მაიამი — ქალაქი აშშ–ში, ფლორიდის შტატში. მდებარეობს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 409 719 კაცი. ფორბსი მაიმაი მოწინავე ქალაქია ფინანსების, კომერციის, კულტურის, მედიის, ხელოვნებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სექტორებში. მაიამის პორტი ცნობილია როგორც „მსოფლიოს კრუიზული დედაქალაქი“. მაიამის პორტს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი კრუიზული ხაზი და მგზავრები. 2010 წელ მაიამი შეფასდა როგორც მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი აშშ-ში და 33-ე მსოფლიოში. 2008 წელს მაიამი ფორბსის მიერ შეფასდა როგორც „ამერიკის უსუფთავესი ქალაქი“. 2009 წელს ცნობილმა შვეიცარიულმა ბანკმა იუ-ბი-ესმა შეისწავლა მსოფლიოს 73 უმდიდრესი ქალაქი და მაიამი შეაფასა როგორც ყველაზე მდიდარი ქალაქი აშშ-ში ხოლო მეთხუთმეტე უმდირესი ქალაქი მსოფლიოში.
ვინც მანდ ცხოვრობთ ან ნამყოფი ხართ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
მიმაგრებული სურათი