მაგთიკომმა მე-4 თაობის ინტერნეტის სიჩქარე 2-ჯერ გაზარდა.
მაგთიკომმა ყველა 4G სადგურზე მონაცემთა გადაცემის გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა, რაც ინტერნეტის თეორიულ მაქსიმალურ სიჩქარეს წამში 150 მეგაბიტამდე ზრდის.
დღეისათვის მაგთიკომს, საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს შორის, ყველაზე მეტი 2G/3G/4G საბაზო სადგური აქვს.
ამას მე-4 თაობის ინტერნეტის უკვე ორჯერ გაზრდილი სიჩქარეც დაემატა და, შედეგად, მომხმარებელი მაგთიკომისგან იღებს საუკეთესო ქსელს, ხარისხსა და ინტერნეტის სიჩქარეს.
წყარო:
http://commersant.ge/?m=5&news_id=32527&cat_id=6დასტური: