Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > მზის ბატარიები


Posted by: vanivano 13 May 2012, 15:44
რატომღაც ამ ბოლო დროს ავტყდი და მინდა მზის ხარჯზე მივიღო დენი.ვინმემ ხო არ იცით რამდენად ამართლებს და თუ რეალურია და ღირს მაგის გაკეთება.

12ვ რო მივიღო და გარდავქმნა 220 მაგის სქემა მაქვს და მეთვითონაც ავაწყობ.თითონ ბატარეიკების კი აზრზე არ ვარ რამდენიანებია რამდენ ვოლტს გამოიმუშავებენ და სიმძლავრე რა აქვს

Posted by: Yan-LoonG 13 May 2012, 19:29
user posted image
მაღალი წარმადობის მზის პანელები როგორც წესი ბევრად უფრო ძვირია ჩვეულებრივებთან შედარებით. ზოგ მათგანს სხივის შემკრეფი დიდი ლინზა მოყვება, ზოგსაც ამრეკლი სარკეები და გამაგრილებელი მექანიკური დანართები, რაც საკმაოდ აძვირებსხოლმე მზის პანელებს. ჰოლოგრამული მზის პანელი კი ბევფრად უფრო მჩატე და იაფი კონსტრუქციაა, ის არ საჭიროებს გაგრილებას და ასევე შესაძლებელია შენობაში სამხრეთ მხარეს შუშების მაგივრად გამოყენებაც, რითაც სამონტაჟო ადგილიც იზოგება. მზის პანელისთვის ჰოლოგრაფიის გამოყენებაზე 1980 წლიდან მიდის მსჯელობა და დღესდღეობით ამერიკულმა ფირმამ Prism Solar Technologies განახორციელა ეს იდეა. ჰოლოგრაფიული ფირის საშუალებით სხივი მრავალმხრივ აირეკლება და ერთ ადგილზე კონცენტრირდება. მაგალითისთვის ჰოლოგრაფიული ბრტყელი სურათის დანახვისას იქმნება გამოსახულების 3D მოცულობითი ილუზია. აქედან გამომდინარე ჰოლოგრაფიულ პანელს აღარ ჭირდება მზის მდებარეობის მიხედვით მოტრილალება და მასთან დაკავშირებული მბრუნავი მექანიზმებიც.

მუშაობის პრინციპი
user posted image
ყვითელი ფერით აღნიშნულია 3.2მმ შუშის ფირები, მათ შორის მოთავსებულია 7მიკრონის სისქის ჰოლოგრაფიული ლენტა(ფორთოხლის ფერი), ქვემოდან კი ლურჯი ფერით ფოტოელემენტი.

ესე გამოიყურება 25ვატიანი სეგმენტი

user posted image
----------------

კომპლექსური გადაწყვეტა: თქვენი სახლის გათბობა და ცხელი წყლით მომარაგება მზის ენერგიით

მზის ენერგიის დანადგარების მწარმოებელთა გერმანული ასოციაცია დარწმუნებულია, რომ დღევანდელ დღეს უკვე შესაძლებელია მზის ენერგიის გამოყენებით თანამედროვე სახლების გათბობის მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილება. უკვე არსებულ შენობებში გათბობის სისტემის მზის ენeრგიაზე ორიენტირებული რეაბილიტაცია და გაუმჯობესებული იზოლაცია შესაძლებელს გახდის თბომომარაგების 70 პროცენტის მზის ენერგით უზრუნველყოფას. მზის დანადგარების მწარმოებელთა გერმანული ასოციაციის შეფასებით, 2030 წლისათვის, სახლებში მზის ენერგიით გათბობის სრული უზრუნველყოფა სტანდარტულ გადაწყვეტად იქცევა.
[


http://www.eltalis.lt/ აი ეს კი იმ კომპანიის საიტია რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს.

Posted by: xizan89 13 May 2012, 20:09
QUOTE (vanivano @ 13 May 2012, 15:44 )
12ვ რო მივიღო და გარდავქმნა 220 მაგის სქემა მაქვს და მეთვითონაც ავაწყობ.

თუ შეგიძლია ეგ სქემა დამიდე რა მაგრად მაინტერესებს

Posted by: Yan-LoonG 13 May 2012, 20:39
xizan89
http://electroschematics.com/220/12v-dc-220v-ac-converter/ ეს ნახე აბა

Posted by: shuma89 14 May 2012, 01:15
გამზადებულს მოგცემთ 24 ვოლტიდან გადამყვანს 850 დან 1100 ვატიანამდე
და 600 ვატიანს 12 ვოლტიდან გადამყვანს.
რომელიც გაგიხარდებათ, ქარხნულია პლატა და ყველაფერი, ყუთI არ მაქვს ოღონდ და რაშიც გაგიხარდებათ იმაში ჩაამონტაჟეთ.


Posted by: vanivano 21 May 2012, 22:37
სიამოვნებით ავიღებდი 12ვოლტიანს 600ვატზე.
და თუ იცით ვინმემ საქართველში არის თუ არა ეგ მზის დაფები და რა ჯდება....
რატომღაც ავიკვიატე და მინდა გავაკეთო და რამდენად რეალური იქნება ხო ვერ მირჩევთ...

* * *
QUOTE (xizan89 @ 13 May 2012, 20:09 )
QUOTE (vanivano @ 13 May 2012, 15:44 )
12ვ რო მივიღო და გარდავქმნა 220 მაგის სქემა მაქვს და მეთვითონაც ავაწყობ.

თუ შეგიძლია ეგ სქემა დამიდე რა მაგრად მაინტერესებს

ფურცელზე მაქვს ამოხაზული და გადავუღებ სურათს და დავდებ.

Posted by: MONTY 29 May 2012, 04:50
vanivano
ქარის და მზის ჰიბრიდი რომ გააკეთო ბევრად უკეთესი იქნება smile.gif

Posted by: datiko 29 May 2012, 12:47
vanivano
მეც ვიყავი მაგით დაინტერესებული და სხვათაშორის ეხლა სულ უფრო და უფრო ხშირად მხვდება მსგავსი ტექნოლოგიები სოფლის სახურავებზე

Posted by: IkaMac 29 May 2012, 16:26
აკუმულატორებზე უნდა გქონდეს პასტაიანნა მიერთებული რო სულ ტენიდეს, ნუ პრიამოიზე არა რათქმაუნდა, იქიდან 220 გააკეთო შეგიძლია smile.gif

Posted by: MONTY 30 May 2012, 05:15
მარტო მზის გაკეთება საკმაოდ ძვირადღირებული არის როგორც მე დავთვალე ,
ამიტომ ყველაზე კარგი ჰიბრიდის გაკეთება არის , მითუმეტეს თუ ისეთ უბანში ცხოვრობ სადაც ქარი ხშირი არის

მეც მინდა მაგრამ 100% ით ალტერნატიულზე გადასვლა მაგრამ საკმაოდ ბევრი ჯდება და ძნელია დიდი თანხის ჩადება , მითუმეტეს როდესაც სულ მცირე 5კვ.საათი არის საჭირო ზამთარში
თუ ერთიანი თანხა ვიშოვე აუცილებლად გავაკეთებ მზის და ქარისგან , ასევე წყლის კოლექტორიც საჭიროა თუ 100% ით ალტერნატივაზე გადავალ
წყლის კოლექტორი 200 ლიტრიანი დაახლოებით ან 100 ც თუ კი დღეში ორჯერ გაცხელებას შეძლებს
მზის პანელები სულ მცირე 1000W
ქარის ტურბინა სულ მცირე 1000W
ბატარეები სულ მცირე 4 ცალი 220Ah ანი აკუმულატორი
ესეც კი არ მგონია მეყოს sad.gif
სანამ ნაგავიი დაემატებოდა მანამდე მიწევდა ზამთარში სულ ცოტა 100 ლარის გადახდა ყოველთვიურად დენში და გაზში 50 ლარამდე , ( წყალს დენზე ვაცხელებდი და იშვიათად გაზის კალონკა და გათბობა დენზე მქონდა ერთი ოთახის , გაზს მარტო საჭმლისთვის ვიყენებდი და კვირაში 2-3 დღე გაზზე )

Posted by: vanivano 1 Jun 2012, 21:22
ესეიგი ჩემი ფიქრები ცოტახნით უნდა დავასამაროbiggrin.gif
არადა მართლაც რომ მაგარია უბრალოდ ყველაზე მეტი თანხა როგორც მოვთვალე აუმულატორებში მიდის რა.

ფული რომ არაა მაგიტო დავიწყე მაგაზე პიქრი და ერთიანად ამხელა ფულის გაღება ცოტა ძნელია

Posted by: GURAMI2 1 Jun 2012, 22:58
მაგხელა თანხების ჩადება ჩემი აზრით სისულელეა მაგას თამასუქები შეიძინო 5000 ლარის და ყოველთვიურად 1.5% აიღო ეგ ჯობია

Posted by: თოვლი_ 8 Dec 2015, 06:17
მზის ბატარიებს ვერ ვიყიდი და რა ღირს?
თუ ჯერ არ მიდის საქმე ისე რომ იყიდო, როდიდან იქნება მისი დათრევა შესაძლებელი?

Posted by: genadi 8 Dec 2015, 08:07
QUOTE (თოვლი @ 8 Dec 2015, 06:17 )
მზის ბატარიებს ვერ ვიყიდი და რა ღირს?
თუ ჯერ არ მიდის საქმე ისე რომ იყიდო, როდიდან იქნება მისი დათრევა შესაძლებელი?

დავთვალე და 7კილოვატი თავისი აკუმულაციით და, საერთოდ ყველაფრით 20000 ხვლიკისფერი გამოვიდა უხეშად - მაგრამ მაინც ღირს

(რა მინიმუმ ფასზეც ხელი მიმიწვდა)

იმის მერე 2 წელი გავიდა, მაგრამ მაინც არა მგონიაძალინ შეცვლილიყო gigi.gif

Posted by: თოვლი_ 9 Dec 2015, 00:41
genadi
მადლობა ინფორმაციისთვის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)