Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > საფეხბურთო ანალიტიკის საიტი


Posted by: forumistvis 24 Jun 2021, 23:15
საფეხბურთო ანალიტიკის საიტის შექმნის იდეა დამებადა.

ვისაც გსურთ ამ საქმეში წვლილის შეტანა დაფიქსირდით თემაში, შევქმნათ ერთიანი გუნდი მწერლების, ანალიტიკოსების,
ასევე აუცილებლად დაგვჭირდება საიტის ამწყობი და კარგი იქნება თუ ისინიც შეგვეხმიანებიან.

ვისაც გაქვთ ენთუზიაზმი, იცით ფეხბურთი, გეხერხებათ წერა, ამ ფორუმზე, გავერთიანდეთ და ვიმუშაოთ. აუცილებლად მჯერა რომ ასე 6 თვეში რეკლამებზეც გავალთ და შემოსავალსაც მოვიპოვებთ.

თუ გაქვს სათანადო ენთუზიაზმი დაფიქრსირდით თემაში და ყველაფერზე მოვილაპარაკოთ.

Posted by: dedistraki11 15 Jul 2021, 22:11
არამგონია გაამართლოს, ათვისებულია ეგ ბაზარი უკვე

პოპსპორტ, აჭარასპორტ, სილკსპორტ, და ა.შ.

Posted by: terfebisforosvelodebi 15 Jul 2021, 23:05
დაწერე აბა უფრო მეტი

______________________

Posted by: forumistvis 17 Jul 2021, 22:51
მხოლოდ ორი პოსტი, ისიც პოსტების დამგროვებლების drug.gif

Posted by: შამშიადიდი 20 Jul 2021, 22:58
იდეა ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სპორტული საიტი არსებობს, ძალიან რთულია ან სანდო ინფორმაციის მოპოვება ან ელემენტარულად გამართული ქართულით დაწერილი სტატიის პოვნა. მაგრამ რეკლამების მოზიდვა რამდენად მოხერხდება, რთული სათქმელია. საქმეში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ისეთი სათაურებს წააწყდები ხოლმე, რომ აშკარად სარეკლამო "კლიკის" მოპოვებაზეა გამიზნული. ერთი სიტყვით, იდეას ორივე ხელით მივესალმები, მაგრამ ამ ყველაფერს სერიოზული გეგმა და მუშაობა დასჭირდება

Posted by: forumistvis 23 Jul 2021, 17:44
შამშიადიდი
QUOTE
იდეა ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სპორტული საიტი არსებობს, ძალიან რთულია ან სანდო ინფორმაციის მოპოვება ან ელემენტარულად გამართული ქართულით დაწერილი სტატიის პოვნა

მადლობა იდეის მოწონებისთვის.

კი ასეა , გამართული და საინტერესო სტატიები იშვიათია.

QUOTE
მაგრამ რეკლამების მოზიდვა რამდენად მოხერხდება, რთული სათქმელია.

არადა, ეგ არის მთავარი მიზანი, მხოლოდ ენთუზიაზმზე საიტი (თუკი შეიქმნება) დიდ ხანს ვერ იარსებებს.

QUOTE
საქმეში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ისეთი სათაურებს წააწყდები ხოლმე, რომ აშკარად სარეკლამო "კლიკის" მოპოვებაზეა გამიზნული.

ამაშიც გეთანხმები, მიმუშავია ამ სფეროში და ვიცი, რომ სწორედ ასე ხდება.

QUOTE
ერთი სიტყვით, იდეას ორივე ხელით მივესალმები, მაგრამ ამ ყველაფერს სერიოზული გეგმა და მუშაობა დასჭირდება

ნამდვილად ასეა, მადლობა მხარდაჭერისთვის. თუ გუნდი შეიქმნა და დავიწყეთ მუშაობა შემოგვიერთდები?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)