კარგი გადაცემა იყო ეგ გინდ დაიჯერეთ გინდ არა
რუსულ არხებზე იყო კიდევ "ამოუხსნელია,მაგრამ ფაქტია"
მე მიყვარს ასეთი შემეცნებითი გადაცემები. სამწუხაროა,რომ ჩვენთან არ არის,არადა პოპულარული თემაა,ვინც რა არ უნდა წეროს და აკრიტიკოს.
უბრალოდ იმის გათვალისწინებით,რომ რუსეთი გაცილებით დიდი ტერიტორიულად და მოსახლეობითაც და მეტი ადგილი და შემთხვევაა,ტნტ ს მაგალითად გაუსკდა სცენარები და დადგმული სცენები ექსტრასენსებზე და საინტერესო გადაცემა სასცილოდ იქცა. საქართველოში მით უმეტეს ყველაფერი მალე "ბაზრდება" და დაწერილ სცენარებს და მოგონილ ისტორიებს არავის ვურჩევდი. და რეალური,თუნდაც დაუმტკიცებელი ფაქტები,ძალიან საინტერესოა
ჰო,გავიგე,რომ ფაქტებს ეძებთ და სხვა თემები არასერიოზულად მოგეჩვენათ,მაგრამ თემატურად ერთიდაიგივეა და შევაერთებ,თუ ძალიან არ გეწყინებათ