Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > გაიცანით მიშა სააკაშვილი |
Posted by: axalirevolucia 9 Oct 2011, 14:19 |
ჩვენ გვაქვს იდეალური წარმოსახვითი კლიშე სტანდარტები მმართველი ლიდერისათვის: ექსტერიერები: მთავარსარდალი -დავით აღმაშენებელი ბრძენი -ილია ჭავჭავაძე გმირი -ვოლგოგრადელი ძეგლი წინასწარმეტყველი -ელია ძლიერი -კარელინი ჯანმრთელი -ვაისმიულერი გამკეთებელი -სტალინი პრინციპული -ჰაველი უანგარო -მაჰათმა განდი გამჭოლი მზერა -ჩერჩილი მიშა? .... მაგრამ მათგან განსხვავებით, მიშა ცოცხალია, და ზოგიერთი ნიშნის კოპირება კარგადაც შეძლო, ზოგიც თავისი აქვს. სადღაც 14 თვეში საქართველოში ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ. რადიკალებიც კი დადუმდნენ, იმდენად მცირე დროა დარჩენილი არჩევნებამდე, რომ გადადგომის ყვირილიც სულსწრაფობად ჩაეთვლებათ. ფსიქოლოგმა შითა ნადირაშვილმა, კარგმა ადამიანმა თქვა, ერი თავის პრეზიდენტს ემგვანებაო. არის ამაში რაღაც სიმართლის. ედიკას დროს ედიკასნაირი გველაძუა პრაგმატისტები ვიყავით, მიშას დროს მიშასნაირი მაქსიმალისტი რადიკალი იდეალისტები ვართ და ეს ყველას გვეხება ოპოზიციასაც და მიშისტებსაც. ნაწილობრივ მაინც. შემდეგ პრეზიდენტს რა თვისები ექნება არ ვიცი, მაგრამ მე მინდა ჩემში დარჩეს ის ოპტიმიზმი და იდეალიზმი რომელიც დღეს მიშასგან მაქვს. თქვენც გისურვებთ. ყოველ შემთხევაში ღმერთმა გაშოროთ ისეთებად დაბრუნება, როგორებიც ედიკას დროს ვიყავით. მაშ ასე, უფრო გულდასმით შევხედოთ მიშას როგორც ადამიანს, რათა გავიცნოთ ის, ვიპოვოთ მიშა ჩვენს თავში და ჩვენს ცხოვრებაში. იქნებ მომავალშიც გამოგვადგეს მისი თვისებები. მიშა ყოველდღიურ სამსახურში, ქრონოლოგიის 90% არის: ობობა პრარაბი გიდი მსახიობი იმპრესარიო ივენტ მენეჯერი შოუმენი კომპ თამაში სტრატეგიის შემჯდარი მოთამაშე, ე. წ. იგროკი მუდმივ თვითდამმუხტავ აუტოტრენინგში მყოფი ენერჯაიზერი მილიონი თვალით მიკროსკოპით მუდმივი დაკვირვების ქვეშ მყოფი ტრილობიტი მწვრთნელი არამყარი პირობითობების გარემოში მცხოვრები: მაგალითად - "საკუთარი გუნდი", "პირადი მეგობრობა",' თანამებრძოლობის წარსული", "ერთგულება", 'შენგან დავალებული ნდობამიღებულის მადლიერება", 'დასამთავრებელი საქმისადმი პასუხისმგებლობა' და კიდევ ბევრი სხვა სიტუაცია, რომელიც ჩვენთვის როგორც წესი მუდმივი საყრდენებია, მის გარემოში მოძრავი, არასანდო და სლიკინაა. მუდმივ თავის დაძვრენის რეჟიმში მყოფი. მძიმე ობიექტური რეალობიდან (გაჭიმული თოკი განზეა, სიმძიმის ცენტრი ჰაერშია, ფიზიკის კანონით უნდა ჩავარდე) სხეულისთვის ვირტუალური ძალის და იმედის მიმცემი, რომ ირბინოს წინ მოქანავე თოკზე და ძირს არ ჩავარდეს. დაწერეთ თქვენი დანახულებიც, ოღონდ გაფრთხილებთ, რამდენ და რა ცუდსაც აღმოაჩენთ, იმდენივეს ვიპოვი მე თქვენში შოთა ნადირაშვილის კანონის მიხედვით. მაგალითად, თუ იტყვით რომ მიშა მშიშარაა გორიდან გამოიქცა, მე თქვენში ზუსტად იმ შიშს დავინახავ, იმიტომ რომ მე იგივე ფაქტში მიშას მშიშრობას კი არა რისკიანობას ვხედავ და მეც რისკიანი ვარ, იგივე შოთა ნადირაშვილის მიხედვით. აღწერეთ თქვენი მიშა სააკაშვილი. კარგიც და ცუდიც. პ.ს. ეს ყველაფერი კი, მაგრამ ის ობობა რაღა იყო? ვინ იცით, რატომ არის მიშა ობობაც? |
Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 9 Oct 2011, 14:24 | ||
აი ამას სიგნიჩაში ჩAვიტანდი მარა არ მევასება ეს სხვა იუზერების ფრთიანი ფრაზების ჩამოსიგნიჩება. აი პროსტა არ მევასება |
Posted by: gramatikikina 9 Oct 2011, 14:29 | ||
axalirevolucia აუ მეც დამახასიათე რა
არ ვიცით |
Posted by: barcafan 9 Oct 2011, 14:31 | ||
თქვენ მართლა საქმე გამოგელიათ? |
Posted by: Lomgul Orbeli 9 Oct 2011, 14:31 |
axalirevolucia მე მგონია რომ მიშამ ერთი 5 წელი უნდა დაისვენოს და მერე დაბრუნდეს ან სულაც 10 წელი რომ დაისვენოს იქნება ტემპი შევინარჩუნოთ სოციალ-დემოკრატიის ტრასაზე როგორც ასეთი ვპოულობ ხოლმე მიშას მაგრამ რაციონალური გადაწყვეტილებები რომლებსაც მიშა მთავაზობს მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს და პრაქტიკაში ვერ განვახორციელე. ქალაქ ვენას აქვს ასეთი სლოგანი "ქალაქი გაიგონებს თქვენს ხმას" და ეს ძალიან სწრაფად ხდება ანუ ვენას ყოველთვის ესმის ხოლმე როცა რაიმეს "უყვები" |
Posted by: beqa-beqa99 9 Oct 2011, 14:33 |
სამი ასო.... - ასოციაცია სააკაშვილი.. |
Posted by: forumeli64 9 Oct 2011, 14:35 | ||
– ექვთიმე გულკეთილს ნიშნავს. გამოდგება ეს. ა, მელენტი, – მზრუნველი ყოფილა ბერძნულად. ვუკოლ – ხარების მწყემსი. არ გვინდა ეს. თავლის უფროსი ქე ხარ უკვე და ხარების მწყემსი აღარაა საჭირო. პოლიევქტი... კაია, დიდად სასურველს ნიშნავს. დომენტიც კაია – დამწყნარებელი. აბესალომი – ებრაული სახელი ყოფილა და მშვიდობის მამაა, თურმე. ესეც კაია ნამდვილად – ტიხონ! უჰ, ნამეტანი კაია, ბედნიერების მომტანს ნიშნავს და, აგერ ერთი მეგულება კიდევ... კალენიკე – ბრწყინვალედ გამარჯვებული. რამდენია? შვიდი, ხომ? იყოს. გვეყოფა შვიდი: ექვთიმე მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე, დარჩეს ასე? – მასე დარჩეს. ხელი აუქნია სეთურმა თაბაგარს. წავიდა თაბაგარი და გვეუბნება სეთური: – ხალხზე ზრუნვას რომ იკისრებს კაცი, არც ძილი უნდა იცოდეს და არც მოსვენება. ცუღლუტობა შევატყე ზოგიერთს. არ შეიძლება, აიყოლიებენ სხვებს და ყველა გაუბედურდება. რაა საჭირო ასეთ დროს? რაა და, უნდა მოუჭირო! ყველას უნდა მოუჭირო ერთად. დააყენებს ხალხს კაკოია თაბაგარი, ასწავლის, აქ რომ სახელები ვილაპარაკეთ, ზეპირად. სახელებს რომ დაისწავლიან, მერე რომელი რას ნიშნავს, იმას დაასწავლის. შენი კაცის გონებას საქმე შენ თვითონ უნდა გაუჩინო, თვარა, კაცი თვითონ გაუჩენს საქმეს თავის თავს უშენოდ და რა უბედურებას გამოიგონებს, ვინ იცის! შენ რომ გჭირია, ის საფიქრალი უნდა მიცე. მაშინ იქნება მათი საქმე კარგად და ბედნიერად. – კი, მარა, არ კითხავს ის ხალხი თაბაგარს, რად გვინდა, მაგ სახელებს რომ გვასწავლიო? – ვკითხე მე. – აუხსნის ჯერ და აღარ კითხავენ. მაგ ჩემი სახელებია ყველა. აწი ერთი სახელით, – არქიფოთი, ვეღარ მახსენებენ. რვა სახელი უნდა თქვას, ჩემს ხსენებას თუ მოინდომებს ვინმე. აპა, რავა!
წავიდეს რა, თავი გაგვანებოს, და თან წაიყოლიოს მისი ნაგავი (მისივე სიტყვებია!) |
Posted by: ბურზო 9 Oct 2011, 14:35 |
Posted by: rugby2011 Geo 9 Oct 2011, 14:51 |
ობამამდე მემგონი ბევრი უკლია სხვა დამახასიათებელი ნისნები კი ნამდვილად ემთხვევა... რაც შეეხება იმას, რომ ქვეყნის ლიდერი როგორიც არის იმას რომ ემსგავსება ხალხი ეგ საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რათქმა უნდა მცირე გამონაკლისებით.... |
Posted by: მადეირა 9 Oct 2011, 14:54 |
არ არის ეს ამ იუზერის დაწერილი _______- |
Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 9 Oct 2011, 15:06 | ||
ობამა კი არა ობობა ............ |
Posted by: Le Roi 9 Oct 2011, 15:07 |
დეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეედე ფეისპალმ |
Posted by: markes 9 Oct 2011, 15:08 | ||
axalirevolucia
უკაცრავად, ეს თქვენი სუბიექტური ასოციაციება პირადად მე სხვა მაქ |
Posted by: Morgan Freeman 9 Oct 2011, 15:19 | ||
|
Posted by: rugby2011 Geo 9 Oct 2011, 15:19 | ||
აუ მე სად წავედი ))) |
Posted by: gast 9 Oct 2011, 15:38 | ||
axalirevolucia
მოლა ნასრედინი ოილენშპიგელი |
Posted by: picpic 9 Oct 2011, 15:46 |
ერთმანეთში არეული ცუდი და კარგი თვისებები ბევრი აქვს. პირადად მე შინაგანად იდეალისტი და ოპტიმისტი ვარ, და ჩემი შეფასება ასეთია: არ ვიცი თავისით გააკეთა რაც გააკეთა (კარგიც და ცუდიც), თუ გარედან აიძულეს რომ გაეკეთებინა (კარგიც და ცუდიც), თუ გარედან უბრძანეს რომ გაეკეთებინა (კარგიც და ცუდიც), მაგრამ, საკუთარ მოსაზრებასაც ან სხვის ბრძანებასაც შესრულება უნდა. და რაც აქვს იმას ვერ წაართმევ. და მე არათუ პრეზიდენთი, უბრალოდ სხვა არც მინახია ასეთი დაქოქილი და მოუსვენარი. შეიძლება ეს იმის ბრალია რომ ტელევიზია აშუქებს მის ყველა ნაბიჯს და სხვა ადამიანებიც არიან ასეთი ენერგიულები და ვერ ვხედავთ, ყოველ შემთხვევაში, მეთვრამეტე საუკუნიდან საქართველოს, ჯამში ასეთი დადებითი ფიგურა სათავეში არ ჰყოლია. ---- ხო ერთი რაღაცა დამავიწყდა დამეწერა, აი თუ 2013 წელში პრეზიდენტობიდანაც წავა, პრემიერიც არ გახდება და საერთოდ არცერთ სამთავრობო თანამდებაზე არ გაიჩითება არასოდეს, მაშინ ნამდვილად ვიტყვი რომ მაგარი ყოფილა მეთქი. |
Posted by: ელეფთერი 9 Oct 2011, 16:00 | ||||
axalirevolucia
გეაცვა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წელზე მეტი დარჩა და ეს 24 თვეზე მეტია არა თუ 14-ზე... ეს ერთი. მეორეც, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი ჭაობის ჩმოა და არა რეალური მმართველი და მაგ შენს მიშიკოსაც ამიტომ უნდა პრემიერის სავარძელში გადაბარგება, რადგანაც რეალური და ყოვლისმომცველი ძალაუფლება ისევ მის ხელში იყოს, მაგრამ ბიძინა-ბორისი გვიმყოფოს ღმერთმა კარგად და რა ბრანწსაც მიიღებს სააკა იმასაც ვნახავთ.
ეჭვი მაქვს, რომ ეს ოცობოდია შენი ტვინის ნაჟური უფროა, ვინემ ცხონებული ნადირაშვილისა ! |
Posted by: anichqa 9 Oct 2011, 17:32 | ||
მადეირა
ზედმეტად ჭკვიანურია თუ ზედმეტად გათვლილი |
Posted by: cooldadie 9 Oct 2011, 17:34 | ||
axalirevolucia
რა აღწერა მაგას უნდა, ჩაიხადე და დაიხედე, ეგ არის რა |
Posted by: anichqa 9 Oct 2011, 17:48 |
axalirevolucia ის ანეკდოტი იციი ქალმა რძალი მოიყვანა და ქალიშვილი გაათხოვა და ეკითხებიან როგორები არიანო უიოო, რძალი შემხვდა ნამეტანი საშინელებაო- ჩემს საწყალ შვილს კიდეც ალაგებინებს, კიდეც საჭმელს აკეტებინებს, კიდეც აუთოვებინებს, ბაზარშიდაც იმას უშვებს,... მოკლედ საშინელებაავო და წყევლის სართულებიანს. აიიი სიძევოო, შემოევლოს იმას ჩემი ტავი, ვოქროა აწონილიო- კიდეც ალაგებს, კიდეც საჭმელს აკეთებს, კიდეც აუთოვებს, ბაზარშიდაც დადის.. მოკლედ მზეია ამომავალიო რაზმახი უნდა პარალელების გაკეტებას, შეფასებას, დანახხვას,აღმოჩენას.. ატასი წელი ვერ დაინახავს ის ქალი რძალი თუ საშინელებაა, ქალიშვილიც რო საშინელება ჰყოლია. ატასი წელი ვერ მიხვდება, რომ სამარტალტან მწყრალად არის. პრეზიდენტზე არა მარა, განყოფილების გამგეებს, კათედრის გამგეებს, სკოლის დირეტორებს რომ დავკვირვებივარ, საოცარი მსგავსება აღმომიჩენია მასსა და კოლექტივს შორის. ნუ არ ვიცი, საერთოდ მსგავსება- განსხვავებების დანახვას ნიჭი უნდა და ფიქრისთვის არაგაზარმაცებული ტვინი |
Posted by: GURAM 9 Oct 2011, 18:02 | ||
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Dardiani Didgula 9 Oct 2011, 18:02 | ||||||
axalirevolucia საინტერესო პოსტია. ბოლომდე წამეკითხა, არა და დიდ პოსტებს ვერ ვკითხულობ ხოლმე. ბევრი რამ მენიშნა. ჰმ. ვგავართო? რავი აბა. ეჰ. ისე მიშას ენერგია რომ მქონდეს, ნამდვილად არ მაწყენდა, განსაკუთრებით ახლა, როცა ამდენი რამე მაქვს შესაცვლელი სახლშიც და სამსახურშიც. მაგრამ ერთი რამ ნაღდია, მის შეფასებას ვერანაირად ვერ შევძლებთ ობიექტურად მანამ, სანამ მეორე პრეზიდენტი არ მოვა, წარსულის გადაფასება მომავალში ხდება. თუმცა ვინც არ უნდა მოვიდეს, არანაირად არ მინდა ედიკას პერიოდში დაბრუნება, და რუსეთის პარპაშისგანაც აქ ღმერთმა დაგვიფაროს! და სულაც არ მგონია რომ მშიშარაა, პირიქით, ცოტა მშიშარა რომ იყოს შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო, ხშირად წასულა რისკზე, რისკი კი ყოველთვის არ ამარტლებს. * * * picpic
[გეთანხმები, მერე უფრო დავაფასებთ. * * * GURAM
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
|
Posted by: axalirevolucia 9 Oct 2011, 18:50 | ||||
ელეფთერი
მოიცა, მეშლება? 2013-ის იანვარში არ არის არჩევნები? თუ ეგრეა, მე სწორი ვყოფილვარ არჩევნები 13 თვეშია და +1 თვე გადაბარებაზე. =14. 24 თვე კი მართლაც ოცობოდიაა.
picpic Dardiani Didgula ხო, საინტერესო იქნება მიშას გარეშე ჩვენი ცხოვრება, ჰაერში იქნება დაკიდებული აზრი, რომ იმდროინდელ პრეზიდენტს ისევ მიშა შეცვლის. რისკიანები ხომ ვართ უფრო, ვიდრე მიშამდე ვიყავით. ასე რომ უმიშობა შემდეგ ვადაზე აღარ გვეშინია. მაგრამ ჰაერში ტრიალებს ერთი ვარდისფერი ოცნება - რაციონალური ქიშმიშით. ერთი - ემოციური საქართველოს გაერეთიანება მაშინ იქნება ყველაზე ღირსეული საქართველოსთვის, თუ სათავეში მიშა გვეყოლება ( ე. ი. ომი გიჟს არ დაბრალდება). და მეორე - რაციონალური საქართველოს გაერთიანებას უფრო მეტი შანსი აქვს პუტინის მეფობისას რუსეთში, რატომ? იმიტომ რომ სხვა ვერავინ გაბედავს დიდი დერჟიმორდა რუსი ერის წინაშე ასეთ უკანდახევას, მხოლოდ ის ვინც აიღო. პუტინი და მიშა ერთად იქნებიან თუ არა მმართველები 6 წლის შემდეგ ეშმაკმა უწყის. მე მაპატიეთ, ნოსტრადამუსი დამესიზმრა. |
Posted by: ელეფთერი 9 Oct 2011, 23:38 | ||
axalirevolucia ]
ჰო, ლოღიკურად ეგრე უნდა იყოს იანვარში უნდა იყოს არჩევნები, სწორედ მაშინ გადის 5 წელი, მაგრამ შენმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ისე დააღვრაჭნია ამ პარლამენტადწოდებულ მონების სბროდს, რომ არჩევნები 2013 დეკემბრის დასაწყისშია... აბა, ბიჯო, 2007-სი ვითომ რომ გადადგა მაგის ვადას არ აინაზღაურებდა, მაგის ჩიტია მიშიკო... საქართველოს მოსახლეობამ 5 წლის ვადით აირჩია პრეზიდენტი, და მან და მისმა მორჩილმა ე.წ. პარლამენტმა კი ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს და მანდატი მას კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს, ამით მათ სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინეს და თავის თავები კანონგარეშედ დააყენეს, ჯერჯერობით გასდით, მაგრამ მოვა დრო და ყველა თავისას ზღვავს ! იხ: საქ. კონსტიტუციის ახალი რედაქცია. |
Posted by: luna 9 Oct 2011, 23:46 |
მოკლედ, ვეთანხმები მიშას დახასიათებას, მაგრამ ერთი ძალიან ძAლიან დიდი სურვილი მაქვს იგივე არ გაიმეოროს რაც რუსეთმა გააკეთა. მიშა იმად იქნება კარგი და დასაფასებელი, რომ ცოტა ხანი რამე საერთაშორისო პოზიციაზე გადავიდეს - მშვიდობის დარგში, რაღაც ტონი ბლერის მსგავსი ადგილივით იპოვოს, და მერე დაგვიბრუნდეს რა. ძAლიან მინდა მჯეროდეს რომ ჩვენი პრეზიდენტი არ არის პფევდო დემოკრატი და ცივილიზებული მახასიათებლების გამყალბებელი. არ გინდათ ბატონო პრეზიდენტო პრემიერობა ამ ვადის ამოწურვის შემდეგ. გთხოვთ, ძAლიან გთხოვთ. |
Posted by: Ladiesman 9 Oct 2011, 23:50 | ||||
|
Posted by: MRCesar 10 Oct 2011, 00:02 |
საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ნამდვილად ემთხვევა. ხანდახან რომ ვაკვირდები ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვფიქრობ მიშასავით ქარიზმატული, მაქსიმალისტი და რეალისტი რომ ვიყო უფრო მეტს მივაღწვდი. ასევე პოლიგლოტი. |
Posted by: gramatikikina 10 Oct 2011, 00:06 | ||
axalirevolucia
არაააა კარგი, შეიძლება ვიღაცეებთან ტრიალებს, მაგრამ ეგ ორი 1. მკიდია ვის დაბრალდება ომი 2. საქართველოს გაერთიანება ...როგორ იყო? არსად გარბის ის დაკარგული ტერიტორიებიო? |
Posted by: axalirevolucia 10 Oct 2011, 18:17 | ||||
ელეფთერი
ჩამოვრჩი ეტყობა. luna
ხო. ომი რომ არ ყოფილიყო ალბათ ჩავთვლიდი, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა ისევ მიშა დაარჩენილიყო. მაგრამ ომის შემდეგ საქართველო–რუსეთი–აფხაზეთ–ს.ოსეთი (ყველა ერთად) გადავედით დიპლომატიურ ტატამზე და დავცილდით გრადებს და კალაშნიკოვებს. შესაბამისად ცვლილებებიც უფრო მოზომილი და დუნეა. აქედან გამომდინარე, მეც ტრაგედიად არ მეჩვენება შემდეგი 5 წელი სხვა პრეზიდენტის ხელში. ბოლოსდაბოლოს, თუ რამეს გააფუჭებს მერე მიშა გამოასწორებს 5 წლის შემდეგ. 50 წლის ექნება, ნაკლების. ომის შემდეგ საქართველო–რუსეთის ომი კალმარისა და ლობსტერის შერკინებას ჰგავს, რომელიც შეიძლება კვირები გაგრძელდეს და წინასწარ ვერ ამოიცნობ ვინ მოიგებს, რბილი და სხმარტალა თუ მკვრივი და მჭრელი. |
Posted by: forumeli64 10 Oct 2011, 18:30 | ||
|
Posted by: t-90 10 Oct 2011, 18:48 |
კარგით რა ხალხო მეტი საქმე არ გაქვთ? მიშა კი მაქვს ნაპოვნი ჩემში ოღონდ დიდი ბაბუა. მოცლილები ხართ აქა. |
Posted by: axalirevolucia 24 Oct 2011, 11:30 | ||
პირველ წერილში თავიდანვე დაწერილი – ობობა ვერავინ შეამჩნიეთ? როგორ მოიქცევა ობობა ახალ გამოწვევებში, ივანიშვილი მაქვს მხედველობაში, რამდენ ხანს იქნება გატრუნული? რას დაელოდება? |