forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (106) « პირველი ... 104 105 [106]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, 2017
Shurige
წკონდა მარგალ


********
ჯგუფი: Members
წერილები: 33042
წევრი No.: 83664
რეგისტრ.: 31-January 09

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 20:17  #50442321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tavadze
QUOTE
დარბაზში ასე აცხადებდნენ: კუკოლი.

სერბულში љ = რუსულში ль (ლათინიზერბული სერბული ანბანით lj).
შესაბამისად, ლათინურის j ლ-ს და ნ-ს მერე აღნიშნავს დარბილებას (მიაგკი ზნაკს).
ხოლო თავად სერბულში j = რუსულ й-ს.
დარბაზში რას აცხადებდნენ არ ვიცი, მაგრამ უნდა გამოეცადებილათ კუკოლ, მეგრულად ( biggrin.gif ), რადგან კირილიცაზე სერბულად მაგისი გვარი იწერება Кукољ და არა Куколj

This post has been edited by Shurige on 25 Apr 2017, 20:31


--------------------
აცoგჲა აყაწარა მარიოუპ, აბზია ურა ხჲანთოუპ
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11392
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 21:28  #50442805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Dennis Bergkamp
QUOTE
ისე ხალხო მომდევნო მსოფლიო მთლად ყურისძირშია და დავირაზმოთ ერთი, ორგანიზებულად.

"გავაგონოთ მეზობლებს, მოწოდება ქართული"

უეჭველი უნდა წავიდეთ. ეგ ისეთი შანსია, გამაზვა არ შეიძლება.
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25027
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 23:16  #50443677      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Shurige
QUOTE
კირილიცაზე სერბულად მაგისი გვარი იწერება Кукољ

კუკოლ - ზუსტად თუ გინდა, ასე აცხადებდნენ.
ZEUS
QUOTE
უეჭველი უნდა წავიდეთ. ეგ ისეთი შანსია, გამაზვა არ შეიძლება.

ნუ, რა აზრი აქვს - იევროპელი ქალები ქართველ კაცებს მაინც არ კადრულობენ. biggrin.gif
საგაისო ევროპაც კიევიდან ისრაელში გადაიტანეს - არც მანდ გაგვიმართლა. biggrin.gif


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11392
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 23:27  #50443762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
tavadze
QUOTE
ნუ, რა აზრი აქვს - იევროპელი ქალები ქართველ კაცებს მაინც არ კადრულობენ. 

ბაქოში რომ ტარდება მსოფლიო მაგას გულისხმობდა დენისა მემგონი ირაკლი smile.gif
QUOTE
საგაისო ევროპაც კიევიდან ისრაელში გადაიტანეს - არც მანდ გაგვიმართლა. 

ვაა. აი მაგაზე კი ვეჩალიჩებოდი უკვე ცოლს - უნიკალური შანსია, უეჭველი უნდა გამიშვათქო biggrin.gif აფსუს. რატომ გადაიტანეს sad.gif
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25027
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 23:53  #50443971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZEUS
QUOTE
ბაქოში რომ ტარდება მსოფლიო მაგას გულისხმობდა დენისა მემგონი ირაკლი

ბოდიში, ბოდიში - მე წლევანდელი ბუდაპეშტი მეგონა.
QUOTE
ვაა. აი მაგაზე კი ვეჩალიჩებოდი უკვე ცოლს - უნიკალური შანსია, უეჭველი უნდა გამიშვათქო

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
otokarcobra
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5542
წევრი No.: 84489
რეგისტრ.: 12-February 09

გამოგზავნილია: 26 Apr 2017, 01:58  #50444741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბანი მედო ძმებო და ვერ ვწერდი ვერაფერს და დავწერ ეხლა აგერ ჩემ აზრს მაინც, ამდენი ხანია გულში მიდევს biggrin.gif

შავიზე და ბექაზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა, დანარჩენი საგანგაშო ვერაფერი დავინახე მე პირადად......

ყველას გექნებათ შემჩნეული პირადად შავის მაგრად ვბალეშიკობ სულ, ვთვლი რომ უდიდესი ძიუდოისტია და ეს ყველაფერი შრომის ხარჯზე აქვს მიღწეული...თან ჯერ არის 25 წლის და შემდეგ ოლიმპიადაზეც მედალი გვინდა მისგან...თუმცა! თუმცა შავიმ რამე ილეთის გაკეთება თუ არ ისწავლა უჩი-გარის და ურა-ნაგეს გარდა, არ გამოუვა არაფერი.....მე პირადად ძაან მიჭირს გავიხსენო შავი ამოსმული მაგალითად ან შავი
ნე-ვაზაში.....სასრაფოდ უნდა იმუშაოს ილეთების გამრავალფეროვნებაზე და აუცილებლად დადებს კიდევ დიდ შედეგს, მაგის შრომის მოყვარეობის პატრონი კაცი.

ეხლა ბექა.......ძაან მეშინია ამ ბიჭის....პაწა ცუდად არ დაამთავროს კარიერა....ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რო სოფლიდან ჩამოვიდა, ფული ნახა, დახამდა, გელენვაგენი იყიდა და ჩეიჯვა........როგორც ზვიადაურს დაემართა ოლიმპიადის მერე მაგალითად.....სოფლის ხალხს არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ...ტიპს ფბზე სურათი უდევს თუ ედო aდრე, მოტოციკლზე ზის და შლემი არ აფარია და დაბლა მთელი ძიუდოს სამყაროს გულშემატკივრები უწერენ რო "Beka wear a helmet, please" "Beka get off the bike now, please!" Beka you are not supposed to be on a bike" ანუ ყველამ იცის რა ნიჭის პატრონიცაა და ყველას გული შესტკივა, მარა თვითონ კიდია მგონი ტიპს.....მერე მაგასაც დასამუშავებელი აქვს უკვე სხვა ილეთებიც...კაი წამოიღე კაცი დააგდე, შებოჭე...ძმა ხარ და კაია, მარა რამე სხვაც ქენი შე კაცო, ეგრე ხო მარტივად მოგარგებენ გასაღებს?

დანარჩენს რაც შეეხება, 60 და 66 ისედაც და ასედაც არასდროს არ მაქვს ხოლმე რამე სერიოზულ ტურნირზე მაგათი მედლის იმედი.....ლიპო მგონია რომ დადებს შედეგებს უკვე ამ მსოფლიოზევე იმიტომ რომ ლიპო არის კაცი!

თუში ჩემი ცხოვრებისეული მაგალითი ხდები ნელ-ნელა და ესე გააგრძელე გთხოვ!


--------------------
”ქებადიდებას სომხებისას საყვირით ჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან” (c) ილია

როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა (c) Qnet-ელი Woman777
kaxaberski66
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 871
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 26 Apr 2017, 22:49  #50449908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ვფიქრობ, რომ ბექას და გურამას აქვთ ერთნაირი ხასიეთი. აი როგორც გურამამ თქვა დავფიქრდი, ამ ცხოვრებისგან რა გინდა, რას მიაღწიეო, და სერიოზულად დაიწყო საქმესთან მიდგომა. ეს აკლია ბექას. უბრალოდ ჯერჯერობით ჭიდაობს თავისი სიამოვნებისთვის. ასეთი მიდგომით მსოფლიოს და ოლიმპიადას ვერ მოიგებს. თუ დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ ამხელა კაცს ჯერ არაფერი მოუგია სერიოზული, მერე სერიოზულად მიუდგება ვარჯიშს და ყველაფერს მოიგებს იმ ილეთების არსენალით, რომელიც მას გააჩნია.
100კგ ში სერიოზულად მიუდგა საქმეს და 6 თვეში ოლიმპიადაზე პირველ შვიდეულში შევიდა.
90 კგ ში ბექას დამარცხება ყველასთვის არის უპრესტიჟულესი საქმე. ამას ყველა შეეცდება და ბექამ ეს არ უნდა დაუშვას.
QOMAGI
QOMAGI


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8866
წევრი No.: 58142
რეგისტრ.: 11-April 08

გამოგზავნილია: 26 Apr 2017, 23:46  #50450395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით და ცოტა მოგვიანებით გილოცავთ ევროპულ მედლებს, გუნდურში გვირგვინით! მეც დავწერ ორიოდე სიტყვას ევროპის ჩემპიონატის შთაბეჭდილებებზე:

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან დიდი დადებითი ემოციები მივიღეთ (მითუმეტეს MickeyLL-ისა არ იყოს ჩვენც ბოლო 2 დღეზე ჩავედით და საწყისი დღეების წარუმატებლობა უშუალოდ დარბაზიდან არა, უფრო დისტანციურად განვიცადეთ smile.gif ). გუნდური შეჯიბრი თავისი ქართულ - რუსული უდაძაბულესი ფინალით იყო ის, რამაც გულშემატკივარიც, ძიუდოისტებიც, მწვრთელებიც და ჟურნალისტებიც ყველა ერთად ექსტაზში ჩაგვაგდო. არც ტატამზე და არც ტრიბუნაზე თავი არავის დაგვიზოგავს ! biggrin.gif

გუნდურის წინა დღეს თუშიშვილის ტრიუმფის აღსანიშნავად მიმავალთ, გაჩერებაზე ტურნირის გასაშუქებლად ჩამოსული ფრანგი ჟურნალისტი (ყოფილი ძიუდოისტი) შეგვხვდა და MickeyLL-ის ნაჩუქარ ლუდზეც სიამოვნებით დაგვეწვია biggrin.gif MickeyLL კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ! (დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ძალიან გვასიამოვნა! biggrin.gif ).
ჰოდა, პირველი რაც ფრანგმა გვკითხა მატიაშვილზე იყო (ზოგადად ძალიან გათვითცნობიერებული იყო ქართულ ძიუდოში), სად არისო, რატომ არა არისო, აქამდე მაგას ყველაზე ცოტა დააკლდა რომ რინერისთვის მოეგოვო... ნუ ჩვენი პასუხი ბუნებრივია კონკურენტების თუშის და ადამას ოქრო-ვერცხლი იყო და გაეციანა გასაგებიაო. მერე ჭრიკიშვილზეც გვკითხა და ბევრი ვისაუბრეთ მათ შორის რინერზეც. ტედიზე თქვა ისვენებს და ახლა კაი ღიპიც ადევსო, მაგრამ ტალანტის გარდა ძალიან მშრომელიცააო და მიხედავს არაა პრობლემაო smile.gif
ჰო კიდევ პიეტრიზე თქვა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებთან კონფლიქტი აქვსო (რაღაც კონტრაქტზე არ მოუწერა ხელიო) და მაგიტომ ცოტა აერია საქმეებიო. გუჯეჯიანი-რინერიც ვახსენეთ smile.gif) ... გუნდურში ხვალ ფავორიტები ხართო ეგეც გვითხრა, ფრანგები ცოტა იპრანჭებიან გუნდურზეო, რაღაცეების ატკიება იციანო და არ ვიცი ხვალ ვინ იქნება და ვინ არაო. მოკლედ ავტობუსის მოსვლამდე საკმაოდ მოვასწარით smile.gif ...

ნუ შედეგებზე განსაკუთრებულს და განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, ადამას ქამბექი და თუშის ფურორი ნამდვილად სუპერი იყო ! ბექაზე კარგი ისაა რომ უმედლოთ არ დარჩა, თორემ მისგან მეტს რომ ველით პირადად გადავეცი და ბუდაპეშტიც ვუხსენე - შემპირდა ! biggrin.gif ნუ დანარჩენმა წონებმა მეტ-ნაკლებად იმედები გაგვიცრუა, თუმცა ლიპოზე ალბათ ყველაზე ნაკლებად ითქმის. კი კარგი იქნებოდა ეგრევე მედალი, მაგრამ ჯერ ახალია წონაში და შემადგენლობაც სერიოზული ჰყავდა. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად იმისა მსოფლიო - ოლიმპიადა ჯერაც არ მოუგია მაინც ვარსკვლავია, ყოველშემთხვევაში პუბლიკას მასპინძლების გარდა 2 გამორჩეული ფავორიტი ჰყავდათ კრპალეკი და ლიპო! კრპალეკზე ცალკე უნდა ითქვას - 2 სექტორი ჩეხები იყვნენ პირადად მის საგულშემატკივროდ, სიმღერებს უძღვნიდნენ, მაგრამ გურამამ გაუფუჭათ ხასიათი და სამაგიეროდ გამოგვიკეთა ჩვენ ქართველებს, რომლებიც მასპინძლების და ჩეხების შემდეგ, ალბათ ყველაზე მრავალრიცხოვნები და ხმაურიანები ვიყავით smile.gif

და ბოლოს: ევროპის ჩემპიონატზე გავიცანი ადამიანი, რომლის პოსტებს ფორუმზე და სტატიებს წლებია დიდი ინტერესით ვკითხულობ, თავადაც მიხვდებით ვის ვგულისხმობ ! biggrin.gif




MickeyLL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1519
წევრი No.: 220838
რეგისტრ.: 1-July 16

გამოგზავნილია: 27 Apr 2017, 15:29  #50453492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QOMAGI
QUOTE
MickeyLL კიდევ ერთხელ დიდი მადლობა !

გაიხარე ძმაო, არაფრის wink.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (106) « პირველი ... 104 105 [106]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0451 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]