forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (89) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> The United States of America (USA), Vol: 14
sაlოmეa



*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12951
წევრი No.: 234841
რეგისტრ.: 24-August 17

გამოგზავნილია: 15 Jun 2019, 12:54  #54811370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ამერიკის შეერთებული შტატები (The United States of America)

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA, U.S.) არის ფედერალური რესპუბლიკა რომელიც მოიცავს 50 შტატს, ფედერალურ რაიონს (District of Columbia), ხუთი მეტად თვითკონტროლირებადი რაიონს და სხვა ტერიტროიებს. ამირიკის ტერიტორია მოიცავს 9.8 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ხოლო მოსახლეობა 325 მილიომზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წლის წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.


უდიდესი ქალაქებია

1 ნიუ-იორკი / ნიუ-იორკი - 8538000
2 ლოს-ანჯელესი / კალიფორნია - 3976000
3 ჩიკაგო / ილინოისი - 2695 598
4 ჰიუსტონი / ტეხასი - 2099 451
5 ფილადელფია / პენსილვანია - 1526006
6 ფინიქსი / არიზონა - 1445 632
7 სან-ანტონიო / ტეხასი - 1327407
8 სან-დიეგო / კალიფორნია - 1 307402
9 დალასი / ტეხასი - 1197 816
10 სან-ხოსე / კალიფორნია - 945942

მოკლე ისტორია

აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

ქვეყნის პრეზიდენტი: დონალდ ტრამპი
ვიცე პრეზიდენტი: მაიკ პენსი
ჰოუს სპიკერი: პოლ რაიანი

ეთნიკური ჯგუფები:

1. 77.1% თეთრი
2. 13.3% შავი
3. 5.6% აზიელი
4. 2.6% შერეული
5. 1.2% ინდიელები

რელიგიური ჯგუფები:

1. 73.3% ქრისტიანი
2. 18.2% არცერთ რელიგიას არ მიეკუთვნება
3. 2.1% ებრაელი
4. 0.8% მუსულმანი

საინტერესო ფაქტები:

1. თავისუფლების ქანდაკება ყველასთვის ასოცირდება ქალაქ ნიუ-იორკთან, მაგრამ ფიზიკურად ნიუ-ჯერსის შტატში მდებარეობს.

2. ყველაზე მაღალი მთა მსოფლიოში ჰავაის შტატში მდებარეობს სახელად "მაუნა კეა"

3. ამერიკაში წელიწადში 9 მილიარდი პიცა იყიდება.

4. ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1920 წელს მოიპოვეს.

5. დათვი გრიზლი კალიფორნიის ოფიციალურ ცხოველადაა აღიარებული, მაგრამ მსგავსი ჯიშის დათვი არავის უნახავს კალიფორნიაში 1922 წლის შემდეგ.


ამერიკის პრეზიდენტი: დონალდ ჯ. ტრამპი
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი: მაიკ პენსი

ნაციონალური ჰიმნი:


წინა თემის აქტიურ იუზერთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




სასიამოვნო პოსტვას გისურვებთ




The United States of America (USA)

This post has been edited by lilu777 on 16 Jun 2019, 04:43


--------------------
ი ი ს ფ ე რ ი






I can only say ,when you really love someone you can fly out of out of universe .
giorgixec1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2194
წევრი No.: 128447
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 15 Jun 2019, 13:13  #54811435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდეთ ახალ თემაში. მომავალ წელს დავადგამ ამერიკის მიწას ფეხს smile.gif


--------------------
▬▬▬▬ I ♥ HONDA ▬▬▬▬
Honda Accord CL7 2.0
Natali7
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 241009
რეგისტრ.: 27-February 18

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 11:37  #54815430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო,visa bulletin ის შემოწმებისას ვნახე რომ F2A კატეგორიას უწერია ასო c ანუ current. რას ნიშნავს შეგიძლიათ მითხრათ?ჩემი პრიორიტეტული თარიღია 2019წლის თებერვალი და როგორც ვიცი მაქსიმუმ 25 თვე უნდა ველოდო,მაგრამ ამ current მა დამაბნია.გთხოვთ არ დაიზაროთ დაწერა თუ ვინმემ რამე იცით ამის შესახებ.უღრმესი მადლობა
40-ძე
The law of universe


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6668
წევრი No.: 140821
რეგისტრ.: 26-December 11

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 13:26  #54815886      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LOLZ


მგონი დასკვნები ისე გამოგაქვს, რომ არც კითხვას კითხულობ და არც წაკითხვის მერე იაზრებ რა დავწერე.


მე ვთქვი, მინდა ოჯახთან ერთად ამერიკაში წასვლა, იქ ჩაბარება, დარჩEნა და ცხოვრების დაწყება, არის მომენტი რომ ჩემმა დამ მოიგო გრინკარტა, თუმცა რიცხვით დიდი არის და შეიძლება ან არ მოვუიდეს ან ძაან გვიან გასაუბრება.

კითხვა არის ასეთი, მე ჩემი წასვლით და ჩაბარებით მის წასვლას საფრთხეს ვუქმნი ? შეიძლება ამის გამო ის დაბლოკონ ?

რეალურად ხომ სხვადასხვა ოჯახები გამოვიდვართ უკვე. ჩემი ნაბიჯი მას ხომ არ უნდა ეხებოდეს.

ახლა მიხვდი რას ვკითხულობ ?


სანამ იმას დაწერ ცხოვრების გაფუჭება და გამოფუჭებები


--------------------
:sa:
lume
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 208760
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 15:00  #54816278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბურგერ კინგის კინგ ბეკონი მიწაზე მაგდებს
dimentius
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2537
წევრი No.: 47917
რეგისტრ.: 26-November 07

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 17:10  #54816731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Natali7
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო,visa bulletin ის შემოწმებისას ვნახე რომ F2A კატეგორიას უწერია ასო c ანუ current. რას ნიშნავს შეგიძლიათ მითხრათ?ჩემი პრიორიტეტული თარიღია 2019წლის თებერვალი და როგორც ვიცი მაქსიმუმ 25 თვე უნდა ველოდო,მაგრამ ამ current მა დამაბნია.გთხოვთ არ დაიზაროთ დაწერა თუ ვინმემ რამე იცით ამის შესახებ.უღრმესი მადლობა


აგერ F2A ინსტრუქციიდან ამონარიდი სტატუსის შესახებ:
Important terms in the Visa Bulletin:
Current: In the context of the visa bulletin, “current” means no backlog and no wait time for a green card. A particular priority date becomes “current” once it reaches the front of the line and a green card is available. Or an entire preference category can be “current” if there’s no backlog and no wait time within that category

ანუ შენი აპლიკავია მოექცა რიგის თავში და მალე პროცესი დაიწყება.

* * *
40-ძე
QUOTE
კითხვა არის ასეთი, მე ჩემი წასვლით და ჩაბარებით მის წასვლას საფრთხეს ვუქმნი ? შეიძლება ამის გამო ის დაბლოკონ ?


ამის შესახებ კონკრეტული სამოქმედო ინსტრუქცია არ არის გაწერილი. ანუ სრულიად დამოკედებულია საემიგრაციო ოფიცრის ნებაზე ვინც ინტერვიუ უნდა ჩაუტაროს გრინ კარტის მოჰებულს.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ბოლო წლებია ელემენტარულ გადაცდომას არ პატიობენ მოგებულებს რაზეც ადრე თვალს ხუჭავდნენ სრულიად შესაძლებელია რომ არ მისცენ გრინ კარტა. (მაგალითად გვარი და სახელის შეცდომით დაწერამაც კი შეიძლება უარი გამოიწვიოს ადრე ამას პატიობდნენ თავისუფლად)

ანუ კანონმდებლობის დონეზე არაფერი შეცვლილა ცვლილებებია პირად ინსტრუქციებში და ოფიცრების შერჩევაში.

Asylum სისტემა რომ გაფუჭებულია და ყ ელა იყენებს ეს ყველამ იცის, ასავე ამერიკელების 70% გაუქმება უნდა გრინის ამას თუ გაითვალისწინებ და ოფიცრების გამკაცრებულ მიდგომებს სრულიად შესაძლებელია რომ უარი უთხრან შენს დას.


QUOTE
მე ვთქვი, მინდა ოჯახთან ერთად ამერიკაში წასვლა, იქ ჩაბარება, დარჩEნა და ცხოვრების დაწყება


აქ ტერმინოლოგიაშია სხვაობა. ჩაბარება ბუნებაში არ არსებობს აქ.
არის იურიდიული პროვესი ანუ asylum ის დაწყება. ზოგადად ჩაბატებას ხმარობს ისეთი ხალხი ვინც საერთოდ გარკვეული არ არის ამ პროცესში, ა4ც ვადებში, არც ხარჯებში, არც მინუსებში და პლიუსებში, არც შტატების მიხედვით დადებითი პასუხების გაცემაში, არც კონკრ3ტული საემიგრაციო მოსამართლის უარიბის სტატისტიკაში და ა.შ.

გირჩევთ სანამ ჩამოხვალ მანამდე გაეცნო და წაიკითხო ყოველივე. ძაან შეცვალეს ეხლა მიდგომები asylum ის მომთხოვნებთან და გაესაუბრეთ ადვოკატს შეიძლება არც ღირდეს ამაში თავის გაყოფა, ვინაიდან ეს პროვესი გრინამდე არ მიგიყვანს, უბრალოდ იმის გამო რომ ეხლა დიდი რიგებია სასამართლოს ლოდინში მუშაობის უფლება გაქვს. ხოლო ბოლოს როცა ყვრლა ინსტანციას წააგებ იმასაც ჩამოგართმევენ.
Natali7
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 241009
რეგისტრ.: 27-February 18

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 18:48  #54817209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dimentius უღრმესი მადლობა პასუხისთვის. იცი რატომ დავიბენი, 2017წელზე იყო მაისში ცხრილით და 2019წელს დაწყებული case ი თ შეიძლება რომ უკვე ველოდო უნდა ჩემს რიგს მალე?
dimentius
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2537
წევრი No.: 47917
რეგისტრ.: 26-November 07

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 19:14  #54817325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Natali7
QUOTE
Dimentius უღრმესი მადლობა პასუხისთვის. იცი რატომ დავიბენი, 2017წელზე იყო მაისში ცხრილით და 2019წელს დაწყებული case ი თ შეიძლება რომ უკვე ველოდო უნდა ჩემს რიგს მალე?



ინსტრუკციის მიხედვით კი.
რეალურად რა ხდება და რა ვადაში დაგიძახებენ ეს უკვე პროფესიონალს უნდა კითხო.
ასევე საემიგრაციოში რომ დარეკო და მოიკითხო კეისი უკეთეს შედეგს მოგცემს ვიდრე აქ კითხვა.
Natali7
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 241009
რეგისტრ.: 27-February 18

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 20:26  #54817623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კი გავარკვიე,რომ ზოგადად F2Aის პროცესი დაჩქარდა,მაგრამ კონკრეტულაფ ,როცა nvc ში გადავა ჩემო საქმე,მერე შემეხება ეს current i,თუ ისევ იქნება current i მერე რათქმაუნდა.მადლობა და წარმატებები სულ
ფაშისტი
Пещерный человек


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5041
წევრი No.: 25871
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 23:33  #54818650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გრინის მოგებისა იყოს smile.gif ახალი თემა


--------------------
მოქმედება!!!
ZabuzerA
Hey man


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 572
წევრი No.: 57431
რეგისტრ.: 3-April 08

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 16:34  #54821918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები ახალ თემაში smile.gif

არც ისე ბევრი დარჩა საემიგრაციო ვიზამდე...


--------------------
They that can give up essential liberty to obtain a little temporary safety, deserve neither liberty nor safety. Benjamin Franklin
People sleep peaceably in their beds at night only because rough men stand ready to do violence on their behalf. George Orwell
suzuki312
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 250
წევრი No.: 238194
რეგისტრ.: 19-November 17

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 16:57  #54822071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ, მეც მინდა უსაში biggrin.gif .....................
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25111
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 19:51  #54823017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
40-ძე
შენს დას მოუწევს თუ არა გასაუბრება ახლა, მნიშვნელობა არ აქვს. შენ თუ დაარღვევ სავიზო რეჟიმს და, როგორც ეძახი - "ჩაბარდები", არც გრინს მისცემენ და არც სხვა სახის ვიზას, როცა არ უნდა დასჭირდეს. იყო შემთხვევები, როდესაც არსებული ვიზები გაუუქმეს "ჩაბარებულის" ოჯახის წევრებს. ასევე, თავშესაფარზე უარის თქმის და საქართველოში გამოსტუმრების შემდეგ, შენს შვილებს რომ მოუნდეთ აშშ-ში ჩასვლა, არც მათ მისცემენ ვიზას. ეს არის რეალურად რაც ხდება. გიღირს ამ ფასის გადახდა იმის გამო, რომ რაღაც ეტაპზე ზედმეტი თავის შეწუხება დაგეზარა და იოლად მოგინდა ამერიკაში კაი ცხოვრება? givi.gif


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
DORO
ყისმათიანი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13438
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 21:53  #54823705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
fიქსირ

გრინი ყველას -- ვისაც უნდა :


--------------------
შმუთე
ladusha2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1431
წევრი No.: 118061
რეგისტრ.: 6-July 10

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 23:09  #54824126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LOLZ

კაი გეხვეწეი რას ამბობsmile.gif ძაან ბერვი ვიცი ირგვლი რომ ჯერ დედა წავიდა და რამოდენიმე წელში შვილი , არალეგალი იყო 6 თვის მერე დედა, არა? მაინც ჩაურტყეს შვილებს. იქ თუ დაგიჭერენ და გამოგაპანღურებენ მერე შეილება ვინმეს რამე პრობლემა შეექმნას, მარა მე არვინ გამიგია რო გამოეყარათ უკან. წასულები იცოცხლე იმდენია.
* * *
რათქმაუნდა კრიმინალზე და მომპარავებზე, ნარკუშებზე და ა.შ (მაგათზე არ ვგულისხმობ, მშრომელებზეა საუბარი)
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (89) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0289 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]