთ. ფრთები და შუამარბები ყავთ უსასრულო რაოდენობის-ნებისმიერი ფიჯელი, რომლის ფასი ბაზარზე
თვეში 2000$ -ია , 3 ურჯუკაშვილს ცოცხლად გადაყლაპავს smile.gif

Posted by: Gio_G83 25 Sep 2017, 13:29
ნაოთხტურევს გამოიკვეთა, რომ
1. ხარები კარგად მოემზადნენ და მიხარია, ასე გააგრძელონ, + კოშაც დაემტაებათ
2. აია ასევე კარგად მომზადებულა და მისი აღზრდილი "ბოვშები" ხომ მიხარია და მიხარია
3. ჯიქი სტაბილურად ცოტა მძიმე და პრაგმატული გუნდია, არ მგონია თამაშში რაიმე შეიტანონ რაც არ ყოფილა შარშან და შარშანწინ - გადინებას ჯერჯერობით აბალანსებენ
4. ბათუმი... საევო ტურნიროვერაა, აქ კი ბურთაობს, მეტს ველოდი
5. ლოკომოტივი - ტრადიციულად (უკვე მე-3 სეზონია) "მძიმედ იწყებს", ამ შემადგენლობას მეტი შეუძლია
პ.ს. აი რატომ იწყებს ამ შემადგენლობით მძიმედ სხვა საიკითხია***
6. ლელო - გადინების მიუხედავად სიმპათიური გუნდია - ახალგაზრდებით შევსების ხარჯზე
7. არმაზი - ვუსურვებდი დალაგებულიყოს და საკუთარი ხელწერა და კოზირთ წარმოჩენა უფრო მკაფიო ჰქონოდეს
8. არმია - ვერასოდეს ვამუღამებდი არმიას (ვარსკვლავურსაც კი) ბაგრატს თუ აჯობებს დარჩება
9. აკადემია - გამოჩნდა რომ შარშან მართლაც სიურპრიზი ყოფილა, ეტყობა ცოტა სამზადისში მათაც დააკლეს, მეიმედება რომ მოუმატებენ
10. ყველამ იცის რომ ამოვიდნენ როგორ ვქომაგობდი, მაგრამ... ობიექტურად დღეს ყველაზე სუსტი გუნდი დიდი10_ში

პ.ს.
სახელოვანი ფულბექები კი ყავთ გუნდებს, მარგამ მგონი ყველა რომ ერთში გააერთიანო... რომ გააერთიანო... იქამდე (იმ ერთამდე) მაინც ერთი ნაბიჯი დააკლდებათ...
* * *
QUOTE
ურჯუკაშვილის დონის ფიჯელს იშოვი თვეში 2000$ად? ან ხმალაძის?


ფედერალში იმედენი ყრია ფიჯელი, ტონგელი და სამოელი 11-12-13-14 1000ევროდ , რომ...
7 კაცას 4 ჯგუფი რომ გააკეთო 4-4 გუნდით და მარტო ამ პოზიციის ხალხი წაიყვანო ვინმეს ეწყინება კიდეც - მენდურიო?

ფედერალ 2/3-ში 400,500,600 ევროდ არ დარბიან რო? ანდაც მარტო საცხოვრებლის მიცემის სანაცვლოდ?

Posted by: otia-83 25 Sep 2017, 13:51
ამ ბოლო ტურს ვერ ვუყურე და მგეზავების თამაში მაინტერესებს ძალიან როგორ შეაფასებდით?

კერძოდ:
ქოქოსა
მეკო
რეზი
ბაბუნაშვილი

რამე ხეირიანს შეიძლება ველოდეთ მათგან სანოემბროდ?
ეტყობოდათ გუნდებს მათი ხელი?

მეკოს ისევ ფულბეკად ათამაშებს ტაქსისტი უდიდესი ალბათობით.

აი დანარჩენი სამეული უფრო მაინტერესებს.

პ.ს. ბაბუნაშვილი ჩემ პონტში მივამატე, თორე არამგონია გაფართოებულშიც კი დაუძახოს "ფრთხილმა" ზელანდიელმა.

Posted by: Gio_G83 25 Sep 2017, 14:19
otia-83
QUOTE
ბაბუნაშვილი


1995 იანი რეზიც და გიოც, ორივე აიაში
რეზი უფრო ქარიზმატული და ალბათ უფრო ნიჭიერი, მარგამ ასევე სავარაუდოდ უფრო ნაკელბ მშრომელი
გიო კი შეიძლება რეზიზე ნაკლებ ქარიზმატული და ნიჭიერი, მაგრამ მგონი უფრო მშრომელი
ამ ორს შორის არჩევანი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაკეთდა და მას მერე ბაბუნაშვილი გამოდის რომ სულ მეორე ხარისხოვანია, ამ დროს... იქნებ ჩამქვრალ თუ ვერ გაბრწყინებულ ვარსკვლავებზე უეკთ წარმოჩენილიყო

+ ლომიძე (აია) მისთვის უჩეულო პოზიციაზე - 13 (10 საფესტივალო ასაკში და "ა" და "ბ" ლიგა 12-ზე - სხვაგან არ უთამაშია)
მგონი მშვენიერი იყო: ოზური შეტევა ოზურადვე მიაგვირგვინა

Posted by: dc120mm 25 Sep 2017, 14:32
QUOTE
ურჯუკაშვილის დონის ფიჯელს იშოვი თვეში 2000$ად?

უფრო მაგარს იშოვი უფრო იაფად smile.gif

ბექა გორგაძე მეუბნებოდა,ესპუარებში 700 ევროდ ფიჯელი ყავთ ისეთი ერთ ფეხს 22 ხაზს რო დაჰკრავს და ახტება მეორე ფეხს 5 მეტრიანთან ურტყავსო biggrin.gif

4-5 კ ფარგლებში აფრიკელ მეორეხაზელებს ჩამოიყვან ისეთებს რომლებიც დიდ 10 ში ყველა მეორეხაზელს აჯობებენ!

Posted by: jora84 25 Sep 2017, 14:38
dc120mm
QUOTE
4-5 კ ფარგლებში აფრიკელ მეორეხაზელებს ჩამოიყვან ისეთებს რომლებიც დიდ 10 ში ყველა მეორეხაზელს აჯობებენ!


ბურები რომ ჩამოგვისახლა მიშამ მაგათ არ ურევიათ ნეტავ მასეთები? გარდაბანში რომ ცხოვრობენ მაგათ კარგათ ვიცნობ, პროსტა მაგის შვილები არ გამოგვადგება biggrin.gif

Posted by: otia-83 25 Sep 2017, 14:39
Gio_G83
QUOTE
ლომიძე (აია) მისთვის უჩეულო პოზიციაზე - 13 (10 საფესტივალო ასაკში და "ა" და "ბ" ლიგა 12-ზე - სხვაგან არ უთამაშია)

ამ ბიჭის იმედი მეც მაქვს. ადრე მის ვიდეოებს რომ ვუყურებდი მაგრად მომწონდა. მერე 18 წ მომეწონა ცენტრში. ტანით კარგად გაზრდილა და მაგიტომ გააცენტრეს ეტყობა. შენ უკეთესად გეცოდინება.

ისე აია რა კარგი სამჭედლოა 10-12-13 ნომრების, რა კარგი თაობები მოდიან, მათი შემდგომი განვითარებაც ისეთივე კარგად რომ მიმდინარეობდეს. მე რაც მახსოვს:
ჯინჭველაშვილი,
ბაბუნაშვილი,
აბჟანდაძე,
ლომიძე,
ძაგნიძე


ისე ეტყობა დიდ გუნდში ჭირს ამ პოზიციის მწვრთელებს რაღაც თორე ჯინწველაშვილი და ბაბუნაშვილი ეხლა გაცილებით წინ უნდა იყვნენ.

გვჭირდება რააა სამხრეთელი ტაქსისტები დიდი 10-ის კლუბებში.

მე ამ სეზონში განსაკუთრებულად მაინტერესებს:
აია (ტრადიციულად კარგი უკანა ხაზელების გამო სულ მომწონს ეს გუნდი)
არმაზი (განსაკუთრებით რეზის კვესელაძის და მწვრთნელთა განახლებული გუნდის გამო, მგონია, რომ კარგი რაგბი უნდა ითამაშონ მათ წელს)

Posted by: Isi_Folau 25 Sep 2017, 14:40
QUOTE (Gio_G83 @ 25 Sep 2017, 13:29 )
ნაოთხტურევს გამოიკვეთა, რომ
1. ხარები კარგად მოემზადნენ და მიხარია, ასე გააგრძელონ, + კოშაც დაემტაებათ
2. აია ასევე კარგად მომზადებულა და მისი აღზრდილი "ბოვშები" ხომ მიხარია და მიხარია
3. ჯიქი სტაბილურად ცოტა მძიმე და პრაგმატული გუნდია, არ მგონია თამაშში რაიმე შეიტანონ რაც არ ყოფილა შარშან და შარშანწინ - გადინებას ჯერჯერობით აბალანსებენ
4. ბათუმი... საევო ტურნიროვერაა, აქ კი ბურთაობს, მეტს ველოდი
5. ლოკომოტივი - ტრადიციულად (უკვე მე-3 სეზონია) "მძიმედ იწყებს", ამ შემადგენლობას მეტი შეუძლია
პ.ს. აი რატომ იწყებს ამ შემადგენლობით მძიმედ სხვა საიკითხია***
6. ლელო - გადინების მიუხედავად სიმპათიური გუნდია - ახალგაზრდებით შევსების ხარჯზე
7. არმაზი - ვუსურვებდი დალაგებულიყოს და საკუთარი ხელწერა და კოზირთ წარმოჩენა უფრო მკაფიო ჰქონოდეს
8. არმია - ვერასოდეს ვამუღამებდი არმიას (ვარსკვლავურსაც კი) ბაგრატს თუ აჯობებს დარჩება
9. აკადემია - გამოჩნდა რომ შარშან მართლაც სიურპრიზი ყოფილა, ეტყობა ცოტა სამზადისში მათაც დააკლეს, მეიმედება რომ მოუმატებენ
10. ყველამ იცის რომ ამოვიდნენ როგორ ვქომაგობდი, მაგრამ... ობიექტურად დღეს ყველაზე სუსტი გუნდი დიდი10_ში

პ.ს.
სახელოვანი ფულბექები კი ყავთ გუნდებს, მარგამ მგონი ყველა რომ ერთში გააერთიანო... რომ გააერთიანო... იქამდე (იმ ერთამდე) მაინც ერთი ნაბიჯი დააკლდებათ...
* * *
QUOTE
ურჯუკაშვილის დონის ფიჯელს იშოვი თვეში 2000$ად? ან ხმალაძის?


ფედერალში იმედენი ყრია ფიჯელი, ტონგელი და სამოელი 11-12-13-14 1000ევროდ , რომ...
7 კაცას 4 ჯგუფი რომ გააკეთო 4-4 გუნდით და მარტო ამ პოზიციის ხალხი წაიყვანო ვინმეს ეწყინება კიდეც - მენდურიო?

ფედერალ 2/3-ში 400,500,600 ევროდ არ დარბიან რო? ანდაც მარტო საცხოვრებლის მიცემის სანაცვლოდ?

მერე საფრანგეთში ყრიან, საქართველოში რა ჩემი ფეხები უნდათ? აქ არავინ არ ჩამოვა მაგ ფასად, და 4.5 არაა ის ხელფასი რო ვინმეს დააყვედრო. ნეტა 10 ქონდეთ.

Posted by: jora84 25 Sep 2017, 14:43
otia-83
QUOTE
(განსაკუთრებით რეზის კვესელაძის და მწვრთნელთა განახლებული გუნდის გამო, მგონია, რომ კარგი რაგბი უნდა ითამაშონ მათ წელს)


დვალიშვილს დავამატებდი, მსოფლიოს მერე მცირედ მომატებული აქვს.

Isi_Folau
QUOTE
საქართველოში რა ჩემი ფეხები უნდათ? აქ არავინ არ ჩამოვა მაგ ფასად,


საიდან ესეთი პირდაპირი პასუხი? დაეკონტაქტა ვინმე და უარი მიიღეს?
ნადოლო და რაკა არა მაგრამ ნორმალური ხალხის მოძებნა თავისუფლად შეიძლება კუნძულებზე ჩემი აზრით.

Posted by: Isi_Folau 25 Sep 2017, 14:45
QUOTE (jora84 @ 25 Sep 2017, 14:43 )
otia-83
QUOTE
(განსაკუთრებით რეზის კვესელაძის და მწვრთნელთა განახლებული გუნდის გამო, მგონია, რომ კარგი რაგბი უნდა ითამაშონ მათ წელს)


დვალიშვილს დავამატებდი, მსოფლიოს მერე მცირედ მომატებული აქვს.

Isi_Folau
QUOTE
საქართველოში რა ჩემი ფეხები უნდათ? აქ არავინ არ ჩამოვა მაგ ფასად,


საიდან ესეთი პირდაპირი პასუხი? დაეკონტაქტა ვინმე და უარი მიიღეს?
ნადოლო და რაკა არა მაგრამ ნორმალური ხალხის მოძებნა თავისუფლად შეიძლება კუნძულებზე ჩემი აზრით.

გარდა რაგბისა, სოციალური მხარეც აქვს ამ ყველაფერს, და არამგონია აქთამაში უნდოდეს ვინმე უცხოელს

თან მე რომ მწვრთნელი ვიყო, მირჩევნია ურჯუკაშვილს მივცე და ხმალაძეს რომლებშიც დარწმუნებული ვიქნები ვიდრე ვიღაც ჭ ტიპს რომელის ერთადერთი დამსახურებაც არის ის რომ ფიჯელია, როგორ მოერგება გუნდს, კომუნიკაცია, ასე შემდეგ უამრავი რისკია

Posted by: Gio_G83 25 Sep 2017, 14:49
QUOTE
ისე ეტყობა დიდ გუნდში ჭირს ამ პოზიციის მწვრთელებს რაღაც თორე

მწვრთნელებს კი არა თვითონ მათთან წირს, კისერზე რომ მრგვალი ადგათ და იქ რომ სერი უჯერედების გროვაა იქ...

ლაშა უფრო შემქმნელი ტიპია, ფეხს არცერთ მგეზავზე ნაკლებად არ ხმარობს, არც წერტილიდან დარტყმისას და არც ტაქტიკური დარტყმისას, ერთი თამაშშიც ისეთი გადაიტანა, ბაბუნაშვილს ეგეთი არ უკისრია, თუ არადა იმ ომეტში ყველა ელოდა რომ ტაქტიკური დარტყმისთVის პასს გიოზე გაუშვებდა და ყველა მგეზავის ჩასახურად იწეოდა, ამან აიღო და გადაიტანა ისეთი რომ... მაგას მოყვა მერე ლელო smile.gif

QUOTE
მერე საფრანგეთში ყრიან, საქართველოში რა ჩემი ფეხები უნდათ?

საფრანგეთში 400 ევროდ მორბენალი კუნძულელი 1500 ევროდ აქაც დიდი სიამოვნებით ჩამოვა, Mთავარია იქ თავისთან ბაანანი არ კრიფოს, რიფიდან მარჯნის ამოსატანად არ ყვინთოს და თევზი არ იჭიროს

Posted by: SGG 25 Sep 2017, 15:01
Isi_Folau
QUOTE
გარდა რაგბისა, სოციალური მხარეც აქვს ამ ყველაფერს, და არამგონია აქთამაში უნდოდეს ვინმე უცხოელს


სურვილი და ფული თქვი(არც თუ ისე დიდი) და ძალიან ბევრი ჩამოვა.

QUOTE
თან მე რომ მწვრთნელი ვიყო, მირჩევნია ურჯუკაშვილს მივცე და ხმალაძეს რომლებშიც დარწმუნებული ვიქნები ვიდრე ვიღაც ჭ ტიპს რომელის ერთადერთი დამსახურებაც არის ის რომ ფიჯელია, როგორ მოერგება გუნდს, კომუნიკაცია, ასე შემდეგ უამრავი რისკია


ის ჭ ტიპი, ურჯუკაშვილს ცოცხლად გადაყლაპავს smile.gif თან ურჯუკაშვილზე ცუდი იმდენი ყავს ბათუმს,რა დათვლის smile.gif

სტანდარტული ქართული მიდგომაა რაც შენ გაქვს და ამიტომ მარადიული ჭაობი გარანტირებულია ქართულ შიდა რაგბში.
იგივეა ფეხბურთში,იგივეა კალათბურთში.

გუნდი რომ ევროთასებზე აპირებ გასვლას,მარტო მგზავრობის ფული არ უნდა მოიძიო. 50 ათასი დოლარის ბაზარია სულ და 3 თვით ნაღდად ჩამოიყვან 4-5 ისეთ მოტამასეს, საქარტველოს ჩემპიონატის მორაგბეებს მაგრად რომ აჯობებენ.
ვიღაცამ შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია და სელექციის თემაა. გამოცდილებასთან ერთად,უკეთესი მენეჯმენტიც მოვა.

ასე იქმნება გუნდი და ასე ვითარდება პროფესიონალური სპორტი და არა 25-ს გადაცილებული ტიპებისთვის,პენსიის გადახდით





Posted by: rugby2011 Geo 25 Sep 2017, 16:23
Isi_Folau
QUOTE
4.5 არაა ის ხელფასი რო ვინმეს დააყვედრო. ნეტა 10 ქონდეთ.

ყველას დასაყვედრებელი აქვს ვინც, არასპორტალდ ცხოვრობს და ასეთი ერთი და ორი ნამდვილად არ არის დიდი 10-ში.


Posted by: lepori 25 Sep 2017, 17:28
dc120mm
QUOTE
2500 დან 6000 მდეც აღწევს ზოგის ხელფასი! ეს ჩემი ინფორმაციაა და სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ,თუმცა არც ჭორის დონე არ ეთქმის smile.gif

ყველაზე დიდი ხელფასები ბათუმს ააქვს!

მადლობა

არ ყოფილა ცუდი ხელფასები
იმის გათვალისწინებით რომ მათი ხელფასები ბიუჯეტიდან იხდება

Posted by: davita_1977 25 Sep 2017, 18:17
QUOTE (rugby2011 Geo @ 25 Sep 2017, 16:23 )
Isi_Folau
QUOTE
4.5 არაა ის ხელფასი რო ვინმეს დააყვედრო. ნეტა 10 ქონდეთ.

ყველას დასაყვედრებელი აქვს ვინც, არასპორტალდ ცხოვრობს და ასეთი ერთი და ორი ნამდვილად არ არის დიდი 10-ში.

ხელფასი ყველა მორაგბეს ეკუთვნის უბრალოდ სპორტული ცხოვრება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ეგრევე უნდა მოაშორონ დიდ 10 ს!!!

ერთერთ მწვრთნელს ეწერა რომ ზელანდიაში ამას ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ და რაც არ უნდა დისციპლინირებული იყოს მორაგბე არსად გაიკარებენ, თუ არასპორტული ცხოვრებით ცხოვრობს

Posted by: Isi_Folau 25 Sep 2017, 18:30
QUOTE (SGG @ 25 Sep 2017, 15:01 )
Isi_Folau
QUOTE
გარდა რაგბისა, სოციალური მხარეც აქვს ამ ყველაფერს, და არამგონია აქთამაში უნდოდეს ვინმე უცხოელს


სურვილი და ფული თქვი(არც თუ ისე დიდი) და ძალიან ბევრი ჩამოვა.

QUOTE
თან მე რომ მწვრთნელი ვიყო, მირჩევნია ურჯუკაშვილს მივცე და ხმალაძეს რომლებშიც დარწმუნებული ვიქნები ვიდრე ვიღაც ჭ ტიპს რომელის ერთადერთი დამსახურებაც არის ის რომ ფიჯელია, როგორ მოერგება გუნდს, კომუნიკაცია, ასე შემდეგ უამრავი რისკია


ის ჭ ტიპი, ურჯუკაშვილს ცოცხლად გადაყლაპავს smile.gif თან ურჯუკაშვილზე ცუდი იმდენი ყავს ბათუმს,რა დათვლის smile.gif

სტანდარტული ქართული მიდგომაა რაც შენ გაქვს და ამიტომ მარადიული ჭაობი გარანტირებულია ქართულ შიდა რაგბში.
იგივეა ფეხბურთში,იგივეა კალათბურთში.

გუნდი რომ ევროთასებზე აპირებ გასვლას,მარტო მგზავრობის ფული არ უნდა მოიძიო. 50 ათასი დოლარის ბაზარია სულ და 3 თვით ნაღდად ჩამოიყვან 4-5 ისეთ მოტამასეს, საქარტველოს ჩემპიონატის მორაგბეებს მაგრად რომ აჯობებენ.
ვიღაცამ შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია და სელექციის თემაა. გამოცდილებასთან ერთად,უკეთესი მენეჯმენტიც მოვა.

ასე იქმნება გუნდი და ასე ვითარდება პროფესიონალური სპორტი და არა 25-ს გადაცილებული ტიპებისთვის,პენსიის გადახდით

რაშუაში სტანდარტული ქართული მიდგომა, აქ საუბარია 4.5 ლარზე რომელიც აქვს მარტო ხმალაძეს.ურჯუკას და ხაჭაპურასაც ოთხი, დანარჩენს სტანდარტული დიდი10ური ხელფასიაქ, მითხარი 3 ფიჯელი რომელიც ამ სამს ჯობია და ჩამოვა საქართველოში. თანიქიდან გინდათ თან აქედან ეგრე სადაა ))) და როამბობთ ფულითქვიო, რუსებს ფული უჭირთ და მაგიტომ არ ყავთ ფიჯელები ?! ფრუიძე რო მიყავთ?!
* * *
QUOTE (lepori @ 25 Sep 2017, 17:28 )
dc120mm
QUOTE
2500 დან 6000 მდეც აღწევს ზოგის ხელფასი! ეს ჩემი ინფორმაციაა და სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ,თუმცა არც ჭორის დონე არ ეთქმის smile.gif

ყველაზე დიდი ხელფასები ბათუმს ააქვს!

მადლობა

არ ყოფილა ცუდი ხელფასები
იმის გათვალისწინებით რომ მათი ხელფასები ბიუჯეტიდან იხდება

2500 - 6000 მდე არვიცი სად აქვთ მაგრამ ალბათ საშუალო რო გამოითვალო გამოვა 1000 ლარი. მაქსიმუმი 4.5 აქ ხმალაძეს მინიმუმი რავი 200 ლარზეც თამაშობენ

Posted by: SGG 25 Sep 2017, 18:50
Isi_Folau
QUOTE
რაშუაში სტანდარტული ქართული მიდგომა, აქ საუბარია 4.5 ლარზე რომელიც აქვს მარტო ხმალაძეს.ურჯუკას და ხაჭაპურასაც ოთხი, დანარჩენს სტანდარტული დიდი10ური ხელფასიაქ, მითხარი 3 ფიჯელი რომელიც ამ სამს ჯობია და ჩამოვა საქართველოში. თანიქიდან გინდათ თან აქედან ეგრე სადაა


ხაზგასმით ვთქვი, ფიჯელი გარემარმები და შუამრბები მეთქი და აფრიკელი მეორე-მესამე ხაზელები.

იგივე ფასად ჩამოიყვან ურჯუკაშვილზე ბევრად მაგარ ფიჯელს და ხაჭაპურაზე ბევრად მაგარ მეორე ხაზელს აფრიკიდან. თუ იგივე ფასად არა,წაამატე ცოტა და ჩამოვა.
მარტო მგზავრობის ფული არ უნდა იშოვო,ევროპაზე თამაში თუ გინდა. ლეგიონერის გარეშე არავინ თამაშOბს ევრო თასებზე.
50000$ დოლარის ბაზარია 4-5 კარგი მოტამაშის ჩამოყვანა 3 თვით.
ხაჭაპურას შაურმა ნაჭამი ტანით ევროთასებზე გასვლა სირცხვილია. და ხაჭაპურა სხვებს ბევრად ჯობს მანდ თან.

ქოქოსაზე კარგ 10 ნომერს, 3000$-ად ვერ იშოვი ბაზარი არაა,ბევრად რთული პოზიციაა.

23 კაციდან მინიმუმ 10 მაინც ყავთ ისეთი,საქართველოშიც ვერაფერს რომ ვერ თამაშობენ.



QUOTE
და როამბობთ ფულითქვიო, რუსებს ფული უჭირთ და მაგიტომ არ ყავთ ფიჯელები ?! ფრუიძე რო მიყავთ?!


ჯერ ერთი რუსებს უამრავი ლეგიონერი ყავთ ორივე გუნდში და სუპერ რაგბში ნათამაშებ ზელანდიელებსაც უთამაშიათ კრასნი იარში და ენისეიში და ჩელენჯზეც სულ იმატებენ მოთამაშეებს smile.gif

გარდა მაგისა,რუსები ცუდი მაგალითია, ამხელა ფული აქვთ და ტიპებს კვოტები აქვთ ლეგიონერებზე შიდა ჩემპიონატში და თვითონაც გემრიელად ჭამენ ბუნებრივი რესურსებიდან წამოსულ მუქთა ფულს. მაგათაც ვაი პატრიოტული მიდგომები აქვთ. 25 წელია ვერ გვიგებენ ტიპები ამხელა რესურსით.თუმცა საკლუბო სპორტში ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ და ჩვენზე ბევრად წინ არიან მაგ მხრივ.

პერვუხინი წლებია ითხოვს, მოვხსნათ ლიმიტი და პირველ ხაზელებს ჩაოვიყვანთ აფრიკიდან და მერე მოქალაქეობას მივცემთო.

Posted by: giorgi77 25 Sep 2017, 22:04
ნაღდად არ ველოდი ასეთ შედეგს ბათუმისგან... გამოდის ეს ევროტურნირიც "პაეზდკა" იქნება

Posted by: diazi 25 Sep 2017, 22:14
ისე ბათუმის მარცხი ბევრს უკვირს მაგრამ მე აიას სწორი აქცენტები(მომავალ თაობაზე) მიხარია

აია ხარების ჯახს სულმოუთქმელად ველი!!!

Posted by: Isi_Folau 26 Sep 2017, 10:50
QUOTE (SGG @ 25 Sep 2017, 18:50 )


23 კაციდან მინიმუმ 10 მაინც ყავთ ისეთი,საქართველოშიც ვერაფერს რომ ვერ თამაშობენ.




აბსოლიტურად გეთანხმები მაგრამ ქოქოსას რო აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი და თურმე არიმსახურებსო მაგაზე იყო საუბარი.


მაგრამ თან ეგრეც ხო არაა, გასასვლელი ფული ძლივს იშოვნეს, და როდის გადაწყდა რო გადიოდნენ?! სადღაც აგვისტოში, ძნელია ეგრე მალე გუნდის შეკრება,თორე მე ვაბშე ჯიქები მინდოდა რო გასულიყვნენ

Posted by: davita_1977 26 Sep 2017, 10:57
QUOTE (Isi_Folau @ 26 Sep 2017, 10:50 )
QUOTE (SGG @ 25 Sep 2017, 18:50 )


23 კაციდან მინიმუმ 10 მაინც ყავთ ისეთი,საქართველოშიც ვერაფერს რომ ვერ თამაშობენ.




აბსოლიტურად გეთანხმები მაგრამ ქოქოსას რო აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი და თურმე არიმსახურებსო მაგაზე იყო საუბარი.


მაგრამ თან ეგრეც ხო არაა, გასასვლელი ფული ძლივს იშოვნეს, და როდის გადაწყდა რო გადიოდნენ?! სადღაც აგვისტოში, ძნელია ეგრე მალე გუნდის შეკრება,თორე მე ვაბშე ჯიქები მინდოდა რო გასულიყვნენ

ჩემის აზრით მთავარია ახალზელანდიური მიდგომა დავნერგოთ რომ რეჯიმის დამრღვევი ეგრევე მოიკვეთოს რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ეგრევე მოგვცემს შედეგს

Posted by: Gio_G83 26 Sep 2017, 13:18
QUOTE
მაგრამ მე აიას სწორი აქცენტები(მომავალ თაობაზე) მიხარია


+
yes.gif

QUOTE
ჩემის აზრით მთავარია ახალზელანდიური მიდგომა დავნერგოთ რომ რეჯიმის დამრღვევი ეგრევე მოიკვეთოს რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ეგრევე მოგვცემს შედეგს


QUOTE
რეჯიმის დამრღვევი
= "პოხუისტი" = არაპროფესიონალი

ნიჭიერი, მარგამ არაპროფესიონალი - ნებისმიერ დონეზე, ნებისმიე ლიგაში - გარდა პირამიდის იმ ზედა ნწილისა რომლის 100 % ით გაპროფესიონალურებაზე უნდა იზრუნოს კავშირმა - შემდგომში სანაკრებო რეზერვის საბადოზე, ბიჭების მოსამზადებლად ლეგიონერობისთVის და ა.შ. ...

Posted by: SGG 27 Sep 2017, 15:00
ზუსტად ის მოხდა, რაზეც ვსაუბრობდით - კრასნი იარმა ჯაბა და კიდევ 3 ტონგელი აიმატა ევროტურნირების წინ

Posted by: dc120mm 27 Sep 2017, 15:24
QUOTE
ჯაბა

მოგზაურია ტიპი,ყველა ლიგაში ნათამაშევი აქვს smile.gif

Posted by: samxara91 30 Sep 2017, 13:12
დღევანდელი ორივე თამაში ტურის ცენტრალურია და აქ რა სიმშვიდეა smile.gif


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Sep 2017, 16:47
აქ სულ სიმშვიდეა -- თურმე ფეის’ბუქზე შფოთავენ
* * *
17.00 >> http://files.rugby.ge/oqmi/IRAKLI/2017_0930_D10_22_AIA-JIK.htm

19.30 >> http://files.rugby.ge/oqmi/LASHA/2017_0930_D10_23_LOK-BTM.htm

Posted by: jora84 30 Sep 2017, 18:23
ლუკასა და ნიკოს მამა

ფეისბუქის საშფოთი ალაგი სად არის ბატონო ზაალ? გადავავლებ თვალს
* * *

Posted by: jora84 30 Sep 2017, 21:03
ლოკო- ბათუმი მართლა უშუქობის გამო ვერ ჩატარდა? დროშა ვერ დაკიდენ war.gif

Posted by: GioWEED 30 Sep 2017, 21:16
აიას გამარჯვება კვლავ გამიკვირდა. აიას კარგი ბიუჯეტი უნდა და რამდენიმე კარგი მოთამაშის ამატება რო ჩელენჯზე კარგად ითამაშოს. კაი ფორმაში არიან.

Posted by: SGG 30 Sep 2017, 21:19
GioWEED
QUOTE
კაი ფორმაში არიან.


იმედია ღადაობ smile.gifმთელი თამაშში 3 ფაზა ვერ გადააბეს ერთმანეთს smile.gif არანაკლებ უარესი იყო ჯიქი.

კატასტროფულად დაბალი დონის თამაშI იყო. ყველა გუნდს ეხება იგივე.

Posted by: jora84 30 Sep 2017, 22:46
SGG


დერეფნები და რაქები facepalm.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Sep 2017, 22:48
QUOTE
ფეისბუქის საშფოთი ალაგი სად არი

მაგდენი ვერ ვიცი, მაგრამ ის კი "მითხრენ", რომ
"ინგეიჯმენთ"ში მგონი 7 პროცენტით ჩამოიტოვა "დიდმა ათმა"
ფეხბურთის ეროვნული (ამას რა ჰქვია, ვერც ეგ ვიცი)

Posted by: dc120mm 1 Oct 2017, 09:58
jora84
QUOTE
ლოკო- ბათუმი მართლა უშუქობის გამო ვერ ჩატარდა?

მაგ საკითხზე შენ უნდა გვაწვდიდე ინფორმაციას smile.gif

Posted by: jora84 1 Oct 2017, 10:13
dc120mm

ავჭალის სტადიონი არ შედის ჩემ იურისდიქციაში biggrin.gif

Posted by: Lotkinski 1 Oct 2017, 10:57
QUOTE
ლოკო- ბათუმი მართლა უშუქობის გამო ვერ ჩატარდა?



ფბ-ზე დავწერე smile.gif აქაც დავწერ, რომ კალდუნას და სკლინტას აუფეთქებიათ გენერატორი ეგაძის დავალებით და მაგიტო გათიშულა დენი.

Posted by: dc120mm 1 Oct 2017, 11:22
jora84
QUOTE
ავჭალის სტადიონი არ შედის ჩემ იურისდიქციაში

ინფორმაცია მაინც უნდა გქონოდა smile.gif

Lotkinski
QUOTE
ფბ-ზე დავწერე  აქაც დავწერ, რომ კალდუნას და სკლინტას აუფეთქებიათ გენერატორი ეგაძის დავალებით და მაგიტო გათიშულა დენი.


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მე არ მეგონა შენ ეგ სერიალი თუ ეგრე გევასებოდა!

Posted by: Lotkinski 1 Oct 2017, 11:29
QUOTE
მე არ მეგონა შენ ეგ სერიალი თუ ეგრე გევასებოდა!



რას ამობ ო ?! კლასიკაა

Posted by: dc120mm 1 Oct 2017, 11:30
Lotkinski
QUOTE
რას ამობ ო ?! კლასიკაა

რო შევხვდებით გავარჩიოთ wink.gif

ვერ წავედი ქუთაისში და მომიწევს სთრიმზე ყურება! კოსა დაგვიბრუნდა!

Posted by: Lotkinski 1 Oct 2017, 18:30
ეჰ, ასე იცის ვითომ დაგეგმილმა 5-მა ქულამ. უნდა დაფასდეს მოწინააღმდგე ჯეროვნად. ყველა მაგას იძახოდა, რომ რუსთავს ხუთიდან ხუთი მოგება ექნებოდა, მარა ....

Posted by: QUT7 1 Oct 2017, 18:34
Agia xarebi??? Shemoegitlerkaputa bagrats..tan nametnavad...
* * *
Ar uxdeba chemo deme rustavs quteisis haerii

Posted by: wolfmax 1 Oct 2017, 18:48
QUOTE
Ar uxdeba chemo deme rustavs quteisis haerii


არც ქუთაისელი მსაჯი არ უხდება....
მაგრად მიქარავდა დღეს სულხანაა თუ რაცაა....

Posted by: OldRuger 1 Oct 2017, 23:27
არმია - არმაზი მოულოდნელად კარგი დინამიური მატჩი გამოვიდა . კარგი მსაჯობაც იყო

Posted by: Isi_Folau 2 Oct 2017, 12:25
QUOTE (OldRuger @ 1 Oct 2017, 23:27 )
არმია - არმაზი მოულოდნელად კარგი დინამიური მატჩი გამოვიდა . კარგი მსაჯობაც იყო

ამაშუკელი ნელნელა მსოფლიოდონის მსაჯი ხდება ))

Posted by: davita_1977 2 Oct 2017, 12:27
არმიაც და არმაზიც ცდილობს სწრაფი ხელდახაელ რაგბი ითამაშონ

Posted by: jora84 2 Oct 2017, 12:27
Isi_Folau

მსოფლიო დონემდე ბევრი უკლია, მაგრამ აი ტიერ-3 დონეზე ნაღდად არის ეხლა.

დიდი მნიშვნელობა აქვს შილდის თამასებს როგორ ჩაატერებს, იმედია მომავალ წელს რაგბი ევროპას თუ არა ტროფის მაინც ამსაჯებენ.

Posted by: Gio_G83 2 Oct 2017, 13:17
შიდა ასპარეზის უცნაურობები (სამ სხვადასხვა თმაში)

დიდი10_ში მე-5 ტური მიილია, მართალია არასრული, მარგამ მაინც... მარათონის ¼ გავლილია.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

გათამაშებას უდანაკარგოდ ქუთაისის აია ლიდერობს, მიუხედავად ხუთიდან ხუთი მოგებისა რიონისპირებელს ჯერ ბონუს ქულა არ მოუპოვებიათ, ლელოთა ბალანსიც მხოლოდ +1 (9/8)
აიამ 14:7 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ჯიქი.
აიას კვალში ხარები უდგანან, რომლებმაც ჯერ კიდევ შარშან ერთი ამოსუნთქვით მოიგეს პირველი ლიგა და ომახიანად განვლეს პირველი 4 ტური, თუმცა გათამაშების აუტსაიდერთან სტუმრობა და დაგეგმილი 4 ქულა უტოპია აღმოჩნდა - მეორე ქუთაისურ გუნდთან - ბაგრატთან: მოულოდნელი მარცხი 0:21
რუსთაველებსაც ჯერ პრემიალური ქულა არ აქვთ მოპოვებული, ლელოთა ბალანსი +2 (11/9)
ხარებივით 16 ქულა და გატამაშების ცხრილში მესამე საფეხური დაიკავა ჯიქმა: ორი მარცხითა და სამი გამარჯვებით, თუმცა მათ მონაგარს 4 პრემიალური ქულაც ემატება. ლელოთა ბალანსი +5 (12/7)
ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი ლელო-სარასენსი მე-4 ადგილს იკავებს იმარჯვა რა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ 18:15 აკადემიასთან. ლელოელებსაც ორი პრემიალური ქულა აქვთ მონაგაში და +6 ლელოთა ბალანსი (14/8)
ლელოს კვალში უდგას თბილისიდან მარნეულში „გადაბარგებული“ არმაზი, 2-2 მოგება-წაგებით და პირველივე ტურში ნათამაშევი ფრით. მარნეულელების მონაგარშია 3 პრემიალური ქულაც. ლელოთა ბალანსით +5 (13/8)
განვლილ ტურში არმაზმა გასვლაზე 22:17 დაამარცხა არმია
არმაზს 4-4 მატჩით მოჰყვებიან ბათუმი და ლოკომოტივი, რომელთა შორის მატჩიც გადაიდო (უდენობის გამო_ო***)
ოთხი ტურის თავზე ზღვისპირელთა მონაგარი 12 ქულაა: 2 მოგება, 1 ფრე და 1-ც მაცხი, ამას დამატებული 2 პრემიალური ქულაც ლელოთა ბალანსით +9 (12/3)
ლოკომოტივმაც ორ გამარჯვებასა და ორი მარცხს ორიც პრემიალური ქულა დაუმატა, ლელოთა ბალანსით +/-0 (10/10)
გათამაშებას სამი მონაწილე ჰყავს ვინც ჯერ 10 ქულა ნიშნული ვერ გადალახა და სუალც მოგების გარეშე ან თითო გამარჯვებით აქტივში ასპარეზობს:
არმია მერვე ადგილს ერთი მოგებითა და ერთიც პრემიალური ქულით იკავებს, ლელოთა ბალანსი -11 (6/17)
არმიელებივით მხოლოდ 5 ქულაა აკადემიელების მონაგარი, მართალია ჯერ მოგების გარეშე ასპარეზობენ, მაგრამ ხუთივე მატჩში მოიპოვეს სანუგეშო ქულა. ლელოთა ბალანსი -4 (7/11)
გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე მეორე ქუთაისური გუნდი - ბაგრატია, რომელმაც მართალია მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება, მარგამ პრემიალური ქულის უქონლობის გამო აკადემიელებზე უკან არიან, ლელოთა ბალანსით -13 (5/18)

გადადებული მატჩი არ ვიცი როდის შედგება, თუმცა მომდევმო ტურის თარიღიც და მონაწილეებიც ცნობილია:
ბათუმი აკადემიას მიიღებს, ბაგრატი კი არმიას, ლელო ხარებს ესტუმრება, ლოკომოტივი კი ჯიქს, ხოლო არმაზი აიას დაუხვდება.

ნახუთტრევს სტატისტიკა:
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

დამრტყმელებში 50 ქულიან ნიშნულს ჯერ მხოლოდ აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი გადაცდა 54 ქულით, მას კვალში უდგანან 48 ქულით ბახვა კობახიძე ბათუმის ფულბექი და ლელოს დამრტყმელი, ასევე ფულბექი ირაკლი ყიასაშვილი 46 ქულით.

3-3 ლელოს დადება უკვე მოასწრეს:
აბრამიძე - აია - ფრთა
გიგაური - არმაზი - ცენტრი (ფრთა)
კვირიკაშვილი - ლელო-სარასენს - მგეზავი
მაჭარაშვილი - ხარები - მესამე ხაზელი (ფლანკერი/მარბიელი)
ურჯუკაშვილი - ბათუმი - ცენტრი
შკინინი - ლოკომოტივი - ფრთა
ჭყოიძე - ჯიქი - კვაჭი (ჰუკერი)









Posted by: otia-83 2 Oct 2017, 16:27
ეხლა ვუყურებ არმა-არმაზის თამაშს რაგფბიტვ-ზე და ეს კომენტატორი კონტექსტიდან ამოგლეჯილ წინადადებებს რატო იძახის?

მეორე კომენტატორს მიკროფონი ხომარ აქვს გათიშული შემთხვევით და მარტო ამ ერთის ხმა ისმის? user.gif

Posted by: jora84 2 Oct 2017, 16:33
otia-83

ეგ იქეთ იყოს და შარშან დევი.გე რომ აკეთებდა სტრიმებს იქ ისმოდა რეფერსი ხმა, წელს მიკროფონები დაკარგენ თუ რატომ დაგვიმუნჯეს მსაჯები?

Posted by: otia-83 2 Oct 2017, 16:50
jora84
QUOTE
ეგ იქეთ იყოს და

მე კი დავიტანჯე და biggrin.gif ხან უცბათ სიცილი აუტყდება, ხან უცნაურ რამეებს იძახის smile.gif უეჭველი გვერდით მჯდომს ებაზრება, ან ამის მიკროფონი დარჩათ ჩართული, ან კიდევ იმ მეორის ჩართვა დაავიწყდათ.

მსაჯის ხმას ვინ ჩივის, კომენტატორის ხმა ვერ ჩართენ! gigi.gif

Posted by: Dr NULL 2 Oct 2017, 17:01
QUOTE
დაკარგენ

QUOTE
ჩართენ

რა ხდება? აჭარული დღეებია ფორუმზე და გამომრჩა? smile.gif

Posted by: jora84 2 Oct 2017, 17:05
Dr NULL

ახალი შენიღბული ხუმრობის ფორმაა smile.gif



პ.ს. დროშა ვერ დაკიდენ დროშა!

Posted by: Dr NULL 2 Oct 2017, 22:01
jora84
ეგრეც მივხვდი რომ გამომრჩენია biggrin.gif

Posted by: OldRuger 6 Oct 2017, 18:25
ბათუმი-აკადემიას ვუყურებ . 78 წუთია ვეღარ სუნთქავს ვერცერთი გუნდი .

ბათუმს ძალიან გაუჭირდება ესეთი ფიზიკური მომზადებით როვიგოსთან იქ.

Posted by: davita_1977 6 Oct 2017, 19:00
დურმიშხან ჯაბნიძემ მართლა კაი ლელო დადო კარგადაც ურტყამდა და კარგადაც მოძრაობდა არადა 99 იანია

Posted by: rrrugby 7 Oct 2017, 19:03
ძალიან კარგი მონაცემების მორაგბეა ჯიქის 9 ნომერი--ლაშა ნადირაძე, პალიკოსი გამკვირვებია მეტ სათამაშო დროს რატომ არ აძლევს................ბროძელი ვნახეთ რაც იყო , შვიდკაცაც ხომ ათამაშა საქართველოს ნაკრების.......არაფერი გამოუვიდა და ვერც გამოუვიდოდა, კოჭებში ეტყობა მორაგბეს რისი თავი აქვს.............მე ვატყობ შე კაცო, და ასეთი გამოცდილი მწვრთნელები როგორ ცდებიან,,,,,,,,,,,მოკლედ ძალიან მაინტერესებს და ველოდები ლაშა ნადირაძის თამაშს, დიდი პოტენციალი ეტყობა, იმედია ხვალ ითამაშებს ლოკომოტივთან.........ამ მორაგბეს, როგორც ვიცი, ასაკობრივებიც აქვს ნათამაშები, მემგონი ჯინჭველაშვილთან ერთად...


* * *
ისიც საინტერესოა, დიდი ათის გუნდებში მწვრთნელები რის მიხედვით ანიჭებენ ამათუიმ მორაგბეს უპირატესობას....თუ ტარდება ტესტები მორაგბეების ფიზიკური კონდიციების შესაფასებლად, რის შEმდეგაც უკეთესი შედეგების მორაგბეს ენიჭება უპირატესობა....დიდი ათის შემხედვარე, მე ეჭვი მეპარება....სხვანაირად მორაგბის შეფასება ძნელია--ბურთი ხან ისე აგიხტება და ხან ასე.........ჩვენი არაპროფესიონალი მწვრთნელების თვალის ზომაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული......თAნაც სელექციაში ქართველები ძალიან ვცოდავთ.......
მომავლის იმედით, რაგბის გულშემატკივარი

Posted by: Homo Erotikus 7 Oct 2017, 21:11
ტაბუცაძე მომწონს ლელოდან. ზაგრანიცაში ვერ გაქაჩავს? იქნებ გამოინახოს ფრანგული კლუბი.

Posted by: samxara91 9 Oct 2017, 09:49
6-დან 6 sa.gif

------------------------------

Posted by: K O R A D O 9 Oct 2017, 14:35
აია მაგარ ფორმაშია, საუკეთესო უკანახაზი ყავს და ყველაზე სწრაფ რაგბს თამაშობს...წესით უნდა იჩემპიონოს, მაგრამ ვნახოთ...

Posted by: davita_1977 9 Oct 2017, 14:39
QUOTE (K O R A D O @ 9 Oct 2017, 14:35 )
აია მაგარ ფორმაშია, საუკეთესო უკანახაზი ყავს და ყველაზე სწრაფ რაგბს თამაშობს...წესით უნდა იჩემპიონოს, მაგრამ ვნახოთ...

კი ნამდვილად მაგარი ბიჭები არიან მაგრამ შერკინებას ასე რატო უჭირს? არადა მეორე მესამე ხაზშიც ძალიანლ მაგარი ბიჭები ყავს

Posted by: diazi 9 Oct 2017, 14:46
აია_ს აქცენტი გაკეთებული აქვს სისწრაფეზე და მესამეხაზელებიც უფრო მსუბუქი და მობილური ბიჭები ყავს, პირველ ხაზშიც სალდაძეძალიან მსუბუქად გამოიყურება სხვა ბურჯების ფონზე... ამიტომაც უჭირს მიწოლა

Posted by: enorme 9 Oct 2017, 14:59
აია წელს საუკეთესოა , თამაშითაც და შედეგებითაც , მაგრამ ჩემი აზრით ლოკოს ტრავმირებულები რო დაუბრუნდებიან ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევს.
აფციაური , ხარაზიშვილი , ტალახაძე და გაგოშვილი ტრავმირებულები არიან ))) წესით , ძალიან კარგი უკანა ხაზი ეყოლება ლოკოს.

Posted by: dc120mm 9 Oct 2017, 16:22
enorme
QUOTE
აია წელს საუკეთესოა , თამაშითაც და შედეგებითაც

ჯერჯერობით კი,მაგრამ დამიჯერე ვერ იჩემპიონებენ smile.gif

Posted by: enorme 9 Oct 2017, 16:41
QUOTE (dc120mm @ 9 Oct 2017, 16:22 )
enorme
QUOTE
აია წელს საუკეთესოა , თამაშითაც და შედეგებითაც

ჯერჯერობით კი,მაგრამ დამიჯერე ვერ იჩემპიონებენ smile.gif

მეც მაგ აზრზე ვარ ჩემო დემე .
ლოკოს ჯერია ჩემპიონობის , ძალიან დიდი პაუზა გვაქვს და იმედია წელს ვიჩემპიონებთ.

Posted by: dc120mm 9 Oct 2017, 17:11
enorme
QUOTE
ლოკოს ჯერია ჩემპიონობის , ძალიან დიდი პაუზა გვაქვს და იმედია წელს ვიჩემპიონებთ.

უნდა მოუმატოთ სისწრაფეებში!!! თორე ჯანი არ გაკლიათ,გრძელი სკამი გაქვთ,გამოცდილება გაქვთ,"ვარსკვლავებიც" გყავთ smile.gif


Posted by: GioWEED 9 Oct 2017, 17:58
QUOTE (enorme @ 9 Oct 2017, 14:59 )
ლოკოს ტრავმირებულები რო დაუბრუნდებიან
აფციაური , ხარაზიშვილი , ტალახაძე და გაგოშვილი ტრავმირებულები არიან ))) წესით , ძალიან კარგი უკანა ხაზი ეყოლება ლოკოს.


ცუდ დღეში ვართ რა. აფციაური გაგოშვილი უკანა ხაზში. help.gif

კარგი ბექების სკოლა გვჭირდება კენგურუ ან შავი მასწავლებლებით თორე ოოოო....
აიას შერკინება კიდე უკეთესის სურვილს გვიტოვებს. კარგი ბურჯები ან შერკინების მწვრთნელი ჭირდებათ ალბათ.

როგორმე ამ შეზღუდული შესაძლებლობებით უნდა გავაპროფესიონალოთ მორაგბეები.

Posted by: enorme 9 Oct 2017, 18:01
dc120mm
სისწრაფეს თუ არ მოვუმატეთ ვერაფერს ვერ ვიზავთ . სეზონის სტარტი ყოველთვის მძიმეა ხოლმე ლოკოსთვის.
განსაკუთრებით მომწონს ჩვენი მე3 ხაზი : ფოფხაძე , გასვიანი , ამირანაშვილის ტრიო . ალბათ ყველაზე მობილური მე3 ხაზია ჩვენს ჩემპიონატში .
10 ნომერია ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა .
* * *
GioWEED
გაგოშვილზე უკეთესი ბევრი 13 ნომერი გეგულება ჩვენს ჩემპიონატში ? )))

Posted by: OldRuger 9 Oct 2017, 18:56
რაც არ უნდა იყოს დონე აწეულია ჩემპიონატში . ზოგი თამაში სასიამოვნოდ კარგი საყურებელი გამოვიდა ამ სეზონზე

Posted by: GioWEED 9 Oct 2017, 21:36
QUOTE (enorme @ 9 Oct 2017, 18:01 )
გაგოშვილზე უკეთესი ბევრი 13 ნომერი გეგულება ჩვენს ჩემპიონატში ? )))

სიმართლე გითხრა ჯერ 2-ე წელია რაც დიდი 10-ის ყურება დავიწყე. გაგოშვილი მაინცდამაინც არ მომხვედრია თვალში როგორც განსაკუთრებულად ძლიერი ცენტრი.

აფციაურის თამაშებს უფრო ვიცნობ და მაგ ბიჭს მეტი არ შეუძლია და რა ქნას, ისე მაგარი აზარტული ხდება თამაშის მიმდინარეობისას და ამბიციაც აქვს მაგრამ არ მჯერა რო გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს, რასაც ვუყურებ სულ ერთ დონეზეა.

მე რაგბით დავინტერესდი 2012 წლიდან მანამდე მარტო რუსეთი რო ჩამოდიოდა მაშინ დავდიოდი სტადიონზე. ეხლა ხანდახან ავჭალაშიც ჩავდივარ ხოლმე საყურებლად როცა დრო მაქვს. ბევრი რამეც არ მესმის ასე რომ კრიტიკოსად არ გამოვდგები. უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა რომ აფციაური და გაგოშვილი ვერც ერთი ვერ ბრწყინავს და მაქსიმუმ მათმა გამოჩენამ ოდნავ შეცვალოს თამაშის სისწრაფე.

მინდა რო რუმინეთის დონემდე მაინც ავიდეთ ეროვნულ ჩემპიონატში.

Posted by: ramazi-rugby 9 Oct 2017, 21:52
ლოკოს არ ჰყავს საქართველოს ჩემიონატის დონეს მიახლოებულიც კი 10 ნომერი
ამიტომაცაა რომ უკანა ხაზის გარჯა,12-13-ის მით უმეტეს ,რომ არ ჩანს სანახაობრივად
რაც ტურბო-გიგა შარშან იგივეა წელს ნიკოლავა- ვახო
* * *
ვანდამა რა დონეზეცაა,ჯერ-ჯერობით კი ყოფნის აქაურობას
ბევრსაც ჯობია
თუ კიდევ მოუმატებს,ხომ კარგი.თუ არადა მაინც იქნება გამორჩეული
გიგაზეც იგივეს ვიტყოდი
რაგაც მომენტში არ გაუმართლა
შრომა,ვარჯიში არასდროს ეზარებოდა,მაგრამ რაღაცეები დააკლო
ზედ უიღბლობაც დაემატა და კი ვხედავთ სადაცაა.

პ.ს.
ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი ლოკომოტივს აქვს და გახდება კიდეც ჩემი აზრით.

Posted by: enorme 10 Oct 2017, 00:06
GioWEED
Chveni chempionatis kvalobaze afciaursac tavisuflad sheudzlia shecvalos gundis tamashi uketesobisken .
Gagoshvils rac sheexeba chvens chempionatshi nebismier gundshi iqneba dziriradi 12-13 wevri. Dacvashic da shetevashic ertnairad sasargebloa , aqvs minusebi , ris gamoc mistvis nakrebis kari daketilia . Realurad koshadze da liparteliani shegvidzlia chavtvalot masze uketes motamashed chvens chempionatshi .gigastan ertad bavshvobashic mitamashia da mas shemdegac da chvens chempionatshi vinmes daechagros ar maxsendeba.

Lokos optimaluri ukana xazi ase warmomidgenia me : 9- bego 10- afciauri 11- gosha 12- talaxa 13-gagoshvili 14- xarazishvili 15-wiko

Posted by: N1ka 10 Oct 2017, 03:14
enorme
რანაირად კი მაგრამ რაც თამაშები ვნახე ყველაზე გამორჩეული ჩორტიკა არის ხოლმე ლოკომოტივის ხაზიდან

Posted by: tarash07 10 Oct 2017, 10:40
N1ka
მეც ეგრე ვფიქრობ,ჩორტიკა გამორჩეული მოთამაშეა,არაფრიდან ქმნის მომენტებს.

Posted by: enorme 10 Oct 2017, 10:52
N1ka
tarash07
უკანა ხაზში რომ არ ჩავსვი მაგიტომ გაჩნდა ჩორტიკაზე კითხვა? )))

გოშა შეუცვლელია ლოკოში და ვფიქრობ , რომ საქართველოს გოშას დონის გარემარბი არ გვყოლია .
რამაზას რაც შეეხება ძალიან სტაბილურია და დამრტყმელის პრობლემაც მოგვარდება მისი ძირითადში ყოფნის შემთხვევაში.
ჩორტიკა კი არის ხარაზიშვილზე მეტად ფანტაზიორი , რაც კარგია გარემარბისთვის , მაგრამ ძალიან არასტაბილურია.

ფრთაზე არჩევანი ძალიან დიდი აქვს ლოკოს . 11ზე გოშა უპირობოდ და 14ზე : ხარაზიშვილი , ჩორტიკა , გულიტაშვილს შორის გაკეთდება არჩევანი.

Posted by: dc120mm 10 Oct 2017, 12:50
enorme
სისწრაფეებით მოუგო რუსთავმა ლოკოს,მეტი არაფრით,თავიდან სანამ "სვეჟად" იყვნენ კი გვიგებდნენ smile.gif 15 წუთის მერე წიკო ეხვეწებოდა პაშას ყველა ჯარიმაზე კარში დავარტყათო smile.gif

Posted by: enorme 10 Oct 2017, 13:00
dc120mm
ხო ვიცი . სახელებს და გვარებს რო გადახედავ წესით უკანა ხაზი სწრაფ , გამართულ რაგბს უნდა თამაშობდეს , მაგრამ ყველაზე სწრაფად და გამართულად ჩვენი მე3 ხაზი თამაშობს .

Posted by: Dima Fan 13 Oct 2017, 11:29
ტაბუცაძე რას გარბის )))))))))))))))))))))
სერიოზული სპრინტი აქვს

Posted by: diazi 13 Oct 2017, 14:23
QUOTE

ტაბუცაძე რას გარბის )))))))))))))))))))))
სერიოზული სპრინტი აქვს

გარბის ოღონდ ფორესტ გამპივით სულ პირდაპირ smile.gif)) ცრუ მოძრაობებს არ ცნობს მგონი... ცოტა არ იყოს სწორხაზოვანი ბიჭი ჩანს....

Posted by: jora84 13 Oct 2017, 14:35
diazi

მაგას თავისით ვერ ისწავლის, უნდა ასწავლონ რა როგორ ქნას, მაგ მომენტში ვერ დაეწია მდევარი, თორემ ამას ერთი მოძრაობაც არ უფიქრია რომ მოეშორებინა.

Posted by: Dima Fan 13 Oct 2017, 21:27
jora84
ფეხბურთის განყოფილებაში კი იხედები ხოლმე და ერონული ლიგის ფენტეზი ჩემი პროექტია,რაგბზე როგორ ფიქრობ,ითამაშებს ხალხი დიდი 10-ის ფენტეზის ? საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით

Posted by: jora84 13 Oct 2017, 22:05
Dima Fan

ნაკლებ სავარაუდოა, არ მგონია დიდად პოპულარული გახდეს smile.gif


Posted by: jora84 14 Oct 2017, 18:26
რაგბის კლუბი აია
სამოყვარულო სპორტული გუნდი spy.gif

user posted image

Posted by: Gio_G83 16 Oct 2017, 15:25
QUOTE
რაგბის კლუბი აია
სამოყვარულო სპორტული გუნდი


?

და გუნდი, რომელიც 7 წუთში 3 ლელოს მიიღებს თუნდაც ვიცე-ჩემპიონი იყოს სამოყვარულო თუ არა ახევრად სამოყვარულო (იგივე ნახევრად პროფესინალური) არ გამოდის?

და გუნდი, რომელიც სტადიონზე დაფრენილი თეთრი მტრედის "გამო" პლეიოფში უცებ უარესი პოზიციიდან გავა - სამოყვარულოა
smile.gif
ჩვენ პირიქით გვინდა მაგრამ, ფაქტი - ფაქტია, თანაც ჯიუტი
facepalm.gif

Posted by: jora84 16 Oct 2017, 15:30
Gio_G83

კი, ფაქტი ნამეტანი ჯიუტია mo.gif

Posted by: BigG 19 Oct 2017, 12:11
თ2-ის საიტზე დაიდო ინფორმაცია საკლუბო თამაშებზე ქვეყნების მიხედით საშუალო დასწრების შესახებ:
French Top 14: 14.328
English Premiership: 13.611
PRO12: 8.480 (Irish average: 12.234 / Welsh average: 8.178 / Scottish average: 6.139 / Italian average: 2.927 - იტალიის ჩემპიონატზე 1 ათასზე მეტი)
Japanese Top League: 7.720
North American PRO: 1.723

ვინმემ ხომ არ იცით, დიდ 10-ზე რა მაჩვენებელი გვაქვს?

Posted by: Lotkinski 19 Oct 2017, 12:18
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით, დიდ 10-ზე რა მაჩვენებელი გვაქვს?



200-500

ბათუმში ცოტათი მეტი.

საშუალო ესაა.

Posted by: jora84 19 Oct 2017, 12:18
BigG

1000-ს ფარგლებში ალბათ.

Posted by: Lotkinski 19 Oct 2017, 12:21
QUOTE
1000-ს ფარგლებში ალბათ.


კაი გაჩერდი ეხლა smile.gif იშვიათი გამონაკლისების გარდა, 500 კაცს არ არემატება ხოლმე. არ დადიხარ თამაშებზე?

Posted by: crusaders 19 Oct 2017, 12:22
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით, დიდ 10-ზე რა მაჩვენებელი გვაქვს?

QUOTE
ბათუმში ცოტათი მეტი.

ბათუმში ხელოვნურს 500 კაციანი ტრიბუნა აქვს.
ასე თუ ისე ივსება თამაშებზე.

Posted by: lepori 19 Oct 2017, 13:18
Lotkinski
QUOTE
200-500

ბათუმში ცოტათი მეტი.

საშუალო ესაა.

ქუთეისშიც არ მიდის ხალხი?. cry.gif
გორში?.

ლელოარენაზეც ჩანდა ხოლმე ხალხი,

Posted by: QUT7 19 Oct 2017, 15:12
Sxagan ar vici magram aias sashinao tamashebisatvis 500 nametnavad cotaa........

Posted by: qobula 19 Oct 2017, 16:22
და თავად გუნდები რას აკეთებენ რომ ხალხი მიიზიდონ სტადიონზე? ნეტა რომელიმეს თუ აქვს რამე გაკეთებული ამ კუთხით?

Posted by: jora84 19 Oct 2017, 16:24
qobula

ძალიან ვაფასებ ადამიანებს იუმორის გრძნობით smile.gif

მშვენიერი ხუმრობა გამოგივიდა, ანეკდოტი ფაქტიურად biggrin.gif

Posted by: qobula 19 Oct 2017, 17:27
QUOTE
ძალიან ვაფასებ ადამიანებს იუმორის გრძნობით

მშვენიერი ხუმრობა გამოგივიდა, ანეკდოტი ფაქტიურად


მადლობა მომიხსენებია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Gio_G83 19 Oct 2017, 23:08
QUOTE
თავად გუნდები რას აკეთებენ რომ ხალხი მიიზიდონ სტადიონზე? ნეტა რომელიმეს თუ აქვს რამე გაკეთებული ამ კუთხით?


ჰეჰ...
ჰოლივუდური ტრილერები (ფეხში მწრელი ბლაგვი ქვები) არ დადებულა? ან ბოლივუდური მისტიციზმი (მატჩის წინ ზე_გარდმო_ფ(რ)ენილი თეთრი მტრედი)?
მეტი რა ქნან?

Posted by: dc120mm 27 Oct 2017, 17:48
რა თამაში წააგო აკადემიამ,შემეცოდნენ!

ჯიქმა პრემია აიღო smile.gif

Posted by: jora84 27 Oct 2017, 17:52
dc120mm

QUOTE
შემეცოდნენ!


არ იმსახურებდნენ, აზენკურივით შორიდან ესროდნენ მარტო! მათიაშვილით იწყებოდა და მათიაშვილით მთავრდებოდა ყველანაირი ტაქტიკური მონახაზი.
მოძღვრიშვილი მომეწონა.

Posted by: dc120mm 27 Oct 2017, 19:43
jora84
QUOTE
მათიაშვილით იწყებოდა და მათიაშვილით მთავრდებოდა ყველანაირი ტაქტიკური მონახაზი.

ვაა,როცა გყავს ეგეთი უნდა გამოიყენო ზმაო smile.gif
* * *
კოშა გვეყოლება დღეს არმიასთან,კარგია!

მე მეგონა ნაკრების ბიჭები არ იქნებოდნენ!

Posted by: giushki 28 Oct 2017, 16:30
dc120mm
ეს ვაჟა რუსთაველი დე კლერკია რა biggrin.gif

Posted by: jora84 28 Oct 2017, 16:34
dc120mm

QUOTE
მე მეგონა ნაკრების ბიჭები არ იქნებოდნენ!


რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ?

კოშა ფლანგზე ,,ზემოდან'' დირექტივა ხომ არ არის?


Posted by: jora84 28 Oct 2017, 17:15
კომენტატორი რატომ გვატყუებს?

ჭავჭავაძე ხშირად თამაშობდა ახალგაზრდულ მსოფლიოზეო rolleyes.gif

Posted by: iverieli 28 Oct 2017, 17:31
Bravo xarebs, kargi leloebi daudo bolosken armias

Posted by: Love The Sun 28 Oct 2017, 19:45
მოდებაძე დაფრინავს biggrin.gif
============================

და აბჟანდაძის ლელო.
როგორ გინდა აიას არ უგულშემატკივრო <3

Posted by: AVIATORI01 28 Oct 2017, 20:04
Love The Sun
სასწაული ჩათამაშებები იყო. ამ უკან ხაზს ბუკა და ფრუი დაუმატე და ბარე ორს გაამწარებენ

Posted by: ramazi-rugby 28 Oct 2017, 20:08
ხუთი ლელო დაუდია მოდებაძეს
აქამდე ჰქონდა ვინმეს ესეთი შედეგი ?

Posted by: Love The Sun 28 Oct 2017, 20:10
AVIATORI01
აბჟანდაძე ნელ-ნელა უკვე მიეჩვიოს ნაკრებს.
მოტივირებული მოდებაძე ვნახეთ რა მოთამაშეცაა დღეს, იმედია თედოსაც მიეცემა შანსი უახლოეს მომავალში.
მაღალ დონეზე თამაში სჭრიდება მაგ ბიჭს, რომ გამოცდილება მიიღოს და გაიზარდოს.

Posted by: dc120mm 28 Oct 2017, 20:12
giushki
QUOTE
ეს ვაჟა რუსთაველი დე კლერკია რა

აი ბეგოზე უკეთესი ხო არის ამ წუთში? biggrin.gif

jora84

QUOTE
მე მეგონა ნაკრების ბიჭები არ იქნებოდნენ!


რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ?

ხვალ მიდიან და არ მეგონა თუ მისცემდნენ თამაში უფლებას!

QUOTE
კოშა ფლანგზე ,,ზემოდან'' დირექტივა ხომ არ არის?

დირექტივა არა შვანცკი biggrin.gif ვინ ეკითხება "ზევით" კლუბის მწვრთნელი რას გადაწყვეტს? 12-13 კარგი დუეტი დგას და იმიტომ დააყენა ფრტაზე,თან ფრთა 16 წლის ბიჭი გვეყენა ხოლმე! მწვრთნელი ამბობდა 15 ზე უნდა ვუთხრა თუ ითამაშებსო smile.gif

Love The Sun
QUOTE
როგორ გინდა აიას არ უგულშემატკივრო

აფსუს ყოჩები biggrin.gif

Posted by: AVIATORI01 28 Oct 2017, 20:15
Love The Sun
მაგარი ათია მაგრამ ძალიან პატარააა აი ძალიან. ეგრე ადვილად არ უნდა წაღლიტონ ხელიდან ბურთი. აი ხმალაძის ტანზე რომ დადგეს (იმედია მალაღურაზე მეტად დაიკუნთება) მართლა მაგარი ბიჭი იქნება

Posted by: Love The Sun 28 Oct 2017, 20:21
dc120mm
ეჰ, აბა ბიჭოო sad.gif
ჩემი სტუ ყოჩები sad.gif

Posted by: jora84 28 Oct 2017, 21:01
AVIATORI01

თებერვალში გაფართოებულში მალაღურას მაგივრად. ბაბუნაშვილი ძირითადია და ბლა ბლა ბლა არ მიიღება biggrin.gif იშვიათი ნიჭის ბიჭია და თან უნდა გადაყვნენ. თუ დააიგნორეს მელიტონას ასისტენტზე მივიტან პირდაპირ ეჭვს ნეპოტიზმში biggrin.gif

მირიანისთვის წიწაკასავით იმოქმედა ნაკრებში გამოძახებამ, დაცვაშიც უჩვეულოდ აქტიური იყო.

Posted by: zaal1969 28 Oct 2017, 21:07
აია კარგ საქმეს აკეთებს ქართული რაგბისთვის. კარგია,რომ ახალგაზრდებს თამამად ებდობიან

Posted by: jora84 28 Oct 2017, 21:14
zaal1969

ენდობიან ერთია და ხარისხსაც არაუშავს ეგ მეორე ჩვენ კვალობაზე, ეს შილდია თუ ფარია აიასთვის იქნებაოდა მისწრება ახალგაზრდა ბექების პონტში.
ბათუმთან ბოდიში smile.gif

Posted by: diazi 28 Oct 2017, 21:19
მირიანმა ძალიან კარგად იცის მიყოლა ბურთიან კაცზე. იმედია ნაკრები მეტ მოტივაციას მიცემს...

Posted by: jora84 28 Oct 2017, 21:20
diazi

QUOTE
მირიანმა ძალიან კარგად იცის მიყოლა ბურთიან კაცზე


არადა ნაკრებში მიყოლა როგორ გვიჭირს.

Posted by: AVIATORI01 28 Oct 2017, 21:21
QUOTE
მირიანმა ძალიან კარგად იცის მიყოლა ბურთიან კაცზე. იმედია ნაკრები მეტ მოტივაციას მიცემს...


აზრი? ნაკრებში რომ მოხვდეს ან თოდუას უნდა მიყვეს ან კაჭარავას. რომელია მანდედან პასის გამშვები?

და რა გამახსენდა იცი. ფრუი რომ ბელგიასთან შებოჭეს და სანამ წააქცევდნენ ყველა მხარეს რომ გაიხედა იქნება ბურთი გაუშვაო და ერთი სტადიონი დისტანციაზე რომ არავინ ახლდა მერე ჩაიკეცა sad.gif sad.gif

Posted by: diazi 28 Oct 2017, 21:49
AVIATORI01
ფრუიძე კი არა ჩილაჩავა რომ გაიქცა მას არ ყავდა მიმყოლი smile.gif))) ისე იმედი მაქვს მაინც რომ ფრუიძეს დააბრუნებენ ნაკრებში და მათიაშვილი, ფრუიძე, კოშა, ბუკა, მჭედლიძე მირიანთან ერთად უკეთეს ხაზს შექმნიან.

jora84
QUOTE
არადა ნაკრებში მიყოლა როგორ გვიჭირს

მთავარია არ დაიკარგოს

Posted by: giushki 28 Oct 2017, 21:55
QUOTE (dc120mm @ 28 Oct 2017, 20:12 )
აი ბეგოზე უკეთესი ხო არის ამ წუთში? biggrin.gif


ვაჟა ყოველთვის იყო ბეგოზე უკეთესი პირადად ჩემთვის. ესეთი 9 ნომრები მომწონს. უბრალოდ ერთი დიდი მინუსი ის ქონდა რომ არ გაუმართლა და ვერ დასტაბილურდა.

მოდებაძე ნაკრებშიც თუ ესე აპირებს თამაშს გავუშვას. მგონი მერე უკვე მჭედლიძეს და კვირიკაშვილს მოუწევთ სკამებზე დაჯდომა)))

Posted by: jora84 28 Oct 2017, 22:00
diazi
AVIATORI01

მიყოლა როგორც ასეთი:

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: giushki 28 Oct 2017, 22:12
მახო თორემ მოხეული ამბალი იყო 17 წლის ნაკრებში რომ თამაშობდა biggrin.gif
რათ უნდა 10 ნომერს ეგეთი ფიზიკური მონაცემი) ეფექტური იყოს და თავის საქმე გააკეთოს თორემ ვილკინსონს რომ გორგოძემ გადაუარა ყველას ჯვარი ეწეროს)) არც ერთ 10 ნომერს არ უნდა მოთხოვო ტიტანური ჯაფა დაცვაში. ერთეულები იყვნენ ეგეთი დაცვის პატრონები, მაგრამ კლავდნენ ხოლმე ბოჭვებით.

Posted by: Gio_G83 28 Oct 2017, 23:03
QUOTE
თუ დააიგნორეს მელიტონას ასისტენტზე მივიტან პირდაპირ ეჭვს ნეპოტიზმში

და კომპეტენციაში არა?

QUOTE
აია კარგ საქმეს აკეთებს ქართული რაგბისთვის. კარგია,რომ ახალგაზრდებს თამამად ებდობიან

და შედეგიც არ აყოვნებს... smile.gif

QUOTE
მირიანმა ძალიან კარგად იცის მიყოლა ბურთიან კაცზე. იმედია ნაკრები მეტ მოტივაციას მიცემს...


https://forum.ge/?showtopic=34963110&view=findpost&p=51579524
smile.gif


Posted by: jora84 28 Oct 2017, 23:11
Gio_G83

QUOTE
და კომპეტენციაში არა?


თავისთავად ცხადია.

QUOTE
და შედეგიც არ აყოვნებს...


დიდ ნაკრებს ჯერ ვერ/არ უხეირია მაგით boli.gif

Posted by: diazi 28 Oct 2017, 23:55
jora84
QUOTE
დიდ ნაკრებს ჯერ ვერ/არ უხეირია მაგით

ეს ვისი ბრალია მერე? ( რიტორიკული კითხვა არაა უბრალოდ აზრი მაინტერესებს?)

Posted by: jora84 29 Oct 2017, 00:05
diazi

https://www.youtube.com/watch?v=9OZAZlnblwA

ვიდეოს ჩასმა არ ვიცი როგორ უნდა biggrin.gif

QUOTE
რიტორიკული კითხვა არაა


ზუსტად რომ რიტორიკულია, ფაქტია რომ ერთი ბრალდებული მაგ ამბავს არ ყავს.
მოთამაშეებისაც და მწვრთნელებისაც.

Posted by: QUT7 29 Oct 2017, 03:44
QUOTE
მოტივირებული მოდებაძე ვნახეთ რა

Ara marto motivirebuli..aramed janmrteli formashi myofi.... Axalgazrduli msoflios cin tramvis gamo 4 tve gaucda da.....aq zogiertma ......ar minda am temaze gagrdzeleba...jer kidev 3 clis cin vambobdi (vandama ro jaxirobda aiashi) rom mirianis iyo momavali 15 nakrebshi....

Posted by: tarash07 29 Oct 2017, 08:09
მაგარი ბიჭია მოდებაძე.გამიხარდა თედოს თამაში,მხრის ტრამვა ქონდა,მოურჩენია.
ძნელაძემ ითამაშა კიდევ მაგრად,კარგ სიჩქარეზეა და მირიანის 2 ლელო მისი ოფლოუდით გავიდა.

Posted by: dc120mm 29 Oct 2017, 09:55
QUT7
ბაგრატთან ყველა მაგარია!!!






























ხარების გარდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: samxara91 29 Oct 2017, 11:37
აია bis.gif

ძნელაძე love.gif მოდებაძე აბჟანდაძეზე არაფერს ვიტყვი.

Posted by: jora84 29 Oct 2017, 11:59
dc120mm

აია-ბაგრატი რომ დავახურდავოთ საქართველო-ბელგიას ვერ მივიღებთ? spy.gif

Posted by: AVIATORI01 29 Oct 2017, 12:33
jora84
QUOTE
აია-ბაგრატი რომ დავახურდავოთ საქართველო-ბელგიას ვერ მივიღებთ?

ძალიან მოგივიდა ეხლა. ავახარისხოთო მაინც გეთქვა

Posted by: jora84 29 Oct 2017, 12:39
AVIATORI01

კუბში რომ ავიყვანოთ და საერთაშორისო სურნელი დავურთოთ? biggrin.gif

Posted by: dc120mm 29 Oct 2017, 16:20
არმაზს 3 კაცი უზის მარქაფაში მარტო და 13-5 უგებს ლოკოს smile.gif

როდემდე ეყოფა დენთი?

Posted by: jora84 29 Oct 2017, 16:34
dc120mm

QUOTE
არმაზს 3 კაცი უზის მარქაფაში მარტო და 13-5 უგებს ლოკოს


დაიწყო მაჩხომ მარაზმატიკობა ისევ? facepalm.gif დანარჩენები რა უყვეს? კავშირის ადგილას არ მივცემდი თამაშის უფლებას და წაგებას ჩავუთვლიდი, სხვებისთვის მაგალითი რომ იყოს.
არადა ამბიციები აქვთ იცოცხლე, სახევრად პროფესიული კი არა სამუყვარულო დონეა.
ან ასაკობრივი არ ყავთ ან რამე? ზრდილობის გამო მაინც შეასვსონ განაცხადი ბოლომდე.

ვანდამას წყლის ზიდვა დაუწყია ლოკოში biggrin.gif

Posted by: dc120mm 29 Oct 2017, 16:37
jora84
QUOTE
ან ასაკობრივი არ ყავთ ან რამე? ზრდილობის გამო მაინც შეასვსონ განაცხადი ბოლომდე.

ხო რავი,მაგას ვერ ვხვდები, ა ლიგის ბიჭები მაინც დასვან!

Posted by: jora84 29 Oct 2017, 16:40
dc120mm

აჰა, ერთი კაცი შეცვალეს უკვე პირველ ხაზში, ცოტა ხანში ცრუ შერკინებაც გაიჩიტება.
წესებში როგორ გვაქვს, მაინც 8 კაცი დგება შერკინებაში ხო?

2 წლის წინ ზუსტად მასე შვებოდნენ facepalm.gif

Posted by: dc120mm 29 Oct 2017, 16:46
QUOTE
წესებში როგორ გვაქვს, მაინც 8 კაცი დგება შერკინებაში ხო?

კი 8 დგება "იტალიური წესი" და ერთი კაცი გაყავს იმას ვისი მიზეზითაც ინიშნება ცრუ შერკინება!

Posted by: Isi_Folau 29 Oct 2017, 18:02
QUOTE (QUT7 @ 29 Oct 2017, 03:44 )
QUOTE
მოტივირებული მოდებაძე ვნახეთ რა

Ara marto motivirebuli..aramed janmrteli formashi myofi.... Axalgazrduli msoflios cin tramvis gamo 4 tve gaucda da.....aq zogiertma ......ar minda am temaze gagrdzeleba...jer kidev 3 clis cin vambobdi (vandama ro jaxirobda aiashi) rom mirianis iyo momavali 15 nakrebshi....

ბაგრატთან თამაშით არ წყდება ნაკრების თხუთმეტობა თან მელიტონა ფეხით თამაშს აქცევს უდიდეს მნიშვნელობას. მაგრამ კრაიზე გამოცდა დაინსახურა და ალბათ გამოიცდება კიდევაც კრაიზე.

კანადასთან მგონია რო კარგად წინ თუ გავალთ, მათიაშვილს გადაიყვანს 15 ზე და მირიანს შემოიყვანს კრაიზე (თუ დატოვა 23 კაცში)


.

Posted by: jora84 29 Oct 2017, 18:23
ტუჩაშვილს ლიგურ სტილში უნდოდა დამიწება, მაგრამ მოედანი გაუთავდა user.gif

Posted by: SGG 29 Oct 2017, 18:36
jora84
QUOTE
ტუჩაშვილს ლიგურ სტილში უნდოდა დამიწება, მაგრამ მოედანი გაუთავდა


ქართველი ფიჯელია,არაადამიანია იმენა smile.gif

მარა რად გინდა,გრამი ტვინი და სარაგბო ალღო არ აქვს smile.gif

Posted by: jora84 29 Oct 2017, 18:46
SGG

ეხლაც შეცურებულ ბურთს აცდა არადა კაი ჯანზეა და სისწრაფესაც ვერ დაუწუნებ.


Posted by: giushki 29 Oct 2017, 20:06
კაი იყო. ვულოცავ ლელოს, ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი მოგება ჩაიწერეს აქტივში wink.gif

Posted by: dc120mm 29 Oct 2017, 20:07
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე მშვენიერი თამაში იყო!




Posted by: GioNage 29 Oct 2017, 20:30
QUOTE
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე მშვენიერი თამაში იყო!

მგონი ყველა თამაში ასეთი იყო, 4ს ვუყურე ტელევიზორში და მოსაწყენი არ იყო არცერთ!!! ან ლამაზი მომენტები იყო, ან დაძაბულობა.

Posted by: ramazi-rugby 29 Oct 2017, 21:10
QUOTE
კი 8 დგება "იტალიური წესი" და ერთი კაცი გაყავს იმას ვისი მიზეზითაც ინიშნება ცრუ შერკინება!

13 აგრძელებს ე.ი. თამაშს?

* * *
QUOTE
ზრდილობის გამო მაინც შეასვსონ განაცხადი ბოლომდე.

ეგრე *ზრდილობიანად*თამაშობენ ეგენი კაი ხანია.
ტაქტიკაა ეგეთი
არმაზრაგბიმარნეული


* * *
QUOTE
ვანდამას წყლის ზიდვა დაუწყია ლოკოში

ვანდამა კაი ხანია წყალს ეზიდება
ერთ თვეში დავიწყებო ვარჯიშსო
გაის იანვრიდან ითამაშებს
ალბათ 10-ზე.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Oct 2017, 09:59
jora84dc120mm
მიზეზთა გამო მაგ თამაშისთვის ჰყავდათ მხოლოდ 4 საღი პირველ’ხაზელი

წესების თანახმად, რაზმში შეეძლოთ ჰყოლოდათ მაქსიმუმ 18 კაცი

http://site.rugby.ge/ka-GE/SAFETY/ | http://site.rugby.ge/_rugby/files/DIG/SHECVLA_2016_0831.pdf

http://site.rugby.ge/ka-GE/LAWBOOKS/ = გვ.12

ეგრე გაძლეს 55 წუთი

http://files.rugby.ge/oqmi/_MZA/2017_1029_D10_34_LOK-AMZ.htm

56’ დაშავდა #3 და მსაჯმა შემოიღო ცრუ შერკინება --
გავიდა ეგ #3 და მის ნაცვლად არავინ | ვეღარავინ შევიდა
ეგაა "ფრანგული წესი" = გვ.14, მუხლი 3.5(დ)

ამით ბოლომდე დარჩნენ 14 კაცის ამარა,
მაგრამ ცრუ შერკინებაში ორივე გუნდი მაინც 8-8 კაცს აყენებდა
ესაა "იტალიური წესი" = გვ.14, საშინაო განმარტება

76’ წუთზე, ეტყობა, (უსისხლოდ) დაუშავდათ #6 და დარჩნენ 13-ნი,
რადგან მარქაფაც ამოეწურათ -- #6-ს სისხლი რომ სდენოდა, შეეძლოთ
ნებმისეირი (საღი) შეცვლილის შემოყვანა: ეგენი (ალბათ) იყვნენ # 5 და 10

@

Posted by: dc120mm 30 Oct 2017, 11:51
QUOTE
მიზეზთა გამო მაგ თამაშისთვის ჰყავდათ მხოლოდ 4 საღი პირველ’ხაზელი

წესების თანახმად, რაზმში შეეძლოთ ჰყოლოდათ მაქსიმუმ 18 კაცი

ხოდა ა ლიგაში არ ყავდათ ორი ცოტა ზორბა პირველხაზელი დავიჯერო? დაესვათ და შეცვლების ლიმიტი აღარ ექნებოდათ! აბა რაღა კლუბია?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Oct 2017, 12:23
"ა" ლიგა მაგათთვის დასრულდა

პარასკევს @ 27.10.2017_14.15 მაქაური განაცხადიდან
დაიმატეს 4: ორი ბურჯი და ორიც ბექი (ბოლოში ვინც წერია)
http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/D10/ARMAZI.doc

ჩემი ვარაუდით, დააგვიანეს და შემდეგი ტურიდან შეეძლებათ,
რომ ათამაშონ -- წერია ეგ (ზოგად) საშეჯიბრო დებულებაში,
მაგრამ მაგ დოკუმენტში სათანადოდ ვერა ვარ ჩახედული --

თამაშის წესები მომკითხეთ!

@

Posted by: Gio_G83 30 Oct 2017, 13:12
დიდი 10
გასული უქმეები

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

გამოიკვეთა საპლეიოფო ექვსეული:

user posted image

აია: 7-7-0-0 – 29
ლელო: 7-5-0-2 – 22
ხარები: 7-5-0-2 – 21
ჯიქი: 7-4-0-3 – 21
ლოკო: 6-4-0-2 – 19
ბათუმი: 6-3-1-2 – 18
არმაზი: 7-2-1-4 – 13
არმია: 7-2-0-5 – 9
აკადემია: 7-0-0-7 – 6
ბაგრატი: 7-1-0-6 – 5

აკადემია 18:19 ჯიქი
არმია 16:28 ხარები
აია 67:5 ბაგრატი
ლოკომოტივი 45:25 არმაზი
ლელო 28:25 ბათუმი

მე-7 ტურში ლელო-ბათუმის დაპირისპირების და ქუთაისური დერბის გარდა ამ დერბში აიას ფულბექ - მოდებაძის 5 ლელო იყო ფრიად აღსანიშნავი

მომდევნო ტური 3-4-5/11/2017 -ში:
არმია - აია
ჯიქი - ლელო
ბაგრატი - ლოკომოტივი
არმაზი - აკადემია
ხარები - ბათუმი

- აკადემია კვლავაც მოგების გარეშე, მარგამ შვიდიდან ექვსჯერ ნუგეშცემული
- აია უდანაკარგოდ მაგრამ პრემიის გემოს პირველად დერბიში დამგემოვნებელი
- საუკეთსო + სხვაობა აიას: 119
- უარესი - სხვაობა კვლავ რიონისპირულ ბაგრატს: 136
- უკეთესი მელელოვეები: აია - 22, ლოკო - 21 (20 იანი ნიშნული სხვას ჯერ არ გადაულახავს)
- 10_ზე ნაკლები ლელო უზეიმია ბაგრატს (9) და აკადემიას (7)
- საკუთარ ლელოს ბათუმივით ვერავინ იცავს - მიღებული მხოლოდ 4
- საკუთარ ლელოს უარესად იცავს: ბაგრატი (33) და არმია (23)
- ლელოთა უკეთსი ბალანსი: ბათუმი (+14) და აია (+12)

საუკეთესო მექულეები (დამრტყმელები)
74 - ბაბუნაშვილი (აია)
69 - ყიასაშვილი (ლელო)
61 - კობახიძე (ბათუმი)

მელელოვეები:
5-5
აბრამიძე (11/14), მოდებაძე (15) - ორივე აია
4-4
შკინინი (11/14) ლოკომოტივი, ჭყოიძე (2) ჯიქი
3-3
გიგაური (არმაზი), კვირიკაშვილი (ლელო), ურჯუკაშვილი (ბათუმი), ხიდეშელი (ლოკო), მაჭარაშვილი, ქანდაურიშვილი, ქვლივიძე (სამივე ხარები)


Posted by: davita_1977 30 Oct 2017, 16:34
რახაც ვუყურებთ საკმაოდ ნორმალური თამაშებია ჩვენს დიდ 10 ში, არვიცი დონე გაიზარდა თუ რახდება მაგრამ ცოტა ტუ ტემპს მოვუმატებთ და ინდივიდუალურ უნარებსაც გავაუმჯობესებთ უკვე საკმარისზე უკეთესი ჩემპიონატი გვექნება, შესაბამისად ჩავთვლი რო რუმინეთს და რუსეთს გავასწრებთ!!!!!!!!!

Posted by: BlaBla 31 Oct 2017, 14:11
ლოკომოტივი საშინაო თამაშებს სდად ატარებს ხომ არ იცით?

ადრე იყო საუბარი დიღომში ბაზის რეკონსტრუქციაზე და ტრიბუნების მშენებლობაზე
თუ იცით განხორციელდა ეს პროექტი?

Posted by: Gio_G83 31 Oct 2017, 14:53
QUOTE
ლოკომოტივი საშინაო თამაშებს სდად ატარებს ხომ არ იცით?


სადაც მოუწევს კალენდრით

QUOTE
ადრე იყო საუბარი დიღომში ბაზის რეკონსტრუქციაზე და ტრიბუნების მშენებლობაზე
თუ იცით განხორციელდა ეს პროექტი?


შენდება

Posted by: ramazi-rugby 31 Oct 2017, 18:09
BlaBla
საშინაო თამაშები ავჭალაში

ბაზაზე მინდორი დაიგო მაისში
ორივე ხელოვნურიც და ბალახიც
მანდ ვარჯიშობდა უელსი U20 ივნისში
ტრიბუნები აშენდება,ოღონდ ჯერ არაა
დამხმარე ნაგებობები შენდება ჯერ
პატარა კოხტა სტადიონი იქნება,სადღაც 1000 კაცზე

Posted by: BlaBla 1 Nov 2017, 02:22
QUOTE

ბაზაზე მინდორი დაიგო მაისში
ორივე ხელოვნურიც და ბალახიც
მანდ ვარჯიშობდა უელსი U20 ივნისში
ტრიბუნები აშენდება,ოღონდ ჯერ არაა
დამხმარე ნაგებობები შენდება ჯერ
პატარა კოხტა სტადიონი იქნება,სადღაც 1000 კაცზე

რაღაც ნელა შენდება
მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია აშენდეს

Posted by: davita_1977 3 Nov 2017, 16:05
--- რატო არ აჩვენებს რაგბი ტვ?

Posted by: zaal1969 3 Nov 2017, 16:10
იმედია რაგბი ტვ 11 ნოემბრამდე ჩაირთვებაsmile.gif) ძალიან მინდა საქმეს თავი პროფესიონალურად გაართვან და ყველა კმაყოფილები დავრჩეთ!

Posted by: otia-83 3 Nov 2017, 17:09
იმედია ნაკრების თამაშებსაც ესე წერტილ წყვეტილი ფეისბუქ სტრიმით არ გვაჩვენებს ეაგბიტვ lam.gif

Posted by: samxara91 3 Nov 2017, 17:54
რაგბი ტივი იმედია 11ში არ მოგვჭრის თავს smile.gif

Posted by: enorme 3 Nov 2017, 17:56
აი ხო ყველას უგებს ქუთაისი და თითქოს ძალიან მარტივად , მაგრამ პლეიოფებამდე შერკინებაში რამე თუ არ გამოასწორეს ჩემპიონობა კი არა ფინალსაც ვერ ითამაშებენ.


Posted by: Gio_G83 3 Nov 2017, 23:56
აია ხარებსაც თუ მოუგებს ყველა გუნდი ეყოლება დაარცხებული... smile.gif
მაგარია
განაცხადი უდნა ვნახო ყელაზე ბებერი მინდორზე ვინ ყავთ smile.gif

Posted by: dc120mm 4 Nov 2017, 09:45
Gio_G83
QUOTE
განაცხადი უდნა ვნახო ყელაზე ბებერი მინდორზე ვინ ყავთ

გელა შალამბერიძე,კაპიტანი! მაგარი კაცია smile.gif

Posted by: diazi 4 Nov 2017, 13:51
Gio_G83
QUOTE
განაცხადი უდნა ვნახო ყელაზე ბებერი მინდორზე ვინ ყავთ

მგონი შალამბერიძეა უხუცესი

Posted by: Homo Erotikus 4 Nov 2017, 19:36
ბებერი მერაბა ყოფილა ნუ რაღაც ფანტასტიკა.

Posted by: jora84 5 Nov 2017, 17:27
საკაცე არ ქონდათ სტადიონზე facepalm.gif

დემე, მოი აქ და გაგვეცი პასუხი.

ხმალაძე ტრამვის გამო ხომ არ შეცვალეს? არ მიყურებია მაგ მომენტისთვის.

Posted by: jora84 5 Nov 2017, 17:40
ე ბიჯო, კოკი შეცვალონ ეგეც არ დაიმტვრეს smile.gif

ბათუმმა ასე ტემპში თუ გააგრძელა დეკემბერში ხალხი აღარ დარჩება.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Nov 2017, 17:56
ვერ მოვა, კიდესთან ზის და ლაივ’ოქმს აწარმოებს
შვიდზე მეორე თამაში ეწყება -- მანდვე

Posted by: jora84 5 Nov 2017, 17:58
ლუკასა და ნიკოს მამა

საკაცის არ ქონაზე არის რამე სანქცია დიდ10 შო?

Posted by: giorgi77 5 Nov 2017, 18:00
ვულოცავ ბათუმს გამარჯვებას ბონუსით... კიდევ ერთი თამაში აქვთ სათამაშო (რომელიც გადაიდო). პოტენციურად მეორე ადგილზე არიან

ხმალაძე დაიმტვრა? ბოლო 10 წუთს ვუყურე მხოლოდ.

Posted by: ferrari1000 5 Nov 2017, 18:01
ხმალაძეს ტრამვა არ მიუღია. დაასვენეს უბრალოდ.

Posted by: giorgi77 5 Nov 2017, 18:14
კარგია. ნაკრებში გვჭირდება, და მერე თვითონ კლუბს დეკებერში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Nov 2017, 18:33
QUOTE
რამე სანქცია

ეეჰ ... ვერ ვიცი

თამაშის წესები მკითხეთ, ეგ ბილეთი ვიცი

Posted by: dc120mm 5 Nov 2017, 22:40
jora84
QUOTE
საკაცე არ ქონდათ სტადიონზე

დემე, მოი აქ და გაგვეცი პასუხი.

ორი წელია სტადიონის დირექტორი საკაცეს იხვეწება და არ აღირსეს!!!

თავისი ფულით იყიდოს?

გუშინ ქონდა ზუსტად მაგაზე ლაპარაკი კომპეტენტურ პირებთან,მაგრამ....

სულ ცოფებს ყრიდა დღეს,საკაცე ვერ დაკიდენო sad.gif

ხმალაძე არ დამტვრეულა,კარგად არის!

აი თუთბერიძე მაგარი კონტუზირებული იყო.

Posted by: jora84 5 Nov 2017, 22:43
dc120mm

ანუ კლუბის ხელმძღვანელობას ხო?

მართლა დროშა ვერ დაკიდენ რა sad.gif

არადა პროფესიონალიზმიო, ისაო ესაო

Posted by: dc120mm 5 Nov 2017, 23:00
jora84
QUOTE
ანუ კლუბის ხელმძღვანელობას ხო?

კლუბის ხელმძღვანელობა რა შუაშია,სტადიონის ინფრასტუქტურასთან?

მარტო ხარები თამაშობს და ვარჯიშობს მანდ?

ხვალიდან U20 შედის შეკრებაზე მაგალითად!

ეგ სტადიონი კავშირის საკუთრებაა და არა კლუბის!

Posted by: jora84 6 Nov 2017, 00:08
dc120mm

ვიკითხე პატივცემულო, ვიკითხე.

თუ კავშირისაა და თლათ უარესი კიდო.

Posted by: giorgi77 6 Nov 2017, 12:59
ბათუმის თამაშებს ვუყურებ რეგულარულად და ბექა ურჯუკაშვილი მომწონს, როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში, კარგი იქნება თუ ჰეიგი გაცდება თავის სიას.
გუშინაც კარგად ითამაშა, ერთ ეპიზოდში ნახევარ გუნდს გასცდა ფინტებით. ფიზიკურად ძლიერიცაა.

Posted by: Gio_G83 6 Nov 2017, 13:16
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

პირველი წრის ჩამთავრებამდე ტურიღა დარჩა (+გადადებული ლოკო-ბათუმი)

ზეოპერატიული სტატისტიკა კი არანაკლებ საინტერესოა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

საუკეთესო 3 მელელოვიდან რამდენი იქნება ნაკრებში smile.gif
ორი უკვე გამოირიცხა

Posted by: giorgi77 6 Nov 2017, 21:36
ბათუმმა ვებ გვერდი გაუშვა, კარგია. დიდი 10 ყველა კლუბს ვებგვერდი უნდა ჰქონდეს.

Posted by: QUT7 18 Nov 2017, 17:59
Ra dros esaa didi brdzolis molodinshi maraa....

Aiam xarebsac qe caatexa rqebi....

30-12

Posted by: giorgi77 19 Nov 2017, 20:45
აია აშკარა ფავორიტია წელს, იმედია ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულს და ითამაშებენ ევროპაზე მომავალ წელს.

ბათუმს ვგულშემატკივრობ ევროპაზე და ჩემპიონატში ვერ თამაშობენ. წააგეს ხარებთან შინ, ეტყობა მართლა ორი მოთამაშის იმედად არიან - ხმალაძე - თხილაიშვილი, ორივე ნაკრებშია.

Posted by: Gio_G83 20 Nov 2017, 13:10
სანამ ნაკრები მილენოუმზე ირჯებოდა დიდი10_ში მე-9 ტური გათამაშდა.

ლოკომოტივი 40:22 არმია
ლელო 24:0 არმაზი
აია 30:12 ხარები
ბათუმი 12:22 ჯიქი
აკადემია 34:5 ბაგრატი

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

აიამ 9-ვე მოწინააღმდეგე დამაარცხა რა გათამშებას უპირობოდ ლიდერობს.
ლოკომოტივისა და ბათუმის მატჩიგადადებულია
ექვსეული აიას შემდეგ ასე გამოიყურება:
ლელო, ლოკო, ჯიქი, ბათუმი და ხარები.
ექვსეულს მიღმაა აკადემია და არმაზი, ხოლო ბოლო ორ ადგილს არმია და ბაგრატი ინაწილებენ.

პირველი წრის სტატისტიკა:
დამრტყმელებიდან აიას მგეზავი ბაბუნაშვილი 100 ქულიან ნიშნულს მიაუხლოვდა (98), ბათუმის ფულბექმა და დამრტყმელმა კობახიძემ 82 ქულას მოუყარა თავი, იქვეა ლელოს ფულბექი ყიასაშვილიც - 79

მელელოვეთა შორის საუკეთსო ლოკომოტივის ფრთა შკინინია - 7, მას აიას ერთბაშად სამი მოთამაშე ავიწროვებს 5-5 ლელოთი: აბრამიძე - ფრთა, მოდებაძე - ფულბექი, ძნელაძე - ცენტრი


მომდევნო ტური ანუ უკვე მე-2 წრე დეკემბრის პირველ რიცხვებში:
ლოკომოტივი - აია
ლელო - ბაგრატი
ჯიქი - ხარები
აკადემია - არმია
ბათუმი - არმაზი

09/12 _ში კი ბათუმელები იტალიურ ვაიდანას ესტუმრებიან კონტინენტური ფარის გათამაშებაში

Posted by: Dr NULL 20 Nov 2017, 14:44
QUOTE
აკადემია 34:5 ბაგრატი

ბაგრატს წელს მტრედი ვეღარ უშველის, მინიმუმ ფასკუნჯი სჭირდება

Posted by: dc120mm 20 Nov 2017, 14:48
Dr NULL
QUOTE
ბაგრატს წელს მტრედი ვეღარ უშველის, მინიმუმ ფასკუნჯი სჭირდება

ან რუსთავის ხარები wink.gif

Posted by: Gio_G83 20 Nov 2017, 14:52
QUOTE
ბაგრატს წელს მტრედი ვეღარ უშველის, მინიმუმ ფასკუნჯი სჭირდება


პირველი ლიგიდან ვერ ამოვა ყოჩები, ბაგრატი ავტომატურად ჩავადა არესი მოუგებს არმიას...

მერე ნახე რა პირველი ლიგა გვექნება
boli.gif

მერე დიდი ათი საშუალო 6 ან 8 გავხადოთ - ცენზით 1/3 გუნდში/მინდორზე U23 უნდა იყოსო და ჰე გამოვა 2023სთვის რაცხა

Posted by: ramazi-rugby 20 Nov 2017, 22:29
QUOTE
ბაგრატს წელს მტრედი ვეღარ უშველის, მინიმუმ ფასკუნჯი სჭირდება

ფასკუნჯი მარტო ვერა,
კალისტრატე უნდა-ზედ გადამჯდარმა
სამი წრე შემოუფრინოს აია არენას

Posted by: Lotkinski 21 Nov 2017, 01:40
QUOTE
ფასკუნჯი მარტო ვერა,
კალისტრატე უნდა-ზედ გადამჯდარმა
სამი წრე შემოუფრინოს აია არენას



sad.gif მდააა, არ ველოდი

Posted by: Dr NULL 21 Nov 2017, 09:53
QUOTE (Lotkinski @ 21 Nov 2017, 01:40 )
QUOTE
ფასკუნჯი მარტო ვერა,
კალისტრატე უნდა-ზედ გადამჯდარმა
სამი წრე შემოუფრინოს აია არენას



sad.gif მდააა, არ ველოდი

ფასკუნჯზე ამხედრებულ კალისტრატეს სავარცხლით ხელში თუ "ბაგრატი"-ს ესეთ სუსტ თამაშს?
ვფიქრობ რომ მეორეს, მაგრამ მაინც ვიკითხე smile.gif

Posted by: gio_xabaza 21 Nov 2017, 12:05
Gio_G83
ეგენი ვარაუდებია შენი თუ მასე აპირებენ...

კაიხანია ვერ მოგიკითხე, ხო ხარ კარგად

Posted by: Gio_G83 21 Nov 2017, 13:25
gio_xabaza

სურვილი, მხოლოდ და მხოლოდ სურვილი smile.gif

კარგად, კარგად - შეძლებისდაგვარად
ვოთ ებაუთ იუ, ხავ არ იუ?

Posted by: gio_xabaza 21 Nov 2017, 13:45
Gio_G83
შენი თქმის არიყოს მეც შეძლებისდაგვარად კარგად, სპორტული ცხოვრებით მაგრამ რაგბის გარეშე ამ ეტაპზე

Posted by: Gio_G83 21 Nov 2017, 13:59
gio_xabaza
შენი უთამაშებლობა ვერაა კარგი ამბავი

Posted by: tigeona 21 Nov 2017, 14:02
QUOTE (Lotkinski @ 17 Jul 2017, 23:34 )
QUOTE
10. ხარები (რუსთავი) [ 1 ]  [12.50%]


ნეტა ვინ მიცა ხარებს ხმა? smile.gif

ან ხარები რა დასარქმევი სახელია, ხარი არის დაკოდილი ანუ ევნუხი ბუღა, რომელსაც ყვერებზე თოკი აქვს წაჭერილი და გუთნის ან ურმის თრევის მეტი არაფერი შეუძლია, ბუღები დაერქმიათ ან მოზვრები თუ მაინცადამაინც მსხვილფეხა ჩლიქოსან ცხოველებზე მიდგა საქმე facepalm.gif facepalm.gif

Posted by: lepori 21 Nov 2017, 15:09
tigeona
QUOTE
ან ხარები რა დასარქმევი სახელია, ხარი არის დაკოდილი ანუ ევნუხი ბუღა, რომელსაც ყვერებზე თოკი აქვს წაჭერილი და გუთნის ან ურმის თრევის მეტი არაფერი შეუძლია, ბუღები დაერქმიათ ან მოზვრები თუ მაინცადამაინც მსხვილფეხა ჩლიქოსან ცხოველებზე მიდგა საქმე

არადა როგორც ვიცი ხარი წმინდა ცხოველი იყო ქართველებისთვის
ასევე როგორც ვიცი, ბუღაა დაუკოდავი ხარი და არა პირიქით - ხარი დაკოდილი ბუღა.
ანუ ჩემის გააზრებით ხარი უფრო ზოგადი სახელია
თუმცა არ ვარ ძროხ-ბუღის ექსპერტი biggrin.gif


Posted by: Dr NULL 21 Nov 2017, 15:25
QUOTE
ხარი

როგორც http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.###?e=d-01000-00---off-0dictiona--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&c=dictiona&cl=CL4&d=HASH01891fda93d10d5a69c2363d.10.1 გვეუბნება:
ხარი - მამალი შინაური მსხვილფეხა რქიანი ცხოველი, რომელსაც აბამენ უღელში.
იგივე ლექსილონი გვაძლევს ბუღას განმარტებას: ბუღა - დაუკოდავი ხარი.

ხარი, არის ზოგადი სახელი და ბუღა უფრო კონკრეტული. ხარი ვერ იქნება დაუკოდავი ბუღა, პირიქით, ბუღა არის დაუკოდავი ხარი.
ხარი შეიძლება იყოს დაკოდილი ან დაუკოდავი. ისევე როგორც ნებისმიერი მამაკაცი.

თუმცა, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ ხარს ადგამენ უღელს, მაგრამ ყველას არა... მამაკაცსაც .... ყველას ვერა biggrin.gif

Posted by: gio_xabaza 21 Nov 2017, 16:39
Gio_G83
მთლად ისე ვერ ეწყობა ხოლმე საქმეები როგორც მიგვყავს მსვლელობა

Posted by: tigeona 21 Nov 2017, 20:06
lepori
Dr NULL
QUOTE
ბუღაა დაუკოდავი ხარი და არა პირიქით - ხარი დაკოდილი ბუღა.


შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი იცვლება? biggrin.gif

ხარი სანამ ხარი გახდებოდა ბუღა არ იყო? რატომ კოდავენ ცხოველებს, (სტერილიზაციას რომ უწოდებენ და ვითომ სამედიცინო ტერმინით ნიღბავენ ამ სასტიკ ქმედებას) კატებს, ძაღლებს, ბუღებს და ა'შ'? იმიტომ რომ მამაკაცური საწყისის გაუქმებასთან ერთად ქრება ყველაფერი მამაკაცური, და უპირველეს ყოვლისა აგრესია სხვა მამრების მიმართ, არაფერი პრეტენზია არ მაქვს ამ უწყინარი, მშრომელი და საყვარელი ცხოველების მიმართ, უბრალოდ მგონია რომ გუნდის კარმაზე იმოქმედებს დაკოდილი ცხოველის სახელი. smile.gif

ადმინ თემა დახურე და ფლორა და ფაუნაში გადაიტანე biggrin.gif


Posted by: Dr NULL 21 Nov 2017, 22:52
tigeona
QUOTE
შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი იცვლება?
ხარი სანამ ხარი გახდებოდა ბუღა არ იყო?

არა. ეს მათემატიკა არ არის. მაგრამ თუ მათემატიკა გინდა, მაშინ სხვა მაგალითს მოვიყვან და ეგებ მეტი აღარ იჯამათო smile.gif
ხარი - მთელი რიცხვების ერთობა
ბუღა - ლუწი რიცხვები
მთელი შეიცავს ლუწს, მაგრამ ლუწი არ შეიცავს მთელს.
ხარი უფრო ფართე სიმრავლეა მათემატიკის მაგალითში და ბუღა ამ სიმრავლის კერძო შემთხვევა.
არ იკრიბებიან ეს მცნებები ერთმანეთში, ისევე როგორც ხილი და ვაშლი. ოკ? ნუღა ვიკამათებთ და ნუ გავაოფებთ ამ პატივცემულ თემას, კარგი? smile.gif


Posted by: wolfmax 21 Nov 2017, 23:11
QUOTE
ადმინ თემა დახურე და ფლორა და ფაუნაში გადაიტანე



ადმინ,ჩემი თხოვნა იქნება ეს ზოოლოგი მოაშოროთ ამ თემას

Posted by: lepori 21 Nov 2017, 23:40
tigeona
QUOTE
ადმინ თემა დახურე და ფლორა და ფაუნაში გადაიტანე biggrin.gif

მთელი სარაგბო სამყარო ფლორა და ფაუნაა biggrin.gif


QUOTE
ადმინ,ჩემი თხოვნა იქნება ეს ზოოლოგი მოაშოროთ ამ თემას

biggrin.gif

Posted by: Dr NULL 22 Nov 2017, 10:37
არ ვიცი, ღია ვარჯიში ერთია ტესტების წინ თუ ამერიკასთან შეხვედრის წინაც იქნება?
რაიმე ჭორი ხომ არ ისმის, განსაკუთრებით მარჯვენა ბურჯის და ღერძის ამბები მაინტერესებს smile.gif

Posted by: jora84 22 Nov 2017, 10:58
Dr NULL

დღეს არის 4 საათზე ღია ვარჯიში.

Posted by: Dr NULL 22 Nov 2017, 10:59
jora84
30 მადლობა smile.gif

Posted by: otia-83 22 Nov 2017, 11:07
jora84
QUOTE
დღეს არის 4 საათზე ღია ვარჯიში.

ის სპეც-ოპერაცია შევარდენთან ახლოსაა ნეტა?

Posted by: zura_87 22 Nov 2017, 11:18
otia-83
არც ისე, 3 გაჩერებაა დაშორება.
დაახლოებით 2 კილომეტრამდე.

Posted by: giorgi77 26 Nov 2017, 13:02
სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ტრაგედიის გამო სარაგბო კლუბ ბათუმის დღევანდელი მატჩი ლოკომოტივთან გადაიდო.

ფეისბუკზე დაწერეს.

Posted by: enorme 30 Nov 2017, 17:15
ჩემთვის რამდენადაც ცნობილია სატრანსფერო ფანჯარა დახურულია ხო ჩვენს ჩემპიონატში?
მოთამაშეს , რომელსაც უმაღლეს ლიგაში თუნდაც 1 წუთი მაინც აქვს წელს ნათამაშები , აქვს თუ არა უფლება გადავიდეს 1 ლიგის გუნდში და იქ გააგრძელოს თამაში?


Posted by: dc120mm 30 Nov 2017, 19:42
enorme

საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება
30-ნოემ-2017
სრკ საშეჯიბრო კომიტეტის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების „ზამთრის სატრანსფერო“ ვადების გამოცხადების თაობაზე
2017-2018 წლის სეზონის მონაწილე კაცთა და ჭაბუკთა გუნდების „ზამთრის სატრანსფერო“ ვადები:
2017 წლის 20 ნოემბერ - 2018 წლის 18 იანვარი
საშეჯიბრო კომიტეტის

თავმჯდომარე

ნიაზ მამრიკიშვილი

20 ნოემბერი 2017 წ.

Posted by: jora84 30 Nov 2017, 23:15
ქოქოსა არ არია ბათუმის განაცხადში, დანარჩენუ ნაკრებ გამოვლილები ყველა იწყებს ამ ტურში. არმაზში რომ სვანიძეა, რომელი სვანიძეა? spy.gif

Posted by: jora84 1 Dec 2017, 20:01
ვა, აიას წაუგია ლოკომოტივთან

30 პოსტი

Posted by: giorgi77 1 Dec 2017, 20:19
მთავარია ქოქოსამ იტალიაში ითამაშოს. მინდა რომ მაგ ვიადანას მოუგონ, მაგ კლუბის ძროხა პრეზიდენტმა ცუდად ილაპარაკა ქართველ მსაჯზე. ისედაც სატურნირო მდგომარეობიდან მოსაგებია ეგ თამაში, ტიმიშოარასთან ბოლოს მოგება არა მგონია შეძლოს ბათუმმა, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავთ რუმინელებს.

Posted by: QUT7 1 Dec 2017, 21:03
Vinc uyuret an escrenodit loko aias tamashs..tqveni azri mainteresebs msajobus shesaxeb....

Me albat dzaan subieqturi var obieqturi mizezebis gamo...

Posted by: OldRuger 1 Dec 2017, 21:38
QUT7
კარგი თამაში იყო და მსაჯობაც საკმაოდ ნორმალური ჩემი აზრით. აჯობა ლოკომ პირველ ტაიმში გასნაკუთრებით და საბოლოო ჯამში იმსახურებდა მოგებას.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 Dec 2017, 22:02
QUT7
ვიყავი თამაშზე. 1-2 მომენტი შეიძლება საკამათო იყო მარა მგონი 10 საკუთარი დერეფანი წააგეთ და ცოტა არაა ეგ
ლოკომოტივის ფანი არ ვარ biggrin.gif

ერთხელ კიდე მირიანა იყო იმხელა თამაშგარეში (პასი რო ჩაჭრა და გოშამ დაიჭირა ლელოსთან ძაან ახლოს) მაგაზე დახუჭა თვალი მსაჯმა. მანამდე კისერში წვდნენ რამდენიმეჯერ. ანუ ორივე მხარეს შეცდა რა მსაჯი ან გაატარა up.gif



Posted by: dc120mm 1 Dec 2017, 22:03
QUT7
QUOTE
Vinc uyuret an escrenodit loko aias tamashs..tqveni azri mainteresebs msajobus shesaxeb....

ესეიგი აიამ არ შეიძლება თამაში წააგოს? სულ მსაჯებს როგორ აბრალებ წაგებას? წელს არის ძალიან მაგარი მსაჯობა!

აი თემატურია:
ქართველი მსაჯის მორიგი საფეხური
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6404&callerModID=17364&Title=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98
ძალიან მაგარი ფაქტია,რაც მეტი მით უკეთესი!
ზოგადად ყველა სპორტში ვქომაგობ ქართველი მსაჯის მაღალ დონეზე მოხვედრას!

Posted by: ramazi-rugby 1 Dec 2017, 22:29
ლოკომოტივმა დამსახურებულად მოიგო
ბონუსიც უნდა აეღო.
მსაჯობა მიკეძოებული არ ყოფილა არანაირად
ის ლელო რომ დაედო მირიანს,მსაჯი ვიდეო რეფერის დაეკითხებოდა
და გააუქმებდა კიდეც.
იმიტომ რომ მირიანი 10 მეტრიან თამაშგარეში იყო.
და ეს ყველამ დაინახა გვერდითის გარდა.

100%-ით დარწმუნებით გეტყვით,რომ არც თევზაძე და არც ამაშუკელი თავის მომავალ კარგ კარიერას,
არანაირად არ დააყენებენ სასწორზე რაგინდარა გუნდი მიკერძოებით.

შეცდომა ყველა მსაჯს მოსდის და ეს ბუნებრივია.
აგერ უელსთან ამხელა ფილარმონია მსაჯს მოუვიდა იაღლიში
13 კაცით დატოვებას უპირებდა ისედაც საცოდავ დღეში ჩავარდნილ უელსს
და რომ დააბნია თავისსავე გაურკვევლობამ
პრინციპულად ვეღარ მოიქცა და ძალად ვეღარ შემოაყვანინა ბურჯი.

Posted by: enorme 1 Dec 2017, 22:41
დახვდა კარგი შერკინება აიას და წააგო კიდევაც.
იმაზე საუბარი, რომ აიამ მსაჯის გამო წააგო უბრალოდ ძაან სასაცილოა.

გოშას კლასი კიდევ ერთხელ გამოჩნდა . დღესაც კი საუკეთესო ფრთაა გოშა. რამხელა მანძილს უგებდა მირიანა თამაშგარედან ჩაჭრილი ბურთის დროს და საიდან დაეწია.
ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გოშა არ გვყავდეს ნაკრებში.

დღეს ძალიან კარგი იყო ლოკოდან :გეგია, გასვიანი და შკინინი.

საერთოდ არ მომეწონა წიკოს თამაში, 1-1 ზე ბრძოლა ყველა შემთხვევაში წააგო. ძალიან დიდი სისუსტეა დაცვა წიკოსთვის.

Posted by: OldRuger 1 Dec 2017, 22:49
QUOTE
ერთხელ კიდე მირიანა იყო იმხელა თამაშგარეში (პასი რო ჩაჭრა და გოშამ დაიჭირა ლელოსთან ძაან ახლოს) მაგაზე დახუჭა თვალი მსაჯმა. მანამდე კისერში წვდნენ რამდენიმეჯერ. ანუ ორივე მხარეს შეცდა რა მსაჯი ან გაატარა

აი ზუსტად მაგ მომენტზე ჩემი აზრით არანაირი თამაშგარე არ იყო. 9 ნომერს აღებული ქონდა ბურთი უკვე და მირიანას ძალიან უკნიდან ქონდა დაწყებული მოძრაობა

Posted by: ramazi-rugby 1 Dec 2017, 22:54
35 წლის გოშა ყველაზე სწრაფია დღესდღეობით
დაცვაში უშეცდომო
შეტევაში უდიდეს უპირატესობას აკეთებს.
წესრიგი და დისციპლინა-შესაშური.
რავიცი მეტი რა უნდა ქნას?ახალ ტაქსს ხომ არ ჩამოუყვანს ხაზეინს?
რაც გოშამ ბოლო თამაშებში გააკეთა
არცერთ ნაკრების გარემარბებს არ გაუკეთებია ამ რესტებზე.

წოკოს რაც შეეხება
უეჭველი ორი ლელოსგან გვიხსნა დღეს.
ასე რომ ვერ დაგეთანხმები წიკოს დაცვის სისუსტეში.
სეტევაში სალელოე პასი მისცა ხიდაშელს(ვერ დაიმაგრა ხელში თორემ ლელო გარდაუვალი იყო)
რთული გარდასახვაც შეაგდო.

Posted by: jora84 1 Dec 2017, 22:54
QUOTE
ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გოშა არ გვყავდეს ნაკრებში.


:დაკიდებულიბურთისსმაილიკი:

Posted by: ramazi-rugby 1 Dec 2017, 22:58
მირიანას თაამაშგარე თამაშის შემდეგ ისეთმა პატივცემულმა ხალხმა გაარჩია და დადო დადებითი დასკვნა(იყო აშკარა თამაშგარე).
ჩემთვის მათზე კომპეტენტური ქართულ რაგბში არ მეგულება

Posted by: enorme 1 Dec 2017, 23:05
jora84
ერთადერთი კომპონენტია რაშიც კონკურენტები უკეთესები არიან. აი ხშირად ვყოფილვარ თოდუას დამცველი მსგავსი ტიპის საუბრებში, მაგრამ რითი ჯობია თოდუა გოშას? კოშაძე რითი ჯობია გოშას? გასაგებია, რომ მირიანა, კოშა, კვესელაც ახალგაზრდები არიან და მათზე უნდა ავაწყოთ გუნდი, მაგრამ როცა ამხელა გამოცდილების და კლასის მოთამაშე გყავს და არ იყენებ, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ?.

ramazi-rugby
წიკო არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი დაცვაში უკანახაზელებიდან. ფაქტობრივად ყველა ბრძოლას აგებს 1-1 ზე .

Posted by: ramazi-rugby 1 Dec 2017, 23:22
enorme
QUOTE
წიკო არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი დაცვაში უკანახაზელებიდან. ფაქტობრივად ყველა ბრძოლას აგებს 1-1 ზე

დღეს ორი ლელო გამოაძრო?
გამოაძრო!
სხვაზე სხვა დროს იყოს wink.gif

Posted by: jora84 1 Dec 2017, 23:25
enorme

გოშამ თვითონ გაუშვა თავისი მატარებელი(ისევე როგორც სხვებმა), არც მისი უდიდესი გამოცდილების მჯერა, კი გამორჩეულია მაგრამ ვერავინ დაანამუსებს სამწვრთნელო შტაბს გოშა რატომ დააიგნორეო, მითუმეტეს თავის დროზე მანაც მიიღო შანსი და ვერ გამოიჩინა თავი.

Posted by: AVIATORI01 1 Dec 2017, 23:46
jora84
QUOTE
გოშამ თვითონ გაუშვა თავისი მატარებელი(ისევე როგორც სხვებმა), არც მისი უდიდესი გამოცდილების მჯერა, კი გამორჩეულია მაგრამ ვერავინ დაანამუსებს სამწვრთნელო შტაბს გოშა რატომ დააიგნორეო, მითუმეტეს თავის დროზე მანაც მიიღო შანსი და ვერ გამოიჩინა თავი.

ვეთანხმები პატივცემული ამხანაგის განცახდებას, შენიშვნას და მოსაზრებას, როცა ნაკრებში იყო ხელდახელ მაშინ ვერ ვთამაშობდთ და რასაც ვთამაშობდით იმაში ერთ ერთი სუსტი რგოლი იყო ყიასაშვილზე არაფრით მეტი და ყველა აბრაგანზე ერთი ჟიმჯიმი მეწყებოდა არიქა არ გაუვარდეს თქო

მესმის ლოკოს ქომაგებს გინდათ გაამართლოთ მაგრამ მობრუნებული გოშა ნაკრებში არავისზე გამორჩეული არ ყოფილა და აწინ მითუმეტეს ვერ იქნება

Posted by: samxara91 1 Dec 2017, 23:48
3 ნაკრებ თამაშ გამოვლილ მოდებაძის სიჩქარის შედარება დასვენებულ შკინინთან ცოტა ზედმეტად მეჩვენება.

ლელო ნამდვილად არ იყო (აიას გულშემატკივარი ვარ biggrin.gif ).

აია ყველაზე კომბინაციურ რაგბს თამაშობს. ბაბუნაშვილი - ძნელაძის კომბინაცია იყო ფანტასტიკა.

ტაქსისტ ბაბუნაშვილი - ძნელაძე ჩასვი ერთა თასის განაცხადში !!!

ვულოცავ ლოკოს და მის გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას.

Posted by: enorme 2 Dec 2017, 00:25
ramazi-rugby
ერთი ლელოს გამოძრობის მომენტი მახსოვს, ლომიძეს რო დახვდა ფრთაზე , მეორე არ მახსოვს .
jora84
AVIATORI01
შანსი რომ ქონდა და ვერ გამოიყენა ეგ ფაქტია . მაგრამ ისიც ფაქტია , რომ მაშინდელი ნაკრები და დღევანდელი რადიკალურად განსხვავდება. დღეს სწორედ ისეთი რაგბის თამააშს ვცდილობთ , რომელშიც გოშა საუკეთესოა .
დაკიდებულ ბურთზე თამაშის გარდა რითი ამჯობინებთ თოდუას, კოშას და თუნდაც მირიანს?
samxara91
ყველაზე სუსტი არგუმენტია მაგ მომენტის "გასაპრავებლად" მირიანის სამ თამაშიანი სანაკრებო ვოიაჟი.

Posted by: samxara91 2 Dec 2017, 00:31
QUOTE (enorme @ 2 Dec 2017, 00:25 )
ramazi-rugby
ერთი ლელოს გამოძრობის მომენტი მახსოვს, ლომიძეს რო დახვდა ფრთაზე , მეორე არ მახსოვს .
jora84
AVIATORI01
შანსი რომ ქონდა და ვერ გამოიყენა ეგ ფაქტია . მაგრამ ისიც ფაქტია , რომ მაშინდელი ნაკრები და დღევანდელი რადიკალურად განსხვავდება. დღეს სწორედ ისეთი რაგბის თამააშს ვცდილობთ , რომელშიც გოშა საუკეთესოა .
დაკიდებულ ბურთზე თამაშის გარდა რითი ამჯობინებთ თოდუას, კოშას და თუნდაც მირიანს?
samxara91
ყველაზე სუსტი არგუმენტია მაგ მომენტის "გასაპრავებლად" მირიანის სამ თამაშიანი სანაკრებო ვოიაჟი.

“გასაპრავებელი” არაფერი არ ჭირს მირიანს.

ზოგადად სისწრაფის შეჯიბრითობას ვერ ვხვდები. ვთქვათ და სწრაფია გოშა მირიანზე და ამით რისი თქმა გინდოდა? gigi.gif

Posted by: AVIATORI01 2 Dec 2017, 00:34
enorme
QUOTE
დაკიდებულ ბურთზე თამაშის გარდა რითი ამჯობინებთ თოდუას, კოშას და თუნდაც მირიანს?

თოდუა ცოტა უკეთესია დაცვაში, მაგრამ ბევრად ჩამორჩება სხვა დანარჩენში, აი თოდუა მართლა ვერაფერში ჯობია ,,ლელოში'' თამაშის გარდა

მირიანას და შკინინის შედარება ცოტა არალოგიკურია, გაბარიტებში უზარმაზარი სხვაობაა და მირიანა არანაირად არაა გარემაბრბი, (195 სმ გარემარბი მე პირადად არმინახია არცერთ ნაკრებში)
კოშაც არაა ტიპიური გარემარბი

და მირიანაც და კოშაც ასე თუ ისე 2-3 პოზიციას ფარავენ, აი შკინინი კი სხვა პოზიციაზე ნამდვილი კოლაფსი იყო sad.gif

Posted by: enorme 2 Dec 2017, 00:54
samxara91
სისწრაფე ერთ-ერთი ის მონაცემია.. რომელიც ფრთის მოთამაშეს ნამდვილად ჭირდება. უბრალოდ ერთი მონაკვეთი გამოვყყავი თამაშიდან თორემ მაგის გარდა კიდევ ბევრი იყო, სადაც გოშა ძალიან კარგი იყო.
არ ვიძახი, რომ მირიანს ვინმეს გაპრავება ჭირდება, ძალიან მაგარი ბიჭია და დიდ რაგბს ითამაშებს.

AVIATORI01
და რა საჭიროა დაფარო 3 პოზიცია , როცა ერთ პოზიციაზე საუკეთესოა მოთამაშე გამოიყენე იმ პოზიციაზე.
რეალურად ძალიან მაგარია, როდესაც მოთამაშე ერთნაირად სასარგებლოა რამდენიმე პოზიციაზე , მაგრამ როგორ ფიქრობ უელსელი შეინ უილიამსი ფრთაზეც და ცენტრშიც ერთნაირად მაგარი იქნებოდა?

Posted by: Isi_Folau 2 Dec 2017, 01:05
QUOTE (enorme @ 2 Dec 2017, 00:54 )
samxara91
სისწრაფე ერთ-ერთი ის მონაცემია.. რომელიც ფრთის მოთამაშეს ნამდვილად ჭირდება. უბრალოდ ერთი მონაკვეთი გამოვყყავი თამაშიდან თორემ მაგის გარდა კიდევ ბევრი იყო, სადაც გოშა ძალიან კარგი იყო.
არ ვიძახი, რომ მირიანს ვინმეს გაპრავება ჭირდება, ძალიან მაგარი ბიჭია და დიდ რაგბს ითამაშებს.

AVIATORI01
და რა საჭიროა დაფარო 3 პოზიცია , როცა ერთ პოზიციაზე საუკეთესოა მოთამაშე გამოიყენე იმ პოზიციაზე.
რეალურად ძალიან მაგარია, როდესაც მოთამაშე ერთნაირად სასარგებლოა რამდენიმე პოზიციაზე , მაგრამ როგორ ფიქრობ უელსელი შეინ უილიამსი ფრთაზეც და ცენტრშიც ერთნაირად მაგარი იქნებოდა?

სხვაგანაც დავწერე და აქაც დავწერ მაგთამაშში მე ერთადერთი რაც ვნახე არის ის რომ ბაბუნაშვილი აუცილებლად უნდა მოხვდეს ნაკრებში. მაპატიეთ მარა რეზის ყველაფრით მირჩევნია, ესეთი ათი არგვყავს. სულ ლაპარაკობს, სულ კომბინაციებს აკეთებს, შიგნით რო აპირებდა და მერე გარეთ რო მიცა რა მომენტიიყო. უნიჭიერესი ბიჭია და აუცილებლად უნდა გამოიძახონ!

Posted by: AVIATORI01 2 Dec 2017, 01:05
enorme
QUOTE
და რა საჭიროა დაფარო 3 პოზიცია , როცა ერთ პოზიციაზე საუკეთესოა მოთამაშე გამოიყენე იმ პოზიციაზე.

კი ბატონი
QUOTE
მაგრამ როგორ ფიქრობ უელსელი შეინ უილიამსი ფრთაზეც და ცენტრშიც ერთნაირად მაგარი იქნებოდა?

არა, ცენტრში ალბათ გაქრებოდა მაგრამ მელიტონას 6 მორკინალიანი მარქაფას გადამკიდე საუკეთესოს თავისპოზიციაზე, კარგი ყველა პოზიციაზე ჯობია დამიჯერე, იმისთვისაც და ჩვენთვისაც

Posted by: enorme 2 Dec 2017, 01:16
Isi_Folau
გეთანხმები, ბაბუნაშვილი უნდა გამოიძახოს აუცილებლად.

Posted by: AVIATORI01 2 Dec 2017, 01:56
Isi_Folau
ყველა ასაკობრივი რეზის და კითილიჩს ერთად მოუწიათ და მაგრად დაიჩაგრა რეზის ჩრდილში, თუმც აგებულებით რეზიზე ათლეტურია, მაინც სკეპტიკურად უყურებ, მიუხედავად ამისა გაფართოებულში შეყვანას ვემხრობი, დააკვირდეს მაგასაც მელიტონა ვნახოთ რა გამოვა

Posted by: otia-83 2 Dec 2017, 10:19
თუ ბაბუნაშვილიც და რეზიც იქნებიან ნაკრებში ერთმანეთის კონკურენცია კიდევუფრო გააძლიერებს მათ. ორივე კარგი მგეზავია, საუკეთესოც კი ჩვენს პირობებში.

სანამ თედო წამოიზრდება, რეზი, ბაბუნაშვილი და ხმალაძე კარგ კონკურენციას შექმნიან მგეზავზე. მთავარია გამოიძახოს მელიტონამ.

Posted by: Lotkinski 2 Dec 2017, 11:01
QUOTE
თედო

QUOTE
, რეზი

QUOTE
ბაბუნაშვილი


ქუთაისი მართლაც რომ სამჭედლოა,

შერკინება ამერის და უკანა ხაზი იმერის. კააამფეტ

Posted by: jora84 2 Dec 2017, 12:33
ერთი ასჯერ ვუყურე ეხლა გამეორებას და მგონი არ იყო ლელო, სანამ ლელოში დაამიწებდა მანამ გადადენეს კიდეზე, უბრალოდ იქ სადაც დერეფანი დაანიშნინა ტელერეფმა არ უნდა დაენიშნათ.

Posted by: diazi 2 Dec 2017, 12:51
რომელ ლელოზე ამბობთ? ლომიძემ ნახტომში რომ დადო? ეგ აუტის ხაზს შეეხო დამიწებამდე ხელით. ლელო არ იყო, მაგრამ 5 მეტრიანი დერეფანი უნდა ყოფილიყო და არა უფრო ზევით. ლომიძე მაშინ შეცდა მეორე მომენტზე ხაზის გაჭრის მერე პასი რომ არ გააკეთა დროზე და აუტის ხაზს დააბიჯა ფეხი, როცა მარცხნივ ორი მიმყოლი ყავდა. მირიანის ჩაჭრაზე კიდევ გამეორებაზე ვერ დავინახე იყო თუ არა თამაშგარეში

Posted by: jora84 2 Dec 2017, 12:53
diazi

მეც მაგას ვამბობ, სადაც დერეფანი დაინიშნა იქ მოედანში იყო ლომიძე, მერე გადადენეს.

Posted by: SGG 2 Dec 2017, 18:52
ჯიქი-ხარებზე ძალიან კარგად იმსაჯა აბულაშვილმა.

.............

Posted by: dc120mm 2 Dec 2017, 21:27
SGG
QUOTE
ჯიქი-ხარებზე ძალიან კარგად იმსაჯა აბულაშვილმა.

ისეთი თამაში იყო,ერთი რო გაქცეოდა ხელიდან სადავეები მერე რა მოხდებოდა კაცმა არ იცის!

სწორად გააკეთა ყველაფერი!

საყინულეა გორი !

Posted by: OldRuger 3 Dec 2017, 10:00
SGG
QUOTE
ჯიქი-ხარებზე ძალიან კარგად იმსაჯა აბულაშვილმა.

კი კარგი იყო ზოგადად ჩემი აზრით ამ სეზონზე მსაჯობის დონემ დიდ -10 ში ძაან მაგრად აიწია. მისასალმებელია

Posted by: samxara91 3 Dec 2017, 12:19
ჯიქმა ბოლო ჯარიმა კარში როგორ არ დაარტყა facepalm.gif

Posted by: BigG 3 Dec 2017, 12:47
ბაბუნაშვილი რამდენი წლისაა? ოცზე მეტის არის?

******************************

არ მიპასუხოთ. ვნახე.

Posted by: samxara91 3 Dec 2017, 12:52
QUOTE (BigG @ 3 Dec 2017, 12:47 )
ბაბუნაშვილი რამდენი წლისაა? ოცზე მეტის არის?

95იანია




30 ბაბუნაშვილი

Posted by: Lotkinski 3 Dec 2017, 17:27
ცოდოა სოსო საქართველოში, პროდ2-ში მაინც წაიყვანოს ვინმემ sad.gif

Posted by: QOMAGI 3 Dec 2017, 17:33
QUOTE
ცოდოა სოსო საქართველოში, პროდ2-ში მაინც წაიყვანოს ვინმემ

+1

Posted by: zaal1969 3 Dec 2017, 20:48
Lotkinski
QOMAGI
კიდევ უნდა მოუმატოს,რომ ფრანგებს თავი მოაწონოს და პრო 2- ში გადავიდეს,ბექები ძალიან ბევრი ჰყავთ ფრანგებს+კუნძულები და სარაგბო ქვეყნების შვილები,კონკურენცია დიდია და სოსოს კიდევ დრო სჭირდება მოსამზადებლად

Posted by: Isi_Folau 3 Dec 2017, 20:54
QUOTE (zaal1969 @ 3 Dec 2017, 20:48 )
Lotkinski
QOMAGI
კიდევ უნდა მოუმატოს,რომ ფრანგებს თავი მოაწონოს და პრო 2- ში გადავიდეს,ბექები ძალიან ბევრი ჰყავთ ფრანგებს+კუნძულები და სარაგბო ქვეყნების შვილები,კონკურენცია დიდია და სოსოს კიდევ დრო სჭირდება მოსამზადებლად

4 წელიწადში მომატების მეტს არაფერს შვება. ესეთი ტალანტი ძაან იშვიათია, თან 15 ყველაზე რთული და გამოცდილებაზე დაფუძნებუკი პოზიცია. რა ლიგაშიც არუნდა ჩასვა მგონია რომ ავა იმდონეზე და იქაც ერთერთი საუკეთესო გახდება.

Posted by: burke 3 Dec 2017, 20:57
Lotkinski

QUOTE
ცოდოა სოსო საქართველოში, პროდ2-ში მაინც წაიყვანოს ვინმემ


აშკარად გადაზრდილი ვარსკვლავია უკე საქართველოს ჩემპიონატისთვის
იმედია გამოჩნდება რამე
სოსოსაც და ნაკრებს ჰაერივით ჭირდება სოსოს გალეგიონერება

Posted by: Lotkinski 3 Dec 2017, 21:42
QUOTE
სოსოსაც და ნაკრებს ჰაერივით ჭირდება სოსოს გალეგიონერება


შეიძლება მთლად არმიასთან მატჩით არ განისაზღვროს მისი სიძლიერე, მაგრამ ამ შემთხვევაში აგენტმა უნდა იყოჩაღოს, კანადის ჰაილაითებით უნდა დაახვიოს თავბრუ ფრანგულ კლუბს (და არა მარტო კანადის მატჩით). პიარი ყველას ჭირდება.

Posted by: zaal1969 3 Dec 2017, 21:58
Isi_Folau
burke
Lotkinski
მას ნამდვილად მოუხდება კარგი გუნდი და იქ თამაში,მაგრამ ჯერ აგენტს გაუჭირდება გუნდის მოძებნა,ნაკრებში მეტი წარმატებული თამაში სჭირდება და მუშაობა საკუთარ თავზე,რომ მეტად დაიხვეწოს. კვესელაძესაც და მოდებაძესაც მოუხდებოდა კარგი გუნდი,ჩემი აზრით ამ ეტაპზე კვესელაძეს აქვს გალეგიონერების შანსი. ფედერალ ელიტაც მოუხდებოდა მათ საწყის ეტაპზე!

Posted by: giorgi77 3 Dec 2017, 22:30
პროდ2-ში მაინც წაიყვანონ.............. დამლაგებლად? არ წაიყვანენ არსად ისევე როგორც ხმალაძე არ წაიყვანეს თავის დროზე, მეორეს მხრივ ლობჟანიძე თუ წაიყვანეს რამეს მოუმატა? რომელიმე კომპონენტში? ან სკამზე მოთამაშემ რას უნდა მოუმატოს?

ლეგიონერებობა არაა პანაცეა ქართული რაგბისთვის... ერთი ქართული ფრანჩიზა უნდა მონაწილეობდეს ძლიერ ტურნირში.

Posted by: Lotkinski 3 Dec 2017, 22:47
QUOTE
დამლაგებლად?


მაგაზეა ვაკანსია? თუ ჭურჭლის მრეცხაობაზე? biggrin.gif
და რა თქვენ გგონიათ მაგ დონეზე არაა თუ ვერაა? smile.gif

ჩვენი სანაკრებო წარმატება ერთმნიშვნელოვნად ლეგიონერების საფრანგეთში მოღვაწეობაზეა დამყარებული, სხვა არაფერზე.

ტოჩკა

Posted by: giorgi77 3 Dec 2017, 22:56
ტოჩკა არ ვიცი... ნაღდი წარმატება მოვა მაშინ როცა ყველა ფრონტზე დალაგდება ქართულ რაგბში საქმე. მარტო ლეგიონერების იმედად მოვედით აქამდე, მომავალში ცოტა მეტია საჭირო. შავი ხვრელები (ქართული კლუბები, შვიდკაცა) უნდა გაქრეს თუ გვინდა რომ ნაკრებმა ტოლსწორად ითამაშოს დიდ გუნდებთან და კარგი რაგბი აჩვენოს.

Posted by: Lotkinski 3 Dec 2017, 23:00
QUOTE

giorgi77



ეჰ, ეგ ყველა რაგბის მოყვარულმა ალილუიასავიტ ვიცით, მარა .... დანარჩენს მგონი ხვდები, და სხვა რამეებზე ფიქრს და ოცნებას ისევ მგონია სოსოს გალეგიონერება ჯობია.

Posted by: giorgi77 3 Dec 2017, 23:18
არ წაიყვანენ, ძალიან მცირე შანსია. თან ისე წავიდეს რომ ითამაშოს.

Posted by: Alex-musi 3 Dec 2017, 23:32
სოსო კიდევ მოუმატებს მჯერა.
ისე თუ აკვირდებით მოძღვრიშვილი საკმაოდ კარგია. მგონია რომ მოუმატებს. ცუდ დროს მიიღო ტრამვა U 20 ის დროს.

Posted by: giorgi77 4 Dec 2017, 00:25
აბა ამოიცანით ვინაა? ))) ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: OSTAP 4 Dec 2017, 00:51
საქართველოს ჩემპიპნატის გაზრდას რაც ჭირდება ყველამ კარგად ვიცით - დიდი კერძო კაპიტალი, რომ დონემ მოიმატოს. ანალოგიური სჭირდება ფრანშიზას, ოღონდ ალბათ ცოტა ნაკლები, რდგანაც მხოლოდ 1 კლუბისთვის იქნება საჭირო ეს კაპიტალი და არ განაწილდება სხვა კლუბებზე. ანუ ფრანშიზა მოკლავს ცალსახად შიდა ჩემპიონატის განვითარების პერსპექტივას. მაგრამ, ნაკრებისთვის მხოლოდ ფრანშიაც არ არის დადებითი ტენდენცია, რადგანაც ასეთი მაგალითი გვაქვს არგენტინის სახით. თუ ვინმე ეკტყვით რომ არგენტინას სუპერ რაგბის შემდეგ პროგრესი აქვს ძალიან გამიკვირდება. ასე რომ ლეგიონერები საქართველოს ნაირი ქვეყნებისთვის კიდე დიდი ხანი დარჩებიან ძირითადი პროგრესის მომტანებად. ფრანშიზა თუ გაკეთდება, ეს უნდა იყოს ჩემი აზრით ახალგაზრდების კიდევ უფრო დიდ ბაზარზე გაყვანის საშჯალება და არა გასულების დაბრუნების და საქართველოში თამაშის მიზეზი.

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 02:20
ამ თემაზე ვფიქრობ უკვე დიდი ხანია,აქ დავწერ.ძალიან გთოვთ ეს პოსტი არ დააიგნოროთ. ვიცი ეს თემა დაღეჭილია მარა პოსტის ბოლო ნაწილზე თქვენი აზრი მაინტერესებს.ბოლომდე წაიკითხეთ,იქნებ დავეხმაროთ რაგბს.

მოკლედ,ქართულ რაგბს სჭირდება მხოლოდ 1 რამ ,ეს არის დიდი 10-ის გუნდების კერძო მფლობელობაში გადასვლა.ამის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება,მაგრამ დღესვე რომ გაიტანონ აუქციონზე ვთქვათ სარაგბო კლუბი "არმაზი" მასში ფულის გადამხხდელი არავინაა,იმიტომ რომ ვერ მოუტანს ფინანსურ სარგებელს.ვინმეს რომ მოუნდეს კლუუბის ყიდვა მაშინ ამ კლუბის თამაშებს ხალხი უნდა უყურებდეს . წარმოიდგინეთ ეხლა რომ დიდი 10 ის გამარჯვებულს ეძლეოდეს კელტების ლიგაში თამაშის შესაძლებლობა(ვთქვათ სახელმწიფო რო აფინანსებდეს ამას ამ საწყის ეტაპზე).ვთქვათ ლელო სარასენსი გავიდა პრესტიჟულ ტურნირზე სათამაშოდ.მაშინ ამ თამაშების ყურებას დაიწყებს საქართველოში ძაან ბევრი,შეივსება სტადიონი,გავა წამყვან ტელევიზიებში.მაშინ ლელო სარასენსის ყიდვა უკვე ფინანსურად შეიძლება მომგებიანიც გახდეს.ამას გარდა დანარჩენი 9 გუნდი იბრძოლებს 1 ადგილზე გასასვლელად რომ შემდეგ წელს იქნებ ჩაანაცვლონ ლელო სარასენსი და თვითონ ითამაშოს იქ. ეს ნამდვილად გამოიწვევს თვითონ დიდი 10 პოპულარიზაციას ,რადგან ვთქვათ ქუთაისლებს მოუნდება რო აია გავიდეს პირველზე რო მერე იქ ითამაშოს და ა.შ...ანუ დანარჩენ გუნდებს რადგან შანსი აქვთ იქ თამაშის,უკვე დანარჩენი 9 გუნდის გაყიდვაც შესაძლებელი ხდება(შეიძლება უცხოელებმაც იყიდონ), უკვე კონკურენციაა. თუ კლუბები გაიყიდა მერე დარწმუნებული ვარ ბევრ უცხოელ(უფრო კუნძულელ) მორაგბესაც ვნახავთ დიდ 10 ში.
თუ რაგბი არ მიება საბაზრო ეკონომიკას ისე წარმოუდგენელია განვითარება... ეს არის ერთადერთი გზა .

მე მგონია,რომ ფორუმს შეუძლია ამ თემის წამოჭრა საზოგადოებაში და ამის სისრულეში მოყვანაც კი.
გთხოვთ ყველამ დავწეროთ რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ.გექნებათ რამე იდეები .

მაგალითად :რაიმე კარგი სტატიის დაწერა და პოპულარულ მისამართზე გამოქვეყნება, პეტიციაა,ვიდეორგოლი(სადაც მიმართავს მთავრობას რიგითი გულშემატკივარი,დიდი 10 ის მორაგბე,მილტონ ჰეიგი,გორგოძე... წარმოიდგინეთ გორგოძემ რო მიმართოს რაგბს დაეხმარეთო რას გამოიწვევს),რაიმე ივენთის დაანონსება,თუნდაც გამოსვლაა.. ან რავიცი დაწერეთ რამე ვერსიები .ხალხი არც ფიქრობს მაგაზე საერთოდ მგონი არც იციან სარაგბო კლუბებში ჩემპიონატი თუ არის სადმე :დ

შეიძლება ეგეთი თემის გააქტიურება და მგონი არც იქნება პრობლემა 5-10 ლიმონის გამოყოფა.1 კლუბი კელტებში.



Posted by: lepori 4 Dec 2017, 02:32
QUOTE
ნაკრებისთვის მხოლოდ ფრანშიაც არ არის დადებითი ტენდენცია, რადგანაც ასეთი მაგალითი გვაქვს არგენტინის სახით. თუ ვინმე ეკტყვით რომ არგენტინას სუპერ რაგბის შემდეგ პროგრესი აქვს ძალიან გამიკვირდება.

სულ ორი სეზონია რაც იაგურები თამაშობენ ზერაგბს

იაგუარები/ზერაგბი რომ არა - არგენტინა დღეს უკეთესი გუნდი იქნებოდა? არამგონია
რაცმთავარია არგენტინაში რაგბის პოპულარუზაციას უწყობს ხელს არგენტინული გუნდის ზერაგბში თამაში
kromeo6
QUOTE
არც იქნება პრობლემა 5-10 ლიმონის გამოყოფა.1 კლუბი კელტებში.

და რომც გვქონდეს ეგ ხუთი ათი მილიონი, გვიღებენ ეგ კელტები?
მითუმეტეს თუ ვუთხარით ერთი ნორმალური გუნდი კი არ გვეყოლება, ყოველწელს სხვადასხვა ქართული გუნდი ამოჩანჩალდება დიდი ათიდანო, სულ არ მიგვიღებენ მასე
QUOTE
1 კლუბი კელტებში.


up.gif

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 02:45
QUOTE (lepori @ 4 Dec 2017, 02:32 )
QUOTE
ნაკრებისთვის მხოლოდ ფრანშიაც არ არის დადებითი ტენდენცია, რადგანაც ასეთი მაგალითი გვაქვს არგენტინის სახით. თუ ვინმე ეკტყვით რომ არგენტინას სუპერ რაგბის შემდეგ პროგრესი აქვს ძალიან გამიკვირდება.

სულ ორი სეზონია რაც იაგურები თამაშობენ ზერაგბს

იაგუარები/ზერაგბი რომ არა - არგენტინა დღეს უკეთესი გუნდი იქნებოდა? არამგონია
რაცმთავარია არგენტინაში რაგბის პოპულარუზაციას უწყობს ხელს არგენტინული გუნდის ზერაგბში თამაში
kromeo6
QUOTE
არც იქნება პრობლემა 5-10 ლიმონის გამოყოფა.1 კლუბი კელტებში.

და რომც გვქონდეს ეგ ხუთი ათი მილიონი, გვიღებენ ეგ კელტები?
მითუმეტეს თუ ვუთხარით ერთი ნორმალური გუნდი კი არ გვეყოლება, ყოველწელს სხვადასხვა ქართული გუნდი ამოჩანჩალდება დიდი ათიდანო, სულ არ მიგვიღებენ მასე
QUOTE
1 კლუბი კელტებში.


up.gif

შენ ფული თქვი მეგობარო და ეგ კიარა 10 ივე გუნდს ათამაშებ ზე რაგბში.
მართალ8 ხარ ისე, შეძლება 5 ლიმონი არ ეყოს მაგ საქმეს მარა სულ რომ 15 დაჭირდეს(რაც არ მგონია) ეგეც გამოვა.ფეხბურთს აძლევენ 150 მილიონს წელიწადში ბოლო ბოლო

Posted by: rugby2011 Geo 4 Dec 2017, 03:43
OSTAP
არგენტინა რა დონეზეც არის, ერთი მაღალი დონის გუნდი საკმარისი არ არის. ანუ მისი უშუალო კონკურენტებიდან ყველას კარგი ჩემპიონატი აქვს. და გაცილებით დიდი კონკურეციის პირობებში ხვდებიან ნაკრებბეში.

ანუ ისინი სხვა დონეზე არიან და სხვა პრობლემის წინაშე. ჩვენი პრობლემა მოთამაშეების დონეების დიდის ხვობაა და გვინდა, რომ ნაკრების ყველა მოთამაშე სრულიად პროფესიონალი იყოს, რაც დიდი 10-ში თითქმის შეუძლებელია. სისტემურად რომ ვჯობდეთ ჩვენი დონის გუნდებს, ეს აუცილებელია, ხოლო საკამრისი, პირველი დონის გუნდებს ფრაგმენტულად ვაჯობოთ. ჩვენი უახლოესი მიზანიც ესაა.

შიდა ჩემპიონატის განვითარება წარმოუდგენელია დღევანდელი გადმოსახედიდან. 20 წლის მერე რა იქნება არ ვიცი.


Posted by: FullbackAce 4 Dec 2017, 06:03
QUOTE (rugby2011 Geo @ 4 Dec 2017, 03:43 )
OSTAP
არგენტინა რა დონეზეც არის, ერთი მაღალი დონის გუნდი საკმარისი არ არის. ანუ მისი უშუალო კონკურენტებიდან ყველას კარგი ჩემპიონატი აქვს. და გაცილებით დიდი კონკურეციის პირობებში ხვდებიან ნაკრებბეში.

ანუ ისინი სხვა დონეზე არიან და სხვა პრობლემის წინაშე. ჩვენი პრობლემა მოთამაშეების დონეების დიდის ხვობაა და გვინდა, რომ ნაკრების ყველა მოთამაშე სრულიად პროფესიონალი იყოს, რაც დიდი 10-ში თითქმის შეუძლებელია. სისტემურად რომ ვჯობდეთ ჩვენი დონის გუნდებს, ეს აუცილებელია, ხოლო საკამრისი, პირველი დონის გუნდებს ფრაგმენტულად ვაჯობოთ. ჩვენი უახლოესი მიზანიც ესაა.

შიდა ჩემპიონატის განვითარება წარმოუდგენელია დღევანდელი გადმოსახედიდან. 20 წლის მერე რა იქნება არ ვიცი.

+1

რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს და ვგულშემატკივრობდეთ დიდ 10ს. საქართველოს შიდა ჩემპიონატის დონე(დღევანდელი გადმოსახედიდან) ვერასდროს გაეჯიბრება "დიდ" ქვეყნებს. ყველაზე მინიმუმი შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის (პრო 12/ზე15ის კოპია) ჩემპიონატის გაკეთება რუმინულ/რუსულ/გერმანულ გუნდებთან, და შემდეგში თუ ვინმე სხვა დააკმაყოფილებს დონეს იმათი დამატება.


გაერთიანებული ჩემპიონატის გარდა სხვა შანსს ვერ ვხედავ საქართველოსთვის. ძალიან პატარა ვართ უბრალოდ user.gif

Posted by: zaal1969 4 Dec 2017, 09:32
OSTAP
QUOTE
საქართველოს ჩემპიპნატის გაზრდას რაც ჭირდება ყველამ კარგად ვიცით - დიდი კერძო კაპიტალი, რომ დონემ მოიმატოს. ანალოგიური სჭირდება ფრანშიზას, ოღონდ ალბათ ცოტა ნაკლები, რდგანაც მხოლოდ 1 კლუბისთვის იქნება საჭირო ეს კაპიტალი და არ განაწილდება სხვა კლუბებზე. ანუ ფრანშიზა მოკლავს ცალსახად შიდა ჩემპიონატის განვითარების პერსპექტივას. მაგრამ, ნაკრებისთვის მხოლოდ ფრანშიაც არ არის დადებითი ტენდენცია, რადგანაც ასეთი მაგალითი გვაქვს არგენტინის სახით. თუ ვინმე ეკტყვით რომ არგენტინას სუპერ რაგბის შემდეგ პროგრესი აქვს ძალიან გამიკვირდება. ასე რომ ლეგიონერები საქართველოს ნაირი ქვეყნებისთვის კიდე დიდი ხანი დარჩებიან ძირითადი პროგრესის მომტანებად. ფრანშიზა თუ გაკეთდება, ეს უნდა იყოს ჩემი აზრით ახალგაზრდების კიდევ უფრო დიდ ბაზარზე გაყვანის საშჯალება და არა გასულების დაბრუნების და საქართველოში თამაშის მიზეზი.

ფრანშიზა კელტთა ლიგაში მოგვცემს საშუალებას წლის განმავლობაში 2-3 ათეული თამაში ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე ანუ ყველა გამორჩეული ქართველი მორაგბე ითამაშებს იმ დონის თამაშებს,რასაც ჩვენი რამოდენიმე ლეგიონერი თამაშობს, ეს თამაშები იქნება რაგბის ზეიმი,რაც უფრო შეუწყობს ხელს რაგბის პოპულარიზაციას და შედეგად მივიღებთ უფრო მეტ მორაგბეს ბავშვთა ასაკიდან,ამავე დროს უნდა ამაღლდეს ბავშვთა რაგბში მომუშავე მწვრთნელების კვალიფიკაცია,ძირითადი რესურსი ამ პროექტებში უნდა დაიხარჯოს,ეხლა შიდა ჩემპიონატის რაგბი თუ სამოყვარულო ან ნახევრადსამოყვარულო იქნება ამით ქვეყანა არ დაიქცევა,ბევრ სარაგბო ქვეყანაში მსგავსი რამ ხდება,ჩემი აზრით ფრანშიზა კელტთა ლიგაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

Posted by: GioWEED 4 Dec 2017, 10:18
QUOTE (zaal1969 @ 4 Dec 2017, 09:32 )

ფრანშიზა კელტთა ლიგაში მოგვცემს საშუალებას წლის განმავლობაში 2-3 ათეული თამაში ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე ანუ ყველა გამორჩეული ქართველი მორაგბე ითამაშებს იმ დონის თამაშებს,რასაც ჩვენი რამოდენიმე ლეგიონერი თამაშობს, ეს თამაშები იქნება რაგბის ზეიმი,რაც უფრო შეუწყობს ხელს რაგბის პოპულარიზაციას და შედეგად მივიღებთ უფრო მეტ მორაგბეს ბავშვთა ასაკიდან,ამავე დროს უნდა ამაღლდეს ბავშვთა რაგბში მომუშავე მწვრთნელების კვალიფიკაცია,ძირითადი რესურსი ამ პროექტებში უნდა დაიხარჯოს,ეხლა შიდა ჩემპიონატის რაგბი თუ სამოყვარულო ან ნახევრადსამოყვარულო იქნება ამით ქვეყანა არ დაიქცევა,ბევრ სარაგბო ქვეყანაში მსგავსი რამ ხდება,ჩემი აზრით ფრანშიზა კელტთა ლიგაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

+1

ჩვენ კი არა ირლანდია შოტლანდიას არ აქვს სრულიად პროფესიონალური შიდა ჩემპიონატი.

ამია გამო შექმნეს პრო 12, პრო14 ანუ.

1 ფრანჩიზ მაგ ჩემპიონატში ძალიან ბევრ მორაგბეს გადაარჩენს დიდ 10ში ჩაძირვას და დაკარგვას.

ლეგიონერებიც იქნებიან და 1 ქართული გუნდიც მიემატება.

რატო უნდა მიდიოდნენ ბიჭები ფედერალში ან პრო 2დში როცა ქართული კლუბი ექნებათ აქვე.

ტოპ14ში და ავივაში კი ბატონო უნდა წავიდნენ.

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 10:21
ლოგიკა არის იმაში რომ ჩვენისთანა ქვეყანას არ შეუძლია მაღალი დონის ჩემპიონატის ქონა.მარა რას ნიშნავს ეს მაღალი დონე?? ტოპ 14 ის დონე ვერ გაკეთდება მაგრამ თავისუფლად შეიძლება ჩვენი სტადიონები ივსებოდეს, წესიერად იღებდნენ ბევრი კამერით, თამაშობდეს საკმაოდ ბევრი კუნძულელი და არამარტო და ანასთან, 1 გუნდი იყოს მაღალი დონის-თამაშობდეს უცზოურ ტურნირზე. კი პატარა ქბეყანა ვართ მაგრამ ეს რაც დავწერე რატომ არის შეუძლებელი?
მაგალითებს დავწერ.ავსტრია 7 მილიონიანი ქვეყანაა და ნორმალური ჩემპიონატი აქვს ფეხბურტში, დანია 4 მილიონია და მაგათაც ეგრე, ბელგია, ახლალი ზელანდია 4.5 მილიონი...

Posted by: GioWEED 4 Dec 2017, 10:26
kromeo6
ავსტრია და დანიას ადარებ საქართველოს?
თუ ბელგია ზელანდიას?

ავსტრია დანია პატარა ქვეყნებია მაგრამ იქ 1 სული მოსახლე მიახლოებით 15ჯერ მდიდარია ვიდრე ქართველი. დანიას კიდე რა ესპორტება ჯერ კონტრაცეპტივები აკრძალონ თორე 10 წელში დანისტანად გადაიქცევიან.

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 10:37
QUOTE (GioWEED @ 4 Dec 2017, 10:26 )
kromeo6
ავსტრია და დანიას ადარებ საქართველოს?
თუ ბელგია ზელანდიას?

ავსტრია დანია პატარა ქვეყნებია მაგრამ იქ 1 სული მოსახლე მიახლოებით 15ჯერ მდიდარია ვიდრე ქართველი. დანიას კიდე რა ესპორტება ჯერ კონტრაცეპტივები აკრძალონ თორე 10 წელში დანისტანად გადაიქცევიან.

ლაპარაკი იყო ქვეყნის სიდიდეზე.მაშინ შენ თქვი მაქსიმუმ რა დონეზე შეიძლება გავიდეს დიდი 10? საშუალოდ რამხელა სტადიონებს შეავსებს და ლეგიონერები და ა.შ. თან 1 გუნდი სხვაგანაც თუ თამაშობს

Posted by: otia-83 4 Dec 2017, 10:59
დიდი 10-ის ყველა კლუბი არის კერძო საკუთრება, მას ვერავინ ვერ გაიტანს აუქციონზე მისი მეპატრონ(ეების)ის გარდა. ან თვითონ უნდა მოინდომონ გაყიდვა ან წილის სანაცვლოდ აქციების ნაწილი გადასცენ ინვესტორს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მეპატრონის ნებაა და ამაში ვერავინ ვერ ჩაერევა.

თუ დიდი 10-ის ჩემპიონს მვავლენთ კელტთა ლიგაში, შემდეგ წელს რას ვშვრებით? მას, მიუხედავად შედეგისა მაინც ვაქვეითებთ ისევ დიდ 10-ში? თუ ახალ ჩემპიონთან გადათამაშებას ვათამაშებთ? დავუშვად ბოლო ვარიანტს მივაწექით - მთელი სეზონი პრო 14-ში მოთამაშე კლუბს (30+ თამაშით) გაუწევს კონკურენციას დიდ 10-ში მოთამაშე ჩემპიონი? არამგონია. დავუშვათ ჩვენმა გუნდმა კელტთა ლიგაში რამდენიმე თამაში მოიგო და ცხრილის შუაში დაასრულა წელი მაინც უნდა გამოვიხმოთ და გადათამაშება ვათამაშოთ?

ეს არ იქნება რაგბის შეუქცევადი განვითარების საფუძველი.

უნდა გაკეთდეს ფრენჩიზა (10 მილიონი დოლარი/ევროს ბიუჯეტით), რომელიც მიიზიდავს დიდი 10-ის გამორჩეულ მოთამაშეებს, ასევე საფრანგეთში შედარებით დაბალ დონეზე მოთამაშე კლუბებიდან პერსპექტიულ მორაგბეებს. დიდ 10-ს უნდა დარჩეს იგივე დაფინანსება და მისი ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი ჩაერთონ ევრო ტურნირებში.

ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი, შედარებით იაფიანი განვითარების გზა.

ეხლა მთავარია ის მოვიფიქროთ ფული სად ვიშოვოთ (წელიწადში 10 მილიონი დოლარი/ევრო), მანამდე კი მივიღოთ სიტყვიერი თანხმობა კელტთა ლიგიდან ჩვენი დამატების მზაობაზე.

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 11:14
QUOTE (otia-83 @ 4 Dec 2017, 10:59 )
დიდი 10-ის ყველა კლუბი არის კერძო საკუთრება




ეხლა მთავარია ის მოვიფიქროთ ფული სად ვიშოვოთ (წელიწადში 10 მილიონი დოლარი/ევრო), მანამდე კი მივიღოთ სიტყვიერი თანხმობა კელტთა ლიგიდან ჩვენი დამატების მზაობაზე.

ვა ეგ არ ვიცოდი . დავიჯერო დიდი 10 ის მოთამაშეებს ხელფასს კერძოები უხდიან? პატრიოტები ეგენი ყოფილან ზმაო მაშინ :დ .
თუ უბრალოდ გაფორმებულია კერძო პირზე და ფინანსურად სახელმწიფოსგანაა უზრუნველყოფილი? მეორე მგონია მართალი.


კაი ბატონო რახან არავის არ გჯერათ დიდი 10 ის იყოს ფრანჩიზაააა,ოღონდ რამე იყოს დაა. სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ ბოლობოლო მეტი თამაშის ნახვა გვინდა მაყურებელს,არ გვყოფნის ნაკრების თამაშების რაოდენობა

Posted by: otia-83 4 Dec 2017, 11:19
kromeo6
QUOTE
თუ უბრალოდ გაფორმებულია კერძო პირზე და ფინანსურად სახელმწიფოსგანაა უზრუნველყოფილი?

ეგ არის რაა და ცოტაოდენი სპონსორებისგან მიღებული ფულები smile.gif

რაგბის განვითარების პროექტის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებით დიდი 10-ის თითოეული კლუბი წელიწადში იღებს 400000 ლარს. +კლუბებს წვრილ-წვრილი სპონსორებიც ჰყავთ, კომპანიების და მუნიციპალიტეტების სახით.

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 11:23
QUOTE (otia-83 @ 4 Dec 2017, 11:19 )
kromeo6
QUOTE
თუ უბრალოდ გაფორმებულია კერძო პირზე და ფინანსურად სახელმწიფოსგანაა უზრუნველყოფილი?

ეგ არის რაა და ცოტაოდენი სპონსორებისგან მიღებული ფულები smile.gif

რაგბის განვითარების პროექტის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებით დიდი 10-ის თითოეული კლუბი წელიწადში იღებს 400000 ლარს. +კლუბებს წვრილ-წვრილი სპონსორებიც ჰყავთ, კომპანიების და მუნიციპალიტეტების სახით.

ისე აქაც არ ტრიალებს წარმოუდგენელი თანხები.
http://www.cityam.com/227191/aviva-premiership-rugby-salary-cap-to-rise-to-7m-but-still-trails-frances-top-14


თან მანდ წერია უძლიერესი გუნდების თანხები და არა საშუალო

Posted by: Dr NULL 4 Dec 2017, 11:49
kromeo6
4 მილიონი ფუნტი სტერლინგი თუ თქვენთვის წარმოუდგენელი თანხა არაა ქართული კლუბების 400 000 ლართან შედარებით, მე ძალიან მოხარული ვარ, გისურვებთ შემდგომ წარმატებებს და ... იქნებ რომელიმე კლუბს დაეხმაროთ? smile.gif

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 12:13
QUOTE (Dr NULL @ 4 Dec 2017, 11:49 )
kromeo6
4 მილიონი ფუნტი სტერლინგი თუ თქვენთვის წარმოუდგენელი თანხა არაა ქართული კლუბების 400 000 ლართან შედარებით, მე ძალიან მოხარული ვარ, გისურვებთ შემდგომ წარმატებებს და ... იქნებ რომელიმე კლუბს დაეხმაროთ? smile.gif

კაი რაა. აქ როცა ფრანჩიზის გაკეთებაზე მიდის ლაპარაკი ვინმეს იმის იზლუზია გაქვთ რომ კერძო პირი ჩადებს მაგაში ინვესტიციას ქართველი?
თავიდან სახელმწიფოს გარდა მაგას ვერავინ შეძლებს, მერე კი შეიძლება გაყიდვა რამდეინმე წელში.
აჰა ფეხბურთი

Posted by: otia-83 4 Dec 2017, 12:22
რაც ქართულ საფეხბურთო კლუბებზე იხარჯება ყოველწლიურად, იგივე ქართულ საკლუბო რაგბს, რომ გამოეყოს, კარგ ფრენჩიზასაც გავაკეთებდით და შიდა ჩემპიონატსაც უკეთესი დაფინანსებვა ექნებოდა + ევროტურნირებზე საასპარეზო ფულის შოვნაც არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ სადა ფული.


გორგოძე უნდა გახდეს ენერგეტიკის მინისტრი რაა, სხვა გზა არ არის.

Posted by: NAPSTER 4 Dec 2017, 13:53
otia-83
QUOTE
რაც ქართულ საფეხბურთო კლუბებზე იხარჯება ყოველწლიურად, იგივე ქართულ საკლუბო რაგბს, რომ გამოეყოს, კარგ ფრენჩიზასაც გავაკეთებდით და შიდა ჩემპიონატსაც უკეთესი დაფინანსებვა ექნებოდა + ევროტურნირებზე საასპარეზო ფულის შოვნაც არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ სადა ფული.


ქართულ რაგბს რომ იმდენი მუქთად ნაშოვნი ფული ქონდეს, რაც ფეხბურთს აქვს, ე მერე ნახეთ ფეხბურთიზაცია საკლუბო რაგბში smile.gif

Posted by: otia-83 4 Dec 2017, 14:17
QUOTE (NAPSTER @ 4 Dec 2017, 13:53 )
otia-83
QUOTE
რაც ქართულ საფეხბურთო კლუბებზე იხარჯება ყოველწლიურად, იგივე ქართულ საკლუბო რაგბს, რომ გამოეყოს, კარგ ფრენჩიზასაც გავაკეთებდით და შიდა ჩემპიონატსაც უკეთესი დაფინანსებვა ექნებოდა + ევროტურნირებზე საასპარეზო ფულის შოვნაც არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ სადა ფული.


ქართულ რაგბს რომ იმდენი მუქთად ნაშოვნი ფული ქონდეს, რაც ფეხბურთს აქვს, ე მერე ნახეთ ფეხბურთიზაცია საკლუბო რაგბში smile.gif

ეგეც მართალია!

კერძო კომპნია უნდა შეიქმნას და იმან აკონტროლოს ეგ ფინანსები, კონტროლის პალატასთან-აუდიტის სამსახურთან ერთად.

შპს "დიდი 10", რომელის ანგარიშვალდებული იქნება სრკ-სთან და სახელმწიფოსთან, რომელიც გააკონტროლებს და განკარგავს თითოეულ თეთრის მიზნობრიობას, გამოყოფილს საქართველოს ბიუჯეტიდან.

Posted by: Gio_G83 4 Dec 2017, 14:48
QUOTE
კერძო კომპნია უნდა შეიქმნას და იმან აკონტროლოს ეგ ფინანსები, კონტროლის პალატასთან-აუდიტის სამსახურთან ერთად.


უფრო მარტივია ლევა, პროფესიული ლიგის ანალოგია, რომელიც იზრუნებს თანხების მოზიდვაზე და იმის მიხედვით დანაწილებაზე თუ რა პირობებს შეასრულებ

უხეში მაგ.:
კლუბი დდი 10-ში - 100 ლარი
დუბლი - 80 ლარი
გუნდი ჭაბუკთა ა და ბ ლიგაში - 100 ლარი
საფესტივალო ასაკის მინიმუმ 3 ასაკობრივი გუნდი - 80 ლარი
ყველა გუნდში მწვრთნელების კვალიფიკაცია და სპეციალიზაცია - მუდმივი პროგრესი - 70 ლარი
საზოგადოებასთან ურთიერთობა - საიტი, ფ.ბ. სიახლეები და ა.შ. - 20 ლარი
ასაკობრივში მივლენილებზე / ეროვნულში მივლენილებზე - ბონუსად X ლარი
სოც პროექტები - X ლარი
პოპულარიზაცია - ჩართულობის გაზრდა - X ლარი
და ა.შ. ...

ანუ პროგრესს და განვითარებს უფინანსებ და არა ჭაობს, შესაბამისად იძულებულს ხდი პროგრესით და განვითარებით იყიდოს ფული

სამომხმარებლო კალათა მრავალი კომპონენტით და ყოველი კომპონენტი თავისი საფასურით
დასაშვებია საწყის ეტაპზე მინიმალური და მაქსიმალური ზღვარის დაწესებაც

მაგრამ გარანტიით რომ თუ გახვალ ევრო სარბიელზე - საგარანტიო თანხა მოგეცემა
დაიკავებ საპრიზო ადგილს? კიბის შესაბამისად მიიღებ პრემიას
დიადი სპონსორი სრკ_ს აჩუქებს მორიგ ბაზას? მიიღებ ამ ბაზას სარგებლობის უფლებით თუ ბოლო X წელი ამ ციკლში ხარ ჩართული და შენი "პროდუქტი" კონკურენტუნარიანია

მთავარი ყველგან და ყველაფერში ნებაა, დანარჩენი მეტწილ ტექნიკური მხარეა

Posted by: OSTAP 4 Dec 2017, 14:59
მემგონი არასწორად გამიგეთ. მე ვიძახი, რომ მხოლოდ ფრანშიზა არ იქნება ბევრი დადებითის მომტანი. არ უნდა მოხდეს, რომ ფრანშიზის შექმნის შემთხვევაში გახდეს სავალდებულო ყველა ლეგიონერის ფრანშიზაში თავმოყრა და ნაკრებში მხოლოდ ფრანშიზიდან დაძახება. ეს კლავს კონკურენციას და მაგის შედეგია არგენტინის შედეგები ბოლო წლებში. ის, რომ არგენტინის ნაკრებს უკანასკნელ 2 წელში არ აქვს ისეთი შედეგი, რა შედეგითაც ფრანშიზამდე და 4 ერში ჩართვამდე მივიდა ალბათ არ შემედავებით.

ფრანშიზა უნდა იყოს საქართველოს დონეზე და ევროპაში შედარებით დაბალ დონზე (მე პრო დ-2-ის ლეგიონერებსაც შვეშვებოდი) მოასპარეზე ლეგიონერების უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ჩართვის შესაძლებლობა. თავისთავად ქართველი მაყურებლისთვის მეტი თამაშის მიწოდების საშუალებაც. რეალურად ეს დაწევს დიდი 10-ის დონეს, მაგრამ პერსპექტიულ ახალგაზრდებს უფრო მაღალ დონეზე ტამაშის საშუალებას მისცემს. ამასთან, გაზრდის მოთამაშე მორაგბეების რაოდენობასაც. მაგრამ, ქართული რაგბის ძირითადი მიზანი მაინც ნაკრები უნდა იყოს და ყველაფერი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ნაკრების კეთილდღეობას და წარმატებას ემსახურებოდეს.

Posted by: Alex-musi 4 Dec 2017, 15:11
ფრანჩიზა არის ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავალი!
ვერ დავეთანხმები მოსაზრებას რომ ის დიდი 10 ის დონეს დაწევს, მგონი უფრო პირიქით. ადგილზე მოთამაშეებს გაუჩნდებატ მეტი მოტივაცია უკეთ წარმოაჩინონ თავი.
ყველა ლეგიონერი რა თქმა უნდა არ უნნდა მოიქვიო, მხოლოდ ზოგიერთი + ახალგაზრდები და 5-6 კარგი უცხოელი.
შეიქმნება საშუალოზე დაბალი მაგრამ კონკურენტული გუნდი.
მთავარი ბენეფიტი მაინც თამაშების სიხშირეა. წელს გვქონდა 4 თამაში შინ sad.gif 2 საშუალლო 2 საშუალოზე მაღალი რაც რაგბს ვერ ხდის მასოვბრივად საყურებელს.
პორ 14 კი გარანტირებულ 13 თამაშს ნიშნავს აქ!!!! ეს რა შედეგებს მოიტანს კი მიხვდებით.
მთავარი! სახელმწიფო შეიძლება იყოს სტარტაპი. ვთქვატ გამოყო 5 ლიმონი. რაც გუნნდის ძირითად საჭიროებებს და ხელფასებს ეყოფა. ამას დაამატეთ
ბილეთებიდან და ტრანსლიაციიდან დაახლოებით 1 ლიმონი და ეგებ ცოტაც სპონსორმა გაიღოს.
ანუ იმის თქმა მინდა რომ არაა ეს რაGაც ძღაპრული ოცნება. ამას ჭირდება მუშაობა აქ და გარეთ რომ მიგვიღონ
გახდება ნაკრების საბაზო გუნდი + ლეგიონერები



Posted by: otia-83 4 Dec 2017, 15:18
Gio_G83
QUOTE
უფრო მარტივია ლევა, პროფესიული ლიგის ანალოგია, რომელიც იზრუნებს თანხების მოზიდვაზე და იმის მიხედვით დანაწილებაზე თუ რა პირობებს შეასრულებ

ამას ვგულისხმობდი მეც იმ შპს "დიდი 10"-ში yes.gif

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 15:45
რა ახალი კომპანია კაცო ,საერთოდ არ უნდა იღებდეს სახელმწიფოსგან ფულს სპორტი წესით. რაც უფრო მეტ ბიუროკრატიას შექმნი ეგ პირიქით,აუარესებს კორუფციას

Posted by: OSTAP 4 Dec 2017, 15:51
თუ შეიქმნება ფრაშიზა, ცალსახად ქართველებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. რათ გვინდა უცხოელების მოწვევა? ნატურალიზაციაზე რომ წავიდეთ? რას .ოგვცემს ეს? უკეთესია ისქართველი ბიჭები იყვნენ ვინც ვერ გადის საერთაშორისო ასპარეზზე და სჭირდებათ კლასის აწევა. ხაზში თუ კუნძულელები ვარბენინეთ, შერკინება ისედაც გვყავს მუდმივად შედარებით მაღალ დონეზე მოთამაშე ბიჭებით დაკომპლექტებული.

Posted by: otia-83 4 Dec 2017, 15:54
kromeo6
საწყის ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსების იქით უფსკრულია, რომელსაც ადგილობრივი რაგბი ვერ გადაახტება. თორე კერძო კომპანიას სახელმწიფო ფულს, რომ არ უნდა აძლევდეს არის 2*2=4 .

ეხლა ასე ვთქვათ ძმაკაცურ პონტში სათანადოდ ვერ კონტროლდება ჩემი აზრით ამ სახსრების მიზნობრიობა. ამისთვისაა საჭირო დამოუკიდებელი (ძმაკაცობა-შინაურობისგან) კომპანია რომელიც თვალს არ დახუჭავს დარღვევებზე და არამიზნობრივ ხარჯვაზე. მას კი თავის მხრივ კონტროლის პალატაბუნდა აკონტროლებდეს.

თან ბალახის გაპარვის უკუჩვენებებსაც ადეკვატურად შეაფასებს დამოუკიდებელი კანტორა.

Posted by: kromeo6 4 Dec 2017, 19:40
QUOTE (otia-83 @ 4 Dec 2017, 15:54 )
kromeo6
საწყის ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსების იქით უფსკრულია,


ეს გასაგებია ,მეც მაგას ვამბობდი ,მარა ცალკე ჯგუფის შექმნა რა საჭიროა ,დაიქირავე კერძოები დედას უტირებენ

Posted by: NAPSTER 4 Dec 2017, 19:57
OSTAP
QUOTE
თუ შეიქმნება ფრაშიზა, ცალსახად ქართველებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. რათ გვინდა უცხოელების მოწვევა? ნატურალიზაციაზე რომ წავიდეთ? რას .ოგვცემს ეს?


მარტივი პასუხია მაგაზე: შევხედოთ იაპონიას და მივხვდებით რასაც მოგვცემს.
კარგი ლეგიონერების გარეშე უბრალოდ გაგვაცამტვერებენ ნებისმიერ ფრენჩაიზში.
გაცამტვერების შედეგი იქნება მერე ფრიად საინტერესო:
1. გვეტყვიან, რომ ჩვენი დამატება უინტერესო იყო და ჯობია გუდა-ნაბადი ავიკრათ (ჩიტაზის მაგალითი გვაქვს წინ)
2. სრული ფრუსტრაცია გულშემატკივრებში. რამდენიც არ უნდა ვუხსნათ მათ, რომ განვითარებისთვის ასეა საჭირო, წაგებული არავის უყვარს.

ასე რომ, რამდენიმე კარგი ლეგიონერის დამატება არა მხოლოდ რეკომენდირებულია, არამედ აუცილებელიცაა.

QUOTE
უკეთესია ისქართველი ბიჭები იყვნენ ვინც ვერ გადის საერთაშორისო ასპარეზზე და სჭირდებათ კლასის აწევა.


1. ფრენჩაიზში 40 მოთამაშე მაინცაა საჭირო გუნდში, პლიუს ამ 40 კაცის ერთი ამდენი სარეზერვო. ამდენი ბიჭი გვყავს ისეთი, რომელიც ფრენჩაიზის დონეს ქაჩავს?
2. ეგ პერსპექტიული ბიჭი მაგარი ფიჯელის გვერდით უფრო გაიზრდება, თუ მაგალითაც აფციაურის გვერდით?
* * *
QUOTE
ხაზში თუ კუნძულელები ვარბენინეთ


ზუსტად კუნძულელები უნდა ვარბენინოთ და მათი კონკურენციის დაძლევა უნდა მოახერხონ მაგ პერსპექტიულმა ბიჭებმა.
კონკურენციას მოაქვს განვითარება და არა სასათბურე პირობებს (ეს კაი ბიჭია, მოდი ფრენჩაიზში ვათამაშოთ მიდგომით საქმე არ კეთდება)

Posted by: giorgi77 4 Dec 2017, 20:32
სრულიად ვეთანხმები ბოლო გამომსვლელს.

ძლიერი ლეგიონერები გვჭირდება თან. კრასნი იარში და ენისეიში მიდიან სუპერ რაგბში მოთამაშე მორაგბეები და ჩვენთან რატომ არ ჩამოვლენ თუ ნორმალურ გასამრჯელოს მისცემენ.

Posted by: Dr NULL 4 Dec 2017, 20:50
QUOTE
სრულიად ვეთანხმები ბოლო გამომსვლელს.

ჩამწერეთ მეც თანხმობის სიაში biggrin.gif

Posted by: Werner Voss 4 Dec 2017, 22:19
პირველი და მესამე ხაზის გარდა თითქმის ყველა პოზიციაზე მოგვიწევს ლეგიონერის დამატება, საკლუბო სეზონი მარათონული, დამღლელი და ტრამვულია და მხოლოდ ჩვენი რესურსებით ძალიან ცუდად დავამთავრებთ.

Posted by: otia-83 4 Dec 2017, 22:30
ჯერ ფულიბგვაქ საშოვნელი ხალხო smile.gif

შემადგენლობა მერე დავაკომპლექტოთ, ფულს რომ ვიშოვით და მერე კელტებსაც დავითანხმებთ ჩვენს მიღებაზე.

Posted by: jora84 4 Dec 2017, 22:42
otia-83

ფულს რომ იშოვი კელტები აქეთ დაგირეკავენ, გავიგეთ ფული იშოვეთო და მართალიაო? biggrin.gif

Posted by: otia-83 4 Dec 2017, 22:45
jora84
"ვიგოდნიკები" მაგენი!

ფულის უნახავები gigi.gif

Posted by: jora84 4 Dec 2017, 23:02
otia-83

რა გაიკვირვე, ჩვენც იგივე არ გვინდა მაგათგან? biggrin.gif

Posted by: kromeo6 5 Dec 2017, 00:09
ფრენჩაიზი მაგარი იქნება მარა ,ჩვენ თუ შეგვიძ₾ია რამით მივეხმაროთ მაგ პროცესის დაჩქარებას?

Posted by: FullbackAce 5 Dec 2017, 01:16
QUOTE (kromeo6 @ 5 Dec 2017, 00:09 )
ფრენჩაიზი მაგარი იქნება მარა ,ჩვენ თუ შეგვიძ₾ია რამით მივეხმაროთ მაგ პროცესის დაჩქარებას?

ძვირიანი ბილეთის და ნაკრების მაისურის ყიდვის გარდა ბევრი ვერაფრით. user.gif



უი აქ რა დებატები წასულა.


რაიყო ახდენილი ოცნებების წელი იწყება თუ ?

Posted by: kromeo6 5 Dec 2017, 01:50
QUOTE (FullbackAce @ 5 Dec 2017, 01:16 )
QUOTE (kromeo6 @ 5 Dec 2017, 00:09 )
ფრენჩაიზი მაგარი იქნება მარა ,ჩვენ თუ შეგვიძ₾ია რამით მივეხმაროთ მაგ პროცესის დაჩქარებას?

ძვირიანი ბილეთის და ნაკრების მაისურის ყიდვის გარდა ბევრი ვერაფრით. user.gif



უი აქ რა დებატები წასულა.


რაიყო ახდენილი ოცნებების წელი იწყება თუ ?

კავშირმა გინდა რო დააფინანსოს თავის სახსრებით?

Posted by: FullbackAce 5 Dec 2017, 02:07
QUOTE (kromeo6 @ 5 Dec 2017, 01:50 )
QUOTE (FullbackAce @ 5 Dec 2017, 01:16 )
QUOTE (kromeo6 @ 5 Dec 2017, 00:09 )
ფრენჩაიზი მაგარი იქნება მარა ,ჩვენ თუ შეგვიძ₾ია რამით მივეხმაროთ მაგ პროცესის დაჩქარებას?

ძვირიანი ბილეთის და ნაკრების მაისურის ყიდვის გარდა ბევრი ვერაფრით. user.gif



უი აქ რა დებატები წასულა.


რაიყო ახდენილი ოცნებების წელი იწყება თუ ?

კავშირმა გინდა რო დააფინანსოს თავის სახსრებით?

რა ?

კავშირმა არა კერძო პირებმა ან კომპანიებმა მაგრამ არ მეგულება ისეთი დამფინანსებელი საქართველოში, მითუმეტეს რაგბისთივს რომ მაგდენი გაიმეტოს.

შეიძლება რამდენიმე კომპანიამ/კერძო პირმა გაიყოს წილი და ნაწილ ნაწილ დააფინანსოს. რავიცი აბა რა გითხრა.

Posted by: Gio_G83 5 Dec 2017, 13:21
სანამ ფულს გამო(ვ)კრავთ ხელს...
მანამ მგონი ტურის სიმბოლური ეკუთვნის მათიაშვილს (!!!)

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდგომ წლეულს ბოლოჯერ ერკინენ დიდი_10_ის ბინადრები (ბოლო მატჩი აწ უკვე ორჯერ გადადებული ლოკომოტივი-ბათუმი 23/12_ს შედგება, თუ უწერია ამ მატჩს ჩატარება). ესტაფეტა ქართული რაგბის კონტინენტურ ფარზე მოასპარეზე ბათუმს დაუტოვეს და „საახალწლო არდადეგებზე“ გავიდნენ - გათამაშება იანვირს ბოლოს 26-27 რიცხვებში განახლდება.
ამასობაში მეორე წრე მე-10 ტურმა გახსნა, სადაც:
ბათუმმა 26:19 დაამარცხა არმაზი
ორივე გუნდმა მიიღო პრემიალური ქულა, ბათუმმა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს დადებისთის, ხოლო არმაზმა 8 ზე ნაკლები ქულის მარცხისთვის
ლოკომოტივი 26:23 აია
სანუგეშო ქულა აიას ერგო 8 ე ნაკლები ქულით მარცხისთვის, ცნობისთვის ეს აიას პირველი მარცხი აღმოჩნდა მიმდინარე გათამაშებაში
ლელო 33:5 ბაგრატი
ბოლო წლების უცვლელმა ლიდერმა და წლეულს გაახალგაზრდავებულმა ლელომ პრემიალური ქულაც მოიპოვა
ჯიქი 10:10 ხარები
ჩემპიონისა და დიდი_10_ში დაბრუნებული ხარების მატჩში ფრე დაფიქსირდა, წლეულს უკვე მეორე.
აკადემია 28:9 არმია
ლამის სრული პირველი წრე მოგების გარეშე მოასპარეზე აკადემიამ უკვე მესამე და ამჯერად ბონუსით მოგება მიითვალა აქტივში.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

მარცხის მიუხედავად აია კვლავაც ინარჩუნებს ლიდერობას 38 ქულით
ზედიზედ ოთხგზის ჩემპიონი ლელო ცხრილში მეორეა 36 ქულით
„ძველ“ მეტოქეს კვალში გამოტოვებული მატჩის მიუხედავად რკინიგზელები უდგანან 33 ქულით
ჩემპიონი შედარებით ჩამორჩა იკავებს რა მეოთხე ადგილს 28 ქულით
ჩემპიონის მსგავსად თუმც ურთიერთშორის უარესი ბალანსის გამო (მართალია გამოტოვებული მატჩი სათამაშ აქვს) მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა ბათუმი - ევროსარბიელის ერთადერთი „მერცხალი“
საპლეიოფო ზონის ბოლო საფეხური მე-6 ადგილით უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ რუსთაველებს უჭირავთ 23 ქულით
ხარებს 20 ქულით კვალში უდგას აკადემია
მარნეულში „გადაბარგებული“ ახალგაზრდული არმაზი ხუთიოდ ქულას ჩამორჩება მხატვრებს
ბოლოსწინა მე-9 ადგილი არმიას უპყრია 9 ქულით
ბოლო ადგილზე კი ჯერჯერობით ერთადერთი მოგებით მეორე ქუთაისური გუნდი - ბაგრატია, ხუთიოდ ქულით.

გამოტოვებული მატჩისს მიუხედავად წლევანდელი სტატისტიკური მაჩვენებლები:

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

გათამაშების საუკეთესო მელელოვე ლოკომოტიველი გარემარბი (უნივერსალი) გიორგი შკინინია 8 ლელოთი, 6 ლელო მიითვალა აიას შუამარბმა (უნივერსალი) ზურაბ ძნელაძემ, საგულისხმოა, რომ ძნელაძის შემდეგ 5-5 ლელო კვლავ აიას მორაგბეებზე მოდის - გიორგი აბრამიძე ქუთათურების გარემარბი და მისივე თანაგუნდელი ფულბექი მირიან მოდებაძე...
ასევე საინტერესოა ის რომ წლეულს 100 ქულიანი ნიშნული დამრტყმელთაგან მხოლოდ ერთმა და ისიც აიას მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა გადალახა - 111 ქულით, აიას დამრტყმელებში კიდევ ერთი წარმოამდგენელი ჰყავს თედო აბჟანდძის სახით - 27 ქულა, მარაგმ გაისად თედო ქულებს ირლანდიაში თუ მოაგროვებს.
საუკეთსო მექულეებში მეორე პოზიცია ბათუმის ფულბექ ბახვა კობახიძეს უპყრია 86 ქულთ, ლელოესლი ფულბექი ირაკლი ყიასაშვილი კი მესამე პოზიციაზეა 79 ქულით, თუმცა ლელოს კიდევ ჰყავს აღნიშნულ ცხრილში დამრტყმელები: ლერანიძის 30 ქულით და კვირკაშვილის 29 ქულით, სანაკრებო რეკორდის - ერთმატჩში ყველაზე მეტი ქულის გამნახლებელი აკადემიელი ფულბექი იოსებ მათიაშვილი 73 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

მონაწილე გუნდებიდან დადებითი ბალანსი აქვს ექვს, მათშორის ყველაზე დიდი გათამაშების ლიდერ აიას +147, ყველაზე მცირე კი მე-7 ადგილზე მყოფ აკადემიას +9, ყველაზე მცირე უარყოფითი ბალანსი აქვთ აკადემიაზე ერთი საფეხურით მაღლა მყოფ რუსტაველებს -34, ყველაზე უარესი კი ქუთაისურ ბაგრატს -228, უარყოფითი ბალანსის მხრივ 100 ქულიანი ნიშნული გადალახა არმაიამც მიიღო რა -140 ქულა.
ყველაზე მეტი გატანილი ქულა უფროვდება:
აიას: 283
ლოკომოტივს (გამოტოვებული მატჩის მიუხედავად): 251
და ლელოს: 243
მეოთხე გუნდი ვინც 200_ზე მეტი ქულა გაიტანა ასევე თამაშნაკლული ბათუმია: 224;
300 ქულა მიიღო ბოლოსწინა ადგილოსანმა არმიამ,
ხოლო ბოლო ადგილოსანმა ბაგრატმა 345, რომელსაც უჭირს წულების მოგროვება, მათ აქტივში სულ რაღაც 117 ქულაა და შესაბამისად არც მათი ადგილი ცხრილში არაა გასაკვირი ამის დასტურ ისიც ნიშნადობლივია, რომ მათ ანგარიშზე ყველაზე ცოტა ლელოა: 13, 49 ის საპირისპიროდ
ყველაზე მეტი ლელო წელს ლოკომოტივმა იზეიმა: 38, აიამ კი 32 ჯერ, 30 და მეტი ლელო ჯერ არავის აღუნიშნავს
ყველაზე კარგ დაცვაზე პრეტენზიას ევროპაში დიდი_10-ის ღირსების დამცელი ბათუმი აცხადებს მიღებული 10 ლელოთი, მართალია მათ მატჩით ნაკლები აქვთ ჯერ ნათამაშევი, ოდნავ „უარესი“ შედეგი აქვს ჩემპიონ ჯიქს მიღებული 14 ლელოს ფონზე.
პერმიალური ქულა 3 და მეტი ლელოთი მოგებსთვის წელს ყელაზე მეტად ბათუმმა (5 ჯერ) დაიმსახურა, მათზე ნეკლები 4-4 ლელოსა და ჯიქს უგროვდება. საგულისხმოა, რომ პირველ საფეხურზე მყოფი აია სულ რაღაც ორ პრემიალურ ქულას ითვლის (ერთი 3 და მეტი ლელოთი მოგებისთვის და ერთიც 8_ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის)
პრემიალური ქულა არ მოუპოვებია ხარებსა და არმიას
სანუგეშო ქულა კი 6 ჯერ დაიმსახურა აკადემიამ, მხატვრებზე ნაკლები მებრძოლი ხასიათი არმაზს აღმოაჩნდა. სანუგეშო ქულა არც ბაგრატს აუღია წაგებულ 9 თამაშში. ლელოც ის გუნდია ვისაც ორი მარცხის მიუხედავად არცერთხელ არ გამოუვიდა 8-ზე ნაკელბი ქულით დამარცხება.




Posted by: Dr NULL 5 Dec 2017, 13:33
Gio_G83
მადლობა smile.gif

Posted by: Gio_G83 5 Dec 2017, 13:46
Dr NULL
არაფრის
smile.gif


თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!

Posted by: Gio_G83 7 Dec 2017, 13:45
არ ვიცი ეს განვითარების გეგმის ამბავში თემა უფროა თუ აქაური მარგამ რადგან დიდი 10_ია აქ იყოს...

2013-2014 წლების სეზონი
http://site.rugby.ge/ka-GE/premier-division/
რეგულარული გათამაშება მოიგო არმიამ მოიგო რა 18 მატჩიდან 13 (1 ფრე, 4 მარცხი) და დააგროვა 63 ქულა
არმიას 4 ქულით ჩამორჩა ლელო 12 მოგებით (6 მარცხი) 59 ქულა
მესამე ადგილზე გასული ლოკომოტივი მომავალ ჩემპიონს ერთი ქულით ჩამორჩა, 58 ქულა 13 მოგებით მოაგროვა (5 მარცხი)
ყოჩები რკინიგზელებს ორიოდ ქულით ჩამორჩნენ მოიგეს რა 12 მატჩი ( 1 ფრე, 5 მარცხი) – 56 ქულა
აიამ მე-5 ადგილი 11 მოგებით (7 მარცხი) და 52 ქულით დაიკავა
საპელიოფო ზონის ბოლო, მე-6 ბინადარი ჯიქი 9 მოგებით (2 ფრე და 7 მარცხი) 47 ქულით გახდა
არმაზმა მე-7 ადგილი დაიკავა, ისე რომ ვერც ვერავის ეწეოდა და ვერც ვერავინ ეცილებოდა ადგილს 8 მოგებული მატჩით (10 მარცხი) და 36 ქულა
შედარებით სახიფათო ზონაში მე-8 ადგილზე გავიდა ხარები 5 მოგებით (13 მარცხი) 23 ქულა
გასავარდნ ზონაში კი ქულათა თანაბრობით, მარგამ ურთიერთშორის უკეთესი ბალანსით განლაგდნენ:
ბათუმი მე-9 ადგილი 3 მოგებით (15 მარცხი) და 17 ქულით და
აკადემია მე-10 ადგილი 2 მოგებით (16 მარცხი) და 17 ქულით

სეზონში 100 ქულას (დამრტყმელები) გადაცდნენ:
233 ყიასაშვილი (ლელო - ფულბექი)
232 სოხაძე (ყოჩები - მგეზავი)
217 წიკლაური (ლოკომოტივი - ფულბექი)
161 კობახიძე (არმია - ფულბექი)
114 კიკნაძე (არმაზი - მგეზავი)
110 გიორგაძე (ჯიქი)
102 მათიაშვილი (აკადემია - ფულბექი)

მელელოვეებს შორის კი:
9 - ტუჩაშვილი (არმია - ფრთა)
7 - გაგოშვილი (არმია), შკინინი (არმია - ფრთა), გუგავა (ლელო - ფრთა)
6 - ბიწაძე (ლოკომოტივი), ფრუიძე (აია - ცენტრი/ფრთა), ხიდეშელი (ყოჩები)

2014-2015 წლების სეზონი
http://site.rugby.ge/ka-GE/2014-15-UMA/
რეგულარული გათამაშება მოიგო ყოჩებმა მოიგო რა 18_დან 13 მატჩი (1 ფრე, 4 მარცხი) და დააგროვა 58 ქულა
ბოლნისელებს ოდნავ ჩამორჩა ლელო 12 მოგებით (3 ფრე, 3 მარცხი) 56 ქულა
საპლეიოფო ზონის ქვედა ოთხი ადგილისთვის დიდი ბრძოლები გაიამრთა
მესამე ადგილი დაიკავა ბათუმმა 10 მოგებით (1 ფრე, 7 მაცხი) 50 ქულა
მეოთხე ადგილი ლოკომოტივმა ირგუნა 9 მოგებით (1 ფრე, 8 მარცხი) და 48 ქულით
რკინიგზელებს 2 ქულით ჩამორჩნენ ხარები 9 მოგებით (2 ფრე, 7 მარცხი) და 46 ქულა და ასევე 46 ქულა მოაგროვა მე-6 ადგილზე გასულმა აიამ (თუმც ხარებთან უარესი პირადი ბალანსით უკეთესი ადგილი რუსთაველებს დაუთმეს) მოიგო რა 10 მატჩი (8 მარცხი)
მედლების მაძიებლებს ჩამორჩა არმაზი მოაგროვა რა 38 ქულა 8 მოგებით (1 ფრე, 9 მარცხი)
მერვე ადგილზე კი ჯიქი დამკვიდრდა 36 ქულით - 7 მოგება (2 ფრე, 9 მარცხი)
არმია დაქვეითებას გადარჩა მოაგროვა რა 17 ქულა 4 მოგებით (1 ფრე და 13 მარცხი)
მხოლოდ სეზონი იასპარეზა თიბიეს უნივერსიტეტმა 11 ქულით კვლავ ქვედა ლიგას დაუბრუნდა - 2 მოგება (16 მარცხი)

სეზონში 100 ქულას (დამრტყმელები) გადაცდნენ:
203 - სოხაძე (ყოჩები - მგეზავი)
192 - ყიასაშვილი (ლელო - ფულბექი)
180 - კობახიძე (ბათუმი - ფულბექი)
170 - წიკლაური (ლოკომოტივი - ფულბექი)
120 - ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა), ხუციშვილი (ხარები-გამთამაშებელი)
103 - ჯინჭველაშვილი (აია)
საგულისხმოა რომ ამ წელს ლოკომოტივიდან 87 ქულა კალანდაძმემაც მიითვალა

მელელოვეებს შორის კი:
10 – გეგენავა (ყოჩები-ფრთა)
8 – თხელიძე (ბათუმი), ლომთაძე (ლელო)
7 – წიკლაური (ლოკო - ფულბექი)
6 – აბრამიძე (აია - ფრთა), კალანდაძე (ლოკო-ფრთა) ფრუიძე (აია-ცენტრი/ფრთა) შალამბერიძე (აია-მხტომელი)

2015-2016 სეზონი:
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-16-Didi10/
გათამაშება ლელომ მოიგო დააგროვა რა 61 ქულა 14 მოგებით (1 ფრე, 3 მარცხი)
ლოკომოტივმა ფინალამდე გზა დაიმოკლა მეორე ადგილზე გასვლით 52 ქულით: 11 მოგება (1 ფრე, 6 მარცხი)
ჯიქმა 10 მატჩი მოიგო (1 ფრე, 7 მარცხი) და 50 ქულა მოაგროვა
ბათუმმა მეოთხე ადგილი 47 ქულით დაიაკავა მოიგო რა 9 მატჩი (2 ფრე, 7 მარცხი)
ყოჩებმა კი 10 მოგებით (8 მარცხი) 46 ქულა დააგროვეს
ბოლო საპელიოფო, მე-6 ადგილი აიას ერგო 41 ქულით მოგიეს რა 8 მატჩი (2 ფრე, 8 მარცხი)
საპელიოფო ზონის მიღმა გასავარდნ ზონამდე დიდი ბალატილები შედგა დაშორება სულ რაღაც 6 ქულას შეადგენდა:
აკადემია 35 ქულით მე-7 ადგილს დასჯერდა 7 მოგებით (11 მარცხი)
არმია 32 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა 5 მოგებით (2 ფრე, 11 მაცხი)
გასავარდნი გუნდები ქულათა სწორობისას კვლავ ურთიერთშორის დაპირისპირებამ განსაზღვრა
29-29 ქულით მე-9 ადგილი არამზმა დაიკავა 5 მოგებით (1 ფრე, 12 მარცხი) და ხარები 6 მოგებით (12 მაცხი)

სეზონში 100 ქულას (დამრტყმელები) გადაცდნენ:
190 - სოხაძე (ყოჩები-მგეზავი)
175 - ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა)
164 - ურჯუკაშვილი (არმია-ცენტრი)
161 - კობახიძე (ბათუმი-ფულბექი)
124 - ყიასაშვილი (ლელო-ფულბექი)
117 - მათიაშვილი (აკადემია)
103 - მჭედლიშვილი (ხარები)

მელელოვეებს შორის კი გამოირჩნენ:
8 – ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა)
7 – მესხი (არმია-ფრთა), კალანდაძე (ლოკომოტივი-ფრთა)
6 – თოდუა (ლელო-ცენტრი/ფრთა) ქოიავა (ლელო-მხტომელი) სოსელია (არმაზი)
5 – კიკვაძე (აია-ფრთა/ფლბექი) კოპაძე (ლელო-ფლანკერი), მღებრიშვილი (ხარები-ფლანკერი)

2016-2017 წლების სეზონი
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-17-Didi10/
რეგულარული გათამაშება გორში გადაბარგებულმა ჯიქმა მოიგო 61 ქულით 18 მატჩიდან იმარჯვა რა 12-ში (1 ფრე, 5 მარცხი)
ორიოდ ქულით (59 ქ.) ჩამორჩა ბათუმი იმარჯვა რა 12 მატჩში (2 ფრე, 4 მარცხი)
ასევე 59 ქულა მოაგროვა აიამ 13 მოგებით (5 მარცხი)
რიონისპირელებს კი ერთი ქულით (58) ჩამორჩა ლელო მოიგო რა 11 ჯერ (3 ფრე, 4 მარცხი)
რკინიგზელებმა მე-5 ადგილი დაიაკვეს 51 ქულით მოიგეს რა 10 მატჩი (2 ფრე, 6 მარცხი)
საპლეიოფო ექვსეული კი აკადემიამ დაასრულა 42 ქულით - 9 მოგება (9 მარცხი)
არმია ექვსეულს ვერ შეწვდა 37 ქულით მოიგო რა 8 მატჩი (10 მარცხი)
გავარდნისთვის თავის დასაღწევად კი სამი გუნდი იბრძოდა:
ბაგრატმა მე-8 ადგილზე 22 ქულით დაასრულა გათამაშება 4 მოგება (14 მარცხი), ბოლო მე-9 და მე-10 ადგილზე კი 19-19 ქულით შესაბამისად არმაზი და ყოჩები გავიდნენ, სადაც უკეთესი ბალანსი ურთიერთშორის შეხვედრებში არმაზს აღმოაჩნდა - 3-3 მოგებით (1-1 ფრე და 14/14 მარცხი)

სეზონში 100 ქულას (დამრტყმელები) გადაცდნენ:
199 - ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა)
153 - მათიაშვილი (აკადემია-ფულბექი)
143 - ყიასაშვილი (ლელო-ფულბექი)
135 - ურჯუკაშვილი (არმია-ცენტრი)
131 - კობახიძე (ბათუმი-ფულბექი)
130 - ბაბუნაშვილი (აია-მგეზავი)
114 - სოხაძე (ბათუმი-მგეზავი)
103 - წიკლაური (ლოკომოტივი-ფულბექი)

მელელოვეებს შორის გამოირჩნენ:
12 – აბრამიძე (აია-ფრთა)
11 – ბიწაძე (ჯიქი)
10 – მამრიკიშვილი (ჯიქი-კვაჭი)
9 – ხარაზიშვილი (ჯიქი-ფრთა)
8 – შკინინი (ლოკომოტივი-ფრთა)
7 – ერისთავი (ბათუმი), ჭეიშვილი (ლელო-მხტომელი)
6 – გიგაური (არმაზი)

წლევანდელი სეზონის დაჯამებამდე განვლილ ოთხ ასპარეზობას თვალს თუ გადავავლებთ იკვეთება შემდეგი:

- მოწინავე ოთხეული მეტნალებად ყოველთვის ახერხებს 60 ქულიან ნიშნულთან მიახლოებას (ან გადალახვას)
- ხშირ შემთხვევაში მზის გულზე უკეთეს ადგილს (1-2) განაპირობებდა ან ერთი მოგება ან პრემიალური ქულები
- ტენდენცია რომ 1-2 ადგილზე გასული გუნდიდა ერთ-ერთი იგებს ჩემპიონატს ჯერ არ დარღვეულა
- სამწუხაროდ საპლეიოფო ბოლო, მე-6 ადგილის მოსაპოვებლად ვერ იმართბოდა იმგვარი ბატალიები, როგორც პირველი ორი ადგილისთვის
- მხოლოდ იშვიათად ხდებოდა, როდესაც დასაქვეითებლად საფრთხე ორზე მეტ გუნდს ეხებოდა (მე-9 ადგილოსანი პლეიოფში ჯერ არ დაქვეითებულა)
- დაქვეითბულ გუნდთაგან ჯერ მხოლოდ ერთმა ვერ შეძლო მომდევნო სეზონში კვლავ დაბრუნება
- პლეიოფში მოხვედრილი გუნდებიდან ორადორჯერ მოხდა რომ მე-6 ადგილზე გასულ გუნდს არ ჰქონდა ქულათა + ბალანსი
- მელელოვეთა დავაში მუდმივად ლიდერობენ ფრთის მოთამაშეები, რაც გარკვეულწილად გუნდების სათამაშო სტრუქტურასა და აქცენტებზეც მიუთითებს
- 5 ლელოზე მეტი დამდებ მორაგბეთა შორის 26 რჩეულიდან 20 ბექია, მხოლოდ 6 აღმოჩნდა მორკინალი, აქედანაც მხოლოდ ერთი კვაჭი (რაც ალბათ ასევე გუნდის სათამაშო სრუქტურაზე მიუთითებს)
- 100 ქულას გადაცდა ჯამში 28 დამრტყმელი, რომელთაგან მხოლოდ 4 ჯერ დაფიქსირდა 200 და მეტი მოგროვებული ქულა (დეტალურად 4 სეზონი):
სოხაძე - 739
ყიასაშვილი - 692
კობახიძე - 633
ხარაზიშვილი - 590
წიკლაური - 559
მათიაშვილი - 372
ურჯუკაშვილი - 299
ჯინჭველაშვილი - 235
- საშუალო სტატისტიკურად სეზონში 5 ლელო 5-ზე მეტ მორაგბეს უფიქსირდება
- 6 და მეტი ლელო უკვე ლამის „რჩეულთა“ ხვედრია
- 10 და მეტი ლელო ერთ მორაგბეზე ბოლო 4 სეზონში 4 ჯერ დაფიქსირდა
- ეროვნულ ჩემპიონატში ლელოთა რაოდენობით გამორჩეულები არაინ:
ხარაზიშვილი, შკინინი, აბრამიძე, წიკლაური,

3/4 -ები

დასკვნები შიდა ასპარეზის მოთვალყურეებისა და მკითხველისთვის მიმინდვია

Posted by: ramazi-rugby 23 Dec 2017, 21:00
ვერ დაასრულა ლოკომოტივმა ლოდერად
არადა შანსი იყო დიდი
ოთხი სინბინი
და ზედაც ორი გაძევება.
ცოტა მეტი კი არის

Posted by: enorme 24 Dec 2017, 11:06
ramazi-rugby
არაუშავს , მეორე წრის დასრულებისას ვიქნებით პირველზე . წელს აიას და ლოკოს შორის გამოვლინდება ჩემპიონი .

Posted by: Isi_Folau 29 Dec 2017, 13:29
QUOTE (Gio_G83 @ 7 Dec 2017, 13:45 )

დასკვნები შიდა ასპარეზის მოთვალყურეებისა და მკითხველისთვის მიმინდვია

თამაშების რაოდენობაც საინტერესოა, ვისრამდენი თამაშიაქ. და საშუალო ქულა თამაშში.

Posted by: irakli_f1 5 Jan 2018, 12:01
გამარჯობა, სად შეიძლება ვნახო ინფორმაცია დიდი 10-ის კლუბების საშინაო არენებზე? სად მდებარეობს და რამდენი ეტევა?

Posted by: GIORGI112 5 Jan 2018, 13:56
irakli_f1
მასე ცალკე არაა ინფოები
ისე კი რა სტადიონებსაც იყენებენ დიდ 10 ში კი ცნობილია და მათი ტევადობებიც
ავჭალა 3 200
შევარდენი 1 500
რუსთავი 3 400
ლელო-არენა 1 700
გორის სტადიონი 2 500
ბათუმის სტადიონი 3 000
აია - არენა 3 700
აია არენა 2 (ბაგრატი) - დაახლოებით 1 000

ზოგჯერ ხელოვნურ სტადიონებზე ტარდება.
აიას / და ბათუმს აქვს ხელოვნური მოედნები რომელებიც დაახლოებით 1 000 -მდე გულშემატკივარს იტევს. ავჭალას და შევარდენსაც აქვს მაგრამ იქ 200 კაცი თუ დაეტევა.

არ ტარდება დიდი 10 - ის მატჩები ფოთში - 2 000 მაყურებელზეა სტადიონი.
ხვამლი ბალახის საფარის პრობლემაა - 1 000 მაყურებელს იტევს.
ასპინძა - 800 მაყურებელს იტევს.
მარტყოფი - 600მდე გულშემატკივარი უნდა ეტეოდეს.

ძველი ყოჩები-ვისოლის სტადიონი 400 მაყურებელზე. ძალიან იშვიათადაა ზოგადად რაგბი მანდ biggrin.gif






Posted by: irakli_f1 5 Jan 2018, 15:12
QUOTE (GIORGI112 @ 5 Jan 2018, 13:56 )
irakli_f1
მასე ცალკე არაა ინფოები
ისე კი რა სტადიონებსაც იყენებენ დიდ 10 ში კი ცნობილია და მათი ტევადობებიც
ავჭალა 3 200
შევარდენი 1 500
რუსთავი 3 400
ლელო-არენა 1 700
გორის სტადიონი 2 500
ბათუმის სტადიონი 3 000
აია - არენა 3 700
აია არენა 2 (ბაგრატი) - დაახლოებით 1 000

ზოგჯერ ხელოვნურ სტადიონებზე ტარდება.
აიას / და ბათუმს აქვს ხელოვნური მოედნები რომელებიც დაახლოებით 1 000 -მდე გულშემატკივარს იტევს. ავჭალას და შევარდენსაც აქვს მაგრამ იქ 200 კაცი თუ დაეტევა.

არ ტარდება დიდი 10 - ის მატჩები ფოთში - 2 000 მაყურებელზეა სტადიონი.
ხვამლი ბალახის საფარის პრობლემაა - 1 000 მაყურებელს იტევს.
ასპინძა - 800 მაყურებელს იტევს.
მარტყოფი - 600მდე გულშემატკივარი უნდა ეტეოდეს.

ძველი ყოჩები-ვისოლის სტადიონი 400 მაყურებელზე. ძალიან იშვიათადაა ზოგადად რაგბი მანდ biggrin.gif

გაიხარე დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: georgia1991 8 Jan 2018, 11:14
ქართული კლუბებიდან ევროპაზე მარტო გამარჯვებული გამოდის?

Posted by: iverieli 8 Jan 2018, 11:51
georgia1991
no.gif ვისაც საკმარისი ფინანსები აქვს ის. თორე ბათუმს არ მოუგია დიდი 10.

Posted by: dc120mm 8 Jan 2018, 13:01
რაგბის კლუბი "არმია" თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/43280/ragbis-klubi-armia-tavdatsvis-saministrostan-saprotesto-aqtsias-martavs

Posted by: K O R A D O 8 Jan 2018, 13:10
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/472125-thavdacvis-saministro-saragbo-klubisthvis-armiaq-dafinansebis-shetsyvetasthan-dakavshirebith-ganckhadebas-avrcelebs.html
ოფიციალურადაც ვაცნობეთო თავის დროზე...
ყველაზე ცუდი ეს დინამიკაა: "თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება."

Posted by: Gio_G83 8 Jan 2018, 13:23
QUOTE
რაგბის კლუბი "არმია" თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს


და ამასობაში ლოსაბერიძემ პუტოსთან გაჭრა კანალი და

https://rugger.info/russia/news/17873
Регби будут лоббировать у Путина
თან წინა საარჩევნოდ...

Posted by: xDavid_S 8 Jan 2018, 14:04
Gio_G83
QUOTE
და ამასობაში ლოსაბერიძემ პუტოსთან გაჭრა კანალი

ლოსაბერიძე რა შუაშია?

ეგ ხომ ჩააჩოჩეს და ახლა არტემიევია უფროსი

Posted by: Gio_G83 8 Jan 2018, 14:15
xDavid_S
კი ჩააჩოჩეს, მარგამ პროექტი მისი არ იყო?
იმ განვითარების ფონდში თუ სათათბიროში არაა ეგეც?

ილიას და გოჩას პროგრამები რომ შეგეერთებინა და რუსულად გეთარგმნა მიიღებდი ლოსაბერიძის პროგრამას

* * *
არმიის ბოლო მონაგარი
2013-14 - რეგულარულის ჩემპიონი, ისე ვერცხლის პრიზიორი
2014-15 - მე-9 ადგილი (4 მოგება)
2015-16 - მე-8 ადგილი (5 მოგება)
2016-17 - მე-7 ადგილი (7 მოგება)
წელს 2017-18 ჯერჯერობით მე-9 ადგილი (2 მოგება)

დინამიკის მიხედვით სპონსორი დიდად არ(ც) დათანხმდებოდა და არაკერძო სექტორელი სხვა ამბავია, თუმცა პრიორიტეტებში თუ ვერ ჯდებს სხვა საქმეა
* * *
***
***
***
***
***
http://rugby.worldsport.ge/ge/page/7007_armia-dashlis-pirasaa

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ "სპორტული კლუბი არმიას" ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას ოფიციალურად აცნობა. შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია. 2017 წლის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია "არმიას" ფინანსისტთან (ქ/ნ ნინო ზედგენიძესთან), სადაც მას ყოველივე ზემოაღნიშნული დეტალურად განემარტა. აღნიშნული ფაქტი ასევე ცნობილი იყო "არმიას" პრეზიდენტისთვის ბ/ნ ზოდიკო ფარქოსაძისთვის.

ოფიციალურად აცნობა
კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია

წტF?..

არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია "არმიას" ფინანსისტთან (ქ/ნ ნინო ზედგენიძესთან), სადაც მას ყოველივე ზემოაღნიშნული დეტალურად განემარტა
აღნიშნული ფაქტი ასევე ცნობილი იყო "არმიას" პრეზიდენტისთვის ბ/ნ ზოდიკო ფარქოსაძისთვის

X2 წტF?

და კორესპონდენცია - ფოსტა, ელ.ფოსტა ან რამე არა?

ისე
10 კლუბი ნამეტნავია
და ზოგი რომ მარტო 400 000 ზე ზის? თუ

QUOTE
არმიის ბოლო მონაგარი
2013-14 - რეგულარულის ჩემპიონი, ისე ვერცხლის პრიზიორი
2014-15 - მე-9 ადგილი (4 მოგება)
2015-16 - მე-8 ადგილი (5 მოგება)
2016-17 - მე-7 ადგილი (7 მოგება)
წელს 2017-18 ჯერჯერობით მე-9 ადგილი (2 მოგება)

დინამიკის მიხედვით სპონსორი დიდად არ(ც) დათანხმდებოდა და არაკერძო სექტორელი სხვა ამბავია, თუმცა პრიორიტეტებში თუ ვერ ჯდებს სხვა საქმეა


ეს დინამიკა რამეს იტყუება?

Posted by: georgia1991 9 Jan 2018, 10:13
QUOTE (dc120mm @ 8 Jan 2018, 13:01 )
რაგბის კლუბი "არმია" თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს

ცუდია არმია თუ დაშალეს, ფეხბურთს რო აფინანსებენ მაგის ნახევარით რაგი დაფინანსო უკეთესი შედეგი გვექნება, ფეხბურთში ტყვილა ყრიან ფულ არაფერი შედეგი არაა მაგათგან, რაგბში შედეგს მაინც დებაენ. user.gif

Posted by: GioWEED 9 Jan 2018, 11:13
georgia1991
და თან როგორ შედეგს ჩემმა მზემ.

მეტი და მეტი გორვარდი წამოვა და პოზიციაზე 4 კონკურენტი გაჩნდება, ბექებში კიდე უბტალოდ მაღალი ხარისხი წამოვა.

კლუბი არ გვჭირდება, გვჭირდება სახელდობრ ქართული ფრენჩაიზი, ქვეყნის ყველა აკადემია რო ბიჭებით ამარაგებდეს, კარგი სამწვრთნელო შტაბი და აკადემიაც რო გააჩნდეს ბავშვების პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად.

აი მერე მოვთხოვოთ ნაკრებს უელსთან და შოტლანდიასთან მოგება. მანამდე არა

Posted by: Gio_G83 9 Jan 2018, 13:12
ესეც სიმაღლეები დიდი10_ელ მეორე ხაზელებში და ზოგადად...

აია - ბაბუნაშვილი - 196
აკადემია - ზოიძე - 195
არმაზი - სვანიძე/ფრუიძე - 195/195
არმია - გიგაური - 197
ბაგრატი - ჩიტეიშვილი - 193
ბათუმი - მიქაძე - 198
ჯიქი - შენგელია - 195
ლელო - სიხარულიძე-196 / კვაჭაძე-195
ლოკომოტივი - არაბული/მჟავანაძე - 195/195

Posted by: iverieli 9 Jan 2018, 13:23
ისე ვინმე კალათბურთიდან რო გადმოვიბიროთ. როგორც მამუკა.

დიდი 10-იდან ვისი თამაშიც მომეწონა სანდრო ქოიავა იყო. მართალია ხშირად ვერ უცქერი თამაშებს, იქნებ ამაზე უკეთესებიც არიან. სანდრო სიმაღლით 190 ყოფილა. 25 წლის. ბათუმში თამაშობს.

ფედერალში რო თამაშობს მინდია ელგუჯაურიც 25 წლისაა. სიმაღლე 198 უწერია. ლელოც დაუდია. რამოდენიმე წელია საფრანგეთში თამაშობს

http://www.itsrugby.fr/joueur-26512.html

მეორე ფელდერალის მეორეხაზელი დიმიტრი ცუხიშვილი 26 წლისაა. უკვე 3 სეზონია ფედერალAში მოღვაწეობს. სიმაღლე 198

http://www.itsrugby.fr/joueur-35874.html

Posted by: ramazi-rugby 11 Jan 2018, 00:05
მამუკაშვილი გადავიდა ლოკომოტივში

Posted by: Gio_G83 12 Jan 2018, 00:22
https://forum.ge/?showtopic=34963110&view=findpost&p=51698951

ეს რაც ვთქვი ხომ, მარგამ

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6451&callerModID=17364&Title=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%2010%20|%20%E2%80%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E2%80%99%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%20%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

ამ ამბის ხარჯზე არა
არმიამ სეზონი უნდა ჩაამთავროს კი არა მომავალშიც იყოს, თუმც(ა) ჩემი ვერსია ისევ მომწონს, მარგამ სეზონის ბოლოს არმია თუ დაიშალა (რაც ერMნიშვნელოვნად კარგი არ იქნება) მაშინ დიდი 10 უნდა - ერთნიშნა ციფრზე ჩამოვიდეს - zip/rar 8 მდე

!მაგრამ არა სპონსორის წასვლის ხარჯზე!

Posted by: OSTAP 12 Jan 2018, 01:39
http://setanta.ge/articles/8916/zaza-janashias-zugdidshi-siominis-motsveva-surs


"ზუგდიდის" ბიუჯეტი განსაზღვრულია?
"200 ათასი ლარი მაქვს, რომელიც სახელმწიმოფ გამოყო მესამე ლიგის გუნდისთვის. მაგრამ ეს სისულელეა, მათ არაფერი უჭირთ. მეორე ლიგის გუნდებს 700 ათას ლარს აძლევენ, უმაღლეს ლიგის გუნდებს-უფრო მეტს. მანამდე კი ჩვენ 2 წელი გვაქვს".

ეს არის ზაზა ჯანაშიასთან ინტერვიუდან ამონარიდი, რომელმაც 61 000 ლარად იყიდა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი. არავჯს ეწყინოს და 200 000 ლარი მე-3 ლიგის გუნდს და 700 000 ლარი მე-2 ლიგის გუნდს დაფინანსება და რაგბის უმაღლესი ლიგის გუნდს 400 000 ლარი? თან ეს მე-3 და მე-2 ლიგის გუნდები რამდენია ნეტა. მინიმუმ 30 მდე მაინც იქნებიან ხო ალბათ.

და მეორე კითხვა მაქვს. სადმე შეიძლება 61 000 ლარად გაიყიდოს კლუბი ელექტრონულ აუქციონზე, რომელსაც 200 000 სახელმწიფო დაფინანეება ერგება გარანტირებულად? ანუ სახელმწიფოსგან 200 000 ლარი რომ მიიღო ამაში იხდი 61 000 ლარს?

Posted by: anonimuri 14 Jan 2018, 15:08
ჩემი ახალი სამოტივაციო ვიდეო ქართულ რაგბზე და ზოგადად სპორტზე , თუ მოგეწონებათ გააზიარეთ .
https://www.youtube.com/watch?v=o4vroP7IrA8

Posted by: jora84 28 Jan 2018, 14:14
აგი ვინაა ბათუმის განაცხადში? მოჩვენებები დამეწტო? spy.gif

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jan 2018, 14:20
ჩაამატეს განაცხადში http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/D10/BATUMI.doc
იანვარში, ტიმიშოარასთან თამაშის წინ,
მაგრამ ევროპაში ვერ დააყენეს რაღაც ბიუროკრატიული მიზეზით

მულატია, თეთრზე მეტად მოზანგო

Posted by: jora84 28 Jan 2018, 14:25
ლუკასა და ნიკოს მამა

მულატი ბოთა რაღაც ახალია biggrin.gif

სად იშოვეს ნეტა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jan 2018, 19:19
რაღაც საითები არსებობს -- ლინქდ’ინის მსგავსი,
სადაც ბედის მაძიებლები დებენ თავიანთ მონაცემებს

რუმინეთს რომ ჰყავს მაგდენი კუნძულელი,
სულ მაგ წყაროდან

ბათუმს რუსლან რუსიძე რომ ჰყავდა მენეჯერად,
ეგრევე უშოვა 5-6 უცხოელი

მაგათგან მარტო კორნე ნიუვენჰეიზენ’იღა დარჩა და ჯიქშიც ჩაეწერა

Posted by: jora84 28 Jan 2018, 22:23
აქაა ჩვენი ახალი ლეგიონერის მცირე რეზიუმე:

http://www.itsrugby.fr/joueur-8626.html

Posted by: GIORGI112 29 Jan 2018, 12:11
ცოტა ზერაგბიშიც წაუბურთავია... უმეტესად კი ვოდაკომზე ირჯებოდა... აფრიკის 7 კაცაშიც მოხვედრილია.

ესეც ვიდეო > https://www.youtube.com/watch?v=vRYSurJP7lg

Posted by: enorme 29 Jan 2018, 12:43
ვაა არ ჩანს ცუდი მოთამაშე.
ცუდი კი არა ჩვენს ჩემპიონატში წესით ყველაზე კარგი ფრთა უნდა იყოს (სივის მიხედვით ) biggrin.gif

Posted by: dc120mm 29 Jan 2018, 12:44
GIORGI112
QUOTE
ცოტა ზერაგბიშიც წაუბურთავია...

ორ თამაშში შესულა შეცვლაზე smile.gif ფორსთან და ჩითაზთან smile.gif ლაიონზის შემადგენლობაში იყო 2010 წელს!

Posted by: Gio_G83 29 Jan 2018, 13:06
ნაახალწლევს დიდი_10 ის მეორე წრე განახლდა, მე-11 ტურში
ლოკომოტივმა პრემიალური ქულით დაამარცხა 33:15 ხარები
აიამ ასევე პრემიალური ქულით სძლია 22:9 აკადემიას
არმიამ მიიღო ლელო და 21:36 დამარცხდა
ბაგრატმა ბათუმს უმასპინძლა და 10:26 დამარცხდა, ბათუმმა პრემიალური ქულაც მიითვალა
ასევე პრემიალური ქულა მოიპოვა არმაზის „გასვლაზე“ 5:31 მძლეველმა ჯიქმა

მომდევნო, მე-12 ტურში
აკადემია - ლოკომოტივი
ლელო - აია
ხარები - არმაზი
ჯიქი - ბაგრატი
ბათუმი - არმია

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

გათამაშების ცხრილში პირველ სამეულს 40 და მეტი ქულა აქვთ მონაგარი
10 მოგებითა და ერთი მარცხით, რა დროსაც 2 პრემიალური და 1 სანუგეშო ქულა გამოიმუშავა აიამ 43 ქულა მოაგროვა და გათამაშებას ლიდერობს
ქულით ნაკლები აქვს ლოკომოტივის, რომელმაც 9 თამაში მოიგო და ორი დათმო, სადაც 4 პრემიალური და 2 სანუგეშო ქულა მოიპოვა
რკინიგზელებს ორიოდ ქულით ჩამორჩება ლელო რომელსაც ასევე 9 მოგება და 2 მარცხი აქვს და მხოლო 4 პრემიალური ქულა
მეოთხე-მეხუთე ადგილებს გასული სეზონის ფინალისტები ჯიქი და ბათუმი იკავებენ 33-33 ქულით ორივე გუნდს 6/6 მოგება თითო ფრე და 4/4 მარცხი აქვთ ნაგემი გორელებს 5 პრემიალური და 2 საბუგეშო ქულა აქვთ აღებული, ხოლო ზღვისპირებელს 6 პრემიალური და 1 სანუგეშო.
4-5 ადგილზე განლაგებული შარშანდელი ფინალისტები შესამჩნევად ჩამორჩნენ პირველ სამეულს და ასევე საგრძნობლად უსწრებენ საპლეიოფო ზონის ბოლო ბინადარ - ხარებს, რომელმაც 5 მოგებას, ამდენივე მარცხსა და ერთ ფრეს მოუყარა თავი და მხოლოდ ერთ სანუგეშო ქულას. რაც ჯამში 23 ქულაა
საპლეიოფო ზონაზე „თვალი უჭირავს“ აკადემიასაც, რომელიც 20 ქულით მე-7. აკადემიას ყველაზე გრძელი მოუგებელი, უფრო სწრად კი წაგებების სერია ჰქონდა სტარტიდან თუმცა რვაჯერ განცდილი მარცხისას 6 ჯერ სანუგეშო ქულა მიითვალა, ხოლო მოპოვებული 3 გამარჯვებიდან 2 ჯერ პრემიალური - ჯამში 20 ქულა
საპლეიოფო ზონაზე უარს არც არმაზი იტყოდა განლაგდა რა მე-8 საფეხურზე და მხოლოდ 8 ქულა აშორებს საუკეთეო ექვსეულს, რომელმაც მართალია მხოლოდ 2 მატჩი მოიგო, ერთიც ფრედ დაამთავრა და 8 ჯერ მარცხი იწვნია, მარგამ ერთი მოგებისას პრემიალური ქულა დაიმსახურა, ხოლო 4 ჯერ სანუგეშო - 15 ქულით
გასავარდნ ზონაში არმია და ბაგრატი
არმიამ მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ორჯერ იმარჯვა და 9 ჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთხელ განცხილი მარცხისას მოიპოვა სანუგეშო ქულა. არმიელები 9 ქულით მე-9 პოზიციაზე არიან და ექვს ქულიანი დეფიციტი აქვთ არმაზთან აღმოსაფხვრელი, რათა გასავარდნ ზონას თავი დააღწიონ.
ბაგრატი ის ერტადერტი გუნდია ვისაც მხოლო ერთი მოგება, 10 მარცხი და არც ერთი პრემიალური თუ სანუგეშო ქულა არ მოუპოვებია - 5 ქულით ბოლო, მე_10 ადგილზეა უსაფრთხო ზონამდე 10 ქულა აშორებს.

წელს მხოლოდ აიამ შეძლო ყველა მეტოქე დაემარცხებინა, დაედო 35 და მიეღო 19 ლელო, ქულათა ბალანსი + 160
ლოკომოტივი დადებული (ყველაზე მეტი) 47 და მიღებული 26 ლელოს ფონზე + 114 ქულას უყრის ტავს
გადახალისებული და გაახალგაზრდავებული ლელო ახერხებს და ლიდერებს შორის ისე წერია რომ ქულათა ბალანსი +111 აქვს
ჯიქი წელსაც „პრაგმატულ“ რაგბს თამაშობს და მხოლოდ 26 ჯერ იზეიმა ლელოს დამიწება, თუმც მხოლოდ 15 ჯერ დამწუხრდა და ამით +52 ქულაც დააგროვა
ბათუმი მეოთხე გუნდია ვისაც ას ქულაზე მეტი +103 აქვს ბალანსი დადო რა 34 ლელო და მიიღო15, დიდი_10_ს ევრო სარბიელზე წარმოადგენდა, მარგამ შესვენებისას კონტინენტური ფარის პლეიოფიდან გამოეთიშა ასპარეზობას და სრული კონცენტრაცია აწი შიდა ასპარეზზე მოუწევს
ელიტაში წელს დაბრუნებული ხარები მართალია საპლეიოფო ზონაში არიან მაგრამ მინუს ბალანსით 24/30 ლელოზე და _52 ქულა
აკადემიასაც უარესი ბალანსი აქვს 16/23 ლელოთა თანაფარდობა, თუმცა მხოლოდ -4 ქულა ჯამში, აკადემიისთვის ყველაზე სამწუხარო მათიაშვილის და შუბითიძის გალეგიონერებაა
არმაზსაც უარყოფითი ბალანსი აქვს - 85 ქულათა ჯამი და 31 გაშვებული ლელო 21 დადებულის სანაცვლოდ
დიდია არმიის უარყოფითი ბალანსიც -155, 22 დადებული ლელოს სანაცვლოდ მიღებული 41, თუმცა არმიას სხვა საფიქრალიც აქვს დაკარგა რა სპონსორი (თავდაცვის სამინისტრო) გუნდი ლამის დაშლის პირას მივიდა, თუმცა სეზონს ჩაამტავრებს_ო...
ასევე არ ულხინს ბაგრატს, რომელსაც დიდი საკადრო ცვლილებები ზუსტად ერთი წლის წინ დაეწყო - პირველი ლიგიდან აღზევებულმა მეორე ქუთაისურმა გუნდმა სადებიუტო წლის პირველი წელი რიხით დაიწყო, თუმცა მეორე წრე აშკარად ვერ ჩაეწერა აქტივში, გუნდი ბევრმა მორაგბემ დატოვა და ბოლო ტურში ქუთაისურ დერბიშიღა შეძლო დასარჩენად „ბილეთის“ განაღდება, აღნიშნული გარემოებების მიხედვით წელს აშკარა აუტსაიდერად მიიჩნეოდა, რაც ჯერჯერობით მართლდება კიდეც - -244 ქულატა ბალანსი და 53 მიღებული ლელო მხოლოდღა 14 დადებულის სანაცვლოდ.

8 ლელოს დამდები ლოკომოტიველი გარემარბი შკინინი მელელოვეთა დავაში ლიდერია, მას აიას უნივერსალი ბექი ბოლო დროს შუამარბად გარჯილი ძნელაძე ერთი ლელოთი ჩამორჩება.
რიონისპირელები მოწინავე მელელოვეთა შორის კიდევ მრავად არიან: გარემარბი აბრამიძე და ფულბექი მოდებაზე 5-5 ლელოთი მესამე-მეშვიდე პოზიციებს იყოფენ ჯიქში მოასპარეზე გარემარბ ბიწაძესთან, ლელოში მობურთალ ფულბექ კვირიკაშვილთან და არმიელ მგეზავ ჭინჭარაულთან ერთად. აღნიშვნისთვის აიას ფულბექ მოდებაძეს აღნიშნული 5 ლელო ერთ მატჩში აქვს დადებული.
4-4 ლელო დაუდევთაკადემიელ გარემარბს სიჭინავას, ლელოესლ გარემაბრ ტაბუცაძეს, ბათუმელ შუამარბ ურჯუკაშვილს, ჯიქის კვაჭ ჭყოიძეს, ლოკომოტიველებს მესამეხაზელ ამირანაშვილს, შუამარბ კავთიძეს, კვაჭ ხიდეშელს, ხარებიდან მესამე ხაზელებს ქვლივიძეს და მაჭარაშვილს და შუამარბ ქანდაურაშვილს.

დამრტყმელებიდან 118 ქულას ითვლის აიას მგეზავი ბაბუნაშვილი, ის ჯერჯერობით ერთადერთია ვინც 100 ქულიანი ზღვარი გადალახა
მას ჩამორჩება და 90 ქულას ითვლის ლელოს ფულბექი ყიასაშვილი, ლელოს მასტან ერთად კიდევ ჰყავს გამორჩეული მექულე ფულბექი კვირიკაშვილი 34 ქულით და მგეზავი პერანიძე 30 ქულით
მესამე პოზიციაზე ა ბათუმის ფულბექი კობახიძე 86 ქულით
ჯიქის მგეზავს ნინიძეს 78 ქულა აქვს
73 ქულით კი მეხუთეა აკადემიის ფულბექი მათიაშვილი, აკადემიელი მგეზავი მოძღვრიშვილიც 50 ქულით მექულეთა დავაში წარმოადგენს მხატვრებს
ასევე 2-2 კაცით არის წარმოდგენილი ლოკომოტივი და არმია
კრინიგზელებიდან მგეზავი კავთიძე 46 ქულით და 32 ქულით ფულბექი წიკლაური
ხოლო თავდაცვიდან 59 ქულით ფულბექი მახარაშვილი და მგეზავი ჭინჭარაული 30 ქულით
მეექვსე პოზიციაზე ერთბაშად ორი ქუთაისელია ბაგრატის მგეზავი ოდიშარია და არმაზის მგეზავი ჯინჭველაშვილი - 65/65 ქულით



Posted by: dudgu 29 Jan 2018, 22:12
https://www.sportall.ge/ragbi/didi-10/114566-qbathumshiq-samkhrethafrikeli-legioneris-bernado-botas-debiuti-shedga.html
სტატიის მიხედვით: საქართველოს ჩემპიონატზე რაგბიში "ბათუმმა" ქუთაისში 26:10 დაამარცხა "ბაგრატი". ამ შეხვედრაში ზღვისპირული გუნდის რიგებში პირველად ითამაშა სამხრეთაფრიკელმა მეოთხეხაზელმა ბერნადო ბოტამ. ის მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ეს მეოთხე ხაზი რამე ახალია? boli.gif

Posted by: jora84 29 Jan 2018, 22:39
dudgu

მელიტონამ ხაზის ათამაშება როცა გადაწყვიტა აღმოაჩინა, რომ ბექებსაც ფორვარდებივით უყვარდათ დაჯახება და მათ მეოთხე ხაზელები უწოდა biggrin.gif

Posted by: otia-83 29 Jan 2018, 22:57
არადა კარგად თუ გადავთვლით ეგ კაცი "მეექვსეხაზელი" გამოდის old.gif

1--2--3
--4--5
6--8--7
----9
--------10
11--12--13--14
----------15







smile.gif

Posted by: Gio_G83 31 Jan 2018, 13:09
QUOTE
ეს მეოთხე ხაზი რამე ახალია? 


მალაჰურ (ლეინი რომ ეძახდა) მალაღურა გამახსენა biggrin.gif

Posted by: Gio_G83 1 Feb 2018, 23:55
მე-12 ტურის წინათქმა...
)))


დიდი 10

ტრადიციისამებრ ტური სამ სათამაშო დღეზე გადანაწილდება და თუ მეტეოროლოგიური პირობები მისაღები იქნა, წესით ხუთივე მატჩი უკლებლივ უნდა შედგეს.

მე-12 ტურს, პარასკევს (02/02/2018) ავჭალის სტადიონზე 16:00_ზე, აკადემიისა და ლოკომოტივის დაპირისპირება გახსნის (მთ. მსაჯი: მიქაბერიძე).
პირობითი მასპინძელი აკადემია განახლებულ სეზონს დანაკლისით ხვდება - გუნდი ლიდერებმა, ბორჯღალოსნება - მხატვრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა და მესამე ხაზელმა საბა შუბითიძემ და ფულბექმა და ძირითადმა დამრტყმელმა სოსო მათიაშვილმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვეს, რაც მხატვრების თამაშზე აისახა კიდეც - გასულ ტუში გასვლაზე დათმეს რა 9:22 გათამაშების ლიდერ ქუთაისის აიასთან, თან ისე, რომ მოწინააღმდეგეს პრემიალური ქულა ააღებინეს, თავად კი ნუგეშს ვერ გამორჩნენ. ამ მარცხის შემდეგ აკადემიელები ცხრილში მე-7 პოზიციაზე არიან. საპელიოფო ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო უახლოეს მადევარს 5 ქულის ასწრებენ.
მხატვრებისგან განსხვავებით შესვენების შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა თბილისის ლოკომოტივმა დაამარცხა რა 33:15 რუსთავის ხარები, პრემიალური ქულით. ამ გამარჯვებით ლოკომოტივი ცხრილში მე-2 პოზიციაზე - ლიდერ აიას ქულით ჩამორჩება, ხოლო მადევარ ლელო-სარასენსს ორი ქულით ასწრებს.
პირველ წერეში ლოკომოტივმა 18:13 იმარჯვა.

მეორე სათამაშო დღეს, შაბათს (03/02/2018), 14:00_ზე, დიდ დიღომში უდავოდ ტურის ცენტრალური მატჩი შედგება (მთ. მსაჯი: ელოშვილი), სადაც ადგილობირვი ლელო ქუთაისურ აიას უმასპინძლებს. გასულ ტურში ორივე გუნდმა მოიგო საკუთარი მატჩები - აიამ პრემიალური ქულით შინ 22:9 დაამარცხა აკადემია, ხოლო ლელომ ავჭალაში პირობით მასპინძელ არმაის 36:21 სძლია. შესაბამისად აია გათამაშების ლიდერად დარჩა, ხოლო ლელომ თავისი მე-3 ადგილი არავის დაუთმო. ამ მატჩის ბედი სავარაუდოდ გათამაშების ზედა ნაწილში გარკვეულ გადაადგილებებს გამოიწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ორივე ეს დიდი სარაგბო ტრადიციების გუნდი საკამოდ არის გადახალისებული და გახალგაზრდავებული, რის მიუხედავადაც იბრძვიან უმაღლესი მიზნებისთვის. ცნობისთვის აია ერთაერთი გუნდია ვინ პირველ წერეში ყველა თამაში მოიგო.
პირველ წერეში აიამ 19:10 სძლია ლელოს.

მეორე სათამაშო დღის მეორე მატჩი კი რუსთავში 16:00_ზე შედგება, სადაც ელიტაში წელს დაბრუნებული ადგილობრივი ხარები თბილისიდან სეზონის დასაწყისში ბოლნისში „გადაბარგებულ“ არმაზს უმასპინძლებს (მთ. მსაჯი: დოლიძე).
გასულ ტურში ორივე გუნდმა წააგო თავიანთი მატჩები - არმაზმა შინ დათმო შარშანდელ ჩემპიონ გორის ჯიქთან ანგარიშით 5:31, ხოლო ხარებმა რკინიგზელებთან სტუმრად ვერაფერი გააწყვეს დამარცხდნენ 15:33. ორივე გუნდი გასულ ტურში ისე დამარცხდა, რომ მეტოქეებს პრემიალური ქულის აღების საშუალება მისცა, თავად კი ვერცერთმა ვერ მოიპოვა სანუგეშო ქულა.
მე-12 ტურს ხარები მე-6 საფეხურზე ხვდებიან 10 ქულით ჩამორჩებიან რა უახლოეს კონკურენტ ბათუმს და მხოლოდ 3 ქულით ასწრებენ საპლეიოფო ბოლო საფეხურის მაძიებელ აკადემიას. არმაზი კი მე-8 საფეხურზე დაბინავდა, საიდანაც 5 ქულით ჩამორჩება აკადემიას და 6 ქულით ასწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ არმიას.
პირველ წერეში არმაზი 15:19 დამარცხა ხარებთან.

კვირას, მე-12 ტურის მე-3 სათამაშო დღეს 14:00_ზე მოქმედი ჩემპიონი ჯიქი, გორში უმასპინძლებს ქუთაისის ბაგრატს (მთ. მსაჯი: ჯალააღონია). გასულ სეზონში თბილისიდან გორში გადაბარგებული ჯიქი ჩემპიონისთვის უჩვეულო მე-4 პოზიციაზეა. ცხრილში საფეხური არ არის იმდენად უჩვეულო, რამდენადაც ის, რომ უახლოეს კონკურენტს 7 ქულით, ხოლო გათამაშების ლიდერს ათი ქულით ჩამორჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩემპიონის რიგები სეზონის დასაწყისში საკმაოდ გადახალისდა და შევსებამ დანაკლისი ვერ გადაფარა. აღნიშნული პოზიცია ჯიქმა ერთი კვირის წინ მოიპოვა დაამარცხა რა პრემიალური ქულით მარნეულის არმაზი 31:5.
რიონისპირელები კი აშკარად არ განიცდიან საუკეთესო პერიოდს. დღემდე მხოლოდ ერთი გამარჯვებით, გათამაშების ბოლო ადგილზე არიან, ჩამორჩებიან რა უახლოეს კონკურენტ არმიას 4 ქულით, ხოლო გასავარდი ზონიდან თავის დაღწევამდე 11 ქულა აშორებთ. საკუთარი მატჩი წინა ტურში 10: 26 ბათუმთან წააგო ბაგრატმაც. ამ წაგებით რიონისპირელებმა სანუგეშო ქულაც ვერ მოიპოვეს მეტოქეს კი პრემიალური ქულის აღების შესაძლებლობა მისცეს.
პირველ წერეში ბაგრატი 9:22 დამარცხა ჯიქთან.

მე-12 ტურის ბოლო მატჩი კვირას 16:00_ზე ბათუმში შედგება (მთ. მსაჯი: მარგველაშვილი), სადაც ბათუმი არმიას მიიღებს. არმიას, რომელსაც წლის დასაწყისში ფინანსური პრობლემები შეექმნა - დაკარგა სპონსორი და რომ არა დიდი ძალისხმევა გუნდი მიმდინარე სეზონსაც ვერ ჩააამთავრებდა. ბათუმმა ზამთრის შესვენებისას ევროპაში, კონტინენტურ ფარზე იბურთავა ჩელენჯის საგზურის მოსაპოვებლად, თუმცა პირველ პლეიოფში რუმინული ტიმოშორას ბარიერი ვერ გადალახა და აწი სრული კონცენტრაციით შიდა ასპარეზზე უნდა გადმოერთოს. აქვე სიახლეც ზღვისპირელთა ბანაკიდან - გუნდს სამხრეთაფრიკელი, საკმაოდ კვალიფიციური გარემარბი შეემატა, მართალია ალბათ ჯობდა კონტინენტურ ფარზე დახმარებოდა გუნდს, მარაგმ წინ მთელი ნახევარი სეზონია. გასულ ტურში არმიამ უხვქულიან მატჩში 21:36 დათმო ლელოსთან და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე 9 ქულით აღმოჩნდა, ხოლო ვიცე ჩემპიონმა ალბათ დაგეგმილი, გამარჯვება იზეიმა გათამაშების აუტსაიდერ ბაგრატთან გასვლაზე 26:10, თანაც პრემიალური ქულით და ჩემპიონს - გორის ჯიქს ქულებით გაუტოლდა. თუმცა უკეთსი ბალანსის მიუხედავად პირველ წერეში 12:22 განცდილი მარცხისთის, მხოლოდ მეხუთე პოზიციაზეა - 33 ქულით, ჩამორჩება რა ლიდერს 10 ქულით და უახლოეს მადევარ ხარებს ასევე 10 ქულით ასწრებს.

სავარაუდო პროგნოზები:
ლოკომოტივის შესაძლოა პრემაილურით გამარჯვება მხატვრებთან
ლელოს ალბათ გაუჭრდება აიას ძლევა თუმცა პრემიალურ ქულას არ გაატანს და ალბათ თავად მოიპოვებს
ხარები ალბათ დაამარცხებენ არმაზს, მარგამ სავარაუდოდ არმაზი ნუგეშს გაწვდება
ჯიქის პრემიალური გამარჯვება ბაგრატთან
ბათუმის შესაძ₾ოაა პრემიალური გამარჯვება არმიასთან


***
ნუ დამძრახავთ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Feb 2018, 12:51
თამაშები სამ დღედ ნაწილდება იმიტომ, რომ
ორი მოძრავი ტელე’სადგური აქვს ექსკლუზიურად გამშუქებელს

მათგან ერთზე’ღა აყენია ტელე’რეფის სამარჯვი,
რის გამოც "ვიდ" ხუთიდან მაქსიმუმ სამ თამაშზეა

@

Posted by: Gio_G83 2 Feb 2018, 23:57
აბა რომელი?

wink.gif

https://forum.ge/?showtopic=34963110&view=findpost&p=52104909

ვს

http://lelo.ge/article/რაგბი-დ...

Posted by: iverieli 3 Feb 2018, 15:57
Kagi iyo aia. Mougo lelos 25-18

Posted by: burke 3 Feb 2018, 16:55
ახლა არმაზი- ხარებს ვუყურებ და
კვესელაძე არის ძალიან კარგი ბიჭი ...
მაგრამ ბოლოს, დვალიშვილმა რომ გარდასახვა შეასრულა მე მსგავსი არაფერი მინახავს
ტრიბუნებზეც კი დაწყდა ხალხი სიცილით biggrin.gif biggrin.gif
ან სადგამს ამოარტყა ბურთის მაგივრად ფეხი ან ფიზიკის კანონები განსხვავებულად მოქმედებს ბურთზე
ძაან მაგარი კაცია biggrin.gif
ბოლოს თვითონაც გაეცინა

Posted by: otia-83 3 Feb 2018, 17:27
ეხლა ვუყურებ ლელო-აიას თამაშს. რა კარგად თამაშობს აიას შერკინება, ამათ შერკინებაც თუ ესე გამოასწორეს. საუკეთესო კლუბი იქნება ერთმნიშვნელოვნად დიდ 10-ში

Posted by: dc120mm 3 Feb 2018, 19:04
burke
QUOTE
ახლა არმაზი- ხარებს ვუყურებ და

სტადიონზე იყავი?

ფინალი როგორ მოგეწონა? smile.gif facepalm.gif

Posted by: burke 3 Feb 2018, 19:06
dc120mm

QUOTE
სტადიონზე იყავი?


რაგბიტივიზე ვყურებდი

QUOTE
ფინალი როგორ მოგეწონა?


მეორე ტაიმი აღარ მინახავს smile.gif
დავზოგე თავი
3 რაგბის ყურება ნამეტანია ერთ დღეს biggrin.gif

Posted by: dc120mm 3 Feb 2018, 20:31
burke
QUOTE
მეორე ტაიმი აღარ მინახავს

ანუ არ იცი რითი დამთავრდა? smile.gif

Posted by: burke 3 Feb 2018, 20:35
dc120mm

QUOTE
ანუ არ იცი რითი დამთავრდა?


არაა smile.gif
პირველი ტაიმის შედეგი ვიცი მარტო

Posted by: dishosdzisdze 4 Feb 2018, 00:01
QUOTE
dc120mm

QUOTE
ანუ არ იცი რითი დამთავრდა?


არაა
პირველი ტაიმის შედეგი ვიცი მარტო

ოოო! ბოლოს იყო რაც იყო☺...

Posted by: amikoo 4 Feb 2018, 00:29
http://www.myvideo.ge/v/3514816

Posted by: Alex-musi 4 Feb 2018, 11:00
მარაზმი და სირცხვილი!!! აი რა ერქვა გუშინდელს!!!
არადა კარგი თამაში წავიდა ბოლოში და მეც ჩემ შვილს დავუძახე ნახე ქართული გუნდები რა კარგად თამაშობენ თქო (10 წლის გოგოა, ნაკრების თამაშებზე სულ დამყავს)
ჩხუბი რომ დაიწყო მის რეაქციას აღარ ავღწერ ...
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ორივე გუნდი. ასევე ყველა ის მოთამაშე ვინ აქტიურად მონაწილეობდა. ახლა არ დაიწყოთ რაგბიაო და ა.შ.
ეს არ იყო ე.წ. ორთქლის გამოშვება. ეს იყო ზეაგრესიული დაუნდობელი ჩხუბი. ჩამოაკლდეს ორივე გუნდს ქულები. რუსთავის სტადიონი დაისაჯოს (გულშემატკივრები ღობე რომ არა შევიდოდნენ ) თუ ნაკრების რომელიმე მოთამაშე იყო გარეული (კვსო , რეზი) ჩამოაცილონ ნაკრებს გარკვეული ხანი.

სხვანაირად არ ვიცი კიდევ გამოერდება, გადაახვიეთ ვიდეო და ნახავთ მოძველბიჭო ტიპურ სახეებს.

Posted by: giorgi77 4 Feb 2018, 11:40
სანამ ნაკრების მოთამაშეები სახალხოდ ზახვატების
და სხვატკების ენაზე საუბრობენ და ახალი თაობაც მაგ ენაზე იზრდება, სანამ შიდა სამზარეულობები არ მოიშლება ქართულ რაგბში არაფერი არ შეიცვლება.

დიდ 10-ზე კი კარგად დაწერა აქაურმა ფორუმელმა - რატომ უნდა შეინახოს ქვეყანამ ღიპიანი მოყვარული მოედანზე მოსეირნე მოთამაშეები გაუგებარია. მაშინ როცა იგივე შოტლანდიას სულ ორი კლუბი ყავს ოღონდ პროფესიული. ამ დიდ 10 ჯობია ორი ნორმალური კლუბი გაკეთდეს რომლებიც კარგ ჩემპიონატში ითამაშებენ. პრო 14 მაგ.

Posted by: FinEx 4 Feb 2018, 14:36
არც ისე სასტიკი ჩხუბი ყოფილა, ძირითადად რაც ვუყურე ფეხზე დამგდარმა მუშტებით იჩხუბეს

პ.ს. არ ვაპრავებ, უბრალოდ სასტიკი ჩხუბი მემგონი ყველას გვაქვს ნანახი, ვინც 90-იანებში გაიზარდა და იცხოვრა

Posted by: Alex-musi 4 Feb 2018, 16:09
QUOTE
არც ისე სასტიკი ჩხუბი ყოფილა, ძირითადად რაც ვუყურე ფეხზე დამგდარმა მუშტებით იჩხუბეს

პ.ს. არ ვაპრავებ, უბრალოდ სასტიკი ჩხუბი მემგონი ყველას გვაქვს ნანახი, ვინც 90-იანებში გაიზარდა და იცხოვრა


ხოდა რომ გვაქვს ნანახი აღარ გვინდა მეგობარო. არ მინდა ამას ჩემმა შვილმა უყუროს, ამისთვის არ ფინანსდებიან ჩვენი ჯიბიდან ეს ბატონები.
არც მიზეზი ყოფილა საჩხუბარი, გაეჭიმნენ და აგინეს ერთმანეთს და მაგას მოყვა.

კვესო ვერ დავინახე და რეზი განზე იდგა და არ ჩართულა ჩხუბში.

Posted by: jora84 4 Feb 2018, 16:36
Alex-musi

QUOTE
კვესო ვერ დავინახე


რა ვერ დაინახე, 20 მეტრიანი რაზგონი აიღო და ისე შეასკდა ვიღაც ტიპს facepalm.gif
მუშტებსაც კარგად იქნევდა. vik.gif

აი რეზიმ ეტყობა თავისი წონა გათვალა და გარედან აკვირდებოდა მოვლენებს.

Posted by: Alex-musi 4 Feb 2018, 16:43
QUOTE
რა ვერ დაინახე, 20 მეტრიანი რაზგონი აიღო და ისე შეასკდა ვიღაც ტიპს

შებოჭა თუ მხრით დაეტაკა aba.gif biggrin.gif
თვალს დამაკლკდა ეტყობა wink.gif
ხოდა მაშინ ახალგაზრდას უნდა აუხსნან სასჯელის ფორმით და მოიხსნას ნაკრებიდან მინიმუმ 2 თამაშით.
არადა ძალიან მომწონს, ვიცნობ და მგონია რომ ძირითადი 12 იქნება მსოფლიოზე.
სხვანაირად არ გამოვა.

Posted by: jora84 4 Feb 2018, 16:58
Alex-musi

QUOTE
შებოჭა თუ მხრით დაეტაკა   
თვალს დამაკლკდა ეტყობა


მხრით დატაკება 8 კვირაა, შებოჭვაში 4 კვირით გამოძვრება biggrin.gif

QUOTE
ხოდა მაშინ ახალგაზრდას უნდა აუხსნან სასჯელის ფორმით და მოიხსნას ნაკრებიდან მინიმუმ 2 თამაშით.


სწორი იქნება.

QUOTE
არადა ძალიან მომწონს, ვიცნობ და მგონია რომ ძირითადი 12 იქნება მსოფლიოზე.


შანსი კი აქვს მაგრამ გამოყენება უნდა მაგ შანსს, კონკურენტები ყავს ძვალს გაკვნეტენ რომ მიუშვა, თან მელიტონას ინტერვიუდან ჩანს რომ თაზოს უპირებს ცენტრში შემოწევას საბოლოოდ გარემარბები თუ მოძებნა smile.gif

Posted by: wolfmax 4 Feb 2018, 17:38
QUOTE
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ორივე გუნდი. ასევე ყველა ის მოთამაშე ვინ აქტიურად მონაწილეობდა.


არავისაც არ დასჯიან, მხოლოდ ხარების ''გაწითლებულ''მოთამაშეს მისცემენ დისკვალიფიკაციას.
მსაჯებიც კაი ბრმები იყვნენ

Posted by: Alex-musi 4 Feb 2018, 18:52
[b]wolfmax[/b}
მერე ეგ სწორი იქნება? აქტიურად ტრიალებს ვიდეო და კარგ იმიჯს იქმნის დიდი 10. თუ კავშირი გაატარებს ამ ფაქტს მერე სხვაც რომ დააშავებს პასუხს ვის მოთხივენ?
მსაჯები ცალკე საკითხია.


Posted by: rrrugby 4 Feb 2018, 23:09
ამ ჩვენ ზოგიერთ კომენტატორს ცხრა ნომრის გამოზომილი პასი საერთოდ თუ აქვს ნანახი ????? როდემდე ასეთი უსაფუძვლო პიარები. კარგი მორაგბე თვითონ იტყვის სათქმელს მოედანზე.......უფრო ობიექტურები უნდა იყოთ.........სირცხვილია......გამგები გაიგებს...

Posted by: jora84 4 Feb 2018, 23:16
rrrugby

QUOTE
როდემდე ასეთი უსაფუძვლო პიარები


ვინ გააპიარეს თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: dc120mm 4 Feb 2018, 23:32
Alex-musi
QUOTE
მარაზმი და სირცხვილი!!! აი რა ერქვა გუშინდელს!!!

ჩვეულებრივი რაგბული ჩხუბი იყო,მუშტებით (წიხლი არავის გამოუყენებია)! რათქმაუნდა ცუდია ჩხუბი,მაგრამ სირცხვილი და მარაზმი არის მსაჯის დაჭრა და თამაშების გარიგება,რომელზეც ადეკვატური რეაგირება არ ყოფილა ფაქტიურად!

მისცემენ დიკვალიფიკაციას ვინც დამნაშავეა და მორჩა,აბა სხვა რა უნდა ქნან?

ეგეთი რაგბული ჩხუბები ყველგან ხდება და კატასტროფა არ ყოფილა! ნუ არ ვიძახი რო კარგია მეთქი,მაგრამ მარაზმი და სირცხვილი სხვა რამეა!

Posted by: wolfmax 5 Feb 2018, 00:08
dc120mm

QUOTE
ჩვეულებრივი რაგბული ჩხუბი იყო,მუშტებით (წიხლი არავის გამოუყენებია)!


წიხლი როგორ არ იყო, არმაზის 4 ნომერი, მგონი ჯიმშელეიშვილი ურტყავს რასაც ქვია წიხლს. თანაც ნახტომში.
კარგად ჩანს კადრში.
ხოდა ეგ თუ არ დასაჯეს, საშველიც აღარ ყოფილა.

Posted by: Alex-musi 5 Feb 2018, 00:17
დემე მეგობარო იყო. რადგან დამთავრებული ეპიზოდი სხვებმა გააგრძელეს. ჩვეულებრივი ძველბიჭური გარჩევით და ამას მოყვა დანარჩენი.
მეორე თუ ზრდა განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია ამასაც უნდა მივხედოთ!
და კიდევ როცა თამაშს უყურებ შვილთან ერთად თან გოგონაა და ხედავ იმის აღელვებულ და შეშფოთებულ სახეს და გეუბნება რომ ესენი არიან ველურები და აღარასდროს წამომყვება რაგბზე.... მე ვერ ავუხსნი მას რომ მოსულა. კაროჩე ზუსტად რომ აერაგბული იყო გადაახვიე და ნახავ.

Posted by: SGG 5 Feb 2018, 01:50
dc120mm
QUOTE
ჩვეულებრივი რაგბული ჩხუბი იყო,მუშტებით (წიხლი არავის გამოუყენებია)! რათქმაუნდა ცუდია ჩხუბი,მაგრამ სირცხვილი და მარაზმი არის მსაჯის დაჭრა და თამაშების გარიგება,რომელზეც ადეკვატური რეაგირება არ ყოფილა ფაქტიურად!


ეგრეა. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. სამარცხვინო არის ის,რაც ჩამოთვალე და მაგ ამბებზე რეაგირება რომ არ მოახდინეს,სირცხვილია.
რაგბული ჩხუბის გამო მარტო დამწყებები ისჯებიან ან/და ჩხუბში ფეხის გამომყენებელი. მძIმე ტრავმა არ უნდა მიაყენო.
კვესოს არანაირად არ ეკუთვნის სასჯელი, გუნდური ჩხუბი აიწია და გაიქნია ამანაც მუშტი სტანდარტულად,არაფერი განსაკუთრებული არაა მაგაში. დამწყები ეგ არ ყოფილა და ფეხიც არ უხმარია.
ყველგან ასეთი მიდგომაა გუნდურ ჩხუბზე.

Posted by: GioWEED 5 Feb 2018, 09:34
რაგბიში ჩხუბი არაა უცხო ხილი. მთავარია ეს ჩხუბი რაგბულ დაუწერელ კანონებს არ გაცდეს.

Posted by: dc120mm 5 Feb 2018, 11:31
Alex-musi
QUOTE
გადაახვიე და ნახავ.

მდივანი ვიყავი მაგ თამაშზე ძმობილო და 5 მეტრიდან ვუყურებდი ყველაფერს smile.gif
ნუ ბავშვისთვის ეხლა ცუდია ჩხუბის ყურება ბუნებრივია.

wolfmax
QUOTE
წიხლი როგორ არ იყო, არმაზის 4 ნომერი, მგონი ჯიმშელეიშვილი ურტყავს რასაც ქვია წიხლს. თანაც ნახტომში.

მართლა ვერ დავინახე! თუ ჩანს ეგ ვიდეოში აუცილებლად დასჯიან მაგას!

Posted by: Gio_G83 5 Feb 2018, 13:24
რაც მამუკას და ვიტოს უჩხუბიათ... ამ ლოგიკით რაგბი უნდა სძულდეთ ორზღვას შუა...
დასასჯელი დაისჯება, ჩხუბი კი სულ იქნება, მთავარია ისევე ჩაქრეს როგორც აფეთქდება
* * *
12 ტურის შემდეგ...

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

აკადემია 9:17 ლოკომოტივი
(ნავარაუდევი შესაძლო პრემია ვერა, მარგამ სტუმარმა იმარჯვა)
ლელო 18:25 აია
(ისე აგიხდეთ)
ხარები 17:22 არმაზი
(პირიქით დაჯდა smile.gif ვიდრე ვივარაუდე)
ჯიქი 46:3 ბაგრატი
(ბუნებრივიც იყო)
ბათუმი 13:7 არმია
(ნავარაუდევი შესაძლო პრემია ვერა, მარგამ მასპინძელმა იმარჯვა, ნუგეში სტუმრებს)



მომდევნო ტური ორ კვირაში
აკადემია : ხარები
(პირველი მატჩი 17:11 იმარჯვეს ხარებმა)
აია - ბათუმი
(პირველი მატჩი 23:10 იმარჯვეს რიონის პირელებმა)
ლოკომოტივი : ლელო
(პირველი მატჩი 23:15 იმარჯვეს რკინიგზელებმა)
ბაგრატი : არმაზი
(პირველი მატჩი 33:12 იმარჯვა არმაზმა)
არმია : ჯიქი
(პირველი მატჩი 33:3 იმარჯვა ჯიქმა)


სატურნირო მდგომარეობა არ შეცვლილა:
აია და ლოკომოტივი მცირედით "გაიქცნენ", ლელოს ჯიქი და ბათუმი "წამოეწია", არმაზიც "მიუახლოვდა" ხარებსა და აკადემიას, არმია და ბაგრატი ალათ მხოლოდ ჩაამთავრებენ სეზონს



Posted by: Gio_G83 6 Feb 2018, 14:33
2017-2018 წლების დიდი 10_ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტური რჩება, უახლოესი მე-13 ტური მცირე შესვენების შემდეგ, შუა თებერვალს შედგება (სამ სათამაშო დღეზე გადანაწილებით: 16-17-18).

ტურს პარასკევს (16/02-16:00) ავჭალაში აკადემიისა და ხარების დაპირისპირება გახსნის. მატჩი სატურნირო ცხრილის მიხედვით მნიშვნელოვანია, რადგან თუ ხარები საპელიოფო ზინაში, კერძოდ მე-6 საფეხურზე არიან 24 ქულით, აკადემია რუსთაველების უახლოესი მდევარია 20 ქულით. ხარები გამარჯვების და მითუმეტეს პრემიალური ქულის მოპოვების შემთხვევაში შედარებით იმყარებენ პოზიციებს, ხოლო მხატვრები თავის მხრივ მხოლოდ დაეწევიან კონკურენტებს და საპელიოფო ზონის ბოლო ბინადარის ვინაობას პრემიალური ან სანუგეშო ქულა გადაწყვეტს.
პირველი მატჩი: ხარები 17:11 აკადემია

შაბათს (17/02-13:00) ქუთაისში აია ბათუმს უმასპინძლებს. რიონისპირელები რათქმაუნდა შეეცდენიან ლიდერობის შენარჩუნებას, თუმცა ევროსარბიელიდან „მობრუნებულ“ ბათუმს უკვე სრულად შეუძლია შიდა ასპარეზზე კონცენტრირება. ზღვისპირელები ლიდერს ათი ქულით ჩამორჩებიან და მე-5 პოხიზიცია უკავიათ.
პირველი მატჩი: ბათუმი 10:23 აია

შაბათის მეორე დაპირისპირება ავჭალაში 15:00_ზე შედგება. ნომინალური მასპინძელი ლოკომოტივი ლელო სარასენს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება გარდა სატურნირო მნიშვნელობისა, ქართული რაგბის კლასიკადაც შეიძლება მივიჩნიოთ - დიდი თბილისური დერბი. რკინიგზელები პლეიოფში უკეთესი განთესვის მოსაპოვებლად აუცილებლად შეეცდებიან მეტოქის დამარცხებას, თუმცა ლელოს მოტივაციაც მსგავსია, მიტუმეტეს, რომ უახლოესი მადევრები 3და4 ქულის დაშორებით მოსდევენ. მატჩამდე ლოკომოტივს მეორე საფეხრი უპყრია, ხოლო ლელოს მე-3.
პირველი მატჩი: ლელო 15:23 ლოკომოტივი

კვირას (18/02-14:00) გათამაშების აუტსაიდერი ბაგრატი შინ უმასპინძლებს საპლეიოფო საგზურის მაძიებელ არმაზს. ბაგრატს ელიტაში დასარჩენად მოსალოდნელი ექვსი მატჩიდან უმეტესი ნაწილის მოგება მოუწევს, თუმცა არმაზელები თავიანთი მე-8 პოზიციიდან შეეცდებიან საპლეიოფო საგზურს მიუახლოვდნენ იმ ფონზე, რომ უახლოესი კონკურენტები პარასკევს თავად გახსნიან ტურს.
პირველი მატჩი: ბაგრატი 12:33 არმაზი

სათამაშო დღე კი 16:00_ზე არმიისა და ჯიქის დაპირისპირებით დასრულდება. მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ამოცანების წინაშე დგანან: არმიელები ფინანსური პრობლემების გარდა ელიტაში დასარცენად იბრძვიან და „უსაფრხო“ ზონას ჯერ 9-10 ქულით ჩამორჩებიან, ჩემპიონი ჯიქი კი გათამაშები ლიდერების ურთიერთ დაპირისპირების ფონზე ალბათ ცხრილში აღზევებაზეც უნდა ფიქრობდეს. მითუმეტეს, რომ მესამე პოზიციამდე 3 ქულა აშორებს და მდევარი მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
პირველი მატჩი: ჯიქი 33:3 არმია




Posted by: BigG 8 Feb 2018, 10:45
პლანეტ რაგბიმ გვერდი ვერ აუარა ქართულ ჩხუბს:

http://www.planetrugby.com/news/video-of-the-week-stunning-all-in-rugby-brawl-breaks-out-in-georgia/#fb-comments

Posted by: enorme 16 Feb 2018, 16:35
იმედია დემეს არ ეწყინება , მაგრამ რუსთავი ყველაზე უფანტაზიო რაგბს თამაშობს .

Posted by: dc120mm 16 Feb 2018, 16:52
enorme
QUOTE
იმედია დემეს არ ეწყინება , მაგრამ რუსთავი ყველაზე უფანტაზიო რაგბს თამაშობს .

ეჰ,რა მეწყინება,მე არ ვიცი რასაც თამაშობენ sad.gif

ისე კოშა გვაკლია ხაზში, დისკვალიფიცირებული 13 და ძირითადის 15 ( უ20 შია)sad.gif

Posted by: enorme 16 Feb 2018, 17:58
dc120mm
ვაახ , მაგარი თამაში მოიგეთ ))) გილოცავთ და მადლობა რუსთავს biggrin.gif
user posted image

Posted by: kromeo6 16 Feb 2018, 18:20
QUOTE (enorme @ 16 Feb 2018, 17:58 )
dc120mm
ვაახ , მაგარი თამაში მოიგეთ ))) გილოცავთ და მადლობა რუსთავს biggrin.gif
user posted image

რააა? ეს რომელ ტპტალიზატორს აქვს?

Posted by: enorme 16 Feb 2018, 19:47
kromeo6
ევროპაბეთს მე2 სეზონია უკვე

Posted by: dc120mm 16 Feb 2018, 20:46
enorme
QUOTE
ვაახ , მაგარი თამაში მოიგეთ )))

გაბრაზდნენ ბოლოს და თან მაგრად დაიღალა აკადემია smile.gif

Posted by: Isi_Folau 16 Feb 2018, 22:04
QUOTE (dc120mm @ 16 Feb 2018, 16:52 )
enorme
QUOTE
იმედია დემეს არ ეწყინება , მაგრამ რუსთავი ყველაზე უფანტაზიო რაგბს თამაშობს .

ეჰ,რა მეწყინება,მე არ ვიცი რასაც თამაშობენ sad.gif

ისე კოშა გვაკლია ხაზში, დისკვალიფიცირებული 13 და ძირითადის 15 ( უ20 შია)sad.gif

Aრც იმთ აკლდათ ნაკლები ნაკრებიდან ხალხი smile.gif

Posted by: dc120mm 16 Feb 2018, 22:44
QUOTE
Aრც იმთ აკლდათ ნაკლები ნაკრებიდან ხალხი

ვიცი,მუტანტა,სოსო,ზოიძე,სიჭი smile.gif

სხვა პონტში დავწერე ეგ smile.gif

Posted by: enorme 18 Feb 2018, 13:18
დღეს მგონია, რომ ბაგრატი მოუგებს არმაზს და ჯიქები ფორით/ ბონუსით მოუგებენ არმიას.

Posted by: dc120mm 18 Feb 2018, 16:26
enorme
QUOTE
დღეს მგონია, რომ ბაგრატი მოუგებს არმაზს

ბაგრატი საშინელი გუნდია! სეირნობენ იმენა. ვისთან წავაგეთ facepalm.gif ეგ რო მოგვეგო უკვე გარანტირებული გვექნებოდა პლეიოფი!

Posted by: SGG 18 Feb 2018, 18:38
dc120mm
QUOTE
ეგ რო მოგვეგო უკვე გარანტირებული გვექნებოდა პლეიოფი!


სახლშI მოუგეთ ბაგრატს და არმიას და გასულები ხართ ისედაც.
ეგ თამაშები თუ ვერ მოიგეთ,მაშინ არც იმსახურებთ smile.gif

Posted by: dc120mm 18 Feb 2018, 19:23
SGG
QUOTE
სახლშI მოუგეთ ბაგრატს და არმიას და გასულები ხართ ისედაც.
ეგ თამაშები თუ ვერ მოიგეთ,მაშინ არც იმსახურებთ

მაგ თამაშებს კი მოვიგებთ.
მართლა მაგათაც თუ ვერ მოუგეს სირცხვილია smile.gif 4 ქულით წინ ვიქნებოდით რა sad.gif

არმაზთანაც არ უნდა წაგვეგო სახლში.

Posted by: AVIATORI01 18 Feb 2018, 19:46
SGG
dc120mm
QUOTE
სახლშI მოუგეთ ბაგრატს და არმიას და გასულები ხართ ისედაც.

QUOTE
მაგ თამაშებს კი მოვიგებთ.

მერეეეეეე?

Posted by: dc120mm 18 Feb 2018, 20:18
AVIATORI01
QUOTE
მერეეეეეე?

ჩემპიონები ვერ გავხდებით smile.gif დაწყნარდი? biggrin.gif

Posted by: enorme 19 Feb 2018, 13:02
dc120mm
ბაგრატი რო საშინელი გუნდია აქსიომაა ))) უბრალოდ ბოლო გაბრძოლება უნდა ყოფილიყო ეგ მაგათთვის არმიასთან ჩამორჩენა შეემცირებინათ .

წელს ლოკოს ჩემპიონობის დროა )))

Posted by: Gio_G83 19 Feb 2018, 13:05
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

მოკლედ რა - ყველაფერი ნათელია
აია-ლოკო იქნება ფინალი

ბოთა-ქოქოსი-კოკი ვერ უშველის ბათუმს: მოკლე სკამი მგონი საფინალოდ ვერ გაწვდება ზღვისპირელებს

ბაგრატს და არმიას ალბათ დავემშვიდობებით

Posted by: lepori 19 Feb 2018, 13:21
QUOTE
მოკლედ რა - ყველაფერი ნათელია
აია-ლოკო იქნება ფინალი

ლელო და ჯიქი ჩამოსაწერია ვითომ?

რასაც ვუყურებ ლელო სულ ბოლოში უმატებს ხოლმე
აია პირიქით - უკლებს

Posted by: Gio_G83 19 Feb 2018, 14:25
QUOTE
ლელო

ლელოს წარმატების ერთერთი გარანტი მისი კვალიფიციური ღერძი და ზოგადად ხერხემალი იყო - რაც წელს ვეღარ აქვს

QUOTE
ჯიქი

შარშანდელი ჯიქის შემდეგ წელს ჩემპიონის აჩრდილს ვუყურებთ

ბათუმს მოკლე სკამი დაღუპავს + 1,5 თვეში შექმნი გუნდების დიდი მიზნებისთვის ბრძოლისაც ვერ მჯერა...

QUOTE
აია

გარკვეულ კონდიციამდე მომწიფებულია, შევთანხმდეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, რომელიც თვისობრივად არა დიდი_10 ური რაგბის თამაშს ცდილობს და მგონი გამოსდის კიდეც, თანაც ისე, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები სულაც არ არიან მეორე ხარისხოვანი შემსრულებლები





პ.ს.
არმია თუ და დაიშალა
პირველი ლიგიდან 2 გუნდს ამოვწევთ?
და 8 გუნდა (6 _ზე ვდუმვარ) უმაღლეს ლიგაზე რომ ვიფიქროთ არა?
და საპლეიოფო ზონა პირველი 4 ადგილი იყოს

გამოდის
28 თამაში რეგულარულში (გასვლა-სახლი ორ წრედ) +3/4 თამაში საპლეიოფო
ეგ აღარ ვიცი - კალენდარია სანახავი
* * *
დიდი 10 -ის მე-13 ტურში
აკადემია „შინ“ 23:25 დამარცხდა ხარებთან, თუმცა ნუგეშს გამორჩა
აიამ ასევე პრემიალურით 39:19 სძლია ბათუმს
ტრადიციულ თბილისურ დერბიში ლოკომოტივმა პრემიალურით დაამარცხა ლელო 39:21
ბაგრატმა არმაზს უმასპინძლა და დამარცხდა 7:16
ჯიქი კი არმიას ესტუმრა და... პრემიალური მიითვალა 15:50

ცხრილში პირველ მეორე ადგილოსნები არ შეცვლილან
გათამაშებას რიონისპირელები 52 ქულით ლიდერობენ, მათ ქულით ჩამორჩებიან რკინიგზელები.
მოქმედი ჩემპიონი მესამე საფეხურზე გამაგრებულა 43 ქულით, რომელსაც ლელო ორი ქულით ჩამორჩება.
ვიცეჩემპიონი მეხუთე პოზიციაზეა 37 ქულით, რომელსაც საპლეიოფო ზონიდან გავარდნა ვერ ემუქრება რადგან უახლოსე კონკურენტებს რუსთაველებს 9 ქულით და არმაზელებს 14 ქულით ასწრებს.
უშუალო კონკურენტთან მარცხნაწვნევი მხატვრები სავარაუდოდ ვერ შესწვდებიან ექვსეულის ბილეთებს განლაგებულან რა მე-8 ადგილზე 21 ქულით.
გასაარდნ ზონაში კი არმია მე-9 პოზიციაზე 10 ქულით გახლავთ, ხოლო ბაგრატი ბოლო საფეხურზე სულ რაღაც 5 ქულით.

ჰეთთრიკი მიითვალა აიას უნივერსალმა ბექმა ზურაბ ძნელაძემ, ძირითადი დამრტყმელების არყოფნაში 85%იანი სიზუსტით გამოირჩა აიას ახალგაზრდა (U18) ასევე უნივერსალი ბექი ლაშა ლომიძე.
თბილისურ დრბიში ლელოელმა ახობაძემ სალელოვე ალღო გამოიჩნა: 2 ჯერ დაამწუხრა რა რკინიგზელები.
ჯიქის მიერ დადებული რვა ლელო სხვადასხვა მორაგბეზე მოდის.

100 ქულიან ნიშნულს ორმა დამრტყმელმა გადააბიჯა:
126 გიორგი ბაბუნაშვილი - აია/მგეზავი (ტრამვირებული) და
102 ირაკლი ყიასაშვილი - ლელო/ფულბექი

დიდი ბრძოლაა გაჩაღებული მელელოვეთა შორის:
10-10 ლელო აქვთ მითვლილი ლოკომოტიველ უნივერსალ ბექს (გარემარბი) - გიორგი შკინინს და ასევე უნივერსალ ბექს აიადან (ფულბექი) ზურაბ ძნელაძეს
მათი მდევარია ნაკრებში მოხმობილი კვაჭი ჯიქიდან - გიორგი ჭყოიძე - 8 ლელო.
6-6 ჯერ იზეიმეს ლელოს დადება ბიწაძემ ჯიქიდან და ჭინჭარაულმა არმიიდან.
5 ლელო რამდენიმე მორაგბეს მოუგროვდა:
აბრამიძე და მოდებაძე - აია, ამირანაშვილი - ლოკომოტივი, ახობაძე და კვირიკაშვილი- ლელო, ქანდაურაშვილი და ქვლივიძე - ხარები.
ნაკრებში ჰეთთრიკის შემსრულებელ კვესელაძეს (არმაზი) 3 ლელო აქვს მითვლილი, ხოლო ასევე სანკრებში ლელოთი გამორჩეულ სიჭინავას (აკადემია) - 4

მომდევნო მე-14 ტური 22-25 თებერვალს შედგება, სადაც ერთამენთს დაუპირისპირდებიან:
ბათუმი-ლოკომოტივი
ლელო-აკადემია
ხარები-ბაგრატი
არმაზი-არმია
ჯიქი-აია

საინტერესო ტური გველოდება.

Posted by: giorgi77 23 Feb 2018, 12:47
საინტერესო თამაშია დღეს ბათუმი-ლოკომოტივი, რაგბი ტვ-ზე იქნება ლაივი

Posted by: enorme 23 Feb 2018, 13:36
მოვიგებთ დღეს და თან მგონია რო ბონუსსაც გამოვაყოლებთ ხელს ბათუმიდან ))))

Posted by: davita_1977 23 Feb 2018, 13:59
ხო ტრამვები მაგრად აწუხებს ბათუმს და ლოკომოტივს ყველაზე კაი სასტავი ყავს მემგონი

Posted by: giorgi77 23 Feb 2018, 15:35
10-0 იგებს ბათუმი. იმედი მქონდა რომ როგორც ადრე ფეისბუკზე გაუშვებდნენ ლაივს...

Posted by: Isi_Folau 23 Feb 2018, 16:19
QUOTE (enorme @ 23 Feb 2018, 13:36 )
მოვიგებთ დღეს და თან მგონია რო ბონუსსაც გამოვაყოლებთ ხელს ბათუმიდან ))))

ბათუმი არფიქტობს ეგრე smile.gif) 22:0

Posted by: giorgi77 23 Feb 2018, 16:31
ბათუმი იგებს დამაჯერებლად, ბონუსით. ხმალაძე ყავთ დამრტყმელად, მგონი ყველა გაიტანა.

Posted by: GioWEED 23 Feb 2018, 16:47
enorme
ნურას უკაცრავად. აფერუმ ბათუმს. მაგარი თამაში ჩაატარა.

ვნახოთ ზეგ აია რას იზავს ჯიქთან

Posted by: Isi_Folau 23 Feb 2018, 17:17
32:0... ჩორტიკა ამხელა ძალაა? wink.gif))))

Posted by: davita_1977 23 Feb 2018, 17:21
რაღაც მოდუნებული იყო ლოკომოტივი და თან შერკინებებს აგებდა რაც ალბად არ ხდება ხოლმე და ვეღარ ააწყვეს და ვეღარ მოვიდენ გონზე, ბევრ გუნდს შეიძლება დაემართოს ესეთი რამე

Posted by: wolfmax 23 Feb 2018, 17:46
QUOTE
რაღაც მოდუნებული იყო ლოკომოტივი


დღეს დილით წასულან მატარებლით...
.ორის ნახევარზე ჩადის მგონი, სამზე თამაში იყო.
ბათუმმაც კარგად ითამაშა


Posted by: don gajetino 24 Feb 2018, 00:39
ბიჭებო ლელოს სტადიონი დიდ დიღომშია ?

Posted by: iverieli 24 Feb 2018, 00:40
.______________________________

Posted by: samxara91 24 Feb 2018, 00:43
QUOTE (don gajetino @ 24 Feb 2018, 00:39 )
ბიჭებო ლელოს სტადიონი დიდ დიღომშია ?

yes.gif

https://www.google.ge/maps/place/Rugby+Club+Lelo+Saracens+Stafium/@41.7903608,44.7583682,16z/data=!4m5!3m4!1s0x0:0xb50842993902922e!8m2!3d41.7907128!4d44.7581107

Posted by: don gajetino 24 Feb 2018, 00:57
samxara91


მადლობა yes.gif თუ მოვახერხე მივალ

Posted by: giorgi77 24 Feb 2018, 12:44
https://www.youtube.com/watch?v=DSBtisnuTiE

ბათუმი - ლოკომოტივის თამაშია სრულად. ისე ყოჩაღ, კარგად გააკეთეს რომ ისმის მსაჯის ხმა და მსაჯობაც მომეწონა, როგორ ესაუბრება მოთამაშეებს. ყოჩაღ!

Posted by: jora84 25 Feb 2018, 16:58
4+4 ჯიქის მარქაფში რა პონტია? biggrin.gif

კვესელავას მოუხდა ნაკრები, სანდრო სვანიძე ბოქლომიჩია?

Posted by: wolfmax 25 Feb 2018, 17:39
jora84


QUOTE
4+4 ჯიქის მარქაფში რა პონტია?


აიას ხაზი გაითვალისწინა ალბათ პალიკომ.

QUOTE
სანდრო სვანიძე ბოქლომიჩია?


არა, მგონი უბრალოდ მოგვარეა

Posted by: jora84 25 Feb 2018, 18:07
ნამეტანი წაიფინა აია ჩემპიონმა.

Posted by: dc120mm 25 Feb 2018, 21:30
შემდეგ ტურში ორი პრინციპული თამაშია: ლოკო-ჯიქი და არმია-ბაგრატი

Posted by: dxm1 25 Feb 2018, 22:34
QUOTE
ნამეტანი წაიფინა აია ჩემპიონმა.

ლოკოს წაგების მერე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ქლიავები მაგ თამაშს წააგებდნენ.... ძაან თავგამოდებული გულშემატკივარი ვარ ამ კლუბის (კლუბის ხაზს ვუსვამ და არა ამ გუნდის) და მაგრად მინდა, რომ ჩემპიონობა დაუბრუნდეს ამდენი წლის მერე ქუთაისს..... მაგრამ ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.... წაგება არაა ტრაგედია, სპორტია და ძალიან ძლიერებიც მარცხდებიან ხანდახან, უბრალოდ სხვა რამეშია პრობლება. არ მინდა ძაან და დეტალურად გადმოვანთხიო ჩემი ბოღმა, უბრალოდ ვინც მანდ თამაშობთ ტეხავს რა ძმებო.... გუნდის უფროსს, ექიმს, მასაჯისტს და ა.შ, რომ უფრო უნდა ჩემპიონობა ვიდრე მოთამაშეს.... მე მგონი მაგრად ტეხავს არა???? მომიტევეთ

Posted by: dc120mm 25 Feb 2018, 22:57
dxm1
ძალიან კარგად მესმის შენი!!!

Posted by: Gio_G83 26 Feb 2018, 13:08
რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ლიდერებმა წააგეს...

რკინიგზელების ზღვისპირეთში მგზავრობა უქულოდ დასრულდა - წლევანდელ გათამაშებაში პირველად, მეტიც მასპინძლებმა ბონუსიც მიითვალეს მოიგეს რა 32:0;
ლელომ შინ მიიღო აკადემია, დაგეგმილი გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა მხატვრებს გარჯა დაუფასდათ და სანუგეშო ქულა მიითვალეს - 13:8;
დაგეგმილი გამარჯვება იზეიმეს ხარებმაც, თან პრემიით დაამარცხეს რა 19:3 ქუთაისის ბაგრატი;
უხვქულიანი აღმოჩნდა კვირის მატჩები სადაც 47-47 ქულა „გაკეთდა“
ჯერ არმაზმა და არმიამ „იომეს“ და ამ ომში იმარჯვა არმაზმა 26:21, თუმცა არც არმიელები დარჩენილან უნუგეშოდ;
ჩემპიონმა კი პრემიით სძლია აიას 36:11;

მარცხის მიუხედავად აიამ და ლოკომოტივმა მოწინავე ადგილები შეინარჩუნეს, თუმცა ჯიქს მიეცა საშუალება მე-3 პოზიციაზე გამყარებულიყო და მეტიც ერთი მოგების დისტანციაზე დაწეოდა ლიდერებს:
აია - 52 ქ.
ლოკო - 51 ქ.
ჯიქი - 48 ქ.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მატჩი მოიგო ლელომაც, მაგრამ ბათუმს უფრო ომახიანი განაცხადი გამოუვიდა მე-4 საფეხურზე მყოფი ექსჩემიპონები თავიანთი 45 ქულით ვერ იქნებიან გულხელდაკრეფილნი, რადგან ბათუმელები 42 ქულით კვალში უდგანან:
ლელო - 45 ქ.
ბათუმი - 42 ქ.
პირველიდან მე-5 ადგილამდე 10 ქულაა დაშორება, თუმცა სიმჭიდროვემ იმატა.
ბოლო, მე-6 საპლეიოფო საფეხურზე რუსთავის ხარები არაინ 33 ქულით, რომლებიც 9 ქულით ჩამორჩებიან ბათუმს და 6 ქულით ასწრებენ აკადემიას -
ხარებს კონკურენციას არმაზი თუ გაუწევს, რადგან 6 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შედარებით ადვილია ვიდრე აკადემიელების 11 ქულიანი სხვაობის (მითუმეტეს რომ ტურით ადრე ხარებმა მხატვრები დაამარცხეს კიდეც):
რუსთავი - 33 ქ.
არმაზი - 27 ქ.
აკადემია - 22 ქ.
ბოლო ორ საფეხურს არმია და ბაგრატი იკავებენ. არმიას გასავარგნი ზონიდან თავის დასაღწევად 11 ქულა აშორებს, ამდენივეა მისი მონაგარი განვლილ 14 მატჩში. უარესია ბაგრატის მდგომარეობა - დარჩენილ 4 ტურში, ოთხივე პრემიალურით უნდა მოიგოს რომ 25 ქულა დააგროვოს - გადასარჩენად, ისიც ისე, რომ აკადემიამ 4 მატჩიდან ყველა დათმოს და არაუმეტეს 2 სანუგეშო ქულა აიღოს.
არმია - 11 ქ.
ბაგრატი - 5 ქ.


სანაკრებო პაუზის გამო მომდევნო, მე-15 ტური 9-10-11 მარტს შედგება, სადაც ლელო ხარებს დიდ დიღომში უმასპინძლებს, აკადემია ბათუმს ავჭალაში მიიღებს, ასევე ავჭალაში დაუხვდება ჯიქს ლოკომოტივი. მესამე სათამაშო დღეს არმიას ბაგრატი რეკინება - კვლავ ავჭალაზე, ხოლო აია ქუთაისში არმაზს მიიღებს.



მე-14 ტურის შემდგომ
დამრტყმელებს კვლავ ლიდერობს აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი 126 ქულით, რომელიც ტრავმის გამო ბოლო ტურებს უქმობს. მას წამოეწია ლელოს ფულბექი ირაკლი ყიასაშვილი 110 ქულით და ჯიქის მგეზავი ნინიძე 106 ქულით.
100 ქულიან ნიშნულს მიუახლოვდა ბათუმის ფულბექი ბახვა კობახიძეც თავისი 86 ქულით.

მელელოვეების დავაში კვლავაც ორხელისუფლებიანობაა:
ლოკომოტივის გარემაბრ გიორგი შკინინს და აიას შუამარბ ზურაბ ძნელაძეს 10-10 ლელო აქვთ დადებული.
მათ ჯიქის კვაჭი გიორგი ჭყოიძე 8 ლელოთი კვალში უდგას, ხოლო არმიის შუამარბ გოდერძი ჭინჭარაულს 7 ლელო აქვს დადებული, ჯიქის გარემარბი ბიწაძე კი 6 ლელოთი გამოირჩა.



რით იყო საინტერესო განვლილი ტური:
(ჩემი პოზიციით)

ლოკომოტივი, რომელიც გამორჩეულია შერკინებით ინერტულად გამოიყურებოდა ბათუმის წინააღმდეგ და თითოს სანაკებო ფილტრ გავლილმა ღერძმაც დიდი ვერაფერი ფანტაზია გამოაჩინა. თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაირჯა ბათუმის გარემარბი ტუჩაშვილი შეიტავსა რა ფულბექის ფუნქციები და თითოქოს არც თუ ურიგოდ.
პოზიცია შეცვლილი მოგვევლინა ლელოელი მორკინალი ბექა საღინაძე - უკვე არა მე-2 ხაზში ან ფლანკერად არამედ შერკიენბის შემკვრელად.
ხარების შუამარბ გიორგი ნათლეაშვილისთვის თუ სტაბილურობა ერთერთი კოზირია, მგონი მას თორნიკე აქუბარდიმაც მიბაძა.
ნაკრებში ჰეთთრიკის შემსრულებელმა არმაზის შუამარბმა გიორგი კვესელაძემ უკვე დიდი_10 ში დუბლი მიითვალა, მას არც არმაზელი ფულბექი სანდრო სვანიძე ჩამორჩა, რეზი ჯინჭველაშვილმა კი 75% იანი სიზუსტით იფეხჩუბინა. უმცროსი ბორჯღალოსანი ილია სპანდერაშვილიც შერკინების შემკვრელად მოგვევლინა. ახალგაზრდების გარჯას გამოცდილი უნივერსალი შაკო (შავლეგ) მახარაშვილის დაუღალავი მცდელობა დაუპირისპირდა, რომელიც ლელოსა და ორ გარდასახვაში გამოიხატა.
ჯიქების მგეზავმა ლელოც მიითვალა და ფეხით 14 ქულაც დაამატა მონაგარს. ტრავმებით დასუსტებულმა აიამ 17-19 წლის ბექებით ებუთავა ჩემპიონს, მართალია დამარცხდა, მარგამ გამოვყოფდი ლაშა ლომიძის - რიონისპირელების უნივერსალი ბექის გარჯას:
ლაშამ თავი ჯერ კიდევ 2014 წელს დაგვამახსოვრა როდესაც ასაკობრივ ჯგუფში წლის საუკეთესო მორაგბედ ცნეს. წლების განმავლობაში - ბაგრატში ირჯებოდა მგეზავის პოზიციაზე, თუმცა ასაკობრივ ნაკრებში ცენტრში ძირითადად მეორე მგეზავის პოზიციაზე ინაცვლებდა. შემდგომ დაწინარუდა აიას უფროს გნდში და შუამარბის, კერძოდ კი 13 ნომრის პოზიცია დაიკავა, გუშინ კი ლიდერების არყოფნისას (მირიან მოდებაძე # 15, ზურაბ ძნელაძე # 12/15, გიორგი ბაბუნაშვილი (მანამდე თედო ანჟანდაძე) # 10) ფულბექადაც გაირჯა და მგონი არც თუ ურიგოდ - ლაშამ 2 ჯერ ლელოს დადებაც მოახერხა, რასაც 30 ქულა მხოლოდ დარტყმებით შესძინა და ბომბარდირთა დავაშიც გაერია - ამ დროს 18 წლის ზუსტად ერთი თვის წინ (26/01/2000) გახდა - ფეხი, როგორც წერტილიდან, ისე ტაქტიკური დარტყმები, ხაზის გაჭრის და ღრიჭოებში „გაძრომის“ ალღო - ხელის დახვეწილი ტექნიკა, თავისი ოფლოუდებით, სწორი ბოჭვები და რაქის დაცის არც თუ წარუმატებელი მცდელობები - ამ ასაკისთვის მგონი საკმარისზე საკმარისია - იმედია კავშირი მასაც „უკარვს თავს“ საზღვარგარეთ და 2-3 წელიწადში კვალიფიციურ ბექს მიიღებს ნაკრები.





* * *
QUOTE
უბრალოდ ვინც მანდ თამაშობთ ტეხავს რა ძმებო.... გუნდის უფროსს, ექიმს, მასაჯისტს და ა.შ, რომ უფრო უნდა ჩემპიონობა ვიდრე მოთამაშეს.... მე მგონი მაგრად ტეხავს არა???? მომიტევეთ


drug.gif

Posted by: lepori 26 Feb 2018, 13:26
QUOTE
რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ლიდერებმა წააგეს...

რკინიგზელების ზღვისპირეთში მგზავრობა უქულოდ დასრულდა - წლევანდელ გათამაშებაში პირველად, მეტიც მასპინძლებმა ბონუსიც მიითვალეს მოიგეს რა 32:0;
ლელომ შინ მიიღო აკადემია, დაგეგმილი გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა მხატვრებს გარჯა დაუფასდათ და სანუგეშო ქულა მიითვალეს - 13:8;
დაგეგმილი გამარჯვება იზეიმეს ხარებმაც, თან პრემიით დაამარცხეს რა 19:3 ქუთაისის ბაგრატი;
უხვქულიანი აღმოჩნდა კვირის მატჩები სადაც 47-47 ქულა „გაკეთდა“
ჯერ არმაზმა და არმიამ „იომეს“ და ამ ომში იმარჯვა არმაზმა 26:21, თუმცა არც არმიელები დარჩენილან უნუგეშოდ;
ჩემპიონმა კი პრემიით სძლია აიას 36:11;

მარცხის მიუხედავად აიამ და ლოკომოტივმა მოწინავე ადგილები შეინარჩუნეს, თუმცა ჯიქს მიეცა საშუალება მე-3 პოზიციაზე გამყარებულიყო და მეტიც ერთი მოგების დისტანციაზე დაწეოდა ლიდერებს:
აია - 52 ქ.
ლოკო - 51 ქ.
ჯიქი - 48 ქ.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მატჩი მოიგო ლელომაც, მაგრამ ბათუმს უფრო ომახიანი განაცხადი გამოუვიდა მე-4 საფეხურზე მყოფი ექსჩემიპონები თავიანთი 45 ქულით ვერ იქნებიან გულხელდაკრეფილნი, რადგან ბათუმელები 42 ქულით კვალში უდგანან:
ლელო - 45 ქ.
ბათუმი - 42 ქ.
პირველიდან მე-5 ადგილამდე 10 ქულაა დაშორება, თუმცა სიმჭიდროვემ იმატა.
ბოლო, მე-6 საპლეიოფო საფეხურზე რუსთავის ხარები არაინ 33 ქულით, რომლებიც 9 ქულით ჩამორჩებიან ბათუმს და 6 ქულით ასწრებენ აკადემიას -
ხარებს კონკურენციას არმაზი თუ გაუწევს, რადგან 6 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შედარებით ადვილია ვიდრე აკადემიელების 11 ქულიანი სხვაობის (მითუმეტეს რომ ტურით ადრე ხარებმა მხატვრები დაამარცხეს კიდეც):
რუსთავი - 33 ქ.
არმაზი - 27 ქ.
აკადემია - 22 ქ.
ბოლო ორ საფეხურს არმია და ბაგრატი იკავებენ. არმიას გასავარგნი ზონიდან თავის დასაღწევად 11 ქულა აშორებს, ამდენივეა მისი მონაგარი განვლილ 14 მატჩში. უარესია ბაგრატის მდგომარეობა - დარჩენილ 4 ტურში, ოთხივე პრემიალურით უნდა მოიგოს რომ 25 ქულა დააგროვოს - გადასარჩენად, ისიც ისე, რომ აკადემიამ 4 მატჩიდან ყველა დათმოს და არაუმეტეს 2 სანუგეშო ქულა აიღოს.
არმია - 11 ქ.
ბაგრატი - 5 ქ.


სანაკრებო პაუზის გამო მომდევნო, მე-15 ტური 9-10-11 მარტს შედგება, სადაც ლელო ხარებს დიდ დიღომში უმასპინძლებს, აკადემია ბათუმს ავჭალაში მიიღებს, ასევე ავჭალაში დაუხვდება ჯიქს ლოკომოტივი. მესამე სათამაშო დღეს არმიას ბაგრატი რეკინება - კვლავ ავჭალაზე, ხოლო აია ქუთაისში არმაზს მიიღებს.



მე-14 ტურის შემდგომ
დამრტყმელებს კვლავ ლიდერობს აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი 126 ქულით, რომელიც ტრავმის გამო ბოლო ტურებს უქმობს. მას წამოეწია ლელოს ფულბექი ირაკლი ყიასაშვილი 110 ქულით და ჯიქის მგეზავი ნინიძე 106 ქულით.
100 ქულიან ნიშნულს მიუახლოვდა ბათუმის ფულბექი ბახვა კობახიძეც თავისი 86 ქულით.

მელელოვეების დავაში კვლავაც ორხელისუფლებიანობაა:
ლოკომოტივის გარემაბრ გიორგი შკინინს და აიას შუამარბ ზურაბ ძნელაძეს 10-10 ლელო აქვთ დადებული.
მათ ჯიქის კვაჭი გიორგი ჭყოიძე 8 ლელოთი კვალში უდგას, ხოლო არმიის შუამარბ გოდერძი ჭინჭარაულს 7 ლელო აქვს დადებული, ჯიქის გარემარბი ბიწაძე კი 6 ლელოთი გამოირჩა.



რით იყო საინტერესო განვლილი ტური:
(ჩემი პოზიციით)

ლოკომოტივი, რომელიც გამორჩეულია შერკინებით ინერტულად გამოიყურებოდა ბათუმის წინააღმდეგ და თითოს სანაკებო ფილტრ გავლილმა ღერძმაც დიდი ვერაფერი ფანტაზია გამოაჩინა. თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაირჯა ბათუმის გარემარბი ტუჩაშვილი შეიტავსა რა ფულბექის ფუნქციები და თითოქოს არც თუ ურიგოდ.
პოზიცია შეცვლილი მოგვევლინა ლელოელი მორკინალი ბექა საღინაძე - უკვე არა მე-2 ხაზში ან ფლანკერად არამედ შერკიენბის შემკვრელად.
ხარების შუამარბ გიორგი ნათლეაშვილისთვის თუ სტაბილურობა ერთერთი კოზირია, მგონი მას თორნიკე აქუბარდიმაც მიბაძა.
ნაკრებში ჰეთთრიკის შემსრულებელმა არმაზის შუამარბმა გიორგი კვესელაძემ უკვე დიდი_10 ში დუბლი მიითვალა, მას არც არმაზელი ფულბექი სანდრო სვანიძე ჩამორჩა, რეზი ჯინჭველაშვილმა კი 75% იანი სიზუსტით იფეხჩუბინა. უმცროსი ბორჯღალოსანი ილია სპანდერაშვილიც შერკინების შემკვრელად მოგვევლინა. ახალგაზრდების გარჯას გამოცდილი უნივერსალი შაკო (შავლეგ) მახარაშვილის დაუღალავი მცდელობა დაუპირისპირდა, რომელიც ლელოსა და ორ გარდასახვაში გამოიხატა.
ჯიქების მგეზავმა ლელოც მიითვალა და ფეხით 14 ქულაც დაამატა მონაგარს. ტრავმებით დასუსტებულმა აიამ 17-19 წლის ბექებით ებუთავა ჩემპიონს, მართალია დამარცხდა, მარგამ გამოვყოფდი ლაშა ლომიძის - რიონისპირელების უნივერსალი ბექის გარჯას:
ლაშამ თავი ჯერ კიდევ 2014 წელს დაგვამახსოვრა როდესაც ასაკობრივ ჯგუფში წლის საუკეთესო მორაგბედ ცნეს. წლების განმავლობაში - ბაგრატში ირჯებოდა მგეზავის პოზიციაზე, თუმცა ასაკობრივ ნაკრებში ცენტრში ძირითადად მეორე მგეზავის პოზიციაზე ინაცვლებდა. შემდგომ დაწინარუდა აიას უფროს გნდში და შუამარბის, კერძოდ კი 13 ნომრის პოზიცია დაიკავა, გუშინ კი ლიდერების არყოფნისას (მირიან მოდებაძე # 15, ზურაბ ძნელაძე # 12/15, გიორგი ბაბუნაშვილი (მანამდე თედო ანჟანდაძე) # 10) ფულბექადაც გაირჯა და მგონი არც თუ ურიგოდ - ლაშამ 2 ჯერ ლელოს დადებაც მოახერხა, რასაც 30 ქულა მხოლოდ დარტყმებით შესძინა და ბომბარდირთა დავაშიც გაერია - ამ დროს 18 წლის ზუსტად ერთი თვის წინ (26/01/2000) გახდა - ფეხი, როგორც წერტილიდან, ისე ტაქტიკური დარტყმები, ხაზის გაჭრის და ღრიჭოებში „გაძრომის“ ალღო - ხელის დახვეწილი ტექნიკა, თავისი ოფლოუდებით, სწორი ბოჭვები და რაქის დაცის არც თუ წარუმატებელი მცდელობები - ამ ასაკისთვის მგონი საკმარისზე საკმარისია - იმედია კავშირი მასაც „უკარვს თავს“ საზღვარგარეთ და 2-3 წელიწადში კვალიფიციურ ბექს მიიღებს ნაკრები.




up.gif

Posted by: Gio_G83 26 Feb 2018, 13:29
lepori
მადლობთ,
ორშაბათის ტრადიციული "რუბრიკა"

Posted by: davita_1977 26 Feb 2018, 14:33
მართლა ლომიძე ძალიან კარგ რაგბს თამაშობს, იმედია გაიზრდება კიდევ და კაი ბეკი დადგება მაგისგან

Posted by: Gio_G83 26 Feb 2018, 14:39
davita_1977
რა ვიცი დავით - აბსოლუტურად ყველა უნარი აქვს
ასაკთან შედარებით ჯანი, პლასტიკა, ფინტი, არც სისწრაფე დაეწუნება - ხელის ტექნიკა, კარგი ფეხი გინდ კარში, გინდ მოედანში, გინდაც აუტში, თავით მუშაობს - ანუ იცის რა უნდა გააკეთოს და ამ ცოდნას ეს უნარებიც მიყვება
მიყოლა აქვს...
ბოჭვა ეხერხება
მცველი აყავს და მიმყოლს სივრცეებს უხსნის, ოფლოდი დროული და დახვეწილი
ღრიჭოებს ავსებს, სიღრმიდან ბურთის წაღებას არ ერიდება და კონტაქტისას მიწაზეც ჩადის
რაქში შედის და გადაყრაზეც მიდის და იცავს კიდეც

მეტი მართლა რაღა
გარდა უცხოეთში დახელოვნებისა

Posted by: SGG 26 Feb 2018, 15:09
Gio_G83

ერთი ნაკლი ის აქვს, რომ პასის გაშვება არ უყვარს(გრძელი პასის, ოფლოუდს აკეთებს თუ
შანსი მიეცა)
დანარჩენში მაგარია. ქართველისთვის იშვიათი ფიზიკა და პლასტიკა აქვს, ძან ჯანზეა.
შესახედავადაც და აგებულებითაც ტონგელს გავს smile.gif

Posted by: dc120mm 26 Feb 2018, 15:37
QUOTE
აბსოლუტურად ყველა უნარი აქვს
ასაკთან შედარებით ჯანი, პლასტიკა, ფინტი, არც სისწრაფე დაეწუნება - ხელის ტექნიკა, კარგი ფეხი გინდ კარში, გინდ მოედანში, გინდაც აუტში, თავით მუშაობს - ანუ იცის რა უნდა გააკეთოს და ამ ცოდნას ეს უნარებიც მიყვება
მიყოლა აქვს...
ბოჭვა ეხერხება
მცველი აყავს და მიმყოლს სივრცეებს უხსნის, ოფლოდი დროული და დახვეწილი
ღრიჭოებს ავსებს, სიღრმიდან ბურთის წაღებას არ ერიდება და კონტაქტისას მიწაზეც ჩადის
რაქში შედის და გადაყრაზეც მიდის და იცავს კიდეც

ბენ სმითზე ლაპარაკობთ? smile.gif

Posted by: davita_1977 26 Feb 2018, 15:55
იმედია წელს ოცწლამდელებში ითამაშEბს და გამოჩნდება რამდენად კარგი ბიჭია

Posted by: SGG 26 Feb 2018, 16:34
dc120mm

ბენ სმიტი არა, უფრო ჩარლი ნგატაის სტილი აქვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Gio_G83 26 Feb 2018, 17:57
SGG

Eg nakli, ROM gamoscorebadia orivem vicit, mtavaria mtavaria zrdisa da ganvitarenistvis shesaferis garemoshi agmochndes

Cells u18
Mere 2 u 20 tu Sami Ara da egreve didebshi

Posted by: Isi_Folau 26 Feb 2018, 18:09
18 წლამდე რამდენი პერსპექტიულიც გვყავდა, იმის ნახევარს რო გაემართლებინა პერსპექტივა, აკბათ, ტოპ 5 გუნდში ვიქნებოდით. biggrin.gif მაგ ასაკში უნდა მიიღო გადაწყვეტილება, გაყვე სპორტს თუ იურიდიულზე ჩააბარო, თსუში.))) საქაართველოში კიდევ, ბებია რო დიპლომს გთხოვს და სპორტიც არწყვიტავს ვარსკვლავებს, ხელფასებით, ყველას იურისტობა უნდება. ნახევრად გაკეთებული საქმე კიდე არაა საკმარისი, კარგი მორაგბეობისთვის. მოკლედ თუ ეგეთი მაგარია ეგ ბავშვი და იცნობთ, ბოლომდე მიაწვეს და ჩადოს ყველაფერი რაგბში, თუ უნდა რათქმაუნდა.

Posted by: Gio_G83 26 Feb 2018, 18:17
Isi_Folau

,

Acveba, imedia adakobrivi seni da kutaturi have AR avnebs

Posted by: tarash07 27 Feb 2018, 06:57
მაგარი ბიჭია,წელს U 18 და მერე 3-ჯერU20 მოუწევს.

Posted by: Gio_G83 8 Mar 2018, 14:25
სანაკრებო ფანჯრის დროს საშინაო მატჩი დიდი_10_ში უქმედ ცხადდება ხოლმე...
თუმცა 9, 10 და 11 მარტს მე-5 ტური შედგება, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:


აკადემია-ბათუმი (09/03 ავჭალა 17:00)
აკადემიელებს არ უდგათ საუკეთესო დროება, გუნდს რამდენიმე ლიდერი (შუბითიძე, მათიაშვილი, სიჭინავა) აკლია, საკუთარი საპელიოფო შანსი გასულ ორ ტურში ვერ შეინარჩუნეს, შედეგად მიზანი რჩება ნათელი (რამდენად მარტივი სხვა საკითხია) - ელიტაში ადგილის შენარჩუნება.
სეზონის სტარტზე თუ ზამთრის ევრო-ბატალიების ფონზე თითქოს ზღვისპირელების ამბიცია უფრო თამამი უნდა ყოფილიყო, მარგამ ე.წ. „მოკლე სკამი“ მათ მიზნებს დაღს ასვამს, ბათუმელთა ამოცანა ალბათ სეზონის ფინიშზე ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში შესვლა უნდა იყოს - დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად.

ლოკომოტივი-ჯიქი (10/03 ავჭალა 13:00)
რკინიგზელებმა გასულ ტურში რბილად რომ ვთქვათ „წაიფორხილეს“ წააგეს რა მშრალად 0:32 ბათუმთან. ლოკომოტივმა ლბათ უნდა დაამტკიცოს, რომ აღნიშნული შემთხვევითობა იყო, თუმცა გასათვალიწინებელია, რომ კონკურენტი და მოქმედი ჩემპიონი ჯიქიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და თან როგორც წესი სეზონის ბოლოსკენ უფროდაუფრო დამაჯერებლად რაგბობენ. ზედა სამეულის ბინადრების პაექრობა ცალსახად შეიძლება მიჩნეულ იქნას ტურის ცენტრალურ მატჩად.
პ.ს.
ლოკომოტივი ბათუმში მატარებლით ჩავიდაო, ეს მათი სპონსორის რკინიგზის მარკეტინგული ამბავიი იყოო და ეგ სპონსორის მარკეტინგი ორთავეს კი დაუჯდა პოზიციების შერყევად და პირად ანტი-რეკორდად 0 ქულა გრაფაში მონაგარი...
თუ ეს ასეა, მაინც ყურმოკრულ-გადასხვაფერებული ამბავი არ იყოს - სარწმუნოებაზე ნეკსაც არ ჩავდივარ არათუ კისერს...

არმია-ბაგრატი (11/03 ავჭალა 15:00)
ორივე გუნდის წინაშე მსგავსი ამოცანებია, თუმც მიზეზი სხვადასხვა... გათამაშების ბოლო ორი ადგილის მპყრობელთაგან უკეთესი სატურნირო მდგომარეობა არმაის აქვს მაგრამ მათ ქვედალიგელთან კვალიფიკაცია ალბათ ვერ აცდება უახლოეს კონკურენტთან ჩამორჩენა 4 ტურით ადრე 11 ქულაა, თუმცა ბაგრატი ინარჩუნებს შანსს მოგების შემდგომ სწორედ ქვედა ლიგელთან კვალიფიკაციით გადაირჩნოს თავი, ვიდრე პირდაპირი გზით დაქვეითდეს.


ლელო-ხარები (11/03 დ/დიღომი 15:00)
სხვადასხვა მიზეზით სხვადასხვა მიზნებისა და ამბიციების მქონე გუნდების „ჯახი“...
წლეულს ელიტაში დაწინაურებულ ხარებს მხოლოდ არმაზი ეცილება საპლეიოფო მე-6 საფეხურს, ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონ ლელო კი „დიდი გადახალისების“ და გაახალგაზრდავების შემდეგ საჩემპიონო ამბიცია შედარებით მოკრძალებულად აღენიშნა. თუმცა დიდ დიღმელები ლოკომოტივი - ჯიქის დაპირისპირების ფონზე ჯერ კიდევ ახლოს არიან საუკეთესო სამეულში მოსახვედრად.

აია - არმაზი (11/03 ქუთაისი 17:00)
ორი ახალგაზრდული შემადგენლობის დაპირისპირება. ორივეს მიზნები განსხვავებულია: თუ მარნეულში გადაბარგებული არმაზელები საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად იბრძვიან, რიონისპირელების ამოცანა ალბათ ჩემპიონობა უნდა იყოს. თუმცა თუ გასულ ტურში არმაზი მიუახლოვდა მიზანს, აია, მართალია სერიოზული საკადრო ცვლილებების გამოისობით, მარგამ მაინც - ამ მიზნისკენ სავალ გზაზე „შეჯანჯღარდა“ - რომ არა რკინიგზელთა პერიპეტიები ლიდერობასაც დაკარგავდა.
პ.ს.
საინტერესოა აიას ბექებში ყველაზე გამოცდილი კვლავ თვე-ნახევრის წინ 18 წლის იუბილე ნაზეიმები ლაშა ლომიძე იქნება, თუ?..
აქვე ბარემ იგივე საგის გაგრძელება: მართალია გუნდის ხერხემლის ის „ორი მალა“ რასაც მგეზავი-ბაბუნაშვილი და ფულბექი-მოდებაძე ჰქვია ვერც ამ ტურში იქნებიან, მარგამ სავარაუდოდ 7-კაცას შეკრებიდან უნდა მობრუნდნენ უნივერსალი ბექი-ძნელაძე და ფრთა აბრამიძე, შესაბამისად ალბათ ზურა დაიკავებს ფულბექის პოზიციას მირიანს არ ყოფნაში მის ადგილს ლომიძე დაიკავებს შუამარბად, გარემარად (ფრთებზე) უკვე ტრადიციულად ძაგნიძე და აბრამიძე გაირჯებიან, ხოლო მეორე მგეზავად ალბათ კვლავ ირეამძე, ხოლო მგეზავად არაერთი ვარიაციის ფონზე სავარაუდოდ კვლავ თევდორაძე ღერძში თუთბერიძესთან წყვილში (თუ როხვაძეც ვერ მოასწრებს დაბრუნებას)


აღნიშნული ტურის შემდგომ გუნდებს მხოლოდ 3-3 მატჩიღა ექნებათ ჩასატარებელი.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

Posted by: wolfmax 9 Mar 2018, 14:26
აია - არმაზი (11/03 ქუთაისი 17:00)
QUOTE
18 წლის იუბილე ნაზეიმები ლაშა ლომიძე იქნება


QUOTE
სავარაუდოდ კვლავ თევდორაძე ღერძში


ვერ იქნებიან.....
18 წლამდელთა შეკრებაზე არიან საფრანგეთში

Posted by: dc120mm 9 Mar 2018, 18:58
აკადემია ბათუმმა 3:0 მოუგო biggrin.gif givi.gif facepalm.gif

თამაშები 3:0 მთავრდება და ჩემპიონატის დონემ მოიმატაო smile.gif და ფრანჩაიზის შექმნა გვინდა და პრო14 დამატება gigi.gif cry.gif

Posted by: GioWEED 9 Mar 2018, 19:11
dc120mm
3-0 ბოლოს როდის მოიგო ჩვრნმა ფეხბურთის ნაკრებმა გახსოვს?

ხოდა ბათუმმა გადაუარა დღეს აკადემიას ანგარიშით 3 - 0!!!!

Posted by: dc120mm 9 Mar 2018, 19:26
GioWEED
QUOTE
3-0 ბოლოს როდის მოიგო ჩვრნმა ფეხბურთის ნაკრებმა გახსოვს?

არ მახსოვს და არც მაინტერესებს სიმართლე გითხრა.

აი საქრთველოს ჩემპიონატში 2009 წელს აკადემიამ მოუგო რუსთავს 3:0 ეგ კი მახსოვს.

QUOTE
ხოდა ბათუმმა გადაუარა დღეს აკადემიას ანგარიშით 3 - 0!!!!

შენ ხუმრობ ძმობილო და ვერ არის სახუმარო ამბავი ეგ,ასეთი ანგარიშები არ უნდა მთავრდებოდეს ეხლა,ისევ ვარკეთილის მეურნეობის ჭაობში რო ტარდებოდეს თამაშები კიდევ ხო,ან რუსთავის აღმართზე smile.gif
* * *
2014 შიც იყო ეგეთი ანგარიში, ბათუმმა ლელოს მოუგო 3:0 და 2014 ში ხარები ლოკო 3:3 დამთავრდა smile.gif


Posted by: giorgi77 9 Mar 2018, 19:48
თან პირველ ნახევარში 2-ჯერ გაასინბინეს აკადემიის მოთამაშე. დიდი 10 ფულით ერთი პროფესიული კლუბი არ გამოვა პრო14-თვის?

Posted by: B l a c k J a c k 9 Mar 2018, 20:06
ავჭალაში ფეხბურთს თამაშობდნენ? :დ

Posted by: dc120mm 9 Mar 2018, 20:06
giorgi77
QUOTE
თან პირველ ნახევარში 2-ჯერ გაასინბინეს აკადემიის მოთამაშე.

და მეორეში ბათუმის მოთამაშე !

QUOTE
10 ფულით ერთი პროფესიული კლუბი არ გამოვა პრო14-თვის?

ზღაპარია ეგ! ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში.

Posted by: jora84 9 Mar 2018, 20:14
dc120mm

QUOTE
აკადემია ბათუმმა 3:0 მოუგო


გოლები ვინ გაიტანა?

QUOTE
და ფრანჩაიზის შექმნა გვინდა და პრო14 დამატება    


ეგ რა შუაშია ჩემმა მზემ, ეგ იმირომ გვსურს რომ დონემ მართლა მოიმატოს და არა ისე როგორც შპს დიდი 10 მესვეურები გვასაღებენ.

Posted by: ika_valencia 9 Mar 2018, 20:58
QUOTE
თამაშები 3:0 მთავრდება და ჩემპიონატის დონემ მოიმატაო

მთლიანად ამას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ისეთი საშინელი ქარი იყო, რომ სერიოზული დაღი დაასვა თამაშს. გუნდები ჯარიმებს კარში ვერ არტყამდნენ, ის ერთი ჯარიმაც ზედ კარის წინ იყო და მაგიტომ დაარტყეს.

Posted by: dc120mm 9 Mar 2018, 21:16
QUOTE
საშინელი ქარი იყო

ეგ კი ყოფილა ნამდვილად.

აუტებსაც ვერ აწვდიდნენო.

თუმცა მეტეოროლოგიური პირობები ვერ გაამართლებს ჩვენი ჩემპიონატის დაბალ კლასს.

Posted by: enorme 10 Mar 2018, 00:14
dc120mm
დემე შეგვიძლია მაგ საქმის საჩვენოთ გაპრავება.

გუნდები ისეთ დაცვას თამაშობენ , რომ 1ჯარიმა წყვეტს თამაშის ბედს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: OSTAP 10 Mar 2018, 01:52
მემგონი ძალიან არასწორია, იმაზე საუბარი, რომ დიდი 10-ის ხარჯზე უნდა შეიქმნას ფრანჩიზა რომელიმე დიდი ტურნირისთვის. ერთი ფრანშიზა, 30-40 პროფესიონალი არ არის საშველი. ეს პროფესიონალები საიდან უნდა მოვიდნენ? პირდაპირ ჭაბუკთა ლიგებიდან? სამოყვარულო რაგბიდან? მემგონი არც არგენტინის მოდელი არის სწორი. მე არგენტინულ რაგბში ფრანშიზის მერე პროგრესს ვერ ვხედავ. თქვენი არ ვიცი. ფრანშიზა არსებულის განადგურების და მორაგბეთა რაოდენობის შემცირების ხარჯზე მემგონი არასწორია. ალბათ ფრანშიზა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა იყოს დიდ 10-ში გამოჩენილი და ნაკრების დონის ბიჭების დასახვეწად. ანუ ფრანშიზაც ნაკრების მსგავსად მიზანი უნდა იყოს ბიჭებისთვის, ოღონდ არა ყველას ხარჯზე. საქართველოს ფული უნდა მიდიოდეს სუფთად ქართული ვერტიკალის ასაწყობად. ხარისხში რაოდენობასაც მნიშვნელობა აქვს.
გარეთ, კომერციულად მომგებიან არენაზე მუშაობა უნდა ფრანშიზას შექმნას. ბიუჯეტის ხარჯზე არა.

Posted by: GioWEED 10 Mar 2018, 09:49
OSTAP
ეგ ყველაფერი ვიცით ჩვენც. მაგრამ როგორია საქართველოში კომერციულად მომგებიანი კლუბის შექმნა?

შეუძლებელია.

ერთადერთი შანსია ბიუჯეტიდან დაფინანსებული კლუბი. ნაკრებიდან ყველა ვინც ტოპ14ს არ თამაშობს! უახლოესი რეზერვიც. და კლუბი არის უკვე ისეთი რო ენისეისაც და კრასნისაც გადაირტყავს შინ თუ გარეთ

Posted by: OSTAP 10 Mar 2018, 11:31
GioWEED,

მაშინ ეს ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს და არა დიდი ათის გაუქმების ხარჯზე. მინიმუმ ეს სიტუაცია უნდა იყოს შენარჩუნებული. ფრანჩიზა დიდი 10-ის ლოკომოტივი უნდა გახდეს ხარისხის ზრდის და კომერციული მომგებიანობის კუთხით. ჩვენ კიდე 1 კლუბის გამო 10 კლუბის დახურვაზე ვსაუბრობთ.


Posted by: GIORGI112 10 Mar 2018, 12:34
OSTAP
ეგ ათივე კლუბი დასახურია... სახელმწიფოს ფულის ფლანგვააა... დიდი 10 ის ვითომ არსებობა... პროფესიონალიზმი დადონ მაშინ ვა

Posted by: giorgi77 10 Mar 2018, 12:38
OSTAP 10 კლუბის დახურვა არაა აუცილებელი, სამუყვარულო დონეზე ითამაშონ, ისედაც თამაშობენ დღეს სამოყვარულო რაგბს, და ხელფასს თუნდაც დაბალს რაში იღებენ?

თავისი სახელი დაერქვას ყველაფერს მაგაზეა საუბარი, ხაჭაპური ცალკე რაგბი ცალკე biggrin.gif.

პროფესიული რაგბს რაც შეეხება, მოთამაშეების რესურს... ჩემი აზრით ერთი კი არა ორი კლუბის გაკეთებაც შეიძლება. სადაც მოთამაშე მიიღებს ისეთ ჯამაგირს რომ მხოლოდ რაგბზე იფიქროს და იცხოვროს. ხარისხიც მოვა დროთა განმავლობაში, აბა ახლა ლენსთერი და ალსთერი ორ დღეში საქართველოში რომ არ გაკეთდება ყველას გვესმის. მაგრამ ბენეტონს და ზებრეს შეხედეთ, რა შედეგები ჰქონდათ თავიდან... ახლა უკვე მოგებაც დაიწყეს თან სტუმრად... კი ლეგიონერებიც ყავთ თან საკმაოდ კარგი... მაგრამ ეს ორი კლუბი კვებავს იტალიის ნაკრებს რომელიც ექვს ერზე თამაშობს.

Posted by: Ghveda 10 Mar 2018, 14:39
ისე 3:0 ალბათ მსოფლიო ანტირეკორდია ხო? smile.gif) 0:0 მეეჭვება სადმე რამე დამთავრებულიყო

Posted by: jora84 10 Mar 2018, 14:56
Ghveda

60 წლებში შოტლანდია-ზელანდია დამთავრდა 0-0 biggrin.gif

Posted by: Ghveda 10 Mar 2018, 15:26
QUOTE
60 წლებში შოტლანდია-ზელანდია დამთავრდა 0-0


ვაახ smile.gif)) ფრიად გასაკვირი ამბავი smile.gif)))

Posted by: OSTAP 10 Mar 2018, 15:49
giorgi77,

ზუსტად იტალიურ მოდელთან ვარ მეც. 2 ფრანშიზა პრო 14-ში, გარანტირებული ჩემპიონთა თასით და საკმაოდ კარგი შიდა ჩემპიონატი 2 კლუბით ჩელენჯზე. მაგისკენ უნდა მივიწევდეთ, ოღონდ ფრანჩიზა გამომდინარე იქედან, რომ კომერციულად ბევრად მომგებიანია სპონსორისთვის უნდა იყოს სუფთად სასპონსორო და კერძო ინიციატივა და დიდი ათი სანამ მოვა კერძო ინვესტიცია დიდ 10-მდე, ბიუჯეტზე. კერძო ინვესტიციით წინ წამოწეული ფრანშიზა იქნება დიდი 10-ის პროფესიონალიზმის დონის ამწევი და ლოკომოტივი.

Posted by: AVIATORI01 11 Mar 2018, 15:15
ლელო რუსთავი რა ხდება 15 წუთზე 0-21 წერს ფლეშსქორი

Posted by: Ghveda 11 Mar 2018, 15:20
0:21 ია კი, მარა რაგბი ტივი არმია ბაგრატის პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს და რატო ვერ გავიგე sad.gif

Posted by: jora84 11 Mar 2018, 15:24
Ghveda

ამ თამაშის ჩვენება იყო დაგეგმილი თავიდანვე და იმიტომო

Posted by: dc120mm 11 Mar 2018, 15:51
მაგარი ლელოები დაუდო რუსთავმა,ზოგადად კარგი თამაშია.

Posted by: wolfmax 11 Mar 2018, 16:42
ბონუსით მოიგო ხარებმა! ყოჩაღ მაგათ
გილოცავ დემე

Posted by: AVIATORI01 11 Mar 2018, 17:20
აია თუ ნაკრებზე გაცილებით ლამაზ სწრფ და სწორ რაგბს არ თამაშობდეს მე ვიყო ცხვარი, პროსტო შერკინება ვერ ქაჩავს სტაატიკაში თორემ....

Posted by: dc120mm 11 Mar 2018, 18:38
QUOTE
ბონუსით მოიგო ხარებმა! ყოჩაღ მაგათ
გილოცავ დემე

მადლობა smile.gif

AVIATORI01
QUOTE
ია თუ ნაკრებზე გაცილებით ლამაზ სწრფ და სწორ რაგბს არ თამაშობდეს მე ვიყო ცხვარი, პროსტო შერკინება ვერ ქაჩავს სტაატიკაში თორემ....

მართლა გჯერა შენ მაგის? არმაზს ერთ ლელოზე მეტი ვერ დაუდო smile.gif

მასე რუსთავმა დღეს რაგბი ითამაშა.... სასწაული,7 ლელო დაუდო ლელოს,თან ყველა ერთმანეთზე უკეთესები,აი დაიდება ხვალ იუთუბზე და ნახავთ.

Posted by: AVIATORI01 11 Mar 2018, 18:40
dc120mm
QUOTE
მასე რუსთავმა დღეს რაგბი ითამაშა.... სასწაული,7 ლელო დაუდო ლელოს,თან ყველა ერთმანეთზე უკეთესები,აი დაიდება ხვალ იუთუბზე და ნახავთ.

მერა რა, მერე ვიტყვი რომ რუსთავიც უფრო ლამაზ რაგბს თამაშობს
აი შერკინებაა აიას პრობლემა ვერცერთშერკინებაში ვერ დადგა თორემ ბონუსზე გაიწევდა, თუმცა იმასაც ვიტყვი რომ არმაზიც კარგად თამაშობს

Posted by: burke 11 Mar 2018, 18:52
აია - არმაზს ვუყურე და მსაჯს ბოლოს ჩამოკრული ქონდა? smile.gif

Posted by: wolfmax 11 Mar 2018, 18:58
ბეწვზე გადარჩა აია .....
არ გავს ეგ საჩემპიონო გუნდს.

მსაჯი საერთოდ საოცრება იყო

Posted by: NAPSTER 11 Mar 2018, 18:59
აია-არმაზი რაგბი არ იყო. ეს იყო რაგბის დაცინვა

მაქსიმუმ 10 წუთი იყო ღია თამაში. დანარჩენი დრო ისვენებდნენ ტიპები.

Posted by: dc120mm 11 Mar 2018, 19:20
QUOTE
მსაჯი საერთოდ საოცრება იყო

ონისეს უჭირს ცოტა ჯერჯერობით.

დღეს ამაშუკელსაც ქონდა შეცდომები,ორმხრივი.

Posted by: Tornikisui 11 Mar 2018, 22:33
ყოჩაღ რუსთავს ძალიან მაგრად ითამაშა და შანსი არ დაუტოვა ლელოს, განსაკუთრებით ის გამიხარდა რომ ხელით თამაშს ცდილობდნენ. ხომ არ იცით 13 ნომერი ვინ იყო რუსთავში? ძალიან მაგრად ითამაშა

Posted by: jora84 11 Mar 2018, 22:35
Tornikisui

გურამ ქანდაურაშვილი, აი ის 96 ახალგაზრდულ მსოფლიოზე ზელანდიელს რომ ჭამდა biggrin.gif

Posted by: Tornikisui 11 Mar 2018, 22:39

jora84

ეგ კვაჭი არ იყო რომ იძახდა შევჭამ ახლა ძვლებიანადანო? ქანდაურაშვილს რაც შეეხება მართლა მაგარი თამაში ქონდა, აი თავისი ლელო რაც დადო ეგეთი რამე ვინმე ქართველს მოეფიქრებინოს და გაეკეთებინოს მე პირადად არ მინახავს

Posted by: tarash07 11 Mar 2018, 22:39
ყოჩაღ ხარები.კაი თამაში დადეს.
მე ლოკო-ჯიქიც მომეწონა,თამაშით მაინც ჯიქს უნდა მოეგო ჩემი აზრით.
პლეიოფები მაგარი დაძაბული იქნება.

Posted by: jora84 11 Mar 2018, 22:41
Tornikisui

არა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ჭამდა biggrin.gif
დისკვალიფიკაცია მიცეს მაშინ biggrin.gif

კარგია თუ პროგრესირებს, თამაშისთვის არ მიყურებია ჯერ, ალბათ ვერც ვუყურებ biggrin.gif

Posted by: dc120mm 11 Mar 2018, 22:41
jora84
QUOTE
ზელანდიელს რომ ჭამდა

არ უკბენია არადა,რა მოიგონა იმ დედა#####ულმა არ ვიცი. ტიპი იფიცება იწყვეტს ყველაფერს რო არ მიკბენიაო.რაღაც გაურკვეველი ვიდეოთი და იმ ზელანდიელის რაღაც,უცნაური "სინიაკით",დაასკვნეს რო უკბინაsmile.gif თან მოლი იყო და რა დაინახეს რო ამან უკბინა არ ვიცი.

კარგი ბიჭია მართლა,მოვარჯიშეც არის და მაგარი ფიზიკა აქვს,ნუ მინუსებიც ააქვს რათქმაუნდა smile.gif
* * *
Tornikisui
QUOTE
აი თავისი ლელო რაც დადო ეგეთი რამე ვინმე ქართველს მოეფიქრებინოს და გაეკეთებინოს მე პირადად არ მინახავს

ეგ მართლა სწრაფად მოტვინა და თან შეასრულა,კომისარმა და მეოთხე მსაჯმაც ვერ დაფარეს აღფრთოვანება smile.gif

Posted by: Tornikisui 11 Mar 2018, 22:45

dc120mm
სტადიონიდან რაც ჩანდა ნებისმიერ კონტაქტში სულ წინ მიდიოდა და უამრავჯერ გაჭრა ხაზი. საერთოდ რუსთავის ასე ხაზის თამაში გამიკვირდა. ის 24 ნომერი ახალგაზრდაა ცხრაზე რო დადგა? ბოლოს ფეხით კარგი გადაკიდებები ქონდა.

jora84
biggrin.gif ჰო აი ეგ კბენა არ მახსოვს ნამდვილად

Posted by: AVIATORI01 11 Mar 2018, 22:47
dc120mm
ვიდეო არ გაქვს დამიგდე რა მაგ თამაშის

Posted by: dc120mm 11 Mar 2018, 22:56
Tornikisui
QUOTE
ის 24 ნომერი ახალგაზრდაა ცხრაზე რო დადგა? ბოლოს ფეხით კარგი გადაკიდებები ქონდა.

92 იანია,ნესტას ეძახიან,არმაზელია smile.gif ეგ და ნიკორა ერთად იყვნენ ასაკობრივებში. პირველად თუ მეორედ მოუწია ამ სეზონში.

QUOTE
სტადიონიდან რაც ჩანდა ნებისმიერ კონტაქტში სულ წინ მიდიოდა და უამრავჯერ გაჭრა ხაზი. საერთოდ რუსთავის ასე ხაზის თამაში გამიკვირდა.

კი კარგი ბიჭია,თან დასვენებული იყო ორი ტური გამოტოვა,არმაზთან ჩხუბის გამო დიკვალიფიკაცია ქონდა smile.gif

რუსთავის ხაზი წელს ნორმალურად თამაშობს როცა ეგ ყავს 13 ზე და შერკინება ცოტა სივრცეებს უქმნის.
* * *
ლელო-ხარები


Posted by: Gio_G83 12 Mar 2018, 13:24
ამასობაში მე-15 ტურიც მიილია, რეგულარული გატამაშების დასრულებამდე გუნდებს 3-3 მატჩიღა დარჩათ...

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

პირველ სათამაშო დღეს რაგბისთვის უცნაური ანგარიშით 0:3 იმარჯვა ბათუმმა არმაზთან, მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა... მატჩის ბედი ზღვისპირელთა მგეზავის ვიტალი კირინის ზუსტმა ჯარიმამ გადაწყვიტა.
ბათუმი მე-4 პოზიციაზე დამკვიდრდა, ხოლო აკადემია, სანუგეშო ქულის მოპოვების მიუხედავად მე-8 ადგილზეა და არც თუ ისე კომფორტული სხვაობით ასწრებს მდევარ არმიას.

მეორე სათამაშო დღეს, ტურის ცენტრალურ მატჩში რკინიგზელებმა ჩემპიონი მიიღო და მინიმალური სხვაობით 12:11 იმარჯვა, სანუგეშო ქულა კი ჯიქს დარჩა. შესაბამისად ზედა სამეული არ შეცვლილა: ლოკომოტივი კვლავაც მეორე ადგილზეა, ხოლო ჯიქი მე-3_ზე.

არმიამ „დაგეგმილი“ გამარჯვება მოიპოვა ბაგრატთან 26:17, თუმცა ამ მოგებით გასავარდნი ზონა ვერ დატოვა და უახლოეს კონკურენტს მხოლოდ 8 ქულით მიუახლოვდა. ბაგრატი კი თეორიულადღა ინარჩუნებს შესაძლებლობას პირდაპირ არ დაქვეითდეს და ელიტაში დასარჩენად ქვედალიგელს ერკინოს.

მესამე სათამაშო დღეს კი ალბათ ყველასთვის მოულოდნელად ლელომ 17:47 დათმო ხარებთან, რუსთაველებმა ბონუსიც მიითვალეს და საპლეიოფო ზონაში პოზიციები გაიმყარეს. ლელოს ამ მარცხს ალბათ ის თუ ახსნის, რომ სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიდნენ. რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დუბლი მიითვალეს ბექებმა შუამარბმა გურამ ქანდაურაშვილმა და გარემარბმა დავით თაბუკაშვილმა, ასევე აღნიშვნას იმსახურებს გამთამაშებლის - ხუციშვილის მიერ შესრულებული გარდასახვების მაღალი პროცენტულობა 7/6.
დიდ დიღმელები მდევარ ხარებს 7 ქულით ასწრებენ.

ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისში მეტად დრამატული აღმოჩნდა. მასპინძელმა აიამ 7:3 დაამარცხა [გარემარბი ძაგნიძე მგეზავად მოგვევილნა] არმაზი, მართალია მარნეულში გადაბარგებულმა არმაზმა სანუგეშო ქულა მოიპოვა, მაგრამ მათთვის ეს ნუგეში რეალურად ნუგეში ვერ აღმოჩნდა...
მატჩში ყვითელი ბარათი ასჯერ აფრიალდა... აიას მისამართით გაწითლებულ დროზე, როდესაც 5-მეტრიან ზონაში არმაზის მიძალებას იგერიებდნენ, ხოლო არმაზელები კი ორჯერ, ორივეჯერ მესამე ხაზელები.
ძნელაძის ლელო, ძაგნიძემ გარდასახა, საპასუხო ფრუიძის (ბექა-არმაზის ფულბექი/ფრთა) ლელო კი გარდაუსახავი აღმოჩნდა.

მომდევნო, მე-16 ტურში (23-25 მარტს) ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
არმაზი-ლოკომოტივი
ჯიქი-აკადემია
ბაგრატი-აია
ხარები-არმია
ბათუმი-ლელო

პ.ს.
წელს აია ბაგრატს მოუგებს... ახსნა? ბაგრატს არაფერი ეშველება და აიას კი 4-5 ქულა ძალიან სჭირდება, თან ვალს დაბრუნება უნდაო...

სტატისტიკას რაც შეეხება:
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

11-11 ლელო მიითვალეს შკინინმა და ძნელაძემ მათ მოჰყვება ჭყოიძე 8 ლელოთი... 7-7 ლელო დაუგროვდათ ჭინჭარაულსა და ქანდაურაშვილს. 6-6 კი ბიწაძესა და მაჭარაშვილს...

დამრტყმელებში ჯერ კიდევ ბაბუნაშვილი ლიდერობს 126 ქულით
112-112 ქულა მიითვალეს ნინიძემ და ყიასაშვილმა
100 ქულიანი ზღვარი სხვას ჯერ არ გადაულახავს...




Posted by: dc120mm 12 Mar 2018, 13:30
Gio_G83
QUOTE
რომ სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიდნენ.

თოდუა აკლდათ და მეკო smile.gif შერკინებაში ყველა ყავდათ smile.gif

Posted by: davita_1977 12 Mar 2018, 13:33
QUOTE (dc120mm @ 11 Mar 2018, 22:56 )
Tornikisui
QUOTE
ის 24 ნომერი ახალგაზრდაა ცხრაზე რო დადგა? ბოლოს ფეხით კარგი გადაკიდებები ქონდა.

92 იანია,ნესტას ეძახიან,არმაზელია smile.gif ეგ და ნიკორა ერთად იყვნენ ასაკობრივებში. პირველად თუ მეორედ მოუწია ამ სეზონში.

QUOTE
სტადიონიდან რაც ჩანდა ნებისმიერ კონტაქტში სულ წინ მიდიოდა და უამრავჯერ გაჭრა ხაზი. საერთოდ რუსთავის ასე ხაზის თამაში გამიკვირდა.

კი კარგი ბიჭია,თან დასვენებული იყო ორი ტური გამოტოვა,არმაზთან ჩხუბის გამო დიკვალიფიკაცია ქონდა smile.gif

რუსთავის ხაზი წელს ნორმალურად თამაშობს როცა ეგ ყავს 13 ზე და შერკინება ცოტა სივრცეებს უქმნის.
* * *
ლელო-ხარები

ისე რა მინუსები აქვს ქანდაურაშვილს? ტამაშებიდან რაც ცანს ძალიან აქტიური და კაი ბიჭია, ნამდვილად ღირს მაგის გასინჯვაც

Posted by: tarash07 12 Mar 2018, 13:59
10-26-ზე რა მაგარი ლელო დადეს.
ყოჩაღ რუსთავი!!!!!!!!

Posted by: dc120mm 12 Mar 2018, 14:02
QUOTE
ნამდვილად ღირს მაგის გასინჯვაც

მსოფლიოს მერე კი,ეხლა არავინ გასინჯავს მაგას.

QUOTE
ისე რა მინუსები აქვს ქანდაურაშვილს?

ხანდახან პასის მიცემა არ უყვარს,ცოტა დასაბრძენებელია,მეტი აზროვნება ჭირდება....თავის თავზე მუშაობა.


Posted by: paatabug 23 Mar 2018, 17:51
წიკლაურს რა უნდა ნაკრებში ეს რა ###ობას ვუყურე დამეთხარა თვალები

Posted by: jora84 25 Mar 2018, 15:16
ხარები რა დღეში აგდებენ არმიას smile.gif

საქართველო ჰოლანდიის სცენარია ფაქტიურად.

Posted by: enorme 25 Mar 2018, 16:13
ბათუმი რა კარგ რაგბს თამაშობს . პასებიც ,სისწრაფეც და ყველაფერს კარგად აკეთებენ.

Posted by: jora84 25 Mar 2018, 16:42
ლელო რა უსუსურად გამოიყურება.

ტაბუცაძეს 20 წლამდელებში აღარ დაუძახეს?

Posted by: GIORGI112 25 Mar 2018, 17:21
ბოთა წითელი ბარათით გააგდეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: jora84 25 Mar 2018, 17:35
GIORGI112

მეორე ყვითელი მიიღო.

13 კაცითაა საერთოდ ბათუმი.

Posted by: ferrari1000 25 Mar 2018, 18:25
QUOTE (jora84 @ 25 Mar 2018, 16:42 )
ლელო რა უსუსურად გამოიყურება.

ტაბუცაძეს 20 წლამდელებში აღარ დაუძახეს?

ლელომ სეზონს წინ ისეთი დანაკარგი განიცადა რომ არ არის გასაკვირი, მითუმეტეს თან ეხლა ახალგაზრდულებში ბევრი ყავს მივლენილილი (მაგალითად საღინაძე, პაპიძე...). ტაბუცაძე გადაზრდილია აღარ ეკუთვნს.

Posted by: Gio_G83 26 Mar 2018, 13:05
შიდა ასპარეზის ელიტაში რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება, ფინიშამდე ორი ტურით ადრე ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, თუმცა ბევრიც გასარკვევია.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

23/03/2018
არმაზმა ლოკომოტივი რუსთავში მიიღო და 13:22 დამარცხდა.
არმაზელთა ერთ ლელოს რკინიგზელებმა ოთხით უპასუხეს, საიდანაც გარემარბმა გიორგი შკინინმა ორი მიითვალა. ლოკომოტივმა მატჩში უარი თქვა ჯარიმების დარტყმაზე, რადგან უწყოდა, რომ ყოველ პრემიალურ ქულას ფინიშზე დიდი ფასი აქვს. თუმცა ცოტა უცნაური ის არის, რომ ოთხი გარდასახვიდან ფულბეკმა წიკლაურმა მხოლოდ ერთი გარდასახა. პრემიალური ქულა ლოკომოტივს დარჩა. რკინიგზელებმა გათამაშებაში მეორე საფეხური შეინარჩუნეს.
არმაზელთა მხრიდან ლელო ფულბექმა ფრუიძემ იზეიმა (ზედიზედ მეორე მატჩში გამოირჩა), ხოლო მგეზავმა ჯინჭველაშვილმა ფეხით შესაძლო დასარტყამი სამივე ილეთით ასაღები ქულები აიღო: თითო - გარდასახვა, ჯარიმა, არეკნი.
ამ მარცხით არმაზმა ყველანაირი შანსი საპელიოფო ექვსეულში შესასვლელად დაკარგა, თუმცა აღარც ელიტის დატოვება ემუქრება.

24/03/2018
ქუთაისურ დერბიში მასპინძელი ბაგრატი 5:45 დამარცხდა გათამაშების ლიდერ აიასთან. ამ მარცხით ბაგრატი ელიტას დაემშვიდობა. აიამ კი შვიდი ლელო დადო, საიდანაც ორი დუბლიც შედგა - ძნელაძის და მანაგაძის შესრულებით.
აიამაც უარი თქვა ჯარიმების კარში დარტყმაზე და შესაძლო შვიდი გარდასახვიდან დამრტყმელმა მხოლოდ ხუთჯერ უწია ძელებს. აქვე აღსანიშნავია, რომ აიას ძირითადი დამრტყმელი და მგეზავი ბაბუნაშვილი ტრავმირებულია, ასევე ტრავმირებულია ფულბექი მოდებაძე, მეორე მგეზავი აბჟანდაძე მართალია დაბრუნდა ირლანდიიდან მაგრამ წლეულს გუნდს ვეღარ ემატება. 18_წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მივლენილ დესანტში კიდევ ერთი დამრტყმელი - ლომიძე აკლია ქუთათურებს და ამ ფონზე მთელი ტვირთი სარეზერვო მგეზავ ლოსაბერიძეს დააწვა. აიამ ამ პრემიალური გამარჯვებით გათამაშების ლიდერობა შეინარჩუნა.

შაბათის მეორე მატჩი გორში შედგა, სადაც ჯიქმა აკადემიას უმასპინძლა და 17:14 იმარჯვა. მატჩი დაძაბული აღმოჩნდა, რაც შედეგზეც აისახა: ჯიქების გარემარბმა ბიწაძემ ორჯერ დაალელოვა მხატვრები, რასაც ერთხელ უპასუხა აკადემიის გარემარბმა სიჭინავამ. თუმცა გორეთლა მგეზავმა შვიდ ქულას მოუყარა თავი ზუსტად შეასრულა რა ორივე გარდასხვა და ერთიც ჯარიმა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიელთა მგეზავმა სამი ჯარიმა ზუსტად შეასრულა, ხოლო გარდასახვა გაუცუდდა.
გუნდებმა 10-10 წუთი კაცნაკლულებმაც ითამაშეს.
ამ გამარჯვებით ჯიქმა მესამე ადგილი შეინარჩუნა, აკადემიას კი მხოლოდ თეორიულად ემუქრება ელიტაში დასარჩენად ორმატჩიან დუელში მონაწილეობა (თუ არმია ორივე მატჩს პრემიიით მოიგებს, ხოლო აკადემია ორჯერვე დამარცხდება, თან ისე, რომ ნუგეშს ვერ მოიპოვებს). ამ ალბათობის რეალობად ქცევა კი დიდი ალბათობით სათუოა, ამიტომ თამამად ვიტყვი რომ არმაზის დარად აკადემიაც მომავალი სეზონისთვის უნდა მოემზადოს.

25/03/2018
რუსთავში ადგილობრივ ხარებს არმია ესტუმრა და ლაღ თამაშში 21:42 დამარცხდა - მაყურებელმა რვა გარდასახული ლელო და სამიც სინ-ბინი იხილა.
ხარებმა ამ მოგებით საბოლოოდ დაიბევეს საპლეიოფო ექვსეულში ადგილი, მიუახლოვდნენ რა ლელოს სამ ქულამდე და მოპოვებულმა პრემიამ დატოვა საშულება ფინიშზე ფინალამდე უკეთეს გზასაც კი გამოჰკრან ხელი.
მთელი სეზონის მანძილზე საკამოდ შედეგიანად თამაშობდა ხარების მესამე ხაზი, რაც ამ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა - მარბიელმა ერეკლე მაჭარაშვილმა დუბლი მიითვალა. რუსთაველთა ერთ-ერთი ლიდერი ვაჟა ხუციშვილი გარდასახვების დროს უნაკლო იყო.
არმიელთა მხრიდან ასევე გამოირჩეოდა მათი ლიდერი შავლეგ (შაკო) მახარაშვილი, რომელმაც წელს სამი სათამაშო პოზიცია მოიცვალა და ამ ჯერად გუნდის მგეზავად მოგვევლინა.
არმიის მდგომარეობა რთულია, შუა სეზონში დაკარგა სპონსორი, მხოლოდ თეორიული შანსიღა აქვს ელიტაში დარჩენის და თუ ვინიცობაა და ყველაზე უარესი მოხდება და გუნდი დაიშლება სრკ საშეჯიბრო კომიტეტს საფიქრალიც ბევრი ექნება - თუ არადა უნდა ვაღიაროთ, რომ ფინანსურად მძლავრმა არმიამ ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ დიდ-წილად შეიტანა წვლილი შიდა ასპარეზზე სათამაშო დონის ასამაღლებალდ.

ტურის დასკვნით მატჩში ბათუმმა შინ მიიღო ლელო და საკმაოდ დრამატულ მატჩში სამი ქულის სხვაობით იმარჯვა 32:29. რვა ქულაზე ნაკლებით მარცხის გამო კი დიდ დიღმელებს ნუგეშიღა ერგოთ.
ზღვისპირელები მატჩის პირველ ნაწილში საკამოდ დაწინაურდნენ, თუმცა დისციპლინაში სერიოზულად მოიკოჭლეს, რამაც მეტოქეს ჩამორჩენის აღმოფხვრის და პრემიალური ქულის მოპოვების შანსი დაუტოვა. ბათუმელებმა სინ-ბინი 3-ჯერ დაიმსახურეს, აქედან განმეორებით გარემარბმა ბერნარდო ბოთამ, რაც ავტომატურად წითელ ბარათში გარდაესახა. გუნდებმა 4-4 ლელო დადეს, საიდანაც ზღვისპირელებმა ვერც ერთი გარდასახეს და მხოლოდ 4 წარმატებით დარტყმული ჯარიმის ხარჯზე მოახერხეს 4 ქულის მოპოვება, როდესაც ლელოს ფულბექმა ყიასაშვილმა ოთხიდან სამჯერ გარდასახა და ერთხელაც ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. ამ მოგებით ბათუმი სამი ქულითღა ჩამორჩება კონკურენტ ჯიქს და ოთხით გაასწრო ლელოს. ლელომ კი მოპოვებული ნუგეშის ხარჯზე მოახერხა რომ ძალიან არ ჩამორჩა ბათუმს და სამიოდ ქულით ასწრებს რუსთავს.

მომდევნო, ბოლოსწინა ტურში (30/03-01/04) ერთმანეთს ერკინებიან:
აია - არმია
აკადემია - არმაზი
ბათუმი - ხარები
ლოკომოტივი - ბაგრატი
ლელო - ჯიქი

სტატისტიკის მხრივ,

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

მხოლოდ გათამაშების ფინიშზე შეძლეს ლელოს და ჯიქის დამრტყმელებმა დაწეოდნენ აიას ტრავმირებულ მგეზავ და ჩათვლაში ლიდერ ბაბუნაშვილს:
126 - ბაბუნაშვილი (აია - მგეზავი)
121 - ყიასაშვილი (ლელო - გულბექი)
119 - ნინიძე (ჯიქი - მგეზავი)
ას ქულიან ნიშნულთან ახლოს არიან:
86 - კობახიძე (ბათუმი - ფულბექი) [ამჯერად ტრავმით]
84 - მოძღვრიშვილი - (აკადმეია - მგეზავი)
83 - ოდიშარია (ბაგრატი - მგეზავი/ფულებქი)

მელელოვეთა შორის არანაკლებ გაცხარებული პაექრობაა:
13-13 ლელო უზეიმიათ - ლოკომოტიველ გარემარბ შკინინს და აიას ცენტრ ძნელაძეს;
8-8 ლელო მიითვალეს - ჯიქების გარემარბმა ბიწაძემ, ხარების ფლანკერმა მაჭარაშვილმა და ჯიქის კვაჭმა ჭყოიძემ;
7-7 ლელო დადეს ხარების შუამარბმა ქანდაურაშვილმა და არმიის მგეზავმა ჭინჭარაულმა
6-6 ლელო დაუგროვდათ აქტივში ლელოს უნივერსალ ბექ კვირიკაშვილს და ხარების გარემაბრ თაბუკაშვილს
ერთბაშად 11 მორაგბეს უფიქსირდება 5-5 ლელო, საიდანაც რამდენიმეზე შევჩერდები:
მირიან მოდებაძე (აია - ფულბექი) ერთ მატჩში შეასრულა კვინტეტი;
გიორგი აბრამიძე (აია - გარემარბი) ტრადიციულად გამოირჩევა სალელოვე ალღოთი;
მეორე წელია რაც არაერთ ლელოს დებს კვაჭი მამრიკიშვილი (ბათუმი - კვაჭი);
გუნდურად ლელოების სიმცირის მიუხედავად საკუთარი მონაგარი ხუთამდე ამრავლა ნაკრების გარემარბმა ანზორ სიჭინავამ (აკადემია - გარემარბი)
ლელო უხვი პერიოდი უდგას ნაკრების ახალ სახეს გიორგი კვესელაძესაც (თუ სანაკრებო ლელოებსაც მივათვლით) არმაზის შუამარბმა დიდი_10_ში ხუთიოდ ლელოს უკვე მოუყარა თავი.


პ.ს.
ეს რაგბი ტვ კადრების მაგივრად ფოტო კოლაჟს, რომ გვაყურებინებს არაფერი?
facepalm.gif

Posted by: giorgi77 26 Mar 2018, 14:42
QUOTE
პ.ს.
ეს რაგბი ტვ კადრების მაგივრად ფოტო კოლაჟს, რომ გვაყურებინებს არაფერი?


ფოტო ტელევიზიაა. ახალი სიტყვაა მაუწყებლობაში.

Posted by: otia-83 30 Mar 2018, 18:17
user posted image

არმიელები პახმელიაზე იყვნენ ნეტა?

დაიშალა უკვე ეს კლუბი? აკი სეზონის ბოლომდე გაუგრძელეს დაფინანსებაო?

Posted by: davita_1977 30 Mar 2018, 18:45
პრესპექტივას და მომავლის იმედს უფრო დიდი მნიშვნელობა ქონია როგორც ჩანს!!!!

Posted by: K O R A D O 30 Mar 2018, 19:27
მირიან მოდებაძისა და ლადო მიმინოშვილის დაბრუნებას როდის უნდა ველოდოთ ხომ არ იცით? ორივე ტრავმირებული იყო როგორც ვიცი...

Posted by: davita_1977 30 Mar 2018, 19:55
QUOTE (K O R A D O @ 30 Mar 2018, 19:27 )
მირიან მოდებაძისა და ლადო მიმინოშვილის დაბრუნებას როდის უნდა ველოდოთ ხომ არ იცით? ორივე ტრავმირებული იყო როგორც ვიცი...

მიმინოშვილი გამოჩნდა შეცვლაზე ბათუმის შემადგენლობაში

Posted by: kaxakale 30 Mar 2018, 21:47
ბოდიშით გაოფებისთვის.
ხვალ ჩემს ბავშვს თამაში აქვს პირველად ხვამლის სტადიონზე, მისამართი არ ვიცი, იქნებ მიახლოებით ამიხსათ სადაა smile.gif

Posted by: ferrari1000 30 Mar 2018, 22:35
QUOTE (kaxakale @ 30 Mar 2018, 21:47 )
ბოდიშით გაოფებისთვის.
ხვალ ჩემს ბავშვს თამაში აქვს პირველად ხვამლის სტადიონზე, მისამართი არ ვიცი, იქნებ მიახლოებით ამიხსათ სადაა smile.gif

ნუშის ქუჩაზე, მუხიანში პოლიციასთან

Posted by: kaxakale 30 Mar 2018, 23:25
ferrari1000

მადლობა smile.gif

-------

Posted by: K O R A D O 31 Mar 2018, 09:24
davita_1977
QUOTE
მირიან მოდებაძისა და ლადო მიმინოშვილის დაბრუნებას როდის უნდა ველოდოთ ხომ არ იცით? ორივე ტრავმირებული იყო როგორც ვიცი...

მიმინოშვილი გამოჩნდა შეცვლაზე ბათუმის შემადგენლობაში

მადლობა

Posted by: jora84 31 Mar 2018, 14:12
სოსოს ტრამვა აქვს რომ არ თამაშობს?

1 წუთი ვერ ძლებს ვერცერთი გუნდი ბურთი რომ არ დაუვარდეს.

Posted by: jora84 31 Mar 2018, 14:23
რაგბი ტვის სასტავი თბილისის თამაშებზეც არ კადრულობს სტადიონიდან თამაშის წაყვანას? facepalm.gif

Posted by: ferrari1000 31 Mar 2018, 14:39
QUOTE (jora84 @ 31 Mar 2018, 14:12 )
სოსოს ტრამვა აქვს რომ არ თამაშობს?

1 წუთი ვერ ძლებს ვერცერთი გუნდი ბურთი რომ არ დაუვარდეს.

ვინ სოსო ? მათიაშვილზე კითხულობ ბატონო jora? spy.gif

Posted by: jora84 31 Mar 2018, 14:40
ferrari1000

QUOTE
ვინ სოსოს კაცო ? მათიაშვილზე კითხულობ კაცო?


გამომრჩენია კაცო, რუსეთებში წასულა biggrin.gif

Posted by: ferrari1000 31 Mar 2018, 14:42
QUOTE (jora84 @ 31 Mar 2018, 14:40 )
ferrari1000

QUOTE
ვინ სოსოს კაცო ? მათიაშვილზე კითხულობ კაცო?


გამომრჩენია კაცო, რუსეთებში წასულა biggrin.gif

მეც არ გამიკვირდა gigi.gif შენ რომ გამოგრჩა ფრიად გასაკვირია lol.gif ერთ საათში თამაშობს 15-ზე yes.gif

Posted by: jora84 31 Mar 2018, 14:52
ferrari1000

QUOTE
მეც არ გამიკვირდა  შენ რომ გამოგრჩა ფრიად გასაკვირია  ერთ საათში თამაშობს 15-ზე


არადა დილით წავიკითხე სტატია lol.gif

Posted by: Homo Erotikus 31 Mar 2018, 15:55
ასეთი ძვირი ღირს საკაცე რომ 1-2 ცალი არ უგდიათ სტადიონზე?

Posted by: jora84 31 Mar 2018, 16:46
დემე რა დღეში ხართ ბიჯო.

თან რა სასიამოვნოდ თამაშობენ smile.gif

Posted by: lepori 1 Apr 2018, 16:22
პატარძეულმა მოუგო უშუალო კონკურენტს, ყოჩეღებს და დიდ 10ში ამოვიდა
იმედია ბაგრატი არ დაემართება მაგასაც
რამდენი წელია სტაბილურად თამაშობს პირველ ლიგაში >> ეკუთვნოდათ (ისევე როგორც თავის დროზე ბაგრატს smile.gif )


Posted by: Cele 2 Apr 2018, 03:20
QUOTE
პ.ს.
ეს რაგბი ტვ კადრების მაგივრად ფოტო კოლაჟს, რომ გვაყურებინებს არაფერი?


QUOTE
ფოტო ტელევიზიაა. ახალი სიტყვაა მაუწყებლობაში.


მაინცდამაინც რაგბის დიდი ქომაგი ნაღდად არ ვარ, მაგრამ ხანდახან ამ დიდი 10-ის თამაშებს ვუზივარ ხოლმე და ბიჭო დავიჯერო ესე ჭირს ცოტა წესიერი ლაივი რო გაუშვან?

მართლა იმენა ფოტო-კოლაჟი გადის ტო.

Posted by: Bexx 2 Apr 2018, 10:30
Celeste
QUOTE
დიდი 10-ის თამაშებს ვუზივარ ხოლმე და ბიჭო დავიჯერო ესე ჭირს ცოტა წესიერი ლაივი რო გაუშვან?

ნაკრების მატჩებზეც ეგეთი ლაივები აქვთ sad.gif


Posted by: ferrari1000 2 Apr 2018, 10:54
QUOTE (Bexx @ 2 Apr 2018, 10:30 )
Celeste
QUOTE
დიდი 10-ის თამაშებს ვუზივარ ხოლმე და ბიჭო დავიჯერო ესე ჭირს ცოტა წესიერი ლაივი რო გაუშვან?

ნაკრების მატჩებზეც ეგეთი ლაივები აქვთ sad.gif

როგროც იქნა ცოტა ფული შეუვიდათ მაგათ, ხოდა აპირებენ ტექნიკურად მოძლიერებას შედარებით. იმედია გვეშველება. popcorn.gif facepalm.gif

Posted by: Gio_G83 2 Apr 2018, 13:04
დიდი 10
მე-17, ბოლოსწინა ტურმა განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა...
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/
გათამაშების ლიდერმა ქუთაისის აიამ მშრალზე დაამარცხა ფინანსურ პრობლემებ-შექმნილი არმია, გაუტანა რა 13 ლელო, საიდანაც შვიდი გარდასახეს კიდეც - 79:0, რათქმაუნდა პრემიალური ქულა მასპინძლებს დარჩათ. საუცხოო ფორმაში იმყოფება აიას უნივერსალი ბექი, შუამარბი ზურაბ ძნელაძე, რომელმაც „პოკერი“ გაახერხა.
ცხრილში „მეზობლების რკენაში“ პირობითმა მასპინძლემა აკადემიამ 17:7 დაამარცხა არმაზი და გათამაშების კიბეზე ურთიერთშორის უკეთესი ბალანსის ხარჯზე ადგილებიც გაცვალეს.
უხვქულიანი აღმოჩნდა დაპირისპირება ბათუმში, სადაც ადგილობრივმა გუნდა 28:24 სძლია სტუმრები რუსთავიდან. ზღვისპირელებმა სამიდან სამივე ლელო გარდასახეს და მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც ხარებმა ოთხი ლელოთი უპასუხეს, საიდანაც მხოლოდ ორი გარდასახეს, მიუხედავად მოპოვებული პრემიისა, სწორედ ეს ქულები დააკლათ ქვემოქართლელებს. რუსთაველთა შუამარბი გურამ ქანდაურაშვილი კვლავ დუბლით გამოირჩა.
ტურის ცენტრალური მატჩი დიდ დიღომში ლელო არენაზე შედგა, სადაც მასპინძელი 20:28 დამარცხდა მოქმედ ჩემპიონ - ჯიქთან. ორივე გუნდიდან პირველ ხაზელებმა სინ-ბინი დაიმსახურეს: თუ ლელოს პირველი ტაიმის ჩამთავრება მოუხდა კაცნაკლულს, ჯიქმა მეორე ტაიმის დასაწყისი ითამაშა 14 კაცით.
აიას მდევარმა ლოკომოტივმა ასევე მშრალზე - 59:0 დაამარცხა ელიტიდან დასაქვეითებლად განწირული ქუთაისის ბაგრატი. რვა ლელოდან რკინიგზელთა ფულბექმა ბექა წიკლაურმა ექვსი გარდასახა. გამთამაშებელი გიორგი ბეგაძის ერთ ლელოს ბურჯმა ვახო ქვათაძემ და შუამარბმა გიგა გაგოშვილმა დუბლი მიაყოლეს, ხოლო გარემარბმა გიორგი შკინინმა ამჯერადაც „ჰეთთრიკი“ მიითვალა.
ბოლო ტურში:
რუსთავის ხარები გათამაშების ლიდერ აიას მიიღებენ
ჩემპიონი ჯიქი ბათუმს უმასპინძლებს
არმაზს შევარდენზე ლელოს ესტუმრება
ბაგრატი აკადემიას მიიღებს ხოლო
არმია ლოკომოტივს დაუხვდება

ბოლო მე-18 ტურის შემდგომ სამ წრედ პლეიოფები გაიმართება, საიდანაც ფინალისტები გამოირკვევიან:
21/22 აპრილს მესამე ადგილოსანი „შინ“ მიიღებს მე-6 ადგილოსანს, მე-4 ადგილოსანი კი მეხუთე საფეხურზე მყოფს უმასპინძლებს. ამ ეტაპზე საუკეთესო ორი შედეგის მქონე გუნდი დაისვენებს.
მომდევნო ეტაპზე შედგება, როგორც გასავარდნი, ისე შესარჩევი საპლეიოფო ტური:
პირველ ეტაპზე დასვენებული პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ერკინებიან, სადაც გამარჯვებული „დიდ ფინალში“ გავა, ხოლო დამარცხებული „წინასწარ ფინალში“ დაელოდება პირველი პლეიოფის წყვილებში გამარჯვებულებს შორის უკეთესს.
ფინალური რკენის შემდგომ ამერ-იმერის, დიდი_10_ის რეგიონული პრინციპით შექმნილი ორი ნაკრების დაპირისპირებას გვპირდება ორგანიზატორი...

წელს ბევრ გუნდს ტურნირის მიმდინარეობისას სხვადასხვა მიზეზით დამრტყმელი შეეცვალა და მხოლოდ სამმა გადალახა 100 ქულიანი ნიშნული:
132 ნინიძე (ჯიქი)
131 ყიასაშვილი (ლელო)
126 ბაბუნაშვილი (აია)
ასიანთა „კლუბს“ მიუახლოვდნენ: 92 კობახიძე (ბათუმი), 91 მოძღვრიშვილი (აკადემია) და ძნელაძე (აია)
საუკეთესო მელელოვეს ტიტულისთვის გაცხარებული ბრძოლაა გამართული, ერთის მხრივ აიას შუამარბი ზურაბ ძნელაძე 17 ლელოთი ლიდერობს გათამაშებას, ხოლო მეორეს მხრივ ლოკომოტივის გარემარბი გიორგი შკინინი 16 ლელოთ ლიდერს კვალში უდგას.
ხარების შუამარბი გურამ ქანდაურაშვილი 9 ლელოთი გამოირჩა, ხოლო 8 ლელო ერთბაშად სამ მორაგბეს დაუგროვდა: ბიწაძე და ჭყოიძე (ჯიქი), მაჭარაშვილი (ხარები).

დიდი_10_ში მოასპარეზე ბორჯღალოსნების მონაგარი:
გიორგი ჭყოიძე - 8 ლელო
გურამ შენგელია - 3 ლელო
ლაშა ხმალაძე - 2 ლელო
რეზი ჯინჭველაშვილი - 2 ლელო, / 81 ქულა
მირიან მოდებაძე - 5 ლელო
გიორგი კვესელაძე - 5 ლელო
ანზორ სიჭინავა - 5 ლელო
სანდრო თოდუა - 2 ლელო
მერაბ კვირიკაშვილი - 6 ლელო
ბექა წიკლაური - 53 ქულა

Posted by: BigG 2 Apr 2018, 13:26
Gio_G83

დიდი მადლობა სრულყოფილი მიმოხილვისთვის.

Posted by: Gio_G83 2 Apr 2018, 13:44
BigG

არაფრის რას ბრძანებთ,
U're welcome

Posted by: Gio_G83 3 Apr 2018, 14:04
შიდა ასპარეზის ელიტის, 2017-2018 წ. დიდი_10_ის სტატისტიკა (ცოტა ჩაშლილად)...

აია
ლელოთა ბალანსი - 65:28/+37
საშუალოდ - 3,8:1,6
მელელოვე:
17 ლელო: ძნელაძე (შუამარბი)
5 ლელო: აბრამიძე (ფრთა) მოდებაძე (ფულბექი)
4 ლელო: ირემაძე (ცენტრი) მანაგაძე (ცენტრი)
3 ლელო: აბჟანდაძე (მგეზავი) არეშიძე (შემკვრელი) ტორაძე (კვაჭი)
2 ლელო: ლომიძე წივწივაძე ხელაია
დამრტყმელ(ებ)ი:
ბაბუნაშვილი (მგეზავი) – 126
ძნელაძე (შუამარბი) – 91
17 თამაშიდან აიამ მოიპოვა 6 პრემიალური ქულა აქედან: 15 მოგებისას 5 პრემია და 2 მარცხისას 1 ნუგეში

ლოკომოტივი
ლელოთა ბალანსი - 70:36/+34
საშუალოდ - 4,1:2,1
მელელოვეები:
16 ლელო: შკინინი (გარემარბი)
5 ლელო: ამირანაშვილი (შემკვრელი) გასვიანი (მარბიელი)
4 ლელო: კავთიძე (შუამარბი) ხიდეშელი (კვაჭი)
3 ლელო: ბეგაძე (ჰავბექი) გულიტაშვილი (ჰავბექი) ფოფხაძე (მღლეტელი) ქვათაძე (ბურჯი) ჩახვაძე (გარემარბი)
2 ლელო: არაბული გაგოშვილი გეგია გოგოლაშვილი კოპაძე
დამრტყმელ(ებ)ი:
53 წიკლაური (ფულბექი)
51 კავთიძე (მგეზავი/შუამარბი)
17 თამაშიდან ლოკომოტივმა მოიპოვა 9 პრემიალური ქულა აქედან: 14 მოგებისას 7 პრემია და 3 მარცხისას 2 ნუგეში

ჯიქი
ლელოთა ბალანსი - 51:23/+28
საშუალოდ - 3:1,35
მელელოვეები:
8 ლელო: ბიწაძე (გარემარბი) ჭყოიძე (კვაჭი)
4 ლელო: ნინიძე (მგეზავი) ტრაპაიძე (მხტომელი)
3 ლელო: კიკნაძე (ფულბექი) მჭედლიშვილი (მარბიელი) შენგელია (შემკვრელი)
2 ლელო: დევსურაშვილი კლდიაშვილი სუთიძე სუხაშვილი

დამრტყმელ(ებ)ი:
132 ნინიძე (მგეზავი)
17 თამაშიდან ჯიქმა მოიპოვა 11 პრემიალური ქულა აქედან: 11 მოგებისას 8 პრემია და 5 მარცხისას 3 ნუგეში

ბათუმი
ლელოთა ბალანსი - 51:29/+22
საშუალოდ - 3:1,7
მელელოვეები:
6 ლელო: მამრიკიშვილი (კვაჭი)
5 ლელო: ურჯუკაშვილი (შუამარბი) ფუტკარაძე (მღლეტელი)
4 ლელო: ტრაპაიძე (გარემარბი)
3 ლელო: ტუჩაშვილი (გარემარბი)
2 ლელო: ბუჯიაშვილი ერისთავი კობახიძე კორტავა ნინიძე ხმალაძე
დამრტყმელები:
92 კობახიძე (ფულბექი)
17 თამაშიდან ბათუმმა მოიპოვა 8 პრემიალური ქულა აქედან: 11 მოგებისას 7 პრემია და 5 მარცხისას 1 ნუგეში


ლელო
ლელოთა ბალანსი - 48:43/+5
საშუალოდ: 2,8:2,5
მელელოვეები:
6 ლელო: ახობაძე (ჰავბექი) კვირიკაშვილი (მგეზავი/ფულბექი)
4 ლელო: სვიმონიშვილი (ბურჯი) ტაბუცაძე (გარემარბი) ხეცოიძე (გარემარბი)
3 ლელო: პერანიძე (ჰავბექი)
2 ლელო: ბუბუტეიშვილი დუგლაძე თაფლაძე თოდუა მამუკაშვილი საღინაძე
დამრტყმელბი:
131 ყიასაშვილი (ფულბექი)
17 თამაშიდან ლელომ მოიპოვა 6 პრემიალური ქულა აქედან: 10 მოგებისას 4 პრემია და 7 მარცხისას 2 ნუგეში


ხარები
ლელოთა ბალანსი - 51:46/+5
საშუალოდ: 3:2,7
მელელოვეები:
9 ლელო: ქანდაურიშვილი (შუამარბი)
8 ლელო: მაჭარაშვილი (მარბიელი)
6 ლელო: თაბუკაშვილი (გარემარბი)
5 ლელო: ნათელაშვილი (შუამარბი) ქვლივიძე (მღლეტელი)
2 ლელო: ქავთარაძე აღაშვილი გოგიაშვილი თეგეტაშვილი წიკლაური
დამრტყმელ(ებ)ი:
58 ხუციშვილი (ჰავბექი)
17 თამაშიდან ხარებმა მოიპოვა 6 პრემიალური ქულა აქედან: 9 მოგებისას 3 პრემია და 7 მარცხისას ასევე 3 ნუგეში


აკადემია
ლელოთა ბალანსი - 22:33/-11
საშუალოდ - 1,3:1,95
მელელოვეები:
5 ლელო: სიჭინავა (გარემარბი)
3 ლელო: მათიაშვილი (ფულბექი)
2 ლელო: ილურიძე ღამბაშიძე ხელაია
დამრტყმელ(ებ)ი:
91 მოძღვრიშვილი (მგეზავი)
73 მათიაშვილი (ფულბექი)
17 თამაშიდან აკადემიამ მოიპოვა 12 პრემიალური ქულა აქედან: 4 მოგებისას 2 პრემია და 13 მარცხისას 10 ნუგეში


არმაზი
ლელოთა ბალანსი - 33:45/-12
საშუალოდ - 1,95:2,65
მელელოვეები:
5 ლელო: კვესელაძე (შუამარბი)
4 ლელო: წიკლაური (გარემარბი)
3 ლელო: ბარბაქაძე (მარბიელი) გიგაური (გარემარბი) სვანიძე (შუამარბი)
2 ლელო: გუგეშაშვილი ლიპარტელიანი მინაშვილი ფრუიძე ჯინჭველაშვილი
დამრტყმელ(ებ)ი:
81 ჯინჭველაშვილი (მგეზავი)
17 თამაშიდან არმაზმა მოიპოვა 6 პრემიალური ქულა აქედან: 5 მოგებისას 1 პრემია და 11 მარცხისას 5 ნუგეში


არმია
ლელოთა ბალანსი - 34:75/-41
საშუალოდ - 2:4,4
მელელოვეები:
7 ლელო: ჭინჭარაული (შუამარბი/მგეზავი)
4 ლელო: კალანდაძე (გარემარბი)
2 ლელო: გიგაური მასხარაშვილი მესხი ჭავჭავაძე ჭინჭარაული ხარშილაძე
დამრტყმელ(ებ)ი:
79 მახარაშვილი (ჰავბექი/მგეზავი/ფულბექი)
40 ჭინჭარაული (შუამარბი/მგეზავი)
17 თამაშიდან არმიამ მოიპოვა 3 პრემიალური ქულა აქედან: 3 მოგებისას ვერცერთი პრემია და 3_ვე ნუგეში 14 მარცხისას


ბაგრატი
ლელოთა ბალანსი - 17:84/-67
საშუალოდ - 1:4,9
მელელოვეები:
2 ლელო: გოშაძე (ჰავბექი) ოდიშარია (მგეზავი/ფულბექი) საკანდელიძე (გარემარბი) ჩიქოვანი (მხტომელი)
დამრტყმელ(ებ)ი:
83 ოდიშარია (მგეზავი/ფულბექი)
17 თამაშიდან ბაგრატმა მოიპოვა 1 სანუგეშო ქულა 16 მარცხიდან და ერთადერთი მოგებაც პრემიის გარეშე მიითვალა.





* * *
დასკვნითი, მე-18 ტური...
ავსტრალიურ რბოლამდე ბოლო ჯახი...

ტურის ხუთივე მატჩი, როგორც ბოლო ტურს შეეფერება - ერთდროულად 16:00_ზე დაიწყება:
შევარდენზე არმაზი ლელოს უმასპინძლებს
არმია კი ავჭალაში მიიღებს ლოკომოტივს
ხარები შინ, რუსთავში დახვდებიან აიას
ჯიქიც გორში ერკინება ბათუმს
ხოლო ბაგრატი მშობლიურ ქუთაისში აკადემიასთან ჩაატარებს ბოლო მატჩს...
ვის რა ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია ბოლო ტურში?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ გათამაშების პირველი ორი ადგილოსანი დანარჩენთათვის მიუწვდომელია,
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/
ისევე, როგორც მე-3 და მე-4 ადგილოსნები მიუწვდომელია მდევრებისთვის და მე-5 და მე-6 ადგილოსნებიც დაშორდნენ კონკურენტებს, ანუ საპელიოფო ექვსეულის გუნდები სამ ორ-ორ გუნდიან ეშელონად (1-2 / 3-4 / 5-6) დაყოფილები მხოლოდ ერთმანეთში თუ გაცვლიან ადგილებს.
აიას და ლოკომოტივს ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი - მოიგონ საკუთარი მატჩები და არაფერი შეიცვალოს, მარგამ...
თუ აია რუსთავში ხარებს პრემიალური დაამარცხებს რეგულარულ გათამაშებას პირველ ადგილზე დაასრულებს, მიუხედავად ლოკომოტივის მცდელობისა, მაგრამ თუ პრემიალური ქულით ვერ იმარჯვებს - ხუთ ქულიანი დაშორებისას რკინიგზელებს შანსი უჩნდებათ თავად იმარჯვონ პრემიალური ქულით და პირველ ადგილზე აღზევდნენ, რადგან: ქულათა ტოლობისას დაითვლება ურთიერთშორის ბურთების (ქულების) თანაფარდობა რომელიც შემდეგია - 43:43 (აია20:17ლოკო,26:23აია), მარგამ რკინიგზელებმა ამ დუელში 6 ლელო მიითვალეს, რიონისპირელებმა კი 5, შესაბამისად რეგულარული გათამაშების გამარჯვებული თბილისური გუნდი გახდება.
იმის შანსი, რომ აიამ ხარებთან პრემიალური ქულა აიღოს არც ისე დიდია, ხოლო შანსი, რომ ლოკომოტივმა უმოტივაციო არმია პრემიით სძლიოს დიდი.
თავის მხრივ ხარებს ჯერ კიდევ საბრძოლო აქვთ, რადგან მე-5 პოზიცია სადაც ახლა ლელო ბინადრობს და რომელსაც ხარები ორიოდ ქულით ჩამორჩებიან უკეთეს საპელიოფო ადგილს იძლევა. ეს იმ შემთხვევაში თუ რუსთაველები საკუთარ მატჩს მოიგებენ, ხოლო ლელოს ნაკლებ მოტივირებულ არმაზთან „ფეხი დაუცდება“.
არმიის მდგომარეობაზე საუბარი უხერხულია - სატკივარ-საფიქრალი არ აკლიათ, პრობლემების მათდა სასიკეთოდ მოგვარებას თუ ვუსურვებ...
რადგან პირველი ორი ადგილი „მიუწვდომელია“ ასევე სხვებს „მოწყვეტილია“ მესამე და მეოთხე ადგილოსნებიც: ჩემპიონი ჯიქი 57 ქულით და ვიცეჩემპიონი ბათუმი 54 ქულით. შარშანდელი ფინალისტები ბოლო ტურში ერთმანეთს ერკინებიან - სხვაზე დამოკიდებული ვერ და არ იქნებიან. პირველი მატჩი ბათუმში სტუმარი ჯიქის 22:12 გამარჯვებით დასრულდა. თუ შარშანდელმა ფინალისტებმა ისე დაასრულეს გათამაშება, როგორც დღეს არიან განლაგებულნი ჯიქი ე.წ. მესამედ ფინალში დიდი ალბათობით ხარებს მიიღებს, ხოლო ბათუმი ლელოს, მარგამ აქ ბევრი მაგრამ დაისმის...
საპრიზო ექვსეულის მესამე ეშელონად ქცეული წყვილიც წინა ორი ეშელონივით წარსდგა ცხრილში: ვერც მეხუთე ადგილზე 46 ქულით მყოფი ლელო აიწევს ზემოთ და ვერც მეექვსე ადგილზე მყოფ ხარებს, რომელთა აქტივში 44 ქულაა, დაეწევა მდევარი - მათ მხოლოდ „ურთიერთ სამეზობლოში“ შეუძლიათ ადგილების გაცვლა, ისიც მაშინ თუ ლელო არმაზთან სტუმრობისას დამარცხდება, თუნდაც ნუგეშით, ხოლო ხარები გათამაშების ლიდერს სძლევს საკუთარ მინდორზე. ხარების წარუმატებლობის შემთხვევაში ლელოს შეეძლება არხეინად იბურთაოს სამომავალსეზონოდ მოფიქრალ არმაზთან...
საპლეიოფო ექვსეულს მიღმა ასევე ორი გუნდია, რომელთაც არაფერი „ემუქრებათ“ აკადემიაც და არმაზიც 28/28 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფენ და მეტოქედან გამომდინარე უკეთესი მდგომარეობა წლევანდელი გათამაშების ყველაზე მებრძოლ გუნდად შერაცხულ აკადემიას აქვს, რომელმაც განცდილი 13 მარცხიდან ათჯერ მოახერხა და სანუგეშო ქულა მოიპოვა... თუმცა... მინიმუმ ერთი წლით ბაგრატი დიდი_10_ში ვერ იასპარეზებს და კაცმა არ იცის საკუთარ გულშემატკივარს ელიტიდან როგორ დაემშვიდობება...
ბოლო ეშელონად განლაგებულ „დუეტსაც“ შევეხები...
ბოლო ტურში მდგომარეობას ვერც არმია შეცვლის და ვეღარც ბაგრატი...
ბაგრატს საკადრო პრობლემები გასული წლის გათამაშების მეორე ნახევრიდან დაეწყო და სასწაულებრივად გადარჩა გავარდნას (აქ შეთქმულების თეორიების მთელი კასკადის მოყვანა შეუძლია მარტო ფორუმს), წელს კი სეზონის სტარტზევე გამოჩნდა, რომ გასული წლის მსგავსად ომახიანად ვერ დაიწყებდა და დიდი ალბათობით ელიტას დაემშვიდობებოდა... რიხით ვერც არმიამ დაიწყო, თუმცა იყო დრო შიდა ასპარეზს „აზანზარებდა“, თუმცა ვერცხლეულით უფრო... ბოლო სამი წელი საერთოდაც დაღმასვლა დაეწყო, სამი თვის წინ კი... ცუდი ფაქტი მოხდა: დიდი_10_ს ბინადარს, შუა სეზონში გამოეცალა სპონსორი, რადგან არმიისთვის შუა სეზონი არმიის სპონსორისთვის საანგარიშო წლის ბოლოს დაემთხვა, დიდი ძალისხმევით (როგორც ითქვა) გუნდი „ჩა-ამთავრებს სეზონს“, აი მერე რა იქნება ერთად ვიხილავთ...
არც თუ უმნიშვნელო სიახლეც, პირველი ლიგის „ფინალი“ გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო პატარძეულის (საგარეჯო) ვეფხვებმა, რომელმაც გასულ სეზონში დაქვეითებული წლების წინ ბოლნისში ბინადადებული ყოჩები დაამარცხა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა... სატრანსფერო ფანჯარამდე და მასში გარეკახელთა აქტიურობამდე ელიტის ახალი ბინადარის და დებიუტანტის ამბიციები თუ მიზნები მოკრძალებულად გამოიყურება (ამ გადასახედიდან), თუმცა სასიხარულოა, რომ ყოველგვარი გადაბარგება-გადმობარგების გარეშე მკვირდი პატარძეულელები „დიდი რაგბის“ გემოს მალე დააჭაშნიკებენ...
ელიტის სარაგბო გეოგრაფია იცვლება, რაც მე პირადად მსიამოვნებს და ამ ცვლილებას თუ ხარისხიც მიჰყვება, ხომ „თლა“ უკეთესი...

პ.პ.ს
არტილერია ომის მეფეაო
რაგბს შერკინება იგებსო
აი სტატისტიკა რის მეფეა ან რას იგებს ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ...
НАДО ФЕДЯ, НАДО!.. Я ТАК ДУМАЮ...

პ.ს.ს.
და ბოლოს...
მადლობა ბატონ ზაალს ამ ჩემ(და) საჩხირკედელ/საქექ/ად ამხელა მასალის თავმოყრისთვის

Posted by: dc120mm 14 Apr 2018, 12:29
დღეს რეგულარულის ბოლო ტურია.საინტერესოა როგორ განაწილდება ადგილები ფლეიოფში

Posted by: jora84 14 Apr 2018, 12:35
dc120mm

ლელო იმდენად უშნო ფორმაშია მგონი ყველსზე სასურველი იქნება პლეიოფში.

თქვენთანაც საინტერესო თამაშია, აიას ბონუსი უნდა უეჭველი პირველობისთვის და მერე შინ თამაშისთვის.

Posted by: enorme 14 Apr 2018, 12:58
dc120mm
დემე იმედია დღეს მოიგებთ ან მინიმუმ 3ლელოზე ნაკლებით წააგებთ biggrin.gif

Posted by: dc120mm 14 Apr 2018, 14:41
enorme
QUOTE
დემე იმედია დღეს მოიგებთ ან მინიმუმ 3ლელოზე ნაკლებით წააგებთ

ძალიან სუსტი შემადგენლობით ვართ
თუ ძალიან მოინდომებენ შეიძლება 3 ლელოზე ნაკლებით წააგონ smile.gif

Posted by: jora84 14 Apr 2018, 16:55
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ჯერჯერობით.

Posted by: enorme 14 Apr 2018, 17:04
დემე მტრედები ხო არ აფრინეთ თქვენც თამაშის წინ? biggrin.gif biggrin.gif


ეგაა , მადლობა რუსთავს )))


გაპირველდა მაინც ბოლო ტურში ლოკო და მცირე ფინალსაც თბილისში ვითამაშებთ . წელს ჩვენ უნდა ვიჩემპიონოთ.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 14 Apr 2018, 18:03
გოშა ნაკრებში!
22 ლელო დადო ამ სეზონში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Apr 2018, 18:07
user posted image

გასრულდა ესე ამბავი!

რა იქნება, ყოველი ტურე ასე ჩატარდეს და
ხუთმა სხვადასხვა არხმა აჩვენოს ცოცხლად

ლაივ’სქორი კი ყოჩაღად ჩავარიხინეთ!

Posted by: jora84 14 Apr 2018, 18:11
ლუკასა და ნიკოს მამა

QUOTE
ასრულდა ესე ამბავი!

რა იქნება, ყოველი ტურე ასე ჩატარდეს და
ხუთმა სხვადასხვა არხმა აჩვენოს ცოცხლად


ეჰ user.gif

ლაივსქორმა კი ნაღდად გაამართლა.


Posted by: soph12 14 Apr 2018, 19:51
34 - მამრიკიშვილი, 38 - ქოიავა

ქოიავა გაასინბინეს იდაყვის გამოყენების გამო, მაშინ როცა 4 წუთით ადრე კიდე ერთი ბათუმელი ყავდა გასინბინებული.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე (ან მეორეს დასაწყისში) გორის მოთამაშე ზუსტად იგივე რამეს აკეთებდა (იდაყვი გამოიყენა შეტევაში, ყელის მიდამოებში), ვიდეო რეფერისთან გადაამოწმეს და ჯარიმაც არ დანიშნეს.

დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ რატომღაც მომეჩვენა, რომ ზუსტად ერთიდაიგივე დარღვევა იყო და თუ ბათუმელს აძლევდა გორელისთვისაც უნდა მიეცა

Posted by: dc120mm 14 Apr 2018, 21:14
enorme
მოინდომეს!

მიხაილოვიჩი ყოვალ 10 წუთში რეკავდა smile.gif მერე რო მიხვდა რო აია ბონუსის ამღები არ იყო აღარ დაურეკავს smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Apr 2018, 21:48
QUOTE
მიხაილოვიჩი ყოვალ 10 წუთში რეკავდა

ვინმე ახლობელს სმარფ’ფონი არ ჰქონდა? ჩაერთო
http://m.rugby.ge/GE-KA/TABLES

Posted by: dxm1 14 Apr 2018, 22:53
აიას ძალიან ეტყობა ბაბუნაშვილის და მოდებაძის არყოფნა. თუმცა დღეს ცოტა უფრო მობილიზირებულები, რომ ყოფილყვნენ აიღებდნენ ბონუსს. ამ შემადგენლობით გაუჭირდება ლოკომოტივთან. რუსთავი ისეთი შემართებით თამაშობდა თითქოს ფინალი იყო, არადა არაფერს ცვლიდა დიდად მათთვის ეს თამაში.

Posted by: dc120mm 15 Apr 2018, 09:46
QUOTE
რუსთავი ისეთი შემართებით თამაშობდა თითქოს ფინალი იყო, არადა არაფერს ცვლიდა დიდად მათთვის ეს თამაში.

რატო არ უნდა ეთამაშათ? აბა შარშან აიამ ძალით რო დაკარგა პირველი ადგილი ეგ იყო კარგი? ან შარშანწინ არმაზთან რო გამოვიდა და წააგო (რუსთავი გავარდა მაგ წაგებით),თან დასვენებული სათადარიგოები დააყენეს და ითამაშეს რა ბიჭებმა smile.gif

არ არის აია საჩემპიონო გუნდი და შეეგუეთ.წელს ლოკოა ჩემპიონი!

Posted by: NAPSTER 15 Apr 2018, 10:02
dc120mm
QUOTE
არ არის აია საჩემპიონო გუნდი და შეეგუეთ.წელს ლოკოა ჩემპიონი!


თქვენს ჯინაზე მაინც მოვიგებთ დიდ10-ს biggrin.gif

Posted by: enorme 15 Apr 2018, 11:11
dc120mm
მეც ეგრე მგონია . მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ლოკოს მიმართ , სუბიექტური შეიძლება ვიყო , მაგრამ ობიექტურადაც ფავორიტია ლოკო ჩემპიონობის . მერე კი ბათუმს განვიხილავ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა რიგებში .

Posted by: FullbackAce 15 Apr 2018, 13:37
QUOTE (enorme @ 15 Apr 2018, 11:11 )
dc120mm
მეც ეგრე მგონია . მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ლოკოს მიმართ , სუბიექტური შეიძლება ვიყო , მაგრამ ობიექტურადაც ფავორიტია ლოკო ჩემპიონობის . მერე კი ბათუმს განვიხილავ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა რიგებში .

ეს მერამდენედ წავიკითხე და ლოკომოტივი არავის რო არ მოსწონს რა პონტია ? გულშემატკივარი არ ყავთ ? gigi.gif

Posted by: giorgi77 15 Apr 2018, 14:02
ბათუმი გახდება. biggrin.gif შარშან ჩელენჯზე ნორმალური გამოსვლისთვის ვგულშემატკივრობ.

Posted by: GioWEED 15 Apr 2018, 14:32
აფციაური რო მგეზავად ყავს გუნდს რაღაზეა საუბარი. ლოკოს შერკინება ძაან მაგარია.

აია ბევრად მაგარ სანაცაობას აწყობს...


რკინიგზამ და ქუთეისის მერიამ უნდა გაიყვანონ ლოკო და აია კონტინენტის ფარზე

Posted by: enorme 15 Apr 2018, 16:52
FullbackAce
მე ლოკოს გულშემატკივარი ვარ )))
გულშემატკივრების სიმრავლით არ გამოვირჩევით , მაგრამ ჩემპიონობას მცირე რაოდენობაც კარგად აღვნიშნავთ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Lotkinski 15 Apr 2018, 17:45
იმედია ჩემი არმაზი მომავალ წელს მაინც მოხვდება ექვსეულში smile.gif

Posted by: Gio_G83 18 Apr 2018, 15:19
ტურის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ პირველი ლიგიდან ელიტაში დაწინაურდა პატარძეულის (საგარეჯო) ვეფხვები და ელიტა დატოვა ქუთაისის ბაგრატმა.
ასევე ცნობილი იყო საპელიოფო ექვსეულის ყველა ბინადარი, თუმცა წინა სტატიაში მათშორის ე.წ. „ლოკალური“ ხასიათის ამოცანებს შევეხეთ, ახლა თიტოეული რკენა დეტალურად მიმოვიხილოთ:
არმაზმა 19:17 სძლია ლელოს, აქტივში ოთხი ქულა მიიმატა, თუმცა სატურნირო ცხრილში მერვე ადგილით დაასრულა გათამაშება - რადგან კონკურენტმა აკადემიამაც პრემიალური ქულით სძლია მეტოქეს. ცხრილში პოზიცია მარცხის მიუხედავად არ დაუკარგვს არც ლელოს - დიდ დიღმელებამ გათამაშება მეხუთე საფეხურზე დაასრულეს. უშუალოდ თამაშს თუ დავუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს არმაზელთა სამ ლელოს (ნიკა წიკლაური-შუამარბი, გოგა ჩანადირი-გარემაბრი და საბა ბერაძე-მარბიელი) საიდანაც მხოლოდ ორი (გივი ცინცაძე-მგეზავი) იქნა გარდასახული ლელომ ორი გარდასახული ლელოთ და ჯარიმით უპასუხა, რამაც სანუგეშო ქულა მოაპოებინა. ლელოელთა მხრიდან ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა მოაგროვეს ქულები: ლელო მერაბ კვირიკაშვილმა (მგეზავი) და სანდრო თოდუამ (შუამარბი) მითვალეს, ნიშნულიდან კი ორივეჯერ ზუსტი იყო ირაკლი ყიასაშვილი (ფულბექი).
ავჭალაში არმიის პირისპირ ლოკომოტივი წარსდგა, სადაც ნომინალური მასპინძელი 17:78 დამარცხდა შიდა ასპარეზის მრავალგზის ტრიმფატორთან.
ამ მარცხით არმია ბოლოსწინა, მე-9 საფეხურზე დარჩა და ელიტაში დასარჩენად თვის ბოლოს ბოლნისის ყოჩებთან ორმატჩიან დუელში გადაწყვეტს დიდი_10 ის საგზურის მაძიებლის ვინაობას.
თამაში საკმაოდ გახსნილი იყო, გუნდები ჯარიმებს კარში არ ურტყამდნენ და მხოლოდ ლელოზე თამაშბდნენ. არმიელებმა სტუმრების ლელოს სამჯერ უწიეს: შუამარბებმა ლუკა ბუტიაშვილმა და ნიკა ცირეკიძემ და გარემარბმა დავით მესხმა, საიდანაც უნივერსალმა ბექმა და ამ ჯერად მგეზავად მოთამაშე შაკო მახარაშვილმა მმხოლოდ ერთი გარდასახა.
აი რკინიგზელებმა კი თორმეტი ლელო მიითვალეს, მოპოებულ ოთ ქულად პრემიალური ქულაც შემატეს და მეტოქისა და კონკურენტის შედეგის გათვალისწინებით გათამაშება პირელი ადგილით დაასრუელს.
აღნიშნული თორმეტი ლელოდან რკინიგზელთა ფულბექმა წიკლაურმა ცხრა გარდასახა, ტუმცა უფრო საინტერესო ამ მატჩში ის იყო, რომ ლოკომოტივის უნივერსალმა ბექმა, გარემაბრმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა გიორგი შიკინინმა მეტოქის ლელოში ექვსჯერ შეაღწია, რითაც შიდა გათამაშების რეკორდსმენად შეიქმნა და სეზონის რეგულარულ ეტაპზე ჯამში 22 ლელო მოაგროვა, რითაც ასევე დასამახსოვრებელი სეზონი აღმოაჩნდა. შკინინის გარდა არმია დაალელოვეს გიორგი გაოშვილმა (შუამარბი), გიორგი ბეგაძემ (ჰავბექი), ლევან გოგოლაშვილმა (გარემარბი), ვახტანგ ქვათაძემ (ბურჯი), ფარნა გასვიანმა (მღლეტელი) და თამაშში მარქაფიდან ჩართულმა დათო ხიდეშელმა (კვაჭი). მიუხედავად მატჩამდე და მატჩის მსვლელობისას ინტრიგის არარსებობისა მე-60 წუთზე მსაჯმა არმიელთა კაპიტანი დავით დაუშვილი ათიოდ წუთით გაასინბინა.
დიდი ბრძოლა გაიმართა რუსთავში სადაც ადგილობრივი ხარები ქუთაისის აიას დაუპირისპირდა და 24:33 დამარცხდა. რუსთაველთა შემადგენლობაში არ იყო ბორჯღალოსანი და გუნდის კაპიტანი, ჰავბექი ვაჟა ხუციშვილი, რომელიც ასევე გუნდის ძრითადი დამრტყმელია. რუსთაველებმა ქუთაისელთა ლელო ოთხჯერ (დავით თაბკაშვილი-გარემარბი, ლაშა გოგიაშვილი-მღლეტელი, ბიჯინა ჯიმშიტაშვილი-მხტომელი და გიორგი ნარიმანიძე-შუამარბი) დალაშქრეს, საიდანაც მხოლო ორი გარდასახეს. ხარების აქტიურ თამაშს მომზადებული დახვდნენ რიონისპირელები და თავისმხრივ ხუთჯერ (გიორგი ტორაძე-კვაჭი, თორნიკე მანაგაძე-გარემარბი, თემო ირემაძე-შუამარბი, შოთა არეშიძე-შუამარბი, მიხეილ ბაბუნაშვილი-მხტმელი) აიღეს მასპინძლების ლელო, საიდანაც ოთხი გარდასახვა ზუსტი იყო. ორი დეტალი რომლითაც გამოირჩა მარტჩი: ერთი ის, რომ მელელოვეთა დავაში საკუთარ აქტივს ზურაბ ძნელაძემ ვერაფერი შემატა და მსაჯს მოთამაშეთა მიმართ ბარათები არ გამოუყენებია. აიამ ვერ მოიპოვა რა პერემიალურით გამარჯვევა, ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ხარები დარჩნენ საპლეიოფო ბოლო მე-6 საფეხურზე, რაც პირველი ლიგიდან წლეულს დაბრუნებული გუნდისთვის ალბათ არც თუ ურიგო შედეგია.
დაძაბული რკენა შედგა გორშიც, სადაც გასული წლის ფინალისტები ერთმანეთში არკვევდნენ მე-3 და მე-4 ადგილოსნის ბედს.
გორის ჯიქი 12:15 დამარცხდა ბათუმთან, თუმცა რვაზე ნაკლები ქულით მარცხისთვის სანუგეშო ქულა მოიპოვა და მიუხედავად იმისა რომ ზღვიპირელებმა აქტივში ოთხი ქულა შეიმატეს და ქულათა ტოლობა დაფიქსირდა, უკეთესი ადგილი ურთიერთშრის ბალანსით ჩემპიონ ჯიქს ერგო.
გორეთა მხრიდან შუამარბების რეზი ჯინჯიხაძსა და დევი დევსურაშვილის ლელოებს, მგეზავმა მამუკა ნინიძემ ერთი გარდასახვა მიაყოლა, რასაც გარემარბმა ბექა ტორაძემ და შემკვრელმა ხვიჩა ბუჯიაშვილმა ასევე ორი ლელოთი უპასუხეს, ფულბექმა ბახვა კობახიძემ ვიზავის მსგავსად ერთი გარდასახა, თუმცა ყველაფერი ერთმა საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა, როემლიც 78-ე წუთზე კობახიძემ უნაკლოდ შეასრულა. ბათუმელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მიუხეავად მატჩში ორი გასინბინებული მოთამაშისა (34-ე წთ. კვაჭი ბექა მამრიკიშვილი და 38-ე წთ. მხტომელი სანდრო ქოიავა) მოახერხეს მატჩის მოგება. ჯიქთა ორივე ლელო დროის იმ მონაკვეთზე მოდის, როდესაც ორკაციან უპირატესობას ფლობდნენ.
ერთაერთი მატჩი, რომელიც არაფერს წყვეტდა ქუთაისში შედგა, სადაც ბაგრატმა აკადემიას უმასპინძა და 7:40 დამარცხდა. ბაგრატის მხრიდან შვიდივე ქულა თამაშში მარქაფიდან საწყის წუთებზე ჩართულმა შუამარბმა ნიკა ხურციძემ ჩაიწერა აქტივში. არმაზმა კი თავისმხრივ ექვსჯერ (გელა მახარაშვილი-კვაჭი, საბა ილურიძე-გარემარბი, სანდრო ილურიძე-შუამარბი, იოანე ხელაია-გარემარბი, დავით მოძღვრიშვილი-მგეზავი, ბესო ჩინჩალაძე-ფულბექი) აიღო მეტოქის ლელო, საიდანაც საწყისწუთებზე ფულდექად მოთამაშე ამპლუით მგეზავმა დავით მოძღვრიშვილმა მიზნას ხუთჯერ უწია.
მცირე ინცინდენტისას მსაჯმა ორმხრივ სინბინით 10-10 წუთთ დასაჯა გუნდები: საბა ლიურიძე აკადემიის მხრიდან და გუჯა კიკვაძე ბაგრატის მხრიდან.

რეგულარული გათამაშება დასრულდა და ახლა წინ პლეიოფების სერია გველოდება სადაც მესამედ ფინალებად შერაცხულ პირველ წერეში ერთმაენთს 21 აპრილს 15:00_ზე გორში ჯიქი რუსთავის ხარებს უმასპინძლებს, ხოლო 22 აპრილს 16:30_ზე ბათუმში ადგილობრივი კლუბი ლელოს მიიღებს.

შესარჩევ ფინალში თვის ბოლოს ლოკომოტივი თბილიში უმასპინძებს აიას - მოგებული „დიდ ფინალში“ დაელოდება მეტოქეს, ხოლო ე.წ. მესამედ ფინალში გამარჯვებული გუნდები გავარდნაზე ეთამაშებიან ერთმანეთს, სადაც გამარჯვებული ლოკომოტივ-აიას შორის დამარცხებულს შეხვდება და „დიდი ფინალის“ საგზურისთვის იბრძოლებს.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

რეგულარული გათამაშების სტატისტიკასაც, რომ გავეცნოთ:
საუკეთესო მექულეთა დავაში (მხოლოდ დამრტყმელები) ლელოს ფულბექმა ირაკლი ყიასაშვილმა 138 ქულა მოაგროვა, მას ჯიქის მგეზავი მამუკა ნინიძე მცირედით ცამორჩა აქტივში 134 ქულას მოუყარა რა თავი. მესამე პოზიციაზე აიას მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილია 126 ქულით, რომელმაც მეორე წრის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.
100 ქულიანი ნიშნული გადალახა აკადემიის მგეზავმა დავით მოძღვრიშვილმაც ოაგროვა რა 106 ქულა. ზემოთხსენებულ ნიშნულთან ახლოს არიან ბათუმის დამრტმელი და ფულბექი ბახვა კბახიძე 97 ქულით და აიას უნივერსალი ბექი, შუამარბი ზურაბ ძნელაზე 95 ქულით.

ბოლო ტურის წინ საუკეთესო მელელოვის დავაში ორი მორაგბე გამოიკვეთა აიადან ზურაბ ძნელაძე (შუამარბი) და ლოკომოტივიდან გიორგი შკინინი (გარემარბი), მარგამ ბლო ტურში თუ ძნელაძემ ლელოს გარეშე დატოვა მინდორი, შკინინმა ქართული რაგბის შიდა ასპარეზის ისტორიაში ახალ რეკორდს უწია მიითვალა რა ექვსი ლელო არმიასთან და ჯამში 22 ლელოთი გალიდერდა, ძნელაძე კი 17 ლელოთი მხოლოდ მეორე პოზიციას დასჯერდა.
უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე შიდა ასპარეზზე ყველაზე ბევრი ხუთი ლელო ყოფილა შედეგი, რაც წელს მეორედ დაიმეორა აიას ფულბექმა, ამღამად ტრავმირებულმა მირია მოდებაძემ.

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

Posted by: davita_1977 21 Apr 2018, 15:18
მშვენიერი თAმაშია ჯიქი ვს ხარები, სწრაფი და სასიამოვნო საყურებელი

Posted by: jora84 21 Apr 2018, 15:51
ვა დემე აღარ ხუმრობს biggrin.gif

საინტერესოა პირქარში თუ შეინარჩუნებენ უპირატესობას.

Posted by: dishosdzisdze 21 Apr 2018, 15:55
QUOTE
ვა დემე აღარ ხუმრობს


როგორი ,,სუპერ რაგბი" გააჩაღეს ბიჭებმა?!...
იმედია მეორე ტაიმიც ასეთივე სანახაობრივი იქნება!!!.

Posted by: SGG 21 Apr 2018, 15:56
ძალიან კარგი თამაშია, ტემპიც კარგია და ორივე გუნდი რაგბის თამაშს ცდილობს.
სისწრაფეებია გაზრდილი, ეს არის მთავარი

Posted by: dishosdzisdze 21 Apr 2018, 15:58
QUOTE
ძალიან კარგი თამაშია, ტემპიც კარგია და ორივე გუნდი რაგბის თამაშს ცდილობს

და რიგ მომენტებში რომ გამოსდით ეგაა მთავარი!!!
jump.gif jump.gif jump.gif
* * *
QUOTE
სისწრაფეებია გაზრდილი


100%
yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: SGG 21 Apr 2018, 16:03
dishosdzisdze

ამ თამაშში, ხშირადაც კი გამოსდით, ინტერვალებში შეყვანა, მომსხეპი
პასები, ოფლოუდები... ნაშრომი იგრძნობა

Posted by: davita_1977 21 Apr 2018, 16:15
კლდიაშვილი და გიორგი ნარიმანიძე რატო არაა 20 წლამდელთა ნაკრებში?? ორივე კაი ბიჭია და გასინჯვას იმსახურებენ

Posted by: qobula 21 Apr 2018, 16:27
მშვენიერი თამაშია, ტემპი საერთოდ გადასარევი. smile.gif

Posted by: Alex-musi 21 Apr 2018, 17:26
ხარების 17 ნომერი შეგზავნილი ყავდა ჯიქს wink.gif -10 ქულას სუფთა მაგის კისერზეა.

Posted by: rrrugby 21 Apr 2018, 18:59
ჯიქების 9 ნომრები არცერთი არ ვარგოდა, ნადირაძე რატომ არ ათამშა პალიკომ...... მაგათ ორივეს სჯობია,,,,

Posted by: zaal1969 21 Apr 2018, 19:03
davita_1977
QUOTE
კლდიაშვილი და გიორგი ნარიმანიძე რატო არაა 20 წლამდელთა ნაკრებში?? ორივე კაი ბიჭია და გასინჯვას იმსახურებენ

ნარიმანიძეს უწევს თუ გადააბიჯა? ძმა არის გაფართოვებულ რაზმში

Posted by: giushki 21 Apr 2018, 21:40
აბა ესეაო ისაო არაფერი მიდის წინო? smile.gif აშკარად ვითარდება ეს დიდი10. ეხლა მალე საკლუბოც წამოგვეწევა და წამოვიმართებით წელში smile.gif

Posted by: FinEx 21 Apr 2018, 21:42
QUOTE (giushki @ 21 Apr 2018, 21:40 )
აბა ესეაო ისაო არაფერი მიდის წინო? smile.gif აშკარად ვითარდება ეს დიდი10. ეხლა მალე საკლუბოც წამოგვეწევა და წამოვიმართებით წელში smile.gif

yes.gif
კარგი რაგბი იყო ნამდვილად, ტემპიც მომეოწნა მთელი თამაშის მანძილზე

Posted by: giorgi77 21 Apr 2018, 22:45
ვნახე მიმოხილვა, კარგი ლელოები გავიდა.
ვინც არ უნდა მოიგოს ჩემპიონატი, მინდა რომ გავიდეს ჩელენჯის ტროფიზე და შემდეგ ჩელენჯზე. როგორც შარშან ბათუმის გამოსვლამ აჩვენა, სავსებით რეალურია სატანადო მომზადების შემთხვევაში.

Posted by: GioWEED 22 Apr 2018, 11:23
არ შეიძლება აია და ლოკო გავიდნენ კონტინენტის ფარზე?

ჰრიდელბერგის და ტიმიშოარას საბლატაო სადაა. არაფერი გუნდები ეგენი არ არიან.

აიამ შერკინება გააძლიეროს, ლოკომ ხაზი და ეგაა.

აიამ კოკი და ვინმე კაი ბურჯი დაიმატოს, ლოკომ ხმალაძე, სიჭი.

Posted by: crusaders 22 Apr 2018, 11:38
QUOTE
აიამ კოკი და ვინმე კაი ბურჯი დაიმატოს, ლოკომ ხმალაძე

როგორ გადაანაწილე ბათუმის ბიჭები smile.gif
იმედია აქეთ დაიმატებს ბათუმი კიდე ვინმეს და თვითონ

Posted by: ferrari1000 22 Apr 2018, 11:54
QUOTE (crusaders @ 22 Apr 2018, 11:38 )
QUOTE
აიამ კოკი და ვინმე კაი ბურჯი დაიმატოს, ლოკომ ხმალაძე

როგორ გადაანაწილე ბათუმის ბიჭები smile.gif
იმედია აქეთ დაიმატებს ბათუმი კიდე ვინმეს და თვითონ

ჩაგეთვალა lol.gif

30 ჩემპიონობა.....

Posted by: tarash07 22 Apr 2018, 12:44

rrrugby
მშვენივრად ითამაშა ორივე 9-ამ,არ შეიძლება ვიღაცის გულშემატკივარი რომ ხარ კონკურენტზე ესე საუბარი.
კლდიაშვილმა ლელოც მაგარი დადო.

Posted by: soph12 22 Apr 2018, 16:02
მსაჯებმა დღესაც არ იკისრონ რამე ბათუმის საპირისპიროდ თორე გავგიჟდები

30 ჩემპიონობა

ბათუმი !

Posted by: rrrugby 22 Apr 2018, 16:03
QUOTE
მშვენივრად ითამაშა ორივე 9-ამ,არ შეიძლება ვიღაცის გულშემატკივარი რომ ხარ კონკურენტზე ესე საუბარი.
კლდიაშვილმა ლელოც მაგარი დადო.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი კონკურენტი არცერთი არ არის და ვერც იქნება... მაგ ლელოს კი ნებისმიერი რაგბული უნარ-ჩვევების მორაგბე დადებდა, რომელიც ძირითადად ნინიძემ შექმნა (10 ნომერმა). აქ კი როგორც ვხედავ ურამოთამაშეებს ამჩნევენ მხოლოდ, სამწუხაროდ. ჩემი აზრით , 9 ნომრის თამაში სხვა კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდეს. თანაც დაცვა და სათამაშო ინტელექტის არ ქონა, ჩემს თვალში, მორაგბისთვის დიდი მინუსია.

Posted by: crusaders 22 Apr 2018, 16:05
soph12
QUOTE
მსაჯებმა დღესაც არ იკისრონ რამე ბათუმის საპირისპიროდ თორე გავგიჟდები

მთავარია ბათუმმა არ იკისროს რამე smile.gif
უნდა მოიგოს წესით

კოკი დაგვაკლდება ძაან

Posted by: jora84 22 Apr 2018, 16:29
ტექნიკური ბრაკი drug.gif

ვინმემ სნიარიადი მესროლეთ mo.gif

Posted by: N1ka 22 Apr 2018, 17:04
მსაჯი მსაჯობდა გუშინდელ თამაშს კარგად და მაგიტომ გამოვიდა ეგეთი თამაში.
ძალიან კარგი მსაჯია თევზაძე yes.gif
აბა დღევანდელ თამაშზე რა ვთქვა

Posted by: soph12 22 Apr 2018, 17:20
ბოლოს ძაან დახვეწილად და ლამაზად გაათამაშეს ბურთი, მომეწონა.

შერკინების გარდა ჯერ-ჯერობით ვერაფრის ჯობნის ბათუმი, მაგრამ ძაან კარგად იყენებს ამ უპირატესობას.

კოკის გარეშე ამდენს თუ გავქაჩავდით არ მეგონა
* * *
ჯიქთან რევანშის ჯერიც მოვიდა

დღეს ერთადერთი მეკო იყო უნაკლო, ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა ისე დაფრინავდა

Posted by: jora84 22 Apr 2018, 18:25
შეჭამა რასაც ქვია ბათუმმა ლელო.


შარშან რომ დაგვპირდა ბოქლომა მაისა კლუბს დატოვებსო, წელი არ დაუსახელებია?

Posted by: tarash07 22 Apr 2018, 18:50
rrrugby
თქვენ არც მიგულისხმიხართ,ვისაც გულშემატკივრობთ(მოთამაშე)ის ვიგულისხმე.

Posted by: giorgi77 22 Apr 2018, 20:08
ოქმი ვნახე და ხმალაძე გაუსინბინებიათ, რა დააშავა ასეთი?

ვულოცავ ბათუმს.

Posted by: otia-83 22 Apr 2018, 20:15
დიდი 10-ის პლეიოფების პრინციპი არ მომწონს. რეგულარულში პირველ და მეორე ადგილზე გასულებიდან ერთ-ერთს ფინალში გასვლის შანსი, რომ არ აქვს რა პონტია? ამის ფონზე კი, 3-6 ადგილოსნებიდან ერთი უეჭველი ფინალში გადის.

გაცილებით სამართლიანი იქნებოდა: პლეიოფის პირველ წრეში გამარჯვებულები, მეორე წრეში I-II ადგილოსნებს ხვდებოდნენ. ფინალი კი ორი საუკეთესოს მონაწილეობით შედგებოდა. ახლა კი შეიძლება ერთი საუკეთესო ფინალს მიღმა დარჩეს.

Posted by: enorme 22 Apr 2018, 20:17
otia-83
არ არის პატივცემულო ეგრე ))

ლოკო-აიას შორის დამარცხებული ფინალის საგზურს გაიტამაშებს ჯიქი-ბათუმს შორის გამარჯვებულთან.

Posted by: otia-83 22 Apr 2018, 20:20
enorme
აი ეგ კი აღარ მახსოვდა smile.gif მე მეგონა ბათუმი ჯიქს შორის გამარჯვებული პირდაპირ ფინალში გადიოდა.

შევცდი, ბოდიშს ვიხდი smile.gif ეს ნამდვილად სამართლიანი პრინციპია!

Posted by: jora84 22 Apr 2018, 20:43
giorgi77

ბურთზე ხელის ჩაკვრისრთვის გაასინბინეს.

Posted by: Gio_G83 23 Apr 2018, 13:30












მიმოვიხილოთ უახლოესი უიქენდის რკენანი


2017-18 წლების დიდი_10_ის სეზონის დასრულებამდე ოთხი რკენაღა დარჩა: ავსტრალიური პლეიოფების სისტემის მეორე წრე - შესარჩევი და გასავარდნი ფინალები, წინასწარი ფინალი და დიდი ფინალი.
შესარჩევი ფინალის წყვილი ლოკომოტივი-აია სეზონის რეგულარული ეტაპის დასრულების შემდგომვე გახდა ცნობილი, ხოლო გასავარდნი ფინალის წყვილი პლეიოფების პირველ წრეში ჯიქი-ხარების და ბათუმი-ლელო_სარასენსის დაპირისპირებამ გამოავლინა.
უახლოეს უიქენდზე საჩემპიონო მარათონში მონაწილე ოთხეულს ერთი გამოაკლდება. საპლეიოფო სტადიის პირველ ეტაპზე ჯიქმა 36:27 დაამარცხა რუსთავის ხარები, აღსანიშნავია, რომ ჩემპიონს მხოლოდ ხარებთან ჰქონდა უარესი ბალანსი. ბათუმმა კი საშინაო არენაზე 30:8 დაამარცხა თბილისური ლელო-სარასენსი.

ჯიქი - ბათუმის ჯახში გამარჯვებული წინასწარ ფინალში ლოკომოტივი - აიას წყვილში დამარცხებულთან შეეცდება ფინალის საგზურის მოპოვებას.

გასავარდნი ფინალი ჯიქისა და ბათუმის მონაწილეობით შარშანდელი დიდი ფინალის გამეორებაა, მხოლოდ უფრო ადრეულ სტადიაზე.
ჯიქი: ელიტის ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ ბინადარია, რომელიც 2001 წელს დაარსდა და ამ მოკლე პერიოდში მიჯრით ორი სხვადასხვა სინჯის მედალიც მოიპოვა - 2015-2016 წლების სეზონში ბრინჯაო, ხოლო 2016-2017 წლების სეზონში ოქრო. ნუცუბიძეზე შეკრებილმა გუნდმა შარშანწინ „ბინა“ გამოიცვალა და გორში გადაბარგდა.
ბათუმი ლამის ნახევარ-საუკუნოვან ისტორიას ითვლის - 1969 წლის შემდეგ, მეორედ „დაბადების“ თარიღი 1995 წელია და ამ დროიდან დღემდე ქვეყნის ჩემპიონობა ორჯერ მოასწრო 1998-1999 და 2001-2002 წლების სეზონში, ოთხჯერ ვერცხლის (ბოლოს შარშანდელ სეზონში) და ერთხელაც ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.
გუნდებმა წელს ორჯერ მოსინჯეს ერთმანეთთან ძალები:
პირველ წრეში ბათუმი შინ 12:22 დამარცხდა ჯიქთან. ბათუმელებმა ჯიქის დალელოვება იმ მატჩში ვერ შეძლეს, ხოლო გორელებმა სამი ლელო მიითვალეს და რადგან საკუთარი ლელო მშრალად შეინახეს და მეტოქეზე სამი და მეტი დადეს პრემიალური ქულაც მიითვალეს.
მეორე წრეში კი უკვე გორელები დამარცხდნენ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 12:15. ამ მატჩში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს, მარგამ სანუგეშო ქულა ჯიქს დარჩა - რვაზე ნაკლები ქულით დამარცხებისთვის.
მეორე წყვილი კი შესარჩევ ფინალს გაითამაშებს.
ლოკომოტივისა და აიას დაპირისპირება ქართული რაგბის კლასიკადაც კი შეიძლება მოინათლოს:
ლოკომოტივიც და აიაც ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლიან არსებობის დღიდან... ამ დროის განმავლობაში (თუ საბჭოთა პერიოდის მედლებს არ ჩავთვლით) რკინიგზელებმა (1964 წელს დაარსდა) რვაჯერ მოიპოვეს ბრინჯაო, ოთხჯერ ვერცხლი, ხოლო ოქროს მედლები სულაც ცხრაჯერ ირგუნეს. შედარებით ნაკლებია რიონისპირელთა მონაგარი (დაარსდა 1967 წელს): სამ-სამჯერ ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო.
ლოკომოტივს უმაღლესი სინჯის მედლები ბოლოს 2009-2010 წლების სეზონში ერგო, ხოლო აიას შორეულ 1995 წელს.
გუნდები რეგულარული გათამაშების ფარგლებში ორჯერ ერკინნენ ერთმანეთს: პირველ წრეში აიამ შინ 20:17 სძლია რკინიგზელებს - გაცვალეს რა 3-3 ლელო, 8_ზე ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის თბილისელებმა სანუგეშო ქულა ირგუნეს, მეორე წრეში კი უკვე ლოკომოტივმა იმარჯვა ასევე სამი ქულის სხვაობით 26:23 და ამჯერად სანუგეშო ქულა, რიონისპირელებს ერგოთ, თუმცა ამ ჯერად მხოლოდ ორი ლელო მიითვალეს, თბილისელთა სამის სანაცვლოდ.

ამ ეტაპზე გასული გუნდების სტატისტიკასაც გადავხედოთ:
ლოკომოტივი: 18 თამაშიდან - 15 მოგება და 3 მარცხი, 10 ბონუს ქულიდან: 8 პრემიალური და 2 სანუგეშო. 535 გატანილი ქულა 297_ის სანაცვლოდ, ლელოთა ბალანსი 82 დადებული და 39 მიღებული
აია: 18 თამაშიდან - 16 მოგება და 2 მარცხი, 6 ბონუს ქულიდან: 5 პრემიალური და 1 სანუგეშო. 544 გატანილი ქულა 248_ის სანაცვლოდ, ლელოთა ბალანსი 70 დადებული და 32 მიღებული
ჯიქი: 18 თამაშიდან - 11 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი, 12 ბონუს ქულიდან: 8 პრემიალური და 4 სანუგეშო. 406 გატანილი ქულა 244_ის სანაცვლოდ, ლელოთა ბალანსი 53 დადებული და 25 მიღებული
ბათუმი: 18 თამაშიდან - 12 მოგება, 1 ფრე და 5 მარცხი, 8 ბონუს ქულიდან: 7 პრემიალური და 1 სანუგეშო. 405 გატანილი ქულა 273_ის სანაცვლოდ, ლელოთა ბალანსი 53 დადებული და 31 მიღებული

„სტატისტიკური მონაცემების მოწინავენი“
ოთხივე გუნდს გარდა საკუთარი ხელწერის, ისტორიისა და ტრადიციებისა, მიმდინარე სეზონშიც ჰყავთ გამორჩეული მორაგბეები.
დამრტყმელთა შორის საუკეთესო მექულე ჯიქის მგეზავი მამუკა ნინიძეა - 143 ქულით აქტივში.
აიას მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა კი 126 ქულა მოაგროვა, თუმცა ბაბუნაშვილი საკუთარ აქტივს ტრავმის გამო ვერაფერს შემატებს. აიაში დამრტყმელის ფუნქციები ბაბუნაშვილის შემდგომ ყველაზე მეტჯერ უნივერსალმა ბექმა - შუამარბმა ზურაბ ძნელაძემ შეითავსა და 95 ქულას მოუყარა თავი.
112 ქულა მოუგროვდა ბათუმის ფულბექ ბახვა კობახიძეს.
ლოკომოტივიდან კი დამრტყმელის ფუნქციებს ფულბექი ბექა წიკალური (71 ქულით) და შუამარბი ვახტანგ კავთიძე (51 ქულით) ინაწილებენ.

მელელოვეთა დავაში კი გათამაშების ორი გამორჩეული მორაგბე საგრძნობლად დაშორდა დანარჩენ მდევრებს:
ლოკომოტივის გარემარბი გიორგი შკინინი 22 ლელოთი ლიდერობს სიას, მას კი აიას შუამარბი ზურაბ ძნელაძე 17 ლელოთი უწევს კონკურენციას.
ჯიქებიდან მელელოვეთა დავაში მოწინავე საფეხურებზე გარემარბი ნიკა ბიწაძე (9 ლელო) და კვაჭი გიორგი ჭყოიძე (8 ლელო) არიან.
ბათუმელთა შორის კი საუკეთესო მელელოვე - კვაჭი ბექა მამრიკიშვილია, რომლის აქტივშიც 6 ლელოა.




Posted by: Levan ch 23 Apr 2018, 14:16
QUOTE
შარშან რომ დაგვპირდა ბოქლომა მაისა კლუბს დატოვებსო, წელი არ დაუსახელებია?

ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: rachveli1 23 Apr 2018, 14:55
QUOTE (otia-83)
დიდი 10-ის პლეიოფების პრინციპი არ მომწონს


მე კიდე არ მესმის, საერთოდ რა საჭიროა ეს პლეი-ოფები. რისთვის თამაშობენ 18 თამაშს ჯგუფში თუ საბოლოოდ პირველ-მეექვსე ადგილებზე გასულებიდან ნებისმიერი შეიძლება გახდეს ჩემპიონი.ძაან უაზრო სისტემაა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Apr 2018, 01:49
იგივე კითხვა დაუსვით ტოპ 14-ს, პრო 14-სა და ზე 15-ს ...

ისინიც თამაშობენ 26, 21 და 18 რაუნდს და
ჩემპიონი შეიძლება გახდეს 6, 6 და 8

ჰო, კიდევ დამავიწყდნენ: ნრლ, აფლ, ნჰლ, ნბა, მლბ, ნფლ ...

Posted by: rrrugby 24 Apr 2018, 06:04
QUOTE

თქვენ არც მიგულისხმიხართ,ვისაც გულშემატკივრობთ(მოთამაშე)ის ვიგულისხმე.

გულშემატკივრობა არაფერ შუაშია, უბრალოდ რეალობა დავაფიქსირე. ზუსტად გულშემატკივრობამ არ უნდა დაგაბრმავოს. რაც ხშირად ხდება, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში (უკვე რაგბიშიც). ობიექტურად ვერ აფასებენ მორაგბეებს და რაღაც რომ გაუვარდებათ მოთამაშეებს სათამაშო სიტუაციაში, მათი განდიდებისთვის იყენებენ. შეფასება უნდა ხდებოდეს პოტენციალის მიხადვით, ვინ რისი შემQმნელია, როგორ არის მომზადებული და ა. შ. და არა იმის მიხედვით, დღეს ბურთი ვის როგორ აუხტა და ა. შ. სელექცია რომ არ გვივარგა, ეს უკვე ბევრჯერ ავღნიშნე (არც კლუბებში). ჩემთვის გაუგებარ მოთამაშეებს აძლევენ თამაშებს და გამოცდილებას, ეს კი მორაგბის განვითარების ძირითადი საფუძველია. უპირატესობას ანიჭებენ ე. წ. ურამოთამაშეებს, რომელთAც განვითAრების შAნსი არ აქვთ. რითი (რა თვალებით) ხედავენ ჩვენი მწვრთნელები გაუგებარია. უკვე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ზუსტად "გულშემატკივრობის" გამო, არ აძლევენ თამაშებს უფრო საინტერესო და პროგრესის შანსის მქონე მორაგბეებს....
* * *
"ვგულშEმატკივრობ" (ეს კარგი გაგებით, დამსახურების მიხედვით, ვისაც ჭირდებათ სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარე): ჯინჯიხაძეს, ფრუიძეს, ბაბუნაშვილს, ნადირაძეს, ურჯუკაშვილს, საღინაძეს---ეს უცებ ვინც გამახსენდა. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, ჩემს გემოვნებაში როგორი მორაგბეები ჯდება.------ეს ისე, ბევრს გაინტერესებდათ.
* * *
და კიდევ ერთი, რითი ჯობიხართ(ვისაც ეხება) , ქართულ გაუბედურებულ ფეხბურთს, მალე აქაც იგივე იქნება, თუ არ არის უკვე... გულწრფელად გული მტკივა... გადაარჩინეთ რაგბი, ვისაც ხელი მიგიწვდებათ... რამ დაგაბრმავათ...
კეთილი სურვილებით.

Posted by: rachveli1 24 Apr 2018, 12:00
ლუკასა და ნიკოს მამა
პრო 14 და ზე 15 ორ-როი ჯგუფია
ტოპ 14 14 გუნდია
ნრლ 16 გუნდია
აფლ 18 გუნდია
და ა.შ.

დიდი 10ში 10 გუნდია და ნამეტანი მეჩვენება 10-დან 6 რო გადის პლეიოფში.
გუნდების ნახევარი ან ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს. ანუ 4 გუნდი რო გავიდეს სრულად საკმარისია.
ანუ ყველგან სადაც მსგავსი სისტემაა (1ჯგუფიანი) გუნდების ნახევარზე მეტი არ გადის პლეი-ოფში, მაქსიმუმ გუნდების ნახევარი.

Posted by: enorme 24 Apr 2018, 12:40
rrrugby
რითი ჯობია ნადირაძე მაგალითად რეზო ბროძელს? შეგიძლია მითხრა?

არაფერი პირადული , არც ერთს ვიცნობ და არც მეორეს? მესამე 9 ნომერის თამაში საერთოდ არ მინახავს და ამიტომ ვახსენე ბროძელი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Apr 2018, 12:55
QUOTE
პრო 14 და ზე 15 ორ-ორი ჯგუფია

ჯგუფი რა შუაშია?

ზე 15-ის დასის ნახევარზე მეტი გადის პლეი’ოფში >> 8/15
სამივე ჯგუფის ჯილა + 5 ვაილდ’ქარდი

ნრლ-ში გადის ზუსტად ნახევარი >> 8/16
აფლ-შიც ეგრე იყო (8/16) და ბოლო ხანსღა გახდა 8/18

QUOTE
4 გუნდი რო გავიდეს სრულად საკმარისია

ეგრეა ნამდვილად, მაგრამ ნიაზი აქამდე იწყევლება,
ვატო ლეჟავა ერთად’ერთხელ მოვიდა გამგეობის სხდომაზე,
წამოაყენა 6-გუნდა პლეი’ოფი და სხვა წევრებმა ისე დაუჭირეს მხარი,
რომ არც გაუაზრებიათ, რას ითხოვდა ეგ კაციო

სანამ 8 გუნდი იყო, გადიოდა 4
http://ovaluri.comxa.com/2011/POPUP/2011_UMA.htm

Posted by: Gio_G83 24 Apr 2018, 14:05
QUOTE
ერთად’ერთხელ მოვიდა გამგეობის სხდომაზე,
წამოაყენა 6-გუნდა პლეი’ოფი და სხვა წევრებმა ისე დაუჭირეს მხარი,
რომ არც გაუაზრებიათ, რას ითხოვდა ეგ კაციო


სულ ყველაფერი ირბ-ს ბარლია



სტრუქტურაა ასაწყობი, იმის გათვლით თუ რა ნიშა გვიკავია, რა პროდუქტს ვქმნით და საითკენ მივექანებით

Posted by: rrrugby 24 Apr 2018, 15:05
[quote]რითი ჯობია ნადირაძე მაგალითად რეზო ბროძელს? შეგიძლია მითხრა?

არაფერი პირადული , არც ერთს ვიცნობ და არც მეორეს? მესამე 9 ნომერის თამაში საერთოდ არ მინახავს და ამიტომ ვახსენე ბროძელი
ჩემი აზრით, ყველა სარაგბო კრიტერიუმით. და არა მარტო ბროძელს ჯობია.. საქმე იმაშია, რომ ამ კრიტერიუმებს ბევრი სხვაგვარად აღიქვამს-----ან ვერ ხედავენ, ან არ უნდათ, რომ დაინახონ. ბროზელი რაც იყო 7-კაცაში ვნახეთ და გამოუშვეს კიდეც. ან როგორ იფიქრეს, რომ გაქაჩავდა---გაუგებარია. ზუსტად ამას ვამბობ, რომ ხშირად ცდებიან ნებსით თუ უნებლიედ. რადგან 9 ნომრებს შევეხეთ, იმასაც ავღნიშნავ(არაპოპულარულს), აფრასიძეს ეროვნულში ყოფნასაც არ ვემხრობი. რითი აჯობა ვაჟა ხუციშვილს? დაცვა აქვს მაგარი? უფრო ჯანიანია?.. ვაჟას პასი მაინც ჰქონდა სტაბილური. ან ბაბუნაშვილი რატომ იყო ყოველთვის ჯინჭველაშვილის ჩრდილქვეშ? ამას ვამბობ, რომ ვერ ან არ აფასებენ მორაგბეებს სათანადოდ.. ჯინჯიხაძეს დიდ 10-ში კი არა, ეროვნულშიც ვერ აჯობებენ, მაგრამ დაინახა ვინმემ?
* * *
ასე რომ მივყვე ძალიან გამიგრძელდება.....
* * *
და კიდევ, ამდენ თამაშს და გამოცდილებას რომ მისცემ მორაგბეს, იზამს რამეს,აბა რა იქნება..... ასეთ პირობებში მეც შეიძლება გამივარდეს ყარაულის თოფივით ამ სიბერეში---------მაგრამ ეს რამე გვაკმაყოფილებს? მორგბის გაფუჭებას რა უნდა.....მერე იტყვიან, სხვა ვინო..... ასე ვერ გავფრინდებით.

Posted by: xDavid_S 24 Apr 2018, 15:40
rrrugby
QUOTE
ჯინჯიხაძეს დიდ 10-ში კი არა, ეროვნულშიც ვერ აჯობებენ

რითი, კონკრეტულად თამაშის რა ასპექტში?

Posted by: GioWEED 24 Apr 2018, 17:32
rrrugby
ბაბუნაშVილზე მეთანხმები, მათიაშვილიც დიდ 10ში გამოცხვა და მიეცა შანსი და გამოიყენა.

მივცეთ შანსები ბაბუნაშვილსაც, ჯინჯიხაძესაც, კობახიძესაც. 10 ნომერი რაც არ უნდა გაიჭაჭო მაინც არ გვყავს ფიზიკურად და რა ვქნათ. ეგება ვინმემ გაამართლოს და ნორმალურზე დაბალი დონის 10 ნომერი მაინც გვყავდეს ნაკრებში.

ხმალაძეზე ნაკლებს არც მოძღვრიშილი გააკეთებს არც აბჟანდაძე არც ბაბუნაშვილი და არც კობახიძე. დაცვა ხმალაძეს არ უვარგა და ვერ ღერძავს გუნდს წესივრად, ფეხით სხვებიც თამაშობენ და მარტო გამოცდილება აკლიათ.
2019ის მერე დიდი რესტრურქტურიზაცია უნდა დაიწყოს.

Posted by: jora84 24 Apr 2018, 18:08
GioWEED
QUOTE
მათიაშვილიც დიდ 10ში გამოცხვა და მიეცა შანსი და გამოიყენა.


დაცვას თუ არ მოუმატა rolleyes.gif


QUOTE
დაცვა ხმალაძეს არ უვარგა


აქ ცოტა გადაამლაშე biggrin.gif მგეზავებში მაგ ამბავში მარტო მალაღურა ჯობია, მაგრამ ეს უკანასკნელი თავის მხრივ მეოთხეხაზელობას აწვება.

QUOTE
2019ის მერე დიდი რესტრურქტურიზაცია უნდა დაიწყოს


ეგ ისედაც ცხადია, ზოგის ასაკი, ზოგის კონკურენტები და აშ.

Posted by: enorme 24 Apr 2018, 18:15
rrrugby
ვაახ ))) აშკარად სხვადასხვანაირად გვესმის ესეიგი მე და შენ რაგბი .
შანსი რო უნდა მიეცეს ყველას მაგაში გეთანხმები .
ბაბუნაშვილი რო მთელი ბავშვობა რეზის ჩრდილქვეშ იყო და არ უნდა ყოფილიყო ამაშიც გეთანხმები , მაგრამ ჯინჯიხაძეს რაც შეეხება , ჩემი აზრით კანადა არის ჩვენი ჩემპიონატის დონისთვის კარგი მოთამაშე , მაგრამ ეროვნულში , მისი ადგილი ნამდვილად არ არის .

ბუკა-კაჭი-კვესო ამათ პლიუს თაზო და მალაღურას განხილვაც შეიძლება მის პოზიციაზე.

ასევე ჩვენი ჩემპიონატიდან ჩემთვის რუსთავის 12-13 ნათელაშვილი და ქანდაურაშვილი არაფრით არ ჩამოუვარდებიან კანადას , ამათ დამატებული ტურბო ქუთაისიდან და გაგოშვილი ლოკომოტივიდან . ეს მოთამაშეები დაახლოებით ერთი დონის მოთამაშეები არიან , უბრალოდ ზოგი რაღაცით არის მეორეზე უკეთესი და ზოგი სხვა რამით , საერთო ჯამში თანაბარი დონის მოთამაშეები არიან .




Posted by: jora84 28 Apr 2018, 16:06
გადმოვლაგდით ეხლა აქეთ smile.gif

შპს დიდი10

Posted by: otia-83 28 Apr 2018, 16:21
აუ რა მაგარ რაგბს თამაშობს აია! რა კარგი მგეზავი ყავთ.

როგორ ზრდიან ესეთ გამორჩეულ მგეზავებს გაგიჟდება კაცი.

მაგრად მევასება ეს გუნდი რაა. ამათი მწვრთნელი უყურებს ზე რაგბსsmile.gif

Posted by: jora84 28 Apr 2018, 16:23
otia-83

მარტო აიაა ამ მომენტისთვის მოედანზე.

Posted by: otia-83 28 Apr 2018, 16:33
jora84
ერთი ქუთაისურ შერკინებას არ დაადგა საშველი, თორე მაგათ გამჩერებელი აღმოსავლეთ ევროპაში არავინ იქნებოდა biggrin.gif

Posted by: jora84 28 Apr 2018, 16:46
otia-83

ლოკო საქართველოს ნაკრებია დიდი10 სთვის, მაგათ შერკინებას ვერავინ უდგება biggrin.gif

Posted by: otia-83 28 Apr 2018, 17:01
არამგონია გაუძლოს აიას შერკინებამ მატჩის ბოლომდე მაგიტომ წააგებენ ჩემი აზრით ბოლო 10-15 წუთში.

Posted by: jora84 28 Apr 2018, 17:13
otia-83

აია ისე თამაშობს როგორც იაპონია ჩვენ გვეთამაშა, ბურთს არ აგდებს ცოცხალი თავით biggrin.gif

Posted by: Lotkinski 28 Apr 2018, 17:26
მამწონს ძალიან ქუთაისური რაგბი, კარგად ბურთაობენ ხელდახელ. ესენი ფავორიტები არიან ჩელენჯის შესარჩევშიც ყველასთან. ნუ ენისეის შეიძლება ვერ მოუგონ, მაგრამ დანარჩენებთან ყველასთან მაღალი შანსი აქვთ

Posted by: otia-83 28 Apr 2018, 17:26
jora84
ესეთი საშინელი აუტი გქონდეს და თითქმის ყველა შერკინებაში ჯარიმდებოდე, ბოლოს გარდა biggrin.gif და მაინც იგებდე მაგას მოხერხება უნდა ძმაო smile.gif

მეშინია არ დავთარსო აია smile.gif

Posted by: giorgi77 28 Apr 2018, 17:27
აია რაგბს თამაშობს ლოკომოტივისგან განსხვავებით. შერკინებაშიც აჯობეს ზოგ მომენტებში.

ჩელენჯამდე, გადასალახია ტროფი სადაც ალბათ კრასნი აირი დახვდება აიას...

ტროფიმდე კი ჩემპიონატია მოსაგები და ფული biggrin.gif გორის ჯიგის არ იყოს

Posted by: otia-83 28 Apr 2018, 17:55
ყოჩაღ აია, მაგრამ დიდი 10-ის ფინალისტი თავის თითქმის ვერცერთ აუტს, რომ ვერ იგებს ძაან ტეხავს.

Posted by: jora84 28 Apr 2018, 18:06
otia-83

სამუშაო ძალიან ბევრი აქვს აიას, თუ ფარზწ გასვლა და იქ წარმატების მიღწევა უნდა.

Posted by: TORPEDO20 28 Apr 2018, 18:42
ფინალი მესხზე იქნება ხო ?

ოქროს თაობა ყავს აიას და იმედია ჩემპიონობასაც დადებენ

Posted by: iverieli 28 Apr 2018, 18:52
ვულოცავ აიას და აიას გულშემატკივრებს bis.gif bis.gif

Posted by: OSTAP 28 Apr 2018, 18:58
აიას უნდა 1-ლი ხაზის გამოსწორება და მშვენიერი გუნდია. ნუ აიას 1-ლი ხაზი გაშლილ თამაშში მძვე იერია. სტატიკაა დასახვეწი რა.

აქ ჯინჯიხაძეზე და სხვა ბიჭებზე დავობთ, რომლებიც ნამდვილად გამორჩეულები არიან დიდ 10-ში. მაგრამ ჩემი აზრით თუ ვინმე სანახავია ეს ძნელაძეა. ოქროს ბიჭია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Apr 2018, 19:13
ოსტაპ იყავი აქა? თურქეთი - მთა’შავი

user posted image

Posted by: OSTAP 28 Apr 2018, 19:32
ზაალ ბატონო,

ყვრლაფერს აკონტროლებ და ფლობ smile.gif smile.gif

არა, სტამბოლში იყო. ინტერნეტში ვუყურე. ჩემი გუნდის ბიჭებმა მოიგეს ფაქტიურად თამაში. smile.gif smile.gif.smile.gif


Posted by: BigG 28 Apr 2018, 19:38
რაგბი ტვ-ზე ჩანაწერი არ იქნება?
ან სად ვნახო?
ძალიან მაინტერესებს.

Posted by: OSTAP 28 Apr 2018, 19:45
მაი ვიდეოზე გადაახვიე თუ დიდი 10 გაინტერესებს. თუ თურქეთი ვს შავი მთა, მაშინ რაგბი ევროპის საიტზე დაძებნე smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: NAPSTER 28 Apr 2018, 21:19
TORPEDO20
QUOTE
ფინალი მესხზე იქნება ხო ?


კი და ძალიან უსამართლოა აიას მოედნის უპირატესობა რომ არ აქვს.
ქუთაისში უნდა ჩატარდეს ფინალი.
აია არენას ხო გაავსებენ და გაავსებენ და მონდომების შემთხვევაში ტორპედოც გაივსება.
კომერციული დატვირთვა ამ თამაშს არ აქვს, ბილეთების გაყიდვით მოგებას რომ ველოდებოდეთ და რატომ არ უნდა იყოს ფინალი ქუთაისში მე არ მესმის

პ.ს. ამ გუნდს ნორმალური შერკინება რომ ყავდეს (მიწოლაზე არ ვამბობ, უბრალოდ რომ იდგნენ შერკინებაში რა), ლოკომოტივი უშანსოდ წააგებდა დღევანდელ შეხვედრას. ამათ დაუმატე მირიანა, მაჩალაძე, ბაბუნაშვილი (თუ უცხოეთში არ წავიდა, თედოც) და მართლა კაი გუნდია. უბრალოდ შერკინებაში და მაღლებში უჭირთ. ამდენი აუტის წაგებაც მაგის ბრალია. რეალურად ერთი 1.80-იანი დანგაძე ხტება სულ და ეგერ-აგერ ბაბუნაშვილი

Posted by: dc120mm 28 Apr 2018, 21:24
NAPSTER
QUOTE
მაღლებში უჭირთ.

მაღლებში მთელ ქართულ რაგბს უჭირს smile.gif

Posted by: NAPSTER 28 Apr 2018, 21:41
dc120mm
QUOTE
მაღლებში მთელ ქართულ რაგბს უჭირს


მაგ ფონზეც რომ უჭირთ მაგაშია საქმე.
მეტრაოთხმოციანი კაცია მთავარი მხტომელი.
ისე, კაი ბიჭია ეს დანგაძე, უბრალოდ ერთი მაგარი სისულელე გააკეთა, წიკოს რომ შეასკდა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Apr 2018, 22:12
QUOTE
კი და ძალიან უსამართლოა

თუ ხალხმა არ მოითხვეთ, მარტო ჩელე და მერე ვერ ამოვაშლევინებთ
მაგ დისკრიმინაციულ მუხლს ... შემდეგი სეზონის დებულებიდან

ვითხოვთ ამას:
"დიდი ფინალის" ასპარეზი აირჩიოს
"შესარჩევი ფინალის" მომგებმა გუნდმა

@

კიდევ გასასწორებელია, რომ

1) დიდი ფინალამდე ფრეზე არ ინიშნება დამატებითი დრო,
რაღაცეები დარდება და თუ ეგენიც ტოლია, გამარჯვებულია მასპინძელი

ეგაა სრული გაუგებრობა: დამატებითი დრო მსოფლიოში არ ინიშნება
მხოლოდ ჭაბუკთა თამაშებში -- ცოდონი არიან, ვერ გაუძლებენ

2) მეექვსემ რომ მოუგოს მესამეს (( შარშან ეგრე მოხდა )), იღებს მის ნომერს
და მასპინძლობს 4-5 მოგებულს -- ეგაა ულოგიკო უსამართლობა 4-5 მიმართ;

თავად მეექვსე კი ჩამოდის მესამე ადგილზე -- რამდენი ქვეყნის რამდენ სპორტზე წამიკითხავს
და ეგეთი "ცირკაჩობა" არსად შემხვედრია -- თანაც ახალი მოგონილია, ბოლო 5-წლედში, ვაკეში

ნუ იტყვით არ მოხდებაო -- შარშან სწორედ ეგრე მოხდა

პრინციპი ესაა: არ შეიძლება, გუნდმა პლეი-ოფის ერთი თამაშის წაგებით
სამი ადგილით დაბლა ჩაინაცვლოს, მეექვსემ კი გადაუსწროს მასზე ზემოთ მდგომებს
მარტო იმით, რომ ... მათთან არ უთამაშია -- სხვას მოუგო

@

Posted by: enorme 28 Apr 2018, 22:22
ვულოცავ აიას მიუხედავად იმისა , რომ ჩემს ლოკოს მოუგეს , თან აშკარად აჯობეს და ისე მოუგეს.

თამაშს რაც შეეხება ერთი ჩვეულებრივი დიდი 10ის თამაში გამოვიდა , უბრალოდ მნიშვნელობის გამო იყო დაძაბულობა .

აიადან ვისი გამორჩევაც შეიძლება , ესაა ტურბო , 10 ნომერი და მწვრთნელები )))

ლოკოდან ბეგოს გამოვყოფდი , ალბათ ისიც იმიტომ , რომ 2 ლელო დადო და ის სპორტული " სინაგლე" , რაც რაგბს უხდება და აუცილებელია მოთამაშეს ქონდეს ეს ქონდა დღეს ბეგოს.

წიკო იყო დღეს -0 , ჩორტიკა ძალიან სუსტია , 12-13 ვერაფერს ვერ ვიტყვი , გოშა იყო გამოთიშული თამაშს , რასაც უფრო მთლიანად გუნდს დავაბრალებ ვიდრე გოშას. 10 ნომერი უკვე წლებია აღარ ყავს ლოკოს , ბობას წასვლის მერე . 9 ზე ვთქვი უკვე .
8 ამირანაშვილი კარგი ბიჭია , მაგრამ დღეს მაინც ეკლდა რაღაც , 6-7 დიდი ვერაფერი , ერთადერთი აუტებში იმუშავეს კარგად.
4-5 გათიშული იყო , მხოლოდ შერკინების დროს სტატიკაში ჩანდნენ .
3 ნომერი ქართველიშვილი კარგი იყო სტატიკაში და მისი შეცვლის მიზეზს ვერ მივხვდი ,.
2 შადრეს უფრო მეტი აქტიურობა და ლიდერობის თავის თავზე აღება მართებს .
1 ქვათაძე - ძალიან ძნელია მთლიანი თამაშის განმავლობაში შეუცვლელაც ითამაშო , მაგრამ მაინც შეძლო და კარგად გაართვა თავი .



მსაჯზე ჩემსას ვიტყვი და იმედია სუბიექტურობის ბრალი არაა ის , რასაც მე ვფიქრობ .
1 ტაიმში უამრავი შეცდომა დაუშვა აიას სასარგებლოდ , მაგალითად 29-30 წუთისთვის როხვაძის მიერ ამოღებული ბურთი , რომელსაც არ შეეძლო ბურთზე თამაში და ფაქტობრივად 100 %იანი ლელო გამოაძრო .
მეორე ტაიმში შედარებით გამოასწორა მსაჯობა , მაგრამ მაინც უარყოფითად შევაფასებდი .



Posted by: SGG 28 Apr 2018, 22:35
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
თუ ხალხმა არ მოითხვეთ, მარტო ჩელე და მერე ვერ ამოვაშლევინებთ


ამ თემაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ.
ინგლისივით და საფრანგეთივით დიდი კომერციული ინტერესი რომ ჰქონდეს ლოკომოტივზე თამაშს,გასაგები იქნებოდა და ამ წესით, რეგიონის გუნდები აშკარად იჩაგებიან.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Apr 2018, 23:17
შეგიძლიათ გადაამოწმოთ

ახალი სამხრეთი უელსის მთავრობას
20 თუ 30 წლით აქვს დაბევებული ნრლ-ის დიდი ფინალი სიდნი’ში --
საარაკო ფული აქვს გადახდილი მაგაში

ვიქთორიის მთავრობას ეგრევე აფლ-ის დიდი ფინალი

და ეგ მიღებული პრაქტიკაა ბევრ სპორტში და ბევრ ქვეყანაში
-- დროდადრო იდება ახალი კონტრაქტები | ძველები გრძელდება

მაგ ლოგიკით თბილისის მერია მილიონებს უნდა უხდიდეს
რაგბის კავშირს, დიდი ფინალი ვაკეში იყოს 2047 წლამდეო


Posted by: dxm1 28 Apr 2018, 23:20
QUOTE
არ არის აია საჩემპიონო გუნდი და შეეგუეთ.წელს ლოკოა ჩემპიონი!

ცალფეხა გუნდი, რომ მოგიგებს სახლში რაის საჩემპიონო ამბიცია გაქვს biggrin.gif
აიას ყოჩაღ უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ შესუსტებული შემადგენლობითაც კი რაგბის თამაშს ცდილობს! ნუ არ ვიცი, რომ არა ბაბუნაშვილის და მოდებაძის ტრავმა- ლოკომოტივი ღირსეულ წინააღმდეგობასაც კი ვერ გაუწევდა აიას სეზონის ბოლოს! ყველაზე დიდი დანაკლისი ბაბუნაშვილია მაინც sad.gif 10 ნომერს თავი დავანებოთ, გუნდს დამრტყმელი არ ყავს. აბჟანდაძეც ვერ გვეხმარება. გობეჯიშვილი კაი ბიჭია, მაგრამ ბავშვია ჯერ და გამოუცდელია.
ლოსაბერიძე თემაა რა biggrin.gif თუ გუნდს დაჭირდება მგონი ბურჯის ფუნქციასაც იკისრებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 6 ნომრიდან 14 ნომრამდე ყველაფერზე ითამაშა ტიპმა)))))
ბათუ ხამაშურიძე ისეთი გახარებული ბოლოს ალბათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, რომ მოიგო მაშინ იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რას დარბოდა მოედანზეეეე))))))

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Apr 2018, 23:23
ა ბატონო

The current agreement between the Melbourne Cricket Club, the MCG Trust, the AFL and the Victorian State Government
stipulates that the AFL Grand Final will be played at the MCG every year until at least 2037.

This was extended further to at least 2057 after a deal between the parties was struck in April 2018.

@

In 2010 the Government of New South Wales secured the grand final
for Stadium Australia until 2022 for $45 million.

@

Posted by: dxm1 28 Apr 2018, 23:25
QUOTE
ისე, კაი ბიჭია ეს დანგაძე, უბრალოდ ერთი მაგარი სისულელე გააკეთა, წიკოს რომ შეასკდა

კი შეასკდდა, მაგრამ მაინტერესებს მართალი იყო მსაჯი? იყო გასაყვითლებელი??? რავი რაღაც საეჭვოდ მომეჩვენა და ცოტა უსამართლოდაც მაგ დროს სინბინი

Posted by: jora84 28 Apr 2018, 23:27
dxm1

QUOTE
კი შეასკდდა, მაგრამ მაინტერესებს მართალი იყო მსაჯი? იყო გასაყვითლებელი???


კი ეკუთვნოდა, ნუ მიწაზე რომ მდგარიყო მაშინ ზედმეტი იქნებოდა, ეს კიდე ახტა და მიახტა smile.gif

Posted by: LAZY@2016 28 Apr 2018, 23:38
აია....
1.კარგი იყო ტურბო....მაგრამ ერთ მომენტში ისეთი ყ..ბა გააკეტა..რაგბში მასეთი კარგა ხანია არ მინახავს......
2.10 ნომერი აქეს კომენტატორებმა მაგრამ ეტყობა ჭყინტი რომ არის.....ზოგ მომენტებში სწორი გადაწყვეტილება და ლელო იქნებოდა ეგრევე....
3.დამრტყმელი არა
4.აუტი არა
5.და ბოლოს ლიდერი არა......ახალგაზრდები არიან ყველა და თამაში რომ აირევა დამლაგებელი ლიდერი არაა....

ლოკო....

1...შერკინება
2...ბეგაძემ გაიგიჟა თავი...
3...გოშა კარგი იყო....საშუალება არ მიცეს
4...მაინც თბილიში უნდა ვეთამაშოთ !!!

Posted by: dxm1 28 Apr 2018, 23:47
QUOTE
კი ეკუთვნოდა, ნუ მიწაზე რომ მდგარიყო მაშინ ზედმეტი იქნებოდა, ეს კიდე ახტა და მიახტა

ხო, მაგრამ ახტა დარტყმის მომენტში და ფაქტიურად ინერციით შეენარცხა- მაგიტომ ვერ ვხვდები. ჯარიმა იყო უეჭველი, მაგრამ ყვითელი მაინც მეეჭვება. არ ვიცი, შეიძლება მართალია

Posted by: otia-83 29 Apr 2018, 00:28
წარმოიდგინეთ აია თამაშობდა ფაქტიურა მესამე მგეზავით. აბჟანდაძესაც თუ ჩავთვლით. არ გყავს :აბჟანდაძე, ბაბუნაშვილი და მთავარი ფულბეკი და გუნდი მაინც ნორმალურ გაშლილ რაგბს თამაშობს.

აიას მგეზავის ყველაზე კარგი სკოლა აქვს და კავშირმა ეს უნდა წაახალისოს აუცილწბლად. ჯინჭველაშვილი, ბაბუნაშვილი, აბჟანდაძე და ეს ბიჭი. მეტი ხელშეწყობა სჭირდება სამწვრთნელო შტაბის გაძლიერების კუთხით აიას და ქუთაისი აკადემიას. კაი ზელანდიელი მწვრთნელები დახატავდა მაგ ამბავს.

Posted by: Dr NULL 29 Apr 2018, 10:13
otia-83
QUOTE
კავშირმა ეს უნდა წაახალისოს აუცილწბლად

როგორ უნდა წაახალისოს?

Posted by: AVIATORI01 29 Apr 2018, 10:53
Dr NULL
მაგალითად ზაფხულის ტესტებზე აიადან მხოლოდ ერთი კაცი წაიყვანოს შეკრებაზე (ისიც ისეთი რომელსაც მეთელი სეზოანი არ უთამაშია)
ამის მეტი წახალისება რა გინდა

სამაგიეროდ მე-8 ადგილოსანის 4 კაცი გამოიძახოს შეკრებაზე და 3 გააყოლოს ნაკრებს

Posted by: rrrugby 29 Apr 2018, 13:09
QUOTE
აქ ჯინჯიხაძეზე და სხვა ბიჭებზე დავობთ, რომლებიც ნამდვილად გამორჩეულები არიან დიდ 10-ში. მაგრამ ჩემი აზრით თუ ვინმე სანახავია ეს ძნელაძეა. ოქროს ბიჭია.

მე რომ ეროვნული ნაკრების სელექციონერი ვიყო, ნამდვილად არ დავკარგავდი ასეთი ფიზიკური მონაცემების მორაგბეს.
* * *
QUOTE
მაგალითად ზაფხულის ტესტებზე აიადან მხოლოდ ერთი კაცი წაიყვანოს შეკრებაზე (ისიც ისეთი რომელსაც მეთელი სეზოანი არ უთამაშია)
ამის მეტი წახალისება რა გინდა

სამაგიეროდ მე-8 ადგილოსანის 4 კაცი გამოიძახოს შეკრებაზე და 3 გააყოლოს ნაკრებს

100%

Posted by: giushki 29 Apr 2018, 13:39
otia-83
ქუთაისი ისეთ რაგბს თამაშობს, ეგეთს ვერ ითამაშებ თუ კარგი ხედვა არ აქვს 9 და 10. 9 ნუ დავუკარგავთ, ძალიან კარგი მოთამაშეა, სერიოზულად რომ მიდგომოდა ამ ყველაფერს, ეხლა შეიძლება ნაკრებშიც ყოფილიყო. მთლიანად გუნდი კი სწორ რაგბს თამაშობს, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისს.

ვულოცავ აიას, დიდი წარმატებები მენახოს მაგ გუნდის. ბეჭებზე გაკრული ევრო-კლუბები და ა.შ.

თბილისელი აიას გულშემატკივარი smile.gif

Posted by: soph12 29 Apr 2018, 13:43
იმედია სრული რევანში იქნება წინა წლის გამწარების გამო

წინ ბათუმი !

იმედს ვიქონიებ მსაჯები არ გაგვწირავენ

Posted by: zaal1969 29 Apr 2018, 13:46
აიას პატივს ვცემ,რადგან ცდილიბს თანამედროვე რაგბი ითამაშოს, თამამად ენდობა ახალგაზრდებს და საერთო საქმეზეა ორიენტირებული, მეტი მინდა ახალგაზრდებთან იმუშავონ უნარ-ჩვევებზე და შედეგიც თავისთავად მოვა, რასაც ვერ ვიტყვი იგივე ლოკოზე, უფრო დღევანდელ შედეგზე ორიენტირებულები არიან,საერთოდ ბავშვთა რაგბში მუშაობენ?გუნდებმა ნაკრებს უნდა გაუზარდონ კადრები!

Posted by: soph12 29 Apr 2018, 16:46
რა არის ბათუმი ესე

ანტირაგბია რასაც აკეთებენ

ან დერეფანში რა დაემართათ ან შერკინებაში ან ბოლოს რა იყო ეს, შერკინება აერჩიათ ბოლო ბოლო დაჯარიმების შანსი მაინც იქნებოდა

Posted by: giorgi77 29 Apr 2018, 17:11
არეული გუნდია ბათუმი. შარშანაც გამოჩნდა ევროტურნირებზე... იმდენი შანსი გაანიავეს...

ჯიქი უფრო ორგანიზებული გუნდია

Posted by: jora84 29 Apr 2018, 17:18
რა ტანჯულა თამაშია, შერკინება, ჯარიმა, მოლი, ჯარიმა, შერკინება, ჯარიმა, მოლი drug.gif

Posted by: OSTAP 29 Apr 2018, 22:47
ჩემო მოკრძალებული აზრით წელს აია იმსახურებს ჩემპიონობას. უნდა წაადგეს წესით ასეთი სტილით მოთამაშე გუნდის წარმატება დიდ ათს და ზოგადად ქართულ რაგბს.

ბათუმმა სამწუხაროდ აბსოლუტურად უფანტაზიო რაგბი ითამაშა დღეს. ლოკოსგან ამ რეალობაში ახალს ვერაფერს მოსთხოვ. ბენდოს და პაშას სტილი ეს არის და ამ სტილს საქართველოს დონეზე კარგად ასრულებენ, მაგრამ ეს არის მე-20 საუკუნის რაგბი. მითუმეტეს იმ რეალობაში, რომ ამხელა ისტორიის გუნდს ბავშთა რაგბი არ აქვს განვითარებული და არ აქვს საკუთარი სკოლა. ჯიქი ორგანიზებული, მობილიზებული და კარგი გუნდია, თუმცა წელს ჩემი აზრით აია ჯობია.

ისე რეზი წავიდა, თედო 20 წლამდელებში, ბაბუნაშვილი დამტვრეული და კიდევ ძალიან კარგი 10 ნომერი ყავთ, რომელიც ვინც დარჩენილი იყო პლეი ოფებში ყველაზე მეტად ფანტაზიიანი იყო.

Posted by: otia-83 30 Apr 2018, 10:20
Dr NULL
რავი ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება იმ გუნდის და მწვრთნელ-მორაგბეების წასახალისებლად ვინც სისტემატურად ყველაზე კარგ მგეზავებს ზრდის ბოლო წლებში, თან თაობებში წყვეტა არ აქვთ, ყველა თაობაში გაზარდეს კარგი მგეზავი.

1) აიას მგეზავებს და მწვრთნელებს გავგზავნიდი ზელანდიაში პლეიოფების დროს ჰარიქეინზის საშინაო თამაშზე, თანამედროვეობის საუკეთესო მგეზავის ცოცხლად სანახავად.
2) მელიტონას კავშირებით მაქსიმალურად ვიჩალიჩებდი ჰარიქეინზის ვარჯიშზე დასწრების უფლება მიეცათ ამ დელეგაციისთვის. თუ ამათაც მისცემდნენ ვარჯიშში ჩართვის უფლებას მთლად უკეთესი.
3) აიას, ბავშვთა გუნდის, ან აკადემიის უაკანა ხაზის მწვრთნელს გავგზავნიდი ზაფხულში სტაჟირებაზე ზელანდიაში, რომელიმე აკადემიაში ან კლუბში.
4) ახალგაზრდული ნაკრებებისთვის კარგი მგეზავების და გამთამაშებლის გამზრდელ კლუბს ფულად ჯილდოს დავუნიშნავდი, ასევე მათ გაზრდაზე პასუხისმგებელ მწვრთნელებსაც.
5) ახალგაზრდული ნაკრებებიდან გამოსულ იმედისმომცემ მგეზავებს და გამთამაშებლებს, რომლებიც სიბეჯითეს შემდეგშიც გამოამჟღავნებენ და პროფესიულ-კარიერულ ზრდას გააგრძელებენ გამორჩეულ პრემიებს დავუნიშბნავდი.
6) გუნდს, რომელიც ლაღ, თანამედროვე, ლამაზი რაგბის თამაშზე გააკეთებს აქცენტს, რომელსაც კარგი ღერძი ყავს და კომბინაციურ რაგბს თამაშობს მთელი წელი განმავლობაში, საბაზისო დაფინანსებას გავუზრდიდი. (საერთოდაც შესაცვლელია საბაზისო დაფინანსების სისტემა, ყველა გუნდი ერთნაირ თანხას არ უნდა იღებდეს, აიაც და ბაგრატიც 400 000 ლარით არ უნდა ფინანსდებოდნენ, განსხვავება უნდა იყოს კარგ და მაჩანჩალა გუნდს შორის.)

კიდე შეიძლება ალბათ რამის მოფიქრება smile.gif

Posted by: Dr NULL 30 Apr 2018, 10:58
otia-83
აი, 1 და 3 პუნქტებს დავეთანხმები smile.gif
დანარჩენი კი ზოგადად, აკადემიაში მიწვეულებს თანაბრად უნდა "გადაწვდეს". სხვანაირად არ შეიძლება. გუნდმა თუ მგეზავი გაზარდე კარგია და თუ მღლეტავი, მეორეხაზელი ან თუნდაც კვაჭი ის რა? არ ითვლება? ლაღი თამაში გემოვნების ამბავია, ჩემპიონმა რომ პრემია უნდა მიიღოს, ეს სხვა. თუ ვინმემ "ლაღი თამაშის" გარეშე მოიგო, ის არ ითვლება და "ლაღებს" მიცენ პრემია? თუ დიდი 10ში ცალკე დააწესონ პრებია ლაღი თამაშისთვის და თუ ჩემი და შენი გემოვნება (ამ შემთხვევაში ემთხვევა) არ დაემთხვა, მაშინ ვინ არის უფრო ლაღი?
მგონია რომ 2,4,5 აკადემიაზე უნდა მოდიოდეს და არა გუნდზე.

თუმცა, თავიდან, წინა რეპლიკაზე, სულ სხვა რამე მომეჩვენა და იმიტომ ვიკითხე. smile.gif

Posted by: otia-83 30 Apr 2018, 11:19
Dr NULL
QUOTE
დანარჩენი კი ზოგადად, აკადემიაში მიწვეულებს თანაბრად უნდა "გადაწვდეს".

კი კარგი იქნებოდა, სათანადო ფინანსების შემთხვევაში.

მაგრამ როცა კონკრეტული პოზიციების სერიოზული პრობლემა გვაქვს, შესაძლებელია ამ კონკრეტული მიმართულებების გაპრიორიტეტება. მაგ: მგეზავი, გამთამაშებელი, თლა უკანა, მეორე ხაზელი, გარემარბი და კვაჭი. ამ მიმართულებებში წარმატებულებს მეტი სტიმულირება სჭირდებათ. მითუმეტეს როცა ნაკრებს ოფიციალურად აქვს განცხადებული ისეთი სტილის დანერგვა, სადაც მგეზავს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აგერ უკვე 5-6 წელია სწორეთ სათანადო მგეზავის არყოლის გამო ამას ვერ ვახერხებთ. აი ამიტომ ვანიჭებ ამ პოზიციის წახალისებას უპირატესობას.

Posted by: FullbackAce 30 Apr 2018, 11:54
QUOTE (otia-83 @ 30 Apr 2018, 11:19 )
Dr NULL
QUOTE
დანარჩენი კი ზოგადად, აკადემიაში მიწვეულებს თანაბრად უნდა "გადაწვდეს".

კი კარგი იქნებოდა, სათანადო ფინანსების შემთხვევაში.

მაგრამ როცა კონკრეტული პოზიციების სერიოზული პრობლემა გვაქვს, შესაძლებელია ამ კონკრეტული მიმართულებების გაპრიორიტეტება. მაგ: მგეზავი, გამთამაშებელი, თლა უკანა, მეორე ხაზელი, გარემარბი და კვაჭი. ამ მიმართულებებში წარმატებულებს მეტი სტიმულირება სჭირდებათ. მითუმეტეს როცა ნაკრებს ოფიციალურად აქვს განცხადებული ისეთი სტილის დანერგვა, სადაც მგეზავს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აგერ უკვე 5-6 წელია სწორეთ სათანადო მგეზავის არყოლის გამო ამას ვერ ვახერხებთ. აი ამიტომ ვანიჭებ ამ პოზიციის წახალისებას უპირატესობას.

მგეზავის სპეციალისტი მწვრთნელები გვყავს საერთოდ ? ჯერ ეგ მოვახერხოთ რომ სპეციალიზირებული მწვრთნელები გვყავდეს 2-9-10 ნომრებისთვის. აგერ ჩამოვიდა მელიტონა 9ის სპეცი და აღმოაჩინა ორი 9 ნომერი.

ვილკო ხო არ ჩამოვიყვანოთ მელიტონას მერე ?

Posted by: Gio_G83 30 Apr 2018, 13:16
QUOTE
ვინ გახდება წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული?


ამ კითხვაზე დარჩა შესაძლო სამი პასუხი:

QUOTE
ჯიქი (გორი) [ 7 ]  [6.54%]

QUOTE
აია (ქუთაისი) [ 47 ]  [43.93%]

QUOTE
ლოკომოტივი (თბილისი) [ 6 ]  [5.61%]


ჯიქი-ბათუმში მგონია რომ შედეგი ლოგკური იყო, აი აიას მოგებას ნაკელბად ველოდი, სასიამოვნო მოულოდნელობაც კი აღმოჩნდა

ჯიქმა ლოკომოტივთან ორივე მატჩი წააგო წელს 19:25 და 12:11, მხოლოდ ნუგეშს გამოჰკრა ხელი
ისე ცოტას უშვებს, ლელოსაც და ქულასაც, მარგამ კოლო დებს და აგროვებს ბევრს...

ვითომ აია-ლოკო ფინალი?
წლევანდელი ჯიქი ვერაა საჩემპიონო
* * *
ეს კი ისე ფრევიუდ იყოს
გასულ უქმეებზე ორი ფინალი შედგა:
შესარჩევ ფინალში ლოკომოტივი თბილისში 15:20 დამარცხდა აიასთან, ხოლო გასავარდნ ფინალში ჯიქმა გორში 25:19 დაამარცხა ბათუმი.
ბათუმი საჩემპიონო მარათონს გამოეთიშა.
შესარჩევი ფინალის მოგებით ქუთაისის აიამ დიდ ფინალში დაიბევა ადგილი, სადაც მისი მეტოქე მცირე (წინასწარი ფინალი) ფინალში ლოკომოტივსა და ჯიქს შორის გამარჯვებული იქნება, ეს რკენა 6 მაისს შედგება.
წლევანდელ სეზონში თბილისის ლოკომოტივი და გორის ჯიქი ორჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს - პირველი წრის მე-6 ტურში (08/10/207) ჯიქი შინ 14:22 დამარცხდა ლოკომოტივთან. თამაში საკმაოდ დაძაბული იყო: გორელებმა ორი ლელო (მარბიელი - გ.შენგელია (კაპიტანი), გარემარბი - ნ.ბიწაძე) მეორე ტაიმში დადეს და ორივე გარდასახეს (შეცვლაზე შემოსული ჰავბექი - დ.კიკნაძე).
ლოკომოტივმა კი ოთხი ლელო მიითვალა (გარემარბი - დ.გულიტაშვილი -2, მღლეტელი - ფ.გასვიანი, შემკვრელი - ვ.ამირანაშვილი), საიდანაც მხოლოდ ერთი გარდასახეს (შუამარბი - ს.ნიკოლავა).
მატჩს არც სინბინის გარეშე ჩაუვლია: გორელთა მხრიდან გუნდის კაპიტანი გურამ შენგელია დაისაჯა, სტუმართა მხრიდან კი შუამარბი ვახტანგ კავთიძე და მგეზავად გამწესებული ბექა წიკლაური.
განმეორებით შეხვედრაში (მეორე წრე, მე-15 ტური - 10/03/2018) რკინიგზელებმა მინიმალური სხვაობით 12:11 დაამარცხეს მეტოქე. რვაზე ნაკლები ქულით მარცხისთვის ჯიქს სანუგეშო ქულაც ერგო. ამ მატჩში ლოკომოტიველთა ორ ლელოს (ჰავბექი - გ.ბეგაძე, გარემარბი - გ.შკინინი) ჯიქმა ერთით უპასუხა (შუამარბი - დ.დევსურაშვილი). თბილისელთა მხრიდან ორიდან ერთი გარდასახვა იყო ზუსტი რომელიც ექსჯიქელი რამაზ ხარაზიშვილის ანგარიშზეა, სტუმართა მხრიდან მგეზავ მამუკა ნინიძეს მართალია გარდასახვა გაუცუდდა თუმცა ორჯერ საჯარიმო დარტყმიდან უწია მიზანს.
სინბინის გარეშე არც ამ რკენას ჩაუვლია - ჯიქთა მხტომელი არსენ ტრაპაიძე მსაჯმა 10 წუთით დაასვენა.
მიიჩნევა, რომ ორივე გუნდის განსაკუთრებით ძლიერი მხარე მძლავრი შერკინებაა, თუმცა ბექებსაც თუ გადავხედავთ ნამდვილად არაერთი საინტერესო მორაგბე შეგვხვდება: ბორჯღალოსნები ჰავბექი გიორგი ბეგაძე და უნივერსალური ბექი გიორგი აფციაური, ვეტერანი ბორჯღალოსანი გარემარბი გიორგი შკინინი, შვიდკაცა ნაკრების წევრები - გარემარბები: ლევან გოგოლაშვილი და რამაზ ხარაზიშვილი რკინიგზელთა შემადგენლობაში. ჯიქების შემადგენლობაშიც არაერთი საინტერესო მორაგბე ირიცხება - 7_კაცა ნაკრების წევრები ჰავბექი რეზი ბროძელი, მგეზავი მამუკა ნინიძე, შუამარბი რეზი ჯინჯიხაძე, გარემარბი დიტო კიკნაძე. სხვადასხვა დროს ახალგაზრდული ნაკრების წევრები შუამარბი დევი დევსურაშვილი და ფულბექი ირაკლი სვანიძე.
დაპირისპირება ნამდვილად გვპირდება დაძაბულობას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯიქს წლეულს მხოლოდ ორ გუნდთან აქვს უარესი ბალანსი: მარცხი და ფრე ჰქონდა რუსთავის ხარებთან, თუმცა ქვემოქართლელთა ბარიერი პლეიოფების პირველ სტადიაზე გადალახა და ლოკომოტივი - ვისთანაც ორივეჯერ დამარცხდა.
გარკვეულ წარმოდგენას მოსალოდნელ დაპირისპირებაზე სტატისტიკური მონაცემებიც შეგვიქმნის:
მიუხედავად იმისა, რომ ჯიქმა რეგულარულ გათამაშებაში 18 მატჩიდან 6 დათმო მიღბული აქვს მხოლოდ 25 ლელო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ქულათა ბალანსი თუ არ ტოვებს საუკეთესო შედეგს უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ქულებითაც (მხოლოდ 224) ჯიქი მოწინავეა - შესაბამისად ადვილი დასასკვნელია, რომ ჯიქი თუ არ გამოირჩევა მაღალი შედეგიანობით საკუთარი ლელოს დაცვას წარმატებით ახერხებს.
იგივე მხრივ რკინიგზელებს ყველაზე მეტი ლელო აქვთ დადებული - 82, თუმცა მიღებული 39. მოგროვებული ქულებითაც და შესაბამისად გატანილი და მიღებული ქულების ბალანსითან მხოლდ აიას ჩამორჩებიან: 535 გატანილი, 297 მიღებული.
საუკეთესო მექულეების (დამრტყმელების) ჩამონათვალსაც ჯიქთა მგეზავი მამუკა ნინიძე 153 ქულით ლიდერობს. მის ვიზავის რკინიგზელთაგან კი მხოლოდ 76 ქულა აქვს აქტივში.
საპირისპირო მდგომარეობაა მელელოვეთა დავაში: აქ პრაქტიკულად უკონკურენტოა ლოკომოტივის გარემარბი, ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი შინინი, რომელმაც მოწინააღმდეგეების დადელოვება 22 ჯერ მოახერხა. მისი ვიზავი ნიკა ბიწაძე კი მხოლოდ 9 ლელოს ითვლის.


Posted by: lepori 30 Apr 2018, 13:39
QUOTE (Gio_G83)
ჯიქი (გორი) [ 7 ]  [6.54%]

QUOTE (Gio_G83)
აია (ქუთაისი) [ 47 ]  [43.93%]

ყველაზე კაი ფინილი (სანახავად) ჯიქი-აია უნდა იყოს
მე მაგ ორი გუნდის თამაში მომწონს ყველაზე მეტად up.gif

Posted by: NAPSTER 1 May 2018, 20:23



-----------------------------

Posted by: enorme 2 May 2018, 11:08
NAPSTER
ძირითადად გეთანხმებით , მაგრამ ჯიქის ფავორიტობაში ვერ დაგეთანხმებით.

აი ნახავთ ლოკო როგორ თამაშს ითამაშებს . წელს ორივე თამაშში ჯიქი უფრო ცდილობდა თამაშის მოვკლას ვიდრე ლოკო.

სწორედ ისეთ დროს იცის ბენდომ სურპრიზის , როცა არავინ არ ელოდება .

Posted by: crusaders 2 May 2018, 11:33
საერთოდ შესამცირებელია დიდი 10

დაფინანსების ეს პენსიური მეთოდიც შესაცვლელია

კლუბები უნდა იმსახურებდნენ სხვა და სხვა კრიტერიუმებით დაფინასებას. დაკავებული ადგილებით, ბავშვთა გუნდების რაოდენობით და ა.შ.

შესაბამისად აღარ იქნება უმოტივაციო თამაშებიც. არმიამ რეკორდული ანგარიშებით წააგო ბოლო ტურებში და მერე პირველი ლიგიდან ამომსვლელს 17 -56 მოუგო facepalm.gif facepalm.gif


Posted by: samxara91 2 May 2018, 11:40
QUOTE (crusaders @ 2 May 2018, 11:33 )
არმიამ რეკორდული ანგარიშებით წააგო ბოლო ტურებში და მერე პირველი ლიგიდან ამომსვლელს 17 -56 მოუგო facepalm.gif facepalm.gif

ნეტავ რატომ წააგო? kar.gif

ბოლო ტურებში მაიმუნობებს მაინც ვერ გადაეჩვივნენ. არ ისჯებიან, გასდით და იმიტომაც ალბათ

Posted by: jora84 2 May 2018, 13:22
samxara91

ეჭვს არ გამორიცხავს, მაგრამ რა დღეშიც არმია იყო მეორე წრეში გასაკვირი არ არის, აი ყოჩების ეგრე გაცამტვერება კი იავიცი, იავიცი.

ადრე ბოქლომამ თქვა არმია სეზონს ჩაამთავრებო, მაგრამ მერე რა ელოდება იცის ვინმემ?

Posted by: Lotkinski 2 May 2018, 13:32
QUOTE
ადრე ბოქლომამ თქვა არმია სეზონს ჩაამთავრებო, მაგრამ მერე რა ელოდება იცის ვინმემ?


ალბათ გადაისვრიან სამეგრელოს მფარველობაში, ადრეც იყო ამაზი საუბარი.

Posted by: dc120mm 3 May 2018, 12:05
Lotkinski
QUOTE
ადრე ბოქლომამ თქვა არმია სეზონს ჩაამთავრებო, მაგრამ მერე რა ელოდება იცის ვინმემ?

ლეონსიო მისულა და მიხედავს ალბათ შემდეგი სეზონიდან.

Posted by: otia-83 3 May 2018, 12:21
QUOTE (dc120mm)
ლეონსიო მისულა

არმია - სამცხე ჯავახეთში გადავასახლოთ, ასპინძაში (ბაზა არის)
ჯიქი - ქართლი, გორში (ბაზა არის)
აია - იმერეთი, ქუთაისში (ბაზა კიარა მთელი აკადემია აქვთ)
ხარები - ქვემო ქართლი, რუსთავში (ბაზა არის)
ბათუმი - აჭარა, ბათუმში (ბაზა არის)
ვეფხვები - კახეთი, საგარეჯო (მარტყოფში ბაზა არის, მარა თვითონაც არ იციან სად უნდა ითამაშონ)
არმაზი - ქვემო ქართლი, მარნეულს მიამაგრეს ფორმალურად (ბაზა მგონი არ არის)
აკადემია - თბილის, კარგი იქნებოდა სამეგრელოში გაეშვათ, ფოთში ბაზა არის.
ლელო - თბილისი საკუთარი ბაზა აქვს.
ლოკომოტივი - თბილისი,


კარგი იქნებოდა არმია სამცხეში გაეშვათ ლეონსიოსთან და აკადემია ფოთში. რეგიონებში რაგბის გატანა შორეულ პერსპექტივაში კარგ შედეგს მოგვცემდა.

Posted by: zura_87 3 May 2018, 12:40
dc120mm
ლეონსიოს ფრანგული კლუბის ვარიანტი აქვს შერკინების მწვრთნელად და სავარაუდოდ უარს არ იტყვისო, დიპლომი აქვს საქართველოში ასაღები და მაგიტომაა აქეთო.
თურმე ძალიან მაგარი ყოფილა მაგ ამბავში და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს იქეთ.

Posted by: GioWEED 5 May 2018, 17:56
ლოკო ჯიქი დღეს არ იყო?
ანგარიში იცით ვინმემ?

Posted by: enorme 5 May 2018, 17:59
GioWEED
ხვალ არის 15:00ზე ავჭალაში

Posted by: GioWEED 6 May 2018, 10:38
დღეს თამაშზე მოდიხართ ვინმე? შერკინებაში გაუჭირდება ჯიქს 2ე ტაიმიდან

Posted by: ELguja90 6 May 2018, 15:21
ბეგაძემ რა იკისრა
სგ, სგ, სგ

Posted by: dato141 6 May 2018, 23:53
ELguja90
QUOTE
ბეგაძემ რა იკისრა
სგ, სგ, სგ

რა ქნა ესეთი ?

Posted by: ELguja90 7 May 2018, 00:02
dato141
QUOTE
რა ქნა ესეთი ?

ლოკომოტივის პირველი ლელო იკისრა
კაცნაკლულზე თან

Posted by: Gio_G83 7 May 2018, 13:17
ამასობაში შიდა ასპარეზზე ბევრი რამ გაირკვა, მხოლოდ საბოლოო შტრიხებიღაა დასაზუსტებელი...

რეგიონალური ლიგა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/
პირველ ლიგაში ასასვლელად ორი დასავლური და ორიც აღმოსავლური გუნდი იბრძოდა - ერთის მხრივ ტაო და ჭიათურა და მეორეს მხრივ თელავი და დევები.
რეგიონთაშორის პლეიოფებში დასავლურმა გუნდებმა იმარჯვეს, დასავლელთა ჭიდილში კი ტაო პირველ ლიგაში აღზევდა, ჭიათურა კი პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსან ივერიასთან გაარკვევს მეორე საგზურის ბედს.

პირველი ლიგიდან რეგიონალურ ლიგაში გადაინაცვლა ხულიგანამ, დიდი 10_ში კი პატარძეულის ვეფხვები აღზევდა.
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/
ელიტის მეორე საგზურისთვის პირველი ლიგელი ყოჩები და არმია ერკინენ, სადაც არმიამ ორი მატჩის ჯამში 101:43 იმარჯვა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

დიდი 10-ში კი ჩემპიონის გამოსარკვევი, ბოლო რკენაღა დარჩა - ქართული რაგბის კლასიკა თბილისის ლოკომოტივი - ქუთაისის აია - მიხეილ მესხზე 13 მაისს.




* * *
ფილანლი ქართული რაგბის კლასიკა
აია - ლოკომოტივი

და ორივე შილდზე
smile.gif

იმედია აქეთ რკინიგზა და იქით გუბერნია ფულს გამოვა

Posted by: Lotkinski 7 May 2018, 13:31
QUOTE
იმედია აქეთ რკინიგზა და იქით გუბერნია ფულს გამოვა


კი რავა არა smile.gif

Posted by: qobula 7 May 2018, 14:58
QUOTE
და ორივე შილდზე



ღმერთმა ქნას რო ეგრე იყოს. smile.gif

Posted by: GioWEED 7 May 2018, 15:12
იმედია ორივე გავლენ შილდზე...

აიას სასწრაფოდ ჭირდება შერკინების გაუმჯობესება. ისე დუდუ მოდის მონპელიედან და ვეფხვაძეა კიდე უკლუბოდ. cry.gif ორივე ჩამოყალიბებული ბურჯები არიან, დუდუ მსოფლიო დონის ბურჯია და ვეფხვაძე კიდე პრო2დ-ს დონეზე ნამდვილადაა.
ლოკოს შეუძლია 10 ნომერი იშოვოს თორე აფციაური და წიკო 10ზე რაღაც ვერ ქაჩავს, კაცი ფრთაა.

დიდი იმედი მაქვს 2ვე კლუბი გავა ფარზე.

ისე ფარზე საასპარეზოდ რო ითხოვონ დიდი 10ის კლუბებიდან მოთამაშეები არ შეიძლება? კოკი და ხმალაძე ბათუმს ყავს, დიდ 10ში არიან - სიჭი, კვესელა, კოშა, თოდუა

Posted by: xDavid_S 7 May 2018, 15:22
Gio_G83
QUOTE

აია - ლოკომოტივი
და ორივე შილდზე


სურვილია თუ ითქვა რამე?

Posted by: qobula 7 May 2018, 15:32
QUOTE
სურვილია თუ ითქვა რამე?


ჯერ-ჯერობით, მხოლოდ სურვილია smile.gif

Posted by: enorme 7 May 2018, 16:59
აუ რა შილდი ხალხო biggrin.gif

ფინალი ავჭალაშია , რა შილდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ერთის მხრივ კარგია , რომ მთლიანად შეივსება ტრიბუნები და კაი სარაგბო ატმოსფერო იქნება

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 May 2018, 17:18
enorme
ჰამაც რომელ საათზე?

რომ ავღელდი, ტაბლოზე დავდე "აქამდელი ფინალები"
http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-Champs/#GF

Posted by: enorme 7 May 2018, 17:41
ნახევარფინალი 15:00ზე რო იყო იმ დროს მართლა მირჩევნია 20:00 იყოს ფინალი , მაგრამ 18:00 მგონია , რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა

Posted by: Bexx 7 May 2018, 18:02
აიამ ნახევარფინალში დაამარცხა ლოკომოტივი და ფინალში ისევ ლოკომოტივს შეხვდება biggrin.gif

რა ###ობა წესებია ღმერთმანი

Posted by: GioWEED 7 May 2018, 18:30
Bexx
როგორც გამოჩნდა ლოკომოტივი ჯიქებზე ძლიერი ყოფილა და ფინალის საგზურიც მოუგო. ასე რომ სრულიად დამსახურებულადაა ფინალში.

ზოგადად წელს ლოკო და აია იყო ყველაზე კარგი გუნდები და ფინალიც შესაბამისია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 May 2018, 19:10
Bexx
QUOTE
ნახევარფინალში

არაა ეგ ნახევარ’ფინალი -- შესარჩევი ფინალია

სისტემა ავსტრალიურია და ჩვენთან მოქმედებს 2001 წლიდან
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

გუნდებს ძაან მოსწონთ და როცა ვეკითხებით -- ნუ შეცვლითო!

გუნდებს და ფანობასაც იზიდავს რევანში!

Posted by: Bexx 7 May 2018, 20:50
GioWEED
ეგრე აიამაც მოუგო ლოკომოტივს და იგივე პრინციპით ვიტყვი რომ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მივცეთ მაშინ პირდაპირ თასი biggrin.gif

ლუკასა და ნიკოს მამა
მადლობა ინფოსთვის. აქაურ წესებს არ ვიცნობდი და თვალში მომხვდა უცნაურად ეგ ფინალი

მარა მაინც ჩვეულებრივი სტანდარტული სისტემა ჯობია ჩემი აზრით - ფლეიოფის სისტემაში როცა ერთ რაუნდში აგებ წესით უნდა ეთიშებოდე ტურნირს.

აქ კიდე ლოკომოტივს მეორე შანსი აქვს. განა რამე საწინააღმდეგო მაქვს ლოკოსი, ისე აღვნიშნავ

ნუ ეხლა გადავხედე უკეთ და გასაგებია. უცნაური სისტემაა biggrin.gif პირველ მეორე ადგილოსნებს თავიდანვე თითქოს უპორატესობა აქვთ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 May 2018, 21:22
QUOTE
პირველ მეორე ადგილოსნებს თავიდანვე თითქოს უპორატესობა აქვთ.

ძაან დიდი უპირატესობა!

* დაბევებული აქვთ მედალი - მინიმუმ ბრინჯაო

** ისვენებენ პირველ კვირაში

*** მეორეში ეპატიებათ წაგება -- არ ვარდებიან: მხოლოდ გზა უმრუდდებათ

**** ხოლო თუ მაგ მეორეში მოიგებენ -- პირდაპირ გადიან დიდ ფინალში,

***** ანუ მესამე კვირაშიც ისვენებენ

რავარია?

მოუგო ლოკომ (მეორეს თამაშობდა) ნაჯაფარ ჯიქს (ზედიზედ მესამე კვირა ომობდა!)

აიამ (დამსახურებულად) დაისვენა (ორჯერ) და
ახლა დიდ ფინალში ეთამაშება ზედიზედ მესამედ მოთამაშე ლოკოს!

და მაინც, ერთი შეცდომაა: დებულებაში პირდაპირ წერია, რომ დიდი ფინალი თბილისშია

უნდა კი ეწეროს: "დიდი ფინალი" იმართება "შესარჩევი ფინალის" მომგები გუნდის მოედანზე

@

Posted by: ferrari1000 7 May 2018, 21:24
პირველ და მეორე ადგილოსანს უნდა ქონდეს გაეკვეიული უპირატესობა. როგორი იქნება ეს უპირატესობა ეგ სხვა საკითხია.

Posted by: Bexx 8 May 2018, 00:34
ლუკასა და ნიკოს მამა
up.gif up.gif :up

ხო ეხლა აღარ მგონია მთლად ისეთი როგორც თავიდან დავახასიათე biggrin.gif

ბოლო პუნქტშიც გეთანხმები


Posted by: giorgi77 10 May 2018, 15:23
ჯორჯ კლენსი იმსაჯებს დიდი 10 ფინალს.

მსაჯი რომელიც ბევრ ქართველს ცუდად ახსოვს


Posted by: enorme 10 May 2018, 16:12
ფინალს კი დარწმუნებული ვარ რო ლოკომოტივი არ წააგებს )))

აი ძალიან , ძალიამ მჯერა რო ლოკო გაჩემპიონდება წელს.

1წრეში წავაგეთ ქუთაისში , მე2 წრეში მოვუგეთ თბილისში .
მე3 თამაში წავაგეთ და მე4 თამაშს მოვიგებთ ))))

Posted by: ferrari1000 10 May 2018, 16:24
QUOTE (enorme @ 10 May 2018, 16:12 )
ფინალს კი დარწმუნებული ვარ რო ლოკომოტივი არ წააგებს )))

აი ძალიან , ძალიამ მჯერა რო ლოკო გაჩემპიონდება წელს.

1წრეში წავაგეთ ქუთაისში , მე2 წრეში მოვუგეთ თბილისში .
მე3 თამაში წავაგეთ და მე4 თამაშს მოვიგებთ ))))

enorme
ძაან კი მესიმპატიურება აია, მაგრამ მეც ლოკმოტივის მოგება მგონია. სტატიკაში საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვთ, და გაუჭირდება აიას იგივეს გაკეთება რაც წინა თამაში მოახერხა. დარწმუნებული ვარ საინტერესო თამაში გველის.

Posted by: giushki 10 May 2018, 16:39
მდაა.. კლენსი მაზოხისტია, თუ ჩვენ ვართ მაზოხისტები? საკითხავი აი ეს არის.

Posted by: qobula 10 May 2018, 16:56
ნეტა თუ იცის, კლენსიმ, ნახევარ საქართველოს რო ყავს მოკითხული თავის დროზე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: iverieli 10 May 2018, 17:06
გაუჭირდება აიას, ლოკო დაჩაგრავს შერკინებაში. ვნახოთ ისეთი უკანა ხაზი ყავს იქნება კიდე გაისროლოს

Posted by: dc120mm 10 May 2018, 17:24
iverieli
QUOTE
ვნახოთ ისეთი უკანა ხაზი ყავს იქნება კიდე გაისროლოს

უკანა ხაზს როდის მოუგია თამაში smile.gif

მე ლოკოს ვქომაგობ smile.gif

Posted by: GioWEED 10 May 2018, 17:54
dc120mm
biggrin.gif

მოუგია და თან თამაში კი არა თამაშები. ჩემი თუ არ გჯერათ იაპონელებს დაუჯერეთ. biggrin.gif

მე აიას მხარეს ვარ, მესიმპატიურება ეგ გუნდი ძალიან. ლოკო მაგარ ფორმაშია. წესით კაი თამაში უნდა გამოვიდეს...

Posted by: dc120mm 10 May 2018, 20:14
GioWEED
QUOTE
მოუგია და თან თამაში კი არა თამაშები. ჩემი თუ არ გჯერათ იაპონელებს დაუჯერეთ.

და შენ გჯერა რო რაგბში რომელიმე თამაში ხაზმა მოიგო? biggrin.gif

იაპონია ხაზით იგებს თამაშებს? biggrin.gif

მართლა გჯერათ რო აია მარტო ხაზის კარგი თამაშით იგებს საქართველოს ჩემპიონატში? lol.gif ეგ თუ ჯერა ვინმეს ეგ არის რაგბის უცოდინარობა smile.gif რაღანდ აიას მიწოლაში ვიღაცეები ჯობნიან ესეიგი სუსტი შერკინება ყავს და ხაზით იგებს თამაშებს? აბსურდია biggrin.gif დააკვირდით რამდებს მუშაობს და დარბის აიას მეორე ხაზი,შალამბერიძის მეთაურობით და დააკვირდით როგორ დასეირნობს ლოკოს მეორე ხაზი,გეგიას მეთაურობით.

მარა აქ მიწოლა გონით მარტო შერკინების მოვალეობა და მაგაშია უბედურება smile.gif

თუ თვლით რო მე რაგბის აზრზე არ ვარ კითხეთ ავტორიტეტებს ამ ფორუმზე,მაგალითად ბატონ ზაალს და დაგიდასტურებთ რო რაგბში თამაშს იგებს შერკინება და აგებს შერკინება!!!

Posted by: jora84 10 May 2018, 20:23
giushki

ეტყობა კავშირმა კლენსის მოშინაურება გადაწყვიტა, შარშანაც ყავდათ პლეიოფში ჩამოყვანილი biggrin.gif

Posted by: giushki 10 May 2018, 20:55
jora84
არაა ცუდი აზრი, მაგრამ თან ვინც მივა თამაშზე, დედის ტრაკი დაამხეთ თავზე მაგ ახვარს. გამოვა ფრენდლი სლეპი)) აი გორგოძემ რომ წატყიპა კონტეპომი და მერე კაი შეჩემა არ გრცხვენიაო))

პ.ს. მე მგონია, რომ აია მოიგებს ფინალს, დროა უკვე smile.gif

Posted by: dxm1 10 May 2018, 21:00
რაღა ეს მსაჯი აარჩიეს. თუ წამოუარა და გააფუჭა თამაში მერე ნახეთ.... არაერთხელ აქვს ასეთი სირობები გაკეთებული

Posted by: enorme 10 May 2018, 22:12
dc120mm
დემე 100%იანი ხარ.

მაგრამ მე2 მხარეც აქვს ამ მოყვანილ მაგალითს.

გეგია სტატიკაში ძალიან დიდი ძალაა ლოკოსთვის . თუნდაც შეტევის დროს ძალიან სახიფათოდ უტევს ყოველთვის.
უბრალოდ ლოკოს მთლიანი შერკინების ტემპი უფრო დაბალი ვიდრე აიასი და თუნდაც ჯიქის .


მაგრამ ფინალში ნახე როგორ გამოიყენებს ლოკო სტატიკურ უპირატესობას.

Posted by: dc120mm 10 May 2018, 22:33
enorme
QUOTE
გეგია სტატიკაში ძალიან დიდი ძალაა ლოკოსთვის . თუნდაც შეტევის დროს ძალიან სახიფათოდ უტევს ყოველთვის.
უბრალოდ ლოკოს მთლიანი შერკინების ტემპი უფრო დაბალი ვიდრე აიასი და თუნდაც ჯიქის .

yes.gif yes.gif yes.gif

QUOTE
მაგრამ ფინალში ნახე როგორ გამოიყენებს ლოკო სტატიკურ უპირატესობას.

მეც მაგ იმედზე ვარ smile.gif

Posted by: NAPSTER 10 May 2018, 22:39
გეგია არ გაახარეს წინა თამაშში. რამდენი ბურთი მიიღო, იმდენი კოჭებში ბოჭეს.

მოკლედ, თუ იმაზე მეტს ირბენს აიას შერკინება, რაც მცირე ფინალში ირბინა, ამ თამაშს მოიგებენ. და აუტი უნდა ააგდონ როგორმე.
ლოკომოტივის მინუსი ისაა, რომ ძაან ნელი გუნდია. თუმცა ბენდო ყავთ და რას მოიფიქრებს ფინალისთვის, კაცმა არ იცის.

Posted by: QUT7 11 May 2018, 01:59
Es rustaveli separatisti naxe ra dgeshia.... Bijo deme ra ver daivicye 55 da 35-it nolebi???

Posted by: dc120mm 11 May 2018, 11:00
QUT7
QUOTE
Bijo deme ra ver daivicye 55 da 35-it nolebi???

მაგას ვერ დავივიწყებ ვერასდროს მახოჯან smile.gif

იქნები თამაშზე?

Posted by: Gio_G83 11 May 2018, 13:12
QUOTE
უბრალოდ ლოკოს მთლიანი შერკინების ტემპი უფრო დაბალი ვიდრე აიასი და თუნდაც ჯიქის


უფრო მეტად პრობლემური ღერძი მგონია წლებია მგეზავი არ ჰყავს გუნდს ეს კი პირდაპირ განაპირობებს ლოკოს შეტევაში უფანტაზიობას და მთელი აქცენტის მძალვრ შერკინებაზე გადატანას,
ნელი ტემპი კი ბურთზე კონტროლის საჭიროებით მგონია განპირობებული
+ ის, რომ ლოკოს ცენტრს ინდივიდუალურად ვერ გამოარჩევ (როგორც თუნდაც სხვაგან) აქ დუეტი, ტანდემი ქმნის ჯერ სტაბილურობას, სიმძლავერს და შესაბამისად ამინდს, მარგამ მისი პოტენციალი შეტევაში მგეზავის გარეშე რეალურად არ ვიცი(თ)

Posted by: enorme 11 May 2018, 14:38
Gio_G83
ლოკოს ბობას შემდეგ 10 ნომრის გარეშეა დარჩენილი .თახთახა თითქოს ათამაშდასავით , მაგრამ ვერც მაგან ვერ გაამართლა . ეგ ყველაზე დიდი პრობლემა მგონია მე ამ ფორმაციის ლოკომოტივისთვის.

ძალიან კარგად შეიძლება 13 ნომრის , გაგოშვილის გამოყენება კარგი მგეზავის პირობებში . გიგა ძალიან მწვავე დარტყმებს აკეთებს და პრაქტიკულად 1-1ზე კონტაქტში არავისთან აგებს ,ყოველთვის იგებს საკმაოდ დიდ მანძილს.

ნელი ტემპი კი თემოს სათამაშო სტრატეგია და ხედვაა . ყოველთვის აღნიშნავს თემო , რომ ზელანდიას აფრიკა ურჩევნია , იმიტომ , რომ აფრიკის (ჯაჯგურა) რაგბი უფრო ახლოსაა მასთან.

Posted by: ramazi-rugby 11 May 2018, 16:26
მოიგებს ლოკო
თამ დამაჯერებლად.
ვერაა აია ამათი შემჩერებელი.
გიგა და გოშა მოუთავებენ საბოლოოდ თამაშს.
საიუბილეო მეათე ჩემპიონობა ბენდოს ხელში იქნება კვირას.

Posted by: lepori 11 May 2018, 16:56
QUOTE (enorme)
ფინალს კი დარწმუნებული ვარ რო ლოკომოტივი არ წააგებს )))

QUOTE (ferrari1000)
ძაან კი მესიმპატიურება აია, მაგრამ მეც ლოკმოტივის მოგება მგონია

QUOTE (iverieli)
გაუჭირდება აიას, ლოკო დაჩაგრავს შერკინებაში

QUOTE (ramazi-rugby)
მოიგებს ლოკო
თამ დამაჯერებლად.



უმრავლესობას ლოკომოტივის მოგება რატომ გგონიათ?
მოსაგები ჰქონდათ და წააგეს უკვე შესარჩევი ფინალი აიასთან
კავშირის საიტზე რაც ვნახე >> 2013 წლიდან მოყოლოებული
ვინც იგებს შესარჩევ ფინალს ის იგებს დიდ ფინალსაც:
ლელო
ლელო
ლელო
ლელო
ჯიქი
------
მე ფსონს აიაზე ვდებ sa.gif

Posted by: George:) 12 May 2018, 21:25
მწვრთნელების კომენტარები ფინალის წინ:

http://sport24.ge/news/didi-10-is-finali-matchis-ina-preskonferencia

Posted by: LEQSO-M 12 May 2018, 21:52
აია!!!
ხვალ სულითა და გულით დავუჭერ მხარს!
აია ჩამპეონ!

P. S. თბილისელი კი ვარ მარა... alk.gif alk.gif alk.gif

Posted by: GioWEED 12 May 2018, 21:55
კაი ფინალი გამოვა, იმედია ის გუნდი მოიგებს ვინც კონტინენტის ფარსაც მიაყოლებს ზედ და მერე ენისეისაც ჩაულაღლაღებს რუსულ სულში.

აია მაგრად მომწონს, ლოკო უფრო სტაბილურად ძლიერია.

სულ ერთია მარა უფრო აიასკენ ვიხრები. თუ გააძლიერებენ შერკინებას აია უკეთესი იქნება.

2ვე რო გავიყვანოთ არა?

Posted by: giorgi77 12 May 2018, 22:15
ამ ორში აიას მხარეს ვარ. ლოკომოტივი 15 წლის წინანდელ საქართველოს ნაკრებს ჰგავს.

ხვალ იმედია ჩართავენ ლაივს ფეისბუკზე, მაგის იმედად ვარ user.gif

Posted by: dc120mm 12 May 2018, 22:23
თბილისელები აიას რა პონტში გულშემატკივრობთ? biggrin.gif

Posted by: FullbackAce 12 May 2018, 22:32
QUOTE (dc120mm @ 12 May 2018, 22:23 )
თბილისელები აიას რა პონტში გულშემატკივრობთ? biggrin.gif

ვის აინტერესებს ვინ რომელი ქალაქის გუნდია, კარგად ვინც გამოვა ევროვიზიაზე იმას ვუგულშემატკივრებთ. fig.gif

Posted by: diazi 13 May 2018, 00:22
აიამ უნდა მოიგოს!
ახალგაზრდებსაც, ქართულ რაგბსაც და მეც მჭირდება ეს და მიტომ wink.gif

Posted by: LAZY@2016 13 May 2018, 03:14
ვაა...ეხლა მომწონს ფორუმი...აიას ბალეშიკები შემოემატა.....

....

Posted by: gochela1 13 May 2018, 05:09
თბილისელი ვარ,თუმცა აიას ვგულშემატკივრობ,ჩემი აზრით აია ყველაზე სანახაობრივ რაგბს თამაშობს დიდ-10 ში,შერკინებაც თუ გააძლიერეს მშვენიერი იქნება.ორივე გუნდს ჩემი პატივისცემა და წარმატება ფინალში.

Posted by: enorme 13 May 2018, 10:32
2წლის წინანდელი ფინალი ლელო - ლოკო ვისაც გახსოვთ ზუსტად იგივე სიტუაციაა დღესაც ფორუმზე და საერთოდაც.

ყველა იმას იძახდა , რომ ლელო უფრო გაშლილ და თანამედროვე რაგბს თამაშობსო , ხოლო ლოკო ისევ ძველებურად აიღე და მიეძალეშია ძლიერიო.

რეალურად კი ფინალში მოხდა ის , რომ ლოკომ რაშიც აჯობა ლელოს , ეს იყო ხაზზე ჩათამაშებული შეტევები , შერკინებიდან და რაქებიდან სწრაფად გამოტანილი ბურთები და ხაზის მაღალი ტემპი .

ყოველთვის იცის ბენდომ ,განსაკუთრებით ფინალებში სიურპრიზების შემოთავაზება , თან მითუმეტეს დღეს კიდევ უფრო მეტად უწყობს შემადგენლობა ხელს ვიდრე 2წლის წინ .

ასე , რომ ჩემი აზრით დღეს იქნება ძალიან მაგარი თამაში და ღირსეული გაიმარჯვებს . ჩემი სურვილი და პროგნოზი ლოკოს ჩემპიონობაა (7-10 ქულის ფარგელბში მოიგებს ლოკო).

ორივე გუნდში დარწმუნებული ვარ საბრძოლო განწყობაა , მაგრამ მე ლოკოსთან მაქვს შეხება და ვიცი როგორ ემზადებიან ბიჭები ამ თამაშისთვის.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დღევანდელ მატჩში დამრტყმელს . აიას ამ კომპონენტში ძალიან უჭირს , ხოლო ლოკოს პირიქით , საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს წიკო , რამაზა და კავთიძე .

წარმატებები ორივე გუნდს.

Posted by: dc120mm 13 May 2018, 11:13
მთავარია დისციპლინა,თუ გააყვითლეს ვინმე იმ გუნდს დაერხევა!

მე ლოკოსკენ ვარ smile.gif

Posted by: ARN1994 13 May 2018, 12:23
Dges AIA gaxdeba me-11-ed Saqartvelos chempioni! Rugby Qutaturebis tamashia!

Posted by: GioWEED 13 May 2018, 12:43
QUOTE (ARN1994 @ 13 May 2018, 12:23 )
Rugby Qutaturebis tamashia!

lol.gif lol.gif

ქალაქების კონკურენცია თუ დაიწყო დასწრება და ინტერესი გაიზრდება.

ისე კიდე აიას და ლელოს ყავს ყოველთვის ყველაზე მაგარი აკადემიები.

ლოკოს როგორ არ უნდა ყავდეს U20ში 1 ბიჭი მაინც

Posted by: Franziskaner 13 May 2018, 13:42
ბილეთები სტადიონზე იყიდება? თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე რომ მივიდე იქნება?

Posted by: diazi 13 May 2018, 13:57
თბილისში როგორი ამინდია? წვიმს თუ არა? ხომ არ გააფუჭებს ამინდი თამაშს?

Posted by: GioWEED 13 May 2018, 14:09
მოღრუბლულია. დასწრება თავისუფალია მგონი

Posted by: enorme 13 May 2018, 14:10
დასწრება თავისუფალია ყოველთვის ჩვენი ჩემპიონატის თამაშებზე.

ამინდი მოღრუბლულია და იმედია არ იწვიმებს .

Posted by: ramazi-rugby 13 May 2018, 14:54
ARN1994
QUOTE
Dges AIA gaxdeba me-11-ed Saqartvelos chempioni! Rugby Qutaturebis tamashia!

მე 10 ედ როდის იყო?
QUOTE
ლოკოს როგორ არ უნდა ყავდეს U20ში 1 ბიჭი მაინც

ჰყავს და თან ძირითადი ბურჯი
გოგოიჩაშვილი

Posted by: Franziskaner 13 May 2018, 15:33
GioWEED
enorme

მადლობა!

Posted by: Homo Erotikus 13 May 2018, 15:37
რომელ საათზეა ფინალი? წინა გვერდებზე ნუ მაძებნინებთ user.gif

Posted by: GioWEED 13 May 2018, 15:44
ramazi-rugby
გოგიჩაშვილი რასინგუს გურჯია უკვე. დ

მარჯანიშვილიც ხო ლოკოს აღზრდილია?

Posted by: ramazi-rugby 13 May 2018, 15:50
GioWEED
QUOTE
გოგიჩაშვილი რასინგუს გურჯია უკვე. დ

რასინგის არის ზაფხულიდან
ახლა შეკრებაზეა U20
აქამდე ლოკოში იყო
აქ გაზარდა ბენდომ და პაშამ

Posted by: enorme 13 May 2018, 16:04
ramazi-rugby
ბატონო რამაზ შეგისწორებთ ))) გოგიჩაშვილი გაზარდა ფირომ , მანამდე კი ხაშურში თამაშობდა სტეფანოვია მგონი მწვრთნელი.

Posted by: ramazi-rugby 13 May 2018, 16:31
enorme
მართალი ხარ ყველაფერში
მაგრამ საბოლოოდ მორაგბედ მაინც ბენდომ გათალა

Posted by: ARN1994 13 May 2018, 16:52
ramazi-rugby

https://en.m.wikipedia.org/wiki/RC_Aia_Kutaisi

Posted by: otosa 13 May 2018, 17:34
ერთ თამაშიანია ხო?
დღევანდელი თამაში გამოავლენს ჩემპიონს?

Posted by: enorme 13 May 2018, 19:04
user posted image
user posted image

ქუთაისელი მედოლეებიც და მოთამაშებიც მოედანზე არიან ))))
* * *
user posted image
user posted image
user posted image


ორივე გუნდი მოედანზეა და ხურდებიან.
ძალიან კარგი ატმოსფეროა ტრიბუნებზე.

Posted by: lepori 13 May 2018, 19:55
მაივიდეოზე ჭედავს და.. სხვა წყარო არ იცით რამე?
მაგალითად იუთუბ ლინკი დამხატავდა biggrin.gif

Posted by: giorgi77 13 May 2018, 19:56
lepori

ფეისბუკზეც უნდა იყოს ლაივი როგორც დაწერეს https://www.facebook.com/RugbyTVGeorgia/

Posted by: lepori 13 May 2018, 20:04
giorgi77
მადლობა
გამოსწორდა ცოტა მაივიდეოზეც smile.gif

Posted by: NON-GRATAS 13 May 2018, 20:22
ეს გეგია მოზვერივით რო არის ნაკრებში რატო არ ათამაშებენ???

Posted by: enorme 13 May 2018, 20:53
მართალია ხმა აღარ მაქვს, მაგრამ ნამდვილად ღირს.

გააჩერა ლოკომ პირველ ტაიმში ქუთაისი.
ძალიან მაგარი დაცვა ვითამაშეთ ტაიმის ბოლოს.
წიკოს კარიერის მატჩი აქვს ))))

Posted by: jora84 13 May 2018, 20:54
NON-GRATAS

გეგია გიორგი, 24 წლის, 191 სმ, 140 კგ. მეორე ხაზი.

რატომ უნდა იყოს ნაკრებში?

Posted by: Lotkinski 13 May 2018, 21:00
ტრიბუნებზე ფანტასტიური ატმოსფეროა, სამწუხაროდ წამოვედი, მგონი ლოკო იჩემპიონებს, იარეთ რაგბზე.

Posted by: dato141 13 May 2018, 21:29
QUOTE
გეგია გიორგი, 24 წლის, 191 სმ, 140 კგ. მეორე ხაზი.

ნამდვილად მეორე ხაზელია თუ პირველი ?

Posted by: jora84 13 May 2018, 21:35
dato141

მეორე ხაზში აშკარად smile.gif

ლოკომოტივმა შეჭამა აია.

Posted by: GioWEED 13 May 2018, 21:48
გადაუარა ლოკომ აიას. კრინიგზა ფულს უნდა გამოვიდეს და ეს გუნდი გავუშვათ კონტინენტის ფარზე.

Posted by: BigG 13 May 2018, 21:53
რატომ აიაც წავიდეს ჩელენჯზე. დღეს ლოკომ დამსახურებულად მოიგო, მაგრამ აიას ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლდა.

ცოტა გარედან გაძლიერებაც დასჭირდება.

Posted by: dxm1 13 May 2018, 22:02
თავი იჩინა 10 და 15 ნომრის ფაქტიურად არყოფნამ. ძნელაძეს ჩაუვარდა თამაში (ისევე,როგორც მთელ გუნდს).
ვულოცავ ლოკომოტივს დამსახურებულ გამარჯვებას!

Posted by: AVIATORI01 13 May 2018, 22:15
ლოკომოტივმა მოიგო თამაშის ყველა ასპეკტი, ყველა კომპომნენტში დაიჩაგა აია

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ძალიან sad.gif
ძნელაძის ნაკრებში მოხვედრა არავინ ახსენოს ( 2 წელია ყველაზე მეტს მე ვყვირივარ რომ გაფართოებულში შეიყვანონ და როგორი სუნი გაუშვა სტადიონზე ეს რა იყო sad.gif )

ვულოცავ ლოკოს გამარჯვებას,
აიას კი სტაბილურობა დააკლდა და რა გახდა ეს აუტის დამუღამება დანგაძის მეტს რომ ვერავის აძლევენ, დავიჯერო იმხელა ბაბუნაშვილს ვერ წევენ მაღლა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 May 2018, 22:36
user posted image

http://site.rugby.ge/ka-GE/home/ >> ტაბლო
ლოკომოტივი მეათედ გახდა ჩემპიონი!

შინაური კვარცხლბეკი | ფინალები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-Champs/

გუნდების გზა საქართველოს ჩემპიონატებში >>
http://ovaluri.comxa.com/GANZI/MRUDEBI.htm

@

Posted by: Homo Erotikus 13 May 2018, 22:43
აია არ გავდა თავის თავს. მოედნის ბრალი ხომ არაა?

Posted by: jora84 13 May 2018, 22:57
Homo Erotikus

QUOTE
აია არ გავდა თავის თავს. მოედნის ბრალი ხომ არაა?



მოედანი რა შუაშია?

2 კვირის წინ მაგ მოედანზევე გამოუყვანა წირვა ლოკომოტივს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 May 2018, 23:06
დიდი ფინალის ოქმი >>
http://files.rugby.ge/oqmi/_MZA/2018_0513_D10_96-GF_AIA-LOK.htm

2017-18 სეზონი სრულად [ცხრილი + ყველა ანგარიში | ოქმი] >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

დასი [გუნდების დოსიე ამ სეზონამდე] >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-KLUBEBI/

სტატ’მოწინავენი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

@

Posted by: dishosdzisdze 13 May 2018, 23:11
ლოკო-მოტივი. ...
საოცარი გულშემატკივარობა იყო დღეს ორივე მხრიდან! !!
ნამდვილი ზეიმი შედგა...
,,აია'' ვერც თავს ვეღარ გადახტა და ვერც ,,ლოკოს''...
წიკომ იფრინა. ..
ქუთათური ქომაგები შემეცოდნენ, მგონი ბიჭებზე მეტად მათ სჯეროდათ ჩემპიონობის...


რაგბი ჩვენი თამაშია!!!!!!!!!!!user posted image

Posted by: George:) 13 May 2018, 23:15
ბექა ყურაშვილი: ჩვენს მორაგბეებს ფინალის გამოცდილება დააკლდათ

http://sport24.ge/news/beqa-kurashvili-chvens-moragbeebs-finalis-gamocdileba-daaklda

იმედია, შერკინებას მიხედავენ და გაისად, ჩემპიონები გახდებიან.

Posted by: BigG 13 May 2018, 23:23
ბექა ყურაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ფორუმელის ნათესავი ხომ არ არის?



Posted by: iverieli 13 May 2018, 23:26
Vulocav lokos. Damsaxurebulad moigo. Gardamtexi momenti dzneladzis gagdeba iko.

Posted by: Homo Erotikus 13 May 2018, 23:59
jora84
QUOTE

მოედანი რა შუაშია?

ის თამაში ძლივს მოიგო. დიდად ვერ აჯობა. დღეს ქარიც უბერავდა იქ, დინამოს სტადიონზე აჯობებდა ფინალის ჩატარება.

Posted by: George:) 14 May 2018, 00:31
თემურ ბენდიაშვილი: კონტინეტის ფარზე თამაში მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული

http://sport24.ge/news/Temur-bendiashvili-kontinetis-farze-Tamashi-mkholod-chvens-survilze-ar-aris-damokidebuli

Posted by: qobula 14 May 2018, 00:57
ვულოცავ ლოკოს, სრულიად დამსახურენულად მოიგო.

Posted by: ramazi-rugby 14 May 2018, 09:44
იმერ-აამერის დიდი ლელო 26 მაისს ქუთაისში
მორიგეობით იქნება ქუთაის თბილისში,თუ რამე პირობებია დაწესებული მასპინძლობაზე?

Posted by: dc120mm 14 May 2018, 10:28
ვულოცავ ლოკოს ყველა გულშემატკივარს ჩემპიონობას!

დამსახურებულად მოიგეს.


BigG
QUOTE
ბექა ყურაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ფორუმელის ნათესავი ხომ არ არის?

არა გოგი ბატონო, პირადად გადავამოწმე smile.gif არც კი იცნობს smile.gif

Posted by: enorme 14 May 2018, 11:39
მშვენიერი ფინალი გამოდგა .
აბსოლიტურად ყველაფერში აჯობა ლოკომ აიას.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ ქუთაისელი გულშემატკვივარი უფრო იყო მომზადებული ფინალისთვის ვიდრე თვითონ გუნდი.
ქუთაისიდან ვისაც გამოვარჩევდი ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ბადრი დანგაძე . ძალიან მაგარი ბიჭია.

ლოკოს მოთამაშეების სათითაოდ განხილვას არ დავიწყებ , რადგან გუნდმა ითამაშა ძალიან მაგარი თამაში და გამოვყოფ მხოლოდ წიკოს , რომელსაც ბოლოს როდის წაუვიდა თამაში არ მახსოვს . გუშინ იყო ნამდვილი ლიდერი გუნდის და მარტო წიკო , რომ ავიღოთ ჩანდა თუ როგორი მოტივაციით და შემართებით იყო მთელი გუნდი განწყობილი ფინალისთვის.

ვიძახდი , რომ ბენდოს უყვარდა სიურპრიზები და კიდევ ერთხელ გამოაჩინა თემომ , თუ რამდენად დიდი მწვრთნელია . თამაშის მსვლელობისას აბსოლიტურად ყველა ცვლილება იყო მიზანში მორტყმული. თამაშის შემდეგ , რომ ვნახე , მივულოცე და ვუთხარი ხო ხედავ ბიჭებმა როგორ მოინდომეს მეთქი და ბოლომდე მაინც არ მოუნდომებიათო )))))

ვულოცავ ყველა ლოკოს გულშემატკივარს და იმედია რკინიგზა გამოყოფს ევროტურნირისთვის საჭირო თანხებს.

Posted by: qobula 14 May 2018, 11:47
მე მგონი წელს, საკმაოდ კარგი ჩემპიონატი გამოვიდა, სანახაობრივადაც და დაძაბულობის მხრივაც. ველოდები როდის შეაჯამებენ მთლიანად ჩემპიონათს. smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 May 2018, 13:00
ramazi-rugby
რიგრიგობით იქნება იმერსა და ამერში --
იმ სტადიონზე, სადაც უკეთეს პირობებს შექმნიან

Posted by: Gio_G83 14 May 2018, 13:13
QUOTE
ძალიან კარგი ატმოსფეროა ტრიბუნებზე.


QUOTE
ეს გეგია მოზვერივით რო არის ნაკრებში რატო არ ათამაშებენ???

როგორც მხტომელი მძიმე ასაწევიაო და... wink.gif

QUOTE
ვულოცავ ყველა ლოკოს გულშემატკივარს და იმედია რკინიგზა გამოყოფს ევროტურნირისთვის საჭირო თანხებს.


ამასთან ერთი კარგი ამბავიც მაქვს (თუ ჭორი კი არა მთქმელის პირადი სურვილი არ იყო) - აიას გამოძებინილი აქვს ფარისთვის საჭირო თანხებიო, დიდ სატრანსფერო მიდი-მოდისაც გეგმავენო...
საფიჩხიაზე ვიჯექი თუ ზასტავაზე ზუსტად არ ვიცი და...

მაგრამ...
ამ ფარზე ორი ადგილი ისევ გვეკუთვნის?
* * *
+
გიორგი (გოშა) შკინინი

23 ლელო 35 წლის (და 2 თვის) ასაკში
აქამდელ რეკორდულ ორჯერ პოკერს თავისი მატჩში 6 ლელო დაუპირისპირა და მგონი ძალიან დიდი ხანი ამ რეკოდრს არაფერი ემუქრება

ისე მეგონა დაცვაში არც ისე მბრწყინავ ჩორტიკას, რამაზს და შკინინს ბევრს დაუკიდებდა აია და მოწინააღმდეგის 22-ში თამაშის გადატანას შეეცდებოდა მარგამ კოვზის და ნაცრის ამბავი შეემთხვა

Posted by: qobula 15 May 2018, 11:50
ფინალში, რაიმე საპრიზო ფონდი არ ყოფილა დაწესებული, შარშან მაგალითად, 100 000 ქონდა დაწესებული ტოიტას ცენტრს.

Posted by: ferrari1000 12 Jul 2018, 22:20
ნინიძე და ხუციშვილი ბათუმში გადავიდნენ ? ფაისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდნენ.

Posted by: dc120mm 17 Jul 2018, 13:02
ჟორა მღებრიშვილი (N8) აიადან პატარძეულში გადავიდა!

ferrari1000
QUOTE
ნინიძე და ხუციშვილი ბათუმში გადავიდნენ ?

ნინიძე არ ვიცი და ხუციშვილი გადავიდა კი.

Posted by: Lotkinski 17 Jul 2018, 13:46
QUOTE
ჟორა მღებრიშვილი (N8) აიადან პატარძეულში გადავიდა!


ეს გოჭის ბიჭია ხო?

Posted by: Gio_G83 17 Jul 2018, 13:48
მალე გავხსნი შიდა ასპარეზზე სამივე თემას, მოვიცლი

Posted by: dc120mm 17 Jul 2018, 15:29
Lotkinski
QUOTE
ეს გოჭის ბიჭია ხო?

საიდან იცნობ გოჭის? smile.gif

Posted by: iverieli 17 Jul 2018, 16:22
მურაზ გიორგაძე საფრანგეთში წავიდა?

ფედერალ 3-ის გუნდმა მონთლოქმა ახალწვეულები წარადგინა. იქ გიორგაძე ყავს თან საქართველოდან

GIORGADZE (1/2 ouverture et polyvalent lignes arrière + botteur - Georgie) სხვა გიორგაძე ხაზის მოთამაშე მარტო პატარა გლობუსა ვიცი და იმას კარგა ხნის დანებებული აქვს თამაშს თავი

Posted by: Lotkinski 17 Jul 2018, 21:53
QUOTE
საიდან იცნობ გოჭის?


მქონდა ბედნიერება გამეცნო biggrin.gif ლაპარაკი არ უყვარდეს კაცს პირველად ვნახე

Posted by: dc120mm 17 Jul 2018, 23:48
QUOTE
მქონდა ბედნიერება გამეცნო  ლაპარაკი არ უყვარდეს კაცს პირველად ვნახე

biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)