#59772417 · 1 Nov 2022, 07:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში ადამიანები? ალბათ იმიტომ, რომ ზედაპირზე ცხოვრება გაუსაძლისი იყო. მაღალი ტემპერატურის, გამყინვარების, რადიაციული დაბინძურების, ვულკანური ამოფრქვევის ან რაიმე მსგავსი მოვლენის გამო, ხალხი იძულებული იყო თავი დედამიწის სიღრმეებისთვის შეეფარებინა. კლიმატი მართლაც სულ იცვლებოდა, არა 2-3 გრადუსით, არამედ 10-15 გრადუსით, რასაც წარმოუდგენლად გამანადგურებელი შედეგები ჰქონდა. გამომწვევი მიზეზები: მზის აქტივობა, დედამიწის და მთვარის ორბიტების ცვლილება, ასტეროდები, ტექტონიკური ძვრები. გულუბრყვილო იქნება იმაზე ფიქრი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ამ პროცესების მართვა შეგვიძლია, მაშინ როდესაც კლიმატი ბოლომდე შესწავლილიც კი არ გვაქვს. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ: მოვემზადოთ ექსტრემალურ პირობებში გადარჩენისთვის.
|